პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

მუსკოფლექსი

MUSCOFLEX

რეცეპტით8 მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

მუსკოფლექსი არის კაფსულის სახით და შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდ აქტიურ ნივთიერებას. შეფუთვაში მოთავსებულია 10 ან 14 კაფსულა. მყარი ჟელატინის კაფსულა, ნახევრად გამჭვირვალე, ნახევრად მეწამული შეიცავს ყვითელი ფერის გრანულებს. მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიოკოლქიკოზიდი (thiocolchicoside)
ფორმა და შეფუთვა
8 მგ კაფსულა №10
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0376
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამუსკოფლექსი და სხვა წამალი ერთად

მუსკოფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუსკოფლექსი არის კაფსულის სახით და შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდ აქტიურ ნივთიერებას. შეფუთვაში მოთავსებულია 10 ან 14 კაფსულა. მყარი ჟელატინის კაფსულა, ნახევრად გამჭვირვალე, ნახევრად მეწამული შეიცავს ყვითელი ფერის გრანულებს.

მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. მუსკოფლექსი გამოიყენება მკურნალობაში მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის პაციენტებში ზურგის ტვინის მტკივნეული კუნთების შეკუმშვის უეცარი დაწყებისას.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შემდეგი შემთხვევების დროს, თუ: ●თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე თიოკოლხიკოზიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ●ვერ ფუნქციონირებს თქვენი კუნთები (ვერ იკუმშება) ●ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე. ●დაორსულდით და არ იყენეთ რომელიმე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ●ხართ 16 წელზე პატარა ასაკის

გამოიყენეთ მუსკოფლექსი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში თუ:

  • გაქვთ ეპილეფსია ან არსებობს ეპილეფსიის არსებობის რისკი

მუსკოფლექსის მაღალი დოზებით გამოყენებისას ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის დაზიანება (ქრომოსომის არანორმალური რაოდენობა). ეს მდგომარეობა ნაჩვენებია ცხოველთა და ლაბორატორიულ კვლევებში. ადამიანის უჯრედებში გამოწვეული დაზიანება წარმოადგენს კიბოს რისკ-ფაქტორს, ასევე, შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს და მამაკაცებში გამოიწვიოს უნაყოფობა. ამიტომ, ,,სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირისათვის’’ მკაცრად დაიცავით დანიშნული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა. არ გამოიყენოთ მაღალი დოზები და 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მიმართეთ თქვენს ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსით მკურნალობის დროს ღვიძლის დაზიანების ნიშნების (მაგალითად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დაღლილობა, მუქი შარდი, სიყვითლე, ქავილი ) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მუსკოფლექსის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ მკურნალობის დროს განვითარდა დიარეა, აცნობეთ ექიმს რომელსაც შეეძლება დოზის შეცვალა.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსის გამოყენება სასმელთან და საკვებთან ერთად მუსკოფლექსს არ აქვს ურთიერთქმედებას საკვებთან და სასმელთან

მიღების წესი და დოზირება

  • მუსკოფლექსი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გაოყენებისთვის. არ დაღეჭოთ კაფსულები ●კაფსულები მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაალითად ჭიქა წყალი).

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას და მორიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას.

თუ ექიმი სხვაგვარად გირჩევთ, მიჰყევით ამ მითითებებს. არ დაგვაიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, რამდენ ხანს გააგრძელებთ მუსკოფლექსით მკურნალობას. არ შეწყვითოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: გამოყენება ბავშვებში: არ გამოიყენოთ ეს წამალი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში: მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები: თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა: მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტრობა თირკლმის/ღვიძლის უკმარისობის მქონდე პაციენტებში არ არის დადგენილი.

თუ ფიქრობთ, რომ მუსკოფლექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მუსკოფლექსს: გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მუსკოფლექსის საჭიროზე მეტის დოზის მიღების შემხთვევაში.

თუ დაგავიწყდათ მუსკოფლექსის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლების შეიძლება განვითარდეს მუსკოფლექსის მკურნალობის შეწყვეტისას: დაუდგენელია

ორსულობა და ძუძუთი კვება

  • არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ხართ ორსულად, შეიძლება დაორსულდეთ ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ. ●არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ხართ რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

ამ წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ შვილს. შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის ნაყოფიერების პრობლემები სპერმის უჯრედების პოტენციური დაზიანების გამო (ქრომოსომების არანორმალური რაოდენობა). ეს დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. (იხ. თავი 2, მუკსოფლექსის გამოყენება).

თუ მოულოდნელად გაიგებთ, რომ ორსულად ხართ გაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და გაიარეთ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.არ გამოიყენოთ მედიკამენთი თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, რადგან მედიკამენტი გადადის დედის რძეში.

მანქანისა და მექანიმების გამოყენება კლინიკური კვლევების მიხედვით, თიოკოლხიკოზიდი დაკავშირებულია გონებრივ აქტივობასთან დაკავშირებულ მოტორულ ეფექტებთან (არ მოქმედებს ფსიქომოტორულ მუშაობაზე). ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან პრეპარატი იწვევს ძილიანობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მუსკოფლექსის ყოველი 8მგ კაფსულა შეიცავს 215,4მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მედიკამენტის გამოყენებადე მიმართეთ ექიმს.

მუსკოფლექსში შემავალმა კარმიოზინმა (E122) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება მუსკოფლექსის მიღება სხვა მიორელაქსანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. იმავე მიზეზით, არასასურველი ეფექტების გამო, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სხვა, გლუვ კუნთებზე მოქმედ საშუალებებთან ერთად.

ეს გაფრთხილება, ასევე, ეხება პროდუქტებს, რომლებსაც გამოიყენებდით გარკვეული პერიოდის უკან ან მომავალში აპირებთ გამოყენებას.

თუ ამჟამად იყენებთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე სარეცეპტო ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ მუსკოფლექსი? სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე ●რეკომენდებული და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მიიღება ყოველ 12 საათში. (12 საათიანი ინტერვალით) 1 კაფსულა (8მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში. არ მიიღოთ მუსკოფლექსი დღეში 2 კაფსულაზე მეტი (სულ 16მგ თიოკოლხიკოზიდი). ●ჩვეულებრივ, მუსკოფლექსი 8მგ კაფსულებით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს.

გვერდითი მოვლენები

მუსკოფლექსმა, ისევე როგორც ყველა წამალმა, შეიძლევა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში: ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც. ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში. არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ ქ-ზე მეტი 1000 პაციენტში ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტიდან უცნობია: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ მუსკოფლექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ●ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გართულება ●ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი) ●ჭინჭრის ციება ●სისუსტე (ვაზოვაგალური სინკოპე) ●(იხ. 2. რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე) ●ართერიული წნევის ვარდნა (ჰიპოტენზია), დროეითი დაბნეულობა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვრდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთ-ერთი მათგანი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუსკოფლექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ შენიშნეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან წადით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში: ●ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (იხ. 2 სიფრთხილის ზომები მუსკოფლექსის გამოყენებამდე) ●ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) არეში. მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ჩვეულებრივზე მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები) ●თავბრუსხვევა, ძილიანობა ●ქავილი ●გამონაყარი კანზე

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ეს სეროზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს: ფართოდ გავრცელებული: ●დაბუჟება ●დიარეა ●კუჭის ტკივილი (გასტრალგია)

ნაკლებად გავრცელებული ●გულისრევა, ღებინება ●კანის ალერგიული რეაქციები

იშვიათი ●კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება) ●ტკივილი დ წვა ყელის, გულმკერდისა და კუჭის არეში (გულძმარვა).

ეს არის მუსკოფლექსის გვერდითი მოვლენები. ეს გევრდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება: ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაჩენის შემთვევაში, რომელიც აღნიშნულია ან არა გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესაცებ შეგიძლიათ ნახოთ www.titck.gov.tr ლინკზე დაწკაპუნებით, ,,წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება’’ ან გვერდითი მოვლენების დაფიქსირებისთვის დარეკეთ თურქეთის ფარმაკოვიგულაციის ცენტრის, გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზის ნომერზე 0800 314 00 08 (TÜFAM). გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით თქვენ წვლილი შეგაქვთ მისი უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტის გაგებაში.

  • მუსკოფლექსის შენახვა

შეინახეთ მუსკოფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში. უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ის გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184 34440 ბეიოღლუ-სტამბოლი ტელ: +90 (212) 365 15 00 ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. GOSB 1900 ქუჩა No: 1904 41480 Gebze-KOCAELİ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღია 06.03.2021

ბლისტერი _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი _____________________________________________________________________________________ 22313003Aვადა02/2025 _____________________________________________________________________________________

შეფუთვა _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი 10 კაფსულა BİLİM İLAÇ _____________________________________________________________________________________ ლიცენზიის ნომერი: 06.02.2009-218/12 ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. 34440 Beyoğlu-İSTANBUL წარმოების ადგილი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. 04 41480 Gebze-KOCAELİ არ გამოიყენოთ მანქანა ან სხვა მექანიზმები ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე 10 კაფსულა მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი [შტიხკოდი] _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი 10 კაფსულა BİLİM İLAÇ _____________________________________________________________________________________ ფორმულა: თითო კაფსულა შეიცავს 8 მგ თიოკოლხიკოზიდს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, ლაქტოზას მონოჰიდრატს , როგორც დამხმარე ნივთიერებას და კარმიოზინს (E122), როგორც საღებავს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია). გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში. არ იყიდოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა. მიიღება პერორალურად, გადაყლაპვით. იყიდება რეცეპტით. _____________________________________________________________________________________სერიის ნომერი: 22312003A მოქმედების ვადა: 02/2025

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქციის სახელმძღვანელო

მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა მიიღება პერორალურად

  • აქტიური ნივთიერება: თითოეულ კაფსულაში 8მგ თიოკოლხიკოზიდი ●დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (საქონლის რძიდან), სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (საქონლის), ნატრიუმის ლაურის სულფატი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმიი, კარმიოზინი, (E122), გამოხდილი წყალი

∆ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციას. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავი.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.
  • ამ მედიკამენტის გამოყენებისას, საავადმყოფოში, ექიმთან ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი მოხმარების შესახებ
  • ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციაში დაწერილ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ანოტაციაში წერია:

  • რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება 2. რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე 3.როგორ უნდა გამოიყენოთ მუსკოფლექსი 4.რა შესაძლო გვერდითი მოვლენები აქვს 5.მუსკოფლექსის შენახვის წესები

სათაურები შეიცავს:

  • რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება?

მუსკოფლექსი არის კაფსულის სახით და შეიცავს 8მგ თიოკოლხიკოზიდ აქტიურ ნივთიერებას. შეფუთვაში მოთავსებულია 10 ან 14 კაფსულა. მყარი ჟელატინის კაფსულა, ნახევრად გამჭვირვალე, ნახევრად მეწამული შეიცავს ყვითელი ფერის გრანულებს.

მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. მუსკოფლექსი გამოიყენება მკურნალობაში მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის პაციენტებში ზურგის ტვინის მტკივნეული კუნთების შეკუმშვის უეცარი დაწყებისას.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შემდეგი შემთხვევების დროს, თუ: ●თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე თიოკოლხიკოზიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ●ვერ ფუნქციონირებს თქვენი კუნთები (ვერ იკუმშება) ●ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე. ●დაორსულდით და არ იყენეთ რომელიმე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ●ხართ 16 წელზე პატარა ასაკის

გამოიყენეთ მუსკოფლექსი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში თუ:

  • გაქვთ ეპილეფსია ან არსებობს ეპილეფსიის არსებობის რისკი

მუსკოფლექსის მაღალი დოზებით გამოყენებისას ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის დაზიანება (ქრომოსომის არანორმალური რაოდენობა). ეს მდგომარეობა ნაჩვენებია ცხოველთა და ლაბორატორიულ კვლევებში. ადამიანის უჯრედებში გამოწვეული დაზიანება წარმოადგენს კიბოს რისკ-ფაქტორს, ასევე, შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს და მამაკაცებში გამოიწვიოს უნაყოფობა. ამიტომ, ,,სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირისათვის’’ მკაცრად დაიცავით დანიშნული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა. არ გამოიყენოთ მაღალი დოზები და 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მიმართეთ თქვენს ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსით მკურნალობის დროს ღვიძლის დაზიანების ნიშნების (მაგალითად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დაღლილობა, მუქი შარდი, სიყვითლე, ქავილი ) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მუსკოფლექსის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ მკურნალობის დროს განვითარდა დიარეა, აცნობეთ ექიმს რომელსაც შეეძლება დოზის შეცვალა.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსის გამოყენება სასმელთან და საკვებთან ერთად მუსკოფლექსს არ აქვს ურთიერთქმედებას საკვებთან და სასმელთან

ორსულობა მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

  • არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ხართ ორსულად, შეიძლება დაორსულდეთ ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ. ●არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ხართ რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

ამ წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ შვილს. შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის ნაყოფიერების პრობლემები სპერმის უჯრედების პოტენციური დაზიანების გამო (ქრომოსომების არანორმალური რაოდენობა). ეს დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. (იხ. თავი 2, მუკსოფლექსის გამოყენება).

თუ მოულოდნელად გაიგებთ, რომ ორსულად ხართ გაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და გაიარეთ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.არ გამოიყენოთ მედიკამენთი თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, რადგან მედიკამენტი გადადის დედის რძეში.

მანქანისა და მექანიმების გამოყენება კლინიკური კვლევების მიხედვით, თიოკოლხიკოზიდი დაკავშირებულია გონებრივ აქტივობასთან დაკავშირებულ მოტორულ ეფექტებთან (არ მოქმედებს ფსიქომოტორულ მუშაობაზე). ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან პრეპარატი იწვევს ძილიანობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მუსკოფლექსის ყოველი 8მგ კაფსულა შეიცავს 215,4მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მედიკამენტის გამოყენებადე მიმართეთ ექიმს.

მუსკოფლექსში შემავალმა კარმიოზინმა (E122) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება მუსკოფლექსის მიღება სხვა მიორელაქსანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. იმავე მიზეზით, არასასურველი ეფექტების გამო, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სხვა, გლუვ კუნთებზე მოქმედ საშუალებებთან ერთად.

ეს გაფრთხილება, ასევე, ეხება პროდუქტებს, რომლებსაც გამოიყენებდით გარკვეული პერიოდის უკან ან მომავალში აპირებთ გამოყენებას.

თუ ამჟამად იყენებთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე სარეცეპტო ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ მუსკოფლექსი? სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე ●რეკომენდებული და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მიიღება ყოველ 12 საათში. (12 საათიანი ინტერვალით) 1 კაფსულა (8მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში. არ მიიღოთ მუსკოფლექსი დღეში 2 კაფსულაზე მეტი (სულ 16მგ თიოკოლხიკოზიდი). ●ჩვეულებრივ, მუსკოფლექსი 8მგ კაფსულებით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს.

მიღების გზა და მეთოდი: ●მუსკოფლექსი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გაოყენებისთვის. არ დაღეჭოთ კაფსულები ●კაფსულები მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაალითად ჭიქა წყალი).

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას და მორიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას.

თუ ექიმი სხვაგვარად გირჩევთ, მიჰყევით ამ მითითებებს. არ დაგვაიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, რამდენ ხანს გააგრძელებთ მუსკოფლექსით მკურნალობას. არ შეწყვითოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: გამოყენება ბავშვებში: არ გამოიყენოთ ეს წამალი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში: მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები: თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა: მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტრობა თირკლმის/ღვიძლის უკმარისობის მქონდე პაციენტებში არ არის დადგენილი.

თუ ფიქრობთ, რომ მუსკოფლექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მუსკოფლექსს: გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მუსკოფლექსის საჭიროზე მეტის დოზის მიღების შემხთვევაში.

თუ დაგავიწყდათ მუსკოფლექსის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლების შეიძლება განვითარდეს მუსკოფლექსის მკურნალობის შეწყვეტისას: დაუდგენელია

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

მუსკოფლექსმა, ისევე როგორც ყველა წამალმა, შეიძლევა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში: ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც. ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში. არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ ქ-ზე მეტი 1000 პაციენტში ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტიდან უცნობია: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ მუსკოფლექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ●ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გართულება ●ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი) ●ჭინჭრის ციება ●სისუსტე (ვაზოვაგალური სინკოპე) ●(იხ. 2. რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე) ●ართერიული წნევის ვარდნა (ჰიპოტენზია), დროეითი დაბნეულობა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვრდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთ-ერთი მათგანი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუსკოფლექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპოტალიზაცია. ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ შენიშნეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან წადით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში: ●ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) (იხ. 2 სიფრთხილის ზომები მუსკოფლექსის გამოყენებამდე) ●ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) არეში. მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ჩვეულებრივზე მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები) ●თავბრუსხვევა, ძილიანობა ●ქავილი ●გამონაყარი კანზე

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ეს სეროზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს: ფართოდ გავრცელებული: ●დაბუჟება ●დიარეა ●კუჭის ტკივილი (გასტრალგია)

ნაკლებად გავრცელებული ●გულისრევა, ღებინება ●კანის ალერგიული რეაქციები

იშვიათი ●კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება) ●ტკივილი დ წვა ყელის, გულმკერდისა და კუჭის არეში (გულძმარვა).

ეს არის მუსკოფლექსის გვერდითი მოვლენები. ეს გევრდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება: ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაჩენის შემთვევაში, რომელიც აღნიშნულია ან არა გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესაცებ შეგიძლიათ ნახოთ www.titck.gov.tr ლინკზე დაწკაპუნებით, ,,წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება’’ ან გვერდითი მოვლენების დაფიქსირებისთვის დარეკეთ თურქეთის ფარმაკოვიგულაციის ცენტრის, გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზის ნომერზე 0800 314 00 08 (TÜFAM). გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით თქვენ წვლილი შეგაქვთ მისი უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტის გაგებაში.

  • მუსკოფლექსის შენახვა

შეინახეთ მუსკოფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში. უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ის გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184 34440 ბეიოღლუ-სტამბოლი ტელ: +90 (212) 365 15 00 ფაქსი: +90 (212) 276 29 19

წარმოების ადგილი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. GOSB 1900 ქუჩა No: 1904 41480 Gebze-KOCAELİ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღია 06.03.2021

ბლისტერი _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი _____________________________________________________________________________________ 22313003Aვადა02/2025 _____________________________________________________________________________________

შეფუთვა _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი 10 კაფსულა BİLİM İLAÇ _____________________________________________________________________________________ ლიცენზიის ნომერი: 06.02.2009-218/12 ლიცენზიის მფლობელი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. 34440 Beyoğlu-İSTANBUL წარმოების ადგილი: BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. 04 41480 Gebze-KOCAELİ არ გამოიყენოთ მანქანა ან სხვა მექანიზმები ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე 10 კაფსულა მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი [შტიხკოდი] _____________________________________________________________________________________ მუსკოფლექსი 8მგ კაფსულა თიოკოლხიკოზიდი 10 კაფსულა BİLİM İLAÇ _____________________________________________________________________________________ ფორმულა: თითო კაფსულა შეიცავს 8 მგ თიოკოლხიკოზიდს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, ლაქტოზას მონოჰიდრატს , როგორც დამხმარე ნივთიერებას და კარმიოზინს (E122), როგორც საღებავს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია). გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში. არ იყიდოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა. მიიღება პერორალურად, გადაყლაპვით. იყიდება რეცეპტით. _____________________________________________________________________________________სერიის ნომერი: 22312003A მოქმედების ვადა: 02/2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა