პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

რელანტანი 100

RELANTAN 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის: პერორალური მიღებისათვის: ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან; მეორადი ამენორეა; პრემენსტრუალური სინდრომი; ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია; პრემენოპაუზა; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტანი (progesterone)
ფორმა და შეფუთვა
100მგ შიგნით მისაღები და ვაგინალური ჟელატინის რბილი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Steril-Gene Life Sciences (P) Ltd.(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-035354
რეგისტრირებულია
25 მაისი 2022, მოქმედებს 25 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარელანტანი 100 და სხვა წამალი ერთად

რელანტანი 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის:

პერორალური მიღებისათვის:

ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან;

მეორადი ამენორეა;

პრემენსტრუალური სინდრომი;

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;

პრემენოპაუზა;

მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

ინტრავაგინალური გამოყენებისათვის:

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს;

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს;

ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა);

ნაადრევი მენოპაუზა;

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა;

საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;

ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

რელანტანით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პერორალური მიღება:

რელანტანის კაფსულების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ (რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თავბრუსა და ძილიანობასთან ასოცირებული პრობლემები) საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვებათა შორის პერიოდში.

ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (დისმენორეა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პრემენოპაუზა) პრეპარატი მიიღება სადღეღამისო დოზით 200-300 მგ, დაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს) 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით);

მეორადი ამენორეის სამკურნალოდ რელანტანი მიიღება საღამოს, ერთჯერადი სადღეღამისო დოზით 400 მგ 10 დღის განმავლობაში;

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ საღამოს, ციკლის მე-14 დღიდან 10-12 დღის განმავლობაში;

პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს (ესტროგენული თერაპიის ფონზე) რეკომენდებულია რელანტანის მიღება 200 მგ ერთხელ დღეში 10-12 დღე; მენოპაუზის დროს (ესტროგენების მიღების ფონზე) - 100 მგ დღეში უწყვეტ რეჟიმში.

ინტრავაგინალური გამოყენება:

რელანტანის კაფსულა შეჰყავთ ღრმად ინტრავაგინალურად.

საკვერცხეების არაფუნქციონირებით ან არარსებობით განპირობებული პროგესტერონის დეფიციტის დროს რელანტანი გამოიყენება (ესტროგენული თერაპიის ფონზე) ციკლის მე-13 და მე-14 დღეს ინტრავაგინალურად 100 მგ ერთხელ დღეში, შემდეგ მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით 100 მგ 2-ჯერ დღეში. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში კვირაში ერთხელ სადღეღამისო დოზა იზრდება 100 მგ-ით მაქსიმალური დოზის (600 მგ დღეში) მიღწევამდე და იყოფა 3 მიღებაზე. აღნიშნული დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 60 დღის განმავლობაში.

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩატარების დროს ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე ინტრავაგინალურად დოზით 400-600 მგ დღეში.

ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს, აგრეთვე ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევით განპირობებული უნაყოფობის დროს რეკომენდებულია რელანტანის გამოყენება ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში ინტრავაგინალურად დოზით 200-300 მგ დღეში. მენსტრუაციის შეჩერების და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება.

ორსულობის შეწყვეტის საფრთხის დროს ან პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული აბორტის პროფილაქტიკის მიზნით, რელანტანი ინიშნება ორსულობის I და II ტრიმესტრში ინტრავაგინალურად 100-200 მგ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

უკუჩვენებები

ღრმა ვენების თრომბოზი; თრომბოფლებიტი;

თრომბოემბოლური დარღვევები (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი), თავის ტვინში სისხლჩაქცევები ან იგივე მდგომარეობა/დაავადება ანამნეზში;

გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშოდან;

არასრული აბორტი;

პორფირია;

სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების დადასტურებული ან საეჭვო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;

ღვიძლის მძიმე დაავადებები (მათ შორის ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, დუბინ-ჯონსონის სინდრომი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები) მიმდინარე ან ანამნეზში.

ასაკი 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);

ძუძუთი კვების პერიოდი;

მომატებული მგრძნობელობა პროგესტერონისადმი ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტისადმი.

სიფრთხილით გამოიყენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია, ჰიპერლიპოპროტეინემია, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევები, ფოტომგრძნობელობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი.

სიფრთხილის ზომები

რელანტანი არ გამოიყენება კონტრაცეფციის მიზნით.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება (სასურველია ასაკობრივ რისკ-ჯგუფებში მამოგრაფიისა და ცერვიკალური ციტოლოგიური კვლევის ჩატარება), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სარძევე ჯირკვლისა და მენჯის ორგანოების შემოწმებას, უნდა გაკეთდეს პაპანიკოლაუს ტესტი.

რელანტანი არ ინიშნება მოზარდებში პუბერტატულ ასაკამდე (სანამ არ არის დახურული ეპიფიზური ფირფიტა).

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება შეშუპებით მიმდინარე დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის გულის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და თირკმლის სხვა დაავადებების, აგრეთვე ეპილეფსიის, შაკიკის და ბრონქული ასთმის დროს. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც შესაძლოა, გახდეს ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათა გამწვავების მიზეზი.

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ეგზემის, ჰიპერტონული დაავადების, რეტრობულბარული ნევრიტის, დეპრესიის, დემენციის, ჰიპერლიპოპროტეინემიის, ანთებითი დაავადებების, ინფექციების, ფოტოსენსიტივობის არსებობის დროს. მკურნალობის დროს მძიმე დეპრესიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

პროგესტერონით მკურნალობის დროს ინტერმენსტრუალური სისხლდენის ან არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა, გამოირიცხოს სისხლდენის არაფუნქციური მიზეზები. აუცილებელი დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება საკვერცხის კისტის არსებობის დროს.

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რელანტანის გამოყენება გერიატრიული ასაკის პაციენტებში: დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, სასურველია მკურნალობის დაწყება უმცირესი რეკომენდებული დოზით.

პრეპარატის მიღება განსაკუთრებული კლინიკური მდგომარეობების დროს: თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს რელანტანი გამოიყენება სიფრთხილით ინტენსიური მონიტორინგის პირობებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

პედიატრიაში გამოყენება: ბავშვთა ასაკში პრეპარატი არ გამოიყენება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

რელანტანით მკურნალობის პერიოდში, გარდამავალი თავბრუსა და ძილიანობის, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითების განვითარების ალბათობის გამო, საჭიროა სიფრთხილე იმ ქმედებების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელ პრეპარატებთან (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ბარბიტურატები, რიფამპინი) ერთდროული მიღებისას ძლიერდება ორგანიზმიდან რელანტანის ელიმინაცია.

რელანტანი აძლიერებს სისტემური კოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ანტიკოაგულანტების მოქმედებას ამცირებს.

არ არის რეკომენდებული რელანტანის ინტრავაგინალური გამოყენება ერთდროულად სხვა ინტრავაგინალურ პრეპარატებთან (აუცილებლობის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 სთ-ს), რადგანაც შესაძლოა, შეიცვალოს პროგესტერონის გამოთავისუფლებისა და შეწოვის ხარისხი.

რელანტანის მეტაბოლიზმი ითრგუნება მისი ერთდროული მიღებისას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ციტოქრომ P450 3A4 სისტემის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან (კეტოკონაზოლი, ციმეტიდინი, კლარითრომიცინი, დანაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი, ვორიკონაზოლი და სხვა).

არ არის რეკომენდებული პროგესტერონის ერთდროული გამოყენება ბრომოკრიპტინთან, როდესაც ეს უკანასკნელი გამოიყენება ოვულაციის აღსადგენად ამენორეის დროს.

პროგესტერონი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიერ იოდის ათვისებას, ამიტომ რადიოაქტიური ნატრიუმის იოდიდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს რელანტანის მიღება.

რელანტანი ზრდის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას.

ერთდროული გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, იმუნოდეპრესანტების მოქმედებას.

რელანტანი ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით. რელანტანი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო. პროგესტერონი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერორალურად მიღების დროს და განაწილებულია გამოვლენის სიხშირის შემდეგი გრადაციით:

ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).

ორგანოთა სისტემები

არასასურველი გვერდითი მოვლენები

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ამენორეა აციკლური სისხლდენები

მასტოდინია

ფსიქიკის მხრივ

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძილიანობა

გარდამავალი თავბუხვევა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

მუცლის შებერილობა

პირღებინება დიარეა ყაბზობა

გულისრევა

ღვიძლის და ნაღვლდმდენი გზების მხრივ

ქოლესტაზური სიყვითლე

იმუნური სისტემის მხრივ

ჭინჭრის ციება

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

გამონაყარი

ქლოაზმა

ძილიანობა და გარდამავალი თავბრუხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც წესი, პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ. მოცემული გვერდითი მოვლენების შემსუბუქება შესაძლებელია დოზის დაკლებით, ძილის წინ მიღებით ან ვაგინალური გზით მიღებით.

აღნუშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბებაზე მიუთითებს.

ძილიანობა და/ან გარდამავალი თავბრუხვევა აღინიშნება თანმხლები ჰიპოესტროგენიის დროს. დოზის შემცირება ან მაღალი ესტროგენიზაციის აღდგენა დაუყოვნებლივ ხსნის ამ მოვლენებს პროგესტერონის თერაპიული ეფექტის შემცირების გარეშე.

თუ მკურნალობის კურსი იწყება ძალიან ადრე (მენსტრუქლური ციკლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით მე-15 დღემდე), შესაძლებელია მოხდეს მენსტრუქლური ციკლის შემოკლება ან აციკლური სისხლდენები.

რეგისტრირებული ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში, ამენორეა ან აციკლური სისხლდენები ახასიათებს ყველა პროგესტაგენს.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისას, პერორალური მიღების შემთხვევაში ვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, გამონადენი საშოდან, სახსრების ტკივილი, ჰიპერთერმია, ოფლიანობის მატება ღამის საათებში, სითხის შეკავება, სხეულის მასის ცვლილება, მწვავე პანკრეატიტი, ალოპეცია, ჰირსუტიზმი, ლიბიდოს ცვლილებები, თრომბოზი და თრომბოემბოლური გართულებები, არტერიული წნევის მატება.

ვაგინალური გზით მიღების დროს

აღწერილია ადგილობრივი აუტანლობის რეაქციების ერთეული შემთხვევები პრეპარატის კომპონენტებზე (კერძოდ, სოიოს ლეციტინზე), რომლებიც ვლინდება ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, წვით, ქავილით, ზეთოვანი გამონადენით.

სისტემური გვერდითი მოვლენები ვაგინალური მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულ დოზებში, კერძოდ, ძილიანობა და თავბრუხვევა (რომლებიც ორალური მიღების დროს გვხვდება) არ გამოვლენილა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

რელანტანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სომნოლენცია, თავბრუ, ეიფორია, დისმენორეა. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

მიკრონიზებულ პროგესტერონს - 100 მგ ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ლეციტინი;

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი;

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რელანტანის აქტიური ნივთიერება - მიკრონიზებული პროგესტერონი სინთეზირებულია მექსიკური ბატატის ფესვებისაგან, სტრუქტურულად და მოქმედების მექანიზმით ენდოგენური პროგესტერონის იდენტურია. რელანტანს არ გააჩნია ესტროგენული, ანდროგენული და მინერალოკორტიკოიდული ეფექტები. პროგესტერონი ორგანიზმში სინთეზირდება ძირითადად საკვერცხეებში ყვითელი სხეულის მიერ, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში, ორსულობის დროს ის დიდი რაოდენობით წარმოიქმნება პლაცენტაში. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). გარდა ამისა, ასტიმულირებს ლიპოპროტეინლიპაზას აქტივობას, ზრდის ორგანიზმში ცხიმის მარაგს, გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ზრდის ბაზალური და ინდუცირებული ინსულინის დონეს, ზრდის გლუკოზის უტილიზაციასა და ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ხელს უწყობს კეტოგენეზს. პროგესტერონი მოქმედებს ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრებზე და იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, ამცირებს სისხლში ამინომჟავების დონეს, ზრდის აზოტის ექსკრეციას შარდით, იწვევს აზოტურიას და ჰიპოაზოტემიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას:

პერორალური მიღებისას მიკრონიზებული პროგესტერონი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიკრონიზაცია ზრდის პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. 200 მგ პროგესტერონის პერორალური მიღებისას სისხლში კონცენტრაციის პიკი (Cmax) მიიღწევა 2.2 +/- 1.4 სთ-ში და შეადგენს 13.8 ნგ/მლ +/- 2.9 ნგ/მლ. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 16.8 +/- 2.3 სთ-ს.

მოცირკულირე პროგესტერონის 96-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს (50-54%) და ტრანსკორტინს (43-48%). პროგესტერონი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში პრეგნანდიოლად და კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან. პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-∆4α-პრეგნანოლონი და 5α-დიჰიდროპროგესტერონი. პროგესტერონის ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, განიცდის დეკონიუგირებას, შემდგომ მეტაბოლიზდება რედუქციის, დეჰიდროქსილირების, ეპიმერიზაციის გზით და ექსკრეტირდება განავლით. პროგესტერონის 95% ექსკრეტირდება შარდით გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტების, ძირითადად 3α, 5ß-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიონის) სახით.

აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ინტრავაგინალური გამოყენებისას:

აბსორბცია ხდება სწრაფად, პროგესტერონი გროვდება საშვილოსნოში და შეყვანიდან 1 სთ-ში აღინიშნება მისი მაღალი დონე. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 2-6 სთ-ში ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ. 100 მგ პრეპარატის დღეში 2-ჯერ შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია 24 სთ-ის განმავლობაში 9.7 ნგ/მლ დონეზე ნარჩუნდება.

დღეში 200 მგ-ზე მაღალი დოზის შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის I ტრიმესტრს შეესაბამება.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ძირითადად 3α, 5ß-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. 5ß-პრეგნანოლონის დონე პლაზმაში არ მატულობს. გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3α, 5ß-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რელანტანი 100 და რელანტანი 200

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პროგესტერონი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კრემისფერი, ოვალური ფორმის, რბილი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი პასტით;

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

მიკრონიზებულ პროგესტერონს - 100 მგ ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ლეციტინი;

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი;

გამოშვების ფორმა:

კაფსულები, 100 მგ ან 200 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენები.

ათქ-კოდი: G03DA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რელანტანის აქტიური ნივთიერება - მიკრონიზებული პროგესტერონი სინთეზირებულია მექსიკური ბატატის ფესვებისაგან, სტრუქტურულად და მოქმედების მექანიზმით ენდოგენური პროგესტერონის იდენტურია. რელანტანს არ გააჩნია ესტროგენული, ანდროგენული და მინერალოკორტიკოიდული ეფექტები. პროგესტერონი ორგანიზმში სინთეზირდება ძირითადად საკვერცხეებში ყვითელი სხეულის მიერ, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში, ორსულობის დროს ის დიდი რაოდენობით წარმოიქმნება პლაცენტაში. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). გარდა ამისა, ასტიმულირებს ლიპოპროტეინლიპაზას აქტივობას, ზრდის ორგანიზმში ცხიმის მარაგს, გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ზრდის ბაზალური და ინდუცირებული ინსულინის დონეს, ზრდის გლუკოზის უტილიზაციასა და ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ხელს უწყობს კეტოგენეზს. პროგესტერონი მოქმედებს ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრებზე და იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, ამცირებს სისხლში ამინომჟავების დონეს, ზრდის აზოტის ექსკრეციას შარდით, იწვევს აზოტურიას და ჰიპოაზოტემიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას:

პერორალური მიღებისას მიკრონიზებული პროგესტერონი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიკრონიზაცია ზრდის პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. 200 მგ პროგესტერონის პერორალური მიღებისას სისხლში კონცენტრაციის პიკი (Cmax) მიიღწევა 2.2 +/- 1.4 სთ-ში და შეადგენს 13.8 ნგ/მლ +/- 2.9 ნგ/მლ. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 16.8 +/- 2.3 სთ-ს.

მოცირკულირე პროგესტერონის 96-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს (50-54%) და ტრანსკორტინს (43-48%). პროგესტერონი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში პრეგნანდიოლად და კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან. პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-∆4α-პრეგნანოლონი და 5α-დიჰიდროპროგესტერონი. პროგესტერონის ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, განიცდის დეკონიუგირებას, შემდგომ მეტაბოლიზდება რედუქციის, დეჰიდროქსილირების, ეპიმერიზაციის გზით და ექსკრეტირდება განავლით. პროგესტერონის 95% ექსკრეტირდება შარდით გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტების, ძირითადად 3α, 5ß-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიონის) სახით.

აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ინტრავაგინალური გამოყენებისას:

აბსორბცია ხდება სწრაფად, პროგესტერონი გროვდება საშვილოსნოში და შეყვანიდან 1 სთ-ში აღინიშნება მისი მაღალი დონე. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 2-6 სთ-ში ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ. 100 მგ პრეპარატის დღეში 2-ჯერ შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია 24 სთ-ის განმავლობაში 9.7 ნგ/მლ დონეზე ნარჩუნდება.

დღეში 200 მგ-ზე მაღალი დოზის შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის I ტრიმესტრს შეესაბამება.

პრეპარატი მეტაბოლიზდება ძირითადად 3α, 5ß-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. 5ß-პრეგნანოლონის დონე პლაზმაში არ მატულობს. გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3α, 5ß-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი).

ჩვენება:

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის:

პერორალური მიღებისათვის:

ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან;

მეორადი ამენორეა;

პრემენსტრუალური სინდრომი;

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;

პრემენოპაუზა;

მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

ინტრავაგინალური გამოყენებისათვის:

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს;

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს;

ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა);

ნაადრევი მენოპაუზა;

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);

პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა;

საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;

ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

რელანტანით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პერორალური მიღება:

რელანტანის კაფსულების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ (რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თავბრუსა და ძილიანობასთან ასოცირებული პრობლემები) საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვებათა შორის პერიოდში.

ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (დისმენორეა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პრემენოპაუზა) პრეპარატი მიიღება სადღეღამისო დოზით 200-300 მგ, დაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს) 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით);

მეორადი ამენორეის სამკურნალოდ რელანტანი მიიღება საღამოს, ერთჯერადი სადღეღამისო დოზით 400 მგ 10 დღის განმავლობაში;

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ საღამოს, ციკლის მე-14 დღიდან 10-12 დღის განმავლობაში;

პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს (ესტროგენული თერაპიის ფონზე) რეკომენდებულია რელანტანის მიღება 200 მგ ერთხელ დღეში 10-12 დღე; მენოპაუზის დროს (ესტროგენების მიღების ფონზე) - 100 მგ დღეში უწყვეტ რეჟიმში.

ინტრავაგინალური გამოყენება:

რელანტანის კაფსულა შეჰყავთ ღრმად ინტრავაგინალურად.

საკვერცხეების არაფუნქციონირებით ან არარსებობით განპირობებული პროგესტერონის დეფიციტის დროს რელანტანი გამოიყენება (ესტროგენული თერაპიის ფონზე) ციკლის მე-13 და მე-14 დღეს ინტრავაგინალურად 100 მგ ერთხელ დღეში, შემდეგ მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით 100 მგ 2-ჯერ დღეში. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში კვირაში ერთხელ სადღეღამისო დოზა იზრდება 100 მგ-ით მაქსიმალური დოზის (600 მგ დღეში) მიღწევამდე და იყოფა 3 მიღებაზე. აღნიშნული დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 60 დღის განმავლობაში.

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩატარების დროს ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე ინტრავაგინალურად დოზით 400-600 მგ დღეში.

ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს, აგრეთვე ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევით განპირობებული უნაყოფობის დროს რეკომენდებულია რელანტანის გამოყენება ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში ინტრავაგინალურად დოზით 200-300 მგ დღეში. მენსტრუაციის შეჩერების და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება.

ორსულობის შეწყვეტის საფრთხის დროს ან პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული აბორტის პროფილაქტიკის მიზნით, რელანტანი ინიშნება ორსულობის I და II ტრიმესტრში ინტრავაგინალურად 100-200 მგ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერორალურად მიღების დროს და განაწილებულია გამოვლენის სიხშირის შემდეგი გრადაციით:

ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).

ორგანოთა სისტემები

არასასურველი გვერდითი მოვლენები

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ამენორეა აციკლური სისხლდენები

მასტოდინია

ფსიქიკის მხრივ

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძილიანობა

გარდამავალი თავბუხვევა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

მუცლის შებერილობა

პირღებინება დიარეა ყაბზობა

გულისრევა

ღვიძლის და ნაღვლდმდენი გზების მხრივ

ქოლესტაზური სიყვითლე

იმუნური სისტემის მხრივ

ჭინჭრის ციება

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

გამონაყარი

ქლოაზმა

ძილიანობა და გარდამავალი თავბრუხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც წესი, პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ. მოცემული გვერდითი მოვლენების შემსუბუქება შესაძლებელია დოზის დაკლებით, ძილის წინ მიღებით ან ვაგინალური გზით მიღებით.

აღნუშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბებაზე მიუთითებს.

ძილიანობა და/ან გარდამავალი თავბრუხვევა აღინიშნება თანმხლები ჰიპოესტროგენიის დროს. დოზის შემცირება ან მაღალი ესტროგენიზაციის აღდგენა დაუყოვნებლივ ხსნის ამ მოვლენებს პროგესტერონის თერაპიული ეფექტის შემცირების გარეშე.

თუ მკურნალობის კურსი იწყება ძალიან ადრე (მენსტრუქლური ციკლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით მე-15 დღემდე), შესაძლებელია მოხდეს მენსტრუქლური ციკლის შემოკლება ან აციკლური სისხლდენები.

რეგისტრირებული ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში, ამენორეა ან აციკლური სისხლდენები ახასიათებს ყველა პროგესტაგენს.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისას, პერორალური მიღების შემთხვევაში ვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, გამონადენი საშოდან, სახსრების ტკივილი, ჰიპერთერმია, ოფლიანობის მატება ღამის საათებში, სითხის შეკავება, სხეულის მასის ცვლილება, მწვავე პანკრეატიტი, ალოპეცია, ჰირსუტიზმი, ლიბიდოს ცვლილებები, თრომბოზი და თრომბოემბოლური გართულებები, არტერიული წნევის მატება.

ვაგინალური გზით მიღების დროს

აღწერილია ადგილობრივი აუტანლობის რეაქციების ერთეული შემთხვევები პრეპარატის კომპონენტებზე (კერძოდ, სოიოს ლეციტინზე), რომლებიც ვლინდება ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, წვით, ქავილით, ზეთოვანი გამონადენით.

სისტემური გვერდითი მოვლენები ვაგინალური მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულ დოზებში, კერძოდ, ძილიანობა და თავბრუხვევა (რომლებიც ორალური მიღების დროს გვხვდება) არ გამოვლენილა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ღრმა ვენების თრომბოზი; თრომბოფლებიტი;

თრომბოემბოლური დარღვევები (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი), თავის ტვინში სისხლჩაქცევები ან იგივე მდგომარეობა/დაავადება ანამნეზში;

გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშოდან;

არასრული აბორტი;

პორფირია;

სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების დადასტურებული ან საეჭვო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;

ღვიძლის მძიმე დაავადებები (მათ შორის ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, დუბინ-ჯონსონის სინდრომი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები) მიმდინარე ან ანამნეზში.

ასაკი 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);

ძუძუთი კვების პერიოდი;

მომატებული მგრძნობელობა პროგესტერონისადმი ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტისადმი.

სიფრთხილით გამოიყენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია, ჰიპერლიპოპროტეინემია, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევები, ფოტომგრძნობელობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელ პრეპარატებთან (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ბარბიტურატები, რიფამპინი) ერთდროული მიღებისას ძლიერდება ორგანიზმიდან რელანტანის ელიმინაცია.

რელანტანი აძლიერებს სისტემური კოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ანტიკოაგულანტების მოქმედებას ამცირებს.

არ არის რეკომენდებული რელანტანის ინტრავაგინალური გამოყენება ერთდროულად სხვა ინტრავაგინალურ პრეპარატებთან (აუცილებლობის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 სთ-ს), რადგანაც შესაძლოა, შეიცვალოს პროგესტერონის გამოთავისუფლებისა და შეწოვის ხარისხი.

რელანტანის მეტაბოლიზმი ითრგუნება მისი ერთდროული მიღებისას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ციტოქრომ P450 3A4 სისტემის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან (კეტოკონაზოლი, ციმეტიდინი, კლარითრომიცინი, დანაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი, ვორიკონაზოლი და სხვა).

არ არის რეკომენდებული პროგესტერონის ერთდროული გამოყენება ბრომოკრიპტინთან, როდესაც ეს უკანასკნელი გამოიყენება ოვულაციის აღსადგენად ამენორეის დროს.

პროგესტერონი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიერ იოდის ათვისებას, ამიტომ რადიოაქტიური ნატრიუმის იოდიდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს რელანტანის მიღება.

რელანტანი ზრდის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას.

ერთდროული გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, იმუნოდეპრესანტების მოქმედებას.

რელანტანი ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.

ჭარბი დოზირება:

რელანტანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სომნოლენცია, თავბრუ, ეიფორია, დისმენორეა. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით. რელანტანი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო. პროგესტერონი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები:

რელანტანი არ გამოიყენება კონტრაცეფციის მიზნით.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება (სასურველია ასაკობრივ რისკ-ჯგუფებში მამოგრაფიისა და ცერვიკალური ციტოლოგიური კვლევის ჩატარება), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სარძევე ჯირკვლისა და მენჯის ორგანოების შემოწმებას, უნდა გაკეთდეს პაპანიკოლაუს ტესტი.

რელანტანი არ ინიშნება მოზარდებში პუბერტატულ ასაკამდე (სანამ არ არის დახურული ეპიფიზური ფირფიტა).

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება შეშუპებით მიმდინარე დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის გულის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და თირკმლის სხვა დაავადებების, აგრეთვე ეპილეფსიის, შაკიკის და ბრონქული ასთმის დროს. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც შესაძლოა, გახდეს ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათა გამწვავების მიზეზი.

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ეგზემის, ჰიპერტონული დაავადების, რეტრობულბარული ნევრიტის, დეპრესიის, დემენციის, ჰიპერლიპოპროტეინემიის, ანთებითი დაავადებების, ინფექციების, ფოტოსენსიტივობის არსებობის დროს. მკურნალობის დროს მძიმე დეპრესიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

პროგესტერონით მკურნალობის დროს ინტერმენსტრუალური სისხლდენის ან არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა, გამოირიცხოს სისხლდენის არაფუნქციური მიზეზები. აუცილებელი დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება საკვერცხის კისტის არსებობის დროს.

რელანტანი სიფრთხილით ინიშნება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რელანტანის გამოყენება გერიატრიული ასაკის პაციენტებში: დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, სასურველია მკურნალობის დაწყება უმცირესი რეკომენდებული დოზით.

პრეპარატის მიღება განსაკუთრებული კლინიკური მდგომარეობების დროს: თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს რელანტანი გამოიყენება სიფრთხილით ინტენსიური მონიტორინგის პირობებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

პედიატრიაში გამოყენება: ბავშვთა ასაკში პრეპარატი არ გამოიყენება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

რელანტანით მკურნალობის პერიოდში, გარდამავალი თავბრუსა და ძილიანობის, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითების განვითარების ალბათობის გამო, საჭიროა სიფრთხილე იმ ქმედებების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა