პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ანფიბრო

ANFIBRO

რეცეპტით0.3%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ანფიბრო გამოიყენება ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ თვალ(ებ)ში და მის გარშემო. ანფიბრო მიეკუთვნება ანტიინფექციური პრეპარატების ჯგუფს. ანტიინფექციური ჯგუფი შეიცავს ანტიბიოტიკებს (ამ პროდუქტში ტობრამიცინი), რომლებიც აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თვალი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტობრამიცინი (tobramycin)
ფორმა და შეფუთვა
0.3% (3მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-040637
რეგისტრირებულია
2 აპრილი 2024, მოქმედებს 2 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაანფიბრო და სხვა წამალი ერთად

ანფიბრო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანფიბრო გამოიყენება ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ თვალ(ებ)ში და მის გარშემო.

ანფიბრო მიეკუთვნება ანტიინფექციური პრეპარატების ჯგუფს. ანტიინფექციური ჯგუფი შეიცავს ანტიბიოტიკებს (ამ პროდუქტში ტობრამიცინი), რომლებიც აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თვალი.

ანფიბრო არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი. არ უნდა დაფიქსირდეს ნაწილაკები.

შეფუთვის მასალა არის გაუმჭვირვალე თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთური ბოთლი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს, დალუქული ნარინჯისფერი ხრახნიანი თავსახურით.

  • ანფიბროს გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე

ყოველთვის გამოიყენეთ ანფიბრო ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 წვეთი თვალ(ებ)ში ყოველ 4 საათში 7 დღის განმავლობაში.

მძიმე ინფექციების დროს ჩვეული დოზაა 2 წვეთი საათში გაუმჯობესების მიღწევამდე. გაუმჯობესების მიღწევის შემდეგ დოზა მცირდება და შემდეგ წყდება.

მკურნალობის ნორმალური პერიოდია 7-დან 10 დღემდე. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობის პერიოდი.

შეყვანის გზა და მეთოდი

ანფიბრო გამოიყენეთ მხოლოდ თვალებზე.

აიღეთ ანფიბროს ბოთლი და სარკე.

დაიბანეთ ხელები.

გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2).

მოაცილეთ თავსახურის ქვეშ მყოფი ბეჭედი (იხ. სურათი 3 და სურათი 4).

46786804605100დაიჭირეთ ამოყირავებული ბოთლი ცერსა და შუა თითს შორის.

თავი უკან გადახარეთ. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო სუფთა თითით, სანამ არ შეიქმნება ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი აქ ჩაეწვეთება. (იხ. სურათი 5)

ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. თუ დაგეხმარებათ, გააკეთეთ ეს სარკის წინ.

არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურით. წვეთები შეიძლება იყოს დაბინძურებული.

468312516841ნაზად დააწექით ბოთლის ძირზე, რომ გამოუშვათ ანფიბროს თითო წვეთი. (იხ. სურათი 6)

ანფიბროს გამოყენების შემდეგ გაუშვით ხელი ქუთუთოს, დახუჭეთ თვალი, დაიდეთ თითი თვალის შიდა კუთხეში და დააჭირეთ ცხვირისკენ. ეს ხელს უშლის ანფიბროს დანარჩენ სხეულში მოხვედრას. (იხ. სურათი 7)

თუ იყენებთ წვეთებს ორივე თვალში, გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები მეორე თვალისთვის.

გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ ბოთლს თავსახური მყარად.

მეორე ბოთლის გახსნამდე გამოიყენეთ ერთი მთლიანად.

თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, სცადეთ ხელახლა.

თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა თვალის წვეთები ან თვალის მალამოები, დაიცავით მინიმუმ 5 წუთის ინტერვალი თითოეულ გამოყენებას შორის. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არ არსებობს განსაკუთრებული გამოყენების წესები, დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. არ არსებობს ინფორმაცია ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში გამოყენება იგივეა, რაც მოზრდილებში.

განსაკუთრებული პირობების დროს გამოყენება

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

ანფიბროს ეფექტი თირკმლის/ ღვიძლის უკმარისობის დროს უცნობია. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის დაბალი სისტემური შეწოვის გამო, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ანფიბროს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ანფიბრო, ვიდრე საჭიროა:

დაიბანეთ თვალები ნელთბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ კიდევ ერთი წვეთი მომდევნო გამოყენების დრომდე.

გთხოვთ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენებთ იმაზე მედ ანფიბროს, ვიდრე საჭიროა.

თუ დაგავიწყდათ ანფიბროს გამოყენება :

გამოიყენეთ ერთჯერადი დოზა, როდესაც გაგახსენდებათ. თუ შემდეგი გამოყენების დრო ახლოვდება, არ ჩაიწვეთოთ გამოტოვებული დოზა; განაგრძეთ გამოყენება თქვენს ჩვეულ გრაფიკში.

არ ჩაიწვეთოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ანფიბროს შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:

თქვენი მკურნალობა იქნება არასაკმარისი, თუ მკურნალობას რეკომენდებულ დრომდე შეწყვეტთ.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ტობრამიცინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ ალერგიული ხართ ამინოგლიკოზიდებზე.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ანფიბროსთან

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები ანფიბროზე, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს ლოკალიზებული ქავილის ან კანის სიწითლისგან მძიმე ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქცია) ან კანის სერიოზულ რეაქციებამდე. ეს ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს იმავე ოჯახის (ამინოგლიკოზიდის ტიპის) სხვა ადგილობრივი (ზედაპირული) ან სისტემური ანტიბიოტიკებითაც.

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ზედაპირულად (ადგილობრივად) გამოყენებული ამინოგლიკოზიდების (ანტიბიოტიკების) მიმართ. ასევე შეიძლება მოხდეს ჯვარედინი მგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდური კლასის ანტიბიოტიკების მიმართ. მწვავე ალერგიული რეაქციების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა.

თუ თქვენ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკურ მკურნალობას ანფიბროსთან ერთად, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, მოწამვლის ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ყურში, თირკმელებში და ნერვებში დაგროვების გამო, როგორიცაა ყურის წუილი, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შარდში სისხლი და სხეულის შეშუპება, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა მიასთენია გრავისი ან პარკინსონის დაავადება, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ამ ტიპის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გააუარესოს კუნთების სისუსტე.

როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიების და სოკოების (ორგანიზმები, რომლებიც ავითარებენ წამლისადმი რეზისტენტობას) გადაჭარბებული ზრდა. თუ მოხდა სუპერინფექცია (მეორე ინფექციის გაჩენა სხვა ინფექციით დასუსტებულ სხეულში) უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

თვალის ინფექციის მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება, რადგან მკურნალობის დროს მათმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მიმდინარე მდგომარეობა. არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები ამ პროდუქტით მკურნალობის დროს.

ანფიბრო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები ანფიბროს გამოყენებამდე და დაელოდეთ 15 წუთი ხელახალ ჩასმამდე.

გამოიყენეთ ეს წამალი იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გირჩევთ.

თუ თქვენი დაავადება გაუარესდება ან სიმპტომები განმეორდება, მიმართეთ ექიმს.

თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს, გთხოვთ, წაიკითხოთ განყოფილება "გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ანფიბროს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თუ პროდუქტი გამოიყენება რეკომენდაციის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.

სიფრთხილის ზომები

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა ადგილობრივად გამოყენებული ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები ან ბულოზური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდებთან. გასათვალისწინებელია შესაძლებლობა, რომ პაციენტები, რომლებიც გახდებიან სენსიბილიზებული თვალის ადგილობრივი ტობრამიცინის მიმართ, შეიძლება ასევე იყვნენ მგრძნობიარენი სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ. თუ ამ პროდუქტით განვითარდა ჰიპერმგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა მედიკამენტების გამოყენება (იხ. ნაწილი 4.8).

სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ნეიროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ თერაპიას. სიფრთხილეა რეკომენდებული, როდესაც ტობრამიცინი გამოიყენება სისტემურ ამინოგლიკოზიდებთან ერთად და საჭიროა შრატში მთლიანი კონცენტრაციის მონიტორინგის (იხ. ნაწილი 4.8).

სიფრთხილეა საჭირო ანფიბროს დანიშვნისას პაციენტებში ცნობილი ან საეჭვო ნეირომუსკულარული დარღვევებით, როგორიცაა მიასთენია გრავისი ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნეირომუსკულარულ ფუნქციაზე მათი პოტენციური ზემოქმედების გამო.

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

პაციენტებს უნდა ურჩიოთ თვალის ინფექციის დროს არ ატარონ კონტაქტური ლინზები.

ანფიბრო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას. მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, ამოიღონ კონტაქტური ლინზები ანფიბროს გამოყენებამდე და დაელოდონ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე.

ანფიბროს თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვის შესამცირებლად უნდა იქნას მიღებული შემდეგი ზომები:

ქუთუთო უნდა იყოს დახურული 2 წუთის განმავლობაში,

საცრემლე სადინარი უნდა დაიხუროს თითით 2 წუთის განმავლობაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამინოგლიკოზიდის (როგორიცაა ტობრამიცინი) და სხვა სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი მედიკამენტების ერთდროულმა და/ან თანმიმდევრულმა გამოყენებამ, რომლებსაც აქვთ ტოქსიკური (მავნე) გავლენა ნერვულ სისტემაზე, ყურზე ან თირკმელებზე, შეიძლება გაზარდოს ეს მავნე ეფექტები. ასეთი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული შეძლებისდაგვარად.

თუ გამოიყენება თვალის სხვა ადგილობრივ (ზედაპირულ) მედიკამენტებთან ერთად, ორ გამოყენებას შორის უნდა იყოს 5-10 წუთის ინტერვალი. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს.

ანფიბროსთან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კომბინაციურმა გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნები და შეიძლება დათრგუნონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი მკურნალობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია.

მკურნალობის დროს, თუ მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანფიბრო ძუძუთი კვების დროს, თუ უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ იგრძნობთ მხედველობის დაბიდნვას ანფიბროს გამოყენების შემდეგ, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ მხედველობა არ გასუფთავდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანფიბროს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ანფიბრო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამიტომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მოერიდეთ მედიკამენტი კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახალ ჩასმამდე.

ასევე ცნობილია, რომ დამხმარე ნივთიერება აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება შეინიშნოს პაციენტებში, რომლებიც არიან მგრძნობიარენი ანფიბროს ინგრედიენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტე ანფიბროს გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი ან ქუთუთოების შეშუპება და თვალების სიწითლე. თუ რეაქცია მძიმეა, ის შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად, რომელსაც ეწოდება ანაფილაქსიური რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ხმის ჩახლეჩვა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ქოშინი, სახის და ენის შეშუპება, პალპიტაცია და თავბრუსხვევა.

ისინი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ანფიბროზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი : შეიძლება მოხდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი : შეიძლება მოხდეს 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი : შეიძლება მოხდეს 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი : შეიძლება მოხდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი : შეიძლება მოხდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია : არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

ხშირი

თვალის დისკომფორტი

სიწითლე თვალებში

ალერგია თვალებში

ქუთუთოების ქავილი

არახშირი

თვალის გამჭვირვალე შრის (რქოვანას) ანთება.

რქოვანას აბრაზია

ქუთუთოების სიწითლე

გამონადენი თვალებიდან

ქუთუთოების შეშუპება

სიმშრალე თვალებში

შეშუპება კონიუნქტივაში (თხელი და გამჭვირვალე მემბრანა, რომელიც ფარავს თვალის შიდა ქუთუთოებს და თვალების თეთრ ნაწილს [ სკლერა ] )

თვალების ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დაქვეითება

ჰიპერმგრძნობელობა

თავის ტკივილი

ჭინჭრის ციება

დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი)

წარბების და წამწამების ცვენა

ლეიკოდერმია (ღია ფერის ლაქების მსგავსი გამონაყარი კანზე)

ქავილი

მშრალი კანი

მხედველობის დაბინდვა

ცრემლდენის გახშირება

უცნობი

თვალების გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქცია

კანის სერიოზული რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, რომელიც სხეულზე ჩანს სიმეტრიული სამიზნის მსგავსი წითელი გამონაყარის სახით, რომელიც უფრო მუქია ცენტრში და ქრება გარეთ; ასევე სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცხელებით და სხეულზე გავრცელებული ბუშტუკებით)

თვალების ალერგია

ქუთუთოების ქავილი

კანის სიწითლე

ეს არის ანფიბროს მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

ამ პროდუქტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ტოქსიკური სისტემური ეფექტები არ არის მოსალოდნელი მისი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ან ერთი ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.

ანფიბროს ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები (პუნქტატური კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოების ქავილი) შეიძლება იყოს ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი.

ანფიბროს ადგილობრივი ჭარბი დოზა შეიძლება გამოირეცხოს თვალ(ებ)იდან ნელთბილი წყლით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება :

ტობრამიცინი 3 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ანფიბრო ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25 ° C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

ბოთლის გახსნის შემდეგ, ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 4 კვირის განმავლობაში (28 დღე). ამ პერიოდის განმავლობაში პროდუქტის შენახვა შესაძლებელია ოთახის 25 ° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ იგი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ანფიბრო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ანფიბრო, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში .

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიური, ანტიინფექციური, ანტიბიოტიკები.

ათქ კოდი: S01AA12

ტობრამიცინი არის ძლიერი, ფართო სპექტრის, სწრაფად მოქმედი ბაქტერიციდული ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. ის თავის ძირითად ეფექტს ახდენს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების შეკრებისა და რიბოსომაზე სინთეზის ინჰიბირებით.

რეზისტენტობის მექანიზმი

ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა წარმოიქმნება რამდენიმე განსხვავებული მექანიზმით, მათ შორის (1) რიბოსომური ქვედანაყოფის ცვლილებები ბაქტერიულ უჯრედში; (2) ტობრამიცინის უჯრედისკენ ტრანსპორტში ჩარევა და (3) ტობრამიცინის ინაქტივაცია ადენილირების, ფოსფორილირების და აცეტილირების ფერმენტების მასივის მიერ. ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოქმნის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადატანილი იყოს ბაქტერიულ ქრომოსომაზე ან პლაზმიდებზე. შეიძლება მოხდეს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

წყვეტის წერტილები

წყვეტის წერტილები და in vitro სპექტრი, როგორც აღნიშნულია ქვემოთ, ეფუძნება სისტემურ გამოყენებას. ეს წყვეტის წერტილები შეიძლება არ იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალების ოკულარული ადგილობრივი გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ადგილობრივად და ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა გარემოებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს გამოყენების ადგილზე პროდუქტის აქტივობაზე. EUCAST-ის მიხედვით, ტობრამიცინისთვის განსაზღვრულია შემდეგი წყვეტის წერტილები:

Enterobacteriaceae: S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Pseudomonas spp.: S ≤ 4 მგ/ლ, R > 4მგ/ლ;

Acinetobacter spp.: S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ;

Staphylococcus spp.: S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ;

არ არის დაკავშირებული სახეობასთან: S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული პათოგენების წინააღმდეგ:

ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია იძლევა მხოლოდ სავარაუდო მითითებებს იმის შესახებ, რამდენად მგრძნობიარეა მიკროორგანიზმები ამ მედიკამენტში არსებული ტობრამიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია, თვალის გარე ინფექციებისგან, როგორიცაა კონიუნქტივიტის დროს დაკვირვებისას აღდგენილი ბაქტერიული სახეობები.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ქონა; განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას, აუცილებელია, მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ ტობრამიცინის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.

ჩვეულებისამებრ მგრძნობიარე სახეობები:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Bacillus megaterium,

Bacillus pumilus ,

Corynebacterium accolens ,

Corynebacterium bovis ,

Corynebacterium macginleyi ,

Corynebacterium pseudodiphtheriticum ,

Kocuria Kristinae ,

Staphylococcus aureus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე - MSSA),

Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე - MSSH),

Staphylococcus epidermidis (კოაგულაზ- დადებითი და -უარყოფითი),

სტრეპტოკოკები (მათ შორის ზოგიერთი A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობა და ზოგიერთი (Streptococcus pneumonia).

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Acinetobacter junii ,

Acinetobacter ursingii ,

Citrobacter koseri,

Escherichiacoli,

Klebsiella oxytoca ,

Klebsiella pneumoniae ,

Moraxella catarrhalis ,

Moraxellaoslonensis ,

Morganella morganii,

Neisseria perflava

Proteus mirabilis ,

Pseudomonas aeruginosa ,

Serratia liquifaciens .

Acinetobacter calcoaceticus ,

Enterobacter aerogenes,

H. aegyptius,

Haemophilus influenzae,

Moraxella lacunata ,

Proteus vulgaris შტამების უმეტესობა ,

ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა რელევანტური პათოგენების საწინააღმდეგოდ:

სახეობები, რომელთა მიმართ შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს პრობლემა:

Acinetobacter baumanii ;

Bacillus cereus ;

Bacillus thuringiensis ;

Kocuria rhizophila;

Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინ რეზისტენტული - MRSH);

სტაფილოკოკები, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სპპ.;

Serratia marcescens .

თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Enterococcifaecalis ,

Staphylococcus aureus (მეთიცილინ რეზისტენტული - MRSA),

Streptococcus mitis,

Streptococcus pneumoniae ,

Streptococcus pyogenes ,

Streptococcus sanguis .

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Chryseobacterium indologenes ,

Haemophilus influenzae,

Stenotrophomonas maltophilia,

Burkholderia cepacia .

ანაერობული ბაქტერიები:

Propionibacterium acnes

ბაქტერიების მგრძნობელობის კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ინარჩუნებენ მგრძნობელობას ტობრამიცინის მიმართ.

პედიატრიული პოპულაცია:

600-ზე მეტი პედიატრიული პაციენტი ჩაირიცხა 10 კლინიკურ კვლევაში ტობრამიცინის თვალის წვეთებით ან თვალის მალამოებით ბაქტერიული კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის სამკურნალოდ. ამ პაციენტების ასაკი 1 წლიდან 18 წლამდე იყო. საერთო ჯამში, პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი შესადარი იყო ზრდასრულ პაციენტებთან. 1 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა არ შეიძლება მონაცემთა სიმცირის გამო.

ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა:

სპეციფიკური ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა ანფიბროსთვის დადგენილი არ არის. გამოქვეყნებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ტობრამიცინს აქვს ხანგრძლივი პოსტანტიბიოტიკური ეფექტი, რომელიც ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების ზრდას შრატში დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად.

სისტემური ადმინისტრაციის კვლევებმა გამოავლინა უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დღეში ერთხელ გამოყენებისას, მრავალჯერადი დოზირების რეჟიმთან შედარებით. თუმცა, არსებული მტკიცებულებებით სავარაუდოა, რომ დღეში ერთხელ სისტემური დოზირება ისეთივე ეფექტურია, როგორც მრავალჯერადი დოზირება. ტობრამიცინი აჩვენებს კონცენტრაციაზე დამოკიდებულ ანტიმიკრობულ მკვლელობას და უფრო დიდ ეფექტურობას ანტიბიოტიკის დონის MIC-ზე ან მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციაზე (MBC) ზემოთ ზრდით.

ხანდაზმული პოპულაცია:

ხანდაზმულებსა და სხვა ზრდასრულ პოპულაციებს შორის უსაფრთხოების ან ეფექტურობის საერთო კლინიკური განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვა:

ტობრამიცინი ცუდად შეიწოვება კურდღლის რქოვანასა და კონიუნქტივაში და მინიმალური რაოდენობა შეიწოვება თვალში ტობრამიცინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

გარდა ამისა, ტობრამიცინის სისტემური შეწოვა კლინიკურად ცუდია ანფიბროს მსგავსი კონცენტრაციის (0.3%) მქონე ტობრამიცინის პროდუქტების თვალის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ტობრამიცინის მაღალი კონცენტრაცია ანფიბროში ტობრამიცინს ინფექციის ადგილზე (თვალის ზედაპირი) იმ კონცენტრაციით აწვდის, რომელიც ზოგადად ბევრად აღემატება ყველაზე მდგრადი იზოლატების კონცენტრაციას (MICs > 64 მკგ/მლ; ტობრამიცინის კონცენტრაცია ადამიანის თვალში ანფიბროს ერთჯერადი დოზის შემდეგ არის 848 ± 674 მკგ/მლ, მიღებიდან 1 წუთის შემდეგ).

ჯანსაღი ადამიანის ცრემლებში ტობრამიცინის კონცენტრაცია რჩება MIC90-ზე(16 მკგ/მლ, როგორც აღწერილია თვალის იზოლირებისთვის) ანფიბროს მკურნალობის მიღებიდან მინიმუმ 44 წუთამდე.

განაწილება:

განაწილების მოცულობა ადამიანში არის 0.26 ლ/კგ. ტობრამიცინის ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია და არის 10%-ზე ნაკლები.

ბიოტრანსფორმაცია:

ტობრამიცინი გამოიყოფა შარდით ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით.

გამოყოფა:

ტობრამიცინი სწრაფად და ფართოდ გამოიყოფა შარდში გლომერულური ფილტრაციის გზით, ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ორ საათს. მოხსენებული სისტემური კლირენსი თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილ სუბიექტებში მერყეობდა 0,05 - 0,1 ლ/სთ/კგ-ით და მცირდებოდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.

წრფივობა/არაწრფივობა:

ოკულარული ან სისტემური შეწოვა დოზირების კონცენტრაციის გაზრდით თვალის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არ არის შემოწმებული. ამიტომ, ოკულარულ დოზასთან ექსპოზიციის წრფივობის დადგენა ვერ მოხერხდა.

გამოყენება ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის დროს:

ანფიბროს თვალის წვეთები და თვალის მალამო არ არის შესწავლილი ამ პაციენტებში. თუმცა, ამ პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის დაბალი სისტემური შეწოვის გამო, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პედიატრიული გამოყენება:

ანფიბრო შეიძლება გამოყენებულ იქნას პედიატრიულ პაციენტებში (1 წლის და უფროსი ასაკის) იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. თუმცა, ხელმისაწვდომია შეზღუდული ინფორმაცია 1 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ანფიბრო 0.3% თვალის წვეთები, ხსნარი

თვალებში ჩასაწვეთებელი

სტერილური

დამხმარე ნივთიერება : ყოველი მლ ხსნარი შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ნატრიუმის სულფატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გოგირდის მჟავა, საინექციო წყალი.

მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს შეფუთვის ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაინიშნა თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვებს.

მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ის, რაც წერია ამ ფურცელ-ჩანართში. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, გარდა თქვენთვის რეკომენდებულისა.

ეს ფურცელ-ჩანართი შეიცავს:

  • რა არის ანფიბრო და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ანფიბროს გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ანფიბრო
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ანფიბრო
  • რა არის ანფიბრო და რისთვის გამოიყენება

ანფიბრო გამოიყენება ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ თვალ(ებ)ში და მის გარშემო.

ანფიბრო მიეკუთვნება ანტიინფექციური პრეპარატების ჯგუფს. ანტიინფექციური ჯგუფი შეიცავს ანტიბიოტიკებს (ამ პროდუქტში ტობრამიცინი), რომლებიც აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თვალი.

ანფიბრო არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი. არ უნდა დაფიქსირდეს ნაწილაკები.

შეფუთვის მასალა არის გაუმჭვირვალე თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთური ბოთლი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს, დალუქული ნარინჯისფერი ხრახნიანი თავსახურით.

  • ანფიბროს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ანფიბრო

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ტობრამიცინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ ალერგიული ხართ ამინოგლიკოზიდებზე.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ანფიბროსთან

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები ანფიბროზე, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს ლოკალიზებული ქავილის ან კანის სიწითლისგან მძიმე ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქცია) ან კანის სერიოზულ რეაქციებამდე. ეს ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს იმავე ოჯახის (ამინოგლიკოზიდის ტიპის) სხვა ადგილობრივი (ზედაპირული) ან სისტემური ანტიბიოტიკებითაც.

ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ზედაპირულად (ადგილობრივად) გამოყენებული ამინოგლიკოზიდების (ანტიბიოტიკების) მიმართ. ასევე შეიძლება მოხდეს ჯვარედინი მგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდური კლასის ანტიბიოტიკების მიმართ. მწვავე ალერგიული რეაქციების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა.

თუ თქვენ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკურ მკურნალობას ანფიბროსთან ერთად, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, მოწამვლის ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ყურში, თირკმელებში და ნერვებში დაგროვების გამო, როგორიცაა ყურის წუილი, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შარდში სისხლი და სხეულის შეშუპება, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა მიასთენია გრავისი ან პარკინსონის დაავადება, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ამ ტიპის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გააუარესოს კუნთების სისუსტე.

როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიების და სოკოების (ორგანიზმები, რომლებიც ავითარებენ წამლისადმი რეზისტენტობას) გადაჭარბებული ზრდა. თუ მოხდა სუპერინფექცია (მეორე ინფექციის გაჩენა სხვა ინფექციით დასუსტებულ სხეულში) უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

თვალის ინფექციის მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება, რადგან მკურნალობის დროს მათმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მიმდინარე მდგომარეობა. არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები ამ პროდუქტით მკურნალობის დროს.

ანფიბრო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები ანფიბროს გამოყენებამდე და დაელოდეთ 15 წუთი ხელახალ ჩასმამდე.

გამოიყენეთ ეს წამალი იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გირჩევთ.

თუ თქვენი დაავადება გაუარესდება ან სიმპტომები განმეორდება, მიმართეთ ექიმს.

თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს, გთხოვთ, წაიკითხოთ განყოფილება "გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ანფიბროს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თუ პროდუქტი გამოიყენება რეკომენდაციის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი მკურნალობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია.

მკურნალობის დროს, თუ მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანფიბრო ძუძუთი კვების დროს, თუ უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ იგრძნობთ მხედველობის დაბიდნვას ანფიბროს გამოყენების შემდეგ, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ მხედველობა არ გასუფთავდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანფიბროს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ანფიბრო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამიტომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მოერიდეთ მედიკამენტი კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახალ ჩასმამდე.

ასევე ცნობილია, რომ დამხმარე ნივთიერება აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ამინოგლიკოზიდის (როგორიცაა ტობრამიცინი) და სხვა სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი მედიკამენტების ერთდროულმა და/ან თანმიმდევრულმა გამოყენებამ, რომლებსაც აქვთ ტოქსიკური (მავნე) გავლენა ნერვულ სისტემაზე, ყურზე ან თირკმელებზე, შეიძლება გაზარდოს ეს მავნე ეფექტები. ასეთი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული შეძლებისდაგვარად.

თუ გამოიყენება თვალის სხვა ადგილობრივ (ზედაპირულ) მედიკამენტებთან ერთად, ორ გამოყენებას შორის უნდა იყოს 5-10 წუთის ინტერვალი. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს.

ანფიბროსთან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კომბინაციურმა გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნები და შეიძლება დათრგუნონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

  • როგორ გამოიყენება ანფიბრო

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე

ყოველთვის გამოიყენეთ ანფიბრო ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 წვეთი თვალ(ებ)ში ყოველ 4 საათში 7 დღის განმავლობაში.

მძიმე ინფექციების დროს ჩვეული დოზაა 2 წვეთი საათში გაუმჯობესების მიღწევამდე. გაუმჯობესების მიღწევის შემდეგ დოზა მცირდება და შემდეგ წყდება.

მკურნალობის ნორმალური პერიოდია 7-დან 10 დღემდე. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობის პერიოდი.

შეყვანის გზა და მეთოდი

ანფიბრო გამოიყენეთ მხოლოდ თვალებზე.

აიღეთ ანფიბროს ბოთლი და სარკე.

დაიბანეთ ხელები.

გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2).

მოაცილეთ თავსახურის ქვეშ მყოფი ბეჭედი (იხ. სურათი 3 და სურათი 4).

46786804605100დაიჭირეთ ამოყირავებული ბოთლი ცერსა და შუა თითს შორის.

თავი უკან გადახარეთ. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო სუფთა თითით, სანამ არ შეიქმნება ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი აქ ჩაეწვეთება. (იხ. სურათი 5)

ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. თუ დაგეხმარებათ, გააკეთეთ ეს სარკის წინ.

არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურით. წვეთები შეიძლება იყოს დაბინძურებული.

468312516841ნაზად დააწექით ბოთლის ძირზე, რომ გამოუშვათ ანფიბროს თითო წვეთი. (იხ. სურათი 6)

ანფიბროს გამოყენების შემდეგ გაუშვით ხელი ქუთუთოს, დახუჭეთ თვალი, დაიდეთ თითი თვალის შიდა კუთხეში და დააჭირეთ ცხვირისკენ. ეს ხელს უშლის ანფიბროს დანარჩენ სხეულში მოხვედრას. (იხ. სურათი 7)

თუ იყენებთ წვეთებს ორივე თვალში, გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები მეორე თვალისთვის.

გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ ბოთლს თავსახური მყარად.

მეორე ბოთლის გახსნამდე გამოიყენეთ ერთი მთლიანად.

თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, სცადეთ ხელახლა.

თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა თვალის წვეთები ან თვალის მალამოები, დაიცავით მინიმუმ 5 წუთის ინტერვალი თითოეულ გამოყენებას შორის. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

გამოყენება ბავშვებში

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არ არსებობს განსაკუთრებული გამოყენების წესები, დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. არ არსებობს ინფორმაცია ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში გამოყენება იგივეა, რაც მოზრდილებში.

განსაკუთრებული პირობების დროს გამოყენება

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

ანფიბროს ეფექტი თირკმლის/ ღვიძლის უკმარისობის დროს უცნობია. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის დაბალი სისტემური შეწოვის გამო, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ანფიბროს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ანფიბრო, ვიდრე საჭიროა:

დაიბანეთ თვალები ნელთბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ კიდევ ერთი წვეთი მომდევნო გამოყენების დრომდე.

გთხოვთ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენებთ იმაზე მედ ანფიბროს, ვიდრე საჭიროა.

თუ დაგავიწყდათ ანფიბროს გამოყენება :

გამოიყენეთ ერთჯერადი დოზა, როდესაც გაგახსენდებათ. თუ შემდეგი გამოყენების დრო ახლოვდება, არ ჩაიწვეთოთ გამოტოვებული დოზა; განაგრძეთ გამოყენება თქვენს ჩვეულ გრაფიკში.

არ ჩაიწვეთოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ანფიბროს შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:

თქვენი მკურნალობა იქნება არასაკმარისი, თუ მკურნალობას რეკომენდებულ დრომდე შეწყვეტთ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება შეინიშნოს პაციენტებში, რომლებიც არიან მგრძნობიარენი ანფიბროს ინგრედიენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტე ანფიბროს გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი ან ქუთუთოების შეშუპება და თვალების სიწითლე. თუ რეაქცია მძიმეა, ის შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად, რომელსაც ეწოდება ანაფილაქსიური რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ხმის ჩახლეჩვა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ქოშინი, სახის და ენის შეშუპება, პალპიტაცია და თავბრუსხვევა.

ისინი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ანფიბროზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი : შეიძლება მოხდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი : შეიძლება მოხდეს 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი : შეიძლება მოხდეს 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი : შეიძლება მოხდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი : შეიძლება მოხდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია : არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

ხშირი

თვალის დისკომფორტი

სიწითლე თვალებში

ალერგია თვალებში

ქუთუთოების ქავილი

არახშირი

თვალის გამჭვირვალე შრის (რქოვანას) ანთება.

რქოვანას აბრაზია

ქუთუთოების სიწითლე

გამონადენი თვალებიდან

ქუთუთოების შეშუპება

სიმშრალე თვალებში

შეშუპება კონიუნქტივაში (თხელი და გამჭვირვალე მემბრანა, რომელიც ფარავს თვალის შიდა ქუთუთოებს და თვალების თეთრ ნაწილს [ სკლერა ] )

თვალების ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დაქვეითება

ჰიპერმგრძნობელობა

თავის ტკივილი

ჭინჭრის ციება

დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი)

წარბების და წამწამების ცვენა

ლეიკოდერმია (ღია ფერის ლაქების მსგავსი გამონაყარი კანზე)

ქავილი

მშრალი კანი

მხედველობის დაბინდვა

ცრემლდენის გახშირება

უცნობი

თვალების გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქცია

კანის სერიოზული რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, რომელიც სხეულზე ჩანს სიმეტრიული სამიზნის მსგავსი წითელი გამონაყარის სახით, რომელიც უფრო მუქია ცენტრში და ქრება გარეთ; ასევე სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცხელებით და სხეულზე გავრცელებული ბუშტუკებით)

თვალების ალერგია

ქუთუთოების ქავილი

კანის სიწითლე

ეს არის ანფიბროს მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ანფიბრო

შეინახეთ ანფიბრო ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25 ° C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

ბოთლის გახსნის შემდეგ, ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 4 კვირის განმავლობაში (28 დღე). ამ პერიოდის განმავლობაში პროდუქტის შენახვა შესაძლებელია ოთახის 25 ° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ იგი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ანფიბრო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ანფიბრო, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში .

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece - სტამბული/თურქეთი

წარმოების ადგილი:

DEVA Holding A.Ş.

Kartepe – KOCAELI / TURKEY

ეს ფურცელ-ჩანართი დამტკიცდა 16/08/2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა