პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტორნაზა

tornaza®

რეცეპტით3მგ/მლინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ტორნაზას თვალის წვეთები შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის ეფექტურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის (თვალების) ინფექციების გამოწვევა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტობრამიცინი (tobramycin)
ფორმა და შეფუთვა
3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-038863
რეგისტრირებულია
17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Medexport LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატორნაზა და სხვა წამალი ერთად

ტორნაზა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტორნაზას თვალის წვეთები შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის ეფექტურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის (თვალების) ინფექციების გამოწვევა.

ტორნაზას თვალის წვეთები ინიშნება მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თვალის და მისი სტრუქტურების ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის, ხანდაზმულებისთვის და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის:

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების დროს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ ოთხ საათში.

მძიმე დაავადების დროს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ საათში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც მკურნალობის შეწყვეტამდე უნდა შემცირდეს მიღების სიხშირე.

მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა არის 7-10 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

გამოყენების ინსტრუქციები

  • ბოთლის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თავსახურსა და ბოთლს შორის დამცავი რგოლი ხელუხლებელია. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. დაიბანეთ ხელები და გახსენით თავსახური.
  • თავი უკან გადაწიეთ და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. ამგვარად წარმოიქმნება "ჯიბე" ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი ზუსტად ამ ადგილას ჩავარდება.
  • ბოთლი დაიჭირეთ ქვემოთ მიმართული. წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე.
  • ფრთხილად იყავით, რომ ბოთლის წვერით არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოებს ან სხვა ზედაპირებს. ნაზად დააჭირეთ ბოთლის ძირს, რომ ერთი წვეთი გამოვიდეს. საჭიროა მხოლოდ მცირე ზეწოლა ძირზე.
  • ტორნაზას ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთო დახურეთ და თითი დააჭერეთ ცხვირის კუთხეში 2-3 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის პრეპარატის ცხვირში შეღწევას ან გაჟონვას.
  • თუ გჭირდებათ წვეთების გამოყენება ორივე თვალში, გაიმეორეთ ყველა წინა ეტაპი მეორე თვალისთვის.
  • გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური.

თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ ხელახლა.

გამოიყენეთ ეს ბოთლი მხოლოდ თქვენი თვალებისთვის!

თუ თვალში იყენებთ სხვა პრეპარატებს, საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებას შორის. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.

თუ იყენებთ იმაზე მეტ ტორნაზას თვალის წვეთებს, ვიდრე საჭიროა

თუ გამოიყენეთ ზედმეტი რაოდენობის წვეთები, ამოიბანეთ თვალ(ებ)ი ნელთბილი წყლით.

თუ დაგავიწყდათ ტორნაზას თვალის წვეთების გამოყენება

გააგრძელეთ შემდეგი დოზით ჩვეული სქემის მიხედვით. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით თქვენს ჩვეულებრივ დოზირებას. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);

სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი ქუთუთოს მიდამოში, შეშუპება ან თვალის სიწითლე, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და გაესაუბრეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს როგორც ლოკალიზებულ ქავილს ან სიწითლეს, ასევე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის მძიმე რეაქციებს. ასეთი ალერგიული რეაქციები შეიძლება ასევე განვითარდეს ამ ჯგუფის სხვა, როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების) გამოყენებისას,

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ტორნაზას თვალის წვეთების პარალელურად იღებთ სხვა ანტიბიოტიკურ მკურნალობას.

გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მიასთენია გრავისი ან პარკინსონის დაავადება. ამ ტიპის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს პერორალურად ან ინექციით.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტორნაზას ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. ასეთ შემთხვევებში ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან მოულოდნელად განახლდა, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ იყენებთ ტორნაზას თვალის წვეთებს დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უფრო მგრძნობიარე გახდეთ თვალის ინფექციების მიმართ.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზების ტარება, სანამ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ატარეთ სათვალე ლინზების ნაცვლად. არ დაიწყოთ ლინზების ხელახლა ტარება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება.

სიფრთხილის ზომის სახით, იმისათვის, რომ ჩაწვეთების შემდეგ წვეთები არ გადავიდეს სისტემურ ცირკულაციაში, დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეს ცხვირთან დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასების შემდეგ.

ტორნაზას თვალის წვეთები არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტორნაზას გამოყენების შემდეგ მალევე შეიძლება იგრძნოთ მხედველობის დროებითი დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, სანამ მხედველობის სიმკვეთრე არ აღდგება.

ტორნაზას თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან.

გამოყენებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაიკეთეთ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.

ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილებას.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ტობრამიცინის თვალის წვეთების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის დისკომფორტი, თვალების სიწითლე;

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას დაზიანება, მხედველობის დაქვეითება, ბუნდოვანი მხედველობა, ქუთუთოს სიწითლე, თვალისა და ქუთუთოს შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სიმშრალე, გამონადენი თვალიდან, თვალის ქავილი, ცრემლდენა.

ეფექტები მთელ სხეულზე: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება, წამწამების ზრდის ან რაოდენობის შემცირება, კანის პიგმენტაციის დაკარგვა, ქავილი, კანის სიმშრალე.

რეაქციები უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ალერგია, თვალის გაღიზიანება, ქუთუთოების ქავილი.

ეფექტები მთელ სხეულზე: გამონაყარი, მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), კანის მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტიმ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

დამიან გრუევის 8

1303 სოფია

ტელ. +359 28903417

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ტორნაზას თვალის წვეთების მოცილება თვალიდან (თვალებიდან) შეიძლება ნელთბილი წყლით.

ამ სამკურნალო პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის სერიოზული ტოქსიკური რეაქციები თვალში შეყვანის ან შემთხვევითი მიღების შემდეგ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება იყოს ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მსგავსი, როგორიცაა პუნქტატური კერატიტი, ერითემა, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ქავილი.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი 3 მგ/მლ.
  • სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ტორნაზას თვალის წვეთები და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

მზა პროდუქტი შეფუთულია თეთრ LDPE ბოთლებში 5 მლ, საწვეთურით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით, დამცავი რგოლით.

ერთი ბოთლი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ბოთლში. შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ – 28 დღე არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე!

არ გადაყაროთ პრეპარატებუ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიური პროდუქტები, ანტიინფექციური, ანტიბიოტიკები

ათქ კოდი: S01AA12

მოქმედების მექანიზმი

ტობრამიცინი არის ძლიერი, ფართო სპექტრის, სწრაფი მოქმედების ბაქტერიციდული ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. ის თავის ძირითად ეფექტს ახდენს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების შეკავშირების და რიბოსომებიდან ახალი ცილების სინთეზის ინჰიბირებით.

რეზისტენტობის მექანიზმი

ტობრამიცინის რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე განსხვავებული მექანიზმით, მათ შორისა (1) ცვლილებები რიბოსომურ ქვეერთეულებში ბაქტერიული უჯრედის შიგნით; (2) ჩარევა უჯრედშის შიგნით ტობრამიცინის ტრანსპორტში და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია მოდიფიცირებული ფერმენტების გარკვეული კლასებით - ადენილატი, ფოსფორილატი და აცეტილატი. ინაქტივირებული ფერმენტების წარმოების შესახებ გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ბაქტერიული ქრომოსომებით ან პლაზმიდებით. შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

წყვეტის წერტილები

ქვემოთ მითითებული წყვეტის წერტილები და ინ ვიტრო სპექტრი ეფუძნება სისტემურ გამოყენებას. ეს მნიშვნელობები შეიძლება არ გავრცელდეს პრეპარატიის თვალში ადგილობრივ შეყვანაზე, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ადგილობრივად და ადგილობრივმა ფიზიკურ/ქიმიურმა პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის აქტივობაზე შეყვანის ადგილზე.

ანტიმიკრობული აქტივობის ტესტირების ევროპული კომისიის (EUCAST) თანახმად, ტობრამიცინისთვის დადგენილია შემდეგი წყვეტის წერტილები:

Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ

Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ

Acinetobacter spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ

Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ

  • სახეობებთან დაკავშირებული წყვეტის წერტილები S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა მხოლოდ მიახლოებით მითითებას იმის შესახებ, რომ მიკროორგანიზმები იქნებიან მგრძნობიარე თვალის წვეთების სახით შეყვანილი ტობრამიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია ბაქტერიული შტამები, რომლებიც გამოვლენილია გარე თვალის ინფექციებში, როგორიცაა კონიუნქტივიტის დროს.

გარკვეული სახეობებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია ინფორმაციის მოპოვება ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. შეიძლება მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც ადგილობრივად გავრცელებული რეზისტენტობა ისეთია, რომ ტობრამიცინის სარგებელი ზოგიერთი სახის ინფექციების დროს საეჭვოა.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Bacillus megaterium

Bacillus pumilus

Corynebacterium macginleyi

Corynebacterium pseudodiphtheriticum

Kocuria kristinae

Staphylococcus aureus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე - MSSA)

Staphylococcus epidermidis (კოაგულაზადადებითი და -უარყოფითი)

Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინზე მგრძნობიარე - MSSH)

სტრეპტოკოკები (მათ შორის ზოგიერთი ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობა და ზოგიერთი Streptococcus pneumoniae)

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter calcoaceticus

Acinetobacter junii

Acinetobacter ursingii

Citrobacter koseri

Enterobacter aerogenes

Escherichia coli

H. aegyptius

Haemophilus influenzae

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Moraxella catarrhalis

Moraxella lacunata

Moraxella oslonensis

Morganella morganii

Some Neisseria სახეობები

Proteus mirabilis

Proteus vulgaris უმეტესი სახეობები

Pseudomonas aeruginosa

Serratia liquifaciens

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს პრობლემა

Acinetobacter baumanii

Bacillus cereus

Bacillus thuringiensis

Kocuria rhizophila

Staphylococcus aureus (მეთიცილინზე მგრძნობიარე - MRSA)

Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინ რეზისტენტული - MRSH)

სტაფილოკოკები, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სახეობები

Serratia marcescens

არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Streptococcus mitis

Streptococcus pneumoniae

Streptococcus sanguis

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Chryseobacterium indologenes

Haemophilus influenzae

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობული მიკროორგანიზმები

Propionibacterium acnes

ბაქტერიების მგრძნობელობის კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, გენტამიცინისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმები რჩებიან მგრძნობიარე ტობრამიცინის მიმართ.

მონაცემები კლინიკური კვლევებიდან

კუმულაციური უსაფრთხოების მონაცემები კლინიკური კვლევებიდან წარმოდგენილია პუნქტში 4.8.

პედიატრიული მოსახლეობა

600-ზე მეტი პედიატრიული პაციენტი (1-დან 18 წლამდე ასაკის) ჩართული იყო 10 კლინიკურ კვლევაში, რომლებსაც მკურნალობდნენ ტობრამიცინის თვალის წვეთებით ან თვალის მალამოებით ბაქტერიული კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის და ბლეფაროკონიუნქტივიტისთვის.

საერთო ჯამში, პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში. მონაცემების ნაკლებობის გამო არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეკომენდაციების გაცემა.

ხანდაზმული მოსახლეობა

ზოგადად, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ კლინიკური განსხვავებები არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ პაციენტებსა და სხვა ხანდაზმულ პაციენტებს შორის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ტობრამიცინი ცუდად შეიწოვება რქოვანას და კონიუნქტივის მეშვეობით. 0.3% ტობრამიცინის ადგილობრივად თვალში შეყვანის შემდეგ, პიკური კონცენტრაცია 3 მკგ/მლ თვალშიდა სითხეში მიიღწევა 2 საათის შემდეგ, რასაც მოჰყვება სწრაფი შემცირება. გარდა ამისა, ტობრამიცინის სისტემური აბსორბცია ადამიანებში თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალია. თუმცა, ტობრამიცინის 0.3% ადგილობრივად თვალში შეყვანისას უზრუნველყოფილი იყო 527 ± 428 მკგ/მლ ტობრამიცინი ცრემლებში ადამიანებში ერთჯერადი დოზის შემდეგ. თვალის ზედაპირზე კონცენტრაცია ზოგადად აღემატება ყველაზე რეზისტენტული შტამების მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ >64 მკგ/მლ).

განაწილება

ტობრამიცინის განაწილების სისტემური მოცულობა არის 0,26 ლ/კგ ადამიანებში. ტობრამიცინის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან დაბალია, 10%-ზე ნაკლები.

ბიოტრანსფორმაცია

ტობრამიცინი გამოიყოფა შარდით ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით.

ელიმინაცია

ტობრამიცინი სწრაფად და ინტენსიურად გამოიყოფა შარდში გლომერულური ფილტრაციით, ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით. სისტემური კლირენსი არის 1,43 ± 0,34 მლ/წთ/კგ ნორმალური სხეულის წონის მქონე პაციენტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ და სისტემური კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის პროპორციულად. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორი საათია.

ხაზოვანობა/არახაზოვანობა

ტობრამიცინის ოფთალმოლოგიური ან სისტემური ზემოქმედება შეყვანილი დოზის გაზრდილი კონცენტრაციის დროს ადგილობრივად თვალში გამოყენების შემდეგ არ არის შესწავლილი. ამ მიზეზით, თვალში ადგილობრივი გამოყენებისას ექსპოზიციის ხაზოვანობის დადგენა შეუძლებელია.

ფარმაკოკინეტიკა-ფარმაკოდინამიკური კავშირი(ები)

ტობრამიცინის თვალის წვეთებთან სპეციფიკური ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური კავშირი დადგენილი არ არის. გამოქვეყნებული in vitro და in vivo კვლევები აჩვენებს, რომ ტობრამიცინი ავლენს ხანგრძლივ პოსტანტიბიოტიკურ ეფექტს, რომელიც ეფექტურად აფერხებს ბაქტერიების ზრდას შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად.

ტობრამიცინის სისტემური შეყვანის კვლევებმა გამოავლინა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაცია დღეში ერთხელ მიღებისას, მრავალჯერად დღიურ რეჟიმთან შედარებით. არსებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ სისტემური დღეში ერთხელ მიღება ისეთივე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი დოზის ყოველდღიური მიღება. ტობრამიცინს აქვს კონცენტრაციაზე დამოკიდებული ანტიმიკრობული აქტივობა და უფრო დიდი ეფექტურობა ანტიბიოტიკების დონის ზრდით მინიმალურ მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) ან მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციის (MBC) ზემოთ.

ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა

ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკა თვალის წვეთებში არ არის შესწავლილი ამ პაციენტებში.

ასაკის გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე

არ დაფიქსირდა ცვლილება ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებთან შედარებით.

პედიატრიული მოსახლეობა

ამინოგლიკოზიდები, მათ შორის ტობრამიცინი, ჩვეულებრივ გამოიყენება ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში სერიოზული გრამუარყოფითი ინფექციების სამკურნალოდ. ტობრამიცინი 3 მგ/მლ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის დამტკიცებულია ბავშვებში გამოსაყენებლად. ტობრამიცინის კლინიკური ფარმაკოლოგია ბავშვებში აღწერილია სისტემური მიღების შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ტორნაზა 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

ტობრამიცინი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის ამ ფურცელში

  • რა არის ტორნაზას თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ტორნაზას თვალის წვეთების გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ტორნაზა თვალის წვეთები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ტორნაზას თვალის წვეთები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ტორნაზას თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება

ტორნაზას თვალის წვეთები შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის ეფექტურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის (თვალების) ინფექციების გამოწვევა.

ტორნაზას თვალის წვეთები ინიშნება მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თვალის და მისი სტრუქტურების ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით მოზრდილებში და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

  • რა უნდა იცოდეთ ტორნაზას თვალის წვეთების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტორნაზას თვალის წვეთები:

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი ქუთუთოს მიდამოში, შეშუპება ან თვალის სიწითლე, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და გაესაუბრეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს როგორც ლოკალიზებულ ქავილს ან სიწითლეს, ასევე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის მძიმე რეაქციებს. ასეთი ალერგიული რეაქციები შეიძლება ასევე განვითარდეს ამ ჯგუფის სხვა, როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების) გამოყენებისას,

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ტორნაზას თვალის წვეთების პარალელურად იღებთ სხვა ანტიბიოტიკურ მკურნალობას.

გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მიასთენია გრავისი ან პარკინსონის დაავადება. ამ ტიპის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს პერორალურად ან ინექციით.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტორნაზას ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. ასეთ შემთხვევებში ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან მოულოდნელად განახლდა, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ იყენებთ ტორნაზას თვალის წვეთებს დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უფრო მგრძნობიარე გახდეთ თვალის ინფექციების მიმართ.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზების ტარება, სანამ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ატარეთ სათვალე ლინზების ნაცვლად. არ დაიწყოთ ლინზების ხელახლა ტარება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება.

სიფრთხილის ზომის სახით, იმისათვის, რომ ჩაწვეთების შემდეგ წვეთები არ გადავიდეს სისტემურ ცირკულაციაში, დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეს ცხვირთან დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

სხვა მედიკამენტები და ტორნაზას თვალის წვეთები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილად შეფასების შემდეგ.

ტორნაზას თვალის წვეთები არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ტორნაზას გამოყენების შემდეგ მალევე შეიძლება იგრძნოთ მხედველობის დროებითი დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, სანამ მხედველობის სიმკვეთრე არ აღდგება.

ტორნაზას თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან.

გამოყენებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაიკეთეთ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.

ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილებას.

  • როგორ გამოიყენება ტორნაზას თვალის წვეთები

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის, ხანდაზმულებისთვის და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის:

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების დროს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ ოთხ საათში.

მძიმე დაავადების დროს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ საათში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც მკურნალობის შეწყვეტამდე უნდა შემცირდეს მიღების სიხშირე.

მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა არის 7-10 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

გამოყენების ინსტრუქციები

  • ბოთლის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თავსახურსა და ბოთლს შორის დამცავი რგოლი ხელუხლებელია. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. დაიბანეთ ხელები და გახსენით თავსახური.
  • თავი უკან გადაწიეთ და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. ამგვარად წარმოიქმნება "ჯიბე" ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი ზუსტად ამ ადგილას ჩავარდება.
  • ბოთლი დაიჭირეთ ქვემოთ მიმართული. წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე.
  • ფრთხილად იყავით, რომ ბოთლის წვერით არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოებს ან სხვა ზედაპირებს. ნაზად დააჭირეთ ბოთლის ძირს, რომ ერთი წვეთი გამოვიდეს. საჭიროა მხოლოდ მცირე ზეწოლა ძირზე.
  • ტორნაზას ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთო დახურეთ და თითი დააჭერეთ ცხვირის კუთხეში 2-3 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის პრეპარატის ცხვირში შეღწევას ან გაჟონვას.
  • თუ გჭირდებათ წვეთების გამოყენება ორივე თვალში, გაიმეორეთ ყველა წინა ეტაპი მეორე თვალისთვის.
  • გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური.

თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ ხელახლა.

გამოიყენეთ ეს ბოთლი მხოლოდ თქვენი თვალებისთვის!

თუ თვალში იყენებთ სხვა პრეპარატებს, საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებას შორის. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.

თუ იყენებთ იმაზე მეტ ტორნაზას თვალის წვეთებს, ვიდრე საჭიროა

თუ გამოიყენეთ ზედმეტი რაოდენობის წვეთები, ამოიბანეთ თვალ(ებ)ი ნელთბილი წყლით.

თუ დაგავიწყდათ ტორნაზას თვალის წვეთების გამოყენება

გააგრძელეთ შემდეგი დოზით ჩვეული სქემის მიხედვით. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით თქვენს ჩვეულებრივ დოზირებას. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ტობრამიცინის თვალის წვეთების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის დისკომფორტი, თვალების სიწითლე;

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას დაზიანება, მხედველობის დაქვეითება, ბუნდოვანი მხედველობა, ქუთუთოს სიწითლე, თვალისა და ქუთუთოს შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სიმშრალე, გამონადენი თვალიდან, თვალის ქავილი, ცრემლდენა.

ეფექტები მთელ სხეულზე: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება, წამწამების ზრდის ან რაოდენობის შემცირება, კანის პიგმენტაციის დაკარგვა, ქავილი, კანის სიმშრალე.

რეაქციები უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

თვალთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ალერგია, თვალის გაღიზიანება, ქუთუთოების ქავილი.

ეფექტები მთელ სხეულზე: გამონაყარი, მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), კანის მძიმე რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტიმ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

დამიან გრუევის 8

1303 სოფია

ტელ. +359 28903417

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ტორნაზას თვალის წვეთები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ბოთლში. შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ – 28 დღე არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე!

არ გადაყაროთ პრეპარატებუ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტორნაზას თვალის წვეთები

  • აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი 3 მგ/მლ.
  • სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ტორნაზას თვალის წვეთები და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

მზა პროდუქტი შეფუთულია თეთრ LDPE ბოთლებში 5 მლ, საწვეთურით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით, დამცავი რგოლით.

ერთი ბოთლი მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს მედექსპორტი,

№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო

მწარმოებელი

Balkanpharma-Razgrad AD

68 „აპრილსკო ვასტანიე“ ბულ.

7200 რაზგრადი, ბულგარეთი

ეს ბროშურა ბოლოს გადაიხედა 01/2021 წელს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა