პლეირისი 25
Pleyris 25
პლეირისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროგესტერონს. პროგესტერონი წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონს. მედიკამენტი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, რაც ხელს უწყობს ორსულობის დადგომას და შენარჩუნებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტანი (progesterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ/1,112მლ 1,112მლ ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №7
- მწარმოებელი
- IBSA Institut Biochimique S.A., შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044738
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- IBSA Institut Biochimique S.A. (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „საფ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პლეირისი 25 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პლეირისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროგესტერონს. პროგესტერონი წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონს. მედიკამენტი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, რაც ხელს უწყობს ორსულობის დადგომას და შენარჩუნებას.
პლეირისი განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) მკურნალობის დროს დამატებითი პროგესტერონი სჭირდებათ და რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიყენონ ან აქვთ ცუდი ამტანობა ვაგინალური პრეპარატებისადმი.
მიღების წესი და დოზირება
პლეირისი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. გახსოვდეთ, რომ პლეირისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უშვილობის პრობლემების სამკურნალოდ გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ პლეირისი და რა ხანგრძლივობით?
ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ ერთი ინექცია დღეში, ჩვეულებრივ, ორსულობის დადასტურებიდან 12 კვირამდე (ანუ მკურნალობის 10 კვირა).
როგორ უნდა იქნას გამოყენებული პლეირისი?
პლეირისის შეყვანა შესაძლებელია როგორც კანქვეშ (კანქვეშა ინექცია), ასევე კუნთში (ინტრამუსკულური ინექცია).
ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის შესაბამისი კონსულტაციისა და ინსტრუქციის შემდეგ, შეგიძლიათ თავად შეიყვანოთ კანქვეშ 25 მგ პლეირისი.
პლეირისის ინექციამდე თქვენ მიიღებთ შემდეგ ტრენინგსა და რჩევებს:
კანქვეშა ინექციის პრაქტიკა
სად უნდა გაიკეთოთ ინექცია
როგორ უნდა მოამზადოთ საინექციო ხსნარი
როგორ უნდა შეიყვანოთ მედიკამენტი.
გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია პლეირისის მომზადებისა და მიღების შესახებ.
ეტაპები თვითგამოყენების დროს:
ა. ინექციის მომზადება
ბ. შეფუთვის შემოწმება
გ. ფლაკონისა და შპრიცის მომზადება
დ. შპრიცის შევსება
ე. საინექციო ნემსის შეცვლა
ვ. ჰაერის ბუშტების გამოდევნა
ზ. კანქვეშა ინექციის გაკეთება
თ. გამოყენებული ნივთების გადაყრა.
ეს ეტაპები ახსნილია სრულად ქვემოთ.
მნიშვნელოვანი: თითოეული ფლაკონი მხოლოდ ერთხელ უნდა იქნას გამოყენებული. ხსნარი ფლაკონის გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. ის შპრიცში არ უნდა შეინახოთ.
ა. ინექციის მომზადება
მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად სუფთა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, კარგად დაიბანეთ ხელები და სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ.
მედიკამენტის მოსამზადებლად შეარჩიეთ სუფთა ადგილი:
პლეირისის საინექციო ხსნარის ერთი ფლაკონი
შემდეგი ნივთები არ შედის თქვენს მედიკამენტში. ამ ნივთებს მოგაწვდით თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
ერთი შპრიცი
ერთი დიდი ნემსი (ჩვეულებრივ, მწვანე 21G ნემსი; კუნთში შეყვანისთვის)
ერთი პატარა, წვრილი ნემსი (ჩვეულებრივ, ნაცრისფერი 27G ნემსი; კანქვეშა ინექციისთვის)
ორი სპირტიანი ტამპონი
ნარჩენების კონტეინერი (ნემსების, ფლაკონების და ა.შ. უსაფრთხო უტილიზაციისთვის)
ბ. შეფუთვის შემოწმება
პლეირისის ფლაკონის შპრიცსა და ნემსებს აქვთ დამცავი თავსახურები.
შეამოწმეთ, რომ ყველა თავსახური მყარად არის დამაგრებული და თუ ისინი სწორად არ არის დამაგრებული ან დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ისინი
დარწმუნდით, რომ პლეირისის ფლაკონზე ვარგისიანობის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ვარგისიანობის ვადა გასულია.
გ. ფლაკონისა და შპრიცის მომზადება
პლეირისის ფლაკონის ზედა ნაწილიდან პლასტმასის თავსახური ფრთხილად ზევით აწიეთ.
რეზინის თავსახური სპირტიანი ტამპონით გაწმინდეთ და გაშრობის საშუალება მიეცით.
შპრიცს შეფუთვა მოხსენით და აიღეთ შპრიცი.
დიდი მწვანე 21G ნემსიდან შეფუთვა მოხსენით, ნემსის თავსახური კი თავის ადგილზე დატოვეთ.
შპრიცი ხელში დაიჭირეთ, შპრიცს დიდი მწვანე 21G ნემსი მიამაგრეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.
დ. შპრიცის შევსება
პლეირისის ფლაკონის თავსახურის რეზინის ცენტრში ჩადეთ დიდი მწვანე 21G ნემსი.
როდესაც ნემსი ჩარჭობილია ფლაკონში, გადმოაბრუნეთ ფლაკონი. ნემსმა ფლაკონი ადგილზე უნდა დააფიქსიროს.
დარწმუნდით, რომ დიდი ნემსის წვერი სითხის დონის ქვემოთაა.
ფრთხილად მოქაჩეთ დგუში, რათა მთელი ნარევი შპრიცში ჩაასხათ.
ამოიღეთ დიდი ნემსი ფლაკონიდან.
ე. საინექციო ნემსის შეცვლა
ეს ნაბიჯი მხოლოდ კანქვეშა ინექციისთვისაა საჭირო. კუნთში ინექციისთვის, ექიმი განსაზღვრავს დოზას და ჩაატარებს ინექციას.
დაახურეთ თავსახური დიდ მწვანე 21G ნემსს და შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ დიდი ნემსი.
ამოიღეთ პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი შეფუთვიდან. ნემსის თავსახური ნემსზე შეინახეთ.
შპრიცზე მიამაგრეთ პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი, შემდეგ კი მოხსენით ნემსის თავსახური.
ვ. ჰაერის ბუშტების გამოდევნა
შპრიცი სწორად დაიჭირეთ, პატარა ნაცრისფერი 27G ნემსით ზემოთ მიმართული. ოდნავ გადაწიეთ დგუში უკან და შპრიცს დააკაკუნეთ ჰაერის ბუშტების გამოსადევნად.
ნელა დაწიეთ დგუში ქვემოთ, სანამ შპრიციდან მთელი ჰაერი არ გამოვა და პატარა ნაცრისფერი 27G ნემსის წვერიდან ხსნარის სულ მცირე ერთი წვეთი არ გადმოვა.
ზ. კანქვეშა ინექციის გაკეთება
ექიმმა ან ექთანმა უკვე გაჩვენათ, სად უნდა გაიკეთოთ პლეირისი (მაგ., მუცელი ან ბარძაყის წინა ნაწილი).
გახსენით სპირტიანი ტამპონი, კარგად გაწმინდეთ კანის ის ადგილი, სადაც უნდა გაიკეთოთ ინექცია და გააშრეთ.
შპრიცი ერთ ხელში დაიჭირეთ. მეორე ხელით, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის ფრთხილად მოუჭირეთ კანი ინექციის ადგილას.
ისრისებრი მოძრაობით კანში შეიყვანეთ წვრილი, პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი, დარწმუნდით, რომ კანი და ნემსი მართ კუთხეს ქმნიან.
კანში მთლიანად შეიყვანეთ პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი. არ შეიყვანოთ პირდაპირ ვენაში.
ხსნარი შეიყვანეთ დგუშის ნელა და თანაბრად დაჭერით, სანამ ხსნარის მთელი რაოდენობა კანქვეშ არ შეიყვანება.
შეიყვანეთ დანიშნული ხსნარის მთელი რაოდენობა.
კანი გაათავისუფლეთ და ნემსი პირდაპირ ამოიღეთ.
ინექციის ადგილას კანი სპირტიანი ტამპონით წრიული მოძრაობით გაწმინდეთ.
თ. გამოყენებული ნივთების გადაყრა
ინექციის შემდეგ, ყველა ნემსი, ცარიელი ფლაკონი და შპრიცი გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში.
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარიც უნდა გადაიყაროს.
ინექციის გაკეთება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ
ყველა ინტრამუსკულური ინექციის საჭიროების შემთხვევაში, ინექციას ჩაატარებს თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის სპეციალისტი.
პლეირისის ინექცია კეთდება ბარძაყის გვერდითა ან ქვედა ნაწილში. თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის სპეციალისტი გაწმენდს კანის იმ ადგილს, სადაც უნდა მოხდეს შეყვანა სპირტიანი ტამპონით და გააშრობს. ისრის მსგავსი მოძრაობით, ექიმი შეიყვანს დიდ ნემსს კუნთში.
ხსნარი შეიყვანება დგუშის ნაზად დაჭერით ნელი და თანაბარი მოძრაობით, სანამ ხსნარის მთელი რაოდენობა კუნთში არ შეიყვანება. შემდეგ ექიმი ნემსს ამოიღებს პირდაპირ და გაწმენდს კანს ინექციის ადგილას სპირტიანი ტამპონით.
თუ იყენებთ პლეირისის საჭიროზე მეტ დოზას
აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას.
თუ დაგავიწყდათ პლეირისის გამოყენება
მიიღეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ისე, როგორც ადრე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. აცნობეთ ექიმს, თუ როგორ მიიღეთ მედიკამენტი.
თუ გსურთ პლეირისის გამოყენების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ პლეირისის გამოყენება ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. პლეირისის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის და განწყობის ცვალებადობის მომატება და კრუნჩხვების რისკი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროგესტერონის ან პლეირისის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ გაწუხებთ ვაგინალური სისხლდენა (თქვენი ნორმალური მენსტრუალური ციკლის გარდა), რომელიც ექიმის მიერ არ არის შემოწმებული.
თუ გქონიათ აბორტი და ექიმი ეჭვობს, რომ საშვილოსნოში შეიძლება ქსოვილი დარჩეს.
თუ გაქვთ საშვილოსნოს გარეორსულობა (ექტოპიური ორსულობა).
თუ ამჟამად გაქვთ ან გქონიათ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
თუ გაქვთ ან საეჭვოა სარძევე ჯირკვლის ან რეპროდუქციული ორგანოების კიბო.
თუ გაქვთ ან გქონიათ სისხლის კოლტები ფეხებში, ფილტვებში, თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში.
თუ გაწუხებთ პორფირიის დაავადება (გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევების ჯგუფი).
თუ ორსულობის დროს გაწუხებდათ სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება ღვიძლის პრობლემების გამო), ძლიერი ქავილი და/ან ბუშტუკები კანზე.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
პლეირისის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ასევე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში განგივითარდათ შემდეგი სიმპტომები:
გულის შეტევა (ტკივილი გულმკერდის ან ზურგის არეში და/ან ძლიერი დაჭიმულობა და პულსაცია ერთ ან ორივე ხელში, უეცარი ქოშინი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, გულისრევა, პალპიტაცია)
ინსულტი (ძლიერი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის ან მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან დაბუჟება ხელში ან ფეხში)
სისხლის კოლტები თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (ტკივილი თვალებში ან ტკივილი და შეშუპება კოჭებში, ტერფებსა და ხელებში)
დეპრესიის გაუარესება
ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები
პლეირისით მკურნალობამდე
აცნობეთ ექიმს, თუ პლეირისის გამოყენებამდე გაქვთ ან გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე:
ღვიძლის პრობლემები (მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის)
ეპილეფსია
შაკიკი
ასთმა
გულის ან თირკმლის პრობლემები
დიაბეტი
დეპრესია
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, მკურნალობის დროს ექიმი ჩაატარებს მონიტორინგს.
პლეირისის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ პრეპარატებს.
კარბამაზეპინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ)
რიფამიპიცინი (ანტიბიოტიკი)
გრიზეფულვინი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას
ციკლოსპორინი (წამალი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და ორგანოების გადანერგვის შემდეგ)
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები
კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
არ მიიღოთ პლეირისი სხვა საინექციო მედიკამენტებთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
თუ ეჭვი გეპარებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობაზე, პლეირისით მკურნალობა უნდა შეწყდეს: მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულური დაავადება, არტერიული ან ვენური თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი ან ბადურას თრომბოზი.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
დეპრესიის ისტორიის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
რადგან პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, მდგომარეობები, რომლებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მან (მაგ., ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის უკმარისობა), საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს.
ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინირებული პროდუქტების მიმღები პაციენტების მცირე რაოდენობას აღენიშნება ინსულინის მიმართ მგრძნობელობის და შესაბამისად, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება. ამ შემცირების მექანიზმი უცნობია. ამიტომ, დიაბეტით დაავადებული ქალები პროგესტერონის თერაპიის დროს უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ (იხ. ნაწილი 4.5).
სქესობრივი სტეროიდების გამოყენებამ ასევე შეიძლება გაზარდოს ბადურას სისხლძარღვოვანი დაზიანების რისკი. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილეა რეკომენდებული 35 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის, მწეველებისთვის და არტერიოსკლეროზის რისკ-ფაქტორების მქონე პირებისთვის. გამოყენება უნდა შეწყდეს გარდამავალი იშემიური მოვლენების, უეცარი ძლიერი თავის ტკივილის ან მხედველობის დარღვევების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებასთან ან ბადურას სისხლდენასთან.
პროგესტერონის დოზის მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის მომატება, განწყობის ცვალებადობა და კრუნჩხვებისადმი მგრძნობელობის მომატება.
პლეირისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა და მისმა პარტნიორმა უნდა გაიარონ სამედიცინო გამოკვლევა უნაყოფობის ან ორსულობის გართულებების შესაძლო მიზეზების დასადგენად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ღვიძლის ციტოქრომ P450 3A4 სისტემის ცნობილმა ინდუქტორებმა (მაგ., რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, გრიზეოფულვინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ან კრაზანა (ჰიპერიკუმ პერფორატუმის შემცველი მცენარეული სამკურნალო საშუალებები)) შეიძლება გაზარდონ ელიმინაციის სიჩქარე და ამით შეამცირონ პროგესტერონის ბიოშეღწევადობა.
თუმცა, კეტოკონაზოლმა და ციტოქრომ P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ ელიმინაციის სიჩქარე და ამით გაზარდონ პროგესტერონის ბიოშეღწევადობა.
რადგან პროგესტერონს შეუძლია გავლენა მოახდინოს დიაბეტის კონტროლზე, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება (იხ. ნაწილი 4.4).
პროგესტოგენებმა შეიძლება დათრგუნონ ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი, რაც იწვევს ციკლოსპორინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას და ტოქსიკურობის რისკს. ერთდროულად მიღებული საინექციო მედიკამენტების გავლენა პროგესტერონის ზემოქმედებაზე პლეირისით არ არის შესწავლილი. სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
პლეირისის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, თუ ამ პლეირისის გამოყენების დროს გრძნობთ ძილიანობას და/ან თავბრუსხვევას.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, პლეირისმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტბში.
შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციას:
მუცლის ტკივილი
წყურვილის და გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ ღებინება
კონცენტრირებული შარდის შემცირებული რაოდენობის გამოყოფა
წონის მატება
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1-მდე 10-დან ნამკურნალებ პაციენტში):
ტკივილი, სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება ან შეშუპება ინექციის ადგილას
საშვილოსნოს სპაზმები
ვაგინალური სისხლდენა
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-მდე და 100-დან 1-მდე ნამკურნალებ პაციენტში):
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, წყურვილს, გულისრევას და ზოგჯერ ღებინებას, კონცენტრირებული შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას და წონაში მატებას)
თავის ტკივილი
მუცლის შებერილობა
კუჭის ტკივილი
ყაბზობა
ღებინება და გულისრევა
მკერდის მგრძნობელობა და/ან ტკივილი
ვაგინალური გამონადენი
ვაგინალური ლორწოვანი გარსის და მის მიმდებარე კანის არეში ჩხვლეტის შეგრძნება ან უსიამოვნო გაღიზიანება ან ქავილი
ინექციის ადგილას გამკვრივება
ინექციის ადგილას სისხლჩაქცევები
დაღლილობა (ჭარბი დაღლილობა, სისუსტე, ლეთარგია).
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 და 1000-დან 1 ნამკურნალევ პაციენტში):
განწყობის ცვლილებები
თავბრუსხვევა
უძილობა
კუჭისა და ნაწლავების მხრივ დარღვევები (მათ შორის კუჭის დისკომფორტი და/ან მგრძნობელობა, მეტეორიზმი, მტკივნეული სპაზმები და ღებინება)
კანზე გამონაყარი (მათ შორის წითელი, თბილი კანი, ან ამობურცული, ქავილიანი მუწუკები ან ბუშტუკები, ან კანის შეშუპება)
მკერდის შეშუპება და/ან გადიდება
სიცხის შეგრძნება
დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება ან „შეუძლოდ ყოფნის“ შეგრძნება
ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ პლეირისის კლინიკურ კვლევებში პაციენტების მიერ არ არის აღწერილი, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სხვა პროგესტოგენების გამოყენებისას: დეპრესია, კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე), უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომი და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭინჭრის ციება, აკნე, თმის ჭარბი ზრდა, თმის ცვენა (ალოპეცია), წონის მატება და მძიმე ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სახისა და ყელის შეშუპება ან კანის ძლიერი გამონაყარი (ანაფილაქტოიდური რეაქციები).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
პროგესტერონის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა გულისხმობს პლეირისის შეწყვეტას და შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობის დაწყებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პროგესტერონი. თითოეული ფლაკონი (1.112 მლ) შეიცავს 25 მგ პროგესტერონს (თეორიული კონცენტრაცია 22.48 მგ/მლ).
დამხმარე ნივთიერებებია: ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
პლეირისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
პლეირისი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი უფერო მინის ფლაკონში.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1, 7 ან 14 ფლაკონს. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული პირველი გახსნისთანავე.
დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
არ გამოიყენოთ პლეირისი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეწყვიტეთ პლეირისის გამოყენება, თუ ხსნარში შეამჩნევთ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები; პროგესტოგენები; პრეგნენ-(4)-ის წარმოებულები, ATC კოდი: G03DA04.
პროგესტერონი არის ბუნებრივად წარმოქმნილი სტეროიდი, რომელიც გამოიყოფა საკვერცხის, პლაცენტის და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. საკმარისი ესტროგენის არსებობის შემთხვევაში, პროგესტერონი გარდაქმნის პროლიფერაციულ ენდომეტრიუმს სეკრეტორულ ენდომეტრიუმად. პროგესტერონი აუცილებელია ემბრიონის იმპლანტაციისთვის ენდომეტრიუმის მგრძნობელობის გასაზრდელად. ემბრიონის იმპლანტაციის შემდეგ, პროგესტერონი მოქმედებს ორსულობის შესანარჩუნებლად.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში ემბრიონის გადატანის შემდეგ პლეირისის 25 მგ/დღეში 10 კვირის განმავლობაში ლუთეინური მხარდაჭერის შემდეგ (N=318) ორსულობის მაჩვენებელი 29.25% იყო (95% CI: 24.25–34.25).
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააუქმა პლეირისის კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულება ყველა პედიატრიულ პაციენტთა ჯგუფში დამტკიცებული ჩვენებების მიხედვით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
12 ჯანმრთელ პოსტმენოპაუზურ ქალში 25 მგ პლეირისის კანქვეშ (SC) შეყვანის შემდეგ შრატის პროგესტერონის კონცენტრაცია გაიზარდა. ერთჯერადი კანქვეშა დოზის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, საშუალო Cmax იყო 50.7+16.3 ნგ/მლ. შრატის პროგესტერონის კონცენტრაცია მონოექსპონენციურად შემცირდა, საშუალოდ 6.6+1.6 ნგ/მლ მიღებიდან 12 საათის შემდეგ. შრატის მინიმალური კონცენტრაცია 1.4+0.5 ნგ/მლ მიღწეული იქნა 96 საათის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა წრფივობა სამი გამოცდილი კანქვეშა დოზისთვის (25 მგ, 50 მგ და 100 მგ).
კანქვეშ 25 მგ/დღეში მრავალჯერადი დოზირების შემდეგ, სტაბილური კონცენტრაციები მიღწეული იქნა პლეირისით მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 დღის განმავლობაში. მე-11 დღეს დაფიქსირდა მინიმალური კონცენტრაციები 4.8 + 1.1 ნგ/მლ, AUC 346.9 + 41.9 ნგ*სთ/მლ-ით.
განაწილება
ადამიანებში პროგესტერონის 96–99% უკავშირდება შრატის ცილებს, როგორიცაა ალბუმინი (50–54%) ან ტრანსკორტინი (43–48%), ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლად არის წარმოდგენილი პლაზმაში. ლიპიდებში ხსნადობის გამო, პროგესტერონი სისხლიდან სამიზნე უჯრედებამდე პასიური დიფუზიის გზით გადადის.
ბიოტრანსფორმაცია
პროგესტერონი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება პრეგნანდიოლებად და პრეგნანოლონებად.
პრეგნანდიოლები და პრეგნანოლონები ღვიძლში კონიუგირებულია გლუკურონიდისა და სულფატის მეტაბოლიტების სახით.
ნაღველში გამოყოფილი პროგესტერონის მეტაბოლიტები შეიძლება დეკონიუგირებული იყოს და შემდგომ მეტაბოლიზდეს ნაწლავში აღდგენის, დეჰიდროქსილირებისა და ეპიმერიზაციის გზით.
ელიმინაცია
პროგესტერონი გამოიყოფა თირკმელებითა და ნაღვლის მეშვეობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პლეირისი 25 მგ
საინექციო ხსნარი
პროგესტერონი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით. შესაძლოა, პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
პლეირისის 25 მგ საინექციო ხსნარი ამ ინსტრუქციაში მოხსენიებულია, როგორც პლეირისი.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს პლეირისი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია პლეირის გამოყენებამდე
- პლეირისის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- პლეირისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს პლეირისი და რისთვის გამოიყენება
პლეირისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროგესტერონს. პროგესტერონი წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ქალის სასქესო ჰორმონს. მედიკამენტი მოქმედებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, რაც ხელს უწყობს ორსულობის დადგომას და შენარჩუნებას.
პლეირისი განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) მკურნალობის დროს დამატებითი პროგესტერონი სჭირდებათ და რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიყენონ ან აქვთ ცუდი ამტანობა ვაგინალური პრეპარატებისადმი.
- ინფორმაცია პლეირისის გამოყენებამდე
არ შეიძლება პლეირისის გამოყენება:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროგესტერონის ან პლეირისის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ გაწუხებთ ვაგინალური სისხლდენა (თქვენი ნორმალური მენსტრუალური ციკლის გარდა), რომელიც ექიმის მიერ არ არის შემოწმებული.
თუ გქონიათ აბორტი და ექიმი ეჭვობს, რომ საშვილოსნოში შეიძლება ქსოვილი დარჩეს.
თუ გაქვთ საშვილოსნოს გარეორსულობა (ექტოპიური ორსულობა).
თუ ამჟამად გაქვთ ან გქონიათ ღვიძლის მძიმე პრობლემები.
თუ გაქვთ ან საეჭვოა სარძევე ჯირკვლის ან რეპროდუქციული ორგანოების კიბო.
თუ გაქვთ ან გქონიათ სისხლის კოლტები ფეხებში, ფილტვებში, თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში.
თუ გაწუხებთ პორფირიის დაავადება (გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევების ჯგუფი).
თუ ორსულობის დროს გაწუხებდათ სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება ღვიძლის პრობლემების გამო), ძლიერი ქავილი და/ან ბუშტუკები კანზე.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
პლეირისის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ასევე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში განგივითარდათ შემდეგი სიმპტომები:
გულის შეტევა (ტკივილი გულმკერდის ან ზურგის არეში და/ან ძლიერი დაჭიმულობა და პულსაცია ერთ ან ორივე ხელში, უეცარი ქოშინი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, გულისრევა, პალპიტაცია)
ინსულტი (ძლიერი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის ან მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან დაბუჟება ხელში ან ფეხში)
სისხლის კოლტები თვალებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (ტკივილი თვალებში ან ტკივილი და შეშუპება კოჭებში, ტერფებსა და ხელებში)
დეპრესიის გაუარესება
ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები
პლეირისით მკურნალობამდე
აცნობეთ ექიმს, თუ პლეირისის გამოყენებამდე გაქვთ ან გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე:
ღვიძლის პრობლემები (მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის)
ეპილეფსია
შაკიკი
ასთმა
გულის ან თირკმლის პრობლემები
დიაბეტი
დეპრესია
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, მკურნალობის დროს ექიმი ჩაატარებს მონიტორინგს.
პლეირისის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ პრეპარატებს.
კარბამაზეპინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ)
რიფამიპიცინი (ანტიბიოტიკი)
გრიზეფულვინი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას
ციკლოსპორინი (წამალი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და ორგანოების გადანერგვის შემდეგ)
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები
კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
არ მიიღოთ პლეირისი სხვა საინექციო მედიკამენტებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
პლეირისის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, თუ ამ პლეირისის გამოყენების დროს გრძნობთ ძილიანობას და/ან თავბრუსხვევას.
- პლეირისის მიღების წესი
პლეირისი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. გახსოვდეთ, რომ პლეირისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უშვილობის პრობლემების სამკურნალოდ გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ პლეირისი და რა ხანგრძლივობით?
ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ ერთი ინექცია დღეში, ჩვეულებრივ, ორსულობის დადასტურებიდან 12 კვირამდე (ანუ მკურნალობის 10 კვირა).
როგორ უნდა იქნას გამოყენებული პლეირისი?
პლეირისის შეყვანა შესაძლებელია როგორც კანქვეშ (კანქვეშა ინექცია), ასევე კუნთში (ინტრამუსკულური ინექცია).
ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის შესაბამისი კონსულტაციისა და ინსტრუქციის შემდეგ, შეგიძლიათ თავად შეიყვანოთ კანქვეშ 25 მგ პლეირისი.
პლეირისის ინექციამდე თქვენ მიიღებთ შემდეგ ტრენინგსა და რჩევებს:
კანქვეშა ინექციის პრაქტიკა
სად უნდა გაიკეთოთ ინექცია
როგორ უნდა მოამზადოთ საინექციო ხსნარი
როგორ უნდა შეიყვანოთ მედიკამენტი.
გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია პლეირისის მომზადებისა და მიღების შესახებ.
ეტაპები თვითგამოყენების დროს:
ა. ინექციის მომზადება
ბ. შეფუთვის შემოწმება
გ. ფლაკონისა და შპრიცის მომზადება
დ. შპრიცის შევსება
ე. საინექციო ნემსის შეცვლა
ვ. ჰაერის ბუშტების გამოდევნა
ზ. კანქვეშა ინექციის გაკეთება
თ. გამოყენებული ნივთების გადაყრა.
ეს ეტაპები ახსნილია სრულად ქვემოთ.
მნიშვნელოვანი: თითოეული ფლაკონი მხოლოდ ერთხელ უნდა იქნას გამოყენებული. ხსნარი ფლაკონის გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. ის შპრიცში არ უნდა შეინახოთ.
ა. ინექციის მომზადება
მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად სუფთა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, კარგად დაიბანეთ ხელები და სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ.
მედიკამენტის მოსამზადებლად შეარჩიეთ სუფთა ადგილი:
პლეირისის საინექციო ხსნარის ერთი ფლაკონი
შემდეგი ნივთები არ შედის თქვენს მედიკამენტში. ამ ნივთებს მოგაწვდით თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
ერთი შპრიცი
ერთი დიდი ნემსი (ჩვეულებრივ, მწვანე 21G ნემსი; კუნთში შეყვანისთვის)
ერთი პატარა, წვრილი ნემსი (ჩვეულებრივ, ნაცრისფერი 27G ნემსი; კანქვეშა ინექციისთვის)
ორი სპირტიანი ტამპონი
ნარჩენების კონტეინერი (ნემსების, ფლაკონების და ა.შ. უსაფრთხო უტილიზაციისთვის)
ბ. შეფუთვის შემოწმება
პლეირისის ფლაკონის შპრიცსა და ნემსებს აქვთ დამცავი თავსახურები.
შეამოწმეთ, რომ ყველა თავსახური მყარად არის დამაგრებული და თუ ისინი სწორად არ არის დამაგრებული ან დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ისინი
დარწმუნდით, რომ პლეირისის ფლაკონზე ვარგისიანობის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ვარგისიანობის ვადა გასულია.
გ. ფლაკონისა და შპრიცის მომზადება
პლეირისის ფლაკონის ზედა ნაწილიდან პლასტმასის თავსახური ფრთხილად ზევით აწიეთ.
რეზინის თავსახური სპირტიანი ტამპონით გაწმინდეთ და გაშრობის საშუალება მიეცით.
შპრიცს შეფუთვა მოხსენით და აიღეთ შპრიცი.
დიდი მწვანე 21G ნემსიდან შეფუთვა მოხსენით, ნემსის თავსახური კი თავის ადგილზე დატოვეთ.
შპრიცი ხელში დაიჭირეთ, შპრიცს დიდი მწვანე 21G ნემსი მიამაგრეთ და ნემსის თავსახური მოხსენით.
დ. შპრიცის შევსება
პლეირისის ფლაკონის თავსახურის რეზინის ცენტრში ჩადეთ დიდი მწვანე 21G ნემსი.
როდესაც ნემსი ჩარჭობილია ფლაკონში, გადმოაბრუნეთ ფლაკონი. ნემსმა ფლაკონი ადგილზე უნდა დააფიქსიროს.
დარწმუნდით, რომ დიდი ნემსის წვერი სითხის დონის ქვემოთაა.
ფრთხილად მოქაჩეთ დგუში, რათა მთელი ნარევი შპრიცში ჩაასხათ.
ამოიღეთ დიდი ნემსი ფლაკონიდან.
ე. საინექციო ნემსის შეცვლა
ეს ნაბიჯი მხოლოდ კანქვეშა ინექციისთვისაა საჭირო. კუნთში ინექციისთვის, ექიმი განსაზღვრავს დოზას და ჩაატარებს ინექციას.
დაახურეთ თავსახური დიდ მწვანე 21G ნემსს და შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ დიდი ნემსი.
ამოიღეთ პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი შეფუთვიდან. ნემსის თავსახური ნემსზე შეინახეთ.
შპრიცზე მიამაგრეთ პატარა 27G ნაცრისფერი ნემსი, შემდეგ კი მოხსენით ნემსის თავსახური.
ვ. ჰაერის ბუშტების გამოდევნა
შპრიცი სწორად დაიჭირეთ, პატარა ნაცრისფერი 27G ნემსით ზემოთ მიმართული. ოდნავ გადაწიეთ დგუში უკან და შპრიცს დააკაკუნეთ ჰაერის ბუშტების გამოსადევნად.
ნელა დაწიეთ დგუში ქვემოთ, სანამ შპრიციდან მთელი ჰაერი არ გამოვა და პატარა ნაცრისფერი 27G ნემსის წვერიდან ხსნარის სულ მცირე ერთი წვეთი არ გადმოვა.
ზ. კანქვეშა ინექციის გაკეთება
ექიმმა ან ექთანმა უკვე გაჩვენათ, სად უნდა გაიკეთოთ პლეირისი (მაგ., მუცელი ან ბარძაყის წინა ნაწილი).
გახსენით სპირტიანი ტამპონი, კარგად გაწმინდეთ კანის ის ადგილი, სადაც უნდა გაიკეთოთ ინექცია და გააშრეთ.
შპრიცი ერთ ხელში დაიჭირეთ. მეორე ხელით, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის ფრთხილად მოუჭირეთ კანი ინექციის ადგილას.
ისრისებრი მოძრაობით კანში შეიყვანეთ წვრილი, პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი, დარწმუნდით, რომ კანი და ნემსი მართ კუთხეს ქმნიან.
კანში მთლიანად შეიყვანეთ პატარა ნაცრისფერი 27G ნემსი. არ შეიყვანოთ პირდაპირ ვენაში.
ხსნარი შეიყვანეთ დგუშის ნელა და თანაბრად დაჭერით, სანამ ხსნარის მთელი რაოდენობა კანქვეშ არ შეიყვანება.
შეიყვანეთ დანიშნული ხსნარის მთელი რაოდენობა.
კანი გაათავისუფლეთ და ნემსი პირდაპირ ამოიღეთ.
ინექციის ადგილას კანი სპირტიანი ტამპონით წრიული მოძრაობით გაწმინდეთ.
თ. გამოყენებული ნივთების გადაყრა
ინექციის შემდეგ, ყველა ნემსი, ცარიელი ფლაკონი და შპრიცი გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში.
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარიც უნდა გადაიყაროს.
ინექციის გაკეთება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ
ყველა ინტრამუსკულური ინექციის საჭიროების შემთხვევაში, ინექციას ჩაატარებს თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის სპეციალისტი.
პლეირისის ინექცია კეთდება ბარძაყის გვერდითა ან ქვედა ნაწილში. თქვენი ექიმი ან ჯანდაცვის სპეციალისტი გაწმენდს კანის იმ ადგილს, სადაც უნდა მოხდეს შეყვანა სპირტიანი ტამპონით და გააშრობს. ისრის მსგავსი მოძრაობით, ექიმი შეიყვანს დიდ ნემსს კუნთში.
ხსნარი შეიყვანება დგუშის ნაზად დაჭერით ნელი და თანაბარი მოძრაობით, სანამ ხსნარის მთელი რაოდენობა კუნთში არ შეიყვანება. შემდეგ ექიმი ნემსს ამოიღებს პირდაპირ და გაწმენდს კანს ინექციის ადგილას სპირტიანი ტამპონით.
თუ იყენებთ პლეირისის საჭიროზე მეტ დოზას
აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას.
თუ დაგავიწყდათ პლეირისის გამოყენება
მიიღეთ დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ისე, როგორც ადრე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. აცნობეთ ექიმს, თუ როგორ მიიღეთ მედიკამენტი.
თუ გსურთ პლეირისის გამოყენების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ პლეირისის გამოყენება ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. პლეირისის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის და განწყობის ცვალებადობის მომატება და კრუნჩხვების რისკი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, პლეირისმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტბში.
შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციას:
მუცლის ტკივილი
წყურვილის და გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ ღებინება
კონცენტრირებული შარდის შემცირებული რაოდენობის გამოყოფა
წონის მატება
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1-მდე 10-დან ნამკურნალებ პაციენტში):
ტკივილი, სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება ან შეშუპება ინექციის ადგილას
საშვილოსნოს სპაზმები
ვაგინალური სისხლდენა
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-მდე და 100-დან 1-მდე ნამკურნალებ პაციენტში):
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, წყურვილს, გულისრევას და ზოგჯერ ღებინებას, კონცენტრირებული შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას და წონაში მატებას)
თავის ტკივილი
მუცლის შებერილობა
კუჭის ტკივილი
ყაბზობა
ღებინება და გულისრევა
მკერდის მგრძნობელობა და/ან ტკივილი
ვაგინალური გამონადენი
ვაგინალური ლორწოვანი გარსის და მის მიმდებარე კანის არეში ჩხვლეტის შეგრძნება ან უსიამოვნო გაღიზიანება ან ქავილი
ინექციის ადგილას გამკვრივება
ინექციის ადგილას სისხლჩაქცევები
დაღლილობა (ჭარბი დაღლილობა, სისუსტე, ლეთარგია).
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 და 1000-დან 1 ნამკურნალევ პაციენტში):
განწყობის ცვლილებები
თავბრუსხვევა
უძილობა
კუჭისა და ნაწლავების მხრივ დარღვევები (მათ შორის კუჭის დისკომფორტი და/ან მგრძნობელობა, მეტეორიზმი, მტკივნეული სპაზმები და ღებინება)
კანზე გამონაყარი (მათ შორის წითელი, თბილი კანი, ან ამობურცული, ქავილიანი მუწუკები ან ბუშტუკები, ან კანის შეშუპება)
მკერდის შეშუპება და/ან გადიდება
სიცხის შეგრძნება
დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება ან „შეუძლოდ ყოფნის“ შეგრძნება
ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ პლეირისის კლინიკურ კვლევებში პაციენტების მიერ არ არის აღწერილი, დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სხვა პროგესტოგენების გამოყენებისას: დეპრესია, კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე), უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომი და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭინჭრის ციება, აკნე, თმის ჭარბი ზრდა, თმის ცვენა (ალოპეცია), წონის მატება და მძიმე ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სახისა და ყელის შეშუპება ან კანის ძლიერი გამონაყარი (ანაფილაქტოიდური რეაქციები).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- პლეირისის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული პირველი გახსნისთანავე.
დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
არ გამოიყენოთ პლეირისი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეწყვიტეთ პლეირისის გამოყენება, თუ ხსნარში შეამჩნევთ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს პლეირისი
აქტიური ნივთიერებაა პროგესტერონი. თითოეული ფლაკონი (1.112 მლ) შეიცავს 25 მგ პროგესტერონს (თეორიული კონცენტრაცია 22.48 მგ/მლ).
დამხმარე ნივთიერებებია: ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.
პლეირისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
პლეირისი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი უფერო მინის ფლაკონში.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1, 7 ან 14 ფლაკონს. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
IBSA Institut Biochimique S.A.,
IBSA ბიოქიმიის ინსტიტუტი ს.ა.,
ვია პიან სკაიროლო 49,
6912 პაცალო, შვეიცარია
მწარმოებელი:
IBSA ბიოქიმიის ინსტიტუტი ს.ა.,
ვია სერტა 12, 6814 ლამონე, შვეიცარია
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 04/2024.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


