მიკოსისტი
MYCOSYST®
მიკოსისტის® მიღება ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. თავი „ფარმაკოდინამიკა“): მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“). კოკციდიოიდომიკოზი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“). ინვაზიური კანდიდოზი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (fluconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ მყარი კაფსულა №2 (2X1)
- მწარმოებელი
- Gedeon Richter Plc., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042093
- რეგისტრირებულია
- 25 სექტემბერი 2024, მოქმედებს 25 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი"-ს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მიკოსისტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიკოსისტის® მიღება ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. თავი „ფარმაკოდინამიკა“):
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
კოკციდიოიდომიკოზი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
ინვაზიური კანდიდოზი.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი.
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზების სტომატიტი), იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებები ან ადგილობრივი მკურნალობის საშუალებები არასაკმარისია.
მწვავე ან რეციდიული ფორმის ვაგინალური კანდიდოზი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მკურნალობა შეუძლებელია.
კანდიდოზური ბალანიტი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მკურნალობა შეუძლებელია.
დერმატომიკოზები, მათ შორის, ტერფების დერმოფიტია, ტორსის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი, აქერცვლადი სირსველი და Candida-ს ოჯახის სოკოებით გამოწვეული კანის სხვა ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.
ფრჩხილის დერმატოფიტია (ონიქომიკოზი), იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა ვარიანტები გამოუსადეგარია.
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
პირხახის ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში შიდსით, რომლებიც შედიან რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.
გამწვავებების სიხშირის შესამცირებლად პაციენტებში მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზით (4 ან მეტი გამწვავება წელიწადში).
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით (მაგალითად, პაციენტები ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია) (იხ. თავი „ფარმაკოდინამიკა“).
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია გამოსაყენებლად ბავშვებსა და მოზარდებში:
მიკოსისტი® გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (პირხახის, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილქტიკისთვის პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით. მიკოსისტის® გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
კაფსულების ფორმით პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვებს უსაფრთხოდ შეუძლიათ კაფსულის ჩაყლაპვა. მიკოსისტი® კაფსულები არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად წამლის ფორმის თავისებურებების გამო.
პრეპარატის გამოყენების დაწყება შეიძლება მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების და სხვა ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მიღებამდე, თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური სახელმძღვანელოების მოთხოვნები.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
კრიპტოკოკოზი
- კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დატვირთვის დოზა: 400 მგ პირველ დღეს. შემდეგი დოზები: 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ.
როგორც წესი, არა ნაკლებ 6-8 კვირა.
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების შემთხვევაში დღის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე.
- შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებში
200 მგ დღეში ერთხელ
შეზღუდვის გარეშე, სადღეღამისო დოზით 200 მგ.
კოკციდიოიდომიკოზი
200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
11-დან 24 თვემდე ან მეტი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზოგიერთი ინფექციისას, განსაკუთრებით მენინგიტის დროს, დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დატვირთვის დოზა: 800 მგ პირველ დღეს. შემგომი დოზები: 400 მგ დღეში ერთხელ.
როგორც წესი, ფლუკონაზოლით კანდიდემიის თერაპიის გაგრძელება რეკომენდებულია 2 კვირის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის არსებობაზე და კანდიდემიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ალაგებაზე სისხლის ანალიზის პირველი უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა
- პირხახის კანდიდოზი
დატვირთვის დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს. შემდგომი დოზები: 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ.
7-დან 21 დღემდე (პირხახის კანდიდოზის სიმპტომების ალაგებამდე).
პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყენება.
- საყლაპავის კანდიდოზი

14-დან 30 დღემდე (საყლაპავის კანდიდოზის სიმპტომების ალაგებამდე).
პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.
- კანდიდურია
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
7-დან 21 დღემდე. პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.
- ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
50 მგ დღეში ერთხელ
14 დღე
- კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი
50 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.
28 დღემდე. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი ინფექციის სიმძიმის ან არსებული იმუნოსუპრესიისა და ინფექციის მიხედვით.
პირხახისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა აივ ინფიცირებულ, რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში
- პირხახის კანდიდოზი
100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში სამჯერ
პრეპარატის მიღების ვადა ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში შეზღუდული არ არის.

გენიტალიების კანდიდოზი
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზი
- კანდიდოზური ბალანიტი
150 მგ
ერთჯერადად
- გამწვავებების მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში რეციდივირებადი ვაგინალური კანდიდოზით (4 ან მეტი გამწვავება წელიწადში)
150 მგ ყოველ სამ დღეში, სულ 3 დოზა (1-ლ. მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ მიიღება შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთხელ
შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზები
- ტერფების დერმატოფიტია,
- სხეულის დერმატომიკოზი,
- ქვედა მუცლის დერმატომიკოზი- Candida ოჯახის სოკოებით გამოწვეული ინფექციები
150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ დღეში ერთხელ
2-დან 4 კვირამდე, ტერფების დერმატოფიტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 6 თვემდე მკურნალობა
- აქერცვლადი სირსველი
300 მგ-დან 400 მგ-მდე კვირაში ერთხელ
1-დან 3 კვირამდე
50 მგ დღეში ერთხელ
2-დან 4 კვირამდე
- დერმატოფიტია ფრჩხილის (ონიქომიკოზი)
150 მგ კვირაში ერთხელ
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლებამდე (არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე). ხელებისა და ფეხების თითებზე ახალი ფრჩხილის ფირფიტის გაზრდამდე ნორმაში საჭიროა 3-6 და 6-12 თვე, შესაბამისად. თუმცა, გაზრდის სისწრაფე შეიძლება ფართოდ ვარირებდეს ორგანიზმის თავისებურებებისა და ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ზოგჯერ ფრჩხილები შეიძლება დაბრეცილი დარჩეს.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
მკურნალობა უნდა დაიწყოს რამდენიმე დღით ადრე ნეიტროპენიის სავარაუდო დადგომამდე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების დონის ნორმალიზების შემდეგ, ნეიტროფილების დონის 1000 უჯრედი მმ3-ში ნორმალიზების შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)
პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით (იხ. "პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით").
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით შეცვლილი სახით. ერთჯერადი მიღების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (მათ შორის ბავშვთა ასაკის პაციენტებში), რომლებიშიც დაგეგმილია თერაპია ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღებით, კონკრეტული ჩვენებისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე დაფუძნებული პრეპარატის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 50 მგ-დან 400 მგ-მდე. საწყისი დატვირთვის დოზის შემდეგ, დღის დოზა (ჩვენებების შესაბამისად) გათვლილი უნდა იყოს ქვევით ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
> 50
100 %
≤ 50 (ჰემოდიალიზის გარეშე)
50 %
ჰემოდიალიზი
100 % ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ; იმ დღეებში, როდესაც ჰემოდიალიზის სეანსი არ ტარდება, პაციენტებმა უნდა მიიღონ მათი კრეატინინის კლირენსის შესაბამისად შემცირებული პრეპარატის დოზა.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ არის, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ფლუკონაზოლის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. თავები "სიფრთხილის ზომები" და "გვერდითი მოქმედება").
ბავშვები
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ.
მოზრდილებში ინფექციების ანალოგიურად, თერაპიის ხანგრძლივობა უნდა ეფუძნებოდეს სოკოვანი ინფექციის პრეპარატის მიმართ კლინიკურ პასუხსა და მგრძნობელობაზე. მიკოსისტი® მიიღება დღეში ერთხელ.
პრეპარატის გამოყენების თავისებურებები თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში აღწერილია თავში "პაციენტები თირკმლის უკმარისობით". ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა ბავშვთა ასაკის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით შესწავლილი არ არის (ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ახალშობილებში, რომლებშიც ხშირად ვლინდება თირკმელების განუვითარებლობა, მოცემულია ქვევით).
ჩვილები, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე)
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, აზოლების წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც მიკოსისტს® იღებენ მრავალჯერადი დოზებით 400 მგ დღეში ან მეტი, მრავალჯერადი დოზების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების საფუძველზე.
უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის კომბინირება QT გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბილოზდებიან P450 (CYP) 3A4 ციტოქრომის მეშვეობით, როგორებიც არის ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი (იხ. თავები "სიფრთხილის ზომები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
სიფრთხილის ზომები
ტრიქოფიტია
გამოკვლეულია ფლუკონაზოლის გამოყენება ტრიქოფიტიის სამკურნალოდ ბავშვებში. ფლუკონაზოლის ეფექტურობა არ იყო გრიზეოფულვინის ეფექტურობაზე მეტი, პრეპარატის ეფექტურობის საერთო მაჩვენებლი 20%-ზე ნაკლები იყო. ამრიგად, მიკოსისტის® გამოყენება ტრიქოფიტიის სამკურნალოდ საჭირო არ არის.
კანდიდოზი
კვლევები აჩვენებენ Candida-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების გავრცელების გაზრდას, რომლებიც განსხვავდებიან C. albicans-სგან. ხშირად მათ ბუნებრივი მდგრადობა გააჩნიათ ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, C. krusei და C. auris) ან ადემონსტრირებენ ამ პრეპარატის მიმართ დაქვეითებულ მგრძნობელობას (C. glabrata). ასეთი ინფექციებისას შეიძლება საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის გამოყენება პირველადი მკურნალობის არაეფექტურობის გამო. ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდებულია გვახსოვდეს ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სხვადასხვა სახეობების ხშირად შემხვედრი მდგრადობის შესახებ.
კრიპტოკოკოზი
სხვა ორგანოების (მაგალითად, ფილტვების ან კანის კრიპტოკოკოზი) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არასაკმარისია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების სხვა ფორმების, მაგალითად, პარაკოქციდიომიკოზის, ლიმფოკანის სპოროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის მკურნალობაში ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების მიცემა არ შეიძლება.
თირკმელების ფუნქცია
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მიკოსისტის® გამოყენება ფრთხილად უნდა მოხდეს (იხ. თვი "გამოყენების წესი და დოზები").
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ცნობილია, რომ კეტოკონაზოლს შეუძლია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამოწვევა, და ეს შეიძლება ეხებოდეს, თუმცა ნაკლებად, ფლუკონაზოლსაც. პრედნიზოლონთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა აღწერილია თავში "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან".
ჰეპატობილიარული სისტემა
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით მიკოსისტის® მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის მიღება იწვევდა ღვიძლის სერიოზულ ტოქსიკურ დაზიანებებს, მათ შორის ლეტალური დასასრულითაც, უპირატესად თანმხლები მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების ურთიერთკავშირი საერთო სადღეღამისო დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, პაციენტის სქესთან ან ასაკთან არ გამოვლინდა. როგორც წესი, ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება იყო შექცევადი და წყდებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
ფლუკონაზოლის მიღების ფონზე ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული გადახრების გამოვლენისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ ღვიძლის უფრო სერიოზული გადახრების შესაძლო განვითარების გამო.
საჭიროა პაციენტის ინფორმირება სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოწმობდნენ ღვიძლის სერიოზული დაზინების შესახებ (მნიშვნელოვანი ასთენია, ანორექსია, მუდმივი ღებინება, გულისრევა და სიყვითლე). ფლუკონაზოლით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის მიღება დაკავშირებული იყო QT ინტერვალის გაზრდასთან ელექტროკარდიოგრამაზე. QT ინტერვალის გაზრდას ფლუკონაზოლი იწვევს კალიუმის არხის შიდა-გამსწორებლის დინების ინჰიბირების მეშვეობით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიც არის ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გაზრდა შეიძლება გაძლიერდეს З450 (CYP) ციტოქრომის 3А4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებით. ფლუკონაზოლის რეგისტრაციის შემდეგ ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები QT ინტერვალის გაზრდის და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაროქსიზმების შემთხვევების შესახებ. კარდიოლოგიური დარღვევების აღნიშნული შემთხვევები დარეგისტრირებული იყო მძიმე პაციენტებში მრავლობითი თანმხლები რისკის ფაქტორით, როგორებიც არის გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა და თანმხლები თერაპია, რომლებსაც შეეძლოთ წვლილის შეტანა არასასურველი მოვლენის განვითარებაში. სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭების არითმიისა და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის განვითარების მაღალი რისკი შეიძლება წარმოიქმნას პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის პროგრესირებადი უკმარისობით.
არითმიების განვითარების შესაძლო ნიშნების მქონე პაციენტებში მიკოსისტის® გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
უკუნაჩვენებია პრეპარატ მიკოსისტის® გამოყენება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 (CYP) 3A4 იზოფერმენტის მეშვეობით (იხ. თავი "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
გალოფანტრინი
ნაჩვენებია, რომ რეკომენდებული დოზებით მიღებისას გალოფანტრინი ახანგრძლივებს QT ინტერვალს და წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატს (იხ. თავი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
დერმატოლოგიური რეაქციები
ფლუკონაზოლის მიღების ფონზე პაციენტებს აღენიშნათ კანის ექსფოლიაზური რეაქციების განვითარების შემთხვევები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ასევე იყო შეტყობინებები წამლისმიერი რეაქციის შემთხვევების შესახებ ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი).
ბევრი პრეპარატის მიღებისას შიდსის მქონე პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან კანის მძიმე რეაქციების განვითარებისკენ. თუ მკურნალობის დროს პაციენტს გამოუვლინდა სოკოვანი ინფექციის ზედაპირული გამონაყარი, რომელიც, შესაძლოა, დაკავშირებულია ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. გამონაყარის გამოვლინებისას პაციენტებში ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციებით, უნდა მოხდეს მათი კონტროლი და ბულოზური დაზიანებების ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას მოიხსნას ფლუკონაზოლი.
ჰიპერმგრძნობელობა
იყო შეტყობინებები ანაფილაქსიის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, ფლუკონაზოლი CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორია. პაციენტები, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებენ ვიწრო თერაპიული დიაპაზომის მქონე სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების მეშვეობით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ (იხ. თავი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
ტერფენადინი
მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები, რომლებიც იღებენ ტერფენადინისა და ფლუკონაზოლის კომბინაციას დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზებით (იხ. თავი "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
დამხმარე ნივთიერებები
მიკოსისტი®, კაფსულები, შეიცავენ უწყლო ლაქტოზას:
მიკოსისტი®, კაფსულები, 50 მგ: 49,5 მგ ერთ კაფსულაში,
მიკოსისტი®, კაფსულები, 100 მგ: 99,0 მგ ერთ კაფსულაში,
მიკოსისტი®, კაფსულები, 150 მგ: 148,5 მგ ერთ კაფსულაში,.
პაციენტებმა გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტოზას სრული უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უკუნაჩვენებია კომბინირება შემდეგ პრეპარატებთან:
ციზაპრიდი: ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთად გამოყენებისას აღწერილია არასაურველი რაექციების შემთხვევები გულის მხრივ, მათ შორის "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო, რომ 200 მგ დღეში ერთხელ ფლუკონაზოლის და 20 მგ ოთხჯერ დღეში ციზაპრიდის ერთად მიღება იწვევდა სისხლის პლაზმაში ციზაპრიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ტერფენადინი: QTc ინტერვალის გაზრდის შედეგად განვითარებული სერიოზული არითმიების წარმოქმნის გათვალისწინებით პაციენტებში, რომლებიც ტერფენადინთან ერთად იღებდნენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, აზოლების წარმოებულებს, ჩატარებული იყო ამ ორი პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები. კვლევაში დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებით QTc ინტერვალის გაზრდა არ აღინიშნა. სხვა კვლევაში, დღეში 400 მგ და 800 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღებისას ნაჩვენები იყო, რომ დღეში 400 მგ და მეტი დოზით გამოყენებული ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდიდა ტერფენადინის კონცენტრაციას ამ პრეპარატის ერთად მიღებისას. ტერფენადინისა და 400 მგ და მეტი დოზებით ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები"). საჭიროა პაციენტების მდგომარეობის კონტროლი, რომლებიც ერთად იღებენ ტერფენადინსა და ფლუკონაზოლს დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით.
ასტემიზოლი: ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენებას შეუძლია ასტემიზოლის კლირენსის შემცირება. ეს იწვევს ასტემიზოლის კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა და, იშვიათ შემთხვევებში, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
პიმოზიდი: in vitro ან in vivo კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. სისხლის პლაზმაში პიმოზიდის კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა და, იშვიათ შემთხვევებში, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. პიმოზიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ქინიდინი: in vitro ან in vivo კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება დაკავშირებული იყო QT ინტერვალის გაზრდასთან და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის იშვიათი შემთხვევები. ქინიდინისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ერითრომიცინი: ერითრომიცინის და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის გაზრდა (QT გაზრდილი ინტერვალი, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაქროქსიზმები) და შემდგომი უეცარი კორონარული გარდაცვალება. ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
ჰალოფანტრინი: CYP3A4-ზე მაინჰიბირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის პლაზმაში ჰალოფანტრინის კონცენტრაციის გაზრდა. ჰალოფანტრინის და ფლუკონაზოლის კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT გაზრდილი ინტერვალი, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაქროქსიზმები) და შემდგომი უეცარი კორონარული გარდაცვალება. ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება არ შეიძლება (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გაძლიერებული ზომების დაცვა:
ამიოდარონი: ფლუკონაზოლის ამიოდარონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენების აუცილებლობისას, განსაკუთრებით, თუ ფლუკონაზოლის დოზა მაღალია (800 მგ).
შემდეგ სამკურნალო საშალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და დოზის კორექტირება:
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ფლუკონაზოლზე:
რიფამპიცინი: რიფამპიცინისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით შემცირებას და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად რიფამპიცინს იღებენ, საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის გარზდის მიზანშეწონილობის გათვალისწინება.
ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლის პერორალური მიღება საკვებთან და ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად მიღება ან სხეულის ტოტალური დასხივება ძვლის ტვინის გადასანერგად, არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფლუკონაზოლის შეწოვაზე.
ჰიდროქლორთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი დოზის ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაციის 40%-ით გაზრდა აღინიშნა. ასეთი სიდიდის ეფექტი არ უნდა საჭიროებდეს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ დიურეზულებს.
ფლუკონაზოლის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე:
ფლუკონაზოლი ციტოქრომი P450 (CYP)-ის 2C9 და 3A4 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, ფლუკონაზოლი CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია. შემდეგ აღწერილ დარეგისტრირებულ / დასაბუთებულ ურთიერთქმედებებთან ერთად, ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, არსებობს CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 მეშვეობით მეტაბოლიზდება სხვა პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდის რისკი სისხლის პლაზმაში. ამგვარად, ამ კომბინაციით პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე და პაციენტის მდგომარეობის კონტროლი. ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, პრეპარატის ფერმენტებზე მაინჰიბირებელი მოქმედება შენარჩუნდება 4-5 დღის განმავლობაში ფლუკონაზოლის მიღებიდან (იხ. თავი "უკუჩვენებები").
აბროციტინიბი: აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიციას ფლუკონაზოლი (CYP2C19, 2C9, 3A4ინჰიბიტორი) ზრდიდა 155%-ით. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას აბროციტინიბის დოზა უნდა დაკორექტირდეს აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.
ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (400 მგ) ვენაში შესაყვან ალფენტანილთან (20 მკგ/კგ) ერთად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ალფენტანილის AUC10 მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, CYP3A4 ინჰიბირების შედეგად. შესაძლოა საჭირო გახდეს ალფენტალინის დოზის კორექტირება.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინი და/ან S-ამიტრიპტილინი შეიძლება აღმოჩენილი იყოს პრეპარატების ერთად გამოყენების დასაწყისში და ერთად გამოყენების დასრულებიდან ერთ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში, ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ამფოტერიცინი B: ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე ინფიცირებულ თაგვებში ფლუკონაზოლის და ამფოტერიცინი B-ს ერთად გამოყენებამ შემდეგი შედეგები აჩვენა: აღინიშნა სოკოს საწინააღმდეგო უმნიშვნელო კუმულაციური ეფექტი Candida albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების მკურნალობისას, Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალაშიდა ინფექციების მკურნალობისას, პრეპარატების ურთიერთქმედება არ გამოვლენილა; Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების მკურნალობისას აღინიშნა ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ს ანტაგონიზმი. ამ კვლევების მიმდინარეობისას მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პრეპარატის პოსტრეგისტრაციული გამოყენების მიმდინარეობისას, როგორც სოკოს საწინააღმდეგო აზოლების ჯგუფის სხვა პრეპარატების შემთხვევაში, დაფიქსირდა სისხლდენების შემთხვევები (ჰემატომები, სისხლდენა ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავიდან, ჰემატურია და მელენა) პროთრომბინული დროის გაზრდით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს და ფლუკონაზოლს ერთად. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის კომბინირებისას პროთრომბინული დრო იზრდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ, ვარფარინის მეტაბოლიზმის CYP2C9-ს მეშვეობით ინჰიბირების გამო. პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებენ ანტიკოაგულანტებს, კუმარინების წარმოებულებს ან ინდანედიონს, აუცილებელია პროთრომბინული დროის კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების), მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის კონცენტრაცეიბის არსებითად გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების განვითარებას. 200 მგ ფლუკონაზოლის და 7,5 მგ მიდაზოლამის პერორალურად ერთად მიღება ზრდიდა მიდაზოლამის AUC მაჩვენებლებს და ნახევარგამოყოფის პერიოდს 3,7 და 2,2-ჯერ, შესაბამისად. დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის და 0,25 მგ ტრიაზოლამის პერორალურად ერთად მიღება ზრდიდა ტრიაზოლამის AUC მაჩვენებლებს და ნახევარგამოყოფის პერიოდს 4,4 და 2,3-ჯერ, შესაბამისად. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის კომბინირებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტების პოტენცირება და გახანგრძლივება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს, რომელიც იღებს ფლუკონაზოლს, ესაჭიროება ბენზოდიაზეპინების მიღება, განხილული უნდა იყოს ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირების შესაძლებლობა, ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს, აღინიშნა სისხლის შრატში კარბამაზეპინის კონცენტრაციის 30%-ით გაზრდა. ეს იწვევს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის გაზრდის რისკს. კონცენტრაციის ცვალებადობის და მასთან დაკავშირებული ეფექტების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექტირება.
კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4 მეშვეობით. ფლუკონაზოლი ზრდის კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემურ კონცენტრაციას. რეკომენდებულია არასასურველი მოვლენების განვითარების კონტროლი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთად გამოყენებისას ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა 68%-ით და 134%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ორჯერ შემცირება.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდის და ფლუკონაზოლის კომბინირება იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდას. პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება სისხლის შრატში ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: იყო შეტყობინება ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პაციენტის სიკვდილი, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედებასთან. მეტიც, ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევისას გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ამცირებს ფენტანილის გამოყოფის სისწრაფეს. ფენტანილის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა. პაციენტები უნდა გაკონტროლდნენ სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლო განვითარების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტალინის დოზის კორექტირება.
ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორები: CYP3A4 (მაგალითდ, ატორვასტატინი ან სიმვასტატინი) ან CYP2C9 (მაგალითად, ფლუვასტატინი) მეშვეობით მეტაბოლიზებადი ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად ფლუკონაზოლის გამოყენებისას, დოზადამოკიდებულად იზრდება მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (ღვიძლში სტატინების მეტაბოლიზმის შემცირების გამო). ამ პრეპარატების კომბინირების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უნდა გაუკონტროლდეს კრეატინკინაზას დონე, გარდა ამისა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლინების გამო. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვნად მომატების ან მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება სტატინების ჯგუფის სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათების შესაბამისად.
იბრუტინიბი: CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიც არის ფლუკონაზოლი, იწვევენ სისხლის პლაზმაში იბრუტინიბის კონცენტრაციის გაზრდას და შეუძლიათ ტოქსიკურობის განვითარების რისკის გაზრდა. თუ კი შეუძლებელია ერთად გამოყენების არიდება, აუცილებელია იბრუტინიბის დოზის დღეში ერთხელ 280 მგ-მდე (ორი კაფსულა) შემცირება ინჰიბიტორის გამოყენების დროით და პაციენტზე სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.
ივაკაფტორი (მონოთერაპია ან კომბინაციაში იგივე თერაპიული ჯგუფის სამკურნალო პრეპარატებთან): ივაკაფტორთან, მუკოვისციდოზისას ტრანსმემბრანული გამტარობის ცილის მაპოტენცირებელ მარეგულირებელთან (CFTR) ერთად გამოყენება 3-ჯერ ზრდიდა ივაკაფტორის ზემოქმდებას, ხოლო ჰიდროქსიმეთკ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმდებას - 1,9-ჯერ. საჭიროა ივაკაფტორის დოზის შემცირება (მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის დროს) სამკურნალო პრეპარატის ივაკაფტორის ზოგადი დახასიათების შესაბამისად (მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის დროს).
ოლაპარიბი: CYP3A4 იზოფერმანეტის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიც არის ფლუკონაზოლი, ზრდიან ოლაპარიბის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მათი ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ კომბინირების არიდება შეუძლებელია, საჭიროა ოლაპარიბის დოზის დღეში ორჯერ 200 მგ-მდე შემცირება.
იმუნოდეპრესიულები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC. 200 მგ დღეში ფლუკონაზოლის და ციკლოსპორინის (2,7 მგ/კგ დღეში) ერთად მიღებისას აღინიშნა ციკოსპორინის AUC-ის 1,8-ჯერ გაზრდა. ამ კობინაციის მიღება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირების შემთხვევაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მიხედვით.
ევეროლიმუსი: in vivo ან in vitro კვლევების არარსებობის მიუხედავად, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირების მეშვეობით ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის შრატში ევეროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა.
სიროლიმუსი: სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის შრატში ფლუკონაზოლი ზრდის უპირატესად CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის მეშვეობით სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით. ამ კომბინაციის მიღება შეიძლება სიროლიმუსის დოზის კორექტირების შემთხვევაში, ეფექტის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გათვალისწინებით.
ტაკროლიმუსი: ნაწლავში CYP3A4-ის მეშვეობით ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის შრატში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის 5-ჯერამდე გაზრდა შიგნით მიღების შემდეგ. ტაკროლიმუსის ვენაში შეყვანისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღნიშნულა. ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა დაკავშირებული იყო ნეფროტოქსიკურობის გაზრდასთან. შიგნით მიღებისას ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს სისხლში მისი კონცენტრაციის მიხედვით.
ლოზარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოზარტანის გარდაქმნას მის აქტიურ მეტაბოლიტად (E-31 74), რომელიც ძლიერ მაინჰიბირებელ აქტივობას ახდენს ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების მიმართ, რომელიც აღინიშნება ლოზარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებს მუდმივად უნდა გაუკონტროლდეთ არტერიული წნევა.
ლურაზიდონი: ფლუკონაზოლის მსგავსად CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაციის გაზრდა. თუ ერთად გამოყენების არიდება შეუძლებელია, ლურაზიდონის დოზა უნდა შემცირდეს სამკურნალო პრეპარატი ლურაზიდონის ზოგადი დახასიათების შესაბამისად.
მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია მეტადონის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექტირება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: ფლუბიპროფენის და ფლუკონაზოლის ერთად მიღებისას, ფლუბიპროფენის Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდება 23%-ით და 81%-ით, შესაბამისად, მხოლოდ ფლუბიპროფენის მიღებასთან შედარებით. ანალოგიურად, ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენის] Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდებოდა 15%-ით და 82%-ით, შესაბამისად, ფლუკონაზოლის და იბუპროფენის რაცემიურ ნაზავთან (400 მგ) ერთად მიღებისას, მხოლოდ იბუპროფენის რაცემიული ნაზავის მიღებისას განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებით.
სპეციალური კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს შეუძლია CYP2C9 მეშვეობით მეტაბოლიზებადი სხვა ასას-ის სისტემური კონცენტრაციის გაზრდა (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). ფლუკონაზოლის და ასას ერთად მიღებისას რეკომენდებულია ასას-თან დაკავშირებული არასასურველი რეაქციებისა და ტოქსიკური მოვლენების მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს ასას-ის დოზის კორექტირება.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. 200 მგ ფლუკონაზოლის და 250 მგ ფენიტოინის ვენაში ერთად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24 მაჩვენებლის 75%-ით გაზრდას, ხოლო ფენიტოინის Cmin-ის 128%-ით. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, ფენიტოინის ტოქსიკურობის გამოვლინების პრევენციისთვის, რეკომენდებულია სისხლის შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი.
პრედნიზონი: იყო შეტყობინება შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს გადანერგილი ღვიძლით, რომელიც პრედნიზონს იღებდა, ფლუკონაზოლის სამთვიანი გამოყენების დასრულების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა განუვითარდა. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაზრდა, რამაც გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის მომატება. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ფლუკონაზოლს და პრედნიზონს ერთად, ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტისას უნდა დაექვემდებარონ მეთვალყურეობას თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის შესაძლო განვითარების გამო.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC 80%-მდე გაზრდას. იყო შეტყობინებები უვეიტების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთად იღებდნენ რიფაბუტინსა და ფლუკონაზოლს. კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომების გათვალისწინება.
საკვინავირი: CYP3A4 მეშვეობით საკვინავირის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინჰიბირების და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო, ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC და Cmax მაჩვენებლებს 50%-ით და 55%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლის ურთიერთქმედება საკვინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან შესწავლილი არ არის და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ნაჩვენები იყო, რომ ფლუკონაზოლი ზრდის სისხლის შრატიდან სულფონილშარდოვანას პრეპარატების (მაგალითად, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს ერთად გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში. კომბინირების შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება, საჭიროების შემთხვევაში სულფონილშარდოვანას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
თეოფილინი: ურთიერთქმედებათა შესწავლის პლაცებოკონტროლირებად კვლევაში 14 დღის განმავლობაში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღება იწვევდა სისხლის პლაზმიდან თეოფილინის გამოყოფის საშუალო სიჩქარის 18%-ით შემცირებას. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს, ან პაციენტები, რომლებსაც სხვა მხრივ აქვთ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მაღალი რისკი, ფლუკონაზოლის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების ნიშნების შესაძლო გამოვლინების გამო. ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა თერაპიის კორექცია.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ზემოქმედება იზრდება მისი კომბინირებისას სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ერთდროულად ზომიერად აინჰიბირებენ CYPCYPЗА4-ით და ძლიერად აინჰიბირებენ CYP2С19-ით (მაგალითად, ფლუკონაზოლით). ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ზემოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება (200%-ით AUC მნიშვნელობები; 80%-ით Cmax მნიშვნელობები) ტოლვაპტანის, CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატის ფლუკონაზოლთან, CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას, რაც შედეგად იწვევს არასასურველი რეაქციების, კერძოდ, გამოხატული დიურეზის, გაუწყლოების და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების მაღალ რისკს. ერთად გამოყენების შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს ტოლვაპტანის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე დაკვირვება ტოლვაპტანით თერაპიასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესაძლო განვითარების გამო.
პერივინის ალკალოიდები: კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის პლაზმაში პერივინის ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი) კონცენტრაციის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, სავარაუდოდ CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი მოქმედების გამო.
ვიტამინი A: ერთ პაციენტს, რომელიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებდა პოლიტრანსრეტინის მჟავას (A ვიტამინის მჟავა ფორმა), აღენიშნა არასასურველი რეაქციების განვითარება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ კეთილთვისებიანი ქალაშიდა ფსევდოსიმსივნის ფორმით, რომელიც ალაგდა ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება, თუმცა გასათვალისწინებელია ცნს-ს მხრივ არასასურველი ეფექტების შესაძლო განვითარება.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი): პერორალურად ვორიკონაზოლის (400 მგ ყოველ 12 საათში პირველი დღის განმავლობაში და შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 2,5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს და შემდეგ 200 მგ დღეში 4 დღის განმავლობაში) ერთად გამოყენებამ 8 ჯანმრთელ მამაკაცში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ გაზრდა საშუალოდ 57%-ით (90% სი: 20%, 107%) და 79% (90% სი: 40%, 128%), შესაბამისად. ვორიკონალის და ფლუკონაზოლის დოზის შემცირება და/ან მიღების სიხშირის შემცირება, რომელსაც შეუძლია ამ ეფექტის დაქვეითება, დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ვორიკონაზოლი მიიღება უშუალოდ ფლუკონაზოლის შემდეგ, რეკომენდებულია პაციენტის კონტროლი ვორიკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო. …
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილური ასაკის ქალები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნაყოფზე შესაძლო რისკების შესახებ.
ერთჯერადი მიღების ან მკურნალობის კურსის მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია დაახლოებით 1-კვირიანი ხანგრძლივობის გამორეცხვის პერიოდის უზრუნველყოფა (რაც ნახევარგამოყოფის 5-6 პერიოდს შეესაბამება) ჩასახვამდე (იხ. თავი "ფარმაკოკინეტიკა").
უფრო ხანგრძლივი კურსებისას ფერტილური ასაკის ქალებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია კონტრაცეპტული საშუალებების მიღების შესახებ მკურნალობის პერიოდში და დამატებით 1 კვირის
განმავლობაში ბოლო დოზის მიღების შემდეგ.
ორსულები
დაკვირვებითი კვლევების ამოწმებს თვითნებური აბორტების მომატებულ რისკებს ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს პირველ ან მეორე ტრიმესტრში, შედარებით იმ ორსულებთან
რომლებიც აზოლის ადგილოობრივი დანიშნულების ნაწარმებს იღებდნენ იმავე პერიოდში.
რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაცემებმა, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას ≤150 მგ პირველ ტრიმესტრში, არ აჩვენა ნაყოფში მანკიერებების განვითარების ზოგადი რისკის გაზრდა. ერთ მსხვილ სამეთვალყურეო კოჰორტულ კვლევაში ფლუკონაზოლის პერორალურად მიღება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების განვითარების რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს ≤450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც გამოიყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მაღალ კუმულაციურ დოზებს. დაკორექტირებულმა ფარდობითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% სი 1,05-1,58) ფლუკონაზოლის პერორალური დოზისთვის 150 მგ და 1,98 (95% სი 1,23-3,17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მაღალი დოზებისთვის.
არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევევბი ორსულობის დროს მიკოსისტის მიღების ფონზე გულის მანკების განვითარების შესახებ წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევა. 5 დაკვირვებითი კვლევის მეტაანალიზით, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ათასი ფეხმძიმე ქალის მონაცემებს, ვინც პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლს იღებდა გამოვლინდა გულის მანკების განვითარების 1,8-2-ჯერ მომატებული რისკი შედარებით იმ ქალებთან ორსულებთან რომელებიც არ იღებდა ფლუკონაზოლს ან აზოლის ადგილოობრივი დანიშნულების ნაწარმებს იღებდნენ იმავე პერიოდში.
კლინიკური შემთხვევების ანგარიშებში აღწერილია მანკების სურათი ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ორსულობის დროს ფლუკონაზოლს მაღლი დოზებით (400-800მგ დღეში) 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ. ამ ჩვილებში დაფიქსირებული განვითარების დეფექტებია მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის ნიჟარის დისპლაზია, წინა ყიფლიბანდის ჰიპერექტენზია, ბარძაყის ძვლების გამრუდება და სხივ-მხარის ძვლის სინოსტოზი. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გაურკვეველია.
ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული დოზებით და ხანმოკლე მკურნალობისთვის ორსულობის დროს არ შეიძლება, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.
ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენება მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივად არ შეიძლება, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ინფექციების შემთხვევების გარდა.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი აღწევს დედის რძეში, დედის რძეში ვლინდება პლაზმურთან მიახლოებულ კონცენტრაციებში (იხ. თავი "ფარმაკოკინეტიკა"). ფლუკონაზოლის 150 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება არ შეწყდეს ლაქტაცია. არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის განმეორებით მიღების ან ფლუკონაზოლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ბუნებრივი კვების სარგებელი ჩვილის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის პრეპარატის დანიშვნისთვის კლინიკურ ჩვენებებთან ერთად და ჩვილში ნებისმიერი პოტენციური გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლებლობა ან დედის თანმხლები პათოლოგიის ჩვილის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ მოქმედებს მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთაგვების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფლუკონაზოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ შესაძლო თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების შესახებ (იხ. თავი "გვერდითი მოვლენა") პრეპარატ მიკოსისტის® მიღებისას. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მანქანის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.
შეფუთვა
კაფსულები 50 მგ: 7 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 100 მგ: 7 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 150 მგ: 1 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) დარეგისტრირებულია ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გლუტამატი-პირუვატი-ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა, გლუტამატი ოქსალოაცეტატი ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა სისხლში და გამონაყარი.
იყო შეტყობინებები წამლისმიერი რეაქციის შესახებ ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი) ფლუკონაზოლის გამოყენების ფონზე (იხ. თავი "განსაკუთრებული მითითებები").
ფლუკონაზოლის მიღების დროს აღინიშნა ქვევით მითითებული არასასურველი რეაქციების განვითარება შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცამების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
დარღვევები კვებისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ
მადის დაქვეითება
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია
ფსიქიკური აშლილობები
ძილიანობა, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს აღქმის შეცვლა
ტრემორი
დარღვევები სმენის ორგანოებისა და წონასწორობის მხრივ
ვერტიგო
კარდიოლოგიური დარღვევები
"პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), QT ინტერვალის გაზრდა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ტკივილი მუცელში, გულისრევა, დიარეა, ღებინება
ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირში
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
გლუტამატი-პირუვატი-ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), გლუტამატი ოქსალოაცეტატი ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა(იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა სისხლში (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
ქოლესტაზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), სიყვითლე (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
ღვიძლის უკმარისობა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატიტი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატოცელულარული დაზიანებები (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
გამონაყარი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
მედიკამენტოზური გამონაყარი* (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჭინჭრის ციება (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ქავილი, ჭარბი ოფლიანობა
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ექსფოლიაზური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შესუპება, ალოპეცია
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
მომატებული დაღლილობა, ცუდად ყოფნა, ასთენია, ცხელება
- მდგრადი მედიკამენტოზური გამონაყარის ჩათვლით
ბავშვები
ბავშვებში კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას დაფიქსირებული არასასურველი მოვლენებისა და ლაბორატორიული გადახრების განვითარების ხასიათი და სიხშირე, გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების შემთხვევების გარდა, შედარებადია ასთებთან მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის "სარგებელი-რისკის" შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
იყო შეტყობინებები ფლუკონაზოლის ჭარბი დოზის შესახებ, რასაც ახლდა ჰალუცინაციები და პარანოიდული საქციელი.
ჭარბი დოზის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა (შემანარჩუნებელი თერაპიითა და კუჭის ამორეცხვით აუცილებლობის შემთხვევაში).
ფლუკონაზოლის დიდი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. დიურეზის გაზრდამ შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. სამსაათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის დონე დაახლოებით 50%-ით მცირდება.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი - 50 მგ, 100 მგ ან 150 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, უწყლო ლაქტოზა (მიკოსისტი® 50 მგ ერთ კაფსულაში: 49,5 მგ, მიკოსისტი® 100 მგ ერთ კაფსულაში: 99,0 მგ, მიკოსისტი® 150 მგ ერთ კაფსულაში: 148,5 მგ).
მყარი ჟელატინის კაფსულები:
ქვედა ნაწილი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
ზედა ნაწილი: ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
აღწერილობა
კაფსულები 50 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N4 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ღია-ლურჯი, გაუმჭვირვალე (L 910). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
კაფსულები 100 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N2 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ფირუზისფერი, გაუმჭვირვალე (L 890). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
კაფსულები 150 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N1 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ლურჯი, გაუმჭვირვალე (54.038). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები, ტრიაზოლის წარმოებულები.
ათქ კოდი: J02AC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი არის ტრიაზოლის კლასის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს P450 ინჰიბირებაში და 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების შემდგომ სტადიაში, რაც სოკოებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. 14-ალფა-ლანოსტეროლის დაგროვება კორელირებს სოკოს უჯრედის მემბრანის მიერ ერგოსტეროლის შემდგომი დაკარგვით და შეიძლება პასუხს აგებდეს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაზე. ნაჩვენები იყო, რომ ფლუკონაზოლს, ძუძუმწოვართა P450 ფერმენტის სხვადასხვა სისტემებთან შედარებით, სოკოების P450 ფერმენტების მიმართ მაღალარჩევითი აქტივობა გააჩნია.
ნაჩვენები იყო, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის მიღება 28 დღის განმავლობაში ზეგავლენას არ ახდენდა სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციაზე მამაკაცებში ან სტეროიდულ ჰორმონებზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში. 200 მგ და 400 მგ დღეში დოზით ფლუკონაზოლი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ენდოგენური სტეროიდების დონეებზე ან თირკმელზედა ჯირკვლების ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონებით სტიმულირებულ პასუხზე, ჯანმრთელ მოხალისეებში. ურთიერთქმედების შესწავლის კვლევის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო, რომ 50 მგ დოზით ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღება არ მოქმედებს ფენაზონის მეტაბოლიზმზე.
მგრძნობელობა in vitro
ფლუკონაზოლს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა in vitro Candida ოჯახის (მათ შორის C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis) სოკოების კლინიკურად მნიშვნელოვანი სახეობების მიმართ. C. glabrata სახეობის სოკოები ადემონსტრირებენ დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris სახეობის სოკოები - მის მიმართ მდგრადობას. ფლუკონაზოლის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციები (მდკ) და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-სთვის.
გარდა ამისა, in vitro კვლევებში ფლუკონაზოლი აქტიური იყო Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii მიმართ, ასევე Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis სახეობების ენდემური სოკოების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკა შეფარდება
ცხოველებზე კვლევების მიმდინარეობისას გამოვლენილ იქნა კორელაცია მდკ სიდიდისა და პრეპარატის ეფექტურობას შორის Candida spp. სოკოებით გამოწვეული ექსპერიმენტული მიკოზების მკურნალობისას. კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო პრაქტიკულად ხაზოვანი დამოკიდებულება ფლუკონაზოლის AUC და დოზას შორის. გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი, თუმცა არა იდეალური, ურთიერთკავშირი პრეპარატის AUC ან დოზას და კლინიკურ ეფექტურობას შორის პირის ღრუს კანდიდოზის და, ნაკლები ხარისხით, კანდიდემიის მკურნალობისას. ანალოგიურად, ნაკლებად სავარაუდოა ფლუკონაზოლის მიმართ უფრო მაღალი მდკ მქონე შტამებით გამოწვეული ინფექციების განკურნება.
მდგრადობის მექანიზმები
Candida spp ოჯახის სოკოებმა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მდგრადობის მექანიზმების დიდი რაოდენობა გამოიმუშავეს. ცნობილია, რომ აღნიშნული მექანიზმებიდან ერთის ან მეტის მქონე სოკოების შტამებს გააჩნიათ მაღალი მდკ ფლუკონაზოლის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება პრეპარატის ეფექტურობაზე in vivo და კლინიკური გამოყენებისას.
Candida-ს ჩვეულებრივ მგრძნოებიარე სახეობებს მდგრადობის განვითარების ყველაზე ხშირად შემხვედრი მექანიზმი მოიცავს აზოლების მიზნობრივ ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ერგოსტეროლის ბიოსენთეზზე. მდგრადობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციით, ფერმენტის მომატებული პროდუცირებით, მიკრობის უჯრედიდან პრეპარატის აქტიური გამოყოფის მექანიზმებით ან კომპენსატორული გზების განვითარებით.
იყო შეტყობინებები C. albicans-ის გარდა Candida-ს ოჯახის სოკოების სახეობებით გამოწვეული სუპერინფექციების შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ხშირად ბუნებრივად დაბალი მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა (მაგ.,C. krusei, C. auris) გააჩნიათ ფლუკონაზოლის მიმართ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო სხვა თერაპია.
მდგრადობის მექანიზმები არ იყო სრულად შესწავლილი ზოგიერთი სახეობისთვის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი მდგრადობა (C. krusei), ან Candida (C. auris)-ს ცოტახნის წინ გამოვლენილი სახეობებისთვის.
ზღვრული მნიშვნელობები (EUCAST სახელმძღვანელოს მიხედვით)
ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკის (ფკ/ფდ) შეფარდების ანალიზის მონაცემების საფუძველზე, განსაზღვრულის შტამების in vitro მგრძნობელობით, ასევე EUCAST-AFST (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ანალიზის ევროპული კომიტეტი - სოკოების მგრძნობელობის განსაზღვრის კომიტეტი) კლინიკური პასუხით განისაზღვრა ფლუკონაზოლის ზღვრული მნიშვნელობები Candida-ს ოჯახის სოკოების მიმართ (EUCAST საბუთი ფლუკონაზოლის გამოყენების საფუძვლის შესახებ (2020)-ვერსია 3; ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის განცხადება, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მდკ ინტერპრეტაციისთვის ზღვრული მნიშვნელობების ცხრილები, ვერსია 10.0, ძალაშია 04.02.2020-დან). ისინი დაყოფილი იყვნენ არასახეობასპეციფიკურ ზღვრულ მნიშვნელობებად, რომლებიც, როგორც წესი, განსაზღვრულია ფკ/ფდ შეფარდების საფუძველზე და წარმოადგენენ კონკრეტული შტამების მდკ დამოუკიდებელ განაწილებებს, ასევე სახეობასპეციფიკურ ზღვრულ მნიშვნელობებად ამ სახეობებში უფრო ხშირად დაკავშირებული ადამიანის ინფექციურ დაავადებებთან. ეს ზღვრული მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში ქვევით:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი
სახეობასპეციფიური ზღვრული მნიშვნელობები (S≤/R>), მგ/ლ
არასახეობასპეციფიური ზღვრული მნიშვნელობებიA S≤/R>, მგ/ლ
Candida albicans
Candida dubliniensis
Candida glabrata
Candida krusei
Candida parapsilosis
Candida tropicalis
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
0,001*/16
- -
2/4
2/4
2/4
S = მგრძნობიარე, R = მდგრადი
А = არასახეობასპეციფიური ზღვრული მნიშვნელობები განსაზღვრული იყო ძირითადად ფკ/ფდ შეფარდების საფუძველზე და არ არიან დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მიკროორგანიზმების მდკ განაწილებაზე. ისინი გამოიყენება მხოლოდ იმ ორგანიზმების მიმართ, რომლებსაც სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები არ გააჩნიათ.
- - = მგრძნობელობის ანალიზი რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ეს სახეობები არ წარმოადგენენ მიზანს ამ სამკურნალო პრეპარატისთვის.
- = ყველა C. glabrata მიეკუთვნება I კატეგორიას. C. glabrata-ს მიმართ მდკ უნდა ინტერპრეტირდეს როგორც მდგრადი, თუ მნიშვნელობები 16 მგ/ლ-ს აღემატება. მგრძნობელობის კატეგორია (<0,001 მგ/ლ) განკუთვნილია იმისათვის, რომ არ მოხდეს "I" შტამების შეცდომით "S" შტამებად კლასიფიცირება. "I (მგრძნობიარე მომატებული ზემოქმედებისას)": მიკროორგანიზმი კლასიფიცირდება როგორც მგრძნობიარე, მომატებული ზემოქმედებისას, როდესაც არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა პრეპარატის ზემოქმედების ხარისხის გაზრდისას დოზირების რეჟიმის კორექციის ან ინფექციის ადგილას მისი კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას და ვენაში შეყვანისას ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ანალოგიურია.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი სწრაფად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში პრეპარატის რაოდენობა (და სისტემური ბიოშეღწევადობა) შეადგენს ვენაში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის რაოდენობის 90%-ზე მეტს. საკვების მიღება არ მოქმედებს პერორალურად მიღებული პრეპარატის აბსორბციაზე. პრეპარატის უზმოზე მიღებისას სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 0,5-1,5 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. დონის 90%-იანი წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა პრეპარატის დღეში ერთხელ მრავალჯერადი მიღების მე-4-5 დღეს. პირველ დღეს ჩვეულებრივ სადღეღამისო დოზაზე 2-ჯერ მეტი დოზის მიღება შესაძლებელს ხდის სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის იმ კონცენტრაციის მიღწევას, რომელიც მეორე დღისთვის წონასწორობის დონის დაახლოებით 90%-ის ტოლია.
განაწილება
განაწილების შესაძლო მოცულობა დაახლოებით ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობის ტოლია. ფლუკონაზოლის სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთების ხარისხის დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი ადვილად აღწევს ორგანიზმის ყველა შესწავლილ სითხეებში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და სეკრეტში იდენტურია სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციისა. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლში შესაბამისი კონცენტრაციის 80%-ს.
რქოვანას ფენაში, ეპიდერმისში, დერმაში, ოფლის სითხეში მიიღწევა ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც შრატისმიერზე მაღალია. ფლუკონაზოლი რქოვანას ფენაში გროვდება. ფლუკონაზოლის 50 მგ დღეში დოზის მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაციამ მე-12 დღეს 73 მკგ/გ შეადგინა, პრეპარატით მკურნალობის დასრულებიდან 7 დღეში მისი კონცენტრაცია 5,8 მკგ/გ შეადგენდა. ფლუკონაზოლის 150 მგ კვირაში ერთხელ მიღებისას, კანის რქოვანას ფენაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მე-7 დღეს 23,4 მკგ/გ შეადგენდა, მეორე დოზიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაციამ 7,1 მკგ/გ შეადგინა.
ფრჩხილის ფირფიტაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პრეპარატის მიღებიდან 4 თვის შემდეგ, დოზით 150 მგ კვირაში 1-ხელ შეადგენდა 4,05 მკგ/გ ჯანმრთელი ფრჩხილის ფირფიტაში და 1,8 მკგ/გ ფრჩხილის დაზინებულ ფირფიტებში; გარდა ამისა, ფრჩხილის ნიმიშებში ფლუკონაზოლი ვლინდებოდა მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეში.
მეტაბოლიზმი
ფლუკონაზოლი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება. რადიოაქტიური ნიშნულების გამოყენებით კვლევისას, პრეპარატის მხოლოდ 11% გამოიყოფოდა შარდთან ერთად შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორია (იხ. თავი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან"). გარდა ამისა, ფლუკონაზოლი CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია.
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათს შეადგენს. პრეპარატი უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. პერიფერიულ სისხლში ფლუკონაზოლის მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის.
სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი უზრუნველყოფს ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას ფლუკონაზოლის დღეში ერთხელ მიღების და სხვა დაავადებების მკურნალობისას კვირაში ერთხელ მიღების შესაძლებლობას.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 30-დან 98 საათამდე იზრდება. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს და, ნაკლებად, პერიტონიალური დიალიზისას. სამ საათიანი დიალიზის შემდეგ სისხლიდან თითქმის 50% ფლუკონაზოლი გამოიყოფა.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას 10 ქალის მონაწილეობით, რომლებმაც დროებით ან სრულად შეწყვიტეს ძუძუთი კვება, სისხლის პლაზმასა და დედის რძეში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას აფასებდნენ 48 საათის განმავლობაში 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ. დედის რძეში ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იყო საშუალო კონცენტრაციით, რომელიც ქალის სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს შეადგენდა. დედის რძეში საშუალო პიკური კონცენტრაცია შეადგენდა 2,61 მგ/ლ პრეპარატის მიღებიდან 5,2 საათის გასვლის შემდეგ. ფლუკონაზოლის გაანგარიშებადი სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძესთან ერთად (იმ პირობით, რომ მოხმარებული რძის საშუალო მოცულობა 150 მლ/კგ/დღე-ს ტოლია), და გაანგარიშებული დედის რძეში პრეპარატის საშუალო პიკური კონცენტრაციის შესაბამისად, შეადგენს 0,39 მგ/კგ დღეში, რაც დაახლოებით უდრის რეკომენდებული ნეონატალური დოზის (2 კვირაზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის) 40%-ს ან ჩვილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
შესწავლილი იყო 113 ბავშვისა და მოზარდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ 5 სხვადასხვა კვლევაში: 2 კვლევა პრეპარატის ერთჯერადი მიღებით, 2 კვლევა პრეპარატის მრავალჯერადი მიღებით და პრეპარატის კვლევა ახალშობილებში. ერთი კვლევის შედეგები არაინტერპრეტირებადი გამოდგა კვლევის მიმდინარეობისას წამლის ფორმის შეცვლის გამო. გამოყენებულ იქნა ჰუმანიტარულ საფუძვლეზე ჩატარებული კვლევის დამატებითი მონაცემები.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 2-8 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის გამოყენების შემდეგ, AUC მნიშვნელობა დაახლოებით 38 მკგ×საათი/მლ დარეგისტრირებულია 1 მგ/კგ დოზისას. სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მნიშვნელი იმყოფებოდა 15-დან 18 საათამდე ინტერვალში, ხოლო მრავალჯერადი მიღების შემდეგ განაწილების მოცულობა დაახლოებით 880 მლ/კგ შეადგენდა. ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღებისას დარეგისტრირდა ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც 24 საათს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი უტოლდება სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ დოზით პრეპარატის ერთჯერადად ვენაში შეყვანის შემდეგ. ამ ასაკის პაციენტებისთვის მიღებული განაწილების მოცულობა დაახლოებით 950 მლ/კგ-ს შეადგენდა.
ახალშობილებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლებოდა დღენაკლულ ბავშვებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევებით. პირველი დოზის მიღებისას საშუალო ასაკი შეადგენდა 24 საათს (ინტერვალი 9-36 საათი), სხეულის საშუალო წონა - 0,9 კგ (ინტერვალი 0,75-1,10 კგ), კვლევაში სულ ჩართული იყო 12 დღენაკლული ბავშვი ორსულობის საშუალო ვადით 28 კვირა. შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევაში მონაწილეობა; 6 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის არა უმეტეს ხუთი ვენაში შეყვანა შესრულებული იყო ყოველ 72 საათში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდმა (საათები) პირველ დღეს შეადგინა 72 (ინტერვალი 44-185), დროის განმავლობაში (მე-7 დღეს) იგი შემცირდა საშუალო მნიშვნელამდე 53 (ინტერვალი 30-131), ხოლო მე-13 დღეს 47-მდე (ინტერვალი 27-68). კონცენტრაცია პლაზმაში - დრო მრუდის ქვეშ ფართის საშუალო მნიშვნელი (მკგ×საათი/მლ) პირველ დღეს შეადგენდა 271 (ინტერვალი 173-385), დროის განმავლობაში (მე-7 დღეს) იგი გაიზარდა საშუალო მნიშვნელამდე 490 (ინტერვალი 292-734), ხოლო მე-13 დღეს შემცირდა საშუალო მნიშვნელამდე 360 (ინტერვალი 167-566). განაწილების საშუალო მოცულობამ (მლ/კგ) პირველ დღეს შეადგინა 1183 (ინტერვალი 1070-1470) რომელიც დროის განმავლობაში (მე-7 დღეს) გაიზარდა საშუალო მნიშვნელამდე 1184 (ინტერვალი 510-2130), ხოლო მე-13 დღეს 1328-მდე (ინტერვალი 1040-1680).
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში
ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჩართული იყო 65 წლიდან და უფროსი ასაკის 22 პაციენტი, რომლებიც 50 მგ ფლუკონაზოლს იღებდნენ პერორალურად ერთჯერადად. აღნიშნული პაციენტებიდან ათი იმავდროულად იღებდა დიურეზულებს. Cmax შეადგენდა 1,54 მკგ/მლ და ვლინდებოდა პრეპარატის მიღებიდან 1,3 საათში. AUC საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 76,4 ± 20,3 მკგ×საათი/მლ, ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი არის 46,2 საათი. მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იყო უფრო მაღალი მამრობითი სქესის ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში პეპარატის მიღებისას დარეგისტრირებულთან შედარებით. დიურეზულების და ფლუკონაზოლის კომბინირება მნიშვნელოვნად არ ცვლიდა AUC ან Cmax მაჩვენებლებს. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოყოფილი სამკურნალო პრეპარატის პროცენტი (0-24 საათი, 22%), ასევე თირკმელებით ფლუკონაზოლის გამოყოფის შეფასებადი დონე (0,124 მლ/წთ/კგ) უფრო ხანდაზმულ პაციენტებში მთლიანობაში იყო უფრო დაბალი უფრო ახალგაზრდა მოხალისეების მითითებულ მაჩვენებლებთან შედარებით. ამგვარად, ხანდაზმულ პაციენტებში ფლუკონაზოლის განაწილების ცვლილება სავარაუდოდ დაკავშირებულია ამ ჯგუფის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მიკოსისტი® (MYCOSYST®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):
ფლუკონაზოლი (fluconazole)
გამოშვების ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი - 50 მგ, 100 მგ ან 150 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, უწყლო ლაქტოზა (მიკოსისტი® 50 მგ ერთ კაფსულაში: 49,5 მგ, მიკოსისტი® 100 მგ ერთ კაფსულაში: 99,0 მგ, მიკოსისტი® 150 მგ ერთ კაფსულაში: 148,5 მგ).
მყარი ჟელატინის კაფსულები:
ქვედა ნაწილი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
ზედა ნაწილი: ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
აღწერილობა
კაფსულები 50 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N4 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ღია-ლურჯი, გაუმჭვირვალე (L 910). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
კაფსულები 100 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N2 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ფირუზისფერი, გაუმჭვირვალე (L 890). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
კაფსულები 150 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები N1 ზომა (Сoni-Snap). ზედა ნაწილი: ლურჯი, გაუმჭვირვალე (54.038). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L 500).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები, ტრიაზოლის წარმოებულები.

გამოყენების ჩვენებები
მიკოსისტის® მიღება ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. თავი „ფარმაკოდინამიკა“):
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
კოკციდიოიდომიკოზი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
ინვაზიური კანდიდოზი.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი.
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზების სტომატიტი), იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებები ან ადგილობრივი მკურნალობის საშუალებები არასაკმარისია.
მწვავე ან რეციდიული ფორმის ვაგინალური კანდიდოზი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მკურნალობა შეუძლებელია.
კანდიდოზური ბალანიტი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მკურნალობა შეუძლებელია.
დერმატომიკოზები, მათ შორის, ტერფების დერმოფიტია, ტორსის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი, აქერცვლადი სირსველი და Candida-ს ოჯახის სოკოებით გამოწვეული კანის სხვა ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.
ფრჩხილის დერმატოფიტია (ონიქომიკოზი), იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა ვარიანტები გამოუსადეგარია.
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
პირხახის ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში შიდსით, რომლებიც შედიან რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.
გამწვავებების სიხშირის შესამცირებლად პაციენტებში მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზით (4 ან მეტი გამწვავება წელიწადში).
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით (მაგალითად, პაციენტები ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია) (იხ. თავი „ფარმაკოდინამიკა“).
მიკოსისტი®, კაფსულები, ნაჩვენებია გამოსაყენებლად ბავშვებსა და მოზარდებში:
მიკოსისტი® გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (პირხახის, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილქტიკისთვის პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით. მიკოსისტის® გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
კაფსულების ფორმით პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვებს უსაფრთხოდ შეუძლიათ კაფსულის ჩაყლაპვა. მიკოსისტი® კაფსულები არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად წამლის ფორმის თავისებურებების გამო.
პრეპარატის გამოყენების დაწყება შეიძლება მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების და სხვა ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მიღებამდე, თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური სახელმძღვანელოების მოთხოვნები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, აზოლების წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც მიკოსისტს® იღებენ მრავალჯერადი დოზებით 400 მგ დღეში ან მეტი, მრავალჯერადი დოზების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების საფუძველზე.
უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის კომბინირება QT გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბილოზდებიან P450 (CYP) 3A4 ციტოქრომის მეშვეობით, როგორებიც არის ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი (იხ. თავები "სიფრთხილის ზომები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ფერტილური ასაკის ქალები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნაყოფზე შესაძლო რისკების შესახებ.
ერთჯერადი მიღების ან მკურნალობის კურსის მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია დაახლოებით 1-კვირიანი ხანგრძლივობის გამორეცხვის პერიოდის უზრუნველყოფა (რაც ნახევარგამოყოფის 5-6 პერიოდს შეესაბამება) ჩასახვამდე (იხ. თავი "ფარმაკოკინეტიკა").
უფრო ხანგრძლივი კურსებისას ფერტილური ასაკის ქალებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია კონტრაცეპტული საშუალებების მიღების შესახებ მკურნალობის პერიოდში და დამატებით 1 კვირის
განმავლობაში ბოლო დოზის მიღების შემდეგ.
ორსულები
დაკვირვებითი კვლევების ამოწმებს თვითნებური აბორტების მომატებულ რისკებს ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს პირველ ან მეორე ტრიმესტრში, შედარებით იმ ორსულებთან
რომლებიც აზოლის ადგილოობრივი დანიშნულების ნაწარმებს იღებდნენ იმავე პერიოდში.
რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაცემებმა, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას ≤150 მგ პირველ ტრიმესტრში, არ აჩვენა ნაყოფში მანკიერებების განვითარების ზოგადი რისკის გაზრდა. ერთ მსხვილ სამეთვალყურეო კოჰორტულ კვლევაში ფლუკონაზოლის პერორალურად მიღება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების განვითარების რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს ≤450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც გამოიყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მაღალ კუმულაციურ დოზებს. დაკორექტირებულმა ფარდობითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% სი 1,05-1,58) ფლუკონაზოლის პერორალური დოზისთვის 150 მგ და 1,98 (95% სი 1,23-3,17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მაღალი დოზებისთვის.
არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევევბი ორსულობის დროს მიკოსისტის მიღების ფონზე გულის მანკების განვითარების შესახებ წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევა. 5 დაკვირვებითი კვლევის მეტაანალიზით, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ათასი ფეხმძიმე ქალის მონაცემებს, ვინც პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლს იღებდა გამოვლინდა გულის მანკების განვითარების 1,8-2-ჯერ მომატებული რისკი შედარებით იმ ქალებთან ორსულებთან რომელებიც არ იღებდა ფლუკონაზოლს ან აზოლის ადგილოობრივი დანიშნულების ნაწარმებს იღებდნენ იმავე პერიოდში.
კლინიკური შემთხვევების ანგარიშებში აღწერილია მანკების სურათი ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ორსულობის დროს ფლუკონაზოლს მაღლი დოზებით (400-800მგ დღეში) 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ. ამ ჩვილებში დაფიქსირებული განვითარების დეფექტებია მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის ნიჟარის დისპლაზია, წინა ყიფლიბანდის ჰიპერექტენზია, ბარძაყის ძვლების გამრუდება და სხივ-მხარის ძვლის სინოსტოზი. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გაურკვეველია.
ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული დოზებით და ხანმოკლე მკურნალობისთვის ორსულობის დროს არ შეიძლება, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.
ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენება მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივად არ შეიძლება, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ინფექციების შემთხვევების გარდა.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი აღწევს დედის რძეში, დედის რძეში ვლინდება პლაზმურთან მიახლოებულ კონცენტრაციებში (იხ. თავი "ფარმაკოკინეტიკა"). ფლუკონაზოლის 150 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება არ შეწყდეს ლაქტაცია. არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის განმეორებით მიღების ან ფლუკონაზოლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ბუნებრივი კვების სარგებელი ჩვილის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის პრეპარატის დანიშვნისთვის კლინიკურ ჩვენებებთან ერთად და ჩვილში ნებისმიერი პოტენციური გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლებლობა ან დედის თანმხლები პათოლოგიის ჩვილის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ მოქმედებს მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთაგვების ფერტილობაზე.
გამოყენების წესი და დოზები
დოზები
პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს სოკოვანი ინფექციის გამომწვევის ბუნებისა და სიმძიმის გათვალისწინებით. ინფექციების მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ პრეპარატის მრავალჯერად მიღებას, უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კლინიკური ან ლაბორატორიული მაჩვენებლები არ დაამოწმებენ სოკოვანი ინფექციის აქტივობის აღმოფხვრას. მკურნალობის არასწორად შერჩეულმა ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივის განვითარება.
მოზრდილები
ჩვენებები
დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა
კრიპტოკოკოზი
- კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დატვირთვის დოზა: 400 მგ პირველ დღეს. შემდეგი დოზები: 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ.
როგორც წესი, არა ნაკლებ 6-8 კვირა.
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების შემთხვევაში დღის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე.
- შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებში
200 მგ დღეში ერთხელ
შეზღუდვის გარეშე, სადღეღამისო დოზით 200 მგ.
კოკციდიოიდომიკოზი
200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
11-დან 24 თვემდე ან მეტი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზოგიერთი ინფექციისას, განსაკუთრებით მენინგიტის დროს, დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე დღეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დატვირთვის დოზა: 800 მგ პირველ დღეს. შემგომი დოზები: 400 მგ დღეში ერთხელ.
როგორც წესი, ფლუკონაზოლით კანდიდემიის თერაპიის გაგრძელება რეკომენდებულია 2 კვირის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის არსებობაზე და კანდიდემიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ალაგებაზე სისხლის ანალიზის პირველი უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა
- პირხახის კანდიდოზი
დატვირთვის დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს. შემდგომი დოზები: 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ.
7-დან 21 დღემდე (პირხახის კანდიდოზის სიმპტომების ალაგებამდე).
პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყენება.
- საყლაპავის კანდიდოზი
დატვირთვის დოზა: 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს. შემდგომი დოზები: 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ.
14-დან 30 დღემდე (საყლაპავის კანდიდოზის სიმპტომების ალაგებამდე).
პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.
- კანდიდურია
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
7-დან 21 დღემდე. პაციენტებში ძალიან დასუსტებული იმუნიტეტით მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.
- ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
50 მგ დღეში ერთხელ
14 დღე
- კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი
50 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.
28 დღემდე. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი ინფექციის სიმძიმის ან არსებული იმუნოსუპრესიისა და ინფექციის მიხედვით.
პირხახისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა აივ ინფიცირებულ, რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში
- პირხახის კანდიდოზი
100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში სამჯერ
პრეპარატის მიღების ვადა ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში შეზღუდული არ არის.
- საყლაპავის კანდიდოზი
100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში სამჯერ
პრეპარატის მიღების ვადა ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში შეზღუდული არ არის.
გენიტალიების კანდიდოზი
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზი
- კანდიდოზური ბალანიტი
150 მგ
ერთჯერადად
- გამწვავებების მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში რეციდივირებადი ვაგინალური კანდიდოზით (4 ან მეტი გამწვავება წელიწადში)
150 მგ ყოველ სამ დღეში, სულ 3 დოზა (1-ლ. მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ მიიღება შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთხელ
შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზები
- ტერფების დერმატოფიტია,
- სხეულის დერმატომიკოზი,
- ქვედა მუცლის დერმატომიკოზი- Candida ოჯახის სოკოებით გამოწვეული ინფექციები
150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ დღეში ერთხელ
2-დან 4 კვირამდე, ტერფების დერმატოფიტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 6 თვემდე მკურნალობა
- აქერცვლადი სირსველი
300 მგ-დან 400 მგ-მდე კვირაში ერთხელ
1-დან 3 კვირამდე
50 მგ დღეში ერთხელ
2-დან 4 კვირამდე
- დერმატოფიტია ფრჩხილის (ონიქომიკოზი)
150 მგ კვირაში ერთხელ
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლებამდე (არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე). ხელებისა და ფეხების თითებზე ახალი ფრჩხილის ფირფიტის გაზრდამდე ნორმაში საჭიროა 3-6 და 6-12 თვე, შესაბამისად. თუმცა, გაზრდის სისწრაფე შეიძლება ფართოდ ვარირებდეს ორგანიზმის თავისებურებებისა და ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ზოგჯერ ფრჩხილები შეიძლება დაბრეცილი დარჩეს.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით
200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ
მკურნალობა უნდა დაიწყოს რამდენიმე დღით ადრე ნეიტროპენიის სავარაუდო დადგომამდე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების დონის ნორმალიზების შემდეგ, ნეიტროფილების დონის 1000 უჯრედი მმ3-ში ნორმალიზების შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)
პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით (იხ. "პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით").
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით შეცვლილი სახით. ერთჯერადი მიღების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (მათ შორის ბავშვთა ასაკის პაციენტებში), რომლებიშიც დაგეგმილია თერაპია ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღებით, კონკრეტული ჩვენებისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე დაფუძნებული პრეპარატის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 50 მგ-დან 400 მგ-მდე. საწყისი დატვირთვის დოზის შემდეგ, დღის დოზა (ჩვენებების შესაბამისად) გათვლილი უნდა იყოს ქვევით ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
> 50
100 %
≤ 50 (ჰემოდიალიზის გარეშე)
50 %
ჰემოდიალიზი
100 % ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ; იმ დღეებში, როდესაც ჰემოდიალიზის სეანსი არ ტარდება, პაციენტებმა უნდა მიიღონ მათი კრეატინინის კლირენსის შესაბამისად შემცირებული პრეპარატის დოზა.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ არის, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ფლუკონაზოლის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. თავები "სიფრთხილის ზომები" და "გვერდითი მოქმედება").
ბავშვები
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ.
მოზრდილებში ინფექციების ანალოგიურად, თერაპიის ხანგრძლივობა უნდა ეფუძნებოდეს სოკოვანი ინფექციის პრეპარატის მიმართ კლინიკურ პასუხსა და მგრძნობელობაზე. მიკოსისტი® მიიღება დღეში ერთხელ.
პრეპარატის გამოყენების თავისებურებები თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში აღწერილია თავში "პაციენტები თირკმლის უკმარისობით". ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა ბავშვთა ასაკის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით შესწავლილი არ არის (ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ახალშობილებში, რომლებშიც ხშირად ვლინდება თირკმელების განუვითარებლობა, მოცემულია ქვევით).
ჩვილები, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე)
ჩვენება
დოზები
რეკომენდაციები
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი
საწყისი დოზა: 6 მგ.კგ
შემდგომი დოზები: 3 მგ/კგ დღეში ერთხელ
საწყისი დოზა შეიძლება მიღებულ იქნას პირველ დღეს სისხლში პრეპარატის წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მისაღწევად
- ინვაზიური კანდიდოზი
- კრიპტოკოკური მენინგიტი
დოზა: 6-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ
დაავადების სიმძიმის მიხედვით.
- კრიპტოკოკური მენინგიტის საპრევენციო შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში
დოზა: 6 მგ/კგ დღეში ერთხელ
დაავადების სიმძიმის მიხედვით.
- კანდიდოზის პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში
დოზა: 3-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ
ინდუცირებული ნეიტროპენიის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით (იხ. დოზირების შესახებ რეკომენდაციები თავში "მოზრდილები")
ბავშვები და მოზრდილები (12-დან 17 წლამდე)
სხეულის წონისა და პუბერტული განვითარების მიხედვით, უნდა განისაზღვროს, დოზირების რომელი რეჟიმი (მოზრდილებში ან ბავშვებში) ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ პაციენტს. კლინიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ ბავშვებში ფლუკონაზოლი გამოიყოფა უფრო სწრაფად, ვიდრე მოზრდილებში. 100, 200 და 400 მგ დოზების მოზრდილებში და 3, 6, და 12 მგ/კგ დოზების გამოყენება ბავშვებში იძლევა შედარებადი სისტემური ექსპოზიციის მიღწევის შესაძლებლობას.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ დადგენილი არ არის. დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია უსაფრთხოებაზე ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენების სხვა ჩვენებების შესახებ მოცემულია თავში "გვერდითი მოქმედება". იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა გენიტალური კანდიდოზის მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე), პრეპარატი უნდა დაინიშნოს დოზირების იმ რეჟიმის თანახმად, რომელიც გამოიყენება მოზრდილი პაციენტებისთვის.
დროულად დაბადებული ახალშობილები (0-დან 27 დღემდე)
ახალშობილებში ფლუკონაზოლის შეყვანის სისწრაფე უფრო ნელია. ახალშობილებში პრეპარატის მიღების რეჟიმის დასაბუთებისთვის არსებობს რამდენიმე ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები (იხ. თავი "ფარმაკოკინეტიკა").
პაციენტთა ასაკი
დოზები
რეკომენდაციები
ახალშობილები
(0-დან 14 დღემდე)
პრეპარატი მიიღება ყოველ 72 საათში, დოზის გაანგარიშებით მგ/კგ-ში, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.
არ შეიძლება მაქსიმალური დოზის 12 მგ/კგ ყოველ 72 საათში გადაჭარბება.
ახალშობილები
(15-დან 27 დღემდე)
პრეპარატი მიიღება ყოველ 48 საათში, დოზის გაანგარიშებით მგ/კგ-ში, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.
არ შეიძლება მაქსიმალური დოზის 12 მგ/კგ ყოველ 48 საათში გადაჭარბება.
გამოყენების წესი
ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება პერორალურად ან ინტრავენური ინფუზიების სახით (საინფუზიო ხსნარის სახით), პრეპარატის შეყვანის წესი დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. პერორალური შეყვანის შეცვლისას ინტრავენურად შეყვანაზე ან პირიქით, პრეპარატის დღიური დოზის შეცვლის საჭიროება არ არსებობს.
პრეპარატი უნდა დაინიშნოს ყველაზე გამოსადეგი წამლის ფორმით და დოზირებით პაციენტის ასაკის, წონისა და საჭირო დოზის შესაბამისად.
კაფსულები არ არის განკუთვნილი ჩვილებში და 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად (იხ. თავი "გამოყენების ჩვენებები"). შიგნით მისაღები თხევადი წამლის ფორმები ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის უფრო გამოსადეგია.
კაფსულები ჩაიყლაპება მთლიანად, საკვების მიღების მიუხედავად.
გვერდითი მოქმედება
ყველაზე ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) დარეგისტრირებულია ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გლუტამატი-პირუვატი-ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა, გლუტამატი ოქსალოაცეტატი ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა სისხლში და გამონაყარი.
იყო შეტყობინებები წამლისმიერი რეაქციის შესახებ ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი) ფლუკონაზოლის გამოყენების ფონზე (იხ. თავი "განსაკუთრებული მითითებები").
ფლუკონაზოლის მიღების დროს აღინიშნა ქვევით მითითებული არასასურველი რეაქციების განვითარება შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცამების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
დარღვევები კვებისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ
მადის დაქვეითება
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია
ფსიქიკური აშლილობები
ძილიანობა, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს აღქმის შეცვლა
ტრემორი
დარღვევები სმენის ორგანოებისა და წონასწორობის მხრივ
ვერტიგო
კარდიოლოგიური დარღვევები
"პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), QT ინტერვალის გაზრდა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ტკივილი მუცელში, გულისრევა, დიარეა, ღებინება
ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირში
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
გლუტამატი-პირუვატი-ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), გლუტამატი ოქსალოაცეტატი ტრანსამინაზას აქტივობის გაზრდა(იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა სისხლში (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
ქოლესტაზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), სიყვითლე (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
ღვიძლის უკმარისობა (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატიტი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჰეპატოცელულარული დაზიანებები (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
გამონაყარი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები")
მედიკამენტოზური გამონაყარი* (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ჭინჭრის ციება (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ქავილი, ჭარბი ოფლიანობა
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები"), ექსფოლიაზური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შესუპება, ალოპეცია
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
მომატებული დაღლილობა, ცუდად ყოფნა, ასთენია, ცხელება
- მდგრადი მედიკამენტოზური გამონაყარის ჩათვლით
ბავშვები
ბავშვებში კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას დაფიქსირებული არასასურველი მოვლენებისა და ლაბორატორიული გადახრების განვითარების ხასიათი და სიხშირე, გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების შემთხვევების გარდა, შედარებადია ასთებთან მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის "სარგებელი-რისკის" შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
იყო შეტყობინებები ფლუკონაზოლის ჭარბი დოზის შესახებ, რასაც ახლდა ჰალუცინაციები და პარანოიდული საქციელი.
ჭარბი დოზის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა (შემანარჩუნებელი თერაპიითა და კუჭის ამორეცხვით აუცილებლობის შემთხვევაში).
ფლუკონაზოლის დიდი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. დიურეზის გაზრდამ შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. სამსაათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის დონე დაახლოებით 50%-ით მცირდება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
უკუნაჩვენებია კომბინირება შემდეგ პრეპარატებთან:
ციზაპრიდი: ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთად გამოყენებისას აღწერილია არასაურველი რაექციების შემთხვევები გულის მხრივ, მათ შორის "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო, რომ 200 მგ დღეში ერთხელ ფლუკონაზოლის და 20 მგ ოთხჯერ დღეში ციზაპრიდის ერთად მიღება იწვევდა სისხლის პლაზმაში ციზაპრიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ტერფენადინი: QTc ინტერვალის გაზრდის შედეგად განვითარებული სერიოზული არითმიების წარმოქმნის გათვალისწინებით პაციენტებში, რომლებიც ტერფენადინთან ერთად იღებდნენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, აზოლების წარმოებულებს, ჩატარებული იყო ამ ორი პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები. კვლევაში დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებით QTc ინტერვალის გაზრდა არ აღინიშნა. სხვა კვლევაში, დღეში 400 მგ და 800 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღებისას ნაჩვენები იყო, რომ დღეში 400 მგ და მეტი დოზით გამოყენებული ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდიდა ტერფენადინის კონცენტრაციას ამ პრეპარატის ერთად მიღებისას. ტერფენადინისა და 400 მგ და მეტი დოზებით ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები"). საჭიროა პაციენტების მდგომარეობის კონტროლი, რომლებიც ერთად იღებენ ტერფენადინსა და ფლუკონაზოლს დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით.
ასტემიზოლი: ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენებას შეუძლია ასტემიზოლის კლირენსის შემცირება. ეს იწვევს ასტემიზოლის კონცენტრაციის გაზრდას სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა და, იშვიათ შემთხვევებში, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
პიმოზიდი: in vitro ან in vivo კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. სისხლის პლაზმაში პიმოზიდის კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა და, იშვიათ შემთხვევებში, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდია. პიმოზიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ქინიდინი: in vitro ან in vivo კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება დაკავშირებული იყო QT ინტერვალის გაზრდასთან და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის იშვიათი შემთხვევები. ქინიდინისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ერითრომიცინი: ერითრომიცინის და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის გაზრდა (QT გაზრდილი ინტერვალი, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაქროქსიზმები) და შემდგომი უეცარი კორონარული გარდაცვალება. ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის კომბინირება უკუნაჩვენებია (იხ. თავი "უკუჩვენებები").
შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
ჰალოფანტრინი: CYP3A4-ზე მაინჰიბირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის პლაზმაში ჰალოფანტრინის კონცენტრაციის გაზრდა. ჰალოფანტრინის და ფლუკონაზოლის კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT გაზრდილი ინტერვალი, "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაქროქსიზმები) და შემდგომი უეცარი კორონარული გარდაცვალება. ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება არ შეიძლება (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).
შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გაძლიერებული ზომების დაცვა:
ამიოდარონი: ფლუკონაზოლის ამიოდარონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენების აუცილებლობისას, განსაკუთრებით, თუ ფლუკონაზოლის დოზა მაღალია (800 მგ).
შემდეგ სამკურნალო საშალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და დოზის კორექტირება:
სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ფლუკონაზოლზე:
რიფამპიცინი: რიფამპიცინისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით შემცირებას და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად რიფამპიცინს იღებენ, საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის გარზდის მიზანშეწონილობის გათვალისწინება.
ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლის პერორალური მიღება საკვებთან და ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად მიღება ან სხეულის ტოტალური დასხივება ძვლის ტვინის გადასანერგად, არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფლუკონაზოლის შეწოვაზე.
ჰიდროქლორთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი დოზის ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაციის 40%-ით გაზრდა აღინიშნა. ასეთი სიდიდის ეფექტი არ უნდა საჭიროებდეს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ დიურეზულებს.
ფლუკონაზოლის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე:
ფლუკონაზოლი ციტოქრომი P450 (CYP)-ის 2C9 და 3A4 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, ფლუკონაზოლი CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია. შემდეგ აღწერილ დარეგისტრირებულ / დასაბუთებულ ურთიერთქმედებებთან ერთად, ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, არსებობს CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 მეშვეობით მეტაბოლიზდება სხვა პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდის რისკი სისხლის პლაზმაში. ამგვარად, ამ კომბინაციით პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე და პაციენტის მდგომარეობის კონტროლი. ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, პრეპარატის ფერმენტებზე მაინჰიბირებელი მოქმედება შენარჩუნდება 4-5 დღის განმავლობაში ფლუკონაზოლის მიღებიდან (იხ. თავი "უკუჩვენებები").
აბროციტინიბი: აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიციას ფლუკონაზოლი (CYP2C19, 2C9, 3A4ინჰიბიტორი) ზრდიდა 155%-ით. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას აბროციტინიბის დოზა უნდა დაკორექტირდეს აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.
ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (400 მგ) ვენაში შესაყვან ალფენტანილთან (20 მკგ/კგ) ერთად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ალფენტანილის AUC10 მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზარდა, სავარაუდოდ, CYP3A4 ინჰიბირების შედეგად. შესაძლოა საჭირო გახდეს ალფენტალინის დოზის კორექტირება.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინი და/ან S-ამიტრიპტილინი შეიძლება აღმოჩენილი იყოს პრეპარატების ერთად გამოყენების დასაწყისში და ერთად გამოყენების დასრულებიდან ერთ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში, ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ამფოტერიცინი B: ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე ინფიცირებულ თაგვებში ფლუკონაზოლის და ამფოტერიცინი B-ს ერთად გამოყენებამ შემდეგი შედეგები აჩვენა: აღინიშნა სოკოს საწინააღმდეგო უმნიშვნელო კუმულაციური ეფექტი Candida albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების მკურნალობისას, Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალაშიდა ინფექციების მკურნალობისას, პრეპარატების ურთიერთქმედება არ გამოვლენილა; Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების მკურნალობისას აღინიშნა ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ს ანტაგონიზმი. ამ კვლევების მიმდინარეობისას მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პრეპარატის პოსტრეგისტრაციული გამოყენების მიმდინარეობისას, როგორც სოკოს საწინააღმდეგო აზოლების ჯგუფის სხვა პრეპარატების შემთხვევაში, დაფიქსირდა სისხლდენების შემთხვევები (ჰემატომები, სისხლდენა ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავიდან, ჰემატურია და მელენა) პროთრომბინული დროის გაზრდით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს და ფლუკონაზოლს ერთად. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის კომბინირებისას პროთრომბინული დრო იზრდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ, ვარფარინის მეტაბოლიზმის CYP2C9-ს მეშვეობით ინჰიბირების გამო. პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებენ ანტიკოაგულანტებს, კუმარინების წარმოებულებს ან ინდანედიონს, აუცილებელია პროთრომბინული დროის კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების), მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის კონცენტრაცეიბის არსებითად გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების განვითარებას. 200 მგ ფლუკონაზოლის და 7,5 მგ მიდაზოლამის პერორალურად ერთად მიღება ზრდიდა მიდაზოლამის AUC მაჩვენებლებს და ნახევარგამოყოფის პერიოდს 3,7 და 2,2-ჯერ, შესაბამისად. დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის და 0,25 მგ ტრიაზოლამის პერორალურად ერთად მიღება ზრდიდა ტრიაზოლამის AUC მაჩვენებლებს და ნახევარგამოყოფის პერიოდს 4,4 და 2,3-ჯერ, შესაბამისად. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის კომბინირებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტების პოტენცირება და გახანგრძლივება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს, რომელიც იღებს ფლუკონაზოლს, ესაჭიროება ბენზოდიაზეპინების მიღება, განხილული უნდა იყოს ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირების შესაძლებლობა, ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს, აღინიშნა სისხლის შრატში კარბამაზეპინის კონცენტრაციის 30%-ით გაზრდა. ეს იწვევს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის გაზრდის რისკს. კონცენტრაციის ცვალებადობის და მასთან დაკავშირებული ეფექტების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექტირება.
კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4 მეშვეობით. ფლუკონაზოლი ზრდის კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემურ კონცენტრაციას. რეკომენდებულია არასასურველი მოვლენების განვითარების კონტროლი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთად გამოყენებისას ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა 68%-ით და 134%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ორჯერ შემცირება.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდის და ფლუკონაზოლის კომბინირება იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდას. პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება სისხლის შრატში ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: იყო შეტყობინება ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პაციენტის სიკვდილი, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედებასთან. მეტიც, ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევისას გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ამცირებს ფენტანილის გამოყოფის სისწრაფეს. ფენტანილის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა. პაციენტები უნდა გაკონტროლდნენ სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლო განვითარების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტალინის დოზის კორექტირება.
ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორები: CYP3A4 (მაგალითდ, ატორვასტატინი ან სიმვასტატინი) ან CYP2C9 (მაგალითად, ფლუვასტატინი) მეშვეობით მეტაბოლიზებადი ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად ფლუკონაზოლის გამოყენებისას, დოზადამოკიდებულად იზრდება მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (ღვიძლში სტატინების მეტაბოლიზმის შემცირების გამო). ამ პრეპარატების კომბინირების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უნდა გაუკონტროლდეს კრეატინკინაზას დონე, გარდა ამისა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლინების გამო. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვნად მომატების ან მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება სტატინების ჯგუფის სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათების შესაბამისად.
იბრუტინიბი: CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიც არის ფლუკონაზოლი, იწვევენ სისხლის პლაზმაში იბრუტინიბის კონცენტრაციის გაზრდას და შეუძლიათ ტოქსიკურობის განვითარების რისკის გაზრდა. თუ კი შეუძლებელია ერთად გამოყენების არიდება, აუცილებელია იბრუტინიბის დოზის დღეში ერთხელ 280 მგ-მდე (ორი კაფსულა) შემცირება ინჰიბიტორის გამოყენების დროით და პაციენტზე სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.
ივაკაფტორი (მონოთერაპია ან კომბინაციაში იგივე თერაპიული ჯგუფის სამკურნალო პრეპარატებთან): ივაკაფტორთან, მუკოვისციდოზისას ტრანსმემბრანული გამტარობის ცილის მაპოტენცირებელ მარეგულირებელთან (CFTR) ერთად გამოყენება 3-ჯერ ზრდიდა ივაკაფტორის ზემოქმდებას, ხოლო ჰიდროქსიმეთკ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმდებას - 1,9-ჯერ. საჭიროა ივაკაფტორის დოზის შემცირება (მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის დროს) სამკურნალო პრეპარატის ივაკაფტორის ზოგადი დახასიათების შესაბამისად (მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის დროს).
ოლაპარიბი: CYP3A4 იზოფერმანეტის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიც არის ფლუკონაზოლი, ზრდიან ოლაპარიბის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მათი ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ კომბინირების არიდება შეუძლებელია, საჭიროა ოლაპარიბის დოზის დღეში ორჯერ 200 მგ-მდე შემცირება.
იმუნოდეპრესიულები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC. 200 მგ დღეში ფლუკონაზოლის და ციკლოსპორინის (2,7 მგ/კგ დღეში) ერთად მიღებისას აღინიშნა ციკოსპორინის AUC-ის 1,8-ჯერ გაზრდა. ამ კობინაციის მიღება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირების შემთხვევაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მიხედვით.
ევეროლიმუსი: in vivo ან in vitro კვლევების არარსებობის მიუხედავად, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირების მეშვეობით ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის შრატში ევეროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა.
სიროლიმუსი: სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის შრატში ფლუკონაზოლი ზრდის უპირატესად CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის მეშვეობით სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით. ამ კომბინაციის მიღება შეიძლება სიროლიმუსის დოზის კორექტირების შემთხვევაში, ეფექტის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გათვალისწინებით.
ტაკროლიმუსი: ნაწლავში CYP3A4-ის მეშვეობით ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის შრატში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის 5-ჯერამდე გაზრდა შიგნით მიღების შემდეგ. ტაკროლიმუსის ვენაში შეყვანისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღნიშნულა. ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა დაკავშირებული იყო ნეფროტოქსიკურობის გაზრდასთან. შიგნით მიღებისას ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს სისხლში მისი კონცენტრაციის მიხედვით.
ლოზარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოზარტანის გარდაქმნას მის აქტიურ მეტაბოლიტად (E-31 74), რომელიც ძლიერ მაინჰიბირებელ აქტივობას ახდენს ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების მიმართ, რომელიც აღინიშნება ლოზარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებს მუდმივად უნდა გაუკონტროლდეთ არტერიული წნევა.
ლურაზიდონი: ფლუკონაზოლის მსგავსად CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაციის გაზრდა. თუ ერთად გამოყენების არიდება შეუძლებელია, ლურაზიდონის დოზა უნდა შემცირდეს სამკურნალო პრეპარატი ლურაზიდონის ზოგადი დახასიათების შესაბამისად.
მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია მეტადონის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექტირება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: ფლუბიპროფენის და ფლუკონაზოლის ერთად მიღებისას, ფლუბიპროფენის Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდება 23%-ით და 81%-ით, შესაბამისად, მხოლოდ ფლუბიპროფენის მიღებასთან შედარებით. ანალოგიურად, ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენის] Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდებოდა 15%-ით და 82%-ით, შესაბამისად, ფლუკონაზოლის და იბუპროფენის რაცემიურ ნაზავთან (400 მგ) ერთად მიღებისას, მხოლოდ იბუპროფენის რაცემიული ნაზავის მიღებისას განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებით.
სპეციალური კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს შეუძლია CYP2C9 მეშვეობით მეტაბოლიზებადი სხვა ასას-ის სისტემური კონცენტრაციის გაზრდა (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). ფლუკონაზოლის და ასას ერთად მიღებისას რეკომენდებულია ასას-თან დაკავშირებული არასასურველი რეაქციებისა და ტოქსიკური მოვლენების მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს ასას-ის დოზის კორექტირება.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. 200 მგ ფლუკონაზოლის და 250 მგ ფენიტოინის ვენაში ერთად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24 მაჩვენებლის 75%-ით გაზრდას, ხოლო ფენიტოინის Cmin-ის 128%-ით. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, ფენიტოინის ტოქსიკურობის გამოვლინების პრევენციისთვის, რეკომენდებულია სისხლის შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი.
პრედნიზონი: იყო შეტყობინება შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს გადანერგილი ღვიძლით, რომელიც პრედნიზონს იღებდა, ფლუკონაზოლის სამთვიანი გამოყენების დასრულების შემდეგ, თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა განუვითარდა. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაზრდა, რამაც გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის მომატება. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ფლუკონაზოლს და პრედნიზონს ერთად, ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტისას უნდა დაექვემდებარონ მეთვალყურეობას თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის შესაძლო განვითარების გამო.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC 80%-მდე გაზრდას. იყო შეტყობინებები უვეიტების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთად იღებდნენ რიფაბუტინსა და ფლუკონაზოლს. კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომების გათვალისწინება.
საკვინავირი: CYP3A4 მეშვეობით საკვინავირის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინჰიბირების და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო, ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC და Cmax მაჩვენებლებს 50%-ით და 55%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლის ურთიერთქმედება საკვინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან შესწავლილი არ არის და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ნაჩვენები იყო, რომ ფლუკონაზოლი ზრდის სისხლის შრატიდან სულფონილშარდოვანას პრეპარატების (მაგალითად, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს ერთად გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში. კომბინირების შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება, საჭიროების შემთხვევაში სულფონილშარდოვანას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
თეოფილინი: ურთიერთქმედებათა შესწავლის პლაცებოკონტროლირებად კვლევაში 14 დღის განმავლობაში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღება იწვევდა სისხლის პლაზმიდან თეოფილინის გამოყოფის საშუალო სიჩქარის 18%-ით შემცირებას. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს, ან პაციენტები, რომლებსაც სხვა მხრივ აქვთ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მაღალი რისკი, ფლუკონაზოლის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების ნიშნების შესაძლო გამოვლინების გამო. ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა თერაპიის კორექცია.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ზემოქმედება იზრდება მისი კომბინირებისას სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ერთდროულად ზომიერად აინჰიბირებენ CYPCYPЗА4-ით და ძლიერად აინჰიბირებენ CYP2С19-ით (მაგალითად, ფლუკონაზოლით). ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ზემოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება (200%-ით AUC მნიშვნელობები; 80%-ით Cmax მნიშვნელობები) ტოლვაპტანის, CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატის ფლუკონაზოლთან, CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას, რაც შედეგად იწვევს არასასურველი რეაქციების, კერძოდ, გამოხატული დიურეზის, გაუწყლოების და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების მაღალ რისკს. ერთად გამოყენების შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს ტოლვაპტანის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე დაკვირვება ტოლვაპტანით თერაპიასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესაძლო განვითარების გამო.
პერივინის ალკალოიდები: კვლევების არარსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის პლაზმაში პერივინის ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი) კონცენტრაციის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, სავარაუდოდ CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი მოქმედების გამო.
ვიტამინი A: ერთ პაციენტს, რომელიც ფლუკონაზოლთან ერთად იღებდა პოლიტრანსრეტინის მჟავას (A ვიტამინის მჟავა ფორმა), აღენიშნა არასასურველი რეაქციების განვითარება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ კეთილთვისებიანი ქალაშიდა ფსევდოსიმსივნის ფორმით, რომელიც ალაგდა ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება, თუმცა გასათვალისწინებელია ცნს-ს მხრივ არასასურველი ეფექტების შესაძლო განვითარება.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი): პერორალურად ვორიკონაზოლის (400 მგ ყოველ 12 საათში პირველი დღის განმავლობაში და შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 2,5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს და შემდეგ 200 მგ დღეში 4 დღის განმავლობაში) ერთად გამოყენებამ 8 ჯანმრთელ მამაკაცში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ გაზრდა საშუალოდ 57%-ით (90% სი: 20%, 107%) და 79% (90% სი: 40%, 128%), შესაბამისად. ვორიკონალის და ფლუკონაზოლის დოზის შემცირება და/ან მიღების სიხშირის შემცირება, რომელსაც შეუძლია ამ ეფექტის დაქვეითება, დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ვორიკონაზოლი მიიღება უშუალოდ ფლუკონაზოლის შემდეგ, რეკომენდებულია პაციენტის კონტროლი ვორიკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას, ზიდოვუდინის კლირენსის დაახლოებით 45%-ით შემცირების გამო, ზიდოვუდინის Cmax და AUC იზრდებოდა 84%-ით და 74%-ით შესაბამისად. სხვა შემთხვევების მსგავსად, ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ფლუკონაზოლთან ერთად მიღების შემდეგ დაახლოებით 128%-ით იზრდებოდა. პაციენტები, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატების კომბინაციას, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ არასასურველი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო. შესაძლებელია ზიდოვუდინის დოზის შემცირების განხილვა.
აზითრომიცინი: 1200 მგ აზიტრომიცინის ერთჯერადი მიღების ზეგავლენა 800 მგ პერორალურად მიღებული ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე ფლუკონაზოლის ზეგავლენა აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე შეფასდა 18 ჯანმრთელ მოხალისეზე ღია, რანდომიზირებული, სამმაგი ჯვარედინი კვლევის მიმდინარეობისას. ფლუკონაზოლსა და აზიტრომიცინს შორის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
პერორალური კონტრაცეპტივები: ჩატარებულია ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის შესწავლის ორი კვლევა კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მრავალჯერადი მიღების დროს. 50 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღებისას ჰორმონების დონეზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ გამოვლენილა, მაშინ, როდესაც დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებისას ეთინილესტრადიოლის და ლევონგესტრელის AUC პარამეტრი გაიზარდა 40%-ით და 24%-ით შესაბამისად. ამრიგად, ამ დოზებით ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღება, სავარაუდოდ, ზეგავლენას არ ახდენს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე.
სიფრთხილის ზომები
ტრიქოფიტია
გამოკვლეულია ფლუკონაზოლის გამოყენება ტრიქოფიტიის სამკურნალოდ ბავშვებში. ფლუკონაზოლის ეფექტურობა არ იყო გრიზეოფულვინის ეფექტურობაზე მეტი, პრეპარატის ეფექტურობის საერთო მაჩვენებლი 20%-ზე ნაკლები იყო. ამრიგად, მიკოსისტის® გამოყენება ტრიქოფიტიის სამკურნალოდ საჭირო არ არის.
კანდიდოზი
კვლევები აჩვენებენ Candida-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების გავრცელების გაზრდას, რომლებიც განსხვავდებიან C. albicans-სგან. ხშირად მათ ბუნებრივი მდგრადობა გააჩნიათ ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, C. krusei და C. auris) ან ადემონსტრირებენ ამ პრეპარატის მიმართ დაქვეითებულ მგრძნობელობას (C. glabrata). ასეთი ინფექციებისას შეიძლება საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის გამოყენება პირველადი მკურნალობის არაეფექტურობის გამო. ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდებულია გვახსოვდეს ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სხვადასხვა სახეობების ხშირად შემხვედრი მდგრადობის შესახებ.
კრიპტოკოკოზი
სხვა ორგანოების (მაგალითად, ფილტვების ან კანის კრიპტოკოკოზი) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არასაკმარისია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების სხვა ფორმების, მაგალითად, პარაკოქციდიომიკოზის, ლიმფოკანის სპოროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის მკურნალობაში ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების მიცემა არ შეიძლება.
თირკმელების ფუნქცია
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მიკოსისტის® გამოყენება ფრთხილად უნდა მოხდეს (იხ. თვი "გამოყენების წესი და დოზები").
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ცნობილია, რომ კეტოკონაზოლს შეუძლია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამოწვევა, და ეს შეიძლება ეხებოდეს, თუმცა ნაკლებად, ფლუკონაზოლსაც. პრედნიზოლონთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა აღწერილია თავში "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან".
ჰეპატობილიარული სისტემა
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით მიკოსისტის® მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის მიღება იწვევდა ღვიძლის სერიოზულ ტოქსიკურ დაზიანებებს, მათ შორის ლეტალური დასასრულითაც, უპირატესად თანმხლები მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების ურთიერთკავშირი საერთო სადღეღამისო დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, პაციენტის სქესთან ან ასაკთან არ გამოვლინდა. როგორც წესი, ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება იყო შექცევადი და წყდებოდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
ფლუკონაზოლის მიღების ფონზე ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული გადახრების გამოვლენისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ ღვიძლის უფრო სერიოზული გადახრების შესაძლო განვითარების გამო.
საჭიროა პაციენტის ინფორმირება სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოწმობდნენ ღვიძლის სერიოზული დაზინების შესახებ (მნიშვნელოვანი ასთენია, ანორექსია, მუდმივი ღებინება, გულისრევა და სიყვითლე). ფლუკონაზოლით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის მიღება დაკავშირებული იყო QT ინტერვალის გაზრდასთან ელექტროკარდიოგრამაზე. QT ინტერვალის გაზრდას ფლუკონაზოლი იწვევს კალიუმის არხის შიდა-გამსწორებლის დინების ინჰიბირების მეშვეობით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიც არის ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გაზრდა შეიძლება გაძლიერდეს З450 (CYP) ციტოქრომის 3А4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებით. ფლუკონაზოლის რეგისტრაციის შემდეგ ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები QT ინტერვალის გაზრდის და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის პაროქსიზმების შემთხვევების შესახებ. კარდიოლოგიური დარღვევების აღნიშნული შემთხვევები დარეგისტრირებული იყო მძიმე პაციენტებში მრავლობითი თანმხლები რისკის ფაქტორით, როგორებიც არის გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა და თანმხლები თერაპია, რომლებსაც შეეძლოთ წვლილის შეტანა არასასურველი მოვლენის განვითარებაში. სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭების არითმიისა და "პირუეტის" ტიპის პარკუჭების ტაქიკარდიის განვითარების მაღალი რისკი შეიძლება წარმოიქმნას პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის პროგრესირებადი უკმარისობით.
არითმიების განვითარების შესაძლო ნიშნების მქონე პაციენტებში მიკოსისტის® გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
უკუნაჩვენებია პრეპარატ მიკოსისტის® გამოყენება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 (CYP) 3A4 იზოფერმენტის მეშვეობით (იხ. თავი "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
გალოფანტრინი
ნაჩვენებია, რომ რეკომენდებული დოზებით მიღებისას გალოფანტრინი ახანგრძლივებს QT ინტერვალს და წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატს (იხ. თავი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
დერმატოლოგიური რეაქციები
ფლუკონაზოლის მიღების ფონზე პაციენტებს აღენიშნათ კანის ექსფოლიაზური რეაქციების განვითარების შემთხვევები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ასევე იყო შეტყობინებები წამლისმიერი რეაქციის შემთხვევების შესახებ ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომატიკით (DRESS-სინდრომი).
ბევრი პრეპარატის მიღებისას შიდსის მქონე პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან კანის მძიმე რეაქციების განვითარებისკენ. თუ მკურნალობის დროს პაციენტს გამოუვლინდა სოკოვანი ინფექციის ზედაპირული გამონაყარი, რომელიც, შესაძლოა, დაკავშირებულია ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. გამონაყარის გამოვლინებისას პაციენტებში ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციებით, უნდა მოხდეს მათი კონტროლი და ბულოზური დაზიანებების ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას მოიხსნას ფლუკონაზოლი.
ჰიპერმგრძნობელობა
იყო შეტყობინებები ანაფილაქსიის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. თავი "უკუჩვენებები").
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, ფლუკონაზოლი CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორია. პაციენტები, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებენ ვიწრო თერაპიული დიაპაზომის მქონე სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების მეშვეობით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ (იხ. თავი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
ტერფენადინი
მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები, რომლებიც იღებენ ტერფენადინისა და ფლუკონაზოლის კომბინაციას დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზებით (იხ. თავი "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").
დამხმარე ნივთიერებები
მიკოსისტი®, კაფსულები, შეიცავენ უწყლო ლაქტოზას:
მიკოსისტი®, კაფსულები, 50 მგ: 49,5 მგ ერთ კაფსულაში,
მიკოსისტი®, კაფსულები, 100 მგ: 99,0 მგ ერთ კაფსულაში,
მიკოსისტი®, კაფსულები, 150 მგ: 148,5 მგ ერთ კაფსულაში,.
პაციენტებმა გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტოზას სრული უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღონ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფლუკონაზოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ შესაძლო თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების შესახებ (იხ. თავი "გვერდითი მოვლენა") პრეპარატ მიკოსისტის® მიღებისას. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მანქანის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.
შეფუთვა
კაფსულები 50 მგ: 7 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 100 მგ: 7 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 150 მგ: 1 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ღსს "გედეონ რიხტერი"
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21
მწარმოებელი
ღსს "გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს.კანდელაკის ქ. №8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003 ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი, რუდაკის პროსპექტი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5-ე სართული, ოფისი 507,508
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ათათურქის ქუჩა, სახლი 82, ბერკარარის ბიზნეს -ცენტრი, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქალ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ბ. 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.