რეაფემი
Rheafem®
რეაფემი® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით პროგესტოგენები და შეიცავს ბუნებრივ პროგესტოგენს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევების, მენოპაუზის დროს ჰორმონის შემცვლელი თერაპიისთვის და ფერტილურობის ზოგიერთი პრობლემის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტანი (progesterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ შიგნით მისაღები და ვაგინალური გამოყენების ჟელატინის რბილი კაფსულა №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Laboratorios Leon Farma S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034446
- რეგისტრირებულია
- 16 თებერვალი 2022, მოქმედებს 16 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BIH Pharmaceuticals Ltd. (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- შპს „საფ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რეაფემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რეაფემი® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით პროგესტოგენები და შეიცავს ბუნებრივ პროგესტოგენს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევების, მენოპაუზის დროს ჰორმონის შემცვლელი თერაპიისთვის და ფერტილურობის ზოგიერთი პრობლემის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გახსოვდეთ თქვენი პრეპარატის მიღება.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ რეაფემი® სამკურნალოდ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მის დასრულებამდე.
დოზა იცვლება მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები. ნორმალური დოზა არის:
პერორალური მიღება: ჩვეულებრივ, დოზა იქნება 200-დან 300 მგ პროგესტერონი დღეში.
ვაგინალური შეყვანა: დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ/დღეში, მკურნალობის მიზეზის მიხედვით.
თუ მიიღეთ იმაზე მეტ რეაფემი®, ვიდრე საჭიროა
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, უთხარით მას რა პრეპარატი და რამდენი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ რეაფემის® მიღება/გამოყენება
მიიღეთ რაც შეიძლება მალე და განაახლეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპესნირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ რეაფემით® მკურნალობას
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ/გამოიყენოთ რეაფემი®
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების ან რეაფემის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილი პუნქტში 6.
- ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. ის არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ.
- თუ შენიშნეთ რაიმე არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღებისას).
- თუ გაქვთ თრომბოემბოლიური დარღვევების ისტორია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რეაფემის® მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ განვითარდა ძილიანობა, კაფსულები უნდა მიიღოთ ძილის წინ.
რეკომენდებული დოზის და გამოყენების პირობების მიხედვით მიღებისას მკურნალობას არ გააჩნია კონტრაცეპტული ეფექტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთზე მეტი მედიკამენტის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.
რეაფემი® საკვებთან და სასმელთან ერთად
მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის აბსორბციას, ამიტომ უნდა დაიცვათ მისი მიღების იგივე რუტინა კვებასთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველ დღე საღამოს ჭამის შემდეგ ძილის წინ), თავიდან აიცილოთ ცვლილებები სხვადასხვა დღეებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს თქვენს ან ფარმაცევტს.
- ორსულობა
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც იზრდება ორსულობისას და ამიტომ, ამ პერიოდში მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
- ძუძუთი კვება
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ მიღება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვინაიდან პროგესტერონის პერორალურად მიღებისას აღინიშნა ძილიანობისა და/ან თავბრუსხვევის რისკი, უნდა მოერიდოთ სიტუაციებს, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლეს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რეაფემმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
პერორალური მიღება:
ძილიანობა და/ან თავბრუსხვევის ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან 1-დან 3 საათამდე. მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება ან ძლიერი სისხლდენა ლუთეინური ფაზის დროს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მიკრონიზებული პროგესტერონი, 100 მგ და 200 მგ ყოველ რბილ ჟელატინის კაფსულაში. სხვა ინგრედიენტებია:
შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
რეაფემი® 100 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
რეაფემი® 200 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.

პრეპარატის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
რეაფემი® არის რბილი ჟელატინის კაფსულები ორალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის. ისინი ხელმისაწვდომია 30 და 60 კაფსულიან შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ დატოვეთ აფთიაქში. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფუცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
რეაფემი® 100 მგ რბილი კაფსულები
რეაფემი® 200 მგ რბილი კაფსულები
პროგესტერონი
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელი, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში
ამ ფურცელში:
- რა არის რეაფემი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ რეაფემის® მიღებამდე/გამოყენებამდე
- როგორ მიიღება/გამოიყენება რეაფემი®
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება რეაფემი®
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის რეაფემი® და რისთვის გამოიყენება
რეაფემი® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით პროგესტოგენები და შეიცავს ბუნებრივ პროგესტოგენს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევების, მენოპაუზის დროს ჰორმონის შემცვლელი თერაპიისთვის და ფერტილურობის ზოგიერთი პრობლემის დროს.
- რა უნდა იცოდეთ რეაფემის® მიღებამდე
არ მიიღოთ/გამოიყენოთ რეაფემი®
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების ან რეაფემის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილი პუნქტში 6.
- ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს. ის არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ.
- თუ შენიშნეთ რაიმე არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღებისას).
- თუ გაქვთ თრომბოემბოლიური დარღვევების ისტორია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რეაფემის® მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ განვითარდა ძილიანობა, კაფსულები უნდა მიიღოთ ძილის წინ.
რეკომენდებული დოზის და გამოყენების პირობების მიხედვით მიღებისას მკურნალობას არ გააჩნია კონტრაცეპტული ეფექტი.
სხვა მედიკამენტები და რეაფემი®
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთზე მეტი მედიკამენტის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.
რეაფემი® საკვებთან და სასმელთან ერთად
მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის აბსორბციას, ამიტომ უნდა დაიცვათ მისი მიღების იგივე რუტინა კვებასთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველ დღე საღამოს ჭამის შემდეგ ძილის წინ), თავიდან აიცილოთ ცვლილებები სხვადასხვა დღეებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს თქვენს ან ფარმაცევტს.
- ორსულობა
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც იზრდება ორსულობისას და ამიტომ, ამ პერიოდში მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
- ძუძუთი კვება
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ მიღება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა.
ვინაიდან პროგესტერონის პერორალურად მიღებისას აღინიშნა ძილიანობისა და/ან თავბრუსხვევის რისკი, უნდა მოერიდოთ სიტუაციებს, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლეს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
- როგორ მიიღება/გამოიყენება რეაფემი®
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გახსოვდეთ თქვენი პრეპარატის მიღება.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ რეაფემი® სამკურნალოდ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მის დასრულებამდე.
დოზა იცვლება მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები. ნორმალური დოზა არის:
პერორალური მიღება: ჩვეულებრივ, დოზა იქნება 200-დან 300 მგ პროგესტერონი დღეში.
ვაგინალური შეყვანა: დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ/დღეში, მკურნალობის მიზეზის მიხედვით.
თუ მიიღეთ იმაზე მეტ რეაფემი®, ვიდრე საჭიროა
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, უთხარით მას რა პრეპარატი და რამდენი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ რეაფემის® მიღება/გამოყენება
მიიღეთ რაც შეიძლება მალე და განაახლეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპესნირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ რეაფემით® მკურნალობას
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რეაფემმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
პერორალური მიღება:
ძილიანობა და/ან თავბრუსხვევის ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან 1-დან 3 საათამდე. მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება ან ძლიერი სისხლდენა ლუთეინური ფაზის დროს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება რეაფემი®
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ დატოვეთ აფთიაქში. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია რეაფემის® შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მიკრონიზებული პროგესტერონი, 100 მგ და 200 მგ ყოველ რბილ ჟელატინის კაფსულაში. სხვა ინგრედიენტებია:
შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
რეაფემი® 100 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
რეაფემი® 200 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
პრეპარატის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
რეაფემი® არის რბილი ჟელატინის კაფსულები ორალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის. ისინი ხელმისაწვდომია 30 და 60 კაფსულიან შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
BIH Pharmaceuticals Ltd.,
მისამართი: სოფია – 1404 ტრიადიკას რაიონი, კოსტენსკი ვოდოპადის ქ. 45/V/3, ბულგარეთი
ტელ.: +359 2 468 05 85
ფაქსი: +359 2 465 42 69
ელფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Laboratorios León Farma, S.A.
პოლ. ინდ. ნავატეჯერა
ს/ლა ვალინა ს/ნ
24008-ნავატეჯერა, ლეონი, ესპანეთი
ამ ფურცლის ბოლო შესწორების თარიღი
2021 წლის აპრილი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.