ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მუპობელი 2% მალამო

Mupobel 2% ointment

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მუპობელი არის ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალება, აქტიურია კანის უმრავლეს ინფექციაზე პასუხისმგებელი ორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა Staphylococcus aureus, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით, სხვა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
mupirocin
ფორმა და შეფუთვა
2% (20მგ/გ) 15გ ადგილობრივი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ATC კოდი
D06AX09
რეგისტრაციის ნომერი
რ-046381
რეგისტრირებულია
29 სექტემბერი 2026, მოქმედებს 29 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამუპობელი 2% მალამო და სხვა წამალი ერთად

მუპობელი 2% მალამო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუპობელი არის ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალება, აქტიურია კანის უმრავლეს ინფექციაზე პასუხისმგებელი ორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა Staphylococcus aureus, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით, სხვა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები. ის ასევე აქტიურია ისეთი გრამუარყოფითი ორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა Escherichia coli და Haemophilus influenzae. მუპობელი მალამო გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა იმპეტიგო, ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები/ღვიძლის დაზიანების მქონე პირები) და ბავშვები:

ორი-სამჯერ დღეში 10 დღემდე, შედეგის მიხედვით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირები

(იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები)

მიღების მეთოდი:

მუპობელი მალამოს თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ უბანზე. სამკურნალო უბნის დაფარვა შეიძლება სახვევით.

მკურნალობის დასასრულს დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი უნდა განადგურდეს.

არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან შერევა, ვიანიდან არსებობს განზავების რისკი, რაც იწვევს ანტიბაქტერიული მოქმედების შემცირებას და მალამოში მუპიროცინის სტაბილურობის დაკარგვის რისკს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მუპიროცინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მუპობელის მალამოს მოცემული შემადგენლობა არ არის შესაფერისი ოფთალმოლოგიური ან ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

სიფრთხილის ზომები

მუპობელის მალამოს გამოყენებისას მგრძნობელობის შესაძლო რეაქციის ან მძიმე ადგილობრივი გაღიზიანების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს, პრეპარატის წასმის ადგილი მობანილ იქნას და დაიწყოს შესაფერისი თერაპია.

სხვა ანტიბაქტერიული პროდუქტების მსგავსად, ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ ზრდას.

თირკმელების უკმარისობა

ხანდაზმული პაციენტები: არავითარი შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმ მდგომარეობამ, რომლის გამოც ინიშნება მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს პოლიეთილენგლიკოლის შეწოვა ან, როდესაც გამოხატულია საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.

მუპობელის მალამო არ არის შესაფერისი შემდეგი გამოყენებისთვის:

ოფთალმოლოგიაში.

ინტრანაზალურად (ახალშობილებში ან ჩვილებში)

კანულაციასთან ერთად

ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის ადგილზე.

ინტრანაზალური გამოყენებისათვის არსებობს მუპობელის ნაზალური მალამო.

მოერიდეთ მალამოს თვალში მოხვედრას. თვალში მოხვედრისას, კარგად მოიბანეთ თვალი წყლით, ვიდრე მალამოს ნარჩენებისაგან სრულად არ გაიწმინდება.

პოლიეთილენგლიკოლი შეიძლება აბსორბირდეს ღია ჭრილობიდან და დაზიანებული კანიდან. ის გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. როგორც ზოგადად სხვა პოლიეთილენგლიკოლის შემცველი მალამოების შემთხვევაში, მუპობელის მალამო არ გამოყენება ისეთი მდგომარეობისას, როდესაც პოლიეთილენგლიკოლის დიდი რაოდენობით შეწოვა შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით, თუ არსებობს თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა.

ფერტილობა და ლაქტაცია:

ფერტილობა:

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე მუპიროცინის გავლენის შესახებ. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებისას ფერტილობის დარღვევა არ გამოვლენილა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში მუპიროცინზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას არ გამოვლენილა ნაყოფის დაზიანების ნიშნები. ვინაიდან არ არსებობს ორსულობის დროს გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მუპიროცინის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობის შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება:

არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში მუპიროცინის გადასვლის შესახებ. თუ აუცილებელია ძუძუს თავების ნახეთქების მკურნალობა, ძუძუთი კვებამდე საჭიროა მათი მობანვა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არასასურველი ზემოქმედება არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კალსების და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები კლასიფიცირებულია შემდეგი წესით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ერთეული შეტყობინებების ჩათვლით.

12 კლინიკურ კვლევაში 1573 ნამკურნალები პაციენტის კლინიკური კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების გაერთიანებული მონაცემებით დადგენილი იქნა ხშირი და არახშირი გვერდითი რეაქციები. ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები, უპირატესად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე და ამდენად, უფრო მეტად ასახავს ინფორმირების სიხშირეს, ვიდრე რეალურ სიხშირეს.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: მუპობელი მალამოსთან დაკავშირებით დაფიქსირდა სისტემური ალერგიული რეაქციები.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირი: წვის შეგრძნება წასმის ადგილზე.

არახშირი: ქავილი, ერითემა, ჩხვლეტის და სიმშრალის შეგრძნება წასმის ადგილზე.

არახშირი: კანისმიერი მგრძნობელობის რეაქციები მუპიროცინზე ან მალამოს სხვა კომპონენტებზე.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერი არასასურველ მოვლენას

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

ჭარბი დოზა

მუპიროცინის ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. მალამოს შემთხვევით გადაყლაპვისას, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მალამოს დიდი რაოდენობის შეცდომით პერორალურად მიღებისას, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმით მონიტორინგი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პოლიეთილენგლიკოლის შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.

გამოშვების ფორმა:

მუპობელი 2% მალამო შეფუთულია ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით დამცავი მემბრანით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

სხვა სამკურნალწამლო დოზირებული ფორმები:

მუპობელი 2% კრემი შეფუთულია ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით დამცავი მემბრანით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

შემადგენლობა

მუპობელი 2% მალამოს თითოეული 1 გ შეიცავს 20 მგ მუპიროცინს მოქმედი ნივთიერების სახით.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. არ გაყინოთ.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 24 თვე

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დერმატოლოგიური საშუალებები. ათქ კოდი: D06AX09, ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მოქმედების მექანიზმი

მუპიროცინი არის ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წარმოებულია Pseudomonas fluorescens-ის ფერმენტაციის გზით. მუპიროცინი აინჰიბირებს იზოლეიცილ-ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას და ამგვარად, ახდენს ბაქტერიის ცილის სინთეზის ბლოკირებას.

მუპიროცინს მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციით აქვს ბაქტერიოსტატიკური თვისებები და უფრო მაღალი კონცენტრაციით - ბაქტერიციდული თვისებები, რომელიც მიიღწევა მისი ადგილობრივად გამოყენების დროს.

რეზისტენტობის მექანიზმი

სტაფილოკოკებში დაბალი რეზისტენტობა განპირობებულია სტაფილოკოკის ქრომოსომულ გენში (ileS) წერტილოვანი მუტაციებით, რომელთა სამიზნეც არის იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას ფერმენტი. სტაფილოკოკებში მაღალი რეზისტენტობა განპირობებულია გამორჩეული, პლაზმიდით დაშიფრული იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას ფერმენტით.

დამახასიათებელი რეზისტენტობა გრამ-უარყოფით ორგანიზმებში, როგორიცაა Enterobacteriaceae, შეიძლება, განპირობებული იყოს გრამ-უარყოფითი ბაქტერიული უჯრედის კედლის გარეთა გარსის ცუდი შეღწევადობით.

მოქმედების მექანიზმის განსაკუთრებულობისა და უნიკალური ქიმიური სტრუქტურის გამო, მუპიროცინი სხვა კლინიკურ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში არ ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისათვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალის და დროის მიხედვით და, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია, რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი სახეობის ინფექციისას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას მიღებული.

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

Staphylococcus aureus*

Streptococcus pyogenes*

Streptococcus spp. (ბეტა-ჰემოლიზური, გარდა S. pyogenes)

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს

Staphylococcus spp., კოაგულაზა-ნეგატიური

ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები

Corynebacterium spp.

Micrococcus spp.

  • კლინიკური კვლევების დროს დამაკმაყოფილებელი აქტიურობა

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მუპობელის მალამოს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მუპიროცინი მხოლოდ ძალიან მინიმალურად აბსორბირდება სისტემურად და შეწოვილი ნაწილი სწრაფად მეტაბოლიზდება ანტიმიკრობულად არააქტიურ მეტაბოლიტად - მონის მჟავად. მუპიროცინის შეღწევა კანის უფრო ღრმა ეპიდერმულ და დერმულ ფენებში ძლიერდება ტრავმული კანის შემთხვევაში და ოკლუზიური სახვევის ქვეშ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მუპობელი 2% მალამო

შემადგენლობა:

მუპობელი 2% მალამოს თითოეული 1 გ შეიცავს 20 მგ მუპიროცინს მოქმედი ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალებები. ათქ კოდი: D06AX09, ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მოქმედების მექანიზმი

მუპიროცინი არის ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წარმოებულია Pseudomonas fluorescens-ის ფერმენტაციის გზით. მუპიროცინი აინჰიბირებს იზოლეიცილ-ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას და ამგვარად, ახდენს ბაქტერიის ცილის სინთეზის ბლოკირებას.

მუპიროცინს მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციით აქვს ბაქტერიოსტატიკური თვისებები და უფრო მაღალი კონცენტრაციით - ბაქტერიციდული თვისებები, რომელიც მიიღწევა მისი ადგილობრივად გამოყენების დროს.

რეზისტენტობის მექანიზმი

სტაფილოკოკებში დაბალი რეზისტენტობა განპირობებულია სტაფილოკოკის ქრომოსომულ გენში (ileS) წერტილოვანი მუტაციებით, რომელთა სამიზნეც არის იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას ფერმენტი. სტაფილოკოკებში მაღალი რეზისტენტობა განპირობებულია გამორჩეული, პლაზმიდით დაშიფრული იზოლეიცილის ტრანსფერ-რნმ სინთეტაზას ფერმენტით.

დამახასიათებელი რეზისტენტობა გრამ-უარყოფით ორგანიზმებში, როგორიცაა Enterobacteriaceae, შეიძლება, განპირობებული იყოს გრამ-უარყოფითი ბაქტერიული უჯრედის კედლის გარეთა გარსის ცუდი შეღწევადობით.

მოქმედების მექანიზმის განსაკუთრებულობისა და უნიკალური ქიმიური სტრუქტურის გამო, მუპიროცინი სხვა კლინიკურ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში არ ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისათვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალის და დროის მიხედვით და, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია, რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი სახეობის ინფექციისას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას მიღებული.

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

Staphylococcus aureus*

Streptococcus pyogenes*

Streptococcus spp. (ბეტა-ჰემოლიზური, გარდა S. pyogenes)

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს

Staphylococcus spp., კოაგულაზა-ნეგატიური

ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები

Corynebacterium spp.

Micrococcus spp.

  • კლინიკური კვლევების დროს დამაკმაყოფილებელი აქტიურობა

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მუპობელის მალამოს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მუპიროცინი მხოლოდ ძალიან მინიმალურად აბსორბირდება სისტემურად და შეწოვილი ნაწილი სწრაფად მეტაბოლიზდება ანტიმიკრობულად არააქტიურ მეტაბოლიტად - მონის მჟავად. მუპიროცინის შეღწევა კანის უფრო ღრმა ეპიდერმულ და დერმულ ფენებში ძლიერდება ტრავმული კანის შემთხვევაში და ოკლუზიური სახვევის ქვეშ.

ჩვენება:

მუპობელი არის ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალება, აქტიურია კანის უმრავლეს ინფექციაზე პასუხისმგებელი ორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა Staphylococcus aureus, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით, სხვა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები. ის ასევე აქტიურია ისეთი გრამუარყოფითი ორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა Escherichia coli და Haemophilus influenzae. მუპობელი მალამო გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა იმპეტიგო, ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა მუპიროცინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მუპობელის მალამოს მოცემული შემადგენლობა არ არის შესაფერისი ოფთალმოლოგიური ან ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:

მუპობელის მალამოს გამოყენებისას მგრძნობელობის შესაძლო რეაქციის ან მძიმე ადგილობრივი გაღიზიანების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს, პრეპარატის წასმის ადგილი მობანილ იქნას და დაიწყოს შესაფერისი თერაპია.

სხვა ანტიბაქტერიული პროდუქტების მსგავსად, ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ ზრდას.

თირკმელების უკმარისობა

ხანდაზმული პაციენტები: არავითარი შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმ მდგომარეობამ, რომლის გამოც ინიშნება მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს პოლიეთილენგლიკოლის შეწოვა ან, როდესაც გამოხატულია საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.

მუპობელის მალამო არ არის შესაფერისი შემდეგი გამოყენებისთვის:

ოფთალმოლოგიაში.

ინტრანაზალურად (ახალშობილებში ან ჩვილებში)

კანულაციასთან ერთად

ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის ადგილზე.

ინტრანაზალური გამოყენებისათვის არსებობს მუპობელის ნაზალური მალამო.

მოერიდეთ მალამოს თვალში მოხვედრას. თვალში მოხვედრისას, კარგად მოიბანეთ თვალი წყლით, ვიდრე მალამოს ნარჩენებისაგან სრულად არ გაიწმინდება.

პოლიეთილენგლიკოლი შეიძლება აბსორბირდეს ღია ჭრილობიდან და დაზიანებული კანიდან. ის გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. როგორც ზოგადად სხვა პოლიეთილენგლიკოლის შემცველი მალამოების შემთხვევაში, მუპობელის მალამო არ გამოყენება ისეთი მდგომარეობისას, როდესაც პოლიეთილენგლიკოლის დიდი რაოდენობით შეწოვა შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით, თუ არსებობს თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა.

ფერტილობა და ლაქტაცია:

ფერტილობა:

არ არსებობს მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე მუპიროცინის გავლენის შესახებ. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებისას ფერტილობის დარღვევა არ გამოვლენილა.

ორსულობა:

ცხოველებში მუპიროცინზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას არ გამოვლენილა ნაყოფის დაზიანების ნიშნები. ვინაიდან არ არსებობს ორსულობის დროს გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მუპიროცინის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობის შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება:

არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში მუპიროცინის გადასვლის შესახებ. თუ აუცილებელია ძუძუს თავების ნახეთქების მკურნალობა, ძუძუთი კვებამდე საჭიროა მათი მობანვა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არასასურველი ზემოქმედება არ გამოვლენილა.

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კალსების და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები კლასიფიცირებულია შემდეგი წესით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ერთეული შეტყობინებების ჩათვლით.

12 კლინიკურ კვლევაში 1573 ნამკურნალები პაციენტის კლინიკური კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების გაერთიანებული მონაცემებით დადგენილი იქნა ხშირი და არახშირი გვერდითი რეაქციები. ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები, უპირატესად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე და ამდენად, უფრო მეტად ასახავს ინფორმირების სიხშირეს, ვიდრე რეალურ სიხშირეს.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: მუპობელი მალამოსთან დაკავშირებით დაფიქსირდა სისტემური ალერგიული რეაქციები.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირი: წვის შეგრძნება წასმის ადგილზე.

არახშირი: ქავილი, ერითემა, ჩხვლეტის და სიმშრალის შეგრძნება წასმის ადგილზე.

არახშირი: კანისმიერი მგრძნობელობის რეაქციები მუპიროცინზე ან მალამოს სხვა კომპონენტებზე.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერი არასასურველ მოვლენას

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები/ღვიძლის დაზიანების მქონე პირები) და ბავშვები:

ორი-სამჯერ დღეში 10 დღემდე, შედეგის მიხედვით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირები

(იხ. გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები)

მიღების მეთოდი:

მუპობელი მალამოს თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ უბანზე. სამკურნალო უბნის დაფარვა შეიძლება სახვევით.

მკურნალობის დასასრულს დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი უნდა განადგურდეს.

არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან შერევა, ვიანიდან არსებობს განზავების რისკი, რაც იწვევს ანტიბაქტერიული მოქმედების შემცირებას და მალამოში მუპიროცინის სტაბილურობის დაკარგვის რისკს.

დოზის გადაჭარბება:

მუპიროცინის ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. მალამოს შემთხვევით გადაყლაპვისას, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მალამოს დიდი რაოდენობის შეცდომით პერორალურად მიღებისას, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულდასმით მონიტორინგი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პოლიეთილენგლიკოლის შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.

გამოშვების ფორმა:

მუპობელი 2% მალამო შეფუთულია ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით დამცავი მემბრანით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

სხვა სამკურნალწამლო დოზირებული ფორმები:

მუპობელი 2% კრემი შეფუთულია ალუმინის ტუბში (15 გ), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის პლასტმასის თავსახურით დამცავი მემბრანით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი შეინახეთ 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. არ გაყინოთ.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 24 თვე

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა