პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

პირფექტი 200

Pirfect 200

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პირფექტი ნაჩვენებია მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირფენიდონი (pirfenidone)
ფორმა და შეფუთვა
200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №252 (9X28)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-035997
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET ANONIM SIRKETI-ის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპირფექტი 200 და სხვა წამალი ერთად

პირფექტი 200 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირფექტი ნაჩვენებია მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

პირფექტით მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ.

დოზირება

მოზრდილები

მკურნალობის დასაწყისში, უნდა მოხდეს დოზის ტიტრაცია რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, რაც შეადგენს 2400 მგ-ს დღეში 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში, შემდეგნაირად:

1-7 დღე: 200 მგ დოზა (ერთი 200 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (800 მგ/დღეში)

8-14 დღე: 400 მგ დოზა (ორი 200 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (1600 მგ/დღეში)

მე-15 დღიდან: 600 მგ დოზა, დღეში ოთხჯერ (2400 მგ/დღეში)

პირფექტის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 600 მგ ტაბლეტი დღეში ოთხჯერ საკვებთან ერთად, სულ 2400 მგ/დღეში.

> 2400 მგ/დღეში დოზა არ არის რეკომენდებული არცერთი პაციენტისათვის (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

პაციენტებმა, რომლებმაც გამოტოვეს 14 ან მეტი დღე მიყოლებით, პირფექტით მკურნალობა უნდა დაიწყოს თავიდან, საწყისი 2-კვირიანი ტიტრირების რეჟიმით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე.

14 დღეზე ნაკლებ პერიოდში მკურნალობის შეწყვეტისას, დოზირება შეიძლება განახლდეს წინა რეკომენდებული დღიური დოზით ტიტრირების გარეშე.

დოზის კორექცია და სხვა რეკომენდაციები უსაფრთხო გამოყენებისათვის

კუჭ-ნაწლავის მხრივ მოვლენები:

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თერაპიის აუტანლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველი ეფექტების გამო, პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ პრეპარატი მიიღონ საკვებთან ერთად. თუ სიმპტომები შენარჩუნდება, პირფენიდონის დოზა შეიძლება შემცირდეს 1-2 ტაბლეტით (200 მგ - 400 მგ) ოთხჯერ/დღეში საკვებთან ერთად ხელახალი გაზრდით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, ამტანობის მიხედვით. თუ სიმპტომები გაგრძელდება, პაციენტებს შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟი, რომ შეწყვიტონ მკურნალობა ერთიდან ორ კვირამდე, რათა სიმპტომები გაქრეს.

ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი:

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი, უნდა შეახსენონ, რომ გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად და მოერიდონ მზის ზემოქმედებას (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). პირფენიდონის დოზა შეიძლება შემცირდეს 800 მგ-მდე დღეში (200 მგ ოთხჯერ დღეში). იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი გაგრძელდა 7 დღის შემდეგ, პირფენიდონის მიღება უნდა შეწყდეს 15 დღით, ხელახალი გაზრდით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე იმავე წესით, როგორც დოზის გაზრდის პერიოდი.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი, უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეწყვიტონ დოზა და მიმართონ სამედიცინო დახმარებას (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). როგორც კი გამონაყარი გაქრება, პირფენიდონი შეიძლება ხელახლა მიეცეს პაციენტს და დოზა გაიზარდოს რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, ექიმის შეხედულებისამებრ.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

დოზის კორექცია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით (მაგალითად, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A და B). თუმცა, ვინაიდან პირფენიდონის პლაზმური დონე შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ სუბიექტში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ამ პოპულაციაში პირფექტით მკურნალობისას. პირფექტით თერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“, „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და 5.2).

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის აუცილებელი თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში. პირფექტი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობით. პირფექტით მკურნალობა არ შეიძლება თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების დროს, რომელიც საჭიროებს დიალიზს (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

პირფენიდინი არ გამოიყენება პედიატრიულ პოპულაციაში ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) ჩვენებებისათვის.

მიღების წესი: პირფექტი მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მიიღება საკვებთან ერთად, რათა შემცირდეს გულისრევის და ძილიანობის ალბათობა (იხილეთ პუნქტები „გვერდითი მოვლენები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.

ანგიონევროზული შეშუპების ისტორია პირფენიდონის გამოყენებისას (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის ტერმინალური სტადიის დაავადება (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.4).

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადება, რომელიც საჭიროებს დიალიზს (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 5.2).

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ანუ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით B კლასი), პირფენიდონის ექსპოზიცია გაიზარდა 60%-ით. პირფექტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკვე არსებული მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (ანუ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A და B), პირფენიდონის გაზრდილი ექსპოზიციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ ტოქსიკურობის ნიშნებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთდროულად იღებენ CYP1A2-ის ცნობილ ინჰიბიტორს (იხილეთ პუნქტები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). პირფენიდონი არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში და პირფექტი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფოტომგრძნობელობის რეაქციები და გამონაყარი კანზე

პირფექტით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ან შემცირდეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება (მზის ნათურების ჩათვლით). პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად, ატარონ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც იცავს მზის ზემოქმედებისგან და მოერიდონ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეატყობინონ ექიმს ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციის ან გამონაყარის სიმპტომების შესახებ. მძიმე ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები იშვიათია. დოზის კორექცია ან მკურნალობის დროებითი შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს ფოტოსენსიბილზაციის რეაქციის ან გამონაყარის მსუბუქ და მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

ანგიონევროზული შეშუპება/ანაფილაქსია

პოსტმარკეტინგულ პირობებში პირფენიდონის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებულია ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია (ზოგი მძიმე), როგორიცაა სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით ან ხიხინით. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები. შესაბამისად, პირფექტის მიღების შემდეგ ანგიონევროზული შეშუპების ან მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა. ანგიონევროზული შეშუპების ან მძიმე ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტების მართვა მიმდინარეობს სტანდარტული წესის მიხედვით. პირფექტის გამოყენება არ შეიძლება პირფენიდონით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ან ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

ძილიანობა

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირფენიდონს, დაფიქსირდა ძილიანობის შემთხვევა. შესაბმისად, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატზე მანამ, სანამ ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც გონებრივ სიფხიზლესა თუ კოორდინაციას საჭიროებს (იხილეთ პუნქტი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე“). კლინიკურ კვლევებში, პაციენტების უმრავლესობას, რომელსაც გამოუვლინდა ძილიანობა, აღენიშნა ერთი შემთხვევა და შემთხვევათა უმეტესობა ალაგდა საშუალოდ 22 დღეში. თუ ძილიანობა არ უმჯობესდება ან მისი სიმძიმე უარესდება, აუცილებელია პირფექტის დოზის კორექცია ან შეწყვეტაც კი.

დაღლილობა

პირფენიდონის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა. შესაბამისად, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატზე მანამ, სანამ ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც გონებრივ სიფხიზლესა თუ კოორდინაციას საჭიროებს (იხილეთ პუნქტი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე“).

წონის კლება

პირფენიდონით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა წონაში კლების შემთხვევები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). ექიმმა უნდა აკონტროლოს პაციენტის წონა, და თუ წონაში კლება კლინიკურად გამოხატულია, მაშინ საჭიროა მიღებული კალორიების გაზრდა.

პირფექტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, Lapp ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პირფენიდონის დაახლოებით 70-80% მეტაბოლიზდება CYP1A2-ის საშუალებით სხვა CYP იზოფერმენტების მცირე დახმარებით, როგორიცაა CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1.

გრეიპფრუტის წვენის მიღება დაკავშირებულია CYP1A2-ის ინჰიბირებასთან და თავიდან უნდა იქნას აცილებული პირფენიდონით მკურნალობისას.

CYP1A2 ინჰიბიტორები

პირფენიდონის მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა თერაპია, რომელიც წარმოადგენს როგორც CYP1A2-ის, ასევე ერთი ან მეტი სხვა CYP იზოფერმენტის ინჰიბიტორებს, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში (მაგალითად, CYP2C9, 2C19 და 2D6).

In vitro და in vivo ექსტრაპოლაციები აჩვენებს, რომ CYP1A2-ის ძლიერ და შერჩევით ინჰიბიტორებს (მაგალითად, ენოქსაცინს) აქვთ უნარი, გაზარდონ პირფენიდონის ექსპოზიცია დაახლოებით 2-დან 4-ჯერ. თუ CYP1A2-ის ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორთან პირფექტის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, პირფენიდონის დოზა უნდა შემცირდეს 800 მგ-მდე დღეში (200 მგ, ოთხჯერ დღეში). პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ პირფექტით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამოვლენისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პირფექტის გამოყენება (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.4).

პირფექტისა და 750 მგ ციპროფლოქსაცინის (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორის) ერთად მიღებამ გაზარდა პირფენიდონის ექსპოზიცია 81%-ით. თუ შეუძლებელია 750 მგ პროფლოქსაცინის, დღეში ორჯერ, მიღების თავიდან აცილება, პირფენიდონის დოზა უნდა შემცირდეს 1600 მგ-მდე დღეში (400 მგ, დღეში ოთხჯერ). პირფექტი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ციპროფლოქსაცინთან ერთად დოზით 250 მგ ან 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

პირფექტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ CYP1A2-ის სხვა ზომიერი ინჰიბიტორებით (მაგალითად, ამიოდარონი, პროპაფენონი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ CYP1A2 ინჰიბიტორები გამოიყენება ერთ ან რამდენიმე სხვა CYP იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში, როგორიცაა CYP2C9 (მაგალითად, ამიოდარონი, ფლუკონაზოლი), 2C19 (მაგალითად, ქლორამფენიკოლი) და 2D6 (მაგალითად, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი).

CYP1A2 სტიმულატორები

CYP1A2-ის ზომიერი ინდუქტორების შემთხვევაში (მაგალითად, ომეპრაზოლი), ერთდროულმა გამოყენებამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პირფენიდონის დონის დაქვეითება.

ისეთი სამკურნალო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც მოქმედებენ როგორც CYP1A2-ის, ასევე სხვა CYP იზოფერმენტების ძლიერი ინდუქტორების სახით, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პირფენიდონის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში პირფექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ცხოველებში, პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების პლაცენტარული გადაცემა ხორციელდება სანაყოფე წყლებში პირფენიდონისა და/ან მისი მეტაბოლიტების აკუმულირების შესაძლებლობით.

მაღალ დოზებზე (≥ 1,000 მგ/კგ/დღეში) ვირთხებმა გამოავლინეს გესტაციის გახანგრძლივებას და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შემცირება.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია მოერიდოთ პირფექტის გამოყენებას ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა, თუ არა პირფენიდონი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ცხოველებში არსებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების გამოყოფას რძეში პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების რძეში აკუმულირების პოტენციალით (იხილეთ პუნქტი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). რისკი მეძუძური ბავშვისათვის არ არის გამორიცხული.

გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თუ პირფექტით თერაპია, ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისათვის პირფექტით თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

პრეკლინიკურ კვლევებში ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ დაფიქსირებულა (იხილეთ პუნქტი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“)

.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პირფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და დაღლილობა, რამაც შეიძლება ზომიერი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე, შესაბამისად აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.

გვერდითი / არასასურველი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა კლინიკურ კვლევის დროს პირფენიდონის მიღებისას დოზით 2,403 მგ/დღეში პლაცებოსთან შედარებით, იყო გულისრევა (32.4% 12.2%-თან შედარებით), გამონაყარი (26.2% 7.7%-თან შედარებით), ფაღარათი (18.8% 14.4%-თან შედარებით), დაღლილობა (18.5% 10.4%-თან შედარებით), დისპეფსია (16.1% 5.0%-თან შედარებით), უმადობა (11.4% 3.5%-თან შედარებით), თავის ტკივილი (10.1% 7.7%-თან შედარებით), და ფოტომგრძნობელობის რეაქცია (9.3% 1.1%-თან შედარებით).

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პირფენიდონის მრავალჯერადი დოზა ჯამურ დოზამდე 4,806 მგ/დღეში შეყვანილი იყო ექვსი 267 მგ კაფსულის სახით დღეში სამჯერ ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში, დოზის გაზრდის 12-დღიანი პერიოდის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი, ტრანზიტორული და შეესაბამებოდა პირფენიდონის ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებს.

საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას დამხმარე სამედიცინო მკურნალობა სასიცოცხოლო ნიშნების მონიტორინგისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დაკვირვების ჩათვლით.

შეფუთვა:

დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:

პირფექტი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

ლიცენზიის თარიღი და ნომერი: -

პრეპარატი გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები.

ათქ კოდი: L04AX05

პირფენიდონის მოქმედების მექანიზმი არ არის სრულად შესწავლილი. თუმცა, არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პირფენიდონი ავლენს როგორც ანტიფიბროზულ, ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებებს სხვადასხვა in vitro სისტემებსა და ფილტვის ფიბროზის მქონე ცხოველთა მოდელებში (ბლეომიცინით და ტრანსპლანტით ინდუცირებული ფიბროზი).

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი (IPF) არის ქრონიკული ფიბროზული და ფილტვების ანთებითი დაავადება, რაზეც ზეგავლენას ახდენს პრო-ანთებითი ციტოკინების, მათ შორის სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის-ალფას (TNF-α) და ინტერლეიკინ-1-ბეტას (IL-1β) სინთეზი და გამოთავისუფლება, ხოლო პირფენიდონი ამცირებს სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ ანთებითი უჯრედების აკუმულირებას.

პირფენიდონი ასუსტებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას, ფიბროზთან ასოცირებული ცილებისა და ციტოკინების გამომუშავებას და უჯრედგარე მატრიცის ბიოსინთეზსა და დაგროვებას ციტოკინის ზრდის ფაქტორების საპასუხოდ, როგორიცაა ტრანსფორმაციული ზრდის ფაქტორი-ბეტა (TGF-B) და თრომბოციტული ზრდის ფაქტორი (PDGF).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

პირფენიდონის კაფსულების მიღება საკვებთან ერთად იწვევს Cmax-ის მნიშვნელოვან შემცირებას (50%-ით) და მცირე ზეგავლენას AUC-ზე, უზმო მდგომარეობასთან შედარებით. 801 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელ ხანდაზმულ (50-66 წლის ასაკის) მოხალისეებში ნაჭამ მდგომარეობაში, პირფენიდონის შეწოვის სიჩქარე შენელებულია, ხოლო AUC ნაჭამ მდგომარეობაში უზმოზე დაფიქსირებული AUC-ის დაახლოებით 80-85%-ს შეადგენდა. ბიოეკვივალენტურობა გამოვლინდა უზმოზე 801 მგ ტაბლეტის სამ 267 მგ კაფსულასთან შედარებისას. ნაჭამ მდგომარეობაში, 801 მგ ტაბლეტი აკმაყოფილებდა ბიოეკვივალენტურობის კრიტერიუმებს, რომლებიც ეფუძნება AUC მაჩვენებლებს კაფსულებთან შედარებით, მაშინ როდესაც 90% ნდობის ინტერვალები Cmax-სთვის (108.26% - 125.60%) ოდნავ აღემატებოდა სტანდარტული ბიოეკვივალენტურობის ლიმიტის ზედა ზღვარს (90% CI: 80.00% - 125.00%). საკვების ზეგავლება პირფენიდონის პერორალურ AUC-ზე ერთნაირია ტაბლეტისა და კაფსულის ფორმულებში. უზმო მდგომარეობასთან შედარებით, ორივე ფორმულის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს პირფენიდონის Cmax-ს, ხოლო პირფენიდონის ტაბლეტი ამცირებს Cmax-ს ოდნავ ნაკლებად (40%-ით) პირფენიდონის კაფსულებთან შედარებით (50%-ით). გვერდითი მოვლენების (გულისრევა და ძილიანობა) შემცირებული სიხშირე დაფიქსირდა ნაჭამ სუბიექტებში უზმოზე მყოფ ჯგუფთან შედარებით. შესაბამისად, რეკომენდებულია პირფენიდონის მიღება საკვებთან ერთად გულისრევისა და ძილიანობის შემთხვევების შესამცირებლად.

პირფენიდონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ადამიანებში დადგენილი არ არის.

განაწილება

პირფენიდონი ახდენს შეკავშირებს ადამიანის პლაზმურ ცილებთან, ძირითადად შრატის ალბუმინთნ. საერთო საშუალო შეკავშირების მაჩვენებელი მერყეობდა 50%-დან 58%-მდე კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ კონცენტრაციებზე (1-დან 100 მკგ/მლ-მდე). განაწილების საშუალო გამოხატული წონასწორული პერორალური მოცულობა არის დაახლოებით 70 ლ, რაც მიუთითებს, რომ პირფენიდონის განაწილება ქსოვილებში ზომიერია.

ბიოტრანსფორმაცია

პირფენიდონის დაახლოებით 70-80% მეტაბოლიზდება CYP1A2-ის საშუალებით სხვა CYP იზოფერმენტების, მათ შორის CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1, უმნიშვნელო წვლილით. In vitro მონაცემები მიუთითებს ძირითადი მეტაბოლიტის (5-კარბოქსი-პირფენიდონის) ფარმაკოლოგიურად მნიშვნელოვან აქტივობაზე იმ კონცენტრაციებზე, რომლებიც აღემატება მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) მქონე პაციენტებში. აღნიშნული შეიძლება გახდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც 5-კარბოქსი-პირფენიდონის პლაზმური ზემოქმედება გაზრდილია.

გამოყოფა

პირფენიდონის პერორალური კლირენსი ზომიერად გაჯერებულია. ჯანმრთელ ხანდაზმულებში დღეში სამჯერ 267 მგ – 1,335 მგ დოზის დიაპაზონში ჩატარებულ მრავალჯერად, დოზის დიაპაზონით რეგულირებულ კვლევაში, საშუალო კლირენსი შემცირდა დაახლოებით 25%-ით სამჯერ დღეში >801 მგ დოზირების პირობებში. პირფენიდონის ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ ხანდაზმულებში, საშუალო აშკარა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 2.4 საათი. პირფენიდონის პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში დოზირებიდან 24 საათის განმავლობაში. პირფენიდონის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის სახით (აღდგენილის >95%), ხოლო პირფენიდონის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით.

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობა

პირფენიდონის და 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს პირებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის B კლასი) და პირებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით. შედეგებმა აჩვენა, რომ აღინიშნა პირფენიდონის ექსპოზიციის საშუალო ზრდა 60% 801 მგ პირფენიდონის (3x267 მგ კაფსულა) ერთჯერადი დოზის შემდეგ ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. პირფენიდონი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტები უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ ტოქსიკურობის ნიშნებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასევე ღებულობენ ცნობილ CYP1A2 ინჰიბიტორს (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.4). პირფექტი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობისა და ღვიძლის ტერმინალური სტადიის დაავადების დროს (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.3).

თირკმლის უკმარისობა

პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად გამოხატული განსხვავება არ აღინიშნა თირკმლის მსუბუქიდან მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში თირკმლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. ძირითადი ნივთიერება უპირატესად მეტაბოლიზდება 5-კარბოქსი-პირფენიდონად. 5-კარბოქსი-პირფენიდონის საშუალო (SD) AUC0-∞ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო თირკმლის ზომიერი (p=0.009) და მძიმე (p < 0.0001) უკმარისობის ჯგუფებში, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის ჯგუფში; 100 (26.3) მგ●სთ/ლ და 168 (67.4) მგ●სთ/ლ შედარებით 28.7 (4.99) მგ*სთ/ლ-თან შესაბამისად.

თირკმლის უკმარისობის ჯგუფი

სტატისტიკა

AUC0-∞ (მგ●სთ/ლ)

პირფენიდონი

5-კარბოქსი-პირფენიდონი

ნორმალური

n=6

საშუალო (SD)

მედიანა (25-ე - 75-ე)

  • 6 (17.9)
  • 0 (33.1-55.6)
  • 7 (4.99)
  • 8 (24.1-32.1)

მსუბუქი

n=6

საშუალო (SD)

მედიანა (25-ე - 75-ე)

  • 1 (21.5)
  • 6 (43.7-80.3)
  • 3ა (14.6)
  • 0 (38.8-56.8)

ზომიერი

საშუალო (SD)

  • 5 (19.5)

100ბ (26.3)

n=6

მედიანა (25-ე - 75-ე)

  • 7 (47.7-76.7)
  • 3 (75.2-123)

მძიმე

n=6

საშუალო (SD)

მედიანა (25-ე - 75-ე)

  • 7 (10.9)
  • 4 (40.7-55.8)

168გ (67.4)

150 (123-248)

AUC0-∞ = ფართობი კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ დრო ნულიდან უსასრულობამდე.

ა p-სიდიდე ნორმალურთან შედარებით = 1.00 (დაწყვილებული შედარება ბონფერონისთან)

ბ p-სიდიდე ნორმალურთან შედარებით = 0.009 (დაწყვილებული შედარება ბონფერონისთან)

გ p-სიდიდე ნორმალურთან შედარებით <0.0001 (დაწყვილებული შედარება ბონფერონისთან)

5-კარბოქსი-პირფენიდონის ზემოქმედება იზრდება 3.5-ჯერ ან მეტით პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით. არ არის გამორიცხული მეტაბოლიტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური აქტივობა პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირფენიდონს. პირფენიდონი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. პირფენიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (CrCl < 30 მლ/წთ) ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „უკუჩვენებები“).

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზებმა ჯანმრთელ სუბიექტებში ან თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში ჩატარებული 4 კვლევიდან და ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) მქონე პაციენტებში ჩატარებული ერთ კვლევიდან არ აჩვენა ასაკის, სქესის ან სხეულის ზომის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პირფექტი 200 მგ

ფორმულა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ პირფენიდონს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები.

ჩვენებები:

პირფექტი ნაჩვენებია მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.

ანგიონევროზული შეშუპების ისტორია პირფენიდონის გამოყენებისას (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის ტერმინალური სტადიის დაავადება (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.4).

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადება, რომელიც საჭიროებს დიალიზს (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 5.2).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ანუ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით B კლასი), პირფენიდონის ექსპოზიცია გაიზარდა 60%-ით. პირფექტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკვე არსებული მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (ანუ ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A და B), პირფენიდონის გაზრდილი ექსპოზიციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ ტოქსიკურობის ნიშნებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთდროულად იღებენ CYP1A2-ის ცნობილ ინჰიბიტორს (იხილეთ პუნქტები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). პირფენიდონი არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში და პირფექტი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფოტომგრძნობელობის რეაქციები და გამონაყარი კანზე

პირფექტით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ან შემცირდეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება (მზის ნათურების ჩათვლით). პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად, ატარონ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც იცავს მზის ზემოქმედებისგან და მოერიდონ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეატყობინონ ექიმს ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციის ან გამონაყარის სიმპტომების შესახებ. მძიმე ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები იშვიათია. დოზის კორექცია ან მკურნალობის დროებითი შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს ფოტოსენსიბილზაციის რეაქციის ან გამონაყარის მსუბუქ და მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

ანგიონევროზული შეშუპება/ანაფილაქსია

პოსტმარკეტინგულ პირობებში პირფენიდონის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებულია ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია (ზოგი მძიმე), როგორიცაა სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით ან ხიხინით. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები. შესაბამისად, პირფექტის მიღების შემდეგ ანგიონევროზული შეშუპების ან მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა. ანგიონევროზული შეშუპების ან მძიმე ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტების მართვა მიმდინარეობს სტანდარტული წესის მიხედვით. პირფექტის გამოყენება არ შეიძლება პირფენიდონით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ან ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

ძილიანობა

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირფენიდონს, დაფიქსირდა ძილიანობის შემთხვევა. შესაბმისად, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატზე მანამ, სანამ ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც გონებრივ სიფხიზლესა თუ კოორდინაციას საჭიროებს (იხილეთ პუნქტი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე“). კლინიკურ კვლევებში, პაციენტების უმრავლესობას, რომელსაც გამოუვლინდა ძილიანობა, აღენიშნა ერთი შემთხვევა და შემთხვევათა უმეტესობა ალაგდა საშუალოდ 22 დღეში. თუ ძილიანობა არ უმჯობესდება ან მისი სიმძიმე უარესდება, აუცილებელია პირფექტის დოზის კორექცია ან შეწყვეტაც კი.

დაღლილობა

პირფენიდონის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა. შესაბამისად, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატზე მანამ, სანამ ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც გონებრივ სიფხიზლესა თუ კოორდინაციას საჭიროებს (იხილეთ პუნქტი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე“).

წონის კლება

პირფენიდონით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა წონაში კლების შემთხვევები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). ექიმმა უნდა აკონტროლოს პაციენტის წონა, და თუ წონაში კლება კლინიკურად გამოხატულია, მაშინ საჭიროა მიღებული კალორიების გაზრდა.

პირფექტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, Lapp ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში პირფექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ცხოველებში, პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების პლაცენტარული გადაცემა ხორციელდება სანაყოფე წყლებში პირფენიდონისა და/ან მისი მეტაბოლიტების აკუმულირების შესაძლებლობით.

მაღალ დოზებზე (≥ 1,000 მგ/კგ/დღეში) ვირთხებმა გამოავლინეს გესტაციის გახანგრძლივებას და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შემცირება.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია მოერიდოთ პირფექტის გამოყენებას ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა, თუ არა პირფენიდონი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ცხოველებში არსებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების გამოყოფას რძეში პირფენიდონის და/ან მისი მეტაბოლიტების რძეში აკუმულირების პოტენციალით (იხილეთ პუნქტი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). რისკი მეძუძური ბავშვისათვის არ არის გამორიცხული.

გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თუ პირფექტით თერაპია, ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისათვის პირფექტით თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

პრეკლინიკურ კვლევებში ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ დაფიქსირებულა (იხილეთ პუნქტი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“)

.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დნადაგარებთან მუშაობის უნარზე:

პირფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და დაღლილობა, რამაც შეიძლება ზომიერი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე, შესაბამისად აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.

გვერდითი / არასასურველი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა კლინიკურ კვლევის დროს პირფენიდონის მიღებისას დოზით 2,403 მგ/დღეში პლაცებოსთან შედარებით, იყო გულისრევა (32.4% 12.2%-თან შედარებით), გამონაყარი (26.2% 7.7%-თან შედარებით), ფაღარათი (18.8% 14.4%-თან შედარებით), დაღლილობა (18.5% 10.4%-თან შედარებით), დისპეფსია (16.1% 5.0%-თან შედარებით), უმადობა (11.4% 3.5%-თან შედარებით), თავის ტკივილი (10.1% 7.7%-თან შედარებით), და ფოტომგრძნობელობის რეაქცია (9.3% 1.1%-თან შედარებით).

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

პირფენიდონის დაახლოებით 70-80% მეტაბოლიზდება CYP1A2-ის საშუალებით სხვა CYP იზოფერმენტების მცირე დახმარებით, როგორიცაა CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1.

გრეიპფრუტის წვენის მიღება დაკავშირებულია CYP1A2-ის ინჰიბირებასთან და თავიდან უნდა იქნას აცილებული პირფენიდონით მკურნალობისას.

CYP1A2 ინჰიბიტორები

პირფენიდონის მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა თერაპია, რომელიც წარმოადგენს როგორც CYP1A2-ის, ასევე ერთი ან მეტი სხვა CYP იზოფერმენტის ინჰიბიტორებს, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში (მაგალითად, CYP2C9, 2C19 და 2D6).

In vitro და in vivo ექსტრაპოლაციები აჩვენებს, რომ CYP1A2-ის ძლიერ და შერჩევით ინჰიბიტორებს (მაგალითად, ენოქსაცინს) აქვთ უნარი, გაზარდონ პირფენიდონის ექსპოზიცია დაახლოებით 2-დან 4-ჯერ. თუ CYP1A2-ის ძლიერ და სელექტიურ ინჰიბიტორთან პირფექტის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, პირფენიდონის დოზა უნდა შემცირდეს 800 მგ-მდე დღეში (200 მგ, ოთხჯერ დღეში). პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ პირფექტით თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამოვლენისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პირფექტის გამოყენება (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და 4.4).

პირფექტისა და 750 მგ ციპროფლოქსაცინის (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორის) ერთად მიღებამ გაზარდა პირფენიდონის ექსპოზიცია 81%-ით. თუ შეუძლებელია 750 მგ პროფლოქსაცინის, დღეში ორჯერ, მიღების თავიდან აცილება, პირფენიდონის დოზა უნდა შემცირდეს 1600 მგ-მდე დღეში (400 მგ, დღეში ოთხჯერ). პირფექტი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ციპროფლოქსაცინთან ერთად დოზით 250 მგ ან 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

პირფექტი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ CYP1A2-ის სხვა ზომიერი ინჰიბიტორებით (მაგალითად, ამიოდარონი, პროპაფენონი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ CYP1A2 ინჰიბიტორები გამოიყენება ერთ ან რამდენიმე სხვა CYP იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში, როგორიცაა CYP2C9 (მაგალითად, ამიოდარონი, ფლუკონაზოლი), 2C19 (მაგალითად, ქლორამფენიკოლი) და 2D6 (მაგალითად, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი).

CYP1A2 სტიმულატორები

CYP1A2-ის ზომიერი ინდუქტორების შემთხვევაში (მაგალითად, ომეპრაზოლი), ერთდროულმა გამოყენებამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პირფენიდონის დონის დაქვეითება.

ისეთი სამკურნალო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც მოქმედებენ როგორც CYP1A2-ის, ასევე სხვა CYP იზოფერმენტების ძლიერი ინდუქტორების სახით, რომლებიც მონაწილეობენ პირფენიდონის მეტაბოლიზმში, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პირფენიდონის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება.

დოზირება და მიღების წესი

პირფექტით მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ.

დოზირება

მოზრდილები

მკურნალობის დასაწყისში, უნდა მოხდეს დოზის ტიტრაცია რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, რაც შეადგენს 2400 მგ-ს დღეში 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში, შემდეგნაირად:

1-7 დღე: 200 მგ დოზა (ერთი 200 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (800 მგ/დღეში)

8-14 დღე: 400 მგ დოზა (ორი 200 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ოთხჯერ (1600 მგ/დღეში)

მე-15 დღიდან: 600 მგ დოზა, დღეში ოთხჯერ (2400 მგ/დღეში)

პირფექტის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 600 მგ ტაბლეტი დღეში ოთხჯერ საკვებთან ერთად, სულ 2400 მგ/დღეში.

> 2400 მგ/დღეში დოზა არ არის რეკომენდებული არცერთი პაციენტისათვის (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

პაციენტებმა, რომლებმაც გამოტოვეს 14 ან მეტი დღე მიყოლებით, პირფექტით მკურნალობა უნდა დაიწყოს თავიდან, საწყისი 2-კვირიანი ტიტრირების რეჟიმით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე.

14 დღეზე ნაკლებ პერიოდში მკურნალობის შეწყვეტისას, დოზირება შეიძლება განახლდეს წინა რეკომენდებული დღიური დოზით ტიტრირების გარეშე.

დოზის კორექცია და სხვა რეკომენდაციები უსაფრთხო გამოყენებისათვის

კუჭ-ნაწლავის მხრივ მოვლენები:

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თერაპიის აუტანლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველი ეფექტების გამო, პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ პრეპარატი მიიღონ საკვებთან ერთად. თუ სიმპტომები შენარჩუნდება, პირფენიდონის დოზა შეიძლება შემცირდეს 1-2 ტაბლეტით (200 მგ - 400 მგ) ოთხჯერ/დღეში საკვებთან ერთად ხელახალი გაზრდით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, ამტანობის მიხედვით. თუ სიმპტომები გაგრძელდება, პაციენტებს შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟი, რომ შეწყვიტონ მკურნალობა ერთიდან ორ კვირამდე, რათა სიმპტომები გაქრეს.

ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი:

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი, უნდა შეახსენონ, რომ გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად და მოერიდონ მზის ზემოქმედებას (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). პირფენიდონის დოზა შეიძლება შემცირდეს 800 მგ-მდე დღეში (200 მგ ოთხჯერ დღეში). იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი გაგრძელდა 7 დღის შემდეგ, პირფენიდონის მიღება უნდა შეწყდეს 15 დღით, ხელახალი გაზრდით რეკომენდებულ დღიურ დოზამდე იმავე წესით, როგორც დოზის გაზრდის პერიოდი.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ფოტომგრძნობელობის რეაქცია ან გამონაყარი, უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეწყვიტონ დოზა და მიმართონ სამედიცინო დახმარებას (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). როგორც კი გამონაყარი გაქრება, პირფენიდონი შეიძლება ხელახლა მიეცეს პაციენტს და დოზა გაიზარდოს რეკომენდებულ დღიურ დოზამდე, ექიმის შეხედულებისამებრ.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

დოზის კორექცია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით (მაგალითად, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A და B). თუმცა, ვინაიდან პირფენიდონის პლაზმური დონე შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ სუბიექტში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ამ პოპულაციაში პირფექტით მკურნალობისას. პირფექტით თერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“, „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და 5.2).

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის აუცილებელი თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში. პირფექტი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობით. პირფექტით მკურნალობა არ შეიძლება თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების დროს, რომელიც საჭიროებს დიალიზს (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

პირფენიდინი არ გამოიყენება პედიატრიულ პოპულაციაში ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) ჩვენებებისათვის.

მიღების წესი: პირფექტი მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მიიღება საკვებთან ერთად, რათა შემცირდეს გულისრევის და ძილიანობის ალბათობა (იხილეთ პუნქტები „გვერდითი მოვლენები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პირფენიდონის მრავალჯერადი დოზა ჯამურ დოზამდე 4,806 მგ/დღეში შეყვანილი იყო ექვსი 267 მგ კაფსულის სახით დღეში სამჯერ ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში, დოზის გაზრდის 12-დღიანი პერიოდის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი, ტრანზიტორული და შეესაბამებოდა პირფენიდონის ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებს.

საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას დამხმარე სამედიცინო მკურნალობა სასიცოცხოლო ნიშნების მონიტორინგისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დაკვირვების ჩათვლით.

შეფუთვა:

დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:

პირფექტი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

ლიცენზიის თარიღი და ნომერი: -

პრეპარატი გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა