დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები პიტნით
deratin® complex comprimidos para chupar sabor MENTA
დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებს ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შერწყმით პირ-ხახის ლორწოვან გარსზე და ბენზოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ყელის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ენოქსოლონი (enoxolone) + ბენზოკაინი (benzocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 4მგ + 3მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის არომატით №30
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ყელის პრეპარატები
- ATC კოდი
- R02A
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043988
- რეგისტრირებულია
- 16 სექტემბერი 2025, მოქმედებს 16 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები პიტნით — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებს ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შერწყმით პირ-ხახის ლორწოვან გარსზე და ბენზოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ყელის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს.
დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის პირის ღრუსა და ყელის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ადგილობრივი და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: პირის ღრუს აფთები, ყელის გაღიზიანება ან აფონია, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ, ან თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმუმ 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
ბავშვებში გამოყენება
6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნ ტაბლეტამდე დღეში.
მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორ უნდა მოხდეს დერატინის კომპლექსის მიღება
დერატინის კომლექსი განკუთვნილია ოროფარინგეალური გამოყენებისათვის.
საწუწნი ტაბლეტები პირში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან მათი მოქმედება არის ადგილობრივი და ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი პირდაპირ კონტაქტშია დაზიანებულ არესთან.
ყოველთვის მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა.
ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობაა 2 დღე.
თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.
დერატინის კომპლექის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, წონასწორობის დაღრღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლიანობა და/ან დაბალი არტერიული წნევა. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშუპება (სითხის შეკავების გამო) მედიკამენტში ენოქსოლონის შემცველობის გამო.
ბენზოკაინის შემცველობის გამო შეიძლება განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე).
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევითი მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, (ტელ.: +34 915 620 420), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენდიამინი (თმის საღებავის ინგრედიენტი);
თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუში ნებისმიერი მძიმე ან ფართო დაზიანება;
თუ პაციენტს აღენიშნება პერიოდონტიტი (ღრძილების დაავადება), რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუპრაგინგივიალური ქვების მომატება;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონი აძლიერებს ამ სიმპტომებს;
რეკომენდებულია, რომ გაგრძელდეს პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენა, რათა შემცირდეს ქვების დაგროვება და კბილების შესაძლო ფერის ცვლილება, რასაც იწვევს ქლორჰექსიდინი;
არ უნდა იქნეს მიღებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში.
ბავშვები და მოზარდები
დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები
მაღალი დოზებით მედიკამენტის გამოყენებამ ან გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.
ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
რეკომენდებული პირობებით გამოყენებისას არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება, თუმცა ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა შიგნით მისაღებ მედიკამენტებთან ერთად ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
პირის ან ყელის სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების დროს;
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი მედიკამენტების (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების) გამოყენების დროს;
სულფონამიდების (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) გამოყენების დროს.
ანიონური ნაერთები და სუსპენდირებადი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტიანობას, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა გამოივლონ პირის ღრუში, კბილის პასტის გამოყენების შემდეგ.
ანალიზებზე გავლენა
თუ პაციენტს ესაჭიროება დიაგნოსტიკური ტესტის (მათ შორის სისხლის ანალიზის, შარდის ანალიზის, ალერგენით კანის სინჯების და ა.შ.) ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზის შედეგები.
დერატინის კომპლექსი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს პანკრეასის ფუნქციურ ანალიზთან, რომელიც ტარდება ბენტირომიდის გამოყენებით. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს არაუმცირეს 3 დღით ადრე ანალიზის ჩატარებამდე და უნდა ეცნობოს ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის აღწერილი რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ამ მედიკამენტის მიღებისას.
დერატინის კომპლექსი შეიცავს სორბიტოლს (E-420) და ნატრიუმს
სორბიტოლი (E-420)
ეს მედიკამენტი შეიცავს 1000 მგ სორბიტოლს ერთ ტაბლეტში.
სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება (სითხის შეკავების გამო) და ჰიპერტენზია მაღალი დოზების მიღებისას და გახანგრძლივებული მკურნალობისას.
შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით, კბილების ქვების მქონე პირებში. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი და შექცევადია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ. კბილების ბჟენის ფერი ასევე შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ის მუდმივი ხასიათისაა.
შეიძლება განვითარდეს გემოს ცვლილება.
ზოგიერთ შემთხვევაში დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ასევე ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (ვებგვერდი: https://www.notificaram.es).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი და პიტნის არომატი.
პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები, აღნიშვნით “D+” ცალ მხარეს და პიტნის არომატით.
შეფუთვაში მოთავსებულია 30 საწუწნი ტაბლეტი.
სხვა ფარმაცევტული ფორმები
დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები თაფლითა და ლიმონით.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC-ის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
დერატინის კომპლექი
საწუწნი ტაბლეტები პიტნით
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი/ბენზოკაინი/ენოქსოლონი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს დერატინის კომპლექსი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დერატინის კომპლექსის მიღებამდე;
დერატინის კომპლექსის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
დერატინის კომპლექსის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს დერატინის კომპლექსი და მისი გამოყენება
დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებს ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შერწყმით პირ-ხახის ლორწოვან გარსზე და ბენზოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ყელის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს.
დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის პირის ღრუსა და ყელის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ადგილობრივი და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: პირის ღრუს აფთები, ყელის გაღიზიანება ან აფონია, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ, ან თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დერატინის კომპლექსის მიღებამდე
დაუშვებელია დერატინის კომპლექსის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენდიამინი (თმის საღებავის ინგრედიენტი);
თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუში ნებისმიერი მძიმე ან ფართო დაზიანება;
თუ პაციენტს აღენიშნება პერიოდონტიტი (ღრძილების დაავადება), რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუპრაგინგივიალური ქვების მომატება;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონი აძლიერებს ამ სიმპტომებს;
რეკომენდებულია, რომ გაგრძელდეს პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენა, რათა შემცირდეს ქვების დაგროვება და კბილების შესაძლო ფერის ცვლილება, რასაც იწვევს ქლორჰექსიდინი;
არ უნდა იქნეს მიღებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში.
ბავშვები და მოზარდები
დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები
მაღალი დოზებით მედიკამენტის გამოყენებამ ან გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.
ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.
სხვა მედიკამენტები და დერატინის კომპლექსი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
რეკომენდებული პირობებით გამოყენებისას არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება, თუმცა ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა შიგნით მისაღებ მედიკამენტებთან ერთად ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
პირის ან ყელის სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების დროს;
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი მედიკამენტების (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების) გამოყენების დროს;
სულფონამიდების (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) გამოყენების დროს.
ანიონური ნაერთები და სუსპენდირებადი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტიანობას, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა გამოივლონ პირის ღრუში, კბილის პასტის გამოყენების შემდეგ.
ანალიზებზე გავლენა
თუ პაციენტს ესაჭიროება დიაგნოსტიკური ტესტის (მათ შორის სისხლის ანალიზის, შარდის ანალიზის, ალერგენით კანის სინჯების და ა.შ.) ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზის შედეგები.
დერატინის კომპლექსი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს პანკრეასის ფუნქციურ ანალიზთან, რომელიც ტარდება ბენტირომიდის გამოყენებით. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს არაუმცირეს 3 დღით ადრე ანალიზის ჩატარებამდე და უნდა ეცნობოს ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის აღწერილი რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ამ მედიკამენტის მიღებისას.
დერატინის კომპლექსი შეიცავს სორბიტოლს (E-420) და ნატრიუმს
სორბიტოლი (E-420)
ეს მედიკამენტი შეიცავს 1000 მგ სორბიტოლს ერთ ტაბლეტში.
სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
ნატრიუმი
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
დერატინის კომპლექსის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმუმ 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
ბავშვებში გამოყენება
6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნ ტაბლეტამდე დღეში.
მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორ უნდა მოხდეს დერატინის კომპლექსის მიღება
დერატინის კომლექსი განკუთვნილია ოროფარინგეალური გამოყენებისათვის.
საწუწნი ტაბლეტები პირში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან მათი მოქმედება არის ადგილობრივი და ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი პირდაპირ კონტაქტშია დაზიანებულ არესთან.
ყოველთვის მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა.
ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობაა 2 დღე.
თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.
დერატინის კომპლექის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, წონასწორობის დაღრღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლიანობა და/ან დაბალი არტერიული წნევა. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშუპება (სითხის შეკავების გამო) მედიკამენტში ენოქსოლონის შემცველობის გამო.
ბენზოკაინის შემცველობის გამო შეიძლება განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე).
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევითი მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, (ტელ.: +34 915 620 420), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება (სითხის შეკავების გამო) და ჰიპერტენზია მაღალი დოზების მიღებისას და გახანგრძლივებული მკურნალობისას.
შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით, კბილების ქვების მქონე პირებში. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი და შექცევადია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ. კბილების ბჟენის ფერი ასევე შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ის მუდმივი ხასიათისაა.
შეიძლება განვითარდეს გემოს ცვლილება.
ზოგიერთ შემთხვევაში დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ასევე ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (ვებგვერდი: https://www.notificaram.es).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დერატინის კომპლექსის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC-ის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დერატინის კომპლექსი
აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი და პიტნის არომატი.
პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები, აღნიშვნით “D+” ცალ მხარეს და პიტნის არომატით.
შეფუთვაში მოთავსებულია 30 საწუწნი ტაბლეტი.
სხვა ფარმაცევტული ფორმები
დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები თაფლითა და ლიმონით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის სექტემბერი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



