პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მოქსიკუმი

Moxicum

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- არაჰოსპიტალური პნევმონია; - კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები. მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ/250მლ 250მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA14
რეგისტრაციის ნომერი
რ-035903
რეგისტრირებულია
20 ივლისი 2022, მოქმედებს 20 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამოქსიკუმი და სხვა წამალი ერთად

მოქსიკუმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური გაიდლაინებიდან მიღებული ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზირების რეჟიმი არის 400 მგ დღეში ერთხელ.

მკურნალობის საწყის ეტაპებზე შესაძლებელია მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარის გამოყენება, შემდეგ კი თერაპიის გასაგრძელებლად, კლინიკური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, პაციენტი გადაჰყავთ პრეპარატის პერორალურ მიღებაზე იმავე სადღეღამისო დოზით.

მოქსიფლოქსაცინით ეტაპობრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ინტრავენური შეყვანა, შემდგომში პერორალური მიღებით) არის:

  • არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს 7-14 დღე;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს 7-21 დღე.

კლინიკურ კვლევებში, პაციენტების უმეტესობა იტარებდა ტაბლეტებით თერაპიას 4 დღის განმავლობაში არაჰოსპიტალური პნევმონიისას და 6 დღის განმავლობაში კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებისას.

თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმელების მსუბუქი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ან მუდმივ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, ე.ი. ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზისას.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაციაა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

სხვა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებისთვის და დაბალი წონის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის). მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ინტრავენური გამოყენებისთვის; უწყვეტი ინფუზია 60 წუთის განმავლობაში.

სამედიცინო ჩვენების არსებობისას საინფუზიო ხსნარი შეიძლება შეყვანილი იქნას T-ხაზის მეშვეობით თავსებად საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: საინექციო წყალი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 1M ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% / 10% / 40% გლუკოზის ხსნარი, 20% ქსილიტოლის ხსნარი, რინგერის ხსნარი, ნატრიუმის ლაქტატის ხსნარის კომპლექსი (ჰარტმანის ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი).

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან ერთად.

პრეპარატი არ უნდა გაცივდეს 15°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, რადგან გაციების დროს შეიძლება წარმოიქმნას ნალექი, რომელიც იხსნება ოთახის ტემპერატურაზე. შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკის პაციენტები;
  • პაციენტები ანამნეზში მყესების დაავადებით/დაზიანებით, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების გამოყენებასთან.

როგორც წინაკლინიკურ კვლევებში, ასევე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, გულის ელექტროფიზიოლოგიაში ცვლილებები დაფიქსირდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ, გამოხატული QT ინტერვალის გახანგრძლივებით. წამლის უსაფრთხოების მიზნებისთვის, მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

  • თანდაყოლილი ან დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივება;
  • ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით არაკორექტირებული ჰიპოკალიემიით;
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია;
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით;
  • ანამნეზში სიმპტომური არითმია.

მოქსიფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო, მოქსიფლოქსაცინი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (ჩაილდ-პიუს შკალით კლასი C) და პაციენტებში, რომლებშიც ტრანსამინაზების დონეები ნორმის ზედა ზღვარზე ხუთჯერ მეტია.

სიფრთხილის ზომები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული არასასურველი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ.

მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის სიმძიმის ინფექციების დროს, უნდა განისაზღვროს გაფრთხილებისა და სიფრთხილის ზომების პუნქტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე.

QTc გახანგრძლივება და კლინიკური მდგომარეობები, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია QTc გახანგრძლივებასთან

დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტში მოქსიფლოქსაცინი ახანგრძლივებს QTc ინტერვალს ელექტროკარდიოგრამაზე. QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში კონცენტრაციის მატებასთან ერთად სწრაფი ინტრავენური ინფუზიის შედეგად. ამასთან დაკავშირებით, ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ რეკომენდებული 60 წუთი, ხოლო ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს 1-ჯერ დღეში.

მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ასოცირებული იყოს გულის არითმიასთან, გამოვლინდება მკურნალობის დროს ეკგ-ზე გამოვლინებებით ან მათ გარეშე.

სიფრთხილეა საჭირო მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება გულის არითმიის განვითარების მიმართ (მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე იშემია), რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ პარკუჭოვანი არითმიების (მათ შორის „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის) და გულის გაჩერების განვითარების რისკი.

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში კალიუმის დონის შემცირება.

სიფრთხილეა საჭირო მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთა გამოყენებას თან ახლავს კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის გამოვლინება.

ქალები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების ეფექტების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა ფტორქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, პირველი გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ. შოკის მკურნალობა).

მძიმე დარღვევები ღვიძლის მხრივ

აღინიშნა ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, რომელიც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობას (მათ შორის ფატალურ შემთხვევებს), მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება ფულმინანტური ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია, დაკავშირებული სიყვითლესთან, მუქ შარდთან, სისხლდენის ტენდენციასთან ან ღვიძლის ენცეფალოპათიასთან.

თუ გამოვლინდა ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტები/გამოკვლევები.

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN, რომელსაც ასევე უწოდებენ ლაიელის სინდრომს), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური. პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათი მდგომარეობის გულდასმით კონტროლი. თუ ასეთი რეაქციების შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები განვითარდა, მოქსიფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობა. თუ მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან AGEP, მომავალში მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არ უნდა განახლდეს ამ პაციენტში.

კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი პაციენტები

ცნობილია, რომ ქინოლონები იწვევენ კრუნჩხვებს. ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცნს-ის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი. თუ განვითარდა კრუნჩხვები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.

წამლის ხანგრძლივი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციები

პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები და გრძნობის ორგანოები), პაციენტის ასაკისა და წინა რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, აღინიშნა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას მოქსიფლოქსაცინით, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ მკურნალ ექიმს ნეიროპათიის სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, პირველი გამოყენების შემდეგაც. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები პროგრესირდა სუიციდურ აზრებამდე და თვითდაზიანებებამდე, როგორიცაა სუიციდის მცდელობა. თუ პაციენტს განუვითარდა ასეთი რეაქციები, მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ მოქსიფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში.

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა, კოლიტის ჩათვლით

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა (AAD) და ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (AAC), მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და Clostridium difficile ასოცირებული დიარეა, დაფიქსირდა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებთის, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, და შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა პაციენტებში მძიმე დიარეით, რომელიც განვითარდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია AAD ან AAC, მიმდინარე მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით, უნდა შეწყდეს და დაუყონებლივ მიღებული უნდა იყოს შესაბამისი თერაპიული ზომები. გარდა ამისა, მიღებული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომები, რათა შემცირდეს მისი გადაცემის რისკი. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, უკუნაჩვენებია მძიმე დიარეის მქონე პაციენტებში.

მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რადგან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გააძლიეროს ამ დაავადების სიმპტომები.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდე. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, რმლებიც იმავდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება.

ტენდინიტის პირველი ნიშნების დროს (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს (მაგ., კიდურის იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

აორტის ანევრიზმა და აორტის აშრევება, გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა აორტის ანევრიზმისა და აშრევების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და აშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ლეტალური შედეგით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

ამ მიზეზით, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლის/რისკის ფრთხილად შეფასების და მკურნალობის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის ან გულის სარქველების თანდაყოლილი დაავადების ოჯახური ისტორია, და პაციენტებში დიაგნოსტირებული ანევრიზმით და/ან აორტის აშრევებით, ან გულის სარქველების უკმარისობით, ან თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც იწვევენ წინასწარგანწყობას შემდეგი მდგომარეობების მიმართ:

  • ანევრიზმის განვითარება და აორტის აშრევება და, ამავე დროს, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან, დამატებით,
  • აორტის ანევრიზმისა და აშრევების განვითარება (მაგ., სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, დამატებით,
  • გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმისა და აორტის აშრევების და მისი გახეთქვის რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად განვითარებული გახშირებული გულისცემის, აგრეთვე მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მოქსიფლოქსაცინი, თუ მათ არ შეუძლიათ ადეკვატური სითხის მიღება, რადგან გაუწყლოებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი.

მხედველობის დარღვევა

მხედველობის დარღვევის ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დისგლიკემია

როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ჩათვლით. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მოქსიფლოქსაცინით, დისგლიკემია აღინიშნა უპირატესად ხანდაზმულ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (მაგ. სულფონილშარდოვანას პრეპარატით) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მჭიდრო მონიტორინგი.

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციების პროფილაქტიკა

ქინოლონების გამოყენებისას აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსიფლოქსაცინის შემთხვევაში ფოტოსენსიბილიზაციის განვითარების რისკი უფრო დაბალია. თუმცა, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს მოერიდონ ულტრაიისფერი გამოსხივების ან მზის სხივების ხანგრძლივ და/ან ძლიერ ზემოქმედებას.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტები

პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ან მისი არსებობით ოჯახურ ისტორიაში მიდრეკილნი არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ ქინოლონებით მკურნალობის დროს. ამიტომ, ასეთ პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

პერიარტერიული ქსოვილების ანთება

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული შიდაარტერიული შეყვანა, ვინაიდან წინაკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პერიარტერიული ქსოვილების ანთება ამ გზით ინფუზიის შემდეგ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების მქონე პაციენტები

ინტრავენური გამოყენების მოქსიფლოქსაცინის კლინიკური ეფექტურობა დამწვრობის მძიმე ინფექციების, ფასციიტის და ოსტეომიელიტით დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს ინფექციების სამკურნალოდ დადგენილი არ არის.

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 787 მგ (დაახლოებით 34 მმოლ) ნატრიუმს 250 მლ საინფუზიო ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნატრიუმის მოხმარების 2 გ-ის ექვივალენტურია მოზრდილ ადამიანზე.

გავლენა ბიოლოგიური ტესტების შედეგებზე

მოქსიფლოქსაცინით თერაპიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კულტურულ ტესტზე Mycobacterium spp-ის გამოსავლენად მიკობაქტერიების ზრდის დათრგუნვით, რაც იწვევს ცრუ უარყოფით შედეგებს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus ინფექციის მქონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია ინფექცია, გამოწვეული მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ით, უნდა დაიწყოს მკურნალობა შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებით.

ბავშვები

ახალგაზრდა ცხოველებში ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ეფექტების გამო, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის გამორიცხული მოქსიფლოქსაცინის დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე და სხვა პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლიათ QTc ინტერვალის გახანგრძლივება. ამან შეიძლება გაზარდოს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის. შედეგად, მოქსიფლოქსაცინის მიღება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთან ერთად უკუნაჩვენებია.

  • IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
  • III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
  • ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ. ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
  • ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);
  • ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
  • სხვა (ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი).

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ სისხლში კალიუმის დონე (მაგ., მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B, საფაღარათო საშუალებები (მაღალი დოზები)) ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის სამკურნალო პრეპარატები, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ოყნას.

ჯანმრთელ მოხალისეებში განმეორებითი მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინმა გაზარდა დიგოქსინის Cmax მნიშვნელობები დაახლოებით 30%-ით AUC მნიშვნელობებზე ან დიგოქსინის კონცენტრაციაზე ზემოქმედების გარეშე. დიგოქსინის გამოყენებისას სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

შაქრიანი დიაბეტის მქონე მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში, მოქსიფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია გლიბენკლამიდის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 21%-ით. გლიბენკლამიდის და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო და ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, გლიბენკლამიდის დაფიქსირებული ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ იწვევდა ფარმაკოდინამიკურ პარამეტრებში (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე) ცვლილებას. ამიტომ, მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ცვლილება

პერორალური ანტიკოაგულანტული აქტივობის გაზრდის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს, კო-ტრიმოქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს. რისკის ფაქტორებია ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობები, ასაკი და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით, ძნელია იმის შეფასება, არის თუ არა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების დარღვევა გამოწვეული ინფექციით ან მკურნალობით. სიფრთხილის ზომა შეიძლება იყოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების უფრო ხშირი მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში, პერორალური ანტიკოაგულანტების დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

კლინიკურ კვლევებში არ არის გამოვლენილი ურთიერთქმედება მოქსიფლოქსაცინის რანიტიდინთან, პრობენეციდთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, კალციუმის დანამატებთან, პარენტერალურ მორფინთან, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან ან იტრაკონაზოლთან ერთდროული გამოყენების შემდეგ.

ციტოქრომ P450 ფერმენტების ინ ვიტრო კვლევებმა ადამიანებში დაადასტურა ზემოაღნიშნული. ამ შედეგების გათვალისწინებით, ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება საკვებთან

მოქსიფლოქსაცინს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან, მათ შორის რძის პროდუქტებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ადამიანის ორსულობის დროს მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება არ არის შეფასებული. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური საფრთხე ადამიანებისთვის უცნობია. ახალგაზრდა ცხოველებში ზრდის დროს ფტორქინოლონების მიერ სახსრების ხრტილის დაზიანების ექსპერიმენტული რისკის გამო და ბავშვებში სახსრების შექცევადი დაზიანების შემთხვევების გამო, რომლებიც მკურნალობდნენ გარკვეული ფტორქინოლონებით, მოქსიფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის. წინაკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა რძეში. ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემების ნაკლებობისა და ახალგაზრდა ცხოველების ზრდის პერიოდში ფტორქინოლონების მიერ ხრტილის დაზიანების რისკის გამო, ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ფერტილობის დარღვევაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების შესწავლა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება დაარღვიოს პაციენტის ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი ცნს-ის რეაქციების გამო (მაგ., თავბრუსხვევა, მხედველობის მწვავე გარდამავალი დაკარგვა) ან ცნობიერების მწვავე გარდამავალი დაკარგვა (გონების დაკარგვა). პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ დააკვირდნენ მოქსიფლოქსაცინზე რეაქციებს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დაწყებამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები

ყველა არასასურველი რეაქცია დაფიქსირდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, გარდა გულისრევისა და დიარეისა.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); იშვიათად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით, მაგალითად პირის ღრუს კანდიდოზი და ვაგინალური კანდიდოზი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანემია, ლეიკოპენია (ები), ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის მომატება/გაზრდილი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა; ძალიან იშვიათად - პროთრომბინის დონის გაზრდა / საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დაქვეითება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქცია; იშვიათად - ანაფილაქსია, მათ შორის ძალიან იშვიათად შოკი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროტული შეშუპება (ხორხის შეშუპების ჩათვლით, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერლიპიდემია; იშვიათად - ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია; ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირად - შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა/აგზნება; იშვიათად - ემოციური ლაბილობა, დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პოტენციურად ვლინდება ქცევაში თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებით, როგორიცაა სუიციდური აზრები ან მცდელობები), ჰალუცინაციები, დელირიუმი; ძალიან იშვიათად - დეპერსონალიზაცია, ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად ვლინდება ქცევაში თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებით, როგორიცაა სუიციდური აზრები ან მცდელობები).

ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - პარესთეზია და დიზესთეზია, გემოვნების დარღვევა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში აგევზიის ჩათვლით), დაბნეულობა და დეზორიენტაცია, ძილის დარღვევა (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა; იშვიათად - ჰიპესთეზია, ყნოსვის დაქვეითება (მათ შორის ანოსმია), არანორმალური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა (სიარულის დარღვევის ჩათვლით, განსაკუთრებით თავბრუსხვევით ან ვერტიგოთი გამოწვეული), კრუნჩხვები, მათ შორის „grand mal“ შეტევები, ყურადღების დაქვეითება, მეტყველების დარღვევები, ამნეზია, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - ჰიპერესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ*: არახშირად - მხედველობის დარღვევა, მათ შორის დიპლოპია და მხედველობის დაბინდვა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) რეაქციებთან დაკავშირებით); იშვიათად - ფოტოფობია; ძალიან იშვიათად - მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციებთან დაკავშირებით), უვეიტი და ფერადი გარსის ორმხრივი ფერის შეცვლა.

სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ*: იშვიათად - ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადია).

გულის მხრივ**: ხშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში; არახშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, პალპიტაცია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია; იშვიათად - პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, გონების დაკარგვა (ე.ი. გონების უეცარი და ხანმოკლე დაკარგვა); ძალიან იშვიათად - არასპეციფიკური არითმიები, "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვების მხრივ**: იშვიათად - ვაზოდილატაცია; იშვიათად - ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტკივილი და მუცლის ტკივილი, დიარეა; არახშირად - მადის დაქვეითება და მიღებული საკვების რაოდენობის დაქვეითება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ამილაზას დონის მომატება; იშვიათად - დისფაგია, სტომატიტი, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის მატება; არახშირად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატების ჩათვლით), ბილირუბინის დონის მატება, გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას აქტივობის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება; იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური); ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ფატალური).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - ტენდინიტი, კუნთების სპაზმი და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - მყესების რღვევა, ართრიტი, კუნთების რიგიდულობა, მიასთენია გრავისის სიმპტომების მომატება; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - გაუწყლოება; იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება), თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე*: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილზე; არახშირად - შეუძლოდ ყოფნა (ძირითადად ასთენია ან დაღლილობა), მტკივნეული მდგომარეობები (ზურგის, გულმკერდის, მენჯის არეში და კიდურების ტკივილის ჩათვლით), ოფლიანობა, ინფუზიური (თრომბო-) ფლებიტი; იშვიათად - შეშუპება.

  • აღწერილია ძალიან იშვიათი, გრძელვადიანი (გრძელვადიანი თვეები ან წლები), ინვალიდობის გამომწვევი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლის არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ სისტემასა და გრძნობის ორგანოებს (მათ შორის არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების რღვევა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა) დაკავშირებული ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, რისკის ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა ანევრიზმისა და აორტის დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ფატალური შემთხვევების ჩათვლით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

შემდეგი არასასურველი ეფექტები მიეკუთვნება უფრო მაღალი სიხშირის კატეგორიას პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებიც გადიან ინტრავენურ მკურნალობას წინასწარი პერორალური თერაპიით ან მის გარეშე:

ხშირად: გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას დონის მომატება.

არახშირად: პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, ჰიპოტენზია, შეშუპება, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიში გართულებებით), კრუნჩხვითი შეტევები, „grand mal“ შეტევების ჩათვლით, ჰალუცინაციები, თირკმლის დისფუნქცია (მათ შორის სისხლში შარდოვანას აზოტი და კრეატინინის დონეები მომატება), თირკმლის უკმარისობა.

სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები; ეს ეფექტები შეიძლება ასევე განვითარდეს მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს: ინტრაკრანიალური წნევის მომატება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნეების ჩათვლით), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აქვს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური საწინააღმდეგო ზომების მიღება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ეკგ მონიტორინგი უნდა ჩატარდეს QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. გააქტიურებული ნახშირის და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზით პერორალურად ან ინტრავენურად ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატის სისტემური ხელმისაწვდომობა მცირდება 80% ან 20%-ზე მეტით შესაბამისად. გააქტიურებული ნახშირის გამოყენება შეწოვის საწყის ეტაპებზე შეიძლება სასარგებლო იყოს მოქსიფლოქსაცინის სისტემური ექსპოზიციის გადაჭარბებული მომატების თავიდან ასაცილებლად პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

შემადგენლობა

საინფუზიო ხსნარის 250 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი J01MA14

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინი აინჰიბირებს ტოპოიზომერაზა II-ს (დნმ-ჰირაზა) და ტოპოიზომერაზა IV - ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის, რეპარაციისა და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკა

ფტორქინოლონები ავლენენ კონცენტრაციაზე დამოკიდებულ ბაქტერიციდულ ეფექტს. ფტორქინოლონების ფარმაკოდინამიკური კვლევები ინფექციის მოდელებზე ცხოველებში და ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში მიუთითებს, რომ AUC24/მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობა არის ეფექტურობის პირველადი განმსაზღვრელი.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს დნმ ჰირაზასა და ტოპოიზომერაზას IV მუტაციების შედეგად. სხვა მექანიზმები შეიძლება მოიცავდეს ეფლუქსური ტუმბოების გადაჭარბებულ ექსპრესიას, გაუმტარობას, აგრეთვე დნმ-ის ჰირაზას პროტეინის შუამავლობით დაცვას. მოსალოდნელია ჯვარედინი რეზისტენტობა მოქსიფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის.

სხვა კლასის ანტიბაქტერიული ნივთიერებებისთვის სპეციფიური რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები უარყოფითად არ მოქმედებს მოქსიფლოქსაცინის აქტივობაზე.

ზღვრული მნიშვნელობები

კლინიკური მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციების და შედეგების EUCAST (01/01/2012) მიხედვით დისკის მეთოდით განსაზღვრის შედეგების ზღვრული მნიშვნელობები:

მიკროორგანიზმები

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Staphylococcus spp.

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 24 მმ

> 1 მგ/ლ

< 21 მმ

S. pneumoniae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 22 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 22 მმ

Streptococcus,ჯგუფები A, B, C, G

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 18 მმ

> 1 მგ/ლ

< 15 მმ

H. influenzae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 25 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 25 მმ

M. catarrhalis

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 23 მმ

> 0,5 მგ/ლ

< 23 მმ

Enterobacteriaceae

≤ 0,5 მგ/ლ

≥ 20 მმ

> 1 მგ/ლ

< 17 მმ

სახეობისთის არასპეციფური ზღვრული მნიშვნელობები*

≤ 0,5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

  • სახეობისთვის არასპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრა ძირითადად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და დამოუკიდებელია მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციების მნიშვნელობების განაწილებისგან გარკვეულ სახეობებს შორის. ეს მნიშვნელობები ვრცელდება მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლებისთვისაც არ არის დადგენილი სახეობების სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები და არ ვრცელდება იმ სახეობებზე, რომელთა ინტერპრეტაციის კრიტერიუმები განუსაზღვრელია.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

გარკვეული შტამებისთვის, შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, სასურველია ადგილობრივი ინფორმაციის მოპოვება რეზისტენტობის შესახებ შტამის მგრძნობელობის ტესტირებისას, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტული შტამების გავრცელების შესახებ და პრეპარატის სარგებლიანობა საეჭვოა, ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში მაინც, უნდა მოიძიოთ ექსპერტიზის რჩევა.

საყოველთაოდ მგრძნობიარე სახეობები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Staphylococcus aureus*,+, Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), Streptococcus milleri* ჯგუფი (S. anginosus, S. constellatus და S. intermedius), Streptococcus pneumoniae*, Streptococcus pyogenes* (ჯგუფი A), ჯგუფი Streptococcus viridans (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus);
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter baumannii, Haemophilus influenzae*, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis*;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Prevotella spp.;
  • "სხვა" მიკროორგანიზმები - Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*, Coxiella burnetii, Mycoplasma pneumoniae*.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობის პრობლემა აქტუალურია:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis*, Enterococcus faecium*;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Enterobacter cloacae*, Escherichia coli*,#, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*,#, Proteus mirabilis*;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis*.

ბუნებით რეზისტენტული მიკროორგანიზმები:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Pseudomonas aeruginosa.
  • დამაკმაყოფილებელი აქტივობა გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში.

+ მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus დიდი ალბათობით რეზისტენტული იქნება ფტორქინოლონების მიმართ. მოქსიფლოქსაცინის რეზისტენტობის მაჩვენებელი >50% იყო მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus-ისთვის.

# შტამებს, რომლებიც აპროდუცირებენ გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებს, ხშირად ასევე აქვთ რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და ბიოშეღწევადობა

400 მგ დოზის ერთჯერადი ინფუზიის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ინფუზიის ბოლოს და შეადგენს დაახლოებით 4.1 მგ/ლ-ს, რაც შეესაბამება მის საშუალო ზრდას დაახლოებით 26%-ით პერორალური მიღებისას (3 .1 მგ/ლ) ამ მაჩვენებლის მნიშვნელობასთან შედარებით. ფართობი კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ (AUC) დაახლოებით 39 მგ სთ/ლ ინტრავენური შეყვანის შემდეგ მხოლოდ ოდნავ აღემატება პერორალური მიღების შემდეგ დაფიქსირებულ მნიშვნელობას (35 მგ სთ/ლ), რაც შეესაბამება აბსოლუტურ ბიოშეღწევადობას დაახლოებით 91%-ს.

არ არის საჭირო მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური ინფუზიის დოზის კორექტირება ასაკის ან სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.

50-1200 მგ დოზის დიაპაზონში ერთჯერადი პერორალური მიღებისას და ერთჯერადი ინტრავენური დოზისას 600 მგ-მდე და 600 მგ-მდე დოზებში დღეში 10 დღის განმავლობაში, ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინი ძალიან სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ არხში. მოქსიფლოქსაცინის განაწილების წონასწორული მოცულობა (Vss) არის დაახლოებით 2 ლ/კგ. ექსპერიმენტებმა in vitro და ex vivo აჩვენა ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაახლოებით 40-42%, პრეპარატის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად. მოქსიფლოქსაცინი უკავშირდება უპირატესად სისხლის შრატის ალბუმინს.

მაქსიმალური კონცენტრაცია 5.4 მგ/კგ და 20.7 მგ/ლ (გეომეტრიული საშუალო) მიიღწევა ბრონქების ლორწოვან გარსში და ეპითელიუმის ლორწოვან სითხეში, შესაბამისად, პერორალური დოზის მიღებიდან 2.2 საათის შემდეგ. მიღწეული შესაბამისი მაქსიმალური კონცენტრაცია ალვეოლურ მაკროფაგებში იყო 56,7 მგ/კგ. კანის ბუშტუკოვან სითხეში კონცენტრაცია 1,75 მგ/ლ დაფიქსირდა ინტრავენური შეყვანიდან 10 საათის შემდეგ. ინტერსტიციულ სითხეში აღმოჩნდა შეუკავშირებელი ნივთიერების კონცენტრაციების დროებითი პროფილები, რომლებიც პლაზმაში არსებული პროფილების მსგავსია, და შეუკავშირებელი ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია 1.0 მგ/ლ (გეომეტრიული საშუალო) მიიღწევა ინტრავენური დოზის მიღებიდან დაახლოებით 1.8 საათის შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

მოქსიფლოქსაცინი გადის II ფაზის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 40%) და ნაღველით/განავლით (დაახლოებით 60%) უცვლელი სახით და სულფო ნაერთის (M1) და გლუკურონიდის (M2) სახით. M1 და M2 არის ადამიანის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი; ორივე მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

I ფაზის კლინიკურ კვლევებში და ინ ვიტრო კვლევებში, არ დაფიქსირებულა მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გადიან I ფაზის ბიოტრანსფორმაციას ციტოქრომ P450 ფერმენტების მონაწილეობით. არ აღინიშნება ოქსიდაციური მეტაბოლიზმის ნიშნები.

გამოყოფა

მოქსიფლოქსაცინი გამოიყოფა სისხლის პლაზმიდან საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 12 საათი. საშუალო სავარაუდო საერთო კლირენსი 400 მგ დოზის მიღების შემდეგ არის 179-დან 246 მლ/წთ-მდე. 400 მგ დოზის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, უცვლელი ნივთიერების რაოდენობა იყო დაახლოებით 22% შარდში და დაახლოებით 26% განავალში. უცვლელი ნივთიერებისა და მეტაბოლიტების საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით 98% მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური გამოყენების შემდეგ. თირკმლის კლირენსი იყო დაახლოებით 24-53 მლ/წთ, რაც მიუთითებს თირკმელებიდან პრეპარატის ნაწილობრივ მილაკოვან რეაბსორბციაზე. მოქსიფლოქსაცინის რანიტიდინთან ან პრობენეციდთან ერთად მიღებამ არ შეცვალა ძირითადი პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მათ შორის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 20 მლ/წთ/1,73 მ2) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, მეტაბოლიტის M2 (გლუკურონიდი) კონცენტრაცია იზრდება 2,5-ჯერ (კრეატინინის კლირენსით < 30 მლ/წთ/1,73 მ2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დღემდე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების საფუძველზე (კლასები A, B ჩაილდ-პიუს შკალით), შეუძლებელია რაიმე განსხვავების არსებობის დადგენა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება დაკავშირებული იყო სისხლის პლაზმაში M1-ის უფრო მაღალ ზემოქმედებასთან, მაშინ როცა საწყისი ნივთიერებების ზემოქმედება ჯანმრთელ მოხალისეებში არსებული ზემოქმედების მსგავსი იყო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მოქსიკუმი

სავაჭრო დასახელება

მოქსიკუმი, Moxicum

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მოქსიფლოქსაცინი, Moxifloxacin

სამკურნალწამლო ფორმა

საინფუზიო ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ნაწილაკებისგან.

გამოყენების ჩვენებები

  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.

მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური გაიდლაინებიდან მიღებული ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

რეკომენდებული დოზირების რეჟიმი არის 400 მგ დღეში ერთხელ.

მკურნალობის საწყის ეტაპებზე შესაძლებელია მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარის გამოყენება, შემდეგ კი თერაპიის გასაგრძელებლად, კლინიკური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, პაციენტი გადაჰყავთ პრეპარატის პერორალურ მიღებაზე იმავე სადღეღამისო დოზით.

მოქსიფლოქსაცინით ეტაპობრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ინტრავენური შეყვანა, შემდგომში პერორალური მიღებით) არის:

  • არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს 7-14 დღე;
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს 7-21 დღე.

კლინიკურ კვლევებში, პაციენტების უმეტესობა იტარებდა ტაბლეტებით თერაპიას 4 დღის განმავლობაში არაჰოსპიტალური პნევმონიისას და 6 დღის განმავლობაში კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებისას.

თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმელების მსუბუქი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ან მუდმივ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, ე.ი. ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზისას.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაციაა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

სხვა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებისთვის და დაბალი წონის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის). მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ინტრავენური გამოყენებისთვის; უწყვეტი ინფუზია 60 წუთის განმავლობაში.

სამედიცინო ჩვენების არსებობისას საინფუზიო ხსნარი შეიძლება შეყვანილი იქნას T-ხაზის მეშვეობით თავსებად საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: საინექციო წყალი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 1M ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% / 10% / 40% გლუკოზის ხსნარი, 20% ქსილიტოლის ხსნარი, რინგერის ხსნარი, ნატრიუმის ლაქტატის ხსნარის კომპლექსი (ჰარტმანის ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი).

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან ერთად.

პრეპარატი არ უნდა გაცივდეს 15°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, რადგან გაციების დროს შეიძლება წარმოიქმნას ნალექი, რომელიც იხსნება ოთახის ტემპერატურაზე. შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკის პაციენტები;
  • პაციენტები ანამნეზში მყესების დაავადებით/დაზიანებით, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების გამოყენებასთან.

როგორც წინაკლინიკურ კვლევებში, ასევე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, გულის ელექტროფიზიოლოგიაში ცვლილებები დაფიქსირდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ, გამოხატული QT ინტერვალის გახანგრძლივებით. წამლის უსაფრთხოების მიზნებისთვის, მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

  • თანდაყოლილი ან დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივება;
  • ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით არაკორექტირებული ჰიპოკალიემიით;
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია;
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით;
  • ანამნეზში სიმპტომური არითმია.

მოქსიფლოქსაცინი არ უნდა დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო, მოქსიფლოქსაცინი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (ჩაილდ-პიუს შკალით კლასი C) და პაციენტებში, რომლებშიც ტრანსამინაზების დონეები ნორმის ზედა ზღვარზე ხუთჯერ მეტია.

არასასურველი რეაქციები

ყველა არასასურველი რეაქცია დაფიქსირდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, გარდა გულისრევისა და დიარეისა.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); იშვიათად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით, მაგალითად პირის ღრუს კანდიდოზი და ვაგინალური კანდიდოზი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანემია, ლეიკოპენია (ები), ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის მომატება/გაზრდილი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა; ძალიან იშვიათად - პროთრომბინის დონის გაზრდა / საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დაქვეითება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქცია; იშვიათად - ანაფილაქსია, მათ შორის ძალიან იშვიათად შოკი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში, ალერგიული შეშუპება/ანგიონევროტული შეშუპება (ხორხის შეშუპების ჩათვლით, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერლიპიდემია; იშვიათად - ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია; ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირად - შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა/აგზნება; იშვიათად - ემოციური ლაბილობა, დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პოტენციურად ვლინდება ქცევაში თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებით, როგორიცაა სუიციდური აზრები ან მცდელობები), ჰალუცინაციები, დელირიუმი; ძალიან იშვიათად - დეპერსონალიზაცია, ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად ვლინდება ქცევაში თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებით, როგორიცაა სუიციდური აზრები ან მცდელობები).

ნერვული სისტემის მხრივ*: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - პარესთეზია და დიზესთეზია, გემოვნების დარღვევა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში აგევზიის ჩათვლით), დაბნეულობა და დეზორიენტაცია, ძილის დარღვევა (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა; იშვიათად - ჰიპესთეზია, ყნოსვის დაქვეითება (მათ შორის ანოსმია), არანორმალური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა (სიარულის დარღვევის ჩათვლით, განსაკუთრებით თავბრუსხვევით ან ვერტიგოთი გამოწვეული), კრუნჩხვები, მათ შორის „grand mal“ შეტევები, ყურადღების დაქვეითება, მეტყველების დარღვევები, ამნეზია, პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია; ძალიან იშვიათად - ჰიპერესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ*: არახშირად - მხედველობის დარღვევა, მათ შორის დიპლოპია და მხედველობის დაბინდვა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) რეაქციებთან დაკავშირებით); იშვიათად - ფოტოფობია; ძალიან იშვიათად - მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციებთან დაკავშირებით), უვეიტი და ფერადი გარსის ორმხრივი ფერის შეცვლა.

სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ*: იშვიათად - ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადია).

გულის მხრივ**: ხშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში; არახშირად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, პალპიტაცია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია; იშვიათად - პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, გონების დაკარგვა (ე.ი. გონების უეცარი და ხანმოკლე დაკარგვა); ძალიან იშვიათად - არასპეციფიკური არითმიები, "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვების მხრივ**: იშვიათად - ვაზოდილატაცია; იშვიათად - ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტკივილი და მუცლის ტკივილი, დიარეა; არახშირად - მადის დაქვეითება და მიღებული საკვების რაოდენობის დაქვეითება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ამილაზას დონის მომატება; იშვიათად - დისფაგია, სტომატიტი, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ტრანსამინაზების დონის მატება; არახშირად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატების ჩათვლით), ბილირუბინის დონის მატება, გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას აქტივობის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება; იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური); ძალიან იშვიათად - ფულმინანტური ჰეპატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ფატალური).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირად - ართრალგია, მიალგია; იშვიათად - ტენდინიტი, კუნთების სპაზმი და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - მყესების რღვევა, ართრიტი, კუნთების რიგიდულობა, მიასთენია გრავისის სიმპტომების მომატება; სიხშირე უცნობია - რაბდომიოლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - გაუწყლოება; იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება), თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე*: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილზე; არახშირად - შეუძლოდ ყოფნა (ძირითადად ასთენია ან დაღლილობა), მტკივნეული მდგომარეობები (ზურგის, გულმკერდის, მენჯის არეში და კიდურების ტკივილის ჩათვლით), ოფლიანობა, ინფუზიური (თრომბო-) ფლებიტი; იშვიათად - შეშუპება.

  • აღწერილია ძალიან იშვიათი, გრძელვადიანი (გრძელვადიანი თვეები ან წლები), ინვალიდობის გამომწვევი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლის არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ სისტემასა და გრძნობის ორგანოებს (მათ შორის არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების რღვევა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა) დაკავშირებული ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, რისკის ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა ანევრიზმისა და აორტის დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ფატალური შემთხვევების ჩათვლით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

შემდეგი არასასურველი ეფექტები მიეკუთვნება უფრო მაღალი სიხშირის კატეგორიას პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებიც გადიან ინტრავენურ მკურნალობას წინასწარი პერორალური თერაპიით ან მის გარეშე:

ხშირად: გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას დონის მომატება.

არახშირად: პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, ჰიპოტენზია, შეშუპება, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიში გართულებებით), კრუნჩხვითი შეტევები, „grand mal“ შეტევების ჩათვლით, ჰალუცინაციები, თირკმლის დისფუნქცია (მათ შორის სისხლში შარდოვანას აზოტი და კრეატინინის დონეები მომატება), თირკმლის უკმარისობა.

სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ ცნობილია შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები; ეს ეფექტები შეიძლება ასევე განვითარდეს მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს: ინტრაკრანიალური წნევის მომატება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნეების ჩათვლით), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აქვს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში სერიოზული არასასურველი რეაქციებით ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ.

მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით დაბალი ხარისხის სიმძიმის ინფექციების დროს, უნდა განისაზღვროს გაფრთხილებისა და სიფრთხილის ზომების პუნქტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე.

QTc გახანგრძლივება და კლინიკური მდგომარეობები, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია QTc გახანგრძლივებასთან

დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტში მოქსიფლოქსაცინი ახანგრძლივებს QTc ინტერვალს ელექტროკარდიოგრამაზე. QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში კონცენტრაციის მატებასთან ერთად სწრაფი ინტრავენური ინფუზიის შედეგად. ამასთან დაკავშირებით, ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ რეკომენდებული 60 წუთი, ხოლო ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს 1-ჯერ დღეში.

მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ასოცირებული იყოს გულის არითმიასთან, გამოვლინდება მკურნალობის დროს ეკგ-ზე გამოვლინებებით ან მათ გარეშე.

სიფრთხილეა საჭირო მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება გულის არითმიის განვითარების მიმართ (მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე იშემია), რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ პარკუჭოვანი არითმიების (მათ შორის „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის) და გულის გაჩერების განვითარების რისკი.

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში კალიუმის დონის შემცირება.

სიფრთხილეა საჭირო მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთა გამოყენებას თან ახლავს კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის გამოვლინება.

ქალები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების ეფექტების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა ფტორქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, პირველი გამოყენების შემდეგ. ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე, პირველი გამოყენების შემდეგაც კი. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ. შოკის მკურნალობა).

მძიმე დარღვევები ღვიძლის მხრივ

აღინიშნა ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, რომელიც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობას (მათ შორის ფატალურ შემთხვევებს), მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება ფულმინანტური ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია, დაკავშირებული სიყვითლესთან, მუქ შარდთან, სისხლდენის ტენდენციასთან ან ღვიძლის ენცეფალოპათიასთან.

თუ გამოვლინდა ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტები/გამოკვლევები.

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები

კანის მძიმე არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN, რომელსაც ასევე უწოდებენ ლაიელის სინდრომს), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური. პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების ინფორმირება კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათი მდგომარეობის გულდასმით კონტროლი. თუ ასეთი რეაქციების შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები განვითარდა, მოქსიფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იყოს ალტერნატიული მკურნალობა. თუ მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან AGEP, მომავალში მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არ უნდა განახლდეს ამ პაციენტში.

კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი პაციენტები

ცნობილია, რომ ქინოლონები იწვევენ კრუნჩხვებს. ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცნს-ის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი. თუ განვითარდა კრუნჩხვები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.

წამლის ხანგრძლივი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციები

პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ რამდენიმე სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიკური სისტემები და გრძნობის ორგანოები), პაციენტის ასაკისა და წინა რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსიფლოქსაცინის მიღება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, აღინიშნა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას მოქსიფლოქსაცინით, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ მკურნალ ექიმს ნეიროპათიის სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, პირველი გამოყენების შემდეგაც. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები პროგრესირდა სუიციდურ აზრებამდე და თვითდაზიანებებამდე, როგორიცაა სუიციდის მცდელობა. თუ პაციენტს განუვითარდა ასეთი რეაქციები, მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ მოქსიფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში.

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა, კოლიტის ჩათვლით

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა (AAD) და ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (AAC), მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და Clostridium difficile ასოცირებული დიარეა, დაფიქსირდა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებთის, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას, და შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა პაციენტებში მძიმე დიარეით, რომელიც განვითარდა მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია AAD ან AAC, მიმდინარე მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით, უნდა შეწყდეს და დაუყონებლივ მიღებული უნდა იყოს შესაბამისი თერაპიული ზომები. გარდა ამისა, მიღებული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომები, რათა შემცირდეს მისი გადაცემის რისკი. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, უკუნაჩვენებია მძიმე დიარეის მქონე პაციენტებში.

მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რადგან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გააძლიეროს ამ დაავადების სიმპტომები.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, აგრეთვე მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდე. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, რმლებიც იმავდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების და ფტორქინოლონების ერთდროული გამოყენება.

ტენდინიტის პირველი ნიშნების დროს (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) მოქსიფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს (მაგ., კიდურის იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.

აორტის ანევრიზმა და აორტის აშრევება, გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა აორტის ანევრიზმისა და აშრევების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე აორტის და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და აშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ლეტალური შედეგით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

ამ მიზეზით, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლის/რისკის ფრთხილად შეფასების და მკურნალობის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის ან გულის სარქველების თანდაყოლილი დაავადების ოჯახური ისტორია, და პაციენტებში დიაგნოსტირებული ანევრიზმით და/ან აორტის აშრევებით, ან გულის სარქველების უკმარისობით, ან თუ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც იწვევენ წინასწარგანწყობას შემდეგი მდგომარეობების მიმართ:

  • ანევრიზმის განვითარება და აორტის აშრევება და, ამავე დროს, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან, დამატებით,
  • აორტის ანევრიზმისა და აშრევების განვითარება (მაგ., სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი), ან, დამატებით,
  • გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).

ანევრიზმისა და აორტის აშრევების და მისი გახეთქვის რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, პირველად განვითარებული გახშირებული გულისცემის, აგრეთვე მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მოქსიფლოქსაცინი, თუ მათ არ შეუძლიათ ადეკვატური სითხის მიღება, რადგან გაუწყლოებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი.

მხედველობის დარღვევა

მხედველობის დარღვევის ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დისგლიკემია

როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ჩათვლით. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მოქსიფლოქსაცინით, დისგლიკემია აღინიშნა უპირატესად ხანდაზმულ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (მაგ. სულფონილშარდოვანას პრეპარატით) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მჭიდრო მონიტორინგი.

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციების პროფილაქტიკა

ქინოლონების გამოყენებისას აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსიფლოქსაცინის შემთხვევაში ფოტოსენსიბილიზაციის განვითარების რისკი უფრო დაბალია. თუმცა, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს მოერიდონ ულტრაიისფერი გამოსხივების ან მზის სხივების ხანგრძლივ და/ან ძლიერ ზემოქმედებას.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტები

პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ან მისი არსებობით ოჯახურ ისტორიაში მიდრეკილნი არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ ქინოლონებით მკურნალობის დროს. ამიტომ, ასეთ პაციენტებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

პერიარტერიული ქსოვილების ანთება

მოქსიკუმის საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული შიდაარტერიული შეყვანა, ვინაიდან წინაკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პერიარტერიული ქსოვილების ანთება ამ გზით ინფუზიის შემდეგ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების მქონე პაციენტები

ინტრავენური გამოყენების მოქსიფლოქსაცინის კლინიკური ეფექტურობა დამწვრობის მძიმე ინფექციების, ფასციიტის და ოსტეომიელიტით დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს ინფექციების სამკურნალოდ დადგენილი არ არის.

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 787 მგ (დაახლოებით 34 მმოლ) ნატრიუმს 250 მლ საინფუზიო ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნატრიუმის მოხმარების 2 გ-ის ექვივალენტურია მოზრდილ ადამიანზე.

გავლენა ბიოლოგიური ტესტების შედეგებზე

მოქსიფლოქსაცინით თერაპიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კულტურულ ტესტზე Mycobacterium spp-ის გამოსავლენად მიკობაქტერიების ზრდის დათრგუნვით, რაც იწვევს ცრუ უარყოფით შედეგებს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსიფლოქსაცინს.

მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus ინფექციის მქონე პაციენტები

მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია ინფექცია, გამოწვეული მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ით, უნდა დაიწყოს მკურნალობა შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებით.

ბავშვები

ახალგაზრდა ცხოველებში ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ეფექტების გამო, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში უკუნაჩვენებია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების შესწავლა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება დაარღვიოს პაციენტის ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი ცნს-ის რეაქციების გამო (მაგ., თავბრუსხვევა, მხედველობის მწვავე გარდამავალი დაკარგვა) ან ცნობიერების მწვავე გარდამავალი დაკარგვა (გონების დაკარგვა). პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ დააკვირდნენ მოქსიფლოქსაცინზე რეაქციებს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დაწყებამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ადამიანის ორსულობის დროს მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება არ არის შეფასებული. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური საფრთხე ადამიანებისთვის უცნობია. ახალგაზრდა ცხოველებში ზრდის დროს ფტორქინოლონების მიერ სახსრების ხრტილის დაზიანების ექსპერიმენტული რისკის გამო და ბავშვებში სახსრების შექცევადი დაზიანების შემთხვევების გამო, რომლებიც მკურნალობდნენ გარკვეული ფტორქინოლონებით, მოქსიფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის. წინაკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა რძეში. ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემების ნაკლებობისა და ახალგაზრდა ცხოველების ზრდის პერიოდში ფტორქინოლონების მიერ ხრტილის დაზიანების რისკის გამო, ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ფერტილობის დარღვევაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებტან

არ არის გამორიცხული მოქსიფლოქსაცინის დამატებითი ეფექტის შესაძლებლობა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე და სხვა პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლიათ QTc ინტერვალის გახანგრძლივება. ამან შეიძლება გაზარდოს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის. შედეგად, მოქსიფლოქსაცინის მიღება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთან ერთად უკუნაჩვენებია.

  • IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
  • III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
  • ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ. ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
  • ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);
  • ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
  • სხვა (ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი).

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ სისხლში კალიუმის დონე (მაგ., მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B, საფაღარათო საშუალებები (მაღალი დოზები)) ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის სამკურნალო პრეპარატები, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ოყნას.

ჯანმრთელ მოხალისეებში განმეორებითი მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინმა გაზარდა დიგოქსინის Cmax მნიშვნელობები დაახლოებით 30%-ით AUC მნიშვნელობებზე ან დიგოქსინის კონცენტრაციაზე ზემოქმედების გარეშე. დიგოქსინის გამოყენებისას სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

შაქრიანი დიაბეტის მქონე მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევებში, მოქსიფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია გლიბენკლამიდის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 21%-ით. გლიბენკლამიდის და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო და ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, გლიბენკლამიდის დაფიქსირებული ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ იწვევდა ფარმაკოდინამიკურ პარამეტრებში (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე) ცვლილებას. ამიტომ, მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ცვლილება

პერორალური ანტიკოაგულანტული აქტივობის გაზრდის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს, კო-ტრიმოქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს. რისკის ფაქტორებია ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობები, ასაკი და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით, ძნელია იმის შეფასება, არის თუ არა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების დარღვევა გამოწვეული ინფექციით ან მკურნალობით. სიფრთხილის ზომა შეიძლება იყოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების უფრო ხშირი მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში, პერორალური ანტიკოაგულანტების დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

კლინიკურ კვლევებში არ არის გამოვლენილი ურთიერთქმედება მოქსიფლოქსაცინის რანიტიდინთან, პრობენეციდთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, კალციუმის დანამატებთან, პარენტერალურ მორფინთან, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან ან იტრაკონაზოლთან ერთდროული გამოყენების შემდეგ.

ციტოქრომ P450 ფერმენტების ინ ვიტრო კვლევებმა ადამიანებში დაადასტურა ზემოაღნიშნული. ამ შედეგების გათვალისწინებით, ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება საკვებთან

მოქსიფლოქსაცინს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან, მათ შორის რძის პროდუქტებთან.

შეუთავსებლობა

შემდეგი ხსნარები შეუთავსებელია მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნართან:

  • 10% და 20% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარები;
  • ნატრიუმის ბიკარბონატის 4,2% და 8,4% ხსნარი.

არ შეურიოთ სამკურნალო საშუალება სხვა პრეპარატებს, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც მითითებულია პუნქტში „გამოყენების წესი და დოზები“.

დოზის გადაჭარბება

შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური საწინააღმდეგო ზომების მიღება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ეკგ მონიტორინგი უნდა ჩატარდეს QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. გააქტიურებული ნახშირის და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზით პერორალურად ან ინტრავენურად ერთდროული გამოყენებისას, პრეპარატის სისტემური ხელმისაწვდომობა მცირდება 80% ან 20%-ზე მეტით შესაბამისად. გააქტიურებული ნახშირის გამოყენება შეწოვის საწყის ეტაპებზე შეიძლება სასარგებლო იყოს მოქსიფლოქსაცინის სისტემური ექსპოზიციის გადაჭარბებული მომატების თავიდან ასაცილებლად პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა

ინტრავენური საინფუზიო ხსნარი 250 მლ უფერო მინის ბოთლში ბრომობუთილის რეზინის საცობით და Flip off ტიპის კომბინირებული ალუმინის თავსახურით.

1 ბოთლი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელია კომპანია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“ თურქეთი

(“WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC.A.Ş.”, თურქეთი).

წარმოებულია

„მეფარ ილაჩ სანაიი ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(რამაზანოღლუ მახ. ენსარ ჯად. N20, 34906 კურტკოი-პენდიკი/სტამბოლი)

Mefar İlaç Sanayii A.Ş., თურქეთი

(Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No: 20, 34906 Kurtköy-Pendik/İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა