ბოკაკორტ-S
BOCACORT-S®
ბოკაკორტ-ს შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ფლუტიკაზონის პროპიონატს. ბოკაკორტ-S წარმოდგენილია ერთი დოზით: ფლუტიკაზონის პროპიონატი 250 მიკროგრამი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუტიკაზონი (fluticasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მკგ/დოზა 120დოზა საინჰალაციო აეროზოლი სუსპენზიის სახით ალუმინის ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- MEDICAIR BIOSCIENCE LABORATORIES, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- R03BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037722
- რეგისტრირებულია
- 30 მარტი 2023, მოქმედებს 30 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
ბოკაკორტ-S — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბოკაკორტ-ს შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ფლუტიკაზონის პროპიონატს. ბოკაკორტ-S წარმოდგენილია ერთი დოზით: ფლუტიკაზონის პროპიონატი 250 მიკროგრამი.
ფლუტიკაზონის პროპიონატს, რომელიც ინიშნება ინჰალაციის სახით რეკომენდებული დოზებით, აქვს ძლიერი გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ფილტვებში, შესაბამისად ამცირებს სიმპტომებს და ასთმის გამწვავებას.
დაფიქსირდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება და რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტის ასაკის, სქესის, საწყისი რესპირატორული მდგომარეობის, მოწევის ჩვევების ან ატოპიის სტატუსის მიუხედავად. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ეს შედეგები მიიღწევა კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენებისას გვერდითი მოვლენების გარეშე.
ჩვენებები
ასთმა
პრეპარატი ნაჩვენებია მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ფორმის ბრონქული ასთმის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.
მოზრდილები:
პროფილაქტიკური მკურნალობა:
მსუბუქი ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 80%-ზე მეტი, 20%-ზე ნაკლები რყევებით): პაციენტებს ესაჭიროებათ წყვეტილი სიმპტომური ბრონქოდილატაციური ასთმის პრეპარარტი რეგულარულად ყოველდღიურად.
ზომიერი ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 60-80%, 20-30% რყევებით): პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ რეგულარული ასთმის საწინააღმდეგო მკურნალობა და პაციენტები არასტაბილური ან გაუარესებული ასთმით, პროფილაქტიკური ან მხოლოდ ბრონქოდილატაციური თერაპიის მიუხედავად.
მძიმე ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 60%-ზე დაბალი, 30%-ზე მეტი რყევებით): პაციენტები მძიმე ქრონიკული ასთმით და პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სისტემურ კორტიკოსტეროიდებზე სიმპტომების ადეკვატური კონტროლისთვის. საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის შეყვანისას ამ პაციენტთაგან ბევრს შეიძლება მნიშვნელოვნად შეუმცირდეს ან გაუქრეს მოთხოვნილება პერორალური კორტიკოსტეროიდების მიმართ.
ბავშვები:
ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც ესაჭიროება პროფილაქტიკური მედიკამენტები, მათ შორის პაციენტები, რომლებიც არ კონტროლდებიან ამჟამად ხელმისაწვდომი პროფილაქტიკური მედიკამენტებით.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.
მძიმე ფორმის ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მძიმე ფორმის ასთმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით და პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობებით, რომელიც ნორმის 60%-ზე დაბალია, ხოლო რყევები აღწევს 30%-ზე მეტს და ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებს ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ. ამ პაციენტებს ესაჭიროებათ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის მაღალი დოზები (იხ. პარაგრაფი 3) ან პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია. სიმპტომების უეცარმა გაუარესებამ შეიძლება მოითხოვოს კორტიკოსტეროიდული თერაპიის დოზის გაზრდა, რომელიც უნდა ჩატარდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემდეგ.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
იგი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებთან კომბინაციაში (მაგ., ხანგრძლივი მოქმედების β-სტიმულატორებთან).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ბოკაკორტ-S ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობა პროფილაქტიკური ხასიათისაა და ის რეგულარულად უნდა მიიღოთ მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სიმპტომები.
თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობისას შვების შეგრძნება შემცირდა ან ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია გჭირდებათ, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
ბოკაკორტ-S გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.
უნდა შემოწმდეს დოზატორიანი მოწყობილობის გამოყენების ტექნიკა. მოწყობილობის სარქვლის წნევა სინქრონიზებული უნდა იყოს ინჰალაციასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის მაქსიმალური მიწოდება ფილტვებში.
თუ გაგიჭირდათ დოზატორიანი მოწყობილობის გამოყენება, მიზანშეწონილია ბოკაკორტ-S -ის მიღება სპეციალური საჰაერო კამერით.
ასთმა
თერაპიული ეფექტის დაწყება ხდება 4-7 დღის განმავლობაში, თუმცა გარკვეული სარგებელი შეიძლება აღინიშნოს 24 საათის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იყენებდნენ სტეროიდულ ინჰალაციებს.
მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
100-1000 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციები მათი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
მსუბუქი ფორმის ასთმა: 100-250 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
ზომიერი ფორმის ასთმა: 250-500 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
მძიმე ფორმის ასთმა: 500-1000 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
შემდეგ დოზა რეგულირდება კონტროლის მიღწევამდე და უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შეინიშნება ასთმის ეფექტური კონტროლი.
ალტერნატიულად, ფლუტიკაზონის პროპიონატის საწყისი დოზა შეიძლება გამოითვალოს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ნახევარი დღიური დოზით ან მისი ექვივალენტით დოზატორიანი ინჰალატორის საშუალებით შეყვანისას.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
50-100 მიკროგრამი დღეში ორჯერ. მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 200 მიკროგრამამდე დღეში ორჯერ იმ პირობით, რომ ბავშვი ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს.
ბავშვებს უნდა დაენიშნოთ ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციები, როგორც საწყისი დოზა, მათი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. შემდეგ დოზა რეგულირდება კონტროლის მიღწევამდე და უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შეინიშნება ასთმის ეფექტური კონტროლი.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
1-4 წლის ბავშვები:
ბოკაკორტ-S სასარგებლოა ასთმის ხშირი და მუდმივი სიმპტომების საკონტროლოდ მცირეწლოვან ბავშვებში.
1-4 წლის ბავშვებში კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასთმის სიმპტომების ოპტიმალური კონტროლი მიიღწევა 100 მიკროგრამის დღეში ორჯერ გამოყენებისას, პედიატრიული სახის ნიღბის საშუალებით.
ასთმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უნდა გაკონტროლდეს რეგულარული ინტერვალებით.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
ზრდასრულთა დოზა:
500 მიკროგრამი დღეში ორჯერ, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორების (მაგ. β ხანგრძლივი მოქმედების სტიმულატორები) დამატებით.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს სამიდან ექვს თვემდე. თუ პაციენტი ვერ ხედავს გაუმჯობესებას 3-6 თვის შემდეგ, მან უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის თავის ექიმს.
ამ დოზისთვის მხოლოდ 250 მიკროგრამის შემცველობაა შესაფერისი.
სპეციალური ჯგუფის პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით.
მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
ინჰალატორის ტესტირება
ინჰალატორის პირველად გამოყენებისას ან თუ ინჰალატორის გამოყენება არ მოხდა ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ ის გამართულად მუშაობს:
მოხსენით მუნდშტუკს საფარი გვერდებზე ნაზად მოჭერით, კარგად შეანჯღრიეთ ინჰალატორი და ორჯერ გააფრქვიეთ ჰაერში.
ინჰალატორის გამოყენება
მოხსენით მუნდშტუკს საფარი გვერდებზე ნაზად მოჭერით.
შეამოწმეთ შიგნიდან და გარედან, რათა დარწმუნდეთ, რომ მუნდშტუკი სუფთაა და არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეანჯღრიეთ ინჰალატორი, რათა დარწმუნდეთ, რომ ფხვიერი ნაწილაკები მოშორებულია და ინჰალატორის შიგთავსი თანაბრად არის შერეული (სურათი 1).
დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად, ცერა თითი მოათავსეთ ძირზე, მუნდშტუკის ქვემოთ (სურათი 2). ამოისუნთქეთ რამდენადაც შესაძლებელია.
მოათავსეთ მუნდშტუკი პირის ღრუში კბილებს შორის. მოკუმეთ ტუჩები მის გარშემო. არ ჩაკბიჩოთ (სურათი 3).
ჩაისუნთქეთ პირით; სუნთქვის დაწყებისთანავე, დააჭირეთ კონტეინერის ზედა ნაწილს, რათა გამოუშვათ წამლის ნაკადი, როცა სტაბილურად და ღრმად სუნთქავთ.
შეიკავეთ სუნთქვა; ამოიღეთ ინჰალატორი პირიდან და აიღეთ თითი ინჰალატორის ზემოდან. გააგრძელეთ სუნთქვის შეკავება სანამ შესაძლებელი იქნება.
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გამოიყენოთ ინჰალატორი ორჯერ, გააჩერეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაელოდეთ დაახლოებით ნახევარ წუთს, სანამ გაიმეორეთ მე-3-დან მე-7 საფეხურამდე.
შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით და გამოფურთხეთ.
გამოყენების შემდეგ ყოველთვის დააფარეთ მუნდშტუკს საფარი მტვრისგან დასაცავად.
სურათი 1.
სურათი 2.
სურათი 3.
მნიშვნელოვანი
არ იჩქაროთ მე-5, მე-6 და მე-7 საფეხურების განხორციელებისას. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ სუნთქვა რაც შეიძლება ნელა ინჰალატორის გამოყენებამდე. სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, უნდა სცადოთ მისი ტესტირება სარკის წინ. თუ პრეპარატი გამოდის მოწყობილობის ზემოდან ან პირის კუთხეებიდან, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობას არასწორად იყენებთ და ისევ უნდა დაიწყოთ მე-2 საფეხურიდან.
თუ თქვენმა ექიმმა მოგცათ სხვა ინსტრუქცია ამ მოწყობილობის გამოყენების შესახებ, ყურადღებით მიჰყევით მათ. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით.
ბავშვები
ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ მშობლების დახმარება მოწყობილობის გამოსაყენებლად. ბავშვებმა უნდა ამოისუნთქონ და დააჭირონ კონტეინერს თავზე, როგორც კი ჩასუნთქვას დაიწყებენ. ბავშვებმა მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მშობლების დახმარებით. მოზრდილმა ბავშვებმა ან სუსტი ხელების მქონე ადამიანებმა მოწყობილობა უნდა დაიჭირონ ორივე ხელით. მოათავსეთ ორივე საჩვენებელი თითი მოწყობილობის თავზე და ორივე ცერა თითი მუნდშტუკის ქვემოთ ძირზე.
თქვენი ინჰალატორის გაწმენდა
ინჰალატორი უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ მაინც.
მოხსენით მუნდშტუკს საფარი.
არასდროს არ ამოიღოთ ლითონის კონტეინერი პლასტმასის გარსაცმიდან.
გაწმინდეთ მუნდშტუკის შიდა და გარე მხარე მშრალი ქსოვილით ან ხელსახოცით.
კვლავ დაახურეთ მუნდშტუკს საფარი.
არ ჩადოთ ლითონის კონტეინერი წყალში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ბოკაკორტ-S
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ თქვენი დოზა ისე, როგორც ეს მითითებულია ფარმაცევტის ეტიკეტზე ან თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თქვენ არ უნდა გაზარდოთ ან შეამციროთ დოზა სამედიცინო რჩევის გარეშე.
პრეპარატის მწვავე ინჰალაციამ, რეკომენდებულზე მეტი დოზით შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. აღნიშნული არ საჭიროებს სასწრაფო ზომების მიღებას. ამ პაციენტებში ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობა ინჰალაციის გზით უნდა გაგრძელდეს იმ დოზით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის; თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია აღდგება რამდენიმე დღეში და შეიძლება შემოწმება პლაზმური კორტიზოლის გაზომვით.
თუ დანიშნულზე მაღალი დოზების მიღება გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მნიშვნელოვანი დათრგუნვა. აღინიშნა ძალიან იშვიათი შეტყობინებები თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისის შესახებ ბავშვებში, რომლებიც იღედბნენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს (ჩვეულებრივ 1000 მიკროგრამი დღეში და ზემოთ), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი); გამოვლენილი ნიშნები მოიცავდა: ჰიპოგლიკემიას და ცნობიერების დაქვეითების და/ან კრუნჩხვების შედეგებს. მიზეზები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი, მოიცავს: ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას ან დოზის სწრაფ შემცირებას.
პაციენტები, რომლებიც იღებენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს, უნდა გაკონტროლდნენ საგულდაგულოდ, ხოლო დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
თუ დაგავიწყდათ ბოკაკორტ-S-ის გამოყენება
თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი რეგულარულად და დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ბოკაკორტ-S-ის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ამის შესახებ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ფლუტიკაზონის პროპიონატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
ბოკაკორტ-S-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ:
ოდესმე გიმკურნალიათ ტუბერკულოზზე.
იყენებთ ბოკაკორტ-S-ს სტეროიდული ტაბლეტების მიღების პარალელურად. ასევე, თუ ახლახანს დაასრულეთ სტეროიდული ტაბლეტების მიღება. ორივე შემთხვევაში, თქვენ უნდა ატაროთ სტეროიდის გამაფრთხილებელი ბარათი, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ არ ატაროთ იგი.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ბოკაკორტ-S-თან
ასთმის მართვა უნდა მიჰყვეს ეტაპობრივ პროგრამას და პაციენტის პასუხზე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ფილტვის ფუნქციური ტესტების ჩატარება.
პაციენტების ინჰალატორის აპარატი რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინჰალატორის გააქტიურება სინქრონიზებულია შესუნთქვასთან, რაც უზრუნველყოფს ფილტვებში ოპტიმალურ მიწოდებას. ინჰალაციის დროს პაციენტი სასურველია იჯდეს ან იდგეს. ინჰალატორი შექმნილია ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოსაყენებლად.
ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესული გაუარესება პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის და გასათვალისწინებელია კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს ყოველდღიური პიკური ნაკადის მონიტორინგი.
ფლუტიკაზონის პროპიონატი არ არის შექმნილი მწვავე სიმპტომების შესამსუბუქებლად, რისთვისაც საჭიროა საინჰალაციო ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატორი. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ თან იქონიონ ასეთი დამხმარე მედიკამენტები.
მძიმე ფორმის ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო შეფასებას, მათ შორის ფილტვის ფუნქციის ტესტირებას, რადგან პაციენტებში არსებობს მძიმე შეტევების და სიკვდილის რისკიც კი. ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β2-აგონისტების მზარდი გამოყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. თუ პაციენტები აღმოაჩენენ, რომ ხანმოკლე მოქმედების სიმპტომების შემამსუბუქებელი ბრონქოდილატატორებით მკურნალობა ნაკლებად ეფექტური ხდება, ან მათ სჭირდებათ მეტი ინჰალაცია, ვიდრე ჩვეულებრივ, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევებში, პაციენტების მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს და განხილულ იქნას ანთების საწინააღმდეგო თერაპიის გაზრდის აუცილებლობა (მაგ. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზები ან პერორალური კორტიკოსტეროიდების კურსი). ასთმის მძიმე გამწვავებების მკურნალობა ხდება ნორმალური გზით.
აღინიშნა ძალიან იშვიათი შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის მატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი ან არ ჰქონდათ (იხ. პარაგრაფი 4). ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება აღინიშნოს დოზის მიღების შემდეგ ხიხინის მყისიერი გაზრდით. ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4).
შეიძლება აღინიშნოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, რომლებიც ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ეფექტები ნაკლებ სავარაუდოა ამ ფორმით მიღებისას, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს: კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას და უფრო იშვიათად, მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებს, მათ შორის: ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (კერძოდ, ბავშვებში). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა რეგულარულად გადაიხედოს და შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი (იხ. პარაგრაფი 3).
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი. მიღებულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისის შესახებ ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს (როგორც წესი, 1000 მკგ-ზე მეტი დღეში), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი). წარმოდგენილი სიმპტომები, როგორც წესი, ბუნდოვანია და შეიძლება მოიცავდეს: ანორექსიას, მუცლის ტკივილს, წონის კლებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ცნობიერების დონის დაქვეითებას, ჰიპოგლიკემიას და კრუნჩხვებს. მიზეზები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი, მოიცავს: ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას ან დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას. დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა იყოს გათვალისწინებული სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის დროს.
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ, ვიდრე დანარჩენი პაციენტები.
რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის მიმართვა პედიატრიულ რესპირატორულ სპეციალისტთან.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას.
საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის სარგებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს პერორალური სტეროიდების საჭიროება. თუმცა, პერორალური სტეროიდებიდან გადაყვანილი პაციენტები რჩებიან თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვის დარღვევის რისკის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში, საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე გადასვლის შემდეგ. გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სპეციალიზებული რჩევა, რათა დადგინდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ხარისხი დაგეგმილ პროცედურებამდე. თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევის ნარჩენი პასუხის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული გადაუდებელი (სამედიცინო ან ქირურგიული) და დაგეგმილი ოპერაციებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და განხილული უნდა იქნას შესაბამისი კორტიკოსტეროიდული მკურნალობა.
პასუხის არარსებობის შემთხვევაში ან ასთმის მძიმე გამწვავებისას მკურნალობა უნდა მოხდეს საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გაზრდით და, საჭიროების შემთხვევაში, სისტემური სტეროიდების და/ან ანტიბიოტიკების დანიშვნით, თუ არსებობს ინფექცია.
სისტემური სტეროიდული მკურნალობის ჩანაცვლება ინჰალაციური თერაპიით ზოგჯერ ავლენს შენიღბულ ალერგიას, როგორიცაა ალერგიული რინიტი ან ეგზემა, რომელიც მანამდე კონტროლდებოდა სისტემური პრეპარატის მიერ. ამ ალერგიების მკურნლობა უნდა მოხდეს სიმპტომურად ანტიჰისტამინური და/ან ადგილობრივი პრეპარატებით, მათ შორის ადგილობრივი სტეროიდებით.
როგორც ყველა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.
ბოკაკორტ-S-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად.
ზრდასრული პაციენტების მცირე პროცენტს შეიძლება აღენიშნოს პლაზმური კორტიზოლის გარკვეული შემცირება დღეში 1 მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას. თუმცა, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია და ადეკვატურობა ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში ფლუტიკაზონის პროპიონატით ინჰალაციური თერაპიის დროს.
იშვიათ შემთხვევებში ინჰალაციურმა თერაპიამ შეიძლება გამოავლინოს ფარული ეოზინოფილია (მაგ. ჩარგ-სტრაუსის სინდრომი); ეს შემთხვევები ჩვეულებრივ უკავშირდება პეორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის შემცირებას ან შეწყვეტას. პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
პნევმონია COPD-ის მქონე პაციენტებში
პნევმონიის სიხშირის ზრდა, მათ შორის პნევმონია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა COPD-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება პნევმონიის გაზრდილი რისკის შესახებ სტეროიდების დოზის გაზრდისას, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული ყველა კვლევაში.
არ არსებობს დასკვინითი კლინიკური მტკიცებულება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის პნევმონიის რისკის სიდიდის კლასშიდა განსხვავებების შესახებ. ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ COPD-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის შესაძლო განვითარების მიმართ, რადგან ასეთი ინფექციების კლინიკური ნიშნები ემთხვევა COPD-ის გამწვავების სიმპტომებს.
COPD-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორები მოიცავს აქტიურ მწეველობას, ხანდაზმულ ასაკს, სხეულის მასის დაბალ ინდექსს (BMI) და მწვავე COPD-ს.
პაციენტების გადასაყვანად, რომლებიც მკურნალობენ პერორალური კორტიკოსტეროიდებით:
პერორალური სტეროიდზე დამოკიდებული პაციენტების გადაყვანა საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე და მათ შემდგომ მართვას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევის მკურნალობას, რომელიც გამოწვეულია გახანგრძლივებული სტეროიდული თერაპიით, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური სტეროიდებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მაღალი დოზით, შესაძლოა აღენიშნებოდეთ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა. ამ პაციენტებში საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, ხოლო სისტემური სტეროიდების დოზა უნდა შემცირდეს სიფრთხილით.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იწყება სისტემური სტეროიდის მიღების თანდათანობითი შეწყვეტა. დოზების შემცირება უნდა შეესაბამებოდეს შემანარჩუნებელი სისტემური სტეროიდების დონეს და მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალებით. პრედნიზოლონის (ან ექვივალენტის) შემანარჩუნებელი დოზებისთვის 10 მგ დღეში ან ნაკლები, დოზის შემცირება არ უნდა იყოს 1 მგ-ზე მეტი დღეში, არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალით. პრედნიზოლონის შემანარჩუნებელი დოზებისთვის 10 მგ-ზე მეტი დღეში, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის სიფრთხილით, უფრო დიდი შემცირება ერთკვირიანი ინტერვალებით.
ზოგიერთი პაციენტი თავს ცუდად გრძნობს არასპეციფიკური გზით მოხსნის ფაზაში, სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნების ან თუნდაც გაუმჯობესების მიუხედავად. მათ უნდა გააგრძელონ ბოკაკორტ-S-ის გამოყენება და გააგრძელონ სისტემური სტეროიდების მიღების შეწყვეტა, თუ არ არის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ობიექტური ნიშნები.
პაციენტებს, რომლებიც ამცირებენ პერორალური სტეროიდების მიღებას, რომელთა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია ჯერ კიდევ დაქვეითებულია, უნდა ჰქონდეთ სტეროიდის გამაფრთხილებელი ბარათი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი სისტემური სტეროიდები სტრესის პერიოდში, მაგ. ასთმის შეტევების გაუარესებისას, გულმკერდის ინფექციებისას, ძირითადი ინტერკურენტული დაავადებისას, ქირურგიული ოპერაციებისას, ტრავმისას და ა.შ.
გამოშვების შემდეგ პრეპარატის გამოყენებისას, მიღებულია კლინიკურად მნიშვნელოვანი შეტყობინებები წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუტიკაზონის პროპიონატს და რიტონავირს. რიტონავირს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც იწვევს კორტიკოსტეროიდების სისტემურ გვერდით მოვლენებს, მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას.
ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავირის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების რისკს. ასევე იზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი ფლუტიკაზონის პროპიონატის და CYP3A-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ბოკაკორტ-S“).
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 3).
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, რეკომენდებულია სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი.
თუ შეინიშნება ზრდის შენელება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შესამცირებლად, თუ ეს შესაძლებელია ყველაზე დაბალ დონემდე, რომლითაც შენარჩუნდება ასთმის ეფექტური კონტროლი. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის სპეციალისტ პედიატრიულ პულმონოლოგთან მიმართვის შესაძლებლობა.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა თითო დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის (იხ. ასევე პარაგრაფი 3).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინჰალაციური დოზირების შემდეგ, ფართო პირველი გავლის მეტაბოლიზმის და მაღალი სისტემური კლირენსის გამო ნაწლავებსა და ღვიძლში, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით. ამრიგად, ფლუტიკაზონის პროპიონატით განპირობებული კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომ P450 3A4-ის ძალიან ძლიერი ინჰიბიტორი) შეუძლია გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაცია პლაზმაში რამდენიმე ასეულჯერ, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის აშკარა შემცირებას. ინფორმაცია ამ ურთიერთქმედების შესახებ მწირია საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატისთვის, თუმცა მოსალოდნელია ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური დონის შესამჩნევი ზრდა. დაფიქსირდა კუშინგის სინდრომის და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის შემთხვევები. ფლუტიკაზონის პროპიონატით და რიტონავირით ერთდროული მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს.
ციტოქრომ P3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) მატებას, შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის შესამჩნევი შემცირების გარეშე. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. კეტოკონაზოლი) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების გაზრდის პოტენციური რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
ორსულ ქალებში მონაცემები შეზღუდულია. ცხოველთა რეპროდუქციის კვლევებში მხოლოდ სისტემურად შეყვანილი გლუკოკორტიკოიდებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა რეკომენდებულ საინჰალაციო თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
ორსულობის დროს ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება
ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა ადამიანის რძეში გამოკვლეული არ არის. თუმცა, პლაზმური დონეები პაციენტებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის შემდეგ, დაბალი იყო. ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ფლუტიკაზონის პროპიონატის გავლენა არც მამრობითი და არც მდედრობითი სქესის ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბოკაკორტ-S სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ აღენიშნება.
გვერდითი მოვლენები აღწერილია ქვემოთ ორგანოთა სისტემური კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000) უცნობი სიხშირის მქონე შეტყობინებების ჩათვლით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი გვერდითი მოვლენები ზოგადად შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ზოგადად შეფასდა სპონტანური შეტყობინებების მონაცემებიდან.
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: პირის ღრუსა და ყელის კანდიდოზი.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუსა და ყელის კანდიდოზი (რძიანა). ასეთ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს გამორეცხვა წყლით პრეპარატის გამოყენების შემდეგ. სიმპტომური კანდიდოზის მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით, ხოლო გაგრძელება ბოკაკორტ-S-ით.
ხშირი: პნევმონია (ფილტვების ინფექცია) COPD-ის მქონე პაციენტებში.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოკაკორტ-S-ის გამოყენებისას, რაც შეიძლება იყოს ფილტვის ინფექციის სიმპტომები:
ცხელება ან შემცივნება;
ლორწოს გამომუშავების გაზრდა, ლორწოს ფერის შეცვლა;
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
აღწერილია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შემდეგი გამოვლინებებით:
არახშირი: კანისმიერი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება), რესპირატორული სიმპტომები (ქოშინი და/ან ბრონქოსპაზმი) და ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. პარაგრაფი 2)
ძალიან იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური მახასიათებლები, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა.
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია (იხ. პარაგრაფი 2).
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: შფოთვა, ძილის დარღვევა და ქცევითი ცვლილებები, მათ შორის ჰიპერაქტიურობა და გაღიზიანება (უპირატესად ბავშვებში).
უცნობი სიხშირე: დეპრესია და აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში).
დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ხშირი: დისფონია.
ზოგიერთ პაციენტში ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს დისფონია. შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს წყლით გამორეცხვა ინჰალაციის შემდეგ.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს გამოყენების შემდეგ ქოშინის მყისიერი გაზრდით. აუცილებელია მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბრონქოდილატორით. ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.4).
უცნობი სიხშირე: ეპისტაქსია, წყლულები ცხვირში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კონტუზია.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ მედიკამენტების ეროვნულ სააგენტოს (მესოგეიონი 284, 15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: 213 2040380/337, ფაქსი: 210 6549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ფლუტიკაზონის პროპიონატი. თითოეული დოზა შეიცავს 250 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
სხვა ინგრედიენტებია: HFA-134A.
ბოკაკორტ-S-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
სამკურნალო პროდუქტი შედგება ალუმინის შენადნობის კონტეინერისგან, რომელიც დალუქულია მრიცხველიანი სარქველით [(BT x 1) კონტეინერი x 9 გ x 120 დოზა].
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Medicair Bioscience Laboratories S.A. (მედიქეა ბიოსაიენს ლაბორატორის ს.ა.)
ლარისის ქ. 10, 15351, პალინი,
საბერძნეთი
ტელ/ფაქსი: +30 210 66 69 603
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
დააბრუნეთ მტვრისგან დამცავი თავსახური მუნდშტუკზე მის ადგილზე დაჭერით.
ბოკაკორტ-S უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით ყინვისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.
როგორც დოზატორიანი ჰერმეტული ინჰალატორების უმეტესობის შემთხვევაში, ბოკაკორტ-S-ის თერაპიული ეფექტი შესაძლოა შემცირდეს, როდესაც მოწყობილობა ცივია. არ გახვრიტოთ, გატეხოთ ან დაწვათ მაშინაც კი, როცა აშკარად ცარიელია.
არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ბოკაკორტ-S ®, საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ კონტეინერში
250 მიკროგრამი
ფლუტიკაზონის პროპიონატი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში,. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ბოკაკორტ-S და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ბოკაკორტ-S-ის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ბოკაკორტ-S
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ბოკაკორტ-S
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ბოკაკორტ-S და რისთვის გამოიყენება
ბოკაკორტ-ს შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ფლუტიკაზონის პროპიონატს. ბოკაკორტ-S წარმოდგენილია ერთი დოზით: ფლუტიკაზონის პროპიონატი 250 მიკროგრამი.
ფლუტიკაზონის პროპიონატს, რომელიც ინიშნება ინჰალაციის სახით რეკომენდებული დოზებით, აქვს ძლიერი გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ფილტვებში, შესაბამისად ამცირებს სიმპტომებს და ასთმის გამწვავებას.
დაფიქსირდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება და რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტის ასაკის, სქესის, საწყისი რესპირატორული მდგომარეობის, მოწევის ჩვევების ან ატოპიის სტატუსის მიუხედავად. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ეს შედეგები მიიღწევა კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენებისას გვერდითი მოვლენების გარეშე.
ჩვენებები
ასთმა
პრეპარატი ნაჩვენებია მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ფორმის ბრონქული ასთმის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.
მოზრდილები:
პროფილაქტიკური მკურნალობა:
მსუბუქი ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 80%-ზე მეტი, 20%-ზე ნაკლები რყევებით): პაციენტებს ესაჭიროებათ წყვეტილი სიმპტომური ბრონქოდილატაციური ასთმის პრეპარარტი რეგულარულად ყოველდღიურად.
ზომიერი ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 60-80%, 20-30% რყევებით): პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ რეგულარული ასთმის საწინააღმდეგო მკურნალობა და პაციენტები არასტაბილური ან გაუარესებული ასთმით, პროფილაქტიკური ან მხოლოდ ბრონქოდილატაციური თერაპიის მიუხედავად.
მძიმე ფორმის ასთმა (პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობები ნორმის 60%-ზე დაბალი, 30%-ზე მეტი რყევებით): პაციენტები მძიმე ქრონიკული ასთმით და პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სისტემურ კორტიკოსტეროიდებზე სიმპტომების ადეკვატური კონტროლისთვის. საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის შეყვანისას ამ პაციენტთაგან ბევრს შეიძლება მნიშვნელოვნად შეუმცირდეს ან გაუქრეს მოთხოვნილება პერორალური კორტიკოსტეროიდების მიმართ.
ბავშვები:
ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც ესაჭიროება პროფილაქტიკური მედიკამენტები, მათ შორის პაციენტები, რომლებიც არ კონტროლდებიან ამჟამად ხელმისაწვდომი პროფილაქტიკური მედიკამენტებით.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.
მძიმე ფორმის ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მძიმე ფორმის ასთმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ მუდმივი სიმპტომები და ხშირი გამწვავებები, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით და პიკური ექსპირაციული ნაკადის მნიშვნელობებით, რომელიც ნორმის 60%-ზე დაბალია, ხოლო რყევები აღწევს 30%-ზე მეტს და ჩვეულებრივ სრულად არ უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებს ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ. ამ პაციენტებს ესაჭიროებათ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის მაღალი დოზები (იხ. პარაგრაფი 3) ან პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია. სიმპტომების უეცარმა გაუარესებამ შეიძლება მოითხოვოს კორტიკოსტეროიდული თერაპიის დოზის გაზრდა, რომელიც უნდა ჩატარდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემდეგ.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
იგი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებთან კომბინაციაში (მაგ., ხანგრძლივი მოქმედების β-სტიმულატორებთან).
რა უნდა იცოდეთ ბოკაკორტ-S-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბოკაკორტ-S
თუ გაქვთ ალერგია ფლუტიკაზონის პროპიონატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბოკაკორტ-S-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ:
ოდესმე გიმკურნალიათ ტუბერკულოზზე.
იყენებთ ბოკაკორტ-S-ს სტეროიდული ტაბლეტების მიღების პარალელურად. ასევე, თუ ახლახანს დაასრულეთ სტეროიდული ტაბლეტების მიღება. ორივე შემთხვევაში, თქვენ უნდა ატაროთ სტეროიდის გამაფრთხილებელი ბარათი, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ არ ატაროთ იგი.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ბოკაკორტ-S-თან
ასთმის მართვა უნდა მიჰყვეს ეტაპობრივ პროგრამას და პაციენტის პასუხზე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ფილტვის ფუნქციური ტესტების ჩატარება.
პაციენტების ინჰალატორის აპარატი რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინჰალატორის გააქტიურება სინქრონიზებულია შესუნთქვასთან, რაც უზრუნველყოფს ფილტვებში ოპტიმალურ მიწოდებას. ინჰალაციის დროს პაციენტი სასურველია იჯდეს ან იდგეს. ინჰალატორი შექმნილია ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოსაყენებლად.
ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესული გაუარესება პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის და გასათვალისწინებელია კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს ყოველდღიური პიკური ნაკადის მონიტორინგი.
ფლუტიკაზონის პროპიონატი არ არის შექმნილი მწვავე სიმპტომების შესამსუბუქებლად, რისთვისაც საჭიროა საინჰალაციო ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატორი. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ თან იქონიონ ასეთი დამხმარე მედიკამენტები.
მძიმე ფორმის ასთმა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო შეფასებას, მათ შორის ფილტვის ფუნქციის ტესტირებას, რადგან პაციენტებში არსებობს მძიმე შეტევების და სიკვდილის რისკიც კი. ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β2-აგონისტების მზარდი გამოყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად მიუთითებს ასთმის კონტროლის გაუარესებაზე. თუ პაციენტები აღმოაჩენენ, რომ ხანმოკლე მოქმედების სიმპტომების შემამსუბუქებელი ბრონქოდილატატორებით მკურნალობა ნაკლებად ეფექტური ხდება, ან მათ სჭირდებათ მეტი ინჰალაცია, ვიდრე ჩვეულებრივ, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევებში, პაციენტების მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს და განხილულ იქნას ანთების საწინააღმდეგო თერაპიის გაზრდის აუცილებლობა (მაგ. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზები ან პერორალური კორტიკოსტეროიდების კურსი). ასთმის მძიმე გამწვავებების მკურნალობა ხდება ნორმალური გზით.
აღინიშნა ძალიან იშვიათი შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის მატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი ან არ ჰქონდათ (იხ. პარაგრაფი 4). ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება აღინიშნოს დოზის მიღების შემდეგ ხიხინის მყისიერი გაზრდით. ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4).
შეიძლება აღინიშნოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, რომლებიც ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ეფექტები ნაკლებ სავარაუდოა ამ ფორმით მიღებისას, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს: კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას და უფრო იშვიათად, მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებს, მათ შორის: ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (კერძოდ, ბავშვებში). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა რეგულარულად გადაიხედოს და შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი (იხ. პარაგრაფი 3).
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი. მიღებულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისის შესახებ ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს (როგორც წესი, 1000 მკგ-ზე მეტი დღეში), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი). წარმოდგენილი სიმპტომები, როგორც წესი, ბუნდოვანია და შეიძლება მოიცავდეს: ანორექსიას, მუცლის ტკივილს, წონის კლებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ცნობიერების დონის დაქვეითებას, ჰიპოგლიკემიას და კრუნჩხვებს. მიზეზები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი, მოიცავს: ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას ან დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას. დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა იყოს გათვალისწინებული სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის დროს.
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ, ვიდრე დანარჩენი პაციენტები.
რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის მიმართვა პედიატრიულ რესპირატორულ სპეციალისტთან.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას.
საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის სარგებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს პერორალური სტეროიდების საჭიროება. თუმცა, პერორალური სტეროიდებიდან გადაყვანილი პაციენტები რჩებიან თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვის დარღვევის რისკის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში, საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე გადასვლის შემდეგ. გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სპეციალიზებული რჩევა, რათა დადგინდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ხარისხი დაგეგმილ პროცედურებამდე. თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევის ნარჩენი პასუხის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული გადაუდებელი (სამედიცინო ან ქირურგიული) და დაგეგმილი ოპერაციებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და განხილული უნდა იქნას შესაბამისი კორტიკოსტეროიდული მკურნალობა.
პასუხის არარსებობის შემთხვევაში ან ასთმის მძიმე გამწვავებისას მკურნალობა უნდა მოხდეს საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გაზრდით და, საჭიროების შემთხვევაში, სისტემური სტეროიდების და/ან ანტიბიოტიკების დანიშვნით, თუ არსებობს ინფექცია.
სისტემური სტეროიდული მკურნალობის ჩანაცვლება ინჰალაციური თერაპიით ზოგჯერ ავლენს შენიღბულ ალერგიას, როგორიცაა ალერგიული რინიტი ან ეგზემა, რომელიც მანამდე კონტროლდებოდა სისტემური პრეპარატის მიერ. ამ ალერგიების მკურნლობა უნდა მოხდეს სიმპტომურად ანტიჰისტამინური და/ან ადგილობრივი პრეპარატებით, მათ შორის ადგილობრივი სტეროიდებით.
როგორც ყველა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.
ბოკაკორტ-S-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად.
ზრდასრული პაციენტების მცირე პროცენტს შეიძლება აღენიშნოს პლაზმური კორტიზოლის გარკვეული შემცირება დღეში 1 მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას. თუმცა, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია და ადეკვატურობა ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში ფლუტიკაზონის პროპიონატით ინჰალაციური თერაპიის დროს.
იშვიათ შემთხვევებში ინჰალაციურმა თერაპიამ შეიძლება გამოავლინოს ფარული ეოზინოფილია (მაგ. ჩარგ-სტრაუსის სინდრომი); ეს შემთხვევები ჩვეულებრივ უკავშირდება პეორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის შემცირებას ან შეწყვეტას. პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
პნევმონია COPD-ის მქონე პაციენტებში
პნევმონიის სიხშირის ზრდა, მათ შორის პნევმონია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა COPD-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება პნევმონიის გაზრდილი რისკის შესახებ სტეროიდების დოზის გაზრდისას, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული ყველა კვლევაში.
არ არსებობს დასკვინითი კლინიკური მტკიცებულება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის პნევმონიის რისკის სიდიდის კლასშიდა განსხვავებების შესახებ. ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ COPD-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის შესაძლო განვითარების მიმართ, რადგან ასეთი ინფექციების კლინიკური ნიშნები ემთხვევა COPD-ის გამწვავების სიმპტომებს.
COPD-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორები მოიცავს აქტიურ მწეველობას, ხანდაზმულ ასაკს, სხეულის მასის დაბალ ინდექსს (BMI) და მწვავე COPD-ს.
პაციენტების გადასაყვანად, რომლებიც მკურნალობენ პერორალური კორტიკოსტეროიდებით:
პერორალური სტეროიდზე დამოკიდებული პაციენტების გადაყვანა საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე და მათ შემდგომ მართვას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევის მკურნალობას, რომელიც გამოწვეულია გახანგრძლივებული სტეროიდული თერაპიით, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური სტეროიდებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მაღალი დოზით, შესაძლოა აღენიშნებოდეთ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა. ამ პაციენტებში საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, ხოლო სისტემური სტეროიდების დოზა უნდა შემცირდეს სიფრთხილით.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იწყება სისტემური სტეროიდის მიღების თანდათანობითი შეწყვეტა. დოზების შემცირება უნდა შეესაბამებოდეს შემანარჩუნებელი სისტემური სტეროიდების დონეს და მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალებით. პრედნიზოლონის (ან ექვივალენტის) შემანარჩუნებელი დოზებისთვის 10 მგ დღეში ან ნაკლები, დოზის შემცირება არ უნდა იყოს 1 მგ-ზე მეტი დღეში, არანაკლებ ერთკვირიანი ინტერვალით. პრედნიზოლონის შემანარჩუნებელი დოზებისთვის 10 მგ-ზე მეტი დღეში, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის სიფრთხილით, უფრო დიდი შემცირება ერთკვირიანი ინტერვალებით.
ზოგიერთი პაციენტი თავს ცუდად გრძნობს არასპეციფიკური გზით მოხსნის ფაზაში, სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნების ან თუნდაც გაუმჯობესების მიუხედავად. მათ უნდა გააგრძელონ ბოკაკორტ-S-ის გამოყენება და გააგრძელონ სისტემური სტეროიდების მიღების შეწყვეტა, თუ არ არის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ობიექტური ნიშნები.
პაციენტებს, რომლებიც ამცირებენ პერორალური სტეროიდების მიღებას, რომელთა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია ჯერ კიდევ დაქვეითებულია, უნდა ჰქონდეთ სტეროიდის გამაფრთხილებელი ბარათი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი სისტემური სტეროიდები სტრესის პერიოდში, მაგ. ასთმის შეტევების გაუარესებისას, გულმკერდის ინფექციებისას, ძირითადი ინტერკურენტული დაავადებისას, ქირურგიული ოპერაციებისას, ტრავმისას და ა.შ.
გამოშვების შემდეგ პრეპარატის გამოყენებისას, მიღებულია კლინიკურად მნიშვნელოვანი შეტყობინებები წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუტიკაზონის პროპიონატს და რიტონავირს. რიტონავირს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც იწვევს კორტიკოსტეროიდების სისტემურ გვერდით მოვლენებს, მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას.
ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავირის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების რისკს. ასევე იზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი ფლუტიკაზონის პროპიონატის და CYP3A-ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ბოკაკორტ-S“).
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 3).
ბავშვები
ბავშვებში, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, რეკომენდებულია სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი.
თუ შეინიშნება ზრდის შენელება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შესამცირებლად, თუ ეს შესაძლებელია ყველაზე დაბალ დონემდე, რომლითაც შენარჩუნდება ასთმის ეფექტური კონტროლი. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის სპეციალისტ პედიატრიულ პულმონოლოგთან მიმართვის შესაძლებლობა.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა თითო დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის (იხ. ასევე პარაგრაფი 3).
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბოკაკორტ-S
აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინჰალაციური დოზირების შემდეგ, ფართო პირველი გავლის მეტაბოლიზმის და მაღალი სისტემური კლირენსის გამო ნაწლავებსა და ღვიძლში, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით. ამრიგად, ფლუტიკაზონის პროპიონატით განპირობებული კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომ P450 3A4-ის ძალიან ძლიერი ინჰიბიტორი) შეუძლია გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაცია პლაზმაში რამდენიმე ასეულჯერ, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის აშკარა შემცირებას. ინფორმაცია ამ ურთიერთქმედების შესახებ მწირია საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატისთვის, თუმცა მოსალოდნელია ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური დონის შესამჩნევი ზრდა. დაფიქსირდა კუშინგის სინდრომის და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის შემთხვევები. ფლუტიკაზონის პროპიონატით და რიტონავირით ერთდროული მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს.
ციტოქრომ P3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) მატებას, შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის შესამჩნევი შემცირების გარეშე. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. კეტოკონაზოლი) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების გაზრდის პოტენციური რისკი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
ორსულ ქალებში მონაცემები შეზღუდულია. ცხოველთა რეპროდუქციის კვლევებში მხოლოდ სისტემურად შეყვანილი გლუკოკორტიკოიდებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა რეკომენდებულ საინჰალაციო თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
ორსულობის დროს ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება
ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა ადამიანის რძეში გამოკვლეული არ არის. თუმცა, პლაზმური დონეები პაციენტებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის შემდეგ, დაბალი იყო. ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ფლუტიკაზონის პროპიონატის გავლენა არც მამრობითი და არც მდედრობითი სქესის ფერტილობაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბოკაკორტ-S სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- როგორ გამოიყენება ბოკაკორტ-S
ყოველთვის გამოიყენეთ ბოკაკორტ-S ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობა პროფილაქტიკური ხასიათისაა და ის რეგულარულად უნდა მიიღოთ მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სიმპტომები.
თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობისას შვების შეგრძნება შემცირდა ან ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია გჭირდებათ, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
ბოკაკორტ-S გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.
უნდა შემოწმდეს დოზატორიანი მოწყობილობის გამოყენების ტექნიკა. მოწყობილობის სარქვლის წნევა სინქრონიზებული უნდა იყოს ინჰალაციასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრეპარატის მაქსიმალური მიწოდება ფილტვებში.
თუ გაგიჭირდათ დოზატორიანი მოწყობილობის გამოყენება, მიზანშეწონილია ბოკაკორტ-S -ის მიღება სპეციალური საჰაერო კამერით.
ასთმა
თერაპიული ეფექტის დაწყება ხდება 4-7 დღის განმავლობაში, თუმცა გარკვეული სარგებელი შეიძლება აღინიშნოს 24 საათის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იყენებდნენ სტეროიდულ ინჰალაციებს.
მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
100-1000 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციები მათი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
მსუბუქი ფორმის ასთმა: 100-250 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
ზომიერი ფორმის ასთმა: 250-500 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
მძიმე ფორმის ასთმა: 500-1000 მიკროგრამი დღეში ორჯერ.
შემდეგ დოზა რეგულირდება კონტროლის მიღწევამდე და უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შეინიშნება ასთმის ეფექტური კონტროლი.
ალტერნატიულად, ფლუტიკაზონის პროპიონატის საწყისი დოზა შეიძლება გამოითვალოს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ნახევარი დღიური დოზით ან მისი ექვივალენტით დოზატორიანი ინჰალატორის საშუალებით შეყვანისას.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
50-100 მიკროგრამი დღეში ორჯერ. მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 200 მიკროგრამამდე დღეში ორჯერ იმ პირობით, რომ ბავშვი ექვემდებარება რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს.
ბავშვებს უნდა დაენიშნოთ ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციები, როგორც საწყისი დოზა, მათი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. შემდეგ დოზა რეგულირდება კონტროლის მიღწევამდე და უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შეინიშნება ასთმის ეფექტური კონტროლი.
125 მიკროგრამი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველობა დოზაზე (ინჰალაცია) არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
1-4 წლის ბავშვები:
ბოკაკორტ-S სასარგებლოა ასთმის ხშირი და მუდმივი სიმპტომების საკონტროლოდ მცირეწლოვან ბავშვებში.
1-4 წლის ბავშვებში კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასთმის სიმპტომების ოპტიმალური კონტროლი მიიღწევა 100 მიკროგრამის დღეში ორჯერ გამოყენებისას, პედიატრიული სახის ნიღბის საშუალებით.
ასთმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უნდა გაკონტროლდეს რეგულარული ინტერვალებით.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)
ზრდასრულთა დოზა:
500 მიკროგრამი დღეში ორჯერ, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორების (მაგ. β ხანგრძლივი მოქმედების სტიმულატორები) დამატებით.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს სამიდან ექვს თვემდე. თუ პაციენტი ვერ ხედავს გაუმჯობესებას 3-6 თვის შემდეგ, მან უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის თავის ექიმს.
ამ დოზისთვის მხოლოდ 250 მიკროგრამის შემცველობაა შესაფერისი.
სპეციალური ჯგუფის პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით.
მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
ინჰალატორის ტესტირება
ინჰალატორის პირველად გამოყენებისას ან თუ ინჰალატორის გამოყენება არ მოხდა ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ ის გამართულად მუშაობს:
მოხსენით მუნდშტუკს საფარი გვერდებზე ნაზად მოჭერით, კარგად შეანჯღრიეთ ინჰალატორი და ორჯერ გააფრქვიეთ ჰაერში.
ინჰალატორის გამოყენება
მოხსენით მუნდშტუკს საფარი გვერდებზე ნაზად მოჭერით.
შეამოწმეთ შიგნიდან და გარედან, რათა დარწმუნდეთ, რომ მუნდშტუკი სუფთაა და არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეანჯღრიეთ ინჰალატორი, რათა დარწმუნდეთ, რომ ფხვიერი ნაწილაკები მოშორებულია და ინჰალატორის შიგთავსი თანაბრად არის შერეული (სურათი 1).
დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად, ცერა თითი მოათავსეთ ძირზე, მუნდშტუკის ქვემოთ (სურათი 2). ამოისუნთქეთ რამდენადაც შესაძლებელია.
მოათავსეთ მუნდშტუკი პირის ღრუში კბილებს შორის. მოკუმეთ ტუჩები მის გარშემო. არ ჩაკბიჩოთ (სურათი 3).
ჩაისუნთქეთ პირით; სუნთქვის დაწყებისთანავე, დააჭირეთ კონტეინერის ზედა ნაწილს, რათა გამოუშვათ წამლის ნაკადი, როცა სტაბილურად და ღრმად სუნთქავთ.
შეიკავეთ სუნთქვა; ამოიღეთ ინჰალატორი პირიდან და აიღეთ თითი ინჰალატორის ზემოდან. გააგრძელეთ სუნთქვის შეკავება სანამ შესაძლებელი იქნება.
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გამოიყენოთ ინჰალატორი ორჯერ, გააჩერეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დაელოდეთ დაახლოებით ნახევარ წუთს, სანამ გაიმეორეთ მე-3-დან მე-7 საფეხურამდე.
შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით და გამოფურთხეთ.
გამოყენების შემდეგ ყოველთვის დააფარეთ მუნდშტუკს საფარი მტვრისგან დასაცავად.
სურათი 1.
სურათი 2.
სურათი 3.
მნიშვნელოვანი
არ იჩქაროთ მე-5, მე-6 და მე-7 საფეხურების განხორციელებისას. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ სუნთქვა რაც შეიძლება ნელა ინჰალატორის გამოყენებამდე. სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, უნდა სცადოთ მისი ტესტირება სარკის წინ. თუ პრეპარატი გამოდის მოწყობილობის ზემოდან ან პირის კუთხეებიდან, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობას არასწორად იყენებთ და ისევ უნდა დაიწყოთ მე-2 საფეხურიდან.
თუ თქვენმა ექიმმა მოგცათ სხვა ინსტრუქცია ამ მოწყობილობის გამოყენების შესახებ, ყურადღებით მიჰყევით მათ. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით.
ბავშვები
ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ მშობლების დახმარება მოწყობილობის გამოსაყენებლად. ბავშვებმა უნდა ამოისუნთქონ და დააჭირონ კონტეინერს თავზე, როგორც კი ჩასუნთქვას დაიწყებენ. ბავშვებმა მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მშობლების დახმარებით. მოზრდილმა ბავშვებმა ან სუსტი ხელების მქონე ადამიანებმა მოწყობილობა უნდა დაიჭირონ ორივე ხელით. მოათავსეთ ორივე საჩვენებელი თითი მოწყობილობის თავზე და ორივე ცერა თითი მუნდშტუკის ქვემოთ ძირზე.
თქვენი ინჰალატორის გაწმენდა
ინჰალატორი უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ მაინც.
მოხსენით მუნდშტუკს საფარი.
არასდროს არ ამოიღოთ ლითონის კონტეინერი პლასტმასის გარსაცმიდან.
გაწმინდეთ მუნდშტუკის შიდა და გარე მხარე მშრალი ქსოვილით ან ხელსახოცით.
კვლავ დაახურეთ მუნდშტუკს საფარი.
არ ჩადოთ ლითონის კონტეინერი წყალში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ბოკაკორტ-S
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ თქვენი დოზა ისე, როგორც ეს მითითებულია ფარმაცევტის ეტიკეტზე ან თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თქვენ არ უნდა გაზარდოთ ან შეამციროთ დოზა სამედიცინო რჩევის გარეშე.
პრეპარატის მწვავე ინჰალაციამ, რეკომენდებულზე მეტი დოზით შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. აღნიშნული არ საჭიროებს სასწრაფო ზომების მიღებას. ამ პაციენტებში ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობა ინჰალაციის გზით უნდა გაგრძელდეს იმ დოზით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის; თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია აღდგება რამდენიმე დღეში და შეიძლება შემოწმება პლაზმური კორტიზოლის გაზომვით.
თუ დანიშნულზე მაღალი დოზების მიღება გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მნიშვნელოვანი დათრგუნვა. აღინიშნა ძალიან იშვიათი შეტყობინებები თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისის შესახებ ბავშვებში, რომლებიც იღედბნენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს (ჩვეულებრივ 1000 მიკროგრამი დღეში და ზემოთ), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი); გამოვლენილი ნიშნები მოიცავდა: ჰიპოგლიკემიას და ცნობიერების დაქვეითების და/ან კრუნჩხვების შედეგებს. მიზეზები, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისი, მოიცავს: ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას ან დოზის სწრაფ შემცირებას.
პაციენტები, რომლებიც იღებენ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს, უნდა გაკონტროლდნენ საგულდაგულოდ, ხოლო დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
თუ დაგავიწყდათ ბოკაკორტ-S-ის გამოყენება
თუ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი რეგულარულად და დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ბოკაკორტ-S-ის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ამის შესახებ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ აღენიშნება.
გვერდითი მოვლენები აღწერილია ქვემოთ ორგანოთა სისტემური კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000) უცნობი სიხშირის მქონე შეტყობინებების ჩათვლით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). ძალიან ხშირი, ხშირი და არახშირი გვერდითი მოვლენები ზოგადად შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ზოგადად შეფასდა სპონტანური შეტყობინებების მონაცემებიდან.
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: პირის ღრუსა და ყელის კანდიდოზი.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუსა და ყელის კანდიდოზი (რძიანა). ასეთ პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს გამორეცხვა წყლით პრეპარატის გამოყენების შემდეგ. სიმპტომური კანდიდოზის მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით, ხოლო გაგრძელება ბოკაკორტ-S-ით.
ხშირი: პნევმონია (ფილტვების ინფექცია) COPD-ის მქონე პაციენტებში.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოკაკორტ-S-ის გამოყენებისას, რაც შეიძლება იყოს ფილტვის ინფექციის სიმპტომები:
ცხელება ან შემცივნება;
ლორწოს გამომუშავების გაზრდა, ლორწოს ფერის შეცვლა;
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
აღწერილია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შემდეგი გამოვლინებებით:
არახშირი: კანისმიერი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება), რესპირატორული სიმპტომები (ქოშინი და/ან ბრონქოსპაზმი) და ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. პარაგრაფი 2)
ძალიან იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური მახასიათებლები, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა.
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია (იხ. პარაგრაფი 2).
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: შფოთვა, ძილის დარღვევა და ქცევითი ცვლილებები, მათ შორის ჰიპერაქტიურობა და გაღიზიანება (უპირატესად ბავშვებში).
უცნობი სიხშირე: დეპრესია და აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში).
დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ხშირი: დისფონია.
ზოგიერთ პაციენტში ფლუტიკაზონის პროპიონატის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს დისფონია. შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს წყლით გამორეცხვა ინჰალაციის შემდეგ.
ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს გამოყენების შემდეგ ქოშინის მყისიერი გაზრდით. აუცილებელია მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბრონქოდილატორით. ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პარაგრაფი 4.4).
უცნობი სიხშირე: ეპისტაქსია, წყლულები ცხვირში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კონტუზია.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ მედიკამენტების ეროვნულ სააგენტოს (მესოგეიონი 284, 15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: 213 2040380/337, ფაქსი: 210 6549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ ინახება ბოკაკორტ-S
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
დააბრუნეთ მტვრისგან დამცავი თავსახური მუნდშტუკზე მის ადგილზე დაჭერით.
ბოკაკორტ-S უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით ყინვისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.
როგორც დოზატორიანი ჰერმეტული ინჰალატორების უმეტესობის შემთხვევაში, ბოკაკორტ-S-ის თერაპიული ეფექტი შესაძლოა შემცირდეს, როდესაც მოწყობილობა ცივია. არ გახვრიტოთ, გატეხოთ ან დაწვათ მაშინაც კი, როცა აშკარად ცარიელია.
არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბოკაკორტ-S
მოქმედი ნივთიერებაა ფლუტიკაზონის პროპიონატი. თითოეული დოზა შეიცავს 250 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
სხვა ინგრედიენტებია: HFA-134A.
ბოკაკორტ-S-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
სამკურნალო პროდუქტი შედგება ალუმინის შენადნობის კონტეინერისგან, რომელიც დალუქულია მრიცხველიანი სარქველით [(BT x 1) კონტეინერი x 9 გ x 120 დოზა].
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Medicair Bioscience Laboratories S.A. (მედიქეა ბიოსაიენს ლაბორატორის ს.ა.)
ლარისის ქ. 10, 15351, პალინი,
საბერძნეთი
ტელ/ფაქსი: +30 210 66 69 603
მწარმოებელი:
Medicair Bioscience Laboratories S.A. (მედიქეა ბიოსაიენს ლაბორატორის ს.ა.)
ეროვნული გზა ათინონ-ლამიასის 61-ე კმ
სქიმატარი ვიოტიას, 32009, საბერძნეთი
ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 01/2020
მიწოდების კლასიფიკაცია
ეს პრეპარატი ექვემდებარება რეცეპტით გამოწერას.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



