ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუტიკაზონი (fluticasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 27,5 მკგ/დოზა 10მლ (120 დოზა) ნაზალური სპრეი, სუსპენზია მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- R01AD12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042705
- რეგისტრირებულია
- 30 იანვარი 2025, მოქმედებს 30 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლუტელ-F — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან და უფროსები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურებას (ფლუტიკაზონის ფუროატის 27,5 მკგ ერთ გასხურებაში) თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 110 მკგ). თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შესაძლებელია შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება - 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ).
გამოყენებული უნდა იქნას თერაპიული ეფექტის მიღწევისთვის საკმარისი მინიმალური დოზა.
6-11 წლის ასაკის ბავშვები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 შესხურებას (ფლუტიკაზონის ფუროატის 27,5 მკგ ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ). სასურველი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 110 მკგ).
თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია დოზის შემცირება ერთ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ).
სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პრეპარატის გამოყენება რეგულარულად უნდა მოხდეს. მოქმედების დაწყება აღინიშნება პირველი გამოყენებიდან 8 საათში, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღე. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ მუდმივი რეგულარული გამოყენებისას აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება. მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იქნას ალერგენის ზემოქმედების პერიოდით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია თავებში "ფარმაკოდინამიკური თვისებები" და "ფარმაკოკინეტიკური თვისებები", თუმცა დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატი ფლუტელ-F განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. მუშაობისთვის მოწყობილობას ამზადებენ აეროზოლის გამშვებ ღილაკზე არა ნაკლებ 6-ჯერ დაჭერის გზით (წვრილდისპერსიული აეროზოლის წარმოქმნამდე), მოწყობილობის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსებით. მუშაობისთვის განმეორებითი მომზადება (დაახლოებით 6 გასხურება წვრილდისპერსიული აეროზოლის წარმოქმნამდე) საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობიდან თავსახური მოხსნილი იყო 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან თუ მოწყობილობა არ გამოყენებულა 30 და მეტი დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ მადოზირებელი მოწყობილობა უნდა გასუფთავდეს და დაეხუროს დამცავი თავსახური.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები
ნაზალური კორტიკოსტეროიდების, განსაკუთრებით მაღალი დოზების დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეფექტები. ამ ეფექტების წარმოქმნის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალური გამოყენებისას, და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში, ასევე სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებში. შესაძლო სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვას, ზრდის შეჩერებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, უფრო იშვიათად, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ან ქცევით დარღვევებს, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობის, ძილის დარღვევის, შფოთვის, დეპრესიის ან აგრესიის ჩათვლით (განსაკუთრებით ბავშვებში). რეკომენდებული დოზების გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების უზრუნველყოფა სტრესის პერიოდებში ან გეგმიური ქირურგიული ჩარევებისას. ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენება დოზით 110 მკგ დღეში 1-ჯერ არ იწვევდა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას მოზრდილებში, მოზარდებში ან ბავშვებში. თუმცა, ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ დოზამდე, რომლის დროსაც ხდება რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა. როგორც ყველა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, სხვა ფორმებით კორტიკოსტეროიდების ერთად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას კორტიკოსტეროიდების საერთო სისტემური დატვირთვა.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევაზე ეჭვის დროს საჭიროა სიფრთხილე პაციენტების სტეროიდებით სისტემური მკურნალობიდან ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობაზე გადაყვანისას.
მხედველობის დარღვევები
კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დარღვევები. მხედველობის სიმახვილის დარღვევის ან მხედველობის სხვა დარღვევების დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, როგორებიც არის კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი ოფთალმოლოგიური დაავადებები, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა განვითარების შესახებ იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ზრდის შეფერხება
დადგენილია, რომ რეკომენდებული დოზებით ზოგიერთ ნაზალურ კორტიკოსტეროიდს შეუძლია ბავშვებში ზრდის შეჩერების გამოწვევა. ზრდის სისწრაფის შემცირება აღენიშნა ბავშვებს, რომლებიც ფლუტიკაზონის ფუროატს იღებდნენ დოზით 110 მკგ დღეში 1-ჯერ 1 წლის განმავლობაში. ამგვარად, ბავშვებში გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს. რეკომენდებულია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ზრდის შენელების დროს შეძლებისდაგვარად უნდა გადაიხედოს მკურნალობა ნაზალური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. გარდა ამისა, რეკომენდებულია ბავშვზე მეთვალყურეობა პედიატრის მიერ.
რიტონავირი
რიტონავირთან კომბინირება რეკომენდებული არ არის ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ზემოქმედების მომატებული რისკის გამო.
დამხმარე ნივთიერებები
ბენზალკონიუმის ქლორიდი
პრეპარატი ფლუტელ-F შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (ერთი დოზა შეიცავს 10 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ნატრიუმი
პრეპარატი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 1 დოზაში (1 შესხურება), ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა Р450 3А4 ციტოქრომით განპირობებული ექსტენსიური პრესისტემური მეტაბოლიზმის გზით.
CYP3A4-ის მეშვეობით მეტაბოლიზირებადი სხვა კორტიკოსტეროიდის (ფლუტიკაზონის პროპიონატის) მონაცემების საფუძველზე, რიტონავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ზემოქმედების გაძლიერების რისკის გამო.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ფლუტიკაზონის ფუროატის კომბინირებისას CYP3A-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, სისტემური არასასურველი რეაქციების რისკის შესაძლო გაზრდის გამო. ერთად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების მაღალ რისკს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების მონიტორინგი. ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის და კეტოკონაზოლის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორის წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები აღენიშნა უფრო მეტი რაოდენობის სუბიექტს კეტოკონაზოლით მკურნალობის ჯგუფში (20 სუბიექტიდან 6) პლაცებისთან შედარებით (20 სუბიექტიდან 1). ზემოქმედების ეს მცირე მომატება არ იწვევდა კორტიზოლის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას 24 საათის განმავლობაში სისხლის შრატში ორ ჯგუფს შორის.
ფერმენტის ინდუქციისა და ინჰიბირების შესახებ მონაცემები არ იძლევა მეტაბოლური ურთიერთქმედებების მოლოდინის თეორიულ საფუძველს რეკომენდებული დოზებით ინტრანაზალურად გამოყენებული ფლუტიკაზონის ფუროატსა და სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდებიან Р450 ციტოქრომის მონაწილეობით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გლუკოკორტიკოიდები იწვევდნენ განვითარების მანკიერებებს, სასის ნაპრალის და საშვილოსნოშიდა განვითარების შეჩერების ჩათვლით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები იგივე იქნება ადამიანებში ფლუტიკაზონის ფუროატის რეკომენდებული დოზებით ინტრანაზალური გამოყენებისას მინიმალური სისტემური ზემოქმედების გამო.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
ლაქტაცია
უცნობია, გადადის თუ არა ფლუტიკაზონის ფუროატი დედის რძეში ცხვირში გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.
ფერტილობა
მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი ფლუტელ-F არ მოქმედებს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი
ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის ღრუს დაწყლულება და თავის ტკივილი. ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქციებია იშვიათი შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, ანაფილაქსიის ჩათვლით (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა).
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევაში 2700-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.
ბავშვებში სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევაში ჩართული იყო 12-17 წლის ასაკის 243 პაციენტი, 6-11 წლის ასაკის 790 პაციენტი და 2-5 წლის ასაკის 241 პაციენტი.
დიდი კლინიკური კვლევების მონაცემები გამოყენებული იქნა არასასურველი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისთვის.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შემდეგნაირად განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის, ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყარის და ჭინჭრის ციების ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის გარდამავალი ცვლილებები, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლდენა ცხვირიდან*; ხშირად - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ქოშინი**; არახშირად - ტკივილი ცხვირში, დისკომფორტი ცხვირში (ცხვირში წვის, გაღიზიანების და ტკივილის ჩათვლით), სიმშრალე ცხვირში; ძალიან იშვიათად - ცხვირის ძგიდის პერფორაცია; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემართებელი ქსოვილის მხრივ (ბავშვები): სიხშირე უცნობია - ზრდის შეჩერება***.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა
სისხლდენა ცხვირიდან (ეპისტაქსისი)
- ძირითადად აღინიშნებოდა მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის სისხლდენები ცხვირიდან. მოზრდილებსა და მოზარდებში ცხვირიდან სისხლდენის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ხანგრძლივი (6 კვირაზე მეტი), ვიდრე ხანმოკლე (6 კვირაზე ნაკლები) გამოყენებისას.
სისტემური ეფექტები
შეიძლება წარმოიქმნას ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით მაღალი დოზებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშვნისას. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნებოდა ზრდის შეჩერება.
- * იყო შეტყობინებები ქოშინის განვითარების შემთხვევების შესახებ 1%-ზე მეტ პაციენტებში კლინიკურ კვლევებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენებით; ანალოგიური დონეები აღინიშნებოდა პლაცებოს ჯგუფებში.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ბავშვებში გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და გამოხატულობის ხარისხი იგივეს ანალოგიურია მოზრდილებში.
სისხლდენა ცხვირიდან
- 12 კვირის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ბავშვებში ეპისტაქსისის განვითარების სიხშირე ერთნაირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის ფუროატს, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
ზრდის შეჩერება
- ** ერთწლიან კლინიკურ კვლევაში პრეპუბერტატული პერიოდის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის ფუროატს დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ, აღინიშნებოდა ზრდის სისწრაფის საშუალო ჩამორჩენა -0,27 სმ-ით წელიწადში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ბიოშეღწევადობის კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური გამოყენებით 2640 მკგ-მდე დღეში 3 დღის განმავლობაში სისტემური არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.
ნაკლებსავარაუდოა, რომ მწვავე ჭარბი დოზირებისას საჭირო გახდეს რაიმე სახის დახმარება, გარდა მეთვალყურეობისა.
შემადგენლობა
სპრეის თითოეული დოზა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუტიკაზონის ფუროატი 27,5 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, უწყლო გლუკოზა, ფენილეთილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
წამლის ფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია ვარდის სუსტი სუნით.
შენახვის პირობები
3 წელი წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ნაზალური დოზირებული სპრეი 120 დოზა (10 მლ) ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჩილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეკონგესტანტები და ადგილობრივი გამოყენების სხვა ნაზალური პრეპარატები. კორტიკოსტეროიდები. ათქ კოდი: R01AD12.
ფლუტიკაზონის ფუროატი - სინთეზური სამფტორიანი კორტიკოსტეროიდი გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან ძალიან მაღალი მსგავსებით და ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმდებით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სეზონური ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში
ჩატარებული ოთხი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა ნაზალურ სიმპტომებს (რინორეის, ცხვირის შეგუბების, ცემინების და ცხვირში ქავილის ჩათვლით) და თვალის სიმპტომებს (თვალების ქავილის/წვის, ცრემლდენის/გამონადენის და სიწითლის ჩათვლით). ეფექტურობა შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენების პირობით. თერაპიული ეფექტის დაწყება აღინიშნებოდა უკვე 8 საათის შემდეგ პირველი გამოყენებიდან მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებით რამდენიმე დღის განმავლობაში. ოთხივე კვლევამ აჩვენა, რომ ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თერაპიაზე ზოგადი რეაქციის აღქმა პაციენტების მიერ, ასევე პაციენტების სიცოცხლის ხარისხი დაავადების გათვალისწინებით (რინოკონიუნქტივიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხის (RQLQ) შეფასების კითხვარის შესაბამისად).
ქრონიკული ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში
ჩატარებული სამი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა როგორც ნაზალური სიმპტომების დინამიკას, ასევე პაციენტების მიერ ჩატარებული თერაპიის ზოგად შეფასებას.
ერთ კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა თვალის სიმპტომებს, ასევე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს დაავადების გათვალისწინებით პლაცებოსთან შედარებით RQLQ-ს შესაბამისად.
ფლუტიკაზონის ფუროატის დღეში ერთხელ გამოყენებისას ეფექტურობა შენარჩუნებული იყო 24 საათის განმავლობაში.
ბავშვები
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი ბავშვებში
პედიატრიულ პოპულაციაში დოზირების რეჟიმი დაფუძნებულია ბავშვებში ალერგიული რინიტის მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მონაცემების შეფასებაზე. სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ გამოყენება იყო ეფექტური, არანაირი მნიშვნელოვანი განსხვავება ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 55 მკგ დღეში ერთხელ და პლაცებოს გამოყენების შორის არ აღნიშნულა. ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 55 მკგ დღეში ერთხელ გამოყენებამ ეფექტურობის უფრო მდგრადი პროფილი აჩვენა, ვიდრე ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში გამოყენებამ. შემდგომმა ანალიზმა 6 და 12 კვირის შემდეგ იგივე კვლევაში, ასევე ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის მიმართ უსაფრთხოების 6-კვირიანმა კვლევამ დაადასტურეს ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ გამოყენების ეფექტურობა.
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი ბავშვებში (6 წლამდე ასაკის)
უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები მთლიანობაში ჩაუტარდა 2-დან 5-წლამდე ასაკის 271 პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ როგორც სეზონური, ასევე ქრონიკული ალერგიული რინიტი, რომელთაგან 176 სარგებლობდა ფლუტიკაზონის ფუროატით. ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ჯგუფში ჯერ დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ფლუტიკაზონის ფუროატი ექვემდებარება არასრულ აბსორბციას და ექსტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს ღვიძლსა და ნაწლავში, რაც უმნიშვნელო სისტემურ ზეგავლენას უზრუნველყოფს. 110 მკგ დღეში 1-ჯერ ინტრანაზალური გამოყენება, როგორც წესი, არ იწვევს სისხლის პლაზმაში ნივთიერების რაოდენობრივად განსაზღვრადი კონცენტრაციების (<10 პგ/მლ) აღმოჩენას. ინტრანაზალური გამოყენებისას ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 0,50%; ეს ნიშნავს, რომ 1 მკგ-ზე ნაკლები ნივთიერება სისტემურად ხელმისაწვდომი იქნება 110 მკგ გამოყენების შემდეგ.
განაწილება
ფლუტიკაზონის ფუროატის შეერთება პლაზმის ცილებთან შეადგენს 99%-ზე მეტს. ფლუტიკაზონის ფუროატს განაწილების დიდი მოცულობა აქვს; განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 608 ლიტრს შეადგენს.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა (სისლხის პლაზმიდან საერთო კლირენსი შეადგენს 58,7 ლ/სთ) სისტემური სისხლის მიმოქცევიდან, უპირატესად ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გზით არააქტიურ 17β-კარბოქსილურ მეტაბოლიტამდე (GW694301X) Р450 ციტოქრომის სისტემის CYP3A4 იზოფერმენტის მეშვეობით. მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს S-ფტორმეთილკარბოთიოტატის ჰიდროლიზი 17β-კარბონის მჟავის მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. in vivo კვლევებმა არ გამოავლინეს ფლუტიკაზონის ფუროატის ფლუტიკაზონამდე დაშლის ნიშნები.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატი გამოიყოფა უპირატესად ფეკალიებით, რაც მიუთითებს აქტიური ნივთიერების და მისი მეტაბოლიტების ნაღვლის წვენთან ერთად გამოყოფაზე. ვენაში შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 15,1 საათს შეადგენს. შარდით გამოიყოფა პერორალურად და ინტრავენურად მიღებული დოზის დაახლოებით 1% და 2% შესაბამისად.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
პაციენტთა უმრავლესობაში ფლუტიკაზონის ფუროატის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ სისხლის პლაზმაში ნივთიერების კონცენტრაციები იყო რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარზე დაბალი (<10 პგ/მლ). დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები აღენიშნებოდათ 15,1% ბავშვებს (ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა 14,3 პგ/მლ 2-5 წლის ასაკის ბავშვებში და 14,4 პგ/მლ 6-11 წლის ასაკის ბავშვებში) და 6,8% ბავშვებში - ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ დოზით 55 მკგ დღეში 1-ჯერ (ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა 18,4 პგ/მლ 2-5 წლის ასაკის ბავშვებში და 18,9 პგ/მლ 6-11 წლის ასაკის ბავშვებში). ეს მნიშვნელობები იმის ანალოგიურია, რაც აღენიშნებათ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს (ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები შეადგენდა 15,4 პგ/მლ და 21,8 პგ/მლ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ დოზებით 55 მკგ და 110 მკგ შესაბამისად). ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული უფრო მაღალი დონეების ნიშნები უმცროსი ასაკის ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) არ გამოვლენილა.
ხანდაზმული პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იყო მხოლოდ მცირე რაოდენობის ხანდაზმული პაციენტებისგან (≥ 65 წლის, n = 23/872; 2,6%). ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული დონეების აღმოჩენის უფრო მაღალი სიხშირის ნიშნები ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით არ გამოვლენილა.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატი არ ვლინდება ჯანმრთელი მოხალისეების შარდში. ნივთიერების 1%-ზე ნაკლები გამოყოფა შარდით, ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევა არ მოქმედებს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. არსებობს მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის ინჰალაციური გამოყენების შესახებ (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის ფორმით) სუბიექტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; ეს მონაცემები გამოსადეგია გამოყენების ინტრანაზალური მეთოდის მიმართაც. ამ შედეგების საფუძველზე მოსალოდნელი არ არის, რომ 110 მკგ ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო სავარაუდო ზემოქმედება პაციენტების ამ ჯგუფში გამოიწვევს კორტიზოლის დათრგუნვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფლუტელ-F
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ფლუტელ-F, Flutel-F
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფლუტიკაზონის ფუროატი, Fluticasone furoate
შემადგენლობა
სპრეის თითოეული დოზა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუტიკაზონის ფუროატი 27,5 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, უწყლო გლუკოზა, ფენილეთილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
წამლის ფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია ვარდის სუსტი სუნით.
გამოყენების ჩვენებები
ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან და უფროსები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურებას (ფლუტიკაზონის ფუროატის 27,5 მკგ ერთ გასხურებაში) თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 110 მკგ). თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შესაძლებელია შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება - 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ).
გამოყენებული უნდა იქნას თერაპიული ეფექტის მიღწევისთვის საკმარისი მინიმალური დოზა.
6-11 წლის ასაკის ბავშვები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 შესხურებას (ფლუტიკაზონის ფუროატის 27,5 მკგ ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ). სასურველი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 110 მკგ).
თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ რეკომენდებულია დოზის შემცირება ერთ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 1-ჯერ დღე-ღამეში (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 55 მკგ).
სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პრეპარატის გამოყენება რეგულარულად უნდა მოხდეს. მოქმედების დაწყება აღინიშნება პირველი გამოყენებიდან 8 საათში, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღე. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ მუდმივი რეგულარული გამოყენებისას აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება. მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იქნას ალერგენის ზემოქმედების პერიოდით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია თავებში "ფარმაკოდინამიკური თვისებები" და "ფარმაკოკინეტიკური თვისებები", თუმცა დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატი ფლუტელ-F განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. მუშაობისთვის მოწყობილობას ამზადებენ აეროზოლის გამშვებ ღილაკზე არა ნაკლებ 6-ჯერ დაჭერის გზით (წვრილდისპერსიული აეროზოლის წარმოქმნამდე), მოწყობილობის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსებით. მუშაობისთვის განმეორებითი მომზადება (დაახლოებით 6 გასხურება წვრილდისპერსიული აეროზოლის წარმოქმნამდე) საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობიდან თავსახური მოხსნილი იყო 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან თუ მოწყობილობა არ გამოყენებულა 30 და მეტი დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ მადოზირებელი მოწყობილობა უნდა გასუფთავდეს და დაეხუროს დამცავი თავსახური.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები
ნაზალური კორტიკოსტეროიდების, განსაკუთრებით მაღალი დოზების დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეფექტები. ამ ეფექტების წარმოქმნის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალური გამოყენებისას, და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში, ასევე სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებში. შესაძლო სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვას, ზრდის შეჩერებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, უფრო იშვიათად, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ან ქცევით დარღვევებს, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობის, ძილის დარღვევის, შფოთვის, დეპრესიის ან აგრესიის ჩათვლით (განსაკუთრებით ბავშვებში). რეკომენდებული დოზების გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების უზრუნველყოფა სტრესის პერიოდებში ან გეგმიური ქირურგიული ჩარევებისას. ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენება დოზით 110 მკგ დღეში 1-ჯერ არ იწვევდა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას მოზრდილებში, მოზარდებში ან ბავშვებში. თუმცა, ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ დოზამდე, რომლის დროსაც ხდება რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა. როგორც ყველა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, სხვა ფორმებით კორტიკოსტეროიდების ერთად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას კორტიკოსტეროიდების საერთო სისტემური დატვირთვა.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევაზე ეჭვის დროს საჭიროა სიფრთხილე პაციენტების სტეროიდებით სისტემური მკურნალობიდან ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობაზე გადაყვანისას.
მხედველობის დარღვევები
კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დარღვევები. მხედველობის სიმახვილის დარღვევის ან მხედველობის სხვა დარღვევების დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, როგორებიც არის კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი ოფთალმოლოგიური დაავადებები, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა განვითარების შესახებ იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ზრდის შეფერხება
დადგენილია, რომ რეკომენდებული დოზებით ზოგიერთ ნაზალურ კორტიკოსტეროიდს შეუძლია ბავშვებში ზრდის შეჩერების გამოწვევა. ზრდის სისწრაფის შემცირება აღენიშნა ბავშვებს, რომლებიც ფლუტიკაზონის ფუროატს იღებდნენ დოზით 110 მკგ დღეში 1-ჯერ 1 წლის განმავლობაში. ამგვარად, ბავშვებში გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს. რეკომენდებულია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ზრდის შენელების დროს შეძლებისდაგვარად უნდა გადაიხედოს მკურნალობა ნაზალური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. გარდა ამისა, რეკომენდებულია ბავშვზე მეთვალყურეობა პედიატრის მიერ.
რიტონავირი
რიტონავირთან კომბინირება რეკომენდებული არ არის ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ზემოქმედების მომატებული რისკის გამო.
დამხმარე ნივთიერებები
ბენზალკონიუმის ქლორიდი
პრეპარატი ფლუტელ-F შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (ერთი დოზა შეიცავს 10 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ნატრიუმი
პრეპარატი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს 1 დოზაში (1 შესხურება), ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედება CYP3A ინჰიბიტორებთან
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა Р450 3А4 ციტოქრომით განპირობებული ექსტენსიური პრესისტემური მეტაბოლიზმის გზით.
CYP3A4-ის მეშვეობით მეტაბოლიზირებადი სხვა კორტიკოსტეროიდის (ფლუტიკაზონის პროპიონატის) მონაცემების საფუძველზე, რიტონავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ზემოქმედების გაძლიერების რისკის გამო.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ფლუტიკაზონის ფუროატის კომბინირებისას CYP3A-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, სისტემური არასასურველი რეაქციების რისკის შესაძლო გაზრდის გამო. ერთად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების მაღალ რისკს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების მონიტორინგი. ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის და კეტოკონაზოლის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორის წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები აღენიშნა უფრო მეტი რაოდენობის სუბიექტს კეტოკონაზოლით მკურნალობის ჯგუფში (20 სუბიექტიდან 6) პლაცებისთან შედარებით (20 სუბიექტიდან 1). ზემოქმედების ეს მცირე მომატება არ იწვევდა კორტიზოლის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას 24 საათის განმავლობაში სისხლის შრატში ორ ჯგუფს შორის.
ფერმენტის ინდუქციისა და ინჰიბირების შესახებ მონაცემები არ იძლევა მეტაბოლური ურთიერთქმედებების მოლოდინის თეორიულ საფუძველს რეკომენდებული დოზებით ინტრანაზალურად გამოყენებული ფლუტიკაზონის ფუროატსა და სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდებიან Р450 ციტოქრომის მონაწილეობით.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გლუკოკორტიკოიდები იწვევდნენ განვითარების მანკიერებებს, სასის ნაპრალის და საშვილოსნოშიდა განვითარების შეჩერების ჩათვლით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები იგივე იქნება ადამიანებში ფლუტიკაზონის ფუროატის რეკომენდებული დოზებით ინტრანაზალური გამოყენებისას მინიმალური სისტემური ზემოქმედების გამო.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
ლაქტაცია
უცნობია, გადადის თუ არა ფლუტიკაზონის ფუროატი დედის რძეში ცხვირში გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.
ფერტილობა
მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი ფლუტელ-F არ მოქმედებს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი
ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის ღრუს დაწყლულება და თავის ტკივილი. ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქციებია იშვიათი შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, ანაფილაქსიის ჩათვლით (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა).
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევაში 2700-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.
ბავშვებში სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევაში ჩართული იყო 12-17 წლის ასაკის 243 პაციენტი, 6-11 წლის ასაკის 790 პაციენტი და 2-5 წლის ასაკის 241 პაციენტი.
დიდი კლინიკური კვლევების მონაცემები გამოყენებული იქნა არასასურველი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისთვის.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შემდეგნაირად განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის, ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყარის და ჭინჭრის ციების ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის გარდამავალი ცვლილებები, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - სისხლდენა ცხვირიდან*; ხშირად - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ქოშინი**; არახშირად - ტკივილი ცხვირში, დისკომფორტი ცხვირში (ცხვირში წვის, გაღიზიანების და ტკივილის ჩათვლით), სიმშრალე ცხვირში; ძალიან იშვიათად - ცხვირის ძგიდის პერფორაცია; სიხშირე უცნობია - ბრონქოსპაზმი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემართებელი ქსოვილის მხრივ (ბავშვები): სიხშირე უცნობია - ზრდის შეჩერება***.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა
სისხლდენა ცხვირიდან (ეპისტაქსისი)
- ძირითადად აღინიშნებოდა მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის სისხლდენები ცხვირიდან. მოზრდილებსა და მოზარდებში ცხვირიდან სისხლდენის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ხანგრძლივი (6 კვირაზე მეტი), ვიდრე ხანმოკლე (6 კვირაზე ნაკლები) გამოყენებისას.
სისტემური ეფექტები
შეიძლება წარმოიქმნას ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით მაღალი დოზებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშვნისას. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნებოდა ზრდის შეჩერება.
- * იყო შეტყობინებები ქოშინის განვითარების შემთხვევების შესახებ 1%-ზე მეტ პაციენტებში კლინიკურ კვლევებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენებით; ანალოგიური დონეები აღინიშნებოდა პლაცებოს ჯგუფებში.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ბავშვებში გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და გამოხატულობის ხარისხი იგივეს ანალოგიურია მოზრდილებში.
სისხლდენა ცხვირიდან
- 12 კვირის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ბავშვებში ეპისტაქსისის განვითარების სიხშირე ერთნაირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის ფუროატს, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
ზრდის შეჩერება
- ** ერთწლიან კლინიკურ კვლევაში პრეპუბერტატული პერიოდის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის ფუროატს დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ, აღინიშნებოდა ზრდის სისწრაფის საშუალო ჩამორჩენა -0,27 სმ-ით წელიწადში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ბიოშეღწევადობის კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური გამოყენებით 2640 მკგ-მდე დღეში 3 დღის განმავლობაში სისტემური არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.
ნაკლებსავარაუდოა, რომ მწვავე ჭარბი დოზირებისას საჭირო გახდეს რაიმე სახის დახმარება, გარდა მეთვალყურეობისა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და ადგილობრივი გამოყენების სხვა ნაზალური პრეპარატები. კორტიკოსტეროიდები. ათქ კოდი: R01AD12.
ფლუტიკაზონის ფუროატი - სინთეზური სამფტორიანი კორტიკოსტეროიდი გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან ძალიან მაღალი მსგავსებით და ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმდებით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სეზონური ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში
ჩატარებული ოთხი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა ნაზალურ სიმპტომებს (რინორეის, ცხვირის შეგუბების, ცემინების და ცხვირში ქავილის ჩათვლით) და თვალის სიმპტომებს (თვალების ქავილის/წვის, ცრემლდენის/გამონადენის და სიწითლის ჩათვლით). ეფექტურობა შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენების პირობით. თერაპიული ეფექტის დაწყება აღინიშნებოდა უკვე 8 საათის შემდეგ პირველი გამოყენებიდან მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებით რამდენიმე დღის განმავლობაში. ოთხივე კვლევამ აჩვენა, რომ ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თერაპიაზე ზოგადი რეაქციის აღქმა პაციენტების მიერ, ასევე პაციენტების სიცოცხლის ხარისხი დაავადების გათვალისწინებით (რინოკონიუნქტივიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხის (RQLQ) შეფასების კითხვარის შესაბამისად).
ქრონიკული ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში
ჩატარებული სამი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა როგორც ნაზალური სიმპტომების დინამიკას, ასევე პაციენტების მიერ ჩატარებული თერაპიის ზოგად შეფასებას.
ერთ კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეის ფორმით, რომელიც გამოიყენებოდა 110 მკგ დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა თვალის სიმპტომებს, ასევე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს დაავადების გათვალისწინებით პლაცებოსთან შედარებით RQLQ-ს შესაბამისად.
ფლუტიკაზონის ფუროატის დღეში ერთხელ გამოყენებისას ეფექტურობა შენარჩუნებული იყო 24 საათის განმავლობაში.
ბავშვები
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი ბავშვებში
პედიატრიულ პოპულაციაში დოზირების რეჟიმი დაფუძნებულია ბავშვებში ალერგიული რინიტის მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მონაცემების შეფასებაზე. სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ გამოყენება იყო ეფექტური, არანაირი მნიშვნელოვანი განსხვავება ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 55 მკგ დღეში ერთხელ და პლაცებოს გამოყენების შორის არ აღნიშნულა. ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 55 მკგ დღეში ერთხელ გამოყენებამ ეფექტურობის უფრო მდგრადი პროფილი აჩვენა, ვიდრე ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში გამოყენებამ. შემდგომმა ანალიზმა 6 და 12 კვირის შემდეგ იგივე კვლევაში, ასევე ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის მიმართ უსაფრთხოების 6-კვირიანმა კვლევამ დაადასტურეს ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ გამოყენების ეფექტურობა.
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი ბავშვებში (6 წლამდე ასაკის)
უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები მთლიანობაში ჩაუტარდა 2-დან 5-წლამდე ასაკის 271 პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ როგორც სეზონური, ასევე ქრონიკული ალერგიული რინიტი, რომელთაგან 176 სარგებლობდა ფლუტიკაზონის ფუროატით. ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ჯგუფში ჯერ დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ფლუტიკაზონის ფუროატი ექვემდებარება არასრულ აბსორბციას და ექსტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს ღვიძლსა და ნაწლავში, რაც უმნიშვნელო სისტემურ ზეგავლენას უზრუნველყოფს. 110 მკგ დღეში 1-ჯერ ინტრანაზალური გამოყენება, როგორც წესი, არ იწვევს სისხლის პლაზმაში ნივთიერების რაოდენობრივად განსაზღვრადი კონცენტრაციების (<10 პგ/მლ) აღმოჩენას. ინტრანაზალური გამოყენებისას ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 0,50%; ეს ნიშნავს, რომ 1 მკგ-ზე ნაკლები ნივთიერება სისტემურად ხელმისაწვდომი იქნება 110 მკგ გამოყენების შემდეგ.
განაწილება
ფლუტიკაზონის ფუროატის შეერთება პლაზმის ცილებთან შეადგენს 99%-ზე მეტს. ფლუტიკაზონის ფუროატს განაწილების დიდი მოცულობა აქვს; განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 608 ლიტრს შეადგენს.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა (სისლხის პლაზმიდან საერთო კლირენსი შეადგენს 58,7 ლ/სთ) სისტემური სისხლის მიმოქცევიდან, უპირატესად ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გზით არააქტიურ 17β-კარბოქსილურ მეტაბოლიტამდე (GW694301X) Р450 ციტოქრომის სისტემის CYP3A4 იზოფერმენტის მეშვეობით. მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს S-ფტორმეთილკარბოთიოტატის ჰიდროლიზი 17β-კარბონის მჟავის მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. in vivo კვლევებმა არ გამოავლინეს ფლუტიკაზონის ფუროატის ფლუტიკაზონამდე დაშლის ნიშნები.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატი გამოიყოფა უპირატესად ფეკალიებით, რაც მიუთითებს აქტიური ნივთიერების და მისი მეტაბოლიტების ნაღვლის წვენთან ერთად გამოყოფაზე. ვენაში შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 15,1 საათს შეადგენს. შარდით გამოიყოფა პერორალურად და ინტრავენურად მიღებული დოზის დაახლოებით 1% და 2% შესაბამისად.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
პაციენტთა უმრავლესობაში ფლუტიკაზონის ფუროატის დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ სისხლის პლაზმაში ნივთიერების კონცენტრაციები იყო რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარზე დაბალი (<10 პგ/მლ). დოზით 110 მკგ დღეში ერთხელ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები აღენიშნებოდათ 15,1% ბავშვებს (ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა 14,3 პგ/მლ 2-5 წლის ასაკის ბავშვებში და 14,4 პგ/მლ 6-11 წლის ასაკის ბავშვებში) და 6,8% ბავშვებში - ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ დოზით 55 მკგ დღეში 1-ჯერ (ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო კონცენტრაციები შეადგენდა 18,4 პგ/მლ 2-5 წლის ასაკის ბავშვებში და 18,9 პგ/მლ 6-11 წლის ასაკის ბავშვებში). ეს მნიშვნელობები იმის ანალოგიურია, რაც აღენიშნებათ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს (ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული კონცენტრაციები შეადგენდა 15,4 პგ/მლ და 21,8 პგ/მლ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ დოზებით 55 მკგ და 110 მკგ შესაბამისად). ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული უფრო მაღალი დონეების ნიშნები უმცროსი ასაკის ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) არ გამოვლენილა.
ხანდაზმული პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იყო მხოლოდ მცირე რაოდენობის ხანდაზმული პაციენტებისგან (≥ 65 წლის, n = 23/872; 2,6%). ფლუტიკაზონის ფუროატის რაოდენობრივად განსაზღვრული დონეების აღმოჩენის უფრო მაღალი სიხშირის ნიშნები ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით არ გამოვლენილა.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ფლუტიკაზონის ფუროატი არ ვლინდება ჯანმრთელი მოხალისეების შარდში. ნივთიერების 1%-ზე ნაკლები გამოყოფა შარდით, ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევა არ მოქმედებს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. არსებობს მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის ინჰალაციური გამოყენების შესახებ (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის ფორმით) სუბიექტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; ეს მონაცემები გამოსადეგია გამოყენების ინტრანაზალური მეთოდის მიმართაც. ამ შედეგების საფუძველზე მოსალოდნელი არ არის, რომ 110 მკგ ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის საშუალო სავარაუდო ზემოქმედება პაციენტების ამ ჯგუფში გამოიწვევს კორტიზოლის დათრგუნვას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ნაზალური დოზირებული სპრეი 120 დოზა (10 მლ) ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჩილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


