ნერმონტი
NERMONT®
მოზრდილი პაციენტების მკურნალობა ალცჰაიმერის ზომიერი ან მძიმე დაავადებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (memantine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Grand Medical Poland Sp. z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N06DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046437
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Grand Medical Group AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „გრანდ მედიქალ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნერმონტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილი პაციენტების მკურნალობა ალცჰაიმერის ზომიერი ან მძიმე დაავადებით.
მიღების წესი და დოზირება
თუ თქვენ გაქვთ თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ექიმმა უნდა არეგულიროს პრეპარატის დოზა თქვენი მდგომარეობის მიხედვით და შესაბამისად აკონტროლოს თქვენი თირკმლების ფუნქცია პერიოდულად.
ნერმონტის მიღების წესი
ნერმონტი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. ეფექტური მკურნალობისთვის, ის რეგულარულად უნდა მიიღოთ ყოველ დღე, დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ნერმონტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნერმონტის მიღება გრძელდება იმდენ ხანს, რამდენადაც ეს თქვენთვის სასარგებლოა. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობის ეფექტურობა.
თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა
- ზოგადად, ნერმონტის დიდი დოზით მიღებამ ზიანი არ უნდა მოგაყენოთ. შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენების გაძლიერება (აღწერილია მე-4 ნაწილში).
- თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ ნერმონტის მიღება
- თუ დაგავიწყდათ ნერმონტის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია მემანტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
ნერმონტის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:
- თუ გაქვთ ეპილეფსიური შეტევების ისტორია
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის უკმარისობა) ან გაწუხებთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებადი ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა).
აუცილებელია მკურნალობა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად შეფასდეს ნერმონტის კლინიკური სარგებელი.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (თირკმლების პრობლემები), ექიმმა უნდა აკონტროლოს თირკმლების ფუნქცია და შეცვალოს მემანტინის დოზა საჭიროების შემთხვევაში.
არ მიიღოთ ნერმონტი ამანტადინთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინთან, (ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ანესთეზიისთვის), დექსტრომეტორფანთან (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ნერმონტმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედება და საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი
- დანტროლენი, ბაკლოფენი
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი
- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან)
- ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავის სპაზმების სამკურნალოდ)
- ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად)
- ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საძილე აბების სახით)
- დოფამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი)
- ფსიქოტროპული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
- პერორალური ანტიკოაგულანტები
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ნერმონტს.
კვება და ნერმონტი
აცნობეთ ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ შეცვალეთ ან აპირებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი კვება (მაგალითად, რეგულარული დიეტიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, ჭარბი მჟავა წარმომქმნელი ნივთიერებები სისხლში, გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან საშარდე გზების მძიმე ინფექციებით (ორგანოთა სისტემა, რომლითაც გამოიყოფა შარდი), რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის ცვლილება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის, ლაქტაციის ან მომავალში დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებისათვის
ლაქტაცია
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ნერმონტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დადგინდეს, გაძლევთ თუ არა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას უსაფრთხოდ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები.
ნერმონტით მკურნალობისას პაციენტის რეაქციები შეიძლება შეიცვალოს, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე.
- როგორ მიიღოთ ნერმონტი
ყოველთვის მიიღეთ ნერმონტი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნერმონტის რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში 20 მგ-ია დღეში ერთჯერ. გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად ეს დოზა თანდათან მიიღწევა შემდეგი სქემის მიხედვით:
საწყისი დოზა 5 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, მიიღება დღეში ერთჯერ. ეს დოზა იზრდება ყოველკვირეულად 5 მგ-ით, სანამ არ მიიღწევა რეკომენდებული (შემანარჩუნებელი) დოზა. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა 20 მგ დღეში ერთჯერ, მიიღწევა მე-4 კვირის დასაწყისში.
გვერდითი მოვლენები
- ნერმონტის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნერმონტი და რისთვის გამოიყენება ის?
ნერმონტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მემანტინის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება დემენციის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.
ალცჰეიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევითაა გამოწვეული. ტვინი შეიცავს ეგრეთ წოდებულ N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორებს (NMDA რეცეპტორები), რომლებიც მონაწილეობენ სწავლისა და მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ნერვული იმპულსების გადაცემაში. ნერმონტი მიეკუთვნება NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი პრეპარატების ჯგუფს. NMDA რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ნერმონტი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.
ნერმონტი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ნერმონტის მიღებამდე
ჭარბი დოზა
კლინიკური კვლევებიდან და პოსტ-მარკეტინგული პერიოდიდან მიღებულია მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით.
სიმპტომები
დოზის შედარებით დიდი გადაჭარბება (200 მგ და 105 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში, შესაბამისად) ვლინდებოდა დაღლილობის, სისუსტის ან/და დიარეის სიმპტომებით მხოლოდ, ან იყო უსიმპტომო. 140 მგ-ზე ნაკლები დოზით ან უცნობი დოზით გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტებს გამოუვლინდათ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (დაბნეულობა, ძილიანობა, თვლემა, თავბრუსხვევა (ვერტიგო), აჟიტაცია, აგრესია, ჰალუცინაცია და არეული ნაბიჯები) და/ან კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული (ღებინება და დიარეა) სიმპტომები.
დოზის გადაჭარბების ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, პაციენტი გადაურჩა საერთო ჯამში 2000 მგ მემანტინის პერორალურ მიღებას, რომელმაც ზემოქმედება იქონია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (კომა 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დიპლოპია და აჟიტაცია). პაციენტს ჩაუტარდა სიმპტომური მკურნალობა და მიიღო პლაზმაფერეზი. პაციენტი გამოჯანმრთელდა მუდმივი გართულებების გარეშე.
კიდევ ერთი დიდი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი, ასევე, გადარჩა და გამოჯანმრთელდა. პაციენტმა მიიღო 400 მგ მემანტინი პერორალურად. პაციენტს გამოუვლინდა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, ფსიქოზი, მხედველობითი ჰალუცინაციები, პრო-კონვულსია, ძილიანობა (თვლემა), გონების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. არ არსებობს ინტოქსიკაციისთვის ან დოზის გადაჭარბებისთვის სპეციალური ანტიდოტი. საჭიროების მიხედვით, უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული კლინიკური პროცედურები მოქმედი ნივთიერების გამოსაყვანად, მაგ. კუჭის ამორეცხვა, carbo medicinalis (პოტენციური ნაწლავ-ღვიძლის რეცირკულაციის შეფერხება), შარდის შემჟავება, იძულებითი დიურეზი.
ზოგადი ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) გადაჭარბებული სტიმულირების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იყოს ფრთხილი სიმპტომური კლინიკური მკურნალობა.
შენახვის პირობები
აპკიანი, გარსით დაფარული ტაბლეტები: 3 წელი
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
აპკიანი, გარსით დაფარული ტაბლეტები: ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს რაიმე სახის სპეციალური შენახვის პირობებს.
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
- 5 შეფუთვის ფორმა და შიგთავსი
ბლისტერი: PVC/Al (პოლივინილქლორიდი/ალიმინი)-ბლისტერი
10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა გამოყენებისას
სპეციალური მოთხოვნები არ არის.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
გრანდ მედიკალ გრუპ აგ / Grand Medical Group AG
მისამართი: Place St-François 12bis, 1003 Lausanne, Switzerland
- მარკეტინგული ლიცენზიის ნომერ(ებ)ი
- პირველი ლიცენზიის/განახლებული ლიცენზიის მიღების თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. დემენციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, ათქ კოდი: N06DX01.
არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ გლუტამატერგიული ნეიროტრანსმისის, კერძოდ, NMDA-რეცეპტორების დარღვევა, ხელს უწყობს როგორც სიმპტომების გამოხატვას, ასევე დაავადების პროგრესირებას ნეიროდეგენერაციულ დემენციაში.
მემანტინი არის ძაბვა-დამოკიდებული, ზომიერი აფინობის არაკონკურენტული NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტი. იგი ახდენს გლუტამატის პათოლოგიურად მომატებული მატონიზირებელი ეფექტების მოდულირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეირონული დისფუნქცია.
კლინიკური კვლევები
ძირითადი მონოთერაპიული კვლევა მიმდინარეობდა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ ალცჰაიმერის ზომიერი ან მძიმე დაავადება (მინი ფსიქიკური სტატუსის გამოვკლევა (MMSE) საერთო ქულა 3–14 საბაზისო მონაცემებიდან) - სულ 252 ამბულატორიული პაციენტის მონაწილეობით. კვლევამ აჩვენა მემანტინის მკურნალობის სასარგებლო ეფექტები პლაცებოსთან შედარებით 6 თვის განმავლობაში (დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი ექიმის ინტერვიუსთვის, ცვლილებების შედეგად მიღებული შთაბეჭდილების საფუძველზე (CIBIC-plus): p=0.025; ალცჰაიმერის დაავადების კოოპერაციური კვლევა - ყოველდღიური საქმიანობა (ADCS -ADLsev): p=0.003; კომბინაციის სერიოზული დაზიანება (SIB): p = 0.002).
მემანტინის ძირითადი მონოთერაპიული კვლევა მიმდინარეობდა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ ალცჰაიმერის მსუბუქი ან ზომიერი დაავადება (MMSE საერთო ქულა 10–22 საბაზისო მონაცემებიდან) - სულ 403 პაციენტის მონაწილეობით. პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ მემანტინით, აჩვენეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უკეთესი ეფექტი, ვიდრე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი, პირველად საბოლოო წერტილებზე: ალცჰაიმერის დაავადების შეფასების შკალა (ADAS-cog) (p=0.003) და CIBIC-plus (p=0.004) 24-ე კვირაზე (ბოლო გადატანილი გამოველნა (LOCF)). კიდევ ერთი მონოთერაპიული კვლევა მიმდინარეობდა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ ალცჰაიმერის მსუბუქი ან ზომიერი დაავადება - სულ რანოდმიზირდა 470 პაციენტი (MMSE საერთო ქულა 11–23 საბაზისო მონაცემებიდან). პერსპექტივაში განსაზღვრული პირველადი ანალიზის სტატისტიკური მნიშვნელობა არ გამოვლინდა პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილზე 24-ე კვირას.
ალცჰაიმერის ზომიერი ან მძიმე დაავადების მქონე პაციენტების მეტა-ანალიზმა (MMSE საერთო ქულა <20) მეექვსე ფაზის III, პლაცებო-კონტროლირებადი, 6 თვიანი კვლევებიდან (მათ შორის მონოთერაპიული კვლევები და კვლევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების სტაბილურ დოზას), აჩვენა რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ვლინდებოდა მემანტინით მკურნალობის სასარგებლოდ კოგნიტურ, გლობალურ და ფუნქციურ რეგიონებში. როდესაც პაციენტების იდენტიფიცირება მოხდა ერთდროულად სამივე რეგიონში გაუარესების მიხედვით, შედეგებმა აჩვენა მემანტინის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება გაუარესების თავიდან ასაცილებლად; ორჯერ უფრო მეტმა პლაცებოს მიმღებმა პაციენტებმა, ვიდრე მემანტინის მიმღებმა პაციენტებმა, აჩვენეს გაუარესება სამივე რეგიონში (21% vs. 11%, p<0.0001).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
მემანტინს აქვს აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ით. Tmax არის დაახლოებით 3 და 8 საათი. არ არის ნაჩვენები, რომ საკვები გავლენას ახდენს მემანტინის შეწოვაზე.
განაწილება
20 მგ დღიური დოზა იწვევს მემანტინის წონასწორულ კონცენტაციას პლაზმაში 70-დან 150 ნგ/მლ-მდე (0.5-1μმოლი), დიდი განსხვავებული ინდივიდუალური ვარიაციებით. 5–30მგ დღიური დოზის მიღებისას გამოითვალა ზურგის ტვინის სითხის (CSF) და შრატის საშუალო თანაფარდობა, რომელიც შეადგენდა 0.52-ს. განაწილების მოცულობა დაახლოებით არის 10 ლ/კგ. მემანტინის დაახლოებით 45% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.
ბიოგარდაქმნა
მამაკაცში, მოცირკულირე მემანტინთან დაკავშირებული მასალის დაახლოებით 80% წარმოდგენილია როგორც ძირითადი ნაერთი. ადამიანის ძირითადი მეტაბოლიტებია N-3,5-დიმეთილ-გლუდანტანი, 4- და 6-ჰიდროქსი-მემანტინის იზომერული ნარევი, და 1-ნიტროზო-3,5-დიმეთილ-ადამანტანი. არცერთი ამ მეტაბოლიტიდან არ ავლენს NMDA-ანტაგონისტურ მოქმედებას. P 450 ციტოქრომის კატალიზური მეტაბოლიზმი არ გამოვლენილა in vitro.
პერორალურად დანიშნული 14C-მემანტინის გამოყენებით, დოზის საშუალოდ 84%-ის აღდგენა მოხდა 20 დღის განმავლობაში, ხოლო 99%-ზე მეტის გამოიყოფა მოხდა თირკმელებით.
გამოყოფა
მემანტინი გამოიყოფა მონოექსპონენციური გზით, ტერნინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით (t½) 60-დან 100 საათამდე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოხალისეებში, საერთო კლირენსი (Cltot) შეადგენდა 170მლ/წთ/1.73მ²-ს, ხოლო თირკმლის სრული კლირენსის ნაწილი ხდება ტუბულარული სეკრეციით.
თირკმლისმიერი დამუშავება, ასევე, მოიცავს ტუბულარულ რეაბსორბციას, რომელიც, სავარაუდოდ მიმდინარეობს კათიონის სატრანსპორტო ცილებით. მემანტინის თირკმელებით გამოყოფის მაჩვენებელი შარდის ალკალიზაციის პირობებში შეიძლება შემცირდეს 7–9 ფაქტორით (იხ. პარაგრაფი 4.4). შარდის ალკალიზაცია შეიძლება გამოიწვიოს დიეტის მკვეთრმა ცვლილებებმა, მაგ. ხორცის ჭამიდან ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლამ, ან კუჭის ტუტე ბუფერების მასიურმა შეყვანამ ორგანიზმში.
ხაზოვნება
მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა, 10-დან 40 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
მემანტინის 20 მგ/დღეში დოზით მიღებისას CSF-ის დონე შეესაბამება მენატინის ki-მნიშვნელობას (ki = ინჰიბირების მუდმივი სიდიდე), რომელიც არის 0.5 μმოლი ადამიანის შუბლის ქერქში.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ვირთაგვებზე ჩატარებულ მოკლევადიან კვლევებში, მემანტინის მსგავსმა სხვა NMDA-ანტაგონისტებმა გამოიწვიეს ნეირონული ვაკუოლიზაცია და ნეკროზი (NMDA რეცეპტორების ანტაგონისტის ნეიროტოქსიკურობა) მხოლოდ იმ დოზების მიღების შემდეგ, რომლებმაც აჩვენეს მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში. ატაქსიას და სხვა კლინიკურ ნიშნებს წინ უძღოდა ვაკუოლიზაცია და ნეკროზი. ვინაიდან ეფექტები არ გამოვლენილა არც მღრღნელების და არც არა-მღრღნელების გრძელვადიან კვლევებში, ამიტომ ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ცვლილებები მხედველობის ორგანოს მხრივ შეუსაბამოდ დაფიქსირდა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის შესწავლისას მღრღნელებსა და ძაღლებში, მაგრამ არა მაიმუნებში. კლინიკური კვლევებში, მემანტინით ჩატარებულმა სპეციალურმა ოფთალმოსკოპურმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის ცვლილებები მხედველობის ორგანოს მხრივ.
მღრღნელების ფილტვის მაკროფაგებში გამოვლინდა ფოსფოლიპიდოზი, ლიზოსომებში მემანტინის დაგროვების გამო. ეს ეფექტი ცნობილია სხვა აქტიური ნივთიერებებისგან, რომელთაც აქვთ კათიონური ამფიპათიური თვისებები. ამ დაგროვებასა და ფილტვებში დაფიქსირებულ ვაკუოლიზაციას შორის შესაძლოა არსებობდეს კავშირი. ეს ეფექტი დაფიქსირდა მღრღნელებში მხოლოდ მაღალი დოზების გამოყენებისას. ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
არანაირი გენოტოქსიკურობა არ გამოვლენილა მემანტინის სტანდარტული ტესტების ანალიზისას. არ ყოფილა მტკიცებულება რაიმე კანცეროგენულობის შესახებ თაგვებსა და ვირთაგვებში სიცოცხლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებში. მემანტინმა არ გამოავლინა ტერატოგენულობა ვირთაგვებსა და კურდღლებში, დედისთვის ტოქსიკური დოზების მიღების დროსაც კი, ხოლო ნაყოფიერებაზე მენტანინის უარყოფითი გავლენა არ აღინიშნებოდა. ვირთაგვებში ნაყოფის ზრდის შეფერხება აღინიშნა ექსპოზიციის დონეზე, რომელიც იდენტურია ან ოდნავ აღემატება ადამიანის ექსპოზიციას.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები10 მგ ან 20მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი სრულად ტაბლეტის გარსში, ოპადრი II თეთრი 33G28707.
- 2 შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნერმონტი
შემოგარსული ტაბლეტები 20 მგ
მემანტინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. (ნაწილი 4).
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის ნერმონტი და რისთვის გამოიყენება ის?
- რა უნდა იცოდეთ ნერმონტის მიღებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ ნერმონტი?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ნერმონტის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნერმონტი და რისთვის გამოიყენება ის?
ნერმონტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მემანტინის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება დემენციის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.
ალცჰეიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევითაა გამოწვეული. ტვინი შეიცავს ეგრეთ წოდებულ N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორებს (NMDA რეცეპტორები), რომლებიც მონაწილეობენ სწავლისა და მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ნერვული იმპულსების გადაცემაში. ნერმონტი მიეკუთვნება NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი პრეპარატების ჯგუფს. NMDA რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ნერმონტი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.
ნერმონტი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ნერმონტის მიღებამდე
არ მიიღოთ ნერმონტი:
- თუ გაქვთ ალერგია მემანტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ნერმონტის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:
- თუ გაქვთ ეპილეფსიური შეტევების ისტორია
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის უკმარისობა) ან გაწუხებთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებადი ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა).
აუცილებელია მკურნალობა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად შეფასდეს ნერმონტის კლინიკური სარგებელი.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (თირკმლების პრობლემები), ექიმმა უნდა აკონტროლოს თირკმლების ფუნქცია და შეცვალოს მემანტინის დოზა საჭიროების შემთხვევაში.
არ მიიღოთ ნერმონტი ამანტადინთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინთან, (ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ანესთეზიისთვის), დექსტრომეტორფანთან (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ნერმონტმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედება და საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი
- დანტროლენი, ბაკლოფენი
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი
- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან)
- ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავის სპაზმების სამკურნალოდ)
- ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად)
- ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საძილე აბების სახით)
- დოფამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი)
- ფსიქოტროპული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
- პერორალური ანტიკოაგულანტები
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ნერმონტს.
კვება და ნერმონტი
აცნობეთ ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ შეცვალეთ ან აპირებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი კვება (მაგალითად, რეგულარული დიეტიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, ჭარბი მჟავა წარმომქმნელი ნივთიერებები სისხლში, გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან საშარდე გზების მძიმე ინფექციებით (ორგანოთა სისტემა, რომლითაც გამოიყოფა შარდი), რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის ცვლილება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის, ლაქტაციის ან მომავალში დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებისათვის
ლაქტაცია
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ნერმონტს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დადგინდეს, გაძლევთ თუ არა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას უსაფრთხოდ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები.
ნერმონტით მკურნალობისას პაციენტის რეაქციები შეიძლება შეიცვალოს, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე.
- როგორ მიიღოთ ნერმონტი
ყოველთვის მიიღეთ ნერმონტი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნერმონტის რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში 20 მგ-ია დღეში ერთჯერ. გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად ეს დოზა თანდათან მიიღწევა შემდეგი სქემის მიხედვით:
საწყისი დოზა 5 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, მიიღება დღეში ერთჯერ. ეს დოზა იზრდება ყოველკვირეულად 5 მგ-ით, სანამ არ მიიღწევა რეკომენდებული (შემანარჩუნებელი) დოზა. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა 20 მგ დღეში ერთჯერ, მიიღწევა მე-4 კვირის დასაწყისში.
დოზირება პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით
თუ თქვენ გაქვთ თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ექიმმა უნდა არეგულიროს პრეპარატის დოზა თქვენი მდგომარეობის მიხედვით და შესაბამისად აკონტროლოს თქვენი თირკმლების ფუნქცია პერიოდულად.
ნერმონტის მიღების წესი
ნერმონტი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. ეფექტური მკურნალობისთვის, ის რეგულარულად უნდა მიიღოთ ყოველ დღე, დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ნერმონტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნერმონტის მიღება გრძელდება იმდენ ხანს, რამდენადაც ეს თქვენთვის სასარგებლოა. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობის ეფექტურობა.
თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა
- ზოგადად, ნერმონტის დიდი დოზით მიღებამ ზიანი არ უნდა მოგაყენოთ. შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენების გაძლიერება (აღწერილია მე-4 ნაწილში).
- თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ ნერმონტის მიღება
- თუ დაგავიწყდათ ნერმონტის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ზოგადად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
ხშირი (დაფიქსირდა 100-დან 1-10 პაციენტში):
- თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ქოშინი, მაღალი წნევა და წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათი (დაფიქსირდა 1000-დან 1-10 პაციენტში):
- დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის დარღვევა, გულის უკმარისობა და სისხლძარღვების მხრივ- თრომბოზი/თრომბოემბოლია
ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- უცნობი გენეზის კრუნჩხვები (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- პანკრეასის ანთება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ფსიქოზური რეაქციები
დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება და სუიციდი ალცჰეიმერის დაავადებასთან ასოცირებული მდგომარეობებია. კლინიკურ პრაქტიკაში ეს ეფექტები დაფიქსირდა ალცჰეიმერით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მემანტინს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ).
GMG Grand Medical-ის გვერდითი ეფექტების შეტყობინების სერვისს [email protected]
Oruç Reis Mah.TekstilKent Cad. Tekstilkent Koza Plaza B Blok Kat:17 Esenler, სტამბული, თურქეთი
ტელ: +90 212 438 50 20
ფაქსი: +90 212 438 57 06
- ნერმონტის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ნერმონტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება- მემანტინის ჰიდროქლორიდი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 16,62 მგ მემანტინის.
სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა ტიპი 2910, მაგნიუმის სტეარატი - ყველაფერი ტაბლეტის ბირთვში.
Opadry II თეთრი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა ტიპის 2910, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი - ყველაფერი ტაბლეტის გარსში.
როგორ გამოიყურება ნერმონტი და შეფუთვის შიგთავსი
ნერმონტის შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია თეთრი, ორმხრივ ამოზნექილი წაგრძელებული ტაბლეტების სახით გამყოფი ზოლით. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
ნერმონტის შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 14 ტაბლეტი, 28 ტაბლეტი, 30 ტაბლეტი, 42 ტაბლეტი, 49 x1 ტაბლეტი, 50 ტაბლეტი,
56 ტაბლეტი, 56 x 1 ტაბლეტი, 70 ტაბლეტი, 84 ტაბლეტი, 98 ტაბლეტი, 98 x 1 ტაბლეტი, 100 ტაბლეტი, 100 x 1 ტაბლეტი, 112 ტაბლეტი, 980 (10 x 98) ტაბლეტი ან 1000 (20 x 50) ტაბლეტი
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
Grand Medical Poland sp z o.o. Faradaya 2 Str.
03-233 ვარშავა პოლონეთი
ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ წარმომადგენელს:
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Grand Medical Group AG
მისამართი: Place St-François 12bis, 1003 Lausanne, Switzerland
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.






