პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

პირფენიდონი კაფსულები

Pirfenidone Capsules

რეცეპტით267მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

პირფენიდონი კაფსულები წარმოადგენს პირიდონს, რომელიც ნაჩვენებია ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ. (1)

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირფენიდონი (pirfenidone)
ფორმა და შეფუთვა
267მგ კაფსულა №270 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Macleods Pharmaceuticals Ltd., ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043812
რეგისტრირებულია
8 აგვისტო 2025, მოქმედებს 8 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპირფენიდონი კაფსულები და სხვა წამალი ერთად

პირფენიდონი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირფენიდონი კაფსულები წარმოადგენს პირიდონს, რომელიც ნაჩვენებია ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ. (1)

მიღების წესი და დოზირება

პირფენიდონის კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით;

ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის კაფსულების დოზა, საჭიროების მიხედვით;

პირფენიდონის კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. ეს ეხმარება პაციენტს გულისრევისა და თავბრუსხვევის შემცირებაში.

პირფენიდონის კაფსულები 267 მგ მოწოდებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის კაფსულების სახით. თუ პაციენტს გამოწერილი აქვს 267 მგ პირფენიდონის კაფსულები, ისინი უნდა მიიღოს შემდეგნაირად:

267 მგ ერთი პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-ლი დღიდან მე-7 დღის ჩათვლით;

267 მგ 2 პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში მე-8 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით;

267 მგ 3 პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში მე-15 დღიდან ყოველდღე.

267 მგ პირფენიდონის კაფსულების დოზირების სქემა

კვირა

დილა (საუზმე)

შუადღე

(ლანჩი)

საღამო

(სადილი)

კაფსულების მთლიანი რაოდენობა თითოეულ დღეს

1 – 7 დღეები

1

1

1

3

8 – 14 დღეები

2

2

2

6

მე-15 დღიდან

3

3

3

9

თუ პაციენტმა 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში გამოტოვა პირფენიდონის კაფსულების მიღება, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოს ექიმს შემდგომი ინსტრუქციებისათვის, თუ როგორ უნდა მიიღოს მედიკამენტი.

დაუშვებელია 2 დოზის მიღება ერთდროულად, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დაუშვებელია 3 დოზაზე მეტის მიღება თითოეულ დღეს.

თუ პაციენტმა მიიღო დიდ რაოდენობით პირფენიდონის კაფსულები, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს ექიმთან ან მიმართოს უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას.

პირფენიდონის კაფსულების მიღების დაწყებამდე ექიმი შეამოწმებს გარკვეულ სისხლის ანალიზებს.

რას უნდა მოერიდოს პაციენტი პირფენიდონის კაფსულების მიღებისას?

უნდა მოერიდოს მზის სხივებს. პირფენიდონის კაფსულები კანს ხდიან უფრო მგრძნობიარეს მზის სხივების და მზის ნათურების სხივების და სოლარიუმების მიმართ. პაციენტმა შეიძლება მიიღოს მძიმე დამწვრობა. უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი (SPF 50) და ატაროს ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარვას კანს მზის სხივებისაგან. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტმა მიიღო დამწვრობა ან განუვითარდა გამონაყარი.

არ არის რეკომენდებული პირფენიდონის კაფსულების მიღება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიან მზის სხივებისა და მზის ნათურების სხივების და სოლარიუმების მიმართ.

არ არის რეკომენდებული მოწევა. მოწევა გავლენას ახდენს პირფენიდონის კაფსულების მოქმედების ეფექტიანობაზე.

რა არის პირფენიდონის კაფსულების შესაძლო გვერდითი მოვლენები?

პირფენიდონის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:

ღვიძლის მხრივ პრობლემები. საჭიოროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი სიმპტომები, როგორიცაა: კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), მუქი ან ყავისფერი (ჩაისფერი) შარდი, მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილის ტკივილი, ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, დაღლილობა.

ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციის ანალიზებს პირფენიდონის კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში.

მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა) და გამონაყარი. იხ. “რას უნდა მოერიდოს პაციენტი პირფენიდონის კაფსულების მიღებისას?”

კანის მძიმე რეაქციები. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა კანზე ბლისტერები, გამონაყარი, წყლულები პირში, ჭინჭრის ციება ან კანის სხვა მძიმე სიმპტომები. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს პირფენიდონის კაფსულებით მკურნალობა.

მუცლის მხრივ პრობლემები. პირფენიდონის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, გულძმარვა და კუჭის ტკივილი. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ მუცლის პრობლემები უარესდება ან არ იხსნება. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის კაფსულების დოზა.

პირფენიდონის კაფსულების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს: დაღლილობა, უძილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონის კლება და მადის დაქვეითება ან დაკარგვა.

ეს არ არის პირფენიდონის კაფსულების ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა. საჭიროა ექიმთან მიმართვა გვერდითი მოვლენების შესახებ სამედიცინო კონსულტაციისათვის. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს FDA-სთვის, ტელ.: 1-800-FDA-1088.

რიგირ ინახება პირფენიდონის კაფსულები?

პირფენიდონის კაფსულები ინახება 20°-დან 25°C-მდე (68°-დან 77°F-მდე) ტემპერატურაზე; დასაშვებია ტემპერატურის გადახრა 15°-დან 30°C-მდე (59°-დან 86°F-მდე) [იხ. USP-ის გაკონტროლებული ოთახის ტემპერატურა].

ინახება მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში.

ვადაგასული და არასაჭირო პირფენიდონის კაფსულების გადაგდება უნდა მოხდეს უსაფრთხოდ. პირფენიდონის კაფსულები და ყველა მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ზოგადი ინფორმაცია პირფენიდონის კაფსულების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების შესახებ

ზოგჯერ მედიკამენტები ინიშნება გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილისაგან განსხვავებული მიზნებით. პირფენიდონის კაფსულები არ უნდა იქნეს გამოყენებული არანაჩვენები მდგომარეობისათვის. დაუშვებელია პირფენიდონის კაფსულების მიცემა სხვა პირებისათვის, იმავე სიმპტომების ქონის მიუხედავად. პაციენტმა შეიძლება მიმართოს ფარმაცევტს ან ექიმს პირფენიდონის კაფსულების შესახებ სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნული ინფორმაციის მისაღებად.

რა არის პირფენიდონის კაფსულების ინგრედიენტები?

აქტიური ნივთიერება: პირფენიდონი

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი და ტიტანის ოქსიდი

კაფსულაზე ყავისფერი საბეჭდი მელანი: ამონიუმის ჰიდროქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყავისფერი ოქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, შელაკი.

დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა მიმართვა: Macleods Pharma USA inc. (მაკლეოდს ფარმა იუესეი, ინკ.), ტელ.: 1-888-943-3210 ან 1-885-926-3384.

პაციენტისათვის განკუთვნული ინფორმაცია დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ.

წარმოებულია კომპანიისათვის:

Macleods Pharma USA, Inc.

Princeton, NJ 08540

მაკლეოდს ფარმა იუესეი, ინკ

პრინსტონი, ნიუჯერსი 08540

წარმოებულია:

Macleods Pharmaceuticals Ltd.

Baddi, Himachal Pradesh - 174101 INDIA

მაკლეოდს ფარმასიუთიქალზ ლტდ.

ბადი, ჰიმაჩალ პრადეშ - 174101 ინდოეთი

უკუჩვენებები

არ არის მოწოდებული.

სიფრთხილის ზომები

  • 1. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება

ღვიძლის წამლისმიერი დაზიანების (DILI) შემთხვევები აღწერილ იქნა პირფენიდონის გამოყენებისას. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა DILI-ის არამძიმე და მძიმე შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის მძიმე დაზიანება ფატალური გამოსავლით. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პირფენიდონის დოზას 2403 მგ/დღეში მე-3 ფაზის კვლევებში, აღენიშნათ ალტ-ის ან ასტ-ის ≥3x მატება ნორმის ზედა ზღვარზე, პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (3,7% vs 0,8%, შესაბამისად). ალტ-ის ან ასტ-ის ≥10x მატება ნორმის ზედა ზღვარზე აღინიშნა 0.3% პაციენტებში 2403 მგ/დღეში დოზით პირფენიდონის ჯგუფში და 0,2% - პლაცებო ჯგუფის პაციენტებში. ალტ-ის ან ასტ-ის ≥3x მატება ნორმის ზედა ზღვარზე შექცევადი იყო დოზის ცვლილების ან მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ალტ. ასტ და ბილირუბინი) ყოველთვიურად, პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3 თვეში და კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე. ეს ნიშნები მოიცავს დაღლილობას, ანორექსიას, მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში დისკომფორტს, მუქი ფერის შარდს ან სიყვითლეს. დოზის ცვლილება ან დროებით შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების დროს [იხ. დოზირება და მიღების მეტოდი (2.1, 2.3)].

  • 2 ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან გამონაყარი

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონით მე-3 ფაზის კვლევებში, აღენიშნათ ფოტომგრძნობელობითი რეაქციების (9%) უფრო ხშირი შემთხვევები პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (1%). ფოტომგრძნობელობითი რეაქციების უმეტესობა განვითარდა პირველ 6 თვეში. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე შეამცირონ მზის სხივების (მათ შორის სოლარიუმების) ზემოქმედება, გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები (SPF 50 ან უფრო მაღალი) და ატარონ მზის გამოსხივებისაგან დამცავი ტანსაცმელი. გარდა ამისა, პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ თავიდან აიცილონ იმ მედიკამენტებით მიღება, რომლებიც იწვევენ ფოტომგრძნობელობას. დოზის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება საჭიროა გახდეს ფოტომგრძნობელობითი რეაქციის ან გამონაყარის განვითარების დროს [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

  • 3 კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილ იქნა პირფენიდონის გამოყენებასთან კავშირში პოსტმარკეტინგულ პერიოდში. SCAR-ის ნიშნების ან სიმპტომების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პირფენიდონის მიღება, სანამ არ დადგინდება რეაქციის ეტიოლოგია. რეკომენდებულია დერმატოლოგთან კონსულტაცია. SCAR-ის დადასტურების შემთხვევაში პირფენიდონის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

  • 4 კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

კლინიკურ კვლევებში კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ფაღარათი, დისპეფსია, ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და მუცლის ტკივილი, აღწერილ იქნა უფრო ხშირად პირფენიდონის მიმღებ ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით. კუჭ-ნაწლავის დარღვევების გამო დოზის შემცირება ან შეწყვეტა საჭირო გახდა 2403 მგ/დღეში დოზის მიმღებ 18,5% პაციენტში, 5.8%-თან შედარებით პლაცებო ჯგუფში; პირფენიდონის 2403 მგ/დღეში დოზის მიმღები 2,2% პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა კუჭ-ნაწლავის მოვლენების გამო, 1,0% პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. ყველაზე ხშირი (>2%) კუჭ-ნაწლავის მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს დოზის შემცირება ან შეწყვეტა იყო გულისრევა, დიარეა, ღებინება და დისპეფსია. კუჭ-ნაწლავის მოვლენების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო მკურნალობის დასაწყისში (პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი სიხშირე) და დაქვეითდა დროის განმავლობაში. დოზის ცვლილებები შეიძლება საჭირო გახდეს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციების ზოგიერთ შემთხვევებში [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკის შეჯამება

ორსულ ქალებში პირფენიდონის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია წამალთან დაკავშირებული სერიოზული თანდაყოლილი ანომალიებისა და აბორტის რისკების შესაფასებლად. ცხოველების რეპროდუქციულ კვლევებში პირფენიდონი არ იყო ტერატოგენული ვირთხებსა და კურდღლებში პერორალურ დოზებზე, რომლებიც მიიღებოდა 3-ჯერ და 2-ჯერ დღეში. შესაბამისად, მოზრდილებისათვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზებით (MRDD) [იხ. მონაცემები].

აშშ-ის ზოგად პოპულაციაში კლინიკურად დადასტურებულ ორსულობებში სერიოზული თანდაყოლილი ანომალიების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი შესაბამისად 2-4% და 15-20%-ია.

მონაცემები

მონაცემები ცხოველებიდან

ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთაგვებში და ბოცვრებში. ფერტილობის და ემბრიოფეტალური განვითარების კომბინირებულ კვლევებში, მდედრი ვირთაგვები იღებდნენ პერფინიდონს პერორალური დოზებით 0, 50, 150, 450 და 1000 მგ/კგ/დღე შეწყვილებამდე 2 კვირით ადრე, შეწყვილების ფაზაში და ადრეული ემბრიოფეტალური განვითარების პერიოდებში - 0-5 გესტაციური დღეები (GD) და ორგანოგენეზის დღეები 6-17 (GD). ემბრიფეტალური განვითარების კვლევაში ორსული კურდღლები იღებდნენ პირფენიდონის პერორალურ დოზებს 0, 30, 100 და 300 მგ/კგ/დღე ორგანოგენეზის პერიოდის განმავლობაში 6-18 GD დღეები. ამ კვლევებში პირფენიდონი დოზებით, რომელიც 3-ჯერ და 2-ჯერ, შესაბამისად, აჭარბებდა მაქსიმალურ დღიურ რეკომენდებულ დოზებს მოზრდილებში (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 1000 მგ/კგ/დღე ვირთაგვებში და 300 მგ/კგ/დღე ბოცვრებში, შესაბამისად) არ გამოვლინდა ფერტილობის დაზიანება ან ზიანი ნაყოფზე პირფენიდონის გამო. დედისეული ტოქსიკურობის გამო აციკლური/არარეგულარული ციკლები (მაგ.: გახანგრძლივებული ციკლი) ნანახი იქნა ვირთაგვებში დოზებზე, რომლებიც დაახლოებით ექვივალენტური და უფრო მაღალი იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომენდებული დოზების (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 450 მგ/კგ/დღეში და უფრო მაღალი). პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევაში მდედრი ვირთაგვები იღებდნენ პირფენიდონს პერორალური დოზებით 0, 100, 300 და 1000 მგ/კგ/დღე GD მე-7 დღიდან ლაქტაციის მე-20 დღემდე. გესტაციური პერიოდის გახანგრძლივება, ცოცხალი ახალშობილების რაოდენობის შემცირება და ნაშიერების სიცოცხლისუნარიანობის და სხეულის წონის შემცირება ნანახი იქნა ვირთაგვებში პერორალურ დოზებზე, რომლებიც დაახლოებით 3-ჯერ მაღალი იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზის (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 1000 მგ/კგ/დღე).

  • 2 ლაქტაცია

რისკის შეჯამება

არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი პირფენიდონის ადამიანის რძეში გამოყოფის, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე წამლის ეფექტების ან რძის წარმოქმნაზე წამლის ეფექტების შესახებ. კლინიკური მონაცემების უკმარისობა ლაქტაციის დროს ხელს უშლის ბავშვზე პირფენიდონის რისკის ზუსტად განსაზღვრას ლაქტაციის დროს. ამიტომ, ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დედისთვის პირფენიდონის კლინიკურ საჭიროებასთან და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე პირფენიდონის ან დედის ძირითადი დაავადების პოტენციურ გვერდით ეფექტებთან ერთად.

მონაცემები

ცხოველების მონაცემები: რადიოაქტიურად მარკირებული პირფენიდონის კვლევამ ვირთაგვებში აჩვენა, რომ პირფენიდონი ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში. არ არის მონაცემები პირფენიდონის ან მისი მეტაბოლიტების ადამიანის რძეში არსებობის, პირფენიდონის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე ეფექტების ან რძის წარმოქმნაზე მისი გავლენის შესახებ.

  • 4 პედიატრიული გამოყენება

პირფენიდონის უსაფრთხოება ან ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.

  • 5 გერიატრიული გამოყენება

კლინიკურ კვლევებში მონაწილე პირების საერთო რაოდენობიდან, რომლებიც იღებდნენ პირფენიდონს, 714 (67%) იყო 65 წლის და მეტი ასაკის და 231 (22%) იყო 75 წლის და მეტი ასაკის. არ აღინიშნა უსაფრთხოებაში ან ეფექტიანობაში რაიმე განსხვავება ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის. არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.

  • 6 ღვიძლის დაზიანება

პირფენიდონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული სუსტი (ჩაილდ პიუ კლასი A) ან ზომიერი (ჩაილდ პიუ კლასი B) ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

პირფენიდონის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში. პირფენიდონი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაზიანების (ჩაილდ პიუ კლასი C) მქონე პაციენტებში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

  • 7 თირკმლის დაზიანება

პირფენიდონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული სუსტი (CLcr 50-80 მლ/წთ), ზომიერი (CLcr 30-50 მლ/წთ) ან მძიმე (CLcr ნაკლები 30 მლ/წთ) თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)]. პირფენიდონის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს. პირფენიდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს.

  • 8 მწეველები

თამბაქოს მოწევა აქვეითებს პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)], რამაც შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის ეფექტიანობის პროფილი. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება თამბაქოს მოწევის შეწყვეტის შესახებ პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დეტალურად განხილულია გამოყენების ინსტრუქციის სხვა პარაგრაფებში:

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)];

ფოტომგრძნობელობითი რეაქციები და გამონაყარი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)];

კანის მძიმე გვერდითი რეაქციბი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)];

კუჭ-ნაწლავის დარღვევები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.4)].

  • 1 კლინიკური კვლევების გამოცდილება

რადგან კლინიკური კვლევები ტარდება სხვადასხვა ცვალებად პირობებში, კლინიკურ კვლევებში აღწერილი წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შედარდეს წამლის სხვა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ სიხშირეებთან და შესაძლოა არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირის მაჩვენებლებს.

პირფენიდონის უსაფრთხოება შეფასდა 1400-ზე მეტ სუბიექტში 170-ზე მეტი სუბიექტით, რომლებიც პირფენიდონს იღებდნენ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კლინიკურ კვლევებში.

პირფენიდონი შესწავლილ იქნა 3 რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევებში (კვლევები 1, 2 და 3), რომლებშიც ჯამში 623 პაციენტი იღებდა 2403 მგ/დღეში პირფენიდონს და 624 პაციენტი იღებდა პლაცებოს. სუბიექტების ასაკი იყო 40-დან 80 წლამდე (საშუალო ასაკი 67 წელი). უმეტესობა პაციენტი იყო მამაკაცი (74%) და თეთრი რასის წარმომადგენელი (95%), პირფენიდონის ზემოქმედების საშუალო ხანგრძლივობა იყო 62 კვირა (ინტერვალი 1-118 კვირა) ამ 3 კვლევაში.

რეკომენდებული დოზაზე 2403 მგ/დღეში 14,6% პაციენტმა პირფენიდონის ჯგუფში, 9,6% პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, შეწყვიტა მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო. ყველაზე ხშირი (<1%) გვერდითი რეაქციები, რომლებმაც გამოიწვიეს თერაპიის შეწყვეტა, იყო გამონაყარი და გულისრევა. ყველაზე ხშირი (<3%) გვერდითი რეაქციები, რომლებმაც გამოიწვიეს დოზის შემცირება ან დროებით შეჩერება იყო გამონაყარი, გულისრევა, დიარეა და ფოტომგრძნობელობითი რეაქცია.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები სიხშირით ≥10% და მეტი პირფენიდონის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, ჩამოთვლილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ≥10% სიხშირით პირფენიდონით ნამკურნალებ პაციენტებში და უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო ჯგუფში, 1-ლ, მე-2 და მე-3 კვლევებში.

გვერდითი რეაქცია

პაციენტების % (0 – 118 კვირა)

პირფენიდონი

2403 მგ/დღეში

(N=623)

პლაცებო

(N=624)

გულისრევა

36%

16%

გამონაყარი

30%

10%

მუცლის ტკივილი1

24%

15%

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

27%

25%

ფაღარათი

26%

20%

დაღლილობა

26%

19%

თავის ტკივილი

22%

19%

მადის დაქვეითება

21%

8%

დისპეფსია

19%

7%

თავბრუსხვევა

18%

11%

ღებინება

13%

6%

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

11%

7%

სინუსიტი

11%

10%

უძილობა

10%

7%

წონის კლება

10%

5%

ართრალგია

10%

7%

1 მოიცავს მუცლის ტკივილს, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს, მუცლის შებერილობას და კუჭის არეში დისკომფორტს

გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ≥5 - <10%-ში პირფენიდონით ნამკურნალებ პაცეინტებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად, არის ფოტომგრძნობელობითი რეაქცია (9% vs 1%), ქავილი (8% vs 5%), ასთენია (6% vs 4%), დისგეზია (6% vs 2%) და არაკარდიული მკერდის ტკივილი (5% vs 4%),

  • 2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კლინიკურ კვლევებში იდენტიფიცირებული გვერდითი რეაქციების გარდა პირფენიდონის ლიცენზირების შემდეგ იდენტიფიცირებულ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები. რადგან ეს რეაქციები აღწერილ იქნა ნებაყოფლობით გაურკვეველი ზომის პოპულაციიდან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი საიმედოდ შეფასდეს მათი სიხშირე.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: ანგიონევროზული შეშუპება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR).

  • წამლის ურთიერთქმედებები
  • 1 CYP1A2-ის ინჰიბიტორები

პირფენიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება (70-80%) CYP1A2-ით CYP იზოფერმენტების - CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1 - მცირე მონაწილეობით.

CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები

პირფენიდონის და ფლუვოქსამინის ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ.: ენოქსაცინი) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. ფლუვოქსამინის ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს პირფენიდონის მიღებამდე და არ უნდა იქნეს მიღებული პირფენიდონით მკურნალობის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ფლუვოქსამინი ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები მხოლოდ ერთადერთი არჩევის პრეპარატია, რეკომენდებულია დოზირების შემცირება. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის შეწყვეტა, საჭიროების შემთხვევაში [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.4)].

CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორები

პირფენიდონის და ციპროფლოქსაცინის (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღება ზომიერად ზრდის პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუ აუცილებელია ციპროფლოქსაცინის 750 მგ ორჯერ დღეში მიღება, რეკომენდებულია დოზის შემცირება [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.4)]. საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი, როცა ციპროფლოქსაცინი გამოიყენება დოზით 250 მგ ან 500 მგ ერთხელ დღეში.

CYP1A2-ის და CYP-ის სხვა ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება

აგენტები ან აგენტების კომბინაციების, რომლებიც ზომიერი ან ძლიერი ინჰიბიტორები არიან, როგორც CYP1A2-ის, ისე პირფენიდონის მეტაბოლიზმში ჩართული ერთი ან მეტი CYP-ის სხვა იზოფერმენტების (მაგ.: CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1), მიღება უნდა შეწყდეს პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  • 2 CYP1A2-ის ინდუქტორები

პირფენიდონის და CYP1A2-ის ინდუქტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს პირფენიდონის ექსპოზიცია და ამან შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანობის დაკარგვა. ამიტომ, CYP1A2-ის ძლიერი ინდუქტორების მიღება უნდა შეწყდეს პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული პირფენიდონისა და CYP1A2-ის ძლიერი ინდუქტორების ერთდროული გამოყენება [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

  • სპეციფიკურ პოპულაციებში გამოყენება

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შესახებ შეზღუდული რაოდენობით კლინიკური გამოცდილებაა. პირფენიდონის მრავლობითი დოზები მაქსიმალურ ასატან დოზამდე 4005 მგ/დღეში, ხუთი 267 მგ კაფსულა სამჯერ დღეში, მიიღეს ჯანმრთელმა მოზრდილმა მოხალისეებმა 12-დღიანი დოზის გაზრდის პერიოდში.

დოზის სავარაუდო გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე სამედიცინო მკურნალობა, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და პაციენტის კლინიკურ სტატუსზე დაკვირვება.

  • აღწერა

პირფენიდონი მიეკუთვნება პირიდონის ქიმიურ კლასს. პირფენიდონის კაფსულები USP ხელმისაწვდომია თეთრი ან მოთეთრო ფერის მყარი ჟელატინის კაფსულების სახით, რომლებიც შეიცავენ 267 მგ პირფენიდონს პერორალური მიღებისთვის.

პირფენიდონის მოლეკულური ფორმულაა C12H11NO და მოლეკულური წონაა 185.23. პირფენიდონს აქვს შემდეგი სტრუქტურული ფორმულა, რომელიც ცნობილია, როგორც 5-მეთილ-1-ფენილ-2-1(H)-პირიდონი ან 5-მეთილ-1-ფენილ-2(1H)-პირიდონი.

პირფენიდონი არის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, არაჰიგროსკოპული ფხვნილი. ის უფრო მეტად ხსნადია მეთანოლში, ეთილის სპირტში, აცეტონში და ქლოროფორმში, ვიდრე წყალში და 1.0 NHCl-ში. დნობის ტემპერატურა დაახლოებით 109ºC-ია.

პირფენიდონის კაფსულა USP შეიცავს პირფენიდონს და შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

გარდა ამისა, კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს და ტიტანის დიოქსიდს. კაფსულაზე ყავისფერი საბეჭდი მელანი შეიცავს ამონიუმის ჰიდროქსიდს, რკინის შავ ოქსიდს, რკის ყავისფერ ოქსიდს, კალიუმის ჰიდროქსიდს, პროპილენგლიკოლს, შელაკს.

  • კლინიკური ფარმაკოლოგია
  • 1 მოქმედების მექანიზმი

პირფენიდონის მოქმედების მექანიზმი IPF-ის მკურნალობაში არ არის დადგენილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულის ელექტროფიზიოლოგია:

პირფენიდონის QT ინტერვალზე გავლენა შეფასდა რანდომიზებულ, პლაცებო და დადებითად კონტროლირებად, პარალელურჯგუფებიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 160 ჯანმრთელი ზრდასრული მოხალისე. მოხალისეებმა მიიღეს პირფენიდონი 2403 მგ/დღეში (რეკომენდებული დოზა) და 4005 მგ/დღეში (რეკომენდებული დოზაზე 1.6-ჯერ მეტი) ან პლაცებო 10 დღის განმავლობაში, ან ერთჯერადი დოზა 400 მგ მოქსიფლოქსაცინი (აქტიური კონტროლი).

პლაცებოსთან შედარებით, კვლევისთვის სპეციფიკურ QT ინტერვალში საწყისი დონის მაქსიმალური საშუალო ცვლილება იყო 3.2 მილიწამი (მს) და 2.2 მს პირფენიდონისათვის, დოზით 2403 მგ/დღეში და 4005 მგ/დღეში, შესაბამისად. არცერთ მოხალისეს არ ჰქონია QTc ინტერვალი 480 მს-ზე მეტი ან საწყისი დონის ცვლილება 60 მს-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში არ არსებობდა მტკიცებულება, რომ პირფენიდონმა გაახანგრძლივა QTc ინტერვალი, საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რადგან დადებითი კონტროლი (მოქსიფლოქსაცინი) არ მუშაობდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო ამ კვლევაში, ხოლო პირფენიდონი 4005 მგ/დღეში (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 1.7-ჯერ მეტი) არ ფარავდა პირფენიდონის ექსპოზიციის მაქსიმალურ ზრდას ფლუვოქსამინის, CYP1A2 ძლიერი ინჰიბიტორის, ერთდროული მიღებისას.

  • 3 ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

801 მგ პირფენიდონის ერთჯერადი პერორალური დოზის (სამი 267 მგ კაფსულა) მიღების შემდეგ, პლაზმური მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიღწეული იქნა 30 წუთიდან 4 საათამდე პერიოდში (მედიანური დრო 0.5 საათი). საკვებმა შეამცირა შეწოვის სიჩქარე და მოცულობა. საკვების მიღებისას მედიანური Tmax გაიზარდა მაქსიმალური 0.5 საათიდან 3 საათამდე. საკვების მიღებისას მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) და მაქსიმალური AUC0-inf შემცირდა დაახლოებით 49%-ით და 16%-ით, შესაბამისად.

ბიოექვივალენტობა უზმოდ ყოფნისას ნაჩვენები იქნა 801 მგ ტაბლეტის სამ 267 მგ კაფსულასთან შედარებისას. საკვების გავლენა პირფენიდონის ექსპოზიციაზე მსგავსი იყო ტაბლეტისა და კაფსულის ფარმაცევტული ფორმების შემთხვევაში.

ნაკლები გვერდითი რეაქციები შემთხვევები დაფიქსირდა ნაკვებ ჯგუფის წევრებში უზმოზე მყოფ ჯგუფთან შედარებით. IPF-ის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ გაკონტროლებულ კვლევებში პირფენიდონი მიიღებოდა საკვებთან ერთად [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2) და კლინიკური კვლევები (14)].

პირფენიდონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ადამიანებში არ არის განსაზღვრული.

განაწილება

პირფენიდონი უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს, კონცენტრაციაზე არადამოკიდებელი სახით, კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული კონცენტრაციების დიაპაზონში. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული კონცენტრაციების დროს (1-დან 10 მკგ/მლ-მდე) საერთო საშუალო დაკავშირება იყო 58%. განაწილების საშუალო სავარაუდო პერორალური მოცულობა დაახლოებით 59-დან 71 ლიტრამდეა.

მეტაბოლიზმი

ჰეპატოციტებსა და ღვიძლის მიკროსომებში in vitro პროფილირების კვლევებმა აჩვენა, რომ პირფენიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP1A2-ით და მრავალი სხვა CYP-ით (CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1). პირფენიდონის პერორალური მიღება იწვევს ოთხი მეტაბოლიტის წარმოქმნას. ადამიანებში, მხოლოდ პირფენიდონი და 5-კარბოქსი-პირფენიდონი გვხვდება პლაზმაში მნიშვნელოვანი რაოდენობით. მეტაბოლიტის საწყის ნივთიერებათან საშუალო თანაფარდობა დაახლოებით 0.6-დან 0.7-მდე მერყეობდა.

ადამიანებში პირფენიდონის მეტაბოლიზმი არ შეფასებულა ოფიციალურ რადიოაქტიურად მარკირებულ კვლევებში. in vitro მონაცემები მიუთითებს, რომ მეტაბოლიტები, სავარაუდოდ ფარმაკოლოგიურად აქტიური არ იქნება მეტაბოლიტების დაკვირვებად კონცენტრაციებზე.

გამოყოფა

ჯანმრთელ სუბიექტებში საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. პირფენიდონი უპირატესად გამოიყოფა მეტაბოლიტის 5-კარბოქსი-პირფენიდონის სახით, ძირითადად შარდში (დოზის დაახლოებით 80%). პირფენიდონის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა 5-კარბოქსი მეტაბოლიტის სახით (დაახლოებით, აღდგენილის 99.6%).

სპეციფიკური პოპულაციები:

ღვიძლის დაზიანება

პირფენიდონის და 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე 12 სუბიექტში (ჩაილდ-პიუ კლასი B) და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 12 სუბიექტში. შედეგებმა აჩვენა, რომ პირფენიდონის საშუალო ექსპოზიცია, AUC0-inf და Cmax გაიზარდა დაახლოებით 1.6-ჯერ და დაახლოებით 1.4-ჯერ, შესაბამისად, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში. 5-კარბოქსი-პირფენიდონის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში.

თირკმლის უკმარისობა

პირფენიდონის და 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 18 სუბიექტში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-დან 80 მლ/წთ-მდე), საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-დან 50 მლ/წთ-მდე) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) თირკმლის უკმარისობით (n=6/ჯგუფი) და 6 სუბიექტში ნორმალური კრეატინინის კლირენსით (კრეატინინის კლირენსი 80 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი). შედეგებმა აჩვენა, რომ პირფენიდონის სისტემური ექსპოზიცია (AUC0-inf) გაიზარდა დაახლოებით 1.4, 1.5 და 1.2-ჯერ თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში, შესაბამისად. 5-კარბოქსი-პირფენიდონის შესაბამისი AUC0-inf გაიზარდა 1.7, 3.4 და 5.6-ჯერ, თუმცა თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. 5-კარბოქსი-პირფენიდონის თირკმლის კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირდა თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს.

გერიატრიული პოპულაცია

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკული ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ არ არის საჭირო დოზის კორექცია გერიატრიულ პაციენტებში.

სქესი

პირფენიდონის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ფარმაკოკინეტიკაში მამაკაცებსა და ქალებს შორის.

სიმსუქნე

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსუქნეს (სხეულის მასის ინდექსი [BMI] მეტი ან ტოლი 30 კგ/მ2) არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.

რასა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ რასას არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.

წამლების უერთიერთქმედების კვლევები:

ციტოქრომა P450 1A2-ის ინჰიბიტორები

პირფენიდონი ციტოქრომა P450 1A2-ის სუბსტრატია. 25 ჯანმრთელ არამწეველზე და 25 მწეველზე ჩატარებული ერთჯერადი დოზის წამლის ურთიერთქმედების კვლევაში, პირფენიდონი ერთდროულად გამოიყენებოდა ფლუვოქსამინთან (50 მგ ძილის წინ 3 დღის განმავლობაში; 50 მგ დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში და 50 მგ დილით და 100 მგ ძილის წინ 4 დღის განმავლობაში). პირფენიდონის ექსპოზიციის დაახლოებით 4-ჯერ ზრდა აღინიშნა არამწეველებში და დაახლოებით 7-ჯერ ზრდა მწეველებში.

27 ჯანმრთელ სუბიექტში ერთჯერადი დოზის წამლის ურთიერთქმედების კვლევაში მიიღებოდა 801 მგ პირფენიდონი და 750 მგ ციპროფლოქსაცინი (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორი), მე-6 დღეს (ციპროფლოქსაცინი დოზირებული იყო 750 მგ დღეში ორჯერ მე-2 დღიდან მე-7 დღემდე) პირფენიდონის ექსპოზიცია გაიზარდა 81%-ით.

ციტოქრომა P450 1A2-ის ინდუქტორები

25 მწეველში და 25 ჯანმრთელ არამწეველში 801 მგ პირფენიდონის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ მწეველებში სისტემური ექსპოზიცია მნიშვნელოვნად დაბალი იყო არამწეველებთან შედარებით. მწეველებში პირფენიდონის AUC0-inf და Cmax იყო 46% და 68% არამწეველებთან შედარებით, შესაბამისად.

პირფენიდონის ინჰიბიტორული ეფექტი P-გლიკოპროტეინზე (Pgp)

პირფენიდონის მიერ დიგოქსინის (5.0 μM) Pgp-ით განპირობებული ტრანსპორტირების ინჰიბირების პოტენციალი შეფასდა პირფენიდონის არარსებობითა და არსებობით 1-დან 1000 μM-მდე კონცენტრაციებზე in vitro სისტემაში. პირფენიდონმა აჩვენა დიგოქსინის Pgp-ით განპირობებული B-A-ს ეფლუქსის სუსტი ინჰიბირება (10-დან 30%-მდე) 100 μM და მეტ კონცენტრაციებზე. პირფენიდონის გავლენა Pgp სუბსტრატის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული.

პირფენიდონის ინჰიბიტორული ეფექტი CYP2C9, 2C19 ან 1A2, 2D6, 3A4-ზე

პირფენიდონის მიერ CYP2C9, 2C19 ან 1A2-ის ინჰიბირების პოტენციალი შეფასდა in vitro 1000 μM-მდე კონცენტრაციებზე (ადამიანის საშუალო C max-ზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი). პირფენიდონმა აჩვენა კონცენტრაციაზე დამოკიდებული ინჰიბირება CYP2C9, 2C19 ან 1A2, 2D6 და 3A4-ზე. 1000 μM-ზე პირფენიდონი აინჰიბირებს ამ ფერმენტების აქტივობას შესაბამისად 30.4%-ით, 27.5%-ით, 34.1%-ით, 21%-ით და 9.6%-ით. პირფენიდონის გავლენა CYP2C9, 2C19, 1A2, 2D6 და 3A4 სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული.

  • არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
  • 1 კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, რეპროდუქციული უნარის დაზიანება

კანცეროგენეზი

ხანგრძლივი კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთხებში პირფენიდონის შერევით საკვებ რაციონთან კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად.

B6C3F1 თაგვებზე ჩატარებულ 24-თვიან კანცეროგენულ კვლევაში პირფენიდონმა გამოიწვია ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის და ჰეპატობლასტომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა მამრ თაგვებში 800 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე). ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა აღინიშნა მდედრ თაგვებში 2000 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 0.7-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე).

Fischer ვირთხებზე ჩატარებულ 24-თვიან კანცეროგენულ კვლევაში პირფენიდონმა გამოიწვია ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა მამრ ვირთაგვებში 750 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 1,9-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე). ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის და საშვილოსნოს ადენოკარცინომის და ადენომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა 1500 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 3,0-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე).

მღრღნელებში ამ სიმსივნეების მონაცემების არსებობის მნიშვნელობა ადამიანებისათვის უცნობია.

მუტაგენეზი

პირფენიდონი არ იყო მუტაგენური ან კლასტოგენური შემდეგ ანალიზებში:

მუტაგენობის ანალიზები ბაქტერიებში, ქრომოსომული აბერაციის ტესტი ჩინური ზაზუნების ფილტვების უჯრედებში და მიკრონუკლეუსის ტესტი თაგვებში.

რეპროდუქციული უნარის დაზიანება

პირფენიდონს არ მოუხდენია გავლენა ფერტილობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვირთაგვებში 1000 მგ/კგ/დღეში დოზირებისას (მგ/მ2-ზე გადაანგარიშებით დაახლოებით 3-ჯერ მეტი MRDD-ზე ზრდასრულებში).

  • კლინიკური კვლევები

პირფენიდონის ეფექტიანობა შეფასდა IPF-ის მქონე პაციენტებში სამ მე-3 ფაზის, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ, მულტიცენტრულ კვლევებში (კვლევები 1, 2 და 3).

კვლევა 1 იყო 52-კვირიანი კვლევა, რომელიც ადარებდა პირფენიდონს 2403 მგ/დღეში (n=278) პლაცებოსთან (n=277) IPF-ის მქონე პაციენტებში. კვლევა 2 და კვლევა 3 სტრუქტურის მიხედვით თითქმის იდენტური იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის კვლევა 2-ში შუალედური დოზის სამკურნალო ჯგუფი. კვლევა 2-ში შედარდა მკურნალობა პირფენიდონით 2403 მგ/დღეში (n=174) ან პირფენიდონით 1197 მგ/დღეში (n=87) პლაცებოსთან (n=174), ხოლო კვლევა 3-ში შედარდა პირფენიდონი 2403 მგ/დღეში (n=171) პლაცებოსთან (n=173). საკვლევი პრეპარატი მიიღებოდა დღეში სამჯერ საკვებთან ერთად მინიმუმ 72 კვირის განმავლობაში. პაციენტები აგრძელებდნენ მკურნალობას მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ დაასრულებდა 72 კვირიან მკურნალობის, რაც მოიცავდა დაკვირვებებს კვლევის დაახლოებით 120 კვირის განმავლობაში. პირველადი საბოლოო შედეგი იყო პროგნოზირებული ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (%FVC) პროცენტული ცვლილება საწყისი დონიდან კვლევის დასრულებამდე, რომელიც გაიზომა 52 კვირაში კვლევა 1-ში და 72-ე კვირაში კვლევებში 2 და 3.

კვლევებში 1, 2 და 3 მონაწილეობდნენ ზრდასრული პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ IPF-ის კლინიკური და რადიოგრაფიული დიაგნოზი (ფილტვის ქირურგიული ბიოფსიით ან მის გარეშე), ინტერსტიციული ფილტვის დაავადების ალტერნატიული დიაგნოზის მტკიცებულების ან ეჭვის გარეშე. კვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე პაციენტებს საწყის დონეზე უნდა ჰქონოდათ %FVC 50%-ზე მეტი ან ტოლი და ფილტვების ნახშირორჟანგის მოსალოდნელი დიფუზური ტევადობის პროცენტი (%DLco) 30%-ზე მეტი ან ტოლი (კვლევა 1) ან 35% (კვლევებიO2 და 3). სამივე კვლევაში პაციენტების 80%-ზე მეტმა დაასრულა საკვლევი მკურნალობა.

ამ სამ კვლევაში IPF-ით დაავადებული სულ 1247 პაციენტი რანდომიზებულ იქნა პირფენიდონის 2403 მგ/დღეში (n=623) ან პლაცებოს (n=624) მისაღებად. საწყისი მახასიათებლები ზოგადად დაბალანსებული იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის. კვლევის პოპულაცია მერყეობდა 40-დან 80 წლამდე (საშუალო ასაკი 67 წელი). პაციენტების უმეტესობა იყო მამაკაცი (74%), თეთრკანიანი (95%) და ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველი (65%). პაციენტების დაახლოებით 93% აკმაყოფილებდა მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფიის (HRCT) მიხედვით დადგენილ IPF-ის კრიტერიუმებს. საწყისი საშუალო %FVC და %DLco შესაბამისად იყო 72% და 46%. სუბიექტების დაახლოებით 15%-მა შეწყვიტა მკურნალობა თითოეული სამკურნალო ჯგუფიდან.

პროგნოზირებადი ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის საწყისი დონიდან ცვლილება

კვლევა 1-ში, %FVC-ის საწყისი დონიდან 52-ე კვირამდე ცვლილების პირველადი ეფექტიანობის ანალიზმა აჩვენა პირფენიდონის 2403 მგ/დღეში (n=278) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მკურნალობის ეფექტი პლაცებოსთან (n=277) შედარებით, სიკვდილის გამო დაკარგული მონაცემების ყველაზე დაბალი რანგის იმპუტაციით რანჟირება ANCOVA-ს გამოყენებით. კვლევა 2-ში, 72-ე კვირას იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებაში. კვლევა 3-ში, 72-ე კვირას არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებაში.

სურათი 1-ზე წარმოდგენილია ყველა ზღვრული მნიშვნელობის კუმულაციური განაწილება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებებისათვის 1-ლი კვლევის 52-ე კვირას. ფილტვის ფუნქციის დაქვეითების ყველა მახასიათებლების მიხედვით, პაციენტების წილი, რომლებშიც აღინიშნა გაუარესება, უფრო დაბალი იყო პირფენიდონის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. კვლევა 2-მა იგივე შედეგები აჩვენა.

სურათი 1. პაციენტების კუმულაციური განაწილება FVC-ის პროგნოზირებული პროცენტის საწყისი დონიდან ცვლილების მიხედვით 52-ე კვირას (კვლევა 1). წყვეტილი ხაზები მიუთითებს ≥10%-იან ან ≥0%-იან დაქვეითებაზე.

გაუარესება არ არის დაქვეითება

(%FVC-ის დაქვეითება) (%FVC-ის გაზრდა)

%FVC-ის აბსოლუტური ცვლილება საწყისი დონიდან 52-ე კვირას

FVC-ის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან (მლ)

კვლევა 1-ში FVC-ის საშულო დაქვეითების შემცირება (მლ-ებში) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონს (-235 მლ) პლაცებოსთან შედარებით (-428 მლ) (მკურნალობის საშუალო განსხვავება 193 მლ), 52-ე კვირას (იხ. სურათი 2). კვლევა 2-ში ასევე აღინიშნა FVC-ის მოცულობის დაქვეითება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონს, პლაცებოსთან შედარებით (მკურნალობის საშუალო განსხვავება 157 მლ), 72-ე კვირას. არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება FVC-ის მოცულობის დაქვეითებაში მე-3 კვლევაში.

სურათი 2. ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან (კვლევა 1)

გადარჩენადობა

პირფენიდონის გადარჩენადობის მაჩვენებელი შეფასდა პლაცებოსთან შედარებით კვლევებში 1, 2 და 3, როგორც პირველადი საბოლოო შედეგის (FVC) დასადასტურებლად ჩატარებული კვლევითი ანალიზი. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა შეფასდა კვლევის ხანგრძლივობისა და ხელმისაწვდომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, სიკვდილის მიზეზისა და პაციენტების მიერ მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად. ყველა მიზეზით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აჩვენა (იხ. სურათი 3).

სურათი 3. სასიცოხლო სტატუსზე ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის კაპლან-მაიერის შეფასებები – კვლევის დასასრული: კვლევები 1, 2 და 3

პაციენტები რისკის ქვეშ (N)

პირფენიდონი 623 615 596 307 66 2

პლაცებო 624 604 573 299 71 4

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ძირითადი ინფორმაციის მიმოხილვა

ეს არ მოიცავს მთელ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა პირფენიდონი კაფსულების უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებისათვის. იხ. პირფენიდონი კაფსულების სრული გამოყენების ინსტრუქცია.

პირფენიდონი კაფსულები, განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

აშშ-ში თავდაპირველად დამტკიცების თარიღი: 2014

ჩვენებები და გამოყენება

პირფენიდონი კაფსულები წარმოადგენს პირიდონს, რომელიც ნაჩვენებია ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ. (1)

დოზირება და მიღების მეთოდი

მიღებულ უნდა იქნეს საკვებთან ერთად.

რეკომენდებული დოზაა: 801 მგ სამჯერ დღეში (2403 მგ/დღე). (2)

მკურნალობის დაწყების შემდეგ სრულ დოზამდე, 2403 მგ/დღე, ტიტრაცია უნდა მოხდეს 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში ქვემოთ მოცემულის მიხედვით:

მკურნალობის დღეები

დოზირება

1 - 7 დღეები

267 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (801 მგ/დღე)

8 – 14 დღეები

534 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (1602 მგ/დღე)

მე-15 დღიდან

801 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (2403 მგ/დღე)

გვერდითი რეაქციების მართვის მიზნით განხილულ უნდა იქნეს დოზის შემცირება, მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა (2.3, 5.1, 5.2, 5.3, 5.4).

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები (2.1).

დოზირების ფორმები და კონცენტრაცია

კაფსულები: 267 მგ (3)

უკუჩვენებები

არ არის მოწოდებული.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და წამლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება: პირფენიდონის გამოყენებისას დაფიქსირდა ALT, AST და ბილირუბინის მომატება, მათ შორის წამლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების შემთხვევები. პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილია წამლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების არამძიმე და მძიმე შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის მძიმე დაზიანება ფატალური გამოსავლით. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს ALT, AST და ბილირუბინი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. (2.1, 5.1).

ფოტომგრძნობელობა და გამონაყარი: ფოტომგრძნობელობა და გამონაყარი აღინიშნა პირფენიდონის გამოყენების დროს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მზის სხივებისა და სოლარიუმების მზის ნათურების ზემოქმედება. ყოველდღიურად გამოყენებულ უნდა იქნეს მზისგან დამცავი კრემები და დამცავი ტანსაცმელი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. (5.2).

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR): სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილი იქნა პირფენიდონის გამოყენებასთან კავშირში პოსტმარკეტინგულ პერიოდში. SCAR-ის ნიშნების ან სიმპტომების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პირფენიდონის მიღება. SCAR-ის დადასტურების შემთხვევაში პირფენიდონის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს. (5.3)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: პირფენიდონის გამოყენებისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და მუცლის ტკივილი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება ან შეწყვეტა. (5.4)

გვერდითი რეაქციები

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია (≥10%) გულისრევა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფაღარათი, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, დისპეფსია, თავბრუსხვევა, ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, სინუსიტი, უძილობა, წონის კლება და ართრალგია. (6/1)

სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებისათვის საჭიროა მიმართვა: Macleods Pharma USA inc. (მაკლეოდს ფარმა USA, ინკ.), ტელ.: 1-888-943-3210 ან 1-885-926-3384 ან FDA (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია): 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatchFDA

წამლების ურთიერთქმედებები

CYP1A2-ის ზომიერი (მაგ.: ციპროფლოქსაცინი) და ძლიერი ინჰიბიტორები (მაგ.: ფლუვოქსამინი) ზრდის პირფენიდონის სისტემურ ექსპოზიციას და შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის გვერდითი რეაქციების პროფილი. ფლუვოქსამინის მიღება უნდა შეწყდეს პირფენიდონის გამოყენებამდე ან პირფენიდონის დოზა უნდა შემცირდეს 267 მგ-მდე სამჯერ დღეში. განხილულ უნდა იქნეს დოზის შემცირება ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას (7.1).

სპეციფიკურ პოპულაციაში გამოყენება

ღვიძლის დაზიანება: საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზის ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით. პირფენიდონი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში. (8.6, 12.3)

თირკმელების დაზიანება: საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზის ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით. პირფენიდონი არ არის რეკომენდებული თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე, დიალიზზე მყოფ პაციენტებში. (8.7, 12.3)

მწეველები: ექსპოზიციის დაქვეითება აღინიშნება მწეველებში, რამაც შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის ეფექტიანობის პროფილი. (8/8)

იხ. პუნქტი 17 პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაციისათვის და FDA-ის მიერ დამტკიცებული გამოყენების ინსტრუქციისათვის.

გადახედვის თარიღი: 04/2025

სრული გამოყენების ინსტრუქცია: შინაარსი*

ჩვენებები და გამოყენება

დოზირება და მიღების მეთოდი

  • 1 კვლევების ჩატარება პირფენიდონის კაფსულების მიღებამდე
  • 2 რეკომენდებული დოზირება
  • 3 დოზირების ცვლილება გვერდითი რეაქციების გამო
  • 4 დოზირების ცვლილება წამლების ურთიერთქმედების გამო

დოზირების ფორმები და კონცენტრაციები

უკუჩვენებები

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

  • 1 ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება
  • 2 ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან გამონაყარი
  • 3 კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
  • 4 კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

გვერდითი რეაქციები

  • 1 კლინიკური კვლევების გამოცდილება
  • 2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება

წამლების ურთიერთქმედებები

  • 1 CYP1A2-ის ინჰიბიტორები
  • 1 CYP1A2-ის ინდუქტორები

სპეციფიკურ პოპულაციებში გამოყენება

  • 1 ორსულობა
  • 2 ლაქტაცია
  • 4 პედიატრიული გამოყენება
  • 5 გერიატრიული გამოყენება
  • 6 ღვიძლის დაზიანება
  • 7 თირკმელების დაზიანება
  • 8 მწეველები

დოზის გადაჭარბება

აღწერა

კლინიკური ფარმაკოლოგია

  • 1 მოქმედების მექანიზმი
  • 2 ფარმაკოდინამიკა
  • 3 ფარმაკოკინეტიკა

არაკლინიკური ტოქსიკოლოგია

  • 1 კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, რეპროდუქციული უნარის დაზიანება

კლინიკური კვლევები

გამოშვების ფორმა/შენახვა და მოხმარება

პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია

  • სრული გამოყენების ინსტრუქციიდან გამოტოვებული პუნქტები და ქვეპუნქტები არ არის ჩამოთვლილი.

სრული გამოყენების ინსტრუქცია

  • ჩვენებები და გამოყენება

პირფენიდონი კაფსულები ნაჩვენებია ფილტვების იდიოპათიური ფიბროზის (IPF) სამკურნალოდ.

  • დოზირება და მიღების მეთოდი
  • 1 კვლევების ჩატარება პირფენიდონის კაფსულების მიღებამდე

უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები პირფენიდონის კაფსულების მკურნალობის დაწყებამდე [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

  • 2 რეკომენდებული დოზირება

პირფენიდონის კაფსულების რეკომენდებული დღიური შემანარჩუნებელი დოზაა 801 მგ სამჯერ დღეში, მთლიანი დოზა 2403 მგ/დღე. დოზები მიღებულ უნდა იქნეს საკვებთან ერთად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

მკურნალობის დაწყების შემდეგ სრულ დოზამდე, 2403 მგ/დღე, ტიტრაცია უნდა მოხდეს 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში ქვემოთ მოცემულის მიხედვით:

ცხრილი 1. პირფენიდონის კაფსულების დოზის ტიტრაცია IPF-ის მქონე პაციენტებში

მკურნალობის დღეები

დოზირება

1 - 7 დღეები

267 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (801 მგ/დღე)

8 - 14 დღეები

534 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (1602 მგ/დღე)

მე-15 დღიდან

801 მგ სამჯერ დღეში ყოველდღე (2403 მგ/დღე)

2403 მგ/დღეში მეტი დოზები არ არის რეკომენდებული არც ერთი პაციენტისთვის.

პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 2 დოზა ერთდროულად გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 3 დოზაზე მეტი დღეში.

  • 3 დოზირების ცვლილება გვერდითი რეაქციების გამო

პაციენტებმა, რომლებიც გამოტოვებენ პირფენიდონის კაფსულების მიღებას 14 ან მეტი დღის განმავლობაში, მკურნალობა უნდა განაახლონ საწყისი 2-კვირიანი ტიტრაციის რეჟიმით სრულ შემანარჩუნებელ დოზამდე [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.2)]. 14 დღეზე ნაკლები ხნით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება განახლდეს შეწყვეტამდე არსებული დოზის მიღება.

თუ პაციენტებს აღენიშნებათ მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები (მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან გამონაყარი, კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR)), სიმპტომების მოხსნის მიზნით, განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის კაფსულების დოზის დროებითი შემცირება ან შეწყვეტა. თუ დადასტურდება SCAR, სამუდამოდ უნდა შეწყდეს პირფენიდონის კაფსულების მიღება [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1, 5.2, 5.3, 5.4)].

დოზირების ცვლილება ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების გამო

მედიკამენტის დოზის ცვლილება ან შეჩერება ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის მომატების გამო. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების დროს დოზირება უნდა შეიცვალოს შემდგი სახით:

თუ პაციენტს აღენიშნება >3 მაგრამ ≤5 x ალტ და/ან ასტ-ის ნორმის ზედა ზღვარი (ULN) სიმპტომების ან ჰიპერბილირუბინემიის გარეშე პირფენიდონის კაფსულებით თერაპიის დაწყების შემდეგ:

უნდა შეწყდეს თამხლები მედიკამენტების მიღება, უნდა გამოირიცხოს სხვა მიზეზები და საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი;

ხელახლა უნდა გაკეთდეს ღვიძლის ბიოქიმიური ანალიზები, კლინიკური ჩვენების მიხედვით;

შეიძლება შენარჩუნებლ იქნეს მთლიანი დღიური დოზა, კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, ან შეიძლება შემცირდეს ან დროებით შეწყდეს (მაგ.: სანამ ღვიძლის ბიოქიმიური ანალიზები არ დაუბრუნდება ნორმის საზღვრებს), შემდგომი ხელახალი ტიტრაციით სრულ დოზამდე, პაციენტის მიერ ამტანობის მიხედვით.

თუ პაციენტს აღენიშნება >3 მაგრამ ≤5 x ალტ და/ან ასტ-ის ნორმის ზედა ზღვარი (ULN) სიმპტომებით ან ჰიპერბილირუბინემიით:

სამუდამოდ უნდა შეწყდეს პირფენიდონის კაფსულების მიღება;

აღარ უნდა დაიწყოს პაციენტის პირფენიდონის კაფსულებით მკურნალობა.

  • 4 დოზირების ცვლილება წამლების ურთიერთქმედების გამო

CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგ.: ფლუვოქსამინი, ენოქსაცინი)

უნდა შემცირდეს პირფენიდონის კაფსულების დოზა 267 მგ-მდე სამჯერ დღეში (810 მგ/დღეში).

CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი)

750 მგ ორჯერ დღეში ციპროფლოქსაცინთან ერთად გამოყენებისას პირფენიდონის კაფსულების დოზა უნდა შემცირდეს 534 მგ-მდე სამჯერ დღეში (1602 მგ/დღეში).

  • დოზირების ფორმები და მოქმედების ძალა

პირფენიდონი კაფსულები USP: მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურითა და თეთრი ფერის გაუმჭვირვალე კორპუსით, ზომით »1«, შეიცავს თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილს, თავსახურზე დაბეჭდილია »F70« ყავისფერი მელნით.

  • უკუჩვენებები

არ არის.

  • გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
  • 1. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება

ღვიძლის წამლისმიერი დაზიანების (DILI) შემთხვევები აღწერილ იქნა პირფენიდონის გამოყენებისას. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა DILI-ის არამძიმე და მძიმე შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის მძიმე დაზიანება ფატალური გამოსავლით. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პირფენიდონის დოზას 2403 მგ/დღეში მე-3 ფაზის კვლევებში, აღენიშნათ ალტ-ის ან ასტ-ის ≥3x მატება ნორმის ზედა ზღვარზე, პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (3,7% vs 0,8%, შესაბამისად). ალტ-ის ან ასტ-ის ≥10x მატება ნორმის ზედა ზღვარზე აღინიშნა 0.3% პაციენტებში 2403 მგ/დღეში დოზით პირფენიდონის ჯგუფში და 0,2% - პლაცებო ჯგუფის პაციენტებში. ალტ-ის ან ასტ-ის ≥3x მატება ნორმის ზედა ზღვარზე შექცევადი იყო დოზის ცვლილების ან მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ალტ. ასტ და ბილირუბინი) ყოველთვიურად, პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3 თვეში და კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე. ეს ნიშნები მოიცავს დაღლილობას, ანორექსიას, მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში დისკომფორტს, მუქი ფერის შარდს ან სიყვითლეს. დოზის ცვლილება ან დროებით შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების დროს [იხ. დოზირება და მიღების მეტოდი (2.1, 2.3)].

  • 2 ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან გამონაყარი

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონით მე-3 ფაზის კვლევებში, აღენიშნათ ფოტომგრძნობელობითი რეაქციების (9%) უფრო ხშირი შემთხვევები პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (1%). ფოტომგრძნობელობითი რეაქციების უმეტესობა განვითარდა პირველ 6 თვეში. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე შეამცირონ მზის სხივების (მათ შორის სოლარიუმების) ზემოქმედება, გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები (SPF 50 ან უფრო მაღალი) და ატარონ მზის გამოსხივებისაგან დამცავი ტანსაცმელი. გარდა ამისა, პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ თავიდან აიცილონ იმ მედიკამენტებით მიღება, რომლებიც იწვევენ ფოტომგრძნობელობას. დოზის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება საჭიროა გახდეს ფოტომგრძნობელობითი რეაქციის ან გამონაყარის განვითარების დროს [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

  • 3 კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილ იქნა პირფენიდონის გამოყენებასთან კავშირში პოსტმარკეტინგულ პერიოდში. SCAR-ის ნიშნების ან სიმპტომების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პირფენიდონის მიღება, სანამ არ დადგინდება რეაქციის ეტიოლოგია. რეკომენდებულია დერმატოლოგთან კონსულტაცია. SCAR-ის დადასტურების შემთხვევაში პირფენიდონის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

  • 4 კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

კლინიკურ კვლევებში კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ფაღარათი, დისპეფსია, ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და მუცლის ტკივილი, აღწერილ იქნა უფრო ხშირად პირფენიდონის მიმღებ ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით. კუჭ-ნაწლავის დარღვევების გამო დოზის შემცირება ან შეწყვეტა საჭირო გახდა 2403 მგ/დღეში დოზის მიმღებ 18,5% პაციენტში, 5.8%-თან შედარებით პლაცებო ჯგუფში; პირფენიდონის 2403 მგ/დღეში დოზის მიმღები 2,2% პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა კუჭ-ნაწლავის მოვლენების გამო, 1,0% პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. ყველაზე ხშირი (>2%) კუჭ-ნაწლავის მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს დოზის შემცირება ან შეწყვეტა იყო გულისრევა, დიარეა, ღებინება და დისპეფსია. კუჭ-ნაწლავის მოვლენების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო მკურნალობის დასაწყისში (პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი სიხშირე) და დაქვეითდა დროის განმავლობაში. დოზის ცვლილებები შეიძლება საჭირო გახდეს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციების ზოგიერთ შემთხვევებში [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

  • გვერდითი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დეტალურად განხილულია გამოყენების ინსტრუქციის სხვა პარაგრაფებში:

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)];

ფოტომგრძნობელობითი რეაქციები და გამონაყარი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)];

კანის მძიმე გვერდითი რეაქციბი [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)];

კუჭ-ნაწლავის დარღვევები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.4)].

  • 1 კლინიკური კვლევების გამოცდილება

რადგან კლინიკური კვლევები ტარდება სხვადასხვა ცვალებად პირობებში, კლინიკურ კვლევებში აღწერილი წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შედარდეს წამლის სხვა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ სიხშირეებთან და შესაძლოა არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირის მაჩვენებლებს.

პირფენიდონის უსაფრთხოება შეფასდა 1400-ზე მეტ სუბიექტში 170-ზე მეტი სუბიექტით, რომლებიც პირფენიდონს იღებდნენ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კლინიკურ კვლევებში.

პირფენიდონი შესწავლილ იქნა 3 რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ კვლევებში (კვლევები 1, 2 და 3), რომლებშიც ჯამში 623 პაციენტი იღებდა 2403 მგ/დღეში პირფენიდონს და 624 პაციენტი იღებდა პლაცებოს. სუბიექტების ასაკი იყო 40-დან 80 წლამდე (საშუალო ასაკი 67 წელი). უმეტესობა პაციენტი იყო მამაკაცი (74%) და თეთრი რასის წარმომადგენელი (95%), პირფენიდონის ზემოქმედების საშუალო ხანგრძლივობა იყო 62 კვირა (ინტერვალი 1-118 კვირა) ამ 3 კვლევაში.

რეკომენდებული დოზაზე 2403 მგ/დღეში 14,6% პაციენტმა პირფენიდონის ჯგუფში, 9,6% პლაცებო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, შეწყვიტა მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო. ყველაზე ხშირი (<1%) გვერდითი რეაქციები, რომლებმაც გამოიწვიეს თერაპიის შეწყვეტა, იყო გამონაყარი და გულისრევა. ყველაზე ხშირი (<3%) გვერდითი რეაქციები, რომლებმაც გამოიწვიეს დოზის შემცირება ან დროებით შეჩერება იყო გამონაყარი, გულისრევა, დიარეა და ფოტომგრძნობელობითი რეაქცია.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები სიხშირით ≥10% და მეტი პირფენიდონის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, ჩამოთვლილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ≥10% სიხშირით პირფენიდონით ნამკურნალებ პაციენტებში და უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო ჯგუფში, 1-ლ, მე-2 და მე-3 კვლევებში.

გვერდითი რეაქცია

პაციენტების % (0 – 118 კვირა)

პირფენიდონი

2403 მგ/დღეში

(N=623)

პლაცებო

(N=624)

გულისრევა

36%

16%

გამონაყარი

30%

10%

მუცლის ტკივილი1

24%

15%

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

27%

25%

ფაღარათი

26%

20%

დაღლილობა

26%

19%

თავის ტკივილი

22%

19%

მადის დაქვეითება

21%

8%

დისპეფსია

19%

7%

თავბრუსხვევა

18%

11%

ღებინება

13%

6%

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

11%

7%

სინუსიტი

11%

10%

უძილობა

10%

7%

წონის კლება

10%

5%

ართრალგია

10%

7%

1 მოიცავს მუცლის ტკივილს, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს, მუცლის შებერილობას და კუჭის არეში დისკომფორტს

გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ≥5 - <10%-ში პირფენიდონით ნამკურნალებ პაცეინტებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად, არის ფოტომგრძნობელობითი რეაქცია (9% vs 1%), ქავილი (8% vs 5%), ასთენია (6% vs 4%), დისგეზია (6% vs 2%) და არაკარდიული მკერდის ტკივილი (5% vs 4%),

  • 2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კლინიკურ კვლევებში იდენტიფიცირებული გვერდითი რეაქციების გარდა პირფენიდონის ლიცენზირების შემდეგ იდენტიფიცირებულ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები. რადგან ეს რეაქციები აღწერილ იქნა ნებაყოფლობით გაურკვეველი ზომის პოპულაციიდან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი საიმედოდ შეფასდეს მათი სიხშირე.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: ანგიონევროზული შეშუპება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR).

  • წამლის ურთიერთქმედებები
  • 1 CYP1A2-ის ინჰიბიტორები

პირფენიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება (70-80%) CYP1A2-ით CYP იზოფერმენტების - CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1 - მცირე მონაწილეობით.

CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები

პირფენიდონის და ფლუვოქსამინის ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ.: ენოქსაცინი) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. ფლუვოქსამინის ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს პირფენიდონის მიღებამდე და არ უნდა იქნეს მიღებული პირფენიდონით მკურნალობის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ფლუვოქსამინი ან სხვა CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორები მხოლოდ ერთადერთი არჩევის პრეპარატია, რეკომენდებულია დოზირების შემცირება. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის შეწყვეტა, საჭიროების შემთხვევაში [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.4)].

CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორები

პირფენიდონის და ციპროფლოქსაცინის (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღება ზომიერად ზრდის პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუ აუცილებელია ციპროფლოქსაცინის 750 მგ ორჯერ დღეში მიღება, რეკომენდებულია დოზის შემცირება [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.4)]. საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი, როცა ციპროფლოქსაცინი გამოიყენება დოზით 250 მგ ან 500 მგ ერთხელ დღეში.

CYP1A2-ის და CYP-ის სხვა ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება

აგენტები ან აგენტების კომბინაციების, რომლებიც ზომიერი ან ძლიერი ინჰიბიტორები არიან, როგორც CYP1A2-ის, ისე პირფენიდონის მეტაბოლიზმში ჩართული ერთი ან მეტი CYP-ის სხვა იზოფერმენტების (მაგ.: CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1), მიღება უნდა შეწყდეს პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  • 2 CYP1A2-ის ინდუქტორები

პირფენიდონის და CYP1A2-ის ინდუქტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს პირფენიდონის ექსპოზიცია და ამან შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანობის დაკარგვა. ამიტომ, CYP1A2-ის ძლიერი ინდუქტორების მიღება უნდა შეწყდეს პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული პირფენიდონისა და CYP1A2-ის ძლიერი ინდუქტორების ერთდროული გამოყენება [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

  • სპეციფიკურ პოპულაციებში გამოყენება
  • 1 ორსულობა

რისკის შეჯამება

ორსულ ქალებში პირფენიდონის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია წამალთან დაკავშირებული სერიოზული თანდაყოლილი ანომალიებისა და აბორტის რისკების შესაფასებლად. ცხოველების რეპროდუქციულ კვლევებში პირფენიდონი არ იყო ტერატოგენული ვირთხებსა და კურდღლებში პერორალურ დოზებზე, რომლებიც მიიღებოდა 3-ჯერ და 2-ჯერ დღეში. შესაბამისად, მოზრდილებისათვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზებით (MRDD) [იხ. მონაცემები].

აშშ-ის ზოგად პოპულაციაში კლინიკურად დადასტურებულ ორსულობებში სერიოზული თანდაყოლილი ანომალიების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი შესაბამისად 2-4% და 15-20%-ია.

მონაცემები

მონაცემები ცხოველებიდან

ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთაგვებში და ბოცვრებში. ფერტილობის და ემბრიოფეტალური განვითარების კომბინირებულ კვლევებში, მდედრი ვირთაგვები იღებდნენ პერფინიდონს პერორალური დოზებით 0, 50, 150, 450 და 1000 მგ/კგ/დღე შეწყვილებამდე 2 კვირით ადრე, შეწყვილების ფაზაში და ადრეული ემბრიოფეტალური განვითარების პერიოდებში - 0-5 გესტაციური დღეები (GD) და ორგანოგენეზის დღეები 6-17 (GD). ემბრიფეტალური განვითარების კვლევაში ორსული კურდღლები იღებდნენ პირფენიდონის პერორალურ დოზებს 0, 30, 100 და 300 მგ/კგ/დღე ორგანოგენეზის პერიოდის განმავლობაში 6-18 GD დღეები. ამ კვლევებში პირფენიდონი დოზებით, რომელიც 3-ჯერ და 2-ჯერ, შესაბამისად, აჭარბებდა მაქსიმალურ დღიურ რეკომენდებულ დოზებს მოზრდილებში (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 1000 მგ/კგ/დღე ვირთაგვებში და 300 მგ/კგ/დღე ბოცვრებში, შესაბამისად) არ გამოვლინდა ფერტილობის დაზიანება ან ზიანი ნაყოფზე პირფენიდონის გამო. დედისეული ტოქსიკურობის გამო აციკლური/არარეგულარული ციკლები (მაგ.: გახანგრძლივებული ციკლი) ნანახი იქნა ვირთაგვებში დოზებზე, რომლებიც დაახლოებით ექვივალენტური და უფრო მაღალი იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომენდებული დოზების (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 450 მგ/კგ/დღეში და უფრო მაღალი). პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევაში მდედრი ვირთაგვები იღებდნენ პირფენიდონს პერორალური დოზებით 0, 100, 300 და 1000 მგ/კგ/დღე GD მე-7 დღიდან ლაქტაციის მე-20 დღემდე. გესტაციური პერიოდის გახანგრძლივება, ცოცხალი ახალშობილების რაოდენობის შემცირება და ნაშიერების სიცოცხლისუნარიანობის და სხეულის წონის შემცირება ნანახი იქნა ვირთაგვებში პერორალურ დოზებზე, რომლებიც დაახლოებით 3-ჯერ მაღალი იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზის (მგ/მ2, დედისეული პერორალური დოზები 1000 მგ/კგ/დღე).

  • 2 ლაქტაცია

რისკის შეჯამება

არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი პირფენიდონის ადამიანის რძეში გამოყოფის, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე წამლის ეფექტების ან რძის წარმოქმნაზე წამლის ეფექტების შესახებ. კლინიკური მონაცემების უკმარისობა ლაქტაციის დროს ხელს უშლის ბავშვზე პირფენიდონის რისკის ზუსტად განსაზღვრას ლაქტაციის დროს. ამიტომ, ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დედისთვის პირფენიდონის კლინიკურ საჭიროებასთან და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე პირფენიდონის ან დედის ძირითადი დაავადების პოტენციურ გვერდით ეფექტებთან ერთად.

მონაცემები

ცხოველების მონაცემები: რადიოაქტიურად მარკირებული პირფენიდონის კვლევამ ვირთაგვებში აჩვენა, რომ პირფენიდონი ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში. არ არის მონაცემები პირფენიდონის ან მისი მეტაბოლიტების ადამიანის რძეში არსებობის, პირფენიდონის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე ეფექტების ან რძის წარმოქმნაზე მისი გავლენის შესახებ.

  • 4 პედიატრიული გამოყენება

პირფენიდონის უსაფრთხოება ან ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის დადგენილი.

  • 5 გერიატრიული გამოყენება

კლინიკურ კვლევებში მონაწილე პირების საერთო რაოდენობიდან, რომლებიც იღებდნენ პირფენიდონს, 714 (67%) იყო 65 წლის და მეტი ასაკის და 231 (22%) იყო 75 წლის და მეტი ასაკის. არ აღინიშნა უსაფრთხოებაში ან ეფექტიანობაში რაიმე განსხვავება ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის. არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.

  • 6 ღვიძლის დაზიანება

პირფენიდონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული სუსტი (ჩაილდ პიუ კლასი A) ან ზომიერი (ჩაილდ პიუ კლასი B) ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

პირფენიდონის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში. პირფენიდონი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაზიანების (ჩაილდ პიუ კლასი C) მქონე პაციენტებში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)].

  • 7 თირკმლის დაზიანება

პირფენიდონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული სუსტი (CLcr 50-80 მლ/წთ), ზომიერი (CLcr 30-50 მლ/წთ) ან მძიმე (CLcr ნაკლები 30 მლ/წთ) თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. საჭიროა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და განხილულ უნდა იქნეს პირფენიდონის დოზირების ცვლილება ან შეწყვეტა, საჭიროების მიხედვით [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2.3)]. პირფენიდონის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს. პირფენიდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს.

  • 8 მწეველები

თამბაქოს მოწევა აქვეითებს პირფენიდონის ექსპოზიციას [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)], რამაც შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის ეფექტიანობის პროფილი. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება თამბაქოს მოწევის შეწყვეტის შესახებ პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  • დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შესახებ შეზღუდული რაოდენობით კლინიკური გამოცდილებაა. პირფენიდონის მრავლობითი დოზები მაქსიმალურ ასატან დოზამდე 4005 მგ/დღეში, ხუთი 267 მგ კაფსულა სამჯერ დღეში, მიიღეს ჯანმრთელმა მოზრდილმა მოხალისეებმა 12-დღიანი დოზის გაზრდის პერიოდში.

დოზის სავარაუდო გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე სამედიცინო მკურნალობა, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და პაციენტის კლინიკურ სტატუსზე დაკვირვება.

  • აღწერა

პირფენიდონი მიეკუთვნება პირიდონის ქიმიურ კლასს. პირფენიდონის კაფსულები USP ხელმისაწვდომია თეთრი ან მოთეთრო ფერის მყარი ჟელატინის კაფსულების სახით, რომლებიც შეიცავენ 267 მგ პირფენიდონს პერორალური მიღებისთვის.

პირფენიდონის მოლეკულური ფორმულაა C12H11NO და მოლეკულური წონაა 185.23. პირფენიდონს აქვს შემდეგი სტრუქტურული ფორმულა, რომელიც ცნობილია, როგორც 5-მეთილ-1-ფენილ-2-1(H)-პირიდონი ან 5-მეთილ-1-ფენილ-2(1H)-პირიდონი.

პირფენიდონი არის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, არაჰიგროსკოპული ფხვნილი. ის უფრო მეტად ხსნადია მეთანოლში, ეთილის სპირტში, აცეტონში და ქლოროფორმში, ვიდრე წყალში და 1.0 NHCl-ში. დნობის ტემპერატურა დაახლოებით 109ºC-ია.

პირფენიდონის კაფსულა USP შეიცავს პირფენიდონს და შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

გარდა ამისა, კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს და ტიტანის დიოქსიდს. კაფსულაზე ყავისფერი საბეჭდი მელანი შეიცავს ამონიუმის ჰიდროქსიდს, რკინის შავ ოქსიდს, რკის ყავისფერ ოქსიდს, კალიუმის ჰიდროქსიდს, პროპილენგლიკოლს, შელაკს.

  • კლინიკური ფარმაკოლოგია
  • 1 მოქმედების მექანიზმი

პირფენიდონის მოქმედების მექანიზმი IPF-ის მკურნალობაში არ არის დადგენილი.

  • 2. ფარმაკოდინამიკა

გულის ელექტროფიზიოლოგია:

პირფენიდონის QT ინტერვალზე გავლენა შეფასდა რანდომიზებულ, პლაცებო და დადებითად კონტროლირებად, პარალელურჯგუფებიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 160 ჯანმრთელი ზრდასრული მოხალისე. მოხალისეებმა მიიღეს პირფენიდონი 2403 მგ/დღეში (რეკომენდებული დოზა) და 4005 მგ/დღეში (რეკომენდებული დოზაზე 1.6-ჯერ მეტი) ან პლაცებო 10 დღის განმავლობაში, ან ერთჯერადი დოზა 400 მგ მოქსიფლოქსაცინი (აქტიური კონტროლი).

პლაცებოსთან შედარებით, კვლევისთვის სპეციფიკურ QT ინტერვალში საწყისი დონის მაქსიმალური საშუალო ცვლილება იყო 3.2 მილიწამი (მს) და 2.2 მს პირფენიდონისათვის, დოზით 2403 მგ/დღეში და 4005 მგ/დღეში, შესაბამისად. არცერთ მოხალისეს არ ჰქონია QTc ინტერვალი 480 მს-ზე მეტი ან საწყისი დონის ცვლილება 60 მს-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში არ არსებობდა მტკიცებულება, რომ პირფენიდონმა გაახანგრძლივა QTc ინტერვალი, საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რადგან დადებითი კონტროლი (მოქსიფლოქსაცინი) არ მუშაობდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო ამ კვლევაში, ხოლო პირფენიდონი 4005 მგ/დღეში (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 1.7-ჯერ მეტი) არ ფარავდა პირფენიდონის ექსპოზიციის მაქსიმალურ ზრდას ფლუვოქსამინის, CYP1A2 ძლიერი ინჰიბიტორის, ერთდროული მიღებისას.

  • 3 ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

801 მგ პირფენიდონის ერთჯერადი პერორალური დოზის (სამი 267 მგ კაფსულა) მიღების შემდეგ, პლაზმური მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიღწეული იქნა 30 წუთიდან 4 საათამდე პერიოდში (მედიანური დრო 0.5 საათი). საკვებმა შეამცირა შეწოვის სიჩქარე და მოცულობა. საკვების მიღებისას მედიანური Tmax გაიზარდა მაქსიმალური 0.5 საათიდან 3 საათამდე. საკვების მიღებისას მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) და მაქსიმალური AUC0-inf შემცირდა დაახლოებით 49%-ით და 16%-ით, შესაბამისად.

ბიოექვივალენტობა უზმოდ ყოფნისას ნაჩვენები იქნა 801 მგ ტაბლეტის სამ 267 მგ კაფსულასთან შედარებისას. საკვების გავლენა პირფენიდონის ექსპოზიციაზე მსგავსი იყო ტაბლეტისა და კაფსულის ფარმაცევტული ფორმების შემთხვევაში.

ნაკლები გვერდითი რეაქციები შემთხვევები დაფიქსირდა ნაკვებ ჯგუფის წევრებში უზმოზე მყოფ ჯგუფთან შედარებით. IPF-ის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ გაკონტროლებულ კვლევებში პირფენიდონი მიიღებოდა საკვებთან ერთად [იხ. დოზირება და მიღების მეთოდი (2) და კლინიკური კვლევები (14)].

პირფენიდონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ადამიანებში არ არის განსაზღვრული.

განაწილება

პირფენიდონი უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს, კონცენტრაციაზე არადამოკიდებელი სახით, კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული კონცენტრაციების დიაპაზონში. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული კონცენტრაციების დროს (1-დან 10 მკგ/მლ-მდე) საერთო საშუალო დაკავშირება იყო 58%. განაწილების საშუალო სავარაუდო პერორალური მოცულობა დაახლოებით 59-დან 71 ლიტრამდეა.

მეტაბოლიზმი

ჰეპატოციტებსა და ღვიძლის მიკროსომებში in vitro პროფილირების კვლევებმა აჩვენა, რომ პირფენიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP1A2-ით და მრავალი სხვა CYP-ით (CYP2C9, 2C19, 2D6 და 2E1). პირფენიდონის პერორალური მიღება იწვევს ოთხი მეტაბოლიტის წარმოქმნას. ადამიანებში, მხოლოდ პირფენიდონი და 5-კარბოქსი-პირფენიდონი გვხვდება პლაზმაში მნიშვნელოვანი რაოდენობით. მეტაბოლიტის საწყის ნივთიერებათან საშუალო თანაფარდობა დაახლოებით 0.6-დან 0.7-მდე მერყეობდა.

ადამიანებში პირფენიდონის მეტაბოლიზმი არ შეფასებულა ოფიციალურ რადიოაქტიურად მარკირებულ კვლევებში. in vitro მონაცემები მიუთითებს, რომ მეტაბოლიტები, სავარაუდოდ ფარმაკოლოგიურად აქტიური არ იქნება მეტაბოლიტების დაკვირვებად კონცენტრაციებზე.

გამოყოფა

ჯანმრთელ სუბიექტებში საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. პირფენიდონი უპირატესად გამოიყოფა მეტაბოლიტის 5-კარბოქსი-პირფენიდონის სახით, ძირითადად შარდში (დოზის დაახლოებით 80%). პირფენიდონის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა 5-კარბოქსი მეტაბოლიტის სახით (დაახლოებით, აღდგენილის 99.6%).

სპეციფიკური პოპულაციები:

ღვიძლის დაზიანება

პირფენიდონის და 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე 12 სუბიექტში (ჩაილდ-პიუ კლასი B) და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე 12 სუბიექტში. შედეგებმა აჩვენა, რომ პირფენიდონის საშუალო ექსპოზიცია, AUC0-inf და Cmax გაიზარდა დაახლოებით 1.6-ჯერ და დაახლოებით 1.4-ჯერ, შესაბამისად, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში. 5-კარბოქსი-პირფენიდონის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში.

თირკმლის უკმარისობა

პირფენიდონის და 5-კარბოქსი-პირფენიდონის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 18 სუბიექტში მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-დან 80 მლ/წთ-მდე), საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-დან 50 მლ/წთ-მდე) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) თირკმლის უკმარისობით (n=6/ჯგუფი) და 6 სუბიექტში ნორმალური კრეატინინის კლირენსით (კრეატინინის კლირენსი 80 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი). შედეგებმა აჩვენა, რომ პირფენიდონის სისტემური ექსპოზიცია (AUC0-inf) გაიზარდა დაახლოებით 1.4, 1.5 და 1.2-ჯერ თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში, შესაბამისად. 5-კარბოქსი-პირფენიდონის შესაბამისი AUC0-inf გაიზარდა 1.7, 3.4 და 5.6-ჯერ, თუმცა თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. 5-კარბოქსი-პირფენიდონის თირკმლის კლირენსი მნიშვნელოვნად შემცირდა თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს.

გერიატრიული პოპულაცია

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკული ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ არ არის საჭირო დოზის კორექცია გერიატრიულ პაციენტებში.

სქესი

პირფენიდონის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ფარმაკოკინეტიკაში მამაკაცებსა და ქალებს შორის.

სიმსუქნე

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსუქნეს (სხეულის მასის ინდექსი [BMI] მეტი ან ტოლი 30 კგ/მ2) არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.

რასა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ რასას არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პირფენიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.

წამლების უერთიერთქმედების კვლევები:

ციტოქრომა P450 1A2-ის ინჰიბიტორები

პირფენიდონი ციტოქრომა P450 1A2-ის სუბსტრატია. 25 ჯანმრთელ არამწეველზე და 25 მწეველზე ჩატარებული ერთჯერადი დოზის წამლის ურთიერთქმედების კვლევაში, პირფენიდონი ერთდროულად გამოიყენებოდა ფლუვოქსამინთან (50 მგ ძილის წინ 3 დღის განმავლობაში; 50 მგ დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში და 50 მგ დილით და 100 მგ ძილის წინ 4 დღის განმავლობაში). პირფენიდონის ექსპოზიციის დაახლოებით 4-ჯერ ზრდა აღინიშნა არამწეველებში და დაახლოებით 7-ჯერ ზრდა მწეველებში.

27 ჯანმრთელ სუბიექტში ერთჯერადი დოზის წამლის ურთიერთქმედების კვლევაში მიიღებოდა 801 მგ პირფენიდონი და 750 მგ ციპროფლოქსაცინი (CYP1A2-ის ზომიერი ინჰიბიტორი), მე-6 დღეს (ციპროფლოქსაცინი დოზირებული იყო 750 მგ დღეში ორჯერ მე-2 დღიდან მე-7 დღემდე) პირფენიდონის ექსპოზიცია გაიზარდა 81%-ით.

ციტოქრომა P450 1A2-ის ინდუქტორები

25 მწეველში და 25 ჯანმრთელ არამწეველში 801 მგ პირფენიდონის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ მწეველებში სისტემური ექსპოზიცია მნიშვნელოვნად დაბალი იყო არამწეველებთან შედარებით. მწეველებში პირფენიდონის AUC0-inf და Cmax იყო 46% და 68% არამწეველებთან შედარებით, შესაბამისად.

პირფენიდონის ინჰიბიტორული ეფექტი P-გლიკოპროტეინზე (Pgp)

პირფენიდონის მიერ დიგოქსინის (5.0 μM) Pgp-ით განპირობებული ტრანსპორტირების ინჰიბირების პოტენციალი შეფასდა პირფენიდონის არარსებობითა და არსებობით 1-დან 1000 μM-მდე კონცენტრაციებზე in vitro სისტემაში. პირფენიდონმა აჩვენა დიგოქსინის Pgp-ით განპირობებული B-A-ს ეფლუქსის სუსტი ინჰიბირება (10-დან 30%-მდე) 100 μM და მეტ კონცენტრაციებზე. პირფენიდონის გავლენა Pgp სუბსტრატის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული.

პირფენიდონის ინჰიბიტორული ეფექტი CYP2C9, 2C19 ან 1A2, 2D6, 3A4-ზე

პირფენიდონის მიერ CYP2C9, 2C19 ან 1A2-ის ინჰიბირების პოტენციალი შეფასდა in vitro 1000 μM-მდე კონცენტრაციებზე (ადამიანის საშუალო C max-ზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი). პირფენიდონმა აჩვენა კონცენტრაციაზე დამოკიდებული ინჰიბირება CYP2C9, 2C19 ან 1A2, 2D6 და 3A4-ზე. 1000 μM-ზე პირფენიდონი აინჰიბირებს ამ ფერმენტების აქტივობას შესაბამისად 30.4%-ით, 27.5%-ით, 34.1%-ით, 21%-ით და 9.6%-ით. პირფენიდონის გავლენა CYP2C9, 2C19, 1A2, 2D6 და 3A4 სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული.

  • არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
  • 1 კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, რეპროდუქციული უნარის დაზიანება

კანცეროგენეზი

ხანგრძლივი კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთხებში პირფენიდონის შერევით საკვებ რაციონთან კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად.

B6C3F1 თაგვებზე ჩატარებულ 24-თვიან კანცეროგენულ კვლევაში პირფენიდონმა გამოიწვია ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის და ჰეპატობლასტომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა მამრ თაგვებში 800 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე). ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა აღინიშნა მდედრ თაგვებში 2000 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 0.7-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე).

Fischer ვირთხებზე ჩატარებულ 24-თვიან კანცეროგენულ კვლევაში პირფენიდონმა გამოიწვია ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ზრდა მამრ ვირთაგვებში 750 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 1,9-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე). ჰეპატოცელულარული ადენომის და კარცინომის კომბინაციის და საშვილოსნოს ადენოკარცინომის და ადენომის კომბინაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა 1500 მგ/კგ და მეტ დოზებზე (AUC ექსპოზიცია დაახლოებით 3,0-ჯერ მეტი ზრდასრულთა ექსპოზიციაზე MRDD-ზე).

მღრღნელებში ამ სიმსივნეების მონაცემების არსებობის მნიშვნელობა ადამიანებისათვის უცნობია.

მუტაგენეზი

პირფენიდონი არ იყო მუტაგენური ან კლასტოგენური შემდეგ ანალიზებში:

მუტაგენობის ანალიზები ბაქტერიებში, ქრომოსომული აბერაციის ტესტი ჩინური ზაზუნების ფილტვების უჯრედებში და მიკრონუკლეუსის ტესტი თაგვებში.

რეპროდუქციული უნარის დაზიანება

პირფენიდონს არ მოუხდენია გავლენა ფერტილობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვირთაგვებში 1000 მგ/კგ/დღეში დოზირებისას (მგ/მ2-ზე გადაანგარიშებით დაახლოებით 3-ჯერ მეტი MRDD-ზე ზრდასრულებში).

  • კლინიკური კვლევები

პირფენიდონის ეფექტიანობა შეფასდა IPF-ის მქონე პაციენტებში სამ მე-3 ფაზის, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო გაკონტროლებულ, მულტიცენტრულ კვლევებში (კვლევები 1, 2 და 3).

კვლევა 1 იყო 52-კვირიანი კვლევა, რომელიც ადარებდა პირფენიდონს 2403 მგ/დღეში (n=278) პლაცებოსთან (n=277) IPF-ის მქონე პაციენტებში. კვლევა 2 და კვლევა 3 სტრუქტურის მიხედვით თითქმის იდენტური იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის კვლევა 2-ში შუალედური დოზის სამკურნალო ჯგუფი. კვლევა 2-ში შედარდა მკურნალობა პირფენიდონით 2403 მგ/დღეში (n=174) ან პირფენიდონით 1197 მგ/დღეში (n=87) პლაცებოსთან (n=174), ხოლო კვლევა 3-ში შედარდა პირფენიდონი 2403 მგ/დღეში (n=171) პლაცებოსთან (n=173). საკვლევი პრეპარატი მიიღებოდა დღეში სამჯერ საკვებთან ერთად მინიმუმ 72 კვირის განმავლობაში. პაციენტები აგრძელებდნენ მკურნალობას მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ დაასრულებდა 72 კვირიან მკურნალობის, რაც მოიცავდა დაკვირვებებს კვლევის დაახლოებით 120 კვირის განმავლობაში. პირველადი საბოლოო შედეგი იყო პროგნოზირებული ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (%FVC) პროცენტული ცვლილება საწყისი დონიდან კვლევის დასრულებამდე, რომელიც გაიზომა 52 კვირაში კვლევა 1-ში და 72-ე კვირაში კვლევებში 2 და 3.

კვლევებში 1, 2 და 3 მონაწილეობდნენ ზრდასრული პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ IPF-ის კლინიკური და რადიოგრაფიული დიაგნოზი (ფილტვის ქირურგიული ბიოფსიით ან მის გარეშე), ინტერსტიციული ფილტვის დაავადების ალტერნატიული დიაგნოზის მტკიცებულების ან ეჭვის გარეშე. კვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე პაციენტებს საწყის დონეზე უნდა ჰქონოდათ %FVC 50%-ზე მეტი ან ტოლი და ფილტვების ნახშირორჟანგის მოსალოდნელი დიფუზური ტევადობის პროცენტი (%DLco) 30%-ზე მეტი ან ტოლი (კვლევა 1) ან 35% (კვლევებიO2 და 3). სამივე კვლევაში პაციენტების 80%-ზე მეტმა დაასრულა საკვლევი მკურნალობა.

ამ სამ კვლევაში IPF-ით დაავადებული სულ 1247 პაციენტი რანდომიზებულ იქნა პირფენიდონის 2403 მგ/დღეში (n=623) ან პლაცებოს (n=624) მისაღებად. საწყისი მახასიათებლები ზოგადად დაბალანსებული იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის. კვლევის პოპულაცია მერყეობდა 40-დან 80 წლამდე (საშუალო ასაკი 67 წელი). პაციენტების უმეტესობა იყო მამაკაცი (74%), თეთრკანიანი (95%) და ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველი (65%). პაციენტების დაახლოებით 93% აკმაყოფილებდა მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფიის (HRCT) მიხედვით დადგენილ IPF-ის კრიტერიუმებს. საწყისი საშუალო %FVC და %DLco შესაბამისად იყო 72% და 46%. სუბიექტების დაახლოებით 15%-მა შეწყვიტა მკურნალობა თითოეული სამკურნალო ჯგუფიდან.

პროგნოზირებადი ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის საწყისი დონიდან ცვლილება

კვლევა 1-ში, %FVC-ის საწყისი დონიდან 52-ე კვირამდე ცვლილების პირველადი ეფექტიანობის ანალიზმა აჩვენა პირფენიდონის 2403 მგ/დღეში (n=278) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მკურნალობის ეფექტი პლაცებოსთან (n=277) შედარებით, სიკვდილის გამო დაკარგული მონაცემების ყველაზე დაბალი რანგის იმპუტაციით რანჟირება ANCOVA-ს გამოყენებით. კვლევა 2-ში, 72-ე კვირას იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებაში. კვლევა 3-ში, 72-ე კვირას არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებაში.

სურათი 1-ზე წარმოდგენილია ყველა ზღვრული მნიშვნელობის კუმულაციური განაწილება %FVC-ის საწყისი დონიდან ცვლილებებისათვის 1-ლი კვლევის 52-ე კვირას. ფილტვის ფუნქციის დაქვეითების ყველა მახასიათებლების მიხედვით, პაციენტების წილი, რომლებშიც აღინიშნა გაუარესება, უფრო დაბალი იყო პირფენიდონის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. კვლევა 2-მა იგივე შედეგები აჩვენა.

სურათი 1. პაციენტების კუმულაციური განაწილება FVC-ის პროგნოზირებული პროცენტის საწყისი დონიდან ცვლილების მიხედვით 52-ე კვირას (კვლევა 1). წყვეტილი ხაზები მიუთითებს ≥10%-იან ან ≥0%-იან დაქვეითებაზე.

გაუარესება არ არის დაქვეითება

(%FVC-ის დაქვეითება) (%FVC-ის გაზრდა)

%FVC-ის აბსოლუტური ცვლილება საწყისი დონიდან 52-ე კვირას

FVC-ის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან (მლ)

კვლევა 1-ში FVC-ის საშულო დაქვეითების შემცირება (მლ-ებში) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონს (-235 მლ) პლაცებოსთან შედარებით (-428 მლ) (მკურნალობის საშუალო განსხვავება 193 მლ), 52-ე კვირას (იხ. სურათი 2). კვლევა 2-ში ასევე აღინიშნა FVC-ის მოცულობის დაქვეითება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2403 მგ/დღეში პირფენიდონს, პლაცებოსთან შედარებით (მკურნალობის საშუალო განსხვავება 157 მლ), 72-ე კვირას. არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება FVC-ის მოცულობის დაქვეითებაში მე-3 კვლევაში.

სურათი 2. ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან (კვლევა 1)

გადარჩენადობა

პირფენიდონის გადარჩენადობის მაჩვენებელი შეფასდა პლაცებოსთან შედარებით კვლევებში 1, 2 და 3, როგორც პირველადი საბოლოო შედეგის (FVC) დასადასტურებლად ჩატარებული კვლევითი ანალიზი. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა შეფასდა კვლევის ხანგრძლივობისა და ხელმისაწვდომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, სიკვდილის მიზეზისა და პაციენტების მიერ მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად. ყველა მიზეზით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აჩვენა (იხ. სურათი 3).

სურათი 3. სასიცოხლო სტატუსზე ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის კაპლან-მაიერის შეფასებები – კვლევის დასასრული: კვლევები 1, 2 და 3

პაციენტები რისკის ქვეშ (N)

პირფენიდონი 623 615 596 307 66 2

პლაცებო 624 604 573 299 71 4

  • გამოშვების ფორმა/შენახვა და მოხმარება

პირფენიდონის კაფსულები USP ხელმისაწვდომია შემდეგი სახით:

თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე თავსახური და თეთრი, გაუმჭვირვალე კორპუსი, ზომით „1" მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილს, თავდახურზე ყავისფერი მელნით ამოტვიფრულია „F70". კაფსულა მოთავსებულია ბოთლში, 14-დღიანი ტიტრაციის ბლისტერულ შეფუთვაში ან 4-კვირიან შემანარჩუნებელ ბლისტერულ შეფუთვაში.

პირფენიდონის კაფსულები USP:

NDC 33342-461-58, 30-დღიანი მარაგის ბოთლი, რომელიც შეიცავს 270 კაფსულას და თავდახურულია ბავშვებისთვის უსაფრთხო თავსახურით.

NDC 33342-461-38, 14-დღიანი ტიტრაციის ბლისტერული შეფუთვა, მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს სულ 63 კაფსულას 14 ბლისტერზე – 1-ლი კვირის ბლისტერი შეიცავს 21 კაფსულას (1 კაფსულა ბლისტერის თითო დანაყოფში) და მე-2 კვირის შეფუთვა შეიცავს 42 კაფსულას (2 კაფსულა ბლისტერის თითო დანაყოფში).

NDC 33342-461-82, 4-კვირიანი შემანარჩუნებელი ბლისტერული შეფუთვა, მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს სულ 252 კაფსულას 28 ბლისტერზე.. თითოეული ბლისტერი შეიცავს 9 კაფსულას (3 კაფსულა ბლისტერის თითო დანაყოფში).

ინახება 20°-დან 25°C-მდე (68°-დან 77°F-მდე) ტემპერატურაზე; დასაშვებია ტემპერატურის გადახრა 15°-დან 30°C-მდე (59°-დან 86°F-მდე) [იხ. USP-ის გაკონტროლებული ოთახის ტემპერატურა].

ბოთლები ინახება მჭიდროდ თავდახურული. არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ ბოთლის თავზე ლუქი გატეხილია ან დაკარგულია. ვადაგასული ან არასაჭირო პირფენიდონის კაფსულები უსაფრთხოდ უნდა იქნეს გადაგდებული.

  • პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია

პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ წაიკითხოს FDA-ის მიერ დამტკიცებული გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია).

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

პაციენტებს უნდა ეცნობოს, რომ შესაძლოა მათ პერიოდულად დასჭირდეთ ღვიძლის ფუნქციის ანალიზების შემოწმება. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, დაუყოვნებლივ აცნობონ ღვიძლის პრობლემის ნებისმიერი სიმპტომის შესახებ (მაგ., კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, შარდის მუქი ან ყავისფერი [ჩაისფერი] შეფერილობა, ტკივილი მუცლის მარჯვენა მხარეს, სისხლდენა ან სისხლჩაქცევები ჩვეულებრივზე ადვილად, ლეთარგია) [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

ფოტომგრძნობელობითი რეაქცია ან გამონაყარი

ფოტომგრძნობელობის რეაქციების ან გამონაყარის განვითარების საშიშროების გამო პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ პირფენიდონის გამოყენების დროს თავი აარიდონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ მზის სხივების (მათ შორის, მზის ნათურების) ზემოქმედება. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი და ატარონ მზის ზემოქმედებისგან დამცავი ტანსაცმელი. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება რომ ფოტომგრძნობელობითი რეაქციის ან გამონაყარის სიმპტომების შესახებ აცნობონ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება ან მიღების შეწყვეტა [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები

პაციენტებს უნდა ეცნობოთ კანის მძიმე გვერდითი რეაქციების (SCAR) ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პროვაიდერს, თუ აღენიშნებათ SCAR-ის ნიშნები და სიმპტომები [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.3)].

კუჭ-ნაწლავის მხრივ მოვლენები

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ აცნობონ ექიმს კუჭ-ნაწლავის მუდმივი ეფექტების შესახებ, მათ შორის: გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და მუცლის ტკივილი. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება ან შეწყვეტა [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.4)].

მწეველები

პაციენტები წახალისებულები უნდა იყვნენ, რომ შეწყვიტონ მოწევა პირფენიდონით მკურნალობის დაწყებამდე და არ მოწიონ პირფენიდონით მკურნალობის დროს [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].

საკვებთან ერთად მიღება

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ პირფენიდონის კაფსულები მიიღონ საკვებთან ერთად, რათა შემცირდეს გულისრევა და თავბრუსხვევა.

წარმოებულია კომპანიისათვის:

Macleods Pharma USA, Inc.

Princeton, NJ 08540

მაკლეოდს ფარმა იუესეი, ინკ

პრინსტონი, ნიუჯერსი 08540

წარმოებულია:

Macleods Pharmaceuticals Ltd.

Baddi, Himachal Pradesh -174101 INDIA

მაკლეოდს ფარმასიუთიქალზ ლტდ.

ბადი, ჰიმაჩალ პრადეშ -174101 ინდოეთი

გადახედვის თარიღი: 04/2025.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია

პირფენიდონი კაფსულები, USP

რას წარმოადგენს პირფენიდონის კაფსულები?

პირფენიდონის კაფსულები გაიცემა ექიმის რეცეპტით და გამოიყენება ფილტვის დაავადების, ე.წ. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (IPF) მქონე ადამიანების სამკურნალოდ.

არ არის ცნობილი, პირფენიდონის კაფსულები უსაფრთხო და ეფექტიანია თუ არა ბავშვებში.

პირფენიდონის კაფსულების მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ყველა სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, მათ შორის:

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტი მწეველია;

თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას. არ არის ცნობილი, პირფერიდონის კაფსულები საზიანოა თუ არა ნაყოფისათვის;

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს ძუძუთი კვებას. არ არის ცნობილი, პირფენიდონი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. პაციენტი და მკურნალი ექიმი გადაწყვეტენ, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა პირფენიდონის კაფსულები.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვიტამინების და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.

როგორ მიიღება პირფენიდონის კაფსულები?

პირფენიდონის კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით;

ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის კაფსულების დოზა, საჭიროების მიხედვით;

პირფენიდონის კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. ეს ეხმარება პაციენტს გულისრევისა და თავბრუსხვევის შემცირებაში.

პირფენიდონის კაფსულები 267 მგ მოწოდებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის კაფსულების სახით. თუ პაციენტს გამოწერილი აქვს 267 მგ პირფენიდონის კაფსულები, ისინი უნდა მიიღოს შემდეგნაირად:

267 მგ ერთი პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-ლი დღიდან მე-7 დღის ჩათვლით;

267 მგ 2 პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში მე-8 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით;

267 მგ 3 პირფენიდონის კაფსულა 3-ჯერ დღეში მე-15 დღიდან ყოველდღე.

267 მგ პირფენიდონის კაფსულების დოზირების სქემა

კვირა

დილა (საუზმე)

შუადღე

(ლანჩი)

საღამო

(სადილი)

კაფსულების მთლიანი რაოდენობა თითოეულ დღეს

1 – 7 დღეები

1

1

1

3

8 – 14 დღეები

2

2

2

6

მე-15 დღიდან

3

3

3

9

თუ პაციენტმა 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში გამოტოვა პირფენიდონის კაფსულების მიღება, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოს ექიმს შემდგომი ინსტრუქციებისათვის, თუ როგორ უნდა მიიღოს მედიკამენტი.

დაუშვებელია 2 დოზის მიღება ერთდროულად, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დაუშვებელია 3 დოზაზე მეტის მიღება თითოეულ დღეს.

თუ პაციენტმა მიიღო დიდ რაოდენობით პირფენიდონის კაფსულები, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს ექიმთან ან მიმართოს უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას.

პირფენიდონის კაფსულების მიღების დაწყებამდე ექიმი შეამოწმებს გარკვეულ სისხლის ანალიზებს.

რას უნდა მოერიდოს პაციენტი პირფენიდონის კაფსულების მიღებისას?

უნდა მოერიდოს მზის სხივებს. პირფენიდონის კაფსულები კანს ხდიან უფრო მგრძნობიარეს მზის სხივების და მზის ნათურების სხივების და სოლარიუმების მიმართ. პაციენტმა შეიძლება მიიღოს მძიმე დამწვრობა. უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი (SPF 50) და ატაროს ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარვას კანს მზის სხივებისაგან. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტმა მიიღო დამწვრობა ან განუვითარდა გამონაყარი.

არ არის რეკომენდებული პირფენიდონის კაფსულების მიღება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიან მზის სხივებისა და მზის ნათურების სხივების და სოლარიუმების მიმართ.

არ არის რეკომენდებული მოწევა. მოწევა გავლენას ახდენს პირფენიდონის კაფსულების მოქმედების ეფექტიანობაზე.

რა არის პირფენიდონის კაფსულების შესაძლო გვერდითი მოვლენები?

პირფენიდონის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:

ღვიძლის მხრივ პრობლემები. საჭიოროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი სიმპტომები, როგორიცაა: კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), მუქი ან ყავისფერი (ჩაისფერი) შარდი, მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილის ტკივილი, ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, დაღლილობა.

ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციის ანალიზებს პირფენიდონის კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში.

მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა) და გამონაყარი. იხ. “რას უნდა მოერიდოს პაციენტი პირფენიდონის კაფსულების მიღებისას?”

კანის მძიმე რეაქციები. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა კანზე ბლისტერები, გამონაყარი, წყლულები პირში, ჭინჭრის ციება ან კანის სხვა მძიმე სიმპტომები. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს პირფენიდონის კაფსულებით მკურნალობა.

მუცლის მხრივ პრობლემები. პირფენიდონის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, გულძმარვა და კუჭის ტკივილი. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ მუცლის პრობლემები უარესდება ან არ იხსნება. ექიმმა შეიძლება შეცვალოს პირფენიდონის კაფსულების დოზა.

პირფენიდონის კაფსულების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს: დაღლილობა, უძილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონის კლება და მადის დაქვეითება ან დაკარგვა.

ეს არ არის პირფენიდონის კაფსულების ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა. საჭიროა ექიმთან მიმართვა გვერდითი მოვლენების შესახებ სამედიცინო კონსულტაციისათვის. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს FDA-სთვის, ტელ.: 1-800-FDA-1088.

რიგირ ინახება პირფენიდონის კაფსულები?

პირფენიდონის კაფსულები ინახება 20°-დან 25°C-მდე (68°-დან 77°F-მდე) ტემპერატურაზე; დასაშვებია ტემპერატურის გადახრა 15°-დან 30°C-მდე (59°-დან 86°F-მდე) [იხ. USP-ის გაკონტროლებული ოთახის ტემპერატურა].

ინახება მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში.

ვადაგასული და არასაჭირო პირფენიდონის კაფსულების გადაგდება უნდა მოხდეს უსაფრთხოდ. პირფენიდონის კაფსულები და ყველა მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ზოგადი ინფორმაცია პირფენიდონის კაფსულების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების შესახებ

ზოგჯერ მედიკამენტები ინიშნება გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილისაგან განსხვავებული მიზნებით. პირფენიდონის კაფსულები არ უნდა იქნეს გამოყენებული არანაჩვენები მდგომარეობისათვის. დაუშვებელია პირფენიდონის კაფსულების მიცემა სხვა პირებისათვის, იმავე სიმპტომების ქონის მიუხედავად. პაციენტმა შეიძლება მიმართოს ფარმაცევტს ან ექიმს პირფენიდონის კაფსულების შესახებ სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნული ინფორმაციის მისაღებად.

რა არის პირფენიდონის კაფსულების ინგრედიენტები?

აქტიური ნივთიერება: პირფენიდონი

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი და პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი და ტიტანის ოქსიდი

კაფსულაზე ყავისფერი საბეჭდი მელანი: ამონიუმის ჰიდროქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყავისფერი ოქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, შელაკი.

დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა მიმართვა: Macleods Pharma USA inc. (მაკლეოდს ფარმა იუესეი, ინკ.), ტელ.: 1-888-943-3210 ან 1-885-926-3384.

პაციენტისათვის განკუთვნული ინფორმაცია დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ.

წარმოებულია კომპანიისათვის:

Macleods Pharma USA, Inc.

Princeton, NJ 08540

მაკლეოდს ფარმა იუესეი, ინკ

პრინსტონი, ნიუჯერსი 08540

წარმოებულია:

Macleods Pharmaceuticals Ltd.

Baddi, Himachal Pradesh - 174101 INDIA

მაკლეოდს ფარმასიუთიქალზ ლტდ.

ბადი, ჰიმაჩალ პრადეშ - 174101 ინდოეთი

გადახედვის თარიღი: 2025 წლის აპრილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა