ფარიკადო იწვევს ოროფარინგეალური მიდამოს მსუბუქი ინფექციური და ანთებითი პროცესების დროს ლოკალურ და დროებით სიმპტომურ შემსუბუქებას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ენოქსოლონი (enoxolone) + ბენზოკაინი (benzocaine) + ქლორჰექსიდინი (chlorhexidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 4მგ + 3მგ საწუწნი ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036854
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2022, მოქმედებს 15 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფარიკადო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფარიკადო იწვევს ოროფარინგეალური მიდამოს მსუბუქი ინფექციური და ანთებითი პროცესების დროს ლოკალურ და დროებით სიმპტომურ შემსუბუქებას.
მიღების წესი და დოზირება
ერთი საწუწნი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და ნელა დაიშალოს 2-3 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზირება არის 8 საწუწნი ტაბლეტი.
რეკომენდებული დოზირება 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის
ერთი საწუწნი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და ნელა დაიშალოს 4-5 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზირება არის 6 საწუწნი ტაბლეტი.
მიღების წესი:
ოროფარინგეალური გამოყენებისთვის.
ნელა იხსნება პირის ღრუში დაღეჭვისა თუ გადაყლაპვის გარეშე.
სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, ან თუ სიმპტომები გაგრძელდება 2 დღის შემდეგ, ექიმი შეაფასებს კლინიკურ მდგომარეობას.
უკუჩვენებები
ფარიკადოს გამოყენება არ შეიძლება ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის ან საანესთეზიო აქტივობის მქონე ნებისმიერი სხვა ეთერის წარმოებულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან მიმართებაში, არსებობს ბენზოკაინით განპირობებული სისტემური ტოქსიკურობის ტენდენცია ხანდაზმულებში, მწვავე დაავადების მქონე ან დასუსტებულ პაციენტებში; აღნიშნული პაციენტებისათვის შეიძლება საჭირო იყოს პრეპარატის უფრო დაბალი კონცენტრაციები.
მაღალ დოზებზე და უწყვეტი მკურნალობის დროს, ენოქსოლონს შეუძლია გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია ხანდაზმულებში.
პაციენტები, რომლებიც ინტოლერანტულები იყვნენ სხვა ეთერის ტიპის ლოკალური საანესთეზიო საშუალებების (განსაკუთრებით პარა-ამინობენზოის მჟავას (PABA) წარმოებულების), პარაბენების ან პარაფენილენდიამინის (თმის საღებავის) მიმართ, შეიძლება ასევე ინტოლერანტული იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა შეფასდეს შემდეგ შემთხვევებში:
ლორწოვანის მძიმე ტრავმა (საანესთეზიო საშუალების მომატებული შეწოვა).
კბილების საჭრელი პლომბი იმ შემთხვევაში, თუ პლომბის ზედაპირი ან კიდეები უხეშია, ფერის მუდმივი შეცვლა შესაძლებელია ქლორჰექსიდინის საშუალებით.
პერიოდონტიტის მქონე პაციენტებში, ქლორჰექსიდინი იწვევს სუპრაგინგივალური (ღრძილზედა) ქვების მომატებას.
უნდა მოხდეს პირის ღრუს ჰიგიენის სათანადო დაცვა, კბილის ქვების კონტროლის კბილის პასტით, ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული კბილების ქვების დაგროვებისა და შეფერილობის შეცვლის შემცირების მიზნით.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ბენზოკაინით გამოწვეული სისტემური ტოქსიკურობის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთჰემოგლობინემია.
ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობის მიმართ ისევე, როგორც ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ბავშვებში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
გამოყენება სპორტსმენებში
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს ბენზოკაინს, რამაც შეიძლება მოგვცეს დოპინგის ტესტზე დადებითი შედეგი.
გაფრთხილება არააქტიური ნივთიერებების შესახებ
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელი ნივთიერების სახით. პაციენტებმა ფრუქტოზას მიმართ აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
პრეპარატის ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.50 მგ კალიუმის აცესულფამს. აღნიშნული გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების მიერ ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ გამოიყენოთ ანტისეპიკური საშუალებების შემცველ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
არსებობს ცნობები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, რომელთა მიხედვით ენოქსოლონისა და ჰიდროკორტიზონის ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას კანზე.
ბენზოკაინის არსებობის გამო, ის ხელს უშლის შემდეგი ნივთიერებების მოქმედებას:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს: თრგუნავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მეტაბოლიზმს, უფრო დიდი სისტემური ტოქსიკურობის რისკით.
სულფონამიდებს: ბენზოკაინის მეტაბოლიტებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სულფონამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობას.
დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩარევა
ჩარევა ასევე ხდება დიაგნოსტიკურ კვლევებში კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დასადგენად ბენტირომიდის გამოყენებით. შედეგები გაუქმებულია, რადგან ბენზოკაინი მეტაბოლიზდება არილამინებით და ასევე ზრდის აშკარად აღდგენილი PABA-ს რაოდენობას. რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა გამოკვლევამდე 3 დღით ადრე მაინც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება.
ენოქსოლონმა >60 მგ/დღეში მაღალ დოზებზე და გახანგრძლივებული გამოყენებისას შეიძლება წარმოქმნას ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია, რაც გასათვალისწინებელია ორსულ პაციენტებში.
ორსულ ქალებში ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობს. ქლორჰექსიდინის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა ფერტილობის დარღვევები ან ფეტოტოქსიკური მოქმედებები ან პერი-პოსტნატალური ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში.
ლაქტაცია
ძუძუთი კვების დროს ბენზოკაინთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა. თუმცა, უცნობია გამოიყოფა თუ არა ქლორჰექსიდინი დედის რძეში.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ აღინიშნება.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ ფასდება).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები, რასაც თან ახლავს ცხვირის შეგუბება, ქავილი და კანზე გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
იშვიათი: ქრონიკული გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს შეშუპება და ჰიპერტენზია.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
იშვიათი: დისგევზია (გემოს შეგრძნების დეფექტები) შეიძლება განვითარდეს, თუმცა ეს დარღვევა სუსტდება თერაპიის გაგრძელებასთან ერთად.
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
იშვიათი: კბილის პიგმენტაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყარი დენტალური ნადები. პირის ღრუს გაღიზიანება, ენის წვერის გაღიზიანება. ასევე ჩხვლეტა, ქავილი, შეშუპება ან სიწითლე პირის ღრუში ან მის ირგვლივ.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზით მიღებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ენოქსოლონის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმინერალოკორტიკოიდიზმი, ნატრიუმის შეკავება და კალიუმის დაკარგვა, შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და ალდოსტერონ-რენინ-ანგიოტენზინის სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს ალკოჰოლური მოწამვლის სიმპტომებს (დაბნეული მეტყველება, დაბუჟება ან ბარბაცით სიარული). მიუხედავად იმისა, რომ ბენზოკაინის შეწოვა ძალიან მცირეა, ჭარბი სისტემური შეწოვის შემთხვევაში, სიპტომებს წარმოადგენს ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ყურებში შუილი, აღგზნება (ცნს-ს სტიმულაცია), რასაც მოჰყვება ძილიანობა (ცნს-ის დათრგუნვა), გაძლიერებული ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა ან ნელი ან არარეგულარული გულისცემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირების მკურნალობა უპირველეს ყოვლისა სიმპტომატურია.
მკურნალობა ითვალისწინებს ჟანგბადის გამოყენებას ან, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნურ სუნთქვას. სისხლის მიმოქცევის დათგრუნვის მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს ვაზოკონსტრიქტორული და ინტრავენური სითხეების შეყვანა. მეთჰემოგლობინემია ასევე შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გადაღლა, დაღლილობა, სისუსტე), რომელთა მკურნალობა ითვალისწინებს მეთილენის ლურჯის შეყვანას.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის გემოთი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.
ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის პრეპარატები/ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერებები ავსებენ ერთმანეთს: ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური მოქმედება, ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირ-ხახის (ოროფარინგეალურ) ლორწოვანზე და ადგილობრივი ანესთეტიკის ბენზოკაინის მოქმედება, რაც ხსნის ყელის ადგილობრივი გაღიზიანებით გამოწვეულ დისკომფორტს.
ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც აქტიურია აერობული და ანაერობული ბაქტერიების გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, თუმცა უკანასკნელის მიმართ იმდენად ძლიერი არ არის.
დაბალ კონცენტრაციებზე პრეპარატი ბაქტერიოსტატიკურია, მაღალ კონცენტრაციებზე - ბაქტერიციდული.
ქლორჰექსიდინის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია Staphylococcus, Streptococcus mutans, salivarius და Streptococcus sanguis. მიუხედავად გარკვეული აქტივობისა გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Acinetobacter baumannii, Escherichia coli, Klebsiella, Salmonella და Pseudomonas, აღნიშნული ბაქტერიების უამრავი შტამი და სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები, აქტივობისათვის ქლორჰექსიდინის მაღალი კონცენტრაციებია საჭირო.
ანაერობულ ბაქტერიებთან მიმართებაში, ქლორჰექსიდინს გააჩნია აქტივობა Bacteroides, Propionibacterium, Selenomonas ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, თუმცა ნაკლებად აქტიურია Veillonela-ს წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი:
ქლორჰექსიდინი არის კათიონური ნაერთი, მისი ანტიბაქტერიული აქტივობა არის დადებითად დამუხტულ ქლორჰექსიდინის მიზიდულობის შედეგები ზედაპირის უარყოფითად დამუხტულ ბაქტერიულ უჯრედებს შორის. ქლორჰექსიდინი ადსორბირდება მიკროორგანიზმების უჯრედულ კედლებზე, რომლებიც მგრძნობიარეა ძლიერი ადსორბციის მიმართ და სპეციფიკურია ფოსფატის შემცველი გარკვეული ნაერთების მიმართ. აღნიშნული მოქმედება ცვლის უჯრედის მემბრანის მთლიანობას, ზრდის რა მის გამავლობას.
ბენზოკაინი წარმოადგენს ეთერულ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც თრგუნავს ნერვული იმპულსების როგორც ინიცირებას, ასევე მათ გამტარობას ნატრიუმის იონების მიმართ ნეირონული მემბრანის გამავლობის შემცირებით, რითაც სტაბილიზდება შექცევადად.
ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება წარმოდგენილია ლორწოვან მემბრანებზე. მინერალოკორტიკოიდური სტეროიდების სტრუქტურული მსგავსება დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთან მაშინ, როდესაც გლუკოკორტიკოიდების მიერ გამოწვეული გარკვეული გვერდითი ეფექტების არარსებობა დაკავშირებულია მათ არასტეროიდულ სტრუქტურასთან.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ქლორჰექსიდინი
შეწოვა: ფარმაკოკინეტიკური კვლევები მიუთითებს, რომ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% ადსორბირდება პირის ღრუში და შემდეგ პრეპარატი გამოიყოფა ნერწყვში ნელი ადსორბირებით. ის ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
განაწილება: მისი კათიონური ბუნების გამო, ქლორჰექსიდინი ძლიერად აკავშირებს კანს, ლორწოვან გარსს და სხვა ქსოვილებს.
გამოყოფა: გამოიყოფა განავლით და ძალიან მცირე რაოდენობით შარდით.
ბენზოკაინი
შეწოვა: ბენზოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება ლორწოვანი გარსების მეშვეობით სისტემურ მიმოქცევაში.
განაწილება: ბენზოკაინი არის ეთერის ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ეთერის ტიპის საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობასთან მცირეა ცილების შეკავშირება.
ბიოტრანსფორმაცია: იგი მეტაბოლიზდება ძირითადად პლაზმაში ქოლინესთერაზების ჰიდროლიზური მოქმედებით და გაცილებით ნაკლებად - ღვიძლის ქოლინესთერაზებით, წარმოქმნის ჰიდროლიზის ეთერულ კავშირს და ათავისუფლებს ეთანოლის ამინობენზოის მჟავას.
გამოყოფა: პ-ამინობენზოის მჟავა შეიძლება გამოიყოს შარდით ან უცვლელად გლიცინთან კონიუგირებული სახით ან გარდაიქმნას ამინოჰიპურის მჟავას ჰიდროლიზის გზით. დეგრადაცია დამოკიდებულია pH დონეზე.
ენოქსოლონი
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ, ენოქსოლონი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეს პროცესი ძირითადად სრულდება კუჭში მისი მჟავიანობის გამო. თუმცა, მომზადებული, სისტემური შეწოვის მახასიათებლები ძალიან დაბალია.
გამოყოფა: აბსორბირებული რაოდენობის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ გამოიყოფა განავლით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
- 3.1.3. შეფუთვის ჩანართი
ფარიკადო
საწუწნი ტაბლეტი
ფორმულა
ფარიკადოს ყოველი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის ჰიდროქლოროდს, 4 მგ ბენზოკაინსა და 3 მგ ენოქსოლონს აქტიური ნივთიერების სახით; ასევე კალიუმის აცესულფამს, სორბიტოლს დამატკბობელი საშუალებების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყელის პრეპარატები/ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერებები ავსებენ ერთმანეთს: ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური მოქმედება, ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირ-ხახის (ოროფარინგეალურ) ლორწოვანზე და ადგილობრივი ანესთეტიკის ბენზოკაინის მოქმედება, რაც ხსნის ყელის ადგილობრივი გაღიზიანებით გამოწვეულ დისკომფორტს.
ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც აქტიურია აერობული და ანაერობული ბაქტერიების გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, თუმცა უკანასკნელის მიმართ იმდენად ძლიერი არ არის.
დაბალ კონცენტრაციებზე პრეპარატი ბაქტერიოსტატიკურია, მაღალ კონცენტრაციებზე - ბაქტერიციდული.
ქლორჰექსიდინის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია Staphylococcus, Streptococcus mutans, salivarius და Streptococcus sanguis. მიუხედავად გარკვეული აქტივობისა გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Acinetobacter baumannii, Escherichia coli, Klebsiella, Salmonella და Pseudomonas, აღნიშნული ბაქტერიების უამრავი შტამი და სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები, აქტივობისათვის ქლორჰექსიდინის მაღალი კონცენტრაციებია საჭირო.
ანაერობულ ბაქტერიებთან მიმართებაში, ქლორჰექსიდინს გააჩნია აქტივობა Bacteroides, Propionibacterium, Selenomonas ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, თუმცა ნაკლებად აქტიურია Veillonela-ს წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი:
ქლორჰექსიდინი არის კათიონური ნაერთი, მისი ანტიბაქტერიული აქტივობა არის დადებითად დამუხტულ ქლორჰექსიდინის მიზიდულობის შედეგები ზედაპირის უარყოფითად დამუხტულ ბაქტერიულ უჯრედებს შორის. ქლორჰექსიდინი ადსორბირდება მიკროორგანიზმების უჯრედულ კედლებზე, რომლებიც მგრძნობიარეა ძლიერი ადსორბციის მიმართ და სპეციფიკურია ფოსფატის შემცველი გარკვეული ნაერთების მიმართ. აღნიშნული მოქმედება ცვლის უჯრედის მემბრანის მთლიანობას, ზრდის რა მის გამავლობას.
ბენზოკაინი წარმოადგენს ეთერულ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც თრგუნავს ნერვული იმპულსების როგორც ინიცირებას, ასევე მათ გამტარობას ნატრიუმის იონების მიმართ ნეირონული მემბრანის გამავლობის შემცირებით, რითაც სტაბილიზდება შექცევადად.
ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება წარმოდგენილია ლორწოვან მემბრანებზე. მინერალოკორტიკოიდური სტეროიდების სტრუქტურული მსგავსება დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთან მაშინ, როდესაც გლუკოკორტიკოიდების მიერ გამოწვეული გარკვეული გვერდითი ეფექტების არარსებობა დაკავშირებულია მათ არასტეროიდულ სტრუქტურასთან.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ქლორჰექსიდინი
შეწოვა: ფარმაკოკინეტიკური კვლევები მიუთითებს, რომ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% ადსორბირდება პირის ღრუში და შემდეგ პრეპარატი გამოიყოფა ნერწყვში ნელი ადსორბირებით. ის ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
განაწილება: მისი კათიონური ბუნების გამო, ქლორჰექსიდინი ძლიერად აკავშირებს კანს, ლორწოვან გარსს და სხვა ქსოვილებს.
გამოყოფა: გამოიყოფა განავლით და ძალიან მცირე რაოდენობით შარდით.
ბენზოკაინი
შეწოვა: ბენზოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება ლორწოვანი გარსების მეშვეობით სისტემურ მიმოქცევაში.
განაწილება: ბენზოკაინი არის ეთერის ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ეთერის ტიპის საანესთეზიო საშუალებების უმრავლესობასთან მცირეა ცილების შეკავშირება.
ბიოტრანსფორმაცია: იგი მეტაბოლიზდება ძირითადად პლაზმაში ქოლინესთერაზების ჰიდროლიზური მოქმედებით და გაცილებით ნაკლებად - ღვიძლის ქოლინესთერაზებით, წარმოქმნის ჰიდროლიზის ეთერულ კავშირს და ათავისუფლებს ეთანოლის ამინობენზოის მჟავას.
გამოყოფა: პ-ამინობენზოის მჟავა შეიძლება გამოიყოს შარდით ან უცვლელად გლიცინთან კონიუგირებული სახით ან გარდაიქმნას ამინოჰიპურის მჟავას ჰიდროლიზის გზით. დეგრადაცია დამოკიდებულია pH დონეზე.
ენოქსოლონი
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ, ენოქსოლონი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეს პროცესი ძირითადად სრულდება კუჭში მისი მჟავიანობის გამო. თუმცა, მომზადებული, სისტემური შეწოვის მახასიათებლები ძალიან დაბალია.
გამოყოფა: აბსორბირებული რაოდენობის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ გამოიყოფა განავლით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები
ფარიკადო იწვევს ოროფარინგეალური მიდამოს მსუბუქი ინფექციური და ანთებითი პროცესების დროს ლოკალურ და დროებით სიმპტომურ შემსუბუქებას.
უკუჩვენებები
ფარიკადოს გამოყენება არ შეიძლება ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის ან საანესთეზიო აქტივობის მქონე ნებისმიერი სხვა ეთერის წარმოებულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან მიმართებაში, არსებობს ბენზოკაინით განპირობებული სისტემური ტოქსიკურობის ტენდენცია ხანდაზმულებში, მწვავე დაავადების მქონე ან დასუსტებულ პაციენტებში; აღნიშნული პაციენტებისათვის შეიძლება საჭირო იყოს პრეპარატის უფრო დაბალი კონცენტრაციები.
მაღალ დოზებზე და უწყვეტი მკურნალობის დროს, ენოქსოლონს შეუძლია გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია ხანდაზმულებში.
პაციენტები, რომლებიც ინტოლერანტულები იყვნენ სხვა ეთერის ტიპის ლოკალური საანესთეზიო საშუალებების (განსაკუთრებით პარა-ამინობენზოის მჟავას (PABA) წარმოებულების), პარაბენების ან პარაფენილენდიამინის (თმის საღებავის) მიმართ, შეიძლება ასევე ინტოლერანტული იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა შეფასდეს შემდეგ შემთხვევებში:
ლორწოვანის მძიმე ტრავმა (საანესთეზიო საშუალების მომატებული შეწოვა).
კბილების საჭრელი პლომბი იმ შემთხვევაში, თუ პლომბის ზედაპირი ან კიდეები უხეშია, ფერის მუდმივი შეცვლა შესაძლებელია ქლორჰექსიდინის საშუალებით.
პერიოდონტიტის მქონე პაციენტებში, ქლორჰექსიდინი იწვევს სუპრაგინგივალური (ღრძილზედა) ქვების მომატებას.
უნდა მოხდეს პირის ღრუს ჰიგიენის სათანადო დაცვა, კბილის ქვების კონტროლის კბილის პასტით, ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული კბილების ქვების დაგროვებისა და შეფერილობის შეცვლის შემცირების მიზნით.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ბენზოკაინით გამოწვეული სისტემური ტოქსიკურობის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთჰემოგლობინემია.
ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობის მიმართ ისევე, როგორც ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ბავშვებში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
გამოყენება სპორტსმენებში
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს ბენზოკაინს, რამაც შეიძლება მოგვცეს დოპინგის ტესტზე დადებითი შედეგი.
გაფრთხილება არააქტიური ნივთიერებების შესახებ
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელი ნივთიერების სახით. პაციენტებმა ფრუქტოზას მიმართ აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
პრეპარატის ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.50 მგ კალიუმის აცესულფამს. აღნიშნული გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების მიერ ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.
გვერდითი მოვლენები / არასასურველი რეაქციები
გვერდითი მოვლენი განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ ფასდება).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები, რასაც თან ახლავს ცხვირის შეგუბება, ქავილი და კანზე გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
იშვიათი: ქრონიკული გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს შეშუპება და ჰიპერტენზია.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
იშვიათი: დისგევზია (გემოს შეგრძნების დეფექტები) შეიძლება განვითარდეს, თუმცა ეს დარღვევა სუსტდება თერაპიის გაგრძელებასთან ერთად.
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
იშვიათი: კბილის პიგმენტაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყარი დენტალური ნადები. პირის ღრუს გაღიზიანება, ენის წვერის გაღიზიანება. ასევე ჩხვლეტა, ქავილი, შეშუპება ან სიწითლე პირის ღრუში ან მის ირგვლივ.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი:
არ გამოიყენოთ ანტისეპიკური საშუალებების შემცველ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
არსებობს ცნობები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, რომელთა მიხედვით ენოქსოლონისა და ჰიდროკორტიზონის ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას კანზე.
ბენზოკაინის არსებობის გამო, ის ხელს უშლის შემდეგი ნივთიერებების მოქმედებას:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს: თრგუნავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მეტაბოლიზმს, უფრო დიდი სისტემური ტოქსიკურობის რისკით.
სულფონამიდებს: ბენზოკაინის მეტაბოლიტებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სულფონამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობას.
დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩარევა
ჩარევა ასევე ხდება დიაგნოსტიკურ კვლევებში კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დასადგენად ბენტირომიდის გამოყენებით. შედეგები გაუქმებულია, რადგან ბენზოკაინი მეტაბოლიზდება არილამინებით და ასევე ზრდის აშკარად აღდგენილი PABA-ს რაოდენობას. რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა გამოკვლევამდე 3 დღით ადრე მაინც.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება:
რეკომენდებული დოზირება მოზრდილებისა და 12 წელს უფროსი ასაკის ბავშვებისათვის
ერთი საწუწნი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და ნელა დაიშალოს 2-3 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზირება არის 8 საწუწნი ტაბლეტი.
რეკომენდებული დოზირება 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის
ერთი საწუწნი ტაბლეტი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და ნელა დაიშალოს 4-5 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზირება არის 6 საწუწნი ტაბლეტი.
მიღების წესი:
ოროფარინგეალური გამოყენებისთვის.
ნელა იხსნება პირის ღრუში დაღეჭვისა თუ გადაყლაპვის გარეშე.
სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, ან თუ სიმპტომები გაგრძელდება 2 დღის შემდეგ, ექიმი შეაფასებს კლინიკურ მდგომარეობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება.
ენოქსოლონმა >60 მგ/დღეში მაღალ დოზებზე და გახანგრძლივებული გამოყენებისას შეიძლება წარმოქმნას ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია, რაც გასათვალისწინებელია ორსულ პაციენტებში.
ორსულ ქალებში ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობს. ქლორჰექსიდინის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა ფერტილობის დარღვევები ან ფეტოტოქსიკური მოქმედებები ან პერი-პოსტნატალური ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში.
ლაქტაცია
ძუძუთი კვების დროს ბენზოკაინთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა. თუმცა, უცნობია გამოიყოფა თუ არა ქლორჰექსიდინი დედის რძეში.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
არ აღინიშნება.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული დოზით მიღებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ენოქსოლონის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმინერალოკორტიკოიდიზმი, ნატრიუმის შეკავება და კალიუმის დაკარგვა, შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და ალდოსტერონ-რენინ-ანგიოტენზინის სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს ალკოჰოლური მოწამვლის სიმპტომებს (დაბნეული მეტყველება, დაბუჟება ან ბარბაცით სიარული). მიუხედავად იმისა, რომ ბენზოკაინის შეწოვა ძალიან მცირეა, ჭარბი სისტემური შეწოვის შემთხვევაში, სიპტომებს წარმოადგენს ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ყურებში შუილი, აღგზნება (ცნს-ს სტიმულაცია), რასაც მოჰყვება ძილიანობა (ცნს-ის დათრგუნვა), გაძლიერებული ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა ან ნელი ან არარეგულარული გულისცემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირების მკურნალობა უპირველეს ყოვლისა სიმპტომატურია.
მკურნალობა ითვალისწინებს ჟანგბადის გამოყენებას ან, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნურ სუნთქვას. სისხლის მიმოქცევის დათგრუნვის მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს ვაზოკონსტრიქტორული და ინტრავენური სითხეების შეყვანა. მეთჰემოგლობინემია ასევე შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გადაღლა, დაღლილობა, სისუსტე), რომელთა მკურნალობა ითვალისწინებს მეთილენის ლურჯის შეყვანას.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის გემოთი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.
ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


