* ტანფლექსი ფორტე არის საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ის ხსნის ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუსა და ღრძილების ანთებასთან. * ტანფლექსი ფორტე ხელმისაწვდომია 15 მლ და 30 მლ ბოთლებში და პლასტიკური სპრეის ადაპტერებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენზიდამინი (benzydamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,30% 15მლ ორალური სპრეი, მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- A01AD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043637
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტანფლექსი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ტანფლექსი ფორტე არის საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ის ხსნის ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუსა და ღრძილების ანთებასთან.
- ტანფლექსი ფორტე ხელმისაწვდომია 15 მლ და 30 მლ ბოთლებში და პლასტიკური სპრეის ადაპტერებით.
ეს არის სუფთა, უფერო, გამჭვირვალე სითხე პიტნის არომატით.
- ტანფლექსი ფორტე გამოიყენება:
ღრძილების ანთება პირის ღრუსა და ყელის ტკივილით, პირის ღრუს, საყლაპავისა და ყელის მიმდებარე ენის ანთება;
პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქება და ღრძილების დაავადების სიმპტომების შემცირება და
ტკივილი და ანთება კბილსა და მიმდებარე ქსოვილზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
სანამ გამოიყენებთ ტანფლექსი ფორტეს
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე
მოზრდილებში: გამოიყენება 2-4 შესხურებით 2-6-ჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 4-5 დღე. თუ ამასობაში დადებით შედეგს არ მიიღებთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ტანფლექსი ფორტეთი მკურნალობა.
მიღების გზა და მეთოდი:
პირველი გამოყენებისას დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ შესხურებას.
ფართოდ გააღეთ პირი და მიმართეთ სპრეის მილი თქვენი დაზიანებული უბნისკენ, პირის ღრუში მოთავსებით,
პრეპარატის შესაფრქვევად სწრაფად დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს; გაიმეორეთ ეს პროცესი როგორც ზემოთ პუნქტებში იყო მითითებული,
შეინახეთ ბოთლი კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
პედიატრიული გამოყენება: შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში: გამოიყენება 2 შესხურებით 2-6-ჯერ დღეში.
გერიატრიული გამოყენება: ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენების სპეციფიკური პირობები არ არსებობს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტანფლექსი ფორტეს რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოიყენეთ ტანფლექსი ფორტე სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
ტანფლექსი ფორტეს რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ერთჯერადად: 2,16 მგ; 6-ჯერ/დღეში: 12,96 მგ) პერორალური დოზის დაახლოებით მეათედს შეადგენს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბება და ტოქსიკურობა.
თუ მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.
შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია ხანგრძლივი გამოყენებისას; ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.
პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ხახის ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი. ამ მიზეზით, თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს.
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
თუ ადრე გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, ფრთხილად იყავით ტანფლექსი ფორტეს გამოყენებისას. რადგან შეიძლება მომხდარიყო ბრონქების შევიწროება.
ტანფლექსი ფორტე განსაკუთრებით შესაფერისია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ყელის გამოვლება.
სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ ტესტზე ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით, რომლებიც მითითებულია ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ.
თუ გეხებათ ეს გაფრთხილებები, თუნდაც თქვენი ცხოვრების წარსულ ეტაპებზე, მიმართეთ ექიმს.
ტანფლექსი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტანფლექსი ფორტეს არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.
სიფრთხილის ზომები
არ არსებობს გამოყენების განსაკუთრებული პირობები.
თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, მიჰყევით ამ მითითებებს.
თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტანფლექსი ფორტეს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი ტანფლექსი ფორტე, ვიდრე საჭიროა:
თუ თქვენ იღებთ საჭიროზე მეტ ტანფლექსი ფორტეს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტანფლექსი ფორტეს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსაციის მიზნით.
შესაძლო ეფექტები ტანფლექსი ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტისას
უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტანფლექსი ფორტეს და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
თუ თქვენ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, რომლებიც გაიცემა რეცეპტით ან მის გარეშე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, რადგან საკმარისი გამოცდილება ორსულებში არ არსებობს.
თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან საკმარისი გამოცდილება მეძუძურ დედებში არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტანფლექსი ფორტეს გარეგანი გამოყენება რეკომენდებულ დოზებში უარყოფითად არ მოქმედებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტანფლექსი ფორტეს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ტანფლექსი ფორტეს შემადგენლობაში არსებულმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს) დოზაზე
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტანფლექსი ფორტეს კომპონენტების მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები მოხსენებულია რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია, როგორც აღწერილია შემდეგ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი: განვითარდა 10–დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: განვითარდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 1.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: განვითარდა 1.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 10.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი : არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით.
არახშირი:
დროებითი დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში (მოხსენებული იყო, რომ ჩხვლეტის შეგრძნება გაქრა მკურნალობის გაგრძელებისას, მაგრამ რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა, თუ ეს შეგრძნება გაგრძელდება).
ძალიან იშვიათი:
ჩასუნთქვის გაძნელება
ქავილი
ჭინჭრის ციება
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების და ზოგჯერ ქოშინის ნიშნები სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო)
უცნობი:
სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის გამო
სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, გავრცელებული და ძლიერი სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება,
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო. ბენზიდამინის დიდი რაოდენობით (> 300 მგ) შემთხვევითი მიღების შემდეგ მოსალოდნელია ინტოქსიკაცია.
ბენზიდამინით ჭარბი დოზირების სიმპტომები, როგორც წესი, არის კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები. ყველაზე ხშირი კუჭ-ნაწლავის სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და საყლაპავის გაღიზიანება. ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს, აგზნებადობას, შფოთვას და გაღიზიანებას.
მწვავე ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ და უნდა ჩაუტარდეთ შემანარჩუნებელი მკურნალობა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული 1 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის HCl.
დამხმარე ნივთიერებება(ები):
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი
1 მგ/მლ
ეთანოლი 96%
81 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები იხილეთ ნაწილში 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტანფლექსი ფორტე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ის ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ტანფლექსი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
მარკეტინგული ავტოიზაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4
34467 მასლაკი/სარიერი/სტამბოლი/თურქეთი
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
ესენიურტი / სტამბოლი / თურქეთი
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი დამტკიცებულია 23.03.2018.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი ორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: A01AD02
ბენზიდამინის HCl არის პროსტაგლანდინების სინთეზის სუსტი ინჰიბიტორი. ბენზიდამინი ეფექტურად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და ლიპოქსიგენაზას ფერმენტების აქტივობას 1 მმოლი და ზემოთ კონცენტრაციით. ზოგადად, მისი ეფექტები განპირობებულია პროანთებითი ციტოკინის სინთეზის ინჰიბირებით, როგორიცაა სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა (TNF-α) და ინტერლეიკინ-1β (IL-1β). არ აღნიშნულა მნიშვნელოვანი ეფექტი სხვა პროანთებით (IL-6 და 8) და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებზე (IL-10 და IL-1 რეცეპტორების ანტაგონისტი).
ბენზიდამინს აქვს სპეციფიკური ეფექტი ანთების ადგილობრივ მექანიზმებზე, როგორიცაა ტკივილი, შეშუპება.
ბენზიდამინის ადგილობრივად გამოყენება იწვევს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს შეშუპებისა და ექსუდატის და დაგროვების შემცირებით. მას ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები.
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია: პერორალური გამოყენების შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და 2-4 საათის შემდეგ აღწევს მაქსიმალურ პლაზმურ დონეს.
განაწილება: ბენზიდამინის ქსოვილებში განაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის მისი კონცენტრაციის ტენდენცია ანთების უბნისკენ.
ბიოტრანსფორმაცია: ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვის, კონიუგაციის და დეალკილირების გზით.
ელიმინაცია: ბენზიდამინის 10% გამოიყოფა შარდით, დაახლოებით ნახევარი უცვლელად პირველი 24 საათის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილი ძირითადად მეტაბოლიზდება N-ოქსიდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი
ტანფლექსი ფორტე
- 30 % ორალური სპრეი, ხსნარი
შეიყვანება პირის ღრუში.
აქტიური ნივთიერება: 1 მლ სპრეი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინს HCl. შესხურება შეადგენს 0.18 მლ და შეიცავს 0.54 მგ ბენზიდამინის HCl.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, ეთანოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პიტნის ექსტრაქტი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბიკარბონატი და/ან ჰიდროქლორინის მჟავა და გამოხდილი წყალი.
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი ამ პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცრლი–ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს, თუ ეწვიეთ ექიმს ან საავადმყოფოს მისი გამოყენების განმავლობაში.
მკაცრად დაიცავით ამ ფურცელ–ჩანართში წარმოდგენილი ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე რეკომენდებულია თქვენთვის.
შემდეგი თავები შედის ამ ფურცელ–ჩანართში:
რა არის ტანფლექსი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
სანამ გამოიყენებთ ტანფლექსი ფორტეს
როგორ გამოიყენება ტანფლექსი ფორტე?
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ტანფლექსი ფორტე?
რა არის ტანფლექსი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
- ტანფლექსი ფორტე არის საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ის ხსნის ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუსა და ღრძილების ანთებასთან.
- ტანფლექსი ფორტე ხელმისაწვდომია 15 მლ და 30 მლ ბოთლებში და პლასტიკური სპრეის ადაპტერებით.
ეს არის სუფთა, უფერო, გამჭვირვალე სითხე პიტნის არომატით.
- ტანფლექსი ფორტე გამოიყენება:
ღრძილების ანთება პირის ღრუსა და ყელის ტკივილით, პირის ღრუს, საყლაპავისა და ყელის მიმდებარე ენის ანთება;
პაციენტის ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქება და ღრძილების დაავადების სიმპტომების შემცირება და
ტკივილი და ანთება კბილსა და მიმდებარე ქსოვილზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
სანამ გამოიყენებთ ტანფლექსი ფორტეს
არ გამოიყენოთ ტანფლექსი ფორტე, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტანფლექსი ფორტეს რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოიყენეთ ტანფლექსი ფორტე სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
ტანფლექსი ფორტეს რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ერთჯერადად: 2,16 მგ; 6-ჯერ/დღეში: 12,96 მგ) პერორალური დოზის დაახლოებით მეათედს შეადგენს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბება და ტოქსიკურობა.
თუ მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.
შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია ხანგრძლივი გამოყენებისას; ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.
პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ხახის ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი. ამ მიზეზით, თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს.
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
თუ ადრე გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, ფრთხილად იყავით ტანფლექსი ფორტეს გამოყენებისას. რადგან შეიძლება მომხდარიყო ბრონქების შევიწროება.
ტანფლექსი ფორტე განსაკუთრებით შესაფერისია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ყელის გამოვლება.
სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ ტესტზე ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით, რომლებიც მითითებულია ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ.
თუ გეხებათ ეს გაფრთხილებები, თუნდაც თქვენი ცხოვრების წარსულ ეტაპებზე, მიმართეთ ექიმს.
ტანფლექსი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტანფლექსი ფორტეს არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, რადგან საკმარისი გამოცდილება ორსულებში არ არსებობს.
თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან საკმარისი გამოცდილება მეძუძურ დედებში არ არსებობს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტანფლექსი ფორტეს გარეგანი გამოყენება რეკომენდებულ დოზებში უარყოფითად არ მოქმედებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტანფლექსი ფორტეს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ტანფლექსი ფორტეს შემადგენლობაში არსებულმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E218) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს) დოზაზე
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
ტანფლექსი ფორტეს და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
თუ თქვენ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, რომლებიც გაიცემა რეცეპტით ან მის გარეშე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ტანფლექსი ფორტე?
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე
მოზრდილებში: გამოიყენება 2-4 შესხურებით 2-6-ჯერ დღეში.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბება არ შეიძლება.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 4-5 დღე. თუ ამასობაში დადებით შედეგს არ მიიღებთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ტანფლექსი ფორტეთი მკურნალობა.
მიღების გზა და მეთოდი:
პირველი გამოყენებისას დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ შესხურებას.
ფართოდ გააღეთ პირი და მიმართეთ სპრეის მილი თქვენი დაზიანებული უბნისკენ, პირის ღრუში მოთავსებით,
პრეპარატის შესაფრქვევად სწრაფად დააჭირეთ ტუმბოს ღილაკს; გაიმეორეთ ეს პროცესი როგორც ზემოთ პუნქტებში იყო მითითებული,
შეინახეთ ბოთლი კოლოფში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
პედიატრიული გამოყენება: შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში: გამოიყენება 2 შესხურებით 2-6-ჯერ დღეში.
გერიატრიული გამოყენება: ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენების სპეციფიკური პირობები არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები: არ არსებობს გამოყენების განსაკუთრებული პირობები.
თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, მიჰყევით ამ მითითებებს.
თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტანფლექსი ფორტეს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი ტანფლექსი ფორტე, ვიდრე საჭიროა:
თუ თქვენ იღებთ საჭიროზე მეტ ტანფლექსი ფორტეს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტანფლექსი ფორტეს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსაციის მიზნით.
შესაძლო ეფექტები ტანფლექსი ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტისას
უცნობია.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტანფლექსი ფორტეს კომპონენტების მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები მოხსენებულია რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია, როგორც აღწერილია შემდეგ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი: განვითარდა 10–დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: განვითარდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 1.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: განვითარდა 1.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს 10.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი : არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით.
არახშირი:
დროებითი დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში (მოხსენებული იყო, რომ ჩხვლეტის შეგრძნება გაქრა მკურნალობის გაგრძელებისას, მაგრამ რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა, თუ ეს შეგრძნება გაგრძელდება).
ძალიან იშვიათი:
ჩასუნთქვის გაძნელება
ქავილი
ჭინჭრის ციება
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების და ზოგჯერ ქოშინის ნიშნები სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო)
უცნობი:
სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის გამო
სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, გავრცელებული და ძლიერი სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება,
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ტანფლექსი ფორტე?
შეინახეთ ტანფლექსი ფორტე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ის ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ტანფლექსი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
მარკეტინგული ავტოიზაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4
34467 მასლაკი/სარიერი/სტამბოლი/თურქეთი
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
ესენიურტი / სტამბოლი / თურქეთი
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი დამტკიცებულია 23.03.2018.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.