პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

პაკლიტაქსელი აქვიდა

Paclitaxel AqVida

რეცეპტით6მგ/მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ტაქსანები ეწოდება. ეს ნივთიერებები აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პაკლიტაქსელი (paclitaxel)
ფორმა და შეფუთვა
6მგ/მლ (300მგ/50მლ) 50მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034359
რეგისტრირებულია
8 თებერვალი 2022, მოქმედებს 8 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AqVida GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპაკლიტაქსელი აქვიდა და სხვა წამალი ერთად

პაკლიტაქსელი აქვიდა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ტაქსანები ეწოდება. ეს ნივთიერებები აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

პაკლიტაქსელი AqVida გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ:

პირველადი მკურნალობის მიზნით (პოსტოპერაციულ პერიოდში პლატინის შემცველ მედიკამენტთან კომბინაციაში, ასეთია ცისპლატინი).

პლატინის შემცველი მედიკამენტებით წარუმატებელი სტანდარტული მკურნალობის შემდეგ.

მკერდის კიბოს სამკურნალოდ:

პროგრესული დაავადების ან სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელებული დაავადების პირველადი მკურნალობისათვის (მეტასტაზური დაავადება). პაკლიტაქსელი AqVida კომბინირებულია ან ანტრაციკლინთან (მაგალითად, დოქსორუბიცინი) ან წამალთან, რომელსაც ეწოდება ტრასტუზუმაბი (იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ანტრაციკლინები არ არის მითითებული და რომელთა კიბოს უჯრედებს აქვთ ზედაპირული ცილა, სახელად HER 2, იხილეთ ინფორმაცია ტრასტუზუმაბის გამოყენებისთვის).

როგორც დამატებითი მკურნალობა დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, ანტრაციკლინით / ციკლოფოსფამიდით მკურნალობის შემდეგ (AC).

როგორც მეორადი მკურნალობა პაციენტებისთვის, რომლებმაც არ უპასუხეს დადებითად ანტრაციკლინის სტანდარტულ მკურნალობას, ან ვისთვისაც ასეთი მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

ფილტვის კიბოს პროგრესული არაუჯრედული კიბო:

ცისპლატინთან კომბინაციაში, როდესაც ოპერაცია და / ან რადიაციული თერაპია არ არის მითითებული.

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა:

თუ სხვა სამკურნალო საშუალებებმა (მაგალითად, ლიპოზომამ ანტრაციკლინმა) შედეგი არ გამოიღო.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენების წინ?

პაკლიტაქსელი AqVida არ შეიძლება იქნას გამოყენებული,

თუ ალერგიული ხართ პაკლიტაქსელზე ან ამ სამკურნალო პროდუქტის სხვა შემადგენელ ინგრედიენტებზე, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში, კერძოდ მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ის (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთის) მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ ძალიან ცოტა სისხლის თეთრი უჯრედები. თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას სისხლის ნიმუშით.

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

თუ თქვენ გაქვთ სერიოზული, უკონტროლო ინფექცია და პაკლიტაქსელი AqVida გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პაკლიტაქსელით AqVida-თ მკურნალობის დაწყებამდე.

მიღების წესი და დოზირება

პაკლიტაქსელ AqVida– ს ინტრავენური ინფუზიისათვის რეკომენდებული დოზები შემდეგია:

მითითება

დოზა

ინტერვალი თერაპიის კურსებს შორის

პირველი რიგის საკვერცხის კიბო

135 მგ/მ2 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ2 ან 175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ცისპლატინი 75 მგ/მ2

3 კვირა

მეორე რიგის საკვერცხის კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

ძუძუს კიბო, დამატებითი

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში; ანტრაციკლინის/ ციკლოფოსფამიდის მკურნალობის (AC) შემდეგ

3 კვირა

პირველი რიგის ძუძუს კიბო (დოქსორუბიცინით)

220 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში; დოქსორუბიცინიდან 24 საათის შემდეგ (50 მგ/მ2)

3 კვირა

პირველი რიგის ძუძუს კიბო (ტრასტუზუბამით)

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. დარგობრივი ინფორმაცია ტრასტუზუმაბის შესახებ) 175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

მეორე რიგის ძუძუს კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

ფილტვის კიბოს პროგრესული არაუჯრედული კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 80 მგ/მ2

3 კვირა

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა

100 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

2 კვირა

გამოიყენეთ პაკლიტაქსელი AqVida განმეორებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნეიტროფილების რაოდენობა იქნება 1,500/მმ3 მეტი (1,000/მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა იქნება 100,000/მმ3 მეტი (75,000/მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ნეიროფენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათია, დოზა უნდა შემცირდეს 20%-ით შემდგომ თერაპიულ კურსებზე (ხოლო 25%-ით პაციენტებში კაპოშის სარკომით) (იხ. დარგობრივი ინფორმაცია).

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის რეკომენდაციის გასაკეთებლად არ არსებობს საკმარისი მონაცემები. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს არ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა პაკლიტაქსელი AqVida-თი (იხ. დარგობრივი ინფორმაცია).

პაკლიტაქსელი AqVida არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან კვალიფიციურ მედპერსონალს, ვიდრე პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებას დაიწყებთ.

ალერგიული რეაქციების თავიდან ასარიდებლად პაკლიტაქსელი AqVida-ს მიღებამდე დაგენიშნებათ სხვა საჭირო მედიკამენტები.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პაკლიტაქსელ AqVida-სთან დაკავშირებით

თუ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია და შეამჩნევთ რაიმე სიმპტომი (მაგ. სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).

თუ გაქვთ ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის წყლული (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები).

თუ თქვენ განიცდით დაბუჟებას, ჩხვლეტას, წვის მსგავს შეგრძნებებს, დაბუჟებას ან სისუსტეს თქვენს მკლავებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები), შეიძლება საჭირო გახდეს პაკლიტაქსელ AqVida-ს დოზის შემცირება.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები; ამ შემთხვევაში პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევები.

თუ თქვენ პაკლიტაქსელ AqVida-ით მკურნალობის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ მძიმე ან მუდმივი დიარეა ჩამოგიყალიბდებათ, რომელსაც თან ახლავს ცხელება და მუცლის ტკივილი. შეიძლება თქვენ დაგემართოთ ნაწლავების ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი).

თუ გქონდათ ჩატარებული წინა გულმკერდის სხივური თერაპია (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პნევმონიის რისკი).

თუ გაქვთ მტკივნეული ან წითელი პირი (მუკოზიტის ნიშნები) და მკურნალობთ კაპოშის სარკომას. შეიძლება დაგჭირდეთ აღნიშნული მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოჩამოთვლილი თქვენ გეხებათ.

პაკლიტაქსელი AqVida ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში. პაკლიტაქსელი AqVida–ს შეყვანამ არტერიაში შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და თანდართული ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და სიმხურვალის შეგრძნება.

ბავშვები და მოზარდები

პაკლიტაქსელი AqVida არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა მედიკამენტებთან ერთად პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ამჟამად იღებთ/იყენებთ, ან გეგმავთ რაიმე სხვა მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ პაკლიტაქსელ AqVida–ს ერთდროულად სხვა პრეპარატებთან ერთად:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და სხვა; ჰკითხეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა ანტიბიოტიკი ის მედიკამენტი, რომელსაც თქვენ იღებთ), მათ შორის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი).

განწყობის სტაბილიზაციის წამლები, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტებს უწოდებენ (მაგ. ფლუოქსეტინი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების (ეპილეფსია) სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენიტოინი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად (მაგალითად, გემფიბროზილი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის ან კუჭის წყლულის დროს (მაგალითად, ციმეტიდინი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ და შიდსის ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი).

პრეპარატი კლოპიდოგრელი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად.

ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ): პაკლიტაქსელ AqVida უნდა იქნას გამოყენებული ცისპლატინის მიღებამდე. შეიძლება უფრო ხშირად დაგჭირდეთ თქვენი თირკმელების ფუნქციონირების შემოწმება.

დოქსორუბიცინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ): პაკლიტაქსელი AqVida უნდა იქნას გამოყენებული დოქსორუბიცინის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული დოქსორუბიცინის ზედმეტი დოზა პაციენტის ორგანიზმში.

სხვა მედიკამენტების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს ამ მედიკამენტში ალკოჰოლის მაღალმა შემცველობამ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არის პოტენციურად დაორსულების შანსი, გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი მკურნალობის დროს. პაკლიტაქსელ AqVida არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს არ არის აშკარად საჭირო. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და მამაკაცებმა და/ან მათმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მეთოდები პაკლიტაქსელ AqVida-ით მკურნალობიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს და გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ პაკლიტაქსელი AqVida-ით მკურნალობის დაწყებამდე შესაძლო უნაყოფობის გამო.

შეწყვიტეთ ძუძუთი კვება თუ იყენებთ პაკლიტაქსელ AqVida-ს. არ განაახლოთ ძუძუთი კვება მანამ, სანამ ექიმი არ მოგცემთ ამის რეკომენდაციას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ალკოჰოლს. რეაგირების უნარი შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო მოძრაობისას და დანადგარებთან მუშაობისას. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ავტომობილის მართვა თერაპიის კურსის დასრულებისთანავე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეთ ავტომობილის საჭესთან, თუ ძილი გერევათ ან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ.

პაკლიტაქსელი AqVida შეიცავს მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ს (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ ხართ ალერგიული მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ის მიმართ (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთზე), აცნობეთ ექიმს ამის შესახებ პაკლიტაქსელი AqVida-ით მკურნალობის დაწყებამდე.

პაკლიტაქსელი AqVida შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს). ეს წამალი შეიცავს 50.17% ალკოჰოლს - პაკლიტაქსელ AqVida-ს თითოეული მილილიტრი შეიცავს 0,395 გრ ალკოჰოლს. პაკლიტაქსელის AqVida დოზა 300 მგ / 50 მლ შეიცავს 20 გრ ალკოჰოლს. ეს შეესაბამება 450 მლ ლუდს ან 175 მლ ღვინოს. ჯანმრთელობის დაზიანების რისკი წარმოიშვება ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში, ალკოჰოლიზმით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის, თავის ტვინის ორგანული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისთვის, ორსული ქალების, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისთვის.

როგორ უნდა გამოვიყენოთ პაკლიტაქსელი AqVida?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ანოტაციაში, ან როგორც ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ განგიმარტათ. გადაამოწმეთ გამოყენების ინსტრუქცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან, თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული.

ალერგიული რეაქციების შესამცირებლად პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებამდე დაგენიშნებათ სხვა მედიკამენტები. ეს მედიკამენტები მოგეცემათ ტაბლეტების ან / და ვენაში ინფუზიის სახით.

თქვენ მოგეცემათ პაკლიტაქსელი AqVida წვეთოვანი სახით ვენაში (ინტრავენური ინფუზია) ხსნარით, რომელიც გადის ფილტრში. პაკლიტაქსელ AqVida-ს შეიყვანს ვენაში პროფესიონალი მედპერსონალი, რომელიც მოამზადებს საინფუზიო ხსნარს გამოყენებამდე. დოზა, რომელიც მოგეცემათ, ასევე დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე. კიბოს ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, რაც თქვენს დაავადებას წარმოადგენს, თქვენ მოგეცემათ პაკლიტაქსელი AqVida ცალკე ან კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

პაკლიტაქსელი AqVida ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში 3 ან 24 საათის განმავლობაში. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ყოველ 2 ან 3 კვირაში ერთხელ, თუ თქვენი ექიმი სხვა დოზირებას არ გინიშნავთ. ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას იმ რაოდენობის თერაპიის კურსებზე, რაც დაგჭირდებათ.

თუ თქვენ მოგეცემათ უფრო მეტი პაკლიტაქსელი AqVida, ვიდრე დაშვებულია.

არ არის ცნობილი ანტიდოტი პაკლიტაქსელ AqVida-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. თქვენ მიიღებთ მკურნალობას თქვენი სიმპტომების მიხედვით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ცხადია ყველა პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ შემდეგი ალერგიული გვერდითი მოვლენები. ეს ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი:

კანის სიწითლე სიმხურვალის შეგრძნებით (სიწითლე),

კანის რეაქციები,

ქავილი,

მკერდის არეში დაჭიმულობა,

ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება,

შეშუპება.

ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები.

დაუყოვნელივ შეატყობინეთ ექიმს, თუ

თუ გაქვთ ცხელება, ძლიერი შემცივნება, ან გაქვთ ყელის ან პირის წყლულები (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები).

თუ თქვენ გრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს თქვენს მკლავებსა და ფეხებში პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები).

თუ თქვენ გაქვთ მწვავე ან გამყოლი დიარეა, რომელსაც თან ახლავს ცხელება და მუცლის ტკივილი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 პაციენტს.

მცირე ალერგიული რეაქციები კანის სიწითლით, სიმხურვალის, გამონაყარის, ქავილის შეგრძნებით.

ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.

ჰაერის უკმარისობა.

ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, ტკივილი და წითელი პირი, დიარეა, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება).

თმის ცვენა (თმის ცვენის შემთხვევების უმრავლესობა მოხდა პაკლიტაქსელის მიღების დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში; უმეტესად თმის ცვენა ხდება უმძიმეს პაციენტებში (50%-ზე მეტი)).

კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი.

ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება.

დაბუჟება, ჩხვლეტა ან სისუსტე მკლავებსა და ფეხებში (ეს არის პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები). *

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: თრომბოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენის მომატება; დაბალი არტერიული წნევა.

  • ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს პაკლიტაქსელის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ხშირი გვერდითი მოვლენები

დროებითი უმნიშვნელო ცვლილებები ფრჩხილებსა და კანზე, რეაქციები ინექციის ადგილას (შეშუპება, ტკივილი და კანის გაწითლება ინექციის ადგილას).

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: გულისცემის შენელება, ღვიძლის ფერმენტების დიდი ოდენობით მომატება (ტუტე ფოსფატაზა და AST-SGOT).

შემთხვევითი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 პაციენტს.

შოკი ინფექციის გამო (საუბრობენ „სეპტიური შოკის“ შესახებ).

პალპიტაცია, გულის დისფუნქცია (AV ბლოკი, კარდიომიოპათია), სწრაფი გულისცემა, გულის შეტევა, ქოშინი.

დაღლილობა, ოფლიანობა, გულისრევა (სინკოპე), მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები. ფლებიტი (ვენების ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება.

ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, შემცივნება,კუჭის ტკივილი.

გამოკვლევებმა შეიძლება გამოავლინოს შემდეგი: ბილირუბინის მკვეთრი მატება (სიყვითლე), მაღალი არტერიული წნევა, სისხლის შედედება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 პაციენტს.

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ცხელებითა და ინფექციის გაზრდილი რისკით (ფებრილური ნეიტროპენია).

ნერვების დაავადება სისუსტის შეგრძნებით მკლავებისა და ფეხების კუნთებში (მოტორული ნეიროპათია).

გულის უკმარისობა.

ქოშინი, ფილტვის ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონია, ქოშინი, პლევრის გამონაჟონი.

ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთება (იშემიური კოლიტი), პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

ქავილი, გამონაყარი, კანის გაწითლება (ერითემა).

სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პერიტონიტი, პნევმონია.

ცხელება, გაუწყლოება, სისუსტე, შეშუპება, სისუსტე.

სერიოზული და შესაძლოა ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები).

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: კრეატინინის მომატება სისხლში, რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტს.

არარეგულარული სწრაფი გულის რიტმი (გული წინა მხარის ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია).

სისხლის ფორმირების უჯრედების უეცარი დისფუნქცია (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდის პლასტიკური სინდრომი).

მხედველობის ნერვის და მხედველობის დარღვევა (მოციმციმე სქოტომა).

სმენის უეცარი დაკარგვა ან სმენის დაქვეითება (ოტოტოქსიკურობა), ყურებში ხმაური (ტინიტუსი), თავბრუსხვევა (ვერტიგო).

ხველა.

მუცლის და ნაწლავების სისხლძარღვებში სისხლის შედედება (მეზენტერული თრომბოზი), ნაწლავების ანთება, ზოგჯერ მუდმივი მძიმე დიარეით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), წვეთოვანი (ასციტი), საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), ყაბზობა.

სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, კანის გაწითლებით, სახსრების ტკივილით და / ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ლოკალიზებული პილინგი (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლე არარეგულარული წითელი (სეკრეტორული) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებით და პილინგით (ექსფოლიაციური დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ფრჩხილების დაკარგვა (პაციენტებმა უნდა ატარონ მზისგან დამცავი საშუალება მკურნალობის დროს ხელებსა და ფეხებზე).

მადის დაკარგვა (ანორექსია).

სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით (ანაფილაქსიური შოკი).

ღვიძლის დისფუნქცია (ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევები)).

დაბნეულობის მდგომარეობა.

დიდი კრუნჩხვები, თავის ტვინის ნერვების დარღვევები (ავტონომიური ნეიროპათია; სხეულის უნებლიე ფუნქციებზე გავლენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა და არტერიული წნევა), კრუნჩხვები, თავის ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინაცია (ატაქსია).

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები

ამ გვერდითი მოვლენების შეფასება არ შეიძლება არსებული მონაცემებით.

სიმსივნეების სწრაფი დაშლა (სიმსივნის ლიზის სინდრომი).

სითხის დაგროვება თვალის მაკულაში (მაკულარული შეშუპება), სინათლის ფენომენების აღქმა, როგორიცაა ელვა თვალში (ფოტოფსია), ნალექი თვალის მინისებრ სხეულში (მინისებრი გამჭვირვალეობა).

ვენების ანთება (ფლებიტი).

კანის, სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გასქელება / გამკვრივება (სკლეროდერმია).

„პეპლის ერითემა“ (სისტემური წითელი მგლურა ერითემატოზი).

სისხლდენის დარღვევები. გავრცელებულია ინტრავასკულარული კოაგულაცია, ანუ ე.წ. "DIG". ეს აისახება სერიოზულ მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანებს ძალიან ადვილად ეწყებათ სისხლდენა, ან პირიქით სისხლის შედედება, ან ორივე ერთად.

ხელების ან ფეხის ძირების გაწითლება და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა.

მაკროგოლგლიცეროლი რიცინოლატე-35-მა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოგივლინდებათ გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან კვალიფიციურ მედპერსონალს. აქ იგუსხმება ასევე ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული წამლის ანოტაციაში.

თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პირდაპირ მიმართოთ გერმანიის მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო პროდუქციის ინსტიტუტს, ფარმაკოვიგილანციის განყოფილება, კურტ გეორგ კიზინგერის ხეივანი 3, 53175 ბონი, გერმანია, შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება - პაკლიტაქსელი

მლ საინექციო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლი რიცინოლატე-35 (ევროპული ფარმაკოპეა), ეთანოლი (395 მგ/მლ), ლიმონმჟავა, აზოტი.

როგორ გამოიყურება პაკლიტაქსელი AqVida და შეფუთვის შინაარსი.

პაკლიტაქსელი AqVida არის გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ ყვითელი, ბლანტი ხსნარი, რომელიც მოთავსებულია ფლაკონებში.

ფლაკონები შეფუთულია მუყაოს ყუთებში:

1 ფლაკონი 30 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 5 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 100 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 16,7 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 150 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 25 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 300 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 50 მლ ხსნარს.

კლინიკური შეფუთვა: 10 ფლაკონი 300 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 50 მლ ხსნარს.

შესაძლებელია, რომ ყველა მოცულობის შეფუთვა არ იყიდებოდეს ბაზარზე.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს AqVida

კაიზერ ვილჰელმის ქუჩა 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

ეს ანოტაცია ბოლოს გადამუშავდა 2020 წლის თებერვალში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

პაკლიტაქსელი AqVida-სთვის გამოყენებული კონტეინერები და საინფუზიო ნაკრები უნდა იყოს DEHP– ის გარეშე. ეს მიზნად ისახავს პაციენტთან შემხებლობაში პლასტიზატორის DEHP (2-ეთილჰექსილ) ფტალატი) მინიმუმამდე შემცირებას, რომელიც შეიძლება გათავისუფლდეს PVC-საინფუზიო ჩანთებიდან ან შესაბამისი ნაკრებიდან. საინფუზიო ფილტრების გამოყენებამ (მაგ. IVEX-2) PVC- სგან დამზადებული მოკლე შესასვლელი და/ან გამოსასვლელი ნაწილით არ გამოიწვია DEHP-ის რაიმე მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება. როგორც ყველა ანტინეოპლასტიკური საშუალების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებისას. პაკლიტაქსელის შემცველ ფლაკონებთან მუშაობისას ყოველთვის უნდა გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები. მისი განზავება უნდა მოხდეს ასეპტიური პირობების დაცვით გამოცდილი პერსონალის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში. კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა წყლის დიდი ოდენობით მისი საფუძვლიანი ჩამობანა.

თუ გაუხსნელი ფლაკონები ინახება მაცივარში, შეიძლება ისინი დაილექოს, რომელიც დაიშლება ნაზი შენჯღრევით ან თავისთავად ოთახის ტემპერატურაზე. ეს არ იმოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. თუ შეიმჩნევა ზოლები, ან აღინიშნება უხსნადი ნალექი, ფლაკონი უნდა გადააგდოთ.

მრავალჯერადი ჩხვლეტისა და პროდუქტის თავის მრავალჯერადი მოხსნის შემდეგაც კი, პაკლიტაქსელის კონცენტრატი რჩება მიკრობულად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური 25°C ტემპერატურაზე 28 დღემდე. გახსნილი სამკურნალო საშუალების შენახვის სხვა ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

არ გამოიყენოთ ქიმიური ქინძისთავები ან მსგავსი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ფლაკონის საცობი, რაც იწვევს სტერილობის დაკარგვას.

ნაბიჯი 1: კონცენტრატის განზავება

გამოყენებამდე პაკლიტაქსელი AqVida უნდა განზავდეს ერთ -ერთი შემდეგი გამხსნელით:

0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% გლუკოზის ხსნარი

5% გლუკოზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

რინგერის ხსნარში გაზავებული გლუკოზის 5% ხსნარი

პაკლიტაქსელის საბოლოო კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში უნდა მერყეობდეს 0,3 მგ/მლ -დან 1,2 მგ/მლ-მდე. მის გასაზავებლად გამოყენებული უნდა იქნას DEHP-სგან თავისუფალი კონტეინერები და საინფუზიო ნაკრები.

მომზადების დროს ხსნარს შეუძლია შექმნას ზოლები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს გამხსნელის კონცენტრაციას; მათი აღმოფხვრა შეუძლებელია ფილტრაციით. პაკლიტაქსელი AqVida-ს მომზადებული საინფუზიო ხსნარი უნდა შეიყვანოთ ხაზოვანი ფილტრის საშუალებით, მიკროპორული გარსით, პორების დიამეტრი უნდა მოიცავდეს <0.22 µm. ექსპერიმენტში შესაბამისი საინფუზიო სისტემით ხაზოვანი ფილტრით, აქტიური ინგრედიენტის შესაბამისი დანაკარგი არ იქნა დადგენილი.

ნაბიჯი 2: ინფუზიის შეყვანა

ყველა პაციენტში გამოყენებამდე საჭიროა პრემედიკაცია კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით და H2-ანტაგონისტებით. არ გამოიყენოთ პაკლიტაქსელი AqVida კიდევ ერთხელ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება 1,500 / მმ3 მეტი (1,000 / მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა არ იქნება 100,000 / მმ3 მეტი (75,000 / მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში).

საინფუზიო ხსნარში ნალექის თავიდან ასაცილებლად:

გამოიყენეთ ხსნარი რაც შეიძლება მალე განზავების შემდეგ.

მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობებს, ვიბრაციას ან შერყევას.

გამოყენებამდე საფუძვლიანად გარეცხეთ ინფუზიის ნაკრები.

რეგულარულად შეამოწმეთ ხსნარის მდგომარეობა და შეწყვიტეთ ინფუზიის გაკეთება, თუ ნალექი წარმოიშობა.

იშვიათად, ნალექები ფიქსირდება პაკლიტაქსელი AqVida-ს ინფუზიის დროს, ჩვეულებრივ 24-საათიანი ინფუზიის დასასრულს. ამ ნალექების მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ ითვლება, რომ ისინი დაკავშირებულია გაზავებული საინფუზიო ხსნარის ზედმეტად გაჯერებასთან. ნალექის ალბათობის შესამცირებლად, პაკლიტაქსელი AqVida უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება მალე საინფუზიო ხსნარის გაზავების შემდეგ. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლაკონის ზედმეტი შენჯღრევა. გამოყენებამდე საინფუზიო კომპლექტი კარგად უნდა გაირეცხოს. ხსნარის ვიზუალურად ინფუზიის დროს რეგულარულად უნდა შემოწმდეს. ნალექის წარმოქმნისას ინფუზია უნდა შეწყდეს.

მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შენარჩუნდება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ, 5% გლუკოზის ხსნარით, 5% გლუკოზის ხსნარისა და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით (1:1), ან 5% გლუკოზის ხსნარის რინგერის ხსნარში (1:1) განზავების შემდეგ 72 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ არ გამოიყენება დაუყოვნებლივ, გამოყენების წინარე დროსა და პირობებზე მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა. განზავებული ხსნარი არ უნდა ინახებოდეს მაცივარში.

ნაბიჯი 3: ნარჩენების განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ის ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და რაც აწერია მუყაოს კოლოფში „ვარგიასია ---მდე". ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გადაყრით წამლებს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ წამლის ნარჩენები, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაციები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ანოტაცია:

ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

პაკლიტაქსელი AqVida 6 მგ / მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად

პაკლიტაქსელი

გთხოვთ წაიკითხოთ სრული ანოტაცია ყურადღებით, ვიდრე თქვენ მიიღებთ ამ მედიკამენტს, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წამლის ანოტაცია, შეიძლება კიდევ მოისურვოთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.

დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან კვალიფიციურ მედპერსონალს.

თუ გამოგივლინდებათ გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან კვალიფიციურ მედპერსონალს. აქ იგულისხმება ასევე ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული წამლის ანოტაციაში. იხ. მონაკვეთი 4.

რას მოიცავს წამლის ანოტაცია?

რა არის პაკლიტაქსელი AqVida და რისთვის გამოიყენება ის?

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენების წინ?

როგორ გამოიყენება პაკლიტაქსელი AqVida?

რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს მას?

როგორ ინახება პაკლიტაქსელი AqVida?

შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაციები.

რა არის პაკლიტაქსელი AqVida და რისთვის გამოიყენება ის?

პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ტაქსანები ეწოდება. ეს ნივთიერებები აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

პაკლიტაქსელი AqVida გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ:

პირველადი მკურნალობის მიზნით (პოსტოპერაციულ პერიოდში პლატინის შემცველ მედიკამენტთან კომბინაციაში, ასეთია ცისპლატინი).

პლატინის შემცველი მედიკამენტებით წარუმატებელი სტანდარტული მკურნალობის შემდეგ.

მკერდის კიბოს სამკურნალოდ:

პროგრესული დაავადების ან სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელებული დაავადების პირველადი მკურნალობისათვის (მეტასტაზური დაავადება). პაკლიტაქსელი AqVida კომბინირებულია ან ანტრაციკლინთან (მაგალითად, დოქსორუბიცინი) ან წამალთან, რომელსაც ეწოდება ტრასტუზუმაბი (იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ანტრაციკლინები არ არის მითითებული და რომელთა კიბოს უჯრედებს აქვთ ზედაპირული ცილა, სახელად HER 2, იხილეთ ინფორმაცია ტრასტუზუმაბის გამოყენებისთვის).

როგორც დამატებითი მკურნალობა დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, ანტრაციკლინით / ციკლოფოსფამიდით მკურნალობის შემდეგ (AC).

როგორც მეორადი მკურნალობა პაციენტებისთვის, რომლებმაც არ უპასუხეს დადებითად ანტრაციკლინის სტანდარტულ მკურნალობას, ან ვისთვისაც ასეთი მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

ფილტვის კიბოს პროგრესული არაუჯრედული კიბო:

ცისპლატინთან კომბინაციაში, როდესაც ოპერაცია და / ან რადიაციული თერაპია არ არის მითითებული.

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა:

თუ სხვა სამკურნალო საშუალებებმა (მაგალითად, ლიპოზომამ ანტრაციკლინმა) შედეგი არ გამოიღო.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენების წინ?

პაკლიტაქსელი AqVida არ შეიძლება იქნას გამოყენებული,

თუ ალერგიული ხართ პაკლიტაქსელზე ან ამ სამკურნალო პროდუქტის სხვა შემადგენელ ინგრედიენტებზე, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში, კერძოდ მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ის (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთის) მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ ძალიან ცოტა სისხლის თეთრი უჯრედები. თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას სისხლის ნიმუშით.

თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

თუ თქვენ გაქვთ სერიოზული, უკონტროლო ინფექცია და პაკლიტაქსელი AqVida გამოიყენება კაპოშის სარკომის სამკურნალოდ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი გეხებათ თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პაკლიტაქსელით AqVida-თ მკურნალობის დაწყებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან კვალიფიციურ მედპერსონალს, ვიდრე პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებას დაიწყებთ.

ალერგიული რეაქციების თავიდან ასარიდებლად პაკლიტაქსელი AqVida-ს მიღებამდე დაგენიშნებათ სხვა საჭირო მედიკამენტები.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პაკლიტაქსელ AqVida-სთან დაკავშირებით

თუ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია და შეამჩნევთ რაიმე სიმპტომი (მაგ. სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება).

თუ გაქვთ ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის წყლული (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები).

თუ თქვენ განიცდით დაბუჟებას, ჩხვლეტას, წვის მსგავს შეგრძნებებს, დაბუჟებას ან სისუსტეს თქვენს მკლავებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები), შეიძლება საჭირო გახდეს პაკლიტაქსელ AqVida-ს დოზის შემცირება.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები; ამ შემთხვევაში პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევები.

თუ თქვენ პაკლიტაქსელ AqVida-ით მკურნალობის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ მძიმე ან მუდმივი დიარეა ჩამოგიყალიბდებათ, რომელსაც თან ახლავს ცხელება და მუცლის ტკივილი. შეიძლება თქვენ დაგემართოთ ნაწლავების ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი).

თუ გქონდათ ჩატარებული წინა გულმკერდის სხივური თერაპია (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პნევმონიის რისკი).

თუ გაქვთ მტკივნეული ან წითელი პირი (მუკოზიტის ნიშნები) და მკურნალობთ კაპოშის სარკომას. შეიძლება დაგჭირდეთ აღნიშნული მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოჩამოთვლილი თქვენ გეხებათ.

პაკლიტაქსელი AqVida ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში. პაკლიტაქსელი AqVida–ს შეყვანამ არტერიაში შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და თანდართული ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და სიმხურვალის შეგრძნება.

ბავშვები და მოზარდები

პაკლიტაქსელი AqVida არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა მედიკამენტებთან ერთად პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ამჟამად იღებთ/იყენებთ, ან გეგმავთ რაიმე სხვა მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ პაკლიტაქსელ AqVida–ს ერთდროულად სხვა პრეპარატებთან ერთად:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და სხვა; ჰკითხეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა ანტიბიოტიკი ის მედიკამენტი, რომელსაც თქვენ იღებთ), მათ შორის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი).

განწყობის სტაბილიზაციის წამლები, რომლებსაც ზოგჯერ ანტიდეპრესანტებს უწოდებენ (მაგ. ფლუოქსეტინი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების (ეპილეფსია) სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენიტოინი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად (მაგალითად, გემფიბროზილი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის ან კუჭის წყლულის დროს (მაგალითად, ციმეტიდინი).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ და შიდსის ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი).

პრეპარატი კლოპიდოგრელი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად.

ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ): პაკლიტაქსელ AqVida უნდა იქნას გამოყენებული ცისპლატინის მიღებამდე. შეიძლება უფრო ხშირად დაგჭირდეთ თქვენი თირკმელების ფუნქციონირების შემოწმება.

დოქსორუბიცინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ): პაკლიტაქსელი AqVida უნდა იქნას გამოყენებული დოქსორუბიცინის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული დოქსორუბიცინის ზედმეტი დოზა პაციენტის ორგანიზმში.

სხვა მედიკამენტების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს ამ მედიკამენტში ალკოჰოლის მაღალმა შემცველობამ.

ორსულობა, ლაქტაცია, გამრავლების უნარი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არის პოტენციურად დაორსულების შანსი, გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი მკურნალობის დროს. პაკლიტაქსელ AqVida არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს არ არის აშკარად საჭირო. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და მამაკაცებმა და/ან მათმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მეთოდები პაკლიტაქსელ AqVida-ით მკურნალობიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს და გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ პაკლიტაქსელი AqVida-ით მკურნალობის დაწყებამდე შესაძლო უნაყოფობის გამო.

შეწყვიტეთ ძუძუთი კვება თუ იყენებთ პაკლიტაქსელ AqVida-ს. არ განაახლოთ ძუძუთი კვება მანამ, სანამ ექიმი არ მოგცემთ ამის რეკომენდაციას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ალკოჰოლს. რეაგირების უნარი შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო მოძრაობისას და დანადგარებთან მუშაობისას. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ავტომობილის მართვა თერაპიის კურსის დასრულებისთანავე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეთ ავტომობილის საჭესთან, თუ ძილი გერევათ ან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ.

პაკლიტაქსელი AqVida შეიცავს მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ს (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ ხართ ალერგიული მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლატე-35-ის მიმართ (პოლი (ოქსიეთილენის) აბუსალათინის ზეთზე), აცნობეთ ექიმს ამის შესახებ პაკლიტაქსელი AqVida-ით მკურნალობის დაწყებამდე.

პაკლიტაქსელი AqVida შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს). ეს წამალი შეიცავს 50.17% ალკოჰოლს - პაკლიტაქსელ AqVida-ს თითოეული მილილიტრი შეიცავს 0,395 გრ ალკოჰოლს. პაკლიტაქსელის AqVida დოზა 300 მგ / 50 მლ შეიცავს 20 გრ ალკოჰოლს. ეს შეესაბამება 450 მლ ლუდს ან 175 მლ ღვინოს. ჯანმრთელობის დაზიანების რისკი წარმოიშვება ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში, ალკოჰოლიზმით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის, თავის ტვინის ორგანული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისთვის, ორსული ქალების, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისთვის.

როგორ უნდა გამოვიყენოთ პაკლიტაქსელი AqVida?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ანოტაციაში, ან როგორც ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ განგიმარტათ. გადაამოწმეთ გამოყენების ინსტრუქცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან, თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული.

ალერგიული რეაქციების შესამცირებლად პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებამდე დაგენიშნებათ სხვა მედიკამენტები. ეს მედიკამენტები მოგეცემათ ტაბლეტების ან / და ვენაში ინფუზიის სახით.

თქვენ მოგეცემათ პაკლიტაქსელი AqVida წვეთოვანი სახით ვენაში (ინტრავენური ინფუზია) ხსნარით, რომელიც გადის ფილტრში. პაკლიტაქსელ AqVida-ს შეიყვანს ვენაში პროფესიონალი მედპერსონალი, რომელიც მოამზადებს საინფუზიო ხსნარს გამოყენებამდე. დოზა, რომელიც მოგეცემათ, ასევე დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე. კიბოს ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, რაც თქვენს დაავადებას წარმოადგენს, თქვენ მოგეცემათ პაკლიტაქსელი AqVida ცალკე ან კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

პაკლიტაქსელი AqVida ყოველთვის უნდა შეიყვანოთ ვენაში 3 ან 24 საათის განმავლობაში. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ყოველ 2 ან 3 კვირაში ერთხელ, თუ თქვენი ექიმი სხვა დოზირებას არ გინიშნავთ. ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას იმ რაოდენობის თერაპიის კურსებზე, რაც დაგჭირდებათ.

თუ თქვენ მოგეცემათ უფრო მეტი პაკლიტაქსელი AqVida, ვიდრე დაშვებულია.

არ არის ცნობილი ანტიდოტი პაკლიტაქსელ AqVida-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. თქვენ მიიღებთ მკურნალობას თქვენი სიმპტომების მიხედვით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ცხადია ყველა პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ შემდეგი ალერგიული გვერდითი მოვლენები. ეს ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი:

კანის სიწითლე სიმხურვალის შეგრძნებით (სიწითლე),

კანის რეაქციები,

ქავილი,

მკერდის არეში დაჭიმულობა,

ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება,

შეშუპება.

ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები.

დაუყოვნელივ შეატყობინეთ ექიმს, თუ

თუ გაქვთ ცხელება, ძლიერი შემცივნება, ან გაქვთ ყელის ან პირის წყლულები (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები).

თუ თქვენ გრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს თქვენს მკლავებსა და ფეხებში პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები).

თუ თქვენ გაქვთ მწვავე ან გამყოლი დიარეა, რომელსაც თან ახლავს ცხელება და მუცლის ტკივილი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 პაციენტს.

მცირე ალერგიული რეაქციები კანის სიწითლით, სიმხურვალის, გამონაყარის, ქავილის შეგრძნებით.

ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.

ჰაერის უკმარისობა.

ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, ტკივილი და წითელი პირი, დიარეა, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება).

თმის ცვენა (თმის ცვენის შემთხვევების უმრავლესობა მოხდა პაკლიტაქსელის მიღების დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში; უმეტესად თმის ცვენა ხდება უმძიმეს პაციენტებში (50%-ზე მეტი)).

კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი.

ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება.

დაბუჟება, ჩხვლეტა ან სისუსტე მკლავებსა და ფეხებში (ეს არის პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები). *

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: თრომბოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენის მომატება; დაბალი არტერიული წნევა.

  • ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს პაკლიტაქსელის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ხშირი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 პაციენტს.

დროებითი უმნიშვნელო ცვლილებები ფრჩხილებსა და კანზე, რეაქციები ინექციის ადგილას (შეშუპება, ტკივილი და კანის გაწითლება ინექციის ადგილას).

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: გულისცემის შენელება, ღვიძლის ფერმენტების დიდი ოდენობით მომატება (ტუტე ფოსფატაზა და AST-SGOT).

შემთხვევითი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 პაციენტს.

შოკი ინფექციის გამო (საუბრობენ „სეპტიური შოკის“ შესახებ).

პალპიტაცია, გულის დისფუნქცია (AV ბლოკი, კარდიომიოპათია), სწრაფი გულისცემა, გულის შეტევა, ქოშინი.

დაღლილობა, ოფლიანობა, გულისრევა (სინკოპე), მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები. ფლებიტი (ვენების ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება.

ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, შემცივნება,კუჭის ტკივილი.

გამოკვლევებმა შეიძლება გამოავლინოს შემდეგი: ბილირუბინის მკვეთრი მატება (სიყვითლე), მაღალი არტერიული წნევა, სისხლის შედედება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1 პაციენტს.

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ცხელებითა და ინფექციის გაზრდილი რისკით (ფებრილური ნეიტროპენია).

ნერვების დაავადება სისუსტის შეგრძნებით მკლავებისა და ფეხების კუნთებში (მოტორული ნეიროპათია).

გულის უკმარისობა.

ქოშინი, ფილტვის ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონია, ქოშინი, პლევრის გამონაჟონი.

ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთება (იშემიური კოლიტი), პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

ქავილი, გამონაყარი, კანის გაწითლება (ერითემა).

სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პერიტონიტი, პნევმონია.

ცხელება, გაუწყლოება, სისუსტე, შეშუპება, სისუსტე.

სერიოზული და შესაძლოა ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები).

გამოკვლევებმა შეიძლება აჩვენოს: კრეატინინის მომატება სისხლში, რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტს.

არარეგულარული სწრაფი გულის რიტმი (გული წინა მხარის ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია).

სისხლის ფორმირების უჯრედების უეცარი დისფუნქცია (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდის პლასტიკური სინდრომი).

მხედველობის ნერვის და მხედველობის დარღვევა (მოციმციმე სქოტომა).

სმენის უეცარი დაკარგვა ან სმენის დაქვეითება (ოტოტოქსიკურობა), ყურებში ხმაური (ტინიტუსი), თავბრუსხვევა (ვერტიგო).

ხველა.

მუცლის და ნაწლავების სისხლძარღვებში სისხლის შედედება (მეზენტერული თრომბოზი), ნაწლავების ანთება, ზოგჯერ მუდმივი მძიმე დიარეით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), წვეთოვანი (ასციტი), საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), ყაბზობა.

სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, კანის გაწითლებით, სახსრების ტკივილით და / ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ლოკალიზებული პილინგი (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლე არარეგულარული წითელი (სეკრეტორული) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებით და პილინგით (ექსფოლიაციური დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ფრჩხილების დაკარგვა (პაციენტებმა უნდა ატარონ მზისგან დამცავი საშუალება მკურნალობის დროს ხელებსა და ფეხებზე).

მადის დაკარგვა (ანორექსია).

სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით (ანაფილაქსიური შოკი).

ღვიძლის დისფუნქცია (ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევები)).

დაბნეულობის მდგომარეობა.

დიდი კრუნჩხვები, თავის ტვინის ნერვების დარღვევები (ავტონომიური ნეიროპათია; სხეულის უნებლიე ფუნქციებზე გავლენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა და არტერიული წნევა), კრუნჩხვები, თავის ტვინის დაავადება (ენცეფალოპათია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინაცია (ატაქსია).

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები

ამ გვერდითი მოვლენების შეფასება არ შეიძლება არსებული მონაცემებით.

სიმსივნეების სწრაფი დაშლა (სიმსივნის ლიზის სინდრომი).

სითხის დაგროვება თვალის მაკულაში (მაკულარული შეშუპება), სინათლის ფენომენების აღქმა, როგორიცაა ელვა თვალში (ფოტოფსია), ნალექი თვალის მინისებრ სხეულში (მინისებრი გამჭვირვალეობა).

ვენების ანთება (ფლებიტი).

კანის, სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გასქელება / გამკვრივება (სკლეროდერმია).

„პეპლის ერითემა“ (სისტემური წითელი მგლურა ერითემატოზი).

სისხლდენის დარღვევები. გავრცელებულია ინტრავასკულარული კოაგულაცია, ანუ ე.წ. "DIG". ეს აისახება სერიოზულ მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანებს ძალიან ადვილად ეწყებათ სისხლდენა, ან პირიქით სისხლის შედედება, ან ორივე ერთად.

ხელების ან ფეხის ძირების გაწითლება და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა.

მაკროგოლგლიცეროლი რიცინოლატე-35-მა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოგივლინდებათ გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან კვალიფიციურ მედპერსონალს. აქ იგუსხმება ასევე ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული წამლის ანოტაციაში.

თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პირდაპირ მიმართოთ გერმანიის მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო პროდუქციის ინსტიტუტს, ფარმაკოვიგილანციის განყოფილება, კურტ გეორგ კიზინგერის ხეივანი 3, 53175 ბონი, გერმანია, შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი.

როგორ ინახება პაკლიტაქსელი AqVida?

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ის ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და რაც აწერია მუყაოს კოლოფში „ვარგიასია ---მდე". ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გადაყრით წამლებს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ წამლის ნარჩენები, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაციები.

რას შეიცავს პაკლიტაქსელი AqVida?

მოქმედი ნივთიერება - პაკლიტაქსელი

მლ საინექციო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლი რიცინოლატე-35 (ევროპული ფარმაკოპეა), ეთანოლი (395 მგ/მლ), ლიმონმჟავა, აზოტი.

როგორ გამოიყურება პაკლიტაქსელი AqVida და შეფუთვის შინაარსი.

პაკლიტაქსელი AqVida არის გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ ყვითელი, ბლანტი ხსნარი, რომელიც მოთავსებულია ფლაკონებში.

ფლაკონები შეფუთულია მუყაოს ყუთებში:

1 ფლაკონი 30 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 5 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 100 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 16,7 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 150 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 25 მლ ხსნარს.

1 ფლაკონი 300 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 50 მლ ხსნარს.

კლინიკური შეფუთვა: 10 ფლაკონი 300 მგ პაკლიტაქსელი ამზადებს 50 მლ ხსნარს.

შესაძლებელია, რომ ყველა მოცულობის შეფუთვა არ იყიდებოდეს ბაზარზე.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს AqVida

კაიზერ ვილჰელმის ქუჩა 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

ეს ანოტაცია ბოლოს გადამუშავდა 2020 წლის თებერვალში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

პაკლიტაქსელი AqVida-სთვის გამოყენებული კონტეინერები და საინფუზიო ნაკრები უნდა იყოს DEHP– ის გარეშე. ეს მიზნად ისახავს პაციენტთან შემხებლობაში პლასტიზატორის DEHP (2-ეთილჰექსილ) ფტალატი) მინიმუმამდე შემცირებას, რომელიც შეიძლება გათავისუფლდეს PVC-საინფუზიო ჩანთებიდან ან შესაბამისი ნაკრებიდან. საინფუზიო ფილტრების გამოყენებამ (მაგ. IVEX-2) PVC- სგან დამზადებული მოკლე შესასვლელი და/ან გამოსასვლელი ნაწილით არ გამოიწვია DEHP-ის რაიმე მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება. როგორც ყველა ანტინეოპლასტიკური საშუალების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პაკლიტაქსელი AqVida-ს გამოყენებისას. პაკლიტაქსელის შემცველ ფლაკონებთან მუშაობისას ყოველთვის უნდა გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები. მისი განზავება უნდა მოხდეს ასეპტიური პირობების დაცვით გამოცდილი პერსონალის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში. კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა წყლის დიდი ოდენობით მისი საფუძვლიანი ჩამობანა.

თუ გაუხსნელი ფლაკონები ინახება მაცივარში, შეიძლება ისინი დაილექოს, რომელიც დაიშლება ნაზი შენჯღრევით ან თავისთავად ოთახის ტემპერატურაზე. ეს არ იმოქმედებს პრეპარატის ხარისხზე. თუ შეიმჩნევა ზოლები, ან აღინიშნება უხსნადი ნალექი, ფლაკონი უნდა გადააგდოთ.

მრავალჯერადი ჩხვლეტისა და პროდუქტის თავის მრავალჯერადი მოხსნის შემდეგაც კი, პაკლიტაქსელის კონცენტრატი რჩება მიკრობულად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური 25°C ტემპერატურაზე 28 დღემდე. გახსნილი სამკურნალო საშუალების შენახვის სხვა ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

არ გამოიყენოთ ქიმიური ქინძისთავები ან მსგავსი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ფლაკონის საცობი, რაც იწვევს სტერილობის დაკარგვას.

ნაბიჯი 1: კონცენტრატის განზავება

გამოყენებამდე პაკლიტაქსელი AqVida უნდა განზავდეს ერთ -ერთი შემდეგი გამხსნელით:

0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

5% გლუკოზის ხსნარი

5% გლუკოზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი

რინგერის ხსნარში გაზავებული გლუკოზის 5% ხსნარი

პაკლიტაქსელის საბოლოო კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში უნდა მერყეობდეს 0,3 მგ/მლ -დან 1,2 მგ/მლ-მდე. მის გასაზავებლად გამოყენებული უნდა იქნას DEHP-სგან თავისუფალი კონტეინერები და საინფუზიო ნაკრები.

მომზადების დროს ხსნარს შეუძლია შექმნას ზოლები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს გამხსნელის კონცენტრაციას; მათი აღმოფხვრა შეუძლებელია ფილტრაციით. პაკლიტაქსელი AqVida-ს მომზადებული საინფუზიო ხსნარი უნდა შეიყვანოთ ხაზოვანი ფილტრის საშუალებით, მიკროპორული გარსით, პორების დიამეტრი უნდა მოიცავდეს <0.22 µm. ექსპერიმენტში შესაბამისი საინფუზიო სისტემით ხაზოვანი ფილტრით, აქტიური ინგრედიენტის შესაბამისი დანაკარგი არ იქნა დადგენილი.

ნაბიჯი 2: ინფუზიის შეყვანა

ყველა პაციენტში გამოყენებამდე საჭიროა პრემედიკაცია კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით და H2-ანტაგონისტებით. არ გამოიყენოთ პაკლიტაქსელი AqVida კიდევ ერთხელ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება 1,500 / მმ3 მეტი (1,000 / მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა არ იქნება 100,000 / მმ3 მეტი (75,000 / მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში).

საინფუზიო ხსნარში ნალექის თავიდან ასაცილებლად:

გამოიყენეთ ხსნარი რაც შეიძლება მალე განზავების შემდეგ.

მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობებს, ვიბრაციას ან შერყევას.

გამოყენებამდე საფუძვლიანად გარეცხეთ ინფუზიის ნაკრები.

რეგულარულად შეამოწმეთ ხსნარის მდგომარეობა და შეწყვიტეთ ინფუზიის გაკეთება, თუ ნალექი წარმოიშობა.

იშვიათად, ნალექები ფიქსირდება პაკლიტაქსელი AqVida-ს ინფუზიის დროს, ჩვეულებრივ 24-საათიანი ინფუზიის დასასრულს. ამ ნალექების მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ ითვლება, რომ ისინი დაკავშირებულია გაზავებული საინფუზიო ხსნარის ზედმეტად გაჯერებასთან. ნალექის ალბათობის შესამცირებლად, პაკლიტაქსელი AqVida უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება მალე საინფუზიო ხსნარის გაზავების შემდეგ. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლაკონის ზედმეტი შენჯღრევა. გამოყენებამდე საინფუზიო კომპლექტი კარგად უნდა გაირეცხოს. ხსნარის ვიზუალურად ინფუზიის დროს რეგულარულად უნდა შემოწმდეს. ნალექის წარმოქმნისას ინფუზია უნდა შეწყდეს.

მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შენარჩუნდება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ, 5% გლუკოზის ხსნარით, 5% გლუკოზის ხსნარისა და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით (1:1), ან 5% გლუკოზის ხსნარის რინგერის ხსნარში (1:1) განზავების შემდეგ 72 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ არ გამოიყენება დაუყოვნებლივ, გამოყენების წინარე დროსა და პირობებზე მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა. განზავებული ხსნარი არ უნდა ინახებოდეს მაცივარში.

ნაბიჯი 3: ნარჩენების განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.

დოზირება:

პაკლიტაქსელ AqVida– ს ინტრავენური ინფუზიისათვის რეკომენდებული დოზები შემდეგია:

მითითება

დოზა

ინტერვალი თერაპიის კურსებს შორის

პირველი რიგის საკვერცხის კიბო

135 მგ/მ2 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ2 ან 175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ცისპლატინი 75 მგ/მ2

3 კვირა

მეორე რიგის საკვერცხის კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

ძუძუს კიბო, დამატებითი

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში; ანტრაციკლინის/ ციკლოფოსფამიდის მკურნალობის (AC) შემდეგ

3 კვირა

პირველი რიგის ძუძუს კიბო (დოქსორუბიცინით)

220 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში; დოქსორუბიცინიდან 24 საათის შემდეგ (50 მგ/მ2)

3 კვირა

პირველი რიგის ძუძუს კიბო (ტრასტუზუბამით)

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. დარგობრივი ინფორმაცია ტრასტუზუმაბის შესახებ) 175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

მეორე რიგის ძუძუს კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

3 კვირა

ფილტვის კიბოს პროგრესული არაუჯრედული კიბო

175 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 80 მგ/მ2

3 კვირა

შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა

100 მგ/მ2 3 საათის განმავლობაში

2 კვირა

გამოიყენეთ პაკლიტაქსელი AqVida განმეორებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნეიტროფილების რაოდენობა იქნება 1,500/მმ3 მეტი (1,000/მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა იქნება 100,000/მმ3 მეტი (75,000/მმ3 მეტი კაპოშის სარკომით დაავადებულ პაციენტებში).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ნეიროფენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათია, დოზა უნდა შემცირდეს 20%-ით შემდგომ თერაპიულ კურსებზე (ხოლო 25%-ით პაციენტებში კაპოშის სარკომით) (იხ. დარგობრივი ინფორმაცია).

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის რეკომენდაციის გასაკეთებლად არ არსებობს საკმარისი მონაცემები. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს არ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა პაკლიტაქსელი AqVida-თი (იხ. დარგობრივი ინფორმაცია).

პაკლიტაქსელი AqVida არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა