ხერხემლის მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის დამატებითი მკურნალობა მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიოკოლქიკოზიდი (thiocolchicoside)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M03BX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043836
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მუსკომედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ხერხემლის მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის დამატებითი მკურნალობა მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მუსკომედი მიიღება შიგნით, წყლის მიყოლებით.
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 მგ-ს, გაყოფილი 2 მიღებად:
მუსკომედი 4 მგ
მიიღება 2 კაფსულა ყოველ 12 საათში (2-ჯერ დღე-ღამეში).
მუსკომედი 8 მგ
მიიღება 1 კაფსულა ყოველ 12 საათში (2-ჯერ დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა
უწყვეტი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების გადაჭარბება და პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა არქონის გამო.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
პერიფერიული დამბლა, კუნთების ჰიპოტონია;
სიფრთხილის ზომები
მიღების შემდეგ დიარეის განვითარებისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პოსტმარკეტინგულ კვლევებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანების შესახებ. მძიმე შემთხვევები (მაგალითად, ელვისებური ჰეპატიტი) დარეგისტრირდა პაციენტებში, რომლებიც თიოკოლხიკოზიდთან ერთად იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ან პარაცეტამოლს. ღვიძლის დაზიანების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა მკურნალობა უნდა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს.
თიოკოლხიკოზიდს შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვები ეპილეფსიის ან ეპილეფსიური შეტევების რისკის მქონე პაციენტებში.
არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის (16 მგ) გადაჭარბება, და იგი გაყოფილი უნდა იყოს 2 მიღებად 12-საათიანი ინტერვალით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა, გამოტოვებული დოზის მიუღებლად.
წინაკლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ თიოკოლხიკოზიდის ერთ-ერთი მეტაბოლიტი (SL59.0955) შეიძლება დაკავშირებული იყოს ანეუპლოიდიასთან (გაყოფად უჯრედებში ქრომოსომების რიცხვის შეცვლა) ზემოქმედების ისეთი დონის პირობებში, რომელიც ბევრად არ აღემატება 8 მგ-ის 2-ჯერ დღე-ღამეში მიღების შედეგად ორგანიზმში მიღწეულ დონეს.
ანეუპლოიდია ტერატოგენობის, ემბრიოტოქსიკურობის/ფოტოტოქსიკურობის, თვითნებური აბორტის, ასევე მამაკაცის ფერტილობის დარღვევის რისკის დადგენილი ფაქტორია. თეორიულად ასევე იზრდება კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, სიფრთხილის ზომის სახით, არ უნდა მოხდეს დოზების გადაჭარბება და/ან ხანგრძლივი მკურნალობა.
პაციენტები (ორივე სქესის) ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორსულობის შემთხვევაში პოტენციური რისკის და კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, ლაპას ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონაცემები წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
კონტრაცეფცია ქალებსა და მამაკაცებში
მუსკომედი უკუნაჩვენებია რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მამაკაცებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს. თიოკოლხიკოზიდისა და მისი მეტაბოლიტების ანეუგენური პოტენციალის გამო, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა თიოკოლხიკოზიდით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია. მამაკაცებმა თიოკოლხიკოზიდით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და არ უნდა შეეძინოთ შვილები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია ტერატოგენული ეფექტები. მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით.
ლაქტაცია
ვინაიდან თიოკოლხიკოზიდი აღწევს დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
ფერტილობა
თიოკოლხიკოზიდი და მისი მეტაბოლიტები სხვადასხვა დონის კონცენტრაციებისას ანეუგენურ აქტივობას ავლენენ, რაც ადამიანის ფერტილობის შემცირების რისკის ფაქტორს წარმოადგენს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ძილიანობის შესაძლო განვითარების გამო.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მაგალითად: არახშირად - ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ჰიპოტენზია, სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - კანის ალერგიული რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა; იშვიათად - აჟიტირება და გონების დაბინდვა; სიხშირე უცნობია - შეუძლოდ ყოფნა, დაკავშირებული ან დაუკავშირებელი ვაზოვაგალურ სინკოპესთან, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება კუნთში შეყვანიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, კრუნჩხვები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გასტრალგია; არახშირად - ღებინება, გულისრევა; იშვიათად - გულძმარვა.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიოკოლხიკოზიდს, ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.
მკურნალობა: სიმპტომური და ფრთხილი სამედიცინო კონტროლი.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა:
მუსკომედი 4 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა №3, გაუმჭვირვალე სახურავი და კორპუსი თეთრი ფერის, რომლებიც შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.
მუსკომედი 8 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა №2, გაუმჭვირვალე სახურავი და კორპუსი თეთრი ფერის, რომლებიც შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.
შენახვის პირობები
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას
არ არის მოთხოვნები.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მეირ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები.
ათქ კოდი M03BX05
თიოკოლხიკოზიდი - კოლხიკოზიდის ნახევრადსინთეზური სულფიდური წარმოებული მიორელაქსაციური აქტივობით.
In vitro პირობებში თიოკოლხიკოზიდი უკავშირდება მხოლოდ γ-ამინოერბომჟავის (გაემ) რეცეპტორებს და სტრიქნინის მიმართ მგრძნობიარე გლიცინის რეცეპტორებს. თიოკოლხიკოზიდს, როგორც გაემ-რეცეპტორების ანტაგონისტს, ეფექტური მიორელაქსაციური მოქმედების მოხდენა შეუძლია მარეგულირებელი კომპლექსური მექანიზმების მეშვეობით სუპრასპინალურ დონეზე, თუმცა მისი მოქმედების გლიცინერგული მექანიზმების გამორიცხვა არ შეიძლება. თიოკოლხიკოზიდის გაემ-რეცეპტორებთან ურთიერთქმედების მახასიათებლები ისეთივეა, როგორიც გლუკურონიდული წარმოებულისა, რომელიც ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს სისხლის ნაკადში ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულებით.
თიოკოლხიკოზიდისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის მიორელაქსაციური თვისებების დემონსტრირება მოხდა ვირთხებსა და ბოცვრებზე in vivo ჩატარებულ რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელში. თიოკოლხიკოზიდის მიორელაქსაციური ეფექტის არქონა ვირთხებში სპინალიზაციის შემდეგ ცხადჰყოფს, რომ ამ ნაერთს დომინანტური სუპრასპინალური მოქმედება გააჩნია.
ელექტროენცეფალოგრაფიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თიოკოლხიკოზიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი SL18.0740 სედაციურ ეფექტს არ ახდენენ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ვლინდება თიოკოლხიკოზიდის ორი მეტაბოლიტი: ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი SL18.0740 და არააქტიური მეტაბოლიტი SL59.0955. ორივე მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში. თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის 8 მგ პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციისა (Cmax) და „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ფართობის მნიშვნელობები SL18.0740-სთვის შეადგენს დაახლოებით 60 ნგ/მლ და 130 ნგ∙სთ/მლ შესაბამისად. SL59.0955-თვის ეს მნიშვნელობები ბევრად დაბალია: Cmax შეადგენს დაახლოებით 13 ნგ/მლ, AUC მერყეობს დიაპაზონში 15,5 ნგ∙სთ/მლ-დან (3 საათამდე) 39,7 ნგ∙სთ/მლ-მდე (24 საათამდე).
განაწილება
თიოკოლხიკოზიდის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 42,7 ლ-ს 8 მგ სამკურნალო საშუალების კუნთში შეყვანის შემდეგ. მონაცემები ცალკეულ მეტაბოლიტებზე არ არის.
მეტაბოლიზმი
შიგნით მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინად (SL59.0955). ეს ეტაპი ხორციელდება ძირითადად ნაწლავური მეტაბოლიზმის მეშვეობით, რითაც აიხსნება პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში უცვლელი თიოკოლხიკოზიდის არარსებობა.
შემდეგ SL59.0955 გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატად SL18.0740, რომელსაც თიოკოლხიკოზიდის ექვივალენტური ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია, და ხელს უწყობს პერორალურად მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდის ფარმაკოლოგიურ აქტივობას. SL59.0955 ასევე დემეთილირდება დიდემეთილთიოკოლხიკოზიდის წარმოქმნით.
გამოყოფა
რადიაციულად მონიშნული თიოკოლხიკოზიდის შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 79% ჩნდება განავალში და 20% შარდში მეტაბოლიტების SL18.0740, SL59.0955 და დიდემეთილთიოკოლხიკოზიდის სახით (მხოლოდ განავალში). უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდსა და განავალში არ ვლინდება. SL18.0740-ის ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი დრო შეადგენს 3,2-7 საათს თიოკოლხიკოზიდის შიგნით მიღების შემდეგ, SL59.0955-ის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0,8 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
მუსკომედი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
მუსკომედი, Muscomed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
თიოკოლხიკოზიდი, Thiocolchicoside
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა:
მუსკომედი 4 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა №3, გაუმჭვირვალე სახურავი და კორპუსი თეთრი ფერის, რომლებიც შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.
მუსკომედი 8 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა №2, გაუმჭვირვალე სახურავი და კორპუსი თეთრი ფერის, რომლებიც შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.
გამოყენების ჩვენებები
ხერხემლის მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის დამატებითი მკურნალობა მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან.
გამოყენების წესი და დოზები
გამოყენების წესი
პრეპარატი მუსკომედი მიიღება შიგნით, წყლის მიყოლებით.
დოზირების რეჟიმი
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 მგ-ს, გაყოფილი 2 მიღებად:
მუსკომედი 4 მგ
მიიღება 2 კაფსულა ყოველ 12 საათში (2-ჯერ დღე-ღამეში).
მუსკომედი 8 მგ
მიიღება 1 კაფსულა ყოველ 12 საათში (2-ჯერ დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა
უწყვეტი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების გადაჭარბება და პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა არქონის გამო.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
პერიფერიული დამბლა, კუნთების ჰიპოტონია;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვე;
მამაკაცები, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან სამი თვე.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიღების შემდეგ დიარეის განვითარებისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პოსტმარკეტინგულ კვლევებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანების შესახებ. მძიმე შემთხვევები (მაგალითად, ელვისებური ჰეპატიტი) დარეგისტრირდა პაციენტებში, რომლებიც თიოკოლხიკოზიდთან ერთად იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ან პარაცეტამოლს. ღვიძლის დაზიანების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა მკურნალობა უნდა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს.
თიოკოლხიკოზიდს შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვები ეპილეფსიის ან ეპილეფსიური შეტევების რისკის მქონე პაციენტებში.
არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის (16 მგ) გადაჭარბება, და იგი გაყოფილი უნდა იყოს 2 მიღებად 12-საათიანი ინტერვალით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა, გამოტოვებული დოზის მიუღებლად.
წინაკლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ თიოკოლხიკოზიდის ერთ-ერთი მეტაბოლიტი (SL59.0955) შეიძლება დაკავშირებული იყოს ანეუპლოიდიასთან (გაყოფად უჯრედებში ქრომოსომების რიცხვის შეცვლა) ზემოქმედების ისეთი დონის პირობებში, რომელიც ბევრად არ აღემატება 8 მგ-ის 2-ჯერ დღე-ღამეში მიღების შედეგად ორგანიზმში მიღწეულ დონეს.
ანეუპლოიდია ტერატოგენობის, ემბრიოტოქსიკურობის/ფოტოტოქსიკურობის, თვითნებური აბორტის, ასევე მამაკაცის ფერტილობის დარღვევის რისკის დადგენილი ფაქტორია. თეორიულად ასევე იზრდება კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, სიფრთხილის ზომის სახით, არ უნდა მოხდეს დოზების გადაჭარბება და/ან ხანგრძლივი მკურნალობა.
პაციენტები (ორივე სქესის) ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორსულობის შემთხვევაში პოტენციური რისკის და კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, ლაპას ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მონაცემები წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
კონტრაცეფცია ქალებსა და მამაკაცებში
მუსკომედი უკუნაჩვენებია რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მამაკაცებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს. თიოკოლხიკოზიდისა და მისი მეტაბოლიტების ანეუგენური პოტენციალის გამო, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა თიოკოლხიკოზიდით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია. მამაკაცებმა თიოკოლხიკოზიდით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია და არ უნდა შეეძინოთ შვილები.
ორსულობა
ორსულ ქალებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია ტერატოგენული ეფექტები. მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით.
ლაქტაცია
ვინაიდან თიოკოლხიკოზიდი აღწევს დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
ფერტილობა
თიოკოლხიკოზიდი და მისი მეტაბოლიტები სხვადასხვა დონის კონცენტრაციებისას ანეუგენურ აქტივობას ავლენენ, რაც ადამიანის ფერტილობის შემცირების რისკის ფაქტორს წარმოადგენს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ძილიანობის შესაძლო განვითარების გამო.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მაგალითად: არახშირად - ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ჰიპოტენზია, სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - კანის ალერგიული რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა; იშვიათად - აჟიტირება და გონების დაბინდვა; სიხშირე უცნობია - შეუძლოდ ყოფნა, დაკავშირებული ან დაუკავშირებელი ვაზოვაგალურ სინკოპესთან, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება კუნთში შეყვანიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, კრუნჩხვები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გასტრალგია; არახშირად - ღებინება, გულისრევა; იშვიათად - გულძმარვა.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიოკოლხიკოზიდს, ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.
მკურნალობა: სიმპტომური და ფრთხილი სამედიცინო კონტროლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები.
ათქ კოდი M03BX05
თიოკოლხიკოზიდი - კოლხიკოზიდის ნახევრადსინთეზური სულფიდური წარმოებული მიორელაქსაციური აქტივობით.
In vitro პირობებში თიოკოლხიკოზიდი უკავშირდება მხოლოდ γ-ამინოერბომჟავის (გაემ) რეცეპტორებს და სტრიქნინის მიმართ მგრძნობიარე გლიცინის რეცეპტორებს. თიოკოლხიკოზიდს, როგორც გაემ-რეცეპტორების ანტაგონისტს, ეფექტური მიორელაქსაციური მოქმედების მოხდენა შეუძლია მარეგულირებელი კომპლექსური მექანიზმების მეშვეობით სუპრასპინალურ დონეზე, თუმცა მისი მოქმედების გლიცინერგული მექანიზმების გამორიცხვა არ შეიძლება. თიოკოლხიკოზიდის გაემ-რეცეპტორებთან ურთიერთქმედების მახასიათებლები ისეთივეა, როგორიც გლუკურონიდული წარმოებულისა, რომელიც ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს სისხლის ნაკადში ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულებით.
თიოკოლხიკოზიდისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის მიორელაქსაციური თვისებების დემონსტრირება მოხდა ვირთხებსა და ბოცვრებზე in vivo ჩატარებულ რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელში. თიოკოლხიკოზიდის მიორელაქსაციური ეფექტის არქონა ვირთხებში სპინალიზაციის შემდეგ ცხადჰყოფს, რომ ამ ნაერთს დომინანტური სუპრასპინალური მოქმედება გააჩნია.
ელექტროენცეფალოგრაფიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თიოკოლხიკოზიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი SL18.0740 სედაციურ ეფექტს არ ახდენენ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ვლინდება თიოკოლხიკოზიდის ორი მეტაბოლიტი: ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი SL18.0740 და არააქტიური მეტაბოლიტი SL59.0955. ორივე მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში. თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის 8 მგ პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციისა (Cmax) და „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ფართობის მნიშვნელობები SL18.0740-სთვის შეადგენს დაახლოებით 60 ნგ/მლ და 130 ნგ∙სთ/მლ შესაბამისად. SL59.0955-თვის ეს მნიშვნელობები ბევრად დაბალია: Cmax შეადგენს დაახლოებით 13 ნგ/მლ, AUC მერყეობს დიაპაზონში 15,5 ნგ∙სთ/მლ-დან (3 საათამდე) 39,7 ნგ∙სთ/მლ-მდე (24 საათამდე).
განაწილება
თიოკოლხიკოზიდის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 42,7 ლ-ს 8 მგ სამკურნალო საშუალების კუნთში შეყვანის შემდეგ. მონაცემები ცალკეულ მეტაბოლიტებზე არ არის.
მეტაბოლიზმი
შიგნით მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინად (SL59.0955). ეს ეტაპი ხორციელდება ძირითადად ნაწლავური მეტაბოლიზმის მეშვეობით, რითაც აიხსნება პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში უცვლელი თიოკოლხიკოზიდის არარსებობა.
შემდეგ SL59.0955 გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატად SL18.0740, რომელსაც თიოკოლხიკოზიდის ექვივალენტური ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია, და ხელს უწყობს პერორალურად მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდის ფარმაკოლოგიურ აქტივობას. SL59.0955 ასევე დემეთილირდება დიდემეთილთიოკოლხიკოზიდის წარმოქმნით.
გამოყოფა
რადიაციულად მონიშნული თიოკოლხიკოზიდის შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 79% ჩნდება განავალში და 20% შარდში მეტაბოლიტების SL18.0740, SL59.0955 და დიდემეთილთიოკოლხიკოზიდის სახით (მხოლოდ განავალში). უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდსა და განავალში არ ვლინდება. SL18.0740-ის ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი დრო შეადგენს 3,2-7 საათს თიოკოლხიკოზიდის შიგნით მიღების შემდეგ, SL59.0955-ის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0,8 საათს.
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას
არ არის მოთხოვნები.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მეირ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


