ფლიქსოტიდი ევოჰალერი
Flixotide Evohaler
ასთმა ფლიქსოტიდს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ფილტვებზე. ის ამცირებს ასთმის სიმპტომებსა და გამწვავებას პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ მხოლოდ ბრონქოდილატატორებით ან სხვა პროფილაქტიკურ თერაპიასთან ერთად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუტიკაზონი (fluticasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 125მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო აეროზოლი, სუსპენზია ალუმინის ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Glaxo Wellcome S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- R03BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040671
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლიქსოტიდი ევოჰალერი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ასთმა
ფლიქსოტიდს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ფილტვებზე.
ის ამცირებს ასთმის სიმპტომებსა და გამწვავებას პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ მხოლოდ ბრონქოდილატატორებით ან სხვა პროფილაქტიკურ თერაპიასთან ერთად.
მძიმე ასთმა საჭიროებს რეგულარულარ სამედიცინო შემოწმებას, რადგან შეიძლება განვითარდეს ლეტალური შედეგი. მძიმე ასთმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით და საწყის ეტაპზე 60%-ზე ნაკლები PEF-ის (ამოსუნთქვის პიკური ნაკადის სიჩქარე) პროგნიზირებადი მაჩვენებლებით 30%-ზე მეტი ვარიაბელობით, რაც ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმას. ასეთ პაციენტებს დასჭირდებათ მაღალი დოზების ინჰალაცია (იხ. დოზირება და მიღების წესი) ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით თერაპია. სიმპტომების უეცარი გაუარესებისას შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა, რომლის მიღებაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ზრდასრულები
პროფილაქტიკური მართვა შემდეგი მდგომარეობების დროს:
მსუბუქი ფორმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF-ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 80%-ზე მეტი, 20%-ზე ნაკლები ვარიაბელობით): პაციენტები, რომლებსაც პერიოდულად ესაჭიროებათ სიმპტომური ასთმის სამკურნალოდ ბრონქოდილატატორების მიღება უფრო ხშირად, ვიდრე ხანდახან.
საშუალო სიმძიმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF-ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 60-დან 80%-მდე, 20-დან 30%-მდე ვარიაბელობით): პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ასთმის სამკურნალო პრეპარატების რეგულარულად მიღება და პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასტაბილური ასთმა ან ასთმის გაუარესება ამჟამად არსებული პროფილაქტიკური თერაპიის ან მხოლოდ ბრონქოდილატატორით მკურნალობის ფონზე.
მძიმე ფორმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF -ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 60%-ზე ნაკლები, 30%-ზე მეტი ვარიაბელობით): პაციენტები მძიმე ქრონიკული ასთმით. ფლიქსოტიდის ინჰალაციის შემდეგ მრავალი პაციენტი, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სისტემურ კორტიკოსტეროიდებზე სიმპტომების ადექვატურად კონტროლისათვის, შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ ან შეწყვიტონ პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღების საჭიროება.
ბავშვები
ნებისმიერი ბავშვი, რომელიც საჭიროებს ასთმის პროფილაქტიკურ მკურნალობას, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებშიც არ კონტროლდება ასთმა ამჟამად არსებული პროფილაქტიკური მედიკამენტის ფონზე.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
ფლიქსოტიდი ნაჩვენებია ფქოდ-ის სამართავად ხანგრძლივი მოქმედების მქონე ბრონქოდილატატორებთან კომბინირებული გამოყენებისას (მაგ.: ხანგრძლივი მოქმედების მქონე ბეტა აგონისტები (LABA-ები)).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ასთმის სიმპტომების გასაკონტროლებლად ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების გამოყენების სიხშირის გაზრდა მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. ამ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის სქემა საჭიროებს ხელახალ შეფასებას.
ასთმის მიმდინარეობის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და ამ დროს შეიძლება გაიზარდოს კორტიკოსტეროიდების დოზა. რისკის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს ამოსუნთქვის პიკური სიჩქარის (peak flow) მონიტორინგი ყოველდღიურად.
სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით დიდი დოზების გამოყენების დროს; ამ ეფექტების განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღებისას (იხ. დოზის გადაჭარბება). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენას, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას, გლაუკომას და ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის ტიტრაცია უმცირეს დოზამდე, რომლის დროსაც ეფექტიანი კონტროლი შენარჩუნებულია (იხ. გვერდითი რეაქციები).
რეკომენდებულია, რომ რეგულარულად შემოწმდეს ბავშვების სიმაღლე, რომლებსაც უტარდებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გამო, პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური სტეროიდული თერაპიიდან საინჰალაციო ფლიქსოტიდით თერაპიაზე, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ადრენოკორტიკალური ფუნქციის რეგულარულ შემოწმებას.
საინჰალაციო ფლიქსოტიდით თერაპიაზე გადასვლის შემდეგ სისტემური თერაპიის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და პაციენტები უნდა წახალისდნენ, რომ თან ატარონ სტეროიდების გამაფრთხილებელი ბარათი, სადაც მითითებულია დამატებითი თერაპიის საჭიროება სტრესის შემთხვევაში.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაძლო დარღვევა ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი მდგომარეობების დროს (მათ შორის, ოპერაციების დროს) და ისეთ არჩევით შემთხვევებში, რომლებიც იწვევენ სტრესს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. განხილულ უნდა იქნეს, კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობის ჩატარება, რაც შესაბამისი იქნება მოცემული კლინიკური მდგომარეობისთვის (იხ. დოზის გადაჭარბება).
ანალოგიურად, საინჰალაციო თერაპიით სისტემური სტეროიდული მკურნალობის ჩანაცვლებამ შეიძლება გამოავლინოს შენიღბული ალერგიები, როგორიცაა ალერგიული რინიტი ან ეგზემა, რომლებიც მანამდე კონტროლდებოდა სისტემური წამლებით.
დაუშვებელია ფლიქსოტიდით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღწერილ იქნა სისხლში გლუკოზის დონის მომატება (იხ. გვერდითი რეაქციები) და ეს უნდა იქნეს გასათვალისწინებელი ამ პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
როგორც ყველა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ფილტვების აქტიური და ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილ იქნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფინქციის დათრგუნვის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების პოტენციურ რისკს (იხ. ურთიერთქმედებები).
როგორც სხვა საინჰალაციო თერაპიის შემთხვევაში, დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხმაურიანი სუნთქვის უეცარი გაზრდით. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სწრაფად მოქმედი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორებით. ფლიქსოტიდი ევოჰალერი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა (იხ. გვერდითი რეაქციები).
აღწერილ იქნა პნევმონიის შემთხვევების ზრდა კვლევებში, სადაც პაციენტებს აღენიშნებოდათ ფქოდ და იღებდნენ 500 მიკროგრამ ფლიქსოტიდს (იხ. გვერდითი რეაქციები). ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ პნევმონიის განვითარების შესაძლებლობაზე ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, რადგან პნევმონიის კლინიკური ნიშნები და გამწვავება ხშირად ერთმანეთის მსგავსია.
უნდა შემოწმდეს პაციენტების საინჰალაციო ტექნიკა იმაში დასარწმუნებლად, რომ ინჰალატორის გაფრქვევა სინქრონიზებულია ჩასუნთქვასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფილტვებში პრეპარატის ოპტიმალურ მიწოდება.
ურთიერთქმედებები
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის ინჰალაცის შემდეგ ინტენსიური პირველადი მეტაბოლიზმისა და მაღალი სისტემური კლირენსის გამო, რომლის მედიატორია ნაწლავებში და ღვიძლში არსებული ციტოქრომა P450 3A4. შესაბამისად, ფლუტიკაზონის პროპიონატით გამოწვეული მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები ნაკლებ სავარაუდოა.
ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორი) შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილ იქნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრანაზალურ ან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატს და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის განვითარება. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ციტოქრომა P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) მომატებას ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემურ ექსპოზიციაზე შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია მეთვალყურეობა ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლის) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს შრატში ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაციის დონის მომატების ალბათობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ ფლუტიკაზონის პროპიონატს არ აქვს გავლენა მამრების ან მდედრების რეპროდუქციულ უნარზე.
ორსულობა
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ფლიქსოტიდის გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფისთვის.
რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებით არ გამოვლინდა გაზრდილი რისკი ძირითადი თანდაყოლილი მანკების (MCM) განვითარებაზე ფლუტიკაზონის პროპიონატის ზემოქმედების შედეგად, სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან შედარებით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. კლინიკური კვლევები).
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა მხოლოდ ის ეფექტები, რომლებიც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის სისტემური ზემოქმედებისას, რაც აჭარბებს იმ ეფექტებს, რომლებიც ვლინდება რეკომენდებული საინჰალაციო თერაპიული დოზების მიღებისას.
ლაქტაცია
ადამიანის რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა გამოკვლეული არ არის. როდესაც პლაზმაში გაზომვადი დონეები იქნა გამოვლენილი ლაქტაციის პერიოდში მყოფ ლაბორატორიულ ვირთაგვებში მისი კანქვეშა შეყვანის შემდეგ, რძეში აღინიშნა ფლუტიკაზონის პროპიონატის არსებობა. თუმცა, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის შემდეგ პლაზმაში მისი დონეები სავარაუდოდ დაბალია.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება განხილული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის უფრო დიდია, ვიდრე პოტენციური რისკი ბავშვისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფლიქსოტიდმა გამოიწვიოს ეს ეფექტი.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი მოვლენები ძირითადად განისაზღვრა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი მოვლენები ძირითადად განისაზღვრა სპონტანური მონაცემებიდან.
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: პირისა და ხახის კანდიდოზი.
პირისა და ხახის კანდიდოზი (რძიანა) ვლინდება ზოგიერთ პაციენტში. ამ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს პირის წყლით გამორეცხვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ. სიმპტომური კანდიდოზის მკურნალობა შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი მედიკამენტებით, სანამ კვლავ გაგრძელდება ფლიქსოტიდით მკურნალობა.
ხშირი: პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შემდეგი გამოვლინებებით:
არახშირი: კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება), რესპირატორული სიმპტომები (ქოშინი და/ან ბრონქოსპაზმი) და ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
ძალიან იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური მოვლენები, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, ზრდაში ჩამორჩენა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: შფოთვა, ძილის დარღვევები და ქცევის ცვლილებები, ჰიპერაქტიულობისა და გაღიზიანების ჩათვლით (ძირითადად ბავშვებში).
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირი: ხმის ჩახლეჩა
ზოგიერთ პაციენტში ფლიქსოტიდის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა. შეიძლება სასარგებლო იყოს ინჰალაციის შემდეგ დაუყოვნებლივ პირის ღრუს წყლით გამორეცხვა.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი: სისხლნაჟღენთები.
ჭარბი დოზა
ფლიქსოტიდის დოზების ჭარბმა ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დროებითი სუპრესია. ეს დოზები ჩვეულებრივ არ მოითხოვს სასწრაფო ჩარევას, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური მოქმედება ჩვეულებრივ აღდგება რამდენიმე დღეში.
თუ დასაშვებზე მაღალი დოზების მიღება გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის მნიშვნელოვანი სუპრესია. აღწერილ იქნა თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც განვითარდა იმ ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი) იღებდნენ დასაშვებზე მაღალ დოზებს (როგორც წესი, დღეში 1000 მიკროგრამი და მეტი). გამოვლენილი ეფექტები მოიცავდა ჰიპოგლიკემიას და შემდგომ - ცნობიერების დათრგუნვას და/ან კრუნჩხვების განვითარებას. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზის მოვლენები, მოიცავს ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას და დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დასაშვებზე მაღალ დოზებს, საჭიროებენ სათანადო მკურნალობასა და დოზის თანდათანობით შემცირებას.
შემადგენლობა
ფლუტიკაზონის პროპიონატი 50, 100, 125 და 250 მიკროგრამი.
ფლიქსოტიდი 50 ევოჰალერი, 100 ევოჰალერი, 125 ევოჰალერი და 250 ევოჰალერი არის წნევის ქვეშ მყოფი საინჰალაციო დოზირებული აეროზოლი, რომელსაც სპეციალურ დოზატორზე თითოეული ხელის დაჭერისას მუნდშტუკში გადააქვს 50 მიკროგრამი, 100 მიკროგრამი, 125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი.
ფლიქსოტიდი 50 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 120 გამოგრქვევას.
ფლიქსოტიდი 100 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 60 გამოგრქვევას.
ფლიქსოტიდი 125 ევოჰალერის და 250 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 60 ან 120 გამოფრქვევას.
კლინიკური ინფორმაცია
შენახვის პირობები
შენახვა
შენახვის პირობები დეტალურად მითითებულია შეფუთვაზე.
მუნდშტუკის თავსახური კარგად უნდა დაეხუროს და დაფიქსირდეს პოზიციაში.
ინახება ყინვისაგან და მზის პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.
როგორც წნევის ქვეშ მყოფ ბალონებში მოთავსებული საინჰალაციო მედიკამენტების უმეტესობა, ამ მედიკამენტის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს ბალონის გაცივებისას.
წნევის ქვეშ მყოფი კონტეინერი. დაუშვებელია 50ºC-ზე მეტ ტემპერატურაზე მოთავსება. დაუშვებელია ბალონის გახვრეტა, გატეხვა ან დაწვა, მაშინაც კი, თუ ის აშკარად ცარიელია.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ფლიქსოტიდი ევოჰალერი შეიცავს ფლუტიკაზონის პროპიონატის სუსპენზიას არა-CFC HFA134a პროპელანტში. სუსპენზია მოთავსებულია ალუმინის შენადნობის ბალონში, რომელიც ჰერმეტულად დალუქულია დოზატორი სარქველით. ბალონები მოთავსებულია პლასტმასის გამაფრქვეველში, რომელსაც აქვს გამაფრქვეველის ხვრელი და მტვრის ნაწილაკებისაგან დამცავი თავსახური.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ფლუტიკაზონის პროპიონატს, რეკომენდებული დოზებით ინჰალაციისას, გააჩნია გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება ფილტვებში, რაც იწვევს ასთმის სიმპტომებისა და გამწვავებების შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
თითოეულ საინჰალაციო მოწყობილობაში არსებული ფლუტიკაზონის პროპიონატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა კვლევაში და კვლევათა შორის პერიოდში ჩასუნთქული და ინტრავენური ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შედარების საფუძველზე. ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსისთვის (7.8%) და ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერისთვის (10.9%), შესაბამისად. ასთმით ან ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა ჩასუნთქული ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის უფრო დაბალი მაჩვენებელი. სისტემური აბსორბცია ხდება ძირითადად ფილტვებით და თავდაპირველად სწრაფად, შემდეგ კი - ხანგრძლივად. ჩასუნთქული დოზის დარჩენილი ნაწილი შეიძლება გადაიყლაპოს, თუმცა მინიმალურად უწყობს ხელს სისტემურ ექსპოზიციას, წყალში მისი დაბალი ხსნადობისა და პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო, რაც შედეგად იწვევ 1%-ზე ნაკლებ პერორალურ აბსორბციას. ჩასუნთქული დოზის გაზრდასთან ერთად აღინიშნება სისტემური ექსპოზიციის წრფივი მატება.
განაწილება
ფლუტიკაზონის პროპიონატს განაწილების მაღალი მოცულობა აქვს წონასწორულ მდგომარეობაში (დაახლოებით 300 ლ). პლაზმის ცილებთან დაკავშირება ზომიერად მაღალია (91%).
მეტაბოლიზმი
ფლუტიკაზონის პროპიონატი სწრაფად გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან, ძირითადად არააქტიური კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტის წარმოქმნით ციტოქრომა P450-I ფერმენტის CYP3A4 საშუალებით. ყურადღებაა საჭიროა CYP3A4ის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის ალბათობა.
გამოყოფა
ფლუტიკაზონის პროპიონატის განაწილება ხასიათდება მაღალი პლაზმური კლირენსით (1150 მლ/წთ) და საბოლოო ნახევარგამოყოფის, დაახლოებით, 8-საათიანი პერიოდით. ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლისმიერი კლირენსი უმნიშვნელოა (0.2%-ზე ნაკლები) და 5%-ზე ნაკლებია მეტაბოლიტის სახით.
კლინიკური კვლევები
ფქოდ
აღინიშნება ფქოდ-ის სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტის ასაკის, სქესის, ფილტვის საწყისი ფუნქციის, მწეველის და ატოპიური სტატუსის მიუხედავად. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველი მედიკამენტების გამოყენება ასთმის შემთხვევაში ორსულობის პერიოდში
გაერთიანებული სამეფოდან მიღებული ელექტრონული სამედიცინო ისტორიების გამოყენებით ჩატარდა რეტროსპექტული, ეპიდემიოლოგიური, კოჰორტული დაკვირვების კვლევა, პირველ ტრიმესტრში ჩასუნთქული ფლუტიკაზონის პროპიონატის (FP) მარტო და სალმეტეროლ-FP-სთან კომბინაციაში ზემოქმედების შემდეგ დიდი თანდაყოლილი მანკების (MCM) რისკის გამოსავლენად, რომელიც შედარდა არა-FP-ს შემცველ ICS-თან. ამ კვლევაში არ იყო გამოყენებული პლაცებო შესადარებელი პროდუქტი.
5362 ასთმის მქონე იმ ორსულებისგან შემდგარი კოჰორტიდან, რომლებზეც პირველ ტრიმესტრში მოხდა ICS-ის ზემოქმედება, 131 იდენტიფიცირდა MCM-ის დიაგნოზით; 1612-ზე (30%) ზემოქმედება მოხდა FP-ით ან სალმეტეროლ-FP-ით, რომელთაგან იდენტიფიცირებული იქნა 42 MCM-ის დიაგნოზით. დაკორექტირებული ალბათობის თანაფარდობა MCM-ებისთვის, რომელთა დიაგნოზი დაისვა 1 წლის განმავლობაში, იყო 1,1 (95% CI: 0,5-2.3) FP-სთვის, საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე იმ ქალებთან შედარებით, რომლებზეც მოხდა ზემოქმედება არა-FP ICS-ით, ხოლო 1,2 (95% CI: 0.7-2.0) იყო იმ ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული და მძიმე ასთმა. არანაირი განსხვავება არ გამოვლენილა MCM-ების რისკების კუთხით პირველ ტრიმესტრში FP-ის მარტო ან სალმეტეროლ-FP-თან კომბინაციაში ზემოქმედების შემთხვევაში. MCM-ის აბსოლუტური რისკები ასთმის სიმძიმის დონეების მიხედვით ცვალებადობდა 2,0-დან 2,9-მდე თითოეულ 100 ორსულობაზე, რომლებზეც მოხდა FP-ის ზემოქმედება, იმ შედეგებთან შედარებით, რომლებიც მიღებული იქნა 15,840 ორსულებზე ჩატარებული კვლევიდან, რომლებსაც ზოგადი პრაქტიკის მონაცემთა ბაზის მიხედვით არ უტარდებოდათ ასთმის თერაპია (2,8 MCM-ის მოვლენა თითოეულ 100 ორსულობაზე).
არაკლინიკური ინფორმაცია
ტოქსიკოლოგიამ გამოავლინა მხოლოდ კორტიკოსტეროიდებისთვის ტიპური რეაქციები, რომლებიც აღინიშნება მხოლოდ მათი თერაპიული დოზების გადაჭარბებისას. რეპროდუქციულ და ტერატოგენობის კვლევებში ჩატარებულ განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის ანალიზებში ახალი ეფექტები არ გამოვლენილა.
ფლუტიკაზონის პროპიონატი მოკლებულია მუტაგენურ აქტივობას in vitro და in vivo და არ გამოუვლენია კანცეროგენული პოტენციალი მღრღნელებში. ცხოველების მოდელებში არ იწვევს არც გაღიზიანებას და არც სენსიბილიზაციას.
2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიღებისას ცხოველთა სახეობების ფართო სპექტრში გამოვლინდა, რომ არა-CFC პროპელანტი, HFA134a, არ იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს ორთქლის ძალიან მაღალი კონცენტრაციებისას, რაც გაცილებით აჭარბებს იმას, რისი ზემოქმედებაც ხდება პაციენტებზე.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ჰიდროქსიფტოროალკანი 134a, 1, 1, 1, 2-ტეტრაფტოროეთანი (HFA 134a).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფლიქსოტიდი ევოჰალერი
ფლუტიკაზონის პროპიონატი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ფლუტიკაზონის პროპიონატი 50, 100, 125 და 250 მიკროგრამი.
ფლიქსოტიდი 50 ევოჰალერი, 100 ევოჰალერი, 125 ევოჰალერი და 250 ევოჰალერი არის წნევის ქვეშ მყოფი საინჰალაციო დოზირებული აეროზოლი, რომელსაც სპეციალურ დოზატორზე თითოეული ხელის დაჭერისას მუნდშტუკში გადააქვს 50 მიკროგრამი, 100 მიკროგრამი, 125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი.
ფლიქსოტიდი 50 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 120 გამოგრქვევას.
ფლიქსოტიდი 100 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 60 გამოგრქვევას.
ფლიქსოტიდი 125 ევოჰალერის და 250 ევოჰალერის თითოეული ბალონი უზრუნველყოფს 60 ან 120 გამოფრქვევას.
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენებები
ასთმა
ფლიქსოტიდს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ფილტვებზე.
ის ამცირებს ასთმის სიმპტომებსა და გამწვავებას პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ მხოლოდ ბრონქოდილატატორებით ან სხვა პროფილაქტიკურ თერაპიასთან ერთად.
მძიმე ასთმა საჭიროებს რეგულარულარ სამედიცინო შემოწმებას, რადგან შეიძლება განვითარდეს ლეტალური შედეგი. მძიმე ასთმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით და საწყის ეტაპზე 60%-ზე ნაკლები PEF-ის (ამოსუნთქვის პიკური ნაკადის სიჩქარე) პროგნიზირებადი მაჩვენებლებით 30%-ზე მეტი ვარიაბელობით, რაც ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმას. ასეთ პაციენტებს დასჭირდებათ მაღალი დოზების ინჰალაცია (იხ. დოზირება და მიღების წესი) ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით თერაპია. სიმპტომების უეცარი გაუარესებისას შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა, რომლის მიღებაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ზრდასრულები
პროფილაქტიკური მართვა შემდეგი მდგომარეობების დროს:
მსუბუქი ფორმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF-ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 80%-ზე მეტი, 20%-ზე ნაკლები ვარიაბელობით): პაციენტები, რომლებსაც პერიოდულად ესაჭიროებათ სიმპტომური ასთმის სამკურნალოდ ბრონქოდილატატორების მიღება უფრო ხშირად, ვიდრე ხანდახან.
საშუალო სიმძიმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF-ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 60-დან 80%-მდე, 20-დან 30%-მდე ვარიაბელობით): პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ასთმის სამკურნალო პრეპარატების რეგულარულად მიღება და პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასტაბილური ასთმა ან ასთმის გაუარესება ამჟამად არსებული პროფილაქტიკური თერაპიის ან მხოლოდ ბრონქოდილატატორით მკურნალობის ფონზე.
მძიმე ფორმის ასთმა (საწყის ეტაპზე PEF -ის პროგნოზირებადი მაჩვენებლები 60%-ზე ნაკლები, 30%-ზე მეტი ვარიაბელობით): პაციენტები მძიმე ქრონიკული ასთმით. ფლიქსოტიდის ინჰალაციის შემდეგ მრავალი პაციენტი, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სისტემურ კორტიკოსტეროიდებზე სიმპტომების ადექვატურად კონტროლისათვის, შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ ან შეწყვიტონ პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღების საჭიროება.
ბავშვები
ნებისმიერი ბავშვი, რომელიც საჭიროებს ასთმის პროფილაქტიკურ მკურნალობას, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებშიც არ კონტროლდება ასთმა ამჟამად არსებული პროფილაქტიკური მედიკამენტის ფონზე.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
ფლიქსოტიდი ნაჩვენებია ფქოდ-ის სამართავად ხანგრძლივი მოქმედების მქონე ბრონქოდილატატორებთან კომბინირებული გამოყენებისას (მაგ.: ხანგრძლივი მოქმედების მქონე ბეტა აგონისტები (LABA-ები)).
დოზირება და მიღების წესი
ფარმაცევტული ფორმა: წნევის ქვეშ მყოფი დოზირებული აეროზოლი
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ საინჰალაციო ფლიქსოტიდით თერაპიის პროფილაქტიკური თვისების შესახებ და რომ მისი მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, მაშინაც კი, თუ მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ფლიქსოტიდი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური ინჰალაციისთვის.
გამიზნულია, რომ თითოეული დანიშნული დოზის მიღება მოხდეს მინიმუმ ორი ინჰალაციით.
იმ პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ წნევის ქვეშ მყოფი დოზირებული ინჰალატორის გამოყენება, ფლიქსოტიდის ინჰალატორის გამოყენება შეიძლება მოხდეს სპეისერთან ერთად.
ასთმა
თერაპიული ეფექტი ვლინდება 4-დან 7 დღეში, თუმცა ზოგიერთი სასურველი ეფექტი შეიძლება აშკარა გახდეს 24 საათში იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ მიღებული საინჰალაციო სტეროიდები.
თუ პაციენტები აღმოაჩენენ, რომ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებით მკურნალობა არაეფექტიანი გახდება, ან საჭიროებენ ჩვეულებრივზე უფრო მეტ ინჰალაციას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ზრდასრულები და 16 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
100-დან 1000-მდე მიკროგრამი ორჯერ დღეში.
პაციენტებმა უნდა მიიღონ საინჰალაციო ფლიქსოტიდის ის საწყისი დოზა, რომელიც შეესაბამება მათი დაავადების სიმძიმეს:
მსუბუქი ასთმა: 100-დან 250-მდე მიკროგრამი ორჯერ დღეში
საშუალო სიმძიმის ასთმა: 250-დან 500-მდე მიკროგრამი ორჯერ დღეში
მძიმე ასთმა: 500-დან 1000-მდე მიკროგრამი ორჯერ დღეში
შეიძლება დოზის კორექცია, სანამ არ მოხდება დაავადების გაკონტროლება, ან ის არ შემცირდება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე, ინდივიდუალური კლინიკური პასუხის მიხედვით.
ალტერნატიულად, ფლუტიკაზონის პროპიონატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის სრული დღიური დოზის ნახევარს, ან ექვივალენტს, როდესაც ინიშნება დოზირებული ინჰალატორის სახით.
4 წლის და მეტი ასაკის ბავშვები
50-და 200-მდე მიკროგრამი ორჯერ დღეში.
უმეტეს ბავშვებში ასთმა კარგად კონტროლდება 50-და 100-მდე მიკროგრამის დღეში ორჯერ დოზირების რეჟიმით. იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც ასთმა საკმარისად არ კონტროლდება, დამატებითი სარგებლის მიღწევა შეიძლება დოზის გაზრდით 200 მიკროგრამამდე დღეში ორჯერ.
ბავშვებში საინჰალაციო ფლიქსოტიდის საწყისი დოზა უნდა შეესაბამებოდეს მათი დაავადების სიმძიმეს.
შემდგომში დოზა შეიძლება დაკორექტირდეს, სანამ არ მოხდება დაავადების გაკონტროლება, ან ის არ შემცირდება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე, ინდივიდუალური კლინიკური პასუხის მიხედვით.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოზის მისაღებად შესაფერისია მხოლოდ 50 მიკროგრამიანი მოწყობილობა.
ფლიქსოტიდის ეს ფარმაცევტული ფორმა არ არის განკუთვნილი პედიატრიული დოზირებისათვის, რა შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იქნეს ფლიქსოტიდის ალტერნატიული ფარმაცევტული ფორმა (მაგ.: მშრალი ფხვნილის ინჰალატორები).
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები
საინჰალაციო ფლიქსოტიდს უპირატესობა ენიჭება პატარა ბავშვებში ასთმის ხშირი და მუდმივი სიმპტომების გასაკონტროლებლად.
1-4 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასთმის სიმპტომების ოპტიმალური კონტროლი მიიღწევა 100 მიკროგრამის დღეში ორჯერ გამოყენებისას პედიატრიული სპეისერი მოწყობილობის საშუალებით სახის ნიღაბთან ერთად (როგორიცაა, მაგ.: BABYHALER).
ასთმის დიაგნოზი და მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ განხილვას.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
ზრდასრულები
500 მიკროგრამი ორჯერ დღეში გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით ხანგრძლივი მოქმედების მქონე ბრონქოდილატატორებთან (მაგ.: LABA) ერთად.
ოპტიმალური სარგებლის მისაღწევად პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს ყოველდღე, რასაც შეიძლება დასჭირდეს 3-დან 6 თვემდე. თუ 3-დან 6 თვის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მაშინ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა.
ამ დოზის მისაღებად შესაფერისია მხოლოდ 250-მიკროგრამიანი მოწყობილობა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულ ან ღვიძლის, ან თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ასთმის სიმპტომების გასაკონტროლებლად ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების გამოყენების სიხშირის გაზრდა მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. ამ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის სქემა საჭიროებს ხელახალ შეფასებას.
ასთმის მიმდინარეობის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და ამ დროს შეიძლება გაიზარდოს კორტიკოსტეროიდების დოზა. რისკის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს ამოსუნთქვის პიკური სიჩქარის (peak flow) მონიტორინგი ყოველდღიურად.
სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით დიდი დოზების გამოყენების დროს; ამ ეფექტების განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღებისას (იხ. დოზის გადაჭარბება). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენას, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას, გლაუკომას და ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის ტიტრაცია უმცირეს დოზამდე, რომლის დროსაც ეფექტიანი კონტროლი შენარჩუნებულია (იხ. გვერდითი რეაქციები).
რეკომენდებულია, რომ რეგულარულად შემოწმდეს ბავშვების სიმაღლე, რომლებსაც უტარდებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გამო, პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური სტეროიდული თერაპიიდან საინჰალაციო ფლიქსოტიდით თერაპიაზე, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ადრენოკორტიკალური ფუნქციის რეგულარულ შემოწმებას.
საინჰალაციო ფლიქსოტიდით თერაპიაზე გადასვლის შემდეგ სისტემური თერაპიის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და პაციენტები უნდა წახალისდნენ, რომ თან ატარონ სტეროიდების გამაფრთხილებელი ბარათი, სადაც მითითებულია დამატებითი თერაპიის საჭიროება სტრესის შემთხვევაში.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაძლო დარღვევა ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი მდგომარეობების დროს (მათ შორის, ოპერაციების დროს) და ისეთ არჩევით შემთხვევებში, რომლებიც იწვევენ სტრესს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. განხილულ უნდა იქნეს, კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობის ჩატარება, რაც შესაბამისი იქნება მოცემული კლინიკური მდგომარეობისთვის (იხ. დოზის გადაჭარბება).
ანალოგიურად, საინჰალაციო თერაპიით სისტემური სტეროიდული მკურნალობის ჩანაცვლებამ შეიძლება გამოავლინოს შენიღბული ალერგიები, როგორიცაა ალერგიული რინიტი ან ეგზემა, რომლებიც მანამდე კონტროლდებოდა სისტემური წამლებით.
დაუშვებელია ფლიქსოტიდით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღწერილ იქნა სისხლში გლუკოზის დონის მომატება (იხ. გვერდითი რეაქციები) და ეს უნდა იქნეს გასათვალისწინებელი ამ პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
როგორც ყველა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ფილტვების აქტიური და ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილ იქნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფინქციის დათრგუნვის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების პოტენციურ რისკს (იხ. ურთიერთქმედებები).
როგორც სხვა საინჰალაციო თერაპიის შემთხვევაში, დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხმაურიანი სუნთქვის უეცარი გაზრდით. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სწრაფად მოქმედი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორებით. ფლიქსოტიდი ევოჰალერი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა (იხ. გვერდითი რეაქციები).
აღწერილ იქნა პნევმონიის შემთხვევების ზრდა კვლევებში, სადაც პაციენტებს აღენიშნებოდათ ფქოდ და იღებდნენ 500 მიკროგრამ ფლიქსოტიდს (იხ. გვერდითი რეაქციები). ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ პნევმონიის განვითარების შესაძლებლობაზე ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, რადგან პნევმონიის კლინიკური ნიშნები და გამწვავება ხშირად ერთმანეთის მსგავსია.
უნდა შემოწმდეს პაციენტების საინჰალაციო ტექნიკა იმაში დასარწმუნებლად, რომ ინჰალატორის გაფრქვევა სინქრონიზებულია ჩასუნთქვასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფილტვებში პრეპარატის ოპტიმალურ მიწოდება.
ურთიერთქმედებები
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის ინჰალაცის შემდეგ ინტენსიური პირველადი მეტაბოლიზმისა და მაღალი სისტემური კლირენსის გამო, რომლის მედიატორია ნაწლავებში და ღვიძლში არსებული ციტოქრომა P450 3A4. შესაბამისად, ფლუტიკაზონის პროპიონატით გამოწვეული მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები ნაკლებ სავარაუდოა.
ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორი) შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილ იქნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრანაზალურ ან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატს და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის განვითარება. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ციტოქრომა P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) მომატებას ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემურ ექსპოზიციაზე შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია მეთვალყურეობა ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლის) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს შრატში ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაციის დონის მომატების ალბათობა.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ ფლუტიკაზონის პროპიონატს არ აქვს გავლენა მამრების ან მდედრების რეპროდუქციულ უნარზე.
ორსულობა
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ფლიქსოტიდის გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფისთვის.
რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებით არ გამოვლინდა გაზრდილი რისკი ძირითადი თანდაყოლილი მანკების (MCM) განვითარებაზე ფლუტიკაზონის პროპიონატის ზემოქმედების შედეგად, სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან შედარებით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. კლინიკური კვლევები).
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა მხოლოდ ის ეფექტები, რომლებიც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის სისტემური ზემოქმედებისას, რაც აჭარბებს იმ ეფექტებს, რომლებიც ვლინდება რეკომენდებული საინჰალაციო თერაპიული დოზების მიღებისას.
ლაქტაცია
ადამიანის რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა გამოკვლეული არ არის. როდესაც პლაზმაში გაზომვადი დონეები იქნა გამოვლენილი ლაქტაციის პერიოდში მყოფ ლაბორატორიულ ვირთაგვებში მისი კანქვეშა შეყვანის შემდეგ, რძეში აღინიშნა ფლუტიკაზონის პროპიონატის არსებობა. თუმცა, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის შემდეგ პლაზმაში მისი დონეები სავარაუდოდ დაბალია.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება განხილული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის უფრო დიდია, ვიდრე პოტენციური რისკი ბავშვისთვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფლიქსოტიდმა გამოიწვიოს ეს ეფექტი.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი მოვლენები ძირითადად განისაზღვრა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი მოვლენები ძირითადად განისაზღვრა სპონტანური მონაცემებიდან.
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: პირისა და ხახის კანდიდოზი.
პირისა და ხახის კანდიდოზი (რძიანა) ვლინდება ზოგიერთ პაციენტში. ამ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს პირის წყლით გამორეცხვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ. სიმპტომური კანდიდოზის მკურნალობა შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი მედიკამენტებით, სანამ კვლავ გაგრძელდება ფლიქსოტიდით მკურნალობა.
ხშირი: პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შემდეგი გამოვლინებებით:
არახშირი: კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება), რესპირატორული სიმპტომები (ქოშინი და/ან ბრონქოსპაზმი) და ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
ძალიან იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური მოვლენები, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, ზრდაში ჩამორჩენა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: შფოთვა, ძილის დარღვევები და ქცევის ცვლილებები, ჰიპერაქტიულობისა და გაღიზიანების ჩათვლით (ძირითადად ბავშვებში).
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირი: ხმის ჩახლეჩა
ზოგიერთ პაციენტში ფლიქსოტიდის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა. შეიძლება სასარგებლო იყოს ინჰალაციის შემდეგ დაუყოვნებლივ პირის ღრუს წყლით გამორეცხვა.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი: სისხლნაჟღენთები.
დოზის გადაჭარბება
ფლიქსოტიდის დოზების ჭარბმა ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დროებითი სუპრესია. ეს დოზები ჩვეულებრივ არ მოითხოვს სასწრაფო ჩარევას, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური მოქმედება ჩვეულებრივ აღდგება რამდენიმე დღეში.
თუ დასაშვებზე მაღალი დოზების მიღება გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის მნიშვნელოვანი სუპრესია. აღწერილ იქნა თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც განვითარდა იმ ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი) იღებდნენ დასაშვებზე მაღალ დოზებს (როგორც წესი, დღეში 1000 მიკროგრამი და მეტი). გამოვლენილი ეფექტები მოიცავდა ჰიპოგლიკემიას და შემდგომ - ცნობიერების დათრგუნვას და/ან კრუნჩხვების განვითარებას. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზის მოვლენები, მოიცავს ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას და დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დასაშვებზე მაღალ დოზებს, საჭიროებენ სათანადო მკურნალობასა და დოზის თანდათანობით შემცირებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლუტიკაზონის პროპიონატს, რეკომენდებული დოზებით ინჰალაციისას, გააჩნია გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება ფილტვებში, რაც იწვევს ასთმის სიმპტომებისა და გამწვავებების შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
თითოეულ საინჰალაციო მოწყობილობაში არსებული ფლუტიკაზონის პროპიონატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა კვლევაში და კვლევათა შორის პერიოდში ჩასუნთქული და ინტრავენური ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შედარების საფუძველზე. ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსისთვის (7.8%) და ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერისთვის (10.9%), შესაბამისად. ასთმით ან ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა ჩასუნთქული ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის უფრო დაბალი მაჩვენებელი. სისტემური აბსორბცია ხდება ძირითადად ფილტვებით და თავდაპირველად სწრაფად, შემდეგ კი - ხანგრძლივად. ჩასუნთქული დოზის დარჩენილი ნაწილი შეიძლება გადაიყლაპოს, თუმცა მინიმალურად უწყობს ხელს სისტემურ ექსპოზიციას, წყალში მისი დაბალი ხსნადობისა და პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო, რაც შედეგად იწვევ 1%-ზე ნაკლებ პერორალურ აბსორბციას. ჩასუნთქული დოზის გაზრდასთან ერთად აღინიშნება სისტემური ექსპოზიციის წრფივი მატება.
განაწილება
ფლუტიკაზონის პროპიონატს განაწილების მაღალი მოცულობა აქვს წონასწორულ მდგომარეობაში (დაახლოებით 300 ლ). პლაზმის ცილებთან დაკავშირება ზომიერად მაღალია (91%).
მეტაბოლიზმი
ფლუტიკაზონის პროპიონატი სწრაფად გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან, ძირითადად არააქტიური კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტის წარმოქმნით ციტოქრომა P450-I ფერმენტის CYP3A4 საშუალებით. ყურადღებაა საჭიროა CYP3A4ის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის ალბათობა.
გამოყოფა
ფლუტიკაზონის პროპიონატის განაწილება ხასიათდება მაღალი პლაზმური კლირენსით (1150 მლ/წთ) და საბოლოო ნახევარგამოყოფის, დაახლოებით, 8-საათიანი პერიოდით. ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლისმიერი კლირენსი უმნიშვნელოა (0.2%-ზე ნაკლები) და 5%-ზე ნაკლებია მეტაბოლიტის სახით.
კლინიკური კვლევები
ფქოდ
აღინიშნება ფქოდ-ის სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტის ასაკის, სქესის, ფილტვის საწყისი ფუნქციის, მწეველის და ატოპიური სტატუსის მიუხედავად. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველი მედიკამენტების გამოყენება ასთმის შემთხვევაში ორსულობის პერიოდში
გაერთიანებული სამეფოდან მიღებული ელექტრონული სამედიცინო ისტორიების გამოყენებით ჩატარდა რეტროსპექტული, ეპიდემიოლოგიური, კოჰორტული დაკვირვების კვლევა, პირველ ტრიმესტრში ჩასუნთქული ფლუტიკაზონის პროპიონატის (FP) მარტო და სალმეტეროლ-FP-სთან კომბინაციაში ზემოქმედების შემდეგ დიდი თანდაყოლილი მანკების (MCM) რისკის გამოსავლენად, რომელიც შედარდა არა-FP-ს შემცველ ICS-თან. ამ კვლევაში არ იყო გამოყენებული პლაცებო შესადარებელი პროდუქტი.
5362 ასთმის მქონე იმ ორსულებისგან შემდგარი კოჰორტიდან, რომლებზეც პირველ ტრიმესტრში მოხდა ICS-ის ზემოქმედება, 131 იდენტიფიცირდა MCM-ის დიაგნოზით; 1612-ზე (30%) ზემოქმედება მოხდა FP-ით ან სალმეტეროლ-FP-ით, რომელთაგან იდენტიფიცირებული იქნა 42 MCM-ის დიაგნოზით. დაკორექტირებული ალბათობის თანაფარდობა MCM-ებისთვის, რომელთა დიაგნოზი დაისვა 1 წლის განმავლობაში, იყო 1,1 (95% CI: 0,5-2.3) FP-სთვის, საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე იმ ქალებთან შედარებით, რომლებზეც მოხდა ზემოქმედება არა-FP ICS-ით, ხოლო 1,2 (95% CI: 0.7-2.0) იყო იმ ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული და მძიმე ასთმა. არანაირი განსხვავება არ გამოვლენილა MCM-ების რისკების კუთხით პირველ ტრიმესტრში FP-ის მარტო ან სალმეტეროლ-FP-თან კომბინაციაში ზემოქმედების შემთხვევაში. MCM-ის აბსოლუტური რისკები ასთმის სიმძიმის დონეების მიხედვით ცვალებადობდა 2,0-დან 2,9-მდე თითოეულ 100 ორსულობაზე, რომლებზეც მოხდა FP-ის ზემოქმედება, იმ შედეგებთან შედარებით, რომლებიც მიღებული იქნა 15,840 ორსულებზე ჩატარებული კვლევიდან, რომლებსაც ზოგადი პრაქტიკის მონაცემთა ბაზის მიხედვით არ უტარდებოდათ ასთმის თერაპია (2,8 MCM-ის მოვლენა თითოეულ 100 ორსულობაზე).
არაკლინიკური ინფორმაცია
ტოქსიკოლოგიამ გამოავლინა მხოლოდ კორტიკოსტეროიდებისთვის ტიპური რეაქციები, რომლებიც აღინიშნება მხოლოდ მათი თერაპიული დოზების გადაჭარბებისას. რეპროდუქციულ და ტერატოგენობის კვლევებში ჩატარებულ განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის ანალიზებში ახალი ეფექტები არ გამოვლენილა.
ფლუტიკაზონის პროპიონატი მოკლებულია მუტაგენურ აქტივობას in vitro და in vivo და არ გამოუვლენია კანცეროგენული პოტენციალი მღრღნელებში. ცხოველების მოდელებში არ იწვევს არც გაღიზიანებას და არც სენსიბილიზაციას.
2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიღებისას ცხოველთა სახეობების ფართო სპექტრში გამოვლინდა, რომ არა-CFC პროპელანტი, HFA134a, არ იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს ორთქლის ძალიან მაღალი კონცენტრაციებისას, რაც გაცილებით აჭარბებს იმას, რისი ზემოქმედებაც ხდება პაციენტებზე.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ჰიდროქსიფტოროალკანი 134a, 1, 1, 1, 2-ტეტრაფტოროეთანი (HFA 134a).
შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვა
შენახვის პირობები დეტალურად მითითებულია შეფუთვაზე.
მუნდშტუკის თავსახური კარგად უნდა დაეხუროს და დაფიქსირდეს პოზიციაში.
ინახება ყინვისაგან და მზის პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.
როგორც წნევის ქვეშ მყოფ ბალონებში მოთავსებული საინჰალაციო მედიკამენტების უმეტესობა, ამ მედიკამენტის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს ბალონის გაცივებისას.
წნევის ქვეშ მყოფი კონტეინერი. დაუშვებელია 50ºC-ზე მეტ ტემპერატურაზე მოთავსება. დაუშვებელია ბალონის გახვრეტა, გატეხვა ან დაწვა, მაშინაც კი, თუ ის აშკარად ცარიელია.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ფლიქსოტიდი ევოჰალერი შეიცავს ფლუტიკაზონის პროპიონატის სუსპენზიას არა-CFC HFA134a პროპელანტში. სუსპენზია მოთავსებულია ალუმინის შენადნობის ბალონში, რომელიც ჰერმეტულად დალუქულია დოზატორი სარქველით. ბალონები მოთავსებულია პლასტმასის გამაფრქვეველში, რომელსაც აქვს გამაფრქვეველის ხვრელი და მტვრის ნაწილაკებისაგან დამცავი თავსახური.
შეუთავსებლობა
არ არის აღწერილი.
გამოყენება და მოხმარება
ფლიქსოტიდი ევოჰალერის გამოყენების ინსტრუქცია
ინჰალატორის შემოწმება:
პირველად გამოყენების წინ ან თუ ინჰალატორი არ გამოყენებულა ერთი კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, მუნდშტუკის თავსახური უნდა მოიხსნას გვერდებზე ხელის ნაზად მოჭერით, ინჰალატორი კარგად უნდა შეინჯღრეს და უნდა მოხდეს მისი ორჯერ გაფრქვევა ჰაერში, მის სათანადო მუშაობაში დასარწმუნებლად.
ინჰალატორის გამოყენებისას:
უნდა მოიხსნას მუნდშტუკის თავსახური მის გვერდებზე ხელის ნაზად მოჭერით.
უნდა შემოწმდეს ინჰალატორი შიგნიდან და გარედან, მუნდშტუკის ჩათვლით, არადამაგრებული საგნების აღმოსაჩენად.
ინჰალატორი კარგად უნდა შეინჯღრეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ნებისმიერი არადამაგრებული ნაწილი მოცილებულია და ინჰალატორის შიგთავსი თანაბრად არის შერეული.
ინჰალატორი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ცერა თითსა და თითებს შორის, ცერა თითი უნდა იყოს ფუძეზე, მუნდშტუკის ქვემოთ.
ამოსუნთქვა უნდა მოხდეს რამდენადაც შესაძლებელია კომფორტულად და მუნდშტუკი უნდა მოთავსდეს პირში კბილებს შორის, ტუჩების შემოჭერით მის ირგვლივ, ოღონდ ისე, რომ არ მოხდეს მისი კბენა.
პირით სუნთქვის დაწყებისას ხელი უნდა დაეჭიროს ინჰალატორს ზემოდან, რათა მოხდეს ფლიქსოტიდის გამოთავისუფლება წყნარად და ღრმად სუნთქვის დროს.
უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება და ამავდროულად ინჰალატორის პირიდან გამოღება და თითის აღება ინჰალატორის ზედა ნაწილიდან. სუნთქვის შეკავება უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს კომფორტულია.
თუ საჭიროა რამდენიმე შემდგომი გამოფრქვევა, ინჰალატორი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად და საჭიროა ნახევარი წუთით მოცდა 3-7 პუნქტების განმეორებამდე.
ამის შემდეგ, საჭიროა პირში წყლის გამოვლება და მისი გადმოფურთხება.
მუნდშტუკის თავსახური უნდა დაეხუროს ძლიერი ზეწოლით და დაფიქსირდეს პოზიციაში.
მნიშვნელოვანია:
არ უნდა მოხდეს მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპების სწრაფად შესრულება. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა სუნთქვა დაიწყოს რაც შეიძლება ნელა ინჰალატორის გამოყენებამდე. პირველ რამდენიმე ჯერზე უნდა მოხდეს სარკის წინ ვარჯიში. თუ ინჰალატორის თავსახურიდან ან პირიდან ჩანს “ნისლი”, მოქმედებების შესრულება ხელახლა უნდა დაიწყოს მე-2 ეტაპიდან.
თუ ექიმის მიერ მოცემულია ინჰალატორის გამოყენების განსხვავებული ინსტრუქციები, საჭიროა მათი ზუსტად დაცვა. რაიმე გართულების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გაწმენდა:
ინჰალატორის გაწმენდა საჭიროა მინიმუმ კვირაში ერთხელ.
უნდა მოიხსნას მუნდშტუკის თავსახური.
არ უნდა მოხდეს ბალონის ამოღება პლასტმასის კორპუსიდან.
მუნდშტუკის შიგნითა და გარეთა ნაწილი უნდა გაიწმინდოს მშრალი ნაჭრით ან ქსოვილით.
უნდა დაეხუროს მუნდშტუკის თავსახური
დაუშვებელია ლითონის ბალონის წყალში მოთავსება.
წარმოებულია და შეფუთულია:
Glaxo Wellcome, S.A.*
Avenida de Extremadura 3
09400 Aranda De Duero
Burgos
Spain
გლაქსო ველქამ, ს.ა*
ავენიდა დე ექსტრემადურა 3
09400 არანდა დე დუერო
ბურგოსი
ესპანეთი
- გსკ-ის კომპანიების ჯგუფის წევრი.
სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზიით გადაცემულია გსკ-ის ჯგუფის კომპანიებზე.
©2025 gsk-ის კომპანიების ჯგუფი ან მისი ლიცენზიარები
ვერსიის ნომერი: GDS37/IPI13
გამოშვების თარიღი: 2024 წლის 11 ოქტომბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


