პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები თაფლით-ლიმონით

deratin® complex comprimidos para chupar sabor MIEL-LIMÓN

ურეცეპტოდ5მგ + 4მგ + 3მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანტიანთებითი ეფექტის შერწყმით ოროფარინგეალურ ლორწოვანზე და ბენზოკაინის ლოკალური საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ხახის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5მგ + 4მგ + 3მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლით და ლიმონით №30
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ყელის სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R02AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-044134
რეგისტრირებულია
13 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებადერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები თაფლით-ლიმონით და სხვა წამალი ერთად

დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები თაფლით-ლიმონით — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანტიანთებითი ეფექტის შერწყმით ოროფარინგეალურ ლორწოვანზე და ბენზოკაინის ლოკალური საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ხახის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს.

დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის პირისა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ადგილობრივი და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: პირის ღრუს აფთები, ხახის გაღიზიანება ან აფონია, რომელიც მიმდინარეობს ტკივილითა და ცხელების გარეშე

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ, ან პაციენტს აღენიშნება ყაბზობა, რომელიც უმჯობესდება.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ბავშვები

1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმუმ 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

ბავშვებში გამოყენება

6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

6-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში მაქსიმუმ 6 საწუწნ ტაბლეტამდე დღეში.

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორ უნდა მოხდეს მიღება

დერატინის კომლექსი განკუთვნილია ოროფარინგეალური გამოყენებისათვის.

საწუწნი ტაბლეტები პირში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან მათი მოქმედება არის ადგილობრივი და ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი პირდაპირ კონტაქტშია დაზიანებულ არესთან.

ყოველთვის მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტიანი დოზა.

ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა არის 2 დღე.

თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.

დერატინის კომპლექის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, წონასწორობის დაღრღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლიანობა და/ან დაბალი არტერიული წნევა. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშეპება (სითხის შეკავების გამო) მედიკამენტში ენოქსოლონის შემცველობის გამო.

ბენზოკაინის შემცველობის გამო შეიძლება განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე).

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევითი მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენედიამინი (თმის საღებავის ინგრედიენტი);

თუ პაციენტს აღენიშნება პირის ნებისმიერი მძიმე ან ფართო დაზიანება;

თუ პაციენტს აღენიშნება პერიოდონტიტი (ღრძილების დაავადება), რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუპრაგინგივიალური ქვების მომატება;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონი ამძაფრებს ამ სიმპტომებს;

რეკომენდებულია, რომ გაგრძელდეს პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენა, რათა შემცირდეს ქვების დაგროვება და კბილების შესაძლო ფერის ცვლილება, რასაც იწვევს ქლორჰექსიდინი;

არ უნდა იქნეს მიღებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

მაღალი დოზებით მედიკამენტის გამოყენებამ ან გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.

ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

რეკომენდებული პირობებით გამოყენებისას არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება, თუმცა ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა შიგნით მისაღებ მედიკამენტებთან ერთად ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:

პირის ან ხახის სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების დროს;

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი მედიკამენტების (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების) გამოყენების დროს;

სულფონამიდების (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) გამოყენების დროს.

ანიონური ნაერთები და სუსპენდირებადი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტიანობას, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა გამოივლონ პირის ღრუ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ.

ანალიზებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება დიაგნოსტიკური ტესტის (მათ შორის სისხლის ანალიზის, შარდის ანალიზის, ალერგენით კანის სინჯების და ა.შ.) ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზის შედეგები.

დერატინის კომპლექსი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს პანკრეასის ფუნქციის ანალიზთან, რომელიც ტარდება ბენტირომიდის გამოყენებით. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს არაუმცირეს 3 დღით ადრე ანალიზის ჩატარებამდე და უნდა ეცნობოს ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის აღწერილი რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ამ მედიკამენტის მიღებისას.

დერატინის კომპლექსი შეიცავს სორბიტოლს (E-420), ნატრიუმსა და ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)

სორბიტოლი

ეს მედიკამენტი შეიცავს 1000 მგ სორბიტოლს ერთ ტაბლეტში.

სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

ნატრიუმი

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E-320)

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, რაგან შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება (სითხის შეკავების გამო) და ჰიპერტენზია მაღალი დოზების მიღებისას და გახანგრძლივებული მკურნალობისას.

შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით, კბილების ქვების მქონე პირებში. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი და შექცევადი ხდება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ. კბილების ბჟენის ფერი ასევე შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ის მუდმივი ხასიათისაა.

შეიძლება განვითარდეს გემოს ცვლილება.

ზოგიერთ შემთხვევაში დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ასევე ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (ვებგვერდი:: https://www.notificaram.es).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი, თაფლის არომატი და ლიმონის არომატი (შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)).

პროდუქტის გამოსვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები, აღნიშვნით “D+” ცალ მხარეს და თაფლისა და ლიმონის არომატით.

შეფუთვაში მოთავსებულია 30 საწუწნი ტაბლეტი.

სხვა ფარმაცევტული ფორმები

დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები პიტნის არომატით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის სექტემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

დერატინის კომპლექი საწუწნი ტაბლეტები თაფლისა და ლიმონის არომატით

ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი/ ბენზოკაინი /ენოქსოლონი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დერატინის კომპლექსი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დერატინის კომპლექსის მიღებამდე;

დერატინის კომპლექსის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

დერატინის კომპლექსის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს დერატინის კომპლექსი და მისი გამოყენება

დერატინის კომპლექსის აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის და ენოქსოლონის ანტიანთებითი ეფექტის შერწყმით ოროფარინგეალურ ლორწოვანზე და ბენზოკაინის ლოკალური საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ხახის ადგილობრივი გაღიზინებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს.

დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის პირისა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ადგილობრივი და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: პირის ღრუს აფთები, ხახის გაღიზიანება ან აფონია, რომელიც მიმდინარეობს ტკივილითა და ცხელების გარეშე

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ, ან პაციენტს აღენიშნება ყაბზობა, რომელიც უმჯობესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დერატინის კომპლექსის მიღებამდე

დაუშვებელია დერატინის კომპლექსის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენედიამინი (თმის საღებავის ინგრედიენტი);

თუ პაციენტს აღენიშნება პირის ნებისმიერი მძიმე ან ფართო დაზიანება;

თუ პაციენტს აღენიშნება პერიოდონტიტი (ღრძილების დაავადება), რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუპრაგინგივიალური ქვების მომატება;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონი ამძაფრებს ამ სიმპტომებს;

რეკომენდებულია, რომ გაგრძელდეს პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენა, რათა შემცირდეს ქვების დაგროვება და კბილების შესაძლო ფერის ცვლილება, რასაც იწვევს ქლორჰექსიდინი;

არ უნდა იქნეს მიღებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

მაღალი დოზებით მედიკამენტის გამოყენებამ ან გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.

ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

სხვა მედიკამენტები და დერატინის კომპლექსი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

რეკომენდებული პირობებით გამოყენებისას არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება, თუმცა ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა შიგნით მისაღებ მედიკამენტებთან ერთად ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:

პირის ან ხახის სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების დროს;

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი მედიკამენტების (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების) გამოყენების დროს;

სულფონამიდების (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) გამოყენების დროს.

ანიონური ნაერთები და სუსპენდირებადი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტიანობას, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა გამოივლონ პირის ღრუ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ.

ანალიზებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება დიაგნოსტიკური ტესტის (მათ შორის სისხლის ანალიზის, შარდის ანალიზის, ალერგენით კანის სინჯების და ა.შ.) ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზის შედეგები.

დერატინის კომპლექსი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს პანკრეასის ფუნქციის ანალიზთან, რომელიც ტარდება ბენტირომიდის გამოყენებით. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს არაუმცირეს 3 დღით ადრე ანალიზის ჩატარებამდე და უნდა ეცნობოს ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის აღწერილი რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ამ მედიკამენტის მიღებისას.

დერატინის კომპლექსი შეიცავს სორბიტოლს (E-420), ნატრიუმსა და ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)

სორბიტოლი

ეს მედიკამენტი შეიცავს 1000 მგ სორბიტოლს ერთ ტაბლეტში.

სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

ნატრიუმი

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E-320)

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, რაგან შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს.

დერატინის კომპლექსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ბავშვები

1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმუმ 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

ბავშვებში გამოყენება

6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

6-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში მაქსიმუმ 6 საწუწნ ტაბლეტამდე დღეში.

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორ უნდა მოხდეს მიღება

დერატინის კომლექსი განკუთვნილია ოროფარინგეალური გამოყენებისათვის.

საწუწნი ტაბლეტები პირში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან მათი მოქმედება არის ადგილობრივი და ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი პირდაპირ კონტაქტშია დაზიანებულ არესთან.

ყოველთვის მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტიანი დოზა.

ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა არის 2 დღე.

თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.

დერატინის კომპლექის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, წონასწორობის დაღრღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლიანობა და/ან დაბალი არტერიული წნევა. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშეპება (სითხის შეკავების გამო) მედიკამენტში ენოქსოლონის შემცველობის გამო.

ბენზოკაინის შემცველობის გამო შეიძლება განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე).

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევითი მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება (სითხის შეკავების გამო) და ჰიპერტენზია მაღალი დოზების მიღებისას და გახანგრძლივებული მკურნალობისას.

შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით, კბილების ქვების მქონე პირებში. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი და შექცევადი ხდება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ. კბილების ბჟენის ფერი ასევე შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ის მუდმივი ხასიათისაა.

შეიძლება განვითარდეს გემოს ცვლილება.

ზოგიერთ შემთხვევაში დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ასევე ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით (ვებგვერდი:: https://www.notificaram.es).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დერატინის კომპლექსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დერატინის კომპლექსი

აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი, თაფლის არომატი და ლიმონის არომატი (შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)).

პროდუქტის გამოსვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები, აღნიშვნით “D+” ცალ მხარეს და თაფლისა და ლიმონის არომატით.

შეფუთვაში მოთავსებულია 30 საწუწნი ტაბლეტი.

სხვა ფარმაცევტული ფორმები

დერატინის კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები პიტნის არომატით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის სექტემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა