პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

რინოფენი

RHINOFEN

ურეცეპტოდ27,5მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რინოფენი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ფლუტიკაზონის ფუროატს. რინოფენის სპრეი არის თეთრი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია. იგი მოთავსებულია 15 მლ-იან ქარვისფერ შუშის ბოთლში (III ტიპი), რომელსაც აქვს დოზირებული გამფრქვევი ტუმბო. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუტიკაზონი (fluticasone)
ფორმა და შეფუთვა
27,5მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ბოთლი გამფრქვევი მოწყობილობით №1
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD12
რეგისტრაციის ნომერი
რ-044447
რეგისტრირებულია
9 დეკემბერი 2025, მოქმედებს 9 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარინოფენი და სხვა წამალი ერთად

რინოფენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რინოფენი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ფლუტიკაზონის ფუროატს.

რინოფენის სპრეი არის თეთრი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია. იგი მოთავსებულია 15 მლ-იან ქარვისფერ შუშის ბოთლში (III ტიპი), რომელსაც აქვს დოზირებული გამფრქვევი ტუმბო.

რინოფენი სპრეით შეგიძლიათ 120 შესხურების შესრულება.

რინოფენი ცხვირის სპრეი გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ, მათ შორის ცხვირის გაჭედვით, სურდოთი ან ქავილით, ცემინებით და ცრემლდენით, ქავილით ან სიწითლით, მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

ალერგიული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წლის კონკრეტულ დროს და გამოწვეული იყოს ბალახის ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება). ისინი ასევე შეიძლება გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეული იყოს ცხოველებზე ალერგიით, მტვრის ტკიპებით ან ბაღის ნიადაგით.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წლის კონკრეტულ დროს და გამოწვეული იყოს ბალახის ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება). ისინი ასევე შეიძლება გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეული იყოს ცხოველებზე ალერგიით, მტვრის ტკიპებით ან ბაღის ნიადაგით.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაბამისი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

სიმპტომების კონტროლის შემდეგ, შეგიძლიათ შეამციროთ დოზა 1 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

  • ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
  • თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ, სანამ სიმპტომები კონტროლს არ დაექვემდებარება. შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება 1 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

მიღების მეთოდი და გზა:

რინოფენი გამოიყენება მხოლოდ ნაზალური შესხურების სახით.

რინოფენის სპრეის ტესტირება:

თუ პირველად იყენებთ რინოფენს, შეამოწმეთ შესასხურებელი მოწყობილობა სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

როდესაც მოწყობილობა მზად იქნება გამოსაყენებლად, ენერგიულად შეანჯღრიეთ ბოთლი, მოხსენით დამცავი თავსახური და შესასხურებელი მექანიზმის გასააქტიურებლად რამდენჯერმე დააჭირეთ შესასხურებელ ტუმბოს, სანამ თხელი ნისლი არ გამოჩნდება. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.

რინოფენის სპრეის გამოყენება:

  • სპრეის გამოყენებამდე, გაინთავისუფლეთ ნესტოები ჩაბერვით.
  • არ შეასხუროთ ხსნარი თვალებში. თუ სპრეი შემთხვევით მოხვდება თვალებში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
  • თავი ოდნავ წინ გადახარეთ. სპრეი დაიჭირეთ ვერტიკალურად და მოათავსეთ ბუნიკი ერთ-ერთ ნესტოში. მიმართეთ ბუნიკი ცხვირის გარეთა კედლისკენ (იხილეთ სურათი 1).

ნახატი 1

  • ცხვირით შესუნთქვისას, ერთხელ დააჭირეთ ქვემოთ, რათა მედიკამენტი ცხვირში გამოვიდეს (იხილეთ სურათი 2). გამოიღეთ ბუნიკი ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირით.

ნახატი 2

  • გაიმეორეთ შესხურება მეორე ნესტოშიც.

თუ ექიმმა დაგინიშნათ 2 შესხურება, გაიმეორეთ მე-4 და მე-5 ნაბიჯები.

რინოფენი სპრეის გაწმენდა:

თითოეული შესხურების შემდეგ, გაწმინდეთ ბუნიკი და თავსახურის შიდა ზედაპირი სუფთა, მშრალი ქსოვილით. სისუფთავის შესანარჩუნებლად თავსახური გქონდეთ ყოველთვის დახურული.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ზრდასრულის ჩვეულებრივი დოზა.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის დაავადების მქონე პირებში ინიშნება მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, აცნობეთ ექიმს. თქვენი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა რინოფენის გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ რინოფენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რინოფენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რინოფენი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ რინოფენის გამოყენება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს რინოფენით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

პაციენტების უმეტესობა რინოფენის ეფექტს გრძნობს 8-24 საათის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ყველა ეფექტი პირველი გამოყენებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდეს.

განაგრძეთ რინოფენის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ფლუტიკაზონის ფუროატზე ან რინოფენის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (იხილეთ ექსციპიენტების სია გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში), არ გამოიყენოთ იგი.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში

სიფრთხილით გამოიყენეთ რინოფენი, თუ:

  • თქვენ აპირებთ რინოფენის მაღალი დოზებით გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს (როგორიცაა ცხიმის დაგროვება, რომელიც წააგავს ზურგზე კუზს, მრგვალი სახე, თმის ჭარბი ზრდა და განსაკუთრებით ძვლების განლევა წელის მალების და ბარძაყის), თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიას (მდგომარეობა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები დათრგუნულია), ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, უფრო იშვიათად, ფსიქოლოგიური ან ქცევითი ეფექტების ფართო სპექტრს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას (ფიქრებისა და გონებრივი აქტივობის გადაჭარბებულ ზრდას), ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).
  • თქვენ გაქვთ კატარაქტის (თვალის ბროლის დაბინდვა), გლაუკომის (თვალში წნევის მომატება) ან ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის (CSCR) ისტორია. თუ წარსულში გქონიათ ეს მდგომარეობები ან შენიშნეთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევები რინოფენის მიღების დროს, აცნობეთ ექიმს.
  • თქვენი შვილი რინოფენს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენებს (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში). ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენი ბავშვის სიმაღლეს და უზრუნველყოფს, რომ ის იღებს ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას.
  • თქვენ იყენებთ მედიკამენტს რიტონავირის სახელწოდებით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალოდ.
  • თქვენ იღებთ სისტემურ სტეროიდულ მკურნალობას თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის სამკურნალოდ.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდება, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში ოდესმე გეხებოდათ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

რინოფენის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდიონარე, საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

სიფრთხილის ზომები

სისტემური კორტიკოსტეროიდების ეფექტები

შესაძლოა გამოვლინდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშნული მაღალი დოზების დროს. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას და შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურ პაციენტებში და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სიმპტომებს, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიას, ზრდის ჩამორჩენას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და უფრო იშვიათად, ფსიქოლოგიური ან ქცევითი ეფექტების ფართო სპექტრს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევებს, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში). ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია. თუ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შესახებ, მაშინ სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის პერიოდებში უნდა განიხილებოდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება. ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ მიღება არ ასოცირდებოდა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძის დათრგუნვასთან, ზრდასრულ, მოზარდ ან პედიატრიულ სუბიექტებში. თუმცა, ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის დოზა უნდა შემცირდეს იმ მინიმალურ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლი. ყველა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის მსგავსად, კორტიკოსტეროიდების საერთო სისტემური დატვირთვა უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ერთდროულად ინიშნება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის სხვა ფორმები.

თუ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, სიფრთხილეა საჭირო პაციენტების სისტემური სტეროიდული მკურნალობიდან ფლუტიკაზონის ფუროატზე გადაყვანისას.

მხედველობის დარღვევა

სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევები, უნდა განიხილონ პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნის საკითხი შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლებიც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ზრდის შეფერხება

ზრდის შეფერხება დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს ნებადართული დოზებით. ზრდის სიჩქარის შემცირება დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუტიკაზონის ფუროატით (110 მიკროგრამი დღეში ერთი წლის განმავლობაში) (იხ. ნაწილი 4.8 და ნაწილი 5.1). ამიტომ, ბავშვები უნდა იღებდნენ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ადეკვატურ კონტროლს (იხ. ნაწილი 4.2). რეკომენდებულია ნაზალური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის მიმღები ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს იმ მიზნით, რომ შემცირდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდის დოზა, თუ ეს შესაძლებელია, იმ ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის პედიატრთან გაგზავნის შესაძლებლობა (იხ. ნაწილი 5.1).

პაციენტები, რომლებიც იღებენ რიტონავირს

რიტონავირთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის რისკის გამო (იხ. ნაწილი 4.5).

დამხმარე ნივთიერებები

რინოფენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით შემდეგ მედიკამენტებს:

  • სტეროიდული ტაბლეტები ან საინექციო სტეროიდები
  • სტეროიდული კრემები
  • ასთმის სამკურნალო მედიკამენტები
  • რიტონავირი ან კობიცისტატი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
  • კეტოკონაზოლი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

თქვენი ექიმი შეაფასებს, უნდა მიიღოთ თუ არა რინოფენი ამ მედიკამენტებთან ერთად. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი ინტენსიური მონიტორინგი, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ რინოფენის გვერდითი ეფექტები

რინოფენი არ უნდა იქნას გამოყენებული სტეროიდების შემცველ სხვა ნაზალურ სპრეებთან ერთად.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა რინოფენი ორსულობის დროს. სხვა მედიკამენტების მსგავსად, რინოფენი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა რინოფენი ძუძუთი კვების დროს. რინოფენის გამოყენება მეძუძურ ქალებში უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რინოფენი ნაკლებად იმოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რინოფენის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რინოფენი შეიცავს 16.5 მიკროგრამ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ შესხურებაში. ამიტომ, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი რეაქციები (ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მდგომარეობები) ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ მისი გამოყენების დროს განიცდით დისკომფორტს აცნობეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

რინოფენის მიმართ ალერგიული რეაქციები იშვიათია და აღენიშნება 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებს. მცირე რაოდენობის ადამიანებში ალერგიული რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემად, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტეთ რინოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • ძლიერი ქოშინი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება
  • უეცარი სისუსტის ან თავბრუსხვევის შეგრძნება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან გონების დაკარგვა)
  • სახის ირგვლივ შეშუპება
  • კანზე გამონაყარი ან სიწითლე.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რინოფენის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

სხვა გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები

  • ცხვირიდან სისხლდენა (თუ რინოფენს უწყვეტად 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდით, შესაძლოა განვითარდეს მცირე სისხლდენა ცხვირიდან. ცხვირიდან სისხლდენა ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა.)

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • ცხვირის წყლულები (შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანების შეგრძნება ცხვირის შიგნით და შეამჩნიოთ სისხლდენა ცხვირის გაწმენდისას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხვირის წყლულებით. ცხვირის წყლულები ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტია)
  • თავის ტკივილი
  • ქოშინი

არახშირი გვერდითი ეფექტები

  • ტკივილი, წვა, გაღიზიანება, ტკივილი ან სიმშრალე ცხვირის შიგნით

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

  • მცირე ხვრელები (პერფორაციები) ცხვირის შიგნით ძგიდეზე, რომელიც ნესტოებს ჰყოფს

უცნობი

  • ზრდის შენელება ბავშვებში
  • მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დროებითი ცვლილებები ხანგრძლივი გამოყენებისას
  • გულმკერდის არეში შებოჭილობა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას

ნაზალურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ორგანიზმში ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით თუ დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ მაღალ დოზებს. ბავშვებში ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვებთან შედარებით მათი ზრდის შენელება.

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

ბიოშეღწევადობის კვლევაში, ინტრანაზალური დოზები დღეში 2640 მიკროგრამამდე დაინიშნა სამი დღის განმავლობაში, გვერდითი სისტემური რეაქციების გარეშე (იხ. ნაწილი 5.2). მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჭირო გახდეს რაიმე თერაპია, დაკვირვების გარდა.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ფლუტიკაზონის ფუროატი……………………27.5 მიკროგრამი

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (50%)………………..16.5 მიკროგრამი

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

გამოიყენეთთ გახსნიდან 60 დღის განმავლობაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ რინოფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! მატი უტილიზაცია მოახდინეთ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემის საშუალებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაზალური პრეპარატები, დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD12

ფლუტიკაზონის ფუროატი არის სინთეზური ტრიფტორირებული კორტიკოსტეროიდი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი აფინურობა გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორის მიმართ და აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

სეზონური ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში

პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხვირის სიმპტომები (მოიცავს რინორეას, ცხვირის შეგუბებას, ცემინებას და ცხვირის ქავილს) და თვალის სიმპტომები (მოიცავს ქავილს/წვას, ცრემლდენას/ცრემლდენას და თვალების სიწითლეს) 4-ვე კვლევაში. ეფექტურობა შენარჩუნდა სრული 24-საათიანი დოზირების პერიოდის განმავლობაში, დღეში ერთხელ მიღებით.

თერაპიული სარგებლის დაწყება დაფიქსირდა საწყისი მიღებიდან 8 საათის შემდეგ, შემდგომი გაუმჯობესება დაფიქსირდა რამდენიმე დღის შემდეგ.

ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების მიერ თერაპიაზე საერთო რეაქციის აღქმა და პაციენტების დაავადებასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (რინოკონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარი - RQLQ), ოთხივე კვლევაში.

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში:

სამ კვლევაში პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ მიღებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხვირის სიმპტომები, ასევე პაციენტების მიერ თერაპიაზე საერთო რეაქციის აღქმა.

ერთ კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ, 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თვალის სიმპტომები, ასევე გააუმჯობესა პაციენტების დაავადებასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (RQLQ).

ეფექტურობა შენარჩუნდა მთელი 24-საათიანი დოზირების პერიოდის განმავლობაში დღეში ერთხელ მიღებისას.

ორწლიან კვლევაში, რომელიც შემუშავებული იყო ფლუტიკაზონის ფუროატის (110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ინტრანაზალური სპრეი) თვალის უსაფრთხოების შესაფასებლად, მრავალწლიანი ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებმა და მოზარდებმა მიიღეს ან ფლუტიკაზონის ფუროატი (n=367) ან პლაცებო (n=181).

პირველადი შედეგები [უკანა სუბკაფსულური შემღვრევის გაზრდის დრო (ბროლის შემღვრევის კლასიფიკაციის სისტემის III ვერსიის მიხედვით, საწყისიდან ≥0.3 (LOCS III ხარისხი)) და თვალშიდა წნევის გაზრდის დრო (თვალშიდა წნევა; საწყისიდან ≥7 მმ.ვწყ.სვ.)] არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის. უკანა სუბკაფსულური შემღვრევის ზრდა (საწყისიდან ≥0.3) უფრო ხშირი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მიკროგრამით [14 (4%)] მკურნალობაზე მყოფ სუბიექტებში პლაცებოსთან [4 (2%)] შედარებით და გარდამავალი ხასიათის იყო ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფის ათი სუბიექტისა და პლაცებო ჯგუფის ორი სუბიექტისთვის. თვალშიდა წნევის მომატება (საწყისიდან ≥7 მმ.ვწყ.სვ.) უფრო ხშირი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მიკროგრამით მკურნალობაზე მყოფ სუბიექტებში: ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მიკროგრამით დღეში ერთხელ მკურნალობისას 7 (2%) და პლაცებოს ჯგუფის 1 სუბიექტისთვის (<1%).

ეს მოვლენები გარდამავალი ხასიათის იყო ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფის ექვსი სუბიექტისა და პლაცებოს ჯგუფის ერთი სუბიექტისთვის.

52-ე და 104-ე კვირებში, ორივე მკურნალობის ჯგუფის სუბიექტების 95%-ს ჰქონდა უკანა სუბკაფსულური შემღვრევის მაჩვენებლები თითოეული თვალისთვის საწყისი მნიშვნელობების ± 0.1-ის ფარგლებში და, 104-ე კვირას, ორივე მკურნალობის ჯგუფის სუბიექტების ≤1%-ს ჰქონდა უკანა სუბკაფსულური შემღვრევის ზრდა საწყისი მნიშვნელობიდან 0.3-ით. 52-ე და 104-ე კვირებში, სუბიექტების უმრავლესობას (>95%) ჰქონდა თვალშიდა წნევის მაჩვენებლები საწყისი მნიშვნელობიდან ± 5 მმ.ვწყ.სვ. უკანა სუბკაფსულური შემღვრევის ან თვალშიდა წნევის მომატებას არ ახლდა თან კატარაქტის ან გლაუკომის რაიმე გვერდითი მოვლენა.

პედიატრიული პოპულაცია:

სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტი ბავშვებში:

პედიატრიული დოზირება ეფუძნება ეფექტურობის მონაცემების შეფასებას ბავშვებში ალერგიული რინიტის მქონე პოპულაციაში.

სეზონური ალერგიული რინიტის დროს, ფლუტიკაზონის ფუროატის ცხვირის სპრეი 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ეფექტური იყო, მაგრამ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 55 მიკროგრამი დღეში ერთხელ და პლაცებოს შორის არცერთ საბოლოო წერტილში.

მტელი წლის განმავლობაში მინდინარე ალერგიული რინიტის დროს, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ 55 მიკროგრამი დღეში ერთხელ აჩვენა უფრო თანმიმდევრული ეფექტურობის პროფილი, ვიდრე ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. იმავე კვლევაში 6 და 12 კვირის განმავლობაში ჩატარებულმა პოსტ-ჰოკ ანალიზმა, ასევე 6-კვირიანმა HPA ღერძის უსაფრთხოების კვლევამ, დაადასტურა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ეფექტურობა.

6-კვირიანმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღების ეფექტი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, აჩვენა, რომ პლაცებოსთან შედარებით, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი გავლენა შრატის კორტიზოლის 24-საათიან პროფილებზე.

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურ ჯგუფურ, მულტიცენტრულ, ერთწლიან პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ ზრდის კვლევაში შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამის დღიური დოზით გამოყენების გავლენა 474 პრეპუბერტატულ ასაკში მყოფი ბავშვის (გოგონების 5-დან 7.5 წლამდე და ბიჭების 5-დან 8.5 წლამდე) ზრდის სიჩქარეზე სტადიომეტრიის გამოყენებით. 52-კვირიანი მკურნალობის პერიოდში საშუალო ზრდის სიჩქარე უფრო დაბალი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის მიმღებ პაციენტებში (5.19 სმ/წელიწადში) პლაცებოსთან შედარებით (5.46 სმ/წელიწადში). მკურნალობის საშუალო სხვაობა იყო -0.27 სმ წელიწადში [95% CI -0.48-დან -0.06-მდე].

სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი ბავშვებში (6 წლამდე)

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ჩატარდა 2-დან 5 წლამდე ასაკის 271 პაციენტზე, რომლებსაც აღენიშნებოდათ როგორც სეზონური, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი, რომელთაგან 176-ს ჰქონდა ფლუტიკაზონის ფუროატის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

ამ ჯგუფში უსაფრთხოება და ეფექტურობა კარგად არ არის დადგენილი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვა:

ფლუტიკაზონის ფუროატი განიცდის არასრულ შეწოვას და ღვიძლსა და ნაწლავებში განიცდის ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს, რაც იწვევს უმნიშვნელო სისტემურ ზემოქმედებას. 110 მიკროგრამის ინტრანაზალური დოზირება დღეში ერთხელ, როგორც წესი, არ იწვევს გაზომვად პლაზმურ კონცენტრაციებს (<10 პგ/მლ). ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 0.50%, ისე, რომ 110 მიკროგრამის მიღების შემდეგ სისტემურად ხელმისაწვდომი იქნება ფლუტიკაზონის ფუროატის 1 მიკროგრამზე ნაკლები (იხ. ნაწილი 4.9).

განაწილება:

ფლუტიკაზონის ფუროატის პლაზმის ცილებთან კავშირია 99%-ზე მეტია. ფლუტიკაზონის ფუროატი ფართოდ ნაწილდება, განაწილების მოცულობით სტაბილურ მდგომარეობაში საშუალოდ 608 ლიტრი.

ბიოტრანსფორმაცია:

ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან (პლაზმური კლირენსი 58.7 ლ/სთ), ძირითადად ღვიძლის მეტაბოლიზმით არააქტიურ 17β-კარბოქსილის მეტაბოლიტად (GW694301X), ციტოქრომ P450 ფერმენტ CYP3A4-ის მეშვეობით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზა იყო S-ფტორმეთილ კარბოთიოატის ფუნქციის ჰიდროლიზი 17β-კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის წარმოქმნით. In vivo კვლევებმა არ გამოავლინა ფუროატის ნაწილის დაშლის ნიშნები ფლუტიკაზონის წარმოქმნით.

გამოყოფა:

პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, გამოყოფა ძირითადად განავლით ხდებოდა, რაც მიუთითებს ფლუტიკაზონის ფუროატის და მისი მეტაბოლიტების ნაღვლის გზით გამოყოფაზე. ინტრავენური მიღების შემდეგ, ელიმინაციის ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 15.1 საათს შეადგენდა. შარდით გამოყოფა შეადგენდა პერორალურად და ინტრავენურად შეყვანილი დოზის დაახლოებით 1%-ს და 2%-ს, შესაბამისად.

სპეციფიკური პაციენტების მახასიათებლები

თირკმლის უკმარისობა:

ინტრანაზალური დოზირების შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეების შარდში ფლუტიკაზონის ფუროატი არ ვლინდება. დოზადამოკიდებული ნივთიერების 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში და შესაბამისად, თირკმლის უკმარისობა არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენას მოახდენს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ხელმისაწვდომია მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის სახით) ინჰალაციის შემდეგ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ასევე გამოიყენება ინტრანაზალური დოზირებისთვის. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს B) პერორალურად ინჰალირებული ფლუტიკაზონის ფუროატის ერთჯერადი 400 მიკროგრამიანი დოზის კვლევამ გამოიწვია Cmax-ის (42%) და AUC(0-∞) (172%) მატება და კორტიზოლის დონის ზომიერი (საშუალოდ 23%) შემცირება პაციენტებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. 7 დღის განმავლობაში პერორალურად ინჰალაციური ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის განმეორებითი დოზირების შემდეგ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ჩაილდ-პიუს B ან C) აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა (საშუალოდ ორჯერ, როგორც ეს იზომება AUC(0–24)-ით). ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 200/25 მიკროგრამი) ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა ასოცირდებოდა შრატის კორტიზოლის საშუალოდ 34%-იან შემცირებასთან ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 100/12.5 მიკროგრამი) შრატის კორტიზოლზე გავლენა არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტთა ამ პოპულაციაში ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მიკროგრამის საშუალო პროგნოზირებული ექსპოზიცია არ არის მოსალოდნელი, რომ კორტიზოლის სუპრესიას გამოიწვევს.

პედიატრიული პოპულაცია:

პაციენტთა უმრავლესობაში ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივი განსაზღვრა შეუძლებელია (< 10 პგ/მლ) 110 მიკროგრამის დღეში ერთხელ ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. რაოდენობრივი განსაზღვრის დონეები დაფიქსირდა პედიატრიული პაციენტების 15.1%-ში 110 მიკროგრამის დღეში ერთხელ ინტრანაზალური დოზირების შემდეგ და პედიატრიული პაციენტების მხოლოდ 6.8%-ში 55 მიკროგრამის დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება ფლუტიკაზონის ფუროატის უფრო მაღალი რაოდენობრივი განსაზღვრის დონის შესახებ მცირეწლოვან ბავშვებში (6 წლამდე ასაკის). ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო კონცენტრაციები იმ სუბიექტებში, რომლებსაც ჰქონდათ რაოდენობრივი განსაზღვრის დონე 55 მიკროგრამის დოზით, შესაბამისად, იყო 18.4 პგ/მლ და 18.9 პგ/მლ 2-5 წლის და 6-11 წლის განმავლობაში. 110 მიკროგრამის მიღებისას, რაოდენობრივად განსაზღვრული დონის მქონე სუბიექტებში საშუალო კონცენტრაციები იყო 14.3 პგ/მლ და 14.4 პგ/მლ, შესაბამისად, 2-5 წლის და 6-11 წლის განმავლობაში. მაჩვენებლები მსგავსია მოზრდილებში (12+) დაფიქსირებული მაჩვენებლებისა, სადაც რაოდენობრივად განსაზღვრული დონის მქონე სუბიექტებში საშუალო კონცენტრაციები იყო 15.4 პგ/მლ და 21.8 პგ/მლ, შესაბამისად, 55 მიკროგრამის და 110 მიკროგრამის მიღებისას.

ხანდაზმულები:

ხანდაზმული პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ (≥ 65 წელი, n=23/872; 2.6%) მოგვაწოდა ფარმაკოკინეტიკური მონაცემები. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხანდაზმულებში ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრადი კონცენტრაციის მქონე პაციენტები უფრო მაღალი სიხშირით ხასიათდებოდნენ ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რინოფენი

  • 5 მკგ ნაზალური სპრეი, სუსპენზია

შეიყვანება ცხვირში.

აქტიური ნივთიერება: თითოეული შესხურება შეიცავს 27.5 მიკროგრამ რინოფენის დოზას. ყოველი 1 მლ შეიცავს 0.55 მგ ფლუტიკაზონს. ფუროატი .

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმ ქლორიდი (50%-იანი ხსნარი), დინატრიუმ ედეტატი, გასუფთავებული წყალი.

რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ამ ჩანართს

შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენთ და არ უნდა გადასცეთ ის სხვებს.

თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.

მიყევით ამ ჩანართის ინსტრუქციებს. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:

რა არის რინოფენი და რისთვის გამოიყენება?

რინოფენის მიღებამდე

როგორ მივიღოთ რინოფენი?

რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორ შევინახოთ რინოფენი ?

ჩამოთვლილია თავები

  • რა არის რინოფენი და რისთვის გამოიყენება

რინოფენი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს და შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ფლუტიკაზონის ფუროატს.

რინოფენის სპრეი არის თეთრი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია. იგი მოთავსებულია 15 მლ-იან ქარვისფერ შუშის ბოთლში (III ტიპი), რომელსაც აქვს დოზირებული გამფრქვევი ტუმბო.

რინოფენი სპრეით შეგიძლიათ 120 შესხურების შესრულება.

რინოფენი ცხვირის სპრეი გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ, მათ შორის ცხვირის გაჭედვით, სურდოთი ან ქავილით, ცემინებით და ცრემლდენით, ქავილით ან სიწითლით, მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

ალერგიული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წლის კონკრეტულ დროს და გამოწვეული იყოს ბალახის ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება). ისინი ასევე შეიძლება გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეული იყოს ცხოველებზე ალერგიით, მტვრის ტკიპებით ან ბაღის ნიადაგით.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წლის კონკრეტულ დროს და გამოწვეული იყოს ბალახის ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება). ისინი ასევე შეიძლება გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეული იყოს ცხოველებზე ალერგიით, მტვრის ტკიპებით ან ბაღის ნიადაგით.

  • რა უნდა იცოდეთ რინოფენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რინოფენი

  • თუ გაქვთ ალერგია ფლუტიკაზონის ფუროატზე ან რინოფენის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (იხილეთ ექსციპიენტების სია გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში), არ გამოიყენოთ იგი.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში

სიფრთხილით გამოიყენეთ რინოფენი, თუ:

  • თქვენ აპირებთ რინოფენის მაღალი დოზებით გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს (როგორიცაა ცხიმის დაგროვება, რომელიც წააგავს ზურგზე კუზს, მრგვალი სახე, თმის ჭარბი ზრდა და განსაკუთრებით ძვლების განლევა წელის მალების და ბარძაყის), თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიას (მდგომარეობა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები დათრგუნულია), ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, უფრო იშვიათად, ფსიქოლოგიური ან ქცევითი ეფექტების ფართო სპექტრს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას (ფიქრებისა და გონებრივი აქტივობის გადაჭარბებულ ზრდას), ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).
  • თქვენ გაქვთ კატარაქტის (თვალის ბროლის დაბინდვა), გლაუკომის (თვალში წნევის მომატება) ან ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის (CSCR) ისტორია. თუ წარსულში გქონიათ ეს მდგომარეობები ან შენიშნეთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევები რინოფენის მიღების დროს, აცნობეთ ექიმს.
  • თქვენი შვილი რინოფენს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენებს (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში). ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენი ბავშვის სიმაღლეს და უზრუნველყოფს, რომ ის იღებს ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას.
  • თქვენ იყენებთ მედიკამენტს რიტონავირის სახელწოდებით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალოდ.
  • თქვენ იღებთ სისტემურ სტეროიდულ მკურნალობას თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის სამკურნალოდ.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდება, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში ოდესმე გეხებოდათ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

რინოფენის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდიონარე, საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა რინოფენი ორსულობის დროს. სხვა მედიკამენტების მსგავსად, რინოფენი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა რინოფენი ძუძუთი კვების დროს. რინოფენის გამოყენება მეძუძურ ქალებში უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რინოფენი ნაკლებად იმოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რინოფენის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რინოფენი შეიცავს 16.5 მიკროგრამ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ შესხურებაში. ამიტომ, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი რეაქციები (ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მდგომარეობები) ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ მისი გამოყენების დროს განიცდით დისკომფორტს აცნობეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და რინოფენი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით შემდეგ მედიკამენტებს:

  • სტეროიდული ტაბლეტები ან საინექციო სტეროიდები
  • სტეროიდული კრემები
  • ასთმის სამკურნალო მედიკამენტები
  • რიტონავირი ან კობიცისტატი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
  • კეტოკონაზოლი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

თქვენი ექიმი შეაფასებს, უნდა მიიღოთ თუ არა რინოფენი ამ მედიკამენტებთან ერთად. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი ინტენსიური მონიტორინგი, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ რინოფენის გვერდითი ეფექტები

რინოფენი არ უნდა იქნას გამოყენებული სტეროიდების შემცველ სხვა ნაზალურ სპრეებთან ერთად.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ რინოფენი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაბამისი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

სიმპტომების კონტროლის შემდეგ, შეგიძლიათ შეამციროთ დოზა 1 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

  • ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
  • თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ, სანამ სიმპტომები კონტროლს არ დაექვემდებარება. შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება 1 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

მიღების მეთოდი და გზა:

რინოფენი გამოიყენება მხოლოდ ნაზალური შესხურების სახით.

რინოფენის სპრეის ტესტირება:

თუ პირველად იყენებთ რინოფენს, შეამოწმეთ შესასხურებელი მოწყობილობა სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

როდესაც მოწყობილობა მზად იქნება გამოსაყენებლად, ენერგიულად შეანჯღრიეთ ბოთლი, მოხსენით დამცავი თავსახური და შესასხურებელი მექანიზმის გასააქტიურებლად რამდენჯერმე დააჭირეთ შესასხურებელ ტუმბოს, სანამ თხელი ნისლი არ გამოჩნდება. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.

რინოფენის სპრეის გამოყენება:

  • სპრეის გამოყენებამდე, გაინთავისუფლეთ ნესტოები ჩაბერვით.
  • არ შეასხუროთ ხსნარი თვალებში. თუ სპრეი შემთხვევით მოხვდება თვალებში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
  • თავი ოდნავ წინ გადახარეთ. სპრეი დაიჭირეთ ვერტიკალურად და მოათავსეთ ბუნიკი ერთ-ერთ ნესტოში. მიმართეთ ბუნიკი ცხვირის გარეთა კედლისკენ (იხილეთ სურათი 1).

ნახატი 1

  • ცხვირით შესუნთქვისას, ერთხელ დააჭირეთ ქვემოთ, რათა მედიკამენტი ცხვირში გამოვიდეს (იხილეთ სურათი 2). გამოიღეთ ბუნიკი ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირით.

ნახატი 2

  • გაიმეორეთ შესხურება მეორე ნესტოშიც.

თუ ექიმმა დაგინიშნათ 2 შესხურება, გაიმეორეთ მე-4 და მე-5 ნაბიჯები.

რინოფენი სპრეის გაწმენდა:

თითოეული შესხურების შემდეგ, გაწმინდეთ ბუნიკი და თავსახურის შიდა ზედაპირი სუფთა, მშრალი ქსოვილით. სისუფთავის შესანარჩუნებლად თავსახური გქონდეთ ყოველთვის დახურული.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ზრდასრულის ჩვეულებრივი დოზა.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის დაავადების მქონე პირებში ინიშნება მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, აცნობეთ ექიმს. თქვენი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა რინოფენის გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ რინოფენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რინოფენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რინოფენი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ რინოფენის გამოყენება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს რინოფენით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

პაციენტების უმეტესობა რინოფენის ეფექტს გრძნობს 8-24 საათის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ყველა ეფექტი პირველი გამოყენებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდეს.

განაგრძეთ რინოფენის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

რინოფენის მიმართ ალერგიული რეაქციები იშვიათია და აღენიშნება 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებს. მცირე რაოდენობის ადამიანებში ალერგიული რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემად, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტეთ რინოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • ძლიერი ქოშინი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება
  • უეცარი სისუსტის ან თავბრუსხვევის შეგრძნება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან გონების დაკარგვა)
  • სახის ირგვლივ შეშუპება
  • კანზე გამონაყარი ან სიწითლე.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რინოფენის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

სხვა გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები

  • ცხვირიდან სისხლდენა (თუ რინოფენს უწყვეტად 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდით, შესაძლოა განვითარდეს მცირე სისხლდენა ცხვირიდან. ცხვირიდან სისხლდენა ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა.)

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • ცხვირის წყლულები (შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანების შეგრძნება ცხვირის შიგნით და შეამჩნიოთ სისხლდენა ცხვირის გაწმენდისას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხვირის წყლულებით. ცხვირის წყლულები ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტია)
  • თავის ტკივილი
  • ქოშინი

არახშირი გვერდითი ეფექტები

  • ტკივილი, წვა, გაღიზიანება, ტკივილი ან სიმშრალე ცხვირის შიგნით

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

  • მცირე ხვრელები (პერფორაციები) ცხვირის შიგნით ძგიდეზე, რომელიც ნესტოებს ჰყოფს

უცნობი

  • ზრდის შენელება ბავშვებში
  • მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დროებითი ცვლილებები ხანგრძლივი გამოყენებისას
  • გულმკერდის არეში შებოჭილობა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას

ნაზალურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ორგანიზმში ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით თუ დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ მაღალ დოზებს. ბავშვებში ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვებთან შედარებით მათი ზრდის შენელება.

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • როგორ შევინახოთ რინოფენი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

გამოიყენეთთ გახსნიდან 60 დღის განმავლობაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ რინოფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! მატი უტილიზაცია მოახდინეთ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემის საშუალებით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4, 34467

Maslak / Sarıyer/ İstanbul/Türkiye

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş. Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No: 3

Esenyurt/İstanbul/Türkiye

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა