ტერბინაფინი სლავია
TERBINAFINĂ SLAVIA
- მოქმედი ნივთიერება
- ტერბინაფინი (terbinafine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/გ) 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D01AE15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045632
- რეგისტრირებულია
- 4 ივნისი 2026, მოქმედებს 4 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ტერბინაფინი სლავია — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და მოზარდები
თუ ტუბი დალუქულია, გახვრიტეთ ლუქი თავსახურზე არსებული მახვილი წვერით.
გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ კანის დაზიანებული უბანი და მის გარშემო არსებული არე, შემდეგ დაიბანეთ ხელები;
გახსენით ტუბი და მოათავსეთ მცირე რაოდენობის კრემი თითზე;
ტუბს კვლავ დააფარეთ თავსახური;
დაზიანებულ უბანსა და მის გარშემო არსებულ არეზე დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის კრემი თხელ ფენად;
ნაზად შეიზილეთ ის ადგილი, სადაც კრემი წაისვით;
დაზიანებულ კანის უბანთან შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები, რომ ინფექცია სხეულის სხვა ნაწილებზე არ გავრცელდეს ან სხვას არ გადაედოს.
თუ მკურნალობთ ინფექციას, რომელიც კანის ნაკეცებშია განვითარებული, შეგიძლიათ კრემის წასმის შემდეგ ეს ადგილი დოლბანდის სახვევით დაფაროთ, განსაკუთრებით ღამით. ასეთ შემთხვევაში, კრემის ყოველი წასმისას გამოიყენეთ ახალი დოლბანდის სახვევი.
წაისვით ტერბინაფინი სლავია ინფიცირებულ უბნებზე შემდეგი სქემის მიხედვით:
ტერფის მიკოზი: ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;
საზარდულის მიკოზი და სხეულის მიკოზი: ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;
კანის კანდიდოზი: 1-2-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში;
ნაირფერი პიტირიაზი: 1-2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში;
გამოიყენეთ ტერბინაფინი სლავია ისე, როგორც აღნიშნულ ფურცელ-ჩანართშია რეკომენდებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ინფექცია განკურნებული გეჩვენებათ. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ინფექციის სიმპტომები უმჯობესდება, თუმცა შესაძლოა ხელახლა განმეორდეს, თუ პრეპარატს რეგულარულად არ გამოიყენებთ ან მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ.
ტერბინაფინი სლავიას გამოყენებისას კანის მდგომარეობის გაუმჯობესება რამდენიმე დღეში უნდა შეიმჩნეოდეს; კანის დაზიანებული უბნის სრული განკურნება მიიღწევა 4 კვირამდე პერიოდში (გაუმჯობესების პროცესი გაგრძელდება ტერბინაფინი სლავიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც), იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები უფრო ადრე გაქრა.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გირჩევთ, როგორ მოიქცეთ.
მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია კანის დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნება და მათი რეგულარულად დაბანა. გაიმშრალეთ ფრთხილად, ძლიერი ზემოქმედების გარეშე, ნაზი მსუბუქი მოძრაობებით. ნუ მოიფხანთ დაზიანებულ უბანს ქავილის დროს, რადგან ამან შესაძლოა გააუარესოს კანის დაზიანება, შეანელოს განკურნების პროცესი ან ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
ვინაიდან ეს ინფექციები გადამდებია, არ უნდა გაუზიაროთ სხვებს თქვენი პირსახოცები ან ტანსაცმელი. ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს მათი ხშირად გარეცხვა.
16 წლამდე ასაკის ბავშვები
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტერბინაფინი სლავია განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად. დაუშვებელია მისი პირის ღრუში გამოყენება ან გადაყლაპვა. მოერიდეთ კრემის თვალში მოხვედრას. თუ კრემი შემთხვევით მოხვდა თვალში, მოიწმინდეთ და თვალები კარგად ჩამობანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
არ წაისვათ სხვა სამკურნალო საშუალებები კანის ნამკურნალებ უბნებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში ტერბინაფინი სლავიას გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება. შესაბამისად, ტერბინაფინი სლავია არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ დედისთვის მისაღები თერაპიული სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს; თუ ორსულად ხართ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
არ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია ძუძუთი კვების დროს, რადგან ტერბინაფინი, კრემის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ჩვილები არ უნდა შეეხონ კანის იმ უბნებს, რომლებზეც კრემია წასმული, მათ შორის მკერდს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტერბინაფინი სლავია გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტერბინაფინი სლავია შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს. მან შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გვერდითი რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი). კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოვლენები
- ტერბინაფინი სლავიას შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ტერბინაფინი სლავია და რისთვის გამოიყენება
ტერბინაფინი სლავია მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს; იგი მოქმედებს კანის დაავადებების გამომწვევი სოკოების განადგურების გზით. ტერბინაფინი სლავია გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ტერფის მიკოზი (tinea pedis), საზარდულის მიკოზი (tinea cruris) და სხეულის მიკოზი (tinea corporis). ასევე გამოიყენება საფუარა სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიც არის: კანდიდოზი (candidiasis) და ნაირფერი პიტირიაზი (pityriasis versicolor).
ტერფის მიკოზი ვითარდება მხოლოდ ტერფზე (ჩვეულებრივ ზიანდება ორივე ტერფი, თუმცა არა ყოველთვის), ხშირად ფეხის თითებს შორის. იგი ასევე შეიძლება გამოვლინდეს კოჭის ფოსოს, ფეხისგულის ან ფეხის სხვა მიდამოებში. ყველაზე გავრცელებულ ფორმებს ახასიათებს კანის დახეთქვა ან აქერცვლა, ასევე მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან ჩირქოვანი წყლულები.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილში და ფრჩხილის ქვეშ), რასაც თან ახლავს ფრჩხილების ფერის და სტრუქტურის შეცვლა (გასქელება, მტვრევა), რადგან ტერბინაფინი სლავია არ არის ნაჩვენები ამ ინფექციების სამკურნალოდ. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება ტერბინაფინის შემცველი ტაბლეტები, რომელთა მიღებაც მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით არის შესაძლებელი.
საზარდულის მიკოზი ვლინდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც კანის ნაკეცებია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ადგილები ტენიანია. ასეთი ადგილებია: საზარდულის მიდამო და ბარძაყის შიდა ზედაპირები. მდგომარეობა, როგორც წესი, ორმხრივია, თუმცა ხშირად ერთი მხარე უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის მიდამოებში, დუნდულოებზე ან მუცლის ზედა ნაწილამდე. ასევე, იგი შეიძლება განვითარდეს მკერდისქვეშა ნაკეცებში, იღლიებში ან კანის სხვა ნაკეცებში. გამონაყარს, რომელიც კანზე ჩნდება, აქვს გლუვი კიდეები და შესაძლოა ახლდეს ბუშტუკები. იწვევს ქავილს.
სხეულის მიკოზი შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება თავზე, კისერზე, სახეზე ან მკლავებზე. იგი, როგორც წესი, ვლინდება ერითემატოზული გამონაყარის წრიული კერების სახით, თუმცა შეიძლება გამოხატული იყოს ქერცლოვანი უბნების სახითაც და იწვევს ქავილს.
კანის კანდიდოზი ასევე ვითარდება სხეულის იმ მიდამოებში, სადაც კანის ნაკეცებია და ოფლიანობის გამო ნამიანია (მაგ.: მკერდის ქვეშ, იღლიებში). ეს მდგომარეობა, როგორც წესი, აღინიშნება ხანდაზმულებში ან ჭარბწონიან პაციენტებში ან დიაბეტის მქონე პაციენტებში. იგი იწვევს კანის სიწითლეს, ქავილს და აქერცვლას.
ნაირფერი პიტირიაზი კანზე ვლინდება ქერცლოვანი ლაქების სახით, რომლებიც კანის პიგმენტის დაკარგვის გამო თეთრ ლაქებად იქცევა. ეს ლაქები ყველაზე მეტად შესამჩნევი ზაფხულშია, როდესაც მის გარშემო კანი ირუჯება. ინფექცია ჩვეულებრივ ჩნდება ტანზე, კისერზე და მკლავებზე და შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ განმეორდეს, განსაკუთრებით ცხელი ამინდის და ძლიერი ოფლიანობის დროს.
თუ დარწმუნებული არ ხართ ინფექციის გამომწვევ მიზეზში, კრემის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მათ შეუძლიათ მოგცენ საჭირო რეკომენდაციები.
- რა უნდა იცოდეთ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. კრემის ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები: ცეტოსტეარილის სპირტი, ვაზელინი, პარაფინის ზეთი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად ტერბინაფინი სლავია და რა შედის შეფუთვაში
ტერბინაფინი სლავია წარმოდგენილია ერთგვაროვანი თეთრი კრემის სახით.
იგი ხელმისაწვდომია კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია 20 გ კრემის შემცველი ერთი ალუმინის ტუბი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ს.კ. სლავია ფარმი ს.რ.ლ (S.C. SLAVIA PHARM S.R.L.),
თეოდორ პალადის ბულვარი, # 44C,
მე-3 რაიონი, ბუქარესტი, რუმინეთი
მწარმოებელი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2015 წლის ივნისში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ტერბინაფინი სლავია 10 მგ/გ კრემი
(Terbinafină Slavia 10 mg/g cream)
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს თუ 2 კვირის შემდეგ უკეთესად არ გრძნობთ თავს ან აღინიშნება გაუარესება.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის ტერბინაფინი სლავია და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე
- ტერბინაფინი სლავიას გამოყენების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ტერბინაფინი სლავიას შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ტერბინაფინი სლავია და რისთვის გამოიყენება
ტერბინაფინი სლავია მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს; იგი მოქმედებს კანის დაავადებების გამომწვევი სოკოების განადგურების გზით. ტერბინაფინი სლავია გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ტერფის მიკოზი (tinea pedis), საზარდულის მიკოზი (tinea cruris) და სხეულის მიკოზი (tinea corporis). ასევე გამოიყენება საფუარა სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიც არის: კანდიდოზი (candidiasis) და ნაირფერი პიტირიაზი (pityriasis versicolor).
ტერფის მიკოზი ვითარდება მხოლოდ ტერფზე (ჩვეულებრივ ზიანდება ორივე ტერფი, თუმცა არა ყოველთვის), ხშირად ფეხის თითებს შორის. იგი ასევე შეიძლება გამოვლინდეს კოჭის ფოსოს, ფეხისგულის ან ფეხის სხვა მიდამოებში. ყველაზე გავრცელებულ ფორმებს ახასიათებს კანის დახეთქვა ან აქერცვლა, ასევე მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან ჩირქოვანი წყლულები.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილში და ფრჩხილის ქვეშ), რასაც თან ახლავს ფრჩხილების ფერის და სტრუქტურის შეცვლა (გასქელება, მტვრევა), რადგან ტერბინაფინი სლავია არ არის ნაჩვენები ამ ინფექციების სამკურნალოდ. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება ტერბინაფინის შემცველი ტაბლეტები, რომელთა მიღებაც მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით არის შესაძლებელი.
საზარდულის მიკოზი ვლინდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც კანის ნაკეცებია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ადგილები ტენიანია. ასეთი ადგილებია: საზარდულის მიდამო და ბარძაყის შიდა ზედაპირები. მდგომარეობა, როგორც წესი, ორმხრივია, თუმცა ხშირად ერთი მხარე უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის მიდამოებში, დუნდულოებზე ან მუცლის ზედა ნაწილამდე. ასევე, იგი შეიძლება განვითარდეს მკერდისქვეშა ნაკეცებში, იღლიებში ან კანის სხვა ნაკეცებში. გამონაყარს, რომელიც კანზე ჩნდება, აქვს გლუვი კიდეები და შესაძლოა ახლდეს ბუშტუკები. იწვევს ქავილს.
სხეულის მიკოზი შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება თავზე, კისერზე, სახეზე ან მკლავებზე. იგი, როგორც წესი, ვლინდება ერითემატოზული გამონაყარის წრიული კერების სახით, თუმცა შეიძლება გამოხატული იყოს ქერცლოვანი უბნების სახითაც და იწვევს ქავილს.
კანის კანდიდოზი ასევე ვითარდება სხეულის იმ მიდამოებში, სადაც კანის ნაკეცებია და ოფლიანობის გამო ნამიანია (მაგ.: მკერდის ქვეშ, იღლიებში). ეს მდგომარეობა, როგორც წესი, აღინიშნება ხანდაზმულებში ან ჭარბწონიან პაციენტებში ან დიაბეტის მქონე პაციენტებში. იგი იწვევს კანის სიწითლეს, ქავილს და აქერცვლას.
ნაირფერი პიტირიაზი კანზე ვლინდება ქერცლოვანი ლაქების სახით, რომლებიც კანის პიგმენტის დაკარგვის გამო თეთრ ლაქებად იქცევა. ეს ლაქები ყველაზე მეტად შესამჩნევი ზაფხულშია, როდესაც მის გარშემო კანი ირუჯება. ინფექცია ჩვეულებრივ ჩნდება ტანზე, კისერზე და მკლავებზე და შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ განმეორდეს, განსაკუთრებით ცხელი ამინდის და ძლიერი ოფლიანობის დროს.
თუ დარწმუნებული არ ხართ ინფექციის გამომწვევ მიზეზში, კრემის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მათ შეუძლიათ მოგცენ საჭირო რეკომენდაციები.
- რა უნდა იცოდეთ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია:
თუ გაქვთ ალერგია ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტერბინაფინი სლავია განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად. დაუშვებელია მისი პირის ღრუში გამოყენება ან გადაყლაპვა. მოერიდეთ კრემის თვალში მოხვედრას. თუ კრემი შემთხვევით მოხვდა თვალში, მოიწმინდეთ და თვალები კარგად ჩამობანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით.
სხვა პრეპარატები და ტერბინაფინი სლავია
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
არ წაისვათ სხვა სამკურნალო საშუალებები კანის ნამკურნალებ უბნებზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში ტერბინაფინი სლავიას გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება. შესაბამისად, ტერბინაფინი სლავია არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში თუ დედისთვის მისაღები თერაპიული სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს; თუ ორსულად ხართ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
არ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია ძუძუთი კვების დროს, რადგან ტერბინაფინი, კრემის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ჩვილები არ უნდა შეეხონ კანის იმ უბნებს, რომლებზეც კრემია წასმული, მათ შორის მკერდს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტერბინაფინი სლავია გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტერბინაფინი სლავია შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს. მან შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გვერდითი რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი). კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- ტერბინაფინი სლავიას გამოყენების წესი
მოზრდილები და მოზარდები
თუ ტუბი დალუქულია, გახვრიტეთ ლუქი თავსახურზე არსებული მახვილი წვერით.
გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ კანის დაზიანებული უბანი და მის გარშემო არსებული არე, შემდეგ დაიბანეთ ხელები;
გახსენით ტუბი და მოათავსეთ მცირე რაოდენობის კრემი თითზე;
ტუბს კვლავ დააფარეთ თავსახური;
დაზიანებულ უბანსა და მის გარშემო არსებულ არეზე დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის კრემი თხელ ფენად;
ნაზად შეიზილეთ ის ადგილი, სადაც კრემი წაისვით;
დაზიანებულ კანის უბანთან შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები, რომ ინფექცია სხეულის სხვა ნაწილებზე არ გავრცელდეს ან სხვას არ გადაედოს.
თუ მკურნალობთ ინფექციას, რომელიც კანის ნაკეცებშია განვითარებული, შეგიძლიათ კრემის წასმის შემდეგ ეს ადგილი დოლბანდის სახვევით დაფაროთ, განსაკუთრებით ღამით. ასეთ შემთხვევაში, კრემის ყოველი წასმისას გამოიყენეთ ახალი დოლბანდის სახვევი.
წაისვით ტერბინაფინი სლავია ინფიცირებულ უბნებზე შემდეგი სქემის მიხედვით:
ტერფის მიკოზი: ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;
საზარდულის მიკოზი და სხეულის მიკოზი: ერთხელ დღეში 1 კვირის განმავლობაში;
კანის კანდიდოზი: 1-2-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში;
ნაირფერი პიტირიაზი: 1-2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში;
გამოიყენეთ ტერბინაფინი სლავია ისე, როგორც აღნიშნულ ფურცელ-ჩანართშია რეკომენდებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ინფექცია განკურნებული გეჩვენებათ. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ინფექციის სიმპტომები უმჯობესდება, თუმცა შესაძლოა ხელახლა განმეორდეს, თუ პრეპარატს რეგულარულად არ გამოიყენებთ ან მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ.
ტერბინაფინი სლავიას გამოყენებისას კანის მდგომარეობის გაუმჯობესება რამდენიმე დღეში უნდა შეიმჩნეოდეს; კანის დაზიანებული უბნის სრული განკურნება მიიღწევა 4 კვირამდე პერიოდში (გაუმჯობესების პროცესი გაგრძელდება ტერბინაფინი სლავიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც), იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები უფრო ადრე გაქრა.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გირჩევთ, როგორ მოიქცეთ.
მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია კანის დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნება და მათი რეგულარულად დაბანა. გაიმშრალეთ ფრთხილად, ძლიერი ზემოქმედების გარეშე, ნაზი მსუბუქი მოძრაობებით. ნუ მოიფხანთ დაზიანებულ უბანს ქავილის დროს, რადგან ამან შესაძლოა გააუარესოს კანის დაზიანება, შეანელოს განკურნების პროცესი ან ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
ვინაიდან ეს ინფექციები გადამდებია, არ უნდა გაუზიაროთ სხვებს თქვენი პირსახოცები ან ტანსაცმელი. ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს მათი ხშირად გარეცხვა.
16 წლამდე ასაკის ბავშვები
არ გამოიყენოთ ტერბინაფინი სლავია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტერბინაფინი სლავია
თუ თქვენ ან სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ გარკვეული რაოდენობის ტერბინაფინი სლავია, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც გირჩევთ, როგორ მოიქცეთ.
თუ დაგავიწყდათ ტერბინაფინი სლავიას გამოყენება
თუ დაგავიწყდათ კრემის მორიგი დოზის წასმა, წაისვით იგი როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციის მიხედვით. თუ ეს მომენტი ახლოსაა მომდევნო დოზის წასმის დროსთან, წაისვით მხოლოდ ის დოზა, რომელიც იმ დროისთვის გეკუთვნით და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ტერბინაფინი სლავიას გამოყენებას
გამოიყენეთ ტერბინაფინი სლავია რეკომენდაციის მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა ზრდის ინფექციის რეციდივის რისკს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით, შემდეგი პირობითობით:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);
ხშირი (ვლინდება 10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში);
ნაკლებად ხშირი (ვლინდება 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში);
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში);
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში);
უცნობი (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რაც იწვევს მკურნალობის შეწყვეტას.
ძალიან იშვიათი: გამოყენების ადგილას შეიძლება გამოვლინდეს კანის სიწითლე, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, რა დროსაც მკურნალობის შეწყვეტა იშვიათადაა ნაჩვენები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალებიც გამოქვეყნებულია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით დაეხმარებით აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ტერბინაფინი სლავიას შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტერბინაფინი სლავია
აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. კრემის ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები: ცეტოსტეარილის სპირტი, ვაზელინი, პარაფინის ზეთი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად ტერბინაფინი სლავია და რა შედის შეფუთვაში
ტერბინაფინი სლავია წარმოდგენილია ერთგვაროვანი თეთრი კრემის სახით.
იგი ხელმისაწვდომია კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია 20 გ კრემის შემცველი ერთი ალუმინის ტუბი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ს.კ. სლავია ფარმი ს.რ.ლ (S.C. SLAVIA PHARM S.R.L.),
თეოდორ პალადის ბულვარი, # 44C,
მე-3 რაიონი, ბუქარესტი, რუმინეთი
მწარმოებელი
ს.კ. სლავია ფარმი ს.რ.ლ (S.C. SLAVIA PHARM S.R.L.),
თეოდორ პალადის ბულვარი, # 44C,
მე-3 რაიონი, ბუქარესტი, რუმინეთი
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2015 წლის ივნისში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.