ველკადი (ბორტეზომიბი) წარმოადგენს თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილს. ველკადი მოთავსებულია 10 მლ-ან ერთჯერად ფლაკონებში, რომელთაგან თოთოეული შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს. ველკადი მიეკუთვნება ქიმიოთერაპიულ (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ ფხვნილი ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად № 1
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0218
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ველკადი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ველკადი (ბორტეზომიბი) წარმოადგენს თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილს. ველკადი მოთავსებულია 10 მლ-ან ერთჯერად ფლაკონებში, რომელთაგან თოთოეული შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.
ველკადი მიეკუთვნება ქიმიოთერაპიულ (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატებს.
ველკადი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბორტეზომიბს, რომელიც წარმოადგენს ‘პროტეასომის ინჰიბიტორს’. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის ფუნქციონირებასა და ზრდაში. პროტეასომების ინჰიბირების გზით, ბორტეზომიბს გააჩნია უჯრედების მოკვლის უნარი.
ველკადი გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ტიპი) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან:
დამოუკიდებლად (მონოთერაპია) ან კომბინირებული თერაპიის სახით პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც უარესდება (პროგრესულად) არაუმცირეს ერთი მკურნალობის კურსის ჩატარების მიუხედავად და რომელთათვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია აღმოჩნდა უშედეგო ან არის უკუნაჩვენები;
კომბინირებული თერაპიის სახით მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული მკურნალობა და რომელთათვისაც ქიმიოთერაპიული საშუალებების მაღალი დოზები ან სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უკუნაჩვენებია;
საწყისი თერაპიის სახით დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ ჩატარებიათ მკურნალობის კურსი და დაგეგმილი აქვთ მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია და სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ინდუქციური თერაპია).
ველკადი გამოიყენება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (კიბოს ტიპი, რომელიც ვითარდება ლიმფურ კვანძებში) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებთანაც ჩატარებულია სულ მცირე ერთი კურსი ანთრაციკლინით, მაალკილირებელი ანტინეოპლაზიური პრეპარატით ან მათი კომბინაციით, თუმცა მიუხედავად სწორედ შერჩეული დოზირების და მკურნალობის ხანგრძლივობისა ვითარდება რეციდივი ან დაავადება არ პასუხობს მკურნალობას (რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა).
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
მკურნალი ექიმი დაადგენს პაცინტისთვის საჭირო დოზას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დოზა გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი).
სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 1.3 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე, კვირაში ორჯერ. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა და გადასხმათა საერთო რაოდენობა პრეპარატის შეგუების ხარისხის, განვითარებული გვერდითი მოვლენების ან სხვა თანმხლები მდგომარეობების გათვალისწინებით.
პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა
დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, შეიყვანება ველკადის 4 ცალკეული დოზა 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, ინტრავენურად ან კანქვეშ, რასაც მოყვება 10 დღიანი “შესვენების პერიოდი”. აღნიშნული 21 დღიანი მონაკვეთი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
ველკადი შესაძლოა დაინიშნოს პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება ზემოხსენებული 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 30 მგ/მ2 პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინის შეყვანა მოხდება აღნიშნული ციკლის მე-4 დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით, ველკადის შეყვანის შემდეგ. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი ასევე დაინიშნება 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 20 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
არანამკურნალები მრავლობითი მიელომა
წარსულში არანამკურნალები მრავლობითი მიელომას დროს, როდესაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია) უკუნაჩვენებია, ველკადი დაინიშნება მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლი გრძელდება 42 დღე (6 კვირა). გამოიყენება მკურნალობის 9 ციკლი (54 კვირა).
1-დან მე-4 ციკლის ჩათვლით, ველკადი შეიყვანება კვირაში ორჯერ, 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეს.
მე-5დან მე-9 ციკლის ჩათვლით, ველკადი შეიყვანება კვირაში 1-ხელ, , 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეს.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ინიშნება პერორალურად, თითოეული ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ მრავლობითი მიელომას მკურნალობა ჩატარებული არ არის და სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დასაშვებია, ველკადი დაინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციასთან ერთად, ინდუქციური თერაპიის სახით.
დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 40 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. დაინიშნება მკურნალობის 4 ცილკი (12 კვირა).
დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება 28 დღიანი ციკლით (4 კვირა). 40 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. თალიდომიდი ასევე დაინიშნება პერორალურად, 50 მგ პირველი ციკლის საწყისი 14 დღის განმავლობაში და კარგად ატანის შემთხვევაში დოზა გაიზრდება 100 მგ-მდე, 15-დან 28-ე დღის ჩათვლით. მკურნალობის მეორე ციკლიდან, დოზა შესაძლოა დამატებით გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 6 ცილკისა (24 კვირა).
ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას რეციდივი ან რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ველკადი ინიშნება შემდეგი დოზით: 1.3 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე, ინტრავენურად ან კანქვეშ, კვირაში ორჯერ, მკურნალობის 28 დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა. ექიმი ასევე განსაზღვრავს მკურნალობის ციკლების საჭირო რაოდენობას, რაც დამოკიდებული იქნება მკურნალობის ეფექტურობასა და შეგუებადობაზე.
გამოყენების გზა და მეთოდი:
შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ, განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანა მოხდება სპეციალიზებულ განყოფილებაში, ქიმიოთერაპიული მკურნალობის სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ.
შეყვანამდე, ველკადის ფლაკონში არსებული ფხვნილი ზავდება შესაბამისი პერსონალის მიერ. განზავების შემდგომ მიღებული ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. პრეპარატი ვენაში შეიყვანება სწრაფად, 3-5 წმ-ის განმავლობაში. კანქვეშა ინექციისთვის შეირჩევა ფეხის ან მუცლის მიდამო.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ამრიგად, ველკადი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
მრავლობითი მიელომის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში 65 წლის ასაკიდან, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის და გამოიყენება დოზირების სტანდარტული რეჟიმი. ღვიძლის საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების დროს, საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თირკმელების უკმარისობა:
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დაზიანება ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს; მსგავს შემთხვევებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. უცნობია იცვლება თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ველკადი ინიშნება დიალიზის პროცედურის შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის კონცენტრაციის დაქვეითება.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ველკადის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
L
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ბორტეზომიბის, ბორონის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ფილტვების ან გულის ზოგიერთი სერიოზული დაავადება;
შემდეგ შემთხვევებში, ველკადი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობა;
თუ პაციენტს აწუხებს სისხლდენები და/ან დაქვეითებული აქვს თრომბოცირების რაოდენობა (უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე);
თუ პაციენტს აღენიშნება ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება;
თუ პაციენტი წარსულში უჩიოდა ისეთ მოვლენებს, როგორიცაა გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის საშუალო სიმძიმის ან მძიმე ხარისხის დაზიანება;
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (ნეიროპათია) ხელების ან ფეხების მიდამოში;
თუ პაციენტს აღენიშნება არტერიულ წნევასთან ან გულთან ასოცირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
თუ პაციენტს აქვს ქოშინი ან ხველა ჩასუნთქვისას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრები (ეპილეფსია);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ჰერპეს ზოსტერის (ლოკალიზებული თვალების ირგვლივ ან გავრცელებული სხეულის ზედაპირზე) მკურნალობა ან ამჟამად უტარდება ის;
თუ პაციენტს უვითარდება სიმსივნის დაშლის სინდრომისთვის (სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონის უჩვეულო მატება, რაც განპირობებულია სიმსივნის უჯრედების სწრაფი დაშლით და ვითარდება მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე) დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის კუნთების კრამპები, სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დარღვევები ან მხედველობის დაკარგვა ან ქოშინი;
თუ პაციენტს უვითარდება მეხსიერების დაქვეითება, უჭირს აზროვნება და სიარული ან უქვეითდება მხედველობა. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის საშიში ინფექციის ნიშნებს და მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი კვლევები.
ველკადით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს ჩაუტარდება ანალიზები სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და უტარდება კომბინაციური მკურნალობა რიტუქსიმაბით და ბორტეზომიბით:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჰქონდეს ჰეპატიტი ან წარსულში ჰქონია ის. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებსაც წარსულში ჰქონიათ B ჰეპატიტი, შესაძლოა განუვითარდეთ განმეორებითი ეპიზოდი, რაც შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური. მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ აღნიშნული ვირუსი.
ველკადით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტი უნდა გაეცნოს ყველა იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც დანიშნული აქვს ველკადთან ერთად. თალიდომიდის გამოყენებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტესტირებას ორსულობაზე და ჩასახვის საწინააღმდეგო ზომებს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში, პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები ლიმიტირებულია. ამრიგად, ველკადი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
სიფრთხილის ზომები
ველკადის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვთა ასაკში დადგენილი არ არის.
მკურნალი ექიმი გასინჯავს პაციენტს და შეკრებს ანამნეზს. ველკადით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მიმდინარეობისას, პაციენტს ჩაუტარდება გეგმიური სისხლის ანალიზები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება პარენტერალურად, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ველკადი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ველკადით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა ორსულობისგან თავის არიდება.
როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა პაციენტებმა, ველკადით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. აღნიშნული ზომების მიუხედავად დაორსულების შემთხვევაში, საჭიროა ექიმითან გადაუდებელი კონსულტაცია.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ ანომალიებს და ნაყოფის სიკვდილს. როდესაც ველკადი გამოიყენება თალიდომიდთან ერთად, პაციენტმა უნდა დაიცვას თალიდომიდისთვის შერჩეული ჩასახვის საწინააღმდეგო პროგრამა (იხ. თალიდომიდის გამოყენების ინსტრუქცია).
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ველკადით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ველკადით მკურნალობის პერიოდში ბავშვის ძუძუთი კვება დაუშვებელია. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ ველკადით მკურნალობის დასრულების შემდეგ სურს ბავშვის ძუძუთი კვება; ექიმი განიხილავს პაციენტთან თუ როდის არის უსაფრთხო ძუძუთი კვების დაწყება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ველკადმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მხედველობის დაბინდვა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსგავსი მოვლენები არ ვითარდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ველკადის ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
წამალთშორისი ურთიერთქმედებები
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ მექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ანტიეპილეფსიური პრეპარატები);
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური აშლილობების დროს);
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ პრეპარატებს (შიგნით მისაღები მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ველკადმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის.
ველკადით მკურნალობის პერიოდში შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე;
კონფუზია, მხედველობის დარღვევები ან მხედველობის დაკარგვა, გულყრები, თავის ტკივილი;
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია, დაღლილობა, გულის წასვლა;
ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობის შეგრძნება გულ-მკერდის მიდამოში.
ველკადით მკურნალობისას, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა. აღნიშნულის გამო, ველკადით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება ანალიზები, სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი დარღვევები:
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში: იწვევს მიდრეკილებას სისხლდენების, სისხლჩაქცევების (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირის ღრუდან ან ღრძილებიდან, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, სისხლდენა ღვიძლიდან) და ზოგიერთი ტიპის ჭრილობების მიმართ;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება: აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ანემია. ანემიის სიმპტომები მოიცავს ზოგად სისუსტეს და კანის სიფერმკრთალეს;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება: იზრდება ინფექციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების განვითარების რისკი.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ძლიერი ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები: სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი).
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
როდესაც ველკადი ინიშნება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
ჭარბი მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანში, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, ნერვების დაზიანების გამო;
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (იხ. ზემოთ);
ცხელება;
გულისრევა, ღებინება, უმადობა;
ყაბზობა შებერილობასთან ერთად ან მის გარეშე (შესაძლოა ძლიერი);
ფაღარათი: მისი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით წყლის მიღება. ფაღარათის კონტროლის მიზნით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი პრეპარატი;
დაღლილობა, საერთო სისუსტე;
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი.
ხშირი:
არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულისწასვლა;
არტერიული ჰიპერტენზია;
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება;
თავის ტკვილი;
ცუდი ზოგადი თვითშეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლის შეგრძნება ან სისუსტე, გონების დაკარგვა;
ტრემორი;
ინფექციები, მათ შორის ფილტვების ანთება, სასუნთქი გზების სხვა ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი სიმპტომები;
შემცივნება;
ჰერპეს ზოსტერი (ლოკალიზებული, მათ შორის თვალების ირგვლივ ან გავრცელებული მთელ სხეულზე);
ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს;
სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
ქავილი კანზე, გამონაყარი ან კანის სიმშრალე;
სახის შეწითლება ან მცირე ზომის კაპილარების დასკდომა;
კანის სიწითლე;
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;
ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დასკდომა, პირის სიმშრალე, წყლულები პირის ღრუში ან ყელის ტკივილი;
წონაში კლება, გემოს შეგრძნების დაკარგვა;
კუნთების კრამპები, კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში;
მხედველობის დაბინდვა;
თვალების გარეთა შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ანთება (კონიუნქტივიტი);
სისხლდენა ცხვირიდან;
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები, ჭარბი ოფლიანობა, გუნებ-განწყობის ცვლილებები, დეპრესიული განწყობა, მოუსვნერობა ან აჟიტირება, მენტალური ცვლილებები, დეზორიენტაცია;
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების ირგვლივ ან სხეულის სხვა მიდამოებში.
ნაკლებად ხშირი:
გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, გულის რიტმის გახშირება ან გაიშვიათება;
თიკმელების უკმარისობა;
ვენების ანთება, ვენების და ფილტვების თრომბოზი;
სისხლის შედედების პრობლემები;
სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
გულის ამომფენი შრის ანთება ან სითხის შეკავება გულის გარშემო მიდამოში;
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპესი, ყურის ინფექციები და ცელულიტი;
სისხლიანი განავალი ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგ. პირის ღრუდან ან საშოდან;
ცერებროვასკულური დარღვევები;
დამბლა, გულყრები, დავარდნა, მოძრაობის დარღვევები, მგრძნობელობის დარღვევები (ტაქტილური შეგრძნების, სმენის, გემოს, სუნის), ყურადღების გაფანტვა, კრთომები, კანკალი;
ართრიტი, მათ შორის ხელის ან ფეხის თითების და ყბის სახსრების ანთება;
ფილტვისმიერი დარღვევები, რის გამოც, ორგანიზმს ვერ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჟანგბადი. აღნიშნული დარღვევები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის გარეშე; ზერელე სუნთქვას, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და სუნთქვის შესაძლო გაჩერება; ვიზინგს;
სლოკინი, მეტყველების დარღვევები;
შარდის გამოყოფის გაძლიერება ან დაქვეთება (თირკმელების დაზიანების გამო), ტკივილი შარდვისას ან ცილა/სისხლი შარდში, სითხის შეკავება;
ცნობიერების ხარისხის შეცვლა, კონფუზია, მეხსიერების დარღვევა ან დაკარგვა;
ჰიპერმგრძნობელობა;
სმენის დაქვეითება ან დაკარგვა, ხმაური ყურებში, დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
ჰორმონალური დარღვევები, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წყალ-მარილოვან ბალანსზე;
ჰიპერთირეოზი;
ინსულინის წარმოქმნის დარღვევა ან არსებული ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ჭარბი ცრემლდენა, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ინფექციები, შებერილობა ქუთუთოზე (ქელატიზაცია), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევები, სისხლდენა თვალებიდან;
ლიმფური კვანძების შეშუპება;
კუნთების ან სახსრების რიგიდობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის მიდამოში;
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის დარღვევა;
ალეგიული რეაქციები;
სიწითლე ან ტკივილი პრეპარატის ინექციის ადგილას;
ტკივილი პირის ღრუში;
პირის ღრუს ინფექცია ან ანთება, წყლულები პირის ღრუში, საყლაპავ მილში, კუჭში ან ნაწლავებში, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ტკივილი ან სისხლდენა; ნაწლავთა პერისტალტიკის დარღვევა (მათ შორის გაუვალობა), დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუში ან საყლაპავი მილის გასწვრივ, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება;
კანის ინფექციები;
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
კბილების ინფექციები;
პანკრეასის ანთება, სანაღვლე სადინრის დახშობა;
ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოში, ერექციის გაძნელება;
წონის მატება;
წყურვილის შეგრძნება;
ჰეპატიტი;
დარღვევები, რომლებიც ასოცირებულია პრეპარატის ინექციასთან ან ინექციისთვის გამოყენებულ ინვენტართან;
კანისმიერი რეაქციები და დარღვევები (რაც შესაძლოა იყოს ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიშიც კი), კანის დაწყლულება;
სისხჩაქცევები, ვარდნა და ტრავმული დაზიანებები;
სისხლძარღვების ანთება ან სისხჩაქცევები, რაც შესაძლოა გამოვლინდეს წვრილი წითელი ან იასამნისფერი წერტილების სახით (უმეტესად ფეხების მიდამოში); დიდი ზომის, ლურჯი ფერის ლაქოვანი სისხლჩაქცევები კანქვეშ ან უფრო ღრმად;
კეთიკთვისებიანი კისტები;
თავის ტვინის მძიმე, შექცევადი დარღვევა, რაც მოიცავს გულყრებს, არტერიალ ჰიპერტენზიას, თავის ტკივილს, დაღლილობას, კონფუზიას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი:
სიკვდილი;
ნერვების ძლიერი ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი);
გულთან ასოცირებული დარღვევები, მათ შორის გულის შეტევა ან სტენოკარდია;
სახისა და კისრის უეცარი სიწითლე;
ვენების ფერის ცვლილება;
ზურგის ტვინის ანთება;
ყურებთან ასოცირებული დარღვევები, სისხლდენა ყურებიდან;
ჰიპოთირეოზი;
ბად-ჩიარის სინდრომი (კლინიკურ სიმპტომთა ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ღვიძლის ვენების დახშობის გამო);
კუჭის მოქმედების დარღვევა ან ცვლილება;
სისხჩაქცევა თავის ტვინში;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე);
სიმპტომები, რომლებიც მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი);
სარძევე ჯირკვლების დარღვევები;
საშოს ლაცერაცია;
სასქესო ორგანოების შეშუპება;
ალკოჰოლის აუტანლობა;
სხეულის მასის განლევა;
მადის გაძლიერება;
ფისტულის წარმოქმნა;
სახსრების ეფუზია;
კისტები სახსრების ამომფენ შრეებში (სინოვიალური კისტები);
მოტეხილობები;
კუნთების ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვადასხვა გართულებებს;
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან;
თირკმელების კიბო;
ფსორიაზის მსგავსი კანისმიერი მდგომარეობა;
კანის კიბო;
კანის სიფერმკრთალე;
თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი) რაოდენობის სიჭარბე;
პათოლოგიური რეაქცია სისხლის ტრანსფუზიის მიმართ;
მცირე სისხლძარღვების თრომბოზი (თრომბოზული მიკროანგიოპათია);
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
ლიბიდოს დაქვეითება;
ჭარბი ნეწყვდენა;
თვალების წინ წამოწევა;
ფოტოსენსიტივობა;
აჩქარებული სუნთქვა;
ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში;
ნაღვლოვანი კენჭები;
თიაქარი;
ტრავმული დაზიანებები;
ფრჩხილების მტვრევადობა ან დასუსტება;
ცილების პათოლოგიური ჩალაგება სასიცოცხლო ორგანოებში;
კომა;
ნაწლავების დაწყლულება;
მულტი-ორგანული უკმარისობა.
როდესაც ველკადი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას სამკურნალოდ, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
ფილტვების ანთება;
უმადობა;

გულისრევა და ღებინება;
ფაღარათი;
წყლულები პირის ღრუში;
ყაბზობა;
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი;
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება;
დაღლილობა, საერთო სისუსტე;
ცხელება.

ინფექცია ჰერპესის ვირუსით;
ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები;
სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გაციების მსგავსი სიმპტომები;
სოკოვანი ინფექციები;
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);

სითხის შეკავება;
ჩაძინების გაძნელება ან ძილის სხვა პრობლემები;
გულისწასვლის შეგრძნება;
ცნობიერების ხარისხის შეცვლა, კონფუზია;
თავბრუსხვევა;
აჩქარებული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია, ოფლიანობა;
მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა;

არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული ჰიპოტენზია;
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;
სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას;
ხველა;
სლოკინი;
ხმაური ყურებში, დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;
გულძმარვა;
კუჭის ტკივილი, შებერილობა;
ყლაპვის გაძნელება;
კუჭის და ნაწლავების ინფექცია ან ანთება;
მუცლის ტკივილი;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დასკდომა, ყელის ტკივილი;
ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები;
კანის ქავილი;
გამონაყარი კანზე;
ჭინჭრის ციება;
კუნთების სპაზმები;
საშარდე გზების ინფექცია;
ტკივილი ხელებსა და ფეხებში;
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების ირგვლივ ან სხეულის სხვა მიდამოებში;
ტრემორი;
ტკივილი და სიწითლე ინექციის ადგილას;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
წონის კლება;
წონის მატება.
Bნაკლებად ხშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, სიყვითლე);
ძლიერი ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები: სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი).
მოძრაობის დარღვევები, დამბლა, კრთომები;
ვერტიგო (თავბრუ);
სმენის დაქვეითება ან დაკარგვა;

ფილტვების თრომბოზი;

შებერილობა ქუთუთოზე (ქელატიზაცია), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება.
იშვიათი:
წვრილი სისხლძარღვების თრომბოზი (თრომბოზული მიკროანგიოპათია);
ნერვების ძლიერი ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. თუ დოზის გადაჭარბება მაინც მოხდა, მკურნალი ექიმი მოახდენს გვერდითი მოვლენების მონიტორინგს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის მიერ.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ოპტიმალური ეფექტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ველკადის გამოყენება მოხდეს ექიმის მიერ განსაზღვრული ვადით. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 3,5 მგ ბორტეზომიბს (მანიტოლის ბორის მჟავას ეთერის სახით).
კანქვეშა საინექციო ხსნარი შეიცავს 2,5 მგ/მლ ბორტეზომიბს.
ინტრავენური საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ/მლ ბორტეზომიბს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.
- წამლის ფორმა
საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი.
ველკადე (ბორტეზომიბი) წარმოადგენს თეთრიდან კრემისფერამდე ფხვნილს 10 მლ ერთჯერადი დოზირების ფლაკონებში. თითოეული ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
განზავების შემდეგ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. თუმცა, განზავებული ხსნარის შენახვა დასაშვებია თავისივე ფლაკონში და/ან შპრიცში 25C ტემპერატურაზე, არაუმეტეს 8 საათისა. თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა. გამოუყენებელი პროდუქტის და ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს კანონის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში. შიდა შეფუთვაში არსებული ნარჩენები მიეკუთვნება ადამიანთათვის საშიში ციტოსტატიკური და ციტოტოქსიური ნარჩენების კატეგორიას და მათი უტილიზაცია ხდება ნარჩენი მასალების უტილიზაციის შესახებ ოფიციალურ ჟურნალში გამოცემული მოთხოვნების შესაბამისად (თარიღი: 2/4/2015, ნომერი: 29314).
ლიცენზიის მფლობელი:
Johnson and Johnson Sıhhi Mal. San. ve Tic. Ltd. Şti.
Ertürk Sok. Keçeli Plaza No:13 34810 Kavacık/Beykoz/İstanbul
Tel: 0 216 538 20 00
ჯონსონ ენდ ჯონსონ სიჰი მალ. სან. ვე. ტიკ. ლტდ. სტი.
ერტუკ სოკ. კეცელი პლაზა #13 34810 კავაციკ/ბეიკოზი/სტამბული
ტელ: 0 216 538 20 00
წარმოების ადგილი:
BSP Pharmaceuticals S.p.A. – Latina/Italya
ბსპ ფარმაცეტიკალს ს.პ.ა. – ლატინა/იტალია
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 07/03/2022
შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალთათვის
- განზავება ინტრავენური ინექციისთვის
შენიშვნა: ველკადი ციტოტოქსიური პრეპარატია. ამრიგად, შესაყვანად მომზადების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. კანის დასაცავად რეკომენდებულია სპეციალური ხელთათმანების, სათვალის და სხვა დამცავი ტანსაცმელის გამოყენება.
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, საჭიროა ასეპტიკური ზომების მკაცრი დაცვა ველკადის მომზადების მთლიანი პერიოდის განმავლობაში.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება ინექციისთვის: ფლაკონში არსებულ ფხვნილს ემატება 3.5 მლ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი). ველკადის კონცენტრაცია მიღებულ ხსნარში შეადგენს 1 მგ/მლ-ზე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH – 4-დან 7-მდე. ხსნარის pH –ის კონტროლი საჭირო არ არის.
- 2. შეყვანამდე, საჭიროა მიღებული ხსნარის ვიზუალური დათვალირება, რათა გამოირიცხოს ნალექის ან ფერის ცვლილების არსებობა. მსგავსი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს. უნდა გადამოწმდეს, რომ მიღებული კონცენტრაცია შეესაბამება ინტრავენური ინექციისთვის განკუთვნილ დოზას (1 მგ/მლ).
- 3. განზავებული სითხე არ შეიცავს კონსერვანტებს და მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, განზავებული ხსნარი ფიზიკური და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 8 საათის განმავლობაში, როდესაც მისი შენახვა ხდება თავისივე ფლაკონში და/ან შპრიცში, 25C ტემპერატურაზე. განზავების შემდეგ, შენახვის პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 8 სთ-ს. განზავების შემდეგ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებული ხსნარის დაცვა სინათლისგან აუცილებელი არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიკური საშუალებები, სხვა ანტინეოპლასტიკური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
ათქ კოდი: L01XG01
მოქმედების მექანიზმი ბორტეზომიბი არის პროტეაზომის ინჰიბიტორი. იგი შექმნილია ძუძუმწოვრების უჯრედებში 26S პროტეაზომის ქიმოტრიფსინის მსგავსი აქტივობის სპეციალურად დასათრგუნავად. 26S პროტეასომა არის დიდი ცილის კომპლექსი, რომელიც ანადგურებს უბიკვიტინირებულ ცილებს. Ubiquitin-proteasome - გზები ფუნდამენტურ როლს ასრულებს სპეციფიკური ცილების უჯრედშიდა კონცენტრაციის რეგულირებაში, რითაც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს უჯრედებში. 26S პროტეაზომის დათრგუნვა ხელს უშლის მიზანმიმართულ პროტეოლიზს და გავლენას ახდენს უჯრედში არსებულ მრავალჯერადი სასიგნალო კასკადზე, რაც საბოლოოდ იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.
ბორტეზომიბი არის მაღალსელექტიური პროტეასომისთვის. ბორტეზომიბი, 10 მიკრომ კონცენტრაციით, არ აინჰიბირებს მრავალ რეცეპტორებს და პროტეაზებს და 1500-ჯერ უფრო სპეციფიკურია პროტეაზომისთვის, ვიდრე სხვა სასურველი ფერმენტი. პროტეაზომის დათრგუნვის კინეტიკა შეფასდა in vitro და დაფიქსირდა, რომ ბორტეზომიბი 20 წუთიანი t½ დროით დაშორდა პროტეაზომს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბის პროტეაზომის ინჰიბიცია შექცევადია.
ბორტეზომიბით გამოწვეული პროტეაზომის ინჰიბიცია გავლენას ახდენს კიბოს უჯრედებზე მრავალი გზით, მათ შორის (მაგრამ არ შემოიფარგლება) მარეგულირებელი ცილების შეცვლაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედული ციკლის პროგრესირების და კაპა B (NF-kB) ბირთვული ფაქტორის კონტროლს.
პროტეაზომის დათრგუნვა იწვევს უჯრედული ციკლის გაჩერებას და აპოპტოზს.
NF-kB არის ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომელიც უნდა გააქტიურდეს მრავალ ასპექტში სიმსივნური წარმოშობისთვის, მათ შორის როგორიცაა უჯრედების განვითარება და გადარჩენა, ანგიოგენეზი, უჯრედ-უჯრედის ურთიერთქმედება და მეტასტაზები. მიელომის დროს ბორტეზომიბი გავლენას ახდენს მიელომის უჯრედების უნარზე ძვლის ტვინის მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების უნარზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბორტეზომიბი ციტოტოქსიურია სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედებისათვის და კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარედ რეაგირებენ პროტეაზომის ინჰიბიციის პროაპოპტოზური ეფექტების მიმართ,ვიდრე ნორმალური უჯრედები. ბორტეზომიბი იწვევს in vivo სიმსივნის ზრდის შემცირებას არაკლინიკურ სიმსივნის მოდელებში, მრავლობით მიელომის ჩათვლით.
in vitro, ex vivo და ცხოველური მოდელების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ბორტეზომიბი ზრდის ოსტეობლასტების დიფერენციაციას და აქტივობას და აფერხებს ოსტეოკლასტების ფუნქციას. ეს ეფექტები დაფიქსირდა მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოსტეოლიზური დაავადება, რომლის სამკურნალოდაც გამოიყენებოდა ბორტეზომიბი.
კლინიკური ეფექტურობა ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის დროს
იმის დასადგენად, ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2 )ერთად ველკადეს გამოყენებამ (1.3 გ/მ2 ინტრავენურად შეყვანილი) გააუმჯობესა თუ არა პროგრესის დრო (TTP) მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) შედარებით, ჩატარდა პერსპექტიული III, საერთაშორისო, რანდომიზებული (1:1), ღია კლინიკური კვლევა (VISTA MMY-3002), რომელიც მოიცავდა 682 პაციენტს. მკურნალობა ჩატარდა მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში (დაახლოებით 54 კვირა) და შეწყვეტილი იყო ადრეულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა დაავადების პროგრესირება ან დაუშვებელი ტოქსიკურობა. კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71 წელი, 50% მამაკაცი, 88% კავკასიელი, ხოლო კარნოფსკის-სტატუსის საშუალო მაჩვენებელი პაციენტებისთვის იყო 80. შემთხვევების 63%-ს ჰქონდა IgG მიელომა, 25%-ს ჰქონდა IgA მიელომა და 8%-ს ჰქონდა მსუბუქი ჯაჭვის მიელომა, ჰემოგლობინის მედიანური რაოდენობა შეადგენდა 105 გ/ლ და თრომბოციტების საშუალო რაოდენობა 221,5 x 109/ლ. პაციენტების ანალოგიურ პროპორციებში დაფიქსირდა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ (3% თითოეულ ჯგუფში).
წინასწარ განსაზღვრულ შუალედურ ანალიზის დროს, პირველადი საბოლოო წერტილი, დრო პროგრესირებამდე, დაკმაყოფილდა და პაციენტებს M+P ჯგუფში შესთავაზეს Vc+M+P თერაპია. მედიანური დაკვირვება იყო 16.3 თვე. გადარჩენის საბოლოო განახლება მიღწეული იქნა მედიანური დაკვირვებით 60.1 თვის განმავლობაში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადარჩენის სარგებელი დაფიქსირდა Vc+M+P მკურნალობის ჯგუფის სასარგებლოდ, მიუხედავად შემდგომი მკურნალობისა, მათ შორის VELCADE-ზე დაფუძნებული სქემების ჩათვლით (HR=0.695; p=0.00043). მედიანური გადარჩენა Vc+M+P მკურნალობის ჯგუფისთვის იყო 56.4 თვე, შედარებით 43.1 თვე M+P მკურნალობის ჯგუფისთვის. ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 8.
ცხრილი 8: ეფექტურობის შედეგები VISTA კვლევაში გადარჩენის საბოლოო განახლების შემდეგ
ეფექტურობის საბოლოო წერტილი
Vc+M+P
n=344
M+P
n=338
დრო პროგრესირებამდე
მოვლენები n (%)
101 (29)
152 (45)
მედიანა a (95% CI)
- 7 თვე
(17.6, 24.7)
- 0 თვე
(14.1, 17.9)
საფრთხის კოეფიციენტიb (95% CI)
0,54
(0,42, 0,70)
p-მნიშვნელობა c
0,000002
პროგრესის გარეშე გადარჩენა მოვლენები n (%)
135 (39)
190 (56)
მედიანა a (95% CI)
- 3 თვე
(16.6, 21.7)
- 0 თვე
(11.1, 15.0)
საშიშროების კოეფიციენტი b (95% CI)
- 61 (0.49, 0.76)
p-მნიშვნელობა c
0,00001
საერთო გადარჩენა *
მოვლენები (გარდაცვალება) n (%)
176 (51,2)
211 (62,4)
მედიანა a (95% CI)
56,4 თვე
(52.8, 60.9)
- 1 თვე
(35.3, 48.3)
საშიშროების კოეფიციენტი b (95% CI)
(0,567, 0,852)
p-მნიშვნელობა c
0,00043
მკურნალობის პასუხის კოეფიციენტი
პოპულაცია n = 668
n=337
n=331
CRf n (%)
102 (30)
12 (4)
PRf n (%)
136 (40)
103 (31)
nCR n (%)
5 (1)
0
CR + PRf n (%)
238 (71)
115 (35)
p-მნიშვნელობა d
<10-10
შრატის M- პროტეინის დაქვეითება პოპულაცია g n=667
n=336
n=331
90% n (%)
151 (45)
34 (10)
დრო პირველ პასუხამდე CR + PR-ში
მედიანა
- 4 თვე
- 2 თვე
რეაგირების უწყვეტობა მედიანაზე a
CRf
24,0 თვე
- 8 თვე
CR + PRf
- 9 თვე
- 1 თვე
დრო შემდეგ მკურნალობამდე
მოვლენები n (%)
224 (65,1)
260 (76.9)
მედიანა a (95% CI)
- 0 თვე
(24.7, 31.1)
- 2 თვე
(17.0, 21.0)
საფრთხის კოეფიციენტიb
(95% CI)
0,557
(0,462, 0,671)
p-მნიშვნელობა c
<0,000001
a კაპლან-მეიერის შეფასება.
b საშიშროების თანაფარდობის შეფასება გამოთვლილი იყო კოქსის პროპორციული საშიშროების მოდელის საფუძველზე, მორგებული სტრატიფიკაციის ფაქტორებისთვის: b2-მიკროგლობულინი, ალბუმინი და რეგიონი. 1-ზე ნაკლები საშიშროების თანაფარდობა მიუთითებს VMP-ის უპირატესობაზე.
c ნომინალი ეფუძნება სტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს, მორგებული b2-მიკროგლობულინის, ალბუმინისა და უბნის სტრატიფიკაციის ფაქტორებზე
p-მნიშვნელობა
d P- მნიშვნელობა რეაგირების სიჩქარისთვის (CR + PR) კოქრან-მანტელ-ჰაენზელის ჩი-კვადრატის ტესტიდან, მორგებული სტრატიფიკაციის ფაქტორებისთვის
e საპასუხო პოპულაცია მოიცავს პაციენტებს საწყის ეტაპზე გაზომვადი დაავადებით
f CR = სრული პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი. EBMT კრიტერიუმები
g სეკრეტორული დაავადების მქონე ყველა პაციენტი
- გადარჩენის განახლება 60.1 თვის მედიანური დაკვირვების საფუძველზე.
CI = ნდობის ინტერვალი
პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შანსი
ჩატარდა ორი რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების, მულტიცენტრული მე-3 ფაზის კვლევა (IFM-2005-01, MMY-3010), რომელიც აჩვენებს ველკადეს ორმაგ და სამმაგ კომბინაციებს სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან, რომლებიც მიზნად ისახავდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის წინა ინდუქციური თერაპიის ეფექტურობის და უსაფრთხოების დემონსტრირებას პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მრავლობითი მიელომის თერაპია.
IFM-2005-01 კვლევაში შედარებული იქნა დექსამეტაზონისა და ველკადეს (VcDx, n=240) და ვინკრისტინი-დოქსორუბისინექსამეტაზონის (VAD, n=242) კომბინაციები. პაციენტებმა VcDx-ჯგუფში მიიღეს მკურნალობის 4 ციკლი 21 დღის განმავლობაში.
ყველა ციკლში გამოყენებული იქნა ველკადე (1.3 მგ/მ2 კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში) და პერორალური დექსამეტაზონი (40 მგ/დღეში 1-ლი და მე-2 ციკლში, 1-4 დღეებში და მე-9 და მე-12 დღეებში, 1-4 დღეებში მე-3 და მე-4 ციკლებში).
198 (82%) პაციენტმა VAD ჯგუფში და 208 (87%) პაციენტმა VcDx ჯგუფში მიიღო აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია; პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩაუტარდა ერთი გადანერგვის პროცედურა. პაციენტების დემოგრაფიული ინფორმაცია და დაავადების საწყისი მახასიათებლები მსგავსი იყო ორივე ჯგუფში. კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 57 წელი, 55% იყო მამაკაცი და 48% მაღალი რისკის ციტოგენეტიკით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 13 კვირა VAR ჯგუფში და 11 კვირა VcDx ჯგუფში. ციკლების საშუალო რაოდენობა ორივე ჯგუფში იყო 4.
კვლევის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო ინდუქციის შემდგომი პასუხის მაჩვენებელი (CR+nCR). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იყო CR+nCR შედეგებში ველკადეს ჯგუფის სასარგებლოდ დექსამეტაზონთან ერთად. მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები მოიცავდა ტრანსპლანტაციის შემდგომი პასუხის სიჩქარეს (CR+nCR, CR+nCR+VGPR+PR), პროგრესირების გარეშე გადარჩენას და საერთო გადარჩენას. ეფექტურობის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 9.
ცხრილი 9: IFM-2005-01 კვლევის ეფექტურობის შედეგები
საბოლოო წერტილები
VcDx
VAD
OR; 95%CI;
P მნიშვნელობა a
IFM-2005-01
N=240
(ITT პოპულაცია)
N=242
(ITT პოპულაცია)
RR (პოსტ-ინდუქციური) *CR+nCR CR+nCR+VGPR+PR (95%CI)
14,6 (10,4, 19,7)
77,1 (71,2, 82,2)
6,2 (3,5, 10,0)
60,7 (54,3, 66,9)
2,58 (1,37, 4,85); 0,003
2,18 (1,46, 3,24);<0,001
RR (ტრანსპლანტაციის შემდგომ)b
CR+nCR CR+nCR+VGPR+PR (95%CI)
37,5 (31,4, 44,0)
79,6 (73,9, 84,5)
23,1 (18,0, 29,0)
74,4 (68,4, 79,8)
1,98 (1,33, 2,95); 0,001
1,34 (0,87, 2,05); 0,179
CI= ნდობის ინტერვალი; CR= სრული პასუხი; nCR= თითქმის სრული პასუხი; ITT= თერაპიული; RR= პასუხის მაჩვენებელი; Vc= VELCADE; VcDx= VELCADE, დექსამეტაზონი; VAD= ვინკრისტინი, დოქსორუბიცინი, დექსამეტაზონი; VGPR= ძალიან კარგი ნაწილობრივი პასუხი; PR= ნაწილობრივი უპასუხე; OR = რისკის თანაფარდობა
- პირველადი საბოლოო წერტილი
a OR პასუხის მაჩვენებლებისთვის, რომელიც დაფუძნებულია Mantel-Haenszel-ზე, აფასებს საერთო რისკის კოეფიციენტს კლასიფიცირებული ცხრილებისთვის; p მნიშვნელობები აღებულია Cochran Mantel-Haenszel ტესტის მნიშვნელობებიდან.
b აჩვენებს/მიუთითებს პასუხის მაჩვენებელს მეორე ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ მეორე ტრანსპლანტაცია (42/VcDx ჯგუფში). 240 [18%] და 52/242 [21%] VAD ჯგუფში)
Not: OR>1 აღნიშნავს Vc-ის შემცველი ინდუქციური მკურნალობის რეჟიმის უპირატესობას.
MMY-3010 კვლევაში ინდუქციური თერაპია ველკადეთი (VcTDx, n=130) თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად შედარებული იყო თალიდომიდ-დექსამეტაზონთან (TDx, n=127) თერაპიასთან. პაციენტებმა VcTDx ჯგუფში მიიღეს თერაპიის ექვსი 4-კვირიანი ციკლი, თითოეული ციკლით შეყვანილი ველკადე (1.3 მგ/მ2 კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში, 17-დღიანი დასვენების პერიოდით მე-12 დღიდან 28 დღემდე. ), დექსამეტაზონი (40 მგ პერორალურად შეყვანილი 1-დან 4 დღემდე და 8 და 11 დღეებს შორის) და თალიდომიდი (50 მგ მიიღება პერორალურად 1-დან 14 დღემდე, 100 მგ 15-დან 28 დღემდე და 200 მგ დანარჩენ დღეებში). 105 (81%) პაციენტს VcTDx ჯგუფში და 78 (61%) პაციენტს TDx ჯგუფში ჩატარებული ჰქონდათ ერთჯერადი აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. პაციენტების დემოგრაფიული ინფორმაცია და დაავადების საწყისი მახასიათებლები მსგავსი იყო ორივე ჯგუფში. პაციენტების საშუალო ასაკი VcTDx და TDx ჯგუფებში იყო 57 და 56 წელი, შესაბამისად, 99% და 98% კავკასიელი და 58% და 54% მამაკაცი. VcTDx ჯგუფის პაციენტების 12% და TDx ჯგუფის პაციენტების 16% იყო ციტოგენეტიკურად კლასიფიცირებული, როგორც მაღალი რისკი. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 24.0 კვირა და მკურნალობის ციკლების მედიანური რაოდენობა იყო 6.0, რაც აჩვენებს თანმიმდევრულობას ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის.
კვლევის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები იყო ინდუქციის და ტრანსპლანტაციის შემდგომი პასუხის სიხშირე (CR+nCR). იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება CR+nCR შედეგებში ველკადეს ჯგუფის სასარგებლოდ დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად. მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები მოიცავდა პროგრესირების გარეშე გადარჩენას და მთლიან გადარჩენას. ეფექტურობის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 10.
ცხრილი 10: ეფექტურობის შედეგი კვლევაში MMY-3010
საბოლოო წერტილები
VcTDx
TDx
OR; 95%CI;
P მნიშვნელობა a
MMY-3010
N=130
(ITT პოპულაცია)
N=127
(ITT პოპულაცია)
- RR (პოსტ-ინდუქციური) CR+nCR
CR+nCR+PR
(95%CI)
49,2 (40,4, 58,1)
84,6 (77,2, 90,3)
17,3 (11,2, 25,0)
61,4 (52,4, 69,9)
4,63 (2,61, 8,22);<0,001a
3,46 (1,90, 6,27);<0,001a
RR (ტრანსპლანტაციის შემდგომ)b
CR+nCR
CR+nCR+PR
(95%CI)
55,4 (46,4, 64.1)
77,7 (69,6, 84.5)
34,6 (26,4, 43,6)
56,7 (47,6, 65,5)
2,34 (1,42, 3,87); 0,001a
2,66 (1,55, 4,57);<0,001a
CI= ნდობის ინტერვალი; CR= სრული პასუხი; nCR= თითქმის სრული პასუხი; ITT= თერაპიული; RR= პასუხის მაჩვენებელი; Vc= VELCADE; VcTDx= VELCADE, თალიდომიდი, დექსამეტაზონი; TDx= ტალიდომიდი, დექსამეტაზონი; PR= ნაწილობრივი პასუხი; OR = რისკის თანაფარდობა
- პირველადი საბოლოო წერტილი
a OR პასუხის მაჩვენებლებისთვის, რომელიც დაფუძნებულია Mantel-Haenszel-ზე, აფასებს საერთო რისკის კოეფიციენტს კლასიფიცირებული ცხრილებისთვის; p მნიშვნელობები აღებულია Cochran Mantel-Haenszel ტესტის მნიშვნელობებიდან.
Not: OR>1 აღნიშნავს Vc-ის შემცველი ინდუქციური მკურნალობის რეჟიმის უპირატესობას.
კლინიკური ეფექტურობა მორეციდივე ან რეფრაქტერული მრავლობითი მიელომის დროს
VELCADE-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა (ინტრავენურად შეყვანილი) შეფასებული იყო 2 კვლევაში რეკომენდებული დოზით 1.3 მგ/მ2: ჩატარდა III ფაზის რანდომიზებული, შედარებითი კვლევა (APEX) დექსამეტაზონით 669 პაციენტში დაავადების მორეციდივე ან რეფრაქტერული მრავლობითი მიელომით, რომლებმაც მიიღეს 1-3 წინმსწრები მკურნალობა და აღინიშნებოდა რეციდივი ან რეფრაქტერული მრავლობითი მიელომა, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 2 წინმსწრები მკურნალობის ხაზი და აღინიშნებოდა პროგრესირება მათ უახლეს მკურნალობაზე II ფაზის ერთი ჯგუფის კვლევაში 202 პაციენტში. მე-3 ფაზის კვლევაში, ველკადეთი მკურნალობამ გამოიწვია პროგრესირებამდე დროის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული გადარჩენის მაჩვენებელი და გადარჩენის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლები დექსამეტაზონით მკურნალობასთან შედარებით (იხ. ცხრილი 10) ყველა პაციენტში, მათ შორის პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს წინა ხაზის 1 თერაპია გამოიწვია რეაგირების მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი. წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შედეგად, დექსამეტაზონის ჯგუფის გამოყენება შეწყდა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით და დექსამეტაზონის რანდომიზებული ყველა პაციენტი მკურნალობდა ველკადეთი დაავადების სტატუსის მიუხედავად. ამ ადრეული გადასვლის გამო, გადარჩენილების შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 8.3 თვეს. პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულ და არარეფრაქტერულნი იყვნენ ბოლო წინა თერაპიის მიმართ, საერთო გადარჩენა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა და რეაგირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო ველკადეს ჯგუფში.
669 მონაწილე პაციენტიდან 245 (37%) იყო 65 წლის და უფროსი ასაკის. რეაგირების პარამეტრები, ისევე როგორც TTP მნიშვნელოვნად უკეთესი აღმოჩნდა ველკადესათვის ასაკის მიუხედავად. b2-მიკროგლობულინის საწყისი დონის მიუხედავად, ეფექტურობის ყველა პარამეტრი (დრო პროგრესირებამდე და საერთო გადარჩენა, ისევე როგორც პასუხის მაჩვენებელი) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ველკადეს ჯგუფში. 2 ფაზის კვლევის რეფრაქტორულ პოპულაციაში პასუხები განისაზღვრა დამოუკიდებელი შემმოწმებელი საბჭოს მიერ და პასუხის კრიტერიუმები შეესაბამებოდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ევროპული ჯგუფის კრიტერიუმებს. ყველა მონაწილე პაციენტის საშუალო გადარჩენა შეადგენდა 17 თვეს (დიაპაზონი <1-დან 36+ თვემდე). ეს გადარჩენის დრო უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ექვსიდან ცხრა თვის საშუალო გადარჩენის დრო, რომელიც მოსალოდნელია შემმოწმებელი კლინიკური მკვლევარებისგან მსგავსი პაციენტების პოპულაციისთვის. მულტივარიაციული ანალიზის საფუძველზე, პასუხის სიხშირე არ არის დამოკიდებული მიელომის ტიპზე, შესრულების სტატუსზე, ქრომოსომის 13-ის წაშლის სტატუსზე ან წინა მკურნალობის რაოდენობაზე ან ტიპზე. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ 2-დან 3-მდე ადრე მკურნალობის რეჟიმს, ჰქონდათ პასუხის მაჩვენებელი 32% (10/32) და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ 7-ზე მეტი მკურნალობის რეჟიმს, ჰქონდათ პასუხის მაჩვენებელი 31% (21/67).
ცხრილი 11: დაავადების შედეგების შეჯამება ფაზის 3 (APEX) და 2 ფაზის კვლევებიდან
ფაზა 3
ფაზა 3
ფაზა 3
ფაზა 3
ყველა პაციენტი
წინა მკურნალობის ეტაპების რაოდენობა: 1
წინა მკურნალობის ეტაპების რაოდენობა>1
მკურნალობის წინა ეტაპების რაოდენობა 2
დროთან დაკავშირებული მოვლენები
Vc
n =333a
Dex
n =336a
Vc
n =132a
Dex
n =119a
Vc
n =200a
Dex
n =217a
Vc
n =202a
TTP, დღე [95% CI]
189b
[148, 211]
106b
[86, 128]
212d
[188, 267]
169d
[105, 191]
148b
[129, 192]
87b
[84, 107]
210
[154, 281]
1 წლიანი გადარჩენა,
% [95% CI]
80d
[74,85]
66d
[59,72]
89d
[82,95]
72d
[62,83]
73
[64,82]
62
[53,71]
60
საუკეთესო პასუხი (%)
Vc
n =315c
Dex
n =312c
Vc
n = 128
Dex
n = 110
Vc
n = 187
Dex
n = 202
Vc
n=193
CR
20 (6) b
2 (<1) b
8 (6)
2 (2)
12 (6)
0 (0)
(4)**
CR + nCR
41 (13) b
5 (2) b
16 (13)
4 (4)
25 (13)
1 (<1)
(10)**
CR+ nCR + PR
121 (38) b
56 (18) b
57(45)d
29(26)d
64 (34) b
27 (13) b
(27)**
CR + nCR+ PR + MR
146 (46)
108 (35)
66 (52)
45 (41)
80 (43)
63 (31)
(35)**
საშუალო დრო დღე (თვე)
242 (8,0)
169 (5,6)
246 (8,1)
189 (6,2)
238 (7,8)
126 (4,1)
385*
რეაგირების დრო CR + PR (დღეები)
43
43
44
46
41
27
38*
a მოსახლეობის მკურნალობის განზრახვა (ITT).
b p-მნიშვნელობა ცვლის Log-Rank-ტესტიდან; ანალიზი მკურნალობის ხაზით მკურნალობის მსვლელობის ცვლის გარეშე p<0.0001
c პასუხის პოპულაცია მოიცავს პაციენტებს საწყის ეტაპზე გაზომვადი დაავადებით, რომლებმაც მიიღეს საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ 1 დოზა.
d p-მნიშვნელობა Cochran-Mantel-Haenszel-ის მიხედვით chi-square ტესტიდან მორგებული სტრატიფიკაციის ფაქტორებისთვის; მკურნალობის საფეხურამდე ანალიზი მკურნალობის მსვლელობის ცვლის გამორიცხვით
- CR+PR+MR **CR=CR, (IF-); nCR=CR (IF+)
NA= არასწორია, NE = არ არის გამოთვლილი
TTP-პროგრესის დრო (დრო პროგრესირებამდე)
CI = ნდობის ინტერვალი
Vc = VELCADE; Deks = დექსამეტაზონი
CR = სრული პასუხი;
nCR - თითქმის სრული პასუხი
PR = ნაწილობრივი პასუხი;
MR-მინიმალური პასუხი
II ფაზის კვლევაში პაციენტებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ოპტიმალურ პასუხს მხოლოდ ველკადეთი მკურნალობაზე, შეძლეს მიეღოთ დექსამეტაზონის მაღალი დოზები ველკადესთან ერთად. პროტოკოლი საშუალებას აძლევდა პაციენტებს მიეღოთ დექსამეტაზონი, თუ მათ ჰქონდათ ოპტიმალური პასუხი მხოლოდ ველკადეზე. სულ 74 შესაფასებელი პაციენტი იღებდა დექსამეტაზონს ველკადესთან ერთად. პაციენტთა 18%-მა მიაღწია პასუხს ან გაუმჯობესებულ პასუხს (MR(11%) ან PR (7%)) კომბინირებული თერაპიით.
კლინიკური ეფექტურობა ველკადეს კანქვეშა შეყვანისას პაციენტებში მორეციდივე/რეფრაქტერული მრავლობითი მიელომით
ღია ეტიკეტის, რანდომიზებული, 3 ფაზის ეკვივალენტობის კვლევაში შედარებული იქნა ველკადეს კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის ეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს კვლევა მოიცავდა 222 მორეციდივე/რეფრაქტერულ მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტს, რანდომიზებული 2:1, რომლებშიც გამოყენებული იქნა ველკადე 1.3 მგ/მ2 კანქვეშ ან ინტრავენურად 8 ციკლის განმავლობაში.
პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ოპტიმალური პასუხი (სრული პასუხის [CR]-ზე ნაკლები) მხოლოდ ველკადეთი 4 ციკლის შემდეგ, მიეცათ საშუალება მიეღოთ დექსამეტაზონი 20 მგ ველკადეს მიღების დღეს და მომდევნო დღეს. პაციენტები 2 სტადიის პერიფერიული ნეიროპათიის ან თრომბოციტების რაოდენობის <50,000/მიკროლ საწყის ეტაპზე გამორიცხული იყვნენ კვლევადან. სულ 218 პაციენტი იყო შეფასებული პასუხზე. ამ კვლევამ მიაღწია ეკვივალენტურობის (CR+PR) პირველადი პასუხის სიჩქარის ძირითად მიზანს ველკადეს მონოთირაპიის 4 ციკლის შემდეგ მხოლოდ მისი კანქვეშა და ინტრავენური გამოყენებისას, ორივე ჯგუფში 42%. გარდა ამისა, მეორად პასუხთან დაკავშირებულმა ან მოვლენის დრომდე საბოლოო წერტილებმა აჩვენეს თანმიმდევრული შედეგები კანქვეშა და ინტრავენური შეყვანისთვის (ცხრილი 12).
ცხრილი 12: ეფექტურობის ანალიზის შეჯამება ველკადეს კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შედარებისას
VELCADE ინტრავენური ჯგუფი
VELCADE სუბკუტანური ჯგუფი
პასუხის შეფასებადი პოპულაცია
n=73
n=145
პასუხის მაჩვენებელი 4 ციკლში n (%)
ORR (CR+PR)
31 (42)
61 (42)
p-მნიშვნელობა a
0,00201
CR n (%)
6 (8)
9 (6)
PR n (%)
25 (34)
52 (36)
nCR n (%)
4 (5)
9 (6)
პასუხის მაჩვენებელი 8 ციკლში n (%)
ORR (CR+PR)
38 (52)
76 (52)
p-მნიშვნელობა a
0,0001
CR n (%)
9 (12)
15 (10)
PR n (%)
29 (40)
61 (42)
nCR n (%)
7 (10)
14 (10)
მკურნალობის მიზნობრივი პოპულაცია b
n=74
n=148
TTP, თვე
9,4
10,4
(95% CI)
(7,6, 10,6)
(8,5, 11,7)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)c
p-მნიშვნელობა
0,839 (0,564, 1,249)
0,38657
პროგრესის გარეშე გადარჩენა, თვეები
8,0
10,2
(95% CI)
(6,7, 9,8)
(8,1, 10,8)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)c
p-მნიშვნელობა
0,824 (0,574, 1,183)
0,295
1-წლიანი გადარჩენა (%)e
76,7
72,6
(95% CI)
(64,1, 85,4)
(63,1, 80,0)
a p-მნიშვნელობა არის ეკვივალენტობის ჰიპოთეზისთვის, რომ SC მკლავი ინარჩუნებს პასუხის სიჩქარის მინიმუმ 60%-ს IV ჯგუფში.
b კვლევაში ჩართული იყო 222 პაციენტი; 221 პაციენტი მკურნალობდა ველკადეთი
c საშიშროების თანაფარდობის შეფასებები გამოთვლილი იყო კოქსის მოდელის საფუძველზე, რომელიც მორგებულია სტრატიფიკაციის ფაქტორებისთვის: ISS სტადია და მიღებული მკურნალობის წინა საფეხურების რაოდენობა.
d Log-Rank- ტესტი მორგებულია დადგმის ფაქტორებისთვის: ISS დადგმა და წინა მკურნალობის ეტაპების რაოდენობა.
e მედიანური დაკვირვება იყო 11.8 თვე.
ველკადეს კომბინირებული თერაპია პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან (DOXIL-MMY-3001 კვლევა)
ველკადეს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ველკადი 3.5 მგ ივ/სკ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
სტერილური – ციტოტოქსიური საშუალება
ინტრავენური ან სუბკუტანური (კანქვეშ) გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს (ინტრავენურად შეყვანისთვის განზავებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს. კანქვეშ შეყვანისთვის განზავებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421).
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ველკადი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ველკადის გამოყენებამდე
ველკადის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ველკადის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს ველკადი და რისთვის გამოიყენება ის
ველკადი (ბორტეზომიბი) წარმოადგენს თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილს. ველკადი მოთავსებულია 10 მლ-ან ერთჯერად ფლაკონებში, რომელთაგან თოთოეული შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.
ველკადი მიეკუთვნება ქიმიოთერაპიულ (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატებს.
ველკადი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბორტეზომიბს, რომელიც წარმოადგენს ‘პროტეასომის ინჰიბიტორს’. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის ფუნქციონირებასა და ზრდაში. პროტეასომების ინჰიბირების გზით, ბორტეზომიბს გააჩნია უჯრედების მოკვლის უნარი.
ველკადი გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ტიპი) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან:
დამოუკიდებლად (მონოთერაპია) ან კომბინირებული თერაპიის სახით პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც უარესდება (პროგრესულად) არაუმცირეს ერთი მკურნალობის კურსის ჩატარების მიუხედავად და რომელთათვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია აღმოჩნდა უშედეგო ან არის უკუნაჩვენები;
კომბინირებული თერაპიის სახით მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული მკურნალობა და რომელთათვისაც ქიმიოთერაპიული საშუალებების მაღალი დოზები ან სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უკუნაჩვენებია;
საწყისი თერაპიის სახით დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ ჩატარებიათ მკურნალობის კურსი და დაგეგმილი აქვთ მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია და სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ინდუქციური თერაპია).
ველკადი გამოიყენება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (კიბოს ტიპი, რომელიც ვითარდება ლიმფურ კვანძებში) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებთანაც ჩატარებულია სულ მცირე ერთი კურსი ანთრაციკლინით, მაალკილირებელი ანტინეოპლაზიური პრეპარატით ან მათი კომბინაციით, თუმცა მიუხედავად სწორედ შერჩეული დოზირების და მკურნალობის ხანგრძლივობისა ვითარდება რეციდივი ან დაავადება არ პასუხობს მკურნალობას (რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა).
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ველკადის გამოყენებამდე
ველკადის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვთა ასაკში დადგენილი არ არის.
მკურნალი ექიმი გასინჯავს პაციენტს და შეკრებს ანამნეზს. ველკადით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მიმდინარეობისას, პაციენტს ჩაუტარდება გეგმიური სისხლის ანალიზები.
ველკადი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:L
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ბორტეზომიბის, ბორონის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ფილტვების ან გულის ზოგიერთი სერიოზული დაავადება;
შემდეგ შემთხვევებში, ველკადი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობა;
თუ პაციენტს აწუხებს სისხლდენები და/ან დაქვეითებული აქვს თრომბოცირების რაოდენობა (უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე);
თუ პაციენტს აღენიშნება ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება;
თუ პაციენტი წარსულში უჩიოდა ისეთ მოვლენებს, როგორიცაა გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის საშუალო სიმძიმის ან მძიმე ხარისხის დაზიანება;
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (ნეიროპათია) ხელების ან ფეხების მიდამოში;
თუ პაციენტს აღენიშნება არტერიულ წნევასთან ან გულთან ასოცირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
თუ პაციენტს აქვს ქოშინი ან ხველა ჩასუნთქვისას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრები (ეპილეფსია);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ჰერპეს ზოსტერის (ლოკალიზებული თვალების ირგვლივ ან გავრცელებული სხეულის ზედაპირზე) მკურნალობა ან ამჟამად უტარდება ის;
თუ პაციენტს უვითარდება სიმსივნის დაშლის სინდრომისთვის (სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონის უჩვეულო მატება, რაც განპირობებულია სიმსივნის უჯრედების სწრაფი დაშლით და ვითარდება მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე) დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის კუნთების კრამპები, სისუსტე, კონფუზია, მხედველობის დარღვევები ან მხედველობის დაკარგვა ან ქოშინი;
თუ პაციენტს უვითარდება მეხსიერების დაქვეითება, უჭირს აზროვნება და სიარული ან უქვეითდება მხედველობა. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის საშიში ინფექციის ნიშნებს და მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი კვლევები.
ველკადით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს ჩაუტარდება ანალიზები სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და უტარდება კომბინაციური მკურნალობა რიტუქსიმაბით და ბორტეზომიბით:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჰქონდეს ჰეპატიტი ან წარსულში ჰქონია ის. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებსაც წარსულში ჰქონიათ B ჰეპატიტი, შესაძლოა განუვითარდეთ განმეორებითი ეპიზოდი, რაც შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური. მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ აღნიშნული ვირუსი.
ველკადით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტი უნდა გაეცნოს ყველა იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც დანიშნული აქვს ველკადთან ერთად. თალიდომიდის გამოყენებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტესტირებას ორსულობაზე და ჩასახვის საწინააღმდეგო ზომებს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში, პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები ლიმიტირებულია. ამრიგად, ველკადი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება პარენტერალურად, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ველკადი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ველკადით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა ორსულობისგან თავის არიდება.
როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა პაციენტებმა, ველკადით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. აღნიშნული ზომების მიუხედავად დაორსულების შემთხვევაში, საჭიროა ექიმითან გადაუდებელი კონსულტაცია.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ ანომალიებს და ნაყოფის სიკვდილს. როდესაც ველკადი გამოიყენება თალიდომიდთან ერთად, პაციენტმა უნდა დაიცვას თალიდომიდისთვის შერჩეული ჩასახვის საწინააღმდეგო პროგრამა (იხ. თალიდომიდის გამოყენების ინსტრუქცია).
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ველკადით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ველკადით მკურნალობის პერიოდში ბავშვის ძუძუთი კვება დაუშვებელია. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ ველკადით მკურნალობის დასრულების შემდეგ სურს ბავშვის ძუძუთი კვება; ექიმი განიხილავს პაციენტთან თუ როდის არის უსაფრთხო ძუძუთი კვების დაწყება.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ველკადმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მხედველობის დაბინდვა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსგავსი მოვლენები არ ვითარდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ველკადის ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
წამალთშორისი ურთიერთქმედებები
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ მექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ანტიეპილეფსიური პრეპარატები);
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური აშლილობების დროს);
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ პრეპარატებს (შიგნით მისაღები მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ველკადის გამოყენების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
მკურნალი ექიმი დაადგენს პაცინტისთვის საჭირო დოზას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დოზა გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი).
სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 1.3 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე, კვირაში ორჯერ. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა და გადასხმათა საერთო რაოდენობა პრეპარატის შეგუების ხარისხის, განვითარებული გვერდითი მოვლენების ან სხვა თანმხლები მდგომარეობების გათვალისწინებით.
პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა
დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, შეიყვანება ველკადის 4 ცალკეული დოზა 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, ინტრავენურად ან კანქვეშ, რასაც მოყვება 10 დღიანი “შესვენების პერიოდი”. აღნიშნული 21 დღიანი მონაკვეთი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
ველკადი შესაძლოა დაინიშნოს პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება ზემოხსენებული 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 30 მგ/მ2 პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინის შეყვანა მოხდება აღნიშნული ციკლის მე-4 დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით, ველკადის შეყვანის შემდეგ. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი ასევე დაინიშნება 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 20 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 8 ცილკისა (24 კვირა).
არანამკურნალები მრავლობითი მიელომა
წარსულში არანამკურნალები მრავლობითი მიელომას დროს, როდესაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია) უკუნაჩვენებია, ველკადი დაინიშნება მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლი გრძელდება 42 დღე (6 კვირა). გამოიყენება მკურნალობის 9 ციკლი (54 კვირა).
1-დან მე-4 ციკლის ჩათვლით, ველკადი შეიყვანება კვირაში ორჯერ, 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეს.
მე-5დან მე-9 ციკლის ჩათვლით, ველკადი შეიყვანება კვირაში 1-ხელ, , 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეს.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ინიშნება პერორალურად, თითოეული ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ მრავლობითი მიელომას მკურნალობა ჩატარებული არ არის და სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დასაშვებია, ველკადი დაინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციასთან ერთად, ინდუქციური თერაპიის სახით.
დექსამეტაზონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება 21 დღიანი ციკლით, ინტრავენურად ან კანქვეშ, ხოლო 40 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. დაინიშნება მკურნალობის 4 ცილკი (12 კვირა).
დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ველკადი დაინიშნება 28 დღიანი ციკლით (4 კვირა). 40 მგ დექსამეტაზონის მიღება მოხდება პერორალურად, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. თალიდომიდი ასევე დაინიშნება პერორალურად, 50 მგ პირველი ციკლის საწყისი 14 დღის განმავლობაში და კარგად ატანის შემთხვევაში დოზა გაიზრდება 100 მგ-მდე, 15-დან 28-ე დღის ჩათვლით. მკურნალობის მეორე ციკლიდან, დოზა შესაძლოა დამატებით გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არაუმეტეს მკურნალობის 6 ცილკისა (24 კვირა).
ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას რეციდივი ან რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ველკადი ინიშნება შემდეგი დოზით: 1.3 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე, ინტრავენურად ან კანქვეშ, კვირაში ორჯერ, მკურნალობის 28 დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა. ექიმი ასევე განსაზღვრავს მკურნალობის ციკლების საჭირო რაოდენობას, რაც დამოკიდებული იქნება მკურნალობის ეფექტურობასა და შეგუებადობაზე.
გამოყენების გზა და მეთოდი:
შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ, განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანა მოხდება სპეციალიზებულ განყოფილებაში, ქიმიოთერაპიული მკურნალობის სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ.
შეყვანამდე, ველკადის ფლაკონში არსებული ფხვნილი ზავდება შესაბამისი პერსონალის მიერ. განზავების შემდგომ მიღებული ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. პრეპარატი ვენაში შეიყვანება სწრაფად, 3-5 წმ-ის განმავლობაში. კანქვეშა ინექციისთვის შეირჩევა ფეხის ან მუცლის მიდამო.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ამრიგად, ველკადი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
მრავლობითი მიელომის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში 65 წლის ასაკიდან, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის და გამოიყენება დოზირების სტანდარტული რეჟიმი. ღვიძლის საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანების დროს, საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თირკმელების უკმარისობა:
თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დაზიანება ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს; მსგავს შემთხვევებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. უცნობია იცვლება თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ველკადი ინიშნება დიალიზის პროცედურის შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატის კონცენტრაციის დაქვეითება.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ველკადის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. თუ დოზის გადაჭარბება მაინც მოხდა, მკურნალი ექიმი მოახდენს გვერდითი მოვლენების მონიტორინგს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან პრეპარატი შეიყვანება კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის მიერ.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ოპტიმალური ეფექტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ველკადის გამოყენება მოხდეს ექიმის მიერ განსაზღვრული ვადით. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ველკადმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის.
ველკადით მკურნალობის პერიოდში შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე;
კონფუზია, მხედველობის დარღვევები ან მხედველობის დაკარგვა, გულყრები, თავის ტკივილი;
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია, დაღლილობა, გულის წასვლა;
ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობის შეგრძნება გულ-მკერდის მიდამოში.
ველკადით მკურნალობისას, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა. აღნიშნულის გამო, ველკადით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება ანალიზები, სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი დარღვევები:
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში: იწვევს მიდრეკილებას სისხლდენების, სისხლჩაქცევების (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირის ღრუდან ან ღრძილებიდან, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, სისხლდენა ღვიძლიდან) და ზოგიერთი ტიპის ჭრილობების მიმართ;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება: აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ანემია. ანემიის სიმპტომები მოიცავს ზოგად სისუსტეს და კანის სიფერმკრთალეს;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება: იზრდება ინფექციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების განვითარების რისკი.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ძლიერი ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები: სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი).
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
როდესაც ველკადი ინიშნება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
ჭარბი მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანში, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, ნერვების დაზიანების გამო;
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (იხ. ზემოთ);
ცხელება;
გულისრევა, ღებინება, უმადობა;
ყაბზობა შებერილობასთან ერთად ან მის გარეშე (შესაძლოა ძლიერი);
ფაღარათი: მისი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით წყლის მიღება. ფაღარათის კონტროლის მიზნით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი პრეპარატი;
დაღლილობა, საერთო სისუსტე;
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი.
ხშირი:
არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულისწასვლა;
არტერიული ჰიპერტენზია;
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება;
თავის ტკვილი;
ცუდი ზოგადი თვითშეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლის შეგრძნება ან სისუსტე, გონების დაკარგვა;
ტრემორი;
ინფექციები, მათ შორის ფილტვების ანთება, სასუნთქი გზების სხვა ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი სიმპტომები;
შემცივნება;
ჰერპეს ზოსტერი (ლოკალიზებული, მათ შორის თვალების ირგვლივ ან გავრცელებული მთელ სხეულზე);
ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს;
სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
ქავილი კანზე, გამონაყარი ან კანის სიმშრალე;
სახის შეწითლება ან მცირე ზომის კაპილარების დასკდომა;
კანის სიწითლე;
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;
ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დასკდომა, პირის სიმშრალე, წყლულები პირის ღრუში ან ყელის ტკივილი;
წონაში კლება, გემოს შეგრძნების დაკარგვა;
კუნთების კრამპები, კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში;
მხედველობის დაბინდვა;
თვალების გარეთა შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ანთება (კონიუნქტივიტი);
სისხლდენა ცხვირიდან;
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები, ჭარბი ოფლიანობა, გუნებ-განწყობის ცვლილებები, დეპრესიული განწყობა, მოუსვნერობა ან აჟიტირება, მენტალური ცვლილებები, დეზორიენტაცია;
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების ირგვლივ ან სხეულის სხვა მიდამოებში.
ნაკლებად ხშირი:
გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, გულის რიტმის გახშირება ან გაიშვიათება;
თიკმელების უკმარისობა;
ვენების ანთება, ვენების და ფილტვების თრომბოზი;
სისხლის შედედების პრობლემები;
სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
გულის ამომფენი შრის ანთება ან სითხის შეკავება გულის გარშემო მიდამოში;
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპესი, ყურის ინფექციები და ცელულიტი;
სისხლიანი განავალი ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგ. პირის ღრუდან ან საშოდან;
ცერებროვასკულური დარღვევები;
დამბლა, გულყრები, დავარდნა, მოძრაობის დარღვევები, მგრძნობელობის დარღვევები (ტაქტილური შეგრძნების, სმენის, გემოს, სუნის), ყურადღების გაფანტვა, კრთომები, კანკალი;
ართრიტი, მათ შორის ხელის ან ფეხის თითების და ყბის სახსრების ანთება;
ფილტვისმიერი დარღვევები, რის გამოც, ორგანიზმს ვერ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჟანგბადი. აღნიშნული დარღვევები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის გარეშე; ზერელე სუნთქვას, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და სუნთქვის შესაძლო გაჩერება; ვიზინგს;
სლოკინი, მეტყველების დარღვევები;
შარდის გამოყოფის გაძლიერება ან დაქვეთება (თირკმელების დაზიანების გამო), ტკივილი შარდვისას ან ცილა/სისხლი შარდში, სითხის შეკავება;
ცნობიერების ხარისხის შეცვლა, კონფუზია, მეხსიერების დარღვევა ან დაკარგვა;
ჰიპერმგრძნობელობა;
სმენის დაქვეითება ან დაკარგვა, ხმაური ყურებში, დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
ჰორმონალური დარღვევები, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წყალ-მარილოვან ბალანსზე;
ჰიპერთირეოზი;
ინსულინის წარმოქმნის დარღვევა ან არსებული ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ჭარბი ცრემლდენა, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ინფექციები, შებერილობა ქუთუთოზე (ქელატიზაცია), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევები, სისხლდენა თვალებიდან;
ლიმფური კვანძების შეშუპება;
კუნთების ან სახსრების რიგიდობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის მიდამოში;
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის დარღვევა;
ალეგიული რეაქციები;
სიწითლე ან ტკივილი პრეპარატის ინექციის ადგილას;
ტკივილი პირის ღრუში;
პირის ღრუს ინფექცია ან ანთება, წყლულები პირის ღრუში, საყლაპავ მილში, კუჭში ან ნაწლავებში, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ტკივილი ან სისხლდენა; ნაწლავთა პერისტალტიკის დარღვევა (მათ შორის გაუვალობა), დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუში ან საყლაპავი მილის გასწვრივ, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება;
კანის ინფექციები;
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
კბილების ინფექციები;
პანკრეასის ანთება, სანაღვლე სადინრის დახშობა;
ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოში, ერექციის გაძნელება;
წონის მატება;
წყურვილის შეგრძნება;
ჰეპატიტი;
დარღვევები, რომლებიც ასოცირებულია პრეპარატის ინექციასთან ან ინექციისთვის გამოყენებულ ინვენტართან;
კანისმიერი რეაქციები და დარღვევები (რაც შესაძლოა იყოს ძლიერი და სიცოცხლისთვის საშიშიც კი), კანის დაწყლულება;
სისხჩაქცევები, ვარდნა და ტრავმული დაზიანებები;
სისხლძარღვების ანთება ან სისხჩაქცევები, რაც შესაძლოა გამოვლინდეს წვრილი წითელი ან იასამნისფერი წერტილების სახით (უმეტესად ფეხების მიდამოში); დიდი ზომის, ლურჯი ფერის ლაქოვანი სისხლჩაქცევები კანქვეშ ან უფრო ღრმად;
კეთიკთვისებიანი კისტები;
თავის ტვინის მძიმე, შექცევადი დარღვევა, რაც მოიცავს გულყრებს, არტერიალ ჰიპერტენზიას, თავის ტკივილს, დაღლილობას, კონფუზიას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი:
სიკვდილი;
ნერვების ძლიერი ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი);
გულთან ასოცირებული დარღვევები, მათ შორის გულის შეტევა ან სტენოკარდია;
სახისა და კისრის უეცარი სიწითლე;
ვენების ფერის ცვლილება;
ზურგის ტვინის ანთება;
ყურებთან ასოცირებული დარღვევები, სისხლდენა ყურებიდან;
ჰიპოთირეოზი;
ბად-ჩიარის სინდრომი (კლინიკურ სიმპტომთა ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ღვიძლის ვენების დახშობის გამო);
კუჭის მოქმედების დარღვევა ან ცვლილება;
სისხჩაქცევა თავის ტვინში;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე);
სიმპტომები, რომლებიც მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი);
სარძევე ჯირკვლების დარღვევები;
საშოს ლაცერაცია;
სასქესო ორგანოების შეშუპება;
ალკოჰოლის აუტანლობა;
სხეულის მასის განლევა;
მადის გაძლიერება;
ფისტულის წარმოქმნა;
სახსრების ეფუზია;
კისტები სახსრების ამომფენ შრეებში (სინოვიალური კისტები);
მოტეხილობები;
კუნთების ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვადასხვა გართულებებს;
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან;
თირკმელების კიბო;
ფსორიაზის მსგავსი კანისმიერი მდგომარეობა;
კანის კიბო;
კანის სიფერმკრთალე;
თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი) რაოდენობის სიჭარბე;
პათოლოგიური რეაქცია სისხლის ტრანსფუზიის მიმართ;
მცირე სისხლძარღვების თრომბოზი (თრომბოზული მიკროანგიოპათია);
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
ლიბიდოს დაქვეითება;
ჭარბი ნეწყვდენა;
თვალების წინ წამოწევა;
ფოტოსენსიტივობა;
აჩქარებული სუნთქვა;
ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში;
ნაღვლოვანი კენჭები;
თიაქარი;
ტრავმული დაზიანებები;
ფრჩხილების მტვრევადობა ან დასუსტება;
ცილების პათოლოგიური ჩალაგება სასიცოცხლო ორგანოებში;
კომა;
ნაწლავების დაწყლულება;
მულტი-ორგანული უკმარისობა.
როდესაც ველკადი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას სამკურნალოდ, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
ფილტვების ანთება;
უმადობა;
ჭარბი მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანში, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, ნერვების დაზიანების გამო;
გულისრევა და ღებინება;
ფაღარათი;
წყლულები პირის ღრუში;
ყაბზობა;
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი;
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება;
დაღლილობა, საერთო სისუსტე;
ცხელება.
ხშირი:
ჰერპეს ზოსტერი (ლოკალიზებული, მათ შორის თვალების ირგვლივ ან გავრცელებული მთელ სხეულზე);
ინფექცია ჰერპესის ვირუსით;
ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები;
სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გაციების მსგავსი სიმპტომები;
სოკოვანი ინფექციები;
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);
ინსულინის წარმოქმნის დარღვევა ან არსებული ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
სითხის შეკავება;
ჩაძინების გაძნელება ან ძილის სხვა პრობლემები;
გულისწასვლის შეგრძნება;
ცნობიერების ხარისხის შეცვლა, კონფუზია;
თავბრუსხვევა;
აჩქარებული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია, ოფლიანობა;
მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა;
გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, გულის რიტმის გახშირება ან გაიშვიათება;
არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული ჰიპოტენზია;
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;
სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას;
ხველა;
სლოკინი;
ხმაური ყურებში, დისკომფორტის შეგრძნება ყურებში;
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;
გულძმარვა;
კუჭის ტკივილი, შებერილობა;
ყლაპვის გაძნელება;
კუჭის და ნაწლავების ინფექცია ან ანთება;
მუცლის ტკივილი;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დასკდომა, ყელის ტკივილი;
ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები;
კანის ქავილი;
გამონაყარი კანზე;
ჭინჭრის ციება;
კუნთების სპაზმები;
საშარდე გზების ინფექცია;
ტკივილი ხელებსა და ფეხებში;
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების ირგვლივ ან სხეულის სხვა მიდამოებში;
ტრემორი;
ტკივილი და სიწითლე ინექციის ადგილას;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
წონის კლება;
წონის მატება.
Bნაკლებად ხშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, სიყვითლე);
ძლიერი ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები: სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას ან გულისწასვლის შეგრძნებას, ძლიერი ქავილი ან გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ძლიერი ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შოკი (ანაფილაქსიური შოკი).
მოძრაობის დარღვევები, დამბლა, კრთომები;
ვერტიგო (თავბრუ);
სმენის დაქვეითება ან დაკარგვა;
ფილტვისმიერი დარღვევები, რის გამოც, ორგანიზმს ვერ მიეწოდება სათანადო რაოდენობით ჟანგბადი. აღნიშნული დარღვევები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის გარეშე; ზერელე სუნთქვას, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და სუნთქვის შესაძლო გაჩერება; ვიზინგს;
ფილტვების თრომბოზი;
კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე);
შებერილობა ქუთუთოზე (ქელატიზაცია), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება.
იშვიათი:
წვრილი სისხლძარღვების თრომბოზი (თრომბოზული მიკროანგიოპათია);
ნერვების ძლიერი ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ველკადის შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
განზავების შემდეგ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. თუმცა, განზავებული ხსნარის შენახვა დასაშვებია თავისივე ფლაკონში და/ან შპრიცში 25C ტემპერატურაზე, არაუმეტეს 8 საათისა. თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა. გამოუყენებელი პროდუქტის და ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს კანონის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში. შიდა შეფუთვაში არსებული ნარჩენები მიეკუთვნება ადამიანთათვის საშიში ციტოსტატიკური და ციტოტოქსიური ნარჩენების კატეგორიას და მათი უტილიზაცია ხდება ნარჩენი მასალების უტილიზაციის შესახებ ოფიციალურ ჟურნალში გამოცემული მოთხოვნების შესაბამისად (თარიღი: 2/4/2015, ნომერი: 29314).
ლიცენზიის მფლობელი:
Johnson and Johnson Sıhhi Mal. San. ve Tic. Ltd. Şti.
Ertürk Sok. Keçeli Plaza No:13 34810 Kavacık/Beykoz/İstanbul
Tel: 0 216 538 20 00
ჯონსონ ენდ ჯონსონ სიჰი მალ. სან. ვე. ტიკ. ლტდ. სტი.
ერტუკ სოკ. კეცელი პლაზა #13 34810 კავაციკ/ბეიკოზი/სტამბული
ტელ: 0 216 538 20 00
წარმოების ადგილი:
BSP Pharmaceuticals S.p.A. – Latina/Italya
ბსპ ფარმაცეტიკალს ს.პ.ა. – ლატინა/იტალია
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 07/03/2022
შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალთათვის
- განზავება ინტრავენური ინექციისთვის
შენიშვნა: ველკადი ციტოტოქსიური პრეპარატია. ამრიგად, შესაყვანად მომზადების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. კანის დასაცავად რეკომენდებულია სპეციალური ხელთათმანების, სათვალის და სხვა დამცავი ტანსაცმელის გამოყენება.
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, საჭიროა ასეპტიკური ზომების მკაცრი დაცვა ველკადის მომზადების მთლიანი პერიოდის განმავლობაში.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება ინექციისთვის: ფლაკონში არსებულ ფხვნილს ემატება 3.5 მლ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი). ველკადის კონცენტრაცია მიღებულ ხსნარში შეადგენს 1 მგ/მლ-ზე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH – 4-დან 7-მდე. ხსნარის pH –ის კონტროლი საჭირო არ არის.
- 2. შეყვანამდე, საჭიროა მიღებული ხსნარის ვიზუალური დათვალირება, რათა გამოირიცხოს ნალექის ან ფერის ცვლილების არსებობა. მსგავსი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს. უნდა გადამოწმდეს, რომ მიღებული კონცენტრაცია შეესაბამება ინტრავენური ინექციისთვის განკუთვნილ დოზას (1 მგ/მლ).
- 3. განზავებული სითხე არ შეიცავს კონსერვანტებს და მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, განზავებული ხსნარი ფიზიკური და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 8 საათის განმავლობაში, როდესაც მისი შენახვა ხდება თავისივე ფლაკონში და/ან შპრიცში, 25C ტემპერატურაზე. განზავების შემდეგ, შენახვის პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 8 სთ-ს. განზავების შემდეგ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებული ხსნარის დაცვა სინათლისგან აუცილებელი არ არის.
- გამოყენების წესი
განზავების შემდეგ, პაციენტისთვის განსაზღვრული დოზის შესაბამისი განზავებული ხსნარი (დოზა გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) ამოღებული უნდა იქნეს ფლაკონიდან შპრიცში.
შეყვანამდე, გადამოწმებული უნდა იყოს პრეპარატის დოზა და განზავებული ხსნარის კონცენტრაცია (შპრიცი განკუთვნილი უნდა იყოს ინტრავენური ინექციისთვის).
ხსნარი შეიყვანება ბოლუსურად (3-5 წმ-ის განმავლობაში), ცენტრალური ან პერიფერიული ვენის კათეტერში.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ, შესაბამისი ვენის კათეტერი უნდა ჩაირეცხოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9% ნატრიუმის ქლორიდი).
ველკადი 3.5 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად ან კანქვეშ. ინტრათეკალური გზით შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
- უტილიზაცია
თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა. ნარჩენი პროდუქტი უნდა განადგურდეს. შიდა შეფუთვაში არსებული ნარჩენები მიეკუთვნება ადამიანთათვის საშიში ციტოსტატიკური და ციტოტოქსიური ნარჩენების კატეგორიას და მათი უტილიზაცია ხდება ნარჩენი მასალების უტილიზაციის შესახებ ოფიციალურ ჟურნალში გამოცემული მოთხოვნების შესაბამისად (თარიღი: 2/4/2015, ნომერი: 29314).
ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალთათვის:
კანქვეშ შესაყვანად დასაშვებია მხოლოდ 3.5 მგ ფლაკონის გამოყენება, ქვემოთY მოცემული წესით.
- განზავება კანქვეშა ინექციისთვის
შენიშვნა: ველკადი ციტოტოქსიური პრეპარატია. ამრიგად, შესაყვანად მომზადების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. კანის დასაცავად რეკომენდებულია სპეციალური ხელთათმანების, სათვალის და სხვა დამცავი ტანსაცმელის გამოყენება.
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, საჭიროა ასეპტიკური ზომების მკაცრი დაცვა ველკადის მომზადების მთლიანი პერიოდის განმავლობაში.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება ინექციისთვის: ფლაკონში არსებულ ფხვნილს ემატება 1.4 მლ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი). ველკადის კონცენტრაცია მიღებულ ხსნარში შეადგენს 2.5 მგ/მლ-ზე. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH – 4-დან 7-მდე. ხსნარის pH –ის კონტროლი საჭირო არ არის.
- 2. შეყვანამდე, საჭიროა მიღებული ხსნარის ვიზუალური დათვალირება, რათა გამოირიცხოს ნალექის ან ფერის ცვლილების არსებობა. მსგავსი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს. უნდა გადამოწმდეს, რომ მიღებული კონცენტრაცია შეესაბამება ინტრავენური ინექციისთვის განკუთვნილ დოზას (2.5 მგ/მლ).
- 3. განზავებული სითხე არ შეიცავს კონსერვანტებს და მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, განზავებული ხსნარი ფიზიკური და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 8 საათის განმავლობაში, როდესაც მისი შენახვა ხდება თავისივე ფლაკონში და/ან შპრიცში, 25C ტემპერატურაზე. განზავების შემდეგ, შენახვის პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 8 სთ-ს. განზავების შემდეგ, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებული ხსნარის დაცვა სინათლისგან აუცილებელი არ არის.
- გამოყენების წესი
განზავების შემდეგ, პაციენტისთვის განსაზღვრული დოზის შესაბამისი განზავებული ხსნარი (დოზა გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) ამოღებული უნდა იქნეს ფლაკონიდან შპრიცში.
შეყვანამდე, გადამოწმებული უნდა იყოს პრეპარატის დოზა და განზავებული ხსნარის კონცენტრაცია (შპრიცი განკუთვნილი უნდა იყოს კანქვეშა ინექციისთვის).
ხსნარი შეიყვანება კანქვეშ, 45-90 კუთხით.
კანქვეშ შესაყვანად შეირჩევა თეძოების (მარჯვენა ან მარცხენა) ან მუცლის (მუცლის მარჯვენა ან მარცხენა ნაწილი) მიდამო.
ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს ყოველი შეყვანისას.
შეყვანის ადგილას არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნაკლები კონცენტრაციით (2.5 მგ/მლ-ს ნაცვლად 1 მგ/მლ) ან შესაძლებელია შეიცვალოს შეყვანის გზა (კანქვეშა ინექცია შეიცვალოს ინტრავენური ინექციით).
ველკადი 3.5 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად ან კანქვეშ. ინტრათეკალური გზით შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
- უტილიზაცია
თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა. ნარჩენი პროდუქტი უნდა განადგურდეს. შიდა შეფუთვაში არსებული ნარჩენები მიეკუთვნება ადამიანთათვის საშიში ციტოსტატიკური და ციტოტოქსიური ნარჩენების კატეგორიას და მათი უტილიზაცია ხდება ნარჩენი მასალების უტილიზაციის შესახებ ოფიციალურ ჟურნალში გამოცემული მოთხოვნების შესაბამისად (თარიღი: 2/4/2015, ნომერი: 29314).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.