მემანტინი აკორდი
Memantine Accord
როგორ მუშაობს მემანტინი აკორდი მემანტინი აკორდი აქტიური ნივთიერეიბს სახით შეიცავს მემანტინის ჰიდროქლორიდს. მემანტინი აკორდი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო ჯგუფის პრეპარატებს. ალცჰაიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა ასოცირებულია თავის ტვინში იმპულსური სიგნალების დარღვევებთან. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (memantine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N06DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041612
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2024, მოქმედებს 17 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მემანტინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როგორ მუშაობს მემანტინი აკორდი
მემანტინი აკორდი აქტიური ნივთიერეიბს სახით შეიცავს მემანტინის ჰიდროქლორიდს. მემანტინი აკორდი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო ჯგუფის პრეპარატებს. ალცჰაიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა ასოცირებულია თავის ტვინში იმპულსური სიგნალების დარღვევებთან. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ სწავლისა და მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ნერვული სიგნალების გადაცემაში. მემანტინი აკორდი მიეკუთვნება N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორების აგონისტი მედიკამენტების ჯგუფს. მემანტინი აკორდი მოქმედებს აღნიშნულ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვულ სიგნალებს და მეხსიერების ფუნქციას.
რისთვის გამოიყენება მემანტინი აკორდი
მემანტინი აკორდი გამოიყენება საშუალოდან მძიმე ხარისხის ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.
დოზირება
მემანტინი აკორდის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის პირებში შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. გვერდითი მოვლენების რისკის შემცირებისვის, სამიზნე დოზა მიიღწევა თანდათან, შემდეგი ყოველდღიური რეჟიმით:
კვირა 1
ნახევარი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 2
ერთი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 3
ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 4 და შემდეგ
ორი 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში
სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1X5 მგ) პირველი კვირის განმავლობაში. აღნიშნული იზრდება მეორე კვირას 1 ტაბლეტამდე (10 მგ X 1) ერთხელ დღეში, ხოლო მესამე კვირას 1.5 ტაბლეტამდე (15 მგ X 1) ერთხელ დღეში. მეოთხე კვირიდან, სტანდარტული დოზაა 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში (1X20 მგ).
დოზირება თირკმლის დაზაიანების მქონე პაციენტებში
შესაბამის დოზას შეარჩევს მკურნალი ექიმი. აღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი სპეციფიკური ინტერვალების დაცვით მოახდენს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს.
მიღების გზა
მემანტინი აკორდი მიიღება პერორალურად, ერთხელ დღეში. თერაპიული ეფექტურობისთვის, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები იყლაპება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მემანტინი აკორდის მიღება უნდა გაგრძელდეს სანამ არის სარგებლის მომტანი პაციენტსითვის. მკურნალობის ეფექტი რეგულარულად უნდა შეფასდეს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია მემანტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
სიფრთხილის ზომები
მემანტინი აკორდის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ ოდესმე ჰქონია ეპილეფსიური გულყრა
თუ ახლო წარსულში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
აღნიშნულ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა წარმოებდეს მკაცრი მონიტორინგის პირობებში და მემანტინი აკორდის კლინიკური სარგებლიანობა რეგულარულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
მკურნალი ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს თირკმლის ფუნქციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად მოახდინოს მემანტინის დოზის კორექცია თუ პაციენტს აღენიშნება თირმელების დაზიანება.
მემანტინის პარალელურად არ უნდა მოხდეს ამანტადინის (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინის (საანესთეზიო საშუალება), დექსტრომეთოპრამინის (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორების აგონისტების მიღება.
ბავშვები და მოზარდები
მემანტინი აკორდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
განსაკუთრებით, მემანტინი აკრდმა შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგი პრეპარატების მოქმედებაზე და შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია:
ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი
დანტროლენი, ბაკლოფენი
ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან)
ანტიქოლინერგულები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავის კრამპების სამკურნალოდ)
ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად)
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები)
დოფამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L დოპა, ბრომოკრიპტინი)
ნეიროლეპტიკები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლინიკაში ვიზიტისას, პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს მემანტინი აკორდის გამოყენების შესახებ.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ახლო წარსულში შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საკვებ რაციონში ან აპირებს აღნიშნულს (მაგ. სტანდარტული საკვები რაციონი ჩაანაცვლა მკაცრი ვეგეტარიანულით) ან აწუხებს თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (მდგომარეობა, როდესაც ჭარბი მჟავიანობა წარმოიქმნება სისხლში, თირკმლის დისფუნქციის გამო) ან საშარდე გზების მძიმე ინფექციები. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის დოზა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
მემანტინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალმი ექიმი ურჩევს პაციენტს იძლევა თუ არა მისი მდგომარეობა ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის საშუალებას. ასევე, მემანტინი აკორდმა შეიაძლება გავლენა იქონიოს პაციენტის რეაქციის სისხარტეზე, რა შემთხვევაშიც, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა მიზანშეწონილი არ არის.
მემანტინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა. მკურნალი ექიმი გაუწევს კონსულტაციას პაციენტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ძირითადად, გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება, თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევები, ქოშინი, არტერიული ჰიპერტენზია და წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, კონფუზია, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის დარღვევა, გულის უკმარისობა და ვენური სისხლის შედედება (თრომბოზი/თრომბოემბოლია)
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
პანკრეასის ანთება, ღვიძლის ფერმენტების ანთება და ფსიქოზური რეაქციები.
ალცჰაიმიერის დაავადება ასოცირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და სუიციდთან. აღნიშნული შეტყობინებულია პაციენტებში, რომლებიც მკურნლობდნენ მემანტინით.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
ძირითადად, მემანტინი აკორდით ჭარბი დოზირება არ არის საზიანო. შესაძლებელია განვითარდეს მე-4 პუნქტში “შესაძლო გვერდითი მოვლენები” აღწერილი სიმპტომები.
ძალიან მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს კლინიკას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მემანტინი აკორდით დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მოცდა და შემდეგი დოზის მიღება გეგმიურად.
გამოტოვებული დოზის ასანაზღრაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
მემანტინი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა მემანტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს, რაც 8.31 მგ მემანტინის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის გული - ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; ტაბლეტის გარსი – ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
მემანტინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს თეთრი ფერის, მოგრძნო, გამყოფ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, “MT” ამოტვიფრით ერთ მხარეს და “10”-ით – მეორე მხარეს.
ტაბლეტი გაყოფა შესასძლებელია თანაბარ დოზებად.
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში (PVC/PE/PVDC-ალუმინი) #14, #28, #30, #42, #50, #56, #98, #100 და #112 ტაბლეტით.
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასევე გამოდის ერთჯერადი დოზის პერფორირებულ ბლისტერულ შეფუთვებში 14 x 1, 28 x 1, 56 x,1 ან 98 x 1 ტაბლეტით, კვირის დღეების მარკირებით.
ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ენაპის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე სიმბოლოების ‘"EXP" შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
მემანტინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მემანტინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. Nნაწილი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მემანტინი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მემანტინი აკორდის გამოყენებამდე
მემანტინი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
მემანტინი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს მემანტინი აკორდი და მისი გამოყენება
როგორ მუშაობს მემანტინი აკორდი
მემანტინი აკორდი აქტიური ნივთიერეიბს სახით შეიცავს მემანტინის ჰიდროქლორიდს. მემანტინი აკორდი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო ჯგუფის პრეპარატებს. ალცჰაიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა ასოცირებულია თავის ტვინში იმპულსური სიგნალების დარღვევებთან. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ სწავლისა და მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ნერვული სიგნალების გადაცემაში. მემანტინი აკორდი მიეკუთვნება N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორების აგონისტი მედიკამენტების ჯგუფს. მემანტინი აკორდი მოქმედებს აღნიშნულ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვულ სიგნალებს და მეხსიერების ფუნქციას.
რისთვის გამოიყენება მემანტინი აკორდი
მემანტინი აკორდი გამოიყენება საშუალოდან მძიმე ხარისხის ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა მემანტინი აკორდის გამოყენებამდე
მემანტინი აკორდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია მემანტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
მემანტინი აკორდის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ ოდესმე ჰქონია ეპილეფსიური გულყრა
თუ ახლო წარსულში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
აღნიშნულ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა წარმოებდეს მკაცრი მონიტორინგის პირობებში და მემანტინი აკორდის კლინიკური სარგებლიანობა რეგულარულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
მკურნალი ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს თირკმლის ფუნქციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად მოახდინოს მემანტინის დოზის კორექცია თუ პაციენტს აღენიშნება თირმელების დაზიანება.
მემანტინის პარალელურად არ უნდა მოხდეს ამანტადინის (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინის (საანესთეზიო საშუალება), დექსტრომეთოპრამინის (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)რეცეპტორების აგონისტების მიღება.
ბავშვები და მოზარდები
მემანტინი აკორდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
განსაკუთრებით, მემანტინი აკრდმა შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგი პრეპარატების მოქმედებაზე და შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია:
ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი
დანტროლენი, ბაკლოფენი
ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან)
ანტიქოლინერგულები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავის კრამპების სამკურნალოდ)
ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად)
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები)
დოფამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L დოპა, ბრომოკრიპტინი)
ნეიროლეპტიკები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლინიკაში ვიზიტისას, პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს მემანტინი აკორდის გამოყენების შესახებ.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ახლო წარსულში შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საკვებ რაციონში ან აპირებს აღნიშნულს (მაგ. სტანდარტული საკვები რაციონი ჩაანაცვლა მკაცრი ვეგეტარიანულით) ან აწუხებს თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (მდგომარეობა, როდესაც ჭარბი მჟავიანობა წარმოიქმნება სისხლში, თირკმლის დისფუნქციის გამო) ან საშარდე გზების მძიმე ინფექციები. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის დოზა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
მემანტინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
მკურნალმი ექიმი ურჩევს პაციენტს იძლევა თუ არა მისი მდგომარეობა ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის საშუალებას. ასევე, მემანტინი აკორდმა შეიაძლება გავლენა იქონიოს პაციენტის რეაქციის სისხარტეზე, რა შემთხვევაშიც, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა მიზანშეწონილი არ არის.
მემანტინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა. მკურნალი ექიმი გაუწევს კონსულტაციას პაციენტს.
- მემანტინი აკორდის მიღების წესი
პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.
დოზირება
მემანტინი აკორდის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის პირებში შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. გვერდითი მოვლენების რისკის შემცირებისვის, სამიზნე დოზა მიიღწევა თანდათან, შემდეგი ყოველდღიური რეჟიმით:
კვირა 1
ნახევარი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 2
ერთი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 3
ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი
კვირა 4 და შემდეგ
ორი 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში
სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1X5 მგ) პირველი კვირის განმავლობაში. აღნიშნული იზრდება მეორე კვირას 1 ტაბლეტამდე (10 მგ X 1) ერთხელ დღეში, ხოლო მესამე კვირას 1.5 ტაბლეტამდე (15 მგ X 1) ერთხელ დღეში. მეოთხე კვირიდან, სტანდარტული დოზაა 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში (1X20 მგ).
დოზირება თირკმლის დაზაიანების მქონე პაციენტებში
შესაბამის დოზას შეარჩევს მკურნალი ექიმი. აღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი სპეციფიკური ინტერვალების დაცვით მოახდენს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს.
მიღების გზა
მემანტინი აკორდი მიიღება პერორალურად, ერთხელ დღეში. თერაპიული ეფექტურობისთვის, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები იყლაპება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მემანტინი აკორდის მიღება უნდა გაგრძელდეს სანამ არის სარგებლის მომტანი პაციენტსითვის. მკურნალობის ეფექტი რეგულარულად უნდა შეფასდეს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ძირითადად, მემანტინი აკორდით ჭარბი დოზირება არ არის საზიანო. შესაძლებელია განვითარდეს მე-4 პუნქტში “შესაძლო გვერდითი მოვლენები” აღწერილი სიმპტომები.
ძალიან მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს კლინიკას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მემანტინი აკორდით დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მოცდა და შემდეგი დოზის მიღება გეგმიურად.
გამოტოვებული დოზის ასანაზღრაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ძირითადად, გვერდითი მოვლენები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება, თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევები, ქოშინი, არტერიული ჰიპერტენზია და წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, კონფუზია, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის დარღვევა, გულის უკმარისობა და ვენური სისხლის შედედება (თრომბოზი/თრომბოემბოლია)
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
პანკრეასის ანთება, ღვიძლის ფერმენტების ანთება და ფსიქოზური რეაქციები.
ალცჰაიმიერის დაავადება ასოცირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და სუიციდთან. აღნიშნული შეტყობინებულია პაციენტებში, რომლებიც მკურნლობდნენ მემანტინით.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- მემანტინი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ენაპის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე სიმბოლოების ‘"EXP" შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
მემანტინი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა მემანტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს, რაც 8.31 მგ მემანტინის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის გული - ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; ტაბლეტის გარსი – ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
მემანტინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს თეთრი ფერის, მოგრძნო, გამყოფ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, “MT” ამოტვიფრით ერთ მხარეს და “10”-ით – მეორე მხარეს.
ტაბლეტი გაყოფა შესასძლებელია თანაბარ დოზებად.
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში (PVC/PE/PVDC-ალუმინი) #14, #28, #30, #42, #50, #56, #98, #100 და #112 ტაბლეტით.
მემანტინი აკორდი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასევე გამოდის ერთჯერადი დოზის პერფორირებულ ბლისტერულ შეფუთვებში 14 x 1, 28 x 1, 56 x,1 ან 98 x 1 ტაბლეტით, კვირის დღეების მარკირებით.
ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare S.L.U.
World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,
Edifici Est 6ª planta,
08039 Barcelona,
Spain
აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, მოლ დე ბარსელონა, ს/ნ,
ედიფიცი ისტ 6ა პლანტა,
08039 ბარსელონა,
ესპანეთი
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე
ინსტრუქციის განახლების უკანასკნელი თარიღი: 06/2019
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


