პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტობრექსი

TOBREX

რეცეპტით,3%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ტობრექსი, თვალის/თვალების და ირგვლივი მიდამოს ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ტობრექსი, ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფში შედის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტობრამიცინი (tobramycin)
ფორმა და შეფუთვა
,3% 3,5გ თვალის მალამო ტუბი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0357
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატობრექსი და სხვა წამალი ერთად

ტობრექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტობრექსი, თვალის/თვალების და ირგვლივი მიდამოს ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

ტობრექსი, ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფში შედის. ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფი ანტიბიოტიკებს ( ეს პროდუქტი ტობრამიცინს) შეიცავს და თვალის(თვალების) დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების დიდი ნაწილის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებით ხასიათდება.

ტობრექსის 3,5 მგ მალამო ჰომოგენური, თეთრი-მოთეთრო ფერისა მასაა და ტუბშია მოთავსებული. ტუბს პლასტიკური წვერო და სახურავი აქვს.

  • ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტობრექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ტობრამიცინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ამინოგლიკოზიდების მიმართ ალერგია გაქვთ.

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ, ტობრექსის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები ვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის როგორც მსუბუქი ნიშნები: ლოკალური ქავილი და კანის სიწითლის სახით, ასევე მძიმე რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციის) ანდა კანის სერიოზული რეაქციები. აღნიშნული ალერგიული რეაქციები შეიძლება ასევე გამოვლინდეს იგივე ჯგუფის სხვა ტოპიკალური (ზედაპირული) და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.

თუ, ზოგიერთ ავადმყოფთან, ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების) ზედაპირული (ტოპიკალური) გამოყენებისას, შეიძლება მომატებული მგრძნობელობა გამოვლინდეს. გარდა ამისა, ამინოგლიკოზიდების სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართაც შეიძლება ჯვარედინი ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს. თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, მკურნალობა შეაჩერეთ.

თუ, ტობრექსთან ერთად სხვა ანტიბიოტიკოთერაპიასაც გადიხართ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

სისტემური ამინოგლიკოზიდების ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება პროდუქტის ყურში, თირკმლებში და ნერვებში დაგროვება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ყურებში ხმაური, სმენის დაკარგვა, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის შემცირება, შარდში სისხლი და სხეულის შეშუპების მსგავსი სიმპტომები, აღნიშნული ინტოქსიკაციური ეფექტების გამოვლინების ალბათობა გათვალისწინებული უნდა იქნას.

თუ, მიასთენია გრავის (კუნთოვანი სისუსტე) სახელით წოდებული დაავადება ანდა პარკინსონის დაავადება გაქვთ ანდა მანამდე მსგავსი დაავადება გამოგივლინდათ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. ამ ტიპის დაავადებების მკრუნალობისას გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება კუნთოვანი სისუსტეს უფრო დაამძიმოს.

როგორც, ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ხანგრძლივად გამოყენებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევში შეიძლება რეზისტენტური ბაქტერიების და სოკოების (წამლის მიმართ გამძლეობის მქონე ორგანიზმები)რაოდენობა მოიმატოს, თუ ასეთი სუპერინფექცია (ნებისმიერი ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორადი ინფექციის განვითარება) განვითარდება, შესაბამისი მკურნალობის დაწყებაა საჭირო.

თვალის ინფექციის მკურნალობის პერიოდში კონტაქტური ლინზების გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამ წამლით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზა არ გამოიყენოთ.

ეს წამალი ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ.

თუ დაავადება დამძიმდება ანდა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.

თვალის მალამოებმა რქოვანას დაზიანების შეხორცება შეიძლება გაახანგრძლივოს.

თვალის ინფექციის მკურნალობის პერიოდში კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც მკურნალობის დროს არსებულ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ამ პროდუქტით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ ატაროთ.

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ტობრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პროდუქტის რეკომენდირებული ფორმით გამოყენების შემთხვევაში, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

მიღების წესი და დოზირება

ტობრექსი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მსუბუქი-საშუალო ხარისხის ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1.5 სმ სიგრძის ზოლი) მალამო 2-3 ჯერ დღეში. სერიოზული ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: პირველი 2 დღის განმავლობაში, ყოველ 3 ან 4 საათში ერთხელ მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1.5 სმ სიგრძის ზოლი) მალამო, შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე 2 ან 3 ჯერ დღეში თვალის შიგნით გამოიყენება.

მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა 7-10 დღეა. მკურნალობა, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გააგრძელეთ.

თუ, თვალის სხვა წამალს იყენებთ, ტობრექსის გამოყენებამდე სულ ცოტა 10-15 წუთი დაელოდეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ფოტო 1-2

  • აიღეთ ტობრექსის ტუბი და სარკე.
  • ხელები დაიბანეთ.
  • ტუბის სახურავი მოხსენით.
  • ტუბი ცერა და საჩვენებელ თითს შორის დაიჭირეთ.
  • თავი უკან გადაწიეთ. თითით თვალის ქვედა ქუთუთო მოქაჩეთ ქვემოთ ისე, რომ თვალსა და ქუთუთოს შორის მონაკვეთი გაფართოვდეს, პარკივით. მალამო ამ მიდამოში უნდა იქნას გამოყენებული.(ფოტო-1)
  • ტუბის წვერო თვალს მიუახლოვეთ. თუ დაგეხმარებათ, სარკეც გამოიყენეთ.
  • ტუბის თავის ბოლო თვალზე ანდა თვალის ქუთუთოზე, თვალის ირგვლივ ანდა სხვა ზედაპირზე არ შეახოთ. ამ დროს მალამო შეიძლება დაინფიცირდეს.
  • მალამოს ზოლის გამოტანის მიზნით ტუბს თითებით ნელა მოუჭირეთ(ფოტო-2)
  • ტობრექსის გამოყენების შემდეგ თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით და დარწმუნდით, რომ მალამო თვალის შიგნით კარგად გაიფანტა, ამისთვის თვალი რამდენჯერმე დაახამხამეთ. თვალები ნელა დახუჭეთ. აღნიშნული, ტობექსის სხეულის დანარჩენ ნაწილებში გადასვლას აფერხებს.
  • თუ, მალამო ორივე თვალისთვის უნდა გამოიყენოთ, იგივე ეტაპები მეორე თვალზეც გაიმეორეთ.
  • მალამოს გამოყენების შემდეგ ტუბის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
  • მხოლოდ თითო ტუბი გამოიყენეთ.

თუ, სხვა თვალის წვეთს ანდა მალამოს მსგავს წამლებს ღებულობთ, ყოველი წამლის გამოყენებებს შორის სულ ცოტა 5 წუთი ინტერვალი დაიცავით. თვალის მალამო ყველაზე ბოლოს გამოიყენეთ.

თუ, მალამო თვალში ვერ წაისვით, კიდევ სცადეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის განსკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს. დოზა ზრდასულების დოზის ანალოგიურია. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის ეფქტურობის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

წამლის ხანდაზმულებში გამოყენების რეკომენდაციები ზრდასრულების ანალოგიურია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ტობრექსის, თირკმლების/ღვიძლის უკმარისობაზე ზემოქმედების ეფექტები უცნობია. ტობრამიცინის ზედაპირული გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა დაბალია, ამიტომ დოზის რეგულირება არ არის საჭირო.

თუ,ფიქრობთ, რომ ტობრექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, საჭირო იქნება, თვალი/თვალები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, ტობრექსის მიღება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაიხსენებთ, ერთი დოზა გამოიყენეთ. თუ, მომდევნო დოზის გამოყენების დრო ახლოსაა, დავიწყებული(გამოტოვებული) დოზა არ გამოიყენოთ და მომდევნო დოზები ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელდეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ტობრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, მკურნალობას რეკომენდირებულ დროზე ადრე შეაჩერებთ, მკურნალობა არასრული იქნება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ტობრექსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტობრექსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: თვალის ქუთუთოს ქავილი და ან შეშუპება, თვალის სიწითლის მსგავსი ნიშნები, ასევე შეიძლება გამოვლინდეს კანზე ძლიერი გამონაყარი, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა და ასევე სიცოცხლისთვის საშიში რისკის მქონე ანაფილაქსიური რეაქციის სახელით წოდებული მდგომარეობა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ტობრექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ტობრექსით მკურნალობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ლაქტაციის პერიოდში ტობრექსის გამოყენების ანდა არ გამოყენების ანდა ძუძუს წოვების შეჩერების ანდა გაგრძელების საკითხს თქვენი ექიმი გადაწყვეტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტობრექსის გამოყენების შემდეგ თუ მხედველობის შემღვრევა გამოვლინდება, შემღვრევის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ტობრექსის მალამო დაწოლამდე, დღის განამვლობაში გამოყენებული ტობრექსის თვალის წვეთების, ხსნარის პარალელურად შეიძლება გამოყენებული იქნას.

ამინოგლიკოზიდებთან ერთად (ტობრამიცინის მსგავსი) ნერვული სისტემის, ყურის ანდა თირკმლების მხრივ ტოქსიკური ეფექტების მქონე სხვა ორალური, ორგანიზმზე მოქმედი ანდა ზედაპირული გამოყენების წამლების ერთდროულად ანდა ერთმანეთის მიყოლებით გამოყენებამ, ზემოთ აღნიშნული მავნე ეფექტების მომატება შეიძლება გამოიწვიოს, შეძლებისდაგვარად, ტობრექსის ამ სახეობის წამლების ერთად გამოყენებას მოერიდეთ.

ტობრექსთან ერთად ტოპიკალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება ბაქტერიული, სოკოვანი ანდა ვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინების მასკიერება გამოიწვიოს ანდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები დათრგუნოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

გავრცელებული:

თვალში დისკომფორტის შეგრძნება

თვალის შიგნით სიწითლე

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

ნაკლებად გავრცელებული:

თვალის გამჭვირვალე გარსის (რქოვანას) ჩირქოვანი ანთება

რქოვანას აბრაზია

თვალის ქუთუთოს სიწითლე

თვალიდან გამონადენი

თვალის ქუთუთოს შეშუპება

მშრალი თვალი

კონიუქტივაზე (თვალის ქუთუთოების შიგნითა და თვალების თეთრი გარსის(სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე გარსი) შეშუპება

თვალის ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დარღვევა

მომატებული მგრძნობელობა

თავის ტკივილი

ურტიკარია

დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა)

წამწამების და წარბების ცვენა

ლეიკოდერმია (კანზე ღია ფერის მისაკერებლის ტიპის ლაქები)

ქავილი

კანის სიმშრალე

მხედველობის დარღვევა

ცრემლდენის მატება

უცნობი:

თვალის გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქცია

კანის სერიოზული რეაქციები (სხეულზე, სიმეტრიულად სამიზნე დაფის მსგავსი გამონაყარი: ცენტრში უფრო მუქი ფერის და გარე მიმართულებით უფრო ღია ფერის, სიწითლის მსგავსი გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა და სხეულზე სითხის გავრცელებული შეკავება და ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

კანის სიწითლე

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. ეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ტობრექსის შენახვა

ტობრექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტობრექსი არ გამოიყენოთ.

როცა არ იყენებთ, ტუბის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

<250 C ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახეთ. მაცივარში არ შეინახოთ.

პროდუქტი, გახსნამდე სტერილურია. ბოთლის გახსნიდან 28 დღეში გამოყენებული უნდა იქნას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ლიცენზიის მფლობელს დაუკავშირდით.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Alcon Cusi S.A

El Masnou /ბარსელონა /ესპანეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.04.2020-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტობრექსი 0.3% თვალის მალამო

განკუთვნილია თვალის შიგნით გამოყენებისთვის.

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: 1 გრ 3 მგ ტობრამიცინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუტანოლის ანჰიდრიდი, მინერალური ცხიმი, თეთრი პეტროლატი

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრექსი?

ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ტობრექსი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ტობრექსის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრექსი?

ტობრექსი, თვალის/თვალების და ირგვლივი მიდამოს ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

ტობრექსი, ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფში შედის. ანთების საწინააღმდეგო წამლების ჯგუფი ანტიბიოტიკებს ( ეს პროდუქტი ტობრამიცინს) შეიცავს და თვალის(თვალების) დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების დიდი ნაწილის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებით ხასიათდება.

ტობრექსის 3,5 მგ მალამო ჰომოგენური, თეთრი-მოთეთრო ფერისა მასაა და ტუბშია მოთავსებული. ტუბს პლასტიკური წვერო და სახურავი აქვს.

  • ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტობრექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ტობრამიცინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ამინოგლიკოზიდების მიმართ ალერგია გაქვთ.

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ, ტობრექსის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები ვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის როგორც მსუბუქი ნიშნები: ლოკალური ქავილი და კანის სიწითლის სახით, ასევე მძიმე რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციის) ანდა კანის სერიოზული რეაქციები. აღნიშნული ალერგიული რეაქციები შეიძლება ასევე გამოვლინდეს იგივე ჯგუფის სხვა ტოპიკალური (ზედაპირული) და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.

თუ, ზოგიერთ ავადმყოფთან, ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების) ზედაპირული (ტოპიკალური) გამოყენებისას, შეიძლება მომატებული მგრძნობელობა გამოვლინდეს. გარდა ამისა, ამინოგლიკოზიდების სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართაც შეიძლება ჯვარედინი ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს. თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, მკურნალობა შეაჩერეთ.

თუ, ტობრექსთან ერთად სხვა ანტიბიოტიკოთერაპიასაც გადიხართ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

სისტემური ამინოგლიკოზიდების ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება პროდუქტის ყურში, თირკმლებში და ნერვებში დაგროვება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ყურებში ხმაური, სმენის დაკარგვა, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის შემცირება, შარდში სისხლი და სხეულის შეშუპების მსგავსი სიმპტომები, აღნიშნული ინტოქსიკაციური ეფექტების გამოვლინების ალბათობა გათვალისწინებული უნდა იქნას.

თუ, მიასთენია გრავის (კუნთოვანი სისუსტე) სახელით წოდებული დაავადება ანდა პარკინსონის დაავადება გაქვთ ანდა მანამდე მსგავსი დაავადება გამოგივლინდათ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. ამ ტიპის დაავადებების მკრუნალობისას გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება კუნთოვანი სისუსტეს უფრო დაამძიმოს.

როგორც, ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ხანგრძლივად გამოყენებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევში შეიძლება რეზისტენტური ბაქტერიების და სოკოების (წამლის მიმართ გამძლეობის მქონე ორგანიზმები)რაოდენობა მოიმატოს, თუ ასეთი სუპერინფექცია (ნებისმიერი ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმში მეორადი ინფექციის განვითარება) განვითარდება, შესაბამისი მკურნალობის დაწყებაა საჭირო.

თვალის ინფექციის მკურნალობის პერიოდში კონტაქტური ლინზების გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამ წამლით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზა არ გამოიყენოთ.

ეს წამალი ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ.

თუ დაავადება დამძიმდება ანდა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.

თვალის მალამოებმა რქოვანას დაზიანების შეხორცება შეიძლება გაახანგრძლივოს.

თვალის ინფექციის მკურნალობის პერიოდში კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც მკურნალობის დროს არსებულ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ამ პროდუქტით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ ატაროთ.

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ტობრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პროდუქტის რეკომენდირებული ფორმით გამოყენების შემთხვევაში, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ტობრექსით მკურნალობის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ლაქტაციის პერიოდში ტობრექსის გამოყენების ანდა არ გამოყენების ანდა ძუძუს წოვების შეჩერების ანდა გაგრძელების საკითხს თქვენი ექიმი გადაწყვეტს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ტობრექსის გამოყენების შემდეგ თუ მხედველობის შემღვრევა გამოვლინდება, შემღვრევის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ტობრექსის მალამო დაწოლამდე, დღის განამვლობაში გამოყენებული ტობრექსის თვალის წვეთების, ხსნარის პარალელურად შეიძლება გამოყენებული იქნას.

ამინოგლიკოზიდებთან ერთად (ტობრამიცინის მსგავსი) ნერვული სისტემის, ყურის ანდა თირკმლების მხრივ ტოქსიკური ეფექტების მქონე სხვა ორალური, ორგანიზმზე მოქმედი ანდა ზედაპირული გამოყენების წამლების ერთდროულად ანდა ერთმანეთის მიყოლებით გამოყენებამ, ზემოთ აღნიშნული მავნე ეფექტების მომატება შეიძლება გამოიწვიოს, შეძლებისდაგვარად, ტობრექსის ამ სახეობის წამლების ერთად გამოყენებას მოერიდეთ.

ტობრექსთან ერთად ტოპიკალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება ბაქტერიული, სოკოვანი ანდა ვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინების მასკიერება გამოიწვიოს ანდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები დათრგუნოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ტობრექსი?

ტობრექსი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მსუბუქი-საშუალო ხარისხის ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1.5 სმ სიგრძის ზოლი) მალამო 2-3 ჯერ დღეში. სერიოზული ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: პირველი 2 დღის განმავლობაში, ყოველ 3 ან 4 საათში ერთხელ მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1.5 სმ სიგრძის ზოლი) მალამო, შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე 2 ან 3 ჯერ დღეში თვალის შიგნით გამოიყენება.

მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა 7-10 დღეა. მკურნალობა, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გააგრძელეთ.

თუ, თვალის სხვა წამალს იყენებთ, ტობრექსის გამოყენებამდე სულ ცოტა 10-15 წუთი დაელოდეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ფოტო 1-2

  • აიღეთ ტობრექსის ტუბი და სარკე.
  • ხელები დაიბანეთ.
  • ტუბის სახურავი მოხსენით.
  • ტუბი ცერა და საჩვენებელ თითს შორის დაიჭირეთ.
  • თავი უკან გადაწიეთ. თითით თვალის ქვედა ქუთუთო მოქაჩეთ ქვემოთ ისე, რომ თვალსა და ქუთუთოს შორის მონაკვეთი გაფართოვდეს, პარკივით. მალამო ამ მიდამოში უნდა იქნას გამოყენებული.(ფოტო-1)
  • ტუბის წვერო თვალს მიუახლოვეთ. თუ დაგეხმარებათ, სარკეც გამოიყენეთ.
  • ტუბის თავის ბოლო თვალზე ანდა თვალის ქუთუთოზე, თვალის ირგვლივ ანდა სხვა ზედაპირზე არ შეახოთ. ამ დროს მალამო შეიძლება დაინფიცირდეს.
  • მალამოს ზოლის გამოტანის მიზნით ტუბს თითებით ნელა მოუჭირეთ(ფოტო-2)
  • ტობრექსის გამოყენების შემდეგ თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით და დარწმუნდით, რომ მალამო თვალის შიგნით კარგად გაიფანტა, ამისთვის თვალი რამდენჯერმე დაახამხამეთ. თვალები ნელა დახუჭეთ. აღნიშნული, ტობექსის სხეულის დანარჩენ ნაწილებში გადასვლას აფერხებს.
  • თუ, მალამო ორივე თვალისთვის უნდა გამოიყენოთ, იგივე ეტაპები მეორე თვალზეც გაიმეორეთ.
  • მალამოს გამოყენების შემდეგ ტუბის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
  • მხოლოდ თითო ტუბი გამოიყენეთ.

თუ, სხვა თვალის წვეთს ანდა მალამოს მსგავს წამლებს ღებულობთ, ყოველი წამლის გამოყენებებს შორის სულ ცოტა 5 წუთი ინტერვალი დაიცავით. თვალის მალამო ყველაზე ბოლოს გამოიყენეთ.

თუ, მალამო თვალში ვერ წაისვით, კიდევ სცადეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის განსკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს. დოზა ზრდასულების დოზის ანალოგიურია. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის ეფქტურობის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

წამლის ხანდაზმულებში გამოყენების რეკომენდაციები ზრდასრულების ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ტობრექსის, თირკმლების/ღვიძლის უკმარისობაზე ზემოქმედების ეფექტები უცნობია. ტობრამიცინის ზედაპირული გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა დაბალია, ამიტომ დოზის რეგულირება არ არის საჭირო.

თუ,ფიქრობთ, რომ ტობრექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, საჭირო იქნება, თვალი/თვალები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, ტობრექსის მიღება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაიხსენებთ, ერთი დოზა გამოიყენეთ. თუ, მომდევნო დოზის გამოყენების დრო ახლოსაა, დავიწყებული(გამოტოვებული) დოზა არ გამოიყენოთ და მომდევნო დოზები ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელდეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ტობრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, მკურნალობას რეკომენდირებულ დროზე ადრე შეაჩერებთ, მკურნალობა არასრული იქნება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ტობრექსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტობრექსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: თვალის ქუთუთოს ქავილი და ან შეშუპება, თვალის სიწითლის მსგავსი ნიშნები, ასევე შეიძლება გამოვლინდეს კანზე ძლიერი გამონაყარი, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა და ასევე სიცოცხლისთვის საშიში რისკის მქონე ანაფილაქსიური რეაქციის სახელით წოდებული მდგომარეობა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ტობრექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

გავრცელებული:

თვალში დისკომფორტის შეგრძნება

თვალის შიგნით სიწითლე

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

ნაკლებად გავრცელებული:

თვალის გამჭვირვალე გარსის (რქოვანას) ჩირქოვანი ანთება

რქოვანას აბრაზია

თვალის ქუთუთოს სიწითლე

თვალიდან გამონადენი

თვალის ქუთუთოს შეშუპება

მშრალი თვალი

კონიუქტივაზე (თვალის ქუთუთოების შიგნითა და თვალების თეთრი გარსის(სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე გარსი) შეშუპება

თვალის ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დარღვევა

მომატებული მგრძნობელობა

თავის ტკივილი

ურტიკარია

დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა)

წამწამების და წარბების ცვენა

ლეიკოდერმია (კანზე ღია ფერის მისაკერებლის ტიპის ლაქები)

ქავილი

კანის სიმშრალე

მხედველობის დარღვევა

ცრემლდენის მატება

უცნობი:

თვალის გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქცია

კანის სერიოზული რეაქციები (სხეულზე, სიმეტრიულად სამიზნე დაფის მსგავსი გამონაყარი: ცენტრში უფრო მუქი ფერის და გარე მიმართულებით უფრო ღია ფერის, სიწითლის მსგავსი გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა და სხეულზე სითხის გავრცელებული შეკავება და ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

კანის სიწითლე

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. ეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ტობრექსის შენახვა

ტობრექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტობრექსი არ გამოიყენოთ.

როცა არ იყენებთ, ტუბის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

<250 C ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახეთ. მაცივარში არ შეინახოთ.

პროდუქტი, გახსნამდე სტერილურია. ბოთლის გახსნიდან 28 დღეში გამოყენებული უნდა იქნას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ლიცენზიის მფლობელს დაუკავშირდით.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Alcon Cusi S.A

El Masnou /ბარსელონა /ესპანეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.04.2020-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა