სერტრალინი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: დიდი დეპრესიული ეპიზოდები. დიდი დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა. პანიკური აშლილობა, აგორაფობიით ან მის გარეშე. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) ზრდასრულებში, ბავშვებსა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. სოციალური შფოთვითი მდგომარეობა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სერტრალინი (sertraline)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043980
- რეგისტრირებულია
- 12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტიმულოტონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სერტრალინი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დიდი დეპრესიული ეპიზოდები. დიდი დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა.
პანიკური აშლილობა, აგორაფობიით ან მის გარეშე.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) ზრდასრულებში, ბავშვებსა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სოციალური შფოთვითი მდგომარეობა.
პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ სტიმულოტონი® თქვენი მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად შესრულებით.
თუ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
რეკომედნებული დოზა შეადგენს:
ზრდასრულები:
დეპრესია და ობსესურ-კომპულსური აშლილობები (ოკა)
დეპრესიის და ობსესურ-კომპულსური აშლილობების დროს ჩვეულებრივი ეფექტური დოზა შეადგენს 50მგ დღეში. ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-ით და არანაკლებ ერთი კვირის ინტერვალებით რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი დაავადებიდან და მკურნალობაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის თქვენთვის საჭირო ხანგრძლივობას. სიმპტომების გაუმჯობესება ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ 6 თვის განმავლობაში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვის მდგომარეობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი მდგომარეობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 25მგ დღეში და ერთი კვირის შემდეგ გაიზარდოს 50მგ-მდე დღეში. შემდგომში ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
ბავშვები და მოზარდები
სტიმულოტონი® უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ობსესურ-კომპულსური აშლილობებით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში 6-17 წლის ასაკამდე.
ობსესურ-კომპულსური აშლილობა
ბავშვები 6-დან 12 წლის ასაკამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეში. ერთი კვირის შემდეგ ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 50მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
მოზარდები 13-დან 17 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების არსებობისას აცნობეთ ამის შესახებ ექიმს და დაიცავით მისი მითითებები.
ექიმი გაცნობებთ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება. ეს დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე და მკურნალობაზე რეაქციაზე. ამან შეიძლება გასტანოს რამოდენიმე კვირამდეც, მანამდე, სანამ დაიწყება კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 6 თვის განმავლობაში.
მიღების წესი
ტაბლეტები სტიმულოტონის® მიღება შეიძლება კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში ერთხელ დილით ან საღამოს.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
თუ თქვენ მიიღეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები იმაზე მეტი, ვიდრე დანიშნულია
თუ შემთხვევით მიიღეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები ზედმეტი რაოდენობით დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დამხარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების ორიგინალი კოლოფი, იმისდამიუხედავად, სავსეა ის თუ ცარიელია.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სერტრალინის ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 8-ე ნაწილში.
თუ თქვენ ღებულობთ ან ახლახანს ღებულობდით სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი, ისეთებს, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან იმაო-ს მსგავს სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ლინეზოლიდი). თუ თქვენ შეწყვიტეთ სერტრალინით მკურნალობა, უნდა დაიცადოთ არანაკლებ ერთი კვირია, მაოი-ს მიღების დაწყებამდე. მაოი-თ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიცადოთ არანაკლებ 2 კვირა სერტრალინის მიღების დაწყებამდე.
თუ თქვენ ღებულობთ სამკურნალო საშუალებას, რომლის დასახელებაა პიმოზიდი (სამკურნალო საშუალება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც ფსიქოზია).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ სტიმულონის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ყველა პრეპარატი ერთნაირად არ ესადაგება პაცინტებს. პრეპარატ სტიმულონის® მიღების დაწყებამდე გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ნებისმიერი:
ეპილეფსია ან კრუნჩხვის შეტევები წარსულში. თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსიური შეტევები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიაკალური შეტევები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ გიჩნდებათ ან ადრე გიჩნდებოდათ თვითდაზიანების აზრები ან სუიციდური აზრები (იხ. ქვემოთ - სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი მდგომარეობის გაუარესება).
სეროტონინის სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს). იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომები შეიძლება წარმოიქმნას სერტრალინთან გარკვეული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღების დროს (სიმპტომები მოყვანილია მე-4-ე ნაწილში). თქვენი მკურნალი ექიმი შეგატყობინებთ, გქონდათ თუ არა ეს დაავადებები წარსულში.
თუ თქვენ დაქვეითებული გაქვთ ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში, ვინაიდან ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატ სტიმულონის® მიღების შედეგად. ასევე უნდა გააფრთხილოთ ექიმი ჰიპერტონიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ, ვინაიდან ასეთმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეცვალონ ნატრიუმის დონე სისხლში.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა (65 წელზე უფროსი), ვინაიდან არსებობს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირების რისკი. (იხ. ზევით).
ღვიძლის დაავადებები; თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ სტიმულონის® დოზის შემცირების შესახებ.
შაქრიანი დიაბეტი; შაქრის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეიცვალოს პრეპარატ სტიმულონის® ზეგავლენის ქვეშ. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზის დაზუსტება.
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება ან ღებულობთ სისხლის გამათხელებელ სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას ან ვარფარინს), რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, ან თუ ორსულად ხართ (იხ. ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თუ პაციენტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი ან მოზარდია. სტიმულონი ® შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. თუ ბავშვი მკურნალობს ამ დაავადებას, ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს ბავშვის მდგომარეობა ( იხ. ქვევით „პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში“).
თუ დანიშნული გაქვთ ელექტროშოკური თერაპია (ეშთ).
თუ გაქვთ თვალის დაავადებები, მაგალითად, გლაუკომის (თვალშიდა წნევის მატება) გარკვეული ტიპები.
შარდის სკრინინგულმა ტესტებმა იმუნოტესტების გამოყენებით ბენზოდიაზეპინების (დამამშვიდებელი პრეპარატების) გამოსავლენად პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სერტრალინს, შეიძლება მოგვცენ ცრუდადებითი შედეგები.
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გახანგრძლივებული გაქვთ QTინტერვალი (კარდიოგრამაზე).
თუ გაქვთ გულის დაავადება, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაქვეითებული დონე, დაქვეითებული გულისცემის სიხშირე (იშვიათი პულსი), თუ თქვენს ნათესავებს აღენიშნებოდათ მდგომარეობები QT-ს ინტერვალის გახანგრძლივებით ეკგ-ზე ან თუ თქვენ ამავდროულად ღებულობთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT-ს.
შფოთვა / აკატიზია
სერტრალინის გამოყენება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აკატიზიის განვითარებასთან (აღგზებული მდგომარეობა და მოძრაობის აუცილებლობა, ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა). მსგავსი მდგომარეობა ყველაზე ხშირად ვითარდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის მომატებამ შესაძლებელია მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ მსგავსი სიმპოტომები, ამიტომ ნახსენები სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მოხსნის რეაქციები
მოხსნის რეაქციები ხშირად ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა უეცრად იქნა შეწყვეტილი (იხ. ნაწილი 3 „თუ თქვენ შეწყვიტეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები მიღება“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზირებასა და დოზის შემცირების სიჩქარეზე. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი სიმპტომები მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ხასიათისაა. თუმცა, ზოგიერთ პაციენტთან ისინი შესაძლებელია იყოს უკიდურესად მძიმე. ჩვეულებისამებრ, ეს სიმპტომები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველ დღეებში. ხშირად ეს სიმპტომები თავისით ლაგდება და ქრება 2 კვირის განმავლობაში. ზოგ პაციენტთან შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე და მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზირების თანდათანობით შემცირება რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან პრეპარატის შეწყვეტის ოპტიმალური მეთოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი მდგომარეობის გაუარესება
თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი მდგომარეობა, შესაძლებელია დაგებადოთ აზრი საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა პროგრესირდებოდეს ანტიდეპრესანტების მიღების საწყის სტადიაზე, რადგან მსგავსი სამკურნალო საშუალებები არ იწყებენ მოქმედებას მაშინვე, არამედ ჩვეულებრივ ორი კვირის ან მეტი დროის განმავლობაში.
მსგავსი აზრები უფრო დიდი ალბათობით ვითარება:
თუ ადრეც გაწუხებდათ აზრები საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ.
თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი. კლინიკური კვლევების მონაცემებმა გვაჩვენა, რომ სუიციდური ქცევის მომატებული რისკის ჯგუფში შედიან ფსიქიური აშლილობით დაავადებული 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს.
თუ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის სურვილი გაწუხებთ ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
შესაძლოა უფრო სასარგებლო იყოს თუ მოუყვებით რომელიმე ნათესავს ან ახლობელ მეგობარს იმის შესახებ, რომ გაწუხებთ დეპრესია ან შფოთვითი მდგომარეობა და სთხოვოთ გაეცნონ მოცემულ ფურცელ-ჩანართს. შესაძლებელია ჯობდეს სთხოვოთ მათ გაცნობონ, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია და შფოთვითი მდგომარეობა უარესდება ან თუ კი ისინი შეშფოთებულნი არიან ცვლილებებით თქვენს საქციელში.
სექსუალური ფუნქციის დარღვევა
ისეთმა სამკურნალო საშუალებებმა, როგორიცაა სტიმულოტონი (ეგრეთ წოდებული სუსი), შეიძლება გამოიწვიონ სექსუალური ფუნქციის დარღვევების სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგ შემთხვევაში ეს სიმპტომები არ ქრებოდა მკურნალობის მოხსნის შემდეგ.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ჩვეულებრივ სერტრალინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, გარდა ობსესურ-კომპულსური აშლილობების მქონე პაციენტებისა. მოცემული კლასის პრეპარატების მიღება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში უკავშირდება არასასურველი ეფექტების რისკის სავარაუდო ზრდას, ისეთების, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესიულობა, ოპოზიციური ქცევა და განრისხება). ამისდამიუხედავად, ექიმს შეუძლია დანიშნოს სტიმულოტონი® 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში, თუ, ექიმის აზრით, ეს მისთვის სასარგებლო იქნება. თუ ექიმი დაუნიშნავს სტიმულოტონს® 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტს, და თქვენ გსურთ ამ საკითხვის განხილვა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. გარდა ამისა, ვალდებული ხართ შეატყობინოთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გამწვავების შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ სტიმულოტონს® . სერტრალინის ხანგრძლივი მიღების უსაფრთხოება ბავშვებისა და მოზარდების ზრდაზე, მომწიფებაზე, სწავლის უნარსა (კოგნიტური ფუნქცია) და ქცევაზე შეისწავლებოდა გრძელვადიან კვლევაში 6-16 წლამდე ასაკის 900 ბავშვისა და მოზარდის მონაწილეობით. დაკვირვება პაციენტებზე ტარდებოდა 3 წლის მანძილზე. შედეგად, დადგენილი იყო, რომ ბავშვებისა და მოზარდების განვითარება, სხეულის მასის უმნიშვნელო ზრდის გარდა ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატის უფრო მაღალ დოზებს, მიმდინარეობდა ნორმალურად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებიბის შესახებ, რომლებსაც იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატ სტიმულოტონის® ეფექტზე, ან სტიმულოტონმა® შეიძლება შეამციროს სხვა მედიკამენტების ეფექტურობა მათი ერთდროულად მიღების დროს.
პრეპარატ სტიმულოტონის® და შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები:
სამკურალო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), ისეთებს, როგორიცაა მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალო) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო), ასევე ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (სისხლში მეტჰემოგლობინის მომატებული დონის სამკურნალო) . სტიმულოტონი® არ უნდა იქნას მიღებული მაოი-სთან ერთდროულად.
ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ფსიქოზური მდგომარეობების სამკურნალო (პიმოზიდი). სტიმულოტონი® არ უნდა იქნას მიღებული პიმოზიდთან კომბინაციაში.
უნდა აცნობოთ ექიმს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ამფეტამინს (პრეპარატები ჰიპერაქტიულობასთან ერთდროულად ყურადღების დარღვევის სინდრომის, ნარკოლეფსიის (გადაულახავი დღის ძილიანობის) და ჭარბი წონის) სამკურნალო პრეპარატები;
მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum). კრაზანას მოქმედება შეიძლება გრძელდებოდეს 1-2 კვირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები;
ძლიერი ტკივილის სამკურნალო სამკურნალო საშუალებები (ოპოიდები, მაგალითად, ტრამადოლი, ფენტანილი);
ბუპრენოფინი (ოპოიდების შემცველი ნივთიერებებით გამოწვეული ნარკოტიკული დამოკიდებულების, ასევე ძლიერი ტკივილის სამკურნალო პრეპარატი), ასევე ბუპრენოფრინის ნალოქსონთან კომბინაცია (ოპოიდების შემცველი ნივთიერებებით
გამოწვეული ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ)
სამკურნალო საშუალებები ზოგადი ანესთეზიისა და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ფენტანილი, მივაკურიუმი და სუკსამეტონიუმი);
შაკიკის სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, სუმატრიპტანი);
სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებები (ვარფარინი);
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის კოლტების წარმოქმნას ( ტიკლოპიდინი);
ტკივილის/ართრიტის სამკურნალო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - აასს), ისეთები, როგორიცაა იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა;
სისხლის კოლტების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალებები (ტიკლოპიდინი)
სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);
შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები);
ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ტოლბუტამიდი);
კუჭის მჟავას სეკრეციის შემამცირებელი და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანზოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);
მანიაკალური აშლილობების და დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ლითიუმი);
დეპრესიის სხვა სამკურნალო საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ნეფაზოდონი);
შიზოფრენიის და სხვა ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები ( ისეთები, როგორიცაა პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);
ჰიპერტონიის, გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალო საშუალებები;
გულის შეკუმშვის სიხშირის და გულისცემის რიტმის მარეგულირებელი საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ვერაპამილი და დილთიაზემი)
ბაქტერიული ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებები (ისეთი ანტიბიოტიკები, რიგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ტელითრომიცინი, რიფამპიცინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);
სამკურნალო საშუალებები აივ/შიდსის ინფექციებისა და C ჰეპატიტის მკურნლობისთვის (პროტეაზების ინჰიბიტორები, მაგალითად, რიტონავირი, ტელაპრევირი);
სამკურნალო საშუალებები ოპერაციის შემდგომ ან ქიმიოთერაპიის შემდგომ გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ (აპრეპიტანტი)
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების წარმოქმნის რისკს (ისეთები, როგორიცაა ზოგიერთი ანტიფსიქოტური საშუალებები და ანტიბიოტიკები).
სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება საკვებთან , სასმელთან და ალკოჰოლთნ ერთად
სტიმულოტონის® ტაბლეტები მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
პრეპარატ სტიმულოტონით® მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
არ შეიძლება სერტრალინის გამოყენება გრეიფრუტის წვენთან ერთდროულად, რადგან გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდოს სერტრალინის დონე თქვენს ორგანიზმში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულებში სერტრალინის მიღების უსაფრთხოება არ არის ბოლომდე დადგენილი. სტიმულოტონი® უნდა დაინიშნოს ორსულებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის რომ პრეპარატის გამიყენების სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. სერტრალინის გამოყენების დროს რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი მეთოდი.
თუ თქვენ ღებულობთ სტიმულოტონს ორსულობის ბოლოს, მაშინ მშობიარიბის შემდეგ შეიძლება გაგეზარდოთ საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ წარსულში გქონდათ სისხლის შედედების პროცესის დარღვევები.
აუცილებელი სამედიცინო რჩევის მისაღებად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მეანი და/ან ექიმი ინფორმირებულნი არიან იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ სტიმულოტონს®.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებამ, როგორიცაა სტიმულოტონი®, შესაძლებელია გაზარდოს ნაყოფის მძიმე დაავადების განვითარების რისკი, კერძოდ ახალშობილს ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზია (აფმჰ), რომელიც იწვევს მისი სუნთქვის გახშირებას და კანის სილურჯეს. მოცემული სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვითარდება პირველი დღე-ღამის განმავლობაში ბავშვის დაბადების შემდეგ. თუ თქვენს შვილს განუვითარდა მსგავსი სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მეანს ან ექიმს.
ახალშობილებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც ვლინდება დაბადების შემდეგ პირველი დღე-ღამის განმავლობაში. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება:
სუნთქვის დარღვევა
კანის საფარის გალურჯება, ზედმეტად თბილი ან ზედმეტად ცივი კანი
ტუჩების გალურჯება
ღებინება ან ცვლილებები კვებაში
გამოხატული დაღლილობა, ძილის დარღვევა ან ხშირი ტირილი
რიგიდული ან მოდუნებული კუნთები
კანკალი, შფოთვა, კრუნჩხვები
რეფლექსების გაძლიერება
აღგზნებადობა
სისხლში შაქრის დონის შემცირება
თუ ბავშვს დაბადების შემდეგ განუვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი, ან თუ გაგიჩნდათ კითხვები თქვენი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მეანს.
ძუძუთი კვება
დამტკიცებულია, რომ სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. სტიმულოტონი ® შეიძლება დაენიშნოს მეძუძურ დედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ბავშვზე ზემოქმედების რისკს.
ფერტილობა
ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით სერტრალინის ტიპის პრეპარატებმა შეიძლება მოახდინონ არასასურველი ეფექტი სპერმის ხარისხზე.
თეორიულად ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, თუმცა ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედება დღემდე არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ისეთებს, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მკურნალობის დროს, მანამდე, ვიდრე არ იქნება დადგენილი რა სახით ახდენს მოცემული სამკურნალო საშუალება ზემოქმედებას მსგავსი საქმიანობის შესრულების უნარზე.
ნატრიუმის შემცველობა
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
გულისრევა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტს. გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება უწყვეტი მკურნალობის დროს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
ამ სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის წარმოქნმის შესახებ; შესაძლებელია მოცემული სიმპტომები სერიოზული აღმოჩნდეს.
თუ გაგიჩნდათ წყლულების წარმოქმნით თანმხლები კანისმიერი გამონაყარი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა (მულტიფორმული ერითემა). ეს შესაძლებელია იყო იმ დაავადების სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც სტივენ-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი(ტენ). ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა მკურნალობა უნდა შეწყვიტოს.
ალერგიული რეაქციები ან ალერგია, რომელიც მოიცავს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა კანის გამონაყარი და ქავილი, სუნთქვის გართულება, მსტვენავი სუნთქვა, ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება.
თუ განგივითარდათ შფოთვის გრძნობა, აღინიშნება გონების აღრევა, დიარეა, ცხელება (38˚C-ზე მეტი) და მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა და გულისცემის გახშირება. ეს არის სეროტონინული სინდრომის ან ავთვისებიან ნეიროლეპტურ სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევაში ეს სინდრომი შეიძლება წარმოიქმნას სერტრალინთან ერთდროულად გარკვეული სამკურნალო საშუალებების მიღებისას. შესაძლებელია თქვენმა მკურნალმა ექიმმა ექიმმა მიიღოს მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
თუ გაგიყვითლდათ კანი და თვალების სკლერა, რაც შეიძლება მოასწავებდეს ღვიძლის დაზიანებას.
თუ გივითარდებათ დეპრესიის სიმპტომები, აზრები საკუთარი თავის დაზიანების შესახებ ან სუიციდური აზრები.
თუ პრეპარატი სტიმულოტონის® მიღების დაწყების შემდეგ გაწუხებთ შფოთვის გრძნობა, არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე მშვიდად დგომა ან ჯდომა. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ შფოთვის გრძნობა.
თუ გქონდათ ეპილეფსიური შეტევები.
თუ გაქვთ დაავადების მანიაკალური ფაზა (იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
შემდეგი არასასურველი რეაქციები შეინიშნებოდა ზრდასრულებში კლინიკური კვლევების დროს და პოსტრეგისტრაციულ პერიოდში:
ძალიან ხშირი (უვითარდება 10-დან 1 ადამიანზე მეტს)
უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა,
თავის ტკივილი,
დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე,
ეაკულაციის დარღვევა,
დაღლილობა.
ხშირი (უვითარდება 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
სასუნთქი გზების ინფექციები, ყელის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან
მადის დაკარგვა (ანორექსია), მადის მომატება,
შფოთვა, დეპრესია, მოუსვენრობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება,აღგზნებადობა, უჩვეულო, უცნაური შეგრძნებები, ღამის კოშმარები, კბილების ღრჭიალი
კანკალი, მოძრაობების დარღვევა (ზედმეტად მოძრაობის მოთხოვნილება, კუნთების რიგიდობა, სიარულის მანერის დარღვევა, კუნთების სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაოობა)*, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, დაძაბულობა კუნთებში, უყურადღებობა, გემოს აღქმის შეცვლა
მხედველობის დარღვევა
ყურებში შუილი
ძლიერი გულისცემა
ალები
მთქნარება
დარღვევები კუჭის მხირდან, ყაბზობა, მუცლის ტკივილი,ღებინება, აირების დაგროვება ნაწლავებში (მეტეორიზმი)
ჭარბი ოფლის გამოყოფა, გამონაყარი კანზე
ტკივილი ზურგში, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში
არარეგულარული მენსტრუაციები, ერექტილური დისფუნქცია
ცუდად ყოფნა,მკერდის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება
წონაში მატება
ტრავმები
არახშირი ( უვითარდება არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან)
კუჭისა და ნაწლავების ანთება,
ყურის ინფექცია
წარმონაქმნები (სიმსივნეები)
ალერგია, სეზონური ალერგია
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემცირება
სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა*, ფსიქოტური აშლილობები, პათოლოგიური
აზროვნება, გულგრილობა, ჰალუცინაციები, აგრესია, პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა, პარანოია (ბოდვები დევნის შესახებ)
ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება (შეხების შეგრძნების), კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გულის წასვლა, მოძრაობის მომატებული მოთხოვნილება, შაკიკი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ადგომისას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა
გაფართოებული გუგები
ტკივილი ყურებში
გულისცემის გახშირება, დარღვევები გულის მხრივ
სისხლდენა (მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა)*, მომატებული არტერიული წნევა,
კანის გაწითლება, სისხლი შარდში
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა სტვენითი სუნთქვა;
კუპრისებრი განავალი, კბილების დაავადებები, საყლაპავის ანთება, ენის ანთება, ბუასილი,
ზედმეტი ნერწყვის გამოყოფა, ყლაპვის გაძნელება, გულძმარვა, ენის დაავადებები
შეშუპება თვალების ირგვლივ, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ქავილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში (კანზე მეწამული ლაქები), კანის დაავადება ბუშტუკების წარმოქმნით, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ცივი ოფლი
ოსტეოართრიტი (სახსრების ანთება), კუნთების თრთოლვა, კუნთების კრუნჩხვები*, კუნთების სისუსტე
გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა, შარდის მოცულობის მომატება, ღამის შარდვა
სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ინტენსიური მენსტრუალური სისხლდენა, საშოდან
სისხლდენა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა ქალებში
ქვედა კიდურების შეშუპება, შემცივნება, გართულებები სიარულის დროს, წყურვილი
ღვიძლის ფერმენტების მომატება, სხეულის წონის შემცირება
სერტრალინით მკურნალობის დროს ან მალევე მისი მოხსნის შემდეგ შემოდიოდა ინფორმაცია სუიციდური აზრებისა და სუიციდური საქციელის შესახებ (იხ. ნაწილი 2)
იშვიათი ( აღენიშნება 1 ადამიანს 1000-დან ):
დივერტიკულიტი (ანთება ან ინფექცია ნაწლავის კედლის ფოსოებში ან გამოზნექილობებში), ლიმფური კვანძების გადიდება, სისხლის პლასტინების რაოდენობის შემცირება*, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება*
მძიმე ალერგიული რეაქციები
ენდოკრინული (ჰორმონალური) დარღვევები
ქოლესტერინის მომატებული დონე, სისხლში შაქრის კონტროლის დარღვევა (დიაბეტი),
სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში შაქრის მაღალი დონე*, სისხლში ნატრიუმის შემცველობის შემცირება*
სტრესით ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, კოშმარული სიზმრები, წამალდამოკიდებულება, ლუნატიზმი, ნაადრევი ეაკულაცია;
კომა, არანორმალური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მომატებული მგრძნობელობა (შეხების შეგრძნება), უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რაც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (თავის ტვინში სისხლძარღვების შევიწროება)*,
მგრძნობელობის დარღვევა;
ლაქები თვალწინ, გლაუკომა (თვალში წნევის მომატება), გაორებული მხედველობა,
მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სისხლჩაქცევა თვალში, არათანაბარი ზომის გუგები*, არანორმალური მხედველობა*, საცრემლე სითხის გამოყოფის დარღვევა;
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების ნიშანი (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის შეკუმშვის რიტმის დარღვევა*, გულის შეკუმშვის სიხშირის შენელება;
სისხლის მიმოქცევის გაუარესება ზედა და ქვედა კიდურებში;
გახშირებული სუნთქვა, ფილტვის ქსოვილში ნაწიბურების გაჩენა (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)*, ლარინგოსპაზმი, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, სლოკინი
ფილტვების დაავადება, რომელიც ხასიათდება გარკვეული ტიპის (ეოზინოფილების) დიდი რაოდენობით სისხლის თეთრი უჯრედების გამოჩენით - ეოზინოფილური პნევმონია
პირის ღრუში წყლულების წარმოქმნა, პანკრეატიტი*, სისხლიანი განავალი, ენის წყლულები, პირის ღრუს ანთება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა*, კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე)*
კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ*, კანის შეშუპება*, თმის სტრუქტურის ცვლილებები, კანის სუნის ცვლილება, თმის ფოლიკულების ანთება
კუნთოვანი ქსოვილის დაშლა*, დარღვევები ძვლების მხრივ
შარდვის დაწყების გაძნელება, შარდვის გაუარესება
გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, ვაგინალური სიმშრალე, გამონადენი საშოდან, სასქესო ასოს და ჩუჩის მტკივნეული სიწითლე, სარძევე ჯირკვლების გადიდება*, გახანგრძლივებული მტკივნეული ერექცია
თიაქარი, წამლების მიმართ ამტანობის დაქვეითება
სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, ლაბორატორიული ტესტების შედეგების ცვლილებები*, სპერმის სითხის ცვლილებები, სისხლის შედედების დარღვევები*;
სისხლძარღვების გაფართოების პროცედურის ჩატარების აუცილებლობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება შეუძლებელია):
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას
ტრიზმი (საღეჭი კუნთების სპაზმი)*
ღამის შარდის შეუკავებლობა*
მშობიარობის შემდეგ მალევე ძლიერი სისხლდენა საშოდან(მშობიარობის შემდგომი სისხლდენა) (დეტალური ინფორმაცია მოყვანილია მე-2 ნაწილი " ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება").
- პოსტრეგისტრაციულ პერიოდში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები.
სხვა არასასურველი რეაქციები ბავშვებსა და მოზარდებში
ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით ზოგადად აღინიშნებოდა , ისეთივე გვერდითი ეფექტები, რაც მოზრდილებში (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იყო თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მოხსნის დროს
ამ პრეპარატის უეცარი მოხსნის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა, შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კანკალი (იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ სტიმულოტონის® მიღება“).
ამ ტიპის სამკურნალო საშუალების მიმღებ პაციენტებში აღინიშნებოდა ძვლის მოტეხილობების გაზრდილი რისკი.
არსებობს ცნობები, რომ ბენზოდიაზეპინების აღმოსაჩენად იმუნოტესტების გამოყენებით, შარდის სკრინინგის ტესტებმა პაციენტებში, რომლებიც ღებილობენ სერტრალინს, შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს
რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ სამკურნალო პრეპარატებზე, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით. ატყობინებთ რა არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ამით ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა ინახებოდეს პრეპარატი სტიმულოტონი® გარსით დაფარული ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
დაუშვებელია პრეპარატ სტიმულოტონი® გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება ხარისხის გაუარესების შემთხვევის აშკარა ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, ფერის შეცვლა).
ჭარბი დოზა
ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, გულის შეკუმშვის მომატებული სიხშირე, კანკალი, აღგზნებული მდგომარეობა, თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევაში გონების დაკარგვა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ სტიმულოტონის® ტაბლეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება, არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა შემდეგ დოზასთან ერთად. უბრალოდ მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დოზა საჭირო დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგან ამით ვერ შეძლებთ გამოტოვებული დოზის აღდგენას, მაგრამ გაზრდით დოზის გადაჭარბების რისკს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება
არ შეიძლება სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღების შეწყვეტა ექიმის მიერ შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე. თქვენი ექიმი თანდათანობით შეგიმცირებთს პრეპარატ სტიმულოტონის® დოზას რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე, სანამ თქვენ შეწყვეტთ სამკურნალო საშუალების მიღებას. ამ სამკურნალო საშუალების მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია გავნითარდეს გვერდითი მოვლენები, მაგალითად თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აღგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება და კანკალი. მსგავსი გვერდითი ეფექტების ან ნებისმიერი სხვა გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებული იქნება პრეპრატის მოხსნასთან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შემადგენლობა
- რას წარმოადგენს პრეპარატი სტიმულონი ® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის იღებენ მას
სტიმულონი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბუტორებს (სუსი). ეს სამკურნალო სამკურნალო საშუალებები გამოიყენება დეპრესიის/ შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.
პრეპარატი სტიმულონი® შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესიისა და დეპრესიის რეციდივების პროფილაქტიკისთვის (ზრდასრულებში).
სოციალური შფოთვის მდგომარეობების (ზრდასრულებში).
პოსტტრავმული სტრესული აშლილობების (პტსა) (ზრდასრულებში).
პანიკური აშლილობების (ზრდასრულებში).
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების (ოკა) (ზრდასრულებში, 6-17 წლის ბავშვებში და მოზარდებში).
დეპრესია წარმოადგენს კლინიკურ დაავადებას შემდეგი სიმპტომებით: მოწყენილობის გრძნობა, ძილის დარღვევა ან ადრე არარსებული უკმაყოფილება ცხოვრებით.
ოკა და პანიკური აშლილობები წარმოადგენენ იმ დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან, რომელთა სიმპტომებია განმეორებადი აკვიატებული იდეები, რაც უბიძგებს განმეორებადი „რიტუალური“ მოქმედების ჩადენას (კომპულსიური ბიძგი).
პტსა არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მძიმე ემოციურად ტრავმული შემთხვევის შემდეგ, ზოგიერთი თანმდევი სიმპტომით, რომლებიც დეპრეციისა და შფოთვითი მდგომარეობის მსგავსია.
სოციალური შფოთვის მდგომარეობები (სოციალური ფობია) წარმოადგენს დაავადებას, რომელიც ხასიათდება ძლიერი შფოთვის ან აშლილობის გრძნობით სოციალურ სიტუაციებში (მაგალითად: უცნობ ხალხთან ლაპარაკი, ადამიანთა ჯგუფის წინ გამოსვლა, საკვების მიღება უცხო ხალხის თანდასწრებით ან წუხილი საკუთარ საქციელზე და სიმორცხვე).
თქვენმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს სამკურნალო საშუალება ხელს შეუწყობს თქვენი დაავადების განკურნებას.
პრეპარატ სტიმულონის® დანიშვნასთან დაკავშირებით ეჭვების გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოანალეპტიკები, ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი), ათქ კოდი: N06AB06
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
სერტრალინი in vitro წარმოადგენს ნეირონული სეროტონინის (5 HT) უკუმიტაცების ძლიერ, სპეციფიკურ ინჰიბიტორს, რაც იწვევს 5-HT-ის მოქმედების პოტენცირებას ცხოველებში. იგი ძალიან სუსტად მოქმედებს ნორადრენალინისა და დოპამინის უკუმიტაცებაზე. თერაპიულ დოზებში სერტრალინი ბლოკავს ადამიანის თრომბოციტებით სეროტონინის უკუმიტაცებას. ის არ ახდენს მასტიმულირებელ, სედაციურ ან ანტიქოლინერგულ და კარდიოტოქსიკურ მოქმედებას, რაც დადასტურებულია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კონტროლირებად კვლევებში სერტრალინის შეყვანის შემდეგ არ ყოფილა დაფიქსირებული სედაციურ ეფექტი და ფსიქომეტრული ფუნქციების ცვლილება. 5-HT-ის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბირების წყალობით სერტრალინი არ აძლიერებს კატექოლამინერგულ მოქმედებას. სერტრალინი არ ამჟღავნებს აფინობას მუსკარინული (ქოლინერგიული), სეროტონინერგული, დოფამინერგიული, ადრენერგიული, ჰისტამინერგიული, გამა-ამინოერბოს მჟავის ან ბეზოდიაზეპინური რეცეპტორების მიმართ. სერტრალინის ხანგრძლივი გამოყენება ცხოველებში დაკავშირებული იყო თავის ტვინის ნორეპინეფრინული რეცეპტორების რეგულაციის დაქვეითებასთან, რაც აღინიშნებოდა სხვა კლინიკურად ეფექტურ ანტიდეპრესანტებთან და ანტიობსესიურ სამკურნალო პრეპარატებთანაც.
სერტრალინისთვის არ არის დამახასიათებელი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ადამიანებში სერტრალინის, ალპრაზოლამის და დ-ამფეტამინის შედარებითი ადიქტოგენური პოტენციალის პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგად ბრმა რანდომიზირებულ კვლევებში სერტრალინს არ ჰქონდა დადებითი სუბიექტური ეფექტი, რომელიც მიუთითებდა ადიქტოგენურ პოტენციალზე. პირიქით, კვლევას დაქვემდებარებულმა სუბიექტებმა შეაფასეს როგორც ალპრაზოლამი, ისევე დ-ამფეტამინი მნიშვნელოვნად უფრო მეტად, ვიდრე პლაცებო, პრეპარატის მიმართ მიდრეკილების, ეიფორიის და ადიქტოგენური პოტენციალის მაჩვენებლებით. სერტრალინი არ იწვევს სტიმულაციას და შფოთვის გრძნობას, რაც დამახასიათებელია დ-ამფეტამინისთვის, და არც სედაციას და ფსიქომოტორულ დარღვევებს, რაც დამახასიათებელია ალპრაზოლამისთვის. სერტრალინი არ ასრულებს დადებითი სტიმულის ფუნქციას რეზუს-მაკაკებში, რომლებსაც ასწავლეს კოკაინის დამოუკიდებლად შეყვანა და არ ცვლის არც დ-ამფეტამინს და არც პენტობარბიტალს როგორც დისკრიმინაციული სტიმული მაკაკა-რეზუსებისთვის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დიდი დეპრესიული აშლილობა
ჩატარებული იყო კვლევა, სადაც მონაწილეობდნენ ამბულატორიული პაციენტები დიაგნოსტირებული დეპრესიით, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე პირველადი 8 კვირიანი ღია ფაზის მკურნალობის ბოლოს, იღებდნენ რა სერტრალინს დღეში 50-200 მგ დოზით . ეს პაციენტები (n=295) რანდომიზირებულნი იყვნენ 44 კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევის გასაგრძელებლად სერტრალინის დღეში 50-200 მგ დოზის და პლაცებოს შესასწავლად. რეციდივების სიხშირის სტატისიკურად მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნებოდა სერტრალინის მიმღებ პაციენტებში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. საშუალო დოზამ პაციენტებისთვის, რომლებმაც დაასრულეს კვლევა, შეადგინა 70 მგ დღეში. მკურნალობაზე რეაქციის მქონე პაციენტების პროცენტი (განისაზღვრება იმ პაციენტების რაოდენობიდან, ვისაც არ ჰქონდათ რეციდივი), რომლებიც იღებდნენ მკურნალობას სერტრალინით და პლაცებოთი, შეადგინა 83,4% და 60,8% შესაბამისად.
პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)
პაციენტთა საერთო რაოდენობის პტსა-ს სამი კვლევის გაერთიანებული მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ საპასუხო რეაქციის მაჩვენებლები მამაკაცებში იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ქალებში. ორ დადებით საერთო კვლევაში მამაკაცებისა და ქალების რეაქცია სერტრალინით მკურნალობაზე პლაცებოსთან შედარებით იყო თითქმის ერთნაირი (ქალები: 57,2% vs 34,5%; მამაკაცები: 53,9% vs 38,2%). გაერთიანებულ საერთო კვლევებში მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტების რაოდენობამ შეადგინა 184 და 430 შესაბამისად, და ამიტომ, შედეგები ქალებში უფრო მრავალრიცხვანი აღმოჩნდა, ხოლო მამაკაცებს საწყის მდგომარეობაში უფიქსირდებოდათ სხვა პარამეტრებიც (პრეპარატების ბოროტად გამოყენების უფრო ხშირი შემთხვევები, უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ტრავმის წყარო და ა.შ.), რომელთაც შეეძლოთ ეფექტურობაზე ზეგავლენის მოხდენა.
გულის ელექტროფიზიოლოგია
QTс-ს სპეციალურ კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ სუპერთერაპიულ დოზებს (400 მგ/დღე-ღამეში, რაც ორჯერ აღემატება რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას) და იმყოფებოდნენ წონასწორობის მდგომარეობაში, პრეპარატის მიღებიდან 4 საათის შემდეგ სერტრალინის ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში QTcF-ს მნიშვნელობებს შორის უმცირესი კვადრატების მეთოდით განსაზღვრული საშუალო სხვაობების (11.666 მწმ) ორმხრივი 90% ნდობის ინტერვალის (ნი) ზედა ზღვარი აღემატებოდა წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს-10 მწმ-ს. პასუხის/ სისტემური ზემოქმედების ანალიზმა დაადგინა QTcF-სა და სერტრალინის პლაზმაში კონცენტრაციას[0.036 მწმ/(ნგ/მლ); p <0.0001] შორის დადებითი ურთიერთკავშირი. სისტემური ზემოქმედების/პასუხის ანალიზის შედეგების საფუძველზე QTcF-ს კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივების (წინასწარ განსაზღვრული 90% ნი-ითვის, რომელიც აღემატება 10 მწმ-ს) ზღვარს წარმოადგენს Смах-ის მნიშვნელობა, რომელიც 2,6 ჯერ აღემატება Смах-ის საშუალო მნიშვნელობას (86 ნგ/მლ) სერტრალინის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (200 მგ/დღე-ღამეში) მიღების შემდეგ (იხ. პუნქტები 4.4, 4,5, 4,8 და 4,9).
ოკა ბავშვებში
სერტრალინის (50-200 მგ/დღეში) უსაფრთხოება და ეფექტურობა შეისწავლებოდა ოკა-ს მქონე ამბულატორიულ პედიატრიულ პაციენტებში (6-12 წლის ბავშვებსა და 13-17 წლის მოზარდებში), რომელთაც არ ჰქონდათ დეპრესია. პლაცებო-კონტროლირებადი, ცალმხრივი, ბრმა ერთკვირიანი კვლევის შემდეგ პაციენტებს დაენიშნათ არარეგულარული მკურნალობა სერტრალინით ან პლაცებოთი, მოქნილი დოზირებით 12 კვირის განმავლობაში. ბავშვებს (6-12 წელი) თავდაპირველად დაენიშნათ მკურნალობა 25 მგ დოზით. პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ სერტრალინს, აჩვენეს სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, იელ-ბრაუნის ობსესიურ-კომპულსური სინდრომის შკალას CY-BOCS (p=0,005), აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის გლობალურ ობსესიურ-კომპულსური სინდრომის შკალასა (p=0,019) და გაუმჯობესების საერთო კლინიკური შთაბეჭდილების შკალას მიხედვით (p=0,002). გარდა ამისა, სერტრალინის ჯგუფში აღინიშნებოდა უფრო მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ტენდენცია პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, და ასევე მძიმე დაავადების საერთო კლინიკური შთაბეჭდილების შკალაზე (p=0,089). რაც შეეხება CY-BOCS შკალას, ქულების რაოდენობა, რომელიც ახასიათებს საშუალო საწყის მდგომარეობას და მის ცვლილებას პლაცებოს ჯგუფში შესაბამისად შეადგინა 22,25±6,15 და -3,4±0,82, მაშინ როცა სერტრალინის ჯგუფის ანალოგიურმა მაჩვენებლებმა შეადგინა 23,36±4,56 და -6,8±0,87 შესაბამისად. რეტროსპექტიულ post hoc ანალიზში, რესპოდენტების რაოდენობამ, რომელთაც ჰქონდათ 25%-იანი ან მეტი შემცირება CY-BOCs-ის (ეფექტურობის პირველადი საზომი) შკალის მიხედვით საწყისი მდგომარეობიდან პირველად წერტილამდე, შეადგინა 53%-ს სერტრალინის მიმღებთა ჯგუფში, 37% შედარებით პლაცებოს ჯგუფში (p=0.03).
არასრულწლოვან პაციენტებში უსაფრთოხებისა და ეფექტურობის გრძელვადიანი მონაცემები არ მოიპოვება.
წლამდე ასაკის ბავშვებში მონაცემები არ მოიპოვება.
SPRITES უსაფრთხოების პოსტრეგისტრაციული კვლევები
ჩატარებული იყო უსაფრთხოების დაკვირვებითი პოსტრეგისტრაციული კვლევა 6-დან 16 წლამდე ასაკის 941 პაციენტის მონაწილეობით სერტრალინით (ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში და მის გარეშე) მკურნალობის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესაფასებლად კოგნიტიური, ემოციური, ფიზიკური და პუბერტატული მომწიფების ფსიქოთერაპიასთან შედარებით 3 წლამდე ხანგრძლივობით. ეს კვლევა აგრეთვე ჩატარდა კლინიკური პრაქტიკის პირობებში ბავშვებსა და მოზარდებში ოკა-ს, დეპრესიის ან სხვა შფოთვითი აშლილობების პირველადი დიაგნოზით, და მასში ფასდებოდა კოგნიტიური ფუნქცია [შეფასება ციფრებისა და ასოების შეერთების ტესტისა (ნაწილი B) და მეტაკოგნიტიური ინდექსის მიხედვით ბავშვებში პროგრამირებისა და კონტროლის ფუნქციის შეფასების კითხვარიდან (Behaviour Rating Inventory of Executive Function — BRIEF), საქციელის / ემოციების კონტროლი (შეფასება საქციელის კონტროლის ინდექსის მიხედვით BRIEF-ის კითხვარიდან) და ფიზიკური/პროპუბერტატული მომწიფება (შეფასება ზრდის სტანდარტიზებული ინდექსის /სხეულის მასის/მასის ინდექსისა და ტანერის სკალას მიხედვით)]. სერტრალინი მიღებულია ბავშვთა ასაკის პაციენტებთან გამოსაყენებლად მხოლოდ 6 წლისა და უფროსი ასაკის ოკა-ს მქონე ბავშვებში (იხ. პუნქტი „ გამოყენების ჩვენებები“).
ეფექტურობის ყველა ძირითადი კრიტერიუმის სტანდარტიზაციამ ასაკისა და სქესის ნორმალური მნიშვნელობების საფუძველზე გვაჩვენა, რომ საერთო შედეგები შეესაბამებოდა ნორმალურ განვითარებას. ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, სხეულის მასის გარდა, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. სხეეულის სტანდარტიზებული მასისთვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება აღინიშნებოდა შედარებითი ანალიზების შედეგებში, თუმცა სხეულის მასის ცვლილებების გაამოხატულება უმნიშვნელო იყო [სტანდარტირებული z-მნიშვნელობების საშუალო (СО) ცვლილება <0,5 СО]. სხეულის მასა იზრდებოდა პრეპარატის დოზიდან გამომდინარე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ადამიანის მიერ 50-200მგ დოზის დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში სერტრალინის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 4,5-8,4 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს სერტრალინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
მოცირკულირე პრეპარატის პლაზმურ ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 98%-ს.
ბიოტრანსფორმაცია
სერტრალინი ექვემდებარება ღვიძლში “პირველადი გავლის” ინტენსიურ მეტაბოლიზმს.
კლინიკური კვლევებისა და in vitro კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სერტრალინი მეტაბოლიზდება მრავალი გზით CYP3A4, CYP2C19 (იხ. პუნქტი 4.5) ფერმენტებისა და CYP2B6 ციტოქრომის მეშვეობით. In vitro პირობებში სერტრალინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი დესმეთილსერტრალინი წარმოადგენენ P- გლიკოპროტეინების სუბსტრატებს.
გამოყოფა
სერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 26 საათს (22-36 საათი). საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით, ხდება ორმაგი აკუმულაცია წონასწორებრივი კონცენტრაციის მისაღწევად, რომელიც მიიღწევა რეგულარული მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ. N-დესმეთილსერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 62-104 საათს. სერტრალინი და N-დისმეთილსერტრალინი აქტიურად მეტაბოლიზირდებიან ადამიანის ორგანიზმში, ხოლო მიღებული მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფიან განავალთან და შარდთან ერთად. სერტრალინის მხოლოდ მცირე ნაწილი (<0,2%) გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ხაზოვნება/არახაზოვნება
სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა 50-200მგ დოზების ინტერვალში არის ხაზოვანი.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
ბავშვები და მოზარდები ოკა-ით
სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა 6-12 წლის ასაკის 29 პაციენტთან და 13-17 წლის ასაკის 32 პაციენტთან. პაციენტები ყოველდღიურად, 32 დღის განმავლობაში ღებულობდნენ თანდათან ზრდად დოზას 200 მგ-მდე, საწყისი დოზით 25მგ და ნამატით 25 მგ-ით, ან 50მგ საწყისი დოზით და ნამატით 50მგ-ით. 25 მგ-იანი და 50 მგ-იანი დოზირების სქემები უზრუნველყოფდნენ თანაბარ ამტანობას. წონასწორული მდგომარეობის დროს 200-მგ დოზისთვის სერტრალინის შემცველობის დონე 6-12 წლის პაციენტების პლაზმაში დაახლოებით 35%-ით მეტი იყო 13-17 წლიან ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით და 21%-ით მეტი, ვიდრე ზრდასრული პაციენტების საკონტროლო ჯგუფში. კლირენსის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობა ბიჭებსა და გოგოებში არ აღინიშნებოდა. ამრიგად, ბავშვების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სხეულის მცირე წონით, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა და 25მგ-ით დოზის მომატება.
მოზარდებში დოზირება შეიძლება არ განსხვავდებოდეს ზრდასრული პაციენტების დოზირებისგან.
მოზარდები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები
მოზარდებში ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 18-65 წლის ზრდასრულების შესაბამისი პროფილისგან.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში სერტრალინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება უფრო დიდხანს, ხოლო AUC-ის მნიშვნელობა იზრდებოდა სამჯერ (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობა, არ აღენიშნებოდათ სერტრალინის მნიშვნელოვანი აკუმულაცია.
ფარმაკოგენომიკა
CYP2C19-ის ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებს სერტრალინის დონე სისხლის პლაზმაში იყო 50%-ით მეტი, ვიდრე სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პაცინტებში. ამის კლინიკურ მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ, მკურნალობაზე კლინიკური პასუხის საფუძველზე, პაციენტებისთვის აუცილებელია დოზის ტიტრაციის ჩატარება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
სტიმულონი®
გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ, 100 მგ
(სერტრალინი)
მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ დაავადების იგივე სიმპტომები.
თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს პრეპარატი სტიმულონი® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის იყენებენ მას
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სტიმულონი ® გარსით დაფარული ტაბლეტების შესახებ გამოყენების დაწყებამდე
- როგორ უნდა გამოიყენო სტიმულონი ® გარსით დაფარული ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი სტიმულონი® გარსით დაფარული ტაბლეტები
- ვარგისობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი სტიმულონი ® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის იღებენ მას
სტიმულონი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბუტორებს (სუსი). ეს სამკურნალო სამკურნალო საშუალებები გამოიყენება დეპრესიის/ შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.
პრეპარატი სტიმულონი® შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესიისა და დეპრესიის რეციდივების პროფილაქტიკისთვის (ზრდასრულებში).
სოციალური შფოთვის მდგომარეობების (ზრდასრულებში).
პოსტტრავმული სტრესული აშლილობების (პტსა) (ზრდასრულებში).
პანიკური აშლილობების (ზრდასრულებში).
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების (ოკა) (ზრდასრულებში, 6-17 წლის ბავშვებში და მოზარდებში).
დეპრესია წარმოადგენს კლინიკურ დაავადებას შემდეგი სიმპტომებით: მოწყენილობის გრძნობა, ძილის დარღვევა ან ადრე არარსებული უკმაყოფილება ცხოვრებით.
ოკა და პანიკური აშლილობები წარმოადგენენ იმ დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან, რომელთა სიმპტომებია განმეორებადი აკვიატებული იდეები, რაც უბიძგებს განმეორებადი „რიტუალური“ მოქმედების ჩადენას (კომპულსიური ბიძგი).
პტსა არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მძიმე ემოციურად ტრავმული შემთხვევის შემდეგ, ზოგიერთი თანმდევი სიმპტომით, რომლებიც დეპრეციისა და შფოთვითი მდგომარეობის მსგავსია.
სოციალური შფოთვის მდგომარეობები (სოციალური ფობია) წარმოადგენს დაავადებას, რომელიც ხასიათდება ძლიერი შფოთვის ან აშლილობის გრძნობით სოციალურ სიტუაციებში (მაგალითად: უცნობ ხალხთან ლაპარაკი, ადამიანთა ჯგუფის წინ გამოსვლა, საკვების მიღება უცხო ხალხის თანდასწრებით ან წუხილი საკუთარ საქციელზე და სიმორცხვე).
თქვენმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს სამკურნალო საშუალება ხელს შეუწყობს თქვენი დაავადების განკურნებას.
პრეპარატ სტიმულონის® დანიშვნასთან დაკავშირებით ეჭვების გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სტიმულონი ® გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე
არ მიიღოთ ტაბლეტები სტიმულონი®
თუ გაქვთ ალერგია სერტრალინის ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 8-ე ნაწილში.
თუ თქვენ ღებულობთ ან ახლახანს ღებულობდით სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი, ისეთებს, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან იმაო-ს მსგავს სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ლინეზოლიდი). თუ თქვენ შეწყვიტეთ სერტრალინით მკურნალობა, უნდა დაიცადოთ არანაკლებ ერთი კვირია, მაოი-ს მიღების დაწყებამდე. მაოი-თ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიცადოთ არანაკლებ 2 კვირა სერტრალინის მიღების დაწყებამდე.
თუ თქვენ ღებულობთ სამკურნალო საშუალებას, რომლის დასახელებაა პიმოზიდი (სამკურნალო საშუალება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც ფსიქოზია).
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატ სტიმულონის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ყველა პრეპარატი ერთნაირად არ ესადაგება პაცინტებს. პრეპარატ სტიმულონის® მიღების დაწყებამდე გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ნებისმიერი:
ეპილეფსია ან კრუნჩხვის შეტევები წარსულში. თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსიური შეტევები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიაკალური შეტევები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ გიჩნდებათ ან ადრე გიჩნდებოდათ თვითდაზიანების აზრები ან სუიციდური აზრები (იხ. ქვემოთ - სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი მდგომარეობის გაუარესება).
სეროტონინის სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს). იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომები შეიძლება წარმოიქმნას სერტრალინთან გარკვეული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღების დროს (სიმპტომები მოყვანილია მე-4-ე ნაწილში). თქვენი მკურნალი ექიმი შეგატყობინებთ, გქონდათ თუ არა ეს დაავადებები წარსულში.
თუ თქვენ დაქვეითებული გაქვთ ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში, ვინაიდან ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატ სტიმულონის® მიღების შედეგად. ასევე უნდა გააფრთხილოთ ექიმი ჰიპერტონიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ, ვინაიდან ასეთმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეცვალონ ნატრიუმის დონე სისხლში.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა (65 წელზე უფროსი), ვინაიდან არსებობს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირების რისკი. (იხ. ზევით).
ღვიძლის დაავადებები; თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ სტიმულონის® დოზის შემცირების შესახებ.
შაქრიანი დიაბეტი; შაქრის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეიცვალოს პრეპარატ სტიმულონის® ზეგავლენის ქვეშ. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზის დაზუსტება.
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება ან ღებულობთ სისხლის გამათხელებელ სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას ან ვარფარინს), რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, ან თუ ორსულად ხართ (იხ. ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თუ პაციენტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი ან მოზარდია. სტიმულონი ® შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. თუ ბავშვი მკურნალობს ამ დაავადებას, ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს ბავშვის მდგომარეობა ( იხ. ქვევით „პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში“).
თუ დანიშნული გაქვთ ელექტროშოკური თერაპია (ეშთ).
თუ გაქვთ თვალის დაავადებები, მაგალითად, გლაუკომის (თვალშიდა წნევის მატება) გარკვეული ტიპები.
შარდის სკრინინგულმა ტესტებმა იმუნოტესტების გამოყენებით ბენზოდიაზეპინების (დამამშვიდებელი პრეპარატების) გამოსავლენად პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სერტრალინს, შეიძლება მოგვცენ ცრუდადებითი შედეგები.
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გახანგრძლივებული გაქვთ QTინტერვალი (კარდიოგრამაზე).
თუ გაქვთ გულის დაავადება, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაქვეითებული დონე, დაქვეითებული გულისცემის სიხშირე (იშვიათი პულსი), თუ თქვენს ნათესავებს აღენიშნებოდათ მდგომარეობები QT-ს ინტერვალის გახანგრძლივებით ეკგ-ზე ან თუ თქვენ ამავდროულად ღებულობთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT-ს.
შფოთვა / აკატიზია
სერტრალინის გამოყენება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აკატიზიის განვითარებასთან (აღგზებული მდგომარეობა და მოძრაობის აუცილებლობა, ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა). მსგავსი მდგომარეობა ყველაზე ხშირად ვითარდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის მომატებამ შესაძლებელია მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ მსგავსი სიმპოტომები, ამიტომ ნახსენები სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მოხსნის რეაქციები
მოხსნის რეაქციები ხშირად ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა უეცრად იქნა შეწყვეტილი (იხ. ნაწილი 3 „თუ თქვენ შეწყვიტეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები მიღება“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზირებასა და დოზის შემცირების სიჩქარეზე. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი სიმპტომები მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ხასიათისაა. თუმცა, ზოგიერთ პაციენტთან ისინი შესაძლებელია იყოს უკიდურესად მძიმე. ჩვეულებისამებრ, ეს სიმპტომები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველ დღეებში. ხშირად ეს სიმპტომები თავისით ლაგდება და ქრება 2 კვირის განმავლობაში. ზოგ პაციენტთან შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე და მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზირების თანდათანობით შემცირება რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან პრეპარატის შეწყვეტის ოპტიმალური მეთოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი მდგომარეობის გაუარესება
თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი მდგომარეობა, შესაძლებელია დაგებადოთ აზრი საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა პროგრესირდებოდეს ანტიდეპრესანტების მიღების საწყის სტადიაზე, რადგან მსგავსი სამკურნალო საშუალებები არ იწყებენ მოქმედებას მაშინვე, არამედ ჩვეულებრივ ორი კვირის ან მეტი დროის განმავლობაში.
მსგავსი აზრები უფრო დიდი ალბათობით ვითარება:
თუ ადრეც გაწუხებდათ აზრები საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ.
თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი. კლინიკური კვლევების მონაცემებმა გვაჩვენა, რომ სუიციდური ქცევის მომატებული რისკის ჯგუფში შედიან ფსიქიური აშლილობით დაავადებული 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს.
თუ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის სურვილი გაწუხებთ ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
შესაძლოა უფრო სასარგებლო იყოს თუ მოუყვებით რომელიმე ნათესავს ან ახლობელ მეგობარს იმის შესახებ, რომ გაწუხებთ დეპრესია ან შფოთვითი მდგომარეობა და სთხოვოთ გაეცნონ მოცემულ ფურცელ-ჩანართს. შესაძლებელია ჯობდეს სთხოვოთ მათ გაცნობონ, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია და შფოთვითი მდგომარეობა უარესდება ან თუ კი ისინი შეშფოთებულნი არიან ცვლილებებით თქვენს საქციელში.
სექსუალური ფუნქციის დარღვევა
ისეთმა სამკურნალო საშუალებებმა, როგორიცაა სტიმულოტონი (ეგრეთ წოდებული სუსი), შეიძლება გამოიწვიონ სექსუალური ფუნქციის დარღვევების სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგ შემთხვევაში ეს სიმპტომები არ ქრებოდა მკურნალობის მოხსნის შემდეგ.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ჩვეულებრივ სერტრალინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, გარდა ობსესურ-კომპულსური აშლილობების მქონე პაციენტებისა. მოცემული კლასის პრეპარატების მიღება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში უკავშირდება არასასურველი ეფექტების რისკის სავარაუდო ზრდას, ისეთების, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესიულობა, ოპოზიციური ქცევა და განრისხება). ამისდამიუხედავად, ექიმს შეუძლია დანიშნოს სტიმულოტონი® 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში, თუ, ექიმის აზრით, ეს მისთვის სასარგებლო იქნება. თუ ექიმი დაუნიშნავს სტიმულოტონს® 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტს, და თქვენ გსურთ ამ საკითხვის განხილვა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. გარდა ამისა, ვალდებული ხართ შეატყობინოთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გამწვავების შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ სტიმულოტონს® . სერტრალინის ხანგრძლივი მიღების უსაფრთხოება ბავშვებისა და მოზარდების ზრდაზე, მომწიფებაზე, სწავლის უნარსა (კოგნიტური ფუნქცია) და ქცევაზე შეისწავლებოდა გრძელვადიან კვლევაში 6-16 წლამდე ასაკის 900 ბავშვისა და მოზარდის მონაწილეობით. დაკვირვება პაციენტებზე ტარდებოდა 3 წლის მანძილზე. შედეგად, დადგენილი იყო, რომ ბავშვებისა და მოზარდების განვითარება, სხეულის მასის უმნიშვნელო ზრდის გარდა ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატის უფრო მაღალ დოზებს, მიმდინარეობდა ნორმალურად.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სტიმულოტონი® ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებიბის შესახებ, რომლებსაც იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატ სტიმულოტონის® ეფექტზე, ან სტიმულოტონმა® შეიძლება შეამციროს სხვა მედიკამენტების ეფექტურობა მათი ერთდროულად მიღების დროს.
პრეპარატ სტიმულოტონის® და შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები:
სამკურალო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), ისეთებს, როგორიცაა მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალო) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო), ასევე ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (სისხლში მეტჰემოგლობინის მომატებული დონის სამკურნალო) . სტიმულოტონი® არ უნდა იქნას მიღებული მაოი-სთან ერთდროულად.
ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ფსიქოზური მდგომარეობების სამკურნალო (პიმოზიდი). სტიმულოტონი® არ უნდა იქნას მიღებული პიმოზიდთან კომბინაციაში.
უნდა აცნობოთ ექიმს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ამფეტამინს (პრეპარატები ჰიპერაქტიულობასთან ერთდროულად ყურადღების დარღვევის სინდრომის, ნარკოლეფსიის (გადაულახავი დღის ძილიანობის) და ჭარბი წონის) სამკურნალო პრეპარატები;
მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum). კრაზანას მოქმედება შეიძლება გრძელდებოდეს 1-2 კვირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები;
ძლიერი ტკივილის სამკურნალო სამკურნალო საშუალებები (ოპოიდები, მაგალითად, ტრამადოლი, ფენტანილი);
ბუპრენოფინი (ოპოიდების შემცველი ნივთიერებებით გამოწვეული ნარკოტიკული დამოკიდებულების, ასევე ძლიერი ტკივილის სამკურნალო პრეპარატი), ასევე ბუპრენოფრინის ნალოქსონთან კომბინაცია (ოპოიდების შემცველი ნივთიერებებით
გამოწვეული ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ)
სამკურნალო საშუალებები ზოგადი ანესთეზიისა და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ფენტანილი, მივაკურიუმი და სუკსამეტონიუმი);
შაკიკის სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, სუმატრიპტანი);
სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებები (ვარფარინი);
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის კოლტების წარმოქმნას ( ტიკლოპიდინი);
ტკივილის/ართრიტის სამკურნალო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - აასს), ისეთები, როგორიცაა იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა;
სისხლის კოლტების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალებები (ტიკლოპიდინი)
სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);
შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები);
ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ტოლბუტამიდი);
კუჭის მჟავას სეკრეციის შემამცირებელი და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანზოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);
მანიაკალური აშლილობების და დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ლითიუმი);
დეპრესიის სხვა სამკურნალო საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ნეფაზოდონი);
შიზოფრენიის და სხვა ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები ( ისეთები, როგორიცაა პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);
ჰიპერტონიის, გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალო საშუალებები;
გულის შეკუმშვის სიხშირის და გულისცემის რიტმის მარეგულირებელი საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ვერაპამილი და დილთიაზემი)
ბაქტერიული ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებები (ისეთი ანტიბიოტიკები, რიგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ტელითრომიცინი, რიფამპიცინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);
სამკურნალო საშუალებები აივ/შიდსის ინფექციებისა და C ჰეპატიტის მკურნლობისთვის (პროტეაზების ინჰიბიტორები, მაგალითად, რიტონავირი, ტელაპრევირი);
სამკურნალო საშუალებები ოპერაციის შემდგომ ან ქიმიოთერაპიის შემდგომ გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ (აპრეპიტანტი)
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების წარმოქმნის რისკს (ისეთები, როგორიცაა ზოგიერთი ანტიფსიქოტური საშუალებები და ანტიბიოტიკები).
სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება საკვებთან , სასმელთან და ალკოჰოლთნ ერთად
სტიმულოტონის® ტაბლეტები მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
პრეპარატ სტიმულოტონით® მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
არ შეიძლება სერტრალინის გამოყენება გრეიფრუტის წვენთან ერთდროულად, რადგან გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდოს სერტრალინის დონე თქვენს ორგანიზმში.
ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, თვლით, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულებში სერტრალინის მიღების უსაფრთხოება არ არის ბოლომდე დადგენილი. სტიმულოტონი® უნდა დაინიშნოს ორსულებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის რომ პრეპარატის გამიყენების სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. სერტრალინის გამოყენების დროს რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი მეთოდი.
თუ თქვენ ღებულობთ სტიმულოტონს ორსულობის ბოლოს, მაშინ მშობიარიბის შემდეგ შეიძლება გაგეზარდოთ საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ წარსულში გქონდათ სისხლის შედედების პროცესის დარღვევები.
აუცილებელი სამედიცინო რჩევის მისაღებად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მეანი და/ან ექიმი ინფორმირებულნი არიან იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ სტიმულოტონს®.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებამ, როგორიცაა სტიმულოტონი®, შესაძლებელია გაზარდოს ნაყოფის მძიმე დაავადების განვითარების რისკი, კერძოდ ახალშობილს ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზია (აფმჰ), რომელიც იწვევს მისი სუნთქვის გახშირებას და კანის სილურჯეს. მოცემული სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვითარდება პირველი დღე-ღამის განმავლობაში ბავშვის დაბადების შემდეგ. თუ თქვენს შვილს განუვითარდა მსგავსი სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მეანს ან ექიმს.
ახალშობილებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც ვლინდება დაბადების შემდეგ პირველი დღე-ღამის განმავლობაში. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება:
სუნთქვის დარღვევა
კანის საფარის გალურჯება, ზედმეტად თბილი ან ზედმეტად ცივი კანი
ტუჩების გალურჯება
ღებინება ან ცვლილებები კვებაში
გამოხატული დაღლილობა, ძილის დარღვევა ან ხშირი ტირილი
რიგიდული ან მოდუნებული კუნთები
კანკალი, შფოთვა, კრუნჩხვები
რეფლექსების გაძლიერება
აღგზნებადობა
სისხლში შაქრის დონის შემცირება
თუ ბავშვს დაბადების შემდეგ განუვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი, ან თუ გაგიჩნდათ კითხვები თქვენი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მეანს.
ძუძუთი კვება
დამტკიცებულია, რომ სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. სტიმულოტონი ® შეიძლება დაენიშნოს მეძუძურ დედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ბავშვზე ზემოქმედების რისკს.
ფერტილობა
ცხოველებში ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით სერტრალინის ტიპის პრეპარატებმა შეიძლება მოახდინონ არასასურველი ეფექტი სპერმის ხარისხზე.
თეორიულად ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, თუმცა ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედება დღემდე არ გამოვლენილა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისაა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ისეთებს, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მკურნალობის დროს, მანამდე, ვიდრე არ იქნება დადგენილი რა სახით ახდენს მოცემული სამკურნალო საშუალება ზემოქმედებას მსგავსი საქმიანობის შესრულების უნარზე.
ნატრიუმის შემცველობა
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი სტიმულოტონი ® გარსით დაფარული ტაბლეტები
ყოველთვის გამოიყენეთ სტიმულოტონი® თქვენი მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად შესრულებით.
თუ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
რეკომედნებული დოზა შეადგენს:
ზრდასრულები:
დეპრესია და ობსესურ-კომპულსური აშლილობები (ოკა)
დეპრესიის და ობსესურ-კომპულსური აშლილობების დროს ჩვეულებრივი ეფექტური დოზა შეადგენს 50მგ დღეში. ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-ით და არანაკლებ ერთი კვირის ინტერვალებით რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი დაავადებიდან და მკურნალობაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის თქვენთვის საჭირო ხანგრძლივობას. სიმპტომების გაუმჯობესება ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ 6 თვის განმავლობაში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვის მდგომარეობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი მდგომარეობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 25მგ დღეში და ერთი კვირის შემდეგ გაიზარდოს 50მგ-მდე დღეში. შემდგომში ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
ბავშვები და მოზარდები
სტიმულოტონი® უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ობსესურ-კომპულსური აშლილობებით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში 6-17 წლის ასაკამდე.
ობსესურ-კომპულსური აშლილობა
ბავშვები 6-დან 12 წლის ასაკამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ დღეში. ერთი კვირის შემდეგ ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 50მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
მოზარდები 13-დან 17 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200მგ დღეში.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების არსებობისას აცნობეთ ამის შესახებ ექიმს და დაიცავით მისი მითითებები.
ექიმი გაცნობებთ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება. ეს დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე და მკურნალობაზე რეაქციაზე. ამან შეიძლება გასტანოს რამოდენიმე კვირამდეც, მანამდე, სანამ დაიწყება კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 6 თვის განმავლობაში.
მიღების წესი
ტაბლეტები სტიმულოტონის® მიღება შეიძლება კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში ერთხელ დილით ან საღამოს.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
თუ თქვენ მიიღეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები იმაზე მეტი, ვიდრე დანიშნულია
თუ შემთხვევით მიიღეთ სტიმულოტონის® ტაბლეტები ზედმეტი რაოდენობით დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დამხარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების ორიგინალი კოლოფი, იმისდამიუხედავად, სავსეა ის თუ ცარიელია.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, გულის შეკუმშვის მომატებული სიხშირე, კანკალი, აღგზნებული მდგომარეობა, თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევაში გონების დაკარგვა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ სტიმულოტონის® ტაბლეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება, არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა შემდეგ დოზასთან ერთად. უბრალოდ მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დოზა საჭირო დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგან ამით ვერ შეძლებთ გამოტოვებული დოზის აღდგენას, მაგრამ გაზრდით დოზის გადაჭარბების რისკს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღება
არ შეიძლება სტიმულოტონის® ტაბლეტების მიღების შეწყვეტა ექიმის მიერ შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე. თქვენი ექიმი თანდათანობით შეგიმცირებთს პრეპარატ სტიმულოტონის® დოზას რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე, სანამ თქვენ შეწყვეტთ სამკურნალო საშუალების მიღებას. ამ სამკურნალო საშუალების მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია გავნითარდეს გვერდითი მოვლენები, მაგალითად თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აღგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება და კანკალი. მსგავსი გვერდითი ეფექტების ან ნებისმიერი სხვა გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებული იქნება პრეპრატის მოხსნასთან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
გულისრევა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტს. გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება უწყვეტი მკურნალობის დროს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
ამ სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის წარმოქნმის შესახებ; შესაძლებელია მოცემული სიმპტომები სერიოზული აღმოჩნდეს.
თუ გაგიჩნდათ წყლულების წარმოქმნით თანმხლები კანისმიერი გამონაყარი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა (მულტიფორმული ერითემა). ეს შესაძლებელია იყო იმ დაავადების სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც სტივენ-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი(ტენ). ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა მკურნალობა უნდა შეწყვიტოს.
ალერგიული რეაქციები ან ალერგია, რომელიც მოიცავს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა კანის გამონაყარი და ქავილი, სუნთქვის გართულება, მსტვენავი სუნთქვა, ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება.
თუ განგივითარდათ შფოთვის გრძნობა, აღინიშნება გონების აღრევა, დიარეა, ცხელება (38˚C-ზე მეტი) და მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა და გულისცემის გახშირება. ეს არის სეროტონინული სინდრომის ან ავთვისებიან ნეიროლეპტურ სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევაში ეს სინდრომი შეიძლება წარმოიქმნას სერტრალინთან ერთდროულად გარკვეული სამკურნალო საშუალებების მიღებისას. შესაძლებელია თქვენმა მკურნალმა ექიმმა ექიმმა მიიღოს მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
თუ გაგიყვითლდათ კანი და თვალების სკლერა, რაც შეიძლება მოასწავებდეს ღვიძლის დაზიანებას.
თუ გივითარდებათ დეპრესიის სიმპტომები, აზრები საკუთარი თავის დაზიანების შესახებ ან სუიციდური აზრები.
თუ პრეპარატი სტიმულოტონის® მიღების დაწყების შემდეგ გაწუხებთ შფოთვის გრძნობა, არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე მშვიდად დგომა ან ჯდომა. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ შფოთვის გრძნობა.
თუ გქონდათ ეპილეფსიური შეტევები.
თუ გაქვთ დაავადების მანიაკალური ფაზა (იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
შემდეგი არასასურველი რეაქციები შეინიშნებოდა ზრდასრულებში კლინიკური კვლევების დროს და პოსტრეგისტრაციულ პერიოდში:
ძალიან ხშირი (უვითარდება 10-დან 1 ადამიანზე მეტს)
უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა,
თავის ტკივილი,
დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე,
ეაკულაციის დარღვევა,
დაღლილობა.
ხშირი (უვითარდება 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
სასუნთქი გზების ინფექციები, ყელის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან
მადის დაკარგვა (ანორექსია), მადის მომატება,
შფოთვა, დეპრესია, მოუსვენრობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება,აღგზნებადობა, უჩვეულო, უცნაური შეგრძნებები, ღამის კოშმარები, კბილების ღრჭიალი
კანკალი, მოძრაობების დარღვევა (ზედმეტად მოძრაობის მოთხოვნილება, კუნთების რიგიდობა, სიარულის მანერის დარღვევა, კუნთების სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაოობა)*, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, დაძაბულობა კუნთებში, უყურადღებობა, გემოს აღქმის შეცვლა
მხედველობის დარღვევა
ყურებში შუილი
ძლიერი გულისცემა
ალები
მთქნარება
დარღვევები კუჭის მხირდან, ყაბზობა, მუცლის ტკივილი,ღებინება, აირების დაგროვება ნაწლავებში (მეტეორიზმი)
ჭარბი ოფლის გამოყოფა, გამონაყარი კანზე
ტკივილი ზურგში, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში
არარეგულარული მენსტრუაციები, ერექტილური დისფუნქცია
ცუდად ყოფნა,მკერდის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება
წონაში მატება
ტრავმები
არახშირი ( უვითარდება არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან)
კუჭისა და ნაწლავების ანთება,
ყურის ინფექცია
წარმონაქმნები (სიმსივნეები)
ალერგია, სეზონური ალერგია
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემცირება
სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა*, ფსიქოტური აშლილობები, პათოლოგიური
აზროვნება, გულგრილობა, ჰალუცინაციები, აგრესია, პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა, პარანოია (ბოდვები დევნის შესახებ)
ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება (შეხების შეგრძნების), კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გულის წასვლა, მოძრაობის მომატებული მოთხოვნილება, შაკიკი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ადგომისას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა
გაფართოებული გუგები
ტკივილი ყურებში
გულისცემის გახშირება, დარღვევები გულის მხრივ
სისხლდენა (მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა)*, მომატებული არტერიული წნევა,
კანის გაწითლება, სისხლი შარდში
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა სტვენითი სუნთქვა;
კუპრისებრი განავალი, კბილების დაავადებები, საყლაპავის ანთება, ენის ანთება, ბუასილი,
ზედმეტი ნერწყვის გამოყოფა, ყლაპვის გაძნელება, გულძმარვა, ენის დაავადებები
შეშუპება თვალების ირგვლივ, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ქავილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში (კანზე მეწამული ლაქები), კანის დაავადება ბუშტუკების წარმოქმნით, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ცივი ოფლი
ოსტეოართრიტი (სახსრების ანთება), კუნთების თრთოლვა, კუნთების კრუნჩხვები*, კუნთების სისუსტე
გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა, შარდის მოცულობის მომატება, ღამის შარდვა
სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ინტენსიური მენსტრუალური სისხლდენა, საშოდან
სისხლდენა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა ქალებში
ქვედა კიდურების შეშუპება, შემცივნება, გართულებები სიარულის დროს, წყურვილი
ღვიძლის ფერმენტების მომატება, სხეულის წონის შემცირება
სერტრალინით მკურნალობის დროს ან მალევე მისი მოხსნის შემდეგ შემოდიოდა ინფორმაცია სუიციდური აზრებისა და სუიციდური საქციელის შესახებ (იხ. ნაწილი 2)
იშვიათი ( აღენიშნება 1 ადამიანს 1000-დან ):
დივერტიკულიტი (ანთება ან ინფექცია ნაწლავის კედლის ფოსოებში ან გამოზნექილობებში), ლიმფური კვანძების გადიდება, სისხლის პლასტინების რაოდენობის შემცირება*, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება*
მძიმე ალერგიული რეაქციები
ენდოკრინული (ჰორმონალური) დარღვევები
ქოლესტერინის მომატებული დონე, სისხლში შაქრის კონტროლის დარღვევა (დიაბეტი),
სისხლში შაქრის დაბალი დონე, სისხლში შაქრის მაღალი დონე*, სისხლში ნატრიუმის შემცველობის შემცირება*
სტრესით ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, კოშმარული სიზმრები, წამალდამოკიდებულება, ლუნატიზმი, ნაადრევი ეაკულაცია;
კომა, არანორმალური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მომატებული მგრძნობელობა (შეხების შეგრძნება), უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რაც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (თავის ტვინში სისხლძარღვების შევიწროება)*,
მგრძნობელობის დარღვევა;
ლაქები თვალწინ, გლაუკომა (თვალში წნევის მომატება), გაორებული მხედველობა,
მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სისხლჩაქცევა თვალში, არათანაბარი ზომის გუგები*, არანორმალური მხედველობა*, საცრემლე სითხის გამოყოფის დარღვევა;
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების ნიშანი (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის შეკუმშვის რიტმის დარღვევა*, გულის შეკუმშვის სიხშირის შენელება;
სისხლის მიმოქცევის გაუარესება ზედა და ქვედა კიდურებში;
გახშირებული სუნთქვა, ფილტვის ქსოვილში ნაწიბურების გაჩენა (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)*, ლარინგოსპაზმი, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, სლოკინი
ფილტვების დაავადება, რომელიც ხასიათდება გარკვეული ტიპის (ეოზინოფილების) დიდი რაოდენობით სისხლის თეთრი უჯრედების გამოჩენით - ეოზინოფილური პნევმონია
პირის ღრუში წყლულების წარმოქმნა, პანკრეატიტი*, სისხლიანი განავალი, ენის წყლულები, პირის ღრუს ანთება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა*, კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე)*
კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ*, კანის შეშუპება*, თმის სტრუქტურის ცვლილებები, კანის სუნის ცვლილება, თმის ფოლიკულების ანთება
კუნთოვანი ქსოვილის დაშლა*, დარღვევები ძვლების მხრივ
შარდვის დაწყების გაძნელება, შარდვის გაუარესება
გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, ვაგინალური სიმშრალე, გამონადენი საშოდან, სასქესო ასოს და ჩუჩის მტკივნეული სიწითლე, სარძევე ჯირკვლების გადიდება*, გახანგრძლივებული მტკივნეული ერექცია
თიაქარი, წამლების მიმართ ამტანობის დაქვეითება
სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, ლაბორატორიული ტესტების შედეგების ცვლილებები*, სპერმის სითხის ცვლილებები, სისხლის შედედების დარღვევები*;
სისხლძარღვების გაფართოების პროცედურის ჩატარების აუცილებლობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება შეუძლებელია):
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას
ტრიზმი (საღეჭი კუნთების სპაზმი)*
ღამის შარდის შეუკავებლობა*
მშობიარობის შემდეგ მალევე ძლიერი სისხლდენა საშოდან(მშობიარობის შემდგომი სისხლდენა) (დეტალური ინფორმაცია მოყვანილია მე-2 ნაწილი " ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება").
- პოსტრეგისტრაციულ პერიოდში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები.
სხვა არასასურველი რეაქციები ბავშვებსა და მოზარდებში
ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით ზოგადად აღინიშნებოდა , ისეთივე გვერდითი ეფექტები, რაც მოზრდილებში (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იყო თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მოხსნის დროს
ამ პრეპარატის უეცარი მოხსნის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა, შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კანკალი (იხილეთ ნაწილი 3 „თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ სტიმულოტონის® მიღება“).
ამ ტიპის სამკურნალო საშუალების მიმღებ პაციენტებში აღინიშნებოდა ძვლის მოტეხილობების გაზრდილი რისკი.
არსებობს ცნობები, რომ ბენზოდიაზეპინების აღმოსაჩენად იმუნოტესტების გამოყენებით, შარდის სკრინინგის ტესტებმა პაციენტებში, რომლებიც ღებილობენ სერტრალინს, შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს
რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ სამკურნალო პრეპარატებზე, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით. ატყობინებთ რა არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ამით ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა ინახებოდეს პრეპარატი სტიმულოტონი® გარსით დაფარული ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
დაუშვებელია პრეპარატ სტიმულოტონი® გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება ხარისხის გაუარესების შემთხვევის აშკარა ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, ფერის შეცვლა).
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისობის ვადის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. თუ აუცილებელია პრეპარატის, რომელიც აღარ ფჭირდებათ, ნარჩენის სახით უტილიზაცია კონსულტაციისთვის მიმრთეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობთ თავოდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.
- აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სტიმულოტონის® ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: 50მგ ან 100მგ სერტრალინი (შესაბამისად 55,95 მგ და 111,90მგ სერტრალინის ჰიდროქლორიდის სახით) თითოეულ გარსით დაფარული ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა.
გარეგანი აღწერა:
სტიმულოტონის® ტაბლეტები 50 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის ტაბლეტები, სტილიზებული გრავირებით “E 271” ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით - მეორე მხარეს, უსუნო.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
სტიმულოტონის® ტაბლეტები 100 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის ტაბლეტები, სტილიზებული გრავირებით “E 272” ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით - მეორე მხარეს, უსუნო.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
შეფუთვა:
სტიმულოტონის® ტაბლეტები 50მგ: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი მოთვსებულია ბლისტერზე. 1, 2 ან 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სტიმულოტონის® ტაბლეტები 100მგ: 14 გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38,
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
H-9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


