სერტრალინი ბიოგარანი 50მგ
SERTRALINE BIOGARAN® 50mg
- მოქმედი ნივთიერება
- სერტრალინი (sertraline)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ მყარი კაფსულა №28
- მწარმოებელი
- Bluepharma Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044772
- რეგისტრირებულია
- 11 თებერვალი 2026, მოქმედებს 11 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
სერტრალინი ბიოგარანი 50მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები
დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
დეპრესიისა და TOC-ის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს რეკომენდებული ეფექტური დოზაა 50 მგ დღეში.
შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 25 მგ დოზით, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაიზრდება დღეში 50 მგ-მდე.
შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
სერტრალინი ბიოგარანი® გამოყენებული უნდა იქნას 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობა (TOC).
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში ერთხელ. ერთი კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა დღეში 50 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, გირჩევთ, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს და მიჰყევით მის მითითებებს.
პერორალური გამოყენების
სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. მიიღეთ პრეპარატი დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს დაგჭირდებათ ამ პრეპარატის მიღება. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ბუნებაზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. ზოგჯერ სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა.
თუ მიიღეთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი
თუ შემთხვევით მიიღეთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულები საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ ამ პრეპარატის კოლოფი და ინსტრუქცია, იმის მიუხედავად დარჩა თუ არა იქ წამალი.
სიფრთხილის ზომები
სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
მედიკამენტები ყოველთვის არ არის შესაფერისი ყველასთვის.
სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე:
- თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები) ან კრუნჩხვების ისტორია. თუ განგივითარდებათ კრუნჩხვები (კონვულსიები), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თუ გაწუხებდათ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიის ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თუ გაქვთ ან გქონიათ თვითდაზიანების ან სუიციდური ფიქრი (იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი „სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება“);
- თუ გაქვთ სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის სერტრალინთან ერთად მიღებისას (სიმპტომებისთვის იხილეთ რუბრიკა 4). თქვენი ექიმი გეტყვით, წარსულში გქონდათ თუ არა ეს სინდრომი;
- თუ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია დაბალია, რადგან ეს შეიძლება განვითარდეს სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობის შედეგად. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ გარკვეული ტიპის პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, რომლებმაც ასევე შეიძლება შეცვალონ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია;
- თუ ხართ ასაკოვანი, რადგან შესაძლოა გქონდეთ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითების მაღალი რისკი (იხილეთ ზემოთ);
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება; ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სერტრალინი ბიოგარან®-ის უფრო დაბალი დოზით მკურნალობა;
- თუ გაქვთ დიაბეტი; სერტრალინი ბიოგარან®-მა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია და საჭირო გახდეს დიაბეტის მკურნალობის კორექტირება;
- თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (სისხლჩაქცევების განვითარებისადმი მიდრეკილება), ხართ ორსულად (იხ. ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება), ან თუ იღებდით სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ვარფარინი) ან პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი;
- თუ ხართ ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდი. სერტრალინი ბიოგარანი® გამოყენებული უნდა იქნას 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიცდიან ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას (TOC). თუ იტარებთ მკურნალობას ამ მდგომარეობის გამო, ექიმი განახორციელებს მკაცრ მეთვალყურეობას (იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი „ბავშვები და მოზარდები“);
- თუ იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT);
- თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული ტიპები (თვალში წნევის მომატება);
- თუ გითხრეს, რომ ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) შემდეგ გაქვთ გულის ფუნქციის დარღვევა, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გახანგრძლივება.
აგზნება/აკათიზია
სერტრალინის გამოყენება ასოცირებულია შემაწუხებელ მოუსვენრობასთან და მოძრაობის დაუძლეველ მოთხოვნილებასთან, ხშირად უძრავად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობასთან (აკათიზია). ეს პრობლემები ყველაზე ხშირად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლინდება. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ასეთ სიმპტომებს.
მოხსნის რეაქციები
მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მოხსნის სინდრომის რეაქციები) ხშირია, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მოულოდნელად შეწყდება (იხილეთ რუბრიკა „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარანის® კაფსულების მიღებას“ და რუბრიკა 4). მოხსნის სინდრომის რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიჩქარეზე. ძირითადად, ეს სიმპტომები მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ის შეიძლება მძიმეც იყოს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ვლინდება. ზოგადად, ეს სიმპტომები სპონტანურად ქრება და 2 კვირის განმავლობაში რეგრესიას განიცდის. ზოგიერთ პაციენტში, ისინი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო გზა ყოველთვის უნდა განიხილოთ ექიმთან.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ თქვენ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გაგიჩნდეთ თვითდაზიანების (საკუთარი თავის მიმართ აგრესიის) ან სუიციდის აზრები. ეს სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ყველა ამ პრეპარატს ეფექტის მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდება, ძირითადად, ეს დაახლოებით გრძელდება ორ კვირას, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტხანს.
ასეთი აზრების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:
- თუ წარსულში გქონიათ სუიციდური ან აზრები თვითდაზიანების ფიქრები;
- თუ თქვენ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული დაავადება და მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით;
- თუ გაგიჩნდებათ სუიციდური აზრები ან თვითდაზიანების შესახებ ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოში წადით.
შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მეგობარს ან ნათესავს, აუხსნათ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ ამ ბროშურის წაკითხვა. შეგიძლიათ მას სთხოვოთ გითხრათ თუ ფიქრობს, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გაუარესდება, ან თუ ის შეწუხებულია თქვენი ქცევის ცვლილებით.
სექსუალური დისფუნქცია
სერტრალინი ბიოგარან®-ის მსგავსმა პრეპარატებმა (სახელწოდებით ISRS) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ რუბრიკა 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.
ბავშვები და მოზარდები
სერტრალინი, როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის შემთხვევებისა. 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის პრეპარატებით მკურნალობისას მომატებული აქვთ გვერდითი მოვლენების რისკი, მათ შორის სუიციდის მცდელობების, სუიციდური აზრებისა და მტრული დამოკიდებულების (განსაკუთრებით აგრესიის, ოპოზიციური ქცევის და ბრაზის). თუმცა, შესაძლებელია, რომ თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს სერტრალინი ბიოგარან®-ის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, თუ ის თვლის, რომ ეს მის ინტერესებში შედის.
თუ ექიმმა დაგინიშნათ სერტრალინი ბიოგარანი®, ხართ 18 წლამდე ასაკის და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გირჩევთ, დაუკავშირდეთ მას.
გარდა ამისა, თუ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებისას გამოვლინდა ან გაუარესდა ზემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
სერტრალინი ბიოგარან®-ის გრძელვადიანი უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით შეფასდა გრძელვადიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 900-ზე მეტი ბავშვი 3 წლის განმავლობაში. საერთო ჯამში, ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სერტრალინის მიმღები ბავშვები ნორმალურად განვითარდნენ, გარდა ყველაზე მაღალი დოზებით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირებული წონის უმნიშვნელო მატებისა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სერტრალინი ბიოგარან®-ის მოქმედებაზე, ან თავად სერტრალინი ბიოგარან®-მა შეამციროს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების ეფექტურობა.
სერტრალინი ბიოგარან®-ის თანადროულმა მიღებამ შემდეგ პრეპარატებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (IMAO) სახელით ცნობილი პრეპარატები, როგორიცაა მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (სისხლში მეთემოგლობინის მაღალი კონცენტრაციის სამკურნალოდ). არ გამოიყენოთ სერტრალინი ბიოგარანი® და IMAO -ს ინჰიბიტორები ერთდროულად;
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების, მაგალითად ფსიქოზის სამკურნალოდ (პიმოზიდი).
აცნობეთ ექიმს, თუ მიიღეთ შემდეგი პრეპარატები:
- ფიტოთერაპიული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum pertoratum). კრაზანას ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 კვირამდე;
- ამინომჟავას, ტრიპტოფანის შემცველი პროდუქტები;
- პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია ძლიერი ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ოპიოიდები, მაგალითად, ტრამადოლი, ფენტანილი);
- ანესთეზიის დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფენტანილი);
- შაკიკის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, სუმატრიპტანი);
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი);
- ტკივილის/ართრიტის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. მეტამიზოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (AINS), მაგ. იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));
- სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);
- შარდმდენები;
- ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი და ოქსკარბაზეპინი);
- პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ენზალუტამიდი);
- დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ტოლბუტამიდი);
- კუჭის ჭარბი მჟავიანობის, კუჭის წყლულის და გულძმარვის სამკურნალო პრეპარატები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);
- მანიისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ლითიუმი);
- დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (მაგ. ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი);
- შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგ., პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);
- მაღალი არტერიული წნევის, გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ ან გულისცემის და რიტმის რეგულირებისთვის გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი, რიფაბუტინი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- აივ ინფექციის/შიდსის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი, ეფავირენცი, ნევირაპინი);
- ქირურგიული ჩარევის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული პრეპარატები (აპრეპიტანტი);
- გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკის ზრდის სახელით ცნობილი პრეპარატები (მაგ., ანტიფსიქოზური საშუალებები და ანტიბიოტიკები);
- ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგ., ციპროჰეპტადინი);
- სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ორლისტატი).
სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
სერტრალინის კაფსულები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს.
სერტრალინი არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან მან შეიძლება გაზარდოს სერტრალინის დონე ორგანიზმში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
სერტრალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულ ქალებში სრულად არ არის აღდგენილი. სერტრალინი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგენიშნებათ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება ნაყოფის განვითარების პოტენციურ რისკებს. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი, სერტრალინის მიღებისას უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სანდო მეთოდი.
თუ სერტრალინი ბიოგარანს იღებთ ორსულობის ბოლოს, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ მალევე განვითარდეს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები. უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს რომ იღებთ სერტრალინი ბიოგარან® -ს რათა მან შეძლოს თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, სერტრალინ ბიოგარან®-ის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ ახალშობილში სერიოზული დაავადების რისკი, რასაც ეწოდება ახალშობილის პერსისტენტული ფილტვის არტერიულ ჰიპერტენზია (HTAP). ეს დაავადება ახალშობილს აიძულებს უფრო სწრაფად ისუნთქოს და მისი კანის ფერი ხდება მოლურჯო. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ ახალშობილის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში იწყება. თუ თქვენს ახალშობილს ეს გამოუვლინდება, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს და/ან ბებიაქალს.
ძუძუთი კვება
დადასტურებულია, რომ სერტრალინი გადადის დედის რძეში. სერტრალინი მეძუძურ ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება ჩვილისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკებს.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება შეამცირონ სპერმის ხარისხი. თეორიულად, ნაყოფიერებაზე შესაძლოა იქონიოს გავლენა, თუმცა ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენა დღემდე არ დაფიქსირებულა.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ფსიქოაქტიურმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა მოახდინონ მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. ამიტომ, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ გაიგებთ, მოქმედებს თუ არა ეს პრეპარატი თქვენი საქმიანობის შესრულების უნარზე.
სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
ჭარბი დოზა
ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას, გულისცემის გახშირებას, კანკალს, აგზნებადობას, თავბრუსხვევას და იშვიათ შემთხვევებში გონების დაკარგვას.
თუ დაგავიწყდათ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღება
გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ ის მოგვიანებით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულებისამებრ.
თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღებას
არ შეწყვიტოთ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღება ექიმის რჩევის გარეშე. ექიმი თანდათანობით შეამცირებს სერტრალინი ბიოგარან®-ის დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ამ პრეპარატის მიღებას შეწყვეტთ. თუ უეცრად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება და კანკალი. თუ სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობით შეწყვეტისას შენიშნავთ რომელიმე ამ ან სხვა გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
გულისრევა ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს
თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე.
- თუ განგივითარდათ მძიმე, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელმაც შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) სახელით ცნობილი დაავადების ნიშნები. ამ შემთხვევაში, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას;
- ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი კანზე ქავილით, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
- თუ გამოგეხატათ აგზნებადობა, დაბნეულობა, დიარეა, ცხელება, მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა და გულისცემის აჩქარება. ეს სეროტონინის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი პრეპარატის სერტრალინთან ერთად მიღებისას. სავარაუდოდ, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას;
- თუ კანი და თვალები მიიღებს ყვითელ ფერს, ეს შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშანი იყოს;
- თუ გამოგივლინდათ დეპრესიული სიმპტომები თვითდაზიანების ან სუიციდის ფიქრებით;
- თუ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღების დაწყების შემდეგ თავს მოუსვენრად გრძნობთ და ვერ ჯდებით ან დგახართ ერთ ადგილზე. თუ იგრძნობთ აგზნებადობას, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს;
- თუ გაქვთ კრუნჩხვები (კონვულსიები);
- თუ გაქვთ მანიის ეპიზოდი (იხილეთ რუბრიკა 2, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ზრდასრულებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის უკმარისობა, დაღლილობა
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს):
- გულმკერდის არეში სიცივის შეგრძნება, ყელის ტკივილი, სურდო;
- ანორექსია, მადის მომატება;
- შფოთვა, დეპრესია, აგზნებადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ნერვიულობა, გაუცხოების გრძნობა, კოშმარები, კბილების კრაჭუნი;
- ტრემორი, კუნთების მოძრაობის დარღვევები (მათ შორის მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა, სიარულის გაძნელება და შებოჭილობა, სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაობები)*, დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების დაჭიმულობა, ყურადღების დეფიციტი, გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა;
- ყურებში შუილი;
- გულისცემის გახშირება;
- ცხელების შეგრძნება;
- მთქნარება;
- კუჭის ტკივილი (დისპეფსია), ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, ჭარბი გაზები;
- გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე;
- ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია;
- დისკომფორტი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, ცხელება;
- წონის მატება;
- დაზიანება (ჭრილობა).
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):
- ნაწლავების პრობლემა, ყურის ინფექცია;
- სიმსივნე;
- ჰიპერმგრძნობელობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირება (ჰიპოთირეოზი);
- სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა*, ფსიქოზური აშლილობა, პათოლოგიური აზრები, აპათია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ეიფორიის განცდა, პარანოია;
- ამნეზია, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გონების დაკარგვა, უწყვეტი უნებლიე მოძრაობები, შაკიკი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ადგომისას, კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევები;
- გუგების დილატაცია;
- სახსრების ტკივილი;
- გულისცემის აჩქარება, გულის პრობლემები;
- სისხლდენის პრობლემები (მაგ., კუჭიდან სისხლდენა)*, არტერიული წნევის მომატება, ალები, სისხლი შარდში;
- ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლო ხიხინი, შავი ფერის განავალი, კბილების პრობლემები, საყლაპავის ანთება, ენის პრობლემები, ბუასილი, ნერწყვის გამოყოფის მომატება, ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ენის დაზიანებები;
- თვალების შეშუპება, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ქავილი, კანზე იასამნისფერი ლაქები, კანის წვის პრობლემები, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ცივი ოფლი;
- ოსტეოართრიტი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სპაზმები*, კუნთების სისუსტე;
- შარდვის გახშირება, შარდვის გაძნელება, შარდვის შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა, შარდის რაოდენობის მომატება, ღამით შარდვა;
- სექსუალური დისფუნქცია, ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია ქალებში;
- ფეხების შეშუპება, შემცივნება, სიარულის გაძნელება, წყურვილი;
- ღვიძლის ფერმენტების მომატებული კონცენტრაცია, წონის კლება;
- სერტრალინით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის შეწყვეტის დასაწყისში აღინიშნა სუიციდური ფიქრების ან ქცევის შემთხვევები (იხილეთ რუბრიკა 2 „სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება“).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- ლიმფური კვანძების შეშუპება, თრომბოციტების შემცირება*, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება*;
- მძიმე ალერგიული რეაქცია;
- ენდოკრინული პრობლემა*;
- ქოლესტერინის მომატება, სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაძნელება (დიაბეტი), სისხლში შაქრის დონის შემცირება, სისხლში შაქრის დონის მომატება*, სისხლში მარილის დონის შემცირება*;
- სტრესით ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, საშინელი უჩვეულო სიზმრები*, მედიკამენტზე დამოკიდებულება, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია;
- კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მგრძნობელობის მომატება, უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რაც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (SVCR))*, სენსორული დარღვევები;
- ლაქები თვალების წინ, გლაუკომა, გაორებული მხედველობა, სინათლით გამოწვეული თვალის ტკივილი, თვალში სისხლის არსებობა, გუგების არათანაბარი ზომა*, მხედველობის დარღვევა*, ცრემლდენის პრობლემა;
- გულის შეტევა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების (ელექტროკარდიოგრამაზე დაფიქსირებული ანომალიები) ან გულის რიტმის დარღვევის*, გულისცემის შენელების ნიშნები;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში;
- გახშირებული სუნთქვა, ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი დანაწიბურება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)*, ყელის შებოჭილობა, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის შენელება, სლოკინი;
- ფილტვების დაავადების სახეობა, რომლის დროსაც ფილტვებში ეოზინოფილები (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დიდი რაოდენობით ჩნდება (ეოზინოფილური პნევმონია)*;
- პირის ღრუს წყლულები, პანკრეატიტი*, სისხლიანი განავალი, წყლული ენაზე, პირის ღრუს წყლულები, ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის მძიმე პრობლემები*, კანისა და თვალების სიყვითლე (სიყვითლე);
- კანის რეაქცია მზეზე*, კანის შეშუპება*, თმის ანომალიური ტექსტურა, კანის ანომალიური სუნი, გამონაყარი თავის კანზე;
- კუნთოვანი ქსოვილის დაშლა*, ძვლების პრობლემები;
- შარდის შეკავება, შარდის გამოყოფის შემცირება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, საშოს სიმშრალე, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, პენისისა და ჩუჩის ტკივილი და სიწითლე, მკერდის ზომის მომატება*, ერექციის გახანგრძლივება;
- თიაქარი, ტოლერანტობის დაქვეითება პრეპარატების მიმართ;
- სისხლში ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაცია, ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები*, ანომალიური სპერმა, კოაგულაციის პრობლემები*;
- სისხლძარღვების გაფართოება, ყბის კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რაც ხელს უშლის მის ნაწილობრივ ან სრულ გახსნას*.
გაურკვეველი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
- უნებლიე შარდვა ღამით*;
- მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა;
- მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)*;
- ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რუბრიკა 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“.
- გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პრეპარატის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები ზოგადად მსგავსი იყო ზრდასრულებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და სისუსტე.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტისას
თუ უეცრად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, ღებინების ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება და კანკალი (იხილეთ რუბრიკა 3, „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღებას“).
ამ ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა მოტეხილობების გაზრდილი რისკი.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
შემადგენლობა
- რა არის სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ნერვული სისტემა
ფარმაკოთერაპიული კლასი: სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი (ISRS) - ATC (ათქ) კოდი: N06AB06.
სერტრალინ ბიოგარან®-ის აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი.
სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ISRS); ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სერტრალინ ბიოგარანი® შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესია და დეპრესიული რეციდივების პრევენცია (მოზრდილებში);
- სოციალური შფოთვითი აშლილობა (ზრდასრულებში);
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ESPT) (მოზრდილებში);
- პანიკური აშლილობა (ზრდასრულებში);
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (TOC) (მოზრდილები, ბავშვებსა და მოზარდებში 6-დან 17 წლამდე).
დეპრესია კლინიკური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სევდის შეგრძნება, არასათანადო ძილი, ცხოვრებით ტკბობის უნარის დაკარგვა, როგორც იყო წინათ.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პანიკური აშლილობა შფოთვასთან დაკავშირებული დაავადებებია, რომლებსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი შფოთვა მუდმივი აკვიატებით (ობსესიები), რამაც შეიძლება განმეორებითი ქცევების (რიტუალების) (კომპულსიები) შესრულებამდე მიგიყვანოთ.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ESPT) არის დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით ემოციურ ფონზე ტრავმული გამოცდილების შემდეგ და მისი ზოგიერთი სიმპტომი დეპრესიისა და შფოთვის მსგავსია.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) შფოთვასთან დაკავშირებული დაავადებაა. ახასიათებს ინტენსიური შფოთვის ან დისტრესის განცდა გარკვეულ სოციალურ სიტუაციებში (მაგ., უცნობებთან საუბარი, საჯაროდ საუბარი, სხვების თანდასწრებით ჭამა-სმა ან უხერხული ქცევის შიში).
თქვენმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს პრეპარატი შესაფერისია თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ სერტრალინი ბიოგარანი®, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულას გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა
- თუ ალერგიული ხართ სერტრალინის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში;
- თუ იღებთ ან იღებდით პრეპარატებს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების სახელწოდებით (IMAO, მათ შორის სელეგილინი, მოკლობემიდი) ან IMAO-ს ტიპის პრეპარატებს (მაგალითად, ლინეზოლიდი). თუ სერტრალინით მკურნალობას შეწყვეტთ, IMAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაელოდოთ სულ მცირე ერთი კვირა. IMAO-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 2 კვირა;
- თუ იღებთ პიმოზიდის სახელწოდების პრეპარატს (ფსიქიკური აშლილობების, მაგალითად ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატი).
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
სერტრალინი ბიოგარანი® 25 მგ
სერტრალინი ბიოგარანი® 50 მგ
კაფსულა
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ რუბრიკა 4.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?
- რა არის სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულას გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ნერვული სისტემა
ფარმაკოთერაპიული კლასი: სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი (ISRS) - ATC (ათქ) კოდი: N06AB06.
სერტრალინ ბიოგარან®-ის აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი.
სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ISRS); ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სერტრალინ ბიოგარანი® შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესია და დეპრესიული რეციდივების პრევენცია (მოზრდილებში);
- სოციალური შფოთვითი აშლილობა (ზრდასრულებში);
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ESPT) (მოზრდილებში);
- პანიკური აშლილობა (ზრდასრულებში);
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (TOC) (მოზრდილები, ბავშვებსა და მოზარდებში 6-დან 17 წლამდე).
დეპრესია კლინიკური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სევდის შეგრძნება, არასათანადო ძილი, ცხოვრებით ტკბობის უნარის დაკარგვა, როგორც იყო წინათ.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პანიკური აშლილობა შფოთვასთან დაკავშირებული დაავადებებია, რომლებსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი შფოთვა მუდმივი აკვიატებით (ობსესიები), რამაც შეიძლება განმეორებითი ქცევების (რიტუალების) (კომპულსიები) შესრულებამდე მიგიყვანოთ.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ESPT) არის დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით ემოციურ ფონზე ტრავმული გამოცდილების შემდეგ და მისი ზოგიერთი სიმპტომი დეპრესიისა და შფოთვის მსგავსია.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) შფოთვასთან დაკავშირებული დაავადებაა. ახასიათებს ინტენსიური შფოთვის ან დისტრესის განცდა გარკვეულ სოციალურ სიტუაციებში (მაგ., უცნობებთან საუბარი, საჯაროდ საუბარი, სხვების თანდასწრებით ჭამა-სმა ან უხერხული ქცევის შიში).
თქვენმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს პრეპარატი შესაფერისია თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ სერტრალინი ბიოგარანი®, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულას გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა
- თუ ალერგიული ხართ სერტრალინის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში;
- თუ იღებთ ან იღებდით პრეპარატებს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების სახელწოდებით (IMAO, მათ შორის სელეგილინი, მოკლობემიდი) ან IMAO-ს ტიპის პრეპარატებს (მაგალითად, ლინეზოლიდი). თუ სერტრალინით მკურნალობას შეწყვეტთ, IMAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაელოდოთ სულ მცირე ერთი კვირა. IMAO-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 2 კვირა;
- თუ იღებთ პიმოზიდის სახელწოდების პრეპარატს (ფსიქიკური აშლილობების, მაგალითად ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატი).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
მედიკამენტები ყოველთვის არ არის შესაფერისი ყველასთვის.
სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე:
- თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები) ან კრუნჩხვების ისტორია. თუ განგივითარდებათ კრუნჩხვები (კონვულსიები), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თუ გაწუხებდათ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიის ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თუ გაქვთ ან გქონიათ თვითდაზიანების ან სუიციდური ფიქრი (იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი „სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება“);
- თუ გაქვთ სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის სერტრალინთან ერთად მიღებისას (სიმპტომებისთვის იხილეთ რუბრიკა 4). თქვენი ექიმი გეტყვით, წარსულში გქონდათ თუ არა ეს სინდრომი;
- თუ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია დაბალია, რადგან ეს შეიძლება განვითარდეს სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობის შედეგად. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ გარკვეული ტიპის პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, რომლებმაც ასევე შეიძლება შეცვალონ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია;
- თუ ხართ ასაკოვანი, რადგან შესაძლოა გქონდეთ სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითების მაღალი რისკი (იხილეთ ზემოთ);
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება; ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სერტრალინი ბიოგარან®-ის უფრო დაბალი დოზით მკურნალობა;
- თუ გაქვთ დიაბეტი; სერტრალინი ბიოგარან®-მა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია და საჭირო გახდეს დიაბეტის მკურნალობის კორექტირება;
- თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (სისხლჩაქცევების განვითარებისადმი მიდრეკილება), ხართ ორსულად (იხ. ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება), ან თუ იღებდით სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ვარფარინი) ან პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი;
- თუ ხართ ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდი. სერტრალინი ბიოგარანი® გამოყენებული უნდა იქნას 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიცდიან ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას (TOC). თუ იტარებთ მკურნალობას ამ მდგომარეობის გამო, ექიმი განახორციელებს მკაცრ მეთვალყურეობას (იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი „ბავშვები და მოზარდები“);
- თუ იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT);
- თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული ტიპები (თვალში წნევის მომატება);
- თუ გითხრეს, რომ ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) შემდეგ გაქვთ გულის ფუნქციის დარღვევა, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გახანგრძლივება.
აგზნება/აკათიზია
სერტრალინის გამოყენება ასოცირებულია შემაწუხებელ მოუსვენრობასთან და მოძრაობის დაუძლეველ მოთხოვნილებასთან, ხშირად უძრავად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობასთან (აკათიზია). ეს პრობლემები ყველაზე ხშირად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლინდება. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ასეთ სიმპტომებს.
მოხსნის რეაქციები
მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მოხსნის სინდრომის რეაქციები) ხშირია, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მოულოდნელად შეწყდება (იხილეთ რუბრიკა „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარანის® კაფსულების მიღებას“ და რუბრიკა 4). მოხსნის სინდრომის რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიჩქარეზე. ძირითადად, ეს სიმპტომები მსუბუქიდან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ის შეიძლება მძიმეც იყოს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ვლინდება. ზოგადად, ეს სიმპტომები სპონტანურად ქრება და 2 კვირის განმავლობაში რეგრესიას განიცდის. ზოგიერთ პაციენტში, ისინი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო გზა ყოველთვის უნდა განიხილოთ ექიმთან.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ თქვენ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გაგიჩნდეთ თვითდაზიანების (საკუთარი თავის მიმართ აგრესიის) ან სუიციდის აზრები. ეს სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ყველა ამ პრეპარატს ეფექტის მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდება, ძირითადად, ეს დაახლოებით გრძელდება ორ კვირას, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტხანს.
ასეთი აზრების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:
- თუ წარსულში გქონიათ სუიციდური ან აზრები თვითდაზიანების ფიქრები;
- თუ თქვენ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული დაავადება და მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით;
- თუ გაგიჩნდებათ სუიციდური აზრები ან თვითდაზიანების შესახებ ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოში წადით.
შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მეგობარს ან ნათესავს, აუხსნათ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ ამ ბროშურის წაკითხვა. შეგიძლიათ მას სთხოვოთ გითხრათ თუ ფიქრობს, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გაუარესდება, ან თუ ის შეწუხებულია თქვენი ქცევის ცვლილებით.
სექსუალური დისფუნქცია
სერტრალინი ბიოგარან®-ის მსგავსმა პრეპარატებმა (სახელწოდებით ISRS) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ რუბრიკა 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.
ბავშვები და მოზარდები
სერტრალინი, როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის შემთხვევებისა. 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის პრეპარატებით მკურნალობისას მომატებული აქვთ გვერდითი მოვლენების რისკი, მათ შორის სუიციდის მცდელობების, სუიციდური აზრებისა და მტრული დამოკიდებულების (განსაკუთრებით აგრესიის, ოპოზიციური ქცევის და ბრაზის). თუმცა, შესაძლებელია, რომ თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს სერტრალინი ბიოგარან®-ის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, თუ ის თვლის, რომ ეს მის ინტერესებში შედის.
თუ ექიმმა დაგინიშნათ სერტრალინი ბიოგარანი®, ხართ 18 წლამდე ასაკის და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გირჩევთ, დაუკავშირდეთ მას.
გარდა ამისა, თუ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღებისას გამოვლინდა ან გაუარესდა ზემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
სერტრალინი ბიოგარან®-ის გრძელვადიანი უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით შეფასდა გრძელვადიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 900-ზე მეტი ბავშვი 3 წლის განმავლობაში. საერთო ჯამში, ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სერტრალინის მიმღები ბავშვები ნორმალურად განვითარდნენ, გარდა ყველაზე მაღალი დოზებით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირებული წონის უმნიშვნელო მატებისა.
სხვა პრეპარატები და სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა
აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სერტრალინი ბიოგარან®-ის მოქმედებაზე, ან თავად სერტრალინი ბიოგარან®-მა შეამციროს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების ეფექტურობა.
სერტრალინი ბიოგარან®-ის თანადროულმა მიღებამ შემდეგ პრეპარატებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (IMAO) სახელით ცნობილი პრეპარატები, როგორიცაა მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (სისხლში მეთემოგლობინის მაღალი კონცენტრაციის სამკურნალოდ). არ გამოიყენოთ სერტრალინი ბიოგარანი® და IMAO -ს ინჰიბიტორები ერთდროულად;
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების, მაგალითად ფსიქოზის სამკურნალოდ (პიმოზიდი).
აცნობეთ ექიმს, თუ მიიღეთ შემდეგი პრეპარატები:
- ფიტოთერაპიული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum pertoratum). კრაზანას ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 კვირამდე;
- ამინომჟავას, ტრიპტოფანის შემცველი პროდუქტები;
- პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია ძლიერი ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ოპიოიდები, მაგალითად, ტრამადოლი, ფენტანილი);
- ანესთეზიის დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფენტანილი);
- შაკიკის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, სუმატრიპტანი);
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი);
- ტკივილის/ართრიტის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. მეტამიზოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (AINS), მაგ. იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));
- სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);
- შარდმდენები;
- ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი და ოქსკარბაზეპინი);
- პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ენზალუტამიდი);
- დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ტოლბუტამიდი);
- კუჭის ჭარბი მჟავიანობის, კუჭის წყლულის და გულძმარვის სამკურნალო პრეპარატები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);
- მანიისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ლითიუმი);
- დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (მაგ. ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი);
- შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგ., პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);
- მაღალი არტერიული წნევის, გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ ან გულისცემის და რიტმის რეგულირებისთვის გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი, რიფაბუტინი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- აივ ინფექციის/შიდსის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი, ეფავირენცი, ნევირაპინი);
- ქირურგიული ჩარევის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული პრეპარატები (აპრეპიტანტი);
- გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკის ზრდის სახელით ცნობილი პრეპარატები (მაგ., ანტიფსიქოზური საშუალებები და ანტიბიოტიკები);
- ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგ., ციპროჰეპტადინი);
- სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ორლისტატი).
სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
სერტრალინის კაფსულები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს.
სერტრალინი არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან მან შეიძლება გაზარდოს სერტრალინის დონე ორგანიზმში.
ორსულობა და ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
სერტრალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულ ქალებში სრულად არ არის აღდგენილი. სერტრალინი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგენიშნებათ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება ნაყოფის განვითარების პოტენციურ რისკებს. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი, სერტრალინის მიღებისას უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სანდო მეთოდი.
თუ სერტრალინი ბიოგარანს იღებთ ორსულობის ბოლოს, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ მალევე განვითარდეს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები. უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს რომ იღებთ სერტრალინი ბიოგარან® -ს რათა მან შეძლოს თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, სერტრალინ ბიოგარან®-ის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ ახალშობილში სერიოზული დაავადების რისკი, რასაც ეწოდება ახალშობილის პერსისტენტული ფილტვის არტერიულ ჰიპერტენზია (HTAP). ეს დაავადება ახალშობილს აიძულებს უფრო სწრაფად ისუნთქოს და მისი კანის ფერი ხდება მოლურჯო. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ ახალშობილის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში იწყება. თუ თქვენს ახალშობილს ეს გამოუვლინდება, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს და/ან ბებიაქალს.
ძუძუთი კვება
დადასტურებულია, რომ სერტრალინი გადადის დედის რძეში. სერტრალინი მეძუძურ ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება ჩვილისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკებს.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება შეამცირონ სპერმის ხარისხი. თეორიულად, ნაყოფიერებაზე შესაძლოა იქონიოს გავლენა, თუმცა ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენა დღემდე არ დაფიქსირებულა.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ფსიქოაქტიურმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა მოახდინონ მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. ამიტომ, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ გაიგებთ, მოქმედებს თუ არა ეს პრეპარატი თქვენი საქმიანობის შესრულების უნარზე.
სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
- როგორ გამოიყენება სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა?
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები
დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
დეპრესიისა და TOC-ის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს რეკომენდებული ეფექტური დოზაა 50 მგ დღეში.
შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 25 მგ დოზით, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაიზრდება დღეში 50 მგ-მდე.
შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
სერტრალინი ბიოგარანი® გამოყენებული უნდა იქნას 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობა (TOC).
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში ერთხელ. ერთი კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა დღეში 50 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში.
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, გირჩევთ, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს და მიჰყევით მის მითითებებს.
პერორალური გამოყენების
სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. მიიღეთ პრეპარატი დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს დაგჭირდებათ ამ პრეპარატის მიღება. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ბუნებაზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. ზოგჯერ სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა.
თუ მიიღეთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი
თუ შემთხვევით მიიღეთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულები საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ ამ პრეპარატის კოლოფი და ინსტრუქცია, იმის მიუხედავად დარჩა თუ არა იქ წამალი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას, გულისცემის გახშირებას, კანკალს, აგზნებადობას, თავბრუსხვევას და იშვიათ შემთხვევებში გონების დაკარგვას.
თუ დაგავიწყდათ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღება
გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ ის მოგვიანებით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულებისამებრ.
თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღებას
არ შეწყვიტოთ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღება ექიმის რჩევის გარეშე. ექიმი თანდათანობით შეამცირებს სერტრალინი ბიოგარან®-ის დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ამ პრეპარატის მიღებას შეწყვეტთ. თუ უეცრად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება და კანკალი. თუ სერტრალინი ბიოგარან®-ით მკურნალობით შეწყვეტისას შენიშნავთ რომელიმე ამ ან სხვა გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
გულისრევა ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს
თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე.
- თუ განგივითარდათ მძიმე, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელმაც შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) სახელით ცნობილი დაავადების ნიშნები. ამ შემთხვევაში, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას;
- ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი კანზე ქავილით, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
- თუ გამოგეხატათ აგზნებადობა, დაბნეულობა, დიარეა, ცხელება, მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა და გულისცემის აჩქარება. ეს სეროტონინის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია. იშვიათ შემთხვევებში, ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი პრეპარატის სერტრალინთან ერთად მიღებისას. სავარაუდოდ, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას;
- თუ კანი და თვალები მიიღებს ყვითელ ფერს, ეს შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშანი იყოს;
- თუ გამოგივლინდათ დეპრესიული სიმპტომები თვითდაზიანების ან სუიციდის ფიქრებით;
- თუ სერტრალინი ბიოგარან®-ის მიღების დაწყების შემდეგ თავს მოუსვენრად გრძნობთ და ვერ ჯდებით ან დგახართ ერთ ადგილზე. თუ იგრძნობთ აგზნებადობას, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს;
- თუ გაქვთ კრუნჩხვები (კონვულსიები);
- თუ გაქვთ მანიის ეპიზოდი (იხილეთ რუბრიკა 2, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ზრდასრულებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის უკმარისობა, დაღლილობა
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს):
- გულმკერდის არეში სიცივის შეგრძნება, ყელის ტკივილი, სურდო;
- ანორექსია, მადის მომატება;
- შფოთვა, დეპრესია, აგზნებადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ნერვიულობა, გაუცხოების გრძნობა, კოშმარები, კბილების კრაჭუნი;
- ტრემორი, კუნთების მოძრაობის დარღვევები (მათ შორის მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა, სიარულის გაძნელება და შებოჭილობა, სპაზმები და კუნთების უნებლიე მოძრაობები)*, დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების დაჭიმულობა, ყურადღების დეფიციტი, გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა;
- ყურებში შუილი;
- გულისცემის გახშირება;
- ცხელების შეგრძნება;
- მთქნარება;
- კუჭის ტკივილი (დისპეფსია), ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, ჭარბი გაზები;
- გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე;
- ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია;
- დისკომფორტი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, ცხელება;
- წონის მატება;
- დაზიანება (ჭრილობა).
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):
- ნაწლავების პრობლემა, ყურის ინფექცია;
- სიმსივნე;
- ჰიპერმგრძნობელობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცირება (ჰიპოთირეოზი);
- სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა*, ფსიქოზური აშლილობა, პათოლოგიური აზრები, აპათია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ეიფორიის განცდა, პარანოია;
- ამნეზია, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გონების დაკარგვა, უწყვეტი უნებლიე მოძრაობები, შაკიკი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ადგომისას, კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევები;
- გუგების დილატაცია;
- სახსრების ტკივილი;
- გულისცემის აჩქარება, გულის პრობლემები;
- სისხლდენის პრობლემები (მაგ., კუჭიდან სისხლდენა)*, არტერიული წნევის მომატება, ალები, სისხლი შარდში;
- ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლო ხიხინი, შავი ფერის განავალი, კბილების პრობლემები, საყლაპავის ანთება, ენის პრობლემები, ბუასილი, ნერწყვის გამოყოფის მომატება, ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, ენის დაზიანებები;
- თვალების შეშუპება, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, ქავილი, კანზე იასამნისფერი ლაქები, კანის წვის პრობლემები, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ცივი ოფლი;
- ოსტეოართრიტი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სპაზმები*, კუნთების სისუსტე;
- შარდვის გახშირება, შარდვის გაძნელება, შარდვის შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა, შარდის რაოდენობის მომატება, ღამით შარდვა;
- სექსუალური დისფუნქცია, ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია ქალებში;
- ფეხების შეშუპება, შემცივნება, სიარულის გაძნელება, წყურვილი;
- ღვიძლის ფერმენტების მომატებული კონცენტრაცია, წონის კლება;
- სერტრალინით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის შეწყვეტის დასაწყისში აღინიშნა სუიციდური ფიქრების ან ქცევის შემთხვევები (იხილეთ რუბრიკა 2 „სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება“).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- ლიმფური კვანძების შეშუპება, თრომბოციტების შემცირება*, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება*;
- მძიმე ალერგიული რეაქცია;
- ენდოკრინული პრობლემა*;
- ქოლესტერინის მომატება, სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაძნელება (დიაბეტი), სისხლში შაქრის დონის შემცირება, სისხლში შაქრის დონის მომატება*, სისხლში მარილის დონის შემცირება*;
- სტრესით ან ემოციებით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომები, საშინელი უჩვეულო სიზმრები*, მედიკამენტზე დამოკიდებულება, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია;
- კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მგრძნობელობის მომატება, უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რაც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (SVCR))*, სენსორული დარღვევები;
- ლაქები თვალების წინ, გლაუკომა, გაორებული მხედველობა, სინათლით გამოწვეული თვალის ტკივილი, თვალში სისხლის არსებობა, გუგების არათანაბარი ზომა*, მხედველობის დარღვევა*, ცრემლდენის პრობლემა;
- გულის შეტევა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების (ელექტროკარდიოგრამაზე დაფიქსირებული ანომალიები) ან გულის რიტმის დარღვევის*, გულისცემის შენელების ნიშნები;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში;
- გახშირებული სუნთქვა, ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი დანაწიბურება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)*, ყელის შებოჭილობა, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის შენელება, სლოკინი;
- ფილტვების დაავადების სახეობა, რომლის დროსაც ფილტვებში ეოზინოფილები (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დიდი რაოდენობით ჩნდება (ეოზინოფილური პნევმონია)*;
- პირის ღრუს წყლულები, პანკრეატიტი*, სისხლიანი განავალი, წყლული ენაზე, პირის ღრუს წყლულები, ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის მძიმე პრობლემები*, კანისა და თვალების სიყვითლე (სიყვითლე);
- კანის რეაქცია მზეზე*, კანის შეშუპება*, თმის ანომალიური ტექსტურა, კანის ანომალიური სუნი, გამონაყარი თავის კანზე;
- კუნთოვანი ქსოვილის დაშლა*, ძვლების პრობლემები;
- შარდის შეკავება, შარდის გამოყოფის შემცირება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, საშოს სიმშრალე, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, პენისისა და ჩუჩის ტკივილი და სიწითლე, მკერდის ზომის მომატება*, ერექციის გახანგრძლივება;
- თიაქარი, ტოლერანტობის დაქვეითება პრეპარატების მიმართ;
- სისხლში ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაცია, ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები*, ანომალიური სპერმა, კოაგულაციის პრობლემები*;
- სისხლძარღვების გაფართოება, ყბის კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რაც ხელს უშლის მის ნაწილობრივ ან სრულ გახსნას*.
გაურკვეველი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
- უნებლიე შარდვა ღამით*;
- მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა;
- მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)*;
- ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რუბრიკა 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“.
- გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პრეპარატის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები ზოგადად მსგავსი იყო ზრდასრულებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და სისუსტე.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტისას
თუ უეცრად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, ღებინების ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება და კანკალი (იხილეთ რუბრიკა 3, „თუ შეწყვეტთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულას მიღებას“).
ამ ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა მოტეხილობების გაზრდილი რისკი.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ სერტრალინი ბიოგარან®-ის კაფსულა?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა
სერტრალინი ბიოგარანი® 25 მგ კაფსულა
- აქტიური ნივთიერებაა:
სერტრალინი -------------------------------------------------------- 25 მგ.
სერტრალინის ჰიდროქლორიდის ფორმით
ერთი კაფსულისთვის
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E771).
სერტრალინი ბიოგარანი® 50 მგ კაფსულა
- აქტიური ნივთიერებაა:
სერტრალინი -------------------------------------------------------- 50 მგ.
სერტრალინის ჰიდროქლორიდის ფორმით
ერთი კაფსულისთვის
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E771), ქინოლინის ყვითელი (E104).
რა არის სერტრალინი ბიოგარანი® კაფსულა და გარე შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი წარმოდგენილია კაფსულის ფორმით.
სერტრალინი ბიოგარანი® 25 მგ კაფსულა, კოლოფი 7 კაფსულით.
სერტრალინი ბიოგარანი® 50 მგ კაფსულა, კოლოფი 28 კაფსულით.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი/ოპერატორი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
სს ბლუფარმა - ფარმაცევტული ინდუსტრია
საო მარტინო დო ბისპო
3045 – 019 კოიმბრა
პორტუგალია
პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2023 წლის ოქტომბერი
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
804124113
ბიოგარანი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



