პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

სუარონი

SUARON®

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

სუარონი ინიშნება: ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ; სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი); კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (nimesulide)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები
ATC კოდი
M01AX17
რეგისტრაციის ნომერი
რ-036915
რეგისტრირებულია
25 ნოემბერი 2022, მოქმედებს 10 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასუარონი და სხვა წამალი ერთად

სუარონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუარონი ინიშნება:

ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;

სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);

კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

მიღების წესი და დოზირება

ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.

სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი:

სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა - 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.

ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

უკუჩვენებები

ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-სადმი მომატებული მგრძნობელობა;

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;

სიფრთხილის ზომები

სუარონი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს).

ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.

სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, ზუმ-25-ის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, უკუპროცესულია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირებულია არტერიის სადინრის შევიწროების შემთხვევები ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის დროს, რომელთა უმეტესობა ალაგდა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ამრიგად, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ზუმ-25-ის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობა მკაფიოდ აუცილებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ზუმ-25-ის გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მინიმალური და მკურნალობის ხანგრძლივობა - რაც შეიძლება მოკლე.

ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, ზუმ-25-ის მრავალდღიანი გამოყენებისას რეკომენდებულია ანტენატალური მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონისა და არტერიის სადინრის შევიწროების გამოვლენის მიზნით. ზუმ-25-ის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიონი ან არტერიის სადინრის შევიწროება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:

  • კარდიოპულმონური ტოქსიურობის სინდრომი (არტერიის სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (როგორც ზემოთ აღწერილია).

რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:

  • სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი;
  • საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;

ცნს-ის მხრივ: თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.

გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

ჭარბი დოზა

გულისრევა, აპათია, ძილიანობა, ღებინება, იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

სუარონის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ნიმესულიდის 100 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, სიმულსოლი, ლიმონმჟავა უწყლო, მალტოდექსტრინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

მოქმედების მექანიზმი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.

ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

სუარონი

(NIMESULIDE)

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

შემადგენლობა

სუარონის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ნიმესულიდის 100 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, სიმულსოლი, ლიმონმჟავა უწყლო, მალტოდექსტრინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

მოქმედების მექანიზმი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.

ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება

სუარონი ინიშნება:

ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;

სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);

კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

უკუჩვენება

ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-სადმი მომატებული მგრძნობელობა;

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;

ორსულობა;

ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

უსაფრთხოების ზომები

სუარონი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს).

ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.

სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, ზუმ-25-ის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და, როგორც წესი, უკუპროცესულია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირებულია არტერიის სადინრის შევიწროების შემთხვევები ორსულობის მეორე ტრიმესტრში მკურნალობის დროს, რომელთა უმეტესობა ალაგდა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ამრიგად, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ზუმ-25-ის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობა მკაფიოდ აუცილებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ზუმ-25-ის გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მინიმალური და მკურნალობის ხანგრძლივობა - რაც შეიძლება მოკლე.

ორსულობის მე-20 კვირიდან მოყოლებული, ზუმ-25-ის მრავალდღიანი გამოყენებისას რეკომენდებულია ანტენატალური მონიტორინგი ოლიგოჰიდრამნიონისა და არტერიის სადინრის შევიწროების გამოვლენის მიზნით. ზუმ-25-ის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება ოლიგოჰიდრამნიონი ან არტერიის სადინრის შევიწროება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფს შეუქმნას შემდეგი რისკები:

  • კარდიოპულმონური ტოქსიურობის სინდრომი (არტერიის სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (როგორც ზემოთ აღწერილია).

რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:

  • სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი;
  • საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაგვიანებას ან გახანგრძლივებას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება გვერდითი ეფექტების გაძლიერებით ვლინდება: გულისრევა, აპათია, ძილიანობა, ღებინება, იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.

დოზირება და მიღების წესი

ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.

სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი:

სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა - 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.

ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;

ცნს-ის მხრივ: თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.

გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 100 მგ - პაკეტებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში 10 პაკეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა