პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მოქსიკუმი

Moxicum

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პრეპარატებზე ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლო რისკის გამო ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, გამოუსადეგარია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA14
რეგისტრაციის ნომერი
რ-043539
რეგისტრირებულია
8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამოქსიკუმი და სხვა წამალი ერთად

მოქსიკუმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პრეპარატებზე ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლო რისკის გამო ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, გამოუსადეგარია. ეს ეხება ქვევით ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები გამოუსადეგრად ითვლება, წარმოიქმნება იმ შემთვევებში, როდესაც:

არსებობს რეზისტენტობა ამ ინფექციური დაავადებისას რეკომენდებული პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია კონკრეტული პაციენტისთვის;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებმა გამოიწვიეს არასასურველი რეაქციები, რომლებიც საჭროებენ მკურნალობის შეწყვეტას;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური იყო.

პრეპარატი გამოიყენება მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, მათ შორის ბრონქიტის გამწვავება;

საავადმყოფოს გარე პნევმონია, მძიმე შემთხვევების გარდა;

მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებები (ე.ი. ქალის სქესობრივი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, სალპინგიტის და ენდოდერმიტის ჩათვლით), რომლებიც არ ასოცირდება ტუბოოვარიულ ან მენჯის აბსცესთან.

მოქსიკუმი არ არის რეკომენდებული მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებების მონოთერაპიისთვის, მისი გამოყენება უნდა მოხდეს კომბინაციაში სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებასთან (მაგალითად, ცეფალოსპორინთან) Neisseria gonorrhoeae-ს მაღალი რეზისტენტობის გამო მოქსიფლოქსაცინის მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფექცია Neisseria gonorrhoeae-ს მოქსიფლოქსაცინ-რეზისტენტული მიკროორგანიზმებით შეიძლება გამოირიცხოს.

პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება მკურნალობის კურსის დასამთავრებლად პაციენტებში, რომლებსაც გაუმჯობესება აღენიშნათ ინტრავენური მქოსიფლოქსაცინით საწყისი მკურნალობის დროს შემდეგი ჩვენებებისას:

არაჰოსპიტალური პნევმონია;

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

მოქსიკუმის გამოყენება არ შეიძლება საწყისი მკურნალობისთვის კანისა და რბილი ქსოვილების ნებისმიერი ინფექციების ან საავადმყოფოს გარე მძიმე პნევმონიის დროს.

გასათვალისწინებელია ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალური სახელმძღვანელოებიდან.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სუსტიდან მძიმემდე ხარისხის დაზიანებით ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ დიალიზზე, ე.ი. ჰემოდიალიზზე და უწყვეტ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებისთვის და სხეულის მცირე წონის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (<18 წლის) მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია. მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით. ტაბლეტი ჩაიყლაპება მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, საკვების მიღების მიუხედავად.

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით - 5-10 დღე;

საავადმყოფოს გარე პნევმონია - 10 დღე;

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი - 7 დღე;

მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებები - 14 დღე.

მოქსიფლოქსაცინის შესწავლა ხდებოდა კლინიკურ კვლევებში 14 დღემდე ხანგრძლივობის მკურნალობით.

ეტაპობრივი თერაპია (ინტრავენური გამოყენება შემდგომი პერორალური მიღებით)

კლინიკურ კვლევებში ეტაპობრივი თერაპიით პაციენტთა უმრავლესობა გადადიოდა ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის (საავადმყოფოს გარე პნევმონია) ან 6 დღის განმავლობაში (კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები). ინტრავენური და პერორალური მკურნალობის რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს საავადმყოფოს გარე პნევმონიისას და 7-21 დღეს კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებისას.

არ შეიძლება თითოეული ჩვენებისთვის რეკომენდებული დოზირების (400 მგ დღეში 1-ჯერ) და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

სიფრთხილის ზომები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში ჰქონდათ ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები. ასეთი პაციენტების მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები და სარგებელი/რისკის შეფარდების კარგად შეფასების შემდეგ.

მქოსიფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის სიმძიმის ინფექციებისას, უნდა განისაზღვროს გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომების თავში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები

იყო შეტყობინებები ხანგრძლივი (რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები და გრძნობის ორგანოები), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, პაციენტის ასაკისა და რისკის წინამორბედი ფაქტორების მიუხედავად. არ არსებობს მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც აღიარებულია ეფექტურად ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული ამ ხანგრძლივი ან დამაინვალიდებელი არასასურველი რეაქციების სიმპტომების აღმოსაფხვრელად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას მოქსიფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა სიმპტომების კონტროლისთვის და შემდგომი ზემოქმედების პრევენციისთვის, რომელსაც პოტენციურად შეუძლია არასასურველი რეაქციების დამძიმება.

QTc ინტერვალის გახანგრძლივება და QTc ინტერვალის გახანგრძლივებასთან პოტენციურად დაკავშირებული კლინიკური მდგომარეობები

დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) მოქსიფლოქსაცინი უხანგრძლივებს QTc ინტერვალს. კლინიკური კვლევის დროს მიღებული ეკგ-ს მონაცემების ანალიზისას აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, რომელიც შეადგენდა 6 მწმ ± 26 მწმ, ე.ი. 1,4% საწყის მნიშვნელობებთან შედარებით. ვინაიდან მამაკაცებთან შედარებით ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება უფრო ხანგრძლივი QTc ინტერვალი, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების მიმართ. ხანდაზმული პაციენტები შეიძლება ასევე უფრო მგრძნობიარენი იყვნენ პრეპარატის ეფექტების მიმართ QT ინტერვალის მხრივ.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის დონის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

მოქსიფლოქსაცინის ფრთხილად გამოყენება უნდა მოხდეს პროარითმიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულ პაციენტებში), როგორებიც არის მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭების არითმიების წარმოქმნის ("პირუეტის" ტიპის ტაქიკარდიის ჩათვლით) და გულის გაჩერების რისკის გაზრდა. QT ინტერვალის გახანგძლივების ხარისხის შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციების გაზრდასთან ერთად. ამ მიზეზით რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. თუ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს ვითარდება გულის არითმიის ნიშნები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და გაკეთდეს ეკგ.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები აღინიშნებოდა ფტორქინოლონების გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდე, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. ჰიპერმგრძნობელობის მძომე რეაქციების კლინიკური გამოვლინებების წარმოქმნის შემთვევაში მოქსიფლოქსაცინი უნდა მოიხსნას და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, შოკის მკურნალობა).

მძიმე დარღვევები ღვიძლის მხრივ

მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, რომელიც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობას (ლეტალური დასასრულით შემთხვევების ჩათვლით). საჭიროა პაციენტისთვის რჩევა, რათა კონსულტაციისთვის მიმართოს მკურნალ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე ღვიძლის ფულმინანტური დაავადების ნიშნების და სიმპტომების წარმოქმნის შემთვევაში, როგორებიც არის სიყვითლესთან დაკავშირებული სწრაფად განვითარებადი ასთენია, შარდის გამუქება, მიდრეკილება სისხლდენებისკენ ან ღვიძლის ენცეფალოპათიისკენ.

ღვიძლის დისფუნქციის ნიშნების გამოვლინებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ტესტების/კვლევების ჩატარება.

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები კანის მძიმე არასასურველი რეაქციების შესახებ (კმარ), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN, ასევე ლაიელის სინდრომად წოდებული), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის (AGEP) და წამლისმიერი რეაქციის ჩათვლით ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ჰქონდეთ ლეტალური დასასრული. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებეი უნდა იყვენენ ინფორმირებულნი კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ჩატარდეს მათი მდგომარეობის კონტროლი. ასეთი რეაქციებისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების წარმოქმნისას სასწრაფოდ უნდა მოიხსნას მოქსიფლოქსაცინი და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა. მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტში სერიოზული რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიც არის SJS, TEN, AGEP ან DRESS, ამ პაციენტისთვის მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის განახლება მომავალში არ შეიძლება.

კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი პაციენტები

ცნობილია, რომ ქინოლონები აპროვოცირებენ კრუნჩხვებს. მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში დარღვევებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ ან პაციენტებში რისკის სხვა ფაქტორებით, რომლებსაც შეუძლიათ კრუნჩხვების წარმოქმნის ან კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების განწყობის შექმნა. კრუნჩხვების განვითარებისას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

პერიფერიული ნეიროპათია

იყო შეტყობინებები პარესთეზიის, ჰიპესთეზიის, დიზესთეზიის ან სისუსტის გამომწვევი სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა, საჭიროა რჩევა, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მკურნალ ექიმს შეატყობინონ ნეიროპათიის სიმპტომების შესახებ, როგორებიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტები, დაბუჟება ან სისუსტე, შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების პრევენციის მიზნით.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ქინოლონების, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთვევებში დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები პროგრესირებდა სუიციდურ აზრებამდე და თვითდაზინებით საქციელამდე, მაგალითად, სუიციდის მცდელობამდე. პაციენტში ასეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების აუცილებლობისას ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებში ან ანამნეზში ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებში.

ანტიბიოტიკოასოცირებული დიარეა, კოლიტის ჩათვლით

ანტიბიოტიკოასოცირებული დიარეა (აად) და ანტიბიოტიკოასოცირებული კოლიტი (ააკ), ფსევდომემბრანული კოლიტის და Clostridium difficile-ასოცირებული დიარეის ჩათვლით, აღინიშნებოდა მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, და შეიძლება ჰქონდეთ სიმძიმის სხვადასხვა ხარისხი სუსტი დიარეიდან ლეტალური დასასრულის მქონე კოლიტამდე. ამიტომ ნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა პაციენტებში მძიმე დიარეით, რომელიც განვითრდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. აად-ზე ან ააკ-ზე ეჭვისას ან მათი დადასტურებისას, ანტიბაქტერიული საშუალებებით, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული შესაბამისი თერაპიული ზომები. გარდა ამისა, მიღებული უნდა იქნას ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომები მისი გადადების რისკის შესამცირებლად. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია მძიმე დიარეის მქონე პაციენტებისთვის.

მიასთენია გრავისის ქმონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში მიასთენია გრავისით, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინს შეუძლია ამ დაავადების სიმპტომების გამწვავება.

ტენდინიტი და მყესის გაგლეჯვა

ტენდინიტი და მყესის გაგლეჯვა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს უკვე 48 საათის განმავლობაში ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან, ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ტენდინიტის და მყესის გაგლეჯვის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, პარენქიმატოზული ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებსაც ამავდროულად უტარდებათ თერაპია კორტიკოსტეროიდებით. კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების კომბინირება არ შეიძლება.

ტენდინიტის პირველი ნიშნების გამოვლინებისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს უნდა ჩაიტარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზება). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლინებისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული.

აორტის ანევრიზმა და აორტის განშრევება, გულის სარქველის რეგურგიტაცია/უმოქმედობა

ეპიდემიოლოგიურ კვლევებში იყო შეტყობინებები ანევრიზმის და აორტის განშრევების მაღალი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველის რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. დარეგისტრირებულია ანევრიზმის და აორტის განშრევების შემთვევები, ზოგჯერ გართულებული გაგლეჯვით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

ამ მიზეზით ფტორქინოლონების მიღება უნდა მოხდეს სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში ანევრიზმით ოჯახურ ანამნეზში ან გულის სარქველების თანდაყოლილი მანკით, ასევე პაციენტებში დიაგნოსტირებული ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველების უკმარისობით, ან რისკის სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ:

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარებას, ამავდროულად, გულის სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის წარმოქმნას (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორებიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან შემდეგთან დამატებით

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარება (მაგალითად, დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორებიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედული არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, შემდეგთან დამატებით

გულის სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის წარმოქმნა (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების ან მისი გაგლეჯვის წარმოქმნის რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცელში, მკერდში ან ზურგში უეცარი ტკივილის წარმოქმნის შემთვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად წარმოქმნილი გახშირებული გულისცემის, ასევე მუცლის ღრუს ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთვევაში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა მოქსიფლოქსაცინი უნდა მიიღონ ფრთხილად, თუ მათ არ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, ვინაიდან გაუწყლოებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.

მხედველობის დარღვევა

მხედველობის დარღვევის ან თვალების მხრივ ნებისმიერი ეფექტის წარმოქმნის შემთვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

დისგლიკემია

ყველა ქინოლინის მსგავსად, იყო შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის დარღვევების შესახებ, როგორც ჰიპერგლიკემიის, ასევე ჰიპოგლიკემიის ჩათვლით, მქოსიფლოქსაცინის გამოყენების დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მოქსიფლოქსაცინს, დისგლიკემია ვითარდებოდა უპირატესად დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ერთდროულად პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატით (მაგალითად, სულფონილშარდოვანას პრეპარატით) ან ინსულინით. იყო შეტყობინებები ჰიპოგლიკემიური კომის შესახებ. დიაბეტის მქონე ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

ფოტოსენსიბილიზების რეაქციების პროფილაქტიკა

ქინოლონების გამოყენებისას აღინიშნება ფოტოსენსიბილიზების რეაქციები. მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ მოქსიფლოქსაცინისთვის ფოტოსენსიბილიზების წარმოქმნის რისკი უფრო დაბალია. თუმცა, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა მოერიდონ უი-დასხივების ზემოქმედებას ან მზის შუქის ხანგრძლივ და/ან ძლიერ ზემოქმედებას მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს.

პაციენტები გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით

პაციენტები გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით ან მისი არსებობით ოჯახურ ანამნეზში მიდრეკილები არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ ქინოლონებით მკურნალობის დროს. ამიტომ ასეთ პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

პაციენტები მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებით

პაციენტებისთვის მცირე მენჯის ორგანოების გართულებული ანთებითი დაავადებებით (მაგალითად, დაკავშირებული ტუბოოვარიულ ან მენჯის აბსცესთან), რომლებისთვისაც აუცილებლად ითვლებაინტრავენური მკურნალობა, პრეპარატის მოქსიკუმი ტაბლეტები მიღება რეკომენდებული არ არის.

მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-მდგრადი მიკროორგანიზმებით Neisseria gonorrhoeae. ამიტომ ასეთ შემთხვევებში მოქსიფლოქსიცინით ემპირიული მკურნალობა უნდა ჩატარდეს სხვა შესაფერისი ანტიბიოტიკის (მაგალითად, ცეფალოსპორინის) გამოყენებასთან ერთად, თუ მოქსიფლოქსაცინის მიმართ გონოკოკების მდგრადობის გამორიცხვა შეუძლებელია. თუ 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, თერაპია უნდა გადაიხედოს.

პაციენტები კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებით

მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური გამოყენების კლნიკური ეფექტურობა დამწვრობითი ჭრილობების მძიმე ინფექციების, ფასციიტის და ოსტეომიელიტით დიაბეტური ტერფის სინდრომისას ინფექციების სამკურნალოდ დადგენილი არ არის.

ზეგავლენა ბიოლოგიური ტესტების შედეგებზე

მოქსიფლოქსაცინით თერაპიამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს Mycobacterium spp.-ის აღმოსაჩენად კულტურალური ტესტის ჩატარებაზე მიკობაქტერიების დათრგუნვის გზით, და ამით გამოიწვიოს ცრუდადებითი შედეგების მიღებაზე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

პაციენტები მროს-ის ინფექციებით

მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით (მროს) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მროს-ით გამოწვეული საეჭვო ან დადასტურებული ინფექციისას მკურნალობა უნდა დაიწყოს შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებით.

ბავშვები

ახალგაზრდა ცხოველებში ქრტილოვან ქსოვილზე უარყოფითი ეფექტების გამო მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში და < 18 წლის მოზარდებში უკუნაჩვენებია.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიეთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან

არ შეიძლება მოქსიფლოქსაცინის და QTc ინტერვალის გახანგრძლივების უნარის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების QTc ინტერვალის გახანგრძლივების ადიციური ეფექტის შესაძლებლობის გამორიცხვა. ამან შეიძლება გაზარდოს პარკუჭების არითმიების განვითარების რისკი, "პირუეტის" ტიპის ტაქიკარდიის ჩათვლით. შედეგად, მოქსიფლოქსაცინის კომბინირება ნებისმიერ ქვემოჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებასთან უკუნაჩვენებია:

IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);

III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);

ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, ფენოტიაზინები, პომოზიდი, დერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);

ტრიციკლური ანტიდეპრესიულები;

ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (საკვინავირი, სპარფლოქსაცინი, ვენაში შესაყვანი ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);

სხვა (ციზაპამიდი, ვენაში შესაყვანი ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი).

მიქსოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლში კალიუმის დონის შემამცირებელ პრეპარატებს (მაგალითად, მარყუჟული და თიაზიდური დიურეზულები, კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი В, საფაღარათოები (მაღალი დოზები)) ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის სამკურნალო პრეპარატებს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ოყნებს.

საჭიროა დაახლოებით 6-საათიანი ინტერვალის დაცვა ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კატიონების შემცველი პრეპარატების (მაგალითად, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების, ტაბლეტების ფორმით დიდანოზინის, სუკრალფატის და რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების) და მოქსიფლოქსაცინის ჰამოყენებას შორის.

გააქტიურებული ნახშირის მოქსიფლოქსაცინის 400 მგ პერორალურ დოზასთან ერთად მიღება იწვევდა პრეპარატის აბსორბციის გამოხატულ შეჩერებას და პრეპარატის სისტემური შეღწევადობის 80%-ზე მეტად შემცირებას. ამ მიზეზით ამ პრეპარატების კომბინირება რეკომენდებული არ არის (ჭარბი დოზის შემთხვევების გარდა, იხ. ასევე თავი "ჭარბი დოზა").

განმეორებით გამოყენების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში დიგოქსინის მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობებს მოქსიფლოქსაცინი დაახლოებით 30%-ით ზრდიდა "კონცენტრაცია-დროის" (AUC) მრუდის ქვეშ ფართის მნიშვნელობებზე ან დიგოქსინის მინიმალურ კონცენტრაციაზე ზეგავლენის გარეშე. დიგოქსინთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილის ზომების დაცვა საჭირო არ არის.

დიაბეტის მქონე მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში მოქსიფლოქსაცინის და გლიბენკლამიდის ერთად პერორალურად მიღება იწვევდა პლაზმაში გლიბენკლამიდის მაქსიმალური კონცენტრაციების დაახლოებით 21%-ით შემცირებას. გლიბენკლამიდის და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო და ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები გლიბენკლამიდისთვის არ იწვევდნენ ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებებს (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე). ამიტომ მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის კლნიკურად მნიშვნელოვანი უერთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) ცვლილებები

იყო შეტყობინებები პერორალური ანტიკოაგულაციური აქტივობის გაზრდის დიდი რაოდენობით შემთვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს, კო-ტრიმოქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს. პაციენტის ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობები, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ. ამ გარემოებებთან დაკავშირებით რთულია შეფასება, რამ გამოიწვია სნშ-ს დარღვევა - ინფექციამ ან მკურნალობამ. სიფრთხილის ზომას შეიძლება წარმოადგენდეს სნშ-ს უფრო ხშირი კონტროლი. საჭიროებისას უნდა დაკორექტირდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზირება.

კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს ურთიერთქმედება მოქსიფლოქსიცინის კომბინირებისას რანიტიდინთან, პრობენეციდთან, პერორალურ კონტრაცეფტივებთან, კალციუმის დანამატებთან, პარენტერალურად გამოსაყენებელ მორფინთან, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან ან იტრაკონაზოლთან.

ადამიანში Р450 ციტოქრომის ფერმენტების in vitro კვლევებმა დაადასტურეს ზემოხსენებული. ამ შედეგების გათვალისწინებით Р450 ციტოქრომის ფერმენტების მეშვეობით მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.

ურთიერთქმედება საკვებთან

მოქსიფლოქსაცინი არ შედის კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებაში საკვებთან, რძის პროდუქტების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

18 წელზე უმცროსი პაციენტები;

ანამნეზში ქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებული მყესების დაავადებების / დაზიანებების მქონე პაციენტები.

როგორც პრეკლინიკურ კვლევებში, ასევე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა გულის ელექტროფიზიოლოგიის ცვლილებები მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ, რომლებიც გამოიხატებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივების სახით. წამლის უსაფრთხოების მიზნით მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია შემდეგი პაციენტებისთვის:

თანდაყოლილი ან დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი გახანგრძლივებული QT ინტერვალით;

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევებით, განსაკუთრებით დაუკორექტირებელი ჰიპოკალიემიის დროს;

კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით;

კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობით მარცხენა პარკუჭის შემცირებული წუთმოცულობით;

სიმპტომური არითმიით ანამნეზში.

არ შეიძლება მოქსიფლოქსაცინის კომბინირება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა პრეპარატებთან.

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო მოქსიფლოქსაცინი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით (კლასი C ჩაილდ-პიუს შკალით) და პაციენტებისთვის ტრანსამინაზების ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ხუთჯერ უფრო მეტად გაზრდილი დონით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე მოქსიფლოქსაცინის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებს, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, შეუძლიათ გამოიწვიონ პაციენტის ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარის მოშლა ცნს-ს მხრივ რეაქციების (მაგალითად, თავბრუსხვევა, მწვავე გავლადი მხედველობის დაკარგვა, იხ. თავი "არასასურველი რეაქციები") ან გონების მწვავე ხანმოკლე დაკარგვის (გულყრა, იხ. თავი "არასასურველი რეაქციები") გამო. საჭიროა პაციენტისთვის რჩევის მიცემა, რომ ყურადღება მიაქციონ მოქსიფლოქსაცინზე რეაქციას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, ღებინების და დიარეის გარდა.

არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

თითოეულ ჯგუფში სიხშირის მიხედვით არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სიმძიმის კლებადობის რიგითობით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციები, მაგალითად, პირის ღრუს კანდიდოზი და ვაგინალური კანდიდოზი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ანემია, ლეიკოპენია(-ები), ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ეოზინოფილია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება/სნშ-ს გაზრდა; ძალიან იშვიათად - პროთრომბინის დონის გაზრდა/სნშ-ს შემცირება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქცია; იშვიათად - ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკის ჩათვლით, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ხახის შეშუპების ჩათვლით, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერლიპიდემია; იშვიათად - ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია; ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიაური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირად - შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება; იშვიათად - ემოციური ლაბილობა, დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინებადი საქციელში თვითდაზიანების ტენდენციით, როგორიც არის სუიციდური აზრები ან მცდელობები, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"), ჰალუცინაციები, დელირიუმი; ძალიან იშვიათად - დეპერსონალიზება, ფსიქიკური რეაქციები (პოტენციურად გამოვლინებადი საქციელში თვითდაზიანების ტენდენციით, როგორიც არის სუიციდური აზრები ან მცდელობები, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - ავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - პარესთეზია და დიზესთეზია, გემოს დარღვევები (ძალიან იშვიათ შემთვევებში აგევზიის ჩათვლით), გონების დაბინდვა და დეზორიენტირება, ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა; იშვიათად - ჰიპესთეზია, სუნის აღქმის დარღვევები (ანოსმიის ჩათვლით), ანომალიური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა (სიარულის დარღვევის ჩათვლით, განსაკუთრებით გამოწვეული თავბრუსხვევით ან ვერტიგოთი), კრუნჩხვები, «grand mal» შეტევების ჩათვლით, ყურადღების დარღვევა, მეტყველების დარღვევა, ამნეზია, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - ჰიპერესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ*: არახშირად - მხედველობის დარღვევა, დიპლოპიის და მხედველობის სიმახვილის დარღვევის ჩათვლით (განსაკუთრებით ცნს რეაქციების გამო, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"); იშვიათად - ფოტოფობია; ძალიან იშვიათად - მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა (განსაკუთრებით ცნს რეაქციების გამო, იხ. თავები "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე"), უვეიტი და ფერადი გარსის ორმხრივი გაუფერულება.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ*: იშვიათად - შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ შექცევადი).

გულის მხრივ**: ხშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება პაციენტებში ჰიპოკალიემიით; არახშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია; იშვიათად - პარკუჭების ტაქიარითმიები, გულყრა (ე.ი. გონების უეცარი და ხანმოკლე დაკარგვა); ძალიან იშვიათად - არასპეციფიკური არითმიები, პარკუჭების "პირუეტის" ტიპის ტაქიკარდია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვების მხრივ**: არახშირად - ვაზოდილატაცია; იშვიათად - ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: არახშირად - ქოშინი (ასთმური მდგომარეობების ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ღებინება, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტკივილი და ტკივილი მუცელში, დიარეა; არახშირად - მადის დაქვეითება და მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ამილაზის დონის გაზრდა; იშვიათად - დისფაგია, სტომატიტი, ანტიბიოტიკოასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთვევებში იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის გაზრდა; არახშირად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ლაქტატდეჰიდროგენაზის დონის გაზრდის ჩათვლით), ბილირუბინის დონის გაზრდა, გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის გაზრდა, სისხლში ტუტე ფოსფოტაზის დონის გაზრდა; იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი (უპირატესად ქოლესტაზური); ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სიცოცხლისათვის საშიში უკმარისობა (მათ შორის ლეტალური დასასრულით, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მშრალი კანი; ძალიან იშვიათად - კანის ბულოზური რეაქციები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი მდგრადი გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - ტენდინიტი, მყესის გაგლეჯვა, კუნთების სპაზმები და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - ართრიტი, კუნთების რიგიდულობა, მიასთენია გრავისის სიმპტომების გაძლიერება; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - გაუწყლოება; იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის გაზრდა), თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას*: არახშირად - ცუდად ყოფნა (უპირატესად ასთენია ან დაღლილობა), მტკივნეული მდგომარეობები (ზურგში, მკერდში, მენჯის არეში და კიდურებში ტკივილის ჩათვლით), ოფილიანობა; იშვიათად - შეშუპებები.

  • მიღებული იყო შეტყობინებები ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი გაგრძელებული), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოს (არასასურველი რეაქციების ჩათვლით, როგორებიც არის ტენდინიტი, მყესის გაგლეჯვა, ართრალგიები, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, ასოცირებული პარესთეზიასთან, დაღლილობასთან, ფსიქიატრიულ სიმპტომებთან, მეხსიერების, სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დარღვევასთან), ურთოერთდაკავშირებული ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში რიკის წინარე ფაქტორების არსებობის მიუხედავად. ამ არასასურველი რეაქციების სახით, შეიძლება გამოვლინდეს მთელი რიგი ფსიქიატრიული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არა აუცილებლად შემოიფარგლებოდეს მათით, ძილის დარღვევას, შფოთვას, პანიკურ შეტევებს, გონების დაბინდვას ან დეპრესიას. არ არსებობს მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც აღიარებული იქნებოდა ეფექტურად ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან დამაინვალიდებელი არასასურველი რეაქციების მოსახსნელად. ამ ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით, მაგრამ სამკურნალო პრეპარატების უსაფრთხოების შესახებ ანგარიშგებებში არსებული მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ სიხშირე შეადგენს სულ მცირე 1/1000-დან 1/10000-მდე (რაც იშვიათი შემთხვევების კატოგირიას შეესაბამება).
  • * ანევრიზმის და აორტის განშრევების, ზოგჯერ გართულებული გაგლეჯვით (მათ შორის სასიკვდილო დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის შემთხვევები დაურეგისტრირდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ; ეს ეფექტები ასევე შეიძლება წარმოიქმნას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს: მაღალი ქალაშიდა წნევა (მათ შორის თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას უკუქმედების განსაკუთრებული ზომები საჭირო არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ეკგ-ს კონტროლი QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. გააქტიურებული ნახშირის და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზის შიგნით ერთად მიღებისას პრეპარატის სისტემური შეღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტად. აბსორბციის საწყის ეტაპებზე გააქტიურებული ნახშირის მიღება შესაძლოა სასარგებლო იყოს მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების ზედმეტად გაზრდის პრევენციისთვის პერორალური ჭარბი დოზის შემთხვევაში.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ვარდისფერი 85F240036 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ორმხრივამოზნექილი, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

7 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბილსტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.", თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. ათქ კოდი: J01MA14.

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინს გააჩნია in vitro აქტივობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.

მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია II ტოპოიზომერაზის ორივე ტიპის (დნმ-გირაზის და IV ტიოპოიზომერაზის) ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ს რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისა და რეპარაციისთვის. დადგენილია, რომ მოქსიფლოქსაცინის სტრუქტურაში С8-მეტოქსი-ჯგუფი ზრდის აქტივობას გრამდადებითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ და ხელს უწყობს რეზისტენტული გრამდადებითი ბაქტერიების სელექციის მუტანტების განვითარების დაქვეითებას С8-Н-ჯგუფთან შედარებით. C-7 მდგომარეობაში მაღალმოცულობითი ბიციკლოამინური ჩამნაცვლებლის არსებობა სტრუქტურაში ახდენს აქტიური რეფლუქსის პრევენციას, რომელიც დაკავშირებულია norA ან pmrA გენებთან გარკვეულ გრამდადებით ბაქტერიებში.

ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა კონცენტრაციულად დამოკიდებული ბაქტერიციდული აქტივობა. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები (მბკ) მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების (მმკ) დიაპაზონში იმყოფებოდა.

ზეგავლენა ადამიანის ნაწლავის ფლორაზე

მოხალისეებში მოქსიფლოქსაცინის პერორალურად მიღების შემდეგ ნაწლავის ფლორის შემდეგი ცვლილებები აღინიშნა: Escherichia coli, Bacillus spp., Enterococcus spp. და Klebsiella spp. რაოდენობები შემცირდა ისევე, როგორც ანაერობული Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium spp. და Peptostreptococcus spp. რაოდენობები. Bacteroides fragilis-ის რაოდენობები გაიზარდა. ეს ცვლილებები ნორმას ორი კვირის განმავლობაში უბრუნდებოდა.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობის განვითარების გამომწვევი მექანიზმები არ ინტერფერირებენ მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტივობასთან. რეზისტენტობის განვითარების სხვა მექანიზმებსაც, როგორებიც არის შეღწევის ბარიერები (ჩვეულებრივ Pseudomonas aeruginosa-სთვის) და ეფლუქსის მექანიზმები, ასევე შეუძლიათ მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე ზემოქმედება.

in vitro კვლევებში მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის შეძენა ხდება მუტაციების თანმიმდევრული პროცესის გზით სამიზნე საიტებში II ტიპის ორივე ტოპოიზომერაზაში, დნმ-გირაზაში და IV ტოპოიზომერაზაში. მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს აქტიური ეფლუქსის მექანიზმების სუსტ სუბსტრატს გრამდადებით მიკროორგანიზმებში.

აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ფტორქინოლონებთან. მაგრამ, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინი ერთნაირი აქტივობით აინჰიბირებს ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის ორივე ტოპოიზომერაზას - II და IV - ასეთი ბაქტერიები შეიძლება რეზისტენტული იყვნენ სხვა ქინოლონების, მაგრამ მგრძნობიარე მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

ზღვრული მნიშვნელობები

კლინიკური მმკ-ის და დისკის მეთოდით განსაზღვრის შედეგების ზღვრული მნიშვნელობები EUCAST (01.01.2012) თანახმად:

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Staphylococcus spp.

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 24 მმ

> 1 მგ/ლ

< 21 მმ

S. pneumoniae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 22 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 22 მმ

Streptococcus, ჯგუფები A, B, C, G

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 18 მმ

> 1 მგ/ლ

< 15 მმ

H. influenzae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 25 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 25 მმ

M. catarrhalis

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 23 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 23 მმ

Enterobacteriaceae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 20 მმ

> 1 მგ/ლ

< 17 მმ

არასპეციფიკური სახეობის ზღვრული მნიშვნელობები*

≤ 0,5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

  • არასპეციფიკური სახეობის ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრებოდა უპირატესად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არიან დამოკიდებული მმკ-ის მნიშვნელობების განაწილებაზე განსაზღვრულ სახეობებს შორის. ეს მნიშვნელობები გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც არ არის დადგენილი სპეციფიკური სახეობების ზღვრული მნიშვნელობები, და არ გამოიყენება სახეობებისთვის, რომლებისთვისაც ინტერპრეტაციული კრიტერიუმები განუსაზღვრელი რჩება.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

გარკვეული შტამებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსახვავდებოდეს გეორგაფიული რეგიონის მიხედვით და დროის მიმდინარეობით. ამის გამო შტამის მგრძნობელობის ტესტირებისას სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების არსებობისას. საჭიროებისას, როდესაც არსებობს ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ და სამკურნალო საშუალების გამოყენებით მიღებული სარგებელი იწვევს ეჭვს, თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ, საჭიროა რჩევისთვის ექსპერტთან მიმართვა.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus* (მეთიცილინ-მგრძნობიარე), Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), ჯგუფი Streptococcus milleri* (S. anginosus, S. constellatus и S. intermedius), Streptococcus pneumoniae*, Streptococcus pyogenes* (ჯგუფი A), ჯგუფი Streptococcus viridans (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus);

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter baumanii, Haemophilus influenzae*, Haemophilus parainfluenzae*, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis*;

ანაერობული მიკროორგანიზმები - Fusobacterium spp., Prevotella spp.;

"სხვა" მიკროორგანიზმები - Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*, Chlamydia trachomatis*, Coxiella burnetii, Mycoplasma genitalium, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae*.

სახეობები, რომლებისთვისაც აქტუალურია შეძენილი რეზისტენტობის პრობლემა:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis*, Enterococcus faecium*, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული)+;

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Enterobacter cloacae*, Escherichia coli*#, Klebsiella pneumoniae*#, Klebsiella oxytoca, Neisseria gonorrhoeae*+, Proteus mirabilis*;

ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis*, Peptostreptococcus spp.*.

თავისი ბუნებით რეზისტენტული მიკროორგანიზმები:

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Pseudomonas aeruginosa.

  • კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო დამაკმაყოფილებელი აქტივობა მგრძნობიარე შტამებზე დადასტურებული გამოყენების ჩვენებებისას.

# გაფართოებული სპექტრის მაპროდუცირებელ შტამებს ხშირად გააჩნიათ რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ.

+ რეზისტენტობის დონე > 50% ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და ბიოშეღწევადობა

პერორალურად მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 91%-მდე შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 50-800 მგ დიაპაზონში ერთჯერადი დოზებისას და დოზებისას 600 მგ-მდე დღეში 1-ჯერ 10 დღის განმავლობაში. პერორალური დოზის 400 მგ შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციები 3,1 მგ/ლ მიიღწევა მიღებიდან 0,5-4 საათის განმავლობაში. მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში (400 მგ დღეში 1-ჯერ) შეადგენდა 3,2 და 0,6 მგ/ლ შესაბამისად. პრეპარატის ზემოქმედება წონასწორულ მდგომარეობაში დოზირების ინტერვალის ფარგლებში დაახლოებით 30%-ით უფრო მეტია, ვიდრე პირველი დოზის შემდეგ.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება არასისხლძარღვის კალაპოტში; 400 მგ დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება AUC მნიშვნელობა 35 მგ∙სთ/ლ. განაწილების წონასწორული მოცულობა (Vss) დაახლოებით 2 ლ/კგ შეადგენს. in vitro და ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენეს ცილებთან შეერთების ხარისხი დაახლოებით 40-42%, რომელიც არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. მოქსიფლოქსაცინი უპირატესად უერთდება სისხლის შრატის ალბუმინს.

მაქსიმალური კონცენტრაციები ვლინდებოდა მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი პერორალური დოზის 400 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში, ნერწყვში, ბუშტუკების სითხეებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ალვეოლების მაკროფაგებში, ეპითელიუმის ქსოვილის სითხეებში, ზედაყბის წიაღებში, ცხავის ძვლის წიაღებში, ნაზალურ პოლიპებში, ინტერსტიციულ სითხეებში, ქალის სასქესო სისტემაში.

ბიოტრანსფორმირება

მოქსიფლოქსაცინი გადის ბიოტრანსფორმირების II ფაზას და გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლის წვენთან/განავალთან ერთად უცვლელი ფორმით, ასევე სულფონაერთის (M1) და გლუკურონიდის (M2) ფორმით. M1 და M2 ადამიანის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია; ორივე მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

I ფაზის კლინიკურ კვლევებში და in vitro კვლევებში არ გამოვლენილა მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ექვემდებარებიან I ფაზის ბიოტრანსფორმირებას P450 ციტოქრომის ფერმენტების მონაწილეობით. ჟანგვითი მეტაბოლიზმის ნიშნები არ არსებობს.

გამოყოფა

სისხლის პლაზმიდან მოქსიფლოქსაცინი გამოიყოფა ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდის საშუალო მნიშვნელობით დაახლოებით 12 საათი. 400 მგ დოზის მიღების შემდეგ საშუალო მოჩვენებითი ზოგადი კლირენსი შეადგენს 179-დან 246 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 24-53 მლ/სთ, რაც მიუთითებს პრეპარატის ნაწილობრივ არხისმიერ აბსორბციას თირკმელებიდან.

400 მგ დოზის მიღების შემდეგ შარდში (დაახლოებით 19% უცვლელი ნივთიერებისთვის, დაახლოებით 2,5% M1-სთვის და დაახლოებით 14% M2-სთვის) და განავალში (დაახლოებით 25% უცვლელი ნივთიერებისთვის, დაახლოებით 36% M1-სთვის და აღმოჩენის არარსებობა M2-სთვის) აღმოჩენა ჯამში დაახლოებით 96% შეადგენდა.

მოქსიფლოქსიცინის რანიტიდინთან ან პრობენეციდთან ერთად გამოყენება საწყისი ნივთიერების თირკმლისმიერ კლირენსს არ ცვლიდა.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები სხეულის მცირე წონით

ჯანმრთელ მოხალისეებში სხეულის მცირე წონით (მაგალითად, ქალებში) და ხანდაზმულ მოხალისეებში სისხლის პლაზმაში ნივთიერების უფრო მაღალი კონცენტრაციები გამოვლინდა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (>20 მლ/წთ/1,73 მ2 კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების ჩათვლით) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას M2 მეტაბოლიტის (გლუკურონიდის) კონცენტრაციები 2,5-ჯერ იზრდება (კრეატინინის კლირენსიას <30 მლ/წთ/1,73 მ2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (А, В კლასები ჩაილდ-პიუს შკალით) დღემდე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების საფუძველზე შეუძლებელია რაიმე განსხვავების არსებობის დადგენა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დაკავშირებული იყო M1 უფრო ძლიერ ზემოქმედებასთან სისხლის პლაზმაში მაშინ, როდესაც საწყისი ნივთიერების ზემოქმედება ჯანმრთელ მოხალისეებში ზემოქმედების იდენტური იყო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

მოქსიკუმი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

მოქსიკუმი, Moxicum

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მოქსიფლოქსაცინი, Moxifloxacin

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ვარდისფერი 85F240036 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ორმხრივამოზნექილი, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები.

გამოყენების ჩვენებები

სამკურნალო პრეპარატებზე ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლო რისკის გამო ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, გამოუსადეგარია. ეს ეხება ქვევით ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები გამოუსადეგრად ითვლება, წარმოიქმნება იმ შემთვევებში, როდესაც:

არსებობს რეზისტენტობა ამ ინფექციური დაავადებისას რეკომენდებული პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია კონკრეტული პაციენტისთვის;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებმა გამოიწვიეს არასასურველი რეაქციები, რომლებიც საჭროებენ მკურნალობის შეწყვეტას;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტური იყო.

პრეპარატი გამოიყენება მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, მათ შორის ბრონქიტის გამწვავება;

საავადმყოფოს გარე პნევმონია, მძიმე შემთხვევების გარდა;

მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებები (ე.ი. ქალის სქესობრივი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, სალპინგიტის და ენდოდერმიტის ჩათვლით), რომლებიც არ ასოცირდება ტუბოოვარიულ ან მენჯის აბსცესთან.

მოქსიკუმი არ არის რეკომენდებული მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებების მონოთერაპიისთვის, მისი გამოყენება უნდა მოხდეს კომბინაციაში სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებასთან (მაგალითად, ცეფალოსპორინთან) Neisseria gonorrhoeae-ს მაღალი რეზისტენტობის გამო მოქსიფლოქსაცინის მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფექცია Neisseria gonorrhoeae-ს მოქსიფლოქსაცინ-რეზისტენტული მიკროორგანიზმებით შეიძლება გამოირიცხოს.

პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება მკურნალობის კურსის დასამთავრებლად პაციენტებში, რომლებსაც გაუმჯობესება აღენიშნათ ინტრავენური მქოსიფლოქსაცინით საწყისი მკურნალობის დროს შემდეგი ჩვენებებისას:

არაჰოსპიტალური პნევმონია;

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

მოქსიკუმის გამოყენება არ შეიძლება საწყისი მკურნალობისთვის კანისა და რბილი ქსოვილების ნებისმიერი ინფექციების ან საავადმყოფოს გარე მძიმე პნევმონიის დროს.

გასათვალისწინებელია ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალური სახელმძღვანელოებიდან.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება (მოზრდილები)

რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სუსტიდან მძიმემდე ხარისხის დაზიანებით ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ დიალიზზე, ე.ი. ჰემოდიალიზზე და უწყვეტ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებისთვის და სხეულის მცირე წონის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (<18 წლის) მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია. მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით. ტაბლეტი ჩაიყლაპება მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, საკვების მიღების მიუხედავად.

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით - 5-10 დღე;

საავადმყოფოს გარე პნევმონია - 10 დღე;

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი - 7 დღე;

მცირე მენჯის ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადებები - 14 დღე.

მოქსიფლოქსაცინის შესწავლა ხდებოდა კლინიკურ კვლევებში 14 დღემდე ხანგრძლივობის მკურნალობით.

ეტაპობრივი თერაპია (ინტრავენური გამოყენება შემდგომი პერორალური მიღებით)

კლინიკურ კვლევებში ეტაპობრივი თერაპიით პაციენტთა უმრავლესობა გადადიოდა ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის (საავადმყოფოს გარე პნევმონია) ან 6 დღის განმავლობაში (კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები). ინტრავენური და პერორალური მკურნალობის რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს საავადმყოფოს გარე პნევმონიისას და 7-21 დღეს კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებისას.

არ შეიძლება თითოეული ჩვენებისთვის რეკომენდებული დოზირების (400 მგ დღეში 1-ჯერ) და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

18 წელზე უმცროსი პაციენტები;

ანამნეზში ქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებული მყესების დაავადებების / დაზიანებების მქონე პაციენტები.

როგორც პრეკლინიკურ კვლევებში, ასევე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა გულის ელექტროფიზიოლოგიის ცვლილებები მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ, რომლებიც გამოიხატებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივების სახით. წამლის უსაფრთხოების მიზნით მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია შემდეგი პაციენტებისთვის:

თანდაყოლილი ან დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი გახანგრძლივებული QT ინტერვალით;

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევებით, განსაკუთრებით დაუკორექტირებელი ჰიპოკალიემიის დროს;

კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით;

კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობით მარცხენა პარკუჭის შემცირებული წუთმოცულობით;

სიმპტომური არითმიით ანამნეზში.

არ შეიძლება მოქსიფლოქსაცინის კომბინირება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა პრეპარატებთან.

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო მოქსიფლოქსაცინი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით (კლასი C ჩაილდ-პიუს შკალით) და პაციენტებისთვის ტრანსამინაზების ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ხუთჯერ უფრო მეტად გაზრდილი დონით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში ჰქონდათ ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები. ასეთი პაციენტების მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები და სარგებელი/რისკის შეფარდების კარგად შეფასების შემდეგ.

მქოსიფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის სიმძიმის ინფექციებისას, უნდა განისაზღვროს გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომების თავში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები

იყო შეტყობინებები ხანგრძლივი (რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები და გრძნობის ორგანოები), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, პაციენტის ასაკისა და რისკის წინამორბედი ფაქტორების მიუხედავად. არ არსებობს მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც აღიარებულია ეფექტურად ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული ამ ხანგრძლივი ან დამაინვალიდებელი არასასურველი რეაქციების სიმპტომების აღმოსაფხვრელად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას მოქსიფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა სიმპტომების კონტროლისთვის და შემდგომი ზემოქმედების პრევენციისთვის, რომელსაც პოტენციურად შეუძლია არასასურველი რეაქციების დამძიმება.

QTc ინტერვალის გახანგრძლივება და QTc ინტერვალის გახანგრძლივებასთან პოტენციურად დაკავშირებული კლინიკური მდგომარეობები

დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) მოქსიფლოქსაცინი უხანგრძლივებს QTc ინტერვალს. კლინიკური კვლევის დროს მიღებული ეკგ-ს მონაცემების ანალიზისას აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, რომელიც შეადგენდა 6 მწმ ± 26 მწმ, ე.ი. 1,4% საწყის მნიშვნელობებთან შედარებით. ვინაიდან მამაკაცებთან შედარებით ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება უფრო ხანგრძლივი QTc ინტერვალი, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების მიმართ. ხანდაზმული პაციენტები შეიძლება ასევე უფრო მგრძნობიარენი იყვნენ პრეპარატის ეფექტების მიმართ QT ინტერვალის მხრივ.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის დონის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

მოქსიფლოქსაცინის ფრთხილად გამოყენება უნდა მოხდეს პროარითმიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულ პაციენტებში), როგორებიც არის მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭების არითმიების წარმოქმნის ("პირუეტის" ტიპის ტაქიკარდიის ჩათვლით) და გულის გაჩერების რისკის გაზრდა. QT ინტერვალის გახანგძლივების ხარისხის შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციების გაზრდასთან ერთად. ამ მიზეზით რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. თუ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს ვითარდება გულის არითმიის ნიშნები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და გაკეთდეს ეკგ.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები აღინიშნებოდა ფტორქინოლონების გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდე, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. ჰიპერმგრძნობელობის მძომე რეაქციების კლინიკური გამოვლინებების წარმოქმნის შემთვევაში მოქსიფლოქსაცინი უნდა მოიხსნას და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, შოკის მკურნალობა).

მძიმე დარღვევები ღვიძლის მხრივ

მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, რომელიც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობას (ლეტალური დასასრულით შემთხვევების ჩათვლით). საჭიროა პაციენტისთვის რჩევა, რათა კონსულტაციისთვის მიმართოს მკურნალ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე ღვიძლის ფულმინანტური დაავადების ნიშნების და სიმპტომების წარმოქმნის შემთვევაში, როგორებიც არის სიყვითლესთან დაკავშირებული სწრაფად განვითარებადი ასთენია, შარდის გამუქება, მიდრეკილება სისხლდენებისკენ ან ღვიძლის ენცეფალოპათიისკენ.

ღვიძლის დისფუნქციის ნიშნების გამოვლინებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ტესტების/კვლევების ჩატარება.

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები კანის მძიმე არასასურველი რეაქციების შესახებ (კმარ), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN, ასევე ლაიელის სინდრომად წოდებული), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის (AGEP) და წამლისმიერი რეაქციის ჩათვლით ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ჰქონდეთ ლეტალური დასასრული. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებეი უნდა იყვენენ ინფორმირებულნი კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ჩატარდეს მათი მდგომარეობის კონტროლი. ასეთი რეაქციებისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების წარმოქმნისას სასწრაფოდ უნდა მოიხსნას მოქსიფლოქსაცინი და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა. მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტში სერიოზული რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიც არის SJS, TEN, AGEP ან DRESS, ამ პაციენტისთვის მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის განახლება მომავალში არ შეიძლება.

კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი პაციენტები

ცნობილია, რომ ქინოლონები აპროვოცირებენ კრუნჩხვებს. მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში დარღვევებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ ან პაციენტებში რისკის სხვა ფაქტორებით, რომლებსაც შეუძლიათ კრუნჩხვების წარმოქმნის ან კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების განწყობის შექმნა. კრუნჩხვების განვითარებისას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

პერიფერიული ნეიროპათია

იყო შეტყობინებები პარესთეზიის, ჰიპესთეზიის, დიზესთეზიის ან სისუსტის გამომწვევი სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა, საჭიროა რჩევა, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მკურნალ ექიმს შეატყობინონ ნეიროპათიის სიმპტომების შესახებ, როგორებიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტები, დაბუჟება ან სისუსტე, შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების პრევენციის მიზნით.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ქინოლონების, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთვევებში დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები პროგრესირებდა სუიციდურ აზრებამდე და თვითდაზინებით საქციელამდე, მაგალითად, სუიციდის მცდელობამდე. პაციენტში ასეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების აუცილებლობისას ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებში ან ანამნეზში ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებში.

ანტიბიოტიკოასოცირებული დიარეა, კოლიტის ჩათვლით

ანტიბიოტიკოასოცირებული დიარეა (აად) და ანტიბიოტიკოასოცირებული კოლიტი (ააკ), ფსევდომემბრანული კოლიტის და Clostridium difficile-ასოცირებული დიარეის ჩათვლით, აღინიშნებოდა მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, და შეიძლება ჰქონდეთ სიმძიმის სხვადასხვა ხარისხი სუსტი დიარეიდან ლეტალური დასასრულის მქონე კოლიტამდე. ამიტომ ნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა პაციენტებში მძიმე დიარეით, რომელიც განვითრდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. აად-ზე ან ააკ-ზე ეჭვისას ან მათი დადასტურებისას, ანტიბაქტერიული საშუალებებით, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული შესაბამისი თერაპიული ზომები. გარდა ამისა, მიღებული უნდა იქნას ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომები მისი გადადების რისკის შესამცირებლად. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია მძიმე დიარეის მქონე პაციენტებისთვის.

მიასთენია გრავისის ქმონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში მიასთენია გრავისით, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინს შეუძლია ამ დაავადების სიმპტომების გამწვავება.

ტენდინიტი და მყესის გაგლეჯვა

ტენდინიტი და მყესის გაგლეჯვა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს უკვე 48 საათის განმავლობაში ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან, ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ტენდინიტის და მყესის გაგლეჯვის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, პარენქიმატოზული ორგანოების ტრანსპლანტაციით, რომლებსაც ამავდროულად უტარდებათ თერაპია კორტიკოსტეროიდებით. კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების კომბინირება არ შეიძლება.

ტენდინიტის პირველი ნიშნების გამოვლინებისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს უნდა ჩაიტარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზება). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლინებისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული.

აორტის ანევრიზმა და აორტის განშრევება, გულის სარქველის რეგურგიტაცია/უმოქმედობა

ეპიდემიოლოგიურ კვლევებში იყო შეტყობინებები ანევრიზმის და აორტის განშრევების მაღალი რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტული და მიტრალური სარქველის რეგურგიტაციის შესახებ ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. დარეგისტრირებულია ანევრიზმის და აორტის განშრევების შემთვევები, ზოგჯერ გართულებული გაგლეჯვით (მათ შორის ლეტალური დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

ამ მიზეზით ფტორქინოლონების მიღება უნდა მოხდეს სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში ანევრიზმით ოჯახურ ანამნეზში ან გულის სარქველების თანდაყოლილი მანკით, ასევე პაციენტებში დიაგნოსტირებული ანევრიზმით და/ან აორტის განშრევებით, ან გულის სარქველების უკმარისობით, ან რისკის სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ:

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარებას, ამავდროულად, გულის სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის წარმოქმნას (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორებიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან შემდეგთან დამატებით

ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარება (მაგალითად, დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორებიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედული არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, შემდეგთან დამატებით

გულის სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის წარმოქმნა (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმის და აორტის განშრევების ან მისი გაგლეჯვის წარმოქმნის რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცელში, მკერდში ან ზურგში უეცარი ტკივილის წარმოქმნის შემთვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად წარმოქმნილი გახშირებული გულისცემის, ასევე მუცლის ღრუს ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთვევაში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა მოქსიფლოქსაცინი უნდა მიიღონ ფრთხილად, თუ მათ არ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, ვინაიდან გაუწყლოებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.

მხედველობის დარღვევა

მხედველობის დარღვევის ან თვალების მხრივ ნებისმიერი ეფექტის წარმოქმნის შემთვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

დისგლიკემია

ყველა ქინოლინის მსგავსად, იყო შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის დარღვევების შესახებ, როგორც ჰიპერგლიკემიის, ასევე ჰიპოგლიკემიის ჩათვლით, მქოსიფლოქსაცინის გამოყენების დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მოქსიფლოქსაცინს, დისგლიკემია ვითარდებოდა უპირატესად დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ერთდროულად პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატით (მაგალითად, სულფონილშარდოვანას პრეპარატით) ან ინსულინით. იყო შეტყობინებები ჰიპოგლიკემიური კომის შესახებ. დიაბეტის მქონე ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

ფოტოსენსიბილიზების რეაქციების პროფილაქტიკა

ქინოლონების გამოყენებისას აღინიშნება ფოტოსენსიბილიზების რეაქციები. მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ მოქსიფლოქსაცინისთვის ფოტოსენსიბილიზების წარმოქმნის რისკი უფრო დაბალია. თუმცა, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა მოერიდონ უი-დასხივების ზემოქმედებას ან მზის შუქის ხანგრძლივ და/ან ძლიერ ზემოქმედებას მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს.

პაციენტები გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით

პაციენტები გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით ან მისი არსებობით ოჯახურ ანამნეზში მიდრეკილები არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ ქინოლონებით მკურნალობის დროს. ამიტომ ასეთ პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

პაციენტები მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებით

პაციენტებისთვის მცირე მენჯის ორგანოების გართულებული ანთებითი დაავადებებით (მაგალითად, დაკავშირებული ტუბოოვარიულ ან მენჯის აბსცესთან), რომლებისთვისაც აუცილებლად ითვლებაინტრავენური მკურნალობა, პრეპარატის მოქსიკუმი ტაბლეტები მიღება რეკომენდებული არ არის.

მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-მდგრადი მიკროორგანიზმებით Neisseria gonorrhoeae. ამიტომ ასეთ შემთხვევებში მოქსიფლოქსიცინით ემპირიული მკურნალობა უნდა ჩატარდეს სხვა შესაფერისი ანტიბიოტიკის (მაგალითად, ცეფალოსპორინის) გამოყენებასთან ერთად, თუ მოქსიფლოქსაცინის მიმართ გონოკოკების მდგრადობის გამორიცხვა შეუძლებელია. თუ 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, თერაპია უნდა გადაიხედოს.

პაციენტები კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებით

მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური გამოყენების კლნიკური ეფექტურობა დამწვრობითი ჭრილობების მძიმე ინფექციების, ფასციიტის და ოსტეომიელიტით დიაბეტური ტერფის სინდრომისას ინფექციების სამკურნალოდ დადგენილი არ არის.

ზეგავლენა ბიოლოგიური ტესტების შედეგებზე

მოქსიფლოქსაცინით თერაპიამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს Mycobacterium spp.-ის აღმოსაჩენად კულტურალური ტესტის ჩატარებაზე მიკობაქტერიების დათრგუნვის გზით, და ამით გამოიწვიოს ცრუდადებითი შედეგების მიღებაზე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

პაციენტები მროს-ის ინფექციებით

მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით (მროს) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მროს-ით გამოწვეული საეჭვო ან დადასტურებული ინფექციისას მკურნალობა უნდა დაიწყოს შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებით.

ბავშვები

ახალგაზრდა ცხოველებში ქრტილოვან ქსოვილზე უარყოფითი ეფექტების გამო მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში და < 18 წლის მოზარდებში უკუნაჩვენებია.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიეთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან

არ შეიძლება მოქსიფლოქსაცინის და QTc ინტერვალის გახანგრძლივების უნარის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების QTc ინტერვალის გახანგრძლივების ადიციური ეფექტის შესაძლებლობის გამორიცხვა. ამან შეიძლება გაზარდოს პარკუჭების არითმიების განვითარების რისკი, "პირუეტის" ტიპის ტაქიკარდიის ჩათვლით. შედეგად, მოქსიფლოქსაცინის კომბინირება ნებისმიერ ქვემოჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებასთან უკუნაჩვენებია:

IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);

III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);

ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, ფენოტიაზინები, პომოზიდი, დერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);

ტრიციკლური ანტიდეპრესიულები;

ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (საკვინავირი, სპარფლოქსაცინი, ვენაში შესაყვანი ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);

სხვა (ციზაპამიდი, ვენაში შესაყვანი ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი).

მიქსოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლში კალიუმის დონის შემამცირებელ პრეპარატებს (მაგალითად, მარყუჟული და თიაზიდური დიურეზულები, კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი В, საფაღარათოები (მაღალი დოზები)) ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის სამკურნალო პრეპარატებს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ოყნებს.

საჭიროა დაახლოებით 6-საათიანი ინტერვალის დაცვა ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კატიონების შემცველი პრეპარატების (მაგალითად, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების, ტაბლეტების ფორმით დიდანოზინის, სუკრალფატის და რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების) და მოქსიფლოქსაცინის ჰამოყენებას შორის.

გააქტიურებული ნახშირის მოქსიფლოქსაცინის 400 მგ პერორალურ დოზასთან ერთად მიღება იწვევდა პრეპარატის აბსორბციის გამოხატულ შეჩერებას და პრეპარატის სისტემური შეღწევადობის 80%-ზე მეტად შემცირებას. ამ მიზეზით ამ პრეპარატების კომბინირება რეკომენდებული არ არის (ჭარბი დოზის შემთხვევების გარდა, იხ. ასევე თავი "ჭარბი დოზა").

განმეორებით გამოყენების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში დიგოქსინის მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობებს მოქსიფლოქსაცინი დაახლოებით 30%-ით ზრდიდა "კონცენტრაცია-დროის" (AUC) მრუდის ქვეშ ფართის მნიშვნელობებზე ან დიგოქსინის მინიმალურ კონცენტრაციაზე ზეგავლენის გარეშე. დიგოქსინთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილის ზომების დაცვა საჭირო არ არის.

დიაბეტის მქონე მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში მოქსიფლოქსაცინის და გლიბენკლამიდის ერთად პერორალურად მიღება იწვევდა პლაზმაში გლიბენკლამიდის მაქსიმალური კონცენტრაციების დაახლოებით 21%-ით შემცირებას. გლიბენკლამიდის და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო და ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები გლიბენკლამიდისთვის არ იწვევდნენ ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებებს (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე). ამიტომ მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის კლნიკურად მნიშვნელოვანი უერთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) ცვლილებები

იყო შეტყობინებები პერორალური ანტიკოაგულაციური აქტივობის გაზრდის დიდი რაოდენობით შემთვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს, კო-ტრიმოქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს. პაციენტის ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობები, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ. ამ გარემოებებთან დაკავშირებით რთულია შეფასება, რამ გამოიწვია სნშ-ს დარღვევა - ინფექციამ ან მკურნალობამ. სიფრთხილის ზომას შეიძლება წარმოადგენდეს სნშ-ს უფრო ხშირი კონტროლი. საჭიროებისას უნდა დაკორექტირდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზირება.

კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს ურთიერთქმედება მოქსიფლოქსიცინის კომბინირებისას რანიტიდინთან, პრობენეციდთან, პერორალურ კონტრაცეფტივებთან, კალციუმის დანამატებთან, პარენტერალურად გამოსაყენებელ მორფინთან, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან ან იტრაკონაზოლთან.

ადამიანში Р450 ციტოქრომის ფერმენტების in vitro კვლევებმა დაადასტურეს ზემოხსენებული. ამ შედეგების გათვალისწინებით Р450 ციტოქრომის ფერმენტების მეშვეობით მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.

ურთიერთქმედება საკვებთან

მოქსიფლოქსაცინი არ შედის კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებაში საკვებთან, რძის პროდუქტების ჩათვლით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ადამიანში ორსულობის დროს მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება შეფასებული არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. ექსპერიმენტებში ნაჩვენებ ახალგაზრდა ცხოველების ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების ფტორქინოლონებით დაზიანების რისკთან და ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ზოგიერთ ფტორქინოლონს, სახსრების შექცევადი დაზიანებების აღწერილ შემთხვევებთან დაკავშირებით, ორსულ ქალებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება.

ლაქტაცია

ქალებში ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მოქსიფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტებში ნაჩვენებ ახალგაზრდა ცხოველების ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების ფტორქინოლონებით დაზიანების რისკის გამო, მოქსიფლოქსაცინით თერაპიისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ფერტილობის დარღვევას არ ავლენს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე მოქსიფლოქსაცინის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებს, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, შეუძლიათ გამოიწვიონ პაციენტის ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარის მოშლა ცნს-ს მხრივ რეაქციების (მაგალითად, თავბრუსხვევა, მწვავე გავლადი მხედველობის დაკარგვა, იხ. თავი "არასასურველი რეაქციები") ან გონების მწვავე ხანმოკლე დაკარგვის (გულყრა, იხ. თავი "არასასურველი რეაქციები") გამო. საჭიროა პაციენტისთვის რჩევის მიცემა, რომ ყურადღება მიაქციონ მოქსიფლოქსაცინზე რეაქციას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.

არასასურველი რეაქციები

ყველა არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, ღებინების და დიარეის გარდა.

არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

თითოეულ ჯგუფში სიხშირის მიხედვით არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სიმძიმის კლებადობის რიგითობით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციები, მაგალითად, პირის ღრუს კანდიდოზი და ვაგინალური კანდიდოზი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ანემია, ლეიკოპენია(-ები), ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ეოზინოფილია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება/სნშ-ს გაზრდა; ძალიან იშვიათად - პროთრომბინის დონის გაზრდა/სნშ-ს შემცირება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქცია; იშვიათად - ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკის ჩათვლით, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ხახის შეშუპების ჩათვლით, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერლიპიდემია; იშვიათად - ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია; ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიაური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირად - შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება; იშვიათად - ემოციური ლაბილობა, დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინებადი საქციელში თვითდაზიანების ტენდენციით, როგორიც არის სუიციდური აზრები ან მცდელობები, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"), ჰალუცინაციები, დელირიუმი; ძალიან იშვიათად - დეპერსონალიზება, ფსიქიკური რეაქციები (პოტენციურად გამოვლინებადი საქციელში თვითდაზიანების ტენდენციით, როგორიც არის სუიციდური აზრები ან მცდელობები, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - ავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - პარესთეზია და დიზესთეზია, გემოს დარღვევები (ძალიან იშვიათ შემთვევებში აგევზიის ჩათვლით), გონების დაბინდვა და დეზორიენტირება, ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა; იშვიათად - ჰიპესთეზია, სუნის აღქმის დარღვევები (ანოსმიის ჩათვლით), ანომალიური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა (სიარულის დარღვევის ჩათვლით, განსაკუთრებით გამოწვეული თავბრუსხვევით ან ვერტიგოთი), კრუნჩხვები, «grand mal» შეტევების ჩათვლით, ყურადღების დარღვევა, მეტყველების დარღვევა, ამნეზია, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - ჰიპერესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ*: არახშირად - მხედველობის დარღვევა, დიპლოპიის და მხედველობის სიმახვილის დარღვევის ჩათვლით (განსაკუთრებით ცნს რეაქციების გამო, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"); იშვიათად - ფოტოფობია; ძალიან იშვიათად - მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა (განსაკუთრებით ცნს რეაქციების გამო, იხ. თავები "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე"), უვეიტი და ფერადი გარსის ორმხრივი გაუფერულება.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ*: იშვიათად - შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ შექცევადი).

გულის მხრივ**: ხშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება პაციენტებში ჰიპოკალიემიით; არახშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია; იშვიათად - პარკუჭების ტაქიარითმიები, გულყრა (ე.ი. გონების უეცარი და ხანმოკლე დაკარგვა); ძალიან იშვიათად - არასპეციფიკური არითმიები, პარკუჭების "პირუეტის" ტიპის ტაქიკარდია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვების მხრივ**: არახშირად - ვაზოდილატაცია; იშვიათად - ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: არახშირად - ქოშინი (ასთმური მდგომარეობების ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ღებინება, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტკივილი და ტკივილი მუცელში, დიარეა; არახშირად - მადის დაქვეითება და მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ამილაზის დონის გაზრდა; იშვიათად - დისფაგია, სტომატიტი, ანტიბიოტიკოასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთვევებში იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის გაზრდა; არახშირად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ლაქტატდეჰიდროგენაზის დონის გაზრდის ჩათვლით), ბილირუბინის დონის გაზრდა, გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის გაზრდა, სისხლში ტუტე ფოსფოტაზის დონის გაზრდა; იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი (უპირატესად ქოლესტაზური); ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სიცოცხლისათვის საშიში უკმარისობა (მათ შორის ლეტალური დასასრულით, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მშრალი კანი; ძალიან იშვიათად - კანის ბულოზური რეაქციები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში, იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი მდგრადი გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - ტენდინიტი, მყესის გაგლეჯვა, კუნთების სპაზმები და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - ართრიტი, კუნთების რიგიდულობა, მიასთენია გრავისის სიმპტომების გაძლიერება; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - გაუწყლოება; იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის გაზრდა), თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას*: არახშირად - ცუდად ყოფნა (უპირატესად ასთენია ან დაღლილობა), მტკივნეული მდგომარეობები (ზურგში, მკერდში, მენჯის არეში და კიდურებში ტკივილის ჩათვლით), ოფილიანობა; იშვიათად - შეშუპებები.

  • მიღებული იყო შეტყობინებები ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი გაგრძელებული), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემას და გრძნობის ორგანოს (არასასურველი რეაქციების ჩათვლით, როგორებიც არის ტენდინიტი, მყესის გაგლეჯვა, ართრალგიები, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, ასოცირებული პარესთეზიასთან, დაღლილობასთან, ფსიქიატრიულ სიმპტომებთან, მეხსიერების, სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დარღვევასთან), ურთოერთდაკავშირებული ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში რიკის წინარე ფაქტორების არსებობის მიუხედავად. ამ არასასურველი რეაქციების სახით, შეიძლება გამოვლინდეს მთელი რიგი ფსიქიატრიული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არა აუცილებლად შემოიფარგლებოდეს მათით, ძილის დარღვევას, შფოთვას, პანიკურ შეტევებს, გონების დაბინდვას ან დეპრესიას. არ არსებობს მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც აღიარებული იქნებოდა ეფექტურად ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან დამაინვალიდებელი არასასურველი რეაქციების მოსახსნელად. ამ ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით, მაგრამ სამკურნალო პრეპარატების უსაფრთხოების შესახებ ანგარიშგებებში არსებული მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ სიხშირე შეადგენს სულ მცირე 1/1000-დან 1/10000-მდე (რაც იშვიათი შემთხვევების კატოგირიას შეესაბამება).
  • * ანევრიზმის და აორტის განშრევების, ზოგჯერ გართულებული გაგლეჯვით (მათ შორის სასიკვდილო დასასრულით), ასევე გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უმოქმედობის შემთხვევები დაურეგისტრირდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ; ეს ეფექტები ასევე შეიძლება წარმოიქმნას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს: მაღალი ქალაშიდა წნევა (მათ შორის თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას უკუქმედების განსაკუთრებული ზომები საჭირო არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ეკგ-ს კონტროლი QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. გააქტიურებული ნახშირის და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზის შიგნით ერთად მიღებისას პრეპარატის სისტემური შეღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტად. აბსორბციის საწყის ეტაპებზე გააქტიურებული ნახშირის მიღება შესაძლოა სასარგებლო იყოს მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების ზედმეტად გაზრდის პრევენციისთვის პერორალური ჭარბი დოზის შემთხვევაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. ათქ კოდი: J01MA14.

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინს გააჩნია in vitro აქტივობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.

მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია II ტოპოიზომერაზის ორივე ტიპის (დნმ-გირაზის და IV ტიოპოიზომერაზის) ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ს რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისა და რეპარაციისთვის. დადგენილია, რომ მოქსიფლოქსაცინის სტრუქტურაში С8-მეტოქსი-ჯგუფი ზრდის აქტივობას გრამდადებითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ და ხელს უწყობს რეზისტენტული გრამდადებითი ბაქტერიების სელექციის მუტანტების განვითარების დაქვეითებას С8-Н-ჯგუფთან შედარებით. C-7 მდგომარეობაში მაღალმოცულობითი ბიციკლოამინური ჩამნაცვლებლის არსებობა სტრუქტურაში ახდენს აქტიური რეფლუქსის პრევენციას, რომელიც დაკავშირებულია norA ან pmrA გენებთან გარკვეულ გრამდადებით ბაქტერიებში.

ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა კონცენტრაციულად დამოკიდებული ბაქტერიციდული აქტივობა. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები (მბკ) მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების (მმკ) დიაპაზონში იმყოფებოდა.

ზეგავლენა ადამიანის ნაწლავის ფლორაზე

მოხალისეებში მოქსიფლოქსაცინის პერორალურად მიღების შემდეგ ნაწლავის ფლორის შემდეგი ცვლილებები აღინიშნა: Escherichia coli, Bacillus spp., Enterococcus spp. და Klebsiella spp. რაოდენობები შემცირდა ისევე, როგორც ანაერობული Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium spp. და Peptostreptococcus spp. რაოდენობები. Bacteroides fragilis-ის რაოდენობები გაიზარდა. ეს ცვლილებები ნორმას ორი კვირის განმავლობაში უბრუნდებოდა.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობის განვითარების გამომწვევი მექანიზმები არ ინტერფერირებენ მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტივობასთან. რეზისტენტობის განვითარების სხვა მექანიზმებსაც, როგორებიც არის შეღწევის ბარიერები (ჩვეულებრივ Pseudomonas aeruginosa-სთვის) და ეფლუქსის მექანიზმები, ასევე შეუძლიათ მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე ზემოქმედება.

in vitro კვლევებში მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის შეძენა ხდება მუტაციების თანმიმდევრული პროცესის გზით სამიზნე საიტებში II ტიპის ორივე ტოპოიზომერაზაში, დნმ-გირაზაში და IV ტოპოიზომერაზაში. მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს აქტიური ეფლუქსის მექანიზმების სუსტ სუბსტრატს გრამდადებით მიკროორგანიზმებში.

აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ფტორქინოლონებთან. მაგრამ, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინი ერთნაირი აქტივობით აინჰიბირებს ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის ორივე ტოპოიზომერაზას - II და IV - ასეთი ბაქტერიები შეიძლება რეზისტენტული იყვნენ სხვა ქინოლონების, მაგრამ მგრძნობიარე მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

ზღვრული მნიშვნელობები

კლინიკური მმკ-ის და დისკის მეთოდით განსაზღვრის შედეგების ზღვრული მნიშვნელობები EUCAST (01.01.2012) თანახმად:

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Staphylococcus spp.

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 24 მმ

> 1 მგ/ლ

< 21 მმ

S. pneumoniae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 22 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 22 მმ

Streptococcus, ჯგუფები A, B, C, G

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 18 მმ

> 1 მგ/ლ

< 15 მმ

H. influenzae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 25 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 25 მმ

M. catarrhalis

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 23 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 23 მმ

Enterobacteriaceae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 20 მმ

> 1 მგ/ლ

< 17 მმ

არასპეციფიკური სახეობის ზღვრული მნიშვნელობები*

≤ 0,5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

  • არასპეციფიკური სახეობის ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრებოდა უპირატესად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არიან დამოკიდებული მმკ-ის მნიშვნელობების განაწილებაზე განსაზღვრულ სახეობებს შორის. ეს მნიშვნელობები გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც არ არის დადგენილი სპეციფიკური სახეობების ზღვრული მნიშვნელობები, და არ გამოიყენება სახეობებისთვის, რომლებისთვისაც ინტერპრეტაციული კრიტერიუმები განუსაზღვრელი რჩება.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

გარკვეული შტამებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსახვავდებოდეს გეორგაფიული რეგიონის მიხედვით და დროის მიმდინარეობით. ამის გამო შტამის მგრძნობელობის ტესტირებისას სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების არსებობისას. საჭიროებისას, როდესაც არსებობს ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ და სამკურნალო საშუალების გამოყენებით მიღებული სარგებელი იწვევს ეჭვს, თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ, საჭიროა რჩევისთვის ექსპერტთან მიმართვა.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus* (მეთიცილინ-მგრძნობიარე), Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), ჯგუფი Streptococcus milleri* (S. anginosus, S. constellatus и S. intermedius), Streptococcus pneumoniae*, Streptococcus pyogenes* (ჯგუფი A), ჯგუფი Streptococcus viridans (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus);

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter baumanii, Haemophilus influenzae*, Haemophilus parainfluenzae*, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis*;

ანაერობული მიკროორგანიზმები - Fusobacterium spp., Prevotella spp.;

"სხვა" მიკროორგანიზმები - Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*, Chlamydia trachomatis*, Coxiella burnetii, Mycoplasma genitalium, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae*.

სახეობები, რომლებისთვისაც აქტუალურია შეძენილი რეზისტენტობის პრობლემა:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis*, Enterococcus faecium*, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული)+;

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Enterobacter cloacae*, Escherichia coli*#, Klebsiella pneumoniae*#, Klebsiella oxytoca, Neisseria gonorrhoeae*+, Proteus mirabilis*;

ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis*, Peptostreptococcus spp.*.

თავისი ბუნებით რეზისტენტული მიკროორგანიზმები:

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Pseudomonas aeruginosa.

  • კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო დამაკმაყოფილებელი აქტივობა მგრძნობიარე შტამებზე დადასტურებული გამოყენების ჩვენებებისას.

# გაფართოებული სპექტრის მაპროდუცირებელ შტამებს ხშირად გააჩნიათ რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ.

+ რეზისტენტობის დონე > 50% ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და ბიოშეღწევადობა

პერორალურად მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 91%-მდე შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 50-800 მგ დიაპაზონში ერთჯერადი დოზებისას და დოზებისას 600 მგ-მდე დღეში 1-ჯერ 10 დღის განმავლობაში. პერორალური დოზის 400 მგ შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციები 3,1 მგ/ლ მიიღწევა მიღებიდან 0,5-4 საათის განმავლობაში. მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში (400 მგ დღეში 1-ჯერ) შეადგენდა 3,2 და 0,6 მგ/ლ შესაბამისად. პრეპარატის ზემოქმედება წონასწორულ მდგომარეობაში დოზირების ინტერვალის ფარგლებში დაახლოებით 30%-ით უფრო მეტია, ვიდრე პირველი დოზის შემდეგ.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება არასისხლძარღვის კალაპოტში; 400 მგ დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება AUC მნიშვნელობა 35 მგ∙სთ/ლ. განაწილების წონასწორული მოცულობა (Vss) დაახლოებით 2 ლ/კგ შეადგენს. in vitro და ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენეს ცილებთან შეერთების ხარისხი დაახლოებით 40-42%, რომელიც არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. მოქსიფლოქსაცინი უპირატესად უერთდება სისხლის შრატის ალბუმინს.

მაქსიმალური კონცენტრაციები ვლინდებოდა მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი პერორალური დოზის 400 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში, ნერწყვში, ბუშტუკების სითხეებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, ალვეოლების მაკროფაგებში, ეპითელიუმის ქსოვილის სითხეებში, ზედაყბის წიაღებში, ცხავის ძვლის წიაღებში, ნაზალურ პოლიპებში, ინტერსტიციულ სითხეებში, ქალის სასქესო სისტემაში.

ბიოტრანსფორმირება

მოქსიფლოქსაცინი გადის ბიოტრანსფორმირების II ფაზას და გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლის წვენთან/განავალთან ერთად უცვლელი ფორმით, ასევე სულფონაერთის (M1) და გლუკურონიდის (M2) ფორმით. M1 და M2 ადამიანის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია; ორივე მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

I ფაზის კლინიკურ კვლევებში და in vitro კვლევებში არ გამოვლენილა მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ექვემდებარებიან I ფაზის ბიოტრანსფორმირებას P450 ციტოქრომის ფერმენტების მონაწილეობით. ჟანგვითი მეტაბოლიზმის ნიშნები არ არსებობს.

გამოყოფა

სისხლის პლაზმიდან მოქსიფლოქსაცინი გამოიყოფა ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდის საშუალო მნიშვნელობით დაახლოებით 12 საათი. 400 მგ დოზის მიღების შემდეგ საშუალო მოჩვენებითი ზოგადი კლირენსი შეადგენს 179-დან 246 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 24-53 მლ/სთ, რაც მიუთითებს პრეპარატის ნაწილობრივ არხისმიერ აბსორბციას თირკმელებიდან.

400 მგ დოზის მიღების შემდეგ შარდში (დაახლოებით 19% უცვლელი ნივთიერებისთვის, დაახლოებით 2,5% M1-სთვის და დაახლოებით 14% M2-სთვის) და განავალში (დაახლოებით 25% უცვლელი ნივთიერებისთვის, დაახლოებით 36% M1-სთვის და აღმოჩენის არარსებობა M2-სთვის) აღმოჩენა ჯამში დაახლოებით 96% შეადგენდა.

მოქსიფლოქსიცინის რანიტიდინთან ან პრობენეციდთან ერთად გამოყენება საწყისი ნივთიერების თირკმლისმიერ კლირენსს არ ცვლიდა.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები სხეულის მცირე წონით

ჯანმრთელ მოხალისეებში სხეულის მცირე წონით (მაგალითად, ქალებში) და ხანდაზმულ მოხალისეებში სისხლის პლაზმაში ნივთიერების უფრო მაღალი კონცენტრაციები გამოვლინდა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (>20 მლ/წთ/1,73 მ2 კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების ჩათვლით) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას M2 მეტაბოლიტის (გლუკურონიდის) კონცენტრაციები 2,5-ჯერ იზრდება (კრეატინინის კლირენსიას <30 მლ/წთ/1,73 მ2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (А, В კლასები ჩაილდ-პიუს შკალით) დღემდე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების საფუძველზე შეუძლებელია რაიმე განსხვავების არსებობის დადგენა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დაკავშირებული იყო M1 უფრო ძლიერ ზემოქმედებასთან სისხლის პლაზმაში მაშინ, როდესაც საწყისი ნივთიერების ზემოქმედება ჯანმრთელ მოხალისეებში ზემოქმედების იდენტური იყო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

7 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბილსტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.", თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა