რეფკონ ლიქვიდი
REFCON LIKIT
რეფკონი; ეს არის გაუმჭვირვალე, მოთეთრო ფერის, პიტნის არომატიანი, ბლანტი სუსპენზია. რეფკონი; მოწოდებულია მუყაოს კოლოფში ქარვისფერი 200 მლ მინის შუშაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ალგინატი (alginate) + კარბონატი (carbonate) + ბიკარბონატი (bicarbonate)
- ფორმა და შეფუთვა
- (50მგ+26.7მგ+16მგ)/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Vefa Ilaç San. ve Tic. A.Ș., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A02BX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037880
- რეგისტრირებულია
- 18 აპრილი 2023, მოქმედებს 18 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- -
რეფკონ ლიქვიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რეფკონი; ეს არის გაუმჭვირვალე, მოთეთრო ფერის, პიტნის არომატიანი, ბლანტი სუსპენზია.
რეფკონი; მოწოდებულია მუყაოს კოლოფში ქარვისფერი 200 მლ მინის შუშაში.
რეფკონი გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა და კუჭიდან პირის ღრუში მოხვედრილი მჟავა, რომლებიც გამოწვეულია კუჭის ჭარბი მჟავიანობით ჭამის შემდეგ ან ორსულობის დროს (გამოწვეული რეფლუქსით).
- რა უნდა გაითვალისწინოთ რეფკონის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მისაღებ დოზას და რეფკონით მკურნალობის ხანგრძლივობას.
საკუთარ თავს თქვენ თვითონ არ შეუწყვიტოთ ან არ გაუგრძელოთ მკურნალობის კურსი.
თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ, რეფკონი გამოიყენეთ შემდეგნაირად.
- სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირების/მიღების სიხშირე:
რეფკონი მიიღება პერორალურად. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
რეფკონი მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ და ძილის წინ, 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი).
- განაცხადის მარშრუტი და მეთოდი:
რეფკონი მიიღება პერორალურად.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
6-12 წლის ბავშვებისთვის 5-10 მლ (1-2 ჩაის კოვზი) ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეს მხოლოდ ექიმის რჩევით.
არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
- გამოყენების სპეციალური შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა: სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ის შეიცავს კალციუმს და ნატრიუმს.
ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს სპეციალური გამოყენების პირობები.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ იმაზე მეტ რეფკონის, ვიდრე საჭიროა:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იყენებთ საჭიროზე მეტ რეფკონს, შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს რეფკონით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შეიძლება დაავადების სიმპტომები ხელახლა განვითარდეს.
თუ დაგავიწყდათ რეფკონის გამოყენება:
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რეფკონსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდება, შეწყვიტეთ რეფკონის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- გამონაყარი კანზე
- სუნთქვის გაძნელება
- თავბრუსხვევა
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი მსგავსი რეაქცია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რეფკონის მიმართ.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ჩამოთვლილი მოვლენები ვითარდება ძალზე იშვიათად.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში რომელიც მითითებულია აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული რეფკონის რომელიმე ნივთიერების მიმართ (თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან გამონაყარი კანზე)
გამოიყენეთ რეფკონი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე, თქვენი მკურნალობა ყურადღებით უნდა იქნას ორგანიზებული თქვენი ექიმის მიერ.
- თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალციუმის შეზღუდვა,
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის ან გულის დაავადება (ზოგიერთი მარილმა
შეიძლება გავლენა იქონიოს)
- თუ კუჭში მჟავას დონე ძალიან დაბალია (ამ შემთხვევაში, პრეპარატის მოქმედება შეიძლება შემცირდეს),
- თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა
- თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა შვიდი დღის შემდეგ.
თუ აღნიშნული სიმპტომები გეხებათ თქვენ, ან თუნდაც გქონდათ წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
რეფკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეფკონი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება:

რეფკონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
მანქანებისა და სამუშაო ტექნიკის მართვა
რეფკონი უარყოფითად არ მოქმედებს მანქანებისა და სამუშაო ტექნიკის მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკონის ზოგიერთი შემადგენლობის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი10 მლ-ზე შეიცავს 149,45 მგ ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დიეტაზე.
ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მეთილის პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216), მან შეიძლება გამოიწვიოს (შესაძლოა დაგვიანებული) ალერგიული რეაქციები.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ზოგიერთ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას რეფკონის ან სხვა გამოყენებული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. რეფკონის გამოყენებას შორის დაცული უნდა იყოს 2-საათიანი პაუზა შემდეგ პრეპარატებთან:
- ტეტრაციკლინები, ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი (ინფექციის სამკურნალოდ),
- რკინის შემცველი მედიკამენტები,
- კეტოკონაზოლი (სოკოსთვის),
- ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლი და დიგოქსინი (გულის დაავადებების დროს),
- ნეიროლეპტიკები (ნერვული დაავადებების დროს)
- გლუკოკორტიკოიდი (ჰორმონალური წამლის ტიპი)
- ქლოროქინი (მალარიისთვის)
- ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზისთვის)
- ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის კიბოსთვის)
- ანტიჰისტამინები (ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები)
ვინაიდან ლევოტროქსინის შემცველი პრეპარატების რეფკონთან ერთად მიღებისას აბსორბცია (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ) დარღვეულია , ეს ორი პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალით.
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რეცეპტით გამოწერილ ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში რომელიც მითითებულია აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, გვერდითი ეფექტების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) ჭემდეგ მისამართზე: www.titck.gov.tr „წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების“ ნიშანზე დაწკაწებით ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08 გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ თქვენს მიერ მიღებული პრეპარატების უსაფრთხოების საკითხებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რეფკონის შენახვა
REFCON-ი შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ ჩადოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ რეფკონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სამსახურს.
ბოთლის გახსნის შემდეგ გამოყენებული უნდა იქნას 6 თვის განმავლობაში.
ლიცენზიის მფლობელი:
ვეფა ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ.
ბეილიქდუზუს ორგანიზებული წარმოების უბანი მე-2 ქუჩა No: 3/2
ბეილიქდუზუ/სტამბოლი
ტელეფონი: (0212) 438 70 85
ფაქსი: (0212) 438 70 87
წარმოების ადგილი:
ვეფა ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ.
ბეილიქდუზუ/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 24.05.2019 წელს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
რეფკონ ლიქვიდი 50 მგ+26,7 მგ+ 16 მგ/მლ პერორალური სუსპენზია
მიიღება პერორალურად.
სუსპენზიის ყოველი 1 მლ;
აქტიური ნივთიერება: 50 მგ ნატრიუმის ალგინატი, 26,7 მგ ნატრიუმის ბიკარბონატი და 16 მგ კალციუმის კარბონატი
დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს კარბომერ 974 P-ს, ნატრიუმის საქარინს, მეთილის პარაბენს (E218), პროპილ პარაბენს (E216), პიტნის ზეთს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, გაწმენდილ წყალს.
სანამ დაიწყებთ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მომხმარებლის ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს.
- ამ მედიკამენტის გამოყენებისას, თუ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს, მიღების შესახებ აცნობეთ ექიმს.
- ზუსტად დაინაკლები დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია ინსტრუქციის შესაბამისად.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს;
- რა არის რეფკონი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იქნას გათვალისწინებული რეფკონის გამოყენებამდე?
- როგორ გამოვიყენოთ რეფკონი?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები აქვს?
- რეფკონის შენახვა
- რა არის რეფკონი და რისთვის გამოიყენება?
რეფკონი; ეს არის გაუმჭვირვალე, მოთეთრო ფერის, პიტნის არომატიანი, ბლანტი სუსპენზია.
რეფკონი; მოწოდებულია მუყაოს კოლოფში ქარვისფერი 200 მლ მინის შუშაში.
რეფკონი გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა და კუჭიდან პირის ღრუში მოხვედრილი მჟავა, რომლებიც გამოწვეულია კუჭის ჭარბი მჟავიანობით ჭამის შემდეგ ან ორსულობის დროს (გამოწვეული რეფლუქსით).
- რა უნდა გაითვალისწინოთ რეფკონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ რეფკონი შემდეგ პირობებში:
- თუ ხართ ალერგიული რეფკონის რომელიმე ნივთიერების მიმართ (თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან გამონაყარი კანზე)
გამოიყენეთ რეფკონი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე, თქვენი მკურნალობა ყურადღებით უნდა იქნას ორგანიზებული თქვენი ექიმის მიერ.
- თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალციუმის შეზღუდვა,
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის ან გულის დაავადება (ზოგიერთი მარილმა
შეიძლება გავლენა იქონიოს)
- თუ კუჭში მჟავას დონე ძალიან დაბალია (ამ შემთხვევაში, პრეპარატის მოქმედება შეიძლება შემცირდეს),
- თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა
- თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა შვიდი დღის შემდეგ.
თუ აღნიშნული სიმპტომები გეხებათ თქვენ, ან თუნდაც გქონდათ წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
რეფკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეფკონი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.
ორსულობა:
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება:
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
მანქანებისა და სამუშაო ტექნიკის მართვა
რეფკონი უარყოფითად არ მოქმედებს მანქანებისა და სამუშაო ტექნიკის მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკონის ზოგიერთი შემადგენლობის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი10 მლ-ზე შეიცავს 149,45 მგ ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დიეტაზე.
ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მეთილის პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216), მან შეიძლება გამოიწვიოს (შესაძლოა დაგვიანებული) ალერგიული რეაქციები.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ზოგიერთ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას რეფკონის ან სხვა გამოყენებული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. რეფკონის გამოყენებას შორის დაცული უნდა იყოს 2-საათიანი პაუზა შემდეგ პრეპარატებთან:
- ტეტრაციკლინები, ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი (ინფექციის სამკურნალოდ),
- რკინის შემცველი მედიკამენტები,
- კეტოკონაზოლი (სოკოსთვის),
- ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლი და დიგოქსინი (გულის დაავადებების დროს),
- ნეიროლეპტიკები (ნერვული დაავადებების დროს)
- გლუკოკორტიკოიდი (ჰორმონალური წამლის ტიპი)
- ქლოროქინი (მალარიისთვის)
- ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზისთვის)
- ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის კიბოსთვის)
- ანტიჰისტამინები (ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები)
ვინაიდან ლევოტროქსინის შემცველი პრეპარატების რეფკონთან ერთად მიღებისას აბსორბცია (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ) დარღვეულია , ეს ორი პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალით.
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რეცეპტით გამოწერილ ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოვიყენოთ რეფკონი?
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მისაღებ დოზას და რეფკონით მკურნალობის ხანგრძლივობას.
საკუთარ თავს თქვენ თვითონ არ შეუწყვიტოთ ან არ გაუგრძელოთ მკურნალობის კურსი.
თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ, რეფკონი გამოიყენეთ შემდეგნაირად.
- სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირების/მიღების სიხშირე:
რეფკონი მიიღება პერორალურად. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
რეფკონი მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ და ძილის წინ, 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი).
- განაცხადის მარშრუტი და მეთოდი:
რეფკონი მიიღება პერორალურად.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
6-12 წლის ბავშვებისთვის 5-10 მლ (1-2 ჩაის კოვზი) ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეს მხოლოდ ექიმის რჩევით.
არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
- გამოყენების სპეციალური შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა: სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ის შეიცავს კალციუმს და ნატრიუმს.
ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს სპეციალური გამოყენების პირობები.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ იმაზე მეტ რეფკონის, ვიდრე საჭიროა:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იყენებთ საჭიროზე მეტ რეფკონს, შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს რეფკონით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შეიძლება დაავადების სიმპტომები ხელახლა განვითარდეს.
თუ დაგავიწყდათ რეფკონის გამოყენება:
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რეფკონსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდება, შეწყვიტეთ რეფკონის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- გამონაყარი კანზე
- სუნთქვის გაძნელება
- თავბრუსხვევა
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი მსგავსი რეაქცია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რეფკონის მიმართ.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ჩამოთვლილი მოვლენები ვითარდება ძალზე იშვიათად.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში რომელიც მითითებულია აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი ეფექტების მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში რომელიც მითითებულია აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, გვერდითი ეფექტების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) ჭემდეგ მისამართზე: www.titck.gov.tr „წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების“ ნიშანზე დაწკაწებით ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08 გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ თქვენს მიერ მიღებული პრეპარატების უსაფრთხოების საკითხებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რეფკონის შენახვა
REFCON-ი შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ ჩადოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ რეფკონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სამსახურს.
ბოთლის გახსნის შემდეგ გამოყენებული უნდა იქნას 6 თვის განმავლობაში.
ლიცენზიის მფლობელი:
ვეფა ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ.
ბეილიქდუზუს ორგანიზებული წარმოების უბანი მე-2 ქუჩა No: 3/2
ბეილიქდუზუ/სტამბოლი
ტელეფონი: (0212) 438 70 85
ფაქსი: (0212) 438 70 87
წარმოების ადგილი:
ვეფა ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ.
ბეილიქდუზუ/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 24.05.2019 წელს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.