პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

გავისკონი ორმაგი მოქმედება

GAVISCON DOUBLE ACTION

ურეცეპტოდ(250,0მგ + 106,5მგ + 187,5მგ)ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- ეს არის გლუვი ზედაპირის, მრვგვალი ფორმის, ორშრიანი ტაბლეტი, რომლის ერთი შრე წარმოდგენილია თეთრი ფერით, მეორე შრე კი ვარდიფერი ფერისაა. თითოეული ტაბლეტი, მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: 250 მგ ნატრიუმის ალგინატს, 106,5 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 187,5 მგ კალციუმის კარბონატს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(250,0მგ + 106,5მგ + 187,5მგ) საღეჭი ტაბლეტი №48
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A02BX13
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0468
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგავისკონი ორმაგი მოქმედება და სხვა წამალი ერთად

გავისკონი ორმაგი მოქმედება — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- ეს არის გლუვი ზედაპირის, მრვგვალი ფორმის, ორშრიანი ტაბლეტი, რომლის ერთი შრე წარმოდგენილია თეთრი ფერით, მეორე შრე კი ვარდიფერი ფერისაა. თითოეული ტაბლეტი, მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: 250 მგ ნატრიუმის ალგინატს, 106,5 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 187,5 მგ კალციუმის კარბონატს. ტაბლეტები, 16 და 48 ცალიანი ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი, კვების ჯერის შემდეგ ანდა ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის ანდა მკერდის არეში წვის შეგრძნების, კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი)დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- მიღების შემდეგ კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური PH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი-კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

  • გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს:

თუ, მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ,

თუ, თირკმლების ანდა გულის უკმარისობა გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს),

თუ, კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია ( აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს),

თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ ანდა სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია),

თუ, შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება,

თუ, ღებინების ანდა დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ ანდა თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება.

თუ, პროტეინების შემცველ საკვებში არსებული ფენილალანინის სახელით ცნობილი ამინომჟავის მეტაბოლიზმი დარღვეულია, ანუ თუ, ფენილკეტონურიის დაავადება გაქვთ,

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

4 ცალი ტაბლეტი 9,64 მმოლ ნატრიუმს და 7,5 მმოლ კალციუმს შეიცავს. დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ ექიმს აცნობეთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

მიღების წესი და დოზირება

წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს.

ზრდასრულთათვის და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდირებული დოზაა: საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 2-4 ტაბლეტი (დღეში ჯამში 8-დან 16 ტაბლეტამდე).

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს. ტაბლეტების გატეხვა/დაყოფამ და ნაწილ-ნაწილ დაღეჭვამაც შეიძლება შედეგი გამოღოს.

სურვილის შემთხვევაში, წყლის დაყოლებაც შეიძლება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ,ფიქრობთ, რომ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები, რომელიც გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება

ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება და ან

განსაკუთრებით, პირის ღრუს ანდა ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ:

(თუ, წამლის რეკომენდირებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

უცნობი:

  • ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია(სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავის რებაუნდი (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება), რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება, ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება).
  • ყაბზობა

ყველა აღნიშნული გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • გავისკონი ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შენახვა

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთავზე დაზიანებას შეამჩნევთ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Reckitt Benckiser Tem მალზ სან ვე თიჯ

შიშლი/სტამბული/თურქეთი

ტელ: 0212 326 96 00

წარმოების ადგილი და მისამართი:

Reckitt Benckiser Healthcare Internatıonal Lımıted

Hull/East Yorkshire/ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 08.03.2019-ში დამოწმებულია.

3207605

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტი დოზით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ფენილალანინის წყაროს (ასპარტამს) შეიცავს. მისი მიღება ფენილკეტონურიით დავადებული ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

ეს სამედიცინო პროდუქტი კარმოიზინს შეიცავს, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის ანდა სხვა გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

რკინის შემცველი წამლები,

პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი),

კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო),

ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება)

ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)

გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონალური წამალი)

ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება)

ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება)

ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 2 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გავისკონის ორმაგი მოქმედების 250 მგ+106,5 მგ+ 187,5 მგ საღეჭი ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერებები:

ნატრიუმის ალგინატი - 250 მგ /10 მლ

ნატრიუმის ბიკარბონატი - 106,5 მგ/10 მლ

კალციუმის კარბონატი - 187,5 მგ/10მლ

დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლ DC, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 20,000, მანიტოლი (E421), კოპოვიდონი, აცესულფამი K, ასპარტამი (E951), პიტნის ესენცია და კარმოიზინის ლაქი (E122).

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი?

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი?

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- ეს არის გლუვი ზედაპირის, მრვგვალი ფორმის, ორშრიანი ტაბლეტი, რომლის ერთი შრე წარმოდგენილია თეთრი ფერით, მეორე შრე კი ვარდიფერი ფერისაა. თითოეული ტაბლეტი, მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: 250 მგ ნატრიუმის ალგინატს, 106,5 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 187,5 მგ კალციუმის კარბონატს. ტაბლეტები, 16 და 48 ცალიანი ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი, კვების ჯერის შემდეგ ანდა ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის ანდა მკერდის არეში წვის შეგრძნების, კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი)დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- მიღების შემდეგ კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური PH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი-კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

  • გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს:

თუ, მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ,

თუ, თირკმლების ანდა გულის უკმარისობა გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს),

თუ, კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია ( აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს),

თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ ანდა სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია),

თუ, შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება,

თუ, ღებინების ანდა დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ ანდა თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება.

თუ, პროტეინების შემცველ საკვებში არსებული ფენილალანინის სახელით ცნობილი ამინომჟავის მეტაბოლიზმი დარღვეულია, ანუ თუ, ფენილკეტონურიის დაავადება გაქვთ,

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

4 ცალი ტაბლეტი 9,64 მმოლ ნატრიუმს და 7,5 მმოლ კალციუმს შეიცავს. დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ ექიმს აცნობეთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი- ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტი დოზით ანდა სხვა წამლებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ფენილალანინის წყაროს (ასპარტამს) შეიცავს. მისი მიღება ფენილკეტონურიით დავადებული ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

ეს სამედიცინო პროდუქტი კარმოიზინს შეიცავს, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის ანდა სხვა გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

რკინის შემცველი წამლები,

პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი),

კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო),

ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება)

ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)

გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონალური წამალი)

ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება)

ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება)

ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 2 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი?

წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს.

ზრდასრულთათვის და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდირებული დოზაა: საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 2-4 ტაბლეტი (დღეში ჯამში 8-დან 16 ტაბლეტამდე).

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტაბლეტები, კარგად უნდა დაიღეჭოს. ტაბლეტების გატეხვა/დაყოფამ და ნაწილ-ნაწილ დაღეჭვამაც შეიძლება შედეგი გამოღოს.

სურვილის შემთხვევაში, წყლის დაყოლებაც შეიძლება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ,ფიქრობთ, რომ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები, რომელიც გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება

ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება და ან

განსაკუთრებით, პირის ღრუს ანდა ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ:

(თუ, წამლის რეკომენდირებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

უცნობი:

  • ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია(სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავის რებაუნდი (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება), რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება, ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება).
  • ყაბზობა

ყველა აღნიშნული გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • გავისკონი ორმაგი მოქმედების ტაბლეტის შენახვა

გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთავზე დაზიანებას შეამჩნევთ, გავისკონის ორმაგი მოქმედების ტაბლეტი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ!

გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Reckitt Benckiser Tem მალზ სან ვე თიჯ

შიშლი/სტამბული/თურქეთი

ტელ: 0212 326 96 00

წარმოების ადგილი და მისამართი:

Reckitt Benckiser Healthcare Internatıonal Lımıted

Hull/East Yorkshire/ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 08.03.2019-ში დამოწმებულია.

3207605

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა