პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

თიოფლექსი

Tioflex®

რეცეპტით8მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თიოფლექსი® არის ტაბლეტი რომელიც შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიური ნივთიერების სახით. თიოფლექსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, 14 ტაბლეტით და მუყაოს ყოველ კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი 7 ტაბლეტით, პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიოკოლქიკოზიდი (thiocolchicoside)
ფორმა და შეფუთვა
8მგ ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043751
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებათიოფლექსი და სხვა წამალი ერთად

თიოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თიოფლექსი® არის ტაბლეტი რომელიც შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიური ნივთიერების სახით.

თიოფლექსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, 14 ტაბლეტით და მუყაოს ყოველ კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი 7 ტაბლეტით, პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად.

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, დაბეჭდილი «8» ერთ მხარეს და ნაპრალი მეორე მხარეს). ნაპრალის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გაადვილებისთვის გადაყლაპვის გამარტივებისთვის, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის, ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ ნახევრებად).

თიოფლექსს® ძირითადად ახასიათებს კუნთის მომადუნებელი მოქმედება. თიოფლექსი გამოიყენება ბავშვებში და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში სპინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული კუნთის უეცარი მტკივნეული შეკუმშვის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირისთვის:

რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 1 ტაბლეტი (8მგ თიოკოლხიკოზიდი) დღე-ღამეში 2-ჯერ, 12 საათში ერთხელ (12-საათიანი ინტერვალით). ამიტომ არ მიიღოთ თიოფლექსის 2 ტაბლეტზე მეტი (საერთო ჯამში 16 მგ თიოკოლხიკოზიდი) დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ, თიოფლექსის® 8მგ ტაბლეტით მკურნალობა გრძელდება 5-7 დღე. არ გამოიყენოთ 7 მომდევნო დღეზე ხანგრძლივად.

გამოყენების გზა და მეთოდი:

თიოფლექსი® განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.ტაბლტები არ დაღეჭოთ

ტაბლტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად (მაგ. წყლის ჭიქა) ჭამის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ.

დაიცავით ეს ინსტრუქციები თუ ექიმისგან არ გაქვთ სხვა რეკომენდაცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თიოფლექსით® მკურნალობა.

მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ რადგან შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი ეფექტი.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მედიკამენტი არ გამოიყენოთ 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თიოფლექსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული გამოყენების პირობები

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება:

თიოფლექსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.

თუ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ თიოფლექსის® ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი თიოფლექსი®

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი თიოფლექსი®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ თიოფლექსის® მიღება

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს თიოფლექსით® მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

უცნობია

  • შესაძლო გვერდით ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა თიოფლექსის® ინგრედიენტების მიმართ.

შეწყვიტეთ თიოფლექსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს

ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, ან პირის, ყელის შეშუპება ისე რომ გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაგრძელება.

ქავილი, ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)

გულის წასვლა (ვაზოვაგალური სინკოპე)

კონვულსია (კრუნჩხვები)

ყველა ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი.

თუ აღნიშნავთ რომელიმე ამ ეფექტს, მაშინ გაქვთ თიოფლექსზე® სერიოზული ალერგია.

შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ვითარდება ძალიან იშვიათად.

შეწყვიტეთ თიოფლექსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:

ტკივილი და დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება(სიყვითლე), ნორმაზე მუქი შარდი,ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები)

თავბრუსხვევა, ძილიანობა

ქავილი

კანის გამონაყარი

სისხლის დაბალი წნევა, ცნობიერების დროებითი დაბინდვა, ექსპანსიურობა

ყველა ეს არის სერიოზული გვერდითი ეფექტი. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.

თუ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს:

გულისრევა

ღებინება

დიარეა

კუჭის ტკივილი

ეს არის თიოფლექსის® მსუბუქი გვერდითი ეფექტები

უკუჩვენებები

  • კუნთი ან კუნთები არ ფუნქციონირებს (არ იკუმშება)
  • გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
  • შეიძლება დაორსულდეთ და არ იყენებთ ეფექტურ ჩასახვისსაწიანაღმდეგო საშუალებებს.
  • ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თიოფლექსის® მიღებისას

თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ ეპილეფსიური გულყრების რისკები.

თიოფლექსის® მაღალი დოზების გამოყენებისას თქვენს ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი უჯრედის დაზიანება (ქრომოსომების ანომალური რიცხვი). ეს ნაჩვენებია ცხოველების კვლევებში და ლაბორატორიულ კვლევებში. ადამიანებში უჯრედის ამ ტიპის დაზიანება არის კიბოს, ნაყოფის დაზიანების და მამაკაცის ფერტილობის დაზიანების რისკი. ამიტომ მკაცრად დაიცავით მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა, რაც დეტალურად მოცემულია პარაგრაფში «ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირე»ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი დოზით და 7 დღეზე ხანგრძლივად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თიოფლექსით® მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ღვიძლის პრობლემები. თუ ვითარდება რომელიმე შემდეგი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: ტკივილი და დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ნორმაზე მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (განსაკუთრებით თუ ახლავს ზემოაღნიშნული სიმპტომები). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

მკურნალობის დროს დიარეის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ თიოფლექსით® მკურნალობა.

გთხოვთ მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ, ან წარსულში როდესმე გეხებოდათ.

თიოფლექსის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

თიოფლექსი® არ მოქმედებს საკვებზე და სასმელზე

სიფრთხილის ზომები

კლინიკამდელმა კვლევებმა აჩვენა რომ თიოკოლხიკოზიდის ერთი მეტაბოლიტი (SL59.0955) ინდუცირებდა ანეუპლოიდიას (ქრომოსომების არათანაბარ რაოდენობას დაყოფად უჯრედებში)კონცენტრაციით, რომელიც ახლოს იყო ადამიანის ექსპოზიციასთან, რომელიც აღინიშნა დღე-ღამეში ორჯერ 8მგ-ს პერორალურად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 5.3). ანეუპლოიდია მიიჩნევა ტერატოგენობის, ემბრიო/ფეტო-ტოქსიურობის, სპონტანური აბორტის, მამაკაცების ფერტილობის დაზიანების და კიბოს პოტენციურ რისკ ფაქტორად. უსაფრთხოების ზომის სახით, უნდა მოერიდონ პროდუქტის გამოყენებას რეკომენდებულზე მაღალი დოზით ან რეკომენდებულზე მაღალი ხანგრძლივობით (იხ.პარაგრაფი 4.2).

თიოკოლხიკოზიდის გამოყენებისას აღწერილია ციტოლიზური ჰეპატიტის და ქოლესტაზური ჰეპატიტის პოსტ მარკეტინგული შემთხვევები (მაგ. ფულმინანტური ჰეპატიტი) იმ პაციენტებში, რომლებიც იმავე დროს იღებდნენ აასს-ს ან პარაცეტამოლს. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს რომ შეგატყობინოთ ჰეპატოტოქსიურობის შესახებ (იხ.პარაგრაფი 4.8).

ბავშვებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თიოფლექსის® ყოველი ტაბლეტი შეიცავს 67.68მგ ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტოზას დეფიციტი ან გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბცია , ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.

თიოკოლხიკოზიდი შეიძლება აძლიერებდეს კრუნჩხვებს, განსაკუთრებით ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ კრუნჩხვების რისკი (იხ. პარაგრაფი 4.8).

საჭიროა პაციენტის ინფორმირება შესაძლო ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ და ეფექტური კონტრაცეფციული ზომების მიღების შესახებ.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ორალური მიღების შემდეგ დიარეის შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბოლო კლინიკური გამოცდილების საფუძველზე თიოფლექსის® გამოყენება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ფენილბუტაზონთან, ანალგეტიკებთან და ნევრიტის სამკურნალო პრეპარატებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან, სედატივებთან, ბარბიტურატებთან და სუქცინილქოლინთან ერთად წარმატებული და უსაფრთხოა.

თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ჩონჩხის კუნთების სხვა რელაქსანტებთან ერთად რეკომენდებული არ არის რადგან შეიძლება ისინი აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს. იგივე მიზეზით, სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებს გლუვ კუნთებზე, სიფრთხილეა საჭირო და უნდა მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება, გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

განსაკუთრებული პოპულაციების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციებში ურთერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს მედიკამენტი არ მიიღოთ ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს მედიკამენტი არ მიიღოთ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკური კვლევების მიხედვით, თიოკოლხიკოზიდი არ მოქმედებს (ფსიქომოტორულ) ქმედუნარიანობაზე, რაც დაკავშირებულია მოტორულ ეფექტთან მენტალური აქტივობის გამო. რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება ხშირად გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თიოფლექსის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ

თიოფლექსის® ყოველი 8მგ ტაბლეტი შეიცავს 67.68მგ ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე უნდა მმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თიოფლექსი® არ უნდა მიიღონ სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც აქვთ კუნთის მომადუნებელი ეფექტი ძვალკუნთოვან სისტემაზე, , რადგან მათ შეიძლება ერთმანეთის მოქმედება გააძლიერონ. იგივე მიზეზით, სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას, რომლებსაც აქვთ ეფექტი გლუვ კუნთებზე, სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის გამო.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ეს გაფრთხილება შეიძლება ეხებოდეს ადრე გამოყენებულ პროდუქტებს და მომავალში ნებისმიერ დროს გამოსაყენებელ პროდუქტებს.

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით.

გვერდითი მოვლენები

თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს რაც ჩანართში აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილია ან ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე გვერდითი რეაქციები შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), დააჭირეთ უჯრას „პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ (www.titck.gov.tr-ზე ან შეტყობინების სატელეფონო ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. განვითარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ჭარბი დოზა

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობა და სიმპტომური ზომები (იხ. პარაგრაფი 5.3).

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

პრეპარატის ნივთიერება:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდს.

შემავსებლები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი (ხარის) 67,68მგ

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

თიოფლექსი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°С-ზე დაბლა.

გაითვალისწინეთ ვარგისიანობის ვადა

თიოფლექსი® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თიოფლექსი® არ გამოიყენოთ თუ აღნიშნავთ დეფექტებს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი

ათქ კოდი: M03BX05

თიოკოლხიკოზიდი არის კოლხიკოზიდის ნახევრადსინთეზური წარმოებული, რაც ავლენს მიორელქსანტის ფარმაკოლოგიურ აქტივობას.

In Vitro თიოკოლხიკოზიდი უკავშირდება მხოლოდ GABA-A და სტრიცინ-სენსიტიურ გლიცინ რეცეპტორებს. იმ მომენტიდან როდესაც თიოკოლხიკოზიდი მოქმედებს როგორც GABA-A რეცეპტორების ანტაგონისტი,მისი მიორელაქსაციური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს სუპრასპინალურ დონეზე მარეგულირებელი მექანიზმებით, თუმცა არ შეიძლება გლიცინერგული მოქმედების მექანიზმის გამორიცხვა. GABA-A რეცეპტორებთან ურთიერთქმედების მახასიათებლები ხარისხობრივად და რაოდენობრივად გაყოფილია თიოკოლხიკოზიდს და მის მთავარ მოცირკულირე მეტაბოლიტს, გლუკურონიზებულ წარმოებულს შორის (იხ. პარაგრაფი 5.2). In Vivo თიოკოლხიკოზიდის და მისი მთავარი მეტაბოლიტის მიორელაქსაციური ეფექტი უხერხემლო ვირთხაზე მიუთითებს უპირატესად სუპრასპინალურ აქტივობაზე.

ამას გარდა, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევებში, თიოკოლხიკოზიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ ხასიათდებოდა სედაციური ეფექტით.

  • 2ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები:

თიოკოლხიკოზიდი არის ცენტრალურად მოქმედი მიორელაქსანტი და თეთრი-ყვითელი კრისტალური ფხვნილი. თიოფლექსი® არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, ამოტიფრული „8“ ერთ მხარეს და ნაპრალით მეორე მხარეს.

აბსორბცია:

ორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში თიოკოლხიკოზიდი არ ისაზღვრება. აღინიშნება მხოლოდ ორი მეტაბოლიტი:

ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი SL18.0740 და არააქტიური მეტაბოლიტი SL59,0955. ორივე მეტაბოლიტისთვის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება თიოკოლხიკოზიდის დარღვევიდან 1 საათის შემდეგ. 8მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი ორალური დოზის შემდეგ SL18.0740-ს Cmax და AUC შეადგენს დაახლოებით 60ნგ/მლ-ს და 130ნგ/მლ-ს. SL59,0955-სთვის ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალია: Cmax დაახლოებით 13ნგ/მლ და AUC 15.5ნგ.სთ/მლ (3 საათმდე)-39.7ნგ.სთ/მლ (24 საათამდე).

განაწილება:

ადამიანებში, თიოკოლხიკოზიდი უკავშირდება შრატის ალბუმინის დაბალი დონით (13%) და ეს კავშირი დამოკიდებული არ არის თიოკოლხიკოზიდის თერაპიულ კონცენტრაციაზე. შრატში ალბუმინი ძირითადად ჩართულია შრატის ცილებთან კავშირში.

განაწილების მოცულობა და თიოკოლხიკოზიდის სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლეობით 43ლ/სთ-ს და 19ლ/სთ-ზე.

ბიოტრანსფორმაცია:

პერორალური გამოყენების შემდეგ, თიოკოლხიკოზიდი პირველად მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინად ან SL59,0955.-ად. ეს ნაბიჯი ძირითადად ვითარდება ინტესტინური მეტაბოლიზმით, რითაც აიხსნება მოცირკულირე უცვლელი თიოკოლხიკოზიდის ნაკლებობა გამოყენების ამ მეთოდით. SL59,0955 შემდეგ გლუკუროკონიუგირდება SL18.0740-ად, რომელსაც აქვს თიოკოლხიკოზიდის ექვიპოტენტური ფარმაკოლოგიური აქტივობა და აქედან გამომდინარე ხელს უწყობს ფარმაკოლოგიურ აქტივობას თიოკოლხიკოზიდის პერორალური მიღების შემდეგ. SL59,0955 აგრეთვე დემეთილირდება დიდემეთილ-თიოკოლხიცინად.

ელიმინაცია:

რადიოდანიშნული თიოკოლხიკოზიდის პერორალური გამოყენების შემდეგ, დოზის 79% ისაზღვრება ფეკალურ მასებში და 20% შარდში. უცვლელი თიოკოლხიკოზიდი არ გამოიყოფა შარდში და ფეკალურ მასებში. SL18.0740 და SL59,0955 ისაზღვრება შარდში და ფეკალურ მასებში როდესაც დიდემეთილ-თიოკოლხიცინი ვლინდება მხოლოდ ფეკალურ მასებში.

თიოკოლხიკოზიდის პერორალური მიღების შემდეგ SL18.0740 მეტაბოლიტი გამოიყოფა t 1/2 მნიშვნელობით-3.2-7 საათი და SL59,0955 მეტაბოლიტის t 1/2 დაახლოებით 0.8საათს შეადგენს.

  • 3კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე ტოქსიურობა:

მაღალი დოზით, თიოკოლხიკოზიდი იწვევდა ღებინებას ძაღლებში, დიარეას ვირთხებში და კონვულსიებს მღრღნელებში და არა-მღრღნელებში ორალური გზით მწვავე მიღების შემდეგ.

ქრონიკული ტოქსიურობა:

თიოკოლხიკოზიდის პროფილი შეფასდა in vitro და in vivo პარენტერული და ორალური მიღების შემდეგ. თიოკოლხიკოზიდი კარგად აიტანებოდა ორალური გამოყენების შემდეგ 6 თვემდე პერიოდში ვირთხებში და არა-ადამიანისებრ პრიმატებში ≤2მგ/კგ/დღე-ღამეში განმეორებითი დოზების მიღებისას ვირთხებში და ≤2.5მგ/კგ/დღე-ღამეში მიღებისას არა-ადამიანისებრ პრიმატებში და ინტრამუსკულური გზით პრიმატებში 0.5მგ/კგ/დღე-ღამეში განმეორებითი დოზის მიღებისას 4 კვირის განმავლობაში. მაღალი დოზით გამოყენებისას თიოკოლხიკოზიდმა გამოიწვია ღებინება ძაღლებში, დიარეა ვირთხებში და კონვულსიები მღრღნელებში და არა-მღრღნელებში პერორალური გზით მწვავე მიღების შემდეგ. განმეორებითი გამოყენების შემდეგ, თიოკოლხიკოზიდმა გამოიწვია გასტრო-ინტესტინური დარღვევები (ენტერიტი,ღებინება) პერორალური მიღების დროს და ღებინება ინტრამუსკულური მიღებისას.

კარცინოგენობა:

კარცინოგენური პოტენციალი შეფასებული არ არის.

გენოტოქსიურობა:

თიოკოლხიკოზიდმა თვითონ არ გამოიწვია გენის მუტაცია ბაქტერიაში (Ames ტესტი) in vitro ქრომოსომული დაზიანება (ქრომოსომული აბერაციების ტესტი ადამიანის ლიმფოციტებში) და in vivo ქრომოსომული დაზიანება (in vivo მიკრონუკლეუსი თაგვების ძვლის ტვინში , ინტრაპერიტონეალური გამოყენებისას).

უდიდესი გლუკურო-კონიუგირებული მეტაბოლიტი SL18.0740 არ იწვევდა გენის მუტაციას Ames ტესტი) თუმცა გამოიწვია in vitro ქრომოსომული დაზიანება (in vitro მიკრონუკლეუსის ტესტი ადამიანის ლიმფოციტებში)და in vivo ქრომოსომული დაზიანება (in vivo მიკრონუკლეუსის ტესტი თაგვების ძვლის ტვინში ორალური გამოყენებისას). მიკრობირთვები ძირითადად განპირობებული იყო ქრომოსომული დანაკარგით (ცენტომერ დადებითი მიკრობირთვები FISH ცენტომერ დალაქავების შემდეგ), რაც ანეუგენურ მახასიათებლებზე მიუთითებდა. SL18.0740-ს ანეუგენური ეფექტი აღინიშნა in vitro ტესტში კონცენტრაციის და პლაზმაში AUC ექსპოზიციისას in vivo ტესტში, რომელიც აღემატებოდა (10 პუნქტზე მეტად AUC საფუძველზე) ადამიანის პლაზმაში თერაპიული დოზის გამოყენების მაჩვენებელს. აგლიკონ მეტაბოლიტი (3-დემეთილთოკოლხიცინ- SL59.0955), რომელიც წარმოიქმნება ძირითადად ორალური გამოყენების შემდეგ, იწვევდა in vitro ქრომოსომულ დაზიანებას (in vitro მიკრონუკლეუსის ტესტი ადამიანის ლიმფოციტებში) და in vivo ქრომოსომულ დაზიანებას (in vivo ორალური მიკრონუკლეუსის ტესტი ვირთხის ძვლის ტვინში, ორალური გამოყენებისას).მიკრობირთვები ძირითადად განპირობებული იყო ქრომოსომული დანაკარგით (ცენტომერ დადებითი მიკრობირთვები FISH ან CREST ცენტომერ დალაქავების შემდეგ), რაც ანეუგენურ მახასიათებლებზე მიუთითებდა. SL59.0955-ს ანეუგენური ეფექტი აღინიშნა in vitro ტესტში კონცენტრაციისას და in vivo ტესტში ექსპოზიციისას, რომელიც ახლოს იყო ადამიანის პლაზმაში თერაპიული დოზის -8მგ-დღე-ღამეში ორჯერ პერორალურად გამოყენების მაჩვენებელთან. ანეუგენურმა ეფექტმა გაყოფად უჯრედებზე შეიძლება გამოიწვიოს ანეუპლოიდური უჯრედები. ანეუპლოიდია არის ქრომოსომების რაოდენობის მოდიფიკაცია და ჰეტეროზიგოტურობის დაკარგვა, რაც ითვლება ტერატოგენობის, ემბრიოტოქსიურობის/სპონტანური აბორტის, მამაკაცების დაზიანებული ფერტილობის, რისკ ფაქტორს ჩანასახის უჯრედებზე მოქმედებისას და კიბოს პოტენციურ რისკ ფაქტორს სომატურ უჯრედებზე მოქმედებისას.

ტერატოგენობა:

ვირთხებში, თიოკოლხიკოზიდის 12მგ/კგ/დღე-ღამეში ორალურმა დოზამ გამოიწვია დიდი მალფორმაციები ფეტოტოქსიურობის მხრივ (ზრდის შეფერხება, ემბრიონის სიკვდილი, სქესის განაწილების სიხშირის დაზიანებით). დოზა ტოქსიური ეფექტის გარეშე იყო 3მგ/კგ/დღე-ღამეში.

კურდღლებში, თიოკოლხიკოზიდმა გამოავლინა დედისთვის ტოქსიურობა დღე-ღამეში 24მგ/კგ-დან დაწყებული. შემდეგ აღნიშნული იყო მცირე ანომალიები (ზედმეტი ნეკნები, ოსიფიკაციის შეფერხება)

ფერტილობის დაზიანება:

ვირთხებში ჩატარებულ ფერტილობის კვლევებში ფერტილობის დაზიანება არ აღინიშნა დღე-ღამეში 12მგ/კგ დოზისას ანუ დოზის დროს რომელიც არ იწვევს კლინიკურ ეფექტს.თიოკოლხიკოზიდი და მისი მეტაბოლიტები ავლენენ ანეუგენურ აქტივობას კონცენტრაციის სხვადასხვა დონით, რომელიც ითვლება რისკ ფაქტორად ადამიანის ფერტილობის დაზიანებისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

თიოფლექსი® 8მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად

აქტიური ნივთიერება: 8მგ თიოკოლხიკოზიდი

შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

▼ეს სამედიცინო პროდუქტი იმყოფება დამატებითი დაკვირვების ქვეშ. ეს სამკუთხედი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციას. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ გვერდითი ეფექტების შეტყობინებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინების წესი იხ. მე-4 პარაგრაფის ბოლოს.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს
  • ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ რომ ამ პრეპარატს იღებთ.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ჩანართში

  • რა არის თიოფლექსი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ თიოფლექსის® გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება თიოფლექსი®
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება თიოფლექსი
  • რა არის თიოფლექსი® და რისთვის გამოიყენება

თიოფლექსი® არის ტაბლეტი რომელიც შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიური ნივთიერების სახით.

თიოფლექსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, 14 ტაბლეტით და მუყაოს ყოველ კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი 7 ტაბლეტით, პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად.

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, დაბეჭდილი «8» ერთ მხარეს და ნაპრალი მეორე მხარეს). ნაპრალის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გაადვილებისთვის გადაყლაპვის გამარტივებისთვის, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის, ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ ნახევრებად).

თიოფლექსს® ძირითადად ახასიათებს კუნთის მომადუნებელი მოქმედება. თიოფლექსი გამოიყენება ბავშვებში და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში სპინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული კუნთის უეცარი მტკივნეული შეკუმშვის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ თიოფლექსის გამოყენებამდე

არ მიიღოთ თიოფლექსი® თუ:

  • კუნთი ან კუნთები არ ფუნქციონირებს (არ იკუმშება)
  • გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
  • შეიძლება დაორსულდეთ და არ იყენებთ ეფექტურ ჩასახვისსაწიანაღმდეგო საშუალებებს.
  • ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თიოფლექსის® მიღებისას

თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ ეპილეფსიური გულყრების რისკები.

თიოფლექსის® მაღალი დოზების გამოყენებისას თქვენს ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი უჯრედის დაზიანება (ქრომოსომების ანომალური რიცხვი). ეს ნაჩვენებია ცხოველების კვლევებში და ლაბორატორიულ კვლევებში. ადამიანებში უჯრედის ამ ტიპის დაზიანება არის კიბოს, ნაყოფის დაზიანების და მამაკაცის ფერტილობის დაზიანების რისკი. ამიტომ მკაცრად დაიცავით მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა, რაც დეტალურად მოცემულია პარაგრაფში «ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირე»ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი დოზით და 7 დღეზე ხანგრძლივად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თიოფლექსით® მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ღვიძლის პრობლემები. თუ ვითარდება რომელიმე შემდეგი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: ტკივილი და დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ნორმაზე მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (განსაკუთრებით თუ ახლავს ზემოაღნიშნული სიმპტომები). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

მკურნალობის დროს დიარეის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ თიოფლექსით® მკურნალობა.

გთხოვთ მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ, ან წარსულში როდესმე გეხებოდათ.

თიოფლექსის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

თიოფლექსი® არ მოქმედებს საკვებზე და სასმელზე

ორსულობა

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს მედიკამენტი არ მიიღოთ ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს მედიკამენტი არ მიიღოთ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კლინიკური კვლევების მიხედვით, თიოკოლხიკოზიდი არ მოქმედებს (ფსიქომოტორულ) ქმედუნარიანობაზე, რაც დაკავშირებულია მოტორულ ეფექტთან მენტალური აქტივობის გამო. რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება ხშირად გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თიოფლექსის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ

თიოფლექსის® ყოველი 8მგ ტაბლეტი შეიცავს 67.68მგ ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე უნდა მმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თიოფლექსი® არ უნდა მიიღონ სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც აქვთ კუნთის მომადუნებელი ეფექტი ძვალკუნთოვან სისტემაზე, , რადგან მათ შეიძლება ერთმანეთის მოქმედება გააძლიერონ. იგივე მიზეზით, სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას, რომლებსაც აქვთ ეფექტი გლუვ კუნთებზე, სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის გამო.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ეს გაფრთხილება შეიძლება ეხებოდეს ადრე გამოყენებულ პროდუქტებს და მომავალში ნებისმიერ დროს გამოსაყენებელ პროდუქტებს.

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით.

  • როგორ გამოიყენება თიოფლექსი®

ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირისთვის:

რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 1 ტაბლეტი (8მგ თიოკოლხიკოზიდი) დღე-ღამეში 2-ჯერ, 12 საათში ერთხელ (12-საათიანი ინტერვალით). ამიტომ არ მიიღოთ თიოფლექსის 2 ტაბლეტზე მეტი (საერთო ჯამში 16 მგ თიოკოლხიკოზიდი) დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ, თიოფლექსის® 8მგ ტაბლეტით მკურნალობა გრძელდება 5-7 დღე. არ გამოიყენოთ 7 მომდევნო დღეზე ხანგრძლივად.

გამოყენების გზა და მეთოდი:

თიოფლექსი® განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.ტაბლტები არ დაღეჭოთ

ტაბლტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად (მაგ. წყლის ჭიქა) ჭამის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ.

დაიცავით ეს ინსტრუქციები თუ ექიმისგან არ გაქვთ სხვა რეკომენდაცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თიოფლექსით® მკურნალობა.

მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ რადგან შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი ეფექტი.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მედიკამენტი არ გამოიყენოთ 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თიოფლექსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული გამოყენების პირობები

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება:

თიოფლექსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.

თუ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ თიოფლექსის® ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი თიოფლექსი®

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი თიოფლექსი®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ თიოფლექსის® მიღება

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს თიოფლექსით® მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

უცნობია

  • შესაძლო გვერდით ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა თიოფლექსის® ინგრედიენტების მიმართ.

შეწყვიტეთ თიოფლექსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს

ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, ან პირის, ყელის შეშუპება ისე რომ გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაგრძელება.

ქავილი, ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)

გულის წასვლა (ვაზოვაგალური სინკოპე)

კონვულსია (კრუნჩხვები)

ყველა ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი.

თუ აღნიშნავთ რომელიმე ამ ეფექტს, მაშინ გაქვთ თიოფლექსზე® სერიოზული ალერგია.

შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ვითარდება ძალიან იშვიათად.

შეწყვიტეთ თიოფლექსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:

ტკივილი და დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება(სიყვითლე), ნორმაზე მუქი შარდი,ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები)

თავბრუსხვევა, ძილიანობა

ქავილი

კანის გამონაყარი

სისხლის დაბალი წნევა, ცნობიერების დროებითი დაბინდვა, ექსპანსიურობა

ყველა ეს არის სერიოზული გვერდითი ეფექტი. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.

თუ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს:

გულისრევა

ღებინება

დიარეა

კუჭის ტკივილი

ეს არის თიოფლექსის® მსუბუქი გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები ქვეითდება დოზის შემცირების ან მკურნალობის მოხსნისას.

თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს რაც ჩანართში აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილია ან ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე გვერდითი რეაქციები შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), დააჭირეთ უჯრას „პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ (www.titck.gov.tr-ზე ან შეტყობინების სატელეფონო ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. განვითარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ ინახება თიოფლექსი®

თიოფლექსი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°С-ზე დაბლა.

გაითვალისწინეთ ვარგისიანობის ვადა

თიოფლექსი® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თიოფლექსი® არ გამოიყენოთ თუ აღნიშნავთ დეფექტებს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სანტა ფარმა ილაჩ. სან ა.ს.

ოკმეიდანი, ბორუციცეგი, სოკაკ, N: 16 34382 სისლი-სტამბოლი

ტელ: (+90 212) 02212 220 64 00

ფაქსი: (+90 212) 0212 222 57 59

წარმოების ადგილი

სანტა ფარმა ილაჩ. სან ა.ს.

გებკიმ 41455 დილოვასი-კოჩაელი

ტელ: (+90 262) 674 23 00

ფაქსი: (+90 262) 674 23 21

ჩანართის დამტკიცების თარიღი 25/08/2014

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა