პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

მიბზო

MIBZO

რეცეპტით3.5მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ბორტეზომიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბორტეზომიბს, ე.წ. „პროტეასომის ინჰიბიტორს“. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათ ფუნქციაში ჩარევით, ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბორტეზომიბი (bortezomib)
ფორმა და შეფუთვა
3.5მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01XG01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035919
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2022, მოქმედებს 21 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამიბზო და სხვა წამალი ერთად

მიბზო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბორტეზომიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბორტეზომიბს, ე.წ. „პროტეასომის ინჰიბიტორს“.

პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათ ფუნქციაში ჩარევით, ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.

ბორტეზომიბი გამოიყენება მრავლობითი მიელომას (ძვლის ტვინის კიბოს) სამკურნალოდ 18 წელს უფროსი ასაკის პაციენტებში:

ცალკე ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება უარესდება (პროგრესირებადია) სულ მცირე ერთი წინასწარი მკურნალობის შემდეგ და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარუმატებელი ან შეუფერებელი იყო.

პრეპარატ მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება არ იყო ადრე ნამკურნალები და არ გამოდგებოდნენ მაღალი დოზით ქიმიოთერაპიისთვის სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.

პრეპარატ დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება ადრე არ იყო ნამკურნალები და მაღალი დოზით ქიმიოთერაპიის მიღებამდე სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით (ინდუქციური მკურნალობა).

ბორტეზომიბი გამოიყენება მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს ლიმფურ კვანძებზე) ≥18 წლის ასაკის პაციენტებში რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არაა მიზანშეწონილი.

მიღების წესი და დოზირება

თქვენი ექიმი ბორტეზომიბის დოზას შეარჩევს თქვენი სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის) მიხედვით. ბორტეზომიბის ჩვეული საწყისი დოზა არის 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ორჯერ. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა და მკურნალობის ციკლის საერთო რაოდენობა, მკურნალობის მიმართ თქვენი საპასუხო რეაქციის, გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარებისა და თქვენი ძირითადი მდგომარეობის (მაგალითად, ღვიძლის პრობლემების) მიხედვით.

პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა

ბორტეზომიბის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით, უნდა მიიღოთ ბორტეზომიბის 4 დოზა ინტრავენურად ან კანქვეშ პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება 10-დღიანი „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. ეს 21-დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სულ 8 ციკლი (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენება შეიძლება პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. ბორტეზომიბის გამოყენებისას პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინს 30 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით ბორტეზომიბის ინექციის შემდეგ.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად ან კანქვეშ მკურნალობის 21-დღიანი ციკლის სახით და 20 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომა

თუ ადრე არ ჩაგიტარებიათ მრავლობითი მიელომის მკურნალობა და არ ხართ შესაფერისი სისხლის ღეროვანი უჯრედის გადანერგვისთვის, თქვენ მიიღებთ ბორტეზომიბს ინტრავენურად ორ სხვა მედიკამენტთან - მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად,.

ამ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 42 დღე (6 კვირა). მკურნალობა მოიცავს 9 ციკლს (54 კვირას).

1-დან 4 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ორჯერ პირველ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეებში.

5-დან 9 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ერთხელ პირველ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში.

ორივე პრეპარატი - მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) მიიღება პერორალურად თითოეული ციკლის პირველი კვირის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეებში. თუ არ ხართ ნამკურნალები მრავლობითი მიელომის გამო, თუმცა გამოდგებით სისხლის ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციისათვის, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ დექსამეტაზონთან, ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან ერთად, ინდუქციური მკურნალობის სახით.

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 21-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში.

მკურნალობა მოიცავს 4 ციკლს (12 კვირას).

ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა შეადგენს 28 დღეს (4 კვირას).

დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში და თალიდომიდი მიიღება პერორალურად დღეში 50 მგ დოზით პირველი ციკლის მე-14 დღემდე, ხოლო კარგი ამტანობის შემთხვევაში, თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შეიძლება კიდევ გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მეორე ციკლიდან და შემდეგ.

მკურნალობა მოიცავს 6 ციკლს (24 კვირას).

ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედის ლიმფომა

თუ ადრე არ გიმკურნალიათ მანტიის უჯრედის ლიმფომა, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.

ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 21 დღე (3 კვირა). შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

შემდეგი სამკურნალო პრეპარატები მიიღება ბორტეზომიბის მკურნალობის ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით:

რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2 დოზებით.

პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეებში.

ბორტეზომიბის მიღების წესი

ეს პრეპარატი გათვალისწინებულია ინტრავენური ან კანქვეშ გამოყენებისათვის. ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.

ბორტეზომიბის ფხვნილი შეყვანამდე უნდა გაიხსნას, რაც პროფესიონალი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ სრულდება. მიღებული ხსნარის ინექცია ხდება ან ვენაში ან კანქვეშ.

ვენაში ინექცია სრულდება სწრაფად, 3-5 წამის განმავლობაში. კანქვეშ ინექცია კეთდება ბარძაყში ან მუცელში.

ბორტეზომიბის ჭარბი დოზირება. ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი შეიყვანება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, მისი ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია. დოზის გადაჭარბების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თქვენი ექიმი თვალყურს ადევნებს გვერდით მოვლენებს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბორის ან 6.1 პუნქტში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ფილტვისა და პერიკარდიუმის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება.

ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, იხილეთ მათი პროდუქტის ზოგადი დახასიათება დამატებითი უკუჩვენებებისათვის.

სიფრთხილის ზომები

ბორტეზომიბი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული ბორტეზომიბის, ბორის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);

გაქვთ ფილტვების ან გულის გარკვეული მძიმე პათოლოგიები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბორტეზომიბის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ქვემოთ აღწერილი რომელიმე დარღვევა:

სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლდენის პრობლემები და/ან სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა;

ფაღარათი, შეკრულობა, გულისრევა ან პირღებინება;

წარსულში გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან გაბრუება;

თირკმლის მხრივ დარღვევები;

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევები;

დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ხელებსა თუ ფეხებში (ნეიროპათია) წარსულში;

გულის ან არტერიული წნევის დარღვევები;

ქოშინი ან ხველა;

კრუნჩხვები;

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა და ქოშინი;

მეხსიერების დაკარგვა, აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ეს შეიძლება იყოს ტვინის მძიმე ინფექციის ნიშნები და თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ შემდგომი გამოკვლევა და დაკვირვება.

ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება, სისხლის უჯრედების როდენობის რეგულარული მონიტორინგის მიზნით.

მანტიის უჯრედის ლიმფომის არსებობისას, რიტუქსიმაბის მიღების შემთხვევაში ბორტეზომიბთან ერთად, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ ფიქრობთ, რომ ამჟამად გაქვთ ჰეპატიტის ინფექცია ან გქონდათ წარსულში. რამდენიმე შემთხვევაში, იმ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, შეიძლება აღენიშნოთ ჰეპატიტის განმეორებითი შეტევა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. B ჰეპატიტის ინფექციის ანამნეზის შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით შეგამოწმებთ აქტიური B ჰეპატიტის სიმპტომებზე.

ბორტეზიმიბით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა გაეცნოთ ბორტეზომიბთან კომბინაციაში მისაღები ყველა სამკურნალო პრეპარატის შეფუთვის ჩანართს. თალიდომიდის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტს და აუცილებელია პრევენციული მოთხოვნების გათვალისწინება (იხილეთ პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები

ბორტეზომიბის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან მათი მოქმედება პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში უცნობია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმავეტს, თუ ამჟამად ღებულობდით, ადრე მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე აქტიური ნივთიერების შემცველ პრეპარატს:

კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

რიტონავირი, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ;

რიფამპიცინი, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი;

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum), გამოიყენება დეპრესიისა თუ სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბორტეზომიბი ორსულობის დროს არ გამოიყენება, გარდა აშკარა აუცილებლობისა.

ბორტეზომიბის მიღებისას მამაკაცებმა და ქალებმა უნდა მიმართონ ეფექტურ კონტრაცეფციას მკურნალობის დროს და მკურნალობიდან დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. თუ, მიუხედავად ამ ზომებისა, მაინც დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება. განიხილეთ თქვენს ექიმთან, თუ როდის არის უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თალიდომიდი იწვევს განვითარების მანკებსა და ნაყოფის სიკვდილს. ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვათ ორსულობის პრევენციის პროგრამა თალიდომიდისათვის (იხილეთ თალიდომიდის შეფუთვის ჩანართი).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება; თუ ზემოთ აღწერილი მოვლენები არ აღინიშნება, მაინც აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ბორტეზომიბმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ამ მოვლენებიდან ზოგი შეიძლება მძიმე იყოს.

ბორტეზომიბის გამოყენებისას მრავლობირითი მიელომის ან მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, სასწრაფოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს, ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ:

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე;

გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი;

ქოშინი, ტერფების შეშუპება ან გულისცემის ცვლილებები, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, გონების დაკარგვა;

ხველა და სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

ბორტეზომიბით მკურნალობამ ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

შესაბამისად, ბორტეზომიბით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის რეგულარული ანალიზი სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ შემდეგი უჯრედების რაოდენობის შემცირება:

თრომბოციტები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი სისხლჩაქცევებისკენ ან სისხლდენისკენ აშკარა დაზიანების გარეშე (მაგალითად, სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან, ტვინში სისხლდენა ან ღვიძლიდან სისხლდენა);

სისხლის წითელი უჯრედები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და სიფერმკრთალე;

სისხლის თეთრი უჯრედები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი ინფექციებისადმი ან გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.

მრავლობითი მიელომის მკურნალობის მიზნით ბორტეზომიბის გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

მგრძნობელობა, მგრძნობელობის დაკარგვა, კანზე ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო;

სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხილეთ ზემოთ);

ცხელება;

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან პირღებინება, მადის დაკარგვა;

შეკრულობა, მუცლის შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე);

ფაღარათი: ამ მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მიიღოთ წყალი ჩვეულზე უფრო მეტი რაოდენობით. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ფაღარათის საკონტროლოდ;

გადაღლილობა (დაღლილობა), სისუსტის შეგრძნება;

კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

მაღალი არტერიული წნევა;

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება;

თავის ტკივილი;

ზოგადი უგუნებობა, ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება ან გონების დაკარგვა;

შემცივნება;

ინფექციები, პნევმონიის, რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის, სოკოვანი ინფექციების, ნახველიანი ხველის, გრიპის მსგავსი დაავადების ჩათვლით;

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე);

ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი დატვირთვისას;

სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

კანის ქავილი, კვანძები კანზე ან მშრალი კანი;

სახის წამოწითლება ან მცირე გაწყვეტილი კაპილარები;

კანის სიწითლე;

დეჰიდრატაცია;

გულძმარვა, შებერილობა, გულზიდვა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები;

პირის ღრუს ან ტუჩების ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი;

წონაში კლება, მადის დაკარგვა;

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში;

დაბინდული მხედველობა;

თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუქტივიტი);

ცხვირიდან სისხლდენა;

ძილის გაძნელება ან დარღვევა, ოფლიანობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, დეპრესიული ხასიათი, მოუსვენრობა ან აჟიტირება, გონებრივი მდგომარეობის ცვლილებები, დეზორიენტაცია;

სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების გარშემო ან სხეულის სხვა ნაწილების.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულის რითმის მომატება ან შემცირება;

თირკმლის უკმარისობა;

ვენების ანთება, ვენებში და ფილტვებში სისხლის შედედება;

სისხლის შედედების პრობლემები;

არასაკმარისი ცირკულაცია;

გულის გარშემო ამომფენი გარსის ან სითხის ანთება;

ინფექციები, საშარდე გზების ინფექციების, გრიპის, ჰერპეს ვირუსის ინფექციების, ყურის ინფექციისა და ცელულიტის ჩათვლით;

სისხლიანი განავალი, ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგალითად, პირიდან, საშოდან;

ცერებროვასკულარული დარღვევები;

დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები - უჩვეულო ან შეცვლილი, ან დაქვეითებული მგრძნობელობა (გრძნობა, სმენა, გემო, ყნოსვა), ყურადღების დარღვევა, კანკალი, კრუნჩხვა;

ართრიტი, ხელის თითების, ფეხის თითებისა და ყბის სახსრების ანთების ჩათვლით;

დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ქოშინს; ქოშინს დატვირთვის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს;

სლოკინი, მეტყველების დარღვევა;

შარდის გაზრდილი ან დაქვეითებული გამომუშავება (თირკმელების დაზიანების გამო), შარდის ან სისხლის/ცილების მტკივნეული გამოყოფა შარდში, სითხის შეკავება;

ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა;

ჰიპერმგრძნობელობა;

სმენის დაკარგვა, სიყრუე ან ზარის ხმა ყურებში, დისკომფორტი ყურებში;

ჰორმონალური დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე;

ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი;

საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა

თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, მტკივნეული თვალები, თვალების სიმშრალე, თვალის ინფექციები, კვანძი ქუთუთოებში (ქალაზიონი) და წითელი შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, თვალის სისხლდენა;

ლიმფური ჯირკვლების შეშუპება;

სახსრების ან კუნთების რიგიდულობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში;

თმის ცვენა და თმის სტრუქტურის დარღვევა;

ალერგიული რეაქციები;

სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე;

პირის ღრუს ტკივილი;

პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, ნაწლავების ცუდი მოძრაობა (ბლოკირების ჩათვლით), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი პირღებინება;

კანის ინფექციები;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

კბილის ინფექცია;

პანკრეასის ანთება, სანაღვლე გზების ობსტრუქცია;

გენიტალიების ტკივილი, ერექციის დარღვევა;

წონაში მომატება;

წყურვილი;

ჰეპატიტი;

ინექციის ადგილის ან საინექციო მოწყობილობასთან დაკავშირებული დარღვევები;

კანის რეაქციები და დარღვევები (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლულები;

სისხლჩაქცევები, დაცემები და ტრავმები;

სისხლძარღვების ანთება ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს პატარა წითელი ან მეწამული წერტილების სახით (ჩვეულებრივ ფეხებზე) სისხლჩაქცევების მსგავს მსხვილ ლაქებამდე კანის ან ქსოვილის ქვეშ;

კეთილთვისებიანი კისტები;

ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულის პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, სტენოკარდია;

ალები;

ვენების გაუფერულება;

ზურგის ნერვის ანთება;

ყურთან დაკავშირებული პრობლემები, ყურიდან სისხლდენა;

ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა;

ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები);

ნაწლავის ფუნქციის ცვლილებები ან დარღვევა;

ტვინში სისხლდენა;

თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

სარძევე ჯირკვლის დარღვევები;

საშოს ჩახევა;

სასქესო ორგანოების შეშუპება;

ალკოჰოლის მოხმარების აუტანლობა;

სხეულის მასის დაკარგვა;

მადის მომატება;

ფისტულა;

სახსრის ეფუზია;

კისტები სახსრების ამომფენ გარსში (სინოვიალური კისტა);

მოტეხილობა;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა, რაც სხვა გართულებებს იწვევს;

ღვიძლის შეშუპება, ღვიძლიდან სისხლდენა;

თირკმლის კიბო;

ფსორიაზის მსგავსი კანის მოვლენები;

კანის კიბო;

კანის სიფერმკრთალე;

თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება სისხლში;

არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმაზე;

სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია);

მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

ლიბიდოს დაქვეითება;

ნერწყვის გამოყოფა;

გადმოკარკლული თვალები;

ფოტოსენსიბილიზაცია;

სწრაფი სუნთქვა;

რექტალური ტკივილი;

კენჭები ნაღვლის ბუშტში;

თიაქარი;

ტრავმები;

მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები;

ცილების არანორმალური ნალექი თქვენს სასიცოცხლო ორგანოებში;

კომა;

ნაწლავის წყლულები;

მრავალორგანული უკმარისობა;

სიკვდილი.

თუ თქვენ ღებულობთ ბორტეზომიბს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

პნევმონია;

მადის დაკარგვა;

კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ან ტკივილი ხელებში ან ტერფებში, გამოწვეული ნერვის დაზიანებით;

გულისრევა და პირღებინება;

ფაღარათი;

პირის ღრუს წყლულები;

ყაბზობა;

კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა;

დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

ცხელება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

ჰერპეს ვირუსის ინფექციები;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება;

სოკოვანი ინფექციები;

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);

საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა;

სითხის შეკავება;

ძილის გაძნელება ან პრობლემები;

გონების დაკარგვა;

ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა;

თავბრუსხვევის შეგრძნება;

გახშირებული გულისცემა, სისხლის მაღალი წნევა, ოფლიანობა;

მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა;

გულის უკმარისობა, ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა;

სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა;

სისხლის წნევის უეცარი ვარდნა დგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

ქოშინი ვარჯიშის დროს;

ხველა;

სლოკინი;

ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი;

სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

გულძმარვა;

კუჭის ტკივილი, შებერილობა;

ყლაპვის გაძნელება;

კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება;

კუჭის ტკივილი;

პირის ან ტუჩების ტკივილი, ყელის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

კანის ქავილი;

კანის სიწითლე;

გამონაყარი;

კუნთის სპაზმები;

კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

საშარდე გზების ინფექცია;

ტკივილი კიდურებში;

სხეულის, მათ შორის თვალებისა და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;

კანკალი;

სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე;

შეუძლოდ ყოფნა;

წონაში კლება;

წონაში მატება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ჰეპატიტი;

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა;

შეშუპება ქუთუთოში (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები;

თავბრუსხვევა;

სმენის დაქვეითება, სიყრუე;

დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე და ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგიერთი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ჰაერის უკმარისობას; ქოშინს ვარჯიშის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს.

ფილტვებში სისხლის შედედება;

თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

სისხლის შედედება მცირე ზომის სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია).

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში.

ჭარბი დოზა

პაციენტებში რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ გადაჭარბება დაკავშირებული იყო სიმპტომატური ჰიპოტენზიის და თრომბოციტოპენიის მწვავედ განვითარებასთან, ფატალური შედეგებით. გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების პრეკლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით იხილეთ პუნქტი 5.3. ბორტეზომიბის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და შესაბამისი დამხმარე თერაპია არტერიული წნევის (მაგალითად სითხეები, პრესორები და/ან ინოტროპული საშუალებები) და სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).

შემადგენლობა

ა. რას შეიცავს მიბზო

აქტიური ნივთიერება არის ბორტეზომიბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

სხვა ნივთიერებებია მანიტოლი, მესამეული ბუთილის სპირტი, საინექციო წყალი.

ინტრავენური აღდგენა:

აღდგენის შემდეგ, ინტრავენური საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს.

კანქვეშა აღდგენა:

აღდგენის შემდეგ კანქვეშა საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.

ბ. მიბზოს აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

მიბზო არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ნალექი ან ფხვნილი.

USP ტიპი-I მინის 10 მლ ფლაკონი 13 მმ ყელით და დაცობილი 13 მმ ბრომბუთილის ორმაგი ჭრილიანი რეზინის საცობით, დალუქული 13 მმ ლურჯი ფერის ალუმინის პლომბით, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

შეფუთვა: ერთი ფლაკონი შეფუთული მუყაოს კოლოფში.

გ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

არ გამოიყენება ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ.

პრეპარატი ინახება გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისათვის.

აღდგენილი ხსნარი

აღდგენილი ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა. თუმცა, აღდგენილი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 დღის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე ან 15 დღის განმავლობაში 5 ± 3°C ტემპერატურაზე, სიბნელეში, ფლაკონში ან პოლიპროპილენის შპრიცში შენახვისას.

აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის შენახვის მთლიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 ან 15 დღეს, შენახვის ტემპერატურის მიხედვით, მიღებამდე.

ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზიური საშუალებები, სხვა ანტინეოპლაზიური საშუალებები, ათქ კოდი: L01XX32.

მოქმედების მექანიზმი

ბორტეზომიბი წარმოადგენს პროტეასომის ინჰიბიტორს. ის სპეციალურადაა შექმნილი ძუძუმწოვრების უჯრედებში 26S პროტეასომის ქიმოტრიფსინის მსგავსი აქტივობის ინჰიბირებისთვის. 26S პროტეასომა არის დიდი ცილის კომპლექსი, რომელიც ანადგურებს უბიკვიტინირებულ ცილებს. უბიკვიტინ-პროტეასომის გზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციფიკური ცილების მიმოცვლის რეგულირებაში, რითაც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს უჯრედებში. 26S პროტეასომის ინჰიბირება ხელს უშლის ამ მიზანმიმართულ პროტეოლიზს და გავლენას ახდენს უჯრედის მრავალ სასიგნალო კასკადზე, რაც საბოლოოდ იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.

ბორტეზომიბი უაღრესად შერჩევითია პროტეასომისთვის. 10 მკმ კონცენტრაციით, ბორტეზომიბი არ აინჰიბირებს ფართო სპექტრის არცერთ რეცეპტორს და პროტეაზას, და 1,500-ჯერ უფრო შერჩევითია პროტეასომისთვის, ვიდრე მისი შემდეგი უპირატესი ფერმენტისთვის. პროტეასომის დათრგუნვის კინეტიკა შეფასდა in vitro და აჩვენა, რომ ბორტეზომიბი დისოცირდა პროტეასომისგან t½ 20 წუთის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბით პროტეასომის დათრგუნვა შექცევადია.

ბორტეზომიბის შუამავლობით პროტეასომის ინჰიბირება გავლენას ახდენს კიბოს უჯრედებზე მრავალი გზით, მათ შორის და არა მხოლოდ, მარეგულირებელი ცილების შეცვლით, რომლებიც აკონტროლებს უჯრედული ციკლის პროგრესირებას და კაპა-ბი ბირთვული ფაქტორის (NF-kB) აქტივაციას. პროტეასომის ინჰიბირება იწვევს უჯრედული ციკლის გაჩერებას და აპოპტოზს. NF-kB არის ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომლის აქტივაცია საჭიროა სიმსივნური გენეზის მრავალი ასპექტისთვის, მათ შორის უჯრედების ზრდისა და გადარჩენისთვის, ანგიოგენეზის, უჯრედების ურთიერთქმედებისს და მეტასტაზირების ჩათვლით. მიელომის შემთხვევაში, ბორტეზომიბი გავლენას ახდენს მიელომის უჯრედების მიერ ძვლის ტვინის მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების უნარზე.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბორტეზომიბი ციტოტოქსიკურია კიბოს უჯრედების სხვადასხვა ტიპებისთვის და რომ კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარეა პროტეასომის ინჰიბირების პროაპოპტოზური ეფექტების მიმართ, ვიდრე ნორმალური უჯრედები. ბორტეზომიბი იწვევს სიმსივნის ზრდის შემცირებას in vivo ბევრ პრეკლინიკურ სიმსივნურ მოდელში, მრავლობითი მიელომის ჩათვლით.

ბორტეზომიბით in vitro, ex-vivo და ცხოველური მოდელების მონაცემებით ივარაუდება, რომ ის ზრდის ოსტეობლასტების დიფერენციაციას და აქტივობას და აფერხებს ოსტეოკლასტების ფუნქციას. აღნიშნული ეფექტები დაფიქსირდა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში შორსწასული ოსტეოლიზური დაავადების ზემოქმედებით, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით.

კლინიკური ეფექტიანობა ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის დროს

პერსპექტიული III ფაზის, საერთაშორისო, რანდომიზებული (1:1), ღია, კლინიკური კვლევა (MMY-3002 VISTA) ჩატარდა 682 პაციენტზე იმის დასადგენად, იწვევდა თუ არა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი (1.3 მგ/მ2 ინტრავენურად შეყვანილი) მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) კომბინაციაში პროგრესირებამდე დროის (TTP) გაუმჯობესებას მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) შედარებით ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში. მკურნალობა ჩატარდა მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში (დაახლოებით 54 კვირა) და შეწყვეტილი იქნა ნაადრევაად დაავადების პროგრესირების ან დაუშვებელი ტოქსიკურობის გამო. კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71 წელი, 50% იყო მამაკაცი, 88% იყო კავკასიელი და კარნოფსკის შესრულების სტატუსის საშუალო მაჩვენებელი პაციენტებისთვის იყო 80. პაციენტებს ჰქონდათ IgG/IgA/მსუბუქი ჯაჭვის მიელომა 63%/25%/8% შემთხვევაში, საშუალო ჰემოგლობინი 105 გ/ლ და თრომბოციტების საშუალო რაოდენობა 221.5 x 109/ლ. პაციენტების ანალოგიურ პროპორციებს ჰქონდათ კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ (3% თითოეულ ჯგუფში).

წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზის დროს, პირველადი საბოლოო წერტილი, დრო პროგრესირებამდე, დაკმაყოფილდა და პაციენტებს M+P ჯგუფში შესთავაზეს Vc+M+P მკურნალობა. დაკვირვების საშუალო დრო იყო 16.3 თვე. გადარჩენის საბოლოო მაჩვენებლების განახლება განხორციელდა შემდგომი მეთვალყურეობის საშუალო ხანგრძლივობით 60.1 თვე. დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადარჩენის დადებითი ეფექტი Vc+M+P მკურნალობის ჯგუფის სასარგებლოდ (HR=0.695; p=0.00043) მიუხედავად შემდგომი თერაპიისა, ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონზე დაფუძნებული სქემების ჩათვლით. გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი Vc+M+P მკურნალობის ჯგუფისთვის იყო 56.4 თვე, 43.1-თან შედარებით M+P მკურნალობის ჯგუფისთვის. ეფექტიანობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 11:

ცხრილი 11: ეფექტიანობის შედეგები VISTA კვლევის გადარჩენის საბოლოო მაჩვენებლების განახლების შემდეგ

ეფექტიანობის საბოლოო წერტილი

Vc+M+P

n=344

M+P

n=338

დრო პროგრესირებამდე

მოვლენები n (%)

101 (29)

152 (45)

საშუალო (95% CI)

  • 7 თვე

(17.6, 24.7)

  • 0 თვე

(14.1; 17.9)

საფრთხის კოეფიციენტიბ

(95% CI)

  • 54

(0.42, 0.70)

p-სიდიდეგ

  • 000002

პროგრესირების გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი

მოვლენები n(%)

135 (39)

190 (56)

საშუალო (95% CI)

  • 3 თვე

(16.6, 21.7)

  • 0 თვე

(11.1, 15.0)

საფრთხის კოეფიციენტიბ (95% CI)

  • 61

(0.49, 0.76)

p-სიდიდეგ

  • 00001

გადარჩენის მაჩვენებლის საერთო ხარისხი*

მოვლენები (სიკვდილი) n (%)

176 (51.2)

211 (62.4)

საშუალო

(95% CI)

  • 4 თვე

(52.8, 60.9)

  • 1 თვე

(35.3,48.3)

საფრთხის კოეფიციენტიბ

(95% CI)

  • 695

(0.567, 0.852)

p-სიდიდეგ

  • 00043

რეაგირების მაჩვენებელი

პოპულაციაე n=668

n=337

n=331

CRვ n (%)

102 (30)

12(4)

PRვ n (%)

136 (40)

103 (31)

nCR n (%)

5 (1)

0

CR+PRვ n (%)

238 (71)

115 (35)

p-სიდიდედ

<10-10

შრატში M-ცილის შემცირება,

პოპულაციაზ n=667

n=336

n=331

≥ 90% n (%)

151 (45)

34 (10)

დრო პირველ რეაგირებამდე CR+PR ჯგუფში

საშუალო

  • 4 თვე
  • 2 თვე

რეაგირების საშუალო ხანგრძლივობა

CRვ

  • 0 თვე
  • 8 თვე

CR+PRვ

  • 9 თვე
  • 1 თვე

დრო მოდევნო თერაპიამდე

მოვლენები n (%)

224 (65.1)

260 (76.9)

საშუალო

(95% CI)

  • 0 თვე

(24.7, 31.1)

  • 2 თვე

(17.0, 21.0)

საფრთხის კოეფიციენტიბ

  • 557

(95% CI)

(0.462, 0.671)

p-სიდიდეგ

< 0.000001

ა კაპლან-მეიერის შეფასება.

ბ საფრთხის კოეფიციენტის შეფასება ეფუძნება კოქსის პროპორციული საფრთხის მოდელს, რომელიც მორგებულია სტრატიფიკაციის ფაქტორებზე: β2-მიკროგლობულინი, ალბუმინი და რეგიონი. 1-ზე ნაკლები საფრთხის კოეფიციენტი მიუთითებს VMP-ის უპირატესობაზე.

გ ნომინალური p-სიდიდე ეფუძნება სტრატიფიცირებულ ლოგრანგის (log-rank) ტესტს, რომელიც მორგებული სტრატიფიკაციის ფაქტორებზე: β2-მიკროგლობულინი, ალბუმინი და რეგიონი.

დ p-სიდიდე რეაგირების მაჩვენებლისათვის (CR+PR) კოხრან მანტელ-ჰაენზელის ხი კვადრატის ტესტიდან, რომელიც მორგებულია სტრატიფიკაციის ფაქტორებზე.

ე რეაგირებადი პოპულაცია მოიცავს იმ პაციენტებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ გაზომვადი დაავადება.

ვ CR - სრული რეაგირება; PR - ნაწილობრივი რეაგირება. EBMT კრიტერიუმები.

ზ ყველა რანდომიზებული პაციენტი სეკრეტორული დაავადებით.

  • გადარჩენის მაჩვენებლების განახლება დაფუძნებული მეთვალყურეობის საშუალო ხანგრძლივობაზე 60.1 თვეზე, mo: თვეები.

CI = სანდოობის ინტერვალი

პაციენტები, რომლებსაც შეუძლიათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

ორი რანდომიზებული, ღია, მულტიცენტრული, III ფაზის კვლევა (IFM-2005-01, MMY-3010) ჩატარდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დემონსტრირებისთვის ორმაგ და სამმაგ კომბინაციებში სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან, ინდუქციური თერაპიის სახით ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამდე ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში.

IFM-2005-01 კვლევაში ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის დექსამეტაზონთან [VcDx, n=240] კომბინაცია შედარდა ვინკრისტინი-დოქსორუბიცინი-დექსამეტაზონთან [VDDx, n=242]. პაციენტებმა VcDx ჯგუფში ჩაიტარეს ოთხი 21-დღიანი ციკლი, თითოეული შედგებოდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონისა (1.3 მგ/მ2 ინტრავენურად ორჯერ კვირაში პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში) და პერორალური დექსამეტაზონისაგან (40 მგ/დღეში 1-4 დღეებში და 9-12 დღეებში - პირველ და მე-2 ციკლებში და 1-4 დღეებში - მე-3 და მე-4 ციკლებში).

აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაიტარა 198 (82%) პაციენტმა და 208 (87%) პაციენტმა VDDx და VcDx ჯგუფებში, შესაბამისად; პაციენტების უმრავლესობას გადანერგვის ერთი პროცედურა ჩაუტარდა. პაციენტის დემოგრაფიული და საწყისი დაავადების მახასიათებლები მსგავსი იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 57 წელი, 55% იყო მამაკაცი და პაციენტების 48%-ს ჰქონდა მაღალი რისკის ციტოგენეტიკა. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 13 კვირა VDDx ჯგუფისთვის და 11 კვირა - VcDx ჯგუფისთვის. ორივე ჯგუფისთვის ჩატარებული ციკლების საშუალო რაოდენობა იყო 4 ციკლი.

კვლევის პირველადი ეფექტიანობის საბოლოო წერტილი იყო ინდუქციის შემდგომი რეაგირების მაჩვენებელი (CR+nCR). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება CR+nCR-ში დაფიქსირდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის დექსამეტაზონის ჯგუფთან კომბინაციის სასარგებლოდ. მეორეული ეფექტიანობის საბოლოო წერტილები მოიცავდა ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაგირების მაჩვენებლებს (CR+nCR, CR+nCR+VGPR+PR), პროგრესირების გარეშე გადარჩენას და საერთო გადარჩენას. ეფექტიანობის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია მე-12 ცხრილში.

ცხრილი 12: ეფექტინობის შედეგები IFM-2005-01 კვლევიდან

საბოლოო წერტილები

VcDx

VDDx

OR; 95% CI; P სიდიდეა

IFM-2005-01

N=240 (ITT პოპულაცია)

N=242 (ITT პოპულაცია)

RR (ინდუქციის შემდგომი)

  • CR+nCR
  • 6 (10.4, 19.7)
  • 2 (3.5, 10.0)
  • 58 (1.37, 4.85); 0.003

CR+nCR+VGPR+PR %

(95% CI)

  • 1 (71.2, 82.2)
  • 7 (54.3, 66.9)
  • 18 (1.46, 3.24); < 0.001

RR (ტრანსპლანტაციის შემდგომი)ბ

CR+nCR

  • 5 (31.4, 44.0)
  • 1 (18.0, 29.0)
  • 98 (1.33, 2.95); 0.001

CR+nCR+VGPR+PR % (95% CI)

  • 6 (73.9, 84.5)
  • 4 (68.4, 79.8)
  • 34 (0.87, 2.05); 0.179

CI=სანდოობის ინტერვალი; CR=სრული რეაგირება; nCR = თითქმის სრული რეაგირება; ITT=მკურნალობის განზრახვა;

RR=რეაგირების მაჩვენებელი; Vc=ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი; VcDx=ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი, დექსამეტაზონი; VDDx=ვინკრისტინი, დოქსორუბიცინი, დექსამეტაზონი; VGPR = ძალიან კარგი ნაწილობრივი რეაგირება; PR=ნაწილობრივი რეაგირება; OR = ალბათობის კოეფიციენტი

  • პირველადი საბოლოო წერტილი.

ა OR რეაგირების მაჩვენებლებისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო ალბათობის კოეფიციენტის მანტელ-ჰაენზელის შეფასებას სტრატიფიცირებული ცხრილებისთვის; p-სიდიდე კოხრან მანტელ-ჰაენზელის ტესტით.

ბ ეხება მეორე გადანერგვის შემდეგ რეაგირების მაჩვენებელს იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც ჩაიტარეს მეორე ტრანსპლანტაცია (42/240 [18%] VcDx ჯგუფში და 52/242 [21%] VDDx ჯგუფში).

შენიშვნა: OR > 1 მიუთითებს Vc-ს შემცველი ინდუქციური თერაპიის უპირატესობაზე.

MMY-3010 კვლევაში ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან კომბინაციით [VcTDx, n=130] ინდუქციური მკურნალობა შედარდა თალიდომიდი-დექსამეტაზონთან [TDx, n=127]. პაციენტებმა VcTDx ჯგუფში ჩაიტარეს ექვსი 4-კვირიანი ციკლი, თითოეული შედგებოდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონისგან (1.3 მგ/მ2 შეყვანილი კვირაში ორჯერ პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, შემდგომი 17-დღიანი დასვენების პერიოდით მე-12 დღიდან 28-ე დღემდე), დექსამეტაზონისგან (40 მგ პერორალურად შეყვანილი 1-4 დღეებსა და 8-11 დღეებში), და თალიდომიდისგან (50 მგ პერორალურად შეყვანილი დღიურად 1-14 დღეებში, გაზრდილი 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შემდეგ 200 მგ-მდე ყოველდღიურად).

ერთი აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ჩაიტარა 105 (81%) პაციენტმა და 78 (61%) პაციენტმა VcTDx და TDx ჯგუფებში, შესაბამისად. პაციენტის დემოგრაფიული და საწყისი დაავადების მახასიათებლები მსგავსი იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. VcTDx და TDx ჯგუფებში, შესაბამისად, პაციენტების საშუალო ასაკი იყო 57 წელი 56 წელთან შედარებით, პაციენტების 99% 98%-თან შედარებით იყო კავკასიელი,ხოლო 58% 54%-თან შედარებით იყო მამაკაცი. VcTDx ჯგუფში პაციენტების 12% იყო ციტოგენეტიკურად კლასიფიცირებული, როგორც მაღალი რისკის მქონე TDx ჯგუფში პაციენტების 16%-თან შედარებით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 24.0 კვირა, ჩატარებული მკურნალობის ციკლების საშუალო რაოდენობა იყო 6.0 და თანმიმდევრული იყო მკურნალობის ჯგუფებში.

კვლევის პირველადი ეფექტიანობის საბოლოო წერტილები იყო ინდუქციის შემდგომი და ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაგირების მაჩვენებლები (CR+nCR). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება CR+nCR-ში დაფიქსირდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის დექსამეტაზონისა და თალიდომიდის ჯგუფთან კომბინაციის სასარგებლოდ. მეორეული ეფექტიანობის საბოლოო წერტილები მოიცავდა პროგრესრების გარეშე გადარჩენას და საერთო გადარჩენას. ეფექტიანობის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია მე-13 ცხრილში.

ცხრილი 13: შფექტიანობის შედეგები MMY-3010 კვლევიდან.

საბოლოო წერტილები

Vc TDx

TDx

OR; 95% CI; P სიდიდეა

MMY-3010

N=130 (ITT პოპულაცია)

N=127 (ITT პოპულაცია)

  • RR (პოსტინდუქციური) CR+nCR

CR+nCR+PR % (95% CI)

  • 2 (40.4, 58.1)
  • 6 (77.2, 90.3)
  • 3 (11.2, 25.0)
  • 4 (52.4, 69.9)
  • 63 (2.61, 8.22); < 0.001ა
  • 46 (1.90, 6.27); < 0.001ა
  • RR (პოსტ-ტრანსპლანტაციური)

CR+nCR

CR+nCR+PR % (95% CI)

  • 4 (46.4, 64.1)
  • 7 (69.6, 84.5)
  • 6 (26.4, 43.6)
  • 7 (47.6, 65.5)
  • 34 (1.42, 3.87); 0.001ა
  • 66 (1.55, 4.57); < 0.001ა

CI=სანდოობის ინტერვალი; CR=სრული რეაგირება; nCR=თითქმის სრული რეაგირება; ITT=მკურნალობის განზრახვა; RR=რეაგირების მაჩვენებელი; Vc=ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი; VcTDx=ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი, თალიდომიდი, დექსამეტაზონი; TDx=თალიდომიდი, დექსამეტაზონი; PR=ნაწილობრივი რეაგირება; OR = ალბათობის კოეფიციენტი

  • პირველადი საბოლოო წერტილი

ა OR რეაგირების მაჩვენებლებისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო ალბათობის კოეფიციენტის მანტელ-ჰაენზელის შეფასებას სტრატიფიცირებული ცხრილებისთვის; p-სიდიდეები კოხრან მანტელ-ჰაენზელის ტესტით.

შენიშვნა: OR > 1 მიუთითებს მიუთითებს Vc-ს შემცველი ინდუქციური თერაპიის უპირატესობაზე.

კლინიკური ეფექტიანობა მორეციდივე ან რეფრაქტერული მრავლობითი მიელომის დროს

ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის (შეყვანილი ინტრავენურად) უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა 2 კვლევაში 1.3 მგ/მ2 რეკომენდებულ დოზაზე: III ფაზის რანდომიზებული, შედარებითი კვლევა (APEX) დექსამეტაზონთან (Dex) შედარებით, რომელშიც ჩართული იყო მორეციდივე ან რეფრაქტორული მრავლობითი მიელომის მქონე 669 პაციენტი, რომლებმაც ჩაიტარეს თერაპიის 1-3 წინა ხაზი, და II ფაზის ერთი ჯგუფის კვლევა მორეციდივე და რეფრაქტორული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების ჩართულობით, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის მინიმუმ 2 წინა ხაზი და რომლებიც პროგრესირებდნენ ყველაზე ბოლოს ჩატარებულ მკურნალობაზე.

III ფაზის კვლევაში, ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონით მკურნალობამ გამოიწვია პროგრესის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება, მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული გადარჩენის მაჩვენებელი და რეაგირების მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი, დექსამეტაზონით მკურნალობასთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 14), ყველა პაციენტში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს თერაპიის 1 წინა ხაზი. წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შედეგად, დექსამეტაზონის ჯგუფი შეჩერდა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით და დექსამეტაზონზე რანდომიზებულ ყველა პაციენტს შემდეგ შესთავაზეს ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი, დაავადების სტატუსის მიუხედავად. აღნიშნული ადრეული გადაკვეთის გამო, გადარჩენილი პაციენტებისთვის მეთვალყურეობის საშუალო ხანგრძლივობაა 8.3 თვე. როგორც იმ პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ ბოლო წინა თერაპიაზე, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც არ იყვნენ რეფრაქტერულნი, საერთო გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ხანგრძლივი იყო და რეაგირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღინიშნა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის ჯგუფში.

კვლევაში ჩართული 669 პაციენტიდან 245 (37%) იყო 65 წლის ან უფროსი ასაკის. რეაგირების პარამეტრები, ისევე როგორც TTP მნიშვნელოვნად უკეთესი დარჩა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის შემთხვევაში ასაკისგან დამოუკიდებლად. საწყის ეტაპზე β2-მიკროგლობულინის დონეების მიუხედავად, ეფექტიანობის ყველა პარამეტრი (დრო პროგრესირებამდე და საერთო გადარჩენის მაჩვენებელი, ისევე როგორც რეაგირების მაჩვენებელი) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის ჯგუფში.

II ფაზის კვლევის რეფრაქტერულ პოპულაციაში რეაქციები განისაზღვრა დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის მიერ და რეაგირების კრიტერიუმები იყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ევროპული ჯგუფის კრიტერიუმები. კვლევაში ჩართული ყველა პაციენტის საშუალო გადარჩენის მაჩვენებელი იყო 17 თვე (დიაპაზონი < 1-დან 36+ თვემდე). აღნიშნული გადარჩენის მაჩვენებელი აღემატებოდა იმ საშუალო გადარჩენის მაჩვენებლის ექვს-ცხრა თვეს, რაც ივარაუდეს კონსულტანტმა კლინიკურმა მკვლევარებმა პაციენტების მსგავსი პოპულაციისთვის. მულტივარიაციული ანალიზით, რეაგირების სიხშირე არ იყო დამოკიდებული მიელომის ტიპზე, შესრულების სტატუსზე, ქრომოსომა 13-ის წაშლის სტატუსსა თუ წინა თერაპიების რაოდენობასა და ტიპზე. პაციენტებს, რომლებმაც ჩაიტარეს 2-დან 3-მდე წინა თერაპიული რეჟიმი, აღენიშნათ 32% (10/32) რეაგირების მაჩვენებელი, ხოლო პაციენტებს, რომლებიც გაიარეს 7-ზე მეტი თერაპიული რეჟიმი, ჰქონდათ 31% (21/67) რეაგირების მაჩვენებელი.

ცხრილი 14: დაავადების შედეგების შეჯამება III ფაზის (APEX) და II ფაზის კვლევებიდან

ფაზა III

ფაზა III

ფაზა III

ფაზა II

ყველა პაციენტი

თერაპიის 1 წინა ხაზი

თერაპიის > 1 წინა ხაზი

≥ 2 წინა ხაზი

დროსთან დაკავშირებული მოვლენები

Vc

n=333ა

Dex n=336ა

Vc

n=132ა

Dex n=119ა

Vc

n=200ა

Dex n=217ა

Vc

n=202

TTP, დღეები

[95% CI]

189ბ [148, 211]

106ბ [86, 128]

212დ [188, 267]

169დ [105, 191]

148ბ [129, 192]

87ბ

[84, 107]

210

[154, 281]

1-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი, % [95% CI]

80დ [74,85]

66დ [59,72]

89დ [82,95]

72დ [62,83]

73 [64,82]

62 [53,71]

60

საუკეთესო რეაქცია

(%)

Vc n=315გ

Dex n=312გ

Vc n=128

Dex n=110

Vc n=187

Dex n=202

Vc

n=193

CR

20 (6)ბ

2 (< 1)ბ

8 (6)

2 (2)

12 (6)

0 (0)

(4)**

CR+nCR

41 (13)ბ

5 (2)ბ

16 (13)

4 (4)

25 (13)

1 (< 1)

(10)**

CR+nCR+PR

121 (38)ბ

56 (18)ბ

57 (45)დ

29 (26)დ

64 (34)ბ

27 (13)ბ

(27)**

CR+nCR+ PR+MR

146 (46)

108 (35)

66 (52)

45 (41)

80 (43)

63 (31)

(35)**

საშუალო ხანგრძლივობა

დღეები (თვეები)

242 (8.0)

169 (5.6)

246 (8.1)

189

(6.2)

238

(7.8)

126 (4.1)

385*

დრო რეაგირებამდე

CR+PR (დღეები)

43

43

44

46

41

27

38*

ა მკურნალობის განზრახვის (ITT) პოპულაცია.

ბ p-სიდიდე სტრატიფიცირებული ლოგრანგის (log-rank) ტესტიდან; ანალიზი თერაპიის ხაზით გამორიცხავს სტრატიფიკაციას თერაპიული ისტორიისთვის; p <0.0001.

გ რეაქციის მქონე პოპულაცია მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ გაზომვადი დაავადება საწყის ეტაპზე და რომლებმაც მიიღეს საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ 1 დოზა

დ p-სიდიდე კოხრან მანტელ-ჰაენზელის ხი კვადრატის ტესტიდან მორგებული სტრატიფიკაციის ფაქტორებზე; ანალიზი თერაპიის ხაზით გამორიცხავს სტრატიფიკაციას თერაპიული ისტორიისთვის

  • CR+PR+MR **CR=CR, (IF-); nCR=CR (IF+)

NA = არაა შესაბამისი, NE = არ არის შეფასებული

TTP - დრო პროგრესირებამდე

CI =სანდოობის ინტერვალი

Vc=ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი; Dex = დექსამეტაზონი

CR=სრული რეაგირება; nCR= თითქმის სრული რეაგირება

PR=ნაწილობრივი რეაგირება; MR=მინიმალური რეაგირება

II ფაზის კვლევაში, პაციენტებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ოპტიმალურ რეაგირებას მხოლოდ ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონით თერაპიაზე, შეძლეს მიეღოთ მაღალი დოზით დექსამეტაზონი ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონთან ერთად. პროტოკოლით პაციენტებს მიეცათ დექსამეტაზონის მიღების ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰქონდათ ნაკლები ოპტიმალური რეაქცია მხოლოდ ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონზე. სულ 74 შესაფასებელმა პაციენტმა მიიღო დექსამეტაზონი ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონთან კომბინაციაში. პაციენტთა თვრამეტმა პროცენტმა მიაღწია ან გააუმჯობესა რეაქცია [MR (11%) ან PR (7%)] კომბინირებული მკურნალობით.

კლინიკური ეფექტიანობა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის კანქვეშ შეყვანისას მორეციდივე/რეფრაქტერული მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში

ღია, რანდომიზებულ, III ფაზის არანაკლები ეფექტიანობის კვლევაში შედარდა ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის კანქვეშ შეყვანის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ინტრავენურ შეყვანასთან მიმართებით. აღნინული კვლევა მოიცავდა 222 პაციენტს მორეციდივე/რეფრაქტერული მრავლობითი მიელომით, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ 2:1 თანაფარდობით, რათა მიეღოთ 1.3 მგ/მ2 ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონი კანქვეშ ან ინტრავენური გზით 8 ციკლის განმავლობაში. პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ოპტიმალურ რეაგირებას (სრულ რეაგირებაზე [CR] ნაკლებს) ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონით თერაპიაზე მხოლოდ 4 ციკლის შემდეგ, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დღეში 20 მგ დექსამეტაზონი ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის მიღების დღეს და მის შემდეგ. საბაზისო ≥ 2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის ან < 50,000/მკლ თრომბოციტების რაოდენობის მქონე პაციენტები გამოირიცხნენ. სულ 218 პაციენტი შეფასდა რეაგირებაზე.

აღნიშნულმა კვლევამ დააკმაყოფილა მისი ძირითადი მიზანი რეაგირების სიხშირის არანაკლებ ეფექტიანობასთან დაკავშირებით (CR+PR) ერთჯერადი ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის 4 ციკლის შემდეგ როგორც კანქვეშა, ასევე ინტრავენური გზით მიღებისთვის, რაც შეადგენდა 42%-ს ორივე ჯგუფში. გარდა ამისა, მეორეულ რეაგირებასა და დრო-მოვლენასთან დაკავშირებული ეფექტიანობის საბოლოო წერტილებმა აჩვენა თანმიმდევრული შედეგები კანქვეშა და ინტრავენური შეყვანისთვის (ცხრილი 15).

ცხრილი 15: ეფექტიანობის ანალიზის შეჯამება ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შედარებისას

ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის ინტრავენური შეყვანის ჯგუფი

ბორტეზომიბი საინექციო 3.5 მგ/ფლაკონის კანქვეშ შეყვანის ჯგუფი

რეაგირებით შეფასებული პოპულაცია

n=73

n=145

რეაგირების მაჩვენებელი 4 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

რა არის ბორტეზომიბი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ბორტეზომიბის მიღებამდე

ბორტეზომიბის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ბორტეზომიბის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რა არის ბორტეზომიბი და რისთვის გამოიყენება იგი

ბორტეზომიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბორტეზომიბს, ე.წ. „პროტეასომის ინჰიბიტორს“.

პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათ ფუნქციაში ჩარევით, ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.

ბორტეზომიბი გამოიყენება მრავლობითი მიელომას (ძვლის ტვინის კიბოს) სამკურნალოდ 18 წელს უფროსი ასაკის პაციენტებში:

ცალკე ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება უარესდება (პროგრესირებადია) სულ მცირე ერთი წინასწარი მკურნალობის შემდეგ და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარუმატებელი ან შეუფერებელი იყო.

პრეპარატ მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება არ იყო ადრე ნამკურნალები და არ გამოდგებოდნენ მაღალი დოზით ქიმიოთერაპიისთვის სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.

პრეპარატ დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება ადრე არ იყო ნამკურნალები და მაღალი დოზით ქიმიოთერაპიის მიღებამდე სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით (ინდუქციური მკურნალობა).

ბორტეზომიბი გამოიყენება მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს ლიმფურ კვანძებზე) ≥18 წლის ასაკის პაციენტებში რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არაა მიზანშეწონილი.

  • რა უნდა იცოდეთ ბორტეზომიბის მიღებამდე

ბორტეზომიბი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული ბორტეზომიბის, ბორის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);

გაქვთ ფილტვების ან გულის გარკვეული მძიმე პათოლოგიები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბორტეზომიბის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ქვემოთ აღწერილი რომელიმე დარღვევა:

სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლდენის პრობლემები და/ან სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა;

ფაღარათი, შეკრულობა, გულისრევა ან პირღებინება;

წარსულში გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან გაბრუება;

თირკმლის მხრივ დარღვევები;

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევები;

დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ხელებსა თუ ფეხებში (ნეიროპათია) წარსულში;

გულის ან არტერიული წნევის დარღვევები;

ქოშინი ან ხველა;

კრუნჩხვები;

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა და ქოშინი;

მეხსიერების დაკარგვა, აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ეს შეიძლება იყოს ტვინის მძიმე ინფექციის ნიშნები და თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ შემდგომი გამოკვლევა და დაკვირვება.

ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება, სისხლის უჯრედების როდენობის რეგულარული მონიტორინგის მიზნით.

მანტიის უჯრედის ლიმფომის არსებობისას, რიტუქსიმაბის მიღების შემთხვევაში ბორტეზომიბთან ერთად, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ ფიქრობთ, რომ ამჟამად გაქვთ ჰეპატიტის ინფექცია ან გქონდათ წარსულში. რამდენიმე შემთხვევაში, იმ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, შეიძლება აღენიშნოთ ჰეპატიტის განმეორებითი შეტევა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. B ჰეპატიტის ინფექციის ანამნეზის შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით შეგამოწმებთ აქტიური B ჰეპატიტის სიმპტომებზე.

ბორტეზიმიბით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა გაეცნოთ ბორტეზომიბთან კომბინაციაში მისაღები ყველა სამკურნალო პრეპარატის შეფუთვის ჩანართს. თალიდომიდის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტს და აუცილებელია პრევენციული მოთხოვნების გათვალისწინება (იხილეთ პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები

ბორტეზომიბის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან მათი მოქმედება პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში უცნობია.

სხვა პრეპარატები და ბორტეზომიბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმავეტს, თუ ამჟამად ღებულობდით, ადრე მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე აქტიური ნივთიერების შემცველ პრეპარატს:

კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

რიტონავირი, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ;

რიფამპიცინი, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი;

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum), გამოიყენება დეპრესიისა თუ სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბორტეზომიბი ორსულობის დროს არ გამოიყენება, გარდა აშკარა აუცილებლობისა.

ბორტეზომიბის მიღებისას მამაკაცებმა და ქალებმა უნდა მიმართონ ეფექტურ კონტრაცეფციას მკურნალობის დროს და მკურნალობიდან დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. თუ, მიუხედავად ამ ზომებისა, მაინც დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება. განიხილეთ თქვენს ექიმთან, თუ როდის არის უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თალიდომიდი იწვევს განვითარების მანკებსა და ნაყოფის სიკვდილს. ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვათ ორსულობის პრევენციის პროგრამა თალიდომიდისათვის (იხილეთ თალიდომიდის შეფუთვის ჩანართი).

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება; თუ ზემოთ აღწერილი მოვლენები არ აღინიშნება, მაინც აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

  • ბორტეზომიბის მიღების წესი

თქვენი ექიმი ბორტეზომიბის დოზას შეარჩევს თქვენი სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის) მიხედვით. ბორტეზომიბის ჩვეული საწყისი დოზა არის 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ორჯერ. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა და მკურნალობის ციკლის საერთო რაოდენობა, მკურნალობის მიმართ თქვენი საპასუხო რეაქციის, გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარებისა და თქვენი ძირითადი მდგომარეობის (მაგალითად, ღვიძლის პრობლემების) მიხედვით.

პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა

ბორტეზომიბის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით, უნდა მიიღოთ ბორტეზომიბის 4 დოზა ინტრავენურად ან კანქვეშ პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება 10-დღიანი „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. ეს 21-დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სულ 8 ციკლი (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენება შეიძლება პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. ბორტეზომიბის გამოყენებისას პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინს 30 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით ბორტეზომიბის ინექციის შემდეგ.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად ან კანქვეშ მკურნალობის 21-დღიანი ციკლის სახით და 20 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომა

თუ ადრე არ ჩაგიტარებიათ მრავლობითი მიელომის მკურნალობა და არ ხართ შესაფერისი სისხლის ღეროვანი უჯრედის გადანერგვისთვის, თქვენ მიიღებთ ბორტეზომიბს ინტრავენურად ორ სხვა მედიკამენტთან - მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად,.

ამ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 42 დღე (6 კვირა). მკურნალობა მოიცავს 9 ციკლს (54 კვირას).

1-დან 4 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ორჯერ პირველ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეებში.

5-დან 9 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ერთხელ პირველ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში.

ორივე პრეპარატი - მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) მიიღება პერორალურად თითოეული ციკლის პირველი კვირის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეებში. თუ არ ხართ ნამკურნალები მრავლობითი მიელომის გამო, თუმცა გამოდგებით სისხლის ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციისათვის, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ დექსამეტაზონთან, ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან ერთად, ინდუქციური მკურნალობის სახით.

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 21-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში.

მკურნალობა მოიცავს 4 ციკლს (12 კვირას).

ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა შეადგენს 28 დღეს (4 კვირას).

დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში და თალიდომიდი მიიღება პერორალურად დღეში 50 მგ დოზით პირველი ციკლის მე-14 დღემდე, ხოლო კარგი ამტანობის შემთხვევაში, თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შეიძლება კიდევ გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მეორე ციკლიდან და შემდეგ.

მკურნალობა მოიცავს 6 ციკლს (24 კვირას).

ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედის ლიმფომა

თუ ადრე არ გიმკურნალიათ მანტიის უჯრედის ლიმფომა, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.

ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 21 დღე (3 კვირა). შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

შემდეგი სამკურნალო პრეპარატები მიიღება ბორტეზომიბის მკურნალობის ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით:

რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2 დოზებით.

პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეებში.

ბორტეზომიბის მიღების წესი

ეს პრეპარატი გათვალისწინებულია ინტრავენური ან კანქვეშ გამოყენებისათვის. ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.

ბორტეზომიბის ფხვნილი შეყვანამდე უნდა გაიხსნას, რაც პროფესიონალი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ სრულდება. მიღებული ხსნარის ინექცია ხდება ან ვენაში ან კანქვეშ.

ვენაში ინექცია სრულდება სწრაფად, 3-5 წამის განმავლობაში. კანქვეშ ინექცია კეთდება ბარძაყში ან მუცელში.

ბორტეზომიბის ჭარბი დოზირება. ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი შეიყვანება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, მისი ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია. დოზის გადაჭარბების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თქვენი ექიმი თვალყურს ადევნებს გვერდით მოვლენებს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ბორტეზომიბმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ამ მოვლენებიდან ზოგი შეიძლება მძიმე იყოს.

ბორტეზომიბის გამოყენებისას მრავლობირითი მიელომის ან მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, სასწრაფოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს, ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ:

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე;

გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი;

ქოშინი, ტერფების შეშუპება ან გულისცემის ცვლილებები, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, გონების დაკარგვა;

ხველა და სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

ბორტეზომიბით მკურნალობამ ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

შესაბამისად, ბორტეზომიბით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის რეგულარული ანალიზი სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ შემდეგი უჯრედების რაოდენობის შემცირება:

თრომბოციტები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი სისხლჩაქცევებისკენ ან სისხლდენისკენ აშკარა დაზიანების გარეშე (მაგალითად, სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან, ტვინში სისხლდენა ან ღვიძლიდან სისხლდენა);

სისხლის წითელი უჯრედები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და სიფერმკრთალე;

სისხლის თეთრი უჯრედები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი ინფექციებისადმი ან გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.

მრავლობითი მიელომის მკურნალობის მიზნით ბორტეზომიბის გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

მგრძნობელობა, მგრძნობელობის დაკარგვა, კანზე ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო;

სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხილეთ ზემოთ);

ცხელება;

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან პირღებინება, მადის დაკარგვა;

შეკრულობა, მუცლის შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე);

ფაღარათი: ამ მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მიიღოთ წყალი ჩვეულზე უფრო მეტი რაოდენობით. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ფაღარათის საკონტროლოდ;

გადაღლილობა (დაღლილობა), სისუსტის შეგრძნება;

კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

მაღალი არტერიული წნევა;

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება;

თავის ტკივილი;

ზოგადი უგუნებობა, ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება ან გონების დაკარგვა;

შემცივნება;

ინფექციები, პნევმონიის, რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის, სოკოვანი ინფექციების, ნახველიანი ხველის, გრიპის მსგავსი დაავადების ჩათვლით;

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე);

ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი დატვირთვისას;

სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

კანის ქავილი, კვანძები კანზე ან მშრალი კანი;

სახის წამოწითლება ან მცირე გაწყვეტილი კაპილარები;

კანის სიწითლე;

დეჰიდრატაცია;

გულძმარვა, შებერილობა, გულზიდვა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები;

პირის ღრუს ან ტუჩების ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი;

წონაში კლება, მადის დაკარგვა;

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში;

დაბინდული მხედველობა;

თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუქტივიტი);

ცხვირიდან სისხლდენა;

ძილის გაძნელება ან დარღვევა, ოფლიანობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, დეპრესიული ხასიათი, მოუსვენრობა ან აჟიტირება, გონებრივი მდგომარეობის ცვლილებები, დეზორიენტაცია;

სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების გარშემო ან სხეულის სხვა ნაწილების.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულის რითმის მომატება ან შემცირება;

თირკმლის უკმარისობა;

ვენების ანთება, ვენებში და ფილტვებში სისხლის შედედება;

სისხლის შედედების პრობლემები;

არასაკმარისი ცირკულაცია;

გულის გარშემო ამომფენი გარსის ან სითხის ანთება;

ინფექციები, საშარდე გზების ინფექციების, გრიპის, ჰერპეს ვირუსის ინფექციების, ყურის ინფექციისა და ცელულიტის ჩათვლით;

სისხლიანი განავალი, ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგალითად, პირიდან, საშოდან;

ცერებროვასკულარული დარღვევები;

დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები - უჩვეულო ან შეცვლილი, ან დაქვეითებული მგრძნობელობა (გრძნობა, სმენა, გემო, ყნოსვა), ყურადღების დარღვევა, კანკალი, კრუნჩხვა;

ართრიტი, ხელის თითების, ფეხის თითებისა და ყბის სახსრების ანთების ჩათვლით;

დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ქოშინს; ქოშინს დატვირთვის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს;

სლოკინი, მეტყველების დარღვევა;

შარდის გაზრდილი ან დაქვეითებული გამომუშავება (თირკმელების დაზიანების გამო), შარდის ან სისხლის/ცილების მტკივნეული გამოყოფა შარდში, სითხის შეკავება;

ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა;

ჰიპერმგრძნობელობა;

სმენის დაკარგვა, სიყრუე ან ზარის ხმა ყურებში, დისკომფორტი ყურებში;

ჰორმონალური დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე;

ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი;

საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა

თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, მტკივნეული თვალები, თვალების სიმშრალე, თვალის ინფექციები, კვანძი ქუთუთოებში (ქალაზიონი) და წითელი შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, თვალის სისხლდენა;

ლიმფური ჯირკვლების შეშუპება;

სახსრების ან კუნთების რიგიდულობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში;

თმის ცვენა და თმის სტრუქტურის დარღვევა;

ალერგიული რეაქციები;

სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე;

პირის ღრუს ტკივილი;

პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, ნაწლავების ცუდი მოძრაობა (ბლოკირების ჩათვლით), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი პირღებინება;

კანის ინფექციები;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

კბილის ინფექცია;

პანკრეასის ანთება, სანაღვლე გზების ობსტრუქცია;

გენიტალიების ტკივილი, ერექციის დარღვევა;

წონაში მომატება;

წყურვილი;

ჰეპატიტი;

ინექციის ადგილის ან საინექციო მოწყობილობასთან დაკავშირებული დარღვევები;

კანის რეაქციები და დარღვევები (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლულები;

სისხლჩაქცევები, დაცემები და ტრავმები;

სისხლძარღვების ანთება ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს პატარა წითელი ან მეწამული წერტილების სახით (ჩვეულებრივ ფეხებზე) სისხლჩაქცევების მსგავს მსხვილ ლაქებამდე კანის ან ქსოვილის ქვეშ;

კეთილთვისებიანი კისტები;

ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულის პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, სტენოკარდია;

ალები;

ვენების გაუფერულება;

ზურგის ნერვის ანთება;

ყურთან დაკავშირებული პრობლემები, ყურიდან სისხლდენა;

ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა;

ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები);

ნაწლავის ფუნქციის ცვლილებები ან დარღვევა;

ტვინში სისხლდენა;

თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

სარძევე ჯირკვლის დარღვევები;

საშოს ჩახევა;

სასქესო ორგანოების შეშუპება;

ალკოჰოლის მოხმარების აუტანლობა;

სხეულის მასის დაკარგვა;

მადის მომატება;

ფისტულა;

სახსრის ეფუზია;

კისტები სახსრების ამომფენ გარსში (სინოვიალური კისტა);

მოტეხილობა;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა, რაც სხვა გართულებებს იწვევს;

ღვიძლის შეშუპება, ღვიძლიდან სისხლდენა;

თირკმლის კიბო;

ფსორიაზის მსგავსი კანის მოვლენები;

კანის კიბო;

კანის სიფერმკრთალე;

თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება სისხლში;

არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმაზე;

სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია);

მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

ლიბიდოს დაქვეითება;

ნერწყვის გამოყოფა;

გადმოკარკლული თვალები;

ფოტოსენსიბილიზაცია;

სწრაფი სუნთქვა;

რექტალური ტკივილი;

კენჭები ნაღვლის ბუშტში;

თიაქარი;

ტრავმები;

მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები;

ცილების არანორმალური ნალექი თქვენს სასიცოცხლო ორგანოებში;

კომა;

ნაწლავის წყლულები;

მრავალორგანული უკმარისობა;

სიკვდილი.

თუ თქვენ ღებულობთ ბორტეზომიბს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

პნევმონია;

მადის დაკარგვა;

კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ან ტკივილი ხელებში ან ტერფებში, გამოწვეული ნერვის დაზიანებით;

გულისრევა და პირღებინება;

ფაღარათი;

პირის ღრუს წყლულები;

ყაბზობა;

კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა;

დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

ცხელება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

ჰერპეს ვირუსის ინფექციები;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება;

სოკოვანი ინფექციები;

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);

საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა;

სითხის შეკავება;

ძილის გაძნელება ან პრობლემები;

გონების დაკარგვა;

ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა;

თავბრუსხვევის შეგრძნება;

გახშირებული გულისცემა, სისხლის მაღალი წნევა, ოფლიანობა;

მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა;

გულის უკმარისობა, ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა;

სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა;

სისხლის წნევის უეცარი ვარდნა დგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

ქოშინი ვარჯიშის დროს;

ხველა;

სლოკინი;

ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი;

სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

გულძმარვა;

კუჭის ტკივილი, შებერილობა;

ყლაპვის გაძნელება;

კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება;

კუჭის ტკივილი;

პირის ან ტუჩების ტკივილი, ყელის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

კანის ქავილი;

კანის სიწითლე;

გამონაყარი;

კუნთის სპაზმები;

კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

საშარდე გზების ინფექცია;

ტკივილი კიდურებში;

სხეულის, მათ შორის თვალებისა და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;

კანკალი;

სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე;

შეუძლოდ ყოფნა;

წონაში კლება;

წონაში მატება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ჰეპატიტი;

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა;

შეშუპება ქუთუთოში (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები;

თავბრუსხვევა;

სმენის დაქვეითება, სიყრუე;

დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე და ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგიერთი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ჰაერის უკმარისობას; ქოშინს ვარჯიშის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს.

ფილტვებში სისხლის შედედება;

თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

სისხლის შედედება მცირე ზომის სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია).

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში.

  • ბორტეზომიბის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

არ გამოიყენება ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ.

პრეპარატი ინახება გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისათვის.

აღდგენილი ხსნარი

აღდგენილი ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა. თუმცა, აღდგენილი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 დღის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე ან 15 დღის განმავლობაში 5 ± 3°C ტემპერატურაზე, სიბნელეში, ფლაკონში ან პოლიპროპილენის შპრიცში შენახვისას.

აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის შენახვის მთლიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 ან 15 დღეს, შენახვის ტემპერატურის მიხედვით, მიღებამდე.

ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • შეფუთვის შიგთავსი

ა. რას შეიცავს მიბზო

აქტიური ნივთიერება არის ბორტეზომიბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

სხვა ნივთიერებებია მანიტოლი, მესამეული ბუთილის სპირტი, საინექციო წყალი.

ინტრავენური აღდგენა:

აღდგენის შემდეგ, ინტრავენური საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს.

კანქვეშა აღდგენა:

აღდგენის შემდეგ კანქვეშა საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.

ბ. მიბზოს აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

მიბზო არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ნალექი ან ფხვნილი.

USP ტიპი-I მინის 10 მლ ფლაკონი 13 მმ ყელით და დაცობილი 13 მმ ბრომბუთილის ორმაგი ჭრილიანი რეზინის საცობით, დალუქული 13 მმ ლურჯი ფერის ალუმინის პლომბით, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

შეფუთვა: ერთი ფლაკონი შეფუთული მუყაოს კოლოფში.

გ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED

ფორმულაციების განყოფილება, ერთეული-II,

Survey Nos. 1277, 1319-1324,

ნანდიგამა (სოფელი და მანდალი), რანგარედის რაიონი,

ტელანგანა, 509228, ინდოეთი.

ტელ: +91-40-30449200

ფაქსი: -t-91-40-30449211

ელ-ფოსტა: [email protected]

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED

MSN House, ნაკვეთი № C-24,

სანათ ნაგარ ინდასთრიალ ისთეით,

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი, ტელანგანა, საფოსტო ინდექსი: 500 018, ინდოეთი.

ტელ: +91-40-3043 8600

ფაქსი: +91-40-3043 8638

ელ-ფოსტა:[email protected]

დ. წინამდებარე შეფუთვის ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2019 წლის აგვისტოში; ვერსიის ნომერი {00}.

ე. ნებისმიერი გვრდითი მოვლენ(ებ)ის ანგარიშგება

საუდის არაბეთი:

ფარმაკოუსაფრთხოებისა და წამლის უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი (NPC)

ფაქსი: +966-11-205-7662

დაუკავშირდეთ აღმასრულებელ მენეჯმენტს ფარმაკოუსაფრთხოებისა და კრიზისის მართვისთვის, ტელ: +966-11-20382222, შიდა ნომერი:-2353-2356-2317-2354-2334-2340

უფასო: 8002490000

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.sfda.gov.sa/npc

სხვა GCC ქვეყნები

გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს

ეს არის მედიკამენტი

მედიკამენტი არის პროდუქტი, რომელიც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მოხმარება სახიფათოა თქვენთვის.

მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების წესი და იმ ფარმაცევტის მითითებები, რომელმაც მოახხინა მედიკამენტის რეალიზაცია.

ექიმი და ფარმაცევტი არიან ექსპერტები პრეპარატებთან, მათ სარგებელსა და რისკებთან დაკავშირებით.

თავად არ შეაჩეროთ თქვენთვის დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობა.

არ გაიმეოროთ იგივე დანიშნულება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არაბთა ჯანდაცვის მინისტრთა საბჭო

არაბი ფარმაცევტების კავშირი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა