პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

პროგესტან დექს

PROGESTAN DEX

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

PROGESTAN DEX აქტიური ნივთიერების სახით პროგესტერონს შეიცავს. პროგესტერონი ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონია. აღნიშნული პრეპრატი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვანზე და გეხმარებათ დაორსულებაში და ორსულობის შენარჩუნებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტანი (progesterone)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/1მლ ი.მ. საინექციო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი ამპულა №7
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0430
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპროგესტან დექს და სხვა წამალი ერთად

პროგესტან დექს — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

PROGESTAN DEX აქტიური ნივთიერების სახით პროგესტერონს შეიცავს. პროგესტერონი ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონია. აღნიშნული პრეპრატი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვანზე და გეხმარებათ დაორსულებაში და ორსულობის შენარჩუნებაში.

PROGESTAN DEX არის ქალებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკის (ART) პროგრამის ფარგლებში მკურნალობის დროს.

PROGESTAN DEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

მიღების წესი და დოზირება

PROGESTAN DEX-ი ყოველთვის ექიმის მიერ დანიშნული ფორმით მიიღეთ. გახსოვდეთ, რომ PROGESTAN DEX უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია რეპროდუქციული პრობლემების მკურნალობაში.

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ნორმალური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25 მგ ინექციას დღეში ერთხელ ორსულობის დადასტურების მე-12 კვირამდე.

მიღების გზა და მეთოდები:

PROGESTAN DEX შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც კაქვეშ (სუბკუტანურად), ასევე კუნთში (ინტრამუსკულურად) ინექცირების გზით. თქვენი ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტისგან შესაბამისი რჩევისა და ტრენინგის მიღების შემდეგ შეგიძლიათ 25 მგ PROGESTAN DEX კანქვეშ შეიყვანოთ.

PROGESTAN DEX-ის ინექცირებამდე ჩაგიტარდებათ შემდეგი ტრენინგი და მოგეცემათ შემდეგი რჩევები:

კანქვეშ ინექციის გაკეთების პრაქტიკა,

სად მოხდება თქვენი წამლის ინექცირება,

როგორ უნდა მოამზადოთ საინექციო ხსნარი,

როგორ მოხდება წამლის შეყვანა.

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები PROGESTAN DEX-ის მომზადებისა და გამოყენების შესახებ.

პრეპარატის კანქვეშ (სუბკუტან) შეყვანის საფეხურები შემდეგია:

A) ინექციის მომზადება,

B) შეფუთვის შემოწმება,

C) ამპულის და შპრიცის მომზადება,

D) შპრიცის შევსება,

E) შპრიცის ნემსის გამოცვლა,

F) ჰაერის ბუშტუკების მოცილება,

G) ინექციის კანქვეშ შეყვანა,

H) გამოყენებული ნაწილების განადგურება.

თითოეული ამპულა მხოლოდ ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული. ხსნარი ამპულის გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. ხსნარი არ უნდა დააყოვნოთ შპრიცში.

A) ინექციის მომზადება

მნიშვნელოვანია, რომ თითოული დეტალი შეძლებისდაგვარად სუფთა იყო, აქედან გამომდინარე, დაიწყეთ ხელების კარგად დაბანვითა და სუფთა ხელსახოცით გასუფთავებით. პრეპარატის მომზადებისთვის სუფთა ადგილი შეარჩიეთ:

PROGESTAN DEX 25 მგ/1 მლ იმ/სკ საინექციო ხსნარი.

ქვევით წარმოდგენილი დეტალები მედიკამენტთან ერთად არ მოგეწოდებათ. ამ დეტალებს თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდით.

ერთი ცალი შპრიცი,

ერთი ცალი დიდი ნემსი (ჩვეულებრივ 21G მწვანე ნემსი, კუნთში გაკეთების მიზნით),

ერთი ცალი პატარა ნემსი (ჩვეულებრივ 27G ნაცრისფერი ნემსი, კანქვეშ გაკეთების მიზნით),

ორი ცალი ალკოჰოლიანი გამასუფთვებელი ტილო,

მჭრელი და მჩხვლეტავი ნარჩენების გადასაყრელი ყუთი (ნემსების, ამპულებისა და სხვათა უსაფრთხოდ განადგურების მიზნით).

B) შეფუთვის შემოწმება

ყველა შპრიცზე და ნემსებზე მოთავსებულია დამსავი თავსახური.

შეამოწმეთ, რომ ყველა თავსახური მჭიდროდ იყოს დახურული, თუ შეუსაბამობას აღმოაჩენთ ან დაზიანებული იქნება, არ გამოიყენოთ.

დარწმუნდით, რომ PROGESTAN DEX-ის ამპულის ვარგისიანობის ვადა კვლავ ძალაშია. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატები.

C) შპრიცის მომზადება

შპრიცი შეფუთვიდან ამოიღეთ და დაიკავეთ.

დიდი 21G მწვანე ნემსი შეფუთვიდან ამოიღეთ, მაგრამ თავსახური დაფარებული უნდა იყოს.

შპრიცი ხელში გქონდეთ დაკავებული, დიდი 21G მწვანე ნემსი შპრიცზე მოათავსეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.

D) შპრიცის შევსება

PROGESTAN DEX-ის ამპულის თავი ფრთხილად მოატეხეთ და დიდი 21G მწვანე ნემსი ამპულაში მოათავსეთ.

მთლიანი ხსნარის შპრიცში ამოვსების მიზნით დგუში ნელა ამოსწიეთ.

დიდი ნემსი ამპულიდან ამოიღეთ.

E) შპრიცის ნემსის გამოცვლა

ეს საფეხური მოქმედია მხოლოდ მაშინ, თუ ინექცირება კანქვეშ ხორციელდება. თუ თქვენი ექიმი ჩაატარებს ინტრამუსკულარულ ინექციას, ის გააგრძელებს დოზის კორექციას და განახორციელებს ინექცირებას.

დიდი 21G მწვანე ნემსი ზედ არსებული თავსახურით დაიკავეთ და დიდი ნემსი შპრიციდან ფრთხილად მოხსენით.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი შეფუთვიდან ამოიღეთ, მაგრამ თავსახური დაფარებულ მდგომარეობაში დატოვეთ.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი შპრიცზე მოათავსეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.

F) ჰაერის ბუშტუკების მოცილება

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი ჭერისკენ მიმართულ მდგომარეობაში მოიყვანეთ და შპრიცი სწორად დაიკავეთ, დგუში ოდნავ უკან გასწიეთ და შპრიცს მსუბუქად დაარტყით ისე, რომ ჰაერის ბუშტები ზევით ავიდეს.

დგუშს ნელა მიაწექით მანამ, სანამ ჰაერი შპრიციდან გამოვა და პატარა 27G ნაცრისფერი ნემსის წვერიდან სულ მცირე ერთი წვეთი ხსნარი წამოვა.

G) ინექციის კანქვეშ (სუბკუტან) შეყვანა

თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის პროფესიონალი დიდი ალბათობით გაჩვენებდათ, თუ რომელ მიდამოში უნდა შეიყვანოთ PROGESTAN DEX-ი. (მაგ: მუცელი ან ბარძაყის წინა მხარე)

ალკოჰოლიანი ტილო გახსენით, საინექციო კანის არე საგულდაგულოდ გაწმინდეთ და გაშრობას დაელოდეთ.

შპრიცი ერთ ხელში უნდა დაიკავოთ. მეორე ხელი ინექცირების მიდამოში ცერა თითითა და საჩვენებელი თითით კანის ნაზად დაჭერისთვის გამოიყენება.

ისრის ტყრცნის მსგავსი მოძრაობით, წვრილი, პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი ჩაარჭეთ კანში ისე, რომ კანი და ნემსი სწორ კუთხეს ქმნიდეს.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი კანში ბოლომდე უნდა ჩაასოთ. არ გაიკეთოთ ინექცია პირდაპირ ვენაში.

ხსნარი შეჰყავთ ნელი და სტაბილური მოძრაობით დგუშზე ნაზად დაჭერით, სანამ ხსნარი მთლიანად არ იქნება კანქვეშ შეყვანილი. ექიმის მიერ გამოწერილი ხსნარი მთლიანად უნდა იქნეს ინექცირებული.

კანი გაანთავისუფლეთ და ნემსი პირდაპირ გარეთ ამოსწიეთ.

ინექცირების ადგილას კანი ალკოჰოლიანი ტილოთი, წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ.

H) გამოყენებული ნაწილების განადგურება

ინექცირების დასრულების შემდეგ ყველა ნემსი, ცარიელი ამპულები და შპრიცები მჭრელი და მჩხვლეტავი ნარჩენების ყუთში უნდა მოთავსდეს.

გამოუყენებელი ხსნარიც მთლიანად უნდა გადააგდოთ.

ინტრამუსკულარული (კუნთში) ინექცირება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განხორციელდება:

ყველა ინტრამუსკულური ინექციისთვის, თქვენი ექიმი ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტი ჩაატარებს ინექცირებას.

PROGESTAN DEX-ის ინექცირება ბარძაყის მხარეს ან დუნდულოში უნდა გაკეთდეს. თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის პროფესიონალი ალკოჰოლიანი ტილოთი გაასუფთავებს კანის იმ ადგილს, სადაც ინექცირება უნდა განხორციელდეს და დაუცდის მის გაშრობას. დიდ ნემსს მოათავსებს კუნთში ჩარჭობის მოქმედებით. დგუშზე ნაზად დაჭერით, ნელი და სტაბილური მოძრაობით განახორციელებს ხსნარის ინექცირებას მანამ, სანამ მთელი ხსნარი არ იქნება ინტრამუსკულარულად შეყვანილი. ნემსს პირდაპირ გარეთ ამოიღებს და ინექცირების ადგილს ალკოჰოლიანი ტილოთი გაწმენდს.

სხვადასხვა ასაკობრი ვიჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

PROGESTAN DEX-ი ბავშვებში არ მიიღება.

მიღება ხანდაზმულებში:

PROGESTAN DEX-ი 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში არ მიიღება.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

სპეციალური მიღება არ გააჩნია.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მწვავე უკმარისობის ან დაავადების დროს PROGESTAN DEX-ი არ უნდა იქნეს გამოყენებული. ღვიძლის სუსტი-საშუალო უკმარისობის ან დაავადების მქონე პაციენტებში ყურადღებით უნდა იქნეს გამოყენებული.

თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ PROGESTAN DEX-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN DEX-ი მიიღეთ:

თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN DEX-ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ PROGESTAN DEX-ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ინექცირება, შემდეგი ინექცირება ჩვეულებრივ დროზე განახორციელეთ და გააგრძელეთ ინექცირება. ინექცირებას ზედიზედ თუ გამოტოვებთ, შეატყობინეთ ექიმს. შეიძლება ამ მდგომარეობამ მკურნალობის ხელახლა დაწყების საჭიროება წარმოშვას.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

PROGESTAN DEX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:

PROGESTAN DEX-ის დოზა არ შეამციროთ და არ შეწყვიტოთ მისით მკურნალობა, თუ ეს ექიმის მიერ არ იქნება დანიშნული. PROGESTAN DEX-ის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილი შფოთვა, მოუსვენრობა და გაზარდოს კრუნჩხვის განვითარების რისკი.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ PROGESTAN DEX-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია (სიმპტომები მოიცავს ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, წყურვილისა და გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ ღებინებას, კონცენტრირებული შარდვის დაქვეითებას და წონის მატებას),

დეპრესია

კანისა და თვალის თეთრი ნაწილების სიყვითლე,

მძიმე ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი (ანაფილაქტოიდური რეაქციები).

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენთან, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თუ შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ტკივილი, სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება ან შეშუპება ინექცირების ადგილას

სპაზმი საშვილოსნოში

ვაგინალური სისხლდენა.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-მდე პაციენტში.

თავის ტკივილი

მუცლის შებერილობა

კუჭის ტკივილი

ყაბზობა

გულისრევის ან ღებინების შეგრძნება

ძუძუებზე მგრძნობელობა ან ტკივილი

ვაგინალური გამონადენი

საშოს კანზე და მის გარშემო კანზე ჩხვლეტის მაგვარი შეგრძნება ან არასასიამოვნო გაღიზიანება ან ქავილი;

ინექცირების ადგილის გარშემო მიდამოს გამკვრივება

დალურჯებები ინექცირების ადგილის გარშემო

სისუსტე (გადაღლილობა, უენერგიობა, ლეთარგია).

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-მდე პაციენტში.

განწყობის ცვლილებები

თავბრუსხვევა

უძილობა (ინსომნია)

კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანებადობა (კუჭის გაღიზიანებადობა ან მგრძნობელობა, მეტეორიზმი, მტკივნეული სპაზმები და ბოყინი)

კანზე გამონაყარი (მათ შორის შეწითლებული ცხელი კანი, ან ამობურცული, ქავილიანი მუწუკები ან ბუშტუკები, ან მშრალი, დაბზარული ან ბუშტუკებიანი ან შეშუპებული კანი)

ძუძუების შეშუპება ან გაზრდა

ცხელება

ზოგადი დისკომფორტის ან სისუსტის შეგრძნება

ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში არ იყო მოხსენებული პაციენტების მიერ, რომლებიც PROGESTANE DEX-ს იყენებდნენ, შემდეგი დარღვევები იქნა აღწერილი სხვა პროგესტინებთან დაკავშირებით: უძილობა (ინსომნია), პრემენსტრუალური პერიოდის მსგავსი სინდრომი და მენსტრუალური დარღვევები, ჭინჭრის ციება, აკნე, თმის ჭარბი ზრდა, თმის ცვენა (ალოპეცია), წონის მომატება.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (თუ ხართ ჰიპერმგრძნობიეარე) პროგესტერონის ანდა PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;

თუ თქვენ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა ნორმალური მენსტრუაციის მიღმა, რომელიც არ არის შეფასებული თქვენი ექიმის მიერ,

თუ თქვენ გქონდათ სპონტანური აბორტი და თქვენი ექიმი ეჭვობს, რომ საშვილოსნოში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ქსოვილი,

საშვილოსნოს გარე ორსულობა (გარე ორსულობა) თუ გქონიათ,

ამჟამად ღვიძლის სერიოზული პრობლემები თუ გაქვთ ან წარსულში თუ გქონიათ,

თუ გაქვთ დიაგნოსტირებული ძუძუს კიბო ან რეპროდუქციული არხის კიბო, ან გაქვთ ეჭვი მათ არსებობაზე,

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება ფეხებში, ფილტვებში, თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში,

თუ გაქვთ პორფირიის დარღვევები (გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი ან შეძენილი ჯგუფური დარღვევა),

ორსულობის დროს სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე ღვიძლის პრობლემების გამო), ძლიერი ქავილი და/ან კანის ბუშტუკები თუ გქონიათ,

თუ ხართ 18 წელზე უმცროსი ასაკის.

PROGESTAN DEX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს, შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა გახდეს საჭირო. გარდა ამისა, ბოლო დოზის მიღებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაშიც თუ წარმოიქმნება იგივე მდგომარეობები, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

გულის შეტევა (მკერდის ტკივილი ან წელის ტკივილი და/ან ძლიერი ტკივილი და თრთოლვა ერთ ან ორივე მკლავში, უეცარი ქოშინი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გულისრევა, ტაქიკარდია)

ინსულტი (ძლიერი თავის ტკივილი ან დაძაბულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობისა და მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან დაბუჟება ერთ მკლავში ან ფეხში)

თრომბის წარმოქმნა თვალებში ან სხეულის ნებისმიერ ადგილას (ტკივილი თვალებში ან ტკივილი და შეშუპება სახსრებში, ტერფებსა და ხელებში).

სიფრთხილეა საჭირო 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, მწეველებში და ათეროსკლეროზის (არტერიების გამკვრივების) რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში

დეპრესიის გაუარესება.

ძლიერი თავის ტკივილები, მხედველობის ცვლილებები.

PROGESTAN DEX-ით მკურნალობამდე:

ღვიძლის უკმარისობა (სუსტი ან საშუალო სიმძლავრის)

ეპილეფსია

შაკიკი

ასთმა

გულის ან თირკმელების პრობლემები

დიაბეტი (შაქრის დაავადება)

დეპრესიის ისტორია (წარსულში დეპრესია თუ გქონიათ).

ზევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გეხებათ, მკურნალობის მიმდინარობისას ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

PROGESTAN DEX-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

PROGESTAN DEX-ის მიღების მეთოდიდან გამომდინარე საკვებთან და სასმელთან რაიმე კავშირი არ გააჩნია

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

კარბამაზეპინი (კრუნჩხვებისა და კრიზების სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

გრიზეოფულვინი (ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი),

ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი),

St. John’s Wort (სტ.ჯონს ვორტი, зверобой) შემცველი მცენარეული პროდუქტები,

ციკლოსპორინი (ზოგიერთი ანთებისასწინააღმდეგო და განსაკუთრებით, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოყენებული პრეპარატი),

შაქრიანი პრეპარატები,

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი).

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX სხვა საინექციო პრეპარატების გაკეთებისთანავე.

თუ იყენებდით ან იყენებთ რეცეტით ან ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს, გთხოვთ აუცილებლად შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცეფტს.

PROGESTAN DEX როგორ გამოიყენება?

PROGESTAN DEX ყოველთვის მიირეთ ექიმის მიერ მოცემული წესით. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ თუკი ამ პრეპარატს იყენებთ განაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებელი მკურნალობის პერიოდში, უნდა დაგაკვირდეთ გამოცდილი ექიმი.

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

ჩვეულებრივ, ორსულობის პირველ 12 კვირამდე მიიღება 25 მგ-ანი ინექციის სახით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

PROGESTAN DEX შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორსულობის პირველი სამი თვის ანმავლობაში.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში PROGESTAN DEX არ უნდა გამოიყენოთ.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა

PROGESTAN DEX-ის მიღების დროს გაბრუებას და ან თავბრუსხვევას თუ შეიგრძნობთ, არ გამოიყენოთ ავტომობილი, რაიმე სახის მოწყობილობა ან დანადგარი.

PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ თქვენ არ ხართ მგრძნობიარე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლეთაც PROGESTAN DEX-ი შეიცავს, PROGESTAN DEX-ის გამოყენების გამო არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იყენებთ რეცეპტის გარეშე გაცემულ სხვა პრეპარატებს, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს:

კარბამაზეპინი (გამოიყენება კრუნჩხვებისა და კრიზისების სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

გრიზეოფულვინი [ანტიფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი],

ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

წმინდა იოანეს ვორტის (კრაზანას) შემცველი მცენარეული პროდუქტები,

ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის ანთების დროს და ორგანოთა გადანერგვის შემდეგ),

დიაბეტის წამლები,

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი).

PROGESTAN DEX-ი სხვა ინექცირებად პრეპარატებთან ერთად, ერთდროულად არ გამოიყენოთ.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ PROGESTAN DEX?

შეინახეთ PROGESTAN DEX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არ გააციოთ ან არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ოფიციალურ შეფუთვაში.

ეს სამედიცინო პროდუქცია პირველი გახსნისთანავე უნდა იქნეს გამოყენებული.

დანარჩენი ხსნარი მთლიანად უნდა გადააგდოთ.

ხსნარი ნაწილაკებს თუ შეიცავს ან ფერი შეცვლილი თუ აქვს, არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით გამოუყენებელი PROGESTAN DEX-ი არ ჩაუშვათ საქალაქო წყლებში ან ნაგავში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრეთ ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ PROGESTAN DEX ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Koçak Farma ilaç ve Kimya Sanayi A.Ş. (სს. „ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“)

მაჰმუთბეის უბ. 2477-ე ქ. N: 23 ბაღჯილარ / სტამბული

ტელეფონი: 0 212 410 39 50

ფაქსი: 0 212 447 61 65

წარმოების ადგილი:

Koçak Farma Ilaç ve Kimya Sanayi A Ş. (სს. „ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“)

ჩერქეზქოის ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, ქარააღაჩის უბანი 11-ე ქ. N 5

ქაფაქლი / თექირდაღ

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 08 / 08 / 2019 წელს.

შენახვის პირობები

შეინახეთ PROGESTAN ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25◦C . არ გააცივოთ ან გაყინოთ.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ეს სამედიცინო პრეპარატი გახსნისთანავე უნდა მოიხმაროთ.

თუ სითხეში შეამჩნიეთ ნაწილაკები ან ფერის ცვალებადობა, არ მოიხმაროთ იგი.

გარემოს დაცვის მიზნით გამოყენებული PROGESTAN DEX არ ჩააგდოთ ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში ან ნაგავში. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცეფტს.

გამოიყენეთ მხოლოდ ვადიანი PROGESTAN DEX

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ PROGESTAN თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.

ნებართვის მფლობელი: ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

მაჰმუთბეი მაჰ. 2477. სოკ. #23

ბაღჯილარ / სტამბული

ტელ: 0 212 410 39 50

ფაქსი: 0 212 447 61 65

წარმოების ადგილი: ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

ჩერკეზქოი ორგანიზე სანაი ბოლგესი

ქარააღაჩ მაჰ. 11. სოკ. #5

ქაფაქლი / თექირდაღი

ეს ანოტაცია 24.04.2019 რიცხვში დამტკიცდა.

მთარგმნელი: ქეთევან ყუფარაძე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

2009055001

გამოყენების ინსტრუქცია

PROGESTAN DEX 25 მგ/1 მლ იმ/სკ საინექციო ხსნარი

გამოიყენება კანქვეშ (სკ) ან კუნთში (იმ) ინექცირებით.

სტერილური

აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა (1 მლ) 25 მგ პროგესტერონს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსი-გამა-ციკლოდექსტრინი და საინექციო წყალი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის PROGESTAN DEX და რისთვის გამოიყენება?

PROGESTAN DEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ PROGESTAN DEX?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ PROGESTAN DEX?

რა არის PROGESTAN DEX და რისთვის გამოიყენება?

PROGESTAN DEX აქტიური ნივთიერების სახით პროგესტერონს შეიცავს. პროგესტერონი ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონია. აღნიშნული პრეპრატი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვანზე და გეხმარებათ დაორსულებაში და ორსულობის შენარჩუნებაში.

PROGESTAN DEX არის ქალებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკის (ART) პროგრამის ფარგლებში მკურნალობის დროს.

PROGESTAN DEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX ქვევით მოცემულ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია (თუ ხართ ჰიპერმგრძნობიეარე) პროგესტერონის ანდა PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;

თუ თქვენ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა ნორმალური მენსტრუაციის მიღმა, რომელიც არ არის შეფასებული თქვენი ექიმის მიერ,

თუ თქვენ გქონდათ სპონტანური აბორტი და თქვენი ექიმი ეჭვობს, რომ საშვილოსნოში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ქსოვილი,

საშვილოსნოს გარე ორსულობა (გარე ორსულობა) თუ გქონიათ,

ამჟამად ღვიძლის სერიოზული პრობლემები თუ გაქვთ ან წარსულში თუ გქონიათ,

თუ გაქვთ დიაგნოსტირებული ძუძუს კიბო ან რეპროდუქციული არხის კიბო, ან გაქვთ ეჭვი მათ არსებობაზე,

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ სისხლის შედედება ფეხებში, ფილტვებში, თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში,

თუ გაქვთ პორფირიის დარღვევები (გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი ან შეძენილი ჯგუფური დარღვევა),

ორსულობის დროს სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე ღვიძლის პრობლემების გამო), ძლიერი ქავილი და/ან კანის ბუშტუკები თუ გქონიათ,

თუ ხართ 18 წელზე უმცროსი ასაკის.

PROGESTAN DEX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ მკურნალობის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს, შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა გახდეს საჭირო. გარდა ამისა, ბოლო დოზის მიღებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაშიც თუ წარმოიქმნება იგივე მდგომარეობები, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

გულის შეტევა (მკერდის ტკივილი ან წელის ტკივილი და/ან ძლიერი ტკივილი და თრთოლვა ერთ ან ორივე მკლავში, უეცარი ქოშინი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გულისრევა, ტაქიკარდია)

ინსულტი (ძლიერი თავის ტკივილი ან დაძაბულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობისა და მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან დაბუჟება ერთ მკლავში ან ფეხში)

თრომბის წარმოქმნა თვალებში ან სხეულის ნებისმიერ ადგილას (ტკივილი თვალებში ან ტკივილი და შეშუპება სახსრებში, ტერფებსა და ხელებში).

სიფრთხილეა საჭირო 35 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, მწეველებში და ათეროსკლეროზის (არტერიების გამკვრივების) რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში

დეპრესიის გაუარესება.

ძლიერი თავის ტკივილები, მხედველობის ცვლილებები.

PROGESTAN DEX-ით მკურნალობამდე:

ღვიძლის უკმარისობა (სუსტი ან საშუალო სიმძლავრის)

ეპილეფსია

შაკიკი

ასთმა

გულის ან თირკმელების პრობლემები

დიაბეტი (შაქრის დაავადება)

დეპრესიის ისტორია (წარსულში დეპრესია თუ გქონიათ).

ზევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გეხებათ, მკურნალობის მიმდინარობისას ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

PROGESTAN DEX-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

PROGESTAN DEX-ის მიღების მეთოდიდან გამომდინარე საკვებთან და სასმელთან რაიმე კავშირი არ გააჩნია

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

PROGESTAN DEX შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორსულობის პირველი სამი თვის ანმავლობაში.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში PROGESTAN DEX არ უნდა გამოიყენოთ.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა

PROGESTAN DEX-ის მიღების დროს გაბრუებას და ან თავბრუსხვევას თუ შეიგრძნობთ, არ გამოიყენოთ ავტომობილი, რაიმე სახის მოწყობილობა ან დანადგარი.

PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ თქვენ არ ხართ მგრძნობიარე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლეთაც PROGESTAN DEX-ი შეიცავს, PROGESTAN DEX-ის გამოყენების გამო არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იყენებთ რეცეპტის გარეშე გაცემულ სხვა პრეპარატებს, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს:

კარბამაზეპინი (გამოიყენება კრუნჩხვებისა და კრიზისების სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

გრიზეოფულვინი [ანტიფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი],

ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

წმინდა იოანეს ვორტის (კრაზანას) შემცველი მცენარეული პროდუქტები,

ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის ანთების დროს და ორგანოთა გადანერგვის შემდეგ),

დიაბეტის წამლები,

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი).

PROGESTAN DEX-ი სხვა ინექცირებად პრეპარატებთან ერთად, ერთდროულად არ გამოიყენოთ.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ PROGESTAN DEX?

PROGESTAN DEX-ი ყოველთვის ექიმის მიერ დანიშნული ფორმით მიიღეთ. გახსოვდეთ, რომ PROGESTAN DEX უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია რეპროდუქციული პრობლემების მკურნალობაში.

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ნორმალური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25 მგ ინექციას დღეში ერთხელ ორსულობის დადასტურების მე-12 კვირამდე.

მიღების გზა და მეთოდები:

PROGESTAN DEX შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც კაქვეშ (სუბკუტანურად), ასევე კუნთში (ინტრამუსკულურად) ინექცირების გზით. თქვენი ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტისგან შესაბამისი რჩევისა და ტრენინგის მიღების შემდეგ შეგიძლიათ 25 მგ PROGESTAN DEX კანქვეშ შეიყვანოთ.

PROGESTAN DEX-ის ინექცირებამდე ჩაგიტარდებათ შემდეგი ტრენინგი და მოგეცემათ შემდეგი რჩევები:

კანქვეშ ინექციის გაკეთების პრაქტიკა,

სად მოხდება თქვენი წამლის ინექცირება,

როგორ უნდა მოამზადოთ საინექციო ხსნარი,

როგორ მოხდება წამლის შეყვანა.

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები PROGESTAN DEX-ის მომზადებისა და გამოყენების შესახებ.

პრეპარატის კანქვეშ (სუბკუტან) შეყვანის საფეხურები შემდეგია:

A) ინექციის მომზადება,

B) შეფუთვის შემოწმება,

C) ამპულის და შპრიცის მომზადება,

D) შპრიცის შევსება,

E) შპრიცის ნემსის გამოცვლა,

F) ჰაერის ბუშტუკების მოცილება,

G) ინექციის კანქვეშ შეყვანა,

H) გამოყენებული ნაწილების განადგურება.

თითოეული ამპულა მხოლოდ ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული. ხსნარი ამპულის გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. ხსნარი არ უნდა დააყოვნოთ შპრიცში.

A) ინექციის მომზადება

მნიშვნელოვანია, რომ თითოული დეტალი შეძლებისდაგვარად სუფთა იყო, აქედან გამომდინარე, დაიწყეთ ხელების კარგად დაბანვითა და სუფთა ხელსახოცით გასუფთავებით. პრეპარატის მომზადებისთვის სუფთა ადგილი შეარჩიეთ:

PROGESTAN DEX 25 მგ/1 მლ იმ/სკ საინექციო ხსნარი.

ქვევით წარმოდგენილი დეტალები მედიკამენტთან ერთად არ მოგეწოდებათ. ამ დეტალებს თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდით.

ერთი ცალი შპრიცი,

ერთი ცალი დიდი ნემსი (ჩვეულებრივ 21G მწვანე ნემსი, კუნთში გაკეთების მიზნით),

ერთი ცალი პატარა ნემსი (ჩვეულებრივ 27G ნაცრისფერი ნემსი, კანქვეშ გაკეთების მიზნით),

ორი ცალი ალკოჰოლიანი გამასუფთვებელი ტილო,

მჭრელი და მჩხვლეტავი ნარჩენების გადასაყრელი ყუთი (ნემსების, ამპულებისა და სხვათა უსაფრთხოდ განადგურების მიზნით).

B) შეფუთვის შემოწმება

ყველა შპრიცზე და ნემსებზე მოთავსებულია დამსავი თავსახური.

შეამოწმეთ, რომ ყველა თავსახური მჭიდროდ იყოს დახურული, თუ შეუსაბამობას აღმოაჩენთ ან დაზიანებული იქნება, არ გამოიყენოთ.

დარწმუნდით, რომ PROGESTAN DEX-ის ამპულის ვარგისიანობის ვადა კვლავ ძალაშია. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატები.

C) შპრიცის მომზადება

შპრიცი შეფუთვიდან ამოიღეთ და დაიკავეთ.

დიდი 21G მწვანე ნემსი შეფუთვიდან ამოიღეთ, მაგრამ თავსახური დაფარებული უნდა იყოს.

შპრიცი ხელში გქონდეთ დაკავებული, დიდი 21G მწვანე ნემსი შპრიცზე მოათავსეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.

D) შპრიცის შევსება

PROGESTAN DEX-ის ამპულის თავი ფრთხილად მოატეხეთ და დიდი 21G მწვანე ნემსი ამპულაში მოათავსეთ.

მთლიანი ხსნარის შპრიცში ამოვსების მიზნით დგუში ნელა ამოსწიეთ.

დიდი ნემსი ამპულიდან ამოიღეთ.

E) შპრიცის ნემსის გამოცვლა

ეს საფეხური მოქმედია მხოლოდ მაშინ, თუ ინექცირება კანქვეშ ხორციელდება. თუ თქვენი ექიმი ჩაატარებს ინტრამუსკულარულ ინექციას, ის გააგრძელებს დოზის კორექციას და განახორციელებს ინექცირებას.

დიდი 21G მწვანე ნემსი ზედ არსებული თავსახურით დაიკავეთ და დიდი ნემსი შპრიციდან ფრთხილად მოხსენით.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი შეფუთვიდან ამოიღეთ, მაგრამ თავსახური დაფარებულ მდგომარეობაში დატოვეთ.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი შპრიცზე მოათავსეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.

F) ჰაერის ბუშტუკების მოცილება

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი ჭერისკენ მიმართულ მდგომარეობაში მოიყვანეთ და შპრიცი სწორად დაიკავეთ, დგუში ოდნავ უკან გასწიეთ და შპრიცს მსუბუქად დაარტყით ისე, რომ ჰაერის ბუშტები ზევით ავიდეს.

დგუშს ნელა მიაწექით მანამ, სანამ ჰაერი შპრიციდან გამოვა და პატარა 27G ნაცრისფერი ნემსის წვერიდან სულ მცირე ერთი წვეთი ხსნარი წამოვა.

G) ინექციის კანქვეშ (სუბკუტან) შეყვანა

თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის პროფესიონალი დიდი ალბათობით გაჩვენებდათ, თუ რომელ მიდამოში უნდა შეიყვანოთ PROGESTAN DEX-ი. (მაგ: მუცელი ან ბარძაყის წინა მხარე)

ალკოჰოლიანი ტილო გახსენით, საინექციო კანის არე საგულდაგულოდ გაწმინდეთ და გაშრობას დაელოდეთ.

შპრიცი ერთ ხელში უნდა დაიკავოთ. მეორე ხელი ინექცირების მიდამოში ცერა თითითა და საჩვენებელი თითით კანის ნაზად დაჭერისთვის გამოიყენება.

ისრის ტყრცნის მსგავსი მოძრაობით, წვრილი, პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი ჩაარჭეთ კანში ისე, რომ კანი და ნემსი სწორ კუთხეს ქმნიდეს.

პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი კანში ბოლომდე უნდა ჩაასოთ. არ გაიკეთოთ ინექცია პირდაპირ ვენაში.

ხსნარი შეჰყავთ ნელი და სტაბილური მოძრაობით დგუშზე ნაზად დაჭერით, სანამ ხსნარი მთლიანად არ იქნება კანქვეშ შეყვანილი. ექიმის მიერ გამოწერილი ხსნარი მთლიანად უნდა იქნეს ინექცირებული.

კანი გაანთავისუფლეთ და ნემსი პირდაპირ გარეთ ამოსწიეთ.

ინექცირების ადგილას კანი ალკოჰოლიანი ტილოთი, წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ.

H) გამოყენებული ნაწილების განადგურება

ინექცირების დასრულების შემდეგ ყველა ნემსი, ცარიელი ამპულები და შპრიცები მჭრელი და მჩხვლეტავი ნარჩენების ყუთში უნდა მოთავსდეს.

გამოუყენებელი ხსნარიც მთლიანად უნდა გადააგდოთ.

ინტრამუსკულარული (კუნთში) ინექცირება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განხორციელდება:

ყველა ინტრამუსკულური ინექციისთვის, თქვენი ექიმი ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტი ჩაატარებს ინექცირებას.

PROGESTAN DEX-ის ინექცირება ბარძაყის მხარეს ან დუნდულოში უნდა გაკეთდეს. თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის პროფესიონალი ალკოჰოლიანი ტილოთი გაასუფთავებს კანის იმ ადგილს, სადაც ინექცირება უნდა განხორციელდეს და დაუცდის მის გაშრობას. დიდ ნემსს მოათავსებს კუნთში ჩარჭობის მოქმედებით. დგუშზე ნაზად დაჭერით, ნელი და სტაბილური მოძრაობით განახორციელებს ხსნარის ინექცირებას მანამ, სანამ მთელი ხსნარი არ იქნება ინტრამუსკულარულად შეყვანილი. ნემსს პირდაპირ გარეთ ამოიღებს და ინექცირების ადგილს ალკოჰოლიანი ტილოთი გაწმენდს.

სხვადასხვა ასაკობრი ვიჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

PROGESTAN DEX-ი ბავშვებში არ მიიღება.

მიღება ხანდაზმულებში:

PROGESTAN DEX-ი 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში არ მიიღება.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

სპეციალური მიღება არ გააჩნია.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მწვავე უკმარისობის ან დაავადების დროს PROGESTAN DEX-ი არ უნდა იქნეს გამოყენებული. ღვიძლის სუსტი-საშუალო უკმარისობის ან დაავადების მქონე პაციენტებში ყურადღებით უნდა იქნეს გამოყენებული.

თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ PROGESTAN DEX-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN DEX-ი მიიღეთ:

თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN DEX-ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ PROGESTAN DEX-ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ინექცირება, შემდეგი ინექცირება ჩვეულებრივ დროზე განახორციელეთ და გააგრძელეთ ინექცირება. ინექცირებას ზედიზედ თუ გამოტოვებთ, შეატყობინეთ ექიმს. შეიძლება ამ მდგომარეობამ მკურნალობის ხელახლა დაწყების საჭიროება წარმოშვას.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

PROGESTAN DEX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:

PROGESTAN DEX-ის დოზა არ შეამციროთ და არ შეწყვიტოთ მისით მკურნალობა, თუ ეს ექიმის მიერ არ იქნება დანიშნული. PROGESTAN DEX-ის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილი შფოთვა, მოუსვენრობა და გაზარდოს კრუნჩხვის განვითარების რისკი.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს PROGESTAN DEX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ PROGESTAN DEX-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია (სიმპტომები მოიცავს ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, წყურვილისა და გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ ღებინებას, კონცენტრირებული შარდვის დაქვეითებას და წონის მატებას),

დეპრესია

კანისა და თვალის თეთრი ნაწილების სიყვითლე,

მძიმე ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი (ანაფილაქტოიდური რეაქციები).

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენთან, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თუ შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ტკივილი, სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება ან შეშუპება ინექცირების ადგილას

სპაზმი საშვილოსნოში

ვაგინალური სისხლდენა.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-მდე პაციენტში.

თავის ტკივილი

მუცლის შებერილობა

კუჭის ტკივილი

ყაბზობა

გულისრევის ან ღებინების შეგრძნება

ძუძუებზე მგრძნობელობა ან ტკივილი

ვაგინალური გამონადენი

საშოს კანზე და მის გარშემო კანზე ჩხვლეტის მაგვარი შეგრძნება ან არასასიამოვნო გაღიზიანება ან ქავილი;

ინექცირების ადგილის გარშემო მიდამოს გამკვრივება

დალურჯებები ინექცირების ადგილის გარშემო

სისუსტე (გადაღლილობა, უენერგიობა, ლეთარგია).

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-მდე პაციენტში.

განწყობის ცვლილებები

თავბრუსხვევა

უძილობა (ინსომნია)

კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანებადობა (კუჭის გაღიზიანებადობა ან მგრძნობელობა, მეტეორიზმი, მტკივნეული სპაზმები და ბოყინი)

კანზე გამონაყარი (მათ შორის შეწითლებული ცხელი კანი, ან ამობურცული, ქავილიანი მუწუკები ან ბუშტუკები, ან მშრალი, დაბზარული ან ბუშტუკებიანი ან შეშუპებული კანი)

ძუძუების შეშუპება ან გაზრდა

ცხელება

ზოგადი დისკომფორტის ან სისუსტის შეგრძნება

ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში არ იყო მოხსენებული პაციენტების მიერ, რომლებიც PROGESTANE DEX-ს იყენებდნენ, შემდეგი დარღვევები იქნა აღწერილი სხვა პროგესტინებთან დაკავშირებით: უძილობა (ინსომნია), პრემენსტრუალური პერიოდის მსგავსი სინდრომი და მენსტრუალური დარღვევები, ჭინჭრის ციება, აკნე, თმის ჭარბი ზრდა, თმის ცვენა (ალოპეცია), წონის მომატება.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ PROGESTAN DEX?

შეინახეთ PROGESTAN DEX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არ გააციოთ ან არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ოფიციალურ შეფუთვაში.

ეს სამედიცინო პროდუქცია პირველი გახსნისთანავე უნდა იქნეს გამოყენებული.

დანარჩენი ხსნარი მთლიანად უნდა გადააგდოთ.

ხსნარი ნაწილაკებს თუ შეიცავს ან ფერი შეცვლილი თუ აქვს, არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით გამოუყენებელი PROGESTAN DEX-ი არ ჩაუშვათ საქალაქო წყლებში ან ნაგავში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრეთ ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ PROGESTAN DEX ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ PROGESTAN DEX პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Koçak Farma ilaç ve Kimya Sanayi A.Ş. (სს. „ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“)

მაჰმუთბეის უბ. 2477-ე ქ. N: 23 ბაღჯილარ / სტამბული

ტელეფონი: 0 212 410 39 50

ფაქსი: 0 212 447 61 65

წარმოების ადგილი:

Koçak Farma Ilaç ve Kimya Sanayi A Ş. (სს. „ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“)

ჩერქეზქოის ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, ქარააღაჩის უბანი 11-ე ქ. N 5

ქაფაქლი / თექირდაღ

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 08 / 08 / 2019 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა