ალცება 10 მგ
Alceba 10 mg
- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (memantine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Merkez Laboratuari Ilac Sanayi ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N06DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045438
- რეგისტრირებულია
- 14 მაისი 2026, მოქმედებს 14 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალცება 10 მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის ალცებას რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში (1x2 ტაბლეტი). გვერდითი მოქმედების რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა თანდათანობით შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის სქემით:
კვირა 1
ტაბლეტის ნახევარი
კვირა 2
ერთი ტაბლეტი
კვირა 3
ერთნახევარი ტაბლეტი
კვირა 4 და შემდეგ
ორი ტაბლეტი
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს ნახევარ ტაბლეტს ერთხელ დღეში (1x5 მგ) პირველ კვირაში. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში (1 x 10 მგ) მეორე კვირაში და ერთნახევარ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში (1 x 15 მგ) მესამე კვირაში.
მეოთხე კვირიდან, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ერთხელ დღეში (1x20 მგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა
გააგრძელეთ ალცებას მიღება მანამ, სანამ ეს სასარგებლოა თქვენთვის. თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობა.
მიღების წესი და მეთოდი:
ალცება მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატისგან სარგებლის მისაღებად ის უნდა მიიღოთ რეგულარულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: ბავშვებსა და მოზარდებში მემანტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამიტომ, რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში: კლინიკური კვლევების შესაბამისად, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში, როგორც აღწერილია ზემოთ.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობა
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენი მდგომარეობისთვის შესაბამის დოზას. ამ შემთხვევაში, თქვენი თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს თქვენი ექიმის მიერ.
თუ ფიქრობთ, რომ ალცებას მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა:
როგორც წესი, ალცებას ძალიან დიდი დოზის მიღება არ იქნება საზიანო თქვენთვის. შეიძლება აღგენიშნოთ სიმპტომების მომატება, როგორც მითითებულია პარაგრაფში 4 “შესაძლო გვერდითი მოქმედება“.
ალცებას ძალიან ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო რჩევისთვის, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დაკვირვება.
თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება
თუ დაგავიწყდათ ალცებას დოზის მიღება, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მემანტინის ჰიდროქლორიდის ან ალცებას ტაბლეტების ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ალცებასთან დაკავშირებით
თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის ანამნეზი
თუ ახლახანს გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ან გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობაზე გულდასმით დაკვირვება და ალცებას კლინიკური სარგებელი რეგულარულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა (თირკმელების დარღვევები), თქვენმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისად დააკორექტიროს მემანტინის დოზა.
თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, სისხლში მჟავა-წარმომქმნელი ნივთიერების სიჭარბე თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თირკმელების სუსტი ფუნქციის) გამო) ან საშარდე ტრაქტის მძიმე ინფექცია (საშარდე ტრაქტის ანთება), თქვენმა ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს თქვენი პრეპარატის დოზა.
თავი შეიკავეთ ისეთი სამედიცინო პროდუქტების ერთდროულად გამოყენებისგან, როგორიცაა ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (ნივთიერება, რომელიც ზოგადად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით), დექსტრომეთორფანი (ზოგადად გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA-ანტაგონისტები.
ალცება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
თუ ეს მდგომარეობები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ალცებას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ახლახანს მნიშვნელოვნად შეცვალეთ თქვენი დიეტა ან გეგმავთ მის შეცვლას (მაგალითად, გსურთ ჩვეულებრივი კვების რეჟიმიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი პრეპარატის დოზის კორექტირება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ალცებამ შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების ეფექტები და შეიძლება საჭირო იყოს მათი დოზის კორექტირება ექიმის მიერ:
ამანტადინი (გამოიყენება პარკინსონის და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ), კეტამინი (გამოიყენება ნარკოზისთვის), დექსტრომეთორფანი (გამოიყენება ხველისა და გაციების სამკურნალოდ ზოგადი გაციების შემთხვევაში)
დანტროლენი, ბაკლოფენი (ცენტრალური მიორელაქსანტები)
ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ), რანიტიდინი (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ), პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც არეგულირებს გულის რიტმს), ქინიდინი (პრეპარატი, რომელიც არეგულირებს გულის რიტმს), ქინინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ნიკოტინი (მათ შორის პრეპარატებში, რომლებიც გამოიყენება მოწევის შესაწყვეტად)
ჰიდროქლოროთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდთან) (დიურეზული საშუალება)
ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება მოტორული დარღვევების ან ნაწლავების სპაზმის სამკურნალოდ)
ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვის პრევენციისა და შემსუბუქებისთვის)
ბარბიტურატები (ზოგადად გამოიყენება, როგორც საძილე საშუალება)
დოპამინური აგონისტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა L-დოპა, ბრომოკრიპტინი)
ნეიროლეფსიური საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი საშუალებები)
საავადმყოფოში მიმართვისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ალცებას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახანს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება ალცება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის მიიღეთ ალცება თქვენი ექიმის რეკომენდაციების დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ორსულებისთვის მემანტინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

დედებმა, რომლებიც იღებენ ალცებას, არ უნდა კვებონ ბავშვი ძუძუთი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას, შეგიძლიათ თუ არა თქვენი დაავადების შემთხვევაში უსაფრთხოდ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან. გარდა ამისა, ალცებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი რეაქციის უნარი, რაც შეუძლებელს გახდის სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალცებას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს რომელიმე კომპონენტს, რომელიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ალცება?
- რას წარმოადგენს ალცება და რისთვის გამოიყენება იგი?
ალცება წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. პრეპარატი არის თეთრი ფერის მოგრძო ფორმის ტაბლეტები გამყოფი ხაზით. თითოეულ კოლოფში აპკიანი გარსით დაფარული 20, 30, 50 ან 100 ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში.
ალცება მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება დემენციის (დემენცია) საწინააღმდეგოდ.
მეხსიერების დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოწვეულია ტვინში შეტყობინებების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს სტრუქტურებს, რომლებსაც ეწოდება NMDA-რეცეპტორები. ეს სტრუქტურები ჩართული არიან ნერვულ სტიმულაციაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის. ალცება მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტები და ამ NMDA-რეცეპტორებზე მოქმედებით აუმჯობესებს ნერვულ სტიმულაციას და მეხსიერებას. ამ მოქმედების გამო ალცება გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების სამკურნალოდ.
- ალცებას მიღებამდე
ალცებას მიღებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ პარაგრაფებს და განიხილოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი თქვენს ექიმთან. შეგიძლიათ თხოვოთ თქვენს მომვლელ პირს დახმარება ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სHELBA İlaç San. ve Tic. A.Ş.
ალცება 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
საინფორმაციო ჩანართი პაციენტისათვის
ალცება 10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური სუბსტანცია: ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 8.31 მგ მემანტინს).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 4000.
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს ალცება და რისთვის გამოიყენება იგი?
- ალცებას მიღებამდე
- როგორ მიიღება ალცება?
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება ალცება?
- რას წარმოადგენს ალცება და რისთვის გამოიყენება იგი?
ალცება წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. პრეპარატი არის თეთრი ფერის მოგრძო ფორმის ტაბლეტები გამყოფი ხაზით. თითოეულ კოლოფში აპკიანი გარსით დაფარული 20, 30, 50 ან 100 ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში.
ალცება მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება დემენციის (დემენცია) საწინააღმდეგოდ.
მეხსიერების დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოწვეულია ტვინში შეტყობინებების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს სტრუქტურებს, რომლებსაც ეწოდება NMDA-რეცეპტორები. ეს სტრუქტურები ჩართული არიან ნერვულ სტიმულაციაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის. ალცება მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტები და ამ NMDA-რეცეპტორებზე მოქმედებით აუმჯობესებს ნერვულ სტიმულაციას და მეხსიერებას. ამ მოქმედების გამო ალცება გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების საშუალო და მძიმე ფორმების სამკურნალოდ.
- ალცებას მიღებამდე
ალცებას მიღებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ პარაგრაფებს და განიხილოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი თქვენს ექიმთან. შეგიძლიათ თხოვოთ თქვენს მომვლელ პირს დახმარება ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაში.
არ მიიღოთ ალცება
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მემანტინის ჰიდროქლორიდის ან ალცებას ტაბლეტების ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ალცებასთან დაკავშირებით
თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის ანამნეზი
თუ ახლახანს გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ან გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობაზე გულდასმით დაკვირვება და ალცებას კლინიკური სარგებელი რეგულარულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა (თირკმელების დარღვევები), თქვენმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისად დააკორექტიროს მემანტინის დოზა.
თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, სისხლში მჟავა-წარმომქმნელი ნივთიერების სიჭარბე თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თირკმელების სუსტი ფუნქციის) გამო) ან საშარდე ტრაქტის მძიმე ინფექცია (საშარდე ტრაქტის ანთება), თქვენმა ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს თქვენი პრეპარატის დოზა.
თავი შეიკავეთ ისეთი სამედიცინო პროდუქტების ერთდროულად გამოყენებისგან, როგორიცაა ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (ნივთიერება, რომელიც ზოგადად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით), დექსტრომეთორფანი (ზოგადად გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA-ანტაგონისტები.
ალცება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
თუ ეს მდგომარეობები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ალცებას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ახლახანს მნიშვნელოვნად შეცვალეთ თქვენი დიეტა ან გეგმავთ მის შეცვლას (მაგალითად, გსურთ ჩვეულებრივი კვების რეჟიმიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი პრეპარატის დოზის კორექტირება.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ორსულებისთვის მემანტინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დედებმა, რომლებიც იღებენ ალცებას, არ უნდა კვებონ ბავშვი ძუძუთი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას, შეგიძლიათ თუ არა თქვენი დაავადების შემთხვევაში უსაფრთხოდ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან. გარდა ამისა, ალცებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი რეაქციის უნარი, რაც შეუძლებელს გახდის სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალცებას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს რომელიმე კომპონენტს, რომელიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
ალცებამ შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების ეფექტები და შეიძლება საჭირო იყოს მათი დოზის კორექტირება ექიმის მიერ:
ამანტადინი (გამოიყენება პარკინსონის და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ), კეტამინი (გამოიყენება ნარკოზისთვის), დექსტრომეთორფანი (გამოიყენება ხველისა და გაციების სამკურნალოდ ზოგადი გაციების შემთხვევაში)
დანტროლენი, ბაკლოფენი (ცენტრალური მიორელაქსანტები)
ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ), რანიტიდინი (გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ), პროკაინამიდი (პრეპარატი, რომელიც არეგულირებს გულის რიტმს), ქინიდინი (პრეპარატი, რომელიც არეგულირებს გულის რიტმს), ქინინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ნიკოტინი (მათ შორის პრეპარატებში, რომლებიც გამოიყენება მოწევის შესაწყვეტად)
ჰიდროქლოროთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდთან) (დიურეზული საშუალება)
ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება მოტორული დარღვევების ან ნაწლავების სპაზმის სამკურნალოდ)
ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვის პრევენციისა და შემსუბუქებისთვის)
ბარბიტურატები (ზოგადად გამოიყენება, როგორც საძილე საშუალება)
დოპამინური აგონისტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა L-დოპა, ბრომოკრიპტინი)
ნეიროლეფსიური საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
პერორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი საშუალებები)
საავადმყოფოში მიმართვისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ალცებას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახანს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება ალცება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის მიიღეთ ალცება თქვენი ექიმის რეკომენდაციების დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
მოზრდილებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის ალცებას რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში (1x2 ტაბლეტი). გვერდითი მოქმედების რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა თანდათანობით შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის სქემით:
კვირა 1
ტაბლეტის ნახევარი
კვირა 2
ერთი ტაბლეტი
კვირა 3
ერთნახევარი ტაბლეტი
კვირა 4 და შემდეგ
ორი ტაბლეტი
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს ნახევარ ტაბლეტს ერთხელ დღეში (1x5 მგ) პირველ კვირაში. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში (1 x 10 მგ) მეორე კვირაში და ერთნახევარ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში (1 x 15 მგ) მესამე კვირაში.
მეოთხე კვირიდან, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ერთხელ დღეში (1x20 მგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა
გააგრძელეთ ალცებას მიღება მანამ, სანამ ეს სასარგებლოა თქვენთვის. თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობა.
მიღების წესი და მეთოდი:
ალცება მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატისგან სარგებლის მისაღებად ის უნდა მიიღოთ რეგულარულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: ბავშვებსა და მოზარდებში მემანტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ამიტომ, რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში: კლინიკური კვლევების შესაბამისად, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში, როგორც აღწერილია ზემოთ.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობა
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენი მდგომარეობისთვის შესაბამის დოზას. ამ შემთხვევაში, თქვენი თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს თქვენი ექიმის მიერ.
თუ ფიქრობთ, რომ ალცებას მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა:
როგორც წესი, ალცებას ძალიან დიდი დოზის მიღება არ იქნება საზიანო თქვენთვის. შეიძლება აღგენიშნოთ სიმპტომების მომატება, როგორც მითითებულია პარაგრაფში 4 “შესაძლო გვერდითი მოქმედება“.
ალცებას ძალიან ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო რჩევისთვის, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დაკვირვება.
თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება
თუ დაგავიწყდათ ალცებას დოზის მიღება, დაელოდეთ და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ალცებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ზოგადად, აღნიშნული გვერდითი მოქმედება ატარებს მსუბუქ ან ზომიერ ხასიათს.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი და 100-დან 1-ზე მეტი პაციენტი.
არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი და 1.000-დან 1-ზე მეტი პაციენტი.
იშვიათი: 1.000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი და 10.000-დან 1-ზე მეტი პაციენტი.
ძალიან იშვიათი: 10.000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
არახშირი:
გულის უკმარისობა
ვენური თრომბოზი/თრომბოემბოლია (სისხლის კოლტების წარმოქმნა სისხლძარღვებში (თრომბოზი), შემდეგ ამ კოლტების დაშლა და სისხლთან ერთად ორგანიზმის სხვა ნაწილებში გადასვლა (ემბოლია))
ძალიან იშვიათი:
კრუნჩხვა
უცნობია
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
მითითებული გვერდითი მოვლენები ატარებს მძიმე ხასიათს. შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ სიმპტომს:
ხშირი:
თავის ტკივილი, ძილიანობა, შეკრულობა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ქოშინი, მაღალი არტერიული წნევა და ჰიპერმგრძნობელობა.
არახშირი:
დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, დაბნეულობა, ჰალუცინაცია (ჰალუცინაცია, ბოდვა), ღებინება და არამყარი სიარული.
უცნობია:
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება და ფსიქოზური რეაქციები (გამაღიზიანებლის აღქმა მისი არ არსებობისას და არარეალური, უცვლელი, საწინააღმდეგო ფიქრებით გამოწვეული რეაქციები)
ეს წარმოადგენს ალცებას მსუბუქ და ზომიერ გვერდით მოვლენებს.
ალცჰაიმერის დაავადება (მეხსიერების დაკარგვა ტვინში სიგნალების გადაცემის დარღვევის გამო) დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და სუიციდთან. ეს მოვლენები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ალცებათი მკურნალობდნენ.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთების, რომლების მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- როგორ ინახება ალცება?
შეინახეთ ალცება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ალცება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება პრეპარატების საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
HELBA İLAÇ İÇ ve DIŞ SANAYİ TİCARET ANONİM ŞİRKETİ
Çamlık Mahallesi Pamuk Sokak A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე-სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 365 41 47
ფაქსი: +90 (216) 365 41 48
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
MERKEZ LABORATUARI İLAÇ SAN VE TİC. A.Ş.
Sırrı Çelik Bulvarı Ayça Sokak No:6 Taşdelen-Çekmeköy/İSTANBUL
(სირრი ჩელიკის ბულვარი, აიჩას ქუჩა #6 ტაშდელენი-ჩეკმეკოი/სტამბოლი)
ტელფონი: 0 216 4844166
ფაქსი: 0 216 4844191 PK: 34788
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული მოქმედი ინსტრუქციები დამტკიცებულია 11.06.2021 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.