პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

მუსკოფლექსი

MUSCOFLEX

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

მუსკოფლექსი არის 2 მლ ამპულის სახით და შეიცავს 4მგ აქტიურ ნივთიერება თიოკოლხიკოზიდს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 6 ან 10 2მლ ამპულას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიოკოლქიკოზიდი (thiocolchicoside)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0377
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამუსკოფლექსი და სხვა წამალი ერთად

მუსკოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუსკოფლექსი არის 2 მლ ამპულის სახით და შეიცავს 4მგ აქტიურ ნივთიერება თიოკოლხიკოზიდს.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 6 ან 10 2მლ ამპულას.

მუსკოფლექსს ძირითადად აქვს კუნთების დამამშვიდებელი აქტივობა.მუსკოფლექსი გამოიყენება ზურგის ტვინიდან წარმოქმნილი კუნთების მტკივნეული შეკუმშვის დამხმარე სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან.

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების მეთოდი და დოზა/შეყვანის სიხშირე.

  • რეკომენდირებული და მაქსიმალური დღიური დოზაა 1 ამპულა (4მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში, მიიღება ყოველ 12 საათში (12 საათიანი ინტერვალით).ერთ დღეში 2 ამპულაზე (ჯამში 8მგ თიოკოლხიკოზიდი)მეტი მუსკოფლექსი არ გამოიყენოთ.გამოიყნება კუნთში ინექციის სახით.

ამპულის ფორმით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-5 დღე. არ გამოიყენოთ პრეპარატი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მოერიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას.

ფიზიოთერაპიის სესიებისთვის მომზადებისთვის:

გასათვალისწინებელია კუნთების დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად საჭირო დრო (ინტრამუსკულარული ინექციიდან 30-40 წუთი).

მიღების გზა და მეთოდი:

მუსკოფლექსი გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

ინექციის პროცედურას ასრულებს ამ სფეროში მომზადებული ჯანდაცვის სპეციალისტი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

არ გამოიყენოთ ეს წამალი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ მუსკოფლექსის ეფექტი არის ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მუსკოფლექსი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი მუსკოფლექსი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ მუსკოფლექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მუსკოფლექსით მკურნალობის შეწყვეტისას

უცნობია

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ისევე როგორც ყველა წამალს, მუსკოფლექსსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მუსკოფლექსის გამოყენება და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ხელების, ფეხების ,ტერფების, სახის, ტუჩების, შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
  • ქავილი, კანზე და ლორწოვან გარსზე შეშუპებები (ანგიონევროზული შეშუპება)
  • სისუსტე (ვაზოვაგალური სინკოპე)
  • კრუნჩხვები
  • კანის გამონაყარი

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუსკოფლექსის მიმართ.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

  • ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალის სიყვითლე, შარდი ჩვეულებრივზე მუქი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშანი)
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა
  • ქავილი
  • გამონაყარი
  • დაბალი არტერიული წნევა, ცნობიერების დროებით დაბინდვა, გაღიზიანება.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია.შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • კუჭის ტკივილი

ეს არის მუსკოფლექსის მსუბუქი ეფექტები.

ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები

თუ:

  • თუ არსებობს კუნთის ან კუნთების ფუნქციონირების შეუძლებლობა (კანკალი).
  • თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძთი კვებავთ.
  • თუ არის დაორსულების შანსი და არ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს.

მუსკოფლექსი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტვაციებში

თუ:

  • გაქვთ ეპილეფსია ან ეპილეფსიის რისკი.

მუსკოფლექსის გამოყენებისას ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი უჯრედის დაზიანება (ქრომოსომის არანორმალური რიცხვი), როდესაც მუსკოფლექსი გამოიყენება მაღალი დოზებით.ეს დადასტურებულია ცხოველთა და ლაბორატორიულ კვლევებში.ეს დაზიანება,რომელიც შეიძლება მოხდეს ადამიანის უჯრედებში, არის კიბოს რისკის ფაქტორი.შესაძლოა ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს და გამოიწვიოს უნაყოფობა მამაკაცებში.ამიტომ მკაცრად დაიცავით დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც მითითებულია „სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე“ .არ გამოიყენოთ პრეპარატი უფრო მაღალი დოზებით და 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები , გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

მუსკოფლექსით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის პრობლემები.თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) არეში, მადის დაკარგვა, გულისრევა,ღებინება,კანის ან თვალის გაყვითლება (სიყვითლე), ნორმაზე უფრო მუქი შარდი, ქავილი,ასევე ცხელება და დაღლილობა (განსაკუთრებით თუ თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები).ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

თუ დიარეა განვითარდა მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ მუსკოფლექსით მკურნალობა.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

მუსკოფლექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან მუსკოფლექსი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულურად, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეს წამალუ თუ ორსულად ხართ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკური კვლევების მიხედვით, მუსკოფლექსი არ ახდენს გავლენას (ფსიქომოტორულ) მუშაობაზე, რომელიც დაკავშირებულია გონებრივი აქტივობის მოტორულ ეფექტებთან.თუმცა ფრთხილად იყავით ავტომობილების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ დოზაში; ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

არ არის რეკომენდებული მუსკოფლექსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებსაც აქვთ კუნთების რელაქსანტური მოქმედება,რადგან მათ შეუძლია გააძლიერონ ერთმანეთის მოქმედება. ამავე მიზეზით სიფრთხილეა საჭირო, რადგან არასასურველი ეფექტების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს სხვა პრეპარატთან გამოყენების შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს გლუვ კუნთზე.

გაითვალისწინეთ, რომ ეს გაფრთხილება შეიძლება ასევე გავრცელდეს პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენებოდა გარკვეული დროის წინ ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალში.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რაიმე ურეცეპტო ან სარეცეპტო მედიკამენტს გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ, დააწკაპუნეთ ხატულაზე „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00. 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • მუსკოფლექსის შენახვა

შეინახეთ მუსკოფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş

Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad.

No:184 34440 Beyoğlu-İSTANBUL

ტელ: +90 (212) 365 15 00

ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი:

İdol İlaç Dolum San. ve Tıc. A.Ş.

Davutpaşa Cad. Cebealibey Sok.

No:20 34010

Topkapı-İSTANBUL

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 30.01.2015

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

სტერილური

bilim

İLAÇ

შემადგენლობა

ყოველი 2მლ ამპულა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს, დამხმარე ნივთიერების სახით ნატრიუმის ქლორიდს და საინექციო წყალს შეიცავს ( დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრქუცია). გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შეინახეთ 250C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში.გახსნილი ან დაზიანებული შეფუთვა არ შეიძინოთ.შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ინექციით.გაიცემა რეცეპტით.

გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვამდე არ გამოიყენოთ მანქანა/მექანიზმები.

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

სტერილური

bilim

İLAÇ

ლიცენზიის ნომერი: 17.03.2004 -204/10

ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş

34440 Beyoğlu-İSTANBUL

წარმოების ადგილი: İdol İlaç Dolum San. ve Tıc. A.Ş.

34010 Topkapı-İSTANBUL

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

bilim

İLAÇ

ვადა:

სერია:

(01)

(21)

(17)

(10)

2D კოდი

მუსკოფლექსი ®

4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

სტერილური

bilim

სერია:

ვადა:

წარმოების ადგილი: İdol

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

bilim გამოყენების ინსტრუქცია

İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა

ინტრამუსკულარული

სტერილური

  • აქტიური ნივთიერება: 4 მგ თიოკოლხიკოზიდი თითოეულ ამპულაში
  • დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს.მითითებული სამკუთხედი სწრაფად განსაზღვრავს უსაფრთხოების ახალ ინფორმაციას მითითებული დოზისთვის.თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით.გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 ნაწილი ბოლო.

სანამ ამ მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.
  • ამ მედიკამენტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.
  • ზუსტად დაიცავით რაც წერია ამ ინსტრუქციაში. არ გამოიყენოთ მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  • რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება?
  • სიფრთხილის ზომები მუსკოფლექსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება მუსკოფლექსი?
  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • მუსკოფლექსის შენახვა

სათაურებში შედის.

  • რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება?

მუსკოფლექსი არის 2 მლ ამპულის სახით და შეიცავს 4მგ აქტიურ ნივთიერება თიოკოლხიკოზიდს.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 6 ან 10 2მლ ამპულას.

მუსკოფლექსს ძირითადად აქვს კუნთების დამამშვიდებელი აქტივობა.მუსკოფლექსი გამოიყენება ზურგის ტვინიდან წარმოქმნილი კუნთების მტკივნეული შეკუმშვის დამხმარე სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან.

  • სიფრთხილის ზომები მუსკოფლექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შემდგე შემთხვევბში

თუ:

  • თუ არსებობს კუნთის ან კუნთების ფუნქციონირების შეუძლებლობა (კანკალი).
  • თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძთი კვებავთ.
  • თუ არის დაორსულების შანსი და არ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს.

მუსკოფლექსი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტვაციებში

თუ:

  • გაქვთ ეპილეფსია ან ეპილეფსიის რისკი.

მუსკოფლექსის გამოყენებისას ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი უჯრედის დაზიანება (ქრომოსომის არანორმალური რიცხვი), როდესაც მუსკოფლექსი გამოიყენება მაღალი დოზებით.ეს დადასტურებულია ცხოველთა და ლაბორატორიულ კვლევებში.ეს დაზიანება,რომელიც შეიძლება მოხდეს ადამიანის უჯრედებში, არის კიბოს რისკის ფაქტორი.შესაძლოა ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს და გამოიწვიოს უნაყოფობა მამაკაცებში.ამიტომ მკაცრად დაიცავით დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც მითითებულია „სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე“ .არ გამოიყენოთ პრეპარატი უფრო მაღალი დოზებით და 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები , გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

მუსკოფლექსით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის პრობლემები.თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) არეში, მადის დაკარგვა, გულისრევა,ღებინება,კანის ან თვალის გაყვითლება (სიყვითლე), ნორმაზე უფრო მუქი შარდი, ქავილი,ასევე ცხელება და დაღლილობა (განსაკუთრებით თუ თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები).ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

თუ დიარეა განვითარდა მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ მუსკოფლექსით მკურნალობა.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

მუსკოფლექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან მუსკოფლექსი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულურად, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეს წამალუ თუ ორსულად ხართ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა

კლინიკური კვლევების მიხედვით, მუსკოფლექსი არ ახდენს გავლენას (ფსიქომოტორულ) მუშაობაზე, რომელიც დაკავშირებულია გონებრივი აქტივობის მოტორულ ეფექტებთან.თუმცა ფრთხილად იყავით ავტომობილების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ დოზაში; ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

არ არის რეკომენდებული მუსკოფლექსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებსაც აქვთ კუნთების რელაქსანტური მოქმედება,რადგან მათ შეუძლია გააძლიერონ ერთმანეთის მოქმედება. ამავე მიზეზით სიფრთხილეა საჭირო, რადგან არასასურველი ეფექტების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს სხვა პრეპარატთან გამოყენების შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს გლუვ კუნთზე.

გაითვალისწინეთ, რომ ეს გაფრთხილება შეიძლება ასევე გავრცელდეს პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენებოდა გარკვეული დროის წინ ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალში.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რაიმე ურეცეპტო ან სარეცეპტო მედიკამენტს გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება მუსკოფლექსი?

სათანადო გამოყენების მეთოდი და დოზა/შეყვანის სიხშირე.

  • რეკომენდირებული და მაქსიმალური დღიური დოზაა 1 ამპულა (4მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში, მიიღება ყოველ 12 საათში (12 საათიანი ინტერვალით).ერთ დღეში 2 ამპულაზე (ჯამში 8მგ თიოკოლხიკოზიდი)მეტი მუსკოფლექსი არ გამოიყენოთ.გამოიყნება კუნთში ინექციის სახით.

ამპულის ფორმით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-5 დღე. არ გამოიყენოთ პრეპარატი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მოერიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას.

ფიზიოთერაპიის სესიებისთვის მომზადებისთვის:

გასათვალისწინებელია კუნთების დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად საჭირო დრო (ინტრამუსკულარული ინექციიდან 30-40 წუთი).

მიღების გზა და მეთოდი:

მუსკოფლექსი გამოიყენება ინტრამუსკულარული ინექციის სახით.

ინექციის პროცედურას ასრულებს ამ სფეროში მომზადებული ჯანდაცვის სპეციალისტი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

არ გამოიყენოთ ეს წამალი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ მუსკოფლექსის ეფექტი არის ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მუსკოფლექსი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი მუსკოფლექსი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ მუსკოფლექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მუსკოფლექსით მკურნალობის შეწყვეტისას

უცნობია

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ისევე როგორც ყველა წამალს, მუსკოფლექსსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მუსკოფლექსის გამოყენება და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ხელების, ფეხების ,ტერფების, სახის, ტუჩების, შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
  • ქავილი, კანზე და ლორწოვან გარსზე შეშუპებები (ანგიონევროზული შეშუპება)
  • სისუსტე (ვაზოვაგალური სინკოპე)
  • კრუნჩხვები
  • კანის გამონაყარი

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუსკოფლექსის მიმართ.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

  • ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) მიდამოში, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალის სიყვითლე, შარდი ჩვეულებრივზე მუქი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშანი)
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა
  • ქავილი
  • გამონაყარი
  • დაბალი არტერიული წნევა, ცნობიერების დროებით დაბინდვა, გაღიზიანება.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია.შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • კუჭის ტკივილი

ეს არის მუსკოფლექსის მსუბუქი ეფექტები.

ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ, დააწკაპუნეთ ხატულაზე „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00. 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • მუსკოფლექსის შენახვა

შეინახეთ მუსკოფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş

Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad.

No:184 34440 Beyoğlu-İSTANBUL

ტელ: +90 (212) 365 15 00

ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი:

İdol İlaç Dolum San. ve Tıc. A.Ş.

Davutpaşa Cad. Cebealibey Sok.

No:20 34010

Topkapı-İSTANBUL

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 30.01.2015

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

სტერილური

bilim

İLAÇ

შემადგენლობა: ყოველი 2მლ ამპულა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს, დამხმარე ნივთიერების სახით ნატრიუმის ქლორიდს და საინექციო წყალს შეიცავს ( დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრქუცია). გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შეინახეთ 250C-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში.გახსნილი ან დაზიანებული შეფუთვა არ შეიძინოთ.შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ინექციით.გაიცემა რეცეპტით.

გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვამდე არ გამოიყენოთ მანქანა/მექანიზმები.

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

სტერილური

bilim

İLAÇ

ლიცენზიის ნომერი: 17.03.2004 -204/10

ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş

34440 Beyoğlu-İSTANBUL

წარმოების ადგილი: İdol İlaç Dolum San. ve Tıc. A.Ş.

34010 Topkapı-İSTANBUL

2მლ x 6 ამპულა

მუსკოფლექსი ® 4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

თიოკოლხიკოზიდი

bilim

İLAÇ

ვადა:

სერია:

(01)

(21)

(17)

(10)

2D კოდი

მუსკოფლექსი ®

4მგ/2მლ

ი.მ ამპულა საინექციო ხსნარით

სტერილური

bilim

სერია:

ვადა:

წარმოების ადგილი: İdol

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა