ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ტერბიზილი

TERBISIL®

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

Trichophyton (T. rubrum, T.mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum Canis და Epidermophyton floccosum სახეობის დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფების დერმატომიკოზები, თითებს შორის ადგილების დაზიანებით (ათლეტის ტერფი), ტერფების დერმატომიკოზები, რომლებიც აზიანებენ ფეხის გულსა და …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (terbinafine)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc., უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE15
რეგისტრაციის ნომერი
რ-045600
რეგისტრირებულია
2 ივნისი 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატერბიზილი და სხვა წამალი ერთად

ტერბიზილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Trichophyton (T. rubrum, T.mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum), Microsporum Canis და Epidermophyton floccosum სახეობის დერმატოფიტებით გამოწვეული კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფების დერმატომიკოზები, თითებს შორის ადგილების დაზიანებით (ათლეტის ტერფი), ტერფების დერმატომიკოზები, რომლებიც აზიანებენ ფეხის გულსა და კიდეებს, საზარდულის დერმატომიკოზი, გლუვი კანის დერმატომიკოზი.

საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები, ძირითათად Candida სახეობის (მაგალითად, Candida Albicans).

Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი როგორც Malassezia furfur) გამოწვეული ფერადი ლიქენი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ფურცელ-ჩანართში მოცემული რეკომენდაციების ან ექიმის/ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატი გამოვიყენოთ მკაცრად ფურცელ-ჩანართში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შენიშნეთ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია (სოკოები იზრდება ფრჩხილის ფირფიტაზე ან მის ქვეშ), რომელიც იწვევს ფრჩხილის გასქელებას და გაუფერულებას, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ტერბიზილი® კრემი არ გამოდგება ამ ტიპის ინფექციების სამკურნალოდ. ამ ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებულია პრეპარატი ტერბიზილი® ტაბლეტების მიღება, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

გამომწვევისა და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ.

რა ხანგრძლივობით და რა სიხშირით შეიძლება პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება?

ტერფის სოკოვანი ინფექციის დროს თითებს შორის უბნების დაზიანებით (ათლეტის ტერფი, ტერფის ეპიდერმოფიტია) - კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

ტერფის სოკოვანი ინფექციის დროს ფეხის გულის და ტერფის სხვა ნაწილების დაზიანებით (ტერფის ეპიდერმოფიტია)- კრემი გამოიყენება დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.

სოკოვანი ინფექციის დროს, რომელიც აზიანებს კანის ნაკეცებს, ძირითადად საზარდულის მიდამოს (საზარდული ეპიდერმოფიტია), და სხეულის გლუვი კანის ზედაპირული ინფექციების დროს (სახე, კისერი, კიდურები ან ტორსი), რომლებიც იწვევენ ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას - კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

ერთმანეთთან შეხებაში არსებული კანის უბნების კანდიდოზის დროს, რომელიც ძირითადად გვხვდება ხანდაზმულებში, ჭარბი წონის მქონე პირებში, ან სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი), და ლოკალიზდება მომატებული სისველის უბნებში - კრემი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

ე.წ. ზედაპირული ინფექციის დროს, რომელიც იწვევს კანის ფერის შეცვლას (ფერადი ლიქენი) - კრემი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში.

მკურნალობის რეკომენდებული კურსი ბოლომდე უნდა დასრულდეს, მაშინაც კი, თუ კანის დაზიანებული უბნები უფრო ადრე ალაგდება. აშკარა ალაგების დროსაც კი შესაძლებელია დაავადების რეციდივი კრემის არარეგულარული გამოყენებისა და ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებისას ინფიცირებული უბნის შეხორცება იწყება რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა საბოლოო განკურნებას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, 4 კვირამდეც კი. პრეპარატის ეფექტი მკურნალობის დასრულების შემდეგადაც შენარჩუნებულია.

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება გრძელდება კრემის გამოყენების შეწყვეტის შემდეგადაც.

ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნების არარსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

გამოყენების წესი

ტუბის პლომბის მემბრანა გახვრიტეთ თავსახურის გარეთა მხარეს არსებული ბასრი წვერით.

კრემის გამოყენების წინ ხელები უნდა იყოს სუფთა და მშრალი.

გახსენით ტუბი და მცირე რაოდენობის კრემი დაიტანეთ თითზე.

ტუბს დაახურეთ თავსახური.

კრემი წაისვით დაზიანებულ უბანზე და კანის მიმდებარე ადგილებზე თხელ ფენად.

ოდნავ შეიზილეთ კრემი.

სხეულის სხვა ნაწილებზე ინფექციის გავრცელების ან სხვა ადამიანის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

კანის ნაკეცებში ინფექციური კერების არსებობისას, შეხორცებას ხელს უწყობს დოლბანდის სახვევის დადება კრემის წასმის ადგილზე, განსაკუთრებით მთელი ღამით. ასეთ შემთხვევაში, ყოველი გამოყენების წინ საჭიროა დოლბანდის სახვევევის გამოცვლა.

თერაპიის ეფექტურობის უზრუნველყოფა

მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კანის დაზიანებული უბანი უნდა იყოს სუფთა. კანის ინფიცირებული უბანი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და შეშრეს. ქავილის მიუხედავად, არ შეიძლება კანის დაზიანებული უბნის მოქავება, ვინაიდან კანი შეიძლება დაზიანდეს და ამით შენელდეს შეხორცების პროცესი და გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება.

სხვა პირებზე ინფექციის გადაცემის რისკის არსებობის გამო, უნდა ისარგებლოთ მხოლოდ საკუთარი პირსახოცით და თეთრეულით. საერთო ან სხვისი პირსახოცის ან თეთრეული გამოყენება დაუშვებელია. განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თეთრეულისა და პირსახოცების ხშირი რეცხვა.

პრეპარატის ჭარბი დოზირება

კრემი ტერბიზილი®-ს პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი სამედიცინო დახმარებას გაგიწევთ.

თუ დაგავიწყდათ კრემი ტერბიზილის გამოყენება

თუ ტერბიზილი® კრემის გამოყენება დაგავიწყდათ ჩვეულ დროს, აუცილებელია მისი წასმა, რაც შეიძლება მალე, რის შემდეგაც უნდა დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს. თუ უკვე მომდევნო გამოყენების დრო არის, დოზის გაორმაგება არ შეიძლება. კრემის წასმა აუცილებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში, ვინაიდან ცალკეული დოზების გამოტოვება ზრდის მკურნალობის ხანგრძლივობას და იწვევს ინფექციის განმეორებითი განვითარების რისკებს.

კრემი გამოიყენება მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით. პრეპარატის ცალკეული დოზების გამოტოვება ზრდის ინფექციის განმეორებითი განვითარების რისკებს.

დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1-ში აღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

არ შეიძლება პრეპარატი ტერბიზილი® კრემის პირში ჩადება და გადაყლაპვა.

უნდა მოვერიდოთ კრემის მოხვედრას თვალში. თვალში შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა თვალების გამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით, და საჭიროების შემთხვევაში ექიმ-ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.

ბავშვები და მოზარდები:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ტერბიზილი® 1% კრემის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ, მისი გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები:

თუ თქვენ ახლო წარსულში იღებდით, ამჟამად იღებთ ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი:

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ასევე გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეხედულებით, პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება. უნდა მოვერიდოთ ბავშვის კონტაქტს კანის უბნებზე, სადაც გამოიყენება პრეპარატი, სარძევე ჯირკვლების ჩათვლით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი ზეგავლენას არ ახდებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი შეიცავს ცეტილის, ცეტოსტეარილის სპირტსა და ბენზილის სპირტს:

ცეტილის და ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

აღნიშნული პრეპარატის კრემის 1 გრამი შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო ურთიერთქმედებები ტერბინაფინისათვის კრემის ფორმით უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში ტერბინაფინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. ფეტოტოქსიურობის კვლევები ცხოველებში ადასტურებენ არასასურველი ეფექტების არასრებობას (იხ. 5.3). ტერბიზილის® კრემი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის, აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.

ძუძუთი კვების პერიოდი

ტერბინაფინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ კრემი, ტერბინაფინის შემცველობით არ უნდა დაინიშნოს მეძუძურ დედებში. დაუშვებელია ბავშვების კონტაქტი კანის იმ უბნებთან, რომლებზეც იდება პრეპარატი, სარძევე ჯირკვლების ჩათვლით.

ზეგავლენა ფერტილობაზე

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ზეგავლენა ფერტილობაზე არ გამოვლენილა (იხ. 5.3).

  • 7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი ტერბიზილის კრემი ზეგავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციის ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას, აუცილებელია პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

ენის ან ხახის შეშუპება;

გამოხატული ქავილი, წითელი გამონაყარით ან კვანძებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები (> 1/10): კანის აქერცვლა და ქავილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (> 1/100): კანის მთლიანობის დარღვევა, ქერქის წარმოქმნა, კანის მხრივ დარღვევები, პიგმენტაციის შეცვლა, კანის გაწითლება, კანის წვა, ტკივილი, გაღიზიანება და ტკივილი წასმის ადგილზე.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (> 1/1000): კანის სიმშრალე, ეგზემა, კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი), კანის მდგომარეობის გაუარესება, თვალების გაღიზიანება (თვალებში კრემი ტერბიზილის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება: ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნულ ცენტრში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარებით.

ჭარბი დოზა

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ტერბინაფინის კრემის დაბალი სისტემური შეწოვა განაპირობებს ჭარბი დოზირების დაბალ ალბათობას. 15 გრ-იანი 2 ტუბის პერორალური მიღება (300 მგ ტერბინაფინი) შეესაბამება პრეპარატ ტერბიზილი® 250 მგ-ის ერთი ტაბლეტის აქტიური კომპონენტის მიღებას (მოზრდილთა ერთი პერორალური დოზა).

კრემის შემთხვევითი პერორალური მიღებისას შეიძლება განვითარდეს ტერბინაფინის ტაბლეტების ჭარბი დოზირების სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და თავბრუ).

ჭარბი დოზირების მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს ღონისძიებებს პრეპარატის გამოსაყვანად, პირველ რიგში, აქტივირებული ნახშირის დანიშვნით და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპიის გამოყენებით.

შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი ტერბიზილი® 10 მგ/გრ კრემი (შემდგომში ტერბიზილი® კრემი) და რისთვის გამოიყენება:

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის მოქმედი ნივთიერება არის ტერბინაფინი.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მოქმედებს კანის დაზიანების გამოწვევ სოკოებზე.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გაიცემა რეცეპტის გარეშე, რაც საშუალებას იძლევა სოკოვან ინფექციას ვუმკურნალოთ ექიმთან მიმართვის გარეშე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატი გამოვიყენოთ სიფრთხილით საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გამოიყენება შემდეგი სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის:

ტერფის სოკოვანი ინფექცია (ვლინდება ფეხებზე თითებს შორის, ფეხის გულზე ან ტერფის სხვა უბნებზე) - ცნობილია, როგორც ათლეტის ტერფი ან ტერფის ეპიდერმოფიტია.

კანის სოკოვანი ინფექციები, რომელთა დროს ზიანდება კანის ნაკეცები, უპირატესად საზარდულის - საზარდულის ეპიდერმოფიტია.

ზედაპირული სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას კანის ნებისმიერი უბნის ზედაპირზე (სახეზე, კისერზე ან ტანზე) - მიეკუთვნება გლუვი კანის ტრიქოფიტიას.

საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აზიანებს ერთმანეთთან შეხებაში აარსებული კანის უბნებს, ან ბარძაყის შიდა ზედაპირს (კანდიდოზი).

ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სხვა ფორმა (ფერადი ლიქენი), რომელიც ხასიათდება კანზე ლაქების წარმოქმნით, რომლებიც იცვლის ფერს.

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის მოქმედება:

როგორ გავიგოთ, რომ თქვენი სიმპტომები გამოწვეულია ზემოთ აღნიშნული ინფექციებით?

ტერფის სოკოვანი ინფექცია (ათლეტის ტერფი)

აღნიშნული ინფექცია აზიანებს მხოლოდ ტერფებს, უპირატესად თითებს შორის ადგილებს. ინფექციამ შეიძლება მოიცვას, როგორც ერთი, ასევე ორივე ტერფი. ის შეიძლება გავრცელდეს თაღზე, ფეხის გულზე ან ტერფის სხვა ნაწილებზე. ათლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ნახეთქების წარმოქმნა და კანის აქერცვლა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა შეშუპება, ბუშტუკები, სველი წყლულები.

აღნიშნული ინფექციების განვითარებისას პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება რეკომენდებულია თითებს შორის კანის უბნების, ფეხის გულისა და ტერფის სხვა ნაწილების დასამუშავებლად.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის განვითარებისას (სოკოები იზრდებიან ფრჩხილის ფირფიტაზე ან მის ქვეშ), რომელიც იწვევს ფრჩხილის გასქელებას და ფერის შეცვლას, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი ტერბიზილი® კრემი ასეთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ არ გამოდგება. მათი მკურნალობისათვის რეკომენდებულია პრეპარატ ტერბიზილი® ტაბლეტების მიღება, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

კანის ნაკეცების დაზიანების (უაპირატესაც საზარდული) გამოწვევი სოკოვანი ინფექციები

აღნიშნული ინფექციები უპირატესად აზიანებენ კანის უბნებს მომატებული ტენიანობით ან ერთმანეთთან შეხებაში მყოფ ადგილებს, და ასევე კანის ნაკეცებს. მათ მიეკუთვნება საზარდულის მიდამო და ბარძაყის შიდა ზედაპირები.

ინფექციურ კერებს, როგორც წესი აქვს ორმხრივი ლოკალიზაცია, თუმცა ერთი მხარე უფრო დაზიანებულია, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს დუნდულოებზე ან მუცლის არეზე. ასევე შეიძლება დაზიანდეს ნაკეცების სარძევე ჯირკვლების ქვეშ, იღლია და სხეულის სხვა ადგილები, სადაც არის ნაკეცები. სოკოვანი ინფექცია წარმოადგენს ანთების უბანს ქავილით და მკაფიო საზღვრებით.

კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექციები, რომლებიც იწვევენ წითელი ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას კანზე

აღნიშნულმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს კანის ზედაპირის ნებისმიერი უბანი, თუმცა უმთავრესად ლოკალიზდება თავზე, კისერზე, სახესა თუ ხელებზე. გამოვლინდება წითელი ბეჭდისებრი ლაქების სახით, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს კანის აქერცვლა.

კანის ნაკეცების დაზიანება საფუარა სოკოებით (კანდიდოზი)

აღნიშნული ინფექცია შეიძლება განვითარდეს კანის უბნებზე, რომლებიც ერთმანეთს ეხება, ხშირად ოფლიანობასთან დაკავშირებული მომატებული ტენიანობის დროს (მაგალითად, ადგილები სარძევე ჯირკვლების ქვეშ, იღლიები). უპირატესად გვხვდება ხანდაზმულებში, ჭარბი წონის მქონე პირებში და სხვა დაავადებების მქონე (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) პაციენტებში. ინფექცია იწვევს სიწითლეს, ქავილსა და კანის აქერცვლას.

სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს კანის ფერის შეცვლას (ფერადი ლიქენი)

აღნიშნული ინფექცია იწვევს აქერცვლას და კანზე თეთრი ლაქების წარმოქმნას პიგმენტის დაკარგვის შედეგად. ლაქები განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში, როდესაც ჯანმრთელი კანი ირუჯება. ჩვეულებრივ ლოკალიზდება სხეულზე, კისერსა და ხელებზე. რამდენიმე თვეში შესაძლებელია რეციდივი, პროვოცირებული ცხელი ამინდით ან ოფლიანობით.

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული კანის პრობლემის მიზეზში, პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც საჭირო დახმარებას გაგიწევთ.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენება არ შეიძლება:

ტერბინაფინის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ ალერგიის არსებობისას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გამოყენებული დერმატოლოგიაში. გარეგანი გამოყენების სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

კოდი ათქ: D01AE15

მოქმედების მექანიზმი

ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინურ წარმოებულს ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობით. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინს გააჩნია ფუნგიციდური აქტივობა დერმატოფიტებთან, ობის სოკოებსა და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებთან მიმართებაში. საფუარა სოკოებზე მოქმედება შეიძლება იყოს ფუნგიციდურ ან ფუნგისტატიკური სოკოს სახეობის მიხედვით. ტერბინაფინი ზეგავლენას ახდენს სტეროლების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპზე, რაც იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, სოკოს უჯრედის შემდგომი სიკვდილის განვითარებით.

ტერბინაფინი აინჰიბირებს სქვალენეპოქსიდაზას ფერმენტს, რომელიც მდებარეობს სოკოს უჯრედულ მემბრანაზე. ფერმენტი სქვალენეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტროქრომ P450 სისტემასთან.

ტერბინაფინი ჰორმონებისა და სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე ზეგავლენას არ ახდენს.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას შეწოვა შეადგენს <5%-ს, პრეპარატი ავლენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

პრეპარატ ტერბიზილი კრემის გამოყენებისას 7 დღის განმავლობაში ტერბინაფინის კონცენტრაცია რქოვან შრეში აღემატება ფუნგიციდურს და შენარჩუნებელია სულ მცირე 7 დღის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ვირთხებსა და ძაღლებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში (1 წლამდე), ორივე სახეობაში გამოხატული ტოქსიკური ეფექტები არ გამოვლენილა 100 მგ/კგ/დღეში დოზის მიღწევისაც კი. მაღალი პერორალური დოზების დროს სამიზნე-ორგანოები არის ღვიძლი, და შესაძლოა თირკმლები.

კანცეროგენობის შემსწავლელ ორწლიან კვლევაში თაგვებში, რომლებიც ღებულობდნენ ტერბინაფინს დოზით 130 (მამრები) და 156 (მდედრები) მგ/კგ/დღეში, სიმსივნეების განვითარების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვირთხებზე ჩატარებულ ორწლიან კვლევაში, მიძღვნილი ტერბინაფინის კანცეროგენობას პერორალური მიღების დროს, დოზით, რომელიც აღწევდა 69 მგ/კგ/დღეში, მამრებში აღინიშნებოდა ღვიძლში ახალწარმონაქმნების განვითარების შემთხვევების მატება. ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პეროქსისომების პროლიფერაციასთან, ხასიათდებიან ცხოველის სახეობაზე დამოკიდებულებით: ისინი არ გამოვლენილა კანცეროგენობის კვლევებში თაგვებში, ძაღლებსა და მაიმუნებში.

მაიმუნებში მაღალი პერორალური დოზების გამოყენების კვლევებში აღინიშნებოდა ბადურას დარღვევები (ტოქსიკური ეფექტების არარსებობის დრონე - 50 მგ/კგ). აღნიშნული დარღვევები დაკავშირებული იყო თვალის ქსოვილებში ტერბინაფინის მეტაბოლიტების დაგროვებასთან და ქრებოდნენ პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ჰისტოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნებოდა.

გენოტოქსიურობის სტანდარტული in vivo და in vitro კვლევების მსვლელობისას შესაძლო მუტაგენური და კლასტოგენური ცვლილებები არ გამოვლენილა.

ვირთხებსა და კურდღლებში ჩატარებულ კვლევებში, ფერტილობაზე ამ რეპროდუქციის სხვა პარამეტრებზე ზეგავლენა არ გამოვლენილა.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტან მონოსტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება

ვარგისობა

წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი პაციენტისათვის

ტერბიზილი® 10 მგ/გრ კრემი

ტერბინაფინ ჰიდროქლორიდი

ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმარიას შეიცავს.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

სიმპტომების გაუარესების ან 2 კვირის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი ტერბიზილი® 10 მგ/გრ კრემი (შემდგომში ტერბიზილი® კრემი) და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები და პრეპარატ ტერბიზილი® კრემის ვარგისობა

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი ტერბიზილი® 10 მგ/გრ კრემი (შემდგომში ტერბიზილი® კრემი) და რისთვის გამოიყენება:

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის მოქმედი ნივთიერება არის ტერბინაფინი.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მოქმედებს კანის დაზიანების გამოწვევ სოკოებზე.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გაიცემა რეცეპტის გარეშე, რაც საშუალებას იძლევა სოკოვან ინფექციას ვუმკურნალოთ ექიმთან მიმართვის გარეშე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატი გამოვიყენოთ სიფრთხილით საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გამოიყენება შემდეგი სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის:

ტერფის სოკოვანი ინფექცია (ვლინდება ფეხებზე თითებს შორის, ფეხის გულზე ან ტერფის სხვა უბნებზე) - ცნობილია, როგორც ათლეტის ტერფი ან ტერფის ეპიდერმოფიტია.

კანის სოკოვანი ინფექციები, რომელთა დროს ზიანდება კანის ნაკეცები, უპირატესად საზარდულის - საზარდულის ეპიდერმოფიტია.

ზედაპირული სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას კანის ნებისმიერი უბნის ზედაპირზე (სახეზე, კისერზე ან ტანზე) - მიეკუთვნება გლუვი კანის ტრიქოფიტიას.

საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აზიანებს ერთმანეთთან შეხებაში აარსებული კანის უბნებს, ან ბარძაყის შიდა ზედაპირს (კანდიდოზი).

ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სხვა ფორმა (ფერადი ლიქენი), რომელიც ხასიათდება კანზე ლაქების წარმოქმნით, რომლებიც იცვლის ფერს.

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის მოქმედება:

როგორ გავიგოთ, რომ თქვენი სიმპტომები გამოწვეულია ზემოთ აღნიშნული ინფექციებით?

ტერფის სოკოვანი ინფექცია (ათლეტის ტერფი)

აღნიშნული ინფექცია აზიანებს მხოლოდ ტერფებს, უპირატესად თითებს შორის ადგილებს. ინფექციამ შეიძლება მოიცვას, როგორც ერთი, ასევე ორივე ტერფი. ის შეიძლება გავრცელდეს თაღზე, ფეხის გულზე ან ტერფის სხვა ნაწილებზე. ათლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ნახეთქების წარმოქმნა და კანის აქერცვლა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა შეშუპება, ბუშტუკები, სველი წყლულები.

აღნიშნული ინფექციების განვითარებისას პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება რეკომენდებულია თითებს შორის კანის უბნების, ფეხის გულისა და ტერფის სხვა ნაწილების დასამუშავებლად.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის განვითარებისას (სოკოები იზრდებიან ფრჩხილის ფირფიტაზე ან მის ქვეშ), რომელიც იწვევს ფრჩხილის გასქელებას და ფერის შეცვლას, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი ტერბიზილი® კრემი ასეთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ არ გამოდგება. მათი მკურნალობისათვის რეკომენდებულია პრეპარატ ტერბიზილი® ტაბლეტების მიღება, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

კანის ნაკეცების დაზიანების (უაპირატესაც საზარდული) გამოწვევი სოკოვანი ინფექციები

აღნიშნული ინფექციები უპირატესად აზიანებენ კანის უბნებს მომატებული ტენიანობით ან ერთმანეთთან შეხებაში მყოფ ადგილებს, და ასევე კანის ნაკეცებს. მათ მიეკუთვნება საზარდულის მიდამო და ბარძაყის შიდა ზედაპირები.

ინფექციურ კერებს, როგორც წესი აქვს ორმხრივი ლოკალიზაცია, თუმცა ერთი მხარე უფრო დაზიანებულია, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს დუნდულოებზე ან მუცლის არეზე. ასევე შეიძლება დაზიანდეს ნაკეცების სარძევე ჯირკვლების ქვეშ, იღლია და სხეულის სხვა ადგილები, სადაც არის ნაკეცები. სოკოვანი ინფექცია წარმოადგენს ანთების უბანს ქავილით და მკაფიო საზღვრებით.

კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექციები, რომლებიც იწვევენ წითელი ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას კანზე

აღნიშნულმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს კანის ზედაპირის ნებისმიერი უბანი, თუმცა უმთავრესად ლოკალიზდება თავზე, კისერზე, სახესა თუ ხელებზე. გამოვლინდება წითელი ბეჭდისებრი ლაქების სახით, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს კანის აქერცვლა.

კანის ნაკეცების დაზიანება საფუარა სოკოებით (კანდიდოზი)

აღნიშნული ინფექცია შეიძლება განვითარდეს კანის უბნებზე, რომლებიც ერთმანეთს ეხება, ხშირად ოფლიანობასთან დაკავშირებული მომატებული ტენიანობის დროს (მაგალითად, ადგილები სარძევე ჯირკვლების ქვეშ, იღლიები). უპირატესად გვხვდება ხანდაზმულებში, ჭარბი წონის მქონე პირებში და სხვა დაავადებების მქონე (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) პაციენტებში. ინფექცია იწვევს სიწითლეს, ქავილსა და კანის აქერცვლას.

სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს კანის ფერის შეცვლას (ფერადი ლიქენი)

აღნიშნული ინფექცია იწვევს აქერცვლას და კანზე თეთრი ლაქების წარმოქმნას პიგმენტის დაკარგვის შედეგად. ლაქები განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში, როდესაც ჯანმრთელი კანი ირუჯება. ჩვეულებრივ ლოკალიზდება სხეულზე, კისერსა და ხელებზე. რამდენიმე თვეში შესაძლებელია რეციდივი, პროვოცირებული ცხელი ამინდით ან ოფლიანობით.

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული კანის პრობლემის მიზეზში, პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც საჭირო დახმარებას გაგიწევთ.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენება არ შეიძლება:

ტერბინაფინის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ ალერგიის არსებობისას.

განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

არ შეიძლება პრეპარატი ტერბიზილი® კრემის პირში ჩადება და გადაყლაპვა.

უნდა მოვერიდოთ კრემის მოხვედრას თვალში. თვალში შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა თვალების გამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით, და საჭიროების შემთხვევაში ექიმ-ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.

ბავშვები და მოზარდები:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ტერბიზილი® 1% კრემის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ, მისი გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები:

თუ თქვენ ახლო წარსულში იღებდით, ამჟამად იღებთ ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი:

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ასევე გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეხედულებით, პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება. უნდა მოვერიდოთ ბავშვის კონტაქტს კანის უბნებზე, სადაც გამოიყენება პრეპარატი, სარძევე ჯირკვლების ჩათვლით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი ზეგავლენას არ ახდებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი შეიცავს ცეტილის, ცეტოსტეარილის სპირტსა და ბენზილის სპირტს:

ცეტილის და ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

აღნიშნული პრეპარატის კრემის 1 გრამი შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.

პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენების წესი:

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ფურცელ-ჩანართში მოცემული რეკომენდაციების ან ექიმის/ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატი გამოვიყენოთ მკაცრად ფურცელ-ჩანართში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შენიშნეთ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია (სოკოები იზრდება ფრჩხილის ფირფიტაზე ან მის ქვეშ), რომელიც იწვევს ფრჩხილის გასქელებას და გაუფერულებას, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ტერბიზილი® კრემი არ გამოდგება ამ ტიპის ინფექციების სამკურნალოდ. ამ ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებულია პრეპარატი ტერბიზილი® ტაბლეტების მიღება, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან

გამომწვევისა და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით პრეპარატი ტერბიზილი® კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ.

რა ხანგრძლივობით და რა სიხშირით შეიძლება პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენება?

ტერფის სოკოვანი ინფექციის დროს თითებს შორის უბნების დაზიანებით (ათლეტის ტერფი, ტერფის ეპიდერმოფიტია) - კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

ტერფის სოკოვანი ინფექციის დროს ფეხის გულის და ტერფის სხვა ნაწილების დაზიანებით (ტერფის ეპიდერმოფიტია)- კრემი გამოიყენება დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.

სოკოვანი ინფექციის დროს, რომელიც აზიანებს კანის ნაკეცებს, ძირითადად საზარდულის მიდამოს (საზარდული ეპიდერმოფიტია), და სხეულის გლუვი კანის ზედაპირული ინფექციების დროს (სახე, კისერი, კიდურები ან ტორსი), რომლებიც იწვევენ ბეჭდისებრი ლაქების წარმოქმნას - კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

ერთმანეთთან შეხებაში არსებული კანის უბნების კანდიდოზის დროს, რომელიც ძირითადად გვხვდება ხანდაზმულებში, ჭარბი წონის მქონე პირებში, ან სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი), და ლოკალიზდება მომატებული სისველის უბნებში - კრემი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

ე.წ. ზედაპირული ინფექციის დროს, რომელიც იწვევს კანის ფერის შეცვლას (ფერადი ლიქენი) - კრემი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში.

მკურნალობის რეკომენდებული კურსი ბოლომდე უნდა დასრულდეს, მაშინაც კი, თუ კანის დაზიანებული უბნები უფრო ადრე ალაგდება. აშკარა ალაგების დროსაც კი შესაძლებელია დაავადების რეციდივი კრემის არარეგულარული გამოყენებისა და ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის გამოყენებისას ინფიცირებული უბნის შეხორცება იწყება რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა საბოლოო განკურნებას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, 4 კვირამდეც კი. პრეპარატის ეფექტი მკურნალობის დასრულების შემდეგადაც შენარჩუნებულია.

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება გრძელდება კრემის გამოყენების შეწყვეტის შემდეგადაც.

ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნების არარსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

გამოყენების წესი

ტუბის პლომბის მემბრანა გახვრიტეთ თავსახურის გარეთა მხარეს არსებული ბასრი წვერით.

კრემის გამოყენების წინ ხელები უნდა იყოს სუფთა და მშრალი.

გახსენით ტუბი და მცირე რაოდენობის კრემი დაიტანეთ თითზე.

ტუბს დაახურეთ თავსახური.

კრემი წაისვით დაზიანებულ უბანზე და კანის მიმდებარე ადგილებზე თხელ ფენად.

ოდნავ შეიზილეთ კრემი.

სხეულის სხვა ნაწილებზე ინფექციის გავრცელების ან სხვა ადამიანის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

კანის ნაკეცებში ინფექციური კერების არსებობისას, შეხორცებას ხელს უწყობს დოლბანდის სახვევის დადება კრემის წასმის ადგილზე, განსაკუთრებით მთელი ღამით. ასეთ შემთხვევაში, ყოველი გამოყენების წინ საჭიროა დოლბანდის სახვევევის გამოცვლა.

თერაპიის ეფექტურობის უზრუნველყოფა

მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კანის დაზიანებული უბანი უნდა იყოს სუფთა. კანის ინფიცირებული უბანი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და შეშრეს. ქავილის მიუხედავად, არ შეიძლება კანის დაზიანებული უბნის მოქავება, ვინაიდან კანი შეიძლება დაზიანდეს და ამით შენელდეს შეხორცების პროცესი და გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება.

სხვა პირებზე ინფექციის გადაცემის რისკის არსებობის გამო, უნდა ისარგებლოთ მხოლოდ საკუთარი პირსახოცით და თეთრეულით. საერთო ან სხვისი პირსახოცის ან თეთრეული გამოყენება დაუშვებელია. განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თეთრეულისა და პირსახოცების ხშირი რეცხვა.

პრეპარატის ჭარბი დოზირება

კრემი ტერბიზილი®-ს პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი სამედიცინო დახმარებას გაგიწევთ.

თუ დაგავიწყდათ კრემი ტერბიზილის გამოყენება

თუ ტერბიზილი® კრემის გამოყენება დაგავიწყდათ ჩვეულ დროს, აუცილებელია მისი წასმა, რაც შეიძლება მალე, რის შემდეგაც უნდა დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს. თუ უკვე მომდევნო გამოყენების დრო არის, დოზის გაორმაგება არ შეიძლება. კრემის წასმა აუცილებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში, ვინაიდან ცალკეული დოზების გამოტოვება ზრდის მკურნალობის ხანგრძლივობას და იწვევს ინფექციის განმეორებითი განვითარების რისკებს.

კრემი გამოიყენება მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით. პრეპარატის ცალკეული დოზების გამოტოვება ზრდის ინფექციის განმეორებითი განვითარების რისკებს.

დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციის ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას, აუცილებელია პრეპარატ ტერბიზილი® კრემის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

ენის ან ხახის შეშუპება;

გამოხატული ქავილი, წითელი გამონაყარით ან კვანძებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები (> 1/10): კანის აქერცვლა და ქავილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (> 1/100): კანის მთლიანობის დარღვევა, ქერქის წარმოქმნა, კანის მხრივ დარღვევები, პიგმენტაციის შეცვლა, კანის გაწითლება, კანის წვა, ტკივილი, გაღიზიანება და ტკივილი წასმის ადგილზე.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (> 1/1000): კანის სიმშრალე, ეგზემა, კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი), კანის მდგომარეობის გაუარესება, თვალების გაღიზიანება (თვალებში კრემი ტერბიზილის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება: ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნულ ცენტრში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარებით.

შენახვის პირობები და პრეპარატი ტერბიზილი® კრემის ვარგისობა

ინახება +150C - + 300C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობა - 5 წელი.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადას წარმოადგენს აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება წამლის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკურნალო პრეპარატის ნარჩენების უტილიზაცია. აღნიშნულ ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 10 მგ ტერბინაფინ ჰიდროქლორიდი 1 გრ კრემში.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი (10 მგ/გრ), სორბიტან მონოსტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი (40 მგ/გრ), ცეტოსტეარილის სპირტი (40 მგ/გრ), პოლისორბატი 60, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატი ტერბიზილი® კრემის აღწერილობა

თეთრი ან მოთეთრო ფერის კრემი ნუშის მსუბუქი სუნით, ადვილად ირეცხება წყლით.

შეფუთვა

15 გრ კრემი ალუმინი ტუბში თეთრი პოლიეთილენის თავსახურით, რომელსაც აქვს სახვრეტი.

ერთი ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103, ბუდაპეშტი, დიომრეი ქ. 19-21, უნგრეთი

ცხელი ხაზი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელ.ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა