პულმოლანი გამოიყენება როგორც სეკრეტოლიზური საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადებების დროს, რომლებიც ასოცირდება ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და მისი ტრანსპორტირების (ამოხველების) დარღვევასთან. პულმოლანის სიროფი 100 მლ ან 200 მლ ოდენობით მოთავსებულია ქარვისფერ ბოთლში პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (ambroxol)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/5მლ 100მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035700
- რეგისტრირებულია
- 29 ივნისი 2022, მოქმედებს 29 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პულმოლანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პულმოლანი გამოიყენება როგორც სეკრეტოლიზური საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადებების დროს, რომლებიც ასოცირდება ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და მისი ტრანსპორტირების (ამოხველების) დარღვევასთან.
პულმოლანის სიროფი 100 მლ ან 200 მლ ოდენობით მოთავსებულია ქარვისფერ ბოთლში პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით. წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე სიროფს.
პულმოლანი გამოიყენება ფილტვისა და ბრონქების დაავადებების დროს, რასაც თან ახლავს ლორწოს სეკრეციის გაძლიერება. პულმოლანი ათხიერებს ლორწოს და აადვილებს მის გამოდევნას.
რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ
აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ
წარსულში პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ალერგიული კანისმიერი რეაქციები.
პაციენტს დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია ან აღენიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება. ასეთ შემთხვევებში პულმოლანი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება (ხანგრძლივი ინტერვალები მომდევნო დოზებს შორის ან შემცირებული დოზები – ექიმის რჩევის შესაბამისად). თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს პულმოლანის მეტაბოლიტები აკუმულირდება ორგანიზმში.
ანამნეზში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას, ვინაიდან მუკოლიზურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ უჩივით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების საჭიროებაში, პულმოლანის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
პულმოლანი მიიღება ჭამის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 2-ჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები 0-2 წლის ასაკში: 1.25 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-ჯერ დღეში
ბავშვები 2-5 წლის ასაკში: 1.25 მლ ამბროქსოლის სიროფი 3-ჯერ დღეში
ბავშვები 5-12 წლის ასაკში: 2.5 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-3-ჯერ დღეში
მოზრდილები: დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას შეგირჩევთ ექიმი.
მიღების წესი
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
სიროფი მიიღება პირდაპირ ან წყალში და ხილის წვენში გახსნილი სახით.
გერიატრიული პოპულაცია
არ არსებობს განსაკუთრებული მითითება მედიკამენტის გერიატრიაში გამოყენების თაობაზე.
განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის და ღვიძლის დაავადებები
ანამნეზში თირკმლის, ღვიძლის დაავადებების ან პეპტიური წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას დანაკლისის შესავსებად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის, ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1. (“დამხმარე ნივთიერებები”).
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამბროქსოლს, აღწერილია კანის მხრივ ისეთი მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.
კანზე პროგრესირებადი რეაქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (რაც ზოგჯერ დაკავშირებულია ბუშტუკების წარმოქმნასთან და პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, თვალების, გენიტალიების ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან) საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ღვიძლის მძიმე დაავადების დროს, პულმოლანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. როგორც სხვა პრეპარატის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს და შემდგომ თირკმელებით გამოყოფას, ღვიძლში ფორმირებული ამბროქსოლის მეტაბოლიტების დაგროვება მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის დროს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის მძიმე დაავადების შემთხვევაში, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (E420). თუ პაციენტს აღენიშნება ნახშირწყლების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (კოდეინი) კომბინირება დაუშვებელია, ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.
არ აღინიშნება განსაკუთრებული გავლენა საგულე გლიკოზიდებზე, კორტიკოსტეროიდებზე, ბრონქოდილატატორებზე, დიურეტიკებსა და ანტიბიოტიკებზე. მიუხედავად ამისა, ატროპინი, ამანტადინის ანტიმუსკარინული მოქმედება, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები, სხვა პრეპარატები, როგორიცაა პროკაინამიდი (იპრატროპიუმი) და ცილიარული მოტორიკის დამაქვეითებელი საშუალებები იწვევენ გამოყოფილი ლორწოს დაგროვებას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
განსაკუთრებული მითითებები ლაქტაციის პერიოდში
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანი ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ რისკი/სარგებელის შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
არსებობს კვლევები ცხოველებში, რომელთა თანახმად პულმოლანის მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ორსულობის ან სავარაუდო ორსულობის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პულმოლანი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პულმოლანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს (E420). თუ პაციენტს აღენიშნება ნახშირწყლების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
არ ინიშნება ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, პრურიტუსი (ქავილი)
ცხელება
გულისრევა
მუცლის არეში ტკივილი
ღებინება
დიარეა
ლორწოვანი გარსის მხრივ რეაქციები
ძალიან იშვიათი:
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2, რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე)
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პულმოლანის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
ჭარბი დოზა
ადამიანებში ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის. შემთხვევით ჭარბი დოზით მიღებისას ან/და შეცდომით ჭარბი დოზებით დანიშვნისას ცნობილია, რომ გამოვლენილი სიმპტომები პრეპარატის რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი არასასურველი რეაქციების მსგავსია, და მათი კუპირებისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: პულმოლანის სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პულმოლანს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ პულმოლანი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd,
საქართველო
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებები. ამოსახველებელი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციების გარდა. მუკოლიზური საშუალებები.
ათქ კოდი: R05CB06.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აძლიერებს სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესს ალვეოლებსა და ბრონქებში, აუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
განაწილება:
მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 2.5 სთ-ში. სისხლში თერაპიული კონცენტრაცია შეადგენს 30 ნგ/მლ-ს. მკურნალობის პერიოდში სისხლში კონცენტრაცია 50 ნგ/მლ-ს აღწევს, თუმცა ორგანიზმში პრეპარატის აკუმულაცია არ ხდება. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 90%. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, გადადის დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია:
პერორალური დოზის დაახლოებით ერთი მესამედი ღვიძლში განიცდის „პირველი გავლის” მეტაბოლიზმს. ღვიძლში მეტაბოლიზმზე ძირითად პასუხისმგებელი ფერმეტი არის CYP3A4. ასევე, მეტაბოლიტები წარმოიქმნება თირკმელებში (მაგ., დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდი).
ელიმინაცია:
მეტაბოლიზმის გზით თითქმის მთლიანად გამოიყოფა შარდში, 90% გლუკურონიდების და 10% უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9-10 საათს. ამბროქსოლისა და მისი მეტაბოლიტების ჯამის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 22 საათს. ცილებთან შეკავშირების თანაფარდობისა და განაწილების მოცულობის მაღალი მაჩვენებლის გამო, ამბროქსოლის მნიშვნელოვანი ელიმინაცია დიალიზით ან ფორსირებული დიურეზით არ არის მოსალოდნელი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გახანგრძლივებულია ამბროქსოლის მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ამბროქსოლის კლირენსი მცირდება, 20-40%-ით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
პულმოლანი
PULMOLAN
30 მგ/5 მლ სიროფი
ორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: პულმოლანის სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლის ხსნარი (არაკრისტალური), ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, “ტუტი-ფრუტის” არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
- 54610100330preparatis მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.
მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.
მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
რა არის პულმოლანი და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე
პულმოლანის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
პულმოლანის შენახვის პირობები
სხვა ინფორმაცია
რა არის პულმოლანი და რისთვის გამოიყენება
პულმოლანი გამოიყენება როგორც სეკრეტოლიზური საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადებების დროს, რომლებიც ასოცირდება ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და მისი ტრანსპორტირების (ამოხველების) დარღვევასთან.
პულმოლანის სიროფი 100 მლ ან 200 მლ ოდენობით მოთავსებულია ქარვისფერ ბოთლში პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით. წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე სიროფს.
პულმოლანი გამოიყენება ფილტვისა და ბრონქების დაავადებების დროს, რასაც თან ახლავს ლორწოს სეკრეციის გაძლიერება. პულმოლანი ათხიერებს ლორწოს და აადვილებს მის გამოდევნას.
რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ
აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ
წარსულში პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ალერგიული კანისმიერი რეაქციები.
პაციენტს დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია ან აღენიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება. ასეთ შემთხვევებში პულმოლანი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება (ხანგრძლივი ინტერვალები მომდევნო დოზებს შორის ან შემცირებული დოზები – ექიმის რჩევის შესაბამისად). თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს პულმოლანის მეტაბოლიტები აკუმულირდება ორგანიზმში.
ანამნეზში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას, ვინაიდან მუკოლიზურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ უჩივით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების საჭიროებაში, პულმოლანის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
პულმოლანი მიიღება ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები ლაქტაციის პერიოდში
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანი ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ რისკი/სარგებელის შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
არსებობს კვლევები ცხოველებში, რომელთა თანახმად პულმოლანის მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ორსულობის ან სავარაუდო ორსულობის შესახებ.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
პულმოლანი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პულმოლანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს (E420). თუ პაციენტს აღენიშნება ნახშირწყლების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (კოდეინი) კომბინირება დაუშვებელია, ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.
არ აღინიშნება განსაკუთრებული გავლენა საგულე გლიკოზიდებზე, კორტიკოსტეროიდებზე, ბრონქოდილატატორებზე, დიურეტიკებსა და ანტიბიოტიკებზე. მიუხედავად ამისა, ატროპინი, ამანტადინის ანტიმუსკარინული მოქმედება, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები, სხვა პრეპარატები, როგორიცაა პროკაინამიდი (იპრატროპიუმი) და ცილიარული მოტორიკის დამაქვეითებელი საშუალებები იწვევენ გამოყოფილი ლორწოს დაგროვებას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
პულმოლანის მიღების წესი
1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 2-ჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები 0-2 წლის ასაკში: 1.25 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-ჯერ დღეში
ბავშვები 2-5 წლის ასაკში: 1.25 მლ ამბროქსოლის სიროფი 3-ჯერ დღეში
ბავშვები 5-12 წლის ასაკში: 2.5 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-3-ჯერ დღეში
მოზრდილები: დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას შეგირჩევთ ექიმი.
მიღების წესი
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
სიროფი მიიღება პირდაპირ ან წყალში და ხილის წვენში გახსნილი სახით.
გერიატრიული პოპულაცია
არ არსებობს განსაკუთრებული მითითება მედიკამენტის გერიატრიაში გამოყენების თაობაზე.
განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის და ღვიძლის დაავადებები
ანამნეზში თირკმლის, ღვიძლის დაავადებების ან პეპტიური წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას დანაკლისის შესავსებად.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
არ ინიშნება ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, პრურიტუსი (ქავილი)
ცხელება
გულისრევა
მუცლის არეში ტკივილი
ღებინება
დიარეა
ლორწოვანი გარსის მხრივ რეაქციები
ძალიან იშვიათი:
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2, რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე)
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პულმოლანის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
პულმოლანის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პულმოლანს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ პულმოლანი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd,
საქართველო
მწარმოებელი
World Medicine İlaç San. Ve Tic. A.Ş.,
თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


