პაკლიტაქსელი აკორდი
Paclitaxelum Accord
დოზა პაკლიტაქსელი აკორდის კურსებს შორის ინტერვალი პირველი რიგის თერაპია საკვერცხის კარცინომის დროს 135 მგ/მ² 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ² ან 175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს ცისპლატინი 75 მგ/მ² 3 კვირა მეორე რიგის თერაპია საკვერცხის კიბოს დროს 175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში 3 …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაკლიტაქსელი (paclitaxel)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/16.7მლ (6მგ/მლ) 16.7მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
- ATC კოდი
- L01CD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039778
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2023, მოქმედებს 20 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
პაკლიტაქსელი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოზა
პაკლიტაქსელი აკორდის კურსებს შორის
ინტერვალი
პირველი რიგის თერაპია
საკვერცხის კარცინომის დროს
135 მგ/მ² 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ² ან 175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს ცისპლატინი 75 მგ/მ²
3 კვირა
მეორე რიგის თერაპია საკვერცხის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
3 კვირა
ადიუვანტური თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, ანთრაციკლინით და ციკლოფოსფამიდით (AC) თერაპიის შემდეგ
3 კვირა
პირველი რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (დოქსორუბიცინთან ერთად)
220 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში,
დოქსორუბიცინის (50 მგ/მ²) გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ
3 კვირა
პირველი რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
(ტრასტუზუმაბთან
ერთად)
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. ტრასტუზუმაბის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება)
3 კვირა
მეორე რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
3 კვირა
ფილტვის გავრცობილი,
არაწვრილუჯრედოვანი
კიბო
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 80 მგ/მ²
3 კვირა
შიდსთან ასოცირებული
კაპოშის სარკომა
100 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
2 კვირა
პაკლიტაქსელი აკორდის განმეორებითი ინფუზია დაუშვებელია სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ მიაღწევს ≥1.500/მმ³-ს (≥1.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა - ≥100.000/მმ³-ს (≥75.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
მძიმე ნეიტროპენიის (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ³ ერთი კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათიის გამოვლენის შემთხვევაში, მომდევნო კურსების დროს უნდა მოხდეს დოზის შემცირება 20%-ით (კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში _ 25%-ით) (იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება).
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილების რეკომენდაციისთვის საჭირო მონაცემები არასაკმარისია. ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობა არ შეიძლება (იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება).
პაკლიტაქსელი აკორდი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
მიღების წესი და დოზირება
ალერგიული რეაქციების განვითარების შესამცირებლად პაკლიტაქსელი აკორდის მიღებამდე ინიშნება სხვა მედიკამენტები. ამ მედიკამენტების მიღება შესაძლებელია ტაბლეტების ან ინტრავენური ინფუზიის სახით, ან ორივე გზით.
პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება წვეთოვანი ინფუზიის სახით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია), ფილტრიანი კათეტერით. პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ. პრეპარატის შეყვანამდე მზადდება საინფუზიო ხსნარი. პრეპარატის დოზა ასევე დამოკიდებულია პაციენტის სისხლის ანალიზის შედეგებზე. კიბოს ტიპსა და სიმძიმეზე, პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენურად 3-24 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ის გამოიყენება ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, თუ ექიმი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. პაციენტს პაკლიტაქსელი აკორდის კურსების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
არ არსებობს ცნობილი ანტიდოტი პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა.
პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გამოტოვებისას
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა გამოტოვა, აუცილებლად უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის შეწყვეტისას
პაკლიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტას განსაზღვრავს ექიმი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია პაკლიტაქსელის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, განსაკუთრებით, (აკროგოლგლიცეროლ რიცინოლეატი 35-ის მიმართ (ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს ძალიან დაქვეითებული აქვს ლეიოკოციტების რაოდენობა (გრანულოციტების საწყისი რაოდენობა <1.5 X 109/ლ – საჭიროა ექიმთან კონცულტაცია). სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობის შესამოწმებლად საჭიროა სისხლის ანალიზის აღება;
თუ პაციენტი კაპოშის სარკომის სამკურნალოდ იღებს პაკლიტაქსელ აკორდს და აღენიშნება მძიმე ხასიათის და არაკონტროლირებადი ინფექციები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშებში (18 წლამდე ასაკის ბავშვებში).
სიფრთხილის ზომები
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
ალერგიული რეაქციების შესამცირებლად პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა დამატებითი მედიკამენტების მიღება.
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ალერგიული რეაქცია (მაგ.: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, გაბრუება, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება);
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები);
თუ პაციენტს აღენიშნება დაბუჟება, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება, მგძნობელობის მომატება შეხებისას ან ხელებისა და ფეხების სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები); შესაძლებელია საჭირო გახდეს პაკლიტაქსელი აკორდის დოზის შემცირება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები; ამ შემთხვევაში პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები;
თუ პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ, ხანმოკლე დროში, პაციენტს განუვითარდა ძლიერი ან გახანგრძლივებული ფაღარათი, ტემპერატურის მომატებითა და მუცლის ტკივილით. შესაძლოა აღინიშნებოდეს მსხვილი ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს გულმკერდის არეში სხივური თერაპია (ასეთ დროს შეიძლება გაიზარდოს ფილტვის ანთების რისკი);
თუ პაციენტს აღენიშნება ყელის ტკივილი ან პირის ღრუს სიწითლე (მუკოზიტის ნიშნები) და მკურნალობს კაპოშის სარკომის დიაგნოზით. Aამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდი კეთდება ყოველთვის ინტრავენურად. პაკლიტაქსელი აკორდის ინექციამ არტერიებში შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და სიცხის შეგრძნება.
პაკლიტაქსელი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს.
პაკლიტაქსელის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთან ერთად მიღების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ პრეპარატი, რომელსაც იღებს, არის თუ არა ანტიბიოტიკი, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით (მაგ. კეტოკონაზოლი);
განწყობის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ე.წ. ანტიდეპრესანტები (მაგ. ფლუოქსეტინი);
გულყრების (ეპილეფსიის) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);
სისხლში ლიპიდების დონის დამწევი პრეპარატები (მაგ. გემფიბროზილი);
გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინი);
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი);
კლოპიდოგრელი, გამოიყენება სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის.
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პაკლიტაქსელ აკორდზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არის მისი აბსოლუტური ჩვენება. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიები, შესაბამისად, პაკლიტაქსელით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია დაფეხმძიმება და პაციენტმა და/ან მისმა პარტნიორმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები პაკლიტაქსელით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში დაფეხმძიმების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მამრობითი სქესის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ პაკლიტაქსელი აკორდით, რეკომენდებულია, რომ არ დაგეგმონ შვილის ყოლა მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის პერიოდში.
ძუძუთი კვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. არ არის ცნობილი, პაკლიტაქსელი აღწევს თუ არა დედის რძეში. ახალშობილზე მავნე ზეგავლენის შესაძლებლობის გამო პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს ექიმის თანხმობის გარეშე.
რეპროდუქციული უნარი
პაკლიტაქსელს შესაძლოა რეპროდუქციულ უნარზე შეუქცევადი ეფექტი ჰქონდეს. მამრობითი სქესის პაციენტებში რეკომენდებულია სპერმის კონსერვაციის შესახებ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაკლიტაქსელი აკორდმა შეიძლება განაპირობოს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა, დაღლილობა (ძალიან ხშირად) და თავბრუსხვევა (ხშირად), რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა სიმპტომების სრულად გაქრობამდე. თუ მკურნალობა მოიცავს სხვა პრეპარატებსაც, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ეს პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს. ამიტომ უშუალოდ მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი ავტომობილის მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაკლიტაქსელ აკორდში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პაკლიტაქსელი აკორდი შეიცავს აბუსალათინის ზეთს (50% პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი 35), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტი ალერგიულია აბუსალათინის ზეთის მიმართ, პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდი შეიცავს უწყლო სპირტს (დაახლოებით 50% ეთანოლს) –პაკლიტაქსელი აკორდის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.391გ სპირტს. პაკლიტაქსელი აკორდის დოზა 300 მგ/50 მლ შეიცავს 20 გ სპირტს, რომელიც 429 მლ ლუდის ან 179 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებსა და მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჯგუფებში, როგორიცაა ღვიძლის დაზიანების მქონე ან ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში
მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშანი. ეს შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ ან რამდენიმე სიმპტომს:
ალები;
კანის რეაქციები;
ქავილი;
მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში;
ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
შეშუპება.
ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები შეიძლება მძიმე გვერდითი მოვლენების ნიშნები იყოს.
საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება:
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები);
თუ პაციენტს აღენიშნება ხელების ან ფეხების დაბუჟება, ან სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები);
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე ან გახანგრძლივებული ფაღარათი ცხელებითა და მუცლის ტკივილით.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, გამონაყარი, ქავილი;
ინფექციები: უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია;
ქოშინი;
ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, პირის ღრუს სიწითლე ან ტკივილი, დიარეა, გულისრევა ან ღებინება;
თმის ცვენა; ამ შემთხვევაში, თმის ცვენა მკაფიოდ გამოხატულია (50%-ზე მეტი) პაციენტების უმრავლესობაში;
კუნთების ტკივილი, სპაზმები, სახსრების ტკივილი;
ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო მეტად განვითარება;
დაბუჟება, ჩხვლეტის შეგძნება ან სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათიის ყველა სიმპტომი)*;
ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს: სისხლში თრომბოციტების, ლეიკოციტების ან ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, არტერიული წნევის დაქვეითება.
- შეიძლება გაგრძელდეს პაკლიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგაც
ხშირი გვერდითი მოვლნები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ფრჩხილების დროებითი სუსტი ცვლილება და კანის ცვლილებები, რეაქციები ინექციის ადგილზე (ლოკალური შეშუპება, ტკივილი და კანის სიწითლე);
კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს: გულისცემის შენელება, ღვიძლის ფერმენტების (ტუტე ფოსფატაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზა) მკვეთრი მომატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ინფექციებით გამოწვეული შოკი (ცნობილია, როგორც ‘’სეპტიური შოკი’’);
გულის ფრიალი, გულის ფუნქციის დარღვევა (AV-ბლოკი), გულისცემის აჩქარება, მიოკარდიუმის ინფარქტი, რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
დაღლილობა, ოფლიანობა, გულისწასვლა, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება;
წელის ტკივილი, გულმკერდის არეში ტკივილი, ხელებისა და ფეხების ტკივილი, შემცივნება, მუცლის ტკივილი;
კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს: ბილირუბინის რაოდენობის მკვეთრი მომატება (სიყვითლე); მაღალი არტერიული წნევა და თრომბების ფორმირება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ლეიკოციტების რაოდენობის ნაკლებობა ცხელებითა და ინფექციის განვითარების მაღალი რისკით (ნეიტროპენიური ცხელება);
ნერვების დაზიანება კუნთების სისუსტესთან ერთად ხელებსა და ფეხებში (მოტორული ნეიროპათია);
სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონია, ქოშინი, პლევრაში სითხის დაგროვება;
ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, კოლინჯის ანთება, პანკრეასის ანთება;
ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა);
სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პერიტონიტი;
ცხელება, დეჰიდრატაცია, ასთენია, შეშუპება, სისუსტე;
სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს: კრეატინინის დონის მომატება სისხლში, რაც თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელია;
გულის უკმარისობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
არარეგულარული, აჩქარებული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია);
სისხლმბადი უჯრედების უეცარი დაზიანება (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი);
მხედველობის ნერვის და/ან მხედველობის დარღვევები (მოციმციმე სკოტომა);
სმენის დაკარგვა ან დაქვეითება (ოტოტოქსიკურობა), ხმაური ყურებში (ტინიტუსი), ვერტიგო;
ხველა;
სისხლის თრომბი მუცლისა და ნაწლავების სისხლძარღვებში (მეზენტერული თრომბოზი), კოლინჯის ანთება ზოგჯერ გახანგრძლივებული, ძლიერი ფაღარათით (ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), წყალმანკი (ასციტი), ეზოფაგიტი, ყაბზობა;
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, ცხელება, კანის სიწითლე, სახსრების ტკივილი და/ან თვალის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ლოკალური აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლე არათანაბარი წითელი (ექსუდაციური) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებითა და აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ფრჩხილების მტვრევადობა (თერაპიის დროს საჭიროა მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ხელებსა და ფეხებზე);
მადის დაკარგვა (ანორექსია);
მძიმე და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, შოკურ მდგომარეობასთან ერთად (ანაფილაქსიური შოკი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ორივე შემთხვევაში დაფიქსირებულია ლეტალური გამოსავალი);
ცნობიერების დაბინდვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანის გაუხეშება/გასქელება (სკლეროდერმია);
სიმსივნის ლიზისის სინდრომი;
მაკულარული ედემა, ფოტოფსია, მხედველობის არეში ლაქების გაჩენა;
ფლებიტი;
სისტემური წითელი მგლურა;
აღინიშნა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება, ანუ "DIC". ეს უკავშირდება მძიმე მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს სისხლდენას, სისხლის თრომბების მარტივად ფორმირებას ან ორივეს ერთად;
ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე და შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301
ფაქსი: 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა პაკლიტაქსელი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 5, 16.7, 25, 50 ან 100 მლ-ს (რომელიც შესაბამისად 30, 100, 150, 300 და 600 მგ პაკლიტაქსელის ექვივალენტურია).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლეატი 35 და უწყლო ეთანოლი.
პაკლიტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
პაკლიტაქსელი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
ის წარმოდგენილია ფლაკონებით, რომელიც შეიცავს 5 მლ, 16.7 მლ, 50 მლ და 100 მლ კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად..
ყველა შეფუთვა ბახარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7,
02-677 Warszawa
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ულ. ტასმოვა 7,
02-677 ვარშავა
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გახსნამდე:
ინახება არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე. ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
გაყინვა არ აზიანებს პრეპარატს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის განზავებამდე (პირობების აღწერა)
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში, 25C-ზე. გახსნის შემდეგ წამლის შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებელობა ეკისრება მომხმარებელს.
პრეპარატის განზავების შემდეგ (პირობების აღწერა)
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ ხდება მაშინვე, შენახულ უნდა იქნას მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება მოხდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. განზავების შემდეგ პრეპარატის მდგრადობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი პარაგრაფი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მღვრიე ხსნარის ან უხსნადი ნაწილაკების შემჩნევის შემთხვევაში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
პაკლიტაქსელი აკორდი, 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პაკლიტაქსელი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს პაკლიტაქსელი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
პაკლიტაქსელი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

მედიკამენტის სახელწოდებაა “პაკლიტაქსელი აკორდი, 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, მაგრამ ინსტრუქციის დარჩენილ ნაწილში ის მოცემულია “პაკლიტაქსელი აკორდის” სახელწოდებით.
პაკლიტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია “ტაქსანების” სახელწოდებით. ეს მედიკამენტები თრგუნავენ სიმსივნური უჯრედების ზრდას.
პაკლიტაქსელი აკორდი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
საკვერცხის კიბო:
პირველი რიგის თერაპიის სახით (საწყისი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, პლატინის შემცველ მედიკამენტ ცისპლატინთან კომბინაციაში);
პლატინის შემცველი სტანდარტული პრეპარატებით უშედეგო მკურნალობის შემდეგ.
ძუძუს კიბო:
პირველი რიგის თერაპიის სახით გავრცობილი დაავადების ან სხეულის სხვადასხვა ნაწილებში გავრცელებული დაავადების (მეტასტაზური დაავადების) სამკურნალოდ. პაკლიტაქსელი აკორდი გამოიყენება ანთრაციკლინებთან (მაგ. დოქსორუბიცინი) ან ე.წ. ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში (პაციენტებში, რომლებშიც ანთრაციკლინებით თერაპია არ არის ნაჩვენები და რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე HER 2 პროტეინის არსებობა. იხ. ტრასტუზუმაბის ინსტრუქცია);
საწყისი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ანთრაციკლინითა და ციკლოფოსფამიდით (AC) მკურნალობის შემდეგ, დამატებითი თერაპიის სახით;
მეორე რიგის თერაპიის სახით იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ანთრაციკლინებით სტანდარტული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ან რომლებშიც ასეთი მკურნალობა არ გამოიყენება.
ფილტვის გავრცობილი არაწვრილუჯრედოვანი კიბო:
ცისპლატინთან კომბინაციაში, როდესაც ქირურგიული და/ან სხივური თერაპია ნაჩვენები არ არის.
შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა:
როცა სხვა მკურნალობა (მაგ. ლიპოსომული ანთრაციკლინებით) უშედეგო აღმოჩნდა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე
პაკლიტაქსელი აკორდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პაკლიტაქსელის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, განსაკუთრებით, (აკროგოლგლიცეროლ რიცინოლეატი 35-ის მიმართ (ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს ძალიან დაქვეითებული აქვს ლეიოკოციტების რაოდენობა (გრანულოციტების საწყისი რაოდენობა <1.5 X 109/ლ – საჭიროა ექიმთან კონცულტაცია). სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობის შესამოწმებლად საჭიროა სისხლის ანალიზის აღება;
თუ პაციენტი კაპოშის სარკომის სამკურნალოდ იღებს პაკლიტაქსელ აკორდს და აღენიშნება მძიმე ხასიათის და არაკონტროლირებადი ინფექციები.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშებში (18 წლამდე ასაკის ბავშვებში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
ალერგიული რეაქციების შესამცირებლად პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებამდე საჭიროა დამატებითი მედიკამენტების მიღება.
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ალერგიული რეაქცია (მაგ.: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, გაბრუება, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპება);
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები);
თუ პაციენტს აღენიშნება დაბუჟება, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება, მგძნობელობის მომატება შეხებისას ან ხელებისა და ფეხების სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები); შესაძლებელია საჭირო გახდეს პაკლიტაქსელი აკორდის დოზის შემცირება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები; ამ შემთხვევაში პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის გამტარებლობის დარღვევები;
თუ პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ, ხანმოკლე დროში, პაციენტს განუვითარდა ძლიერი ან გახანგრძლივებული ფაღარათი, ტემპერატურის მომატებითა და მუცლის ტკივილით. შესაძლოა აღინიშნებოდეს მსხვილი ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს გულმკერდის არეში სხივური თერაპია (ასეთ დროს შეიძლება გაიზარდოს ფილტვის ანთების რისკი);
თუ პაციენტს აღენიშნება ყელის ტკივილი ან პირის ღრუს სიწითლე (მუკოზიტის ნიშნები) და მკურნალობს კაპოშის სარკომის დიაგნოზით. Aამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდი კეთდება ყოველთვის ინტრავენურად. პაკლიტაქსელი აკორდის ინექციამ არტერიებში შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ანთება და ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და სიცხის შეგრძნება.
პაკლიტაქსელი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს.
პაკლიტაქსელის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთან ერთად მიღების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ.; თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ პრეპარატი, რომელსაც იღებს, არის თუ არა ანტიბიოტიკი, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით (მაგ. კეტოკონაზოლი);
განწყობის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ე.წ. ანტიდეპრესანტები (მაგ. ფლუოქსეტინი);
გულყრების (ეპილეფსიის) სამკურნალო პრეპარატები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);
სისხლში ლიპიდების დონის დამწევი პრეპარატები (მაგ. გემფიბროზილი);
გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინი);
აივ ინფექციის და შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი);
კლოპიდოგრელი, გამოიყენება სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის.
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პაკლიტაქსელ აკორდზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არის მისი აბსოლუტური ჩვენება. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიები, შესაბამისად, პაკლიტაქსელით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია დაფეხმძიმება და პაციენტმა და/ან მისმა პარტნიორმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები პაკლიტაქსელით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში დაფეხმძიმების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მამრობითი სქესის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ პაკლიტაქსელი აკორდით, რეკომენდებულია, რომ არ დაგეგმონ შვილის ყოლა მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის პერიოდში.
ძუძუთი კვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. არ არის ცნობილი, პაკლიტაქსელი აღწევს თუ არა დედის რძეში. ახალშობილზე მავნე ზეგავლენის შესაძლებლობის გამო პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს ექიმის თანხმობის გარეშე.
რეპროდუქციული უნარი
პაკლიტაქსელს შესაძლოა რეპროდუქციულ უნარზე შეუქცევადი ეფექტი ჰქონდეს. მამრობითი სქესის პაციენტებში რეკომენდებულია სპერმის კონსერვაციის შესახებ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პაკლიტაქსელი აკორდმა შეიძლება განაპირობოს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა, დაღლილობა (ძალიან ხშირად) და თავბრუსხვევა (ხშირად), რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა სიმპტომების სრულად გაქრობამდე. თუ მკურნალობა მოიცავს სხვა პრეპარატებსაც, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ეს პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს. ამიტომ უშუალოდ მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი ავტომობილის მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაკლიტაქსელ აკორდში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პაკლიტაქსელი აკორდი შეიცავს აბუსალათინის ზეთს (50% პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი 35), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტი ალერგიულია აბუსალათინის ზეთის მიმართ, პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პაკლიტაქსელი აკორდი შეიცავს უწყლო სპირტს (დაახლოებით 50% ეთანოლს) –პაკლიტაქსელი აკორდის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.391გ სპირტს. პაკლიტაქსელი აკორდის დოზა 300 მგ/50 მლ შეიცავს 20 გ სპირტს, რომელიც 429 მლ ლუდის ან 179 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებსა და მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჯგუფებში, როგორიცაა ღვიძლის დაზიანების მქონე ან ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.
პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენების წესი
ალერგიული რეაქციების განვითარების შესამცირებლად პაკლიტაქსელი აკორდის მიღებამდე ინიშნება სხვა მედიკამენტები. ამ მედიკამენტების მიღება შესაძლებელია ტაბლეტების ან ინტრავენური ინფუზიის სახით, ან ორივე გზით.
პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება წვეთოვანი ინფუზიის სახით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია), ფილტრიანი კათეტერით. პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ. პრეპარატის შეყვანამდე მზადდება საინფუზიო ხსნარი. პრეპარატის დოზა ასევე დამოკიდებულია პაციენტის სისხლის ანალიზის შედეგებზე. კიბოს ტიპსა და სიმძიმეზე, პაკლიტაქსელი აკორდის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენურად 3-24 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ის გამოიყენება ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, თუ ექიმი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. პაციენტს პაკლიტაქსელი აკორდის კურსების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
არ არსებობს ცნობილი ანტიდოტი პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა.
პაკლიტაქსელი აკორდის დოზის გამოტოვებისას
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა გამოტოვა, აუცილებლად უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობის შეწყვეტისას
პაკლიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტას განსაზღვრავს ექიმი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში
მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშანი. ეს შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ ან რამდენიმე სიმპტომს:
ალები;
კანის რეაქციები;
ქავილი;
მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში;
ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
შეშუპება.
ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები შეიძლება მძიმე გვერდითი მოვლენების ნიშნები იყოს.
საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება:
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (ძვლის ტვინის დათრგუნვის ნიშნები);
თუ პაციენტს აღენიშნება ხელების ან ფეხების დაბუჟება, ან სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები);
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე ან გახანგრძლივებული ფაღარათი ცხელებითა და მუცლის ტკივილით.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, გამონაყარი, ქავილი;
ინფექციები: უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია;
ქოშინი;
ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები, პირის ღრუს სიწითლე ან ტკივილი, დიარეა, გულისრევა ან ღებინება;
თმის ცვენა; ამ შემთხვევაში, თმის ცვენა მკაფიოდ გამოხატულია (50%-ზე მეტი) პაციენტების უმრავლესობაში;
კუნთების ტკივილი, სპაზმები, სახსრების ტკივილი;
ცხელება, ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლდენა, სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო მეტად განვითარება;
დაბუჟება, ჩხვლეტის შეგძნება ან სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათიის ყველა სიმპტომი)*;
ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს: სისხლში თრომბოციტების, ლეიკოციტების ან ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, არტერიული წნევის დაქვეითება.
- შეიძლება გაგრძელდეს პაკლიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგაც
ხშირი გვერდითი მოვლნები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ფრჩხილების დროებითი სუსტი ცვლილება და კანის ცვლილებები, რეაქციები ინექციის ადგილზე (ლოკალური შეშუპება, ტკივილი და კანის სიწითლე);
კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს: გულისცემის შენელება, ღვიძლის ფერმენტების (ტუტე ფოსფატაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზა) მკვეთრი მომატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ინფექციებით გამოწვეული შოკი (ცნობილია, როგორც ‘’სეპტიური შოკი’’);
გულის ფრიალი, გულის ფუნქციის დარღვევა (AV-ბლოკი), გულისცემის აჩქარება, მიოკარდიუმის ინფარქტი, რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
დაღლილობა, ოფლიანობა, გულისწასვლა, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება;
წელის ტკივილი, გულმკერდის არეში ტკივილი, ხელებისა და ფეხების ტკივილი, შემცივნება, მუცლის ტკივილი;
კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს: ბილირუბინის რაოდენობის მკვეთრი მომატება (სიყვითლე); მაღალი არტერიული წნევა და თრომბების ფორმირება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ლეიკოციტების რაოდენობის ნაკლებობა ცხელებითა და ინფექციის განვითარების მაღალი რისკით (ნეიტროპენიური ცხელება);
ნერვების დაზიანება კუნთების სისუსტესთან ერთად ხელებსა და ფეხებში (მოტორული ნეიროპათია);
სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონია, ქოშინი, პლევრაში სითხის დაგროვება;
ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, კოლინჯის ანთება, პანკრეასის ანთება;
ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა);
სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პერიტონიტი;
ცხელება, დეჰიდრატაცია, ასთენია, შეშუპება, სისუსტე;
სერიოზული და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს: კრეატინინის დონის მომატება სისხლში, რაც თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელია;
გულის უკმარისობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
არარეგულარული, აჩქარებული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია);
სისხლმბადი უჯრედების უეცარი დაზიანება (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი);
მხედველობის ნერვის და/ან მხედველობის დარღვევები (მოციმციმე სკოტომა);
სმენის დაკარგვა ან დაქვეითება (ოტოტოქსიკურობა), ხმაური ყურებში (ტინიტუსი), ვერტიგო;
ხველა;
სისხლის თრომბი მუცლისა და ნაწლავების სისხლძარღვებში (მეზენტერული თრომბოზი), კოლინჯის ანთება ზოგჯერ გახანგრძლივებული, ძლიერი ფაღარათით (ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), წყალმანკი (ასციტი), ეზოფაგიტი, ყაბზობა;
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, ცხელება, კანის სიწითლე, სახსრების ტკივილი და/ან თვალის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ლოკალური აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლე არათანაბარი წითელი (ექსუდაციური) ლაქებით (მულტიფორმული ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებითა და აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ფრჩხილების მტვრევადობა (თერაპიის დროს საჭიროა მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ხელებსა და ფეხებზე);
მადის დაკარგვა (ანორექსია);
მძიმე და პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, შოკურ მდგომარეობასთან ერთად (ანაფილაქსიური შოკი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ორივე შემთხვევაში დაფიქსირებულია ლეტალური გამოსავალი);
ცნობიერების დაბინდვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
კანის გაუხეშება/გასქელება (სკლეროდერმია);
სიმსივნის ლიზისის სინდრომი;
მაკულარული ედემა, ფოტოფსია, მხედველობის არეში ლაქების გაჩენა;
ფლებიტი;
სისტემური წითელი მგლურა;
აღინიშნა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება, ანუ "DIC". ეს უკავშირდება მძიმე მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს სისხლდენას, სისხლის თრომბების მარტივად ფორმირებას ან ორივეს ერთად;
ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე და შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301
ფაქსი: 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
პაკლიტაქსელი აკორდის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გახსნამდე:
ინახება არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე. ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
გაყინვა არ აზიანებს პრეპარატს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის განზავებამდე (პირობების აღწერა)
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში, 25C-ზე. გახსნის შემდეგ წამლის შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებელობა ეკისრება მომხმარებელს.
პრეპარატის განზავების შემდეგ (პირობების აღწერა)
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ ხდება მაშინვე, შენახულ უნდა იქნას მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება მოხდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. განზავების შემდეგ პრეპარატის მდგრადობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი პარაგრაფი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მღვრიე ხსნარის ან უხსნადი ნაწილაკების შემჩნევის შემთხვევაში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პაკლიტაქსელი აკორდი:
აქტიური ნივთიერებაა პაკლიტაქსელი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 5, 16.7, 25, 50 ან 100 მლ-ს (რომელიც შესაბამისად 30, 100, 150, 300 და 600 მგ პაკლიტაქსელის ექვივალენტურია).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლეატი 35 და უწყლო ეთანოლი.
პაკლიტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
პაკლიტაქსელი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
ის წარმოდგენილია ფლაკონებით, რომელიც შეიცავს 5 მლ, 16.7 მლ, 50 მლ და 100 მლ კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად..
ყველა შეფუთვა ბახარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7,
02-677 Warszawa
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ულ. ტასმოვა 7,
02-677 ვარშავა
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.,
ულ. ლუტომიერსკა. 50, 95-200 პაბიანიცე
ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფოს სახელწოდება
პრეპარატის სახელწოდება
ავსტრია
Paclitaxel Accord 6 mg/ml, Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბელგია
Paclitaxel Accord Healthcare 6 mg/ml, solution à diluer pour perfusion/ concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
პაკლიტაქსელი აკორდი ჰელსქეა 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბულგარეთი
Паклитаксел Акорд 6 mg/ml, концентрат за инфузионен разтвор
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
კვიპროსი
Πακλιταξέλη Ακόρντ 6 mg/ml, συμπύκνωμα για διάλυμα προς έγχυση
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ჩეხეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentrat pro pripravu infuzniho roztoku
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დანია
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentrat til infusionsvæske, opløsning პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ესტონეთი
Paclitaxel Accord
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ
ფინეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, infuusiokonsentraatti, liuosta varten/ koncentrat till infusionsvätska, lösning
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
საფრანგეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, solution à diluer pour perfusion
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ესპანეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, concentrado para solución para perfusión EFG
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG
ნიდერლანდები
Paclitaxel Accord 6 mg/ml, concentraat voor oplossing voor intraveneuze infusie
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირლანდია
Paclitaxel 6 mg/ml, Concentrate for Solution for Infusion
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლიეტუვა
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentratas infuziniam tirpalui
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლატვია
Paclitaxel Accord
პაკლიტაქსელი აკორდი
გერმანია
Paclitaxel Accord 6 mg/ml, Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ნორვეგია
Paclitaxel Accord 6 mg/ml, konsentrat til infusjonsvæske
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პოლონეთი
Paclitaxelum Accord
პაკლიტაქსელი აკორდი
პორტუგალია
Paclitaxel Accord
პაკლიტაქსელი აკორდი
რუმინეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, concentrat pentru soluţie perfuzabilǎ
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
სლოვაკეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, infúzny koncentrát
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, საინფუზიო კონცენტრატი
სლოვენია
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentrat za raztopino za infundiranje
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
შვედეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentrat till infusionsvätska, lösning
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
უნგრეთი
Paclitaxel Accord 6 mg/ml, koncentrátum oldatos infúzióhoz
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გაერთიანებული სამეფო
Paclitaxel 6 mg/ml, Concentrate for Solution for Infusion
პაკლიტაქსელი აკორდი 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
იტალია
Paclitaxel Accord Healthcare 6 mg/ml, concentrato per soluzione per infusione პაკლიტაქსელი აკორდი ჰელსქეა 6 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: ივლისი, 2020
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის ან ჯანდაცვოს სპეციალისტებისათვის:
საინფუზიო ხსნარის მომზადება:
კონტეინერები და საინფუზიო სისტემები, რომელიც გამოიყენება პაკლიტექსელი აკორდისათვის, არ უნდა შეიცავდეს DEHP-ს. ეს შეამცირებს პაციენტზე DEHP-ის [დი(2ეთილექსილ)ფტალატი] ზემოქმედებას, რომელიც შეიძლება გაიჟონოს PVC (პვქ) საინფუზიო კონტეინერებიდან ან სისტემიდან. საფილტრი მოწყობილობების (მაგ.: IVEX-2) გამოყენება, რომელიც მოთავსებულია პლასტიკური PVC მილის შესასვლელში ან გამოსასვლელში, არ იწვევს DEHP-ის მნიშვნელოვან გაჟონვას.
როგორც ყველა ანტინეოპლაზური საშუალების, პაკლიტაქსელი აკორდის მოხმარებაც უნდა მოხდეს სიფრთხილით. პაკლიტაქსელის შემცველ ფლაკონებთან მუშაობისას ყოველთვის საჭიროა შესაბამისი დამცავი ხელთათმანის გამოყენება. პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკის პირობების დაცვით, კვალიფიციური პერსონალის მიერ, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში მისი ჩამობანა უნდა მოხდეს წყლითა და საპნით. პრეპარატის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა მისი კარგად ჩამობანა წყლით.
არ შეიძლება ქიმიოპრეპარატების წვეტის მქონე დოზატორი მოწყობილობებისა და წვეტების მქონე მსგავსი მოწყობილობების გამოყენება, რადგან შესაძლოა დაზიანდეს ფლაკონის საცობი და შედეგად, დაირღვეს სტერილობა.
1-ლი ეტაპი: კონცენტრატის განზავება
პრეპარატის შეყვანამდე პაკლიტაქსელი აკორდის შემდგომი განზავება უნდა მოხდეს შემდეგი საინფუზიო ხსნარებით:
- 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი
5%-იანი გლუკოზის საინექციო ხსნარი
5%-იანი გლუკოზის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი
5%-იანი გლუკოზა რინგერის საინექციო ხსნარში
პაკლიტაქსელის საბოლოო საინფუზიო კონცენტრაცია უნდა იყოს 0.3 მგ/მლ-დან 1.2 მგ/მლ-მდე.
გამოყენებულ უნდა იქნას კონტეინერები და საინფუზიო სისტემა, რომლებიც არ შეიცავენ DEHP-ს.
განზავებისას ხსნარი შეიძლება შეიმღვრეს, რაც გამოწვეულია გამხსნელი არის შემადგენლობით, და არ იწმინდება გაფილტვრის შედეგად. არ აღინიშნა სამკურნალო პრეპარატის ხსნარის ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ფილტრის მქონე საინფუზიო მილით გადასხმის იმიტაციის შედეგად.
მე-2 ეტაპი: ხსნარის შეყვანა
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ყველა პაციენტის პრემედიკაცია კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით და H2 -ანტაგონისტებით
პაკლიტაქსელი აკორდის განმეორებითი გადასხმა დაუშვებელია სანამ ნეიტროფილების რაოდენობა მეტი ან ტოლი არ გახდება 1.500/მმ³-სა (≥1.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა - ≥100.000/მმ³(≥75.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საინფუზიო ხსნარის პრეციპიტაცია:
განზავების შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად;
თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლაკონის ინტენსიური შერევა, ვიბრაცია ან შენჯღრევა;
საჭიროა საინფუზიო სისტემის გულდასმით გამორეცხვა მის გამოყენებამდე;
გადასხმის დროს საჭიროა გარეგნულად საინფუზიო ხსნარის რეგულარულად შემოწმება და ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში ინფუზიის შეწყვეტა.
5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავებისას ხსნარის ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა ნარჩუნდება 5-25C ტემპერატურაზე შენახვისას 7 დღის განმავლობაში და 14 დღის განმავლობაში - 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში განზავებისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ ან მისი შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში 2-8C ტემპერატურაზე.
პაკლიტაქსელი აკორდის შეყვანა უნდა მოხდეს შესაბამისი ≤ 0.2 მიკრომეტრი ზომის მიკროფორული მემბრანის მქონე ფილტრის საშუალებით. საინფუზიო კონტეინერები და მოწყობილობები არ უნდა შეიცავდეს DEHP-ს. საფილტრი მოწყობილობების გამოყენება, რომელიც მოიცავს მოკლე შემყვან ან გამომყვან პლასტიკურ მილებს, არ იწვევს DEHP-ის მნიშვნელოვან გაჟონვას.
მე-3 ეტაპი: ნარჩენების განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის განადგურება უნდა მოხდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების განადგურების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
დოზირება:
პაკლიტაქსელი აკორდის ინტრავენული ინფუზიის რეკომენდებული დოზებია:
ჩვენება
დოზა
პაკლიტაქსელი აკორდის კურსებს შორის
ინტერვალი
პირველი რიგის თერაპია
საკვერცხის კარცინომის დროს
135 მგ/მ² 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ² ან 175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს ცისპლატინი 75 მგ/მ²
3 კვირა
მეორე რიგის თერაპია საკვერცხის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
3 კვირა
ადიუვანტური თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, ანთრაციკლინით და ციკლოფოსფამიდით (AC) თერაპიის შემდეგ
3 კვირა
პირველი რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს (დოქსორუბიცინთან ერთად)
220 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში,
დოქსორუბიცინის (50 მგ/მ²) გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ
3 კვირა
პირველი რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
(ტრასტუზუმაბთან
ერთად)
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. ტრასტუზუმაბის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება)
3 კვირა
მეორე რიგის თერაპია
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
3 კვირა
ფილტვის გავრცობილი,
არაწვრილუჯრედოვანი
კიბო
175 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 80 მგ/მ²
3 კვირა
შიდსთან ასოცირებული
კაპოშის სარკომა
100 მგ/მ² 3 საათის განმავლობაში
2 კვირა
პაკლიტაქსელი აკორდის განმეორებითი ინფუზია დაუშვებელია სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ მიაღწევს ≥1.500/მმ³-ს (≥1.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა - ≥100.000/მმ³-ს (≥75.000/მმ³ კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში).
მძიმე ნეიტროპენიის (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ³ ერთი კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად) ან მძიმე პერიფერიული ნეიროპათიის გამოვლენის შემთხვევაში, მომდევნო კურსების დროს უნდა მოხდეს დოზის შემცირება 20%-ით (კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში _ 25%-ით) (იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება).
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილების რეკომენდაციისთვის საჭირო მონაცემები არასაკმარისია. ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში პაკლიტაქსელი აკორდით მკურნალობა არ შეიძლება (იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება).
პაკლიტაქსელი აკორდი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.