პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტობრექსი

TOBREX

რეცეპტით0,3%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ტობრექსი, გამოიყენება თვალის/თვალების ირგვლივი ზედაპირების ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. ტობრექსი, ინფექციის საწინააღმდეგოს სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტობრამიცინი (tobramycin)
ფორმა და შეფუთვა
0,3% 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA12
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0423
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატობრექსი და სხვა წამალი ერთად

ტობრექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტობრექსი, გამოიყენება თვალის/თვალების ირგვლივი ზედაპირების ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. ტობრექსი, ინფექციის საწინააღმდეგოს სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. ინფექციის საწინააღმდეგო წამლის ჯგუფი, თვალის/თვალების გადამდები დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების დიდი ნაწილის მიმართ აქტიურ ანტიბიოტიკებს (აღნიშნულ პროდუქტში ტობრამიცინს) შეიცავს.

ტობრექსი, ეს არის ხრახნიანი სახურავის და წვეთოვანის მქონე, 5 მლ-იანი ხსნარის შემცველი პლასტიკური ფლაკონი, რომელიც კოლოფის შეფუთვაშია მოთავსებული. ტობრექსის შიგთავსი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო-მკრთალი ყვითელი ფერის ანდა ყავისფერი ფერის ხსნარს.

  • ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ტობრამიცინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ამინოგლიკოზიდების მიმართ ალერგია გაქვთ.

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ;

ტობრექსის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები ვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს მიმართეთ. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ლოკალური რეაქციის სახით (მაგ: ქავილი ანდა სიწითლის სახით)ასევე ზოგადი, მძიმე (გავრცელებული) ალერგიული რეაქციების სახით (ანაფილაქსიური რეაქცია) ანდა კანის მძიმე რეაქციების სახით. აღნიშნული ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს იმავე წამლის ჯგუფის (ამინოგლიკოზიდების) სხვა ლოკალური (ზედაპირული) და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების მიღების დროსაც.

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, ზედაპირული (ლოკალური) მოქმედების ამინოგლიკოზიდების (ანტიბიოტიკების) მიმართ შეიძლება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გამოვლინდეს. სხვა დანარჩენი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის გამოყენების დროს შეიძლება ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები გამოვლინდეს. თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები გამოვლინდება, მკურნალობა შეაჩერეთ.

თუ, ტობრექსთან ერთდ სხვა ანტიბიოტიკებსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.

სისტემური ამინოგლიკოზიდების ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, სამედიცინო პროდუქტი გროვდება ყურებში, თირკმლებსა და ნერვულ სისტემაში, აღნიშნულის გამო კი შეიძლება გამოვლინდეს ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის შემცირება, შარდში სისხლი, სხეულის შეშუპების მსგავსი სიმპტომები, გათვალისწინებული უნდა იქნას ინტოქსიკაციური ეფექტების გამოვლინებაც.

თუ, მიასტენია გრავისი (კუნთოვანი ატროფია) ანდა პარკინსონის დაავადება ანდა მსგავსი დაავადება გაქვთ ანდა ადრე გადაიტანეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ამ ტიპის დაავადებების მკურნალობის დროს გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება კუნთების სისუსტე უფრო დაამძიმოს.

როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ტობრექსის ხანგრძლივი გამოყენება რეზისტენტული ბაქტერიების და სოკოების (წამლის მიმართ გამძლე ორგანიზმები) გამრავლებას იწვევს. თუ, მასგავსი სუპერინფექცია (რომელიმე ინფექციის გამო დასუსტებულ ორგანიზმში მეორე ახალი ინფექციის განვითარება)გამოვლინდება, საჭიროა შესაბამისი მკურნალობის განხორციელება.

თვალის ინფექციების მკურნალობის დროს, კონტაქტური ლინზების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც მკურნალობის დროს არსებული მდგომარეობა შეიძლება დაამძიმოს. აღნიშნული წამლით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენოთ.

ტობრექსი, კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, როემლმაც შეიძლება თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება გამოიწვიოს. ტობრექსის გამოყენებამდე, კონტაქტური ლინზები ამოიღეთ და კვლავ ჩადგმამდე 15 წუთი დაელოდეთ.

ტობრექსი, ექიმის მიერ რეკომენდირებული ვადის განმავლობაში გამოიყენეთ.

თუ, დაავადება გართულდება ანდა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთდ გამოყენება’’.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ტობრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. წამლის საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ტობრექსი, ყოველთვის მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: ერთი ანდა ორი წვეთი ყოველ ოთხ საათში ერთხელ დაავადებულ თვალში /თვალებში, 7 დღის განმავლობაში.

მძიმე ინფექციების დროს, ნორმალური დოზა გამოჯანმრთელებამდე, ყოველ საათში ერთხელ ჩაწვეთებული უნდა იქნას. გამოჯანმრთელების უზრუნველყოფის შემდეგ დოზის შემცირებით წამალი მოიხსნება.

მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა 7-10 დღეა. თქვენი ექიმი, მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტობრექსი, მხოლოდ თვალში ჩაწვეთებისთვისაა განკუთვნილი.

ხელში აიღეთ ტობრექსის ფლაკონი და სარკე.

ხელები დაიბანეთ.

ფლაკონს სახურავი მოხსენით.

ფლაკონი, ცერა თითსა და შუა თითს შორის დაიჭირეთ ისე, რომ წვერო ქვემოთ იყოს მიმართული, თავდაყირა .(ფოტო 1)

თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით თვალის ქუთუთოს მოქაჩეთ ქვემო მიმართულებით ისე, რომ ქუთუთოს და თვალს შორის ნაპრალი შეიქმნას, წვეთი აღნიშნულ ნაპრალში ჩააწვეთეთ.(ფოტო2).

ფლაკონის წვერო თვალთან ახლოს, ერთ წერტილში დააფიქსირეთ. თუ დაგეხმარებათ, სარკეც გამოიყენეთ.

საწვეთური, თვალზე ანდა ქუთუთოზე, თვალის ირგვლივ ანდა სხვა მონაკვეთში არ შეახოთ, წვეთი მიკრობით არ დაინფიცირდეს.

ტობრექსის წვეთის ჩაწვეთებისთვის, ყოველ ჯერზე ტობრექსის ფლაკონი თავდაყირა დაიჭირეთ და ბოლო ნაწილში მსუბუქად მოუჭირეთ.(ფოტო 3).

ტობრექსის გამოყენების შემდეგ, თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით, თვალი დახუჭეთ და ერთი თითით ცხვირის გვერდით ზედაპირსა და თვალის კიდეს დააჭირეთ. (ფოტო 4). აღნიშნული, ტობრექსის სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელებას ხელს შეუშლის.

თუ, წვეთის ჩაწვეთება ორივე თვალში გესაჭიროებათ, მეორე თვალისთვისაც იგივე ეტაპები გაიმეორეთ.

ტობრექსის გამოყენებისთანავე, ფლაკონს სახურავი მჭიდროდ მოარგეთ.

ტობრექსის მეორე ფლაკონის გახსნამდე, ჯერ გახსნილი ფლაკონი დაცალეთ.

თუ, წვეთი თვალის გარეთ ჩაიწვეთეთ, განმეორებით კიდევ ერთხელ ჩაიწვეთეთ.

თუ, თვალის სხვა წვეთებს ანდა მალამოს იყენებთ, თითოეულ წამალს შორის სულ ცოტა 5 წუთიანი ინტერვალი დაიცავით. თვალის მალამო ყველაზე ბოლოს გამოიყენეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს. დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

წამლის ხანდაზმულებში გამოყენებისას, დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ტობრექსის, თირკმლების/ღვიძლის უკმარისობასთან მიმართებაში ეფექტები უცნობია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტობრამიცინის ზედაპირული გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა ძალიან მცირეა, ამიტომ დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

თუ, ფიქრობთ, რომ ტობრექის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თვალი თბილი წყლით გამოირეცხეთ. მომდევნო დოზის ჩაწვეთებამდე სხვა წვეთი არ გამოიყენოთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის გამოყენება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაიხსენეთ, ერთ დოზა ჩაიწვეთეთ. თუ, მომდევნო დოზის ჩაწვეთების დროს ძალიან ახლოსაა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ნორმალური სქემით მიიღეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ტობრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, მკურნალობას დროზე ადრე შეაჩერებთ, მკურნალობა არასაკმარისი იქნება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ტობრექსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტობრექსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: თვალის ქუთუთოს ქავილი ანდა შეშუპება, თვალის სიწითლე. უფრო მძიმე შემთხვევის დროს ვლინდება თვალზე გამონაყარი, ხმის ჩახრჩობა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გულის ფრიალი და თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება გართულდეს ანაფილაქტოიდური რეაქციის სახელით წოდებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით.

ყველა ჩამოთვლილი, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ ტობრექსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წამლის ორსულებში გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, აღნიშნული წამალი ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების პერიოდში ტობრექსის გამოყენების გააგრძელების ანდა შეწყვეტის ანდა ძუძუთი კვების გაგრძელების ანდა შეჩერების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტობექსის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის შემღვრევა, აღნიშნული შემღვრევის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ტობრექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტობრექსის შემადგენლობაში არსებულმა დამცავმა ნივთიერებამ (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. წამლის, რბილ კონტაქტურ ლინზებთან ურთიერთქმედებას მოერიდეთ. წვეთის გამოყენებამდე თვალის კონტაქტური ლინზები მოიხსენით და კვლავ ჩადგმამდე სულ ცოტა 15 წუთი დაელოდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ წამლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ლინზის ფერის ცვლილება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ამინოგლიკოზიდების (ტობრამიცინის მსგავსი), სხვა ორალური გზით მისაღებ ანტიბიოტიკებთან ერთად ლოკალური ანდა სისტემური გამოყენებისას ანდა ერთმანეთის მიყოლებით გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს ნერვული სისტემის, ყურის ანდა თირკმელბის დაზიანებები, ამიტომ ამ წამლების ერთად გამოყენებას მოერიდეთ.

სხვადასხვა თვალის წვეთის ერთდროული ტოპიკალური (ლოკალური) გამოყენების შემთხვევაში, ორ წვეთს შორის ინტერვალი სულ ცოტა 5-10 წუთი უნდა იყოს. თვალის მალამო ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.

ტობრექსთან ერთად კომბინირებული სახით გამოყენებულმა ლოკალურმა კორტიკოსტეროიდებმა, შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნების მასკირება, ასევე მომატებული მგრძნობელობის რეაქციების დათრგუნვა.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

გავრცელებული:

თვალში დისკომფორტის შეგრძნება

თვალის შიგნით სიწითლე

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

ნაკლებად გავრცელებული:

თვალის გამჭვირვალე ნაწილის(რქოვანას) ანთება

რქოვანას აბრაზია

თვალის ქუთუთოს სიწითლე

თვალიდან გამონადენი

თვალის ქუთუთოს შეშუპება

მშრალი თვალი

კონიუქტივაა (ქუთუთოს შიგნითა და თვალის თეთრი გარსის (სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე გარსი) შეშუპება

თვალის ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დარღვევა

მომატებული მგრძნობელობა

თავის ტკივილი

ურტიკარია

დერმატიტი (კანის დაავადება)

წარბის და წამწამის ცვენა

ლეიკოდერმია (კანზე ღია ფერის, ნაკერის მსგავსი ლაქები)

ქავილი

კანის სიმშრალე

მხედველობის შემღვრევა

ცრემლდენის მომატება

უცნობი:

თვალის გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქციები

სერიოზული კანის რეაქციები (სხეულზე სიმეტრიული სახით, სამიზნე დაფის მსგავსი კანის დაზიანება, ცენტრალურად უფრო მუქი ფერის ლაქა და გარე მიმართულებით უფრო ღია ფერის, სიწითლის მსგავსი გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა და სხეულზე გავრცელებული, სითხის შეკავებით და ცხელებით მიმდინარე სტევენს-ჯონსოსნის სინდრომი)

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

კანის სიწითლე

ზემოთ ჩამოთვლილი, ტობრექსის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. აღნიშნული მსუბუქი გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ტობრექსის შენახვა

ტობრექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტობრექსი არ გამოიყენოთ.

ტობრექსის გამოყენების შემდეგ, ფლაკონის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატი, გახსნამდე სტერილურია. ფლაკონი, პირველი გახსნის შემდეგ 1 თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

S.A.ALCON Couvreur N.V.

Rijksweg 14/2870 პუურსი/ბელგია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.04.2020-ში დამოწმებულია.

756702 TR

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ნოვარტისი გამოყენების ინსტრუქცია

ტობრექსი 0.3% სტერილური თვალის წვეთი, ხსნარი

განკუთვნილია თვალში ჩაწვეთების გზით გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: 1მლ ხსნარი 3 მგ ტობრამიცინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა (E284), ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი (E514), ნატრიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გოგირდმჟავა და/ანდა ნატრიუმის ჰიდროქსიდი (PH რეგულაციისთვის), სუფთა წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრექსი?

ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ტობრექსი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ტობრექსის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრექსი?

ტობრექსი, გამოიყენება თვალის/თვალების ირგვლივი ზედაპირების ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. ტობრექსი, ინფექციის საწინააღმდეგოს სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. ინფექციის საწინააღმდეგო წამლის ჯგუფი, თვალის/თვალების გადამდები დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების დიდი ნაწილის მიმართ აქტიურ ანტიბიოტიკებს (აღნიშნულ პროდუქტში ტობრამიცინს) შეიცავს.

ტობრექსი, ეს არის ხრახნიანი სახურავის და წვეთოვანის მქონე, 5 მლ-იანი ხსნარის შემცველი პლასტიკური ფლაკონი, რომელიც კოლოფის შეფუთვაშია მოთავსებული. ტობრექსის შიგთავსი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო-მკრთალი ყვითელი ფერის ანდა ყავისფერი ფერის ხსნარს.

  • ტობრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ტობრამიცინის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ამინოგლიკოზიდების მიმართ ალერგია გაქვთ.

ტობრექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ;

ტობრექსის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები ვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს მიმართეთ. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ლოკალური რეაქციის სახით (მაგ: ქავილი ანდა სიწითლის სახით)ასევე ზოგადი, მძიმე (გავრცელებული) ალერგიული რეაქციების სახით (ანაფილაქსიური რეაქცია) ანდა კანის მძიმე რეაქციების სახით. აღნიშნული ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს იმავე წამლის ჯგუფის (ამინოგლიკოზიდების) სხვა ლოკალური (ზედაპირული) და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების მიღების დროსაც.

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, ზედაპირული (ლოკალური) მოქმედების ამინოგლიკოზიდების (ანტიბიოტიკების) მიმართ შეიძლება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გამოვლინდეს. სხვა დანარჩენი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის გამოყენების დროს შეიძლება ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები გამოვლინდეს. თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები გამოვლინდება, მკურნალობა შეაჩერეთ.

თუ, ტობრექსთან ერთდ სხვა ანტიბიოტიკებსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.

სისტემური ამინოგლიკოზიდების ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, სამედიცინო პროდუქტი გროვდება ყურებში, თირკმლებსა და ნერვულ სისტემაში, აღნიშნულის გამო კი შეიძლება გამოვლინდეს ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, შარდის გამოყოფის შემცირება, შარდში სისხლი, სხეულის შეშუპების მსგავსი სიმპტომები, გათვალისწინებული უნდა იქნას ინტოქსიკაციური ეფექტების გამოვლინებაც.

თუ, მიასტენია გრავისი (კუნთოვანი ატროფია) ანდა პარკინსონის დაავადება ანდა მსგავსი დაავადება გაქვთ ანდა ადრე გადაიტანეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ამ ტიპის დაავადებების მკურნალობის დროს გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება კუნთების სისუსტე უფრო დაამძიმოს.

როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ტობრექსის ხანგრძლივი გამოყენება რეზისტენტული ბაქტერიების და სოკოების (წამლის მიმართ გამძლე ორგანიზმები) გამრავლებას იწვევს. თუ, მასგავსი სუპერინფექცია (რომელიმე ინფექციის გამო დასუსტებულ ორგანიზმში მეორე ახალი ინფექციის განვითარება)გამოვლინდება, საჭიროა შესაბამისი მკურნალობის განხორციელება.

თვალის ინფექციების მკურნალობის დროს, კონტაქტური ლინზების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც მკურნალობის დროს არსებული მდგომარეობა შეიძლება დაამძიმოს. აღნიშნული წამლით მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენოთ.

ტობრექსი, კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, როემლმაც შეიძლება თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება გამოიწვიოს. ტობრექსის გამოყენებამდე, კონტაქტური ლინზები ამოიღეთ და კვლავ ჩადგმამდე 15 წუთი დაელოდეთ.

ტობრექსი, ექიმის მიერ რეკომენდირებული ვადის განმავლობაში გამოიყენეთ.

თუ, დაავადება გართულდება ანდა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთდ გამოყენება’’.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ტობრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. წამლის საკვებთან ანდა სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წამლის ორსულებში გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, აღნიშნული წამალი ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების პერიოდში ტობრექსის გამოყენების გააგრძელების ანდა შეწყვეტის ანდა ძუძუთი კვების გაგრძელების ანდა შეჩერების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ტობექსის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის შემღვრევა, აღნიშნული შემღვრევის ალაგებამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ტობრექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტობრექსის შემადგენლობაში არსებულმა დამცავმა ნივთიერებამ (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. წამლის, რბილ კონტაქტურ ლინზებთან ურთიერთქმედებას მოერიდეთ. წვეთის გამოყენებამდე თვალის კონტაქტური ლინზები მოიხსენით და კვლავ ჩადგმამდე სულ ცოტა 15 წუთი დაელოდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ წამლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ლინზის ფერის ცვლილება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ამინოგლიკოზიდების (ტობრამიცინის მსგავსი), სხვა ორალური გზით მისაღებ ანტიბიოტიკებთან ერთად ლოკალური ანდა სისტემური გამოყენებისას ანდა ერთმანეთის მიყოლებით გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს ნერვული სისტემის, ყურის ანდა თირკმელბის დაზიანებები, ამიტომ ამ წამლების ერთად გამოყენებას მოერიდეთ.

სხვადასხვა თვალის წვეთის ერთდროული ტოპიკალური (ლოკალური) გამოყენების შემთხვევაში, ორ წვეთს შორის ინტერვალი სულ ცოტა 5-10 წუთი უნდა იყოს. თვალის მალამო ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.

ტობრექსთან ერთად კომბინირებული სახით გამოყენებულმა ლოკალურმა კორტიკოსტეროიდებმა, შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნების მასკირება, ასევე მომატებული მგრძნობელობის რეაქციების დათრგუნვა.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ტობრექსი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ტობრექსი, ყოველთვის მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ნორმალური დოზაა: ერთი ანდა ორი წვეთი ყოველ ოთხ საათში ერთხელ დაავადებულ თვალში /თვალებში, 7 დღის განმავლობაში.

მძიმე ინფექციების დროს, ნორმალური დოზა გამოჯანმრთელებამდე, ყოველ საათში ერთხელ ჩაწვეთებული უნდა იქნას. გამოჯანმრთელების უზრუნველყოფის შემდეგ დოზის შემცირებით წამალი მოიხსნება.

მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობა 7-10 დღეა. თქვენი ექიმი, მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტობრექსი, მხოლოდ თვალში ჩაწვეთებისთვისაა განკუთვნილი.

ხელში აიღეთ ტობრექსის ფლაკონი და სარკე.

ხელები დაიბანეთ.

ფლაკონს სახურავი მოხსენით.

ფლაკონი, ცერა თითსა და შუა თითს შორის დაიჭირეთ ისე, რომ წვერო ქვემოთ იყოს მიმართული, თავდაყირა .(ფოტო 1)

თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით თვალის ქუთუთოს მოქაჩეთ ქვემო მიმართულებით ისე, რომ ქუთუთოს და თვალს შორის ნაპრალი შეიქმნას, წვეთი აღნიშნულ ნაპრალში ჩააწვეთეთ.(ფოტო2).

ფლაკონის წვერო თვალთან ახლოს, ერთ წერტილში დააფიქსირეთ. თუ დაგეხმარებათ, სარკეც გამოიყენეთ.

საწვეთური, თვალზე ანდა ქუთუთოზე, თვალის ირგვლივ ანდა სხვა მონაკვეთში არ შეახოთ, წვეთი მიკრობით არ დაინფიცირდეს.

ტობრექსის წვეთის ჩაწვეთებისთვის, ყოველ ჯერზე ტობრექსის ფლაკონი თავდაყირა დაიჭირეთ და ბოლო ნაწილში მსუბუქად მოუჭირეთ.(ფოტო 3).

ტობრექსის გამოყენების შემდეგ, თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით, თვალი დახუჭეთ და ერთი თითით ცხვირის გვერდით ზედაპირსა და თვალის კიდეს დააჭირეთ. (ფოტო 4). აღნიშნული, ტობრექსის სხეულის დანარჩენ ნაწილებში გავრცელებას ხელს შეუშლის.

თუ, წვეთის ჩაწვეთება ორივე თვალში გესაჭიროებათ, მეორე თვალისთვისაც იგივე ეტაპები გაიმეორეთ.

ტობრექსის გამოყენებისთანავე, ფლაკონს სახურავი მჭიდროდ მოარგეთ.

ტობრექსის მეორე ფლაკონის გახსნამდე, ჯერ გახსნილი ფლაკონი დაცალეთ.

თუ, წვეთი თვალის გარეთ ჩაიწვეთეთ, განმეორებით კიდევ ერთხელ ჩაიწვეთეთ.

თუ, თვალის სხვა წვეთებს ანდა მალამოს იყენებთ, თითოეულ წამალს შორის სულ ცოტა 5 წუთიანი ინტერვალი დაიცავით. თვალის მალამო ყველაზე ბოლოს გამოიყენეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს. დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

წამლის ხანდაზმულებში გამოყენებისას, დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ტობრექსის, თირკმლების/ღვიძლის უკმარისობასთან მიმართებაში ეფექტები უცნობია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტობრამიცინის ზედაპირული გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა ძალიან მცირეა, ამიტომ დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

თუ, ფიქრობთ, რომ ტობრექის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თვალი თბილი წყლით გამოირეცხეთ. მომდევნო დოზის ჩაწვეთებამდე სხვა წვეთი არ გამოიყენოთ.

თუ, ტობრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ტობრექსის გამოყენება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაიხსენეთ, ერთ დოზა ჩაიწვეთეთ. თუ, მომდევნო დოზის ჩაწვეთების დროს ძალიან ახლოსაა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ნორმალური სქემით მიიღეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ტობრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, მკურნალობას დროზე ადრე შეაჩერებთ, მკურნალობა არასაკმარისი იქნება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ტობრექსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტობრექსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: თვალის ქუთუთოს ქავილი ანდა შეშუპება, თვალის სიწითლე. უფრო მძიმე შემთხვევის დროს ვლინდება თვალზე გამონაყარი, ხმის ჩახრჩობა, ყლაპვის გაძნელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გულის ფრიალი და თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება გართულდეს ანაფილაქტოიდური რეაქციის სახელით წოდებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით.

ყველა ჩამოთვლილი, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ ტობრექსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

გავრცელებული:

თვალში დისკომფორტის შეგრძნება

თვალის შიგნით სიწითლე

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

ნაკლებად გავრცელებული:

თვალის გამჭვირვალე ნაწილის(რქოვანას) ანთება

რქოვანას აბრაზია

თვალის ქუთუთოს სიწითლე

თვალიდან გამონადენი

თვალის ქუთუთოს შეშუპება

მშრალი თვალი

კონიუქტივაა (ქუთუთოს შიგნითა და თვალის თეთრი გარსის (სკლერის) მფარავი თხელი და გამჭვირვალე გარსი) შეშუპება

თვალის ქავილი

თვალის ტკივილი

მხედველობის დარღვევა

მომატებული მგრძნობელობა

თავის ტკივილი

ურტიკარია

დერმატიტი (კანის დაავადება)

წარბის და წამწამის ცვენა

ლეიკოდერმია (კანზე ღია ფერის, ნაკერის მსგავსი ლაქები)

ქავილი

კანის სიმშრალე

მხედველობის შემღვრევა

ცრემლდენის მომატება

უცნობი:

თვალის გაღიზიანება

სერიოზული ალერგიული რეაქციები

სერიოზული კანის რეაქციები (სხეულზე სიმეტრიული სახით, სამიზნე დაფის მსგავსი კანის დაზიანება, ცენტრალურად უფრო მუქი ფერის ლაქა და გარე მიმართულებით უფრო ღია ფერის, სიწითლის მსგავსი გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა და სხეულზე გავრცელებული, სითხის შეკავებით და ცხელებით მიმდინარე სტევენს-ჯონსოსნის სინდრომი)

თვალის ალერგია

თვალის ქუთუთოს ქავილი

კანის სიწითლე

ზემოთ ჩამოთვლილი, ტობრექსის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. აღნიშნული მსუბუქი გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ტობრექსის შენახვა

ტობრექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტობრექსი არ გამოიყენოთ.

ტობრექსის გამოყენების შემდეგ, ფლაკონის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატი, გახსნამდე სტერილურია. ფლაკონი, პირველი გახსნის შემდეგ 1 თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

S.A.ALCON Couvreur N.V.

Rijksweg 14/2870 პუურსი/ბელგია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.04.2020-ში დამოწმებულია.

756702 TR

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა