პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

მაბტერა

MABTHERA

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

მაბტერას მოქმედი ნივთიერება რიტუქსიმაბია. მაბტერა, გამჭვირვალე და უფერო ფერის სითხეა, რომელიც ინფუზიისთვის კონცენტრირებული ხსნარის შემცველი ფლაკონის სახით არის წარმოდგენილი. პრეპარატი მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 1 ცალი 50 მლ-იანი ფლაკონებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რიტუქსიმაბი (rituximab)
ფორმა და შეფუთვა
500მგ/50მლ 50მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ფლაკონი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
ATC კოდი
L01FA01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0483
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამაბტერა და სხვა წამალი ერთად

მაბტერა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მაბტერას მოქმედი ნივთიერება რიტუქსიმაბია.

მაბტერა, გამჭვირვალე და უფერო ფერის სითხეა, რომელიც ინფუზიისთვის კონცენტრირებული ხსნარის შემცველი ფლაკონის სახით არის წარმოდგენილი. პრეპარატი მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 1 ცალი 50 მლ-იანი ფლაკონებით.

მაბტერა, პროტეინის ერთ-ერთი სახეობის ანტისხეულს (რიტუქსიმაბს) შეიცავს.

რიტუქსიმაბი, სისხლის თეთრი უჯრდების ერთ-ერთი სახეობის, B ლიმფოციტების ზედაპირს უკავშირდება. რიტუქსიმაბი, ამ უჯრედების ზედაპირთან დაკავშირებისას, ამ უჯრედების განადგურებას იწვევს. რიტუქსიმაბი, ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებისგან მიღებული პრეპარატია.

მაბტერა, ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენი ექიმი, მაბტერას ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ დაგინიშნავთ:

ა. არა-ჰოჩკინის ლიმფომა

არა-ჰოჩკინის ლიმფომა, ლიმფური (სისხლის გათეთრება) სისტემის დაავადებაა, რომელიც B ლიმფოციტების სახელით წოდებულ სისხლის თეთრ უჯრედებზე მოქმედებს.

მაბტერა, ზრდასრულებში დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მონოთერაპიის (მხოლოდ მაბტერა) სახით, ასევე სხვა ქიმიოტერაპიულ წამლებთან ერთად კომბინაციაში.

გარდა ამისა, მაბტერა შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის საწყის ეტაპზე (ინდუქციის) იმ ავადმყოფებში, რომლებმაც მკურნალობაზე შედეგი მიიღეს. მაბტერა, მკურნალობის გაგრძელების მიზნით (შემანარჩუნებელი თერაპია) 2 წლის განმავლობაში შეიძლება გამოყენებული იქნას.

ბავშვებსა და მოზარდებში, მაბტერა შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში.

ბ. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ზრდასრულებში გამოვლენილი, ყველაზე გავრცელებული ლეიკემიის სახეობაა. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ძვლის ტვინში წარმოქმნილი და ლიმფურ კვანძებში განვითარებული ლიმფოციტების სპეციფიკური სახეობაზე- B უჯრედებზე მოქმედი დაავადებაა. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებული ავადმყოფების ძვლის ტვინსა და სისხლში აღინიშნება დიდი რაოდენობით ანორმალური ლიფმოციტების დაგროვება. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო თქვენთან გამოვლენილი ნიშნების მიზეზი, აღნიშნული B ლიმფოციტების გამრავლებაა.

მაბტერა, ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად კომბინაციის სახით გამოყენებისას, ამ უჯრედებს ანადგურებს, აღნიშნული (მკვდარი) უჯრედები კი ბიოლოგიური პროცესების დახმარებით სხეულიდან ეტაპობრივად გამოიყოფა.

გ. რევმატოიდული ართრიტი

მაბტერა, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. რევმატოიდული ართრიტი, სახსრების დაავადებაა. თქვენთან გამოვლენილი ზოგიერთი სიმპტომის მიზეზი შეიძლება B ლიმფოციტები იყოს. მაბტერა გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ისეთ ავადმყოფებში, რომელთაც მანამდე რევმატოიდული ართრიტის გამო სხვა წამლებით უშედეგო ანდა არასაკამრისი შედეგის მქონე მკურნალობა აქვთ ჩატარებული ანდა მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ.

მაბტერა, ძირითადად მეტოტრექსატის სახელით წოდებულ სხვა წამალთან ერთად გამოიყენება.

მაბტერა, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფებში, რევმატიული დაავადებით სახსრებში გამოწვეულ დაზიანებას ამცირებს და ნორმალური დღიური აქტივობის უნარს ზრდის.

მაბტერათი მკურნალობაზე საუკეთესო პასუხი ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომელთაც სისხლში რევმატოიდული ფაქტორის (RF) და / ანდა ანტი-ციკლური ციტრულინის პეპტიდის (anti-CCP) მაჩვენებელი დადებითია. რევმატოიდული ართრიტის დროს ორივე ანალიზი დადებითია და დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.

დ. გრანულომტოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის დროს, მაბტერა, გამოიყენება იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც ციკლოფოსფამიდზე რეზისტენტობა ვლიდნება ანდა ციკლოფოსფამიდი არ მიეცემათ. მაბტერა, გრანულომატოზური პოლიანგიიტის (ძირითადად ცნობილია, როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) და მიკროსკოპული პოლიანგიიტის სამკურნალოდ გამოიყენება გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის სახით.

მაბტერა, გრანულომატოზური პოლიანგიიტით და მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოყენებული იქნას გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის სახით.

გრანულომატოზური პოლიანგიიტი და მიკროსკოპული პოლიანგიიტი, სისხლძარღვების ანთების ორი ფორმაა, რომელიც უპირველესად ზემოქმედებას ახდენს ფილტვებსა და თირკმლებზე, ამავე დროს ზემოქმედებას ახდენს სხვა ორგანოებზეც. B ლიმფოციტები, აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზებიდან ერთ-ერთია.

ე. ვულგარული პემფიგუსი

მაბტერა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარიხის ვულგარული პემფიგუსის სამკურნალოდ. ვულგარული პემფიგუსი, ეს არის ავტოიმუნური მდგომარეობა, რომლის დროსაც პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, ხახაში და სასქესო ორგანოების კანზე და გარსებზე ბუშტუკოვანი დაზიანება წარმოიქმნება.

  • მაბტერას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მაბტერა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ;

რიტუქსიმაბის, სხვა მსგავსი პროტეინების ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,

წამლის გამოყენების დროს, აქტიური, სერიოზული ინფექცია გადაგაქვთ

აღინიშნება იმუნური სისტემის ძლიერი დასუსტება,

გულის მძიმე უკმარისობა დ ან სერიოზულ, უმართავ გულის პრობლემებთან ერთად რევმატოიდული ართრიტი, გრანულომატოზური პოლიანგიიტი, მიკროსკოპული პოლიანგიიტი ანდა ვულგარული პემფიგუსი გაქვთ.

თუ, აღნიშნულ მდგომარეობებთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

მაბტერა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები:

მაბტერათი მკურნალობის დროს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სახით ვლინდება. მაბტერას ინფუზიის დროს ანდა 24 საათის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქციები.

თქვენი ექიმი,მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქციის გამოვლინების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროდ ჩათვლის სხვა წამლების მიღებას.

თუ, მაბტერას ინფუზიის დროს ანდა შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ ჩივილები გაგიჩნდებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა სამედიცინო დახმარება მიიღეთ:

ურტიკარია (ქავილი, წითელი წერტილები) ანდა გამონაყარი

ქავილი

ტუჩების, ენის, ხახის ანდა სახის შეშუპება

უეცრად დაწყებული ხველა

სუნთქვის უკმარისობა, ჩასუნთქვის გაძნელება ანდა ხმაურიანი სუნთქვა

სისუსტე

გაბრუება ანდა გონების დაკარგვის შეგრძნება

გულის ფრიალი

ტკივილი მკერდში

პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ) :

აღნიშნული, ვირუსით გამოწვეული და იშვიათად გამოვლენილი თავის ტვინის სერიოზული ინფექციაა. პმლ, უფრო ხშირად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ვლინდება. თუ, მხოლოდ მაბტერათი ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავი სხვა წამლებით მკურნალობას იტარებთ, თქვენთან პმლ-იის გამოვლინების რისკი მატულობს. პმლ- შეიძლება სიკვდილით დასრულდეს ანდა სხვა სერიოზული ინვალიდობა გამოიწვიოს. პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის თავიდან აცილების გზა, მკურნალობის მეთოდი ანდა წამალი არ არსებობს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა ახლობელი აღნიშნულ ჩივილებს თქვენთან შენიშნავს, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

ფიქრის გაძნელება ანდა გონების არევა

წონასწორობის დარღვევა

სიარულის ანდა მეტყველების ხასიათის ცვლილება

სხეულის ერთ ნახევარში ძალის შემცირება ანდა სისუსტე

მხედველობის შემღვრევა ანდა მხედველობის დაკარგვა

სიმსივნის ლიზისის (დაშლის) სინდრომი (სდს):

სიმსივნის ზოგიერთი უჯრედის სისხლში სწრაფი გავრცელების გამო ვლინდება.

სდს, ქვემოთ მოცემული პრობლემების გამოვლინების მიზეზი შეიძლება გახდეს:

თირკმლების უკმარისობა ანდა დიალიზური მკურნალობა

გულისცემის რითმის დარღვევა

თქვენი ექიმის რეკომენდაციებით და სისხლის ანალიზების გადამოწმებით, სიმსივნის დაშლის სინდრომის გამოვლინების გაკონტროლება შესაძლებელია. ექიმი, სდს-ის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება წამალს გამოგიწერთ.

კანის სერიოზული რეაქციები:

თუ, მაბტერათი მკურნალობის ნებისმიერ მომენტში ქვემოთ მოცემული ჩივილები გაგიჩნდებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა სამედიცინო დახმარება მიიღეთ:

კანზე, ტუჩებზე ანდა პირის ღრუში მტკივნეული იარების ანდა წყლულების გაჩენა

ბუშტუკების წარმოქმნა

კანის აშრევება

გამონაყარი

ფურუნკულები

ვირუსული B ჰეპატიტი (HBV) რეაქტივაცია:

მაბტერათი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, შეიძლება გამოვლინდეს ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა და ზოგჯერ სიკვდილით დასრულებული B ჰეპატიტის რეაქტივაცია, განმეორებით გამწვავება. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ყველა ავადმყოფის B ჰეპატიტის მხრივ გამოკვლევა და მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ ახლო დაკვირვება.

ვირუსული B ჰეპატიტის გამწვავების შემთხვევაში, თქვენი ექიმი, შეიძლება მაბტერას და სხვა ქიმიოთერაპიული წამლების მიღებას შეწყვეტს.

ბიოტექნოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე ზედამხედველობის და კონტროლის გაზრდის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში ღიად უნდა დაფიქსირდეს.

თუ;

წარსულში ჰეპატიტის ინფექცია გადაიტანეთ ანდა ამჟამად აღნიშნული ინფექცია გაქვთ, მაბტერას გამოყენების დროს, ძალიან იშვიათად შეიძლება სასიკვდილო B ჰეპატიტის რეაქტივაცია აღინიშნოს. ამიტომ, ავადმყოფები, რომელბმაც B ჰეპატიტის ინფექცია უკვე გადაიტანეს, დაავადების სიმპტომების გამოვლინების მხრივ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.

გულის ნებისმიერი სახის პრობლემა გაქვთ (მაგ. გულის სპაზმი, გულის ფრიალი ანდა გულის უკმარისობა) ანდა წარსულში სუნთქვის პრობლემები გქონდათ,

და თუ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება ( ანდა ამჟამად გამოვლინების ალბათობა არსებობს), მაბტერას გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ. მაბტერათი მკურნალობის დროს, ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოგაქციოთ.

თუ, სხვა ქვეყნებში მოგზაურობის გამო იძულებითი ვაქცინაციის ჩათვლით, აცრის გაკეთება გესაჭიროებათ, გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი აცრის გაკეთება მაბტერას მიღებასთან ერთად ანდა მაბტერას მიღების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეიძლება. თუ, მაბტერას მიღებამდე აცრის იძულებითი გაკეთება გესაჭიროებათ, ექიმი აღნიშნულ მდგომარეობას შეაფასებს.

თუ, რევმატოიდული ართრიტით, გრანულომატოზური პოლიანგიიტით, მიკროსკოპული პოლიანგიიტით ანდა ვულგარული პემფიგუსით დაავადებული ავადმყოფი ხართ, ექიმს ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ:

თუ;

ფიქრობთ, რომ გაცივების მსგავსი, თუნდაც მსუბუქი ინფექცია გადაგაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც მაბტერას ზემოქმედების ქვეშ მყოფი უჯრდები ინფექციასთან ბრძოლაში აქტიურდება, ამიტომ მაბტერას გამოყენებამდე, ამ ინფექციის ალაგებას უნდა დაელოდოთ. გარდა ამისა, თუ წარსულში ინფექცია ბევრჯერ გადაიტანეთ ანდა ძლიერი ინფექციების გამო პრობლემები გქონდათ, ყველა აღნიშნული თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვები და მოზარდები

არა-ჰოჩკინის ლიმფომა

მაბტერა გამოიყენება, არა-ჰოჩკინის ლიმფომის, განსაკუთრებით კი CD20 დადებითი, დიფუზური B გიგანტურ უჯრედოვანი ლიმფომის (DBBHL), ბურქიტის ლიმფომის (BL), ბურქიტის ლეიკემიის (მწიფე B-უჯრედოვანი მწვავე ლეიკემიის) (BAL) ანდა ბურქიტის მსგავსი ლიმფომით (BLL) დაავადებული 6 თვის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებისა და მოზადების სამკურნალოდ.

თუ, თქვენ ანდა თქვენი შვილი 18 წალმდე ასაკის ავადმყოფი ხართ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

გრანულომატოზური პოლიანგიიტი ანდა მიკროსკოპული პილიანგიიტი

მაბტერა, შეიძლება გამოყენებული იქნას გრანულომატოზური პოლიანგიიტის (ზოგადად, ვეგენერის გრანულომატოზის სახელით წოდებული) და მიკროსკოპული პოლიანგიიტის სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა დაავადებებით დაავადებული ბავშვების და მოზადების სამკურნალოდ მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

მაბტერას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

მიღების წესი და დოზირება

ა). თუ, მკურნალობას არა-ჰოჩკინის ლიმფომის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თუ, მკურნალობისთვის მხოლოდ მაბტერას ღებულობთ, მაბტერას რეკომენდირებული დოზაა: 4 კვირის განმავლობაში, კვირაში ერთხელ. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია მაბტერათი მკურნალობის კურსების გამეორება.

თუ მაბტერას, ქიმიოთერაპიასთან ერთად ღებულობთ, მაბტერას ინფუზია, ქიმიოთერაპიული მკურნალობის დღეს კეთდება. აღნიშნული მკურნალობა, ძირითადად 3 კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ 8 -ჯერ შეიძლება მიცემული იქნას.

თუ, მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება, შესაძლებელია 2 წლის განმავლობაში, 3 თვეში ერთხელ, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მაბტერას მიღება. ექიმი, მკურნალობაზე მიღებული შედეგის მიხედვით, შეიძლება მკურნალობის სქემას შეცვლის.

თუ, 18 წალმდდე ასაკის ავადმყოფი ხართ, მაბტერა, ქიმიოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში დაგენიშნებათ. აღნიშნულ მდგომარეობაში, მაბტერათი მკურნალობა 3.5-5.5 თვის განმავლობაში, 6- ჯერ განხორციელდება.

ბ) თუ, მკურნალობას ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო იტარებთ:

თუ მაბტერას, სხვა ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად ღებულობთ, მაბტერას ინფუზიები, 1-ელი კურსის პირველ დღეს და შემდეგ ყოველი კურსის პირველ დღეს, ჯამში 6 კურსის სახით უნდა განხორციელდეს. თითოეული კურსი, 28 დღე გრძელდება. ქიმიოთერაპია, მაბტერას ინფუზიის შემდეგ უნდა გაკეთდეს. თქვენი ექიმი, ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროების საკითხის შესახებ.

გ). თუ, მკურნალობას რევმატოიდული ართრიტის გამო იტარებთ:

მაბტერათი მკურნალობის ყოველი კურსი, ორი კვირის შუალედით მიცემული, ორი ცალკეული ინფუზიისგან შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ მაბტერათი მკურნალობის კურსის განმეორებით ჩატარება შესაძლებელია. თქვენი ექიმი, დაავადების კლინიკურ გამოვლინებებზე დაყრდნობით, მაბტერას მეორე კურსის ჩატარების საკითხს გადაწყვეტს. ეს პერიოდი, დღეიდან დაწყებული შეიძლება რამდენიმე თვე იყოს.

დ). თუ, მკურნალობას გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის გამო იტარებთ:

მაბტერათი მკურნალობა, ერთი კვირის შუალედით, ოთხი ცალკე ინფუზიის სახით უნდა განხორციელდეს.

კორტიკოსტეროიდები, ძირითდად მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე ინექციის სახით კეთდება. ექიმის გადაწყვეტლებით, არსებული მდგომარეობის შესაბამისად, პირის გზით მიცემული (ორალური) კორტიკოსტეროიდები შეიძლება დაწყებული იქნას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.

თუ, 18 წლის და ან მეტი ასაკის ხართ და მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღეთ, თქვენ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით შეიძლება მაბტერა დაგენიშნოთ. აღნიშნული, 2 კვირიანი შუალედით, 2 ცალკეული ინფუზიას გულისხმობს, შემდეგ კი სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ 1 ინფუზია გაკეთდება. ექიმი, წამლით მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, შეიძლება მაბტერათი მკურნალობას ხანგრძლივად ( 5 წლამდე) განახორციელებს.

ე). თუ, მკურნალობას ვულგარული პემფიგუსის გამო იტარებთ:

მკურნალობის ყოველი კურსი, 2 კვირიანი შუალედით განხორციელებული მაბტერას 2 ცალკეული ინფუზიისგან შედგება. თუ, მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება, შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მაბტერათი მკურნალობის გაგრძელება. აღნიშნული, მკურნალობის პირველი კურსიდან 1 წლის, 18 თვის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ შეიძლება განხორციელდეს ანდა მაბტერათი მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, ექიმი შეიძლება მკურნალობის სქემას შეცვლის.

აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთვევაში, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მაბტერა, პირდაპირ ვენაში, წვეთოვანი სისტემით, ინფუზიის სახით კეთდება.

ინფუზიის დროს შესაძლო გვერდითი ეფექტების გამოვლინების გამო, მაბტერას ინფუზიის დროს საჭიროა სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობა.

მაბტერას შესაძლო გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების ანდა შემცირების მიზნით, მაბტერას ინფუზიამდე ექიმი შეიძლება სხვა წამლებს გამოგიწერთ.

თქვენი ექიმი, დაავადების მდგომარეობის შესაბამისად, მაბტერას დოზას განსაზღვრავს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევები არასაკამრისია, ამიტომ მაბტერას გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის და მეტი), მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გაფრთხილება არ არსებობს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ, ფიქრობთ, რომ მაბტერას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მაბტერას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, მაბტერას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მაბტერას მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს და ინფორმაციას მოგაწვდით.

მომდევნო დოზის გაკეთების დროსთან დაკავშირებით, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც მაბტერათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე მაბტერას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება რთული სახით გამოვლინდეს და საჭირო გახდეს მკურნალობის ჩატარება. იშვიათად, აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება სასიკვდილო იყოს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაბტერას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

მაბტერათი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, ენის, ხახის, სახის, ტუჩების შეშუპება (ანგიოედემა), წითელი ფერის გამონაყარი ანდა კანზე შესივებული მორგვების სახით გამონაყარი და ქავილის მსგავსი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

ინფუზიის დროს ანდა ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, შემცივნება, კანკალი. უფრო ნაკლები სიხშირით, ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიის ადგილას ტკივილი, შეშუპება, ქავილი, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ჩასუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის მომატება, ხიხინი, ხველა, ყელში დისკომფორტი, ენის და ან ხახის შეშუპება, ცხვირიდან გამონადენი ანდა ქავილი, ღებინება, შეხურება, გულის ფრიალი, მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაცემა.

თუ, გულის დაავადება ანდა გულის სპაზმი გაქვთ, მკურნალობის შემდეგ შეიძლება არსებული მდგომარეობა გართულდეს. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე აცნობეთ იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც ინფუზიას ახორციელებს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ინფუზიის შენელება ანდა სრულად შეწყვეტა. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ასევე ანტიჰისტამინური პრეპარატები ანდა პარაცეტამოლის მსგავსი მხარდამჭერი მკურნალობა. თუ, გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ალაგდება ანდა გაუმჯობესდება, შეიძლება ინფუზიის გაგრძელება. აღნიშნული გვერდით ეფექტები, მეორე ინფუზიის დროს უფრო ნაკლები სიხშირით ვლინდება. თუ, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქცია გამოვლინდება, ექიმი შეიძლება მაბტერათი მკურნალობას შეწყვეტს.

ინფექციები

მაბტერათი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ხველა, ყელის ტკივილი, შარდვის დროს წვა და მსგავსი ინფექციები. თუ, თავს ცუდად ანდა სუსტად გრძნობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

მაბტერათი მკურნალობის შემდეგ, ინფექციის მიმართ მგრძნობელობა მატულობს. აღნიშნული, ძირითადად ვლინდება გაცივების, ფილტვების ანთების (პნევმონიის) ანდა საშარდზე გზების ინფექციის სახით.

ძალიან იშვიათად, მაბტერას მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება განვითარდეს სასიკვდილოდ სერიოზული თავის ტვინის ინფექციები. თუ, მეხსირების დაკარგვას, ფიქრის გაძნელებას, სიარულის გაძნელებას ანდა მხედველობის დაკარგვას შენიშნავთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული შეშუპებითი დაზიანებები. ამ დროს, კანზე ანდა პირის ღრუში, სასქესო ორგანოების მიდამოებში ანდა თვალის ქუთუთოებზე, მსგავს ლორწოვან გარსებზე შეიძლება გამოვლინდეს შეშუპებასთან დაკავშირებული სიწითლე, ცხელება. თუ, აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ყველა აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ მაბტერა შეიძლება პლაცენტაში გადვიდეს და ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მაბტერათი მკურნალობის დროს და მაბტერას მიღების ბოლო დოზიდან 12 თვის განმავლობაში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

მაბტერა, შეიძლება დედის რძეში გადავიდეს. ამიტომ, მაბტერათი მკურნალობის დროს და მაბტერას ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაბტერას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მაბტერას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მაბტერას თითოეული ფლაკონი, დაახლოებით 55 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ნაერთი) შეიცავს. ნატრიუმის რაოდენობა 1 მმოლ-ზე (23 მგ) მეტია. აღნიშნული მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ ანდა მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, ეს ინფორმაცია თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს აუცილებლად აცნობეთ. აღნიშნულ წამლებში, რეცეპტის გარეშე გაცემული და მცენარეული წამლებიც იგულიხმება. მაბტერამ, შეიძლება ზოგიერთი სხვა წამლის მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს, ამავე დროს, სხვა წამლებმაც შეიძლება მაბტერას მოქმედების მექანიზმეც მოახდინოს ზემოქმედება.

განსაკუთრებით:

თუ, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება მაბტერას გამოყენებამდე 12 საათით ადრე სხვა წამლების მიღების შეწყვეტას გთხოვთ, რადგანაც ზოგიერთ ავადმყოფთან მაბტერას მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს წნევის დაცემა.

თუ, ქიმიოთერაიულ ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება (ანდა დარწმუნებული არა ხართ), მაბტერას გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს დ ან ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები

ა) თუ მკურნალობას არა-ჰოჩკინის ლიმფომის ანდა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო იტარებთ:

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ბაქტერიული ანდა ვირუსული ინფექციები, ბრონქების ანთება (ბრონქიტი)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ცხელებასთან ერთად ანდა ცხელების გარეშე მიმდინარე), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

გულისრევა

თავის ქალის კანზე თმის გარეშე მონაკვეთის წარმოქმნა, კანკალი, თავის ტკივილი

იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება- სისხლში არსებული და ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ზოგიერთი სპეციფიკური პროტეინის (იმუნოგლობულინების) რაოდენობის შემცირებით გამოწვეული.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სისხლში ინფექცია (სეფსისი), პნევმონია, ზოსტერი, გაცივება, ბრონქების ანთება, სოკოვანი ანთება, უცნობის მიზეზის მქონე ანთებები, წიაღების ანთება, ვირუსული B ჰეპატიტი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია-სისხლნაკლებობა), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება

ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა)

სისხლში შაქრის დონის მომატება, წონის დაკლება, სახის და სხეულის შეშუპება, სისხლში LDH სახელით წოდებული ფერმენტების დონის მომატება და სისხლში კალციუმის დაბალი დონე

კანის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, შეშუპების მსგავსი უჩვეულო შეგრძნებები და შეხების გრძნობის შემცირება, მოუსვენრობა, ჩაძინების გაძნელება

თავბრუსხვევა, შფოთვა

სისხლძარღვების გაგანიერების შედეგად სახის ძლიერი შეწითლება

ჭარბი ცრემლიანობა, საცრემლე არხის პრობლემები, თვალის ანთება (კონიუქტივიტი)

ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი

გულთან დაკავშირებული პრობლემები (მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის რითმის დარღვევა, ანორმალური გულისცემა)

მაღალი ანდა დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას არტერიული წნევის დაცემა)

სასუნთქი გზების კუნთების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), რაც იწვევს ხიხინის წარმოქმნას, ფილტვების, ხახის ანდა წიაღების ანთება და გაღიზიანება, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან გამონადენი

ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუსა და ხახის გაღიზიანება ანდა იარების წარმოქმნა, ყლაპვის გაძნელება, ყაბზობა, დისპეფსია

კვებითი დარღვევები, კვების შემცირება და შედეგად წონის დაკლება

ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ჭარბი ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

კუნთების პრობლემები (გამკვრივება), სახსრების ანდა კუნთების ტკივილი, ზურგის და კისრის ტკივილი

სიმსივნის არეში ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მოუსვენრობა, გრიპის სიმპტომები, კანკალი

მულტიორგანული უკმარისობა

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სისხლის შედედების პრობლემები, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დაცემა და სისხლის წითელი უჯრედების განადგურების მომატება (აპლაზიური ჰემოლიზური ანემია: სხეულის მიერ საკუთარი ქსოვილების ანტიგენად აღქმა და ამ ქსოვილების მიმართ ანტისხულების გამომუშავება). ლიმფური კვანძების შესივება ანდა გადიდება

რაიმეს კეთების ხალისის დაკარგვა და სულიერი პრობლემები, შფოთვა

საკვების გემოს შეგრძნების ცვლილების მსგავსი, გემოს შეგრძნების პრობლემები

გულთან დაკავშირებული პრობლემები (გულისცემის სიხშირის შემცირება, ტკივილი მკერდში)

ასთმა, სხეულსა და ორგანოებში ჟანგბადის მიწოდების შემცირება

მუცლის შებერილობა

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სერიოზული ვირუსული ინფექციები

პნევმოცისტური პნევმონია-pnevmocistis jiroveci -ით (სოკოვანი ინფექციის სახეობა) გამოწვეული პნევმონია

სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)

გულის სერიოზული პრობლემები

ფილტვების ანთება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სისხლში არსებული ინფექციებისგან დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სპეციალური პროტეინების (იმუნოგლობულინების) ხანმოკლე დროით შემცირება, განადგურებული სიმსივნური უჯრედების დაშლის შედეგად სისხლში ქიმიური ცვლილებები

ხელების და ფეხების ნერვების დაზიანება, სახის დამბლა

გულის უკმარისობა

სისხლძარღვების ანთება, რომელიც კანის მხრივ სიმპტომების განვითარებას იწვევს

სუნთქვის პრობლემები

ნაწლავთა კედლის გახვრეტა

თირკმლების უკმარისობა

სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული შესივება.

პირის ღრუში, სასქესო ორგანოებსა ანდა თვალის ქუთუთოების მსგავს კანსა და ლორწოვან გარსებზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა და თანმხლები სიწითლე

მხედველობის სერიოზული დაკარგვა (თავის ტვინის ნერვების დაზიანების მანიშნებელი)

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები:

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რომელიც უცებ არ ვლინდება

ინფუზიის დასრულებისთანავე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც შექცევადია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სასიკვდილო იყოს

სმენის დაკარგვა

მგრძნობელობის სხვა დაკარგვა

ბავშვები და მოზარდები არა-ჰოჩკინის ლიმფომით:

ზოგადად, არა-ჰოჩკინის ლიმფომით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდით ეფექტები, არა-ჰოჩკინის ლიმფომით ანდა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულ ზრდასრულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსგავსია. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტების გამოვლინება დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) დონის დაცემასთან, ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, პირის ღრუს ლორწოვანის ანთება ანდა იარები, ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა).

ბ). თუ მკურნალობას რევმატოიდული ართრიტის გამო იტარებთ

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

პნევმონიის მსგავსი ინფექციები (ბაქტერიული)

შარდვის დროს ტკივილი (საშარდზე გზების ინფექცია)

უფრო ხშირად ინფუზიის დროს გამოვლენილი, ასევე ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ალერგიული პრობლემები

სისხლის არტერიული წნევის ცვლილებები, გულისრევა, გამონაყარი, ცხელება, ცხვირის ქავილი, გამონადენი, გაჭედვა, ცემინება, კანკალი, გულისცემის სიხშირის მომატება, დაღლილობა

თავის ტკივილი

ექიმის მიერ გაკეთებულ ლაბორატორიულ კველევებში ცვლილებები, აღნიშნულში იგულისხმება სისხლში არსებული და ინფექციის წინააღმდეგ დამცველობით ფუნქციაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სპეციფიკური პროტეინების (იმუნოგლობულინების) რაოდენობის დაცემა

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ბრონქების ანთება (ბრონქიტი)

ცხვირის, ლოყების და თვალის უკანა ნაწილში სავსეობის შეგრძნება ანდა უეცარი პულსირებადი ტკივილი (სინუსიტი), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის პრობლემები

ფეხის სოკოვანი ინფექცია (სპორტსმენის ფეხი)

ქოლესტერონის დონის მომატება

დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნების მსგავსი კანის ანორმალური პრობლემები, საჯდომი ნერვის არეში ტკივილები, მიგრენი, გაბრუების შეგრძნება

თმის ცვენა

შფოთვა, დეპრესია

დისპეფსიური პრობლემები, დიარეა, რეფლუქსი, პირის ღრუს და ხახის გაღიზიანება და/ ანდა იარების წარმოქმნა

მუცლის, ზურგის, კუნთების და/ ანდა სახსრების ტკივილი

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სახესა და სხეულში სითხის შეკავება (შეშუპება)

ფილტვების და ხახის ანთება, გაღიზიანება და/ ანდა შევიწროება, ხველა

ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ქავილი, გამონაყარის მსგავსი პრობლემები

ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გონების დაკარგვის შეგრძნების მსგავსი ალერგიული რეაქციები

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

მაბტერას ინფუზიის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლენილი გამონაყარი, ქავილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და ცხელება, ალერგიის მსგავსი რეაქციების კომპლექსი

სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული კანის შეშუპებითი მდგომარეობები. კანზე ანდა პირის ღრუში, სასაქესო ორგანოების მიდამოებში და თვალის ქუთუთეობის მსგავს ლორწოვან გარსებზე განვითარებული შეშუპება-გასქელებასთან დაკავშირებული სიწითლე, ცხელება.

მაბტერათი მკურნალობასთან დაკავშირებით, იშვიათად შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს, ეს შეიძლება იყოს: ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე სისხლის ზოგიერთი უჯრედის (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი ,,ინფექციები’’).

გ). თუ მკურნალობას გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის გამო იტარებთ

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ინფექციები, გულმკერდის ღრუს ინფექციები, საშარდზე გზების ინფექციები (შარდვის დროს წვა), ჰერპესის მსგავსი ინფექციები

ალერგიული რეაქციები, რომელიც ზოგადად ინფუზიის დროს ვლინდება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიიდან 24 საათის შემდეგაც

დიარეა

ხველა ანდა სუნთქვის გაძნელება

ცხვირიდან სისხლდენა

მაღალი არტერიული წნევა

სახსრების და ზურგის ტკივილი

კუნთების გაშეშება ანდა კანკალი

გაბრუებული მდგომარეობა

კანკალი (უფრო ხშირად ხელებზე ვლინდება)

ჩაძინების გაძნელება (ინსომნია)

ხელების და მაჯების შესივება

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

დისპეფსიური მოვლენები

ყაბზობა

ლაქები და აკნე, კანზე გამონაყარი

კანის სიწითლე

ცხლება

ცხვირის გაჭედვა ანდა ცხვირიდან გამონადენი

დაჭიმული და მტკივნეული კუნთები

კუნთების და ხელების ანდა ფეხების ტკივილი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატება

გულისცემის რითმის ცვლილება ანდა ნორმაზე უფრო აჩქარებული გულისცემა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული გასქელება, შეშუპება. კანზე ანდა პირის ღრუში, სასქესო ორგანოების მიდამოში და თვალის ქუთოთოს კანის და ლორწოვანი გარსების გასქელება, სიწითლე, ცხელება

ადრე გადატანილი ვირუსული B ჰეპატიტის აქტივაცია

ბავშვები და მოზარდები გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის დიაგნოზით:

ზოგადად, გრანულომატოზური პოლიანგიიტით ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, გრანულომატოზური პოლიანგიიტით ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ ზრდასრულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მსგავსი ტიპისაა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ინფექციები, ალერგიული რეაქციები და გულირევა.

დ). თუ მკურნალობას ვულგარული პემფიგუსის გამო იტარებთ

გულმკერდის ღრუს ინფექციები

ხანგრძლივი დეპრესია

თის ცვენა

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

გაცივება, ჰერპესული ინფექცია, თვალის ინფექციები, პირის ღრუს რძიანა და საშარდზე გზების ინფექციების (შარდვის დროს ტკივილი) მსგავის ინფექციები

გუნება-განწყობის ცვლილებები, გაღიაიანების და დეპრესიის მსგავსი

ქავილი, ურტიკარია და კანის კეთილთვისებიანი დაზიანებები

დაღლილობის ანდა გაბრუების შეგრძნება

ცხელება

ზურგის და ან სახსრების ტკივილი

მუცლის ტკივილი

კუნთების ტკივილი

გულის ცემის აჩქარება

მაბტერას გამოყენების დროს, ლაბორატორიულოი ანალიზების შედეგები შეიძლება შეიცვალოს.

თუ, სხვა წამლებთან ერთად მაბტერას ღებულობთ, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ნაწილი, შეიძლება სხვა მეორე წამლის მიერ იყოს გამოწვეული.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • მაბტერას შენახვა

მაბტერა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.

სამედიცინო პროდუქტი მაცივარში (20C -80C ) ტემპერატურაზე შეინახეთ. ფლაკონები, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაიცავით.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე/ფლაკონზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მაბტერა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

Roche წამლების მრეწველობის გაერთიანებული კომპანია

უნიქი. სტამბოლი. აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.

მასლაქი. 34396. სარიერი-სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

Genentech Inc.

4625 NE Brookwood parkway

Hillsboro, OR 97124-9332

აშშ

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2022-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Roche გამოყენების ინსტრუქცია

მაბტერაR

500 მგ/ 50 მლ ი.ვ.

ინფუზიისთვის კონცენტრირებული ხსნარის შემცველი ფლაკონი

სტერილური

განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონის 50 მლ-იანი ხსნარი 500 მგ რიტუქსიმაბს შეიცავს. 1 მლ კონცენტრირებული ხსნარი 10 მგ რიტუქსიმაბს შეიცავს. რიტუქსიმაბი, ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებისგან მიღებული ნივთიერებაა.

დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავა (უწყლო), პოლისორბატ 80, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება მაბტერა ?

მაბტერას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება მაბტერა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

მაბტერას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება მაბტერა?

მაბტერას მოქმედი ნივთიერება რიტუქსიმაბია.

მაბტერა, გამჭვირვალე და უფერო ფერის სითხეა, რომელიც ინფუზიისთვის კონცენტრირებული ხსნარის შემცველი ფლაკონის სახით არის წარმოდგენილი. პრეპარატი მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 1 ცალი 50 მლ-იანი ფლაკონებით.

მაბტერა, პროტეინის ერთ-ერთი სახეობის ანტისხეულს (რიტუქსიმაბს) შეიცავს.

რიტუქსიმაბი, სისხლის თეთრი უჯრდების ერთ-ერთი სახეობის, B ლიმფოციტების ზედაპირს უკავშირდება. რიტუქსიმაბი, ამ უჯრედების ზედაპირთან დაკავშირებისას, ამ უჯრედების განადგურებას იწვევს. რიტუქსიმაბი, ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებისგან მიღებული პრეპარატია.

მაბტერა, ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენი ექიმი, მაბტერას ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ დაგინიშნავთ:

ა. არა-ჰოჩკინის ლიმფომა

არა-ჰოჩკინის ლიმფომა, ლიმფური (სისხლის გათეთრება) სისტემის დაავადებაა, რომელიც B ლიმფოციტების სახელით წოდებულ სისხლის თეთრ უჯრედებზე მოქმედებს.

მაბტერა, ზრდასრულებში დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მონოთერაპიის (მხოლოდ მაბტერა) სახით, ასევე სხვა ქიმიოტერაპიულ წამლებთან ერთად კომბინაციაში.

გარდა ამისა, მაბტერა შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის საწყის ეტაპზე (ინდუქციის) იმ ავადმყოფებში, რომლებმაც მკურნალობაზე შედეგი მიიღეს. მაბტერა, მკურნალობის გაგრძელების მიზნით (შემანარჩუნებელი თერაპია) 2 წლის განმავლობაში შეიძლება გამოყენებული იქნას.

ბავშვებსა და მოზარდებში, მაბტერა შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში.

ბ. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ზრდასრულებში გამოვლენილი, ყველაზე გავრცელებული ლეიკემიის სახეობაა. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ძვლის ტვინში წარმოქმნილი და ლიმფურ კვანძებში განვითარებული ლიმფოციტების სპეციფიკური სახეობაზე- B უჯრედებზე მოქმედი დაავადებაა. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებული ავადმყოფების ძვლის ტვინსა და სისხლში აღინიშნება დიდი რაოდენობით ანორმალური ლიფმოციტების დაგროვება. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო თქვენთან გამოვლენილი ნიშნების მიზეზი, აღნიშნული B ლიმფოციტების გამრავლებაა.

მაბტერა, ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად კომბინაციის სახით გამოყენებისას, ამ უჯრედებს ანადგურებს, აღნიშნული (მკვდარი) უჯრედები კი ბიოლოგიური პროცესების დახმარებით სხეულიდან ეტაპობრივად გამოიყოფა.

გ. რევმატოიდული ართრიტი

მაბტერა, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. რევმატოიდული ართრიტი, სახსრების დაავადებაა. თქვენთან გამოვლენილი ზოგიერთი სიმპტომის მიზეზი შეიძლება B ლიმფოციტები იყოს. მაბტერა გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ისეთ ავადმყოფებში, რომელთაც მანამდე რევმატოიდული ართრიტის გამო სხვა წამლებით უშედეგო ანდა არასაკამრისი შედეგის მქონე მკურნალობა აქვთ ჩატარებული ანდა მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ.

მაბტერა, ძირითადად მეტოტრექსატის სახელით წოდებულ სხვა წამალთან ერთად გამოიყენება.

მაბტერა, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფებში, რევმატიული დაავადებით სახსრებში გამოწვეულ დაზიანებას ამცირებს და ნორმალური დღიური აქტივობის უნარს ზრდის.

მაბტერათი მკურნალობაზე საუკეთესო პასუხი ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომელთაც სისხლში რევმატოიდული ფაქტორის (RF) და / ანდა ანტი-ციკლური ციტრულინის პეპტიდის (anti-CCP) მაჩვენებელი დადებითია. რევმატოიდული ართრიტის დროს ორივე ანალიზი დადებითია და დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.

დ. გრანულომტოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის დროს, მაბტერა, გამოიყენება იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც ციკლოფოსფამიდზე რეზისტენტობა ვლიდნება ანდა ციკლოფოსფამიდი არ მიეცემათ. მაბტერა, გრანულომატოზური პოლიანგიიტის (ძირითადად ცნობილია, როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) და მიკროსკოპული პოლიანგიიტის სამკურნალოდ გამოიყენება გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის სახით.

მაბტერა, გრანულომატოზური პოლიანგიიტით და მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოყენებული იქნას გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციის სახით.

გრანულომატოზური პოლიანგიიტი და მიკროსკოპული პოლიანგიიტი, სისხლძარღვების ანთების ორი ფორმაა, რომელიც უპირველესად ზემოქმედებას ახდენს ფილტვებსა და თირკმლებზე, ამავე დროს ზემოქმედებას ახდენს სხვა ორგანოებზეც. B ლიმფოციტები, აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზებიდან ერთ-ერთია.

ე. ვულგარული პემფიგუსი

მაბტერა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარიხის ვულგარული პემფიგუსის სამკურნალოდ. ვულგარული პემფიგუსი, ეს არის ავტოიმუნური მდგომარეობა, რომლის დროსაც პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, ხახაში და სასქესო ორგანოების კანზე და გარსებზე ბუშტუკოვანი დაზიანება წარმოიქმნება.

  • მაბტერას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მაბტერა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ;

რიტუქსიმაბის, სხვა მსგავსი პროტეინების ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,

წამლის გამოყენების დროს, აქტიური, სერიოზული ინფექცია გადაგაქვთ

აღინიშნება იმუნური სისტემის ძლიერი დასუსტება,

გულის მძიმე უკმარისობა დ ან სერიოზულ, უმართავ გულის პრობლემებთან ერთად რევმატოიდული ართრიტი, გრანულომატოზური პოლიანგიიტი, მიკროსკოპული პოლიანგიიტი ანდა ვულგარული პემფიგუსი გაქვთ.

თუ, აღნიშნულ მდგომარეობებთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

მაბტერა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები:

მაბტერათი მკურნალობის დროს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სახით ვლინდება. მაბტერას ინფუზიის დროს ანდა 24 საათის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქციები.

თქვენი ექიმი,მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქციის გამოვლინების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროდ ჩათვლის სხვა წამლების მიღებას.

თუ, მაბტერას ინფუზიის დროს ანდა შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ ჩივილები გაგიჩნდებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა სამედიცინო დახმარება მიიღეთ:

ურტიკარია (ქავილი, წითელი წერტილები) ანდა გამონაყარი

ქავილი

ტუჩების, ენის, ხახის ანდა სახის შეშუპება

უეცრად დაწყებული ხველა

სუნთქვის უკმარისობა, ჩასუნთქვის გაძნელება ანდა ხმაურიანი სუნთქვა

სისუსტე

გაბრუება ანდა გონების დაკარგვის შეგრძნება

გულის ფრიალი

ტკივილი მკერდში

პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ) :

აღნიშნული, ვირუსით გამოწვეული და იშვიათად გამოვლენილი თავის ტვინის სერიოზული ინფექციაა. პმლ, უფრო ხშირად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ვლინდება. თუ, მხოლოდ მაბტერათი ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავი სხვა წამლებით მკურნალობას იტარებთ, თქვენთან პმლ-იის გამოვლინების რისკი მატულობს. პმლ- შეიძლება სიკვდილით დასრულდეს ანდა სხვა სერიოზული ინვალიდობა გამოიწვიოს. პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის თავიდან აცილების გზა, მკურნალობის მეთოდი ანდა წამალი არ არსებობს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა ახლობელი აღნიშნულ ჩივილებს თქვენთან შენიშნავს, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

ფიქრის გაძნელება ანდა გონების არევა

წონასწორობის დარღვევა

სიარულის ანდა მეტყველების ხასიათის ცვლილება

სხეულის ერთ ნახევარში ძალის შემცირება ანდა სისუსტე

მხედველობის შემღვრევა ანდა მხედველობის დაკარგვა

სიმსივნის ლიზისის (დაშლის) სინდრომი (სდს):

სიმსივნის ზოგიერთი უჯრედის სისხლში სწრაფი გავრცელების გამო ვლინდება.

სდს, ქვემოთ მოცემული პრობლემების გამოვლინების მიზეზი შეიძლება გახდეს:

თირკმლების უკმარისობა ანდა დიალიზური მკურნალობა

გულისცემის რითმის დარღვევა

თქვენი ექიმის რეკომენდაციებით და სისხლის ანალიზების გადამოწმებით, სიმსივნის დაშლის სინდრომის გამოვლინების გაკონტროლება შესაძლებელია. ექიმი, სდს-ის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება წამალს გამოგიწერთ.

კანის სერიოზული რეაქციები:

თუ, მაბტერათი მკურნალობის ნებისმიერ მომენტში ქვემოთ მოცემული ჩივილები გაგიჩნდებათ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა სამედიცინო დახმარება მიიღეთ:

კანზე, ტუჩებზე ანდა პირის ღრუში მტკივნეული იარების ანდა წყლულების გაჩენა

ბუშტუკების წარმოქმნა

კანის აშრევება

გამონაყარი

ფურუნკულები

ვირუსული B ჰეპატიტი (HBV) რეაქტივაცია:

მაბტერათი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, შეიძლება გამოვლინდეს ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა და ზოგჯერ სიკვდილით დასრულებული B ჰეპატიტის რეაქტივაცია, განმეორებით გამწვავება. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ყველა ავადმყოფის B ჰეპატიტის მხრივ გამოკვლევა და მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ ახლო დაკვირვება.

ვირუსული B ჰეპატიტის გამწვავების შემთხვევაში, თქვენი ექიმი, შეიძლება მაბტერას და სხვა ქიმიოთერაპიული წამლების მიღებას შეწყვეტს.

ბიოტექნოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე ზედამხედველობის და კონტროლის გაზრდის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელი და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში ღიად უნდა დაფიქსირდეს.

თუ;

წარსულში ჰეპატიტის ინფექცია გადაიტანეთ ანდა ამჟამად აღნიშნული ინფექცია გაქვთ, მაბტერას გამოყენების დროს, ძალიან იშვიათად შეიძლება სასიკვდილო B ჰეპატიტის რეაქტივაცია აღინიშნოს. ამიტომ, ავადმყოფები, რომელბმაც B ჰეპატიტის ინფექცია უკვე გადაიტანეს, დაავადების სიმპტომების გამოვლინების მხრივ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.

გულის ნებისმიერი სახის პრობლემა გაქვთ (მაგ. გულის სპაზმი, გულის ფრიალი ანდა გულის უკმარისობა) ანდა წარსულში სუნთქვის პრობლემები გქონდათ,

და თუ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება ( ანდა ამჟამად გამოვლინების ალბათობა არსებობს), მაბტერას გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ. მაბტერათი მკურნალობის დროს, ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოგაქციოთ.

თუ, სხვა ქვეყნებში მოგზაურობის გამო იძულებითი ვაქცინაციის ჩათვლით, აცრის გაკეთება გესაჭიროებათ, გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი აცრის გაკეთება მაბტერას მიღებასთან ერთად ანდა მაბტერას მიღების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეიძლება. თუ, მაბტერას მიღებამდე აცრის იძულებითი გაკეთება გესაჭიროებათ, ექიმი აღნიშნულ მდგომარეობას შეაფასებს.

თუ, რევმატოიდული ართრიტით, გრანულომატოზური პოლიანგიიტით, მიკროსკოპული პოლიანგიიტით ანდა ვულგარული პემფიგუსით დაავადებული ავადმყოფი ხართ, ექიმს ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ:

თუ;

ფიქრობთ, რომ გაცივების მსგავსი, თუნდაც მსუბუქი ინფექცია გადაგაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც მაბტერას ზემოქმედების ქვეშ მყოფი უჯრდები ინფექციასთან ბრძოლაში აქტიურდება, ამიტომ მაბტერას გამოყენებამდე, ამ ინფექციის ალაგებას უნდა დაელოდოთ. გარდა ამისა, თუ წარსულში ინფექცია ბევრჯერ გადაიტანეთ ანდა ძლიერი ინფექციების გამო პრობლემები გქონდათ, ყველა აღნიშნული თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვები და მოზარდები

არა-ჰოჩკინის ლიმფომა

მაბტერა გამოიყენება, არა-ჰოჩკინის ლიმფომის, განსაკუთრებით კი CD20 დადებითი, დიფუზური B გიგანტურ უჯრედოვანი ლიმფომის (DBBHL), ბურქიტის ლიმფომის (BL), ბურქიტის ლეიკემიის (მწიფე B-უჯრედოვანი მწვავე ლეიკემიის) (BAL) ანდა ბურქიტის მსგავსი ლიმფომით (BLL) დაავადებული 6 თვის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებისა და მოზადების სამკურნალოდ.

თუ, თქვენ ანდა თქვენი შვილი 18 წალმდე ასაკის ავადმყოფი ხართ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

გრანულომატოზური პოლიანგიიტი ანდა მიკროსკოპული პილიანგიიტი

მაბტერა, შეიძლება გამოყენებული იქნას გრანულომატოზური პოლიანგიიტის (ზოგადად, ვეგენერის გრანულომატოზის სახელით წოდებული) და მიკროსკოპული პოლიანგიიტის სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა დაავადებებით დაავადებული ბავშვების და მოზადების სამკურნალოდ მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

თუ, თქვენ ანდა თქვენი შვილი 18 წალმდე ასაკის ავადმყოფი ხართ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

მაბტერას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ მაბტერა შეიძლება პლაცენტაში გადვიდეს და ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მაბტერათი მკურნალობის დროს და მაბტერას მიღების ბოლო დოზიდან 12 თვის განმავლობაში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

მაბტერა, შეიძლება დედის რძეში გადავიდეს. ამიტომ, მაბტერათი მკურნალობის დროს და მაბტერას ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

მაბტერას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მაბტერას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მაბტერას თითოეული ფლაკონი, დაახლოებით 55 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ნაერთი) შეიცავს. ნატრიუმის რაოდენობა 1 მმოლ-ზე (23 მგ) მეტია. აღნიშნული მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ ანდა მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, ეს ინფორმაცია თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს აუცილებლად აცნობეთ. აღნიშნულ წამლებში, რეცეპტის გარეშე გაცემული და მცენარეული წამლებიც იგულიხმება. მაბტერამ, შეიძლება ზოგიერთი სხვა წამლის მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს, ამავე დროს, სხვა წამლებმაც შეიძლება მაბტერას მოქმედების მექანიზმეც მოახდინოს ზემოქმედება.

განსაკუთრებით:

თუ, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება მაბტერას გამოყენებამდე 12 საათით ადრე სხვა წამლების მიღების შეწყვეტას გთხოვთ, რადგანაც ზოგიერთ ავადმყოფთან მაბტერას მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს წნევის დაცემა.

თუ, ქიმიოთერაიულ ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება (ანდა დარწმუნებული არა ხართ), მაბტერას გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს დ ან ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება მაბტერა ?

ა). თუ, მკურნალობას არა-ჰოჩკინის ლიმფომის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თუ, მკურნალობისთვის მხოლოდ მაბტერას ღებულობთ, მაბტერას რეკომენდირებული დოზაა: 4 კვირის განმავლობაში, კვირაში ერთხელ. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია მაბტერათი მკურნალობის კურსების გამეორება.

თუ მაბტერას, ქიმიოთერაპიასთან ერთად ღებულობთ, მაბტერას ინფუზია, ქიმიოთერაპიული მკურნალობის დღეს კეთდება. აღნიშნული მკურნალობა, ძირითადად 3 კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ 8 -ჯერ შეიძლება მიცემული იქნას.

თუ, მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება, შესაძლებელია 2 წლის განმავლობაში, 3 თვეში ერთხელ, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მაბტერას მიღება. ექიმი, მკურნალობაზე მიღებული შედეგის მიხედვით, შეიძლება მკურნალობის სქემას შეცვლის.

თუ, 18 წალმდდე ასაკის ავადმყოფი ხართ, მაბტერა, ქიმიოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში დაგენიშნებათ. აღნიშნულ მდგომარეობაში, მაბტერათი მკურნალობა 3.5-5.5 თვის განმავლობაში, 6- ჯერ განხორციელდება.

ბ) თუ, მკურნალობას ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თუ მაბტერას, სხვა ქიმიოთერაპიულ წამლებთან ერთად ღებულობთ, მაბტერას ინფუზიები, 1-ელი კურსის პირველ დღეს და შემდეგ ყოველი კურსის პირველ დღეს, ჯამში 6 კურსის სახით უნდა განხორციელდეს. თითოეული კურსი, 28 დღე გრძელდება. ქიმიოთერაპია, მაბტერას ინფუზიის შემდეგ უნდა გაკეთდეს. თქვენი ექიმი, ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს შემანარჩუნებელი მკურნალობის საჭიროების საკითხის შესახებ.

გ). თუ, მკურნალობას რევმატოიდული ართრიტის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მაბტერათი მკურნალობის ყოველი კურსი, ორი კვირის შუალედით მიცემული, ორი ცალკეული ინფუზიისგან შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ მაბტერათი მკურნალობის კურსის განმეორებით ჩატარება შესაძლებელია. თქვენი ექიმი, დაავადების კლინიკურ გამოვლინებებზე დაყრდნობით, მაბტერას მეორე კურსის ჩატარების საკითხს გადაწყვეტს. ეს პერიოდი, დღეიდან დაწყებული შეიძლება რამდენიმე თვე იყოს.

დ). თუ, მკურნალობას გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მაბტერათი მკურნალობა, ერთი კვირის შუალედით, ოთხი ცალკე ინფუზიის სახით უნდა განხორციელდეს.

კორტიკოსტეროიდები, ძირითდად მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე ინექციის სახით კეთდება. ექიმის გადაწყვეტლებით, არსებული მდგომარეობის შესაბამისად, პირის გზით მიცემული (ორალური) კორტიკოსტეროიდები შეიძლება დაწყებული იქნას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.

თუ, 18 წლის და ან მეტი ასაკის ხართ და მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღეთ, თქვენ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით შეიძლება მაბტერა დაგენიშნოთ. აღნიშნული, 2 კვირიანი შუალედით, 2 ცალკეული ინფუზიას გულისხმობს, შემდეგ კი სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ 1 ინფუზია გაკეთდება. ექიმი, წამლით მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, შეიძლება მაბტერათი მკურნალობას ხანგრძლივად ( 5 წლამდე) განახორციელებს.

ე). თუ, მკურნალობას ვულგარული პემფიგუსის გამო იტარებთ:

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მკურნალობის ყოველი კურსი, 2 კვირიანი შუალედით განხორციელებული მაბტერას 2 ცალკეული ინფუზიისგან შედგება. თუ, მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება, შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მაბტერათი მკურნალობის გაგრძელება. აღნიშნული, მკურნალობის პირველი კურსიდან 1 წლის, 18 თვის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ შეიძლება განხორციელდეს ანდა მაბტერათი მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, ექიმი შეიძლება მკურნალობის სქემას შეცვლის.

აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთვევაში, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მაბტერა, პირდაპირ ვენაში, წვეთოვანი სისტემით, ინფუზიის სახით კეთდება.

ინფუზიის დროს შესაძლო გვერდითი ეფექტების გამოვლინების გამო, მაბტერას ინფუზიის დროს საჭიროა სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობა.

მაბტერას შესაძლო გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების ანდა შემცირების მიზნით, მაბტერას ინფუზიამდე ექიმი შეიძლება სხვა წამლებს გამოგიწერთ.

თქვენი ექიმი, დაავადების მდგომარეობის შესაბამისად, მაბტერას დოზას განსაზღვრავს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევები არასაკამრისია, ამიტომ მაბტერას გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში (65 წლის და მეტი), მაბტერას გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გაფრთხილება არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ, ფიქრობთ, რომ მაბტერას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მაბტერას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, მაბტერას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მაბტერას მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს და ინფორმაციას მოგაწვდით.

მომდევნო დოზის გაკეთების დროსთან დაკავშირებით, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც მაბტერათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე მაბტერას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება რთული სახით გამოვლინდეს და საჭირო გახდეს მკურნალობის ჩატარება. იშვიათად, აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება სასიკვდილო იყოს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაბტერას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

მაბტერათი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, ენის, ხახის, სახის, ტუჩების შეშუპება (ანგიოედემა), წითელი ფერის გამონაყარი ანდა კანზე შესივებული მორგვების სახით გამონაყარი და ქავილის მსგავსი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

ინფუზიის დროს ანდა ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, შემცივნება, კანკალი. უფრო ნაკლები სიხშირით, ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიის ადგილას ტკივილი, შეშუპება, ქავილი, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ჩასუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის მომატება, ხიხინი, ხველა, ყელში დისკომფორტი, ენის და ან ხახის შეშუპება, ცხვირიდან გამონადენი ანდა ქავილი, ღებინება, შეხურება, გულის ფრიალი, მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაცემა.

თუ, გულის დაავადება ანდა გულის სპაზმი გაქვთ, მკურნალობის შემდეგ შეიძლება არსებული მდგომარეობა გართულდეს. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე აცნობეთ იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც ინფუზიას ახორციელებს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ინფუზიის შენელება ანდა სრულად შეწყვეტა. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ასევე ანტიჰისტამინური პრეპარატები ანდა პარაცეტამოლის მსგავსი მხარდამჭერი მკურნალობა. თუ, გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ალაგდება ანდა გაუმჯობესდება, შეიძლება ინფუზიის გაგრძელება. აღნიშნული გვერდით ეფექტები, მეორე ინფუზიის დროს უფრო ნაკლები სიხშირით ვლინდება. თუ, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული რეაქცია გამოვლინდება, ექიმი შეიძლება მაბტერათი მკურნალობას შეწყვეტს.

ინფექციები

მაბტერათი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ხველა, ყელის ტკივილი, შარდვის დროს წვა და მსგავსი ინფექციები. თუ, თავს ცუდად ანდა სუსტად გრძნობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

მაბტერათი მკურნალობის შემდეგ, ინფექციის მიმართ მგრძნობელობა მატულობს. აღნიშნული, ძირითადად ვლინდება გაცივების, ფილტვების ანთების (პნევმონიის) ანდა საშარდზე გზების ინფექციის სახით.

ძალიან იშვიათად, მაბტერას მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება განვითარდეს სასიკვდილოდ სერიოზული თავის ტვინის ინფექციები. თუ, მეხსირების დაკარგვას, ფიქრის გაძნელებას, სიარულის გაძნელებას ანდა მხედველობის დაკარგვას შენიშნავთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული შეშუპებითი დაზიანებები. ამ დროს, კანზე ანდა პირის ღრუში, სასქესო ორგანოების მიდამოებში ანდა თვალის ქუთუთოებზე, მსგავს ლორწოვან გარსებზე შეიძლება გამოვლინდეს შეშუპებასთან დაკავშირებული სიწითლე, ცხელება. თუ, აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ყველა აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები

ა) თუ მკურნალობას არა-ჰოჩკინის ლიმფომის ანდა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამო იტარებთ:

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ბაქტერიული ანდა ვირუსული ინფექციები, ბრონქების ანთება (ბრონქიტი)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ცხელებასთან ერთად ანდა ცხელების გარეშე მიმდინარე), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

გულისრევა

თავის ქალის კანზე თმის გარეშე მონაკვეთის წარმოქმნა, კანკალი, თავის ტკივილი

იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება- სისხლში არსებული და ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ზოგიერთი სპეციფიკური პროტეინის (იმუნოგლობულინების) რაოდენობის შემცირებით გამოწვეული.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სისხლში ინფექცია (სეფსისი), პნევმონია, ზოსტერი, გაცივება, ბრონქების ანთება, სოკოვანი ანთება, უცნობის მიზეზის მქონე ანთებები, წიაღების ანთება, ვირუსული B ჰეპატიტი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია-სისხლნაკლებობა), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება

ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა)

სისხლში შაქრის დონის მომატება, წონის დაკლება, სახის და სხეულის შეშუპება, სისხლში LDH სახელით წოდებული ფერმენტების დონის მომატება და სისხლში კალციუმის დაბალი დონე

კანის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, შეშუპების მსგავსი უჩვეულო შეგრძნებები და შეხების გრძნობის შემცირება, მოუსვენრობა, ჩაძინების გაძნელება

თავბრუსხვევა, შფოთვა

სისხლძარღვების გაგანიერების შედეგად სახის ძლიერი შეწითლება

ჭარბი ცრემლიანობა, საცრემლე არხის პრობლემები, თვალის ანთება (კონიუქტივიტი)

ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი

გულთან დაკავშირებული პრობლემები (მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის რითმის დარღვევა, ანორმალური გულისცემა)

მაღალი ანდა დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას არტერიული წნევის დაცემა)

სასუნთქი გზების კუნთების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), რაც იწვევს ხიხინის წარმოქმნას, ფილტვების, ხახის ანდა წიაღების ანთება და გაღიზიანება, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან გამონადენი

ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუსა და ხახის გაღიზიანება ანდა იარების წარმოქმნა, ყლაპვის გაძნელება, ყაბზობა, დისპეფსია

კვებითი დარღვევები, კვების შემცირება და შედეგად წონის დაკლება

ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ჭარბი ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

კუნთების პრობლემები (გამკვრივება), სახსრების ანდა კუნთების ტკივილი, ზურგის და კისრის ტკივილი

სიმსივნის არეში ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მოუსვენრობა, გრიპის სიმპტომები, კანკალი

მულტიორგანული უკმარისობა

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სისხლის შედედების პრობლემები, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დაცემა და სისხლის წითელი უჯრედების განადგურების მომატება (აპლაზიური ჰემოლიზური ანემია: სხეულის მიერ საკუთარი ქსოვილების ანტიგენად აღქმა და ამ ქსოვილების მიმართ ანტისხულების გამომუშავება). ლიმფური კვანძების შესივება ანდა გადიდება

რაიმეს კეთების ხალისის დაკარგვა და სულიერი პრობლემები, შფოთვა

საკვების გემოს შეგრძნების ცვლილების მსგავსი, გემოს შეგრძნების პრობლემები

გულთან დაკავშირებული პრობლემები (გულისცემის სიხშირის შემცირება, ტკივილი მკერდში)

ასთმა, სხეულსა და ორგანოებში ჟანგბადის მიწოდების შემცირება

მუცლის შებერილობა

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სერიოზული ვირუსული ინფექციები

პნევმოცისტური პნევმონია-pnevmocistis jiroveci -ით (სოკოვანი ინფექციის სახეობა) გამოწვეული პნევმონია

სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)

გულის სერიოზული პრობლემები

ფილტვების ანთება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სისხლში არსებული ინფექციებისგან დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სპეციალური პროტეინების (იმუნოგლობულინების) ხანმოკლე დროით შემცირება, განადგურებული სიმსივნური უჯრედების დაშლის შედეგად სისხლში ქიმიური ცვლილებები

ხელების და ფეხების ნერვების დაზიანება, სახის დამბლა

გულის უკმარისობა

სისხლძარღვების ანთება, რომელიც კანის მხრივ სიმპტომების განვითარებას იწვევს

სუნთქვის პრობლემები

ნაწლავთა კედლის გახვრეტა

თირკმლების უკმარისობა

სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული შესივება.

პირის ღრუში, სასქესო ორგანოებსა ანდა თვალის ქუთუთოების მსგავს კანსა და ლორწოვან გარსებზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა და თანმხლები სიწითლე

მხედველობის სერიოზული დაკარგვა (თავის ტვინის ნერვების დაზიანების მანიშნებელი)

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები:

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რომელიც უცებ არ ვლინდება

ინფუზიის დასრულებისთანავე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც შექცევადია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სასიკვდილო იყოს

სმენის დაკარგვა

მგრძნობელობის სხვა დაკარგვა

ბავშვები და მოზარდები არა-ჰოჩკინის ლიმფომით:

ზოგადად, არა-ჰოჩკინის ლიმფომით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდით ეფექტები, არა-ჰოჩკინის ლიმფომით ანდა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულ ზრდასრულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსგავსია. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტების გამოვლინება დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) დონის დაცემასთან, ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, პირის ღრუს ლორწოვანის ანთება ანდა იარები, ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა).

ბ). თუ მკურნალობას რევმატოიდული ართრიტის გამო იტარებთ

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

პნევმონიის მსგავსი ინფექციები (ბაქტერიული)

შარდვის დროს ტკივილი (საშარდზე გზების ინფექცია)

უფრო ხშირად ინფუზიის დროს გამოვლენილი, ასევე ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ალერგიული პრობლემები

სისხლის არტერიული წნევის ცვლილებები, გულისრევა, გამონაყარი, ცხელება, ცხვირის ქავილი, გამონადენი, გაჭედვა, ცემინება, კანკალი, გულისცემის სიხშირის მომატება, დაღლილობა

თავის ტკივილი

ექიმის მიერ გაკეთებულ ლაბორატორიულ კველევებში ცვლილებები, აღნიშნულში იგულისხმება სისხლში არსებული და ინფექციის წინააღმდეგ დამცველობით ფუნქციაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სპეციფიკური პროტეინების (იმუნოგლობულინების) რაოდენობის დაცემა

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ბრონქების ანთება (ბრონქიტი)

ცხვირის, ლოყების და თვალის უკანა ნაწილში სავსეობის შეგრძნება ანდა უეცარი პულსირებადი ტკივილი (სინუსიტი), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის პრობლემები

ფეხის სოკოვანი ინფექცია (სპორტსმენის ფეხი)

ქოლესტერონის დონის მომატება

დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნების მსგავსი კანის ანორმალური პრობლემები, საჯდომი ნერვის არეში ტკივილები, მიგრენი, გაბრუების შეგრძნება

თმის ცვენა

შფოთვა, დეპრესია

დისპეფსიური პრობლემები, დიარეა, რეფლუქსი, პირის ღრუს და ხახის გაღიზიანება და/ ანდა იარების წარმოქმნა

მუცლის, ზურგის, კუნთების და/ ანდა სახსრების ტკივილი

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

სახესა და სხეულში სითხის შეკავება (შეშუპება)

ფილტვების და ხახის ანთება, გაღიზიანება და/ ანდა შევიწროება, ხველა

ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ქავილი, გამონაყარის მსგავსი პრობლემები

ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება, გონების დაკარგვის შეგრძნების მსგავსი ალერგიული რეაქციები

მაბტერას მიღებასთან დაკავშირებული ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

მაბტერას ინფუზიის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლენილი გამონაყარი, ქავილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და ცხელება, ალერგიის მსგავსი რეაქციების კომპლექსი

სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული კანის შეშუპებითი მდგომარეობები. კანზე ანდა პირის ღრუში, სასაქესო ორგანოების მიდამოებში და თვალის ქუთუთეობის მსგავს ლორწოვან გარსებზე განვითარებული შეშუპება-გასქელებასთან დაკავშირებული სიწითლე, ცხელება.

მაბტერათი მკურნალობასთან დაკავშირებით, იშვიათად შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს, ეს შეიძლება იყოს: ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე სისხლის ზოგიერთი უჯრედის (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი ,,ინფექციები’’).

გ). თუ მკურნალობას გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის გამო იტარებთ

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ინფექციები, გულმკერდის ღრუს ინფექციები, საშარდზე გზების ინფექციები (შარდვის დროს წვა), ჰერპესის მსგავსი ინფექციები

ალერგიული რეაქციები, რომელიც ზოგადად ინფუზიის დროს ვლინდება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიიდან 24 საათის შემდეგაც

დიარეა

ხველა ანდა სუნთქვის გაძნელება

ცხვირიდან სისხლდენა

მაღალი არტერიული წნევა

სახსრების და ზურგის ტკივილი

კუნთების გაშეშება ანდა კანკალი

გაბრუებული მდგომარეობა

კანკალი (უფრო ხშირად ხელებზე ვლინდება)

ჩაძინების გაძნელება (ინსომნია)

ხელების და მაჯების შესივება

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

დისპეფსიური მოვლენები

ყაბზობა

ლაქები და აკნე, კანზე გამონაყარი

კანის სიწითლე

ცხლება

ცხვირის გაჭედვა ანდა ცხვირიდან გამონადენი

დაჭიმული და მტკივნეული კუნთები

კუნთების და ხელების ანდა ფეხების ტკივილი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატება

გულისცემის რითმის ცვლილება ანდა ნორმაზე უფრო აჩქარებული გულისცემა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სიცოცხლისთვის საშიში კანის სერიოზული გასქელება, შეშუპება. კანზე ანდა პირის ღრუში, სასქესო ორგანოების მიდამოში და თვალის ქუთოთოს კანის და ლორწოვანი გარსების გასქელება, სიწითლე, ცხელება

ადრე გადატანილი ვირუსული B ჰეპატიტის აქტივაცია

ბავშვები და მოზარდები გრანულომატოზური პოლიანგიიტის ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტის დიაგნოზით:

ზოგადად, გრანულომატოზური პოლიანგიიტით ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, გრანულომატოზური პოლიანგიიტით ანდა მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ ზრდასრულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მსგავსი ტიპისაა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ინფექციები, ალერგიული რეაქციები და გულირევა.

დ). თუ მკურნალობას ვულგარული პემფიგუსის გამო იტარებთ

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები, რომელიც ზოგადად ინფუზიის დროს ვლინდება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიიდან 24 საათის შემდეგაც

თავის ტკივილი

გულმკერდის ღრუს ინფექციები

ხანგრძლივი დეპრესია

თის ცვენა

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

გაცივება, ჰერპესული ინფექცია, თვალის ინფექციები, პირის ღრუს რძიანა და საშარდზე გზების ინფექციების (შარდვის დროს ტკივილი) მსგავის ინფექციები

გუნება-განწყობის ცვლილებები, გაღიაიანების და დეპრესიის მსგავსი

ქავილი, ურტიკარია და კანის კეთილთვისებიანი დაზიანებები

დაღლილობის ანდა გაბრუების შეგრძნება

ცხელება

ზურგის და ან სახსრების ტკივილი

მუცლის ტკივილი

კუნთების ტკივილი

გულის ცემის აჩქარება

მაბტერას გამოყენების დროს, ლაბორატორიულოი ანალიზების შედეგები შეიძლება შეიცვალოს.

თუ, სხვა წამლებთან ერთად მაბტერას ღებულობთ, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ნაწილი, შეიძლება სხვა მეორე წამლის მიერ იყოს გამოწვეული.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • მაბტერას შენახვა

მაბტერა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.

სამედიცინო პროდუქტი მაცივარში (20C -80C ) ტემპერატურაზე შეინახეთ. ფლაკონები, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაიცავით.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე/ფლაკონზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მაბტერა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

Roche წამლების მრეწველობის გაერთიანებული კომპანია

უნიქი. სტამბოლი. აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.

მასლაქი. 34396. სარიერი-სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

Genentech Inc.

4625 NE Brookwood parkway

Hillsboro, OR 97124-9332

აშშ

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2022-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა