პირფენიდონი გენერისი 801 მგ ტაბლეტები MG
Pirfenidona Generis® 801 mg comprimidos MG
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პირფენიდონს და გამოიყენება მოზრდილებში იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ. IPF არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფილტვის ქსოვილის შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რაც ართულებს ღრმა სუნთქვას და აფერხებს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირფენიდონი (pirfenidone)
- ფორმა და შეფუთვა
- 801მგ ტაბლეტი №84
- მწარმოებელი
- Aurobindo Pharma Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044653
- რეგისტრირებულია
- 23 იანვარი 2026, მოქმედებს 27 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
პირფენიდონი გენერისი 801 მგ ტაბლეტები MG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პირფენიდონს და გამოიყენება მოზრდილებში იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.
IPF არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფილტვის ქსოვილის შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რაც ართულებს ღრმა სუნთქვას და აფერხებს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას. პირფენიდონი ჯენერისი ხელს უწყობს ფილტვებში ნაწიბურების და შეშუპების შემცირებას და აადვილებს სუნთქვას.
მიღების წესი და დოზირება
პირფენიდონი ჯენერისის მკურნალობა უნდა დაიწყოს და მიმდინარეობდეს ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს თრომბოციტოპენიური პნევმონიის (IPF) დიაგნოსტიკასა და მკურნალობის გამოცდილება.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც წესი, მედიკამენტი მიიღება დოზირების გაზრდის მეთოდით შემდეგნაირად:
პირველი 7 დღის განმავლობაში მიიღეთ 267 მგ დოზა (1 ყვითელი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 801 მგ/დღეში)
მე-8-დან მე-14-ე დღემდე მიიღეთ 534 მგ დოზა (2 ყვითელი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 1,602 მგ/დღეში)
მე-15 დღიდან (შემანარჩუნებელი თერაპია), მიიღეთ 801 მგ დოზა (3 ყვითელი ტაბლეტი ან 1 ვარდისფერი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 2,403 მგ/დღეში).
პირფენიდონი ჯენერისის რეკომენდებული დღიური დოზაა 801 მგ (3 ყვითელი ტაბლეტი ან 1 ვარდისფერი ტაბლეტი) დღეში სამჯერ საკვებთან ერთად, სულ 2,403 მგ/დღეში.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით, როგორიცაა გულისრევა (ღებინების შეგრძნება) და თავბრუსხვევა. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.
დოზის შემცირება გვერდითი მოვლენების გამო
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა, თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა კუჭის პრობლემები, ნებისმიერი კანის რეაქციები მზის სხივებზე ან ულტრაიისფერ სხივებზე ან ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელოვან ცვლილებებს.
თუ მიიღეთ პირფენიდონი ჯენერისის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან წაიღეთ მედიკამენტი.
თუ დაგავიწყდათ პირფენიდონი ჯენერისის დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 3 საათიანი ინტერვალი. არ მიიღოთ დღეში დანიშნულ დღიურ დოზაზე მეტი ტაბლეტი.
თუ გსურთ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა. თუ რაიმე მიზეზით გჭირდებათ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა ზედიზედ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმი განაახლებს მკურნალობას 267 მგ დოზით დღეში სამჯერ და თანდათან გაზრდის მას 801 მგ დოზამდე დღეში 3-ჯერ.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია პირფენიდონის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ადრე გქონიათ ანგიონევროზული შეშუპება პირფენიდონის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სუნთქვის გაძნელებასთან ან ხიხინთან,
თუ იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის [OCD] სამკურნალოდ)
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე ან ბოლო სტადიის დაავადება
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე ან ბოლო სტადიის დაავადება, რომელიც საჭიროებს დიალიზს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე ვრცელდება თქვენზე, არ მიიღოთ პირფენიდონი ჯენერისი. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პიფენიდონი ჯენერისის მიღებამდე.
პირფენიდონი ჯენერისის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობის რეაქცია). ამიტომ, პირფენიდონი ჯენერისის მიღებისას მოერიდეთ მზეზე ყოფნას (მათ შორის სოლარიუმში ვიზიტებს). ყოველდღიურად წაისვით მზისგან დამცავი კრემი და დაიფარეთ ხელები, ფეხები და თავი მზის ზემოქმედების შესამცირებლად (იხილეთ ნაწილი 4: მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები).
არ უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, როგორიცაა ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკები (მაგალითად, დოქსიციკლინი), რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თქვენი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პრობლემები.
პირფენიდონი ჯენერისის მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ თამბაქოს მოწევა. სიგარეტის მოწევამ შეიძლება შეამციროს პირფენიდონი ჯენერისის ეფექტი.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობა. ფრთხილად იყავით, თუ გიწევთ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, სადაც საჭიროა სიფხიზლისა და კოორდინაციის შენარჩუნება.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება. ამ მედიკამენტის მიღების დროს ექიმი გააკონტროლებს თქვენს წონას.
პირფერიდონი ჯენერისის მკურნალობასთან ასოცირდება სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გამოვლენა, ასევე წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ პირფენიდონი ჯენერისის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კანის მსგავს სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია ნაწილში 4.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურია. პირფენიდონი ჯენერისის მიღების დაწყებამდე საჭირო იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად, ასევე ყოველთვიურად პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომში ყოველ 3 თვეში ერთხელ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ პირფენიდონი ჯენერისის მიღების დროს რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება პირფენიდონი ჯენერისის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
პირფენიდონი ჯენერისის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება შეცვალონ პირფენიდონი ჯენერისის ეფექტი.
შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიერონ პირფენიდონი ჯენერისის გვერდითი მოვლენები:
ენოქსაცინი (ანტიბიოტიკის სახეობა)
ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკის სახეობა)
ამიოდარონი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ)
პროპაფენონი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ)
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) სამკურნალოდ).
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამცირონ პირფენიდონი ჯენერისის სასურველი მოქმედება:
ომეპრაზოლი (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკის სახეობა).
პირფენიდონი ჯენერისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ პრეპარატის მიღების დროს არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი. გრეიფრუტმა შეიძლება ხელი შეუშალოს პირფენიდონი ჯენერისის სათანადო მოქმედებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, სიფრთხილის მიზნით თავი უნდა შეიკავოთ პირფენიდონი ჯენერისის მიღებისგან, რადგან უცნობია ნაყოფისთვის პოტენციური რისკები.
თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან გეგმავთ ჩვილის ძუძუთი გამოკვებვას, პირფენიდონი ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან უცნობია, გადადის თუ არა პირფენიდონი ჯენერისი დედის რძეში, თუ გადაწყვეტთ მის მიღებას, ექიმი გაცნობებთ ამ პრეპარატის ძუძუთი კვების დროს მიღების რისკებსა და სარგებლიანობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაღლილობას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები.
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის სახეობა). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზირების ერთეულზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი არსებითად „უნატრიემოა“.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პირფენიდონი ჯენერისის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, ან სისუსტის შეგრძნება, რაც ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსიის ნიშნებია.
თუ შეამჩნევთ თვალების ან კანის გაყვითლებას ან შარდის გამუქებას, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კანის ქავილი, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა (აბდომინალურ) არეში, მადის დაკარგვა, სისხლდენა ან სისხლჩაქცევები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ან დაღლილობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები და მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე, რაც პირფენიდონი ჯენერისის იშვიათი გვერდითი მოვლენაა.
ტანზე მოწითალო, ამობურცული ან წრიული ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, აქერცლილი კანით და წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში, ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლი).
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმპური კვანძები (DRESS სინდრომი ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ სხვა გვერდით მოვლენას.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ყელის ან ფილტვებში სასუნთქი გზების ინფექციები და/ან სინუსიტი
გულისრევის შეგრძნება
კუჭის პრობლემები, როგორიცაა მჟავა რეფლუქსი, ღებინება და ყაბზობა
დაღლილობა
დიარეა
საჭმლის მონელების დარღვევა ან კუჭის აშლილობა
თავის ტკივილი.
წონის დაკლება
მადის დაქვეითება
ძილის გაძნელება
თავბრუსხვევა
ქოშინი
ხველა
სახსრების ტკივილი/სახსრების ტკივილი.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე ადამიანში):
შარდის ბუშტის ინფექციები
ძილიანობის შეგრძნება
გემოს შეგრძნების შეცვლა
ალები
კუჭის პრობლემები, როგორიცაა შებერილობის შეგრძნება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გულძმარვა და მეტეორიზმი
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე
კანის რეაქციები მზის სხივების და ულტრაიისფერის დასხივების შემდეგ
კანის პრობლემები, როგორიცაა კანის ქავილი, კანის სიწითლე ან კანის გაწითლება, კანის სიმშრალე, კანზე გამონაყარი
კუნთების ტკივილი
სისუსტის ან ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება
ტკივილი გულმკერდის არეში
მზის დამწვრობა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, სისუსტე, კუნთების სპაზმები ან გულისრევა და ღებინება.
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ (INFARMED I.P) ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:
დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს
პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილია 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: + 351 217 9873 73
ცხელი ხაზი: + 351 800 222 444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პირფენიდონი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 267 მგ პირფენიდონს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 801 მგ პირფენიდონს.
დამხმარე ნივთერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 3 mPas (2910), რკინის წითელი ოქსიდი (E172) (801 მგ-სთვის), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (267 მგ-სთვის), კაჟბადი უწყლო კოლოიდური, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
პირფენიდონი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტი.
პირფენიდონი ჯენერისის 267 მგ ტაბლეტები - ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, ბიკონვექსური, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „P“, ხოლო მეორე მხარეს ,267‘. შესაძლებელია ტაბლეტს ახასიათებდეს სიჭრელე. [ზომა: დაახლოებით 13.2 x 6.4 მმ].
პირფენიდონი ჯენერისის 801 მგ ტაბლეტები - ვარდისფერის, ოვალური ფორმის, ბიკონვექსური, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „P“, ხოლო მეორე მხარეს ,801‘. შესაძლებელია ტაბლეტს ახასიათებდეს სიჭრელე. [ზომა: დაახლოებით 20.2 x 9.4 მმ].
პირფენიდონი ჯენერისის 267 მგ & 801 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში.
შეფუთვის ზომები
ბლისტერული შეფუთვა: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63, 84, 168 და 252 ტაბლეტებით.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ბლისტერზე ან კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პირფენიდონი ჯენერისი® 267 მგ ტაბლეტები
პირფენიდონი ჯენერისი® 801 მგ ტაბლეტები
პირფენიდონი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისათვის. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს პირფენიდონი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია პირფენიდონი ჯენერისის მიღებამდე.
- პირფენიდონი ჯენერისის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- პირფენიდონი ჯენერისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პირფენიდონი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პირფენიდონს და გამოიყენება მოზრდილებში იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.
IPF არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფილტვის ქსოვილის შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რაც ართულებს ღრმა სუნთქვას და აფერხებს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას. პირფენიდონი ჯენერისი ხელს უწყობს ფილტვებში ნაწიბურების და შეშუპების შემცირებას და აადვილებს სუნთქვას.
- ინფორმაცია პირფენიდონი ჯენერისის მიღებამდე.
არ შეიძლება პირფენიდონი ჯენერისის მიღება
თუ გაქვთ ალერგია პირფენიდონის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ადრე გქონიათ ანგიონევროზული შეშუპება პირფენიდონის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სუნთქვის გაძნელებასთან ან ხიხინთან,
თუ იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის [OCD] სამკურნალოდ)
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე ან ბოლო სტადიის დაავადება
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე ან ბოლო სტადიის დაავადება, რომელიც საჭიროებს დიალიზს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე ვრცელდება თქვენზე, არ მიიღოთ პირფენიდონი ჯენერისი. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პიფენიდონი ჯენერისის მიღებამდე.
პირფენიდონი ჯენერისის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობის რეაქცია). ამიტომ, პირფენიდონი ჯენერისის მიღებისას მოერიდეთ მზეზე ყოფნას (მათ შორის სოლარიუმში ვიზიტებს). ყოველდღიურად წაისვით მზისგან დამცავი კრემი და დაიფარეთ ხელები, ფეხები და თავი მზის ზემოქმედების შესამცირებლად (იხილეთ ნაწილი 4: მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები).
არ უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, როგორიცაა ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკები (მაგალითად, დოქსიციკლინი), რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თქვენი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პრობლემები.
პირფენიდონი ჯენერისის მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ თამბაქოს მოწევა. სიგარეტის მოწევამ შეიძლება შეამციროს პირფენიდონი ჯენერისის ეფექტი.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობა. ფრთხილად იყავით, თუ გიწევთ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, სადაც საჭიროა სიფხიზლისა და კოორდინაციის შენარჩუნება.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება. ამ მედიკამენტის მიღების დროს ექიმი გააკონტროლებს თქვენს წონას.
პირფერიდონი ჯენერისის მკურნალობასთან ასოცირდება სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გამოვლენა, ასევე წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ პირფენიდონი ჯენერისის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კანის მსგავს სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია ნაწილში 4.
პირფენიდონი ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურია. პირფენიდონი ჯენერისის მიღების დაწყებამდე საჭირო იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად, ასევე ყოველთვიურად პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომში ყოველ 3 თვეში ერთხელ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ პირფენიდონი ჯენერისის მიღების დროს რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება პირფენიდონი ჯენერისის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
პირფენიდონი ჯენერისის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება შეცვალონ პირფენიდონი ჯენერისის ეფექტი.
შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიერონ პირფენიდონი ჯენერისის გვერდითი მოვლენები:
ენოქსაცინი (ანტიბიოტიკის სახეობა)
ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკის სახეობა)
ამიოდარონი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ)
პროპაფენონი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ)
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) სამკურნალოდ).
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამცირონ პირფენიდონი ჯენერისის სასურველი მოქმედება:
ომეპრაზოლი (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკის სახეობა).
პირფენიდონი ჯენერისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამ პრეპარატის მიღების დროს არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი. გრეიფრუტმა შეიძლება ხელი შეუშალოს პირფენიდონი ჯენერისის სათანადო მოქმედებას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, სიფრთხილის მიზნით თავი უნდა შეიკავოთ პირფენიდონი ჯენერისის მიღებისგან, რადგან უცნობია ნაყოფისთვის პოტენციური რისკები.
თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან გეგმავთ ჩვილის ძუძუთი გამოკვებვას, პირფენიდონი ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან უცნობია, გადადის თუ არა პირფენიდონი ჯენერისი დედის რძეში, თუ გადაწყვეტთ მის მიღებას, ექიმი გაცნობებთ ამ პრეპარატის ძუძუთი კვების დროს მიღების რისკებსა და სარგებლიანობაზე.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თუ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაღლილობას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები.
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის სახეობა). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
პირფენიდონი ჯენერისი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზირების ერთეულზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი არსებითად „უნატრიემოა“.
- პირფენიდონი ჯენერისის მიღების წესი
პირფენიდონი ჯენერისის მკურნალობა უნდა დაიწყოს და მიმდინარეობდეს ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს თრომბოციტოპენიური პნევმონიის (IPF) დიაგნოსტიკასა და მკურნალობის გამოცდილება.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც წესი, მედიკამენტი მიიღება დოზირების გაზრდის მეთოდით შემდეგნაირად:
პირველი 7 დღის განმავლობაში მიიღეთ 267 მგ დოზა (1 ყვითელი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 801 მგ/დღეში)
მე-8-დან მე-14-ე დღემდე მიიღეთ 534 მგ დოზა (2 ყვითელი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 1,602 მგ/დღეში)
მე-15 დღიდან (შემანარჩუნებელი თერაპია), მიიღეთ 801 მგ დოზა (3 ყვითელი ტაბლეტი ან 1 ვარდისფერი ტაბლეტი), დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად (სულ 2,403 მგ/დღეში).
პირფენიდონი ჯენერისის რეკომენდებული დღიური დოზაა 801 მგ (3 ყვითელი ტაბლეტი ან 1 ვარდისფერი ტაბლეტი) დღეში სამჯერ საკვებთან ერთად, სულ 2,403 მგ/დღეში.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით, როგორიცაა გულისრევა (ღებინების შეგრძნება) და თავბრუსხვევა. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.
დოზის შემცირება გვერდითი მოვლენების გამო
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა, თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა კუჭის პრობლემები, ნებისმიერი კანის რეაქციები მზის სხივებზე ან ულტრაიისფერ სხივებზე ან ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელოვან ცვლილებებს.
თუ მიიღეთ პირფენიდონი ჯენერისის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან წაიღეთ მედიკამენტი.
თუ დაგავიწყდათ პირფენიდონი ჯენერისის დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 3 საათიანი ინტერვალი. არ მიიღოთ დღეში დანიშნულ დღიურ დოზაზე მეტი ტაბლეტი.
თუ გსურთ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა. თუ რაიმე მიზეზით გჭირდებათ პირფენიდონი ჯენერისის მიღების შეწყვეტა ზედიზედ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმი განაახლებს მკურნალობას 267 მგ დოზით დღეში სამჯერ და თანდათან გაზრდის მას 801 მგ დოზამდე დღეში 3-ჯერ.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პირფენიდონი ჯენერისის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, ან სისუსტის შეგრძნება, რაც ანგიონევროზული შეშუპების, სერიოზული ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსიის ნიშნებია.
თუ შეამჩნევთ თვალების ან კანის გაყვითლებას ან შარდის გამუქებას, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კანის ქავილი, ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა (აბდომინალურ) არეში, მადის დაკარგვა, სისხლდენა ან სისხლჩაქცევები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ან დაღლილობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები და მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე, რაც პირფენიდონი ჯენერისის იშვიათი გვერდითი მოვლენაა.
ტანზე მოწითალო, ამობურცული ან წრიული ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, აქერცლილი კანით და წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში, ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლი).
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმპური კვანძები (DRESS სინდრომი ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ სხვა გვერდით მოვლენას.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ყელის ან ფილტვებში სასუნთქი გზების ინფექციები და/ან სინუსიტი
გულისრევის შეგრძნება
კუჭის პრობლემები, როგორიცაა მჟავა რეფლუქსი, ღებინება და ყაბზობა
დაღლილობა
დიარეა
საჭმლის მონელების დარღვევა ან კუჭის აშლილობა
თავის ტკივილი.
წონის დაკლება
მადის დაქვეითება
ძილის გაძნელება
თავბრუსხვევა
ქოშინი
ხველა
სახსრების ტკივილი/სახსრების ტკივილი.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე ადამიანში):
შარდის ბუშტის ინფექციები
ძილიანობის შეგრძნება
გემოს შეგრძნების შეცვლა
ალები
კუჭის პრობლემები, როგორიცაა შებერილობის შეგრძნება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გულძმარვა და მეტეორიზმი
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე
კანის რეაქციები მზის სხივების და ულტრაიისფერის დასხივების შემდეგ
კანის პრობლემები, როგორიცაა კანის ქავილი, კანის სიწითლე ან კანის გაწითლება, კანის სიმშრალე, კანზე გამონაყარი
კუნთების ტკივილი
სისუსტის ან ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება
ტკივილი გულმკერდის არეში
მზის დამწვრობა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 100 -დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, სისუსტე, კუნთების სპაზმები ან გულისრევა და ღებინება.
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ (INFARMED I.P) ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:
დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს
პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილია 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: + 351 217 9873 73
ცხელი ხაზი: + 351 800 222 444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
- პირფენიდონი ჯენერისის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ბლისტერზე ან კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს პირფენიდონი ჯენერისი
აქტიური ნივთიერებაა პირფენიდონი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 267 მგ პირფენიდონს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 801 მგ პირფენიდონს.
დამხმარე ნივთერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 3 mPas (2910), რკინის წითელი ოქსიდი (E172) (801 მგ-სთვის), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (267 მგ-სთვის), კაჟბადი უწყლო კოლოიდური, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
პირფენიდონი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტი.
პირფენიდონი ჯენერისის 267 მგ ტაბლეტები - ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, ბიკონვექსური, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „P“, ხოლო მეორე მხარეს ,267‘. შესაძლებელია ტაბლეტს ახასიათებდეს სიჭრელე. [ზომა: დაახლოებით 13.2 x 6.4 მმ].
პირფენიდონი ჯენერისის 801 მგ ტაბლეტები - ვარდისფერის, ოვალური ფორმის, ბიკონვექსური, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „P“, ხოლო მეორე მხარეს ,801‘. შესაძლებელია ტაბლეტს ახასიათებდეს სიჭრელე. [ზომა: დაახლოებით 20.2 x 9.4 მმ].
პირფენიდონი ჯენერისის 267 მგ & 801 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში.
შეფუთვის ზომები
ბლისტერული შეფუთვა: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63, 84, 168 და 252 ტაბლეტებით.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ჯენერისი® ფარმასიუტიკა ს.ა.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
მწარმოებელი
APL სვიფტ სერვისი (მალტა) ლტდ,
HF26, ჰალ ფარ ინდუსტრიალ ესტეიტ, ჰალ ფარი,
BBG 3000 ბირზებუგია
მალტა
ჯენერისი® ფარმასიუტიკა ს.ა.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
Arrow Generiques, არო ჟენერიკ,
ტონი გარნიეს გამზირი 26,
ლიონი, 69007
საფრანგეთი
ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზირებულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
ბელგია
Pirferidon AB 267 mg/801 mg tabletten/ / comprimés / Tabletten
საფრანგეთი
Pirfenidone Arrow 267 mg/ 801 mg comprimé
გერმანია
Pirfenidon PUREN 267 mg/ 801 mg Tabletten
ნიდერლანდები
Pirfenidon Aurobindo 267 mg/801 mg, tabletten
პოლონეთი
Pirfenidone Aurovitas
პორტუგალია
Pirfenidona Geneneris
ესპანეთი
Pirfenidona Aurovitas 267 mg/ 801 mg comprimidos EFG
წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის აპრილი.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


