ტორნაზას თვალის მალამოს აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდურების ჯგუფს და აქტიურია მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტობრამიცინი (tobramycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.3% (3მგ/გ) 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
- ATC კოდი
- S01AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036177
- რეგისტრირებულია
- 12 აგვისტო 2022, მოქმედებს 12 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Medexport LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტორნაზა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტორნაზას თვალის მალამოს აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდურების ჯგუფს და აქტიურია მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.
ტორნაზას თვალის მალამო გამოიყენება თვალის ზედაპირის და მისი მიდამოს ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით უფროსებში და 1 წელზე უფროს ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
გამოიყენეთ ტორნაზას თვალის მალამო მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
უფროსები, ხანდაზმულები (65 წელზე უფროსები) და ბავშვები 1 წლის ასაკიდან
მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის დაავადებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის 2 ან 3 ჯერ დღეში.
რთული დაავადებისას რეკომენდებული დოზირება შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის 3 ან 4 ჯერ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ან 3 ჯერ დღეში ინფექციის გაქრობამდე.
ჩვეულებრივი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ტორნაზა თვალის მალამო გამოიყენება ასევე პაციენტებში თვიძლის ან თირკმლის დარღვევებით. უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
center635
სურათი 1 სურათი 2 სურათი 3
მითითებები გამოყენების შესახებ
- აიღეთ ტორნაზას თვალის მალამოს ტუბი და სარკე.
- დაიბანეთ თქვენი ხელები და მოხსენით თავსახური.
- ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.
- გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).
- მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.
- შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.
- ფრთხილას დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზას თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).
- ტორნაზას თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ, რომ დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. თითით დააწექით თვალს ცხვირის კუთხეში და დააჭირეთ 2-3 წუთის განმავლობაში (სურ. 3). ეს ხელს შეუშლის ტორნაზას თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.
- თუ გესაჭიროებათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა მეორე თვალშიც, მაგრამ დაიბანეთ ხელები პროცედურის დაწყებამდე. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.
- გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.
- გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.
თუ ააცილეთ მალამო თვალს, უნდა სცადოთ ხელმეორედ.
თუ გამოიყენეთ ტორნაზას თვალის მალამოს ჭარბი დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით. შემთხვევით მალამოს გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება
განაგრძეთ მომდევნო დოზირების გამოყენება გეგმის მიხედვით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. არ შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება ექიმის ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვლინდება ინფექციის რეციდივი და განვითარდება ტობრამიცინის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტულობის ეფექტი.
თუ იყენებთ სხვა თვალის პროდუქტებს (წვეთებს ან მალამოს), ამ პრეპარატებს შორის მიღების ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოყენოთ ბოლოს.
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დაბადებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
სიფრთხილის ზომები
ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოს ქავილი, თვალების შეშუპება ან სიწითლე. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ამ ჯგუფის (ამინოგლიკოზიდურები) სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური გამოყენებისას.
მიმართეთ ექიმს თუ ატორნაზას თვალის მალამოსთან ერთად იღებთ სხვა ანტიბიოტიკს.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ტორნაზას თვალის მალამოს ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ასეთ შემთხვევაში ექიმი დანიშნავს სხვა შესაბამის მკურნალობას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა დააგვიანოს რქოვანას შეხორცება.
კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ლინზების გამოყენება თვალის ინფექციების ნიშნების და სიმპოტომების გამოვლენისას. ლინზების ნაცვლად გამოიყენეთ სათვალე. არ ჩაისვათ ლინზები სანამ არ გაქრება ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და სანამ არ შეწყვიტავთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
თუ იღებთ ერთდროულად სხვა თვალში შესაყვან მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.
ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება საკვებ, სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არის შეზღუდვები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზოგადად ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენება უნდ ამოხდეს მხოლოდ ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის და მკურნალობის სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა. თვალში მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.
ტორნაზას თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს
სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზას თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენებისას:
ხშირი გვერდითი ეფექტები
(ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე)
თვალის დარღვევები: თვალის დისკომფორტი, თვალის სიწითლე, თვალის ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების ქავილი.
არახშირი გვერდითი ეფექტები
(ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)
თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას დაზიანება, მხედველობის შეზღუდვა, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების სიწითლე, ღამით თვალების ცვლილებები, თვალების და ქუთუთოების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ქავილი, თვალების ცრემლიანობა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ჭინჭრის ცხელება, კანის ანთება, წამწამების ზრდა ან დაცვენა, კანზე პიგმენტაციის დაკარგბა, ქავილი, კანის სიმშრალე.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები
(არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა)
თვალის დარღვევები: თვალის გაღიზიანება.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ერითემა (სიწითლე).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:
Bulgarian Drug Agency
8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str.
1303 სოფია
ტელ.: +395 28903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
ადგილობირვი გამოყენების ტორნაზას ჭარბი დოზირების მოშორება შესაძლებელია თვალ(ებ)ის თბილი წყლით გამობანდვით.
ამ პროდუქტის შემადგენლობის თვისებების გამო ოკულარული ზედოზირებისას ან უნებლიედ შიგნით მიღების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები.
ამ სამედიცინო პროდუქტის ზედოზირების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა პუნქტუალური კერატიტი, ერითემა, ჭარბი ცრემლდენა, შეშუპება და თვალის ქუთუთოს პრურიტუსი შესაძლოა ზოგიერთ პაციენტში იყოს არასასურველი რეაქციების მსგავსი.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს.
- დამხმარე ნივთიერებებია მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; ცვილი, თხევადი, ცვილი, თეთრი რბილი.
ტორნაზას თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თვალის მალამო
ტორნაზა მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭრუდვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.
ერთი 5 გ ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისიანობა შეადგენს 28 დღეს.
არ გაყინოთ.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური; ინფექციის საწინააღმდეგო; ანტიბიოტიკი, ათქ კოდი: S01AA12
მოქმედების მექანიზმი
ეს პროდუქტი შეიცავს ტობრამიცინს, რომელიც არის სწრაფი მოქმედების ბაქტერიული ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. ის ავლენს თავის პირველად ეფექტს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების შეერთების ინჰიბირების და რიბოსომების ახალ პროტეინებთან სინთეზის ინჰიბირების გზით.
რეზისტენტულობა
რეზისტენტულობა ტობრამიცინის მიმართ ვლინდება რამოდენიმე სხვადასხვა რთული მექანიზმების ხარჯზე, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული ქვეერთეულების ცვლილებით; (2) ტობრამიცინის უჯრედში ტრანსპორტირებაში ჩარევით, და (3) ტობრამიცინის ინაქტივაციით მთელი რიგი ფერმენტებით, რომლებიც იწვევენ ადენილირებას, ფოსფორილირებას და აცეტილირებას. ფერმენტების ინაქტივაციის გამომწვევი გენეტიკური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ბაქტერიულ ქრომოსომას ან პლაზმიდებს. მოსალოდნელია ჯვარედინი რეზისტენტულობის განვითარება სხვა ამინოგლიკოზიდურების მიმართ.
ზღვრული მაჩვენებლები
შემდეგში აღნიშნული ზღვრული მაჩვენებლები და ინ ვიტრო სპექტრი ეფუძნება სისტემურ გამოყენებას. ეს ზღვრული მაჩვენებლები შესაძლოა არ იყოს რელევანტური მედიკამენტის თვალზე ადგილობრივი გამოყენებისას, რადგან ადგილობრივად შესაძლოა მიღწეული იქნეს მაღალი კონცენტრაციები და ლოკალურმა ფიზიკურ/ქიმიურმა მდგომარეობებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ გამოყენების ადგილას პროდუქტის აქტივობაზე.
ანტიმიკრობული პრეპარატების მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) თანახმად ტობრამიცინისთვის განსაზღვრულია შემდეგი ზღვრული მაჩვენებლები:
Enterobacteriaceae S < 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
Pseudomonas spp. S < 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
Acinetobacter spp. S < 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
Staphylococcus spp. S < 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ
სახეობის მიუხედავად S < 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
შემდგომში მოცემული ინფორმაცია იძლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას ტორბამიცინის მიმართ სავარაუდო მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შესახებ თვალის მალამოს სახით გამოყენებისას. აქ წარმოდგენილია ბაქტერიების სახეობები, რომლებიც მიღებული იქნა თვალის გარეგანი ინფექციებისგან, როგორიცაა კონიუქტივიტი.
მიღებული რეზისტენტულობის მაჩვენებელი შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული მდგებარეობის მიხედვით და დროთა განავლობაში, და ასევე სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ლოკალური ინფორმაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით რთული ინფექციების მკურნალობისას. კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროა სპეციალისტის რჩევების მიღება, თუკი რეზისტენტულობის ლოკალური მაჩვენებელი ადასტურებს ტობრამიცინის არაეფექტურობას ინფექციის სულ მცირე ერთი სახეობის მიმართაც კი.
ზოგადად სავარაუდო სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Bacillus megaterium
Bacillus pumilus
Corynebacterium accolens
Corynebacterium bovis
Corynebacterium macginleyi
Corynebacterium pseudodiphtheriticum
Kocuria kristinae
Staphylococcus aureus (methicillin susceptible – MSSA)
Staphylococcus haemolyticus (methicillin susceptible – MSSH)
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter junii
Acinetobacter ursungii
Citrobacter koseri
Escherichia coli
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Moraxella catarrhalis
Moraxella oslonensis
Morganella morganii
Neisseria perflava
Proteus mirabilis
Pseudomonas aeruginosa
Serratia liquifaciens
სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტულობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს
Acinetobacter baumanii
Bacillus cereus
Bacillus thuringiensis
Kocuria rhizophila
Staphylococcus epidermidis
Staphylococcus haemolyticus (methicillin resistant – MRSH)
Staphylococcus, other coagulase-negative spp.
Serratia marcescens
თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus (methicillin resistant – MRSA)
Streptococcus mitis
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
Streptococcus sanguis
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Chryseobacterium indologenes
Haemophilus influenzae
Stenotrophomonas maltophilia
ანაერობული ბაქტერიები
Propionibacterium acnes
პედიატრიული პაციენტები
ტობრამიცინის ბაქტერიული კონიუქტივიტის, ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუქტივიტის სამკურნალოდ თვალზე ადგილობრივი გამოყენებისას ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პედიატრიული პაციენტების უსაფრთხოების პროფილი იგივეა რაც უფროსებში. დოზირების რეკომენდაციები ერთ წელზე მცირე ასაკის ბავშვებში შეუძლებელია მონაცემების სიმცირის გამო.
- 2 ფარმაკოკინეზური თვისებები
ტობრამიცინი სრულად შეიწოვება რწოვანადან და კონიუქტივიტიდან და მცირე რაოდენობა აღინიშნება თვალში ტობრამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას.
ტოპრამიცინი სწრაფად და სრულად გამოიყოფა შარდში გლომერალური ფილტრაციის გზით, ძირითადად უცვლელი სახით. პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის დრო დაახლოებით შეადგენს ორ საათს, ხოლო კლირენსი 0.04 ლ/სთ/კგ და განაწილების მოცულობა შეადგენს 0.26 ლ/კგ. პლაზმის ცილებში ტობრამიცინის დაკავშირება 10%-ზე ნაკლებია. ტობრამიცინის ორალური ბიოშეღწევადობა დაბალია (<1%).
- 3 პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
ტობრამიცინი სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტობრამიცინის მაღალი, პარენტერალურად მიწოდებული დოზირებისას გამოვლინდა რენალური ტოქსიურობა ვირთხებში და ძაღლებში და ოტოტოქსიურობა კატებში.
პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტობრამიცინის მაღალი სისტემური დოზირებები გამოყენებული იქნა ვირთხებში 30 და 60 მგ/კგ ოდენობით ინტრაპერიტონეალური შეყვანის გზით ორგანოგენეზის ფაზაში; რამაც გამოიწვია ვირთხების ფოტუსში და ახალშობილებში გლომერულური სიმკვრივის გაზრდა და თირკმელებში კორტიკალური სივრცის დაკარგვა. ასევე ცხოველებზე ჩატარებული სხვა ლაბორატორიული ცდებისას ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები ავლენდენ ოტოტოქსიურობას. კატებზე ჩატარებული ხანგრძლივი სისტემური მკურნალობა 20, 40 და 80 მგ/კგ/დღეში დოზირებით 30 კვირის განმავლობაში სუბკუტანური შეყვანის გზით იწვევდა დოზაზე დამოკიდებულ თმის უჯრედების და ყურში დამხავი სენსორული სტრუქტურის დეგენერაციას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ტორნაზა 3 მგ/გ თვალის მალამო
ტობრამიცინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის, შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
- თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმოადგენს ტორნაზა თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენებამდე
- ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ტორნაზა თვალის მალამოს შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ტორნაზა თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება
ტორნაზას თვალის მალამოს აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდურების ჯგუფს და აქტიურია მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.
ტორნაზას თვალის მალამო გამოიყენება თვალის ზედაპირის და მისი მიდამოს ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით უფროსებში და 1 წელზე უფროს ბავშვებში.
- ინფორმაცია ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტორნაზას თვალის მალამო თუ აღინიშნება შემდეგი:
თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქუთუთოს ქავილი, თვალების შეშუპება ან სიწითლე. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ამ ჯგუფის (ამინოგლიკოზიდურები) სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური გამოყენებისას.
მიმართეთ ექიმს თუ ატორნაზას თვალის მალამოსთან ერთად იღებთ სხვა ანტიბიოტიკს.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ტორნაზას თვალის მალამოს ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ასეთ შემთხვევაში ექიმი დანიშნავს სხვა შესაბამის მკურნალობას.
ამ მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა დააგვიანოს რქოვანას შეხორცება.
კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ლინზების გამოყენება თვალის ინფექციების ნიშნების და სიმპოტომების გამოვლენისას. ლინზების ნაცვლად გამოიყენეთ სათვალე. არ ჩაისვათ ლინზები სანამ არ გაქრება ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და სანამ არ შეწყვიტავთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენებას.
სხვა მედიკამენტები და ტორნაზას თვალის მალამო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
თუ იღებთ ერთდროულად სხვა თვალში შესაყვან მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.
ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება საკვებ, სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არის შეზღუდვები.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზოგადად ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენება უნდ ამოხდეს მხოლოდ ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის და მკურნალობის სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა. თვალში მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.
ტორნაზას თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს
სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).
- ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
გამოიყენეთ ტორნაზას თვალის მალამო მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.
უფროსები, ხანდაზმულები (65 წელზე უფროსები) და ბავშვები 1 წლის ასაკიდან
მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის დაავადებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის 2 ან 3 ჯერ დღეში.
რთული დაავადებისას რეკომენდებული დოზირება შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის 3 ან 4 ჯერ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ან 3 ჯერ დღეში ინფექციის გაქრობამდე.
ჩვეულებრივი მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ტორნაზა თვალის მალამო გამოიყენება ასევე პაციენტებში თვიძლის ან თირკმლის დარღვევებით. უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი, ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
center635
სურათი 1 სურათი 2 სურათი 3
მითითებები გამოყენების შესახებ
- აიღეთ ტორნაზას თვალის მალამოს ტუბი და სარკე.
- დაიბანეთ თქვენი ხელები და მოხსენით თავსახური.
- ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.
- გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).
- მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.
- შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.
- ფრთხილას დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზას თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).
- ტორნაზას თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ, რომ დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. თითით დააწექით თვალს ცხვირის კუთხეში და დააჭირეთ 2-3 წუთის განმავლობაში (სურ. 3). ეს ხელს შეუშლის ტორნაზას თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.
- თუ გესაჭიროებათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა მეორე თვალშიც, მაგრამ დაიბანეთ ხელები პროცედურის დაწყებამდე. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.
- გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.
- გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.
თუ ააცილეთ მალამო თვალს, უნდა სცადოთ ხელმეორედ.
თუ გამოიყენეთ ტორნაზას თვალის მალამოს ჭარბი დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით. შემთხვევით მალამოს გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენება
განაგრძეთ მომდევნო დოზირების გამოყენება გეგმის მიხედვით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ ტორნაზა თვალის მალამოს გამოყენების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. არ შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება ექიმის ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვლინდება ინფექციის რეციდივი და განვითარდება ტობრამიცინის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტულობის ეფექტი.
თუ იყენებთ სხვა თვალის პროდუქტებს (წვეთებს ან მალამოს), ამ პრეპარატებს შორის მიღების ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. ტორნაზას თვალის მალამო უნდა გამოყენოთ ბოლოს.
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დაბადებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზას თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტორნაზას თვალის მალამოს გამოყენებისას:
ხშირი გვერდითი ეფექტები
(ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე)
თვალის დარღვევები: თვალის დისკომფორტი, თვალის სიწითლე, თვალის ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების ქავილი.
არახშირი გვერდითი ეფექტები
(ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)
თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას დაზიანება, მხედველობის შეზღუდვა, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების სიწითლე, ღამით თვალების ცვლილებები, თვალების და ქუთუთოების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ქავილი, თვალების ცრემლიანობა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ჭინჭრის ცხელება, კანის ანთება, წამწამების ზრდა ან დაცვენა, კანზე პიგმენტაციის დაკარგბა, ქავილი, კანის სიმშრალე.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები
(არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა)
თვალის დარღვევები: თვალის გაღიზიანება.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ერითემა (სიწითლე).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:
Bulgarian Drug Agency
8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str.
1303 სოფია
ტელ.: +395 28903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ტორნაზას თვალის მალამოს შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისიანობა შეადგენს 28 დღეს.
არ გაყინოთ.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ტორნაზას თვალის მალამო
- აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს.
- დამხმარე ნივთიერებებია მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; ცვილი, თხევადი, ცვილი, თეთრი რბილი.
ტორნაზას თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თვალის მალამო
ტორნაზა მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭრუდვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.
ერთი 5 გ ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
მედექსპორტ ლლც,
№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
მწარმოებელი
ბალკანფარმა- რაზგრად ად
68 ,,აპრილსკო ვასტანიე‘‘ ბლვდ.
7200 რაზგრად, ბულგარეთი
ამ სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
მედექსპორტ ლლც,
№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 11/2014
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
