პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ერბინოლი

ERBINOL

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton ( მაგალითად, T. rubrum , T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum ), Microsporum canis და Epidermophiton floccosum; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (terbinafine)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE15
რეგისტრაციის ნომერი
რ-038348
რეგისტრირებულია
13 ივნისი 2023, მოქმედებს 13 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერბინოლი და სხვა წამალი ერთად

ერბინოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton ( მაგალითად, T. rubrum , T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum ), Microsporum canis და Epidermophiton floccosum;
  • კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით (მაგალითად, C. albicans );
  • ნაირფერი პიტირიაზი, გამოწვეული Pityrosporum orbiculare-ს მიერ (ასევე ცნობილია როგორც Malassezia furfur ).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში, დაავადების გამოვლინების სიმძიმის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:

დაავადების დასახელება

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხეულის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი

1-2 კვირა

ტერფის დერმატომიკოზი

1 კვირის

კანის კანდიდოზი

2 კვირა

ნაირფერი პიტირიაზი

2 კვირა

კლინიკური სიმპტომების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის ხელმეორედ განვითარების რისკი. თუ მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ გამოვლინდა, უნდა ჩატარდეს დიაგნოზის ვერიფიკაცია.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვთა პოპულაცია

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში ამ ასაკობრივ ჯგუფში ტერბინაფინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

გარეგანი გამოყენებისთვის.

პრეპარატის წასმამდე აუცილებელია დაზიანებული უბნების გაწმენდა და გაშრობა. კრემი უნდა იქნას წასმული თხელ ფენად დაზიანებულ კანზე და მიმდებარე უბნებზე და მსუბუქად შეიზილოს. გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში) კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ერბინოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. თვალებში პრეპარატის შემთხვევით მოხვედრის დროს ისინი გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს 0,02 გ ბენზილის სპირტს 1 გ კრემზე. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერბინოლის კრემთან რაიმე ურთიერთქმედების შესახებ არაფერია ცნობილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ტერბინაფინის კრემის სახით კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ფეტალური ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა არასასურველი რეაქციები.

ლაქტაცია

ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ჩვილებს არ უნდა მიეცეს კონტაქტის საშუალება პრეპარატით დამუშავებულ კანთან, მკერდის ჩათვლით.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინი არ ახდენდა გავლენა ნაყოფიერებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენების ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა, ტკივილი, გაღიზიანება, პიგმენტაციის დარღვევა, კანის წვის შეგრძნება, სიწითლე და ფუფხის წარმოქმნა.

საჭიროა განვასხვავოთ ეს უმნიშვნელო სიმპტომები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, ისეთებისაგან, როგორიცაა გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რომლებიც შეინიშნებოდა ცალკეულ შემთხვევებში და მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

პრეპარატის თვალში შემთხვევითი მოხვედრის დროს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიზიანება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციის გამწვავება.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - თვალის გაღიზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - კანის აქერცვლა, ქავილი; არახშირად - კანის დაზიანება, ფუფხის წარმოქმნა, კანის დაავადებები, პიგმენტაციის დარღვევა, სიწითლე, კანის წვის შეგრძნება; იშვიათად - კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა; სიხშირე უცნობია - გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები, რომლებიც განპირობებულია გამოყენების მეთოდით: არახშირად - ტკივილი, ტკივილი წასმის ადგილზე, გაღიზიანება; იშვიათად - დაავადების სიმპტომების გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების კრემის სახით სარგებლობის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. 300 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატის ერთი ტუბის (30 გ) შიგთავსის შემთხვევითი გადაყლაპვა შედარებადია ტერბინაფინის ერთი ტაბლეტის მიღებასთან 250 მგ დოზით (ერთჯერადი პერორალური დოზა ზრდასრულებისთვის). პრეპარატის უფრო მეტი რაოდენობით უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში აღინიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჰგავს ტერბინაფინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრულ არეში და თავბრუსხვევა.

მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში - სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.

შემადგენლობა

კრემის 1გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი D01AE15

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“ , თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბოლი ).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar/ Istanbul)

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კანის დაავადებების სამკურნალოდ. სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ერბინოლის აქტიური ნივთიერება, ტერბინაფინი, წარმოადგენს ალილამინს, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ. საფუარის სოკოების მიმართ აქტივობა, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატიკური.

ტერბინაფინი აფერხებს სტეროლების ბიოსინთეზს სოკოებში ადრეულ ეტაპზე. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების დაღუპვას. ტერბინაფინი აინჰიბირებს სკვალენეპოქსიდაზას სოკოს უჯრედის მემბრანაში. სკვალენეპოქსიდაზა არ მიეკუთვნება ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემას. აქედან გამომდინარე, ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ციტოქრომ P450 სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირდება დოზის 5%-ზე ნაკლები, ამიტომ პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ერბინოლი

სავაჭრო დასახელება

ერბინოლი, Erbinol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტერბინაფინი, Terbinafine

სამკურნალო ფორმა

გარეგანი გამოყენების კრემი.

აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უსუნო.

შემადგენლობა

კრემის 1გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი D01AE15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კანის დაავადებების სამკურნალოდ. სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ერბინოლის აქტიური ნივთიერება, ტერბინაფინი, წარმოადგენს ალილამინს, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ. საფუარის სოკოების მიმართ აქტივობა, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატიკური.

ტერბინაფინი აფერხებს სტეროლების ბიოსინთეზს სოკოებში ადრეულ ეტაპზე. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების დაღუპვას. ტერბინაფინი აინჰიბირებს სკვალენეპოქსიდაზას სოკოს უჯრედის მემბრანაში. სკვალენეპოქსიდაზა არ მიეკუთვნება ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემას. აქედან გამომდინარე, ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ციტოქრომ P450 სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირდება დოზის 5%-ზე ნაკლები, ამიტომ პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

  • კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton ( მაგალითად, T. rubrum , T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum ), Microsporum canis და Epidermophiton floccosum;
  • კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით (მაგალითად, C. albicans );
  • ნაირფერი პიტირიაზი, გამოწვეული Pityrosporum orbiculare-ს მიერ (ასევე ცნობილია როგორც Malassezia furfur ).

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში, დაავადების გამოვლინების სიმძიმის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:

დაავადების დასახელება

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხეულის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი

1-2 კვირა

ტერფის დერმატომიკოზი

1 კვირის

კანის კანდიდოზი

2 კვირა

ნაირფერი პიტირიაზი

2 კვირა

კლინიკური სიმპტომების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის ხელმეორედ განვითარების რისკი. თუ მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ გამოვლინდა, უნდა ჩატარდეს დიაგნოზის ვერიფიკაცია.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვთა პოპულაცია

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში ამ ასაკობრივ ჯგუფში ტერბინაფინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

გარეგანი გამოყენებისთვის.

პრეპარატის წასმამდე აუცილებელია დაზიანებული უბნების გაწმენდა და გაშრობა. კრემი უნდა იქნას წასმული თხელ ფენად დაზიანებულ კანზე და მიმდებარე უბნებზე და მსუბუქად შეიზილოს. გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში) კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

პრეპარატის გამოყენების ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა, ტკივილი, გაღიზიანება, პიგმენტაციის დარღვევა, კანის წვის შეგრძნება, სიწითლე და ფუფხის წარმოქმნა.

საჭიროა განვასხვავოთ ეს უმნიშვნელო სიმპტომები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, ისეთებისაგან, როგორიცაა გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რომლებიც შეინიშნებოდა ცალკეულ შემთხვევებში და მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

პრეპარატის თვალში შემთხვევითი მოხვედრის დროს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიზიანება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციის გამწვავება.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - თვალის გაღიზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - კანის აქერცვლა, ქავილი; არახშირად - კანის დაზიანება, ფუფხის წარმოქმნა, კანის დაავადებები, პიგმენტაციის დარღვევა, სიწითლე, კანის წვის შეგრძნება; იშვიათად - კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა; სიხშირე უცნობია - გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები, რომლებიც განპირობებულია გამოყენების მეთოდით: არახშირად - ტკივილი, ტკივილი წასმის ადგილზე, გაღიზიანება; იშვიათად - დაავადების სიმპტომების გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ერბინოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. თვალებში პრეპარატის შემთხვევით მოხვედრის დროს ისინი გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს 0,02 გ ბენზილის სპირტს 1 გ კრემზე. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ტერბინაფინის კრემის სახით კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ფეტალური ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა არასასურველი რეაქციები.

ლაქტაცია

ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ჩვილებს არ უნდა მიეცეს კონტაქტის საშუალება პრეპარატით დამუშავებულ კანთან, მკერდის ჩათვლით.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინი არ ახდენდა გავლენა ნაყოფიერებაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერბინოლის კრემთან რაიმე ურთიერთქმედების შესახებ არაფერია ცნობილი.

დოზის გადაჭარბება

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების კრემის სახით სარგებლობის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. 300 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატის ერთი ტუბის (30 გ) შიგთავსის შემთხვევითი გადაყლაპვა შედარებადია ტერბინაფინის ერთი ტაბლეტის მიღებასთან 250 მგ დოზით (ერთჯერადი პერორალური დოზა ზრდასრულებისთვის). პრეპარატის უფრო მეტი რაოდენობით უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში აღინიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჰგავს ტერბინაფინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრულ არეში და თავბრუსხვევა.

მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში - სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოშვების ფორმა

გარეგანი გამოყენების კრემი 30 გ ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“ , თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბოლი ).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar/ Istanbul)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა