პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

სერტრალინა ასერტა

Sertralina Aserta

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

სერტრალინა ასერტა შეიცავს აქტიური ნივთიერებას - სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRI); ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სერტრალინი (sertraline)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043127
რეგისტრირებულია
15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასერტრალინა ასერტა და სხვა წამალი ერთად

სერტრალინა ასერტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სერტრალინა ასერტა შეიცავს აქტიური ნივთიერებას - სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRI); ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.

სერტრალინა ასერტა გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესია და დეპრესიის რეციდივის პრევენცია (მოზრდილებში);

სოციალური შფოთვითი აშლილობა (მოზრდილებში);

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) (მოზრდილებში);

პანიკური აშლილობა (მოზრდილებში);

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) (მოზრდილებსა და 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში).

დეპრესია წარმოადგენს კლინიკურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით, როგორიცაა სევდიანი განწყობა, ძილის დარღვევა ან სიცოცხლით ტკბობის დაქვეითება.

ოკა და პანიკური აშლილობები წარმოადგენენ დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან. პაციენტს მუდმივად აწუხებს აკვიატებული იდეები (ობსესიები), რომლებიც განაპირობებენ განმეორებითი რიტუალების შესრულებას (კომპულსიებს).

პტსა მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ემოციური ტრავმის გადატანის შემდეგ და ხასიათდება დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი სიმპტომებით. სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან. ის ხასიათდება ძლიერი შფოთვით ან დათრგუნვით სოციალურ სიტუაციებში (მაგ.: უცნობებთან საუბარი, ადამიანთა ჯგუფის წინაშე გამოსვლა, სხვების თვალწინ ჭამა და სმა ან წუხილი უხერხულად მოქცევის გამო).

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, ეს მედიკამენტი განკუთვნილია თუ არა პაციენტის დაავადების სამკურნალოდ.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული სერტრალინა ასერტა ნაჩვენებია თუ არა მისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები:

დეპრესია და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა:

დეპრესიისა და ოკა-ს დროს რეკომენდებული ეფექტური დოზაა 50 მგ/დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით და ინტერვალებით - არანაკლებ ერთი კვირა რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ/დღეში და გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში ერთი კვირის შემდეგ.

დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინა ასერტა გამოიყენება მხოლოდ ოკა-ს მკურნალობის დროს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა:

6-12 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში.

ერთი კვირის შემდეგ ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღეში.

13-17 წლის ასაკის მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღეში.

ღვიძლის ან თირმლის პრობლემების არსებობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითებების დაცვა.

მიღების მეთოდი:

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მკურნალობის მიმართ პასუხზე. სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება დაიწყოს რამდენიმე კვირის შემდეგ. დეპრესიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გაუმჯობესებიდან 6 თვის განმავლობაში.

სერტრალინა ასერტას დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით სერტრალინა ასერტას დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი, ცარიელიც რომ იყოს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია სერტრალინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი იღებს ან იღებდა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაოი, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან სხვა მაოი-ის მსგავს მედიკამენტებს (მაგ.: ლინეზოლიდი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალი მაოი-ით მკურნალობის დაწყებამდე. მაოი-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ 2-კვირიანი ინტერვალი სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტს – პიმოზიდს (ფსიქიკური დარღვევის, როგორიცაა ფსიქოზი, სამკურნალო პრეპარატს).

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია სერტრალინა ასერტას მიღებამდე.

მედიკამენტები ყოველთვის არ არის ყველა პაციენტისათვის შესაბამისი. სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია (კრუნჩხვები) ან გულყრების ანამნეზი აქვს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს განუვითარდა გულყრა;

თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალური ეპიზოდი;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები (იხ. ქვემოთ “სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება”);

თუ პაციენტს აღენიშნება სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როცა პაციენტი სერტრალინთან ერთად იღებს სხვა გარკვეულ მედიკამენტებს (სიმპტომები იხ. მე-4 პარაგრაფში “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). მკურნალი ექიმი დაადგენს, პაციენტს აღენიშნებოდა, თუ არა ეს სინდრომი;

თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რომელიც შეიძლება განვითარდეს სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შედეგად. მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება შეცვალონ ნატრიუმის დონე სისხლში;

თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა, რადგან ამ დროს იზრდება სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის განვითარების რისკი (იხ. ზემოთ);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება; შეიძლება საჭირო გახდეს სერტრალინა ასერტას დოზის შემცირება;

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი; სერტრალინა ასერტამ შეიძლება შეცვალოს გლუკოზის დონე სისხლში და შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის დარღვევები ან იღებს სისხლის გამათხევადებლებს (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავას ან ვარფარინს) ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, ან არის ორსულად (იხ. “ორსულობა”);

თუ პაციენტი ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდია. 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინა ასერტა ინიშნება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) მკურნალობის დროს. საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, თუ ის მკურნალობდა ამ დაავადების გამო (იხ. ქვემოთ “ბავშვები და მოზარდები”);

თუ პაციენტს უტარდება ელექტროკონვულსური თერაპია (ეკთ).

თუ პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული ტიპი (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს აღენიშნება პათოლოგია ელექროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე), როგორიცაა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

აკატიზია / მოუსვენრობა

სერტრალინის გამოყენება იწვევს მოუსვენრობას და მოძრაობის მოთხოვნილებას, ხშირად შეუძლებელია წყნარად ჯდომა ან დგომა (აკატიზიას). უფრო ხშირად ეს სიმპტომი ვითარდება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს ამ სიმპტომის მქონე პაციენტებში, ამიტომ ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მოხსნის რეაქციები:

ხშირია მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მოხსნის რეაქციები), განსაკუთრებით, თუ მკურნალობა უეცრად წყდება (იხ. პარაგრაფი 3 “სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა” და პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ზოგადად, ეს სიმპტომები არის მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ის შეიძლება იყოს მძიმე. ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგადად, ქრება თავისით 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე ან უფრო მეტი). სერტალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში და პაციენტმა ექიმთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო ვარიანტი.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ეს შეადგენს 2 კვირას ან უფრო მეტ ხანს.

ზემოთ აღნიშნული აზრები უფრო მეტად ვითარდება:

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევებით სუიციდური ქცევის რისკი მაღალია 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

პაციენტისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ ის ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ასევე, უნდა სთხოვოს, რომ უთხრან, თუ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის მიმდინარეობა უარესდება, ან ამჩნევენ ქცევის ცვლილებას.

SSRI/SNRI ჯგუფის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქციის (იხ. პარაგრაფი 4) სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები

სერტრალინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე პაციენტებისა. 18 წლამდე ასაკის პაციენტები, ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობის დროს, იმყოფებიან გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად, აგრესიულობა, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სერტრალინა ასერტა 18 წლამდე ასაკის პაციენტში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაენიშნა სერტრალინა ასერტა და მას სურს ამ გადაწყვეტილების განხილვა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც იღებს სერტრალინა ასერტას, განუვითარდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან მათი მიმდინარეობა გაუარესდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში სერტრალინე ასერტას ხანგრძლივი უსაფრთხოება, ზრდასთან, სქესობრივ მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის საბოლოოდ შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სერტრალინა ასერტას ეფექტზე, ან სერტრალინა ასერტამ შეიძლება დააქვეითოს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტიანობა მათი ერთდროულად მიღებისას.

ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად სერტრალინა ასერტას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი), როგორიცაა: მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის დროს), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეთჰემოგლობილინის მაღალი დონის სამკურნალოდ). დაუშვებელია სერტრალინა ასერტას გამოყენება ამ მედიკამენტებთან ერთად.

ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა ფსიქოზი სამკურნალო მედიკამენტები (პიმოზიდი). დაუშვებელია სერტრალინა ასერტას პიმოზიდთან ერთად გამოყენება.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები. კრაზანას ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 კვირა;

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავა ტრიფტოფანს;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს (მაგ.: ტრამადოლი);

საანესთეზიო ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (ფენტანილი, მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი);

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: სუმატრიპტანი);

სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტი (ვარფარინი);

ტკივილის/ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), როგორიცაა: იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));

სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);

დიურეტიკები;

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი);

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ტოლბუტამიდი);

კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციის, წყლულის და გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);

მანიისა და დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ლითიუმი);

დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი);

შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);

მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან გულის რითმის და სიხშირის მარეგულირებელი მედიკამენტები (როგორიცაა ვერაპამილი, დილტიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

აივ/შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები (პროტეაზის ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი);

ქიმიოთერაპიის ან ოპერაციის შემდეგ გულისრევის და ღებინების საპროფილაქტიკო მედიკამენტები (აპრეპიტანტი);

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკს (მაგ.: ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და ანტიბიოტიკები).

სერტრალინა ასერტას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სერტრალინა ასერტას ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დროს.

სერტრალინის მიღება არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერტრალინის დონე ორგანიზმში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.

ორსულობა

სერტრალინა ასერტას მიღებისას ორსულობის ბოლოს შეიძლება გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი მშობიარობის შემდეგ მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს სისხლდენის დარღვევების ანამნეზი. ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი იღებს სერტრალინე ასერტას, რათა მისცენ რჩევები პაციენტს.

სერტრალინის უსაფრთხოება ფეხმძიმე ქალებში სრულად არ არის დადგენილი. სერტრალინის გამოყენება ორსულობის დროს ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფზე. შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა სერტრალინით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი მეთოდები (როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები).

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს სერტრალინა ასერტას. ორსულობის დროს მისი მიღებისას, განსაკუთრებით, ბოლო ტრიმესტრში სერტრალინა ასერტას მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბავშვებში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, ე.წ. ახალშობილების პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზია (PPHN), რომლის დროსაც ახალშობილის სუნთქვა გახშირებულია და აღენიშნება ციანოზი. ეს სიმპტომები ვითარდება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მეანთან და/ან ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ახალშობილს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა მდგომარეობა, რომელიც იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:

სუნთქვის გაძნელება

ციანოზი ან ჰიპერთერმია, ან ჰიპოთერმია

ლურჯი ტუჩები

ღებინება ან არასათანადოდ კვება

ძლიერი დაღლილობა, უძილობა ან ძლიერი ტირილი

გაშეშებული ან მოდუნებული კუნთები

ტრემორი, კანკალი ან გულყრები

გაძლიერებული რეფლესური რეაქციები

გაღიზიანებადობა

სისხლში დაბალი შაქრის დონე

თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დაბადებისას, ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, საჭიროა ექიმთან ან მეანთან მიმართვა.

არსებობს მტკიცებულება, რომ სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს სერტრალინი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი დედისთვის აჭარბებს ბავშვზე შესაძლო რისკებს.

სერტალინის მსგავსმა ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი ცხოველებზე ცდებში. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, თუმცა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა ჯერ არ აღნიშნულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფსიქოტროპულმა მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა იქონიონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მაზე მედიკამენტი.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გულისრევა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება ან ქვეითდება მკურნალობის განმავლობაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:

თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მედიკამენტის მიღების შემდეგ, რადგან ისინი შეიძლება მძიმე ხასიათის იყოს.

თუ ვითარდება კანის ძლიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკოვან გამონაყარს (მულტიფორმული ერითემა). შეიძლება აღინიშნოს პირის ღრუსა და ენაზე. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ) ნიშანი. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა;

ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: გამონაყარი კანზე ქავილით, სუნთქვის პრობლემები, ხმაურიანი სუნთქვა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;

აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა – სეროტონინის სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი ვითარდება, როცა სერტრალინთან ერთად ხდება გარკვეული მედიკამენტების მიღება. ამ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს;

თუ პაციენტს განუვითარდა თვალებისა და კანის სიყვითლე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე;

თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესიული სიმპტომები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრებით (სუიციდური აზრები);

თუ პაციენტს აღენიშნება მოუსვენრობა და არ შეუძლია წყნარად ჯდომა ან დგომა სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დაწყების შემდეგ. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება მოუსვენრობა;

თუ პაციენტს აღენიშნება გულყრა;

თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალური ეპიზოდი (იხ. პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში,

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის დარღვევა, დაღლილობა.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ყელის ტკივილი, ანორექსია, მადის მომატება;

დეპრესია, უცნაურად ყოფნის შეგრძნება, ღამის კოშმარები, შფოთვა, აგზნება, ნევროზულობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, კბილების კრაჭუნი;

დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, გემოს ცვლილება, ყურადღების დეფიციტ;

მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური;

გულის ფრიალი, ალები, მთქნარება;

მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი;

გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, ერექციული დისფუნქცია, ტკივილი მკერდის არეში;

სახსრების ტკივილი;

სისუსტე.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გაცივება, ცხვირიდან გამონადენი;

ჰიპერმგრძნობელობა;

თირეოიდული ჰორმონების დონის დაქვეითება;

ჰალუცინაციები, ძალიან ბედნიერად ყოფნის შეგრძნება, თავის მოუვლელობა, პათოლოგიური აზროვნება, აგრესია;

კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, კოორდინაციის დარღვევა, ბევრი მოძრაობა, ამნეზია, შეგრძნების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა, თავბრუსხვევა ადგომისას, გულისწასვლის შეგრძნება, შაკიკი;

გადიდებული გუგები;

ყურის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ჰიპერტენზია, წამოწითლება;

სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა;

საყლაპავის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, ჰიპერსალივაცია, ენის პათოლოგიები, ბოყინი;

თვალების შეშუპება, კანზე იასამნიფერი ლაქები, სახის შეშუპება, თმის ცვენა, ცივი ოფლი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, ქავილი;

ოსტეოართრიტი, კუნთების სისუსტე, წელის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა;

ღამით შარდვა, შარდის შეკავება, შარდვის გაძლიერება, შარდვის სიხშირის გაზრდა, შარდვის პრობლემები, შარდის შეუკავებლობა;

ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია, ქალების სექსუალური დისფუნქცია, არარეგულარული მენსტრუაცია, ფეხების შეშუპება, შემცივნება, ცხელება, სისუსტე, წყურვილი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, წონის დაკლება, წონის მომატება.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ნაწლავების პრობლემები, ყურის ინფექცია, კიბო, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მაღალი ქოლესტერინი, გლუკოზის მაღალი დონე;

ფიზიკური სიმპტომები სტრესის ან ემოციის გამო, წამალზე დამოკიდებულება, ფსიქოზური დარღვევები, პარანოია, სუიციდური აზრები, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია;

მძიმე ალერგიული რექცია;

კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გართულება, გაზრდილი მგრძნობელობა, სენსორული დარღვევები;

გლაუკომა, ცრემლდენის დარღვევა, წერტილები თვალების წინ, მხედველობის გაორება, სინათლეზე თვალების ტკივილი, სისხლჩაქცევა თვალებში; არათანაბარი ზომის გუგები, მხედველობის დარღვევა;

სისხლში შაქრის დონის გაკონტროლების პრობლემები (დიაბეტი);

მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია, გულის პრობლემები, ცირკულაციის დარღვევა ხელებსა და ფეხებში, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გახშირება, სუნთქვის შენელება, მეტყველების გაძნელება, სლოკინი;

სისხლიანი განავალი, პირის ღრუს ანთება, წყლულები ენაზე, კბილების პათოლოგიები, ენის პრობლემები, პირის ღრუში წყლულები, ღვიძლის ფუნქციის პრობლემები;

კანის პრობლემები ბუშტუკების განვითარებით, თმის ცვენა, თმის ტექსტურის შეცვლა, კანის სუნის ცვლილება, ძვლების პათოლოგიები;

შარდის შემცირება, შარდის გამოყოფის დარღვევა, სისხლიანი შარდი

საშოდან ძლიერი სისხლდენა, ვაგინალური სიმშრალე, წითელი, მტკივნეული სასქესო ასო და ჩუჩა, გენიტალური გამონადენი, გახანგრძლივებული ერექცია, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი

თიაქარი, წამლის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება, სპერმის პათოლოგია, ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში, ტრავმა, სისხლძარღვების მოდუნება პროცედურების დროს.

აღინიშნა სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები სერტრალინით თერაპიის დროს ან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2).

სიხშირე უცნობია: მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, მსხვილი ნაწლავის ანთება (იწვევს ფაღარათს), ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მოკლე პერიოდში (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. “ორსულობა” მე-2 პარაგრაფში.

სერტრალინის მარკეტინგის შემდეგ აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის შემადებებელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ენდოკრინული პრობლემები, სისხლში მარილების დაბალი დონე, სისხლში შაქრის დონის მომატება

უჩვეული საშიში სიზმრები, სუიციდური ქცევა

კუნთების მოძრაობის პრობლემები (ბევრი მოძრაობა, კუნთების დაჭიმულობა, სიარულის გაძნელება და გაშეშება, კუნთების სპაზმები და უნებლიე მოძრაობები), ძლიერი უეცარი თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის, ცერებრული შექცევადი ვაზოკონსტრიქციის სინდრომის (RCVS), ნიშანი);

სისხლდენა (მაგ.: კუჭიდან სისხლდენა), ფილტვის ქსოვილის პროგრესული დაზიანება (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება), პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის სერიოზული პრობლემები, კანისა და თავლების გაყვითლება (სიყვითლე);

კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, კუნთების სპაზმები, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სისხლის შედედების პრობლემები, ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები, შარდის შეუკავებლობა;

გაბრუება, გულის წასვლა ან მკერდის არეში დისკომფორტი, რომელიც შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების ნიშანი (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის რიტმის დარღვევა.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით, გვერდითი მოვლენები ძირითადად იყო მოზრდილებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების მსგავსი (იხ. ზემოთ). ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი ბავშვებსა და მოზარდებში იყოს თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა.

სიმპტომები, რომლებიც ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

მედიკამენტის უეცრად შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევები, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ტრემორი (იხ. პარაგრაფი 3 “სერტრალინა ასერტას მიღების შეწყვეტისას”).

ძვლების მოტეხილობების გაზრდილი რისკი აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)

ან შემდეგ მისამართზე:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 7373

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

ინფარმედი, ი.პ.

მედიკამენტების რისკის მართვის განყოფილება

პარკ და დაუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო ნომერი)

ელფოსტა: [email protected]

ჭარბი დოზა

ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, ტაქიკარდია, კანკალი, აგზნება, თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევებში ცნობიერების დაკარგვა.

სერტრალინა ასერტას დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას არ უნდა იქნეს მიღებული დავიწყებული დოზა. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

მედიკამენტის ერთსა და იმავე დროს მიღება პაციენტს ეხმარებამისი რეგულარულად მიღების დამახსოვრებაში.

სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა

სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმი თანდათანობით შეამცირებს სერტრალინა ასერტას დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში მის სრულ შეწყვეტამდე. მედიკამენტის მიღების უეცრად შეწყევტამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კანკალი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა ან სხვა ეფექტები სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტისას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სერტრალინა ასერტა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი (ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ორფუძიანი ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეტილ სახამებელი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 300 და ტალკი.

სერტრალინა ასერტას თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ სერტრალინს.

სერტრალინა ასერტას გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

სერტრალინა ასერტა წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომლებიც მოთავსებულია ბლისტერზე.

სერტრალინა ასერტა ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10/14/28/30/56 და 60 ტაბლეტს, დოზით 50 მგ და 100 მგ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

PENTAFARMA –Sociedade Tecnico Medicinal, S.A.

Rua da Tapada Grande, n 2

Abrunheira

2710-089 Sintra

Portugal

პენტაფარმა – სოსიედადე ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.

რუა და ტაპადა გრანდე #2

აბრუნჰეირა

2710-089 სინტრა

პორტუგალია

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

gamoyenebis instruqcia: informacia pacientisaTvis

სერტრალინა ასერტა 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

სერტრალინა ასერტა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

სერტრალინი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისთვის მიცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს სერტრალინა ასერტა და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სერტრალინა ასერტას მიღებამდე

სერტრალინა ასერტას მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სერტრალინა ასერტას შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სერტრალინა ასერტა და მისი გამოყენება

სერტრალინა ასერტა შეიცავს აქტიური ნივთიერებას - სერტრალინს. სერტრალინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (SSRI); ეს მედიკამენტები გამოიყენება დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.

სერტრალინა ასერტა გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესია და დეპრესიის რეციდივის პრევენცია (მოზრდილებში);

სოციალური შფოთვითი აშლილობა (მოზრდილებში);

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) (მოზრდილებში);

პანიკური აშლილობა (მოზრდილებში);

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) (მოზრდილებსა და 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში).

დეპრესია წარმოადგენს კლინიკურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით, როგორიცაა სევდიანი განწყობა, ძილის დარღვევა ან სიცოცხლით ტკბობის დაქვეითება.

ოკა და პანიკური აშლილობები წარმოადგენენ დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია შფოთვასთან. პაციენტს მუდმივად აწუხებს აკვიატებული იდეები (ობსესიები), რომლებიც განაპირობებენ განმეორებითი რიტუალების შესრულებას (კომპულსიებს).

პტსა მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ემოციური ტრავმის გადატანის შემდეგ და ხასიათდება დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი სიმპტომებით. სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან. ის ხასიათდება ძლიერი შფოთვით ან დათრგუნვით სოციალურ სიტუაციებში (მაგ.: უცნობებთან საუბარი, ადამიანთა ჯგუფის წინაშე გამოსვლა, სხვების თვალწინ ჭამა და სმა ან წუხილი უხერხულად მოქცევის გამო).

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, ეს მედიკამენტი განკუთვნილია თუ არა პაციენტის დაავადების სამკურნალოდ.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული სერტრალინა ასერტა ნაჩვენებია თუ არა მისთვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სერტრალინა ასერტას მიღებამდე

დაუშვებელია სერტრალინა ასერტას მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია სერტრალინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი იღებს ან იღებდა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაოი, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი) ან სხვა მაოი-ის მსგავს მედიკამენტებს (მაგ.: ლინეზოლიდი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალი მაოი-ით მკურნალობის დაწყებამდე. მაოი-ით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არანაკლებ 2-კვირიანი ინტერვალი სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტს – პიმოზიდს (ფსიქიკური დარღვევის, როგორიცაა ფსიქოზი, სამკურნალო პრეპარატს).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია სერტრალინა ასერტას მიღებამდე.

მედიკამენტები ყოველთვის არ არის ყველა პაციენტისათვის შესაბამისი. სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია (კრუნჩხვები) ან გულყრების ანამნეზი აქვს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს განუვითარდა გულყრა;

თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ან შიზოფრენია. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალური ეპიზოდი;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები (იხ. ქვემოთ “სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება”);

თუ პაციენტს აღენიშნება სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს, როცა პაციენტი სერტრალინთან ერთად იღებს სხვა გარკვეულ მედიკამენტებს (სიმპტომები იხ. მე-4 პარაგრაფში “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). მკურნალი ექიმი დაადგენს, პაციენტს აღენიშნებოდა, თუ არა ეს სინდრომი;

თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რომელიც შეიძლება განვითარდეს სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შედეგად. მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება შეცვალონ ნატრიუმის დონე სისხლში;

თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა, რადგან ამ დროს იზრდება სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის განვითარების რისკი (იხ. ზემოთ);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება; შეიძლება საჭირო გახდეს სერტრალინა ასერტას დოზის შემცირება;

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი; სერტრალინა ასერტამ შეიძლება შეცვალოს გლუკოზის დონე სისხლში და შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის დარღვევები ან იღებს სისხლის გამათხევადებლებს (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავას ან ვარფარინს) ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, ან არის ორსულად (იხ. “ორსულობა”);

თუ პაციენტი ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდია. 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინა ასერტა ინიშნება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) მკურნალობის დროს. საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, თუ ის მკურნალობდა ამ დაავადების გამო (იხ. ქვემოთ “ბავშვები და მოზარდები”);

თუ პაციენტს უტარდება ელექტროკონვულსური თერაპია (ეკთ).

თუ პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული ტიპი (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს აღენიშნება პათოლოგია ელექროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე), როგორიცაა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

აკატიზია / მოუსვენრობა

სერტრალინის გამოყენება იწვევს მოუსვენრობას და მოძრაობის მოთხოვნილებას, ხშირად შეუძლებელია წყნარად ჯდომა ან დგომა (აკატიზიას). უფრო ხშირად ეს სიმპტომი ვითარდება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში. დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს ამ სიმპტომის მქონე პაციენტებში, ამიტომ ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მოხსნის რეაქციები:

ხშირია მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მოხსნის რეაქციები), განსაკუთრებით, თუ მკურნალობა უეცრად წყდება (იხ. პარაგრაფი 3 “სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა” და პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ზოგადად, ეს სიმპტომები არის მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ის შეიძლება იყოს მძიმე. ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგადად, ქრება თავისით 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს უფრო დიდხანს (2-3 თვე ან უფრო მეტი). სერტალინით მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში და პაციენტმა ექიმთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საუკეთესო ვარიანტი.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ეს შეადგენს 2 კვირას ან უფრო მეტ ხანს.

ზემოთ აღნიშნული აზრები უფრო მეტად ვითარდება:

თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევებით სუიციდური ქცევის რისკი მაღალია 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

პაციენტისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ ის ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ასევე, უნდა სთხოვოს, რომ უთხრან, თუ დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის მიმდინარეობა უარესდება, ან ამჩნევენ ქცევის ცვლილებას.

SSRI/SNRI ჯგუფის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქციის (იხ. პარაგრაფი 4) სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვები და მოზარდები

სერტრალინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე პაციენტებისა. 18 წლამდე ასაკის პაციენტები, ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობის დროს, იმყოფებიან გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად, აგრესიულობა, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სერტრალინა ასერტა 18 წლამდე ასაკის პაციენტში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაენიშნა სერტრალინა ასერტა და მას სურს ამ გადაწყვეტილების განხილვა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც იღებს სერტრალინა ასერტას, განუვითარდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან მათი მიმდინარეობა გაუარესდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში სერტრალინე ასერტას ხანგრძლივი უსაფრთხოება, ზრდასთან, სქესობრივ მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის საბოლოოდ შესწავლილი.

სხვა მედიკამენტები და სერტრალინა ასერტა

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სერტრალინა ასერტას ეფექტზე, ან სერტრალინა ასერტამ შეიძლება დააქვეითოს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტიანობა მათი ერთდროულად მიღებისას.

ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად სერტრალინა ასერტას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი), როგორიცაა: მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის დროს), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეთჰემოგლობილინის მაღალი დონის სამკურნალოდ). დაუშვებელია სერტრალინა ასერტას გამოყენება ამ მედიკამენტებთან ერთად.

ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა ფსიქოზი სამკურნალო მედიკამენტები (პიმოზიდი). დაუშვებელია სერტრალინა ასერტას პიმოზიდთან ერთად გამოყენება.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები. კრაზანას ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 კვირა;

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავა ტრიფტოფანს;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს (მაგ.: ტრამადოლი);

საანესთეზიო ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (ფენტანილი, მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი);

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: სუმატრიპტანი);

სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტი (ვარფარინი);

ტკივილის/ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), როგორიცაა: იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));

სედატიური საშუალებები (დიაზეპამი);

დიურეტიკები;

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი);

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ტოლბუტამიდი);

კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციის, წყლულის და გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები (ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი);

მანიისა და დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ლითიუმი);

დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი);

შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: პერფენაზინი, ლევომეპრომაზინი და ოლანზაპინი);

მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან გულის რითმის და სიხშირის მარეგულირებელი მედიკამენტები (როგორიცაა ვერაპამილი, დილტიაზემი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი).

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

აივ/შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები (პროტეაზის ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ტელაპრევირი);

ქიმიოთერაპიის ან ოპერაციის შემდეგ გულისრევის და ღებინების საპროფილაქტიკო მედიკამენტები (აპრეპიტანტი);

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკს (მაგ.: ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება და ანტიბიოტიკები).

სერტრალინა ასერტას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სერტრალინა ასერტას ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დროს.

სერტრალინის მიღება არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერტრალინის დონე ორგანიზმში.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.

ორსულობა

სერტრალინა ასერტას მიღებისას ორსულობის ბოლოს შეიძლება გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი მშობიარობის შემდეგ მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს სისხლდენის დარღვევების ანამნეზი. ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი იღებს სერტრალინე ასერტას, რათა მისცენ რჩევები პაციენტს.

სერტრალინის უსაფრთხოება ფეხმძიმე ქალებში სრულად არ არის დადგენილი. სერტრალინის გამოყენება ორსულობის დროს ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფზე. შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა სერტრალინით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი მეთოდები (როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები).

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს სერტრალინა ასერტას. ორსულობის დროს მისი მიღებისას, განსაკუთრებით, ბოლო ტრიმესტრში სერტრალინა ასერტას მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბავშვებში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, ე.წ. ახალშობილების პერსისტენტული პულმონარული ჰიპერტენზია (PPHN), რომლის დროსაც ახალშობილის სუნთქვა გახშირებულია და აღენიშნება ციანოზი. ეს სიმპტომები ვითარდება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მეანთან და/ან ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ახალშობილს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა მდგომარეობა, რომელიც იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:

სუნთქვის გაძნელება

ციანოზი ან ჰიპერთერმია, ან ჰიპოთერმია

ლურჯი ტუჩები

ღებინება ან არასათანადოდ კვება

ძლიერი დაღლილობა, უძილობა ან ძლიერი ტირილი

გაშეშებული ან მოდუნებული კუნთები

ტრემორი, კანკალი ან გულყრები

გაძლიერებული რეფლესური რეაქციები

გაღიზიანებადობა

სისხლში დაბალი შაქრის დონე

თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დაბადებისას, ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, საჭიროა ექიმთან ან მეანთან მიმართვა.

არსებობს მტკიცებულება, რომ სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს სერტრალინი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი დედისთვის აჭარბებს ბავშვზე შესაძლო რისკებს.

სერტალინის მსგავსმა ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს სპერმის ხარისხი ცხოველებზე ცდებში. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, თუმცა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა ჯერ არ აღნიშნულა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ფსიქოტროპულმა მედიკამენტებმა, როგორიცაა სერტრალინი, შეიძლება გავლენა იქონიონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მაზე მედიკამენტი.

სერტრალინა ასერტას მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები:

დეპრესია და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა:

დეპრესიისა და ოკა-ს დროს რეკომენდებული ეფექტური დოზაა 50 მგ/დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით და ინტერვალებით - არანაკლებ ერთი კვირა რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ/დღეში და გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში ერთი კვირის შემდეგ.

დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით, რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ/დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სერტრალინა ასერტა გამოიყენება მხოლოდ ოკა-ს მკურნალობის დროს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა:

6-12 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში.

ერთი კვირის შემდეგ ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღეში.

13-17 წლის ასაკის მოზარდები: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღეში.

ღვიძლის ან თირმლის პრობლემების არსებობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითებების დაცვა.

მიღების მეთოდი:

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მკურნალობის მიმართ პასუხზე. სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება დაიწყოს რამდენიმე კვირის შემდეგ. დეპრესიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გაუმჯობესებიდან 6 თვის განმავლობაში.

სერტრალინა ასერტას დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით სერტრალინა ასერტას დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი, ცარიელიც რომ იყოს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: ძილიანობა, გულისრევა და ღებინება, ტაქიკარდია, კანკალი, აგზნება, თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევებში ცნობიერების დაკარგვა.

სერტრალინა ასერტას დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას არ უნდა იქნეს მიღებული დავიწყებული დოზა. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

მედიკამენტის ერთსა და იმავე დროს მიღება პაციენტს ეხმარებამისი რეგულარულად მიღების დამახსოვრებაში.

სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა

სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმი თანდათანობით შეამცირებს სერტრალინა ასერტას დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში მის სრულ შეწყვეტამდე. მედიკამენტის მიღების უეცრად შეწყევტამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევა, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და კანკალი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა ან სხვა ეფექტები სერტრალინა ასერტათი მკურნალობის შეწყვეტისას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სერტრალინა ასერტა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გულისრევა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად ქრება ან ქვეითდება მკურნალობის განმავლობაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:

თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მედიკამენტის მიღების შემდეგ, რადგან ისინი შეიძლება მძიმე ხასიათის იყოს.

თუ ვითარდება კანის ძლიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკოვან გამონაყარს (მულტიფორმული ერითემა). შეიძლება აღინიშნოს პირის ღრუსა და ენაზე. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ) ნიშანი. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა;

ალერგიული რეაქცია ან ალერგია, რომელიც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: გამონაყარი კანზე ქავილით, სუნთქვის პრობლემები, ხმაურიანი სუნთქვა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;

აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა – სეროტონინის სინდრომის სიმპტომები. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი ვითარდება, როცა სერტრალინთან ერთად ხდება გარკვეული მედიკამენტების მიღება. ამ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს;

თუ პაციენტს განუვითარდა თვალებისა და კანის სიყვითლე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე;

თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესიული სიმპტომები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრებით (სუიციდური აზრები);

თუ პაციენტს აღენიშნება მოუსვენრობა და არ შეუძლია წყნარად ჯდომა ან დგომა სერტრალინა ასერტათი მკურნალობის დაწყების შემდეგ. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება მოუსვენრობა;

თუ პაციენტს აღენიშნება გულყრა;

თუ პაციენტს აღენიშნება მანიაკალური ეპიზოდი (იხ. პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში,

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ეაკულაციის დარღვევა, დაღლილობა.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ყელის ტკივილი, ანორექსია, მადის მომატება;

დეპრესია, უცნაურად ყოფნის შეგრძნება, ღამის კოშმარები, შფოთვა, აგზნება, ნევროზულობა, სექსუალური ინტერესის დაქვეითება, კბილების კრაჭუნი;

დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, გემოს ცვლილება, ყურადღების დეფიციტ;

მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური;

გულის ფრიალი, ალები, მთქნარება;

მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი;

გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, ერექციული დისფუნქცია, ტკივილი მკერდის არეში;

სახსრების ტკივილი;

სისუსტე.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გაცივება, ცხვირიდან გამონადენი;

ჰიპერმგრძნობელობა;

თირეოიდული ჰორმონების დონის დაქვეითება;

ჰალუცინაციები, ძალიან ბედნიერად ყოფნის შეგრძნება, თავის მოუვლელობა, პათოლოგიური აზროვნება, აგრესია;

კრუნჩხვები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, კოორდინაციის დარღვევა, ბევრი მოძრაობა, ამნეზია, შეგრძნების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა, თავბრუსხვევა ადგომისას, გულისწასვლის შეგრძნება, შაკიკი;

გადიდებული გუგები;

ყურის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ჰიპერტენზია, წამოწითლება;

სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა;

საყლაპავის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ბუასილი, ჰიპერსალივაცია, ენის პათოლოგიები, ბოყინი;

თვალების შეშუპება, კანზე იასამნიფერი ლაქები, სახის შეშუპება, თმის ცვენა, ცივი ოფლი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, ქავილი;

ოსტეოართრიტი, კუნთების სისუსტე, წელის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა;

ღამით შარდვა, შარდის შეკავება, შარდვის გაძლიერება, შარდვის სიხშირის გაზრდა, შარდვის პრობლემები, შარდის შეუკავებლობა;

ვაგინალური სისხლდენა, სექსუალური დისფუნქცია, ქალების სექსუალური დისფუნქცია, არარეგულარული მენსტრუაცია, ფეხების შეშუპება, შემცივნება, ცხელება, სისუსტე, წყურვილი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, წონის დაკლება, წონის მომატება.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ნაწლავების პრობლემები, ყურის ინფექცია, კიბო, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მაღალი ქოლესტერინი, გლუკოზის მაღალი დონე;

ფიზიკური სიმპტომები სტრესის ან ემოციის გამო, წამალზე დამოკიდებულება, ფსიქოზური დარღვევები, პარანოია, სუიციდური აზრები, ძილში სიარული, ნაადრევი ეაკულაცია;

მძიმე ალერგიული რექცია;

კომა, პათოლოგიური მოძრაობები, მოძრაობის გართულება, გაზრდილი მგრძნობელობა, სენსორული დარღვევები;

გლაუკომა, ცრემლდენის დარღვევა, წერტილები თვალების წინ, მხედველობის გაორება, სინათლეზე თვალების ტკივილი, სისხლჩაქცევა თვალებში; არათანაბარი ზომის გუგები, მხედველობის დარღვევა;

სისხლში შაქრის დონის გაკონტროლების პრობლემები (დიაბეტი);

მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია, გულის პრობლემები, ცირკულაციის დარღვევა ხელებსა და ფეხებში, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გახშირება, სუნთქვის შენელება, მეტყველების გაძნელება, სლოკინი;

სისხლიანი განავალი, პირის ღრუს ანთება, წყლულები ენაზე, კბილების პათოლოგიები, ენის პრობლემები, პირის ღრუში წყლულები, ღვიძლის ფუნქციის პრობლემები;

კანის პრობლემები ბუშტუკების განვითარებით, თმის ცვენა, თმის ტექსტურის შეცვლა, კანის სუნის ცვლილება, ძვლების პათოლოგიები;

შარდის შემცირება, შარდის გამოყოფის დარღვევა, სისხლიანი შარდი

საშოდან ძლიერი სისხლდენა, ვაგინალური სიმშრალე, წითელი, მტკივნეული სასქესო ასო და ჩუჩა, გენიტალური გამონადენი, გახანგრძლივებული ერექცია, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი

თიაქარი, წამლის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება, სპერმის პათოლოგია, ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში, ტრავმა, სისხლძარღვების მოდუნება პროცედურების დროს.

აღინიშნა სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები სერტრალინით თერაპიის დროს ან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2).

სიხშირე უცნობია: მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, მსხვილი ნაწლავის ანთება (იწვევს ფაღარათს), ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მოკლე პერიოდში (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. “ორსულობა” მე-2 პარაგრაფში.

სერტრალინის მარკეტინგის შემდეგ აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის შემადებებელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ენდოკრინული პრობლემები, სისხლში მარილების დაბალი დონე, სისხლში შაქრის დონის მომატება

უჩვეული საშიში სიზმრები, სუიციდური ქცევა

კუნთების მოძრაობის პრობლემები (ბევრი მოძრაობა, კუნთების დაჭიმულობა, სიარულის გაძნელება და გაშეშება, კუნთების სპაზმები და უნებლიე მოძრაობები), ძლიერი უეცარი თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის, ცერებრული შექცევადი ვაზოკონსტრიქციის სინდრომის (RCVS), ნიშანი);

სისხლდენა (მაგ.: კუჭიდან სისხლდენა), ფილტვის ქსოვილის პროგრესული დაზიანება (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება), პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის სერიოზული პრობლემები, კანისა და თავლების გაყვითლება (სიყვითლე);

კანის შეშუპება, კანის რეაქცია მზეზე, კუნთების სპაზმები, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სისხლის შედედების პრობლემები, ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები, შარდის შეუკავებლობა;

გაბრუება, გულის წასვლა ან მკერდის არეში დისკომფორტი, რომელიც შეიძლება იყოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების ნიშანი (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან გულის რიტმის დარღვევა.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

კლინიკურ კვლევებში ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით, გვერდითი მოვლენები ძირითადად იყო მოზრდილებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების მსგავსი (იხ. ზემოთ). ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი ბავშვებსა და მოზარდებში იყოს თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და გულისრევა.

სიმპტომები, რომლებიც ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

მედიკამენტის უეცრად შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაბუჟება, ძილის დარღვევები, აგზნება ან შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ტრემორი (იხ. პარაგრაფი 3 “სერტრალინა ასერტას მიღების შეწყვეტისას”).

ძვლების მოტეხილობების გაზრდილი რისკი აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)

ან შემდეგ მისამართზე:

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 7373

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

ინფარმედი, ი.პ.

მედიკამენტების რისკის მართვის განყოფილება

პარკ და დაუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო ნომერი)

ელფოსტა: [email protected]

სერტრალინა ასერტას შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სერტრალინა ასერტა:

აქტიური ნივთიერებაა სერტრალინი (ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ორფუძიანი ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეტილ სახამებელი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 300 და ტალკი.

სერტრალინა ასერტას თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ სერტრალინს.

სერტრალინა ასერტას გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

სერტრალინა ასერტა წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომლებიც მოთავსებულია ბლისტერზე.

სერტრალინა ასერტა ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10/14/28/30/56 და 60 ტაბლეტს, დოზით 50 მგ და 100 მგ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

PENTAFARMA –Sociedade Tecnico Medicinal, S.A.

Rua da Tapada Grande, n 2

Abrunheira

2710-089 Sintra

Portugal

პენტაფარმა – სოსიედადე ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.

რუა და ტაპადა გრანდე #2

აბრუნჰეირა

2710-089 სინტრა

პორტუგალია

მწარმოებელი:

Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A.

Rua de Tapada Grande nº 2

Abrunheira

2710-089 Sintra

Portugal

ატლანტიკ ფარმა – პროდუცეოს ფარმაცეუტიკას ს.ა.

რუა და ტაპადა გრანდე #2

აბრუნჰეირა

2710-089 სინტრა

პორტუგალია

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ (EEA) ქვეყნებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებით:

პორტუგალია: სერტრალინა ასერტა 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

სერტრალინა ასერტა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესპანეთი: სერტრალინა ტექნიგენ 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

სერტრალინა ტექნიგენ 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის ივლისი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა