პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

სერტრალინ ფარმოზი

SERTRALINA FARMOZ

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

სერტრალინ ფარმოზი შეიცავს მოქმედ ნივთიერება სერტრალინს. სერტრალინი არის მედიკამენტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI); აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სერტრალინი (sertraline)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-035475
რეგისტრირებულია
7 ივნისი 2022, მოქმედებს 7 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასერტრალინ ფარმოზი და სხვა წამალი ერთად

სერტრალინ ფარმოზი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სერტრალინ ფარმოზი შეიცავს მოქმედ ნივთიერება სერტრალინს. სერტრალინი არის მედიკამენტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI); აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ.

სერტრალინ ფარმოზი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესიისა და მორეციდივე დეპრესიის პრევენცია (მოზრდილებში);

სოციალური შფოთვის აშლილობა ( მოზრდილებში)

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) (მოზრდილებში)

პანიკური შეტევები (მოზრდილებში);

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) (მოზრდილებში და 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში).

დეპრესია არის კლიინკური დაავადება სიმტპომებით, როგორიცაა: დეპრესია არის კლინიკური დაავადება, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოწყენის შეგრძნება, სათანადო ძილის არქონა ან ცხოვრებით ტკბობა, როგორც ადრე.

OCD და პანიკური აშლილობები არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: მუდმივი შეშფოთება აკვიატებული იდეებით (აკვიატებები), რაც იწვევს განმეორებითი რიტუალების ჩატარებას (იძულებას).

PTSD არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან ემოციური ტრავმული გარემოების ფონზე და აქვს ისეთი სიმპტომები, რომელიც ჰგავს დეპრესიას და შფოთვას. სოციალური შფოთვის აშლილობა (სოციალური ფობია) არის დაავადება, რომელიც უკავშიდება შფოთვას. მას ახასიათებს ძლიერი შფოთვის ან სტრესის განცდა სოციალურ სიტუაციებში (მაგალითად: უცხო ადამიანებთან საუბარი, ადამიანთა ჯგუფების წინაშე საუბარი, სხვების წინაშე ჭამა ან დალევა ან იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უხერხულად მოიქცეთ).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ აღნიშნული პრეპარატი შეესაბამება თქვენ დაავადების მკურნალობას.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რატომ დაგენიშნათ სერტრალინ ფარმოზი.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები:

დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

დეპრესიისა და OCD-ისთვის, ჩვეულებრივი ეფექტური დოზაა 50 მგ/დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, მინიმუმ ერთკვირიანი ინტერვალით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით/დღეში და გაიზარდოს 50 მგ-მდე/დღეში ერთი კვირის შემდეგ. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

სერტრალინ ფარმოზი გამოიყენება მხოლოდ OCD-ით დაავადებული 6-17 წლის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში.

ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ დღეში.

13-დან 17 წლამდე მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ დღეში.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, აცნობეთ თქვენს ექიმს და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

მიღების წესი

სერტრალინ ფარმოზის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ წამალი დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.

თქვენი ექიმი გირჩევთ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს წამალი. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ბუნებაზე და რამდენად კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე. შესაძლოა რამდენიმე კვირა იყოს საჭირო, სანამ დაიწყება თქვენი სიმპტომების გაუმჯობესება. დეპრესიის მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ მიიღეთ სერტრალინ ფარმოზი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ შემთხვევით მიიღეთ სერტრალინ ფარმოზი ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ ეტიკეტირებული წამლის შეფუთვა, მიუხედავად იმისა, დარჩა თუ არა შეფუთვაში წამალი.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას, გულისცემის აჩქარებას, კანკალს, აგზნებას, თავბრუსხვევას და იშვიათ შემთხვევებში უგონო მდგომარეობას.

თუ დაგავიწყდათ სერტრალინ ფარმოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სერტრალინ ფარმოზის მიღებას

არ შეწყვიტოთ სერტრალინ ფარმოზის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. თქვენს ექიმი თანდათან შეგიმცირებთ სერტრალინ ფარმოზის დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა და კანკალი. თუ სერტრალინ ფარმოზის მიღების შეწყვეტისას აღგენიშნებათ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა ან რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია სერტრალინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ იღებთ ან იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან მაო-ს ინჰიბიტორების მსგავს პრეპარატებდ (როგორიცაა ლინზოლიდი). თუ შეწყვეტთ სერტრალინით მკურნალობას, უნდა დაელოდოთ მინიმუმ ერთ კვირას, სანამ დაიწყებთ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობას. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, სანამ დაიწყებთ სერტრალინით მკურნალობას.

თუ იღებთ სხვა პრეპარატს, რომელსაც ეწოდება პიმოზიდი (მედიკამენტი ფსიქიკური აშლილობისთვის, როგორიცაა ფსიქოზი).

სიფრთხილის ზომები

სერტრალინ ფარმოზის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

პრეპარატები ყოველთვის არ არის ყველასთვის შესაფერისი. აცნობეთ თქვენს ექიმს სერტრალინ ფარმოზის მიღებამდე, თუ გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში. თუ გაქვთ შეტევები (კრუნჩხვები), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაწუხებთ მანიაკალური დეპრესიული დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები (იხილეთ ქვემოთ - სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება).

სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როდესაც თქვენ იღებთ გარკვეულ პრეპარატებს სერტრალინთან ერთად. (სიმპტომებისთვის იხილეთ პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თქვენი ექიმი გეტყვით, გაწუხებდათ თუ არა აღნიშნული წარსულში.

თუ სისხლში გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონე, ვინაიდან აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს სერტრალინ ფარმოზით მკურნალობის შედეგად. თქვენ ასევე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატებმა, ასევე შეიძლება შეცვალოს სისხლში ნატრიუმის დონე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, რადგან შესაძლოა სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის მეტი რისკი გქონდეთ (იხ. ზემოთ).

ღვიძლის დაავადება; თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაგინიშნოთ სერტრალინ ფარმოზის უფრო დაბალი დოზა.

დიაბეტი; სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება შეიცვალოს სერტრალინ ფარმოზის გამო და შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი დიაბეტის მედიკამენტების კორექტირება.

თუ გაწუხებთ სისხლდენის დარღვევა ან იღებდით სისხლის გამთხელებელ მედიკამენტებს (მაგ. აცეტილსალიციკლის მჟავა (ასპირინი) ან ვარფარინი) ან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ ხართ ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდი. სერტრალინ ფარმოზი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 6-17 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აწუხებთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD). თუ თქვენ მკურნალობთ ამ აშლილობის გამო, თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ (იხ. ქვემოთ გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში).

თუ იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT).

თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული სახის გლაუკომა (თვალში წნევის მომატება).

თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულში ანომალია, რომელიც გამოვლინდა ელექტროკარდიოგრაფიის შემდეგ, რომელიც ცნობილია როგორც QT ინტერვალის გახანგრძლივება.

მოუსვენრობა/აკათიზია:

სერტრალინის გამოყენება დაკავშირებულია დისტრესულ მოუსვენრობასთან და საჭიროებს გადაადგილებას, ხშირად შეუძლებელია ჯდომა ან დგომა (აკათიზია). აღნიშნული ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომ, თუ გამოგივლინდებათ ასეთი სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოხსნის (მიღების შეწყვეტის) რეაქციები:

ხშირია გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება მკურნალობის შეწყვეტას (მოხსნის რეაქციები), განსაკუთრებით თუ მკურნალობა მოულოდნელად შეწყდება (იხილეთ პარაგრაფი 3, თუ შეწყვეტთ სერტრალინ ფარმოზის მიღებას და პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). მოხსნის სიმპტომების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიჩქარეზე. როგორც წესი, ასეთი სიმპტომები მსუბუქი და ზომიერია. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება სერიოზული იყოს. ისინი ჩვეულებრივ ისინი ჩნდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგადად, ასეთი სიმპტომები თავისთავად ქრება და გადის 2 კვირაში. ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და ყოველთვის განიხილეთ თქვენს ექიმთან მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო გზა.

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაწუხებთ დეპრესია, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები თუ:

წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები.

თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

SNRI/SSRI-მ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები:

სერტრალინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების მქონე პაციენტების გარდა. რმ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, თითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები (სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). თუმცა, თქვენს ექიმს შეუძლია სერტრალინ ფარმოზის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, თუ ჩათლის რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა სერტრალინ ფარმოზი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმთან.

გარდა ამისა, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება ან გაუარესდება სერტრალინ ფარმოზის მიღებისას, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ასევე, სერტრალინის გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, დასწავლის (კოგნიტური) და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით ჯერ არ არის დადასტურებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სერტრალინ ფარმოზის მოქმედებაზე, ან თავად სერტრალინ ფარმოზმა შეიძლება შეამციროს მასთან ერთად მიღებული სხვა პრეპარატის ეფექტურობა.

სერტრალინ ფარმოზის მიღებამ შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

მედიკამენტები, რომლებსაც უწოდებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო), როგორიცაა მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალოდ) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) და ანტიბიოტიკი ლინზოლიდი. არ გამოიყენოთ სერტრალინ ფარმოზის ამ მედიკამენტებთან ერთად.

მედიკამენტები ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა ფსიქოზი (პიმოზიდი). არ გამოიყენოთ სერტრალინ ფარმოზი პიმოზიდთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებები. კრაზანას ეფექტი შესაძლოა კვირა გაგრძელდეს 1-2 კვირის მანძილზე.

ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი საშუალებები.

ძლიერი ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ტრამადოლი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანესთეზიის დროს ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ფენტანილი, მივაკური, სუქსამეთონიუმი).

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. სუმატრიპტანი).

სისხლის გამათხელებელი საშუალება (ვარფარინი).

პრეპარატები ტკივილის/ართრიტის სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) როგორიცაა იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი).

სედატიური საშუალებები (დიაზეპამი).

დიურეზული საშუალებები.

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი).

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ტოლბუტამიდი).

კუჭის ჭარბი მჟავიანობის და წყლულების სამკურნალო მედიკამენტები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრანზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი).

მანიის და დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ლითიუმი).

დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები (როგორიცაა ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი).

შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის ცემის სიხშირისა და რიტმის დასარეგულირებლად (როგორიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი).

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ/შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ (აპრეპიტანტი).

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკს (მაგ. ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და ანტიბიოტიკი).

სერტრალინ ფარმოზი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სერტრალინ ფარმოზის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სერტრალინ ფარმოზის მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის მოხმარება.

სერტრალინი არ უნდა იქნას მიღებული გრეიპფრუტის წვენთან ერთად, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერტრალინის კონცენტრაცია თქვენს ორგანიზმში.

ორსილობა ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სერტრალინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში სრულად არ არის დადგენილი. ორსულობის დროს სერტრალინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის განვითარებისთვის შესაძლო რისკს. თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია შვილის გაჩენა, სერტრალინის მიღებისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი (როგორიცაა კონტრაცეპტული აბები).

დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ სერტრალინ ფარმოზს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინ ფარმოზი, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც ვლინდება ბავშვის აჩქარებული სუნთქვით და გალურჯებით. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ აღნიშნული გამოუვლინდება თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს.

თქვენს ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:

სუნთქვის გაძნელებას,

მოლურჯო კანს ან ძლიერ სიცხეს ან სიცივეს,

ლურჯ ტუჩებს,

ღებინებას ან არასწორად კვებას,

ძლიერ დაღლას, დაძინების შეუძლებლობას ან ბევრ ტირილს,

რიგიდულ ან მოშვებულ კუნთებს,

ტრემორს, თრთოლას ან კრუნჩხვებს,

გაზრდილ რეფლექსურ რეაქციებს,

გაღიზიანებადობას,

სისხლში შაქრის დაბალ დონეს.

თუ თქვენს ბავშვს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე სიმპტომი ჩამოთვლილიდან, ან თუ გაწუხებთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს, რომელიც შეძლებს რჩევის მოცემას.

არსებობს მტკიცებულება, რომ სერტრალინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. სერტრალინი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა სერტრალინი, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აჩვენა, რომ შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი.

თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ გეცოდინებათ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენს უნარზე ამ აქტივობების შესრულებისას.

სერტრალინ ფარმოზი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფყრცელ-ჩანართში.

გულისრევა ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად გარდამავალია მკურნალობის გაგრძელებისას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სერიოზული.

თუ გაგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (მულტიფორმული ერითემა). აღნიშნულმა შეიძლება მოიცვას პირის ღრუ და ენა. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN). ამ შემთხვევებში თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.

ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, კანისმიერი გამონაყარი, სუნთქვის პრობლემები, ხიხინი, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება.

თუ აღგენიშნებათ აგზნება, დაბნეულობა, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემ,. ეს არის სეროტონინის სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როდესაც თქვენ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს სერტრალინთან ერთად. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს მკურნალობის შეწყვეტა.

თუ აღგენიშნებათ კანისა და თვალების გაყვითლება, რომელიც შეიძლება ღვიძლის დაზიანებას ნიშნავდეს.

თუ გამოგივლინდათ დეპრესიის სიმპტომები თვითდაზიანების და თვითმკვლელობის იდეებით (სუიციდური აზრები).

თუ სერტრალინ ფარმოზის მიღების დაწყების შემდეგ დაგეწყებათ მოუსვენრობის შეგრძნება და ვერ შეძლებთ უძრავად ჯდომას ან დგომას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეწყებათ მოუსვენრობა.

თუ გაქვთ შეტევები (კრუნჩხვა).

თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა მოზრდილებში კლინიკური კვლევებისას.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ეაკულაციის უკმარისობა, დაღლილობა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

ყელის ტკივილი, ანორექსია, მადის მომატება,

დეპრესია, უცნაურობის შეგრძნება, ღამის კოშმარი, შფოთვა, აგზნებადობა, ნერვიულობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, კბილების კრაჭუნი,

დაბუჟება და ჩხვლეტა, კანკალი, კუნთების დაძაბულობა, პათოლოგიური გემო, ყურადღების ნაკლებობა,

მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში,

პალპიტაცია, ცხელი ალები, მთქნარება,

მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, კუჭის აშლილობა, გაზები,

გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, სექსუალური დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, ტკივილი გულმკერდის არეში,

სახსრების ტკივილი,

სისუსტე.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

გულმკერდის გაციება, ცხვირიდან გამონადენი,

მომატებული მგრძნობელობა,

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე,

ჰალუცინაციები, ზედმეტი ბედნიერების შეგრძნება, მზრუნველობის ნაკლებობა, პათოლოგიური აზროვნება, აგრესია,

კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, პათოლოგიური კოორდინაცია, ჭარბი მოძრაობა, ამნეზია, შეგრძნების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, გულისწასვლა, შაკიკი,

გადიდებული გუგები,

ყურის ტკივილი, სწრაფი გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, ალები,

სუნთქვის გაძნელება, შესაძლო ხიხინი, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა,

საყლაპავის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, ნერწყვის მომატება, დარღვევა ენის მხრივ, ამოქარვება,

თვალის შეშუპება, მეწამული ლაქები კანზე, სახის შეშუპება, თმის ცვენა, ცივი ოფლი, მშრალი კანი, ჭინჭრის ციება, ქავილი,

ოსტეოართრიტი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვა,

ღამის შარდვა, შარდვის შეუძლებლობა, შარდვის მომატება, შარდვის სიხშირის მომატება, შარდვის პრობლემა, შარდის შეუკავებლობა,

ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია, ქალის სექსუალური დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ფეხების შეშუპება, შემცივნება, ცხელება, სისუსტე, წყურვილი, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, წონის დაქვეითება, წონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ნაწლავების პრობლემა, ყურის ინფექცია, კიბო, ჯირკვლების შეშუპება, მაღალი ქოლესტერინი, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა,

ფიზიკური სიმპტომები სტრესის ან ემოციების გამო, წამალდამოკუდებულება, ფსიქოზური აშლილობა, პარანოია, სუიციდური აზრები, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია,

მძიმე ალერგიული რეაქცია,

კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მგრძნობელობის მომატება, მგრძნობელობის დარღვევა,

გლაუკომა, ცრემლის პრობლემა, ლაქები თვალის წინ, ორმაგი მხედველობა, სინათლის მიმართ მგრძნობიარე თვალი, სისხლი თვალში, არათანაბარი ზომის გუგები, მხედველობის დარღვევა,

სისხლში შაქრის დონის კონტროლის პრობლემები (დიაბეტი),

გულის შეტევა, ნელი გულისცემა, გულის პრობლემა, ხელებსა და ფეხებში ცუდი სისხლის მიმოქცევა, ყელის დახშობა, სწრაფი სუნთქვა, ნელი სუნთქვა, საუბრის გაძნელება, სლოკინი,

სისხლი განავალში, პირის ღრუს ტკივილი, ენის წყლული, დარღვევა კბილების მხივ, ენის პრობლემა, პირის ღრუს წყლულები, ღვიძლის ფუნქციის პრობლემები,

კანისმიერი პრობლემა ბუშტუკებით, თმის გამონაყარი, პათოლოგიური თმის ტექსტურა, პათოლოგიური კანის სუნი, დარღვევა ძვლის მხრივ,

შარდვის დაქვეითება, შარდის შეკავება, სისხლი შარდში,

ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, მშრალი ვაგინალური არე, წითელი მტკივნეული პენისი და წინა კანი, გენიტალური გამონადენი, გახანგრძლივებული ერექცია, მკერდის გამონადენი,

თიაქარი, წამლისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება, დარღვევა სპერმის მხრივ, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, დაზიანება, სისხლძარღვების მოდუნების პროცედურა,

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა სერტრალინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 2.).

უცნობი

მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა,

მსხვილი ნაწლავის ანთება (დიარეის გამომწვევი).

სერტრალინის ბაზარზე გატანის შემდეგ, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება, შედედების უჯრედების შემცირება, ენდოკრინული პრობლემები, სისხლში მარილის დაბალი შემცველობა, სისხლში შაქრის დონის მატება,

საშინელი პათოლოგიური სიზმრები, სუიციდური ქცევა,

კუნთოვანი მოძრაობის პრობლემები (როგორიცაა ჭარბი მოძრაობა, დაძაბული კუნთები, სიარულის გაძნელება და რიგიდობა, სპაზმი და კუნთების უნებლიე მოძრაობები), უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვასკონსტრუქციული სინდრომი (RCVS)) ,

სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა სისხლდენა კუჭიდან), ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის სერიოზული პრობლემები, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე),

კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, კუნთების კრუნჩხვები, მკერდის გადიდება, შედედების პრობლემები, პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტები, შარდის შეუკავებლობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს ელექტრული აქტივობის ცვლილების ნიშნები (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის პათოლოგოირო რიტმი.

გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვების და მოზარდების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები ძირითადად მოზრდილების მსგავსი იყო (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტისას

თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა და კანკალი (იხ. პარაგრაფი 3. „თუ შეწყვეტთ სერტრალინ ფარმოზის მიღებას“).

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ქვემოთ მოცემული კონტაქტის საშუალებით:

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ელფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი ფარმოზი არის სერტრალინი. Sertralina Farmoz-ის თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სერტრალინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ ან 100 მგ სერტრალინისა.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG 300 და ტალკი.

სერტრალინ ფარმოზის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით და შეფუთულია ბლისტერში.

ხელმისაწვდომია ბლისტერებში 10, 14, 28, 30, 56, 60 ან 100 აპკით დაფარული ტაბლეტი, დოზით 50 მგ ან 100 მგ.

შესაძლებელია ყველა პრეზენტაციის კომერციალიზაცია არ მოხდეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

FARMOZ – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ფარმოზ - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)

Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა), პორტუგალია

შენახვის პირობები

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სერტრალინ ფარმოზი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს სერტრალინ ფარმოზი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ სერტრალინ ფარმოზის მიღებამდე

როგორ მიიღება სერტრალინ ფარმოზი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება სერტრალინ ფარმოზი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სერტრალინ ფარმოზი და რისთვის გამოიყენება

სერტრალინ ფარმოზი შეიცავს მოქმედ ნივთიერება სერტრალინს. სერტრალინი არის მედიკამენტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI); აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ.

სერტრალინ ფარმოზი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესიისა და მორეციდივე დეპრესიის პრევენცია (მოზრდილებში);

სოციალური შფოთვის აშლილობა ( მოზრდილებში)

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) (მოზრდილებში)

პანიკური შეტევები (მოზრდილებში);

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) (მოზრდილებში და 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში).

დეპრესია არის კლიინკური დაავადება სიმტპომებით, როგორიცაა: დეპრესია არის კლინიკური დაავადება, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოწყენის შეგრძნება, სათანადო ძილის არქონა ან ცხოვრებით ტკბობა, როგორც ადრე.

OCD და პანიკური აშლილობები არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: მუდმივი შეშფოთება აკვიატებული იდეებით (აკვიატებები), რაც იწვევს განმეორებითი რიტუალების ჩატარებას (იძულებას).

PTSD არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან ემოციური ტრავმული გარემოების ფონზე და აქვს ისეთი სიმპტომები, რომელიც ჰგავს დეპრესიას და შფოთვას. სოციალური შფოთვის აშლილობა (სოციალური ფობია) არის დაავადება, რომელიც უკავშიდება შფოთვას. მას ახასიათებს ძლიერი შფოთვის ან სტრესის განცდა სოციალურ სიტუაციებში (მაგალითად: უცხო ადამიანებთან საუბარი, ადამიანთა ჯგუფების წინაშე საუბარი, სხვების წინაშე ჭამა ან დალევა ან იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უხერხულად მოიქცეთ).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ აღნიშნული პრეპარატი შეესაბამება თქვენ დაავადების მკურნალობას.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რატომ დაგენიშნათ სერტრალინ ფარმოზი.

  • რა უნდა იცოდეთ სერტრალინ ფარმოზის მიღებამდე

არ მიიღოთ სერტრალინ ფარმოზი

თუ გაქვთ ალერგია სერტრალინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ იღებთ ან იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან მაო-ს ინჰიბიტორების მსგავს პრეპარატებდ (როგორიცაა ლინზოლიდი). თუ შეწყვეტთ სერტრალინით მკურნალობას, უნდა დაელოდოთ მინიმუმ ერთ კვირას, სანამ დაიწყებთ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობას. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, სანამ დაიწყებთ სერტრალინით მკურნალობას.

თუ იღებთ სხვა პრეპარატს, რომელსაც ეწოდება პიმოზიდი (მედიკამენტი ფსიქიკური აშლილობისთვის, როგორიცაა ფსიქოზი).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას. SNRI/SSRI-მ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები:

სერტრალინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების მქონე პაციენტების გარდა. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, თითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები (სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). თუმცა, თქვენს ექიმს შეუძლია სერტრალინ ფარმოზის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, თუ ჩათლის რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა სერტრალინ ფარმოზი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმთან.

გარდა ამისა, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება ან გაუარესდება სერტრალინ ფარმოზის მიღებისას, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ასევე, სერტრალინის გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, დასწავლის (კოგნიტური) და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით ჯერ არ არის დადასტურებული.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სერტრალინ ფარმოზი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სერტრალინ ფარმოზის მოქმედებაზე, ან თავად სერტრალინ ფარმოზმა შეიძლება შეამციროს მასთან ერთად მიღებული სხვა პრეპარატის ეფექტურობა.

სერტრალინ ფარმოზის მიღებამ შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

მედიკამენტები, რომლებსაც უწოდებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო), როგორიცაა მოკლობემიდი (დეპრესიის სამკურნალოდ) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) და ანტიბიოტიკი ლინზოლიდი. არ გამოიყენოთ სერტრალინ ფარმოზის ამ მედიკამენტებთან ერთად.

მედიკამენტები ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა ფსიქოზი (პიმოზიდი). არ გამოიყენოთ სერტრალინ ფარმოზი პიმოზიდთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებები. კრაზანას ეფექტი შესაძლოა კვირა გაგრძელდეს 1-2 კვირის მანძილზე.

ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი საშუალებები.

ძლიერი ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ტრამადოლი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანესთეზიის დროს ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (ფენტანილი, მივაკური, სუქსამეთონიუმი).

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. სუმატრიპტანი).

სისხლის გამათხელებელი საშუალება (ვარფარინი).

პრეპარატები ტკივილის/ართრიტის სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) როგორიცაა იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი).

სედატიური საშუალებები (დიაზეპამი).

დიურეზული საშუალებები.

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი).

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ტოლბუტამიდი).

კუჭის ჭარბი მჟავიანობის და წყლულების სამკურნალო მედიკამენტები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრანზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი).

მანიის და დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ლითიუმი).

დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები (როგორიცაა ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი).

შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის ცემის სიხშირისა და რიტმის დასარეგულირებლად (როგორიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი).

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი).

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ/შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ (აპრეპიტანტი).

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკს (მაგ. ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და ანტიბიოტიკი).

სერტრალინ ფარმოზი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სერტრალინ ფარმოზის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სერტრალინ ფარმოზის მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის მოხმარება.

სერტრალინი არ უნდა იქნას მიღებული გრეიპფრუტის წვენთან ერთად, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერტრალინის კონცენტრაცია თქვენს ორგანიზმში.

ორსილობა ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სერტრალინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში სრულად არ არის დადგენილი. ორსულობის დროს სერტრალინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის განვითარებისთვის შესაძლო რისკს. თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია შვილის გაჩენა, სერტრალინის მიღებისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი (როგორიცაა კონტრაცეპტული აბები).

დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ სერტრალინ ფარმოზს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინ ფარმოზი, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც ვლინდება ბავშვის აჩქარებული სუნთქვით და გალურჯებით. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ აღნიშნული გამოუვლინდება თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს.

თქვენს ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:

სუნთქვის გაძნელებას,

მოლურჯო კანს ან ძლიერ სიცხეს ან სიცივეს,

ლურჯ ტუჩებს,

ღებინებას ან არასწორად კვებას,

ძლიერ დაღლას, დაძინების შეუძლებლობას ან ბევრ ტირილს,

რიგიდულ ან მოშვებულ კუნთებს,

ტრემორს, თრთოლას ან კრუნჩხვებს,

გაზრდილ რეფლექსურ რეაქციებს,

გაღიზიანებადობას,

სისხლში შაქრის დაბალ დონეს.

თუ თქვენს ბავშვს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე სიმპტომი ჩამოთვლილიდან, ან თუ გაწუხებთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს, რომელიც შეძლებს რჩევის მოცემას.

არსებობს მტკიცებულება, რომ სერტრალინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. სერტრალინი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა სერტრალინი, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აჩვენა, რომ შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი.

თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ გეცოდინებათ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენს უნარზე ამ აქტივობების შესრულებისას.

სერტრალინ ფარმოზი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება სერტრალინ ფარმოზი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები:

დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

დეპრესიისა და OCD-ისთვის, ჩვეულებრივი ეფექტური დოზაა 50 მგ/დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, მინიმუმ ერთკვირიანი ინტერვალით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ-ით/დღეში და გაიზარდოს 50 მგ-მდე/დღეში ერთი კვირის შემდეგ. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

სერტრალინ ფარმოზი გამოიყენება მხოლოდ OCD-ით დაავადებული 6-17 წლის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში.

ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ დღეში.

13-დან 17 წლამდე მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ დღეში.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, აცნობეთ თქვენს ექიმს და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

მიღების წესი

სერტრალინ ფარმოზის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღეთ წამალი დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს.

თქვენი ექიმი გირჩევთ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს წამალი. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ბუნებაზე და რამდენად კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე. შესაძლოა რამდენიმე კვირა იყოს საჭირო, სანამ დაიწყება თქვენი სიმპტომების გაუმჯობესება. დეპრესიის მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ მიიღეთ სერტრალინ ფარმოზი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ შემთხვევით მიიღეთ სერტრალინ ფარმოზი ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან იქონიეთ ეტიკეტირებული წამლის შეფუთვა, მიუხედავად იმისა, დარჩა თუ არა შეფუთვაში წამალი.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას, გულისცემის აჩქარებას, კანკალს, აგზნებას, თავბრუსხვევას და იშვიათ შემთხვევებში უგონო მდგომარეობას.

თუ დაგავიწყდათ სერტრალინ ფარმოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სერტრალინ ფარმოზის მიღებას

არ შეწყვიტოთ სერტრალინ ფარმოზის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. თქვენს ექიმი თანდათან შეგიმცირებთ სერტრალინ ფარმოზის დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა და კანკალი. თუ სერტრალინ ფარმოზის მიღების შეწყვეტისას აღგენიშნებათ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა ან რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფყრცელ-ჩანართში.

გულისრევა ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად გარდამავალია მკურნალობის გაგრძელებისას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სერიოზული.

თუ გაგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (მულტიფორმული ერითემა). აღნიშნულმა შეიძლება მოიცვას პირის ღრუ და ენა. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN). ამ შემთხვევებში თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.

ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, კანისმიერი გამონაყარი, სუნთქვის პრობლემები, ხიხინი, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება.

თუ აღგენიშნებათ აგზნება, დაბნეულობა, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემ,. ეს არის სეროტონინის სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როდესაც თქვენ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს სერტრალინთან ერთად. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს მკურნალობის შეწყვეტა.

თუ აღგენიშნებათ კანისა და თვალების გაყვითლება, რომელიც შეიძლება ღვიძლის დაზიანებას ნიშნავდეს.

თუ გამოგივლინდათ დეპრესიის სიმპტომები თვითდაზიანების და თვითმკვლელობის იდეებით (სუიციდური აზრები).

თუ სერტრალინ ფარმოზის მიღების დაწყების შემდეგ დაგეწყებათ მოუსვენრობის შეგრძნება და ვერ შეძლებთ უძრავად ჯდომას ან დგომას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეწყებათ მოუსვენრობა.

თუ გაქვთ შეტევები (კრუნჩხვა).

თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა მოზრდილებში კლინიკური კვლევებისას.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ეაკულაციის უკმარისობა, დაღლილობა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

ყელის ტკივილი, ანორექსია, მადის მომატება,

დეპრესია, უცნაურობის შეგრძნება, ღამის კოშმარი, შფოთვა, აგზნებადობა, ნერვიულობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, კბილების კრაჭუნი,

დაბუჟება და ჩხვლეტა, კანკალი, კუნთების დაძაბულობა, პათოლოგიური გემო, ყურადღების ნაკლებობა,

მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში,

პალპიტაცია, ცხელი ალები, მთქნარება,

მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, კუჭის აშლილობა, გაზები,

გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, სექსუალური დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია, ტკივილი გულმკერდის არეში,

სახსრების ტკივილი,

სისუსტე.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

გულმკერდის გაციება, ცხვირიდან გამონადენი,

მომატებული მგრძნობელობა,

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე,

ჰალუცინაციები, ზედმეტი ბედნიერების შეგრძნება, მზრუნველობის ნაკლებობა, პათოლოგიური აზროვნება, აგრესია,

კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, პათოლოგიური კოორდინაცია, ჭარბი მოძრაობა, ამნეზია, შეგრძნების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, გულისწასვლა, შაკიკი,

გადიდებული გუგები,

ყურის ტკივილი, სწრაფი გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, ალები,

სუნთქვის გაძნელება, შესაძლო ხიხინი, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა,

საყლაპავის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, ნერწყვის მომატება, დარღვევა ენის მხრივ, ამოქარვება,

თვალის შეშუპება, მეწამული ლაქები კანზე, სახის შეშუპება, თმის ცვენა, ცივი ოფლი, მშრალი კანი, ჭინჭრის ციება, ქავილი,

ოსტეოართრიტი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვა,

ღამის შარდვა, შარდვის შეუძლებლობა, შარდვის მომატება, შარდვის სიხშირის მომატება, შარდვის პრობლემა, შარდის შეუკავებლობა,

ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია, ქალის სექსუალური დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ფეხების შეშუპება, შემცივნება, ცხელება, სისუსტე, წყურვილი, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, წონის დაქვეითება, წონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ნაწლავების პრობლემა, ყურის ინფექცია, კიბო, ჯირკვლების შეშუპება, მაღალი ქოლესტერინი, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა,

ფიზიკური სიმპტომები სტრესის ან ემოციების გამო, წამალდამოკუდებულება, ფსიქოზური აშლილობა, პარანოია, სუიციდური აზრები, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია,

მძიმე ალერგიული რეაქცია,

კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გაძნელება, მგრძნობელობის მომატება, მგრძნობელობის დარღვევა,

გლაუკომა, ცრემლის პრობლემა, ლაქები თვალის წინ, ორმაგი მხედველობა, სინათლის მიმართ მგრძნობიარე თვალი, სისხლი თვალში, არათანაბარი ზომის გუგები, მხედველობის დარღვევა,

სისხლში შაქრის დონის კონტროლის პრობლემები (დიაბეტი),

გულის შეტევა, ნელი გულისცემა, გულის პრობლემა, ხელებსა და ფეხებში ცუდი სისხლის მიმოქცევა, ყელის დახშობა, სწრაფი სუნთქვა, ნელი სუნთქვა, საუბრის გაძნელება, სლოკინი,

სისხლი განავალში, პირის ღრუს ტკივილი, ენის წყლული, დარღვევა კბილების მხივ, ენის პრობლემა, პირის ღრუს წყლულები, ღვიძლის ფუნქციის პრობლემები,

კანისმიერი პრობლემა ბუშტუკებით, თმის გამონაყარი, პათოლოგიური თმის ტექსტურა, პათოლოგიური კანის სუნი, დარღვევა ძვლის მხრივ,

შარდვის დაქვეითება, შარდის შეკავება, სისხლი შარდში,

ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, მშრალი ვაგინალური არე, წითელი მტკივნეული პენისი და წინა კანი, გენიტალური გამონადენი, გახანგრძლივებული ერექცია, მკერდის გამონადენი,

თიაქარი, წამლისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება, დარღვევა სპერმის მხრივ, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, დაზიანება, სისხლძარღვების მოდუნების პროცედურა,

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა სერტრალინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 2.).

უცნობი

მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა,

მსხვილი ნაწლავის ანთება (დიარეის გამომწვევი).

სერტრალინის ბაზარზე გატანის შემდეგ, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება, შედედების უჯრედების შემცირება, ენდოკრინული პრობლემები, სისხლში მარილის დაბალი შემცველობა, სისხლში შაქრის დონის მატება,

საშინელი პათოლოგიური სიზმრები, სუიციდური ქცევა,

კუნთოვანი მოძრაობის პრობლემები (როგორიცაა ჭარბი მოძრაობა, დაძაბული კუნთები, სიარულის გაძნელება და რიგიდობა, სპაზმი და კუნთების უნებლიე მოძრაობები), უეცარი ძლიერი თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც შექცევადი ცერებრალური ვასკონსტრუქციული სინდრომი (RCVS)) ,

სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა სისხლდენა კუჭიდან), ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის სერიოზული პრობლემები, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე),

კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, კუნთების კრუნჩხვები, მკერდის გადიდება, შედედების პრობლემები, პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტები, შარდის შეუკავებლობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს ელექტრული აქტივობის ცვლილების ნიშნები (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის პათოლოგოირო რიტმი.

გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვების და მოზარდების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები ძირითადად მოზრდილების მსგავსი იყო (იხ. ზემოთ). ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტისას

თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, შეიძლება აღგენიშნოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა ან შფოთვა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა და კანკალი (იხ. პარაგრაფი 3. „თუ შეწყვეტთ სერტრალინ ფარმოზის მიღებას“).

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ქვემოთ მოცემული კონტაქტის :

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ელფოსტა: [email protected]

  • როგორ ინახება სერტრალინ ფარმოზი

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სერტრალინ ფარმოზი

აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი ფარმოზი არის სერტრალინი. Sertralina Farmoz-ის თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სერტრალინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ ან 100 მგ სერტრალინისა.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG 300 და ტალკი.

სერტრალინ ფარმოზის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით და შეფუთულია ბლისტერში.

ხელმისაწვდომია ბლისტერებში 10, 14, 28, 30, 56, 60 ან 100 აპკით დაფარული ტაბლეტი, დოზით 50 მგ ან 100 მგ.

შესაძლებელია ყველა პრეზენტაციის კომერციალიზაცია არ მოხდეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

FARMOZ – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ფარმოზ - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)

Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა), პორტუგალია

მწარმოებელი

Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A. (ატლანტიკ ფარმა - პროდუცოეს ფარმაცეუტიკალს ს.ა.)

ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2021 წლის ივლისში.

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სერტრალინ ფარმოზი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა),

პორტუგალია

მწარმოებელი

Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A. (ატლანტიკ ფარმა - პროდუცოეს ფარმაცეუტიკალს ს.ა.)

Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა),

პორტუგალია

ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2021 წლის ივლისში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა