პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

გავისკონი

GAVISCON

ურეცეპტოდ(500მგ+267მგ+160მგ)ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

გავისკონი კრემისფერი ფერის, პიტნის სურნელის მქონე სითხეა. გავისკონი, 200 მლ -იან ქარვისფერი ფერის ბოთლში და მუყაოს ყუთშია მოთავსებული. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(500მგ+267მგ+160მგ)/10მლ 200მლ ორალური სუსპენზია ბოთლი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A02BX13
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0580
რეგისტრირებულია
24 ივლისი 2023, მოქმედებს 24 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგავისკონი და სხვა წამალი ერთად

გავისკონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გავისკონი კრემისფერი ფერის, პიტნის სურნელის მქონე სითხეა.

გავისკონი, 200 მლ -იან ქარვისფერი ფერის ბოთლში და მუყაოს ყუთშია მოთავსებული.

გავისკონი, რეფლუქს- ეზოფაგიტით (საყლაპავი მილის ანთება) გამოწვეული ჩივილების მქონე ავადმყოფებში, ორსულობისას და ან საკვების მიღების შემდეგ განვითარებული (რეფლუქსით გამოწვეული) დისპეფსიის, გულძმარვის და კუჭიდან პირის ღრუში გადმოსული მჟავიანობის და მსგავსი მდგომარეობების, რეფლუქს- ეზოფაგიტის (კუჭის და საყლაპავი მილის ანთება) ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება.

  • გავისკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გავისკონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (თუ,სუნთქვის გაძნელება და ან კანზე გამონაყარი განვითარდება), ეს წამალი არ გამოიყენოთ.

გავისკონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს:

თუ, ექიმმა ნატრიუმის და/და ან კალციუმის შეზღუდვის რეკომენდაცია მოგცათ,

თუ, თირკმლების და ან გულის უკმარისობა გაქვთ და ან წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს),

თუ, კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია ( აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს),

თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ,

თუ, შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება,

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

გავისკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გავისკონი, საკვების მიღების შემდეგ, პირის გზით მიიღება.

მიღების წესი და დოზირება

გავისკონი, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზით და ოდენობით მიიღეთ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობა თვითნებურად არ შეწყვიტოთ და ან არ გაახანგრძლივოთ.

თუ, ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მოგცათ, გავისკონი ქვემოთ მოცემული ფორმით გამოოიყენეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

გავისკონი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გამოყენებამდე პრეპარატი კარგად შეანჯღრიეთ.

გავისკონი, ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში: დღეში მაქსიმუმ ოთხჯერ, საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი) ოდენობით გამოიყენება.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზაა: 5-10 მლ (1-2 დესერტის კოვზი) საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში: მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში : გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა: პრეპარატის შემადგენლობაში კალციუმის და ნატრიუმის არსებობის გამო, თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა: გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ,ფიქრობთ, რომ გავისკონის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, რაიმე სახის მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, თუმცა შეიძლება მუცლის შებერილობა შეიგრძნოთ.

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, გავისკონის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც გავისკონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გავისკონის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანზე გამონაყარი

სუნთქვის გაძნელება

თავბრუსხვევა

სახის, ტუჩების, ენის და ან ხახის შეშუპება

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გავისკონის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ .

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • გავისკონის შენახვა

გავისკონი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარში არ შეინახოთ და ან არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

მინის ბოთლის გახსნის შემდეგ პრეპარატი 6 თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Reckitt Benckiser Tem მალზ.სან ვე თიჯ

შიშლი/სტამბული/თურქეთი

ტელ: 0212 326 96 00

წარმოების ადგილი და მისამართი:

ს.ს. დევა ჰოლდინგი

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 26.11.2021-ში დამოწმებულია.

3178492

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის გამოყენება ორსულობის პერიოდში ნებადართულია.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში ნებადართულია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გავისკონი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს.

გავისკონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216) შეიცავს, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ გვიანი ალერგიული რეაქცია) გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის და ან სხვა გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

რკინის შემცველი წამლები,

კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),

ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),

გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონალური წამალი),

ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება),

ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება),

ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება),

ანტიჰისტამინები (ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო წამლები)

ლევოთიროქსინის შემცველი წამლების (ფარისებრი ჯირკვლის დაავდებების სამკურნალოდ გამოიყენება) გავისკონთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 2 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გავისკონი 500 მგ+ 267 მგ+ 160 მგ/10 მლ ორალური სუსპენზია

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერება: სუსპენზიის თითოეული 5 მლ 250,00 მგ ნატრიუმის ალგინატს, 133,50 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 80 მგ კალციუმის კარბონატს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებ(ებ)ი: კარბომერი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაბენი (E218), პროპილ პარაბენი (E216), ქსანტანის რეზინა, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და სუფთა წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება გავისკონი?

გავისკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება გავისკონი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

გავისკონის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება გავისკონი?

გავისკონი კრემისფერი ფერის, პიტნის სურნელის მქონე სითხეა.

გავისკონი, 200 მლ -იან ქარვისფერი ფერის ბოთლში და მუყაოს ყუთშია მოთავსებული.

გავისკონი, რეფლუქს- ეზოფაგიტით (საყლაპავი მილის ანთება) გამოწვეული ჩივილების მქონე ავადმყოფებში, ორსულობისას და ან საკვების მიღების შემდეგ განვითარებული (რეფლუქსით გამოწვეული) დისპეფსიის, გულძმარვის და კუჭიდან პირის ღრუში გადმოსული მჟავიანობის და მსგავსი მდგომარეობების, რეფლუქს- ეზოფაგიტის (კუჭის და საყლაპავი მილის ანთება) ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება.

  • გავისკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გავისკონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (თუ,სუნთქვის გაძნელება და ან კანზე გამონაყარი განვითარდება), ეს წამალი არ გამოიყენოთ.

გავისკონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს:

თუ, ექიმმა ნატრიუმის და/და ან კალციუმის შეზღუდვის რეკომენდაცია მოგცათ,

თუ, თირკმლების და ან გულის უკმარისობა გაქვთ და ან წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს),

თუ, კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია ( აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს),

თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ,

თუ, შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება,

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

გავისკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გავისკონი, საკვების მიღების შემდეგ, პირის გზით მიიღება.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის გამოყენება ორსულობის პერიოდში ნებადართულია.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გავისკონის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში ნებადართულია.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

გავისკონი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს.

გავისკონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216) შეიცავს, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ გვიანი ალერგიული რეაქცია) გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის და ან სხვა გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

რკინის შემცველი წამლები,

კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),

ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),

ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),

გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონალური წამალი),

ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება),

ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება),

ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება),

ანტიჰისტამინები (ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო წამლები)

ლევოთიროქსინის შემცველი წამლების (ფარისებრი ჯირკვლის დაავდებების სამკურნალოდ გამოიყენება) გავისკონთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 2 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება გავისკონი?

გავისკონი, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზით და ოდენობით მიიღეთ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობა თვითნებურად არ შეწყვიტოთ და ან არ გაახანგრძლივოთ.

თუ, ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მოგცათ, გავისკონი ქვემოთ მოცემული ფორმით გამოოიყენეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

გავისკონი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გამოყენებამდე პრეპარატი კარგად შეანჯღრიეთ.

გავისკონი, ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში: დღეში მაქსიმუმ ოთხჯერ, საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი) ოდენობით გამოიყენება.

გამოყენების გზა და მეთოდი:

გავისკონი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზაა: 5-10 მლ (1-2 დესერტის კოვზი) საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში: მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში : გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა: პრეპარატის შემადგენლობაში კალციუმის და ნატრიუმის არსებობის გამო, თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა: გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ,ფიქრობთ, რომ გავისკონის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, რაიმე სახის მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, თუმცა შეიძლება მუცლის შებერილობა შეიგრძნოთ.

თუ, გავისკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, გავისკონის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც გავისკონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გავისკონის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანზე გამონაყარი

სუნთქვის გაძნელება

თავბრუსხვევა

სახის, ტუჩების, ენის და ან ხახის შეშუპება

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გავისკონის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ .

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • გავისკონის შენახვა

გავისკონი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარში არ შეინახოთ და ან არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

მინის ბოთლის გახსნის შემდეგ პრეპარატი 6 თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Reckitt Benckiser Tem მალზ.სან ვე თიჯ

შიშლი/სტამბული/თურქეთი

ტელ: 0212 326 96 00

წარმოების ადგილი და მისამართი:

ს.ს. დევა ჰოლდინგი

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 26.11.2021-ში დამოწმებულია.

3178492

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა