პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

პირფენიდონი ტაბლეტები USP 801მგ

Pirfenidone Tablets, USP 801mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
მოქმედი ნივთიერება
პირფენიდონი (pirfenidone)
ფორმა და შეფუთვა
801მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Laurus Labs Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-046682
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2026, მოქმედებს 13 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნუგეში“
ურთიერთქმედების შემოწმებაპირფენიდონი ტაბლეტები USP 801მგ და სხვა წამალი ერთად

პირფენიდონი ტაბლეტები USP 801მგ — ინსტრუქცია ქართულად

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: პირფენიდონი

დამხმარე ინგრედიენტები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის დიფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), პოლისორბატი 80, სიმინდის სახამებელი B, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლი 3350, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი (267 მგ დოზისთვის), რკინის ოქსიდი წითელი (801 მგ დოზისთვის), ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 1-855-839-8195.

პაციენტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია პაციენტისთვის

პირფენიდონი (pir fen' i done) ტაბლეტები

რა არის პირფენიდონის ტაბლეტები?

პირფენიდონის ტაბლეტები გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით (IPF) დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.

უცნობია პირფენიდონის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში.

პირფენიდონის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, თუ:

გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები

გაწუხებთ თირკმლის პრობლემები;

ხართ მწეველი;

ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას. უცნობია ავნებს თუ არა პირფენიდონის ტაბლეტები მუცლადმყოფ ბავშვს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. უცნობია გადადის თუ არა პირფენიდონი დედის რძეში. ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ პირფენიდონის ტაბლეტების მიღების საკითხი.

აცნობეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ვიტამინებისა და მცენარეული დანამატების შესახებ.

როგორ უნდა მივიღო პირფენიდონის ტაბლეტები?

მიიღეთ პირფენიდონის ტაბლეტები ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად.

საჭიროებისამებრ, ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის ტაბლეტების დოზა.

მიიღეთ პირფენიდონის ტაბლეტები საკვებთან ერთად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ამან შესაძლოა შეამციროს გულისრევა და თავბრუსხვევა.

პირფენიდონი 267 მგ ტაბლეტები ყვითელი ფერისაა. თუ დაგენიშნათ პირფენიდონი 267 მგ ტაბლეტები, მიიღეთ შემდეგნაირად:

მიიღეთ 1 პირფენიდონის 267 მგ ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, 1-ლიდან მე-7 დღის ჩათვლით.

მიიღეთ 2 პირფენიდონის 267 მგ ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, მე-8-დან მე-14 დღის ჩათვლით.

მიიღეთ 3 პირფენიდონის 267 მგ ტაბლეტი დღეში 3-ჯერ მე-15 დღეს და შემდეგ ყოველ დღე.

პირფენიდონი 267 მგ ტაბლეტები - დოზირების რეჟიმი

კვირა

დილა

(საუზმე)

შუადღე

(სამხარი)

საღამო

(სადილი)

ტაბლეტების რაოდენობა დღეში

1-ლი - მე-7 დღე

1

1

1

3

მე-8 - მე-14 დღე

2

2

2

6

მე-15 დღე და შემდეგ

3

3

3

9

თუ დაგენიშნათ პირფენიდონი 801 მგ აპკიანი გარსით დაფარული ყავისფერი ტაბლეტები, მიიღეთ შემდეგნაირად:

პირფენიდონი 801 მგ ტაბლეტები - დოზირების რეჟიმი

კვირა

დილა

(საუზმე)

შუადღე

(სამხარი)

საღამო

(სადილი)

ტაბლეტების რაოდენობა დღეში

მე-15 დღიდან

1

1

1

3

თუ პირფენიდონის ტაბლეტების მიღება გამოტოვეთ 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შემდგომი მითითებებისათვის.

არ მიიღოთ 2 დოზა ერთდროულად გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

არ მიიღოთ დღეში 3 დოზაზე მეტი.

პირფენიდონის ტაბლეტების ზედმეტი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

პირფენიდონის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის გარკვეული ანალიზები.

რას უნდა მოვერიდო პირფენიდონის ტაბლეტების მიღებისას?

მოერიდეთ მზის სხივებს. პირფენიდონის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის გაზრდა მზის, ულტრაიისფერი სინათლის და სოლარიუმის სხივების მიმართ. შეიძლება მიიღოთ ძლიერი დამწვრობა. თუ მზეზე ყოფნა გიწევთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 50), ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს კანს. მზის დამწვრობის ან გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოერიდეთ პირფენიდონის ტაბლეტების მიღებას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ კანის მგრძნობელობის გაზრდა მზის, ულტრაიისფერი სინათლისა და სოლარიუმის სხივების მიმართ.

მოერიდეთ მოწევას. მოწევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირფენიდონის ტაბლეტების ეფექტურობაზე.

რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახასიათებს პირფენიდონის ტაბლეტებს?

პირფენიდონის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები, მათ შორის:

ღვიძლის პრობლემები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა ისეთი აუხსნელი სიმპტომები, როგორიც არის კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე), მუქი ან ყავისფერი (ჩაის ფერის) შარდი, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა არეში, სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება, დაღლილობის შეგრძნება.

პირფენიდონის ტაბლეტებით მკურნალობისას ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციას სისხლის ანალიზებით.

მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა) და გამონაყარი. იხ. ნაწილი „რას უნდა მოვერიდო პირფენიდონის ტაბლეტების მიღებისას?“

კანის მძიმე ფორმის რეაქციები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა კანის მძიმე ფორმის რეაქცია, როგორიც არის კანზე ბუშტუკები, გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, ჭინჭრის ციება ან კანის სხვა რომელიმე მძიმე სიმპტომი. ექიმმა შესაძლოა შეგიწყვიტოთ პირფენიდონის ტაბლეტებით მკურნალობა.

კუჭის პრობლემები. პირფენიდონის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა და მუცლის ტკივილი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები უარესდება ან არ ქრება. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის ტაბლეტების დოზა.

პირფენიდონის ტაბლეტების ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: დაღლილობის შეგრძნება, უძილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონის კლება და მადის დაქვეითება ან დაკარგვა.

ეს არ არის პირფენიდონის ტაბლეტების შესაძლო გვერდითი ეფექტების სრული სია. გვერდითი ეფექტების შესახებ სამედიცინო კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ FDA-ს ნომერზე 1-800-FDA-1088.

როგორ უნდა შევინახო პირფენიდონის ტაბლეტები?

შეინახეთ პირფენიდონის ტაბლეტები ოთახის ტემპერატურაზე, 77°F (25°C).

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში.

უსაფრთხოდ გადაყარეთ პირფენიდონის ტაბლეტები, რომლებსაც ვადა გაუვიდა ან აღარ გჭირდებათ. შეინახეთ პირფენიდონის ტაბლეტები და ნებისმიერი პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ზოგადი ინფორმაცია პირფენიდონის ტაბლეტების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ

ზოგჯერ პრეპარატები ინიშნება ისეთი მიზნებით, რომლებიც არ არის მითითებული პაციენტისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ფურცელში. არ გამოიყენოთ პირფენიდონის ტაბლეტები ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომლისთვისაც არ არის დანიშნული. არ მისცეთ პირფენიდონის ტაბლეტები სხვებს, თუნდაც მათ ჰქონდეთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ, რადგან ამან შესაძლოა ავნოს მათ. პირფენიდონის ტაბლეტების შესახებ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ფარმაცევტს ან ექიმს.

რას შეიცავს პირფენიდონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები?

აქტიური ინგრედიენტი: პირფენიდონი

დამხმარე ინგრედიენტები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის დიფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), პოლისორბატი 80, სიმინდის სახამებელი B, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლი 3350, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი (267 მგ დოზისთვის), რკინის ოქსიდი წითელი (801 მგ დოზისთვის), ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 1-855-839-8195.

პაციენტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.

მწარმოებელი:

მიკრო ლაბს ლიმიტიდ (Micro Labs Limited)

ინდოეთი

დამზადებულია კომპანიისთვის:

მიკრო ლაბს აშშ, ინკ (Micro Labs USA, Inc.)

სომერსეტი, NJ 08873

გადახედვის თარიღი: 02/2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა