მუსკოფლექსი არის კაფსულით სახით და შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიურ ნივთიერებას. თითოეულ კოლოფში არის 20 ან 28 კაფსულა, განტავსებული ბლისტერზე. არის ყვითელი ფერის გრანულები გამჭვირვალე ჟელატინის კაფსულაში. მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიოკოლქიკოზიდი (thiocolchicoside)
- ფორმა და შეფუთვა
- 4 მგ კაფსულა №20
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M03BX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0375
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
მუსკოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუსკოფლექსი არის კაფსულით სახით და შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიურ ნივთიერებას. თითოეულ კოლოფში არის 20 ან 28 კაფსულა, განტავსებული ბლისტერზე. არის ყვითელი ფერის გრანულები გამჭვირვალე ჟელატინის კაფსულაში.
მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. მუსკოფლექსი გამოიყენება მკურნალობაში მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის პაციენტებში ზურგის ტვინის მტკივნეული კუნთების შეკუმშვის უეცარი დაწყებისას.
- რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
რეკომენდებული და მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 კაფსულა (8 მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში (12 საათიანი ინტერვალებით). ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს მუსკოფლექსის 4 კაფსულაზე (ჯამში 16 მგ თიოკოლხიკოზიდი) მეტის მიღება დღეში.
ნორმაში, მუსკოფლექსი 4 მგ კაფსულით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 დღეს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
მუსკოფლექი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. დაუშვებელია კაფსულების ჩაღეჭვა.
კაფსულა მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალთან ერთად), საკვების მიღების შემდეგ.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება და მკურნალობის პერიოდის გახანგრძლივება.
საჭიროა წინამდებარე ინსტრუქციების დაცვა, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.
პაციენტს არ უნდა დაავაიწყდეს პრეპარატის დროულად მიღება.
მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას მუსკოფლექსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება ვერ მიიღოს სასურველი ეფექტი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.
თუ პაციენტი თვლის, რომ მუსკოფლექსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მუსკოფლექსის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას:
მუსკოფლექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მუსკოფლექსის დოზის გამოტოვება
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მუსკოფლექსით მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
არ არის წარმოდგენილი.
უკუჩვენებები
- ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად -ხართ რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებთ კონტრაცეფტივებს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი რადგან მან შეიძლება ზიანი მიყენოს თქვენს არ დაბადებულ შვილს.
თუ მურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნბლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და გაიარეთ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.არ გამოიყენოთ მედიკამენთი თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და მექანიზმების გამოყენება მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიანობა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენებისას, მოერიდეთ ავტომობილის მართვას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი დამატებითი ნივთიერების შესახებ მუსკოფლექსის ყოველი 4 მგ-იანი კაფსულა შეიცავს 219,4მგ ლაქტოზას მონოჰირატს. თუ გაქვთ აუტანლობა რომელი შაქრის მიმართ, მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება მუსკოფლექსის მიღება სხვა მიორელაქსანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. იმავე მიზეზით, არასასურველი ეფექტების გამო, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სხვა, გლუვ კუნთებზე მოქმედ საშუალებებთან ერთად.
ეს გაფრთხილება, ასევე, ეხება პროდუქტებს, რომლებსაც გამოიყენებდით გარკვეული პერიოდის უკან ან მომავალში აპირებთ გამოყენებას.
თუ ამჟამად იყენებთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე სარეცეპტო ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოვიყენოს მუსკოფლექსი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე ●რეკომენდებული და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მიიღება ყოველ 12 საათში ერთხელ. (12 საათის ინტერვლით) 2 კაფსულა (8გმ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში. ასე რომ, არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი დღეში 4 კაფსულაზე მეტი (სულ 16 მგ თიოკოლხიკოზიდი). ●ჩვეულებრივ, მუსკოფლექსი 4მგ კაფსულით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფეხმძიმობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.
პრეპარატი არ მიიღება,
- თუ პაციენტი არის, შესაძლოა იყოს ან თვლის, რომ არის ორსულად;
- თუ პაციენტი არის რეპროდუქციული ასაკის ქალი, რომელიც არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს,
რადგან ამ სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მუცლადმყოფ ბავშვს.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. რეკომენდებულია, პაციენტმა თავი აარიდოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ერთი კაფსულა მუსკოფლექსი 4 მგ კაფსულა შეიცავს 219.4 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტმა, რომელსაც აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მუსკოფლექსის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მუსკოფლექსის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ხელების, ფეხების, მაჯის, სახის, ტუჩების შეშუპება, ან შეშუპება ყელის არეში, რაც ხელს უშლის სუნთქვას ან ყლაპვას,
ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი),
ვაზოვაგალური სინკოპე;
გულყრები.
ყველა მათგანი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები. ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს აქვს მუსკოფლექსისადმი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ვითარდება ძალიან იშვიათად.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კანის და სკლერების სიყვითლე, ნორმაზე მეტად მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და სისუსტე (ღვიძლის დაავადების ნიშნები),
თავბრუსხვევა, ძილიანობა,
ქავილი,
კანზე გამონაყარი,
დაბალი არტერიული წნევა, ცნობიერების დროებითი დაბინდვა, ეიფორიული მდგომარეობა.
ყველა აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
გულისრევა;
ღებინება;
ფაღარათი;
ტკივილი მუცლის არეში;
კანის გაღიზიანება (გამონაყარი);
ყელის, გულმკერდის და მუცლის ტკივილი და წვის შეგრძნება (მტკივნეულობა):
აჟიტირება და ცნობიერების და შეგრძნებების დაბინდვა (ცნობიერების დროებითი დაბინდვა).
ყველა აღნიშნული წარმოადგენს მუსკოფლექსის საშუალო სიმძიმის გვერდით მოვლენას.
ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
მუსკოფლექსის შენახვის წესები.
მუსკოფლექსი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
მუსკოფლექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
მუსკოფლექსი არ მიიღება პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184
34440 Beyoğlu-İSTANBUL
Tel: +90 (212) 365 15 00
Fax: +90 (212) 276 29 19
ბილიმ ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.ს.
ქაფტანფაშა მაჰ. ზინჯირლიკუიუ კად. #184
34440 ბეიოღლუ-სტამბოლი
ტელ: +90 (212) 365 15 00
ფაქსი: +90 (212) 276 29 19
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
მუსკოფლექსი, 4 მგ კაფსულები
პერორალური მიღებისთვის.
აქტიური ნივთიერება(ები): ერთი კაფსულა შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძისგან), სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (მიღებულია საქონლისგან), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, გასუფთავებული წყალი.
აღნიშნული პრეპარატი წარმოადგენს დამატებითი მონიტორინგის საგანს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად იდენტიფიცირებას. პაციენტს ამ პროცესში წვლილის შეტანა შეუძლია განვითარებული გვერდითი მოვლენების მოხსენების გზით. გვერდითი მოვლენების მოხსენების პროცედურა აღწერილია მე-4 თავის ბოლოს.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისთვის.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირისთვის.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვა. დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის მუსკოფლექსი და რისთვის მიიღება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მუსკოფლექსის მიღებამდე?
როგორ მიიღება მუსკოფლექსი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები.
მუსკოფლექსის შენახვის წესები.
სათაურები მოცემულია ტექსტში.
რა არის მუსკოფლექსი და რისთვის მიიღება იგი?
მუსკოფლექსი წარმოდგენილია კაფსულის ფორმით, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს. კოლოფი შეიცავს 20 ან 28 კაფსულას, რომლებიც მოთავსებულია ბლისტერზე. გამჭვირვალე ჟელატინის კაფსულაში მოთავსებულია ყვითელი ფერის გრანულები.
მუსკოფლექსს ახასიათებს მიორელაქსაციური მოქმედება. იგი ძირითადად გამოიყენება ზურგის ტვინიდან წარმოშობილი კუნთების მტკივნეული კონტრაქტურების დამხმარე მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მუსკოფლექსის მიღებამდე?
მუსკოფლექსი არ მიიღება შემდეგ შემთხვეებში:
თუ:
შეუძლებელია კუნთის ან კუნთების ფუნქციონირება (შეკუმშვა);
პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
პაციენტს აქვს კუნთების სისუსტე (დაბალი კუნთოვანი მასა);
პაციენტი არის ორსულად ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში;
პაციენტი შესაძლოა დაორსულდეს და არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ საშუალებას;
პაციენტი არის 16 წლამდე ასაკის.
მუსკოფლექსი სიფრთხილით მიიღება შემდეგ შემთხვევებში
თუ:
პაციენტს აქვს ეპილეფსია ან იმყოფება მისი განვითარების რისკის ქვეშ.
მუსკოფლექსის დიდი დოზით მიღებისას, მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერების წარმოქმნა ორგანიზმში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცალკეული უჯრედების დაზიანება (ქრომოსომების პათოლოგიური რაოდენობა). აღნიშნულის დემონსტრირება მოხდა ცხოველებში და ლაბორატორიული კვლევებით. ადამიანის უჯრედების დაზიანება წარმოადგენს სიმსივნის განვითარების რისკის ფაქტორს, შესაძლოა გავლენა იქონიოს მუცლად მყოფ ბავშვზე და გამოიწვიოს უნაყოფობა მამაკაცებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა “სათანადო გამოყენების და მიღების დოზის/სიხშირის ინსტრუქციაში” მითითებული მკურნალობის დოზისა და ხანგრძლივობის ზუსტი დაცვა. დაუშვებელია პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
მუსკოფლექსით მკურალობის დროს ღვიძლის დაზიანების ნიშნების (მაგ. უმადობა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დაღლილობა, მუქი ფერის შარდი, სიყვითლე, ქავილი) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მიმართოს ექიმს.
მუსკოფლექსით მკურნალობის დროს დიარეის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პაციენტს, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მუსკოფლექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან არ აღინიშნება.
ფეხმძიმობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.
პრეპარატი არ მიიღება,
- თუ პაციენტი არის, შესაძლოა იყოს ან თვლის, რომ არის ორსულად;
- თუ პაციენტი არის რეპროდუქციული ასაკის ქალი, რომელიც არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს,
რადგან ამ სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მუცლადმყოფ ბავშვს.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. რეკომენდებულია, პაციენტმა თავი აარიდოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ერთი კაფსულა მუსკოფლექსი 4 მგ კაფსულა შეიცავს 219.4 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტმა, რომელსაც აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
არ არის რეკომენდებული მუსკოფლექსის მიღება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ მიორელაქსაციური მოქმედება ჩონჩხის კუნთოვან სისტემაზე, რადგან ისინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. ამავე მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო გლუვ კუნთებზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რადგან იზრდება არასასურველი გვერდითი მოვლენების სიხშირე.
ეს გაფრთხილება ეხება ყველა პროდუქტს, რომელთაც პაციენტი იღებდა ან რომელთა მიღებსაც გეგმავს.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა რეცეპტით გასაცემი და არასარეცეპტო სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
როგორ მიიღება მუსკოფლექსი?
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
რეკომენდებული და მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 კაფსულა (8 მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში (12 საათიანი ინტერვალებით). ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს მუსკოფლექსის 4 კაფსულაზე (ჯამში 16 მგ თიოკოლხიკოზიდი) მეტის მიღება დღეში.
ნორმაში, მუსკოფლექსი 4 მგ კაფსულით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 დღეს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მიღების წესი და მეთოდი:
მუსკოფლექი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. დაუშვებელია კაფსულების ჩაღეჭვა.
კაფსულა მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალთან ერთად), საკვების მიღების შემდეგ.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება და მკურნალობის პერიოდის გახანგრძლივება.
საჭიროა წინამდებარე ინსტრუქციების დაცვა, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.
პაციენტს არ უნდა დაავაიწყდეს პრეპარატის დროულად მიღება.
მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას მუსკოფლექსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება ვერ მიიღოს სასურველი ეფექტი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.
თუ პაციენტი თვლის, რომ მუსკოფლექსის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მუსკოფლექსის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას:
მუსკოფლექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მუსკოფლექსის დოზის გამოტოვება
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მუსკოფლექსით მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
არ არის წარმოდგენილი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მუსკოფლექსის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მუსკოფლექსის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ხელების, ფეხების, მაჯის, სახის, ტუჩების შეშუპება, ან შეშუპება ყელის არეში, რაც ხელს უშლის სუნთქვას ან ყლაპვას,
ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი),
ვაზოვაგალური სინკოპე;
გულყრები.
ყველა მათგანი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები. ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს აქვს მუსკოფლექსისადმი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ვითარდება ძალიან იშვიათად.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კანის და სკლერების სიყვითლე, ნორმაზე მეტად მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და სისუსტე (ღვიძლის დაავადების ნიშნები),
თავბრუსხვევა, ძილიანობა,
ქავილი,
კანზე გამონაყარი,
დაბალი არტერიული წნევა, ცნობიერების დროებითი დაბინდვა, ეიფორიული მდგომარეობა.
ყველა აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
გულისრევა;
ღებინება;
ფაღარათი;
ტკივილი მუცლის არეში;
კანის გაღიზიანება (გამონაყარი);
ყელის, გულმკერდის და მუცლის ტკივილი და წვის შეგრძნება (მტკივნეულობა):
აჟიტირება და ცნობიერების და შეგრძნებების დაბინდვა (ცნობიერების დროებითი დაბინდვა).
ყველა აღნიშნული წარმოადგენს მუსკოფლექსის საშუალო სიმძიმის გვერდით მოვლენას.
ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
მუსკოფლექსის შენახვის წესები.
მუსკოფლექსი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
მუსკოფლექსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
მუსკოფლექსი არ მიიღება პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184
34440 Beyoğlu-İSTANBUL
Tel: +90 (212) 365 15 00
Fax: +90 (212) 276 29 19
ბილიმ ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.ს.
ქაფტანფაშა მაჰ. ზინჯირლიკუიუ კად. #184
34440 ბეიოღლუ-სტამბოლი
ტელ: +90 (212) 365 15 00
ფაქსი: +90 (212) 276 29 19
მწარმოებელი:
BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.
GOSB 1900 Street No: 1904
41480 Gebze-KOCAELİ
ბილიმ ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.ს.
გოსბ 1900 სოქაქ #:1904
41480 გებზე/ქოჩაელი
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 24.11.2020
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




